You are on page 1of 170

ჭადრაკის დაო

„ჭადრაკი - არის ზღვა, რომლიდანაც შეიძლება


წყურვილი მოიკლას კოღომ და დაიხრჩოს სპილო“.
ძველი ინდური თქმულება
„ჭადრაკს, ისევე როგორც სიყვარულს და
მუსიკას შეუძლია, რომ ადამიანი გააბედნიეროს“.
ზიგბერტ ტარაში

შესავალი
დაო არის ჩინური კონცეფცია ლაო ძის მიერ ფორმირებული
ძვ.წ - ით IV საუკუნეში, რომელსაც ყველაზე მეტად შეესაბამება
სიტყვა „გზა“. გზა - ლაო ძის გადმოცემაში ასოცირდება
სიმარტივესთან და უანგარობასთან. დაო წარმოადგენს მეთოდს,
შესაძლებლობათა ქსელს, რომელიც დაგეხმარებათ ჩაწვდეთ
ჭეშმარიტებას მეტად ღრმა დონეზე. მსგავსი ძებნა გვეხმარება
ჩავწვდეთ ყველაფერს მეტად ღრმად, რასთანაც არ უნდა გვქონდე
საქმე. ღრმა აღქმის შედეგად ჩვენ შევძლებთ მეტად
დავიკმაყოფილოთ საკუთარი გონებრივი მოთხოვნილებები და
მივიღოთ მეტად ღრმა ცოდნა, გავაკეთოთ ყველაფერი
ჭეშმარიტებასთან მისაახლოვებლად. სიმარტივე აუცილებელია
იმისთვის, რომ არ გავიხლართოთ ზედმეტ დეტალებში.
უანგარობა კი დაგვეხმარება ვიყოთ მიუკერძოვებელნი და არ
ვიყოთ შებოჭილნი ამათუიმ ვნებათა ჯაჭვით. ასე რომ, ეს ორი
თვისება გამოგვადგება როგორც ჭადრაკში ასევე ცხოვრების
ნებისმიერ ასპექტში.

1
ნაწილი პირველი
ტექნიკური ასპექტები

ჭადრაკი მოიცავს საკმაოდ ბევრ ტექნიკურ ელემენტს. მოთამაშემ


უნდა იცოდეს თუ როგორ აიღოს ფიგურა, უნდა იცოდეს მათი
სვლები, წარმოიდგინოს როგორ გამოიყურება შამათი, შეაფასოს
გაცვლა. თუმცა ეს ტექნიკური დეტალები საკმაოდ მეორე
ხარისხოვანია მათთვის, ვისაც სურს მაქსიმუმის მიღება ამ
თამაშიდან.
საკმად უცნაურია მაგრამ, ის რაც წარმოადგენს ძალიან დიდ
სირთულეს, როგორც ადამიანისთვის ასევე კომპიუტერისთვის,
არის ძალიან მარტივი რამ - შესაძლებლობა, გადაიხედო
მომავალში. როგორი გახდება პოზიცია რამოდენიმე სვლის
შემდეგ და შეადარო ის მიდინარე პოზიციას. ზუსტი
ვიზუალიზაცია პოზიციის და მათი შედარებითი შეფასება, არის
ძალიან რთული, თუმცა არა შეუძლბელი ამოცანა. არსებობს
პრინციპები რომლებიც დაგეხმარებათ ამ ამოცანასთან
გამკლავებაში, მაგრამ მათი ათვისება მოითხოვს ძალიან დიდ
შრომას. მაგრამ მეორეს მხრივ, ჭადრაკი რომ ყოფილიყო მარტივი,
არავინ არ დახარჯავდა მასზე საკუთარ დროს.

2
თავი პირველი
დაფა
რადენად კარგად იცნობთ ბრძოლის ველს? ჭადრაკის დაფა
წარმოადგენს დიდ ოთკუთხედ სივრცეს და შედგება 64 მცირე
ველისგან, რომლებიც არიან განლაგებულნი რვა რიგად. აქედან
ოცდათორმეტი არის ნახევარი და ეკუთვნის თეთრ ფიგურებს,
ხოლო მეორე ნახევარი შავებს. მათ გამყოფ ხაზს ეწოდება
დემარკაციული ხაზი. მწკრივები შედგება რვა უჯრისგან
რომლებიც განლაგებუნი არიან ვერტიკალურად და ეწოდებათ
ვერტიკალები, ისინი აღინიშნებიან ასოებით A-დან H-ის
ჩათვლით. მსგავსი ხაზებია განლაგებული ჰორიზონტალურად
და შესაბამისად ეწოდებათ ჰორიზონტალები. ეს უკანასკნელნი
დანომრილნი არიან არაბული ციფრებით, 1-დან 8-ის ჩათვლით.

1) თუ თქვენ აკონტროლებთ ნახევარზე მეტ ველს ჭადრაკის


დაფაზე უპირატესობა თქვენს მხარესაა.
პირველი პრინციპი სრულებით გასაგებია თუ თქვენ გესმით,
რომ ველზე კონტროლი ნიშნავს: თუ მოწინააღმდეგის პაიკი ან
ფიგურა დადგება თქვენს ველზე, ის ექცევა დარტყმის ქვეშ და
შესაძლოა აღებულ იქნეს თქვენს მიერ.
თუმცა დომინირება აღნიშნავს ბევრად მეტს, ვიდრე
უპირატესობის ხელმისაწვდომობა განზომილებაში. ველთა
უმეტესობაზე კონტროლის დამყარება არის ძალიან კარგი. მაგრამ
რამდენად დიდი უნდა იყოს ის და რას ნიშნავს სინამდვილეში

3
ტერმინი კონტროლი? საკმარისია, რომ კუ უყრებს ჰორიზონტს,
თუ საჭიროა დამატებით პაიკი?
პასუხი ზემოთ დასმულ კითხვებზე დამოკიდებულია იმაზე, თუ
როგორი პოზიციაა თქვენს წინ. მსგავს კითხვებზე არ არსებობს
კონკრეტული, ყოვლისმომცველი პასუხები, რადგან ეს
დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე. იმისთვის, რომ
გაარკვიოთ თუ რამდენ დაფას აკონტროლებთ საჭიროა, ცოტათი
გადაიხედოთ მომავალში. თქვენ ვერ შეძლებთ განაცალკევოთ
დროის ელემენტი, ჭადრაკის სხვა ელემენტებისგან.
პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა წარმატებას მიაღწიოს უნდა
აკონტროლებდეს ნახევარზე მეტ ხმებს იმისთვის, რომ იქნას
არჩეული. ეს გამომდინარეობს იგივე პრინციპიდან. მგლებს და
სხვა გარეულ ცხოველებს ეს პრინციპი ესმით ბევრ ადამიანზე
უკეთ. ისინი კარგად აცნობიერებენ ტერიტორიის მნიშვნელობას,
ანალოგიურია ჭადრაკის დაფის პრინციპიც.

2) მხედარი დაფის კუთხეში - სამარცხვინოა.


ამ საკმაოდ სპეციფიურ შენიშვნას შეუძლია გადმოგვცეს მეტი
ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ამ პრინციპის განმარტება შეიძლება შემდეგნაირად: ფიგურები
რომელთა თვალთახედვის არეში ექცევა ცოტა ველი, არც ისეთი
სასარგებლონი არიან. ეს ეხება არა მხოლოდ მხედარს დაფის
ბოლოს, არამედ კუებს რომელთა მოძრაობას ზღუდავს საკუთარი
პაიკები, ეტლებს - რომლებიც არიან ჩაკეტილნი კუთხეში და
რომელთაც არ აქვთ ღია ან ნახევრად ღია ველები.
სინამდვილეში ეს არის მობილურობის პრინციპი. მხედარი
უვარგისია დაფის ბოლოს იმიტომ, რომ მისთვის ხელმისაწვდომი

4
ველების რაოდენობა მცირდება. ამ ჭეშმარიტების გაცნობიერებით
თქვენ ისწავლით განსაზღვროთ მომენტი, როცა ეს მიმართულება
არ მუშაობს და შესაძლოა უკეთესი იყოს სხვა პრინციპის
გამოყენება.
ნუ მოექცევით ისეთ სიტუაციაში, სადაც არ გექნებათ არჩევანი.
ყველა კვერცხის ერთ კალათში ჩაწყობა დაუშვებელია, რადგან
ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ყველა ერთად გატყდეს.

3) პაიკები განალაგეთ იმ ფერებზე რომლებიც საწინააღმდეგოა


თქვენი კუს ფერების.
ეს იმისთვისაა საჭირო, რომ ფიგურებმა შეავსონ ერთმანეთი.
ეცადეთ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი საკუთარი
ფიგურებისგან. რადგან პაიკები და კუ ურტყამენ გვერდულად,
მათ საწინააღმდეგო ფერებზე გალაგება მოგცემთ მეტ სივრცეს.
პრინციპი ახორციელებს გუნდური მუშაობის არსს. არსებობს
ბევრი გზა, რომელთა დახმარებითაც შეიძლება გავექცეთ
დუბლირებულ ძალისხმევას. სხვა შემთხვევაში თამაშს, პროექტს
ან ნებისმიერ სხვა რამეს ელოდება წარუმატებლობა.

4) ველს a1-დან a8-მდე აქვს იგივე სიგრძე რაც a1-დან h8-მდე.


არც ისეთი მნიშვნელოვანია სად მიდიხარ, მეტად
მნიშვნელოვანია იცოდე როგორ აპირებ ამ მიზნის მიღწევას. გზა
უმჯობესია აირჩიო ფრთხილად და ის ვინც ყურადღებით
გაანალიზებს ყოველ ალტენატიულ ვარიანტს, მიიღებს მაქსიმუმ
შესაძლებლობას ჩანაფიქრის გასახორციელებლად.
თუ პაიკი დაცულია პაიკით, მაშინ მასზე თავდასხმა შეიძლება
მხოლოდ პაიკით. ამ მტკიცების არსი მარტივია, რადგან ფიგურა

5
ფასობს მეტად ვიდრე პაიკი, წამგებიანია პაიკისთვის ფიგურის
შეწირვა. რა თქმა უნდა თუ არ არის ფარული სტრატეგიული
ჩანაფიქრი ან გამბიტი.

თავი მეორე
ფიგურები

„პაიკი - ჭადრაკის სულია“.


მიეწერება ფილიდორს

აუცილებელია იცოდეთ ინსტრუმენტები, რომელთა ხმარებაც


გიწევთ; ეს არის ყველაფერი რაც თქვენ გაგაჩნიათ. ფიგურები და
პაიკები - სულ ექვსი ტიპის არიან და ყოველ მათგანს აქვს თავისი
განსაკუთრებული თვისებები.

5) დაანებეთ პაიკებს თავი, გარდა ცენტრალური და გამსვლელი


პაიკების.
ეს პრინციპი გამომდინარეობს სისუსტისგან, რომლებიც
ახასიათებს პაიკებს - მათ არ შეუძლიათ უკან მოძრაობა. თუ
პაიკმა გააკეთა სვლა მომდევნო უჯრაში მას აღარ შეუძლია
აღადგინოს ძველი გავლენა მანამ, სანამ ის არ გარდაიქმნება
ფიგურად, ხოლო ასეთ შემთხვევაში ის უკვე პაიკი აღარ არის.
სწორედ ამიტომ თქვენ გადადიხართ რუბიკონს ყოველი პაიკის
მოძრაობის დროს.
გადაწყვეტილების მიღება ითხოვს დაფიქრებას და მომზადებას.
არ შეიძლება მიიღო სერიოზული გადაწყვეტილებები თუ არ
6
გაანალიზებთ შესაძლო შედეგებს. თუმცა ზუსტად ასე იქცევით
მაშინ, როდესაც აკეთებთ ზედმეტ სვლებს პაიკებით.

6) იმისთვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი


მხედრებისგან უზრუნველყავი მათთვის ძლიერი მხარდაჭერა.
მხედარი - ერთადერთი ფიგურაა, რომელსაც არ შეუძლია
გადაადგილდეს გვერდით ველზე. ის შეიძლება იყოს
ბლოკირებული ყოველი მხრიდან, თუმცა ის ამით არ
დაიტანჯება, მობილურობის თვალსაზრისით. თეთრი მხედარი
e5-ზე თავსდება იდეალურად, მაშინ როცა შავი e4-ზე არც ისეთ
მომგებიან პოზიციას იკავებს იმიტომ, რომ თეთრებს აქვთ
საშუალება გააძევონ ის სვლით - f2 – f3.
გაუშვი ის მტრის ბანაკში და ეცადე უზრუნველყო მისი დაცვა
პაიკით.
არცერთი ადამიანი არ არის კუნძული და ნებისმიერი მათგანი
ავლენს საკუთარ, საუკეთესო თვისებებს - გვერდიდან
მხარდაჭერის შემდეგ.

7) კუმ რომ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობა აუცილებელია


ღია დიაგონალები და სისუსტეები რომლებზეც შეიძლება
დაწოლა.
ეცადე არ განალაგო პაიკები იმ ფერზე რომელზეც მოძრაობს კუ.
(ბლოკირებულ კუებს ეძახიან დიდ პაიკს). ასე რომ, პაიკები და
კუები ავსებენ ერთმანეთს.
ერთად მოქმედება ეფექტურია. აქტიურობის უკმარისობა
განპირობებული შესაძლებლობების უკმარისობისგან - არსია
არაეფექტურობის.

7
8) ეტლებს ჭირდებათ ღია ვერტიკალები და ჰორიზონტალები
იმისთვის, რომ მათ გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობების
მაქსიმუმი.
წარმატებული ადამიანები ისწრაფვიან მიიღონ ის რაც სურთ და
ამით ისინი ძალიან გავენ წარმატებულ ეტლებს. წარუმატებლები
კი არ იბრძვიან იმისთვის, რაც მათ სურთ და არ შედიან
თავისუფალ კონტაქტში სხვა ადამიანებთან, ამით ისინი
ემსგავსებიან წარუმატებელ ეტლებს.

9) არ ჩართო თამაშში ლაზიერი ნაადრევად.


ლაზიერის ძალა თამაშის ადრეულ სტადიაზე არ არის საჭირო,
რადგან ნებისმიერი ფიგურა დაუწყებს მას მუქარას და აიძულებს
გადაადგილდეს დაუსრულებლად, ამავდროულად
მოწინააღმდეგის ფიგურები შევლენ თამაშში ერთი მეორის
მიყოლებით. ამ პრინციპის არსი მდგომარეობს იმაში, რომ
ფასეული ფიგურები არ შეიყვანო ბრძოლაში მანამ, სანამ ამისთვის
არ მოამზადებ ნიადაგს. გენერალი არ უნდა იდგეს ბრძოლის წინა
ხაზზე, მეფე არ უნდა მიდიოდეს პირველ კონტაქტზე. ასევე
მნიშვნელოვანია ძალიან დიდ ხანს არ დარჩეს უმოქმედობაში
შენი მთავარი ძალები. დროის განსაზღვრა თუ როდის არის ადრე
ან გვიან, ძალიან ფაქიზი თემაა და მარტივი პასუხი აქ არ არის.
დროის ყოველ მონაკვეთს აქვს თავისი ნიუანსები და აქვს თავისი
პასუხები.

8
თავი მესამე
განვითარება

გამოიყვანე ფიგურები საწყისი მდგომარეობიდან რაც შეიძლება


სწრაფად. ჭადრაკი გუნდური თამაშია, გუნდი ფიგურებია და
მოთამაშემ უნდა გამოწუროს მაქსიმუმი საკუთარ ფიგურებს და
ამის ერთერთი გზა, არის შეიყვანო ბრძოლაში რაც შეიძლება მეტი
ფიგურა. არ არის გონივრული გარღვევაზე წასვლა მცირე
ძალებით.

10) გააერთიანე ეტლები რაც შეიძლება მალე.


თუ თქვენი ეტლები იცავენ ერთმანეთს ეს ნიშნავს, რომ
დანარჩენმა ფიგურებმა დატოვეს საწყისი პოზიციები. ეტლებს
ჭირდებათ ღია ვერტიკალები, თუ ხაზი გაიხსნა აუცილებლად
დაიკავე ის ეტლით, ეს საჭიროა როგორც შეტევის
მოსამზადებლად ასევე თავდაცვისთვის. აქ გადამწყვეტია
კომუნიკაცია, როცა ჯგუფის ყოველმა წევრმა იცის რა ხდება
დაფაზე, შეიძლება ბევრის მიღწევა. კომუნიკაციის დარღვევის ან
წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში გლობალური
პრობლემები გარდაუვალია.

11) დებიუტში ყოველ სვლაზე განავითარე ახალი ფიგურა.


რაც მეტი ფიგურა ამოიღებს მიზანში მოწინააღმდეგის პოზიციას
მით მეტად გაურთულდება მას მოქმედება.
პრინციპი - რომელიც განსაზღვრავს დებიუტში რაც შეიძლება
მეტი ფიგურის განვითარებას, ჟღერს შემდეგნაირად „რაც მეტია
დამხმარე, მით მარტივია საქმე“, როცა ჩვენ ვმუშაობთ როგოც

9
ნაწილი ერთიანი ჯგუფის ან ვიძენთ ახალ მეგობრებს, ტვირთი
რომელიც მხრებზე გვაწევს გადანაწილდება და არც ისეთი მძიმეა
ის. ტვირთის გადანაწილება როგორც ცხოვრებაში, ასევე შახმატში
გვეხმარება ვიმოძრაოთ წინ.

12) არ შეიძლება იმოძრაო ერთი ფიგურით ორჯერ დებიუტში, თუ


ეს აუცილებელი არ არის.
ამ პრინციპის საფუძველი მდგომარეობს შემდეგში, როდესაც
თქვენ დროს კარგავთ ერთი ფიგურის გადაადგილებაში , თქვენ
უშვებთ შანსს შეიყვანოთ თამაშში ახალი ფიგურა.
პრინციპი - ბაზირებს პროდუქტიულობის იდეაზე, დაე ჯგუფის
ყოველმა წევრმა თავისი საქმე აკეთოს, ასეთ შემთხვევაში
ნებისმიერი გამოწვევა მოგვარებადია.

13) განავითარეთ მხედრები კუებზე ადრე.


ეს პრინციპი შეიძლება გავიგოთ შემდეგნაირად -
„განავითარე შენი ფიგურები რაც შეიძლება მოქნილი ფორმით“.
ეს იმიტომ ხდება, რომ მხედრებისთვის საუკეთესი უჯრებია c3
და f3 თეთრებისთვის, ხოლო შავებისთვის c6 და f6. კუებს კი აქვთ
ფართო არჩევანი, ამიტომ უმჯობესია ცოტა მოვიცადოთ ვიდრე
მათ გამოვიყვანთ კონკრეტულ დიაგონალზე. მოქნილობა არის
ჭადრაკის პრინციპების დომინანტი ფაქტორი.
ყოველთვის უკეთესია დაუტოვო საკუთარ თავს არჩევანის
უფლება, ვიდრე შეიზღუდო საკუთარი შესაძლებლობები,
რომელიმე მკაცრ სისტემაზე მიყოლით, რადგან თუ რაიმე ისე არ
მოხდება როგორც გათვლილი გქონდა, უკან დასახევი გზა აღარ
გექნება.

10
თავი მეოთხე
ცენტრი

აავსე შენი თამაში სიცოცხლით, გამოწურე მაქსიმუმი საუკეთესო


შენი ფიგურებისგან და პაიკებისგან. განალაგე ისინი ცენტრში ან
დააყენე ისე, რომ უყურებდნენ ცენტრს შორიდან. ავიღოთ
მაგალითად მხედარი, თუ ის ცენტრთანაა ახლოს მას შეუძლია
აკონტროლოს რვა უჯრა, ხოლო თუ კუთხეშია მხოლოდ ორი.
მუდმივად ეცადო აკონტროლო ცენტრალური ველი, არის კარგი
მოთამაშის დამახასიათებელი თვისება.

14) ფლანგებიდან შეტევის საპასუხოდ, საუკეთესოა მიაყენო


კონტრდარტყმები ცენტრში.
ფიგურები თავის საუკეთესო თვისებებს ავლენენ ცენტრში.
სწორედ ამიტომ თუ თქვენ გიტევენ ფლანგებიდან, მისი
მოგერიების საუკეთესო გზა, არის უპასუხო მათ ცენტრიდან.
გააკეთე ყველაფერი რაც შეგიძლია, განსაკუთრებით მაშინ, როცა
შენი საქმე ცუდადაა და მოწინააღმდეგე ემზადება შეტევისთვის.
იმისთვის რომ, არ დაუშვა კატასტროფა მაშინ, როცა რთულ
მდგომარეობაში ხარ, აუცილებელია იყო ყურადღებით და უნდა
შეძლო მობილიზაცია მთელი ძალების, რაც კი გაგაჩნია.

15) სანამ ფლანგებიდან შეტევას დაიწყებ, აუცილებელია


უზრუნველყო საკუთარი უსაფრთხოება ცენტრში.
მოთამაშეს შეუძლია შეტევა განახორციელოს დაუსჯელად
მხოლოდ მაშინ, როცა ის უზრუნველყოფილია ცენტრში. ამიტომ
თავდასხმა, კარგად ორგანიზებული თავდაცვის წინააღმდეგ,

11
მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს წარმატებული, თუ ის თავად
უკეთესად არის ორგანიზებული. ეს ნიშნავს, რომ თავდამსხმელმა
უნდა მიიღოს ზომები, ცენტრში კონტრშეტევის წინააღმდეგ.
იყავი ყურადღებით! შენი ავტომობილი უნდა იყოს მწყობრში,
დანები ალესილი, კბილები დაპლომბილი, გათბობის სისტემა,
მუშა მდგომარეობაში. ყველაფერი რაც კი გაგაჩნია, უნდა იყოს
მუდმივად მუშა მდგომარეობაში. მხოლოდ ამ შემთხვევაში
შეძლებ ნებისმიერ მოულოდნელობასთან გამკლავებას.

16) მოახდინე ფიგურების ცენტრალიზება იმისთვის, რომ მათ


გამოავლინონ საკუთარი ძალების მაქსიმუმი.
შეადარეთ ფიგურების ძალა ცარიელ დაფაზე მაშინ, როცა ისინი
ცენტრში არიან და მაშინ, როცა ისინი კუთხეში დგანან, ყველა
ფიგურა ძლიერია ცენტრში, გამონაკლისია მხოლოდ ეტლი, ეტლს
ესაჭიროვება ღია ხაზები და ის ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს
14 უჯრის კონტროლს. ნებისმიერი ფიგურა რომელიც მოძრაობს
დიაგონალზე იძენს ცენტრში დამატებით ძალას.
მოთამაშის ძალა პირდაპირ პროპორციონალურია მის არსენალში
არსებული ალტერნატივების რაოდენობის. რაც მეტია ისინი მით
მეტია პოტენციალი. სწორედ ეს არის მთავარი შემადგენელი
ნაწილი პრინციპის, „ცოდნა - არის ძალა“. შენ ვერ შეძლებ
არჩევანის გაკეთებას, თუ არ გეცოდინება რისგან უნდა აირჩიო.
მიეცი ყველა შენს ფიგურას ის ძალა, რომელსაც ისინი
იმსახურებენ და წარმატება დაგიბრუნდება ასმაგად.

17) როცა არჩევანი გექნება, ეცადე ყოველთვის აიღო ცენტრისკენ.


ეს პრინციპი გამომდინარეობს წინა პრინციპიდან, რადგან

12
ფიგურები ფლობენ მეტ ძალას ცენტრში, შენ მეტად ძლიერი ხარ
რაც მეტ უჯრას აკონტროლებ ცენტრში. თუმცა არასდროს
განახორციელო ეს პრინციპი ავტომატურად რადგან ყოველი
ახალი აღება ითხოვს კონკრეტულ შეფასებას.
ეცადე განჭვრიტო მომავალი, როცა აკეთებ არჩევანს. მომავლის
განსაზღვრა შესაძლებალია მხოლოდ ვარაუდით, თუმცა
არჩევანის გაკეთების დროს აუცილებელია იხელმძღვანელო,
ჯანსაღი აზრით.

