You are on page 1of 4

მე- 6 კლასი. I ტური. 09.05. 2022 I ვარიანტი.

სახელი, გვარი ----------------------------

1. გიორგი თამაშობს. ის დაფაზე წერეს რიცხვს და ერთ სვლაზე, პირველ ორ ციფრს ცვლის მათი ჯამით. ასე
აგრძელებს მანამ, სანამ არ მიიღებს ერთ ციფრს. რა ციფრს მიიღებს გიორგი თუ ის დაფაზე დაწერეს 2022
ნიშნა 8999⋯ 97 რიცხვს?
ა) 8; ბ) 2; გ) 7; დ) 4; ე) 5; ვ) 6 .
2. კუბიკი დაჭრეს 2X2X2 კუბიკებად. თითეულ გვერდზე 4 კვადრატია. ამ კვადრატებიდან რა უდიდესი
რაოდენობის შღებვაა შესაძლებელი, ისე რომ არცერთ ორ შეღებილ კვადრატს არ გააჩნდეს საერთო
გვერდი?
ა) 3; ბ) 4; გ) 6; დ) 8; ე) 9; ვ) 12 .
3. რამდენი განსხვავებული გზით შეიძლება 2; 3; 5; 7; 9 ციფრები ჩავსვათ
ხუთ უჯრაში(იხ. ნახაზი) ისე, რომ ყველა უტოლობა ჭეშმარიტი იყოს?
ა) 1; ბ) 2; გ) 3; დ) 4; ე) 6; ვ) 8.
4. დათვალეთ მოცემულ ნახაზზე განსხვავებულ სამკუთხედთთა რაოდენობა.
ა) 12; ბ) 18; გ) 20; დ) 24; ე) 25; ვ) 30.
5. იპოვეთ ხუთი განსხვავებული ციფრით ჩაწერილი 44-ის ჯერადი უმცირესი
ხუთნიშნა რიცხვის ციფრთა ჯამი.
ა) 10 ბ) 12 გ) 16 დ) 18 ე) 22 ვ) 24
6. ლუწი ორნიშნა რიცხვი გაყვეს 2-ზე და მარჯვნიდან მიუწერეს თავდაპირველი ორნიშნა რიცხვი.
თავდაპირველზე რამდენჯერ მეტი რიცხვი მიიღეს?
ა) 50 ბ) 51 გ) 99 დ) 100 ე) 101 ვ) 199
7. ბაკურს ყავს ცოლი და 3 შვილი. ბაკურის ოჯახის საშუალო ასაკი ახლა 16 წელია, ხოლო 4 წლის
იყო ორჯერ მეტი. იპოვეთ ბაკურისა და მისი ცოლის საშუალო ასაკი.
ა) 30 ბ) 32 გ) 34 დ) 36 ე) 38 ვ) 40
8. რებუსში ერთნაირი სიმბოლოები ერთნაირ ციფრებს, ხოლო განსხვავებული სიმბოლოები
განსხვავებულ ციფრებს აღნიშნავენ. 𝑂𝑁𝐸 + 𝑂𝑁𝐸 = 𝑇𝑊𝑂 რებუსს აქვს რამდენიმე ამონახსნი.
იპოვეთ 𝑇𝑊𝑂 სამნიშნა რიცხვის ყველა შესაძლო მნიშვნელობას შორის უდიდესისა და უმცირესის
ჯამი.
ა) 1376 ბ) 1396 გ) 1416 დ) 1436 ე) 1456 ვ) 1476
9. რამდენი ორნიშნა რიცხვი არსებობს, რომლის რაღაც რიცხვზე ნაშთიანი გაყოფის შედეგად
განაყოფი გამყოფის ნახევარია, ხოლო ნაშთი განაყოფის ნახევარია.
ა) 1 ბ) 2 გ) 3 დ) 6 ე) 12 ვ) 45
10. დიდი ისრებიანი საათის, წუთების ისრის წვეროზე დაჯდა მღებავი ჭიანჭველა, რომელიც ყოველ 9
წუთში წუთების ისრის მდებარეობას ნიშნავს წითელი წერტილით, თუ ის უკვე მონიშნული არ
არის. დილის 9:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე რამდენ წითელ წერტილს მონიშნავს
ჭიანჭველა?
