You are on page 1of 1

მე-2 კლასი - განმარტებებით

იპოვეთ კანონზომიერება
1. გამოიცანით გამოტოვებული რიცხვი: 5, 7, 10, 12, 15, 17, . .. , 22, 25
განმარტება: რიცხვები მწკრივში ჯერ 2-ით იმატებს, შემდეგ 3-ით, შემდეგ ისევ 2-ით, ისევ 3-ით და ა.შ.
5+2 = 7; 7+3 = 10; 10+2 = 12; 12+3=15; 15+2=17;
მაშინ, შემდეგი რიცხვი იქნება: 17+3 = 20
პასუხი: B) 20.
2. გამოიცანით გამოტოვებული ისარი: ← ↑ → ↓ ← . . . → ↓ ← ↑
განმარტება: ისრების განლაგება შეესაბამება მათ საათის ისრის მიმართულებით ბრუნვას. ასევე, ყოველი მეოთხე
ისარი იმეორებს მდგომარეობას. ე.ი. გამოტოვებულ ადგილზე იქნება ↑
პასუხი: B) ↑
ლოგიკა
3. ისრებიანი საათი ახლა 7 საათს აჩვენებს. რამდენი საათის შემდეგ იქნება ისევ 7 საათი?
განმარტება: ისრებიანი საათი ზუსტად 12 საათის შემდეგ აჩვენებს იმავე დროს.
პასუხი: C) 12სთ
4. თაკოს 10 თუთიყუში ჰყავს. სულ მცირე რამდენი გალია უნდა იყიდოს ყველას მოსათავსებლად, თუ ერთ გალიაში
მხოლოდ 3 თუთიყუში ეტევა?
განმარტება: 3 გალია არ არის საკმარისი. რადგან სამ გალიაში ყველაზე ბევრი 9 თუთიყუში დაეტევა. 4 საკმარისია,
რადგან 4 გალიაში 12 თუთიყუშიც შეიძლება ჩავსვათ.
პასუხი: B) 4
5. თუ სამკუთხედს სწორი ხაზით მოვაჭრით სამივე წვეროს, მაშინ რამდენი წვერო ექნება მიღებულ ფიგურას?
განმარტება: ერთი მოჭრილი წვეროს ადგილზე მას 2 ახალი წვერო გაუჩნდება და შედეგად 3-წვეროიანი ფიგურის
ნაცვლად გვექნება 6-წვეროიანი ფიგურა.
წვეროების მოჭრის შემდეგ

პასუხი: A) 6
გამოიანგარიშე
6. ნიკას სამშაბათს და ხუთშაბათს 2 გაკვეთილი აქვს. შაბათ-კვირას ისვენებს. დანარჩენ დღეებში 3 გაკვეთილი აქვს. სულ
რამდენი გაკვეთილი აქვს მას ერთ კვირაში?
განმარტება: ნიკას ორ დღეს აქვს 2 გაკვეთილი და სამ დღეს 3, ანუ ჯამში 2+2+3+3+3 = 13.
პასუხი: C) 13
7. თოჯინა 6 ლარი ღირს, გემი - 11 ლარი. რატის მხოლოდ 10 ლარი აქვს. კიდევ რამდენი ლარი სჭირდება რატის, რომ
ორივე სათამაშოს ყიდვა შეძლოს?
განმარტება: თოჯინა და გემი ერთად ღირს 6+11 = 17 ლარი. რატის 10 ლარი აქვს, ანუ კიდევ 17-10 = 7 ლარი სჭირდება
სათამაშოების საყიდლად.
პასუხი: C) 7
8. დემნა 2 წლის შემდეგ გახდება 10 წლის, ხოლო მერაბი 2 წლის წინ გახდა 10 წლის. რამდენი წლით უფროსია მერაბი
დემნაზე?
განმარტება: თუ მერაბი 2 წლის წინ გახდა 10-ის, მაშინ ახლა 12-ის ყოფილა. დემნა 2 წლის შემდეგ გახდება 10-ის,
ამიტომ ის ახლა 8 წლის ყოფილა. მაშასადამე მერაბი დემნაზე 12-8 = 4 წლით უფროსი ყოფილა.
პასუხი: B) 4-ით
რებუსი
9. ⋈ აღნიშნავს 7-ს, ≬ აღნიშნავს 4-ს. რას აღნიშნავს ⨀, თუ 1+⋈ −≬ −≬= ⨀ ?
განმარტება: თუ რებუსში სიმბოლოების მნიშვნელობებს ჩავსვამთ, მივიღებთ გამოსახულებას; 1+7-4-4 = ⨀. ე.ი. ⨀ = 0
პასუხი: A) 0
10. რას აღნიშნავს ∎, თუ △ +5 = 7 და ∎ =△ +3
განმარტება: თუ △ +5 = 7, მაშინ △ = 2. ∎ =△ +3 = 2 + 3 = 5
პასუხი: C) 5

You might also like