You are on page 1of 8

2020-2021 © ნიკა ბერაძე

მათემატიკური მეთოდები, დირიხლეს პრინციპი, საწინააღმდეგოს


დაშვებისა და გამორიცხვის მეთოდები
1. დაამტკიცეთ, რომ არ შეიძლება მოიძებნოს ორი ნატურალური რიცხვი m და n

ისე, რომ m2–n2=1.

პასუხი: გამოვიყენოთ საწინააღმდეგოს დაშვების ხერხი:

ვთქვათ მოიძებნება ორი ნატურალური m და n რიცხვი, რომლებიც აკმაყოფილებენ


პირობას:

m2–n2=1 => (m+n)(m-n)=1 => იმისათვის, რომ ნამრავლი იყოს 1-ის ტოლი, ორივე
თანამამრავლი უნდა იყოს ნატურალური და უდრიდეს 1-ს.

m+n=1 m=1

m-n=1 n=0

რადგან ერთ-ერთი წევრი მივიღეთ არანატურალური, მივედით წინააღმდეგობასთან,


რომ პირველადი დაშვება არასწორია. შედეგად მტკიცდება, რომ არ მოიძებნება ასეთი
m და n ნატურალური რიცხვი.

2. დაამტკიცეთ, რომ რაციონალური და ირაციონალური რიცხვის ჯამი არის

ირაციონალური.

პასუხი: გამოვიყენოთ საწინააღმდეგოს დაშვების ხერხი:

ვთქვათ რაციონალური და ირაციონალური რიცხვის ჯამი არის რაციონალური, ანუ


მისი ჩაწერა შესაძლებელია წილადის სახით. რადგან ერთ-ერთი შესაკრები
ირაციონალურია (ანუ არ წარმოდგინდება წილადის სახით), შესაბამისად ამ ორი
რიცხვის ჯამის წარმოდგენა შეუძლებელი იქნება წილადის სახით. მივედით
წინააღმდეგობასთან, რომ პირველადი დაშვება არის არასწორი და რაციონალური და
ირაციონალური რიცხვების ჯამი არის ირაციონალური.

3. დაამტკიცეთ, რომ არ არსებობს უმცირესი დადებითი რაციონალური რიცხვი.

პასუხი: გამოვიყენოთ საწინააღმდეგოს დაშვების ხერხი:


2020-2021 © ნიკა ბერაძე

ვთქვათ არსებობს უმცირესი რაციონალური რიცხვი, რომელიც წარმოდგინდება


წილადის სახით: a/b. თუკი მნიშვნელს გავზრდით 2-ით მივიღებთ რაციონალურ
რიცხვს (a/2b), რომელიც ნაკლები იქნება დაშვებისას მიღებულ უმცირესს
რაციონალურ რიცხვზე. მივედით წინააღმდეგობასთან, რომ დაშვებისას მიღებული
რაციონალური რიცხვი არ არის უმცირესი. აქედან გამომდინარე მტკიცდება, რომ
უმცირესი რაციონალური რიცხვი არ არსებობს.

4. დაამტკიცეთ, რომ თუ ორი ნატურალური რიცხვის ნამრავლი კენტია, მაშინ ეს

რიცხვებიც კენტია.

პასუხი: გამოვიყენოთ გამორიცხვის მეთოდი:

განვიხილოთ ყველა ვარიანტი a და b რიცხვებზე. (a; b)

1. (ლ; ლ) - ნამრავლი ლუწია.

2. (ლ; კ) - ნამრავლი ლუწია.

3. (კ; ლ) - ნამრავლი ლუწია.

4. (კ; კ) - ნამრავლი კენტია.

შესაბამისად დაგვრჩა ერთადერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ნამრავლი


კენტია, თუ თანამამრავლები კენტია.

5. დაამტკიცეთ, რომ თუ m და n ნატურალური რიცხვებია და m2+n2 იყოფა 3–

ზე, მაშინ m–იც და n–იც იყოფა 3–ზე.

მითითება: განიხილეთ 9 შესაძლო ვარიანტი, თუ რა ნაშთები შეიძლება

მოგვცეს m და n რიცხვებმა 3–ზე გაყოფისას.

