You are on page 1of 19

მარტივი რაოდენობრივი

ანალიზის მეთოდები
ლექცია 4
რიცხვთა სიმრავლეები
მიახლოებით რიცხვები

გამარტივებული სახით რიცხვების წარმოდგენას მიახლოებით რიცხვებს უწოდებენ.

მანძილი თბილისსა და პარიზს შორის 3376 კილომეტრია. ამ მანძილის შეფასებისას შეგვიძლია


ეს მანძილი გამოვსახოთ უახლოესი ასეულებით, ანუ დავამრგვალოთ. ეს რიცხვი
მოთავსებულია 3300 და 3400 რიცხვებს შორის. ამ ორი რიცხვის შუა რიცხვია 3350. მოცემული
რიცხვი ამ შუა რიცხვზე მეტია. ამიტომ 3376-ის უახლოესი რიცხვი იქნება 3400.
ორ რიცხვს შორის მანძილი და შუაწერტილი

ორ რიცხვს შორის მანძილი დადებითი რიცხვია.

მანძილი 5-სა და 9-ს შორის არის 9 – 5 = 4

მანძილი –5-სა და 3-ს შორის არის 3 – (– 5) = 3 + 5 = 8

მანძილი –12-სა და –2-ს შორის არის –2 – (–12) = –2 + 12 = 10

ორ რიცხვს შორის მოთავსებული მონაკვეთის შუაწერტილის კოორდიანტი გამოითვლება ამ


წერტილების კოორდინატების საშუალო არითმეტიკულით (a + b) : 2.

5-სა და 9-ს შორის შუაწერტილია (5 + 9) : 2 = 7

–5-სა და 3-ს შორის შუაწერტილია (3 + (– 5)) : 2 = (3 – 5) : 2 = (– 2) : 2 = –1

–12-სა და –2-ს შორის შუაწერტილია (–2 + (–12)) : 2 = (–2 – 12) : 2 = (–14) : 2 = –7


რიცხვითი შუალედი

რიცხვითი შუალედი არის ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე ორ მოცემულ რიცხვს შორის.

( a, b ) a <x<b ღია შუალედი


[ a, b ] a ≤x≤b ჩაკეტილი შუალედი
[ a, b ) a≤x<b მარცხნიდან ჩაკეტილი, მარჯვნიდან ღია შუალედი
( a, b ] a<x≤b მარცხნიდან ღია, მარჯვნიდან ჩაკეტილი შუალედი

ჩაწერეთ უტოლობის სახით რიცხვითი შუალედი (– 5, 6) –5<x<6


ჩაწერეთ უტოლობის სახით რიცხვითი შუალედი [– 3, 12) – 3 ≤ x < 12
ჩაწერეთ 5 < x ≤ 34 უტოლობა რიცხვითი შუალედის სახით ( 5, 34 ]
ჩაწერეთ –6 ≤ x ≤ 15 უტოლობა რიცხვითი შუალედის სახით (–6, 15 ]

ჩაწერეთ [–5, 12) და (0, 25) რიცხვითი შუალედების თანაკვეთა და გაერთიანება


თანაკვეთა (0, 12)
გაერთიანება [–5, 25)
სავარჯიშოები

რამდენ მთელ რიცხვს შეიცავს (–2; 5) რიცხვითი შუალედი?

რამდენ ნატურალურ რიცხვს შეიცავს (–3; 5] რიცხვითი შუალედი?

რამდენ მთელ უარყოფით რიცხვს შეიცავს (–6; 12] რიცხვითი შუალედი?

რამდენ მთელ არაუარყოფით რიცხვს შეიცავს (–5; 8] რიცხვითი შუალედი?

რამდენ ლუწ ნატურალურ რიცხვს შეიცავს [–1; 18) რიცხვითი შუალედი?

A-დან B-მდე მანძილია 24. AB მონაკვეთის შუაწერტილია M(–1). რას უდრის B წერტილის
კოორდინატი?

A-დან B-მდე მანძილია 8. A წერტილის კოორდინატია (–1). რას უდრის AB მონაკვეთის შუა
წერტილის კოორდინატი?

