You are on page 1of 34

პროცენტი

პროცენტის გამოყენება
პრაქტიკასა და საბანკო სფეროში

ლექცია 5
პროპორციული საარჩევნო სისტემა

პროპორციული სისტემა პირველად ბელგიაში გამოიყენეს 1889 წელს. ამჟამად, 50‐ზე მეტ
ქვეყანაში მოქმედებს, მათ შორის ისრაელში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში,
პორტუგალიაში.

ამ სისტემის გამოყენებისას საარჩევნო ოლქი ყოველთვის მრავალმანდატიანია და პარტიებს


შორის მანდატები ნაწილდება ოლქში მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციულად.

პროპორციული საარჩევნო სისტემები ერთმანეთისგან განსხვავდება იმის მიხედვით, თუ


როგორი წესით აძლევს ხმას ამომრჩეველი და როგორი წესით ნაწილდება მანდატები
პარტიებს შორის; მთელი ქვეყანა ერთ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქს წარმოადგენს, თუ
დაყოფილია რამდენიმე მრავალმანდატიან ოლქად.

საარჩევნო ზღურბლი არის პარტიული სიის მიერ მიღებულ ხმათა მინიმალური პროცენტული
რაოდენობა, რომელიც პარტიას უფლებას აძლევს, მონაწილეობა მიიღოს მანდატების
განაწილებაში. ზღურბლის შემთხვევაში საკანონმდებლო ორგანოში ვერ ხვდებიან სუსტ
პარტიათა წარმომადგენლები.
პროპორციული საარჩევნო სისტემა

როგორ ნაწილდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში?

საქართველოს პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება. მანდატები ითვლება შემდეგნაირად -


ხმების საერთო რაოდენობა იყოფა 150 -ზე.

საარჩევნო კვოტა - ეს არის ხმათა მინიმალური რაოდენობა, რომელიც აუცილებელია თუნდაც


ერთი კანდიდატის ასარჩევად.

ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების რაოდენობა 1 814 276 გავყოთ


პარლამენტის წევრების ოდენობაზე, მაშინ საარჩევნო კვოტა იქნება:

1814276 : 150 =12095

რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიას, რომელიც 12095 რაოდენობის ხმას მიიღებს, ერთი მანდატი
ეკუთვნის.

ხმების რაოდენობა
საარჩევნო კვოტა =
მანდატების რაოდენობა
საარჩევნო კვოტა

საარჩევო კვოტის გამოსათვლელი მეთოდებია:

ბუნებრივი კვოტა - საარჩევნო ოლქში მიცემული ხმების საერთო რაოდენობა, იყოფა ოლქში
არსებულ სადეპუტატო ადგილების რაოდენობაზე.

ხელოვნური კვოტა - ზოგიერთ ქვეყანაში კვოტის გამოთვლა შემდეგნაირად ხდება -


მანდატების რიცხვს უმატებენ ერთ ან ორ ერთეულს, შედეგად კვოტა გამოდის ნაკლები, ხოლო
მეტი ადგილების განაწილების შესაძლებლობა იზრდება.

ბუნებრივი და ხელოვნური კვოტების გამოთვლის გარდა, გამოიყენება საარჩევნო კვოტის


გამოთვლის სხვა მეთოდებიც. ასეთ მეთოდებს შორის ყველაზე ფართოდ გავრცელებულია
მათემატიკოს დ’ონდტის მეთოდი.

