You are on page 1of 3

შაბათის სკოლა - VI კლასი 21.12.

2020 წელი

პირველი მოდულის შემაჯამებელი წერა


V
1. ჩამოთვლილთაგან, რომელი რიცხვი იყოფა 45-ზე?
ა) 1955 ბ) 1945 გ) 2010 დ) 2025 ე) 2050 ვ) 2045
2. ჩანაწერში 20*20 შეცვალეთ * რომელიმე ციფრით ისე, რომ მიღებული ხუთნიშნა რიცხვი იყოფოდეს 18-ზე.
იპოვეთ ეს ციფრი.
ა) 0 ბ) 4 გ) 5 დ) 7 ე) 8 ვ) 9
3. მოცემულია ხუთნიშნა რიცხვი a199b, რომელიც იყოფა 44-ზე. იპოვეთ a+b.
ა) 1 ბ) 3 გ) 6 დ) 10 ე) 12 ვ) 14
4. ორნიშნა რიცხვში ათეულების ციფრი 3-ჯერ ნაკლებია ერთეულების ციფრზე. ამ რიცხვის ციფრების ჯამი
კი ორნიშნა რიცხვია. იპოვეთ ამ რიცხვში ციფრების სხვაობა.
ა) 0 ბ) 1 გ) 3 დ) 4 ე) 6 ვ) 8
5. ორნიშნა რიცხვი მის ციფრთა ჯამზე 45-ით მეტია. თუ ამ ორნიშნა რიცხვის ციფრებს გადავანაცვლებთ,
მივიღებთ მასზე 18-ით მცირე რიცხვს. იპოვეთ მიღებული რიცხვის ციფრთა ნამრავლი
ა) 10 ბ) 15 გ) 30 დ) 36 ე) 45 ვ) 48
6. თამარი 8 წლით უფროსია ანაზე. ორი წლის წინ თამარი სამჯერ უფროსი იყო ანაზე. რამდენი წლისაა
თამარი?
ა) 7 ბ) 10 გ) 12 დ) 13 ე) 14 ვ) 18
7. 13 მომდევნო ნატურალური რიცხვის საშუალო 13-ის ტოლია. იპოვეთ ამ რიცხვებს შორის უდიდესი.
ა) 6 ბ) 7 გ) 13 დ) 19 ე) 22 ვ) 21
8. საფეხბურთო კლუბ „მადრიდის რეალის“ 11 ფეხბურთელის საშუალო ასაკი 25 წელია. კლუბის
პრეზიდენტი 73 წლისაა. იპოვეთ კლუბის პრეზიდენტისა და ამ 11 ფეხბურთელის საშუალო ასაკი.
ა) 25 ბ) 27 გ) 29 დ) 31 ე) 33 ვ) 35
9. მოცემულია რებუსი: AAB+BAA=CXCC. განსხვავებული ასოებით განსხვავებული ციფრებია დაშიფრული,
ერთნაირი ასოებით კი ერთნაირი ციფრები. იპოვეთ C.
ა) 0 ბ) 1 გ) 2 დ) 3 ე) 4 ვ) 5
10. ლაშამ და ნინოს ერთნაირი რაოდენობის კანფეტი ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც ლაშამ 203 კანფეტი
აჩუქა გიორგის, მას 121 კანფეტი დარჩა. რამდენი კანფეტი დარჩა ნინოს, თუ მან 153 კანფეტი
აჩუქა ანას?
ა) 171 ბ) 142 გ) 477 დ) 231 ე) 241 ვ) 199
11. მოცემულ ორნიშნა რიცხვს მარჯვნიდან მიუწერეს იგივე რიცხვი. ჩამოთვლილთაგან, რა რიცხვზე
გაიყოფა მიღებული ოთხნიშნა რიცხვი აუცილებლად?
ა) 3-ზე ბ) 5-ზე გ) 8-ზე დ) 11-ზე ე) 101-ზე ვ) 111-ზე
12. მოცემულია რიცხვები: 3, 5, 1, X, 11. ამ რიცხვების საშუალო X-ის ტოლია. იპოვეთ X.
ა) 5 ბ) 7 გ) 8 დ) 9 ე) 10 ვ) 12
13. რამდენი ორნიშნა ნატურალური რიცხვი არსებობს, რომელიც 3-ზე გაყოფისას ნაშთში გვაძლევს 2-ს და 7-
ზე გაყოფისას ნაშთში ასევე გვაძლევს 2-ს?
ა) 3 ბ) 4 გ) 5 დ) 6 ე) 7 ვ) 8
შაბათის სკოლა - VI კლასი 21.12. 2020 წელი