ა) 6 ბ) 12 გ) 20 დ) 30 ე) 60 ვ) 80
11. დაწყებული 1-დან ამოწერეს კენტი რიცხვები მიყოლებით 1357911131517... იპოვეთ 199-ე ადგილზე
მდგარი ციფრი.
ა) 0 ბ) 1 გ) 2 დ) 3 ე) 5 ვ) 6
12. იპოვეთ ყველა ისეთი ციფრის ჯამი, რომლითაც შეუძლებელია დაბოლოვდეს სამი მომდევნო
რიცხვის ნამრავლი.
ა) 6 ბ) 10 გ)15 დ) 35 ე) 39 ვ) 41
13. მარტივ რიცხვთა რამდენი წყვილი არსებობს რომელთა ჯამი 120-ის ტოლია?
ა) 10 ბ) 11 გ) 12 დ) 13 ე) 14 ვ) 15
14. იპოვეთ სამი რიცხვის ჯამი, რომელთაგან არცერთი წყვილი თანანამარტივი არ არის, ხოლო
ნამრავლი 900-ის ტოლია.
ა) 41 ბ) 38 გ) 37 დ) 36 ე) 34 ვ) 30
15. რამდენი სამნიშნა რიცხვი არსებობს, რომელთა ჩანაწერში ციფრები ზრდადობით არის ჩაწერილი.
ა) 36 ბ) 60 გ) 72 დ) 84 ე) 96 ვ) 120
16. 6 × 6 ცხრილში უჯრების გაფერადება შესაძლებელია ისე, რომ არცერთ გაფერადებულ უჯრას არ
ჰქონდეს საერთო გვერდი სხვა გაფერადებულ უჯრასთან. რა უმცირესი რაოდენობის უჯრა უნდა
გავაფერადოთ, რომ კიდევ ერთი უჯრის გაფერადება შეუძლებელი იყოს?
ა) 6 ბ) 7 გ) 8 დ) 9 ე) 10 ვ) 12
17. მოცემულია 1 × 1 × 2 ზომის 12 ცალი ერთნაირი მართკუთხა პარალელეპიპედი. რამდენი
განსხვავებული მართკუთხა პარალელეპიპედის აწყობა არის შესაძლებელი ყველა მათგანის
შეწებების შედეგად?
ა) 2 ბ) 4 გ) 6 დ) 8 ე) 10 ვ) 12
18. საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა 4 მოჭადრაკეს შორის, სადაც ყველა ყველას ეთამაშა ერთხელ,
ყველამ განსხვავებული ქულა დააგროვა და 0 ქულა არავის დაუგროვებია. რომელ ადგილზე
გასულმა მოთამაშემ ითამაშა აუცილებლად ერთი მაინც ყაიმი?
ა) I ბ) II გ) III დ) IV ე) II და IV ვ) III და IV
19. მართკუთხედს, რომლის ერთი გვერდი 1.5-ჯერ მეტია მეორე გვერდზე, მოაჭრეს მართკუთხედი
ისე, რომ მისი პერიმეტრი განახევრდა. რამდენჯერ შემცირდა მართკუთხედის პერიმეტრი?
ა) 1.5 ბ) 2 გ) 2.5 დ) 3 ე) 4 ვ) 6
20. გიორგი სიმართლეს ამბობს მხოლოდ კვირის რომელიღაც ერთ დღეს. ერთ დღეს მან თქვა - მე
ვიტყუები ორშაბათს და სამშაბათს, მომდევნო დღეს თქვა - დღეს ან ოთხშაბათია ან შაბათია ან
კვირაა, კიდევ მომდევნო დღეს თქვა - მე ვიტყუები ოთხშაბათს და პარასკევს. რომელ დღეს ამბობს
სიმართლეს გიორგი?
ა) ორშაბათს ბ) სამშაბათს გ) ოთხშაბათს დ) ხუთშაბათს ე) პარასკევს ვ) შაბათს
მე- 6 კლასი. I ტური. 09.05. 2022 II ვარიანტი.

