დავალება 2 (ამოხსნით)

You might also like

You are on page 1of 3

ლექცია 8 (მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში 1)

1. რა განსხვავებაა ევროპულ და ამერიკულ რულეტკებს შორის? რომელ


რულეტკაზეა მეტი ჩვენი მოგების შანსი, თუ, მაგალითად, ვთამაშობთ ფერზე? რას
უდრის ეს შანსები?
ამოხსნა
მოგების უფრო დიდი შანსია ევროპულ რულეტკაზე, რადგან გვაქვს მხოლოდ ერთი
0. ევროპულ რულეტკაზე მოგების შანსია 18/37, ხოლო ამერიკულ რულეტიკაზე ეს
არის 18/38. თავისთავად, 18/37>18/38

2. რომელი ფსონია ჩვენთვის უფრო მომგებიანი (ანუ ნაკლებ წამგებიანი)


ამერიკულ რულეტკაზე: ფერზე თამაში (მოგების კოეფიციენტი 1), (1-12)
ინტერვალის არჩევა (მოგების კოეფიციენტი 2) თუ ნომერზე თამაში (მოგების
კოეფიციენტი 35).
ამოხსნა
განვიხილოთ თითოეული შემთხვევა.
ვთქვათ, 38ჯერ ვაგორებთ თითოეულ შემთხვევაში.
ფერზე თამაშისას ჩვენ მოვიგებთ 18 შემთხვევაში, წავაგებთ 20 შემთხვევაში. ანუ
საბოლოოდ წავაგებთ 2 დოლარს. მათემატიკური მოლოდინი აქ გვაქვს -2/38
ცენტი
(1-12) ინტერვალის არჩევის შემთხვევაში P(მოგება)=12/38 ხოლო
P(წაგება)=26/38
E(მათემატიკური მოლოდინი)=24/38 - 26/38=-2/38
ნომერზე თამაშის დროს 38 გაგორებიდან ვიგებთ ერთხელ 35 დოლარს და ვაგებთ
37ჯერ თითო დოლარს. აქაც წაგებაში ვართ ორი დოლარით, ანუ ზოგადად ამ
თამაშის მათემატიკური მოლოდინი არის -2/38
დასკვნა: სამივე ერთნაირად წამგებიანია

3. რა არის the house edge და და რისი ტოლია იგი ამერიკული რულეტკის


შემთხვევაში, თუ თქვენ თამაშობთ ფერზე ან ნომერზე?
პასუხი
The house edge არის კაზინოს საშუალო მოგება მოთამაშის თითოეულ
გაგორებაზე. ორივე შემთხვევაში ეს არის 2/38 დოლარი, ანუ დაახლოებით 0.05
ცენტი.

4. რა არის the hold და რატომ არაა ეს იგივე რაც the house edge?
პასუხი
The hold არის კაზინოს მთლიანი მოგება. The house edge თუ ისაა, ერთი თამაშით
რამდენს იგებს კაზინო, the hold არის მოთამაშის სათამაშ ფულიდან რამდენს
იგებს კაზინო საბოლოო ჯამში.