პასუხი: გამოვიყენოთ გამორიცხვის მეთოდი:

განვიხილოთ m და n რიცხვების 3-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთების ვარიანტები


(m; n).

1. (0; 0) - მათი კვადრატების ჯამის სამზე გაყოფისას ნაშთი მიიღება 0.

2. (0; 1) - მათი კვადრატების ჯამის სამზე გაყოფისას ნაშთი მიიღება 1.

3. (0; 2) - მათი კვადრატების ჯამის სამზე გაყოფისას ნაშთი მიიღება 1.


2020-2021 © ნიკა ბერაძე

4. (1; 0) - მათი კვადრატების ჯამის სამზე გაყოფისას ნაშთი მიიღება 1.

5. (1; 1) - მათი კვადრატების ჯამის სამზე გაყოფისას ნაშთი მიიღება 2.

6. (1; 2) - მათი კვადრატების ჯამის სამზე გაყოფისას ნაშთი მიიღება 2.

7. (2; 0) - მათი კვადრატების ჯამის სამზე გაყოფისას ნაშთი მიიღება 1.

8. (2; 1) - მათი კვადრატების ჯამის სამზე გაყოფისას ნაშთი მიიღება 2.

9. (2; 2) - მათი კვადრატების ჯამის სამზე გაყოფისას ნაშთი მიიღება 2.

შესაბამისად გვრჩება ერთი ვარიანტი, რომლის მიხედვითაც თუ ორი რიცხვის


კვადრატების ჯამი იყოფა 3-ზე, თავად ეს რიცხვებიც გაიყოფიან 3-ზე.

6. ჯგუფში არის 40 სტუდენტი. შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ რომელიმე 4

მათგანი მაინც ერთდაიგივე თვეში არის დაბადებული?

პასუხი: ვთქვათ გვაქვს 12 სექცია, რომელშიდაც სტუდენტებს ვანაწილებთ იმ თვის


მიხედვით, რომელშიდაც დაიბადნენ. თუკი თითოეულ სექციაში მოვათავსებთ 3
სტუდენტს, 4 სტუდენტი გვეყოლება სექციის გარეშე. შესაბამისად, მოიძებნება
მინიმუმ ერთი ისეთი სექცია (თვე), რომელშიდაც იქნება 4 სტუდენტი მაინც
განაწილებული.

7. დაამტკიცეთ, რომ დედამიწაზე ახლა ცხოვრობს ორი ადამიანი, რომლებიც

ერთდაიმავე წამს არიან დაბადებულნი. (4 მილიარდი ადამიანი მაინც

ცხოვრობს 100 წელზე ახალგაზრდა.)

პასუხი: დავთვალოთ 100 წელიწადში წამების რაოდენობა. შესაბამისად მივიღებთ 3


155 670 000, ანუ ეს რაოდენობა ნაკლებია მთლიანად დედამიწაზე მცხოვრებ
ადამიანთა რიცხვზე. შესაბამისად გამოიძებნება ორი მაინც ისეთი ადამიანი,
რომლებიც ერთი და იმავე წამს არიან დაბადებულნი.

8. ქვეყანაში საფეხბურთო ჩემპიონატი ტარდება ერთ წრედ (გუნდები თითოჯერ

ხვდებიან ერთმანეთს). დაამტკიცეთ, რომ ნებისმიერ მომენტში იარსებებს ორი


2020-2021 © ნიკა ბერაძე

გუნდი, რომელთაც თამაშთა ერთნაირი რაოდენობა აქვთ ჩატარებული.

პასუხი: თუ გვყავს n გუნდი ჩატარებულ თამაშთა რაოდენობათა ვარიანტების


სიმრავლე იქნება შემდეგი: 0, 1, 2, ... (n-1). აქედან გამომდინარე გვყავს n გუნდი და n
ვარიანტი. თუმცა 0 და (n-1) ვარიანტი ერთდროულად ვერ განხორციელდება
(შეუძლებელია რომელიმე ერთი გუნდის ყველა სხვა გუნდს ეთამაშოს, ხოლო
რომელიმე მეორე გუნდი არცერთს) ამიტომაც ეს ორი ვარიანტი გავაერთიანოდ.
გვექნება: 0/(n-1), 1, 2, ... (n-2). შესაბამისად, დაგვრჩება n გუნდი და n-1 ვარიანტი.
რადგან გუნდების რაოდენობა აღემატება ვარიანტების რაოდენობას, დირიხლეს
პრინციპიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ იარსებებს ორი მაინც ისეთი გუნდი,
რომელთაც ერთნაირი რაოდენობის თამაშები ექნებათ ჩატარებული.