სახელი, გვარი ----------------------------

1. ლუწი ორნიშნა რიცხვი გაყვეს 2-ზე და მარჯვნიდან მიუწერეს თავდაპირველი ორნიშნა რიცხვი.
თავდაპირველზე რამდენჯერ მეტი რიცხვი მიიღეს?
ა) 50 ბ) 51 გ) 99 დ) 100 ე) 101 ვ) 199
2. ბაკურს ყავს ცოლი და 3 შვილი. ბაკურის ოჯახის საშუალო ასაკი ახლა 16 წელია, ხოლო 4 წლის
იყო ორჯერ მეტი. იპოვეთ ბაკურისა და მისი ცოლის საშუალო ასაკი.
ა) 30 ბ) 32 გ) 34 დ) 36 ე) 38 ვ) 40
3. მოცემულია 1 × 1 × 2 ზომის 12 ცალი ერთნაირი მართკუთხა პარალელეპიპედი. რამდენი
განსხვავებული მართკუთხა პარალელეპიპედის აწყობა არის შესაძლებელი ყველა მათგანის
შეწებების შედეგად?
ა) 2 ბ) 4 გ) 6 დ) 8 ე) 10 ვ) 12
4. საჭადრაკო ტურნირი ჩატარდა 4 მოჭადრაკეს შორის, სადაც ყველა ყველას ეთამაშა ერთხელ,
ყველამ განსხვავებული ქულა დააგროვა და 0 ქულა არავის დაუგროვებია. რომელ ადგილზე
გასულმა მოთამაშემ ითამაშა აუცილებლად ერთი მაინც ყაიმი?
ა) I ბ) II გ) III დ) IV ე) II და IV ვ) III და IV
5. რებუსში ერთნაირი სიმბოლოები ერთნაირ ციფრებს, ხოლო განსხვავებული სიმბოლოები
განსხვავებულ ციფრებს აღნიშნავენ. 𝑂𝑁𝐸 + 𝑂𝑁𝐸 = 𝑇𝑊𝑂 რებუსს აქვს რამდენიმე ამონახსნი.
იპოვეთ 𝑇𝑊𝑂 სამნიშნა რიცხვის ყველა შესაძლო მნიშვნელობას შორის უდიდესისა და უმცირესის
ჯამი.
ა) 1376 ბ) 1396 გ) 1416 დ) 1436 ე) 1456 ვ) 1476
6. რამდენი ორნიშნა რიცხვი არსებობს, რომლის რაღაც რიცხვზე ნაშთიანი გაყოფის შედეგად
განაყოფი გამყოფის ნახევარია, ხოლო ნაშთი განაყოფის ნახევარია.
ა) 1 ბ) 2 გ) 3 დ) 6 ე) 12 ვ) 45
7. დიდი ისრებიანი საათის, წუთების ისრის წვეროზე დაჯდა მღებავი ჭიანჭველა, რომელიც ყოველ 9
წუთში წუთების ისრის მდებარეობას ნიშნავს წითელი წერტილით, თუ ის უკვე მონიშნული არ
არის. დილის 9:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე რამდენ წითელ წერტილს მონიშნავს
ჭიანჭველა?
ა) 6 ბ) 12 გ) 20 დ) 30 ე) 60 ვ) 80
8. დაწყებული 1-დან ამოწერეს კენტი რიცხვები მიყოლებით 1357911131517... იპოვეთ 199-ე ადგილზე
მდგარი ციფრი.
ა) 0 ბ) 1 გ) 2 დ) 3 ე) 5 ვ) 6
9. იპოვეთ ყველა ისეთი ციფრის ჯამი, რომლითაც შეუძლებელია დაბოლოვდეს სამი მომდევნო
რიცხვის ნამრავლი.
ა) 6 ბ) 10 გ)15 დ) 35 ე) 39 ვ) 41
10. მარტივ რიცხვთა რამდენი წყვილი არსებობს რომელთა ჯამი 120-ის ტოლია?