18) ითამაშეთ ცენრტის კონრტოლისთვის გინდა კლასიკური და


გინდა ჰიპერმოდერნისტული სტილით.
რადგან ფიგურები ძლიერია ცენტრში, საჭიროა მისი აღება.
მაგრამ როგორ მოვახერხოთ ეს?
კლასიკური ცენტრი შედგება პაიკებისგან, რომლებსაც ზურგს
უმაგრებს ფიგურები. ხოლო ჰიპერმოდერნისტული სტილით,
მისი კონტროლი ხორციელდება შორიდან. რა მეთოდითაც არ
უნდა ხელმძღვანელობდეს მოჭადრაკე, აზრი მაინც ერთია -
კონტროლი მნიშვნელოვანი ველების.
როცა შენ ყველაფერს აკონტროლებ ნიშნავს, რომ კარგ ფორმაში
ხარ მიუხედავად იმისა, თუ სად მოღვაწეობ. გაარკვიეთ, თუ რა
საჭიროებს თქვენს ცხოვრებაში კონტროლს და მუდმივად
იქონიეთ გონებაში, რომ გზას ამის მისაღწევად აქვს დიდი
მნიშვნელობა.

13
თავი მეხუთე
მეფის უსაფრთხოება

მეფე არის ფიგურა რომლის გარშემოც წყვება თამაში, ამიტომ


მეფის უსაფრთხოება განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.

19) გააკეთეთ როქი, რაც შეიძლება ადრე და ხშირად.


განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როქი ღია პარტიებში.
ნებისმიერ მოჭადრაკეს წაუგია და მოუგია საკმაოდ დიდი
რაოდენობის პარტია იმის გამო, რომ როქის გაკეთება დააგვიანდა,
ეცადეთ არ გადავარდეთ უკიდურესობაში.
დაიცავი ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სანამ გადაეშვები
ავანტიურაში. თორემ, ძალიან დიდი რისკის ქვეშ დადგება თქვენი
სახლი, კაპიტალი ან საყვარელი ადამიანები.

20) არ გააქანოთ პაიკები როქირებული მეფის წინ.


ამ პრინციპის საფუძველში ჩადებულია წესი, რომლის
მიხედვითაც პაიკებს არ შეუძლიათ უკან დახევა, რომ მათი
ნებისმიერი მოძრაობა ანვითარებს სისუსტეს მათ უკან. ამიტომ
როცა თქვენ მოშორდით მეფეს პაიკით თქვენ წარმოქმენით
სისუსტე მეფის წინ. კარგი მოწინააღმდეგე ამას გაითვალისწინებს
და ფიგურებს მოიზიდავს სუსტ ველში. ამიტომ დაანებეთ თავი
პაიკებს, რომლებიც იცავს მეფეს.
თქვენ ალბათ ხშირად გეუბნებოდენ „ნუ ჩარევი ამ საქმეში“. ეს
პრინციპი ეკვივალენტურია კარგი ჭადრაკის შემდეგი პრინციპის,
„ნუ ცდილობ იმის გაკეთებას, რაც არ გატეხილა. წამალი
შესაძლოა ავადმყოფობაზე უარესი აღმოჩნდეს“.

14
21) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციე f 2 და f 7 ველს.
შავებს დაავიწყდათ f2 ველის დაცვა ის სუსტია რადგან მას
მხოლოდ მეფე იცავს. ამიტომ თეთრები მიიტანენ მასზე
კომბინაციურ დარტყმას.

1.Bxf7, Kxf7 2.Ne6 შავები იძულებულნი არიან მიცენ დედოფალი


და დაჯერდენ იმას რასაც მათ მიცემენ სამაგიეროდ. თუ არადა
მათ ელოდებათ, სწრაფი დასასრული - 2…Kxe6 3.Qd5+ Kf6 4.Qf5#.
ფიასკო - აბსოლიტურად ლოგიკური შედეგია, როცა არ იცავ
სუსტ პუნქტებს. გახსოვდეთ, რომ მიზანი (ობიექტი) საიმედოა
იმდენად, რამდენადაც საიმედოა მისი ყველაზე სუსტი წერტილი.
როგორც ამბობენ დირიჟორები „ორკესტრი იმდენად არის კარგი,
რამდენადაც კარგია მისი ყველაზე სუსტი მუსიკოსი“.

22) ლაზიერი და ეტლი ყოველთვის ეტყვიან შამათს, მარტოხელა


მეფეს.

15
ეს კარგი პრინციპია განსაკუთრებით მაშინ, როცა შეტევაში ხართ
და ფიქრობთ კიდევ რამდენი მატერიალის მიცემა შეგიძლიათ
რისკის გარეშე, რომ არ დარჩეთ ხელცარიელი.
თუ ზუსტად იცი რამდენი ძალაა საჭირო გამარჯვებისთვის,
რისთვის უნდა ეძებო ალტერნატიული ვარიანტები? ზედმეტი
ძებნით შესაძლოა მოიტყულო თავი, ეს კი ნამდვილად არაფერში
გჭირდებათ. გამოიყენე ის რესურსი რაც გაქვს და ნუ აიტკენ
აუტკივარ თავს.

23) არასდროს მიაჯაჭვო მხედარი f 3-ზე ან f 6-ზე კუთი მანამ,


სანამ მოწინააღმდეგე არ გააკეთებს როქს.
ეს ძალიან სპეციფიური პრინციპია და არ გამოიყენება ყველა
მდგომარეობაში. თუმცა ჭეშმარიტების მარცვალი მასში არის.
ძველი სპორტული ანდაზა ამბობს - „იმისთვის, რომ გაიმარჯვო
აუცილებელია, რომ ნაადრევად არ დამარცხდე“.
მიხედე საკუთარ საგანძურს მანამ, სანამ სხვისას დაადგამ
თვალს.

24) შამათის ნუ შეგეშინდება მანამ, სანამ მხედარი f 8-ზეა.


უფრო ზუსტად რომ ვთქვათ შამათი იშვიათია, როცა მხედარი
f 8-ზეა. ასეთ დროს მხედარი იცავს საჭირო ველებს თავისი მეფის
ირგვლივ, თუ ის როქირებულია მოკლე მხარეს.

16
მიუხედავად იმისა, რომ თეთრები საკმაოდ ძლიერად უტევენ, ამ
მდგომარეობაში შავ მეფეს ბევრი მცველი ყავს, როგორც სამეფო
ფლანგზე ასევე ცენტრში. რა თქმა უნდა ისიც ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ პაიკების სტრუქტურა არ არის დარღვეული
და მხედარი f8-ზე ასრულებს სერიოზულ სამუშაოს. იგივე
პრინციპი გამოიყენება თეთრების მიერ f1-ზე, რომელიც იცავს
მეფეს g1 ველზე.
ყოველთვის სასარგებლოა გყავდეს საიმედო მცველი. ზოგიერთს
ყავს მეგობრები და ოჯახი, რომლებიც მას მხარს უჭერენ.
ზოგიერთისთვის კი იგივე ამოცანას ასრულებს სასახლეები და
გაწვრთნილი ძაღლები. არასდროს დარჩე მარტო, რადგან ეს
მავნებელია სიცოცხლისთვის.

თავი მეექვსე
მატერიალი
აუცილებელია იცოდე შეფარდებითი ღირებულება ფიგურების
17
და პაიკების. მათი გაცვლა შეიძლება სხვადასხვა ხერხით ამიტომ,
როდესაც თქვენ იცით თუ რომელი მატერიალია მეტად
ღირებული, თქვენ მარტივად შეძლებთ მათ გაცვლას
მომგებიანად.

25) თუ თქვენ გაქვთ მატერიალური უპირატესობა უმჯობესია


გაცვალოთ ფიგურები და არა პაიკები.
პრინციპის საფუძველში დევს მათემატიკური კონცეფცია.
რომლის მხედვითაც ათის ცხრაზე უპირატესობა ნაკლებია, ვიდრე
ორის ერთზე. ამიტომ როდესაც მატერიალური უპირატესობა
თქვენს მხარესაა ეცადეთ გაცვალოთ ფიგურები და არა პაიკები.
რატომ არ შეიძლება პაიკების გაცვლა? ყველაფერი ძალზედ
მარტივადაა: თუ ისინი არ დარჩებიან დაფაზე და თქვენ
დაგრჩებათ კუ ან მხედარი, ასეთ შემთხვევაში თქვენ ვერ შეძლებთ
გამარჯვებას, რადგან ვერავითარ შემთხვევაში ისინი შამათს ვერ
ეტყვიან მარტოხელა მეფეს. ამიტომ, როცა ერთი პაიკით მეტი
მაინც გყავთ, თქვენი ამოცანაა რაც შეიძლება მალე მოიშოროთ
მძიმე ფიგურები დაფიდან.

26) თუ მატერიალური უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარესაა,


გაცვალე პაიკები და არა ფიგურები.
ეს ოცდამეხუთე პრინციპის მეორე მხარეა. თქვენ ცვლით პაიკებს,
რადგან დასასრულს ნაკლები შანსი დაუტოვოთ მოწინააღმდეგეს,
გაიყვანოს ლაზიერად რომელიმე მათგანი. ეს გახდება საერთოდ
წარმოუდგენელი თუ დაფიდან გაქრება ყველა პაიკი.
იმისთვის, რომ იცოდე თუ როდის არ მუშაობს ეს პრინციპი,

18
თქვენ უნდა გესმოდეთ თუ რისთვის ცვლით პაიკებს. მაგალითად
თუ მოწინააღმდეგეს მატერიალური უპირატესობა აქვს თქვენ კი
ძლიერი ინიციატივა, ამ შემთხვევაში უმჯოჯესია განაგრძოთ
შეტევა, მიუხედავად იმისა პაიკები იცვლება, თუ ფიგურები ამ
დროს. თქვენ შეიძლება მოიგოთ უკან მატერიალი ან განაგრძოთ
შამათისკენ მიმავალი სვლები. ასეთ შემთხვევაში პაიკების გაცვლა
მეორე ხარისხოვანი საკითხი ხდება. მსგავს პრინციპებთან
მიმართებაში აუცილებელია იცოდეთ, თუ საიდან არიან ისინი
განპირობებულნი.
მოახდინე დანაკარგის კომპენსაცია, იმ სისუსტის მოცილებით
რომელმაც შესაძლოა დამარცხებამდე მიგიყვანოს. თუნდაც ამ
დროს თქვენ მოგიწიოთ უკანასკნელი რესურსის დაკარგვა - ეს
ღირებული გარიგებაა, თუ თქვენ არ გაქვთ გამარჯვების სხვა
შანსი.

27) მდგომარეობაში სადაც სამი ჯამრთელი პაიკი წინააღმდეგია


ერთი მსუბუქი ფიგურის, უკანასკნელი ჩვეულებისამებრ
ძლიერია მიდლშპილში მაშინ, როდესაც როგორც წესი პაიკები
მომგებიანნი არიან ენდშპილში.
პაიკები თავს გრძნობენ კარგად თამაშის დასასრულს მაშინ,
როდესაც მსუბუქი ფიგურები საკუთარ მაქსიმუმს ავლენენ შუა
თამაშში. იგივე პრინციპი მიუდგება ეტლს, ხუთი პაიკის
წინააღმდეგ. თუმცა ეტლი ძალიან ძლიერია თამაშის ბოლოს, თუ
მას კარგად მართავ. ნუ მივიღებთ ამ პრინციპს ბრმად, რადგან
ბევრია დამოკიდებული პაიკეთა სტრუქტურაზე. მაგ: არიან თუ
არა პაიკები გადაჯაჭვულნი? არიან თუ არა ისინი
დანაწვრებულნი, პატარ-პატარა ჯგუფებად? არიან თუ არა

19
გამსვლელნი მათ შორის? არიან თუ არა ისინი გაორებულნი? და
ა.შ. ასევე არ შეიძლება ფიგურების დავიწყება. ყურადღება უნდა
მივაქციოთ თუ რამდენად კოორდინირებულია მათი მოქმედება.
ფართოვდება თუ არა მათი თავისუფლება, ენდშპილის
მოახლოებასთან ერთად? რომელი ფიგურები დარჩა დაფაზე -
მხედარი და კუ, ორი მხედარი თუ ორი კუ? დარჩა თუ არა დაფაზე
ეტლი? და ა.შ. აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ბევრ
ფაქტორს.
სხვადასხვა ბუნების ობიექტების შედარების დროს
აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ და განვსაჯოთ მათი
ხარისხი (შესაძლებლობები ვითარებიდან გამომდინარე).
მიუხედავად იმისა, რომ ბარტერი (განსაზღვრული რაოდენობის
საქონლის გაცვლა შესაბამისი ღირებულების საქონელზე, ისეთი
დამატებითი გაცვლითი საშუალების გარეშე როგორიცაა ფული)
ახლა არც ისეთი პოპულარულია, მაინც სასარგებლოა
წარმოიდგინოთ იმის ღირებულება, რასთანაც გიწევს საქმის
დაჭერა.

28) ზედმეტი პაიკისთვის ღირს, რომ ცოტათი დაზიანდე.


რა თქმა უნდა აუცილებელია გაარკვიო რას ნიშნავს „ცოტათი“.
ყველას უნდა მიიღოს ზედმეტი 1-2 პაიკი ან ფიგურა.
შემთხვევათა 95%-ში პაიკის მოგება ღირს.
პრობლემა ის არის, რომ ჩვეულებისამებრ პაიკის მოგების შემდეგ
გიწევს დაცვით რეჟიმზე გადასვლა. ამიტომ ისმის კითხვა - ხართ
მზად თუ არა აიღოთ პაიკი და გადახვიდეთ დაცვით რეჟიმზე?
ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ პოზიციაზე.
გამბიტთა უმრავლესობა შეიძლება განიმარტოს შემდეგნაირად -

20
აიღე პაიკი და ებრძოლე სირთულეებს. შესაძლებელია გამბიტთა
უმრავლესობაზე უარის თქმა, თუმცა ჩვეულებისამებრ ღირს
გამოწვევის მიღება.
რა თქმა უნდა ფიგურის აღებას მოსდევს კიდევ მეტი სირთულე.
თუმცა რამდენად დიდია პრობლემა გამომდინარეობს
კონკრეტული პოზიციიდან. ფიგურის ან თუნდაც ლაზიერის
აღება არ იქნება მომგებიანი, თუ შედეგად თქვენ წააგებთ პარტიას.
თითქმის ყველაფერი ცხოვრებაში დაკავშირებულია წვრილმან
ან დიდ სირთულეებთან - მაგ: იშოვო კარგი სამსახური ან იყიდო
ახალი სახლი. ყველაფერი ითხოვს საფასურს. ამიტომ თქვენი
გადასაწყვეტია ღირს თუ არა საქმე, მასთან დაკავშირებულ
სირთულედ. აუცილებელია ყოველი შემთხვევა განიხილო
ცალკე, აქ არ არის მარტივი, ყოვლის მომცველი პასუხი.

29) პოზიციაში არაჩვეულებრივი მატერიალური შეფარდებით,


გადამწყვეტი ფაქტორია ინიციატივა.
ეს ძალიან კარგი წესია სხვადასხვა ტიპის პოზიციებისთვის.
მაგ: ეტლი და ორი პაიკი, მხედარის და კუს წინააღმდეგ. ლაზიერი
და პაიკი, ორი ეტლის წინააღმდეგ და ა.შ. თუ გრძნობთ ეჭვს -
ყოველთვის იმოქმედე ინიციატივით. თუ თქვენ მიდიხართ
მოწინააღმდეგეზე ღიად და უკან მოუხედავად, მას გაუჭირდება
მოიფიქროს მომგებიანი გეგმა.
არსებობს ბევრი ხერხი აიღო სიტუაცია საკუთარი კონტროლის
ქვეშ. ზოგიერთი მათგანი ითხოვს მატერიალის გახარჯვას, დიდ
ძალას და ენერგიას. ამიტომ დახარჯეთ დრო ანალიზისთვის და
გაარკვიეთ, ღირს თუ არა ყოველივე ამად. ასევე თქვენ შეიძლება
აღმოაჩინოთ, რომ ფასი არც ისეთი მაღალია როგორიც შეიძლება

21
თავიდან მოგეჩვენოთ.
თავი მეშვიდე
პაიკების სტრუქტურა

„გამსვლელი პაიკი - არის დამნაშავე,


რომელიც უმჯობესია დაამწყრიო კამერში,
მსუბუქი ზომები ისეთი, როგორიცაა
პოლიციის თვალთვალი, არასაკმარისია“.
არონ ნემცოვიჩი

პაიკების სტრუქტურა არის გასაღები ნებისმიერი სამომავლოდ


შესაძლო სათამაშო გეგმისთვის. ეს ფაქტი არის შედეგი,
პაიკთათვის დამახასიათებელი სისუტის - მათ არ შეუძლიათ
იმოძრონ გვერდით და უკან. სწორედ ამიტომ არის, რომ ისინი
ისწრაფვიან მყარად დგომისკენ, რომლის შედეგათაც ისინი მხარს
უჭერენ ერთმანეთს ან მათ მხარს უნდა უჭერდეს ფიგურები.
წიააღმდეგ შემთხვევაში ისინი განწირულნი არიან.
ფიგურებს შეუძლიათ გადაადგილდნენ როგორც მოესურვებათ,
სწორედ ამიტომ ნებისმიერი ფიგურათა სტრუქტურა, რომელთა
მიღებასაც თქვენ ცდილობთ ატარებს დროებით ხასიათს. რა თქმა
უნდა, თუ თქვენ არ ითვალისწინებთ მათთან ერთად პაიკთა
სტრუქტურას.

30) გამსვლელი პაიკები საჭიროებენ ხელშეწყობას.


გამსვლელი პაიკი, სხვა პაიკებისგან განსხვავებით ისწრაფვის წინ
და ყოველი სვლის შემდეგ მეტად ახლოსაა მიზანთან , სწორედ
ამიტომ მას ესაჭიროვება დახმარება ფიგურებისგან.
იარეთ წინ ყოველგვარი მსჯელიბის გარეშე, როდესაც ცხადად
22
ხედავთ მიზანს.
31) პაიკების გაორება არის სისუსტე იმიტომ, რომ მათ არ გააჩნიათ
მოქნილობა და ძალა, ასევე ისინი ტოვებენ ნახევრად ღია ველებს
ეტლებისთვის.
ეს პრინციპი უბრალოდ განსაზღვრავს, თუ რაში მდგომარეობს
გაორებული პაიკების სისუსტე. თუმცა მათ აქვთ სხვა ძლიერი
მხარე - დამატებითი ველი რომელსაც ისინი აკონტროლებენ
ვერტიკალურად და სუსტი მხარე - მათ არ შეუძლიათ
ერთმანეთის დაცვა. როცა თქვენ უნდა გადაწყვიტოთ
დათანხმდეთ პაიკების გაორებას, თუ შექმნათ მათგან პოზიციური
ჯებირი, თქვენი ამოცანის გასაღები მდგომარეობს შემდეგში -
თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ, თქვენი გაორებული
პაიკების ძლიერი მხარეები და მოწინააღმდეგის წინააღმდეგ მისი
გაორებული პაიკების სუსტი მხარეები. შესაძლოა მთელი თამაში
იქნას აწყობილი იმაზე, რომ თეთრებმა ამტკიცონ გაორებული
პაიკების ძლიერი მხარე, ხოლო შავებმა საწინააღმდეგო.
ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს ყველაფერს. ეს აზრი არის
ქვაკუთხედი ინის და იანის (დაოს) ფილოსოფიის; არსი მისი
მდგომარეობს შემდეგში, რომ ყოველ მოვლენას, იდეას თუ ნივთს
გააჩნია ორი ურთიერთ საწინააღმდეგო მხარე. ამიტომ, როცა
ხედავ მოვლენას აუცილებელია შეაფასო ის მთლიანად, ეს კი
ნიშნავს იპოვო მისი სუსტი და ძლიერი მხარეები.

32) ეცადეთ მოიცილოთ ჩამორჩენილი და იზოლირებული


პაიკები.
ჩამორჩენილი და იზოლირებული პაიკების ხარვეზები გასაგებია
მათი დასახელებიდან - მათ არ უმაგრებს ზურგს სხვა პაიკები.

23
ამიტომ მათი დაცვა გვიწევს ფიგურებით, მაგრამ ფიგურებს სხვა
მეტად მნიშვნელოვანი საქმე აქვთ. ხშირად საუკეთესო
გამოსავალია მოიცილო ღირსების შეურაწმყოფელი სისუსტე.
ბონუსად კი შესაძლოა მიიღოთ ღია ვერტიკალები ეტლებისთვის
ან დიაგონალები კუსთვის.
შემაფერხებელი ან სუსტი მოვლენებისგან გათავისუფლება,
ძველისძველი სტრატეგიაა, ცხოვრებაში და ბიზნესში. თან თუ ეს
ხელს უწყობს აქტივების გამყარებას - არ ღირს მერყეობა.

33) რაც ნაკლებია პაიკებთა კუნძულებია დაფაზე, მით


ჯამრთელია პოზიცია.
პაიკების კუნძულებად ითვლება პაიკთა ჯგუფები, რომლებიც
გადაჯაჭვულნი არიან ამათუიმ გზით ერთმანეთზე და იცავენ
ერთმანეთს. ერთმანეთის დაცვის უნარი წარმოშობს პაიკების
ჯამრთელ მდგომარეობას. თუ პაიკები არ საჭირობენ დაცვას
ფიგურების მიერ, მაშინ ფიგურებს შეუძლიათ დაკავდნენ
საკუთარი საქმით.

24
ეს პოზიცია კარგად აღწერს განსხვავებას ჯამრთელ და
არაჯამრთელ პაიკებს შორის. შავ პაიკებს არ შეუძლიათ
ერთმანეთის დახმარება. ყოველმა მათგანმა საკუთარ თავზე უნდა
იზრუნოს. ამიტომ, ფიგურებმა უნდა უზრუნველყონ მათი დაცვა,
თუ არ უნდათ დაკარგონ ისინი. თეთრებს კი ორი ჯამრთელი
პაიკებთა კუნძული აქვთ, სადაც ყოველ მათგანს შეუძლია
თანამოძმის მხრიდან იქონიოს დაცვის იმედი. შესაბამისად
თეთრი ფიგურები თავისუფალნი არიან და შეუძლიათ
ორგანიზება გაუწიონ მოწინააღმდეგის სუსტ პაიკებზე
თავდასხმას.
რაც ნაკლებად უნდა შეასრულოთ სხვაზე მომსახურების
ფუნქცია, მით მეტი შანსი გაქვთ გამოიყენოთ ის
შესაძლებლობები, რომელთაც გთავაზობთ ცხოვრების გზა.
სწორედ ამიტომ ყავთ სხვადასხვა ორგანიზაციის მმართველებს
მდივნები. ისინი ათავისუფლებენ თავიანთ ბოსებს რუტინული
საქმიანობისგან, ხოლო ეს უკანასკნელნი დაკავებულნი არიან

25
მეტად მნიშვნელოვანი საქმით. ის ვინც ცდილობს ყველაფერი
თავად აკეთოს ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას ბიზნესში.

34) თუ იძულებული ხარ შეურიგდე პაიკთა მხრიდან სისუსტეს,


მაშინ ეცადე ამითვის მიიღო მაქსიმალური კომპენსაცია ამათუიმ
ფორმით.
თანხმობა სუსტი პაიკის ან პაიკების ჯგუფის წარმოქმნაზე
ხშირად გვევლინება საფასურად, ამათუიმ მიღწევისთვის. ამიტომ
ეცადეთ, რომ ეს მიღწევა იყოს ფასეული, წინააღმდეგ შემთხვევაში
აღმოჩნდებით მინუსში. კომპენსაციას შეიძლება ჰქონდეს
ნებისმიერი სახე ან ფორმა. მაგ: მიიღო ორი კუ, მხედარის და კუს
წინააღმდეგ, მიიღო კონტროლი ცენტრზე, აიღო ინიციატივა,
მოიგო პაიკი, უზრუნველყო მომგებიანი ადგილი მხედრისთვის
და ა.შ. ყოველივე ეს გაქვითავს წარმოქმნილ სუსტ პაიკებს. თუმცა
ყოველ შემთხვევას ჭირდება კონკრეტული მიდგომა. როგორი
კომპენსაცია იქნება საკმარისი ამათუიმ სისუსტისთვის? სწორედ
ეს არის კითხვა, რომელზეც არ არსებობს უნივერსალური პასუხი.
თუმცა კითხვა: ღირს თუ არა მსგავს სისუსტეზე წასვლა
კომპენსაციის გარეშე? არ შეიძლება იქნას განხილული.
არასდროს დათმოთ რაიმე თუ სამაგიეროდ არ მიიღებთ
კომპენსაციას (უმჯობესია მიიღოთ მეტი). ნებისმიერი სისუსტე
(წამგებიანი სიტუაცია) ერთ ადგილზე, უნდა იქნას
კომპენსირებული ძალით (მომგებიანი სიტუაციით), სხვა
ადგილზე, სხვაგვარად თქვენ რისკავთ იყოთ ლუზერი.