9. წარმოიდგინეთ, რომ სიბრტყის ყოველი წერტილი ან წითელი ფერისაა, ან

ლურჯი. დაამტკიცეთ, რომ იარსებებს ერთი და იგივე ფერის ორი წერტილი,

რომელთა შორის მანძილი ერთის ტოლია.

პასუხი: დამტკიცებისათვის გამოვიყენოთ ტოლგვერდა სამკუთხედი, B


რომლის ყველა გვერდი 1 ერთეულის ტოლია. გვაქვს სამი
განსხვავებული წვერო, რომლებიც შეღებილია ან ლურჯად ან
წითლად. იქედან გამომდინარე, რომ წვეროების რაოდენობა
აღემატება განსხვავებული ფერების რაოდენობას გვექნება ორი A C
მაინც ისეთი წერტილი, რომლებიც ერთნაირი ფერისაა და მათ შორის მანძილი 1
ერთეულის ტოლია.

10. კინოდარბაზის პირველი რიგი შედგება 20 სკამისაგან. პირველ რიგში ზის 16

ადამიანი. დირიხლეს პრინციპის გამოყენებით დაამტკიცეთ, რომ რომელიმე

ოთხი მომდევნო ადგილი მაინც დაკავებული იქნება.

პასუხი: დავყოთ პირველი რიგი ოთხადგილიან სექტორებად:

4 4 4 4 4
ამ ოცი ადგილიდან 4 გვაქვს თავისუფალი, იმისათვის რომ 4 მომდევნო ადგილი არ
იყო დაკავებული საჭიროა თითო სექტორში გვქონდეთ 1 მაინც ცარიელი ადგილი.
რადგან სექტორი გვაქვს 5, ხოლო თავისუფალი ადგილები 4, ერთი სექტორი მაინც
2020-2021 © ნიკა ბერაძე

დაგვრჩება ცარიელი ადგილის გარეშე, სადაც 4 მომდევნო ადგილი მაინც იქნება


დაკავებული.

11. ერთ ქალაქში მოქმედებს სამი ასეთი წესი:

1: ყველა მაცხოვრებელს უნდა ჰქონდეს განსხვავებული რაოდენობის თმა.

2: ყველას უნდა ჰქონდეს იმაზე ნაკლები თმა, რაც ქალაქის მოსახლეობაა.

3: არავის არ უნდა ჰქონდეს ზუსტად 666 ღერი თმა.

მაქსიმუმ რამდენი ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს ამ ქალაქში?

პასუხი: პირველი ორი პირობის დასაკმაყოფილებლად შემოვიტანოთ აღნიშვნა.


ვთქვათ ქალაქში ცხოვრობს n ადამიანი, შესაბამისად თმის რაოდენობათა
ვარიანტების სიმრავლე იქნება შემდეგი: 0, 1, 2, ... (n-1) (ჯამში n ვარიანტი). რადგან
გვყავს n მოსახლე და თმის რაოდენობის n ვარიანტი, შესაბამისად თითოეულ
ადამიანს შესაძლოა შეესაბამებოდეს განსხვავებული თმის რაოდენობა. მესამე
პირობიდან გამომდინარე თმის რაოდენობათა ვარიანტების სიმრავლეში ვერ
გვექნება მონაცემი 666. ანუ ბოლო მონაცემი - (n-1) მაქსიმუმ შესაძლოა იყოს 665. (n-
1)≤665 => n≤666. აქედან გამომდინარე ქალაქში შესაძლოა ცხოვრობდეს მაქსიმუმ 666
ადამიანი.

12. შეიძლება თუ არა ჭადრაკის დაფის ყოველ უჯრაში ჩავწეროთ +1, –1 ან 0 ისე,

რომ რიცხვების ჯამი სტრიქონებში, სვეტებში და ორ მთავარ დიაგონალზე

ყველა იყოს განსხვავებული?