ამ მეთოდის მიხედვით, თითოეული პარტიის მიერ


მიღებული ხმების რაოდენობა იყოფა თანმიმდევრულად
ნატურალურ რიცხვთა მწკრივზე (1-ზე, 2-ზე, 3-ზე და ა.შ).
მიღებული რიცხვები ლაგდება კლებადობის მიხედვით.
შესაბამისად კვოტა იქნება ის რიცხვი, რომლის რიგითი
ნომერი მანდატების საერთო რაოდენობას ემთხვევა
გაუნაწილებელი ადგილები

საარჩევნო კვოტის განსაზღვრის შემდეგ თითოეული სიის მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა
იყოფა კვოტაზე და განაყოფით განისაზღვრება მიღებულ მანდატთა ოდენობა. ამ ოპერაციის
შედეგად მანდატების უმეტესობა განაწილდება, მაგრამ ყოველთვის რჩება ნაშთი –
გაუნაწილებელი („მორჩენილი“) ადგილები და „გამოუყენებელი“ ხმები

ეს ადგილები დამატებითი წესის მიხედვით ნაწილდება. ჩვეულებრივ, ეს არის უდიდესი ნაშთის


ან უდიდესი საშუალოს წესი.

უდიდესი ნაშთის წესით ადგილის მიკუთვნება ხდება იმ სიისათვის, რომელსაც პირველი


განაწილების შემდეგ ყველაზე მეტი „გამოუყენებელი“ ხმა დარჩა. თუ კიდევ დარჩა
გაუნაწილებელი ადგილები ეს პროცესი განმეორდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა
დარჩენილი ადგილი არ განაწილდება.

უდიდესი საშუალოს წესით მანდატის მისაკუთვნებლად ამომრჩეველთა „გაუნაწილებელი“


ხმები უნდა გაიყოს პირველადი განაწილებით მიღებული მანდატების რიცხვზე (უმცირესი
გამყოფი), ან მანდატების რაოდენობაზე ერთით მეტ რიცხვზე (უდიდესი გამყოფის), ან ამ ორი
რიცხვის საშუალო გეომეტრიულზე. დარჩენილი მანდატები გადაეცემა იმ სიებს, რომელთაც
აღმოაჩნდათ ასეთი წესით მიღებული საშუალოს ყველაზე დიდი მნიშვნელობა
პროპორცია
ორ ქალაქს, რიო-დე-ჟანეიროსა და ჰონგ-კონგს შორის მანძილი არის დაახლოებით 17615
კილომეტრი. გლობუსზე ეს ქალაქები დაშორებულები არიან 54.6 სანტიმეტრით. ორ ქალაქს,
პარიზსა და სტოკჰოლმს შორის მანძილი არის დაახლოებით 1605 კილომეტრი. რა მანძილია
პარიზსა და სტოკჰოლმს შორის გლობუსზე?

17614 კმ - 54.6 სმ

1605 კმ - x სმ

17614 ∙ x = 1605 ∙ 54.6

x = (1605 ∙ 54.6) : 17614

x = 4.98 სმ
პროპორცია
რიცხვის დაყოფა პროპორციულ ნაწილებად

სამმა მეგობარმა შექმნა სტარტაპი, რომელშიც თითოეულმა დააბანდა 2000, 3000


და 4000 ლარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოგებამ შეადგინა 315000 ლარი.
როგორ უნდა გაინაწილონ მეგობრებმა თანხა?

2000∙35 = 70 000
315000 = 35
2000+3000+4000=9000 3000∙35 =105 000
9000
4000∙35 =140 000
რიცხვის დაყოფა პროპორციულ ნაწილებად
სავარჯიშოები

1. საწარმოში პრემია გაუნაწილეს სამ თანამშრომელს ორის, ოთხისა და ხუთის პროპორციულ


ნაწილებად. ერთ-ერთ მათგანს ყველაზე მცირე თანხა, 120 ლარი შეხვდა. რამდენით მეტი
შეხვდა იმას, ვინც ყველაზე მეტი პრემია მიიღო? 180

2. სამმა მეგობარმა შექმნა კომპანია, რომელშიც თითოეულმა დააბანდა 2500, 3500 და 5000
ლარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ მოგებამ შეადგინა 506000 ლარი. თუ მეგობრები ამ
თანხას თავიანთი დაბანდების პროპორციულად გაინაწილებენ, რამდენია იქნება სხვაობა
ყველაზე დიდი და ყველაზე მცირე წილის შემტანების დივიდენდებს შორის? 115000