AB მონაკვეთის სიგრძეა 18. AB მონაკვეთის შუაწერტილია M(–5). რას უდრის AB მონაკვეთის


შუაწერტილის კოორდინატი?

B წერტილის კოორდინატი 16-ით ნაკლებია A წერტილის კოორდინატზე. AB-ს შუაწერტილია M


(–2). იპოვეთ B წერტილის კოორდინატი
სავარჯიშოები

იპოვეთ მოცემული სიმრავლეების თანაკვეთა და გაერთიანება

ა) (3, 8) და (2, 6); ბ) [0, 5] და [5, 9];


გ) (– , 2] და (1,+); დ) [0, 3) და (3, +);
ე) [0, 8) და (3,1q); ვ) [– 3, 2) და (0, 5);
ზ) [5, +) და (7, +); თ) (– 6, 6] და (1, 9).
წრფივი განტოლების ამოხსნა

ამოხსენით განტოლება 5x + 4 = 2x + 10
5x – 2x = 10 – 4
3x = 6
x=2

ამოხსენით განტოლება x – 3 = 3(x – 4)


x – 3 = 3x – 12
12 – 3 = 3x – x
9 = 2x
x = 9/2

ამოხსენით განტოლება 4(x + 2) – 3(x + 5) = 5(x + 1)


4x + 8 – 3x – 15 = 5x + 5
4x – 3x – 5x = 5 + 15 – 8
– 4x = 12
x=–3
სავარჯიშოები

შეამოწმეთ, არის თუ არა 6 და – 2 შემდეგი განტოლების ამოახსნი. თუ არ არის, განმარტეთ,


რატომ?
ა) 3(x + 4) = 5x;
ბ) x + 4 = 2(x – 1);
გ) 5(x + 4) – 3(x + 6) = 9(x+4);
დ) 2x + 3 = 3(x + 3) + (x – 2).

ამოხსენით წრფივი განტოლებები:


ა) 7x+8=1; ბ) 5x – 4=21;
გ) 9 – 2x=15; დ) 7x – 5x + 15 = x + 8;
ე) 2x + 4 – x = 4x – 5; ვ) 2x – 4x + 12 = x + 3;
ზ) 3(x + 3) = 4(x – 1); თ) 4(x – 9) = 8(x + 3).
ტაქსის ამოცანა

A ტაქსის კომპანიის მომსახურეობა შეადგენს ფიქსირებულ გადასახადს 2 ლარსა და ყოველ


გავლილ კილომეტრზე 0.5 ლარს (ცვლადი ხარჯი).
B ტაქსის კომპანიის მომსახურეობა შეადგენს ფიქსირებულ გადასახადს 3 ლარსა და ყოველ
გავლილ კილომეტრზე 0.3 ლარს (ცვლადი ხარჯი).

1. შეადგინეთ A და B ტაქსის კომპანიის მომსახურების მათემატიკური მოდელი (ფასის


დამოკიდებულება გავლილ მანძილზე).
2. შეადარეთ A და B ტაქსის კომპანიის მომსახურება. რომელი კომპანია გვთავაზობს იაფ
მომსახურებას და როგორ პირობებში?
ტაქსის ამოცანა

შევადგინოთ A ტაქსის კომპანიის მომსახურეობის მოდელი


ფასი (A) = 2 + 0.5 ∙ x (კმ)

შევადგინოთ B ტაქსის კომპანიის მომსახურეობის მოდელი


ფასი (B) = 3 + 0.3 ∙ x (კმ)

რომელი კომპანიის შეთავაზებაა უკეთესი?