14. იპოვეთ უმცირესი ნატურალური რიცხვი, რომელიც 2-ზე გაყოფისას ნაშთში გვაძლევს 1-ს, 5-ზე
გაყოფისას გვაძლევს 4-ს, ხოლო 7-ზე გაყოფისას გვაძლევს 6-ს?
ა) 9 ბ) 13 გ) 29 დ) 69 ე) 71 ვ) 139
15. მოცემულია რებუსი: AC+BC=M80. განსხვავებული ასოებით განსხვავებული ციფრებია აღნიშნული და
ერთნაირი ასოებით ერთნაირი ციფრები. იპოვეთ A და B ციფრების სხვაობა.
ა) 1 ბ) 2 გ) 3 დ) 4 ე) 5 ვ) 6
16. ისრებიანი საათი ყოველ 5 წუთში ჩამორჩება 1 წუთით. ახლა ეს საათი უჩვენებს ზუსტ დროს. რა
უმცირესი ხნის შემდეგ აჩვენებს ეს საათი ისევ ზუსტ დროს?
ა) 5 სთ-ში ბ) 12 სთ-ში გ) 24 სთ-ში დ) 25 სთ-ში ე) 48 სთ-ში ვ) 60 სთ-ში
17. იპოვეთ კუთხე საათის ისრებს შორის 15 საათსა და 20 წუთზე.
ა) 100; ბ) 200; გ) 250; დ) 300; ე) 350; ვ) 400;
18. იპოვეთ მიმდევრობის გამოტოვებული წევრი: 1; 3; 7; 15; 31; ...; 127.
ა) 39 ბ) 47 გ) 53 დ) 63 ე) 69 ვ) 73
19. კახამ რვეულში რამდენიმე ერთნაირი მონაკვეთი დახაზა. შემდეგ რამდენიმე მონაკვეთი 6 მონაკვეთად
დაყო. ამის შემდეგ, კიდევ რამდენიმე მონაკვეთი დაყო 6 ნაწილად და ასე აგრძელებდა მანამ, სანამ არ
მიიღო 159 მონაკვეთი. ჩამოთვლილთაგან, რისი ტოლი შეიძლებოდა ყოფილიყო თავდაპირველი
მონაკვეთების რაოდენობა?
ა) 6 ბ) 9 გ) 13 დ) 20 ე) 35 ვ) 47
20. სახლში დაბრუნებისას დედამ შენიშნა, რომ ჭიქა მაგიდიდან ჩამოვარდნილიყო და გამტყდარიყო.
დოდომ თქვა: „ჭიქა ჯონდომ გატეხა“. ჯონდომ თქვა: „ჭიქა მე არ გამიტეხავს“. ამაზე ბონდომ დაუმატა:
„ჭიქა არც მე გამიტეხავს“. ვიცით, რომ მხოლოდ ერთი ამბობს სიმართლეს. მაშინ ვინ გატეხა ჭიქა და ვინ
ამბობს სიმართლეს?
ა) გატეხა დოდომ, სიმართლეს ამბობს ბონდო
ბ) გატეხა ჯონდომ, სიმართლეს ამბობს დოდო
გ) გატეხა ბონდომ, სიმართლეს ამბობს ჯონდო
დ) გატეხა ჯონდომ, სიმართლეს ამბობს ბონდო
ე) გატეხა ბონდომ, სიმართლეს ამბობს დოდო
ვ) გატეხა დოდომ, სიმართლეს ამბობს ჯონდო
21. ამოწერილია რიცხვები 1-დან 15-ის ჩათვლით. მასწავლებელმა დაავალა გიორგის, ჩაეწერა მათ შორის „+“
და „-“ ნიშნები ისე, რომ მიეღო 100. მან კი ყოველ ორ რიცხვს შორის „+“ ნიშანი ჩაწერა. მასწავლებელმა
დაფასთან ლიკა გაიძახა, რომ გიორგის შეცდომა გამოესწორებინა და ლიკამ მხოლოდ ერთი „+“ ნიშანი
გადააკეთა „-“ ნიშნად, რომ სწორი ტოლობა მიეღო. რომელი რიცხვის წინ მდებარე ნიშანი გადააკეთა
ლიკამ?
ა) 15-ის ბ) 13-ის გ) 11-ის დ) 10-ის ე) 6-ის ვ) 2-ის
22. შოთამ დაფაზე დაწერა უმცირესი ხუთნიშნა რიცხვი, რომლის ციფრთა ჯამია 36 და იყოფა 36-ზე.
დასვენებაზე ლიკამ წაშალა ამ რიცხვის ყველა ციფრი, პირველისა და ბოლოს გარდა. იპოვეთ დარჩენილი
ორი ციფრის სხვაობა.
ა) 3 ბ) 4 გ) 5 დ) 6 ე) 7 ვ) 8
23. სანდრომ პირველ დეკემბერს ტელეფონს დახედა და ნახა, რომ თარიღში 01.12.2020 პირველი ოთხი
ციფრის ჯამი ტოლი იყო ბოლო ოთხი ციფრის ჯამის. რამდენი ასეთი თარიღი გამოჩნდება ტელეფონზე
2021 წლის განმავლობაში?
ა) 11 ბ) 12 გ) 13 დ) 21 ე) 23 ვ) 24
შაბათის სკოლა - VI კლასი 21.12. 2020 წელი

24. 100-სართულიან სახლში გაფუჭდა ლიფტი. შესაძლებელია ამ ლიფტით ნებისმიერი სართულიდან


ავიდეთ 8 სართულით ზევით, ან ჩამოვიდეთ 4 სართულით ქვევით. ჩამოთვლილთაგან, რომელ
სართულზე ვერ მოვხვდებით ვერასდროს, რამდენიმე გამოყენების შედეგადაც კი, თუ ლიფტში მე-3
სართულზე შევალთ?
ა) 23-ე ბ) 47-ე გ) მე-3 დ) 39-ე ე) 51-ე ვ) 21-ე
25. მასწავლებელმა დაასახელა სამნიშნა რიცხვი და თითოეულ მოსწავლეს დაავალა, რვეულში დაეწერა ამ
რიცხვის ციფრების ნამრავლი.
გალაკტიონმა რვეულში დაწერა რიცხვი 39; დარეჯანმა დაწერა 66; საბამ - 170; ამირანმა - 90; ვაჟამ - 95,
ხოლო შოთამ - 126.
რომელ მათგანს შეიძლება დაეთვალა სწორად მასწავლებლის ნათქვამი სამნიშნა რიცხვი?
ა) არცერთს ბ) გალაკტიონს გ) დარეჯანს დ) საბას ე) ამირანს ვ) შოთას

You might also like