3. შეჯიბრის საპრიზო ფონდი პირველ, მეორე და მესამე საპრიზო ადგილზე გასულებს 5, 3 და 1


პროპორციით შეხვდათ. ამასთან ყველაზე დიდი თანხა 2000 ლარი ერგო. რა თანხას
შეადგენდა საპრიზო ფონდო და რა თანხა ერგოთ დანარჩენ მონაწილეებს? 3600, 2000,
1200, 400

4. ერთ შენობაში განთავსებულმა სამმა ორგანიზაციამ უნდა გადაიხადოს კომუნალური


ხარჯები 2400 ლარის ოდენობით. თანხა უნდა გაიყოს თითოეულ ორგანიზაციაში მომუშავე
თანამშრომლების რიცხვის პროპორციულად. რამდენი ლარი უნდა გადაიხადოს
თითოეულმა ორგანიზაციამ, თუ მათში მომუშავე თანამშრომლების რიცხვია 9, 12 და 15?
600, 800, 1000
ნაწილი

პიცა ღირს 15.00 ₾


ა) რა ეღირება ამ პიცის 1/2 ნაწილი?

15.00 ₾ ∙ 1/2 = 7.50 ₾

ბ) რა ეღირება ამ პიცის 3/5 ნაწილი?

15.00 ₾ ∙ 3/5 = 9.00 ₾

გ) რა ეღირება ამ პიცის 5/3 ნაწილი?

15.00 ₾ ∙ 5/3 = 25.00 ₾


სავარჯიშოები

1. ნინომ დაფარა სესხის სამი მეხუთედი და კიდევ დარჩა 270 ლარი გადასახდელი. რამდენ
ლარს შეადგენდა ნინოს სესხი? 675

2. ავტოფარეხში დგას 160 ავტომობილი, რაც იკავებს ყველა ადგილის ოთხ მეშვიდედს.
რამდენი ადგილია დაუკავებელი ამჟამად? 120

3. ტურისტმა გაიარა 24 კმ და კიდევ დარჩა გასავლელი გზის ორი მეხუთედი. რამდენი კმ-ია
მთელი გზა? 40

4. სტუდენტმა წიგნის 150 გვერდი წაიკითხა. მას წასაკითხი დარჩა მთელი წიგნის ერთი
მეოთხედი. რამდენი გვერდი მთლიანი წიგნი? 200

5. საწვავის ავზის მრიცხველი აჩვენებს 72 ლ-ს. სულ რამდენი ლიტრი ეტევა ავზში, თუ
ცნობილია, რომ მისი სამი მეშვიდედი ცარიელია? 126
პროცენტი

პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება პროცენტები.


სიტყვა პროცენტი ნიშნავს რიცხვის ერთ მეასედ ნაწილს.

1% = 1/100 = 0.01

რიცხვის ერთი პროცენტის გამოსათვლელად ეს რიცხვი უნდა გავყოთ 100-ზე ან


იგივეა, რაც გავამრავლოთ 0.01-ზე.
პროცენტის გადაყვანა რიცხვში

მთლიანი პიცა ღირს 15 ლარი.


პიცის რა ნაწილია და რამდენი ღირს მისი ა) 25%? ბ) 50%? გ) 75%?

ა) პიცის 25% = 25 ∙ (1%) = 25 ∙ (0.01) = 0.25 = 1/4.


პიცის 1/4, ანუ 25% ეღირება 15 ∙ 0.25 = 3.75 ლარი.

ბ) პიცის 50% = 50 ∙ (1%) = 50 ∙ (0.01) = 0.5 = 1/2.


პიცის 1/2, ანუ 50% ეღირება 15 ∙ 0.5 = 7.5 ლარი

გ) პიცის 75% = 75 ∙ (1%) = 75 ∙ (0.01) = 0.75 = 3/4.