26
თავი მერვე
განზომილება

„უხერხულ მდგომარეობას თან ზდევს მარცხის მარცვალი“.


ზიგბერტ ტარაში

ტერიტორია რომელსაც თქვენ აკონტროლებთ არის


მნიშვნელოვანი, ფაქტორი ნებისმიერი პოზიციის შეფასების
დროს. თუ თქვენ აკონტროლებთ მეტ ველს, ვიდრე თქვენი
მოწინააღმდეგე, თანაბარი პირობების დროს უპირატესობა თქვენს
მხარესაა.

35) განლაგება, განლაგება და კიდევ ერთხელ განლაგება.


კითხეთ უძრავი ქონების აგენტს - „რა არის სამი ყველაზე
მნიშვნელოვანი ასპექტი უძრავი ქონების ბიზნესში?“ და ის
გიპასუხებთ: მდებარეობა, მდებარეობა და მდებარეობა.
ეს წესი ჭადრაკშიც მუშაობს. ჭადრაკის დაფა შედგება შემდეგი
უძრავი ქონებისგან: უმაღლესი დონის, საშუალო დონის და
დაბალი დონის. მთავარია მეფეების მდებარეობა, თუმცა
ფიგურების და პაიკების მდებარეობასაც ძალიან დიდი
მნიშვნელობა ენიჭება.

27
შავებს მეტი ფიგურები და პაიკები აქვთ, მაგრამ მათი მეფე
იმყოფება დაუცველ მდგომარეობაში და თეთრი ფიგურები მზად
არიან გამოიყენონ ეს. მათ განკარგულებაში ნახევრად ღია ხაზი
g-ი არის.
პროფესიონალ უძრავი ქონების აგენტს, ესმის ეს პრინციპი
ძალიან კარგად. თქვენს მდებარეობას ურთიერთობაში რაიმესთან
ან ვინმესთან მიმართებაში, აქვს პირველხარისხოვანი
მნიშვნელობა.
მებარეობა - არის ფოკუსირების წერტილი, შესაბამისად
განსაზღვრავს თქვენი ფოკუსის არეალს. თქვენი სახლი არის
თქვენი ფოკუსის წერტილი, თქვენივე საქმიანობიდან
გამომდინარე. ასევე ეს წერტილი შეიძლება იყოს თქვენსავე
სამსახურში ან ოფისში. თქვენი მდებარეობა დიდ გავლენას
ახდენს იმაზე, თუ რას აკეთებთ და როდის აკეთებთ ამას.
ვინც უყურებს ან თამაშბს გუნდურ თამაშებს იცის, რომ
მოედანზე თითოეული სპორცმენის განლაგებას აქვს გადამწყვეტი
მნიშვნელობა. ეს პრინციპი სრულიად ემთხვევა ჭადრაკის დაფას
28
და მასზე განლაგებულ ფიგურებს.

36) გაცვალეთ ფიგურები როცა დაფაზე სიმჭიდროვეა იმისთვის,


რომ გაათავისუფლოთ თქვენი თამაში.
მჭიდრო მდგომარეობა ცუდია იმით, რომ ფიგურებს არ აქვთ
წასასვლელი. ამიტომ მოიცილეთ ზოგიერთი მათგანი და
დანარჩენებს გაუჩნდებათ მეტი თავისუფლება.
უჟანგბადობის დროს ადამიანი გრძნობს თავს ცუდად. ჩვენ
გვჭირდება ჰაერი რათა ვიაზროვნოთ და გავიზარდოთ, ხოლო
სივრცე იმისთვის, რომ თავისუფლად გადავადგილდეთ. თუ
ისინი არ არის საკმარისად, მაშინ რაღაც უნდ გაკეთდეს მაგ:
მოიშორო ყველაფერი რამაც უკვე მოჭამა თავისი, რაც არ
გჭირდება და გეჩვენება ზედმეტად.

37) არ გაცვალოთ ფიგურები თუ თქვენს მხარეს არის სივრცითი


უპირატესობა.
ეს პრინციპი ზემოთ მოყვანილის საწინააღმდეგოა. თუ
თქვენთვის ხელსაყრელია სიმჭიდროვე, თავი აარიდეთ
ფიგურების გაცვლას და თქვენ შეინარჩუნებთ დაფაზე მჭიდრო
წყობას.
მუდმივად გეჭიროთ სიტუაცია კონტროლს ქვეშ, არ მოადუნოთ
ყურადღება.

38) გაათავისუფლე წნეხისგან საკუთარი პოზიცია ფიგურების


გათავისუფლების მიზნით, თუნდაც ეს მოხდეს პაიკის დაკარგვის
ხარჯზე.
ძალიან მნიშვნელოვანია გათავისუფლდე წნეხისგან რომლის

29
შედეგათაც, თქვენს ფიგურებს არ ძალუძთ საკუთარი
ოპერატიული შესაძლებლობების გამოვლინება. წინააღმდეგ
შემთხვევაში მოწინააღმდეგე თქვენ გაგსრესთ. თუ ამ მიზნის
მისაღწევად საჭიროა საფასურის გადახდა - გადაიხადეთ.
შეაფასეთ განვითარებული მდგომარეობა, სიცილიური დაცვის
შედეგად.

შავებს არც თუ ისე ბევრი ველი აქვთ თავისუფალი, სადაც ისინი


შეძლებენ საკუთარი ფიგურების განლაგებას. სწორედ ამიტომ
ისინი თავაზობენ გაცვლას, რომლის შედეგათაც ისინი
დაკარგავენ პაიკს, თუმცა სამაგიეროდ გააცოცხლებენ თამაშს.
გააკეთეთ ყველაფერი მიზნის მისაღწევად. თუ ეს მოითხოვს
მცირედ მსხვერპლს, რა გეწყობა, უმჯობესია გაიღოთ ის. თქვენი
მიზანი საბოლოო ჯამში მთავარია. „მიზანი ამართლებს
საშუალებებს“.

30
39) სვლა d7–d5 არის შხამსაწინააღმდეგო ძალიან ბევრი გამბიტის.
მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გამბიტის გამოყენებით
თეთრებს ეძლევათ შესაძლებლობა თამაშში იყოლიონ მეტი
ფიგურა და აკონტროლონ მეტი ველი (თუ ეს ასე არ არის გამბიტი
იქნა გათამაშებული უაზროდ). სვლა d7 და d5 ხშირად შავებს
აძლევს საშუალებას აღადგინონ წონასწორობა იმიტომ, რომ პაიკი
ტემპით იჭერს მნიშვნელოვან ცენტრალურ ველს და
ამავდროულად უხსნის გზას ლაზიერს და თეთრ ველზე მდგომ
კუს.
თუ ატყობთ, რომ ჩამორჩებით მოწინააღმდეგეს ეცადეთ
გაქვითოთ ეს მდგომარეობა რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენით.
ჩათვალეთ ეს ამოცანა არის პირველხარისხოვანი მნიშვნელობის
მქონე. სხვა შემთხვევაში თქვენ რისკავთ ჩამორჩეთ სამუდამოდ.

თავი მეცხრე
ტემპი

თქვენი სვლა - არის თქვენი მთავარი იარაღი. გამოიყენეთ ის


გონივრულად.
ტემპი - არის ერთეული ჭადრაკში, სვლის გამოსათვლელად.
ტერმინი გამოიყენება დროის და კატეგორიების ნაცვლად, იმის
განსასაზღვრად, თუ რა იყო სვლათა სერიის მიღწევა ან
მთლიანად პარტიის. ამიტომ სუფთა საჭადრაკო გაგებით ტემპი -
არის დროს.

31
40) არ შეუტიოთ თუ არ გაქვთ უპირატესობა.
თქვენ შეგიძლიათ გაექცეთ შემტევ სვლას ყოველ ჯერზე, როცა
სვლა თქვენია. თუმცა მსგავსი მეთოდი არ მუშაობს ყოველთვის,
უნდა მიაქციოთ ყურადღება სხვა გარემოებებსაც. მოუმზადებელი
თავდასხმა, სავარაუდოდ ცუდად დაგიბრუნდებათ უკან იმიტომ,
რომ თქვენს მოწინააღმდეგეს ექნება სამყოფი რესურსი მის
მოსაგერიებლად.
პრინციპი გვაფრთხილებს, რომ შეტევა უნდა იყოს კარგად
მომზადებული. ფართო გაგებით კი, ეს პრინციპი უნდა იქნას
აღქმული არა მხოლოდ შეტევაზე, არამედ ნებისმიერ მოქმედებას
რომელსაც თქვენ აპირებთ, უნდა იქნას ყურადღებით
მომზადებული, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის
ღონისძიებების გატარებას, ისეთების როგორებიცაა: თავდაცვითი
მოქმედებები, პრევენციული ზომების მიღება და შენიღბვითი
სამუშაოების გატარება. ყოველივე ეს ზუსტად ისეთივე
მნიშვნელობის მქონეა, როგორიც თავად თავდასხმა. მთავარი
იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ნებისმიერი აქცია საჭიროებს
წინასწარ მომზადებას, ანალიზს და შანსების სწორად შეფასებას.
ამერიკელი ბოისკაუტების დევიზია - „იყავი მზად!“. ეს
ნამდვილად კარგი რჩევაა ნებისმიერი მათგანისთვის, მათ შორის
მოჭადრაკეებისთვის. თქვენთვის ახალ ამპლუაში გამოსვლა
დიდი ალბათობით კრახით დასრულდება. მოუმზადებელი
თავდასხმა კარგად მომზადებული თავდაცვის წინააღმდეგ, ცუდ
შედეგებამდე მიგიყვანთ. ეს ეხება ნებისმიერ სპორტულ სახეობას,
ცხოვრებას და თამაშს.

32
41) თუ უპირატესობა თქვენს მხარესაა აუცილებლად შეუტიეთ,
წინააღმდეგ შემთხვევაში შანსს გაუშვებთ და უპირატესობა
განეიტრალდება.
ეს არის წინა პრინციპის განვრცობა. არ არის საკმარისი
უბრალოდ მზადყოფნა თავდასხმისთვის, აუცილებელია
დაიწყოთ ის. როდესაც ყველაფერი მზადაა თავდასხმისთვის, მისი
გაჯანჯლება შემოგიბრუნდებათ უპირატესობის დაკარგვით.
ეს პრინციპი გვთავაზობს უპირატესობის გაანალიზებას სხვა
კუთხით. მის თანახმად მოთამაშე, რომელიც ფლობს
უპირატესობას, იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში. ის
ვალდებულია დაიწყოს მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში
დაკარგავს უპირატესობას.
ვინც მერყეობს დამარცხდება. ცხოვრებაში არ არის ადგილი
მერყევი ადამიანებისთვის. თუ თქვენ წარმატების გზაზე
დგახართ, ნუ მიცემთ ეჭვს საშუალებას შეგაჩეროთ, უბრალოდ
აკეთეთ თქვენი საქმე.
„უმჯობესია იმოქმედო და ინანო,
ვიდრე უმოქმედობას ნანობდე“
ნიკოლო მაკიაველი

„ზოზინს ათასი უბედურება მოსდევს,


საბედისწერო უბედურებას კი სიკვდილი“
ჰანიბალი

42) ყოველი თქვენი სვლა, არის შესაძლებლობა გაურთულო


მოწინააღმდეგეს საკუთარი გეგმების განხოცილება ან გადადგა
კიდევ ერთი ნაბიჯი საკუთარი გეგმების განხორციელებისკენ.
საკუთარი ფიგურის პოზიციის გაუმჯობესება ან მნიშვნელოვანი

33
ველის მოწინააღმდეგისთვის წართმევა არ მოგცემთ პარტიის
მოგების საშუალებას, მაგრამ სვლათა თანმიმდევრობა რომლებიც
ხსნიან მსგავს ამოცანებს, მოგცემთ საგრძნობ უპირატესობას,
რომლის შედეგათაც შეძლებთ გამარჯვებას.
ყოველი სვლა მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოეკიდეთ
თითოეულ მათგანს.

43) ინიციატივის შენარჩუნება, ღირს გარკვეული მატერიალის


შეწირვად.
რამდენად დიდხანს ღირს ინიციატივის შენარჩუნება? რას
ნიშნავს „გარკვეული მატერიალი“? პირველ კითხვაზე არ არის მზა
პასუხი, ყველაფერი სიტუაციიდან გამომდინარეობს. უმჯობესია
ვისაუბროთ იმაზე, თუ რა დათმობებზე შეძლებს წასვლას
მოწინააღმდეგე იმისთვის, რომ გაანეიტრალოს თქვენი
ინიციატივა. მოკლედ რაც უფრო ხანგრძლივია თქვენი
ინიციატივა, მით მეტ დათმობაზე მოუწვს წასვლა
მოწინააღმდეგეს. რაც შეეხება მეორე კითხვას, ყველაფერი
დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენი ხანი შეგიძლიათ
ინიციატივის შენარჩუნება. მოცემულ მომენტში შესაძლებელია
ჩაკეტილ წრედაც ჩავთვალოთ, ეს ორი კითხვა.
გაანალიზეთ შედეგები ნებისმიერი თქვენი ინვესტიციის.
გარკვეული გამოცდილების შეძენის შემდეგ, თქვენ
ინტუიციურად დაიწყებთ გრძნობას, თუ როგორი მსხვერპლის
გაღება ღირს და როგორის არა, ამათუიმ შედეგისთვის.

34
44) ინიციატივა - არის უპირატესობა. ჩაიგდეთ ხელში ის
პირველივე შესაძლებლობის დროს და გაუშვით მაშინ, როცა უკვე
შეუძლებელი იქნება მისი დაჭერა, მაგრამ კარგი საფასურის
სანაცვლოდ.
ძლიერი მოჭადრაკისთვი უპირასობად ითვლება თეთრი
ფიგურებით თამაში იმიტომ, რომ თეთრები აკეთებენ პირველ
სვლას. ეს კი ინიციატივის ხელში აღების შანსს იძლევა.
თუ თქვენ გაქვთ ინიციატივა, თქვენ შეგიძლიათ თამაში
მოაქციოთ იმ კალაპოტში, რომელშიც თავად გსურთ. თქვენ ხართ
მდგომარეობის ბატონ-პატრონი. ხოლო მსგავს უპირატესობაზე
უარის თქმა უაზრობაა.
ბიზნესში, სპორტში, პოლიტიკაში ან ნებისმიერ სხვა მოქმედების
სფეროში, სადაც არსებობს კონკურენციის ფენომენი, ინიციატივის
ხელში ჩაგდება და მისი შენარჩუნება - არის საუკეთესო გზა
სიტუაციის გასაკონტროლებლად.

თავი მეათე
მობილურობა

უზრუნველყავით საკუთარი ფიგურები ადგილსამყოფელით,


სადაც ისინი შეძლებენ წასვლას და დააკავეთ ისინი საქმით,
რომლის კეთებასაც ისინი შეძლებენ. მხედარი, კუ, ეტლი,
ლაზიერი და თვით მეფეც შექმნილნი არიან იმისთვის, რომ
იმოძრაონ და არა იმისთვის, რომ იყვნენ ჩაკეტილნი და არ მიეცეთ

35
შესაძლებლობა გამოავლინონ საკუთარი თავი.

45) ეტლი მეშვიდე ჰორიზონტალზე - საკმარისი კომპენსაციაა


პაიკისთვის.
ეს პრინციპი საკმაოდ სპეციფიური ენით გვაჩვენებს ეტლის
ძალას ღია ჰორიზონტალზე, რომელიც მოწინააღმდეგის მხარესაა.
ეტლი მსგავს შემთხვევაში მობილურია და მისი მოძრაობის უნარი
იმდენად ძლიერია, რომ ითვლება პაიკებით და ეკვივალენტია
ერთი პაიკით მეტით თამაშის. ეს კარგი წესია და ღირს მისით
ხელმძღვანელობა ყოველ ჯერზე, როცა მოგეცემათ მსგავსი შანსი.
მობილურობა ხშირ შემთხვევაში იმდენად ძლიერ
უპირატესობად გვევლინება, რომ შეიძლება იქნას გამოთქმული
სხვა ხასიათის უპირატესობათა ტერმინოლოგიით.

46) რაც მეტად ღიაა თამაში, მით მეტად ფასობს უპირატესობა


ფიგურათა განვითარებაში.
შეიძლება ჩამორჩე განვითარებაში, შეიძლება დააგვიანო
როქირება ყოველგვარი რისკის გარეშე, თუ პოზიცია არის
ბლოკირებული პაიკთა ჯაჭვით. მაგრამ თუ პაიკები ცოტაა და
შესაბამისად ფიგურებს აქვთ მანევრირების საშუალება, მაშინ რაც
შეიძლება სწრაფად შეიყვანეთ ფიგურები თამაშში და
უზრუნველყავით მეფის უსაფრთხოება. ეს კიდევ ერთი
პრინციპია, რომელიც ეყრდნობა ფარდობითობას. რაც მეტია
სივრცე მანევრისთვის, მით მეტად მნიშვნელოვანია იყოლიოთ
ფიგურები, რომლებიც გამოიყენებე ამ სივრცეს.
რაც მეტია ხელმისაწვდომი კომუნიკაცია, მით მეტი აზრი აქვს
მათ გამოყენებას. ის ვინც ერთგული დარჩება ძველი წესით
36
წერილების წერის და მათი ფოსტით გაგზავნის, ის განწირულია
მუდმივად იყოს ჩამორჩენილი დღევანდელ პირობებში,
მობილური კომუნიკციის და ინტერნეტის ეპოქაში.

47) სხვა და სხვა ფლანგზე ორ სისუტეზე ერთდროული შეტევა,


ჭიმავს დაცვის ხაზს.
ეს ორმაგი შეტევის ძველი პრინციპია. რაც მეტი ობიექტის დაცვა
გიხდება, მით მეტად იხარჯება დაცვითი რესურსი.
დაქანცეთ მოწინააღმდეგე, რაც შეიძლება მეტი პრობლემის
შექმნის მეშვეობით. ფეხბურთში თავდასხმის ხაზი ცდილობს
მუდმივ დაძაბულობაში ამყოფოს მოწინააღმდეგის დაცვის ხაზი
იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე აიძულოს დაუშვას შეცდომა.

48) ორი კუ ჩვეულებისამებრ ძლიერია ვიდრე, კუ და მხედარი ან


ორი მხედარი, თამაშის დასასრულს პაიკებთან ერთად.
ეს პრინციპი უნდა განიმარტოს შემდეგი სახით, როცა თქვენს
ფიგურებს შეუძლიათ დაიჭირონ დიდი ტერიტორია და ეს
გააკეთონ სწრაფად ნიშნავს, რომ თქვენ უკეთეს მდგომარეობაში
ხართ ვიდრე ის, ვის ფიგურებსაც ამისთვის მეტი სვლის გაკეთება
მოუწევს. ორ კუს შეუძლია დაიჭიროს ჭადრაკის დაფა მთლიანად
და თან ამას ისინი მოახერხებენ ძალიან სწრაფად. რა თქმა უნდა
ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ არიან
ბლოკირბულნი ან არ ასრულებენ დაცვით სამუშაოს.
დიდი ფართობის სწრაფ და სრულ ათვისებას მოაქვს დიდი
დივიდენდი ვიდრე, ნაწილობრივ ან სრულ, თუმცა ნელი ტემპით
იგივე ფართობის ათვისებას.

37
49) ორი კუ აძლევს კარგ შანსს სუსტ მხარეს, მიიყვანოს თამაში
ფრემდე კუების და პაიკების წინააღმდეგობაში - ენდშპილში,
მაგრამ შესაძლოა მიდლშპილში ამ უპირატესობის სანაცვლოდ
მოუხდეს პაიკის შეწირვა თავდამსხმელ მხარეს.
ეს კიდევ ერთი ტექნიკური პრინციპია, რომლის უკანაც იმალება
ნამდვილი ჭეშმარიტება. რამდენადაც ყოველი კუ აკონტროლებს
ველს, რომელიც მიუწვდომელია მოწინააღმდეგის საპირისპირო
ფერის კუსთვის და თუ ისინი უკანასკნელი ფიგურები არიან
დაფაზე, მაშინ თითოეულ მათგანს არ შეუძლია დაიჭიროს ის
ველი, რომესაც ის ვერ აკონტროლებს. ამიტომ იმ მხარეს
რომელსაც ნაკლები პაიკი ყავს, რჩება ერთადერთი შესაძლებლობა
დაბლოკოს მოწინააღმდეგის პაიკები იმ ველზე, რომელსაც ის
აკონტროლებს.

რა თქმა უნდა ამის გაკეთება არც ისე მარტივია. თუ მაგალითად


პაიკები გადაჯაჭვულნი არიან ან ერთი მეფე აქტიურად არის
ჩაბმული თამაშში, ხოლო მეორე შორს იმყოფება მოვლენათა

38
ცენტრიდან, შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს.
სადავო საკითხზე უკომპრომისო წილისყრის შედეგად მიებული
ხმების თანაბრად გადანაწილების შემთხვევაში, მისი გადაწყვეტა
შეუძლებელია. როდესაც პოლიტიკოსს არ ყავს მოწინააღმდეგე
თანამდებოსთვის ბრძოლაში, ის უეჭველად მიიღებს ამ
თანამდებობას. ყურადღება უნდა მივაქციოთ არა მხოლოდ
საკითხის არსს ან პოლიტიკოსის პიროვნებას, არამედ სიტუაციას
მთლიანობაში. ადამიანები ინსტრუმენტებია - ეს ნიშნავს, რომ
ისინი, უკვე საჭირონი არიან. ისინი სასარგებლონი არიან
სიტუაციურად. ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელიც ყოველმა
ჩვენგანმა იცის ინტუიციურ დონეზე.

თავი მეთერთმეტე
ტაქტიკა

„ჭადრაკი 99 %-ით შედგება ტაქტიკისგან“.

„თამაშის სქემის ფორმირება ხდება პოზიციური საწყისით:


კომფლიქტის გადაწყვეტა, როგორც წესი, ხორციალდება
კომბინაციური შეტევის გზით“.

ტაქტიკა - არის ფარსირებული სვლათა ჯაჭვი, რომელიც იწვევს


პოზიციის ბალანსის რღვევას. ამ ჯაჭვში შედის შემდეგი სახის
სვლები: მოულოდნელი სვლა, აღება, გარდაქმნა და ქიში, ასევე
აღების, გარდაქმნის ან ქიშის მუქარა.

39
50) არ აიღოთ პაიკი “b” ლაზიერით, თუნდაც ეს მომგებიანი იყოს.
უცნაურად მოგეჩვენებათ მსგავსი აბსურდული პრინციპი,
მომგებიანი პაიკის არ აღებასთან დაკავშირებული, მაგრამ
შეიძლება მოვიყვანოთ ძალიან ბევრი მაგალითი იმისა, თუ
როგორ გადაყლაპა მსგავსი სატყუარა ერთ-ერთმა მხარემ და
შემდეგ მწარედ ინანა. საქმე იმაშია, რომ „b“ პაიკის აღება თიშავს
მის უდიდებულესობას თამაშიდან და თან ძალიან დიდი ხნით. ამ
პაიკის აღება ღირს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ თქვენ გაქვსთ
მკაფიო გეგმა სწრაფად ლაზიერის უკან დაბრუნების და მისი
კვლავ თამაშში შეყვანის. პრობლემა ის არის, რომ ერთი შეხედვით
ამ მკაფიო გზაზე, არც ისე მარტივია გავლა.
ქვემოთ მოყვანილი მაგალითი არის ცნობილი ვარიანტი
„გატყუებული პაიკის“ სიცილიურ დაცვაში.
სვლები: 1. e4 c5 2. Nf3 d6 3. d4 cxd4 4. Nxd4 Nf6 5. Nc3 a6 6. Bg5 e6
7. f4 Qb6 8. Qd2 Qxb2

თუ თქვენ თამაშობთ ამ ვარიანტს საშინაო ანალიზის გარეშე,

40
მალე მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია ჭადრაკში
მახსოვრობა. ასევე თქვენ შეამჩნევთ, რომ თეთრებს აქვთ დიდი
ინიციატივა და შავებით თამაში შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ
თქვენ კარგად გადაგაქვთ ხანგრძლივი და რთული დაცვითი
თამაში.
მიუხედავად ყველაფრისა უმეტეს შემთხვევებში ნუ
უგულებელყოფ ამ რჩევას, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ მის
დარღვევას იყავით დარწმუნებულნი თქვენს მოქმედებაში.
არსებობს ბევრი მიზეზი იმისა, რომ ეს პრინციპი აიღოთ
შეიარაღებაში.