5. არსებობს თუ არა მათემატიკურად მომგებიანი სტრატეგია რულეტკაზე (თუ,


მაგალითად, ფერზე ვთამაშობთ)? არსებობს თუ არა სტრატეგია, რომელიც
გარანტიას მოგვცემს უმრავლეს შემთხვევაში მოგებული დავბრუნდეთ კაზინოდან?
პასუხი
წაგების შემთხვევაში ორჯერ გაზრდა ფსონის.
6. ვთქვათ, თქვენ თამაშობთ რულეტკაზე ფერზე ფსონის გაორმაგების სტრატეგიით
და თავიდან დებთ 1 დოლარს. მოგების შემთხვევაში ამთავრებთ თამაშს, წაგების
შემთხვევაში ჩამოდებთ 2 დოლარს. თუ კვლავ წააგებთ ჩამოდებთ 4 დოლარს და
ასე ჩამოდებთ ფსონს მაქსიმუმ 5–ჯერ. თვლის სიმარტივისთვის ჩავთვალოთ, რომ
ყოველ გაგორებაზე თქვენი მოგება-წაგების შანსები თანაბარია.
ა) რა არის შანსი, რომ არასოდეს არ გაგიმართლებთ? რამდენს წააგებთ ასეთ
შემთხვევაში?
ბ) რა არის შანსი, რომ ერთხელ მაინც გაგიმართლებთ? რამდენს იგებთ ასეთ
შემთხვევაში?
გ) მომგებიანია თუ წამგებიანი საბოლოოდ თქვენთვის ეს თამაში (თუ ერთ
გაგორებაზე მოგება-წაგების შანსები თანაბარია)?
დ) მომგებიანია თუ წამგებიანი საბოლოოდ თქვენთვის ეს თამაში (თუ ერთ
გაგორებაზე მოგების შანსი ნაკლებია წაგების შანსზე)?
ამოხსნა
(ა) ხუთი გაგორების შემთხვევაში მთლიანად წაგების (-31-ის წაგების) შანსია 1/2^5
ანუ 1/32 და წავაგებთ 31 ლარს
(ბ) იმის შანსი რომ ერთხელ მაინც გაგვიმართლებს არის 1-1/32=31/32
(გ) დავწეროთ მათემატიკური მოლოდინი = (1/32)*(-31)+31/32*(1)=0
(დ) რა თქმა უნდა წამგებიანია და აქვე მეშვიდე ამოცანის(ძლიერი ჯგუფებისთვის)
ამერიკული რულეტკის მაგალითი განვიხილოთ. ამ შემთხვევაში, წაგების შანსია
(20/38)5 ხოლო მათემატიკური მოლოდინი E=(-31)*(20/38)5+(1)*(1-(20/38)5), რაც
თავისთავად <0

8. ვთქვათ ადამიანს აქვს გადასახდელი ვალი 2000$ და მას მხოლოდ 1000$


დოლარი აქვს. იგი შევიდა კაზინოში და რულეტკაზე თამაშობს ფერზე. რა ჯობია,
მან მთელი 1000 დოლარი ერთიანად დადოს თუ, მაგალითად, 100$ ჩამოდოს
ყოველ ჩამოსვლაზე? (ამ კითხვაზე მოითხოვება მხოლოდ პასუხი დასაბუთების
გარეშე.)
პასუხი
სჯობს, ერთიანად ჩამოვიდეთ, რადგან რაც უფრო დიდ ხანს ვითამაშებთ, მით
მეტია წაგების შანსი

9. თქვენ დაგირიგეს ორი კარტი 52-კარტიანი დასტიდან. ა) რა არის ნატურალური


ბლექჯეკის მოსვლის შანსი (ტუზი და ვალეტი)? მითითება: დათვალეთ სულ
რამდენი წყვილი შეიძლება შეირჩეს ამ კარტებიდან და რამდენია თქვენთვის
სახარბიელო. ალტერნატიულად, დათვალეთ რა არის შანსი, რომ პირველი კარტი
იყოს ტუზი და შემდეგ დათვალეთ ვალეტის მოსვლის პირობითი ალბათობა.
(ა) ამოხსნა
A-4, J-4, ტუზის და ვალეტის მოსვლის 16 ვარიანტია სულ.
სულ არის 52*51/2 ვარიანტი
ნატურალური ბლექჯეკის მოსვლის ალბათობაა 8/(13*51)
ბ) გაიზრდება თუ შემცირდება ეს შანსი, თუ თამაში მიდის ორი დასტით (სულ 104
კარტი)?
ტუზების და ვალეტების მოსვლის ვარიანტია 64
სულ მოსვლის ვარიანტია 104*103/2
მოსვლის ალბათობაა 64/(104*103/2)
გ) რა არის ბლექჯეკის მოსვლის შანსი (ერთ-ერთ ერთი კარტი ამ ორიდან არის
ტუზი, მეორე კი ნახატი ან ათიანი.
4ჯერ მეტი ვარიანტი გვაქვს ახლა, ანუ 32/(13*51) იქნება მოსვლის ალბათობა

10. (ძლიერი ჯგუფებისთვის) თქვენ დაგირიგეს ორი კარტი 52-კარტიანი დასტიდან.