ა) 10 ბ) 11 გ) 12 დ) 13 ე) 14 ვ) 15
11. იპოვეთ სამი რიცხვის ჯამი, რომელთაგან არცერთი წყვილი თანანამარტივი არ არის, ხოლო
ნამრავლი 900-ის ტოლია.
ა) 41 ბ) 38 გ) 37 დ) 36 ე) 34 ვ) 30
12. რამდენი სამნიშნა რიცხვი არსებობს, რომელთა ჩანაწერში ციფრები ზრდადობით არის ჩაწერილი.
ა) 36 ბ) 60 გ) 72 დ) 84 ე) 96 ვ) 120
13. 6 × 6 ცხრილში უჯრების გაფერადება შესაძლებელია ისე, რომ არცერთ გაფერადებულ უჯრას არ
ჰქონდეს საერთო გვერდი სხვა გაფერადებულ უჯრასთან. რა უმცირესი რაოდენობის უჯრა უნდა
გავაფერადოთ, რომ კიდევ ერთი უჯრის გაფერადება შეუძლებელი იყოს?
ა) 6 ბ) 7 გ) 8 დ) 9 ე) 10 ვ) 12
14. მართკუთხედს, რომლის ერთი გვერდი 1.5-ჯერ მეტია მეორე გვერდზე, მოაჭრეს მართკუთხედი
ისე, რომ მისი პერიმეტრი განახევრდა. რამდენჯერ შემცირდა მართკუთხედის პერიმეტრი?
ა) 1.5 ბ) 2 გ) 2.5 დ) 3 ე) 4 ვ) 6
15. გიორგი თამაშობს. ის დაფაზე წერეს რიცხვს და ერთ სვლაზე, პირველ ორ ციფრს ცვლის მათი ჯამით. ასე
აგრძელებს მანამ, სანამ არ მიიღებს ერთ ციფრს. რა ციფრს მიიღებს გიორგი თუ ის დაფაზე დაწერეს 2022
ნიშნა 8999⋯ 97 რიცხვს?
ა) 8; ბ) 2; გ) 7; დ) 4; ე) 5; ვ) 6 .
16. კუბიკი დაჭრეს 2X2X2 კუბიკებად. თითეულ გვერდზე 4 კვადრატია. ამ კვადრატებიდან რა უდიდესი
რაოდენობის შღებვაა შესაძლებელი, ისე რომ არცერთ ორ შეღებილ კვადრატს არ გააჩნდეს საერთო
გვერდი?
ა) 3; ბ) 4; გ) 6; დ) 8; ე) 9; ვ) 12 .
17. რამდენი განსხვავებული გზით შეიძლება 2; 3; 5; 7; 9 ციფრები ჩავსვათ
ხუთ უჯრაში(იხ. ნახაზი) ისე, რომ ყველა უტოლობა ჭეშმარიტი იყოს?
ა) 1; ბ) 2; გ) 3; დ) 4; ე) 6; ვ) 8.
18. დათვალეთ მოცემულ ნახაზზე განსხვავებულ სამკუთხედთთა რაოდენობა.
ა) 12; ბ) 18; გ) 20; დ) 24; ე) 25; ვ) 30.
19. იპოვეთ ხუთი განსხვავებული ციფრით ჩაწერილი 44-ის ჯერადი უმცირესი
ხუთნიშნა რიცხვის ციფრთა ჯამი.
ა) 10 ბ) 12 გ) 16 დ) 18 ე) 22 ვ) 24
20. გიორგი სიმართლეს ამბობს მხოლოდ კვირის რომელიღაც ერთ დღეს. ერთ დღეს მან თქვა - მე
ვიტყუები ორშაბათს და სამშაბათს, მომდევნო დღეს თქვა - დღეს ან ოთხშაბათია ან შაბათია ან
კვირაა, კიდევ მომდევნო დღეს თქვა - მე ვიტყუები ოთხშაბათს და პარასკევს. რომელ დღეს ამბობს
სიმართლეს გიორგი?
ა) ორშაბათს ბ) სამშაბათს გ) ოთხშაბათს დ) ხუთშაბათს ე) პარასკევს ვ) შაბათს

You might also like