51) ორმაგი თავდასხმა არის საფუძველი ტაქტიკის.


ეს პრინციპი აგებულია მარტივ ლოგიკაზე. ორ ან მეტ ობიექტზე
ერთდროული შეტევა რთული ასარეკლია ვიდრე, შეტევა ერთ
ობიექტზე. თქვენს მოწინააღმდეგეს მოუწევს გაითვალისწინოს
ძალიან ბევრი სავარაუდო ვარიანტი (ვითარება), რაც ზრდის
შეცდომის დაშვების ალბათობას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის არ
შეცდება, პრობლემის გადაწყვეტაზე დახარჯული ძალისხმევა
დაქანცავს მას, რაც აუცილებლად აისახება მის თამაშზე
მოგვიანებით.
რამდენადაც ოსტატების პარტიებში ორმაგი შეტევა შეგვიძლია
ვიხილოთ თითქმის ყოველ სვლაზე, მე მინდა მოვიყვანო
მაგალითი ძალიან იშვიათი ოთხმაგი შეტევის.

41
შავებმა ახლახანს გადაინაცვლეს ველი b6-დან a5-ზე ლაზიერით,
სადანაც მათ შეუტიეს. ამ სვლით შეიქმნა ერთდროულად ოთხი
საფრთხე. პირველი - მოიგო მხედარი 1 …fxg5.
მეორე - აიღონ პაიკი 1 ...Qxd5, (სარგებლობს იმით, რომ მხედარი
c3 მიჯაჭვულია).
მესამე - შემდეგი კომბინაციის მეშვეობით 1 ...Bxc3+ 2. dxc3 Qxc3+
შედეგად მოიგებს პაიკს.
მეოთხე - კვლავ კომბინაცია 1 …Ba6 2. Qd2 Nd3+ 3. Kd1 Nxb2+.
რა საკვირველია, რომ ოთხმაგი შეტევის არკვლას თეთრები ვერ
მოახერხებენ.
რაც მეტ პრობლემას შეუქმნით ერთდროულად თქვენს
ოპონენტს, მით მეტად გაუჭირდება მას, მათთან გამკლავება.
ამიტომ შექმენით რაც შეიძლება მეტი პრობლემა ოპონენტისთვის.

42
52) გაუკეთეთ იგნორი მოწინააღმდეგის მიერ შექმნილ საფრთხეს
ყოველ ჯერზე, როცა ამის გაკეთება შესაძლებელი იქნება ისე, რომ
არ დაისაჯოთ.
ამ პრინციპს აქვს დიდ ფსიქოლოგიური ეფექტი. როდესაც
მოწინააღმდეგე გემუქრებათ ის ელოდება, რომ თქვენ გექნებათ
რეაქცია და როცა თქვენ არ აქცევთ ყურადღებას მის მუქარას, ის
ხვდება, რომ მუქარას არანაირი ზიანი არ მოაქვს თქვენთვის,
შედეგად კი მას ეპარება ეჭვი საკუთარ ძალებში და თავში.
თუ თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აიძულოთ მოწინააღმდეგე
ხელახლა შეაფასოს საკუთარი ქმედება, როგორც წესი ღირს ამ
შანსის გამოყენება. ასეთ დროს თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ
დაწინაურდეთ იმ მიმართულებით, რომელზეც მოწინააღმდეგემ
ააგო (რამდენადაც ის თვლის) გადაულახავი ბარიერი.

53) დაწყვილებულ ეტლებს აქვთ იმაზე მეტი ძალა, ვიდრე ამას


ჭადრაკის მათემატიკა ითვლის.
რთული დასაჯერებელია ზემოთ აღნიშნული, თუმცა ეს
სიმართლეა. აი კიდევ ერთი მონათესავე პრინციპი:
დაწყვილებულ კუებს აქვთ იმაზე მეტი ძალა ვიდრე, მათი
საერთო ძალაა.
ზემოთ განხილულ პრინციპებს გამონაკლისის გარეშე აქვთ
კავშირი, ბატარიის ძალასთან. უკან მდგომი ეტლი აძლიერებს წინ
მდგომს, შედეგად კი ძალიან რთულია წყვილი ეტლებისთვის
წინააღმდეგობის გაწევა.
მთლიანი იშვიათად არის მეტი ვიდრე, მთლიანის ორი ნახევრის
ჯამი.

43
54) დაარტყით იქ, სადაც არ არის დაცვა.
თუ მოწინააღმდეგეს ფიგურა არის გარიყული ან ის არ არის
განვითარებული, შეუტიეთ საპირისპირო ფლანგზე.

თეთრების ეტლი a1-ზე თამაშში არ მონაწილეობს. ამიტომ შავები


უტევენ სამეფო ფლანგს, სადაც მათ მეტი ფიგურა ყავთ.
1…Bh3 2. Rd1 Re4 3. Bf1 Re1 4. Rxe1 Qxe1 5. Qe2 Re8 6. Bd2 Qxe2
და თეთრები ნებდებიან.
მათი ეტლი უკვე მზადაა თამაშში შესასვლელად, თუმცა უკვე
ძალიან გვიანია, შავები ზედმეტი ფიგურით არიან.
სპორცმენები ხშირად იყენებენ ამ პრინციპს. ისინი პოულობენ
დარჩენილ ხვრელს დაცვაში და უტევენ ამ დაუცველ ადგილს.
ყოველი ასეთი მოქმედება ეყრდნობა ზემოთ მოცემულ პრინციპს.

44
55) უმოწყალოდ შეუტიეთ გადაჯაჭვულ ფიგუებს, სუსტ პაიკებს,
ღია მეფეებს და სხვა დანარჩენ სტაციონარულ მიზნებს.
შეუტიეთ ყველაფერს რაც მიჯაჭვულია ადგილზე. დაარტყით
ისევ და ისევ. სისასტიკეა? - დაე იყოს. ჩვენ არ ვთამაშობთ
ჭადრაკს იმისთვის, რომ თავი მოვაწონოთ მოწინააღმდეგეს. ჩვენ
ვთამაშობთ (ვიბრძვით) მხოლოდ გამარჯვებისათვის.
ყველაზე მარტივია სტაციონარულ ობიექტებზე შეტევა, ამიტომ
მიაჭედეთ ისინი ადგილზე და შეუტიეთ. ეს
არაკეთილსინდისიერი საქციელია, მაგრამ ეფექტურია და
დაგიზოგავთ ძალიან დიდ ენერგიას.

თავი მეთორმეტე
ფარსირებული სვლები

„მრავალსვლიანი შეტევა, მეტად


სახიფათოა ვიდრე - ხმალი“.

აღება, ქიში, გადაქცევა და აღების მუქარა ითხოვს მყისიერ


რეაგირებას. თუ მუქარა იქნება მოყვანილი სისრულეში, მაშინ
უპირატესობა გადაიხრება მის მხარეს, ვინც ამ მოქმედებებს
ახორციელებს. ამიტომ ფარსირებული სვლები არის უძლიერესი
იარაღი - თამაშში.

56) საფრთხე - რომელიც ვერ შენიშნეთ, თქვენი მარცხის მიზეზი


გახდება.
ყურადღებით მიყევით ყოველი საფრთხის კვალს. ჭადრაკში არ
არის უყურადღებობის ადგილი, აქ აუცილებელია ძალიან დიდი
45
ყურადღება მივაქციოთ დეტალებს, რა თქმა უნდა თუ გინდათ,
რომ მაღალ დონეზე ითამაშოთ.
ყოველთვის მიაქციე ყურადღება წვრილმან დეტალებს.
გაგეპარებათ ერთერთი მათგანი და შესაძლოა კატასტროფული
შედეგი დადგეს. უსიამოვნებებს ყოველი მხრიდან უნდა ელოდო.

57) ყოველთვის უთხარით ქიში, რადგან შესაძლოა ის გახდეს


შამათი.
არც ისე კარგი რჩევაა, მაგრამ მასში არის სიმართლის მარცვალი.
თუ მოწინააღმდეგის მეფე ქიშის ქვეშაა ნიშნავს, რომ ის თქვენ
დიდ ზიანს ვერ მოგაყენებთ. მეორეს მხრივ ქიში უნდა იყოს
გააზრებული და ქონდეს გარკვეული მიზანი, როგორც სხვა
ნებისმიერ სვლას. მოწინააღმდეგის შესაშინებლად ნათქვამი ქიში,
საუკეთესო შემთხვევაში უაზრობაა, უარეს შემთხვევაში კი, მან
შესაძლოა დაარღვიოს მთელი თქვენი თამაშის სტრატეგია.
ყველაფერი რაც ბრჭყვიალებს, ოქრო არ არის. ასევე არ ღირს
ყოველი შესაძლო ქიშის თქმა.

58) არ გაუშვა მხედველობიდან შესაძლებლობა, გამოუცხადო


მოწინააღმდეგეს ჯამრთელი ქიში.
როგორც ზემოთ აღვნიშნე ყველა ქიში არ არის მომგებიანი,
მაგრამ ყოველი შესაძლო ქიში მთელი პარტიის განმავლობაში
უნდა გაითვალისწინოთ და გაანალიზოთ. სხვაგვარად როგორ
შეძლებთ შეაფასოთ კარგია ის თუ ცუდი, თუ მას ვერ ხედავთ?
გახსოვდეთ, რომ მეფე არის მთელი პარტია.
ნუ გაიხლართები უმნიშვნელო დეტალებში იმ დონეზე, რომ
ხელიდან გაუშვა ის რაც მთავარია. ყოველთვის გეჭიროს გონებაში

46
მოვლენის საერთო სურათი.

59) თვალყური ადევნეთ შემტევი და მცველი ფიგურების


შეფარდებით რაოდენობას და ტიპს.
ყოველთვის დაითვალეთ თავდამსხმელთა რაოდენობა, ყოველ
გადამწყვეტ პუნქტზე და ასევე ამავე პუნქტის მცველთა
რაოდენობა. პუნქტი უსაფრთხოდ ითვლება მაშინ, თუ
თავდამსხმელთა და მცველთა რაოდენობა თანაბარია, თუ
თავდამსხმელათა რაოდენობა აღემატება (იმ შემთხვევაში თუ
ფიგურების რანგი ერთნაირია), პუნქტი წაგებულად ითვლება.

პუნქტ e6-ს თავს ესხმის ოთხი თეთრი ფიგურა, ხოლო მას იცავს
სამი ფიგურა. ამიტომ თეთრები ამ ოპერაციის შედეგად მოიგებენ
პაიკს. 1. fxe6 fxe6 2. Bxe6 Nxe6 3. Ncxe6 Bxe6 4. Nxe6. რა თქმა უნდა
თუ ფიგურათა ტიპი ერთნაირი არაა, მსგავსი ოპერაცი მომგებიანი
ვერ იქნება.
ყოველი გაცვლის შემდეგ, გადამწყვეტ ველზე, ყოველ ახალ

47
პოზიციაში, ყალიბდება ახალი პირობები. სწორედ ამიტომ,
თავდამსხმელთა და მცველთა რაოდენობის დათვლა, არის
მხოლოდ ერთერთი გასათვალისწინებელი ფაქტორი, უამრავ სხვა
ფაქტორებს შორის.
არასდროს დაგავიწყდეთ დებიტი და კრედიტი. თვალყური
ადევნე მოგებაში ხარ თუ წაგებაში, ყოველ კონკრეტულ დროის
მონაკვეთში. ეს ვერ მოგცემთ სრულ სურათს, მაგრამ
დაგეხმარებათ განსაზღვროთ ათვლის წერტილი.

თავი მეცმეტე
მსხვერპლი
„იმისთვის, რომ გაათავისუფლო შენი თამაში,
მოხსენით დაფიდან რამოდენიმე ფიგურა,
უმჯობესია მათ სანაცვლოდ არაფერი მისცე“
კაპიტანი ბერტინი წიგნიდან:
„კეთილშობილი თამაში - ჭადრაკი“ (1735 წ.)

კორექტული მსხვერპლი სულაც არ ითვლება მსხვერპლად. ეს


არის სამომავლო ინვესტიცია, უარს ამბობ რაიმეზე იმ მიზნით,
რომ მიიღო რაღაც მეტად ფასეული.

60) შეწირეთ ფიგურები მოწინააღმდეგეს.


არასდროს დაივიწყოთ, რომ ხშირად ძალთა თანაფარდობის
შემთხვევაში დიდ მატერიალს სძლევს მცირე.
თუ გაგიჩნდებათ შანსი მოწინააღმდეგის მატერიალის ხელში
ჩაგდების, იმოქმედეთ მერყეობის გარეშე. შესაძლოა თქვენ
მოყვეთ შეტევაში, მაგრამ როგორც ზემოთ იყო თქმული, ზედმეტი
48
პაიკისთვის ღირს ბრძოლა.
ნურასდროს შეუშინდებით გართულებებს, როდესაც მიილტვით
რაიმე ღირებულისკენ. კარგი, ჯამრთელი პოზიცია - არ არის
ბანქოს სახლი. გაქცევა და სიმხდალე ჩვეულებისამებრ დასჯადია.

61) თუ თქვენ წირავთ მატერიალს ინიციატივისთვის,


დარწმუნდით, რომ ეს ინიციატივა ხანგრძლივია ან მომავალში
მის სანაცვლოდ მიიღებთ რაიმეს ფასეულს.
ჩვეულებისამებრ რთულია გამოთვალო მსხვერპლი შამათამდე.
მსხვერპლი როგორც წესი, არ არის მსგავსად ძლიერი და სახფათო.
მაგრამ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიიღოთ გონივრული
გადაწყვეტილება, მომავლის გაჭვრეტის მეშვეობით. თუ
გადაიხედავთ რამოდენიმე სვლით წინ, მიხვდებით იქნება თუ არა
ინიციატივა მომავალშიც თქვენ ხელში.
ინვესტიცია მხოლოდ იმ შემთხვევაშია კარგი, თუ მოგიტანთ
დივიდენდს.

62) მიიღეთ მსხვერპლი არა მატერიალის შენარჩუნების მიზნით,


არამედ იმ გათვლით, რომ მოგვიანებით მიიღებთ რაიმეს
ფასეულს, მისი უკან დაბრუნებით.
მსოფლიოს ჩემპიონი ემანუელ ლასკერი ასწავლიდა, რომ კარგ
პოზიციაში მნიშვნელოვანი პაიკის მსხვერპლად მიღება
ყოველთვის ღირს იმ პირობით, რომ მას აუცილებლად
დააბრუნებთ სამომავლოდ იმისთვის, რომ არ ჩამორჩეთ
განვითარებაში.
თუ თქვენ არ მიიღებთ შემოთავაზებულ პაიკს, არ არის
გამორიცხული, რომ მომავალში ინანოთ ხელიდან გაშვებული

49
შესაძლებლობა. თუ თქვენ ებღაუჭებით შენაძენს საკუთარი
ფიგურების არასაკმარისი განვითარების ფასად, მსგავსი
პოლიტიკა დაგიბრუნდებათ ცუდად, ბუმერანგის პრინციპით.
ამიტომ მიიღეთ საჩუქარი, მაგრამ ნება მიეცით მოწინააღმდეგეს
(მას შემდეგ რაც ის დაკარგავს დროს და ენერგიას) უკან
დაიბრუნოს გაცემული.
ნუ გამოეკიდებით ყოველ კაპიკს. ხანდახან უმჯობესია დათმო
მცირედი აწმყოში იმისთვის, რომ მიიღო დიადი მომავალში.

63) საუკეთესო გზა - უარყო გამბიტი, არის მიიღო ის.


ეს ძალიან პრაქტიკული რჩევაა. რა თქმა უნდა ზოგიერთი
გამბიტის უარყოფა არ შეიძლება, ამიტომ ნუ მიიღებთ ამ
პრინციპს პირდაპირ. ის არ ამბობს, რომ უნდა მიიღოთ ყველა
გამბიტი. თავად უნდა გადაწყვიტოთ კორექტულია გამბიტი თუ
არა და იმოქმედოთ შესაბამისად.
აიღე სიტუაციის კონტროლი საკუთარ ხელში, თუ გინდა
მიაღწიო რაიმეს ღირებულს. თუ არ ცდი ვერაფერს მიაღწევ.
მცდელობის ადგილი ყოველთვის არის ცხოვრებაში. თქვენ
უბრალოდ უნდა გწამდეთ, რომ გაქვთ მცდელობის უფლება და არ
დაზოგოთ ძალისხმევა მის რეალიზაციაზე.

64) მხედარს - მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გამაგრებულს, აქვს


ეტლის ფასი.
კიდევ ერთი ტექნიკური პრინციპი ლასკერისგან. კარგია მისი
შენარჩუნება გონებაში იმ შემთხვევისთვის, თუ მოგეცემა შანსი
მიიღოთ მსგავსი უპირატესობა ან შეებრძოლოთ მას.
იმ რაციონალური მარცვლის ცოდნა, რომლიდანაც აღმოცენდა

50
პრინციპი, მოცემთ საშუალებას ადაპტაცია მოახდინოთ
განსხვავებულ სიტუაციებში. ამიტომ იმის ცოდნა, თუ როგორ
განსაზღვროთ დრო სწორად, მოგცემთ საშუალებას ეს გააკეთოთ
ყოველ ჯერზე სხვადასხვანაირად, გამომდინარე სიტუაციიდან.
გახსოვდეთ, რომ ცვალებადი გარემოება განსაზღვრავს განაწესს.

65) სამი მსუბუქი ფიგურა ჩვეულებისამებრ, ბევრად ძლიერია


ლაზიერზე.
კიდევ ერთი ფორმულა, რომლის ცოდნაც სასარგებლოა. თუ
თქვენ ღებულობთ სამ მსუბუქ ფიგურას ლაზიერის სანაცვლოდ,
ეს არ არის მსხვერპლი!
ყველაზე ძლიერ და გონიერ ადამიანსაც არ ძალუძს ყველაფრის
მარტო გაკეთება. გვერდიდან ხელშეწყობის გარეშე, წარმატებას
ვერ მიაღწევ.

თავი მეთოთხმეტე
სტრატეგია

„ტაქტიკა - არის ის, რასაც აკეთებ მაშინ, როცა იცით


თუ რა უნდა გაკეთდეს. სტრატეგია - არის ის როცა არ იცით“.
ზიგბერტ ტარაში
„პირველად შეზღუდვა, შემდეგ
ბლოკადა და ბოლოს განადგურება“.
არონ ნემცოვიჩი

გრძელვადიან გეგმას, რომელიც გვეხმარება შედეგის მიღწევაში


ეწოდება სტრატეგია. მათ შორის იგულისხმება ის გეგმებიც,
51
რომლებიც არ შეიძლება იქნას რეალიზებული, მოცემულ დროის
მონაკვეთში. კომბინაცია და ტაქტიკა - არის არსი და
შესაძლებლობა, სტრატეგიის განსახორციელებლად.

66) უმჯობესია შეინარჩუნო დაძაბულობა და არ შეასუსტო ის.


ეს პრინციპი ეხება პაიკებს, რომლებიც უმჯობესია დააყენო
გვერდი-გვერდ იმის მაგიერ, რომ ამოძრაო წინ ან ცვალო
მოწინააღმდეგის პაიკებში. თუმცა ამ პრინციპის გამოყენება არ
შეიძლება ყველა პოზიციაში, განსაკუთრებით ეს ეხება ცენტრს.
პრინციპის არსი მდგომარეობს შემდეგში - პაიკის გარღვევა უნდა
მოხდეს მხოლოდ მაშინ, როცა ძალა შენს მხარესაა, რაც მოქცემთ
საშუალებას შეცვალოთ პოზიცია, თქვენთვის მომგებიან მხარეს.
აჩქარების შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ შესაძლებლობას, რომ
გარღვევა მოახერხოთ მომავალში.
„რაც ნაკლებად ხარ უკმაყოფილო საკუთარი პოზიციით,
მით მეტად ხარ კმაყოფილი მოწინააღმდეგის პოზიციით“.
დაძაბულობის ხელშეწყობა - არ არის ერთის, ან რამოდენიმე
ტემპის მოქმედება. თქვენი აზრები უნდა იყოს ფოკუსირებული,
დაუდევრობა დაუშვებელია. დაძაბულობის მოხსნამ შესაძლოა,
კარგი სამსახური გაუწიოს თქვენს მოწინააღმდეგეს.

67) ხშირად მუქარა მეტად ძლიერია, ვიდრე მისი აღსრულება.


ხშირად მუქარა უმჯობესია დარჩეს მოწინააღმდეგის თავზე
გამოკიდებული, ვიდრე მოიყვანო ის სისრულეში. ასეთ
შემთხვევაში მოწინააღმდეგე იქნება მუდმივად დაძაბული, რაც
სავარაუდოდ ხელს შეუშლის მას, საკუთარი გეგმების
განხორციელებაში. მუქარის აღსრულების შემდეგ დაფაზე ჩნდება
ახალი სიტუაცია და ძველი მუქარა უკვე პრობლემად აღარ
52
გვევლინება.
ნემცოვიჩი ვერ იტანდა თამბაქოს კვამლს. ამას გარდა, ის
ბუნებით ნერვიული ადამიანი იყო. მოწევა აკრძალული იყო
ტურნირზე, მაგრამ მისმა მოწინააღმდეგემ ემანუელ ლასკერმა
ამოიღო სიგარა და მოაკვნიტა მას კუდი. ნემცოვიჩი ანერვიულდა,
სასწრაფოდ დაუძახა დაცვას და შესჩივლა, რომ მისი
მოწინააღმდეგე ეწეოდა. დაცვამ უპასუხა: „კი მაგრამ ის ხო არ
ეწევა“. „ჰმ, - თქვა ნემცოვიჩმა, - ის იმუქრება მოუკიდოს სიგარას,
ხოლო ბატონმა ლასკერმა კარგად იცის, რომ მუქარა ძლიერია მის
აღსრულებაზე“.
შეინარჩუნეთ საფრთხე მანამ, სანამ მისი აღსრულება
მოწინააღმდეგეს არ მოუტანს მაქსიმალურ ზიანს.

68) პაიკთა უმრავლესობა უნდა იყოს მზად მარშისთვის,


საკუთარი კანდიდატის გასაყვანად (გარდასაქმნელად).
ეს კიდევ ერთი პრინციპია, რომელიც ეყრდნობა საღ აზრს. იმ
პაიკის ხელშეწყობა, რომელიც შეიძლება იქნას დაბლოკილი
მოწინააღმდეგის პაიკით, დასრულდება მთელი ჯაჭვის
შეჩერებით.
კანდიდატი არის ის, ვინც პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას წინ
თუ უნდა, რომ მიაღწიოს გამარჯვებას. დიახ, მას ჭირდება
დამხმარეები და თან ბევრი, მაგრამ ის ვინც ისწრაფვის
წარმატებისკენ, უნდა იყოს დანარჩენებზე ერთი ნაბიჯით წინ.

69) თავდასხმა უნდა მოხდეს პაიკთა ჯაჭვის საფუძველზე


(ბაზაზე).
პაიკთა ჯაჭვი არის იმდენას სუსტი, რამდენადაც სუსტია - მისი

53
ყველაზე სუსტი რგოლი. ამიტომ, თუ შეძლებთ ამ რგოლის
განადგურებას, განადგურებული იქნება მთლიანი ჯაჭვი.

ეს შესაძლოა არ არის ტრადიციული სწავლება, სტრატეგიული


თავდასხმის პაიკთა ჯაჭვზე, მაგრამ პაიკთა ჯაჭვი - არის პაიკთა
ჯაჭვი. მოცემულ სიტუაციაში თეთრებს აქვთ ორი პაიკთა ჯაჭვი
(a2-c4 და e5-f6), ისევე როგორც შავებს (f7-e6 და h6-g5). თეთრების
ჯაჭვი არის ძლიერი იმიტომ, რომ მათ საფუძველზე (a2 და e5) არ
მიმდინარეობს შეტევა. შავების ჯაჭვი კი პირიქით სუსტია,
რადგან ისინი იცავენ მეფეს და შესაბამისად მოყვებიან შეტევაში.
ის ფაქტი, რომ თეთრების ლაზიერი არ მონაწილეობს თამაშში,
წონის შავების ძლიერი გამავალი „d“ პაიკის მნიშვნელობას.
1. Qh3. თავდასხმა ერთერთი ჯაჭვის საფუძველზე.
1...Kh7 2. Qh5. თეთრები ახორციელებენ თავდასხმას მეორე
ჯაჭვზე ისე, რომ არ უშვებენ თვალთახედვის არიდან პირველს.
2…R8d7 3. h4 Re4 4. hxg5. ახალი შეტევა საფუძველზე (ბაზაზე).
4…Qd4+ 5. Kh1, აქ შავები დანებდნენ.