ეს ცხადია დამოკიდებულია გავლილ კილომეტრებზე. იმისათვის, რომ გავიგოთ, როდის
იქნება A და B კომპანიის მომსახურეობის ფასი ერთნაირი, ამისთვის

ფასი (A) = ფასი (B)

2 + 0.5 x = 3 + 0.3 x
0.5 x – 0.3 x = 3 – 2
0.2 x = 1
x = 5 კმ

ამრიგად, 5 კმ-ზე ნაკლებ მანძილებზე ეკონომიურია A ტაქსი, ხოლო 5 კმ-ზე მეტ მანძილებზე
ეკონომიურია B ტაქსი.
ტაქსის ამოცანა

ტაქსის მძღოლმა 10 კმ მანძილზე გადასაყვანად მგზავრისგან


მოითხოვა 8.00 ლარი, ხოლო 7 კმ-ზე 6.20 ლარი. ჩავთვალოთ, რომ
ყოველი გავლილი კმ ერთი და იგივე თანხა ღირს.

ა) რამდენით აძვირებს მგზავრობას ყოველი დამატებითი 1 კმ?

ბ) რამდენი კმ-ზე მოითხოვს ტაქსის მძღოლი 9.20 ლარს?

ა) რადგან მძღოლმა 10 კმ-ზე მოითხოვა 8.00 ლარი, ხოლო 7 კმ-ზე 6.20 ლარი, ესე იგი მან 3
კმ-ზე (10 – 7) იანგარიშა 1.80 ლარი (8.00 – 6.20). მაშასადამე, ყოველ კილომეტრზე ის
ანგარიშობს 1.80 : 3 = 0.60 ლარს.

რადგან მძღოლი, ყოველ კილომეტრზე ანგარიშობს 0.60 ლარს. მაშინ 10 კმ-ზე იგი
მოითხოვდა 10∙0.6=6 ლარს და დამატებით 8–6=2 ლარს (10∙0.6+2=8 პირობის თანახმად). ამ
მძღოლის მომსახურების საფასურის მოდელია შეგვიძლია ასე ჩავწეროთ ფასი=2+0.60∙x.

ბ) მძღოლი 9.20 ლარს აიღებდა 12 კმ-ზე, რადგან 2+0.60∙12=9.20.


სავარჯიშოები

1. ტაქსით მგზავრობის ტარიფი შედგება ფიქსირებული გადასახადისგან 2 ლარი და ყოველ


გავლილ კილომეტრზე 50 თეთრი.
ა) რა ეღირება 20 კილომეტრ მანძილზე მგზავრობა?
ბ) რა მანძილის გავლა შეიძლება 4 ლარი და 50 თეთრით?

2. ტაქსის მძღოლმა 16 კმ მანძილზე გადასაყვანად მგზავრისგან მოითხოვა 9.20 ლარი, ხოლო


10 კმ-ზე 6.50 ლარი. ჩავთვალოთ, რომ ყოველი გავლილი კმ ერთი და იგივე თანხა ღირს.
ა) რამდენით აძვირებს მგზავრობას ყოველი დამატებითი 1 კმ?
ბ) რამდენი კმ-ზე მოითხოვს ტაქსის მძღოლი 11.00 ლარს?

3. ტაქსის მძღოლმა 6 კმ მანძილზე გადასაყვანად მგზავრისგან მოითხოვა 5.10 ლარი, ხოლო


12 კმ-ზე 7.20 ლარი. ჩავთვალოთ, რომ ყოველი გავლილი კმ ერთი და იგივე თანხა ღირს.
ა) რამდენით აძვირებს მგზავრობას ყოველი დამატებითი 1 კმ?
ბ) რამდენი კმ-ზე მოითხოვს ტაქსის მძღოლი 5.80 ლარს?
ფასის შემცირება

ერთ-ერთმა კომპანიამ ავტომობილი 13300 $-ად შეიძინა, რომლის ღირებულება 2.5 წლის
შემდეგ 9800 $-მდე შემცირდა. ავტომობილის ღირებულების დროში თანაბრად მცირდება.

ა) რამდენით მცირდება ავტომობილის ღირებულება ერთი წლის განმავლობაში?

ბ) შეძენიდან რამდენ ხანში გახდება ავტომობილის ფასი თავდაპირველი ფასის ნახევარი?

ა) ავტომობილის ღირებულება 2.5 წლის განმავლობაში შემცირდა 13300 – 9800 = 3500 $-ით.
მაშინ ერთ წელიწადში ავტომობილის ღირებულება შემცირდება 3500 : 2.5 = 1400 $-ით.