პიცის 3/4, ანუ 75% ეღირება 15 ∙ 0.75 = 11.25 ლარი
პროცენტის გადაყვანა რიცხვში

გადაიყვანეთ შემდეგი პროცენტები რიცხვებში

ა) 98%; ბ) 3.4%; გ) 0.2%.

ა) 98% = 98 ∙ (1%) = 98 ∙ (0.01) = 0.98

ბ) 3.4% = 3.4 ∙ (1%)= 3.4 ∙ (0.01) = 0.034

გ) 0.2% = 0.2 ∙ (1%) = 0.2 ∙ (0.01) = 0.002

პროცენტიდან რიცხვის გამოსათვლელად პროცენტი უნდა გავყოთ 100-ზე, იგივეა


რაც გავამრავლოთ 0.01-ზე.
რიცხვის გადაყვანა პროცენტებში

პიცის რამდენი პროცენტია მისი

ა) 1/2 ნაწილი? ბ) 3/5 ნაწილი? გ) 7/20 ნაწილი?

მთლიანი პიცა იგულისხმება, რომ არის 100%, მაშინ მისი რაღაც ნაწილი იქნება
100% გამრავლებული ამ ნაწილზე.

ა) პიცის 1/2 იქნება 100% ∙ (1/2) = 50%

ბ) პიცის 3/5 იქნება 100% ∙ (3/5) = 60%

გ) პიცის 7/20 იქნება 100% ∙ (7/20) = 35%

რიცხვის პროცენტის გამოსათვლელად ეს რიცხვი უნდა გავამრავლოთ 100-ზე, და


მივუწეროთ პროცენტის ნიშანი.
რიცხვის პროცენტის გამოთვლა

იპოვეთ 250-ის 18%.

18% ნიშნავს რიცხვის თვრამეტ მეასედს (18/100) ნაწილს. ამრიგად


გამრავლებით მივიღებთ:
250 ∙ 18% = 250 ∙ 0.18 = 45

პროპორციით. 250 არის 100% და საძიებელი რიცხვი 18%:

250 --- 100%


x --- 18%

250 ∙ 18% = x ∙ 100%


x = 250 ∙ 18% : 100%
x = 45
ერთი რიცხვი მეორე რიცხვის რამდენი პროცენტია?

500-ის რამდენი პროცენტია 75?

კითხვა ჩავწეროთ შემდეგნაირად 500-ის x%-ია 75. მაშინ გვექნება:

500 ∙ x% = 75
500 ∙ (x ∙ 0.01) = 75
5 ∙ x = 75
x = 15%.

პროპორციის გამოყენებით:

500 --- 100%


75 --- x%

500 ∙ x% = 75 ∙ 100%
x = ( 75 : 500 ) ∙ 100%
x = 15%
ვიპოვოთ რიცხვი, რომლის პროცენტია მოცემული რიცხვი

რომელი რიცხვის 5%-ია 38?

კითხვა ჩავწეროთ შემდეგნაირად x-ის 5%-ია 38. მაშინ გვექნება:

x ∙ 5% = 38
x ∙ 0.05 = 38
x = 38 : 0.05
x = 760.

პროპორციის გამოყენებით:

x --- 100%
38 --- 5%

x ∙ 5% = 38 ∙ 100%
x = 38 ∙ 100 : 5
x = 760
რიცხვის ზრდის ან შემცირების პროცენტი

ერთი ბარელი ნავთობის ფასი იყო

წელი ფასი რამდენი პროცენტით შეიცვლა ნავთობის ფასი

2017 50$
2018 60$ 2017-დან 2018-მდე
2019 51$
60 – 50 10
∙ 100% = ∙ 100% = 20 %
50 50
გაიზარდა 20%-ით

2018-დან 2019-მდე

51 – 60 –9
∙ 100% = ∙ 100% = – 15 %
60 60
შემცირდა 15%-ით

2017-დან 2019-მდე

51 – 50 1
∙ 100% = ∙ 100% = 2%
50 50
გაიზარდა 2%-ით
ფასდაკლება

მაღაზიაში გამოცხადებული ფასდაკლების მიხედვით, ყველა შენაძენზე 20%-იანი


ფასდაკლება მოქმედებს. რა ღირდა ფასდაკლებამდე ტელევიზორი, თუ ის ფასდაკლების
შემდეგ შეგიძლიათ შეიძინოთ 700 ლარად?