54
„გამოაცალეთ საყრდენი და ნაგებობა დაინგრევა“.

70) ეტლები უნდა განლაგდნენ გამსვლელი პაიკების უკან.


მიზეზი მარტივია - ყოველ ჯერზე როცა გამსვლელი პაიკი
აკეთებს სვლას, მის უკან მდგომ ეტლს ემატება ძალა. მაშინ როცა
ეტლს გამსვლელი პაიკის წინ მდგომს, პაიკის ყოველ სვლაზე
აკლდება ძალა. ხოლო გვერდით მდგარი ეტლი, კარგავს კონტაქტს
პაიკთან (თუმცა ხდება მეტად მობილური). პაიკი ყოველი სვლის
შემდეგ ძლიერდება და რაც ახლოსაა მიზანთან მით ძლიერია ის.
ეტლი, რომელიც მდებარეობს გამსვლელი პაიკის უკან
ღებულობს დამატებით ველს, ყოველ ჯერზე როცა პაიკი აკეთებს
სვლას, ის გავს ადამიანს რომელიც ეძიებს ცოდნას და რომლის
გონებაც ღიაა სიახლისთვის. შესაბამისად, ყოველივე რასაც ის
გაიგებს გააფართოვებს მის ჰორიზონტს. სხვა ქვეყნებში
მოგზაურობა და ახალი ენების შესწავლა იძლევა ახალ ფართო
შესაძლებლობებს. როდესაც ჩვენ ვგებულობთ რაიმე ახალს, ჩვენი
ჰორიზონტი ფართოვდება და გვემატება თვითრწმენა საკუთარ
ძალებში.

71) სჯობს დაიბლოკოს იზოლირებული, ჩამორჩენილი და


გამსვლელი პაიკები, ამის გაკეთება უმჯობესია მხედრით.
გამსვლელი პაიკები არიან საფრთხის შემცველნი, ამიტომ
მათთან მიმართებაში პრინციპი სრულიად სამართლიანია.
იზოლირებული და ჩამორჩენილი პაიკები სუსტებია, თუმცა მათი
დაბლოკვა მაინც უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი
დაიძრებიან წინ და გაწირავენ სიცოცხლეს ფიგურების
გასათავისუფლებლად. ორი მიზეზი არსებობს იმისთვის, თუ

55
რატომ არის მხედარი საუკეთესო ბლოკერი. პირველი - მხედარი
არის ყველაზე სუსტი ფიგურა და აქედან გამომდინარე ის კარგია
ამ როლისთვის. მეორე - მისი თვისება იხტუნოს ფიგურებზე,
ძალიან კარგია ამ ამოცანის შესასრულებლად. მხედარი არ კარგავს
მობილურობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ასრულებს ბლოკერის
როლს. შემდეგი ფიგურა რომელსაც შეუძლია შეასრულოს მსგავსი
სამუშაო არის კუ. პარტიის დასასრულს კი, როცა შამათის მიღების
ალბათობა ძალიან მცირეა, იდეალურ ბლოკერად გვევლინება
მეფე.
გამაღიზიანებელი ფაქტორები უმჯობესია შეაკავოთ ამათუიმ
ხერხით, სხვაგვარად ისინი აღარ დაექვემდებარებიან კონტროლს.

72) გამოიყენეთ შეტევაში პაიკთა უმცირესობა, რათა


გაანადგუროთ პაიკთა უმრავლესობის მიერ შექნილი
სტრუქტურა.
ჩვეულებისამებრ შეტევაში უმჯობესია იყოს ჩართული
ფიგურათა და პაიკთა უმრავლესობა. თუმცა ხშირად გვეძლევა
შესაძლებლობა შეუტიოთ სამ პაიკს ორით ან ორს ერთით.
წარმატების შემთხვევაში გადარჩენილი პაიკი ან პაიკები, იქნება
იზოლირებულნი ან ჩამორჩენილნი, ეს კი ნიშნავს, რომ იქნებიან
სუსტნი. რაც შესაძლებლობას მოგვცემს დავიპყროთ ისინი.
ერთერთი ცნობილი ისტორიული მაგალითი, უმცირესობის მიერ
წარმატებით ბრძოლაზე უმრავლესობასთან, არის ბრძოლა
მარათონის ველზე, სადაც ათენელებმა მცირე რიცხვით შეძლეს
გადამწყვეტი გამარჯვების მოპოვება. მცირე რაოდენობის ჭკვიან
და დისწიპლინირებულ ჯგუფს შეუძლია, რომ აჯობოს
მოწინააღმდეგეს რომელიც აღემატება მათ რაოდენობით.

56
თავი მეთხუთმეტე
თავდაცვა

თავდაცვა მეტად რთულია ვიდრე თავდასხმა იმიტომ, რომ


თავდასხმა მეტად სახალისოა. თავდაცვა კი ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით შესაძლოა ძალიან მძიმე ტვირთი აღმოჩნდეს.
გარდა ამისა იქონიეთ მხედველობაში, თუ თქვენ თავს თვლით
თავდაცვის ოსტატად, რომ ჭადრაკში კარგი დაცვითი თამაშის
ოსტატები ძალიან ცოტა არის.

73) საუკეთესო თავდაცვა - არის თავდასხმა.


ეს ძველი ჭეშმარიტებაა, რომელიც იცის ყველამ ვისაც აქვს რაიმე
კავშირი სპორტულ თამაშებთან. ჭადრაკთან მიმართებაში, ეს წესი
ყოველთვის მართლდება და ამის მაგალითი თითქმის იმდენივეა,
რამდენიც თავად ჭადრაკის პარტია. კარგი მოთამაშეები ამ
პრინციპის გამოყენებით, მუდმივად ცდილობენ აიღონ
სიტუაციის კონტროლი საკუთარ ხელში და მოწინააღმდეგის
მხრიდან საფრთხის საპასუხოდ, ქმნიან მეტად მძლავრ საფრთხეს.
იმისთვის, რომ მოხდეს ის, რაც ჩვენ გვინდა, უნდა გავწიოთ
ძალისხმევა და ვაიძულოთ გარემო, რომ მოხდეს ყოველივე ეს.
ყოველივე ამის მიღწევა კი შეიძლება მხოლოდ აგრესიის
წყალობით.

74) ალიოხინის დაცვაში და სხვა ჰიპერმოდერნისტულ


დებიუტებში თეთრებმა უნდა დაიცვან საკუთარი ინიციატივა.
ამ პრინციპში დევს ღრმა იდეა და შემუშავებულია რამოდენიმე
კარგი ოსტატის მიერ, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე.

57
ჰიპერმოდერნისტები მშვიდად აძლევდნენ მოწინააღმდეგეს
საშუალებას აეგოთ ძლიერი, კლასიკური პაიკთა ცენტრი. შემდეგ
კი, ისინი იწყებდნენ ამ ცენტრზე „ჩხვლეტებს“ ფლანგებიდან.
მოკრივეები ხშირად ეყრდნობიან კანატებს და ელიან
ხელსაყრელ მომენტს კონტრშეტევისთვის. ჰიპერმოდერნისტული
სტრატეგიის ფუძე არის ის, რომ მოწინააღმდეგეს მიცე საშუალება
გადაყლაპოს იმაზე მეტი, ვიდრე ის შეძლებს მოინელოს.

75) კარგი თავდასხმა - იგებს პარტიას, კარგი თავდაცვა -


ჩემპიონთა ხვედრია.
ხანდახან არაფერი არ გვრჩება გარდა იმისა, რომ თავი დავიცვათ
იმისთვის, რომ ცოცხალი გადავრჩეთ. სწორედ ამიტომ არის
აუცილებელი შევიძინოთ თვისება, თავდაცვის მდგომარეობიდან
ბრძოლის წარმოების.
პირველი, რაც თქვენ გჭირდებათ - არის ცოდნა ამოიცნოთ ის
მომენტი, თუ როდის უნდა გადახვიდეთ თავდაცვის
მდგომარეობაში. მეორე - შესაძლებლობა გამოავლინოთ ყოველი
საფრთხე, რომლიდანაც მოგიწევთ თავის დაცვა. უნდა
გავიაზროთ, რომ პაიკთა სვლა უნდა იქნას დაყვანილი მინიმუმზე
და ფიგურები ყოველთვის უნდა იყვნენ მზად დახმარებისთვის.
თქვენ უნდა ისწავლოთ დროის სწორი შერჩევა
კონტრშეტევისთვის ცენტრში, ასევე დაკარგული მატერიალის
უკან დაბრუნება. ხანდახან კი საჭიროა რაიმეს დათმობა
თავდაცვითი პოზიციის შესანარჩუნებლად.
ძალიან რთულია გაარღვიო შემდეგი დაცვითი პიზიცია.

58
შეხვედრაში იბრძოდნენ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის
და შავებმა დათმეს პაიკი იმისთვის, რომ მიეღოთ ძლიერი
თავდასხმითი პოზიცია. თუმცა თეთრებმა მშვიდად მოიგერიეს
საფრთხე: 1.Qe2 Rad8 2.Rad1 Rxd1 3.Rxd1 h5 4.Nd6 Ba8 5.Bc4 h4 6.h3
Be3 7.Qg4 Qxe5 8.Qxh4 g5 9.Qg4 Bc5 10.Nb5 Kg7 11.Nd4 Rh8 12.Nf3
Bxf3 13.Qxf3 Bd6 14.Qc3 Qxc3 15.bxc3 Be5 16.Rd7 Kf6 17.Kg1 Bxc3
18.Be2 Be5 19.Kf1 Rc8 20.Bh5 Rc7 21.Rxc7 Bxc7, და პარტია
დასრულდა ფრედ. (ბორის სპასკი და ბობი ფიშერი 1972წ.
რეიკიავიკი. ისლანდია.)
უნივერსალური მომზადება არის აუცილებელი კომპეტენტური
ქმედებისთვის, ნებისმიერ მდგომარეობაში. ეს ასევე ეხება
თავდაცვით მოქმედებას. დაცვითი სტილის ცოდნის გარეშე,
თქვენ კიდევ ერთი თავდასხმითი სტილის კარგი მოთამაშე ხართ,
ხოლო დაცვის კარგი ცოდნით, თქვენ ხართ დიადი მოთამაშე.

59
თავი მეთექვსმეტე
გამოთვლა

„გენია - არის 99%-ით შრომა და 1%-ით შთაგონება“


ტომას ედისონი

გეგმებს და კომბინაციებს აქვთ რეალიზაციის მეტი შანსი, თუ


ისინი ეყრდნობიან ზუსტ გათვლებს. მაშ ასე, როგორ ვისწავლოთ
ახალი შესაძლებლობების პოვნა და აკურატულად მოვახდინოთ
ორიენტირება არსებულს შორის?

76) შეხედე ყველაფერს ფიგურების თვალით.


მუდმივად უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენ არ თამაშობთ პარტიას,
მას თამაშობენ ფიგურები. თქვენ უბრალოდ კარნახობთ მათ, სად
წავიდნენ და როდის. თქვენ ხართ ტრენერი და არა მოთამაშე.
აქედან გამომდინარე გონივრული იქნება, მიცე ფიგურებს
საშუალება შეგატყობინონ, სად სურთ მათ წასვლა. მათ
შესანიშნავი „ინტუიცია“ აქვთ, მიუხედავად იმისა, გამოირჩევით
თუ არა თქვენ მსგავსი თვისებით. ამიტომ, უმჯობესია მიენდოთ
მათ.
ისწავლეთ თქვენს წინ მდგარი პოზიციის ხედვა ისე, როგორც
ამას ფიგურები აკეთებენ.

60
თეთრებს ერთი კუ ყავთ b2-ზე, რომელიც უყურებს ველებს h8 და
g7, მეორე კი d3 მიმართულია ველებზე g6 და h7, ეტლი e5 - ზე,
რომელიც მიმართულია ველზე h5, ასევე მხედარი და ლაზიერი,
რომლებმაც უკვე შეაღწიეს მოწინააღმდეგის ბანაკში f5 და h6.
შავების ბანაკში არის ძალიან ბევრი ხვრელი (e7, f6, h6) თან
თეთრი ფიგურები მეტია ვიდრე შავი. უნდათ თუ არა თეთრ
ფიგურებს მიაღწიონ შავ მონარქამდე? რათქმა უნდა, დიახ!
კომბინაცია, რომლის განხორციელებასაც ისინი აპირებენ, არის
ასეთი: 1.Ne7+ Qxe7 2.Qxh7+ Kxh7 3.Rh5+ Kg8 4.Rh8#.
მსგავსი მოქმედებები არის სწავლის მეთოდი. არ არის საჭირო
ფაქტებით თავის ამოვსება; მასწავლებელი მხოლოდ გაჩვენებთ
იმას, როგორ მივიღოთ ის, რაც უკვე არსებობს.

„Let it be”.
პოლ მაკარტნი

61
77) ითამაშეთ „თვალდახუჭული“.
ყველაზე რთული შემადგენელი მოთამაშის გაძლიერების გზაზე,
არის მეტად ზუსტი გათვლა რთული ვარიანტების, მაგ: „თუ ის
წამოვა აქეთ, მე წავალ აქეთ, შემდეგ ის აიღებს აქ, რაზეც მე
ვუპასუხებ ასე ....“
სიჩქარით შეიძლება დავღუპოთ პარტია. პრაქტიკულად
შეუძლებელია მივაღწიოთ სიზუსტეს დაჯინებული ვარჯიშის
გარეშე. ერთერთი საუკეთესო ვარჯიშის მეთოდი, არის
დიაგრამების ამოხსნა, პოზიციის განლაგების და ფიგურების
გადაადგილების გარეშე საკუთარ წარმოსახვაში. ასევე
რეკომენდირებულია გავათამაშოთ პარტია მთლიანად ისე, რომ არ
შევხედოთ დაფას. ეს შესაძლოა დასაწყისში მოგეჩვენოთ
შეუძლებლად, მაგრამ შესაძლებლობა მოვა პრაქტიკის შედეგად.
მიზეზი თუ რატომ უნდა შესრულდეს მსგავსი ვარჯიშები
მდგომარეობს იმაში, რომ თქვენ გჭირდებათ პრაქტიკა, გონებაში
გამოთვალოთ შესაძლო ვარიანტები პოზიციაში. თამაშის დროს
მოქმედებს წესი „შეეხე - გააკეთე სვლა“, ამიტომ ვარჯიში
აუცილებელია.
იმისთვის, რომ გარდავქმნათ რაიმე რთული არსობრივად
მარტივად, უნდა ვიფიქროთ პრობლემის გადაწყვეტის გზებზე და
ბევრი ვივარჯიშოთ. გამეორება დაგეხმარებათ ხელის გაწაფვაში,
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ „გამეორება - ცოდნის დედაა“.

78) მოახდინეთ ყურადღების კონცენტრაცია ფარსირებულ


სვლებზე.
ეს წესი იძლევა საშუაებას ვაქციოთ ყველაზე რთული გათვლები
შესაძლებლად. ჩვეულებრივ პოზიციაში, როგორც წესი არის

62
ორმოცამდე სვლა, როგორც ერთი ისევე მეორე მხრიდან.
იმისთვის, რომ გადავიხედოთ მომავალში საჭიროა განვიხილოთ
ორმოცი საკუთარი სვლა და თითოეულზე ორმოცი საპასუხო
სვლა. სულ გამოდის 1600 პოზიცია რომელიც უნდა იქნას
შეფასებული და შედარებული. ყოველივე ეს არის მხოლოდ ერთ
სვლაზე. თვალნათელია, რომ ექვს სვლიანი კომბინაციის (ან
თუნდაც ორ სვლიანის) მსგავსი მიდგომის პირობებში, ადამიანურ
ძალებს აღემატება.
თუმცა არ არის აუცილებლობა განვიხილოთ ყველა შესაძლო
კომბინაცია. სვლათა უმეტესობა არ არის ნაწილი გარკვეული
გეგმის, ხოლო დარჩენილთა უმეტესობა, უბრალოდ უვარგისია.
გასაღები მრავალსვლიანი კომბინაციის, არის კონცეფცია აგებული
ფარსირებულ სვლებზე, რაც გულისხმობს: ქიშს, აღებას და
გარდაქმნას, ასევე - ქიშის საფრთხეს, აღების საფრთხეს და
გარდაქმნის საფრთხეს. შემოიფარგლეთ ფარსირებული სვლებით
და თქვენ შეძლებთ მოაქციოთ გათვლები გარკვეულ ჩარჩოებში.
სვლები, რომელთაც თქვენ განიხილავთ უნდა იყოს ისეთი, რომ
გავლენა მოახდინონ პარტიის შედეგებზე.
ყველა შესაძლო ვარიანტის გამოთვლა შეუძლებელია და
არაპროდუქტიული, ნებისმიერი სახის საქმიანობის დროს.
მოახდინეთ ყურადღების კონცენტრაცია არსებითზე და თქვენ
გაგიჩნდებათ კარგი შანსი ამოიცნოთ და გამოთვალოთ,
წარმატებისკენ მიმავალი გზის ყოველი დეტალი.

79) არასოდეს გაუშვა შეასაძლებლობა გადაწყვიტო ნებისმიერი


პოზიცია, რომელიც თვალში მოგხვდება.
პრინციპი სამართლიანია იმიტომ, რომ ეს საუკეთესო

63
შესაძლებლობაა გამოიმუშავო სასარგებლო თვისება. თუ თქვენ
გინდათ მიაჩვიოთ საკუთარი გონება დისწიპლინას, პარტიის
თამაშის დროს ყოველთვის მოიკრიბეთ მაქსიმალური ყურადღება
და კონცენტრაცია გააკეთეთ, ყოველი პოზიციების გადაწყვეტაზე.
არ ღირს ამ პრინციპის გამოყენება დროგამოშვებით, ეს არის ის,
რაც მუდმივად უნდა გქონდეთ გონებაში.
მუდმივად გამოიმუშავეთ სასარგებლო თვისებები. ისინი მალევე
გახდებიან თქვენი ნაწილი და კრიტიკულ სიტუაციებში,
სავარაუდოდ შეცდომებს ვეღარ დაუშვებთ.

80) განსაზღვრეთ სავარაუდო სვლები და გაანალიზეთ ისინი


თანმიმდევრულად.
თანმიმდევრული ანალიზი სასარგებლოა იმისთვის, რომ არ
შეიქმნას გონებაში დაბნეულობა. სწორედ ასე იქცევა
მოჭადრაკეთა უმრავლესობა გათვლების გაკეთების დროს.
ძლიერი მოთამაშე კი გამოარჩევს სვლებს, რომელთა
გაანალიზებაც ღირს და შემდეგ ახდენს მათ თანმიმდევრულ
ანალიზს. ამის შემდეგ ის ადარებს ყოველი ვარიანტის საბოლოო
პოზიციებს და წყვეტს თუ რომელზე ღირს არჩევანის გაკეთება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნული შეიძლება რთულად მოგეჩვენოთ
დასაწყისისთვის. რა თქმა უნდა, თავიდან ვერ მოახერხებთ სწორი
გათვლების გაკეთებას და შესაძლოა რამოდენიმე წლიანი სწავლის
და პრაქტიკის შედეგადაც არ გამოგივიდეთ. მაგრამ ჭადრაკი, რომ
ყოფილიყო მარტივი თამაში, მას არავინ ითამაშებდა.
მიუხედავად ყველაფრისა მსგავსი მიდგომა კომბინაციების
ანალიზისთვის ან სხვა ნებისმიერი ვარიანტისთვის, თქვენ
გაძლევთ საუკეთესო შანსს შეაფასოთ ის პოზიცია, რომელიც

64
წარმოიქმნა მიმდინარე პარტიაში.
გაიგეთ ყველაფერ საკუთარ შესაძლებლობებზე მანამ, სანამ
შეუდგებით საქმეს.

„ის, ვინც იცნობს მოწინააღმდეგეს და იცნობს საკუთარ თავს,


საფრთხე არ მოელის თუნდაც ათასი ბრძოლა გამოიაროს“.
სუნ ძი

თავი მეჩვიდმეტე
ფიგურათა და პაიკთა ურთიერთქმედება

„იმარჯვებს ის, ვინც მცირე და დიდ ძალებს თანაბრად იყენებს“.

ურთიერთობა ფიგურებს და პაიკებს შორის, არის საკმაოდ


რთული და ამ ურთიერთობის გაგება, აუცილებელია კარგი
თამაშისთვის.

81) განალაგეთ საკუთარი პაიკები იმ ფერის უჯრებზე, რომელიც


საწინააღმდეგოა შენი კუს ფერის.
ეს პრინციპი განიხილება კარგი და ცუდი კუს აღქმასთან ერთად.
კარგად ითვლება კუ, რომლის მდებარეობაც არის მომგებიანი
საკუთარ პაიკებთან მიმართებაში, ხოლო ცუდი არის კუ
რომელსაც გზას უღობავს საკუთარი პაიკები.
ქვემოთ მოყვანილ სურათზე ნათლად ჩანს, რომ თეთრი კუ არის
კარგი, რადგან მას აქვს ღია დიაგონალები და შეუძლია იმოძრაოს
თავისუფლად, ხოლო შავი კუ, არის დაკეტილი საკუთარი
პაიკების მიერ.

65
ფიგურები რომლებიც ერთმანეთს ეყრდნობიან, არიან ისეთივე
უბედურები, როგორც ადამიანები რომლებიც არიან ხელ-ფეხ
შეკრულნი.

82) განალაგეთ მხედარი და პაიკი ან მხედარი და კუ, ერთფეროვან


უჯრებზე; მხოლოდ ასეთ შემთხევევაში შეძლებენ ისინი
მაქსიმალური კონტროლი დაამყარონ ველებზე.
ეს თითქმის იგივე პრინციპია რაც წინა, უბრალოდ
ფორმულირებულია სხვაგვარად, რადგან გამოიყენება სხვა
ფიგურებთან მიმართებაში. იმის გამო, რომ მხედრები ყოველ
სვლაზე იცვლიან ველთა ფერებს, ლოგიკურია მათი
შეთანხმებული და ეფექტური მუშაობისთვის, უნდა იქნას
გამოყენებული ზემოთ მოცემული პრინციპი.
თავიდან აიცილეთ დუბლირებული ძალისხმევა, თუ გსურთ
მიაღწიოთ მაქსიმალურ შედეგებს.

66
83) კარგი მხედარი ენდშპილში ბევრად უკეთესია, ვიდრე ცუდი
კუ.
მხედარი შესაძლოა ცოტათი ნელია და უჭირს დაფის ერთი
ბოლოდან მეორეზე გადანაცვლება, მაგრამ საბოლოო ჯამში ის
მიაღწევს ყველგან სადაც მოისურვებს. ცუდი კუ კი პირიქით,
ვერაფერს გახდება, თუ მას არ აქვს ღია ვერტიკალები და
საერთოდ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისთვის
ხელმისაწვდომია მხოლოდ დაფის ნახევარი. ამ ფიგურათა
მეტოქეობა თავიდანვე არასრულფასოვან პირობებში
მიმდინარეობს.
მობილურობა - არის ყოველივეს გასაღები. მხედარს ის აქვს, ცუდ
კუს - არა.

84) ორი კუს ფლობა არის საკმარისი კომპენსაცია, სუსტი


პაიკებისთვის.
კუთა წყვილი ფარავს სრულიად, ჭადრაკის დაფას და ახერხებს
ამას მეტად სწრაფად, ვიდრე კუ და მხედარი ან ორი მხედარი.
ამიტომ ითვლება წყვილი კუ უპირატესობად, განსაკუთრებით კი
ღია პოზიციაბში.
სისუსტეებთან შეგუება შესაძლებელია, თუ გაქვს საკმარისი
კომპენსაცია. ეშმაკობა იმაში მდგომარეობს, რომ იცოდე თუ რა
ტიპის კომპენსაციაა საკმარისი ამათუიმ სისუსტისთვის.