ავტომობილის ფასის შემცირების წრფივი მოდელი შეგვიძლია შემდეგნაირად ჩავწეროთ

ფასი = 13300 – 1400 ∙ x, სადაც x გამოხატავს წლებს.

ბ) ავტომობილი თავდაპირველი ფასის ნახევარი იქნება 13300 : 2 = 6650 $


6650 = 13300 – 1400 ∙ x
1400 ∙ x = 13300 – 6650
1400 ∙ x = 6650
x = 6650 : 1400 = 4.75 წელი
ამრიგად, შეძენიდან 4.75 წელში ავტომობილის ფასი გაუტოლდება თავდაპირველი ფასის
ნახევარს, რადგან 13300 – 1400 ∙ 4.75 = 6650.
სავარჯიშოები

1. ერთ-ერთმა კომპანიამ შეიძინა ავტომობილი 15300 $-ად, რომლის ღირებულება 3.5 წლის
შემდეგ შემცირდა 12500$-მდე. ავტომობილის ღირებულების დროში თანაბრად მცირდება.
ა) რამდენით მცირდება ავტომობილის ღირებულება ერთი წლის განმავლობაში?
ბ) შეძენიდან რამდენ ხანში გახდება ავტომობილის ფასი თავდაპირველი ფასის ნახევარი?

2. ფირმის აქციები გამოშვებისას ღირდა ცალი 4.5 $. აქციების ღირებულება დროში თანაბრად
იზრდებოდა და 2.5 წლის შემდეგ შეადგინა 6 $-ად.
ა) რამდენით იმატებს ერთი აქციის ღირებულება ერთი წლის განმავლობაში?
ბ) გამოშვებიდან რამდენ ხანში გაორმაგდება აქციების ფასი?

3. მიწაზე ფასი თავდაპირველად იყო 18 ₾ კვ.მ-ზე. 30 თვის შემდეგ მიწაზე ფასი გახდა 23 ₾.
ჩავთვალოთ, რომ მიწაზე ფასი თანაბრად იზრდება დროში.
ა) რამდენი ლარით იზრდება 1 კვ.მ მიწის ფასი წელიწადში?
ბ) მსგავსი ტემპის პირობებში რამდენ ხანში გაიზრდება მიწის ფასი ერთნახევარჯერ?
P = 120
C 25x + 30
38
100
110
30 25x
20

მეწარმის ამოცანა

მეწარმე დღიურად ადგილის ქირაში 70 $-ს იხდის. თითო ფუნთუშას დასამზადებლად მას
ეხარჯება 1.20 $, ხოლო დამზადებულ ფუნთუშას ყიდის 1.95 $-ად.

ა) რამდენი ფუნთუშა უნდა დაამზადოს და გაყიდოს მეწარმემ, რომ მისმა შემოსავალმა


მთლიანად დაფაროს ხარჯი? (არ იყოს წაგებაში)
ბ) რა მოგება დარჩება მეწარმეს, თუ ის დაამზადებს 200 და გაყიდის 120 ცალ ფუნთუშას?
გ) ფუნთუშების რა რაოდენობა უნდა დაამზადოს მეწარმემ, რომ მისი ხარჯი იყოს 475 ლარი?
მეწარმის ამოცანა
თავდაპირველად შევადგინოთ მეწარმის ხარჯის, შემოსავლისა და მოგების მათემატიკური
მოდელი. მეწარმის ხარჯი შედგება მისი ფიქსირებული ხარჯისგან (ქირა) და დამზადებული
ფუნთუშების ხარჯისგან, რომელიც დამოკიდებულია ფუნთუშების რაოდენობაზე:
ხარჯი = 70 + 1.20 ∙ x
სადაც x გამოხატავს დამზადებული ფუნთუშების რაოდენობას.
მეწარმე შემოსავალი დამოკიდებულია გაყიდული ფუნთუშების რაოდენობაზე:
შემოსავალი = 1.95 ∙ x
სადაც x გამოხატავს გაყიდული ფუნთუშების რაოდენობას.