ფასდაკლებამდე ტელევიზორის ფასი აღვნიშნოთ x-ით. 20%-იანი ფასდაკლება ნიშნავს, რომ


ამ ტელევიზორის ფასი შემცირდა 20%-ით. ე.ი. შემცირდა x∙20% ლარით. (ახლა მისი ფასი
საწყისი ფასის 80%-ია).

მაშინ, ფასდაკლების შემდეგ ტელევიზორის ახალი ფასი


იქნება საწყის ფასს გამოკლებული x – 20% ლარი.
100 % ახალი ფასი = x – x ∙ 20% = x – 0.2 ∙ x = 0.8 ∙ x
80%

ამოცანის პირობის თანახმად, ტელევიზორის ახალი ფასი


ფასდაკლების შემდეგ არის 700 ლარი. მაშასადამე:
700 = 0.8 x
x = 700 : 0.8 = 875

ამრიგად, ფასდაკლებამდე ტელევიზორის ფასი იყო 875 ლარი.


დამატებული ღირებულების გადასახადი (დ.ღ.გ)

საქართველოს კანონმდებლობით დღგ-ს განაკვეთი


განსაზღვრულია 18%-ით. რა ღირს მომსახურება დღგ-ს გარეშე,
თუ დღგ-ს ჩათვლით ეს მომსახურება 295 ლარია?

დღგ-ს ჩათვლით ნიშნავს, რომ მომსახურების ფასს ემატება დღგ-


თი განსაზღვრული თანხა, ანუ მომსახურების 18%. თუ
მომსახურების ფასს დღგ-ს გარეშე აღვნიშნავთ x-ით, მაშინ დღგ-ს
ჩათვლით ეს მომსახურება ეღირება

x + x ∙ 18%

ამოცანის პირობის თანახმად, მომსახურება დღგ-ს ჩათვლით


ღირს 295 ლარი, მაშინ შეგვიძლია დავწეროთ, რომ:

x + x ∙ 18% = 295 x --- 100%


x + x ∙ 0.18 = 295 295 --- 118%
x ∙ (1 + 0.18) = 295
x ∙ 1.18 = 295 x ∙ 118% = 295 ∙ 100%
x = 295 : 1.18 x = 295 ∙ 100 : 118
x = 250 x = 250

ამრიგად, მომსახურება დღგ-ს გარეშე ღირს 250 ლარი.


შემოსავლის ცვლილება

მეწარმის შემოსავალი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა


20%-ით. მომდევნო თვეში კი შემცირდა 5%-ით.
ა) რამდენი იყო მეწარმის შემოსავალი თავდაპირველად, თუ
მისი შემოსავალი ახლა არის თვეში 28500 ლარი?
ბ) რამდენი პროცენტით შეიცვალა მეწარმის შემოსავალი?

რიცხვის გაიზარდა 20%-ით ნიშნავს ამ რიცხვის გამრავლებას 1.2 ზე. 100% + 20% = 120%.
რიცხვად გადაყვანისას 120% იქნება 1.2. თუ საწყისი შემოსავალს აღვნიშნავთ x-ით,
მაშინ გაზრდილი შემოსავალი იქნება 1.2 ∙ x. +20% არის 120%

მომდევნო თვეში მეწარმის შემოსავალი შემცირდა 5%-ით. ეს ნიშნავს, რომ შემოსავალი


შეადგენს 95%-ს (იგივე 0.95). შემცირებული შემოსავალი იქნება (1.2 ∙ x ) ∙ 0.95. მივიღებთ:
– 5% არის 95%

ა) 28500 = x ∙ 1.2 ∙ 0.95 ბ)