პასუხი: ჭადრაკის დაფის ზომებია 8X8. ჭადრაკის დაფაზე არის 8 სტრიქონი, 8 სვეტი
და 2 დიაგონალი. ანუ შესაძლოა მივიღოთ 18 ჯამი. რადგან უჯრაში შეგვიძლია
ჩავწეროთ მხოლოდ +1, -1, ან 0, ჯამი შესაძლოა მერყეობდეს -8-დან +8-მდე _ [-8; +8].
ამ შუალედში მოთავსებულია 17 მთელი რიცხვი. რადგან გვაქვს 18 ჯამი და 17
განსხვავებული მთელი რიცხვი, გვექნება ორი მაინც ისეთი ჯამი, რომლებიც
რიცხობრივად ტოლები იქნებიან.

13. (ძლიერი ჯგუფისთვის) დაამკიცეთ, რომ ნებისმიერი 100 ნატურალური

რიცხვიდან ამოირჩევა რამდენიმე (ერთი ან მეტი), რომელთა ჯამიც იყოფა


2020-2021 © ნიკა ბერაძე

100–ზე.

პასუხი: ვთქვათ მოცემული გვაქვს 100 ნატურალი რიცხვი: a1, a2, a3, a4,…, a99, a100. ამ
რიცხვების მეშვეობით შევადგინოთ ახალი კომბინაციები:

1. a1

2. a1+ a2

3. a1+ a2+a3

4. a1+ a2+a3+a4

100. a1+ a2+a3+…+a99+a100

ნებისმიერი ნატურალური რიცხვის 100-ზე გაყოფისას ნაშთი შეიძლება იყო: 0, 1,


2, ..., 98, 99. (100 განსხვავებული ნაშთი). თუკი ნაშთი უდრის 0-ს, მაშინ დებულება
უკვე დამტკიცებულია და მოიძებნება რიცხვები, რომელთა ჯამი იყოფა 100-ზე. თუკი
ნაშთი არ უდრის 0-ს, მაშინ დაგვრჩება 99 ვარიანტი. რადგან გვაქვს 100 რიცხვის
კომბინაცია და 99 განსხვავებული ნაშთის ვარიანტი, დირიხლეს პრინციპიდან
გამომდინარე, მოიძებნება 2 მაინც ისეთი რიცხვი, რომლებიც 100-ზე გაყოფისას
ერთსა და იმავე ნაშთს მოგვცემს. ვთქვათ a1+…+ak და a1+…+am 100-ზე გაყოფისას
ერთსა და იმავე ნაშთს იძლევიან (ჩავთვალოთ, რომ პირველი ჯამი შეიცავს მეორე
ჯამს). თუკი მათ გამოვაკლებთ ერთმანეთს საერთო წევრები გაქრება, ისევე როგორც
100-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთი. გამოკლებისას მივიღებთ ჯამს: am+am+1+am+2+…
+ak. რადგან გაბათილდა ნაშთები ამ ჯამის 100-ზე გაყოფისას ნაშთს მივიღებთ 0-ს.
აქედან გამომდინარე მტკიცდება დებულება, რომ 100 ნატურალური რიცხვიდან
მოიძებნება 1 ან მეტი ნატურალური რიცხვი, რომელთა ჯამიც გაიყოფა 100-ზე.

14. (ძლიერი ჯგუფისთვის) დაამტკიცეთ, რომ არსებობს მხოლოდ 1–იანებით

ჩაწერილი რიცხვი 111 . . . 111, რომელიც იყოფა 2013–ზე.

პასუხი: განვიხილოთ 2014 ცალი რიცხვი, რომლებიც ჩაწერილნი არიან 1-იანების


მეშვეობით: 1, 11, 111, 1111, ..., 111...111.