ა) რა არის ორი ტუზის მოსვლის შანსი?
ბ) გაიზრდება თუ შემცირდება ეს შანსი, თუ თამაში მიდის ორი დასტით (სულ 104
კარტი)?
ამოხსნა
(ა) ორი ტუზის მოსვლის ვარიანტია 4*3/2=6. სულ არის 52*51/2 ვარიანტი. შანსია
6/(52*51/2)
(ბ) გაიზრდება
11. გონივრული იქნება თუ არა, რომ ბუქმეკერმა შემოგვთავაზოს, მაგალითად,
შემდეგი კოეფიციენტები მოგება, ფრე და
წაგებისთვის: (2, 4, 5)?
ამოხსნა
უკუპროპორციით თუ დავდებთ თანხას 2-50, 4-
25, 5-20, ჩვენ გავიღებთ 95 ლარს, ხოლო
ყველა ვარიანტში ვიღებთ ას ლარს ანუ ყველა
ვარიანტში ვიგებთ

12. წარმოიდგინეთ, რომ ერთი ადამიანი


იღებს მეორისგან 1 ლარს, მეორე მესამისგან
2 ლარს, მესამე მეოთხისგან 3 ლარს და ასე
შემდეგ. მომგებიანია თუ არა ამ
ადამიანებისთვის ასეთი სქემა? შესაძლებელია
თუ არა ამ სქემის პრაქტიკული განხორციელება?
ამოხსნა
გარკვეულ ეტაპზე გარკვეული რაოდენობის ადამიანისთვის შესაძლებელია, თუმცა
ბოლოს დარჩება ადამიანი, რომელიც წაგებაში იქნება და ფულს ვერავისგან
აიღებს

13. (ძლიერი ჯგუფებისთვის) ა) როგორი უნდა შემოგვთავაზოს ბუქმეკერმა


ფეხბურთის ტოტალიზატორში მოგება–ფრე–წაგების კოეფიციენტები, რომ ეს იყოს
„პატიოსანი“ თამაში?
პასუხი: არც ერთი უნდა იყოს მოგებაში, ანუ თუ კოეფიციენტია a,b,c და ჩვენ
ჩამოვედით 1/a+1/b+1/c=x თანხას და ყველა ვარიანტში ვიღებთ ერთ ლარს,
გაცემული და მიღებული თანხა უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი, ანუ x=1
ბ) გამოთვალეთ თქვენი მათემატიკური მოლოდინი, როცა თქვენ დადეთ ერთი
დოლარი მასპინძელი გუნდის მოგებაზე, თუ მასპინძელი გუნდის მოგების შანსია p
და შესაბამისი კოეფიციენტი არის 1/p. მითითება(პრაქტიკულად ამოხსნაა): ვთქვათ
დავდე 1 დოლარი. მაშინ p ალბათობით მომცემენ 1/p დოლარს. ერთი დოლარი
უკვე გადახდილი მაქვს და ჩემი მოგებაა (1/p – 1). მე 1-p ალბათობით ვაგებ ჩემს
დადებულ დოლარს. მათემატიკური მოლოდინია: (1/p-1)·p + (1-p)·(-1) = 0.
გ) რა იქნება მათემატიკური მოლოდინი, თუ ბუქმეკერი შეამცირებს ამ კოეფიციენტს
(ანუ 1/p -ს) 10 პროცენტით?
ანუ წაგებაში ვიქნებით

You might also like