You are on page 1of 4

ამოცანები

კომბინატორიკა და კომბინატორული გეომეტრია.

1. რა მინიმალური რაოდენობა კარტი უნდა ამოვიღოთ კარტების დასტიდან,


რომ 7 ცალი კარტი მაინც ერთნაირი ‘მასტის’ ამოვიდეს (ყველა გული,
მაგალითად)?

2. კალათბურთის გუნდის განაცხადში არის 10 მოთამაშე. 5–კაციანი რამდენი


განსხვავებული შემადგენლობა შეიძლება იმყოფებოდეს მოედანზე?

3. ერთიდან მილიონამდე რიცხვებს შორის რომელი რიცხვები უფრო მეტია,


რომელთა ჩაწერაში არ შედის ციფრი 0, თუ დანარჩენები?

მითითება 1: თუ რიცხვის ჩაწერაში არ შედის ციფრი 0, მაშინ იგი შედგება


ნებისმიერი ციფრისაგან 1–დან 9–მდე.
მითითება 2: 9  9  9  9  9  9 = 531 441.

4. ჭადრაკის დაფას ჩამოაჭრეს ორი კუთხის უჯრა ერთი და იგივე დიაგონალზე.


შეიძლება თუ არა ახლა ჭადრაკის დაფის დაფარვა დომინოს ქვებით, თუ
ყოველი დომინოს ქვა ზუსტად ორ უჯრას ფარავს? (ქვები ერთმანეთს არ უნდა
გადაედონ.)

5. უნივერსიტეტის გახსნის საღამოზე სულ 527 სტუდენტი მოვიდა. შეიძლება


თუ არა ისე მოხდეს, რომ ყოველმა სტუდენტმა კენტი რაოდენობა სტუდენტს
ჩამოართვას ხელი ამ საღამოზე?

მითითება 1: კენტი რაოდენობა კენტი რიცხვის ჯამი კენტია.


მითითება 2: ეს ჯამი უნდა გაიყოს 2–ზე, რომ დავთვალოთ სულ რამდენი
ხელის ჩამორთმევა შედგა.

6. კუბური ფორმის ყველი დაყოფილია 27 პატარა კუბიკად (რუბიკ–კუბიკივით).


თაგვი იწყებს ამ კუბიკების ჭამას და ერთ პატარა კუბიკს რომ შეჭამს, გადადის
მის მეზობელ კუბიკზე (რომელთანაც შეჭმულ კუბიკს საერთო წახნაგი
ჰქონდა). თაგვმა იცის, რომ შუა კუბიკი ყველაზე გემრიელია და უნდა, რომ ის
სულ ბოლოს შეჭამოს. შესაძლებელია თუ არა თაგვისთვის ამის გაკეთება?
მითითება: შეღებეთ კუბიკები ჭადრაკულად. რამდენი თეთრი და რამდენი
შავი კუბიკი გამოვა?

7. დათვალეთ ტოლი წრეების სიბრტყეში ჩალაგების სიმჭიდროვე კვადრატული


ჩალაგების დროს.

8. (ძლიერი ჯგუფისთვის) დათვალეთ ტოლი წრეების სიბრტყეში ჩალაგების


სიმჭიდროვე ექვსკუთხა ჩალაგების დროს. რომელ შემთხვევაში მეტია
სიმჭიდროვე, კვადრატული თუ ექვსკუთხა ჩალაგების დროს?

9. (ძლიერი ჯგუფისთვის) შეიძლება თუ არა 6  6  6 ზომის ყუთი მთლიანად


შევავსოთ
1  2  4 ზომის აგურებით?

მითითება: წარმოვიდგინოთ, რომ ყუთი დავყავით 2  2  2 ზომის პატარა


კუბებად და ეს კუბები შევღებეთ ჭადრაკულად.

10. (ძლიერი ჯგუფისთვის) დაასაბუთეთ ბინომიალური ფორმულა:


n 0 n 1 n−1 2 n−2 2 n n
(a+b ) =C n a +C n a b+C n a b +⋯+Cn b
მითითება: (a + b) მრავლდება თავის თავზე n –ჯერ. ყველა წევრი უნდა
გამრავლდეს ყველა წევრზე. იმისათვის, რომ მივიღოთ, მაგალითად an-2 b2,
ორი თანამამრავლიდან უნდა ავირჩიოთ b, ხოლო დანარჩენი n-2
თანამამრავლიდან უნდა ავირჩიოთ a. რამდენი სხვადასხვა შესაძლებლობა
არსებობს n თანამამრავლიდან ორი თანამამრავლის ამორჩევის?