ა) რამდენი ფუნთუშა უნდა დაამზადოს და გაყიდოს მეწარმემ, რომ მისმა შემოსავალმა მთლიანად
დაფაროს ხარჯი? (არ იყოს წაგებაში)
მეწარმის შემოსავალმა რომ მთლიანად დაფაროს ხარჯი, შემოსავალი უნდა გავუტოლოთ
ხარჯს. მაშინ: 70 + 1.20 ∙ x = 1.95 ∙ x
1.95 ∙ x – 1.20 ∙ x = 70
0.75 ∙ x = 70
x = 93.333…
ამრიგად, მეწარმემ უნდა დაამზადოს მინიმუმ 94 ფუნთუშა, რომ მისმა შემოსავალმა მთლიანად
დაფაროს ხარჯი.
მეწარმის ამოცანა

ბ) რა მოგება დარჩება მეწარმეს, თუ ის დაამზადებს 200 და გაყიდის 90 ცალ ფუნთუშას?


მეწარმის ხარჯი 100 ფუნთუშას დამზადებისას იქნება რომ მთლიანად დაფაროს
ხარჯი = 70 + 1.20 ∙ 200 = 70 + 240 = 310 ლარი

მეწარმე შემოსავალი 90 ფუნთუშას გაყიდვის შემთხვევაში იქნება


შემოსავალი = 1.95 ∙ 120 = 234 ლარი
მეწარმის მოგება არის შემოსავალი – ხარჯი = 234 – 310 = –76 ლარი.
ამრიგად, მეწარმის მოგება იქნება –76 ლარი, რაც ნიშნავს, რომ მეწარმე ზარალშია..

ბ) ფუნთუშების რა რაოდენობა უნდა დაამზადოს მეწარმემ, რომ მისი ხარჯი იყოს 280 ლარი
გამოვიყენოთ ხარჯის მოდელი. მაშინ გვექნება:
ხარჯი = 70 + 1.20 ∙ x = 280
70 + 1.20 ∙ x = 280
1.20 ∙ x = 280 – 70
1.20 ∙ x = 210
x = 175 ფუნთუშა
სავარჯიშოები

1. ფუნთუშეულის მაღაზიას აქვს ყოველდღიური საიჯარო გადასახადი 55$, თითო ფუნთუშის


დამზადების ხარჯია 0.12$, ხოლო გასაყიდი ფასია 0.55$.
ა) რამდენი ფუნთუშა უნდა გაყიდოს მაღაზიამ, რომ მისი ხარჯი დღეში იყოს 85$?
ბ) რა იქნება მეწარმის შემოსავალი, თუ ის ერთ დღეში დაამზადებს და გაყიდის 100 ცალ
ფუნთუშას?
გ) რა იქნება მეწარმის მოგება/ზარალი თუ ის ერთ დღეში დაამზადებს 200 ცალ ფუნთუშას
და მოახერხებს მხოლო 120 ცალი ფუნთუშის გაყიდვას?

2. მეწარმის ხარჯის მოდელია C=100+25x, ხოლო შემოსავლის P=30x, სადაც x არის


წარმოებული პროდუქტის რაოდენობა (თანხა იაგარიშება ლარებში).
ა) რა მოგება დარჩება მეწარმეს, თუ ის დაამზადებს 100 და გაყიდის 90 ცალ პროდუქტს?
ბ) პროდუქტის რა რაოდენობა უნდა დაამზადოს მეწარმემ, რომ მისი ხარჯი იყოს 475 ლარი?

3. მეწარმის ხარჯის მოდელია C=110+20x, ხოლო შემოსავლის P=25x, სადაც x არის


წარმოებული პროდუქტის რაოდენობა (თანხა იაგარიშება ლარებში).
ა) რა მოგება დარჩება მეწარმეს, თუ ის დაამზადებს 150 და გაყიდის 130 ცალ პროდუქტს?
ბ) პროდუქტის რა რაოდენობა უნდა დაამზადოს მეწარმემ, რომ მისი ხარჯი იყოს 500 ლარი?

You might also like