2014
გვაქვს 2014 რიცხვი, ხოლო ნებისმიერი ნატურალური რიცხვის 2013 გაყოფისას
შესაძლოა გვქონდეს 2013 განსხვავებული ნაშთი - 0, 1, 2, ..., 2013. რადგან გვაქვს 2014
რიცხვი და 2013 განსხვავებული ნაშთი, შესაბამისად დირიხლეს პრინციპიდან
2020-2021 © ნიკა ბერაძე

გამომდინარე მოიპოვება ორი მაინც ისეთი რიცხვი, რომლებიც 2013 გაყოფისას


ერთსა და იმავე ნაშთს იძლევიან. ვთქვათ ესეთი რიცხვებია 111111...11 და 11...11,
შესაბამისად მათი სხვაობა მოგვცემს 111100...00-ს. ეს რიცხვი ბუნებრივია 2013-ზე
გაყოფისას ნაშთს მოგვცემს 0-ს (საერთო ნაშთები გამოკლებისას შეიკვეცა), თუმცა
პრობლემას ქმნის ის ფაქტი, რომ ჩანაწერში 1-თან ერთად არის 0-ც. 0-ების
ჩანაწერიდან მოსაშორებლად წარმოვადგინოთ ეს რიცხვი ნამრავლის სახით:
111100...00=1111*10K (K რიცხვში 0-ების რაოდენობის ტოლია). რადგან 10K და 2013
თანამარტივები არიან (საერთო გამყოფი არ აქვთ), ეს იმას ნიშნავს, რომ 10K არ
გვჭირდება და 2013-ზე უნაშთოდ იყოფა 1-იანებით ჩაწერილი პირველი
თანამამრავლი. შესაბამისად დავამტკიცეთ, რომ მოიძებნება 1-ებით ჩაწერილი ისეთი
რიცხვი, რომელიც უნაშთოდ გაიყოფა 2013-ზე.

15. (ძლიერი ჯგუფებისთვის) დედამიწის ნახევარზე მეტი ოკეანეს უკავია.

დაამტკიცეთ, რომ ოკეანის ზედაპირზე მოიძებნება დიამეტრალურად

საწინააღმდეგო ორი წერტილი.

პასუხი: დავამტკიცოთ საწინააღმდეგოს დაშვების ხერხით. დავუშვათ ოკეანის


ყოველ წერტილს დიამეტრულად შეესაბამება ხმელეთის წერტილი. იმისათვის, რომ
ეს მოხდეს ოკეანისა და ხმელეთის წილი დედამიწაზე უნდა იყოს თანაბარი. რადგან
ოკეანის წილი დედამიწაზე ნახევარზე მეტია, მივედით წინააღმდეგობასთან, რომ
პირველადი დაშვება არასწორია. აქედან გამომდინარე მტკიცდება, რომ ოკეანის
ზედაპირზე მოიძებნება დიამეტრალურად საწინააღმდეგო ორი წერტილი.

16. (ძლიერი ჯგუფისთვის) წარმოიდგინეთ, რომ სიბრტყე გაღებილია სამ ფერად.


დაამტკიცეთ, რომ იარსებებს ერთი და იგივე ფერის ორი წერტილი, რომელთა შორის
მანძილი ერთის ტოლია.
B1
პასუხი: განვიხილოთ რომბი, რომლის გვერდები და მცირე დიაგონალი 1
ერთეულის ტოლია. ფერებს ვუწოდოთ A, B და C და შევაფერადოთ ამ
C, A
ფერების მეშვეობით რომბის წვეროები ისე, რომ მათ შორის მანძილი
არ იყოს 1. მოვატრიალოთ რომბი B1 წვეროს გარშემო რაიმე კუთხით, A C
A, C
ისე რომ მანძილი B2 წერტილსა და მის შესაბამისს წერტილს შორის იყოს
1 ერთეულის ტოლი. A და C წერტილების შესაბამისი წერტილები
აუცილებლად უნდა იყოს ერთმანეთისა და B-სგან განსხვავებული ფერის, B2, A, C
B2
რათა მათ შორის მანძილი არ იყოს 1 ერთეულის ტოლი (C და A ან პირიქით A და C).
2020-2021 © ნიკა ბერაძე

რადგან B2 წერტილის შესაბამისი წერტილი ტრაპეციაზე ერთის ტოლი მანძილითაა


დაშორებული სამიდან თითოეული ფერის მქონე წერტილიდან, შესაბამისად, იგი რა
ფერადაც არ უნდა შევღებოთ მოცემული სამი ფერიდან, დააკმოყოფილებს
დებულებას.

You might also like