85) მხედარი და ლაზიერი ავსებენ ერთმანეთს და მათი ძალა


ხშირად მეტია, ვიდრე კუს და ლაზიერის ძალა.
ეს კიდევ ერთი სხვაგვარი გამოვლინებაა ოთხმოცდამეერთე და
ოთხმოცდამეორე პრინციპების. ლაზიერი და მხედარი ფარავენ

67
სხვადასხვა ველებს და არ ახდენენ ერთმანეთის დუბლირებას.
სწორედ ამიტომ, ისინი კარგად მუშაობენ წყვილში. ლაზიერი და
კუ პირიქით, ხშირად ახდენენ ერთმანეთის დუბლირებას და
ამიტომ, მათი ერთობლივი ქმედება საკმაოდ არაეფექტურია.
კარგი ჯგუფი, როგორც წესი არის შედგენილი პიროვნებებისგან,
განსხვავებული ძლიერი მხარეებით და ხშირად მათ შორის
სხვაობა, არის ძალიან დიდი. ჯგუფის ცალკეული წევრის
საუკეთესო მხარეების გამოყენებით, ჯგუფის ძალა ერთიანობაში
იზრდება და მთლიანი შესაძლოა იყოს მეტი, ვიდრე იგივე
ჯგუფის წევრთა ჯამი.

თავი მეთვრამეტე
გაცვლა

თქვენ უნდა იცოდეთ რომელი ფიგურები და პაიკები უნდა


გაცვალოთ და როდის უნდა გააკეთოთ ეს. ეს არის ჭადრაკის
სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი; არასდროს
უგულებელყოთ ეს.

86) გაცვალეთ თქვენი ცუდი კუები.


ფრანგულ დაცვაში 1. e4 e6 2. d4 d5 3. e5 b6 4. c3 Qd7 5. Nh3
შავები, როდესაც უყურებენ საკუთარ პაიკთა ჯაჭვს f7-d5,
გადაწყვეტენ გაცვალონ ცუდი კუ c8, კარგ თეთრ კუში f1-ში
შემდეგი კომბინაციის გამოყენებით, 5...Ba6 6. Bxa6 Nxa6
7. 0-0 e7 8. Qe2 Nb8

68
8…Nb8 სვლის შემდეგ, თეთრები საკუთარი პაიკთა ჯაჭვის b2-e5
შემხედვარე, გადაწყვეტენ უპასუხონ იგივეთი და გაცვალონ
საკუთარი ცუდი კუ c1-ი, შავ კარგ კუში f8-ში შემდეგი
კომბინაციის გამოყენებით, 9. b3 Nf5 10. Ba3 Bxa3 11. Nxa3 და
პოზიცია გათანაბრებულია.
მოიცილეთ ყველაფერი რაც არაეფექტურია და მიაღწიეთ
მაქსიმალურ ეფექტურობას ნებისმიერი საშუალებით.

87) გაცვალეთ საკუთარი პასიური ფიგურები მოწინააღმდეგის


აქტიურ ფიგურებში.
ეს არის ოთხმოცდამეექვსე პრინციპის გაფართოვებული
ვარიანტი. პასიური ფიგურები არ არიან ისეთი ძლიერები,
როგორც აქტიური ფიგურებია. ამიტომ, თუ თქვენი კუ არ არის
აქტიური, ხოლო მოწინააღმდეგის კუ გიქმნით ბევრ პრობლემას,
მიაღწიეთ მათ გაცვლას. იგივე პრინციპი გამოიყენება სხვა
ფიგურებთან მიმართებაში.
თუ თქვენ მოგეცემათ შანსი გაცვალოთ თქვენი ძველი

69
ავტომობილი, ახალ ავტომობილში, თქვენ სიამოვნებით
გამოიყენებთ ამ შესაძლებლობას. ცხოვრებაში მსგავსი
შემთხვევები იშვიათად ხდება, მაგრამ როდესაც ხდება, თქვენ
უნდა იცოდეთ შესაძლებლობის ამოცნობა და მისი
მაქსიმალურად თქვენს სასარგებლოდ გამოყენება.
ჩვეულებისამებრ როცა მოგება ძალიან დიდია მიუთითებს იმაზე,
რომ ვიღაცას თქვენი გაცურება უნდა. თუმცა ჭადრაკში მსგავსი
შემთხვევები, არც ისეთი იშვიათია. ნებისმიერ შემთხვევაში,
ყოველთვის ეცადეთ მიიღოთ გარიგებიდან მაქსიმალური
სარგებელი.

88) გაცვალეთ მოწინააღმდეგის შემტევი ფიგურები იმ მიზნით,


რომ შეასუსტოთ შეტევა.
ეს არის უბრალოდ საღი აზრი. თუ მოწინააღმდეგეს აღარ
ეყოლება ფიგურები, ის ვეღარ შეძლებს შეტევას. რა თქმა უნდა,
უნდა იყოთ ყურადღებით, რომ გაცვლის დროს არ დაზარალდეთ
და არ გაცვალოთ მძიმე ფიგურები, მსუბუქებში.
თუ მოახერხებთ და გამოაცლით მოწინააღმდეგეს ხელიდან მის
მთავარ იარაღს, თქვენ მოგეცემათ კარგი შანსი გამოხვიდეთ
დაპირისპირებიდან გამარჯვებული.

89) გაცვალეთ ფიგურები, გასაკუთრებით მძიმე ფიგურები მაშინ,


როცა თქვენი პაიკთა სტრუქტურა მეტად ჯამრთელია, ვიდრე
მოწინააღმდეგის.
პრინციპის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ფიგურათა
გაქრობასთან ერთად იმატებს პაიკთა სტრუქტურის მნიშვნელობა.
ენდშპილში ცუდი პაიკები მძიმე ტვირთია მაშინ, როდესაც კარგი

70
პაიკები გამოავლენენ საკუთარ თავს საუკეთესო კუთხით.
კარგ პრაქტიკად გვევლინება, პოზიციების ვიზუალიზაცია
ფიგურების გარეშე, ყოველ ჯერზე როცა გეძლევათ მსგავსი
შესაძლებლობა. ამ გზით თქვენ შეძლებთ გაიგოთ თუ როდის
შეუტიოთ, დაიცვათ თავი, თუ გაცვალოთ რაც შეიძლება მეტი
ფიგურა იმისთვის, რომ დააჩქაროთ თქვენთვის მომგებიანი
ენდშპილი.
ყოველთვის გახსოვდეთ საბოლოო მიზანი მიუხედავად იმისა,
როგორი ჩახლართულიც არ უნდა იყოს მდგომარეობა, მოცემულ
მომენტში.

90) გაცვალეთ მოწინააღმდეგის ბლოკერი ფიგურები და ამით


უზრუნველყავით გამსვლელი პაიკების წინსვლა.
რამდენადაც გამსვლელი პაიკები ისწრაფვიან წინ, მათ
ჭირდებათ დახმარება და გზის გაწმენდა, რათა მიაღწიონ
საკუთარ მიზანს. სწორედ ამიტომ ცდილობს მოწინააღმდეგე მათ
ბლოკირებას, ხოლო თქვენ უნდა ეცადოთ ამ ბლოკატორის
განეიტრალებას და ამის ყველაზე ეფექტური გზა, მსგავსი მიზნის
მისაღწევად, არის ბლოკერი ფიგურების გაცვლა.
იმისთვის რომ განაგრძო გზა წარმატებისკენ, აუცილებელია
მოიცილო არსებული დაბრკოლება.

91) გაცვალეთ მოწინააღმდეგის მცველი ფიგურები და


გაათავისუფლეთ სივრცე იმისთვის, რომ მოახდინოთ დარჩენილი
ფიგურების ინფილტრაცია მოწინააღმდეგის ბანაკში.
ეს პრინციპი თითქოს ეწინააღმდეგება ოთხმოცდამერვე
პრინციპს, მაგრამ ისინი გამოიყენება სხვადასხვა პოზიციებში.

71
თავდამსხმელს ჭირდება გზა იმისთვის, რომ შეიჭრას
მოწინააღმდეგის რიგებში და ფიგურების გაცვლა ხშირად
საუკეთესო ვარიანტია ამისთვის. რა თქმა უნდა გადამწყვეტია
ცოდნა, თუ რომელი ფიგურების გაცვლა უნდა მოხდეს იმისთვის,
რომ დარჩენილებს ეყოთ ძალა საქმის ბოლომდე მისაყვანად.

შავებს არ ყოფით პაიკი და ისინი მალევე დაკარგავენ კიდევ


ერთს. თუმცა რამოდენიმე შავი ფიგურა არის ახლოს თეთრ
მეფესთან, რომელსაც ყავს ცოტა მცველი.
1...Ne5 2.Nxe5 Bxe5 3.Rxa6 Bxe4 4.Bxe4 Qh3 5.Bg3 Nxg3 6.hxg3 Bd4.
შეტევის მოგერიება შეუძლებელია.
გონიერი ადამიანი გამოთვლის წარმატებისკენ მიმავალ გზას და
არ დაზოგავს საშუალებებს მის მისაღწევად.

72
თავი მეცხრამეტე
დაგეგმვა

„ნუ მოძებნით სვლას, ნურც საუკეთესო სვლას,


ეძებეთ რეალური და კარგი გეგმა“.

„მეთოდური აზროვნება მეტად სასარგებლოა ჭადრაკში,


ვიდრე შთაგონება“.

„ის, ვინც შამათის გარდა არაფრისკენ არ ისწრაფვის


ჭადრაკში, ვერასოდეს გახდება კარგი მოჭადრაკე“.

მომავლის წინასწარმეტყველება - არის რთული საქმე,


განსაკუთრებით მაშინ თუ თქვენი მოწინააღმდეგე ისახავს სხვა
გეგმებს. პირველი - საუკეთესო შესაძლებლობა გეგმის
ძებნისთვის, არის პოზიციის ვიზუალიზაცია ფიგურების გარეშე.
მეორე - საბოლოო მიზნის გონებაში წარმოდგენა და გზის ძიება
მის მისაღწევად. ვიზუალიზაციის გავარჯიშება, არის კარგი
საფუძველი გეგმების ფორმულირებისთვის და მათი ზუსტი
შესრულებისთვის.

92) ცუდი გეგმა უკეთესია, ვიდრე არანაირი.


თითქმის ყველაზე ცუდი რაც შეიძლება დაგემართოთ თამაშის
დროს, არის თამაში გეგმის გარეშე. თქვენი სვლები უნდა იყვნენ
კავშირში ერთმანეთთან და უნდა შეესაბამებოდნენ პოზიციის
მოთხოვნებს.
გეგმა გულისხმობს, რომ იქნება გადადგმული ნაბიჯები,
გარკვეული მიზნის მისაღწევად. ეს მიზანი კი თავის მხრივ

73
გვევლინება ქვემიზნად იმ დიდი მიზნისა, რომელსაც გამარჯვება
ეწოდება (ან ფრე). საერთო სტრატეგია ძალიან მნიშვნელოვანია,
მაგრამ მისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მცირე,
მოკლევადიანი გეგმების განხორციელებით. მაგ: აიღოთ
კონტროლი რაც შეიძლება მეტ ველზე, დაარღვიოთ
მოწინააღმდეგის ფიგურების ან პაიკების კორდინაცია, შეიყვანო
რაც შეიძლება მეტი ფიგურა თამაშში, დაიპყროთ ცენტრი და ა.შ.
ეს არის ჩამონათვალი იმისა, თუ რისი მიღწევა შეიძლება
რამოდენიმე სვლიანი კომბინაციის მეშვეობით.
ყოველი სვლით ან სვლათა ჯაჭვის წყალობით, ეცადეთ
მიაღწიოთ რაიმეს კონკრეტულს და ეს აუცილებლად გააკეთეთ
შეთანხმებულად. არ ეცადოთ სხვადასხვა მიზნის მიღწევას ყოველ
მომდევნო სვლაზე, თორემ თქვენი თამაში სწრაფად დაირღვევა.
არც თუ ისე ბევრის მიღწევაა შესაძლებელი საერთო გეგმის და
ურთიერთ კავშირში მყოფი, ამ მიზნისკენ მიმავალი ნაბიჯების
გარეშე. პროექტი, რომელიც ხორციელდება შუალედური
გეგმებით, მოიტანს ბევრად უკეთესს შედეგს, ვიდრე პროექტი -
რომელსაც საერთოდ არ გააჩნია არანაირი გეგმა.

93) კარგი გეგმა შედგება რამოდენიმე მცირე გეგმისგან.


რა თქმა უნდა თქვენი გეგმა მდრომარეობს შემდეგში, უთხრათ
შამათი მოწინააღმდეგის მეფეს ან დაიცვათ საკუთარი მონარქი
შამათისგან, მაგრამ ეს ძალიან ფართო გეგმაა პარტიის
დასაწყისისთვის. თქვენ უნდა დაშალოთ ეს გეგმა მცირე
ნაწილებად. პირველ რიგში, დებიუტში უნდა ეცადოთ მიიღოთ
უპირატესობა, უკიდურეს შემთხვევაში კი, არ მოაპოვებინოთ
მოწინააღმდეგეს უპირატესობა. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა

74
განსაზღვროთ კონკრეტული პოზიციის განსაკუთრებულობა და
კონცენტრაცია გააკეთოთ მოცემულობაზე. პარტიის რომელ
სტადიაზე შეხვდებით სერიოზულ წინააღმდეგობას,
მოწინააღმდეგის გეგმის მიხედვით. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ
მოგიწევთ ამ წინააღმდეგობის გადალახვა ერთის მხრივ და
მეორეს მხრივ საკუთარი გეგმების განხორციელება. ერთი
შეხედვით ძალიან მარტივია.
იდეა, სინამდვილეში ძალიან მარტივია, თუმცა შესრულება
მუდმივად ცვალებადი გეგმების და სიტუაციის კონტროლს ქვეშ
შენარჩუნება, არის ძალიან რთული ამოცანა.
დიადი ამოცანის შესრულება, ხდება შესაძლებელი მხოლოდ
იმის შემდეგ, რაც მოხდება მისი დანაწევრება რამოდენიმე მცირე
ამოცანებად, რომლებიც არიან კავშირი ერთმანეთთან და
ემსახურებიან ერთ მიზანს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,
მოგზაურობა ათას კილომეტრზე, შედგება ათასი
მოგზაურობისგან თითო კილომეტრზე.

94) პოზიციებში როდესაც იზოლირებულია “d” პაიკი, გეგმა


მკაფიოდ არის გამოკვეთილი.
არსებობს უამრავი დებიუტი, რომლებიც ახდენენ “d” პაიკის
იზოლირებას. ზოგიერთ მათგანში ხდება თეთრი პაიკის
იზოლაცია, ზოგიერთში კი - შავის. მსგავსი პოზიციები ძალიან
პოპულარულია და ერთერთი მიზეზი ამისა სავარაუდოდ არის ის,
რომ მსგავს პოზიციებში მოწინააღმდეგეთა გეგმები არის ნათელი.

75
ზემოთ მოცემულ პოზიციაში იზოლიებულია თეთრების პაიკი
“d”. ეს ერთის მხრივ სისუსტეა, პაიკი რომელსაც არ შეუძლია
იქონიოს თანამოძმის იმედი, ხოლო მეორეს მხრივ - ძალა (პაიკი
ცენტრში, რომელიც აკონტროლებს მნიშვნელოვან ველებს).
თეთრების გეგმა არის შემდეგი - მოახდინონ განვითარება
საკუთარი ფიგურების კარგ, აგრესიულ ველებზე, დაეყრდნონ
სივრცეში მიღწეულ უპირატესობას და საკუთარი ძალების ძლიერ
მობილურობას. სავარაუდოდ ისინი წინ წავლენ პაიკით, თუ
მიეცემათ ამის საშუალება, ან გათავისუფლდებიან მისგან და
მოიპოვებენ კიდევ მეტ სივრცით უპირატესობას და
მობილურობას.
შავები თავის მხრივ ეცდებიან დაბლოკონ პაიკი იმისთვის, რომ
საშუალება არ მიცენ მოწინააღმდეგეს, გამოიჩინოს
გადაჭარბებული აქტიურობა. ისინი ეცდებიან დააყენონ მხედარი
d5-ზე და ამით თავი დაიცვან შესაძლო შეტევებისგან. თუ შავები
მოახერხებენ შეტევის მოგერიებას და გაცვლიან რამოდენიმე

76
ფიგურას, ისინი მიიღებენ მათთვის მომგებიან ენდშპილს.
თეთრები ჩვეულებისამბრ იწყებენ 1. a3, მანევრის თავიდან
ასაცილებლად Nb4-d5. ამ შემთხვევაში შავებს უჭირთ საკუთარი
გეგმის განხორციელება.
უმეტეს შემთხვევებში გეგმები არ არის ასეთი თვალნათელი.
მიუხედავად ამისა, თქვენ მოიქცევით სწორად თუ გეგმის
დასახვამდე შეაფასებთ მოცემულ პაიკთა სტრუქტურას.
გაერკვიეთ თუ რა ხდება სინამდვილეში მანამ, სანამ დასახავთ
გეგმას. შექმენით საკუთარი გეგმა სიტუაციიდან გამომდინარე.

95) გეგმა უნდა იყოს მოქნილი.


მზად იყავით ნებისმიერი წინააღმდეგობისთვის, რომელიც
შეიძლება წარმოიშვას თქვენს გზაზე. მოწინააღმდეგე ყოველთვის
ეცდება ხელი შეუშალოს თქვენს გეგმებს. ეს კი ნიშნავს, რომ
მხოლოდ მოქნილ გეგმას აქვს შანსი იქნას რეალიზებული.
ცენტრალიზებული, მობილური, კარგად განვითარებული
ფიგურები, ამასთანავე ჯამრთელი პაიკთა სტრუქტურა, იძლევა
წარმატების მიღწევის საშუალებას.
რაც მეტი არჩევანის საშუალბა გაქვთ, მით მეტად სავარაუდოა,
რომ გააკეთებთ სწორ არჩევანს.

96) სხვადასხვა მხარეს როქირების შემთხვევაში შეუტიეთ იქ,


საითაც არის მიმართული თქვენი პაიკთა ჯაჭვი.
ეს კარგი წესია, რომელიც არ არის დამოკიდებული თქვენი მეფის
მდებარეობაზე. როცა ცენტრი დახურულია, თავდასხმაში უნდა
გამოიყენოთ - საკუთარი პოზიციის ძლიერი მხარეები და

77
მოწინააღმდეგის სუსტი მხარეები.

თეთრებმა უნდა ცადონ და დაურღვიონ საფუძველი, შავების


პაიკთა ჯაჭვს, ანუ უნდა აიღონ პაიკი c7-ზე. შეტევას სამეფო
ფლანგზე პერსპეტივა არ გააჩნია. უმჯობესია თამაშის განვრცობა
შემდეგი მიმართულებით: 1. c5 b4 2. c6 bxc3 3. Qxc3 Nxc6 4. dxc6
Be6, ვიდრე 1. h4 იმ იდეით, რომ 2. h5 და 3. hxg6 fxg6, და საქმე
დასრულდება მხოლოდ “f” ხაზის გახსნით შავი ეტლისთვის,
საიდანაც ის შეძლებს თავდასხმას f3 პაიკზე, თეთრების პაიკთა
ჯაჭვის საფუძველზე.
იქონიეთ გონებაში სრული სურათი, როდესაც გადაწყვეტთ
ინიციატივის გამოჩენას. უმეტესად მომგებიანია წახვიდე გზით,
სადაც შეძლებ გამოიყენო საკუთარი ძლიერი მხარეები, ვიდრე
ეცადო მიაყენო გამაოგნებელი დარტყმა იქ, სადაც მიიღებ პასუხს.

78
თავი მეოცე
დებიუტები

ხანდახან პარტია იწყება ენერგიულად, ხანდახან დუნედ.


რამდენად კარგად იცნობთ დებიუტებს?

97) „დებიუტის ერთადერთი ამოცანა არის, რომ მიიღოთ კარგი


სათამაშო მიდლშპილი“.
ჭადრაკის დიდოსტატი - ლაიოშ პორტიში

ეს რჩევა წინააღმდეგობაში მოდის ერთხმად აღიარებულ


დებიუტების მაქსიმასთან, რომლის თანახმადაც თეთრებმა უნდა
ეცადონ და გამოვიდნენ დებიუტიდან უპირატესობით, შავები კი
ძალთა ბალანსის აღდგენით. ამ თეორიის ნაკლი არის ის, რომ
უპირატესობის მიღებისთვის თამაშის დროს, თეთრებმა უნდა
იცოდნენ ზღვა შესაძლო ვარიანტები. მოყვარული მოთამაშისთვის
უმჯობესია მცდელობა, მიიღოს კარგი სათამაშო პოზიცია და
ეცადოს შექმნას მისთვის ნაცნობი მდგომარეობა.
კარგი შესაძლებლობა მიიღო სათამაშო პოზიცია, არის არც თუ
ისე პოპულარული, მაგრამ ჯამრთელი საკუთარ ფუძეში სქემები.
ამის ღირსეული მაგალითია - ესპანური პარტიის გაცვლითი
ვარიანტი: 1. e4 e5 2. Nf3 Nc6 3. Bb5 a6 4. Bxc6, ან ძველი ინდური
დასაწყისი 1. Nf3, 2. g3, 3. Bg2, 4. 0-0. შავებისთვის კი შეიძლება
ვცადოთ სკანდინაიური დაცვა: 1. e4 d5 2. exd5 Qxd5 3. Nc3 Qa5, ან
ლაზიერის გამბიტი 1. d4 d5 2. c4 dxc4.
როდესაც ირჩევთ ზემოთ მოცემულ დებიუტებს, თქვენ არ
ცდილობთ მოწინააღმდეგის ნოკაუტირებას. თქვენ უბრალოდ
ცდილობთ არ მოკვდეთ დებიუტშივე და მიიღოთ მიდლშპილში
79
ნაცნობი პოზიცია.
ნუ ეცდებით მიიღოთ ყველაფერი ერთად. ამბიცია - კარგია,
მაგრამ აუცილებელია, რომ ის ემყარებოდეს რაიმეს. ზედმეტი
ამბიციურობა - პირდაპირი გზაა მარცხისკენ. ეცადეთ უბრალოდ
კარგად დაიწყოთ დღე, ხოლო მისი უკეთესობისკენ წარმართვა
ეცადეთ ეტაპობრივად. მანამ გადმოალაგებდეთ კოზირებს,
მოამზადეთ საფუძველი ამისთვის.

98) „თუ თქვენ დაგიჭირეს თქვენთვის უცნობ ვარიანტში,


გააკეთეთ ჯამრთელი, განვითარებადი სვლები“.
ჭადრაკის დიდოსტატი - ბენტ ლარსენი.
ეს შესანიშნავი რჩევა არის იმ ადამიანისგან, ვინც იცის თუ რაზე
საუბრობს (ლარსენი იყო ცნობილი საკუთარი ექსპერიმენტებით
დებიუტში). გაბედული თამაშით, ფიგურების მსხვერპლად
შეწირვით, ცბიერი მანევრებით და პაიკებით ზედმეტი სვლებით,
რომლებიც დაუშვებელია თუ ღრმად არ ხართ გარკვეული
დეტალებში. ამიტომ უმჯობესია გამოიყენოთ ჩვეული და
აპრობირებული ცენტრალური განვითარების მეთოდები.
გზები, რომლებიც გამოცდილნი არიან დროის მიერ, არის
საიმედო და მართალი. მიყევით მას, თუ არ გაქვთ კარგი მიზეზი
იმისთვის, რომ გადაუხვიო ამ გზიდან.

99) ღია თამაშებში განავითარეთ ფიგურები და შეაფარეთ მეფე


უსაფრთხო ადგილში და თან ეს უნდა გაკეთდეს, რაც შეიძლება
სწრაფად.
ამ პრინციპის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან თუ
ღია თამაშში თქვენ არ განავითარებთ ფიგურებს და დატოვბთ
მეფეს ცენტრში, ძალიან ინანებთ ამას მომავლში.
80
ჩამორჩენამ შესაძლოა კატასტროფამდე მიგიყვანოთ
განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს მკაფიო დროის ზღვარი. არ
დაუშვათ, რომ ეს თქვენ დაგემართოთ.