28500 = x ∙ 1.14 (28500 – 25000) : 25000 ∙ 100% = 0.14 ∙ 100% = 14%

x = 28500 : 1.14
x = 25000
სავარჯიშოები

1. 30%-იანი ფასდაკლების შემდეგ მობილური ტელეფონის შეძენა შესაძლებელია 525 ₾-ად. რა ღირდა
მობილური ტელეფონი თავდაპირველად? 750

2. 12%-იანი ფასდაკლების მერე აქციის ღირებულება გახდა 176 ₾. რა ღირდა აქცია ფასდაკლებამდე? 200

3. 15%-იანი ფასდაკლების შემდეგ ტელევიზორი გაიაფდა 60 ₾-ით. რა ღირდა ის თავდაპირველად? 400

4. ნივთის ღირებულება 185 ₾-დან შემცირდა 148 ₾-მდე. რამდენი პროცენტით შემცირდა ნივთის ფასი? 20%

5. ნივთის ღირებულება 160 ₾-დან გაიზარდა 180 ₾-მდე. რამდენი პროცენტით გაძვირდა ნივთის ფასი? 25%

6. ნივთი ჯერ გაძვირდა 10%-ით, შემდეგ ისევ გაძვირდა 10%-ით. საბოლოო ჯამში რამდენი პროცენტით
შეიცვალა საწყისი ფასი? 21%

7. ნივთი გაიაფდა 25%-ით. შემდეგ გაძვირდა 10%-ით. საბოლოო ჯამში რამდენი პროცენტით შეიცვალა
თავდაპირველი ფასი? 17.5%

8. ნივთი ჯერ გაიაფდა 10%-ით, შემდეგ გაძვირდა 20%-ით. რა ღირდა თავიდან, თუ საბოლოო ფასი შეადგენს
345.60 ₾? 320 ₾

9. საქართველოს კანონმდებლობით დღგ განაკვეთი განსაზღვრულია 18%-ით. რა ღირს მომსახურება დღგ-ს


გარეშე, თუ დღგ-ს ჩათვლით ეს მომსახურება 590 ლარია? 500₾

10. კურიერმა ამანათი მოიტანა შინ და ეს შეკვეთა 70.20 ₾ დაჯდა. რა ღირს ამანათი ადგილზე, თუ
ტრანსპორტირება მის ფასს 8%-ით ზრდის? 65 ₾

11. რესტორნის ჩეკში მითითებულია გადასახდელი თან 1702.40 ლარი. ამასთან მომსახურების საკომისიო
შეადგენდა 12%. რა ღირდა რესტორნის წვეულება საკომისიო ხარჯის გარეშე? 1520 ₾
ფინანსური მათემატიკის საფუძვლები

საუკუნეების განმავლობაში მათემატიკის განვითარებას გარკვეულწილად ხელი


შეუწყო იმ გარემოებამ, რომ არსებობდა ფული და არსებობდა თამაშები. ყველა
თამაშს გარკვეული სტრატეგია და გათვლა სჭირდებოდა, რისთვისაც აუცილებელი
იყო მათემატიკური აზროვნება და მათემატიკური მოდელების გამოგონება.
არსებობს მათემატიკის ცალკე მიმართულება - თამაშთა თეორია, რომელიც
შეისწავლის გადაწყვეტილების მიღების სტრატეგიას. ფულთან კი, ცხადია,
დაკავშირებულია ფინანსური გამოთვლები, რაც ასევე მოითხოვს მათემატიკის
ცოდნას.
სარგებელი მარტივი და რთული % განაკვეთით

თუ ვისესხებთ გარკვეული ოდენობის თანხას, მოგვიანებით უნდა დავაბრუნოთ


ნასესხები თანხა და სარგებელი. სარგებელი გამოითვლება საწყისი თანხიდან
გარკვეული დროის განმავლობაში დაგროვილი პროცენტებით, ანუ სარგებლის
განაკვეთის საშუალებით. სესხის პერიოდის გასვლის შემდეგ საწყის თანხას
ემატება სარგებელი და მიიღება საბოლოო თანხა. საპროცენტო განაკვეთი,
როგორც წესი, გამოისახება წლიური პროცენტით.
სარგებელს, რომელიც გამოითვლება მხოლოდ საწყისი თანხიდან, ეწოდება
სარგებელი მარტივი განაკვეთით (მარტივი სარგებელი).

