You are on page 1of 3

ამოცანები:

ლექცია 2 (მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში 1)

1. რა განსხვავებაა ევროპულ და ამერიკულ რულეტკებს შორის?


რომელ რულეტკაზეა მეტი ჩვენი მოგების შანსი, თუ, მაგალითად,
ვთამაშობთ ფერზე? რას უდრის ეს შანსები?

2. რომელი ფსონია ჩვენთვის უფრო მომგებიანი (ანუ ნაკლებ


წამგებიანი) ამერიკულ რულეტკაზე: ფერზე თამაში (მოგების
კოეფიციენტი 1), თუ ნომერზე თამაში (მოგების კოეფიციენტი 35).

3. რა არის the house edge და და რისი ტოლია იგი ამერიკული


რულეტკის შემთხვევაში, თუ თქვენ თამაშობთ ფერზე ან ნომერზე?

4. რა არის the hold და რატომ არაა ეს იგივე რაც the house edge?

5. არსებობს თუ არა მათემატიკურად მომგებიანი სტრატეგია


რულეტკაზე (თუ, მაგალითად, ფერზე ვთამაშობთ)? არსებობს თუ
არა სტრატეგია, რომელიც გარანტიას მოგვცემს უმრავლეს
შემთხვევაში მოგებული დავბრუნდეთ კაზინოდან?

6. ვთქვათ ადამიანს აქვს გადასახდელი ვალი 2000$ და მას მხოლოდ


1000$ დოლარი აქვს. იგი შევიდა კაზინოში და რულეტკაზე
თამაშობს ფერზე. რა ჯობია, მან მთელი 1000 დოლარი ერთიანად
დადოს თუ, მაგალითად, 100$ ჩამოდოს ყოველ ჩამოსვლაზე? (ამ
კითხვაზე მოითხოვება მხოლოდ პასუხი დასაბუთების გარეშე.)

7. (ძლიერი ჯგუფისთვის) როგორი უნდა იყოს ფეხბურთის


ტოტალიზატორში მოგება–ფრე–წაგების კოეფიციენტები, რომ ეს
იყოს „პატიოსანი“ თამაში (პასუხი დაასაბუთეთ)? როგორია
სინამდვილეში ეს კოეფიციენტები?

8. (ძლიერი ჯგუფისთვის) გონივრული იქნება თუ არა, რომ


ბუქმეკერმა შემოგვთავაზოს, მაგალითად, შემდეგი
კოეფიციენტები მოგება, ფრე და წაგებისთვის: (2, 4, 5)?

9. (ძლიერი ჯგუფისთვის) წარმოიდგინეთ, რომ ერთი ადამიანი იღებს


მეორისგან 1 ლარს, მეორე მესამისგან 2 ლარს, მესამე მეოთხისგან 3
ლარს და ასე შემდეგ. მომგებიანია თუ არა ამ ადამიანებისთვის
ასეთი სქემა? შესაძლებელია თუ არა ამ სქემის პრაქტიკული
განხორციელება?

10. ( ძლიერი ჯგუფისთვის) ადამიანი შევიდა კაზინოში 1000


დოლარით რულეტკაზე სათამაშოდ. იგი თამაშობს ფერზე მანამ,
სანამ არ მოიგებს კიდევ 1000 დოლარს, ან მთლიანად არ წააგებს
თანხას. რა ჯობია მისთვის, ერთიანად დადოს 1000 დოლარი, თუ
ყოველ ჩამოსვლაზე 500 დოლარი ჩამოდოს? (პასუხი დაასაბუთეთ
სრულად.)

მითითება 1. ვთქვათ არჩეული ფერის მოსვლის შანსია p (p<1/2).


მაშინ პირველ შემთხვევაში (როდესაც მოთამაშე ერთდროულად
დებს 1000 დოლარს) კიდევ 1000 დოლარის მოგების შანსია p.
ახლა განვიხილოთ შემთხვევა, როცა ყოველ ჩამოსვლაზე მოთამაშე
500 დოლარს დებს. ორი გათამაშების შემდეგ შეიძლება დადგეს
შემდეგი სამი განსხვავებული რეზულტატი:

ა) მოთამაშეს ორივეჯერ გაუმართლა (ამის ალბათობაა p2 და


მოთამაშე გამარჯვებული ტოვებს კაზინოს).
ბ) მოთამაშეს არცერთხელ არ გაუმართლა (ამის ალბათობაა (1-p)2
და მოთამაშე დამარცხებული ტოვებს კაზინოს).
გ) მოთამაშეს ერთხელ გაუმართლა და ერთხელ არ გაუმართლა
(ამის შანსია 2p(1-p) და მოთამაშე საწყის პოზიციაშია).

მითითება 2. ვთვათ, საწყისი პოზიციიდან მოთამაშის საბოლოო


გამარჯვების შანსი იყოს x. მაშინ შეიძლება დავწეროთ განტოლება:
x=p2+2p(1-p)x.

You might also like