100) ლაზიერის პაიკის დებიუტებში, ხელი არ შეუშალოთ „c“


პაიკს.
პრინციპი გამომდინარეობს იქედან, რომ „c“ პაიკს შეუძლია
დახმარება როგორც თავდასხმაში, ასევე მნიშვნელოვანი
ცენტრალური ველების დაცვაში. გარდა ამისა, იგივე პაიკის
წინსვლა აფართოვებს ლაზიერის მოქმედების არეალს.
იგივეს მტკიცება სამეფო პაიკის დებიუტში (საუბარია „f“ პაიკზე),
არ არის სწორი. ამ პაიკის წინსვლა გააშიშვლებს მისი
უდიდებულესობის პოზიციას. ამის გაკეთება არავითარ
შემთხვევაში არ შეიძლება.
ყურადღება წვრილმანი დეტალების მიმართ, არც თუ ისე
იშვიათად აცალკევებს წარმატებას, წარუმატებლობისგან.

101) შავებით - ითამაშეთ გათანაბრებაზე.


სანამ არ მიაღწევთ თანაბარ მდგომარეობას, არ იფიქრო
უპირატესობაზე. ძალიან ხშირად მოჭადრაკეები შავებით თამაშის
დროს, ავლენენ მოუთმენლობას და იბრძვიან ინიციატივის ხელში
ჩაგდებისთვის ისე, რომ პოზიცია არ არის გათანაბრებული. ამის
ნათელი მაგალითებია ლათინური გამბიტი 1. e4 e5 2. Nf3 f5 და
ალბინის კონტრგამბიტი 1. d4 d5 2. c4 e5.
ბევრად უმჯობესია გააკეთოთ განვითარებადი სვლები, ცენტრში
თანასწორობის აღსადგენად.
როდესაც დასაწყისიდანვე გიწევთ თამაში მეორე ნომრად,

81
თავიდან უმჯობესია გაათანაბრო მდგომარეობა და მხოლოდ ამის
შემდეგ ეცადო უპირატესობის მოპოვებას.

თავი ოცდამეერთე
მიდლშპილი

„ენდშპილზე ადრე ღმერთებმა შექმნეს მიდლშპილი“.


ზიგბერტ ტარაში

მას შემდეგ რაც ფიგურები შევიდნენ თამაშში და მეფეს უპოვეს


უსაფრთხო თავშესაფარი, თამაში გადადის მეორე ფაზაში
რომელსაც ეწოდება მიდლშპილი.

102) მიდლშპილში გადასვლა ხშირად ითხოვს ღრმა ანალიზს.


გარდამავალი ფაზები ყოველთვის რთულია, რადგან არსებობს
უამრავი ალტერნატიული ვარიანტები და მათ შორის არჩეული
განსაზღვრავს თამაშის ხასიათს სამომავლოდ. მნიშვნელოვანი
აზრი რომელიც არის ჩადებული ამ პრინციპში არის ის, რომ უნდა
შეგვეძლოს მსგავსი ფაზების ამოცნობა მათი წარმოქმნისთანავე,
დავუთმოთ მათ გაანალიზებას და გეგმის დასახვას საკმარისი
დრო. ავირჩიოთ საუკეთესო ვარიანტი და მივყვეთ მას.

82
ამ სურათზე თეთრებმა მიიღეს ძველი ინდურ დაცვაში
სივრცითი უპირატესობა, მაგრამ მათ უნდა იჩქარონ და
მოიფიქრონ რაიმე აგრესიული შეტევა. წინააღმდეგ შემთხვევაში,
შავები უკვე მზად არიან გაანადგურონ ლაზიერის ფლანგი,
შემდეგი ხერხით: 1… b5 2. Nd2 b4. თეთრების ფიგურათა
უმრავლესობა არის განლაგებული ლაზიერის ფლანგზე და მათ
აქვთ საფუძველიანი იმედი იმისა, რომ ეცადონ უპირატესობის
მოპოვებას სწორედ აქ.
თეთრებმა გადაწყვიტეს გააძევონ შავების მხედარი c5-დან და
ამის ხარჯზე გადაისროლონ საკუთარი მხედარი b6-ზე. ისინი
იყენებენ პაიკს ამ გეგმის განსახორციელებლად. ასეთი
გადაწყვეტილების პლიუსი იმაშიც მდგომარეობს, რომ პაიკები
გახსნის ველს ეტლისთვის. თამაში გაგრძელდა შემდეგი
მიმართულებით: 1. b4 axb3 2. axb3 b5 3. Nb6. ტაქტიკა სტრატეგიის
სამსახურში. 3...Qxb6 4. b4 Qa6 5. bxc5 dxc5 6. Nxb5 Nd6 7. Nc3 Qxe2
8. Nxe2 c4 9. Nc3.

83
მიდლშპილში გადასვლა დასრულებულია. თეთრებმა
შეინარჩუნეს ცენრტში სივრცითი უპირატესობა და
აკონტროლებენ ღია ველს ლაზიერის ფლანგზე, კარგად
განლაგებული ფიგურების წყალობით.
ჭადრაკი ისვე როგორც ცხოვრება, იღებს სათავეს დასაწყისში და
მიედინება თავისი დასასრულისაკენ, ჩვენი ერთადერთი
მოვალეობა არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ამ დინებას, თავის
დროზე ამოვიცნოთ გარდამავალი ფაზები და ვიმოქმედოთ
სიტუაციებიდან გამომდინარე.

103) შეაფასეთ პაიკთა სტრუქტურა იმისთვის, რომ შეიმუშავო


გეგმა.
ამ პრინციპის გათვალისწინება აუცილებელია იმიტომ, რომ
პაიკები უკან ვერ დადიან. სწორედ ამიტომ ისინი როგორც წესი,
დიდი ხანი რჩებიან ერთ ადგილზე. ხოლო როდესაც ისინი
მოძრაობენ მათ უკან რჩება სუსტი ადგილები.
გეგმის განსაზღვრის დროს, ყურადღება მიაქციეთ პაიკთა
84
სტრუქტურის ხარისხს. ეს არის გადამწყვეტი მომენტი გეგმის
წარმატებისთვის.
გეგმის დასახვის დროს, ნაკლებად მოძრავი მიზნების (ან
საერთოდ უძრავი) გათვალისწინებით, თქვენ მიიღებთ გეგმას,
რომელსაც ექნება რეალიზაციის მაქსიმალური შანსი.

104) დარწმუნდით, რომ ყოველი თქვენი ფიგურა არის დაცული.


თუ თქვენი ერთი ან მეტი ფიგურა დარჩა დაუცველი, შესაძლოა
თქვენ გელოდებოდეთ ტაქტიკური სიურპრიზი. თუ ყველა
თქვენი ფიგურა დაცულია, მაშინ არაფერი საშიში არ არის.

შავები ხედავენ, რომ მათი პაიკი „c“ არის დარტყმის ქვეშ, ეტლის
და კუს მხრიდან. მათ შეუძლიათ გაცვალონ ის თეთრების პაიკ
„b-ში“, შემდეგი კომბინაციის მეშვეობით: 1...Bxb2 2.Rxc5, მაგრამ
ასეთ შემთხვევაში მათი კუ დარჩება დაუცველი, ხოლო ლაზიერი
მოექცევა დარტყმის ქვეშ. მეორე შესაძლებლობა - დაიბლოკოს
კუს დიაგონალი შემდეგი სვლით: 1… Nd4.
ის რაც მათ არ უნდა გააკეთონ, არის ერთი შეხედვით უცოდველი
85
დაცვა 1…b6, რადგან ამ შემთხვევაში მხედარი და ეტლი დადგება
საფრთხის წინ და შესაძლებელია ტაქტიკური დარტყმა 2. Ng5 Bd7
3. Bf3 Qh6 4. Ne6 და თეთრები რჩებიან უკეთესი ხარისხით.
თუ თქვენ არ გინდათ, რომ მოწინააღმდეგემ გამოიყენოს თქვენი
სისუსტეები, მოიცილეთ ისინი.

105) ითამაშეთ წვრილმანი უპირატესობების შესაგროვებლად, თუ


არ არის კომბინაციის ჩატარების შესაძლებლობა.
ეს არის სხვა მიმართულება, რომელიც ეყრდნობა საღ აზრს და
გიჩვენებთ თუ როგორ უნდა მოიგოთ პარტია მაშინ, როცა
პოზიცია ჯერ კიდევ არ არის მომგებიანი. უნდა ვიყოთ
გულახდილები და ვაღიაროთ, რომ ჭადრაკში უმეტესად საქმე
მიდის ზემოთ აღნიშნული გზით.
როგორც წესი არ ღირს სიჩქარე, როცა საუბარია პარტიის
მოგებაზე. ჩვეულებისამებრ უპირატესობის დაგროვება ხდება
მაშინ, როცა მოთამაშე არ უშვებს კონტრშეტევის
განხორციელებას, მოწინააღმდეგის მხრიდან. ასეთ დროს კი
აუცილებელია ყურადღების მაქსიმალური კონცენტრაცია.
შესაბამისად ჩვენ ვღებულობთ შედეგად მდგომარეობას, სადაც
ერთდროულად ვიმყოფებით მაქსიმალური ყურდღების და
სიმშვიდის (აუჩქარებლობის) მდგომარეობაში.
არ მოდუნდეთ არცერთი წამით.
მიზანმიმართულობა - წარმატების საკვანძო კომპონენტია.

86
თავი ოცდამეორე
ენდშპილი

„პაიკთა ენდშპილი ჭადრაკში არის იგივე რაც,


ბურთის გაგორება ხვრელისკენ გოლფში“.

ენდშპილი არ ნიშნავს პარტიის დასრულებას. ეს არის პარტიის


ნაწილი, როდესაც დაფაზე რჩება ცოტა ფიგურა და საგრძნობლად
იზრდება მეფის და პაიკების როლი, თამაშის წინა სტადიებთან
შედარებით.

106) მეფე - ძლიერი ფიგურაა, გამოყენეთ ის!


როდესაც აღარ არსებობს სწრაფი შამათის მიღების საშიშროება,
რომელიც არსებობს დებიუტში და მიდლშპილში, თქვენ უნდა
გამოიყენოთ ყოველი უმნიშვნელო რესურსი, რომელიც დარჩა
თქვენს განკარგულებაში, მათ შორის მეფეც უნდა ჩაერთოს
აქტიურ მოქმედებაში.
ესროლეთ მოწინააღმდეგეს ყველაფერი რაც ხელში მოგყვებათ.
არ არსებობს თავის შეკავების მიზეზი მაშინ, როცა არ არსებობს
საშიშროება.

107) უმტესად ენდშპილის მიზანს წარმოადგენს, პაიკის


ლაზიერად გაყვანა.
შამათი - არის საბოლოო მიზანი ჭადრაკში. თუმცა პარტიის
ბოლო სტადიაზე, როდესაც ფიგურათა უმრავლესობა დაფაზე
აღარ არის, შამათის თქმა რთულია. სწორედ ამ დროს დგება
აუცილებლობა პაიკების წინსვლისთვის იმიტომ, რომ მოახდინონ
გარდაქმნა. თამაშის დასასრულს ზედმეტი ლაზიერი იძლევა
87
მარტივი შამათის შესაძლებლობას.
დაქირავებულ თანამშრომელთა უმეტესობა ისწრაფვის წინ,
უკეთესი თანამდებობისკენ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა
მივაღწიოთ უკეთეს მდგომარეობას, როგორც სამსახურში ასევე
ცხოვრებაში. ჩაებღაუჭეთ ნებისმიერ შესაძლებლობას იმისთვის,
რომ გადადგათ კიდევ ერთი ნაბიჯი ზემოთ, კიბეზე.

108) გამოიყენეთ ცუნგცვანგი, სამკუთხედის წესი და ველთა


თანაფარდობა ენდშპილში.
ძლიერი მოჭადრაკეები ყოველთვის მზად არიან გამოიყენონ
ზემოთ ჩამოთვლილი ილეთები ენდშპილში. ცუნგცვანგი - არის
სვლისგან თავშეკავება, სამკუთხედის წესი - არის შესაძლებლობა
ჩააყენო მოწინააღმდეგე ცუნგცვანგის მდგომარეობაში, ხოლო
ველთა თანაფარდობა მნიშვნელოვანია სამკუთხედის წესის
გამოყენების დროს.

88
ზემოთ მოცემულ სურათში თანაფარდობის ველები, არის e3 და
e5. ყოველ ჯერზე, როდესაც თეთრი მონარქი ხვდება ველზე e3-ი,
შავები უნდა იყვნენ მზად გადაიყვანონ საკუთარი მეფე ველზე
e5-ი, რათა დაიცვან პაიკი e4-ზე. იმდენად რამდენადაც
პირდაპირი გადასვლა 1. Ke3 ხვდება წინააღმდეგობას 1. Ke5-ზე,
თეთრები გამოიყენებენ სამკუთხა მანევრს და გადაადგილდებიან
ველებზე e2-d2-e3;
1. Kd2 Ke5 2. Ke3. შავები იძულებულნი არიან გზა დაუთმონ;
ისინი იმყოფებიან ცინგცვანგში.
გამოიყენეთ ყოველი არსებული ინსტრუმენტი. თუნდაც ისინი
რომლებსაც იშვიათად იყენებდით, სპეციალიზირებული ცოდნა
ხანდახან შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს. მუდმივად უნდა
გახსოვდეთ საბაზისო ცოდნა, თუნდაც ისინი იყვნენ ზედმეტად
ეზოთერიკულნი.

109) გაცუდებული პაიკთა უმრავლესობით, რთულია შექმნა


გამსვლელი პაიკი.
საქმე იმაში არის, რომ პაიკი კანდიდატი აღარ დგას ღია ველზე,
სადაც მისი ყოფნა აუცილებელია, აქ მას ელოდა გარდაქმნა.
ესპანური პარტიის ღია ვარიანტის საფუძველში დევს იდეა,
გაცუდებულ პაიკთა უმრავლესობის ლაზიერის ფლანგზე.
ჰანდიკაპის ლიკვიდაცია რთულია. არ მისცეთ ის
მოწინააღმდეგეს, თუ რათქმა უნდა ეს შესაძლებელია.

110) თუ მერყეობთ გააკეთეთ რაც გინდათ, მაგრამ ნუ გააკეთებთ


სვლებს პაიკებით.
ერთერთი გამოთქმა, რომელსაც ხშირად გაიგონებთ დამწყები

89
მოთამაშეებისგან, ასეთია: „თუ მერყეობ გააკეთე სვლა პაიკით“.
ეს არის ყველაზე უარესი რჩევა ჭადრაკში. ყოველ ჯერზე როდესაც
პაიკი აკეთებს სვლას, ის ტოვებს უკან ახალ სისუსტეებს. სწორედ
ამიტომ პაიკებით უნდა გაკეთდეს სვლა მხოლოდ მაშინ, როცა
ამისთვის არსებობს კარგი მიზეზი.

მეფეებით სვლები ინარჩუნებს წონასწორობას თამაშში. პაიკებით


სვლებს კი, მიყავს მარცხისკენ. მსგავსს სიტუაციებში ყოველთვის
უნდა გახსოვდეთ, რომ გაუაზრებელ და აჩქარებულ სვლებს
პაიკებით, ხშირად მივყავართ კატასტროფულ შედეგებამდე.
იყავით ზეყურადღებიანნი როდესაც ღებულობთ ისეთ
გადაწყვეტილებას, რომლის უკან დაბრუნებაც შეუძლებელი
იქნება.

90
ნაწილი მეორე
ადამიანური ასპექტი

„ქვეყანას არასდროს მოწყინდება გართობა, რომელიც არასოდეს


მეორდება. ჭადრაკი - არის თამაში, რომელიც დღემდე სავსეა
იგივე სიახლით და ისევე ხიბლავს ადამიანებს, როგორც
ხიბლავდა ისტორიის გარიჟრაჟზე“.
დანიელ ფისკე
„ჭადრაკი იმონებს თავის ოსტატებს და გარკვეულწილად
მონაწილებას ღებულობს მოთამაშის პირობნების ჩამოყალიბებაში,
სწორედ ამიტომ მისი გავლენით, შინაგანი სისუსტეების
აღმოფხვრა არის შესაძლებელი.
ალბერტ აინშტაინი

მეორე თავში განხილული იქნება პრინციპები რომლებითაც


უნდა იხელმძღვანელოს ადამიანმა, როგორც ცხოვრებაში ისევე
ჭადრაკის თამაშის დროს. ამ პრინციპების გამოყენება შეინიშნება
სხვა ინტელექტუალუს თამაშებში, მაგრამ ისინი
გასაკუთრებულად ვლინდება ჭადრაკში.

თავი ოცდამესამე
შეიცან თავი შენი

„ის, თუ როგორ თამაშობს ადამიანი ჭადრაკს,


სრულიად ახასიათებს მის ნატურას“.
სტენლი ელინი
„თუ თქვენ კეთილი ადამიანი ხართ,
ნუ ითამაშებთ ჭადრაკს“.
ფრანგული თქმულება
91
საკუთარი თავის ცოდნა გულისხმობს, საკუთარი სტილის და
გადახრების ცოდნას, ასევე ნებისყოფას, გამარჯვებისკენ
ლტოლვის სურვილის ძალას და დიდ შრომისუნარიანობას, ასვე
სხვა უამრავ კომპონენტს. თუ თქვენ არ გაქვთ მსგავსი თვისებები,
თქვენ თავად იქნებით საკუთარი თავის უპირველესი მტერი.
ძლიერი მოწინააღმდეგე შეაგროვებს თქვენზე საჭირო
იმფორმაციას (იმას რაც თქვენთვის არ არის ცნობილი) პარტიის
დროს. მაგალითად, თუ თქვენ არ მუშაობთ დებიუტზე და
ძირითადად ეყრდნობით ტაქტიკურ ილეთებს, მოწინააღმდეგე
ამას მალევე მიხვდება და შეგიყვანთ ისეთ პოზიციებში, სადაც
ტაქტიკა ვერ ხარობს. უმჯობესია თავს ძალა დაატანოთ და
ივარჯიშოთ მეტი იმისთვის, რომ მიიღოთ სიტუაციები,
რომლებიც თქვენთვის იქნება სასიამოვნო.
იმდენად რამდენადაც რჩევა კარგია, რითაც არ უნდა იყოთ
დაკავებულნი, რატომ არ უნდა დახარჯოთ ძალისხმევა და
ჭადრაკის მეშვეობით არ გაარკვიოთ, თუ ვინ ხართ
სინამდვილეში? დამიჯერეთ თქვენი ძალისხმევა წყალში არ
ჩაგეყრებათ.

111) სტილი შესაძლოა აღმოჩნდეს მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე


ძალა.
ეს გზავნილი შესაძლოა არ ჟღერდეს მართებულად ინტუიციურ
დონეზე, მაგრამ ის არის სიმართლე. აი თქვენ სცენარი, რომელიც
ნაცნობია ნებისმიერი მოჭადრაკითვის, განსაკუთრებით მათთვის
ვინც თამაშობს ერთი და იგივე პარტნიორთან: მოთამაშე A
რეგულარულად უგებს მოთამაშე B-ს, რომელიც რეგილარურად
უგებს მოთამაშე C-ს, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ
92
მუდმივად ამარცხებს მოთამაშე A-ს. თვალნათელია, რომ
უბრალოდ ძალით, მსგავსს შედეგებს ვერ ახსნი. თუმცა სტილს და
პიროვნულ თვისებებს შეუძლიათ ახსნან მსგავსი, სამკუთხა
კონსტრუქცია.
არსებობს მრავალი თამაშის სტილი, მაგ: აგრესიული - ამ
სტილით მოთამაშეს, არ შეუძლია ლოდინი. მშვიდი - ამ სტილით
მოთამაშე არის მოთმინებით სავსე და ჩასაფრებული ელოდება
მსხვერპლს, ურტყამს ზუსტად და გათვლილად. ეს არის მცირე
ჩამონათვალი იმისა, რაც სინამდვილეში შეიძლება შეგხვდეთ
ჭადრაკში. ყოველი მოთამაშის სტილს განსაზღვრავს,
კონკრეტული ადამიანის შინაგანი ბუნება.
მუდმივად გახსოვდეთ სტილი, როგორც თქვენი ასევე
მოწინააღმდეგის. სტილს შეუძლია ბევრი რამის თქმა ადამიანზე.

112) ეცადეთ მიიღოთ პოზიციები, რომლებშიც თავს გრძნობთ


კომფორტულად.
თუ თქვენ იცით როგორ სიტუაციებში გრძნობთ თავს
კომფორტულად, თქვენ შეძლებთ გადაწყვიტოთ,როგორი
პოზიციებია თქვენთვის მისაღები. სწორედ მათკენ უნდა
წაიყვანოთ თამაში და არავითარი აზრი არ აქვს ამ შემთხვევაში,
თუ რას ამბობს თეორია.
თუ თქვენ გიყვართ ღია პოზიციები, ითამაშეთ ლაზიერის
გამბიტი ან ესპანური პარტიის ღია ვარიანტი და თავი შორს
დაიჭირეთ ესპანური პარტიის დახურული ვარიანტისგან და
ძველი ინდური დაცვისგან. თუ გხიბლავთ მანევრები დახურულ
ველებში, პაიკთა ჯაჭვის უკან, სადაც სტრატეგია არის მეტად
მნიშვნელოვანი, ვიდრე ტაქტიკა. ითამაშეთ ფრანგული დაცვა ან

93
ნემცოვიჩის დაცვა და თავი შეიკავეთ გამბიტებისგან.
როდესაც თქვენ მოგწონთ ის რასაც აკეთებთ, თქვენა მას როგორც
წესი კარგად აკეთებთ.

113) უნდა იცოდეთ საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები.


თუ თქვენ არ შეგიძლიათ მომავლში გადახედვა სამი-ოთხი
სვლის მეტი, სისულელეა ოცსვლიანი კომბინაციის დაწყება,
უამრავი მსხვერპლით, რომლებიც უნდა დათვალოთ ზუსტად და
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, კომბინაცია მომგებიანია თუ
არა. უმჯობესია შემოიფარგლოთ რაიმე მეტად მოკრძალებულით.
ანალოგიურად თუ თქვენ გიჭირთ, გრძელი დებიუტების
დამახსოვრბა, უმჯობესი იქნება თქვენთვის თავი შორს
დაიჭიროთ მსგავსი დებიუტებისგან. უმჯობესია აკეთოთ
ჯამრთელი განვითარებადი სვლები და არ გახვიდეთ საკუთარი
შესაძლებლობების ზღვარს მიღმა.
სპორცმენები ხშირად ხმარობენ გამოთქმას „ითამაშე საკუთარი
ძალის ფარგლებში“. ეს პრინციპი ცხოვრებაშიც ამართლებს. ის
უბრალოდ აღნიშნავს იმას, რომ წინ უნდა დაისახო მიღწევადი
მიზნები.

114) უნდა იცოდეთ საკუთარი ძლიერი მხარეები.


თქვენ კარგად თამაშობთ თავდაცვას? (მსგავსი მოთამაშეები არ
არის ბევრი). თუ თქვენ ხართ ერთერთი გამონაკლისი, მაშინ
ითამაშეთ სოლიდური დებიუტები, რომლებშიც თქვენ მოგეცემათ
შანსი გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო მხარეები. კარგად
ითვლით გრძელ ვარიანტებს? მაშინ ეცადეთ თამაშის
გართულებას.

94
თქვენი უძლიერესი თვისება აუცილებელი არ არის იყოს ის,
რომელიც განიჭებთ სიამოვნებას თამაშის დროს. უძლიერესი არის
ის, რომელსაც მოაქვს საუკეთესო შედეგი.
ჩაებღაუჭეთ თქვენს ძლიერ მხარეებს და თქვენი შედეგები იქნება
იმდენად კარგი, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი.

115) შეარჩიეთ ისეთი თამაშები, რომლებიც თქვენთვის არის


ზედგამოჭრილი.
გხიბლავთ სწრაფი ჭადრაკი? მაშინ ითამაშეთ ტურნირები სადაც
დრო არის მაქსიმუმ ოცდათი წუთი. მაგრამ თუ სწრაფი ჭადრაკი
გძაბავთ, თავი შორს დაიჭირეთ მსგავსი თამაშებისგან.
თუ თქვენ მოგწონთ შექმნილ პოზიციებზე დიდი ხანი ფიქრი,
ვარიანტების ღრმად გამოთვლა და გრძელვადიანი გეგმების
შემუშავება. მაშინ უპირატესობა მიანიჭეთ ტურნირებს სადაც
დიდი დრო არის გამოყოფილი პარტიაზე.
თუ თქვენ თამაშობთ თქვენთვის კომფორტულ პირობებში,
თქვენ უკვე ხართ გამარჯვებული.