სარგებელს, რომელიც გამოითვლება საწყისი თანხისა და წინა პერიოდის


სარგებლის საფუძველზე, ეწოდება სარგებელი რთული განაკვეთით (რთული
სარგებელი).
სარგებელი მარტივი საპროცენტო განაკვეთით

ვთქვათ, გვინდა ვისესხოთ 12%-იანი განაკვეთით 100₾ ერთი წლით. ეს ნიშნავს, რომ ერთი წლის
შემდეგ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ 100 + 100 ∙ 12% = 100 + 12 = 112 ₾.
თუ სესხს ავიღებდით ორი წლით, მაშინ ორი წლის შემდეგ საწყის თანხას უნდა დავუმატოთ
2∙12=24₾ და სულ დასაბრუნებელი გვექნება 124 ₾, სამი წლის შემდეგ 100 + 3 ∙12 = 136 ₾ და ა.შ.
ამრიგად, რამდენი წლითაც ავიღებდით ამ სესხს, ვადის გასვლის შემდეგ უნდა დავაბრუნოთ
საწყისი თანხა და ყოველ წელზე 12-ით მეტი. ცხრილის სახით ეს მონაცემები ასე შეგვიძლია
წარმოვადგინოთ:
სარგებელი მარტივი საპროცენტო განაკვეთით
სარგებელი მარტივი საპროცენტო განაკვეთით

5 5 5
5

5 5
5 5
სარგებელი მარტივი საპროცენტო განაკვეთით

5
5 5 5
სარგებელი მარტივი საპროცენტო განაკვეთით

5 5 5 5


5 5 5 5
სარგებელი მარტივი საპროცენტო განაკვეთით

5 5 5
5


5 5 5
სავარჯიშოები

1. ნინომ ბანკში შეიტანა 4 000 ლარი მარტივი სარგებლის 12%-იან წლიური საპროცენტო
განაკვეთით 18 თვით. რა თანხა დაუგროვდება ნინოს?

2. სტუდენტმა ერთ-ერთ ბანკში გახსნა ანაბარი 3 თვით, რომელზეც მოათავსა 2400 ლარი.
იპოვეთ წლიური მარტივი საპროცენტო განაკვეთი, თუ სარგებელი შეადგენს 54 ლარს.

3. რამდენი ხნით უნდა შევიტანოთ ბანკში ანაბარზე 10 000 ლარი, მარტივი წლიური 10%-იანი
განაკვეთით, რომ დაგროვილმა თანხამ შეადგინოს 10 750 ლარი?

4. რა თანხა უნდა შევიტანოთ ბანკში წლიური 6%-იანი მარტივი საპროცენტო განაკვეთით, რომ
4 თვეში დაგროვილმა თანხამ შეადგინოს 9 231 ლარი.

5. რამდენი დღით უნდა შევიტანოთ ბანკში 8 000 ლარი წლიური 5%-იანი მარტივი საპროცენტო
განაკვეთით, რომ დაგროვილმა თანხამ შეადგინოს 8 160 ლარი. (წელიწადში იანგარიშეთ 360
დღე)

6. რა თანხა უნდა შევიტანოთ ბანკში წლიური 6%-იანი მარტივი საპროცენტო განაკვეთით, რომ
4 თვეში დაგროვილმა თანხამ შეადგინოს 9 231 ლარი.

7. კლიენტმა ბანკში შეიტანა 2000 ლარი წლიური მარტივი საპროცენტო განაკვეთით. 3 თვის
შემდეგ მისმა ანაბარმა შეადგინა 2060 ლარი. იპოვეთ მარტივი საპროცენტო განაკვეთი.

You might also like