11. (ძლიერი ჯგუფისთვის) გამოთვალეთ შემდეგი ბინომიალური


0 1 2 n
კოეფიციენტების ჯამი:
C n +C n +C n +⋯+C n
მითითება 1. გამოიყენეთ (a + b)n –ის გამოსათვლელი ფორმულა
(ბინომიალური კოეფიციენტებით).

მითითება 2. აიღეთ a = 1 და b = 1.
12. (ძლიერი ჯგუფისთვის) დაასაბუთეთ პირდაპირი გამოთვლებით, რომ
m m−1 m
C n =Cn−1 +C n−1

13. (ძლიერი ჯგუფისთვის) დაამტკიცეთ, რომ 2–განზომილებიან სივრცეში kissing


number არის 6.

14. პოკერის მოთამაშეებს ზოგჯერ უკვირთ, თუ რატომ ფასობს four of a kind


(ოთხი ერთნაირი, მაგალითად, 4 შვიდიანი) უფრო მეტად, ვიდრე full house
(სამი ერთნაირი და კიდევ ორი ერთნაირი, მაგალითად, 3 კაროლი და 2
ვალეტი). აჩვენეთ რას უდრის თითოეული ასეთი კარტის მოსვლის შანსი.
(პოკერის სათამაშო დასტაში სულ 52 კარტია.)

მითითება. 4 ერთნაირი კარტი (მაგალითად, 4 შვიდიანი) შეიძლება მოვიდეს


13 სხვადასხვა გზით. მეხუთე კარტი შეიძლება იყოს ნებისმიერი დარჩენილი
48 კარტიდან. სულ არის 13  48 = 624 ვარიანტი. სულ არსებობს 5 კარტის
მოსვლის C552 = 2598960 ვარიანტი. ამიტომ ოთხი ერთნაირი კარტის მოსვლის
შანსია 624/2598960=0.00024.
Full house –ის დროს 3 ერთნაირი კარტი შეიძლება იყოს 13 სხვადასხვა
მნიშვნელობის (მაგალითად 3 კაროლი). 3 კაროლი შეიძლება მოვიდეს C34 = 4
სხვადასხვა კომბინაციით. დარჩენილი 2 ერთნაირი კარტი (მაგალითად, 2
ვალეტი) შეიძლება იყოს 12 სხვადასხვა მნიშვნელობის. ორი ვალეტი შეიძლება
მოვიდეს C24 = 6 სხვადასხვა კომბინაციით. სულ გვექნება 13  4 12  6 = 3744
განსხვავებული full house. ამიტომ full house–ის მოსვლის შანსია 3744 / 2598960
= 0.0014. როგორც ვხედავთ, full house –ის მოსვლის შანსი 6–ჯერ მეტია, ვიდრე
4 ერთნაირის.

15. ამზადებენ გვირილას ხელოვნურ ყვავილს 7 სიმეტრიული ფურცლით.


ფურცლების შესაღებად აქვთ 10 განსხვავებული ფერის საღებავი (სხვადასხვა
ფურცელი შეიძლება სხვადასხვა ფერის იყოს). რამდენი ასეთი განსხვავებული
ყვავილი შეიძლება დაამზადონ?

მითითება 1. მოტრიალებით მიღებული ყვავილები ერთი და იგივეა.


7
მითითება 2. სულ შეიძლება დამზადდეს 10 ყვავილი, თუ მოტრიალებას არ
გავითვალისწინებთ.
მითითება 3. სულ არსებობს 10 მხოლოდ ერთი ფერით შეღებილი ყვავილი.
7
მითითება 4. ამ 10 ყვავილის გარდა დანარჩენი 10 – 10 ყვავილი
მოტრიალებით თავის თავში არ გადადის (რადგანაც 7 მარტივი რიცხვია).
7
მითითება 5. მოტრიალების გათვალისწინებით სულ გვექნება 10 + (10 – 10)/7
განსხვავებული ყვავილი.

p
16. წინა ამოცანის გამოყენებით დაამტკიცეთ ფერმას მცირე თეორემა: (n -n) იყოფა
p-ზე, თუ p მარტივი რიცხვია და n ნატურალური.

You might also like