თავი ოცდამეოთხე
გაიცანი მოწინააღმდეგე

„მოჭადრაკის თავში ჩახედვა რომ იყოს შესაძლებელი,


ჩვენ ვიხილავდით იქ მთელ სამყაროს“.
ალფრედ ბენეტი
„ადამიანს, რომელსაც შეუძლია უკან წაიღოს სვლა,
შეუძლია დაგტოვოთ ჯიბეგაფხეკილი“.
ფენტონი

95
თქვენ არ თამაშობთ ჭადრაკს ვაკუმში. თქვენი მოწინააღმდეგე
ცდილობს თქვენი გეგმების დარღვევას. სპორტის ნებისმიერ
სახეობაში სასარგებლოა იცოდე, თუ რას წარმოადგენს თქვენი
მოწინააღმდეგე.

116) შექმენით პოზიციები, რომლებიც არ სიამოვნებს თქვენს


მოწინააღმდეგეს.
ამის მიღწევა გაგიადვილდებათ თუ იცნობთ მოწინააღმდეგეს.
მაგრამ რა უნდა გააკეთოთ თუ საერთოდ არ იცნობთ მას? ამ
შემთხვევაში გამოსავალი უნდა ეძებოთ სათამაშო სტილში და
ჟესტების ენაში.
როდესაც თქვენი მოწინააღმდეგე გრძნობს დისკომფორტს, თქვენ
გეძლევათ უპირატესობა. მსგავსი მიდგომის უდიდესი ოსტატი
იყო ემანუელ ლასკერი, მისმა მოწინააღმდეგეებმა არასოდეს
იცოდნენ რას მოიმოქმედებდა ის შემდეგ სვლაზე.
დეა თქვენი მოწინააღმდეგე დაიკარგოს ეჭვებში. სიურპრიზებს
ხშირად მოაქვთ კარგი შედეგები.

117) ნუ შეგეშინდებათ თუ თქვენს მოწინააღმდეგეს აქვს მაღალი


რეიტინგი, ან კარგი რეპუტაცია.
რეიტინგი და რეპუტაცია - ეს არის წარსულის გადმოძახილი.
როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს თქვენი მოწინააღმდეგე, მას
მოუწევს კარგად თამაში იმისთვის, რომ მიაღწიოს გამარჯვებას
თქვენთან. თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ
თქვენ მიუდგებით თამაშს შემდეგი აზრით - „გადმოალაგე ყველა
კოზირი მაესტრო“. თუ თქვენ თავს იგრძნობთ მორიდებულად
პარტიის წინ ნიშნავს, რომ უკვე დამარცხდით. საბოლოო ჯამში კი

96
მოწინააღმდეგე გაამყარებს თავის რეპუტაციას, თქვენ კი
გამოჩნდებით „ტრიაპკა“. ყოველთვის მიეცით უფლება ძლიერ
მოწინააღმდეგეს მოგცეთ კარგი, დასამახსოვრებელი გაკვეთილი
იმისა, თუ როგორ უნდა ითამაშოთ კარგად, ხოლო ამის გაკეთება
შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ აჩვენებთ თქვენს
საუკეთესო მხარეებს. ასეთ შემთხვევაში, თუნდაც დამარცხდეთ,
თქვენ მიიღებთ კომპენსაციას. გარდა ამისა, მხოლოდ ამ გზით
შეიძლება უკეთესი შედეგის მიღწევა.
იმედგაცრუება ხდება ნებისმიერ ტიპის შეჯიბრებებში და თქვენ
მას ვერსად გაექცევით, თუ დაფასთან მისვლამდე უკვე ფიქრობთ
დამარცხებაზე.

118) არასდროს მიუდგეთ მოწინააღმდეგეს არასერიოზულად.


„ვინც არ განსჯის და მწინააღმდეგეს არად ჩააგდებს,
ის აუცილებლად მისი ტყვე გახდება“.
ეს არის 117-ე პრინციპის ინვერსია. ამ პრინციპს
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაშინ, როცა თქვენ გაქვთ
მოწინააღმდეგეზე მაღალი რეიტინგი. ყოველთვის უნდა
გახსოვდეთ, რომ მოწინააღმდეგეს რომელსაც თქვენ არ აღიქვამთ
სერიოზულად, ყოველთვის შეუძლია გაგიკეთოთ არასასიამოვნო
სიურპრიზი.
ძალიან მარტივია იფიქრო, რომ გამარჯვება თავისით
ჩამოვარდება ციდან. მაგრამ თუ თავს ასე განაწყობთ, თქვენ
დაივიწყებთ სწორედ იმ მთავარ თვისებებს, რაც თქვენ გაქცევთ
ფავორიტად; კერძოდ კი ღრმა კონცენტრაციას, პარტიის
დაწყებამდე და მისი მსვლელობის დროს. თქვენ უნდა ითამაშოთ
პოზიციების მიხედვით და არა იმ აზრით, რომ სუსტი მოთამაშე
გააკეთებს სუსტ სვლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სუსტი სვლები
97
გაკეთდება, მაგრამ მათ გააკეთებთ თქვენ.
იღბლიანი დღეები აქვს ყველას. თავს ნუ მოიტყულებთ -
გამარჯვება ძალისხმვის გარეშე, შეუძლებელია.

119) არ მიცეთ მოწინააღმდეგეს უფლება, გაგიფანტოთ


ყურადღება.
თუნდაც ეს იყოს თითების მაგიდაზე კაკუნი, უაზრო საუბარი ან
ზედმეტად ცოცხალი მიმიკა - ზოგიერთი ადამიანი იქცევა ძალიან
უცნაურად ჭადრაკის მაგიდასთან. მსგავს ჩვევებს შეუძლიათ
ყურადღების გაფანტვა, მაგრამ თუ თქვენ შეძლებთ და არ
მიაქცევთ ყურადღებას, ქცევის მსგავს განსაკუთრებულობას და
კონცენტრაციას მოახდენთ თქვენს წინ მოცემულ ამოცანაზე,
თქვენ არასოდეს გახდებით მსგავსი ქმედების მსხვერპლი.
გახსოვდეთ, რომ ბრძოლა მიმდინარეობს მხოლოდ ჭადრაკის
მაგიდასთან და არსად სხვაგან.
ყურადღების კონცენტრაცია მოახდინეთ მხოლოდ იმაზე, რაც
მნიშვნელოვანია, ნებისმიერი პრობლემის მოგვარების დროს.

120) არასდროს დაინდოთ მოწინააღმდეგე.


ეს პრინციპი განკუთვნილია ძალიან გულუბრყვილო ან ძალიან
კეთილი ადამიანებისთვის. დამარცხებული შესაძლოა იყოს
ძალიან დათრგუნული, მაგრამ მაინც არ ღირს მათი დანდობა.
განდევნეთ ყოველგავრი გრძნობები და სიმპატიები გონებიდან,
მოწინააღმდეგესთან მიმართებაში, განსაკუთრებით მაშინ თუ მას
კარგად იცნობთ. სანამ გრძელდება პარტია, ამ გრძნობების
ადგილი არ არის თქვენში. წინააღმდეგ შემთხვევაში გრძნობები
და სიმპატიები როგორც მინიმუმ, ხელისშემშლელი ფაქტორები

98
აღმოჩნდება და როგორც მაქსიმუმ მოწინააღმდეგე გამოიყენებს
მათ თქვენს წინააღმდეგ და პარტიის შემდეგ დათრგუნული
იქნებით თქვენ. ჭადრაკს ნუ ითამაშებთ თუ კეთილი ადამიანი
ხართ.
ისწავლეთ საკუთარი გრძნობების და ფიქრების ფლობა.

თავი ოცდამეხუთე
მომავალში გადახედვის შესაძლებლობა

„ძლიერია ის, ვინც ერთბაშად განსჭვრეტს ადამიანებს


მათ ძალებსა და ვნებებს საკუთარი გეგმების
შესასრულებლად გამოიყენებს“.
გოეთე

შესაძლო მომავალი - არის მდგომარეობების ვიზუალიზაციის


ცოდანა. ეს არის ერთერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა,
რომლის გამომუშავებაც აუცილებელია.

121) ითამაშეთ ბრმად, ყოველთვის როდესაც მოგეცემათ ამის


შესაძლებლობა.
თვალდახუჭული თამაში - არის ისე თამაში, რომ არ შეხედო
დაფას და ფიგურებს. ეს სასარგებლოა იმიტომ, რომ კარგი
ვარჯიშია იმ შესაძლებლობის გასავითარებლად, რომელსაც
„გონებით ხედვა“ ქვია. ამ გზით თქვენ გაივარჯიშებთ
შესაძლებლობას დაინახოთ პოზიცია დაფის გარეშე. ეს ძალიან
მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან თამაშის დროს არ შეიძლება
ფიგურების უკან გადათამაშება. ამიტომ დაგეგმვა და გამოთვლა
99
ხდება გონებაში.
თვალდახუჭული თამაშის მიზანი, დასაწყისისთვის არ არის
გამარჯვების მიღწევა და არც შესაძლებლობების მომატება.
თავიდან უბრალოდ უნდა ისწავლოთ პარტიის გათამაშება
თავიდან ბოლომდე, გონებაში დაიჭიროთ ცვლადი პოზიციები.
ეს არის ძალიან რთული და თქვენ დაგჭირდებათ ძალიან ბევრი
მცდელობა მანამ, სანამ კარგად ისწავლით. მაგრამ გახსოვდეთ,
თქვენი ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. თუმცა
შესაძლოა არც იმდენად, რომ შეძლოთ შემდეგის გამეორება:

ეს პოზიცია (ჯოზეფ ბლექბერნი - დ-რ უილიამი, ლონდონი 1871


წელი) გამოიკვეთა ათიდან ერთერთ პარტიაში, რომლებსაც
ბლექბერნი თამაშობდა ერთდროულად ისე, რომ დაფებს არ
უყურებდა. მან ეს პარტია დაასრულა ბრწყინვალედ:
1. Bd2 Bh5 2. Bc3 Rg8 3. f6 Bxg6 4. Nxg6+ Kh7 5. f7, და შავები
დანებდნენ.
როგორც კი ისწავლით თვალდახუჭულ თამაშს, ჩვეულებრივად
100
თამაში ძალიან გაგიადვილდებათ.

122) ეცადეთ ამოხსნათ ნებისმიერი პოზიცია, რომელიც თვალში


მოგხვდებათ.
ეს უნდა გადაიზარდოს ჩვევაში. თუ თქვენ ნამდვილად გინდათ
თამაშის დონის აწევა, უნდა ისარგებლოთ ყოველი
შესაძლებლობით. ეს ნიშნავს, რომ თქვენ უნდა ეცადოთ
გადაწყვიტოთ ყველა პოზიცია რომელიც შეგხვდებათ. მსგავსი
პარტიკა ვერ მიგიყვანთ სრულყოფილებამდე, მაგრამ უეჭველად
მოგცემთ საშუალებას გააუმჯობესოთ შედეგები.
მე ვიპოვე საოცარი კომბინაცია შემდეგ პოზიციაში, მაგრამ უცებ
ვერ გავიხსენე, რომ უკვე ნანახი მქონდა მსგავსი კომბინაცია,
ოსტატების თამაშში რამოდენიმე წლით ადრე. კომბინაცია გახდა
ნაწილი ჩემი საჭადრაკო ცოდნის ნაწილი.

1. e5 Bc7 2. Rxd8 Bxd8 3. Ne4 Be7 4. Bxc5 Bxb3 5. Bxe7 Bd5 6. Nd6+
Kc6 7. Bf8, და თეთრებმა მოიგეს. (ამერიკის ჩემპიონატი 1980
წელი).
101
როდესაც თქვენ მუდმივად და უწყვეტად მუშაობთ რაიმეზე,
ყოველთვის ვერ აცნობიერებთ წარმატების საფუძველს.

123) ტაქტიკის გამოთვლის დროს თავიდან გაარკვიეთ, თუ


რომელი სვლებია მთავარი კანდიდატი. მხოლოდ ამის შემდეგ
შეისწავლეთ ისინი თანმიმდევრულად, თავიანთ ლოგიკურ
დასასრულამდე.
ეს რჩევა ეკუთვნის ალექსანდრე კოტოვს და არის წიგნიდან
„მოჭადრაკის აზროვნების საიდუმლოებანი“, ეს არის შესანიშნავი
რჩევა რომელზეც მიყოლა არ არის მარტივი.
აზრების დისწიპლინირების შესაძლებლობა, არის ძალიან
მნიშვნელოვანი, თუ თქვენ გსურთ გააძლიეროთ საკუთარი
აზროვნების უნარი.

124) იმისთვის რომ, ნათლად დაინახოთ მომავლის სურათი,


აუცილებელია მოახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია
ფარსირებულ სვლებზე (მათზე რომელთაც აქვთ მატერიალური
თანაფარდობა ან პაიკთა სტრუქტურაზე).
აღება, ქიში, პაიკთა გარდაქმნა, ასევე იგივეს მუქარა, არის
ფარსირებული სვლები, რომლებზეც უნდა მოხდეს ყურადღების
კონცენტრაცია. მხოლოდ ზემოთ აღნიშნული სვლათა ჯაჭვის
წყალობით არის შესაძლებელი მომავლის განსაზღვრვა.
გაიმარტივეთ ცხოვრება და მიაქციეთ ყურადღება მხოლოდ იმ
შესაძლებლობებს, რომლებიც არიან ფარსირებული ბუნების
მატარებელნი.

102
125) დაიმახსოვრეთ ყველაფერი, თუნდაც მცირედი დეტალი,
რომლითაც განსხვავდება პოზიციები, რომლებსაც ინახავთ
გონებაში და არის დაფაზე.
ძალიან რთული პრობლემაა. მსგავსი მისიისთვის უნდა იყოთ
შერლოკ ჰოლმსი, რომ ხედავდეთ არა მხოლოდ იმას, რაც თქვენს
თვალწინაა, არამედ მათ განმასხვავებელ დეტალებს. ამას გარდა,
უნდა გახსოვდეთ ყოველი მცირე დეტალი ყველა პოზიციის,
რომლებიც გაქვთ გონებაში და მიუხედავად ამისა, ისინი მაინც
განსხვავებული იქნება იმისგან, რაც დაფაზეა. რა თქმა უნდა ეს
ძალიან რთული რამ არის, მაგრამ ჭადრაკი მარტივი რომ იყოს,
წაიკითხავდით ამ წიგნს?
დეტალებზე ყურადღების გამახვილება შესაძლოა იყოს მეტად
მნიშველოვანი ფაქტორი, ვიდრე სხვა დანარჩენი, თქვენი თამაშის
დონიდან გამომდინარე.

თავი ოცდამეექვსე
გამბედაობა

„ჭადრაკის ოსტატი უნდა იყოს გამბედავი,


უნდა ფლობდეს მკვლელის ინსტიქტს,
შთამბეჭდავ გამძლეობას და კადნიერებას“.
ლარი ევანსი
„ჭეშმარიტება ღებულობს საკუთარ ძალას არა საკუთარი
თავიდან, არამედ ბრწყინვალე კონტრასტის მეშვეობით
იმისგან, რასაც ჩვენ ვთვლით არაჭეშმარიტად“.
ემანუელ ლასკერი

103
არ არის ცუდი არაფერი იმაში, რომ თქვენ უფრთხით
მოწინააღმდეგეს, მის სვლებს და იდეებს. თუმცა თქვენ უნდა
ჩახედოთ ამ შიშებს თვალებში და არ ჩავარდეთ პანიკაში.

126) ჩაებღაუჭეთ საკუთარ რწმენას.


თუ თქვენ გჯერავთ მსხვერპლის კორექტულობის, გაბედულად
გადადგით ნაბიჯი და მნიშვნელობა არ აქვს შეგიძლიათ თუ არა
მისი ბოლომდე გამოთვლა. თუ თქვენ უარს იტყვით მასზე,
მუდმივად დაგტანჯავთ აზრი, რომ ჯობდა შეგეწირათ
მსხვერპლი, როცა ამის დრო იყო. რა თქმა უნდა ფორტუნას
უყვარს გამბედავები, მეტიც - უაზროდ გამბედავები.
გააკეთეთ ის, რისიც გწამთ. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება
დაგემართოთ - არის მარცხი, მაგრამ შესაძლოა გაიმარჯვოთ
კიდეც.

127) ითამაშეთ ის პოზიციები, რომლებიც ნაცნობია თქვენთვის,


თუნდაც მოწინააღმდეგემ იცოდეს მათზე მეტი.
დაუშვათ თქვენ ეთამაშებით მოწინააღმდეგეს, რომელიც ბევრად
ძლიერია თქვენზე და ძალიან კარგად იცნობს თქვენს საყვარელ
დაცვას. გადაერთვებით თუ არა სხვა სქემაზე იმ იმედით, რომ მას
თავ-გზა აურიოთ, თუ დარჩებით საკუთარი დაცვის ერთგული?
კარგად დაფიქრდით ამ თემაზე. თუ თქვენი მოწინააღმდეგე
გაცილებით ძლიერი და ჭკვიანია, თქვენი აზრით ვინ გაერკვევა
უკეთ, იმ ორივესთვის უცნობ პოზიციაში, თუ თქვენ აირჩევთ ამ
გზას? რა თქმა უნდა, ის. სავარაუდოდ, თქვენს ძლიერ მეტოქეს
ეცოდინება მეტი, ნებისმიერი სქემის შესახებ, რომელიც თქვენ
შეგიძლიათ შეთავაზოთ მას. სწორედ ამიტომ არის ის თქვენზე

104
ძლიერი და ჭკვიანი. ასე რომ უმჯობესია, დარჩეთ ერთგული
ნაცნობი სქემების. ყველაზე უარეს შემთხვევაში, უბრალოდ
წააგებთ პარტიას. საფასურად კი მიიღებთ კარგ გაკვეთილს, თუ
სად გაგეპარათ სისუსტე და შედეგად გააძლიერებთ საკუთარ
თამაშს. არასდროს გაუშვათ შანსი მიღოთ კარგი გაკვეთილი.
მიიღეთ უფასო გაკვეთილები ყოველთვის, როცა ამის
შესაძლებლობა მოგეცემათ. ეს წინსვლის ყველაზე კარგი
შესაძლებლობაა.

128) ყველაზე უარეს პოზიციებში თამაში, არის ყველაზე მარტივი.


მიზეზი მარტივია. რას კარგავთ? ყველაზე უარესი რაც შეიძლება
მოხდეს არის ის, რომ წააგებთ პარტიას და ეს ისედაც ხდება, როცა
გამოუვალ მდგომარეობაში ვარდებით. თუ თქვენ უკვე
მარცხდებით ან უპერსპექტივო პოზიციაში ხართ, ნებისმიერი
იდეა კარგია და შეიძლება მათი გამოყენება, ზედმეტი
ნერვიულობის გარეშე. თუ იდეამ წარმატებას ვერ მიაღწია, რა
პრობლემაა? ყოველ შემთხვევაში თქვენ, თქვენი შანსი
გამოიყენეთ.
როდესაც დაძაბულობა ქრება იმის გამო, რომ თქვენ აღმოჩნდით
ძალიან ახლოს სრულ უიმედობასთან, თქვენ სრულიად
გეხსნებათ ხელები. როდესაც აღარაფერი გრჩებათ დასაკარგი,
ღირს მიცეთ საკუთარ თავს მოქმედების სრული თავისუფლება.

129) არასდროს შეთავაზოთ ფრე თქვენზე ძლიერ მოთამაშეს,


როდესაც თქვენ უკეთეს მდგომარეობაში ხართ, თუ ფრე არ
ნიშნავს, რომ თქვენ უკეთეს ჯილდოს მიიღებთ.
თუ ძლიერი მოთამაშე მიიღებს ფრეს, თქვენ გაუშვებთ დიდი

105
თევზის დაჭერის შანსს. მსგავსი შანსები არც თუ ისე ხშირად
გვეძლევა. დაძაბეთ გონება და მიაწექით. წარუმატებლობის
შემთხვევაში დაგამშვიდებთ აზრი, რომ თქვენ მთელი ძალით
ეცადეთ.

130) თუ თქვენ არ გელოდებათ დიდი კუში, არ შეთავაზოთ და არ


მიიღოთ ფრე პარტიის ადრეულ სტადიაზე განსაკუთრებით,
როდესაც თანაბარია შანსები, არ აქვს მნიშვნელობა რა ძალის
მოთამაშე გიზით წინ.
ჭადრაკი - არის მეტი, ვიდრე ქულები და რეიტინგი. თუ
თქვენთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ თქვენი რეიტინგი, თქვენ
ცხოვრობთ ღარიბი ჭადრაკის ცხოვრებით. ითამაშეთ და მიიღეთ
სიამოვნება! სწორედ ამისთვის ზიხართ ჭადრაკის დაფასთან.
თუ თქვენ გიყვართ ასპარეზის სული - იასპარეზეთ!
თავმდაბლობა და მწირი ცხოვრება ვერ მოგიტანთ ახალ
შეგრძნებებს.

თავი ოცდამეშვიდე
შანსი

როდესაც ჩნდება შანსი, კარგი მოთამაშე მას არასდროს უშვებს.

131) აბრას წარწერით „თეთრები იწყებენ და იგებენ“ ნუ მოძებნით


ჭადრაკის პარტიის დროს.
ერთადერთი „აბრა“ რომლიც არსებობს ჭადრაკის პარტიებში,
იმლება თავად პოზიციაში; და თქვენ უნდა იცოდეთ მათი
106
ამოცნობა და პოვნა. ამას თქვენ შეძლებთ მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მუდმივად ყურადღებით ეძებთ მათ, ეძებთ
ყოველ სვლაში, ყოველ პოზიციაში და ყოველ პარტიაში.
მაგალითისთვის განვიხილოთ შემდეგი პოზიცია: შავებმა ააწყვეს
ისეთი „ქვის კედელი“, რომელსაც დაჭირდა ბევრი სვლა პაიკებით.
მშენებლობის ძალა - არის გარანტირებული კონტროლი თეთრ
ველებზე ცენტრში, განსაკუთრებით კი e4-ზე. მსგავსი პარტიები
არცთუ ისე იშვიათად მიმდიარეობს გაწელილ მანევრთა
ბრძოლაში.

თუმცა თეთრებს საკმაოდ კარგ ველებზე ყავთ განვითარებული


სამი მსუბუქი ფიგურა, ლაზიერი კი აპროტესტებს თეთრ ველებს
(თუ 1… Nbd7, მაშინ 2. cxd5 exd5, და თეთრები იგებენ პაიკს
შემდეგი გზით 3. Qxf5). როგორც ჩანს შავებს, უპირველეს
ყოვლისა ჭირდებათ გათანაბერება განვითარებაში მანამ, სანამ
იფიქრებენ საკუთარი ძალების მეტად მომგებიან პოზიციებზე
განთავსებას. ამიტომ უმჯობესი იყო ეფიქრათ 1...Be7. თუმცა
თამაში სხვაგვარად გაგრძელდა: 1…h6 2. Bxf6 Qxf6.
აი აბრა მათთვის ვისაც ესმის. მნიშვნელოვანი უპირატესობა
107
განვითარებაში, კომბინირებული მოწინააღმდეგის დაუცველ
კუსთან ხაზზე „c“, არის გარანტი შესანიშნავი თამაშის
თეთრებისთვის. ისინი იგებენ პაიკს: 3. cxd5, იმდენად
რამდენადაც 3. exd5 ან 3. cxd5-ის შემდეგ მოხდება 4. Nxd5
(ბუფალო 1990 წელი).
თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება ყველაზე უმნიშვნელო
დეტალსაც კი, თუ გსურთ გაიგოთ რა ხდება სინამდვილეში.

132) მუდმივად იყავით ყურადრებით - რადგან შანსი შესაძლოა


გაჩნდეს ნებისმიერ დროს, ყველაზე მოულოდნელ მომენტშიც კი;
თქვენ არ უნდა გაუშვათ ის.
არ უარვყოფ, რომ ეს პრინციპი საეჭვოდ გავს წინას. თუმცა თქვენ
აუცილებლად გაუშვებთ თქვენს შანსს, თუ არ იქნებით
ყურადღებით.
მუდმივად იყავით ყურადღებით. ეძებეთ შანსი, იმუშავეთ მათზე
და როდესაც ის გაჩნდება, იყავით მზად მის გამოსაყენებლად.

133) გამოწვრთენი ფოლადი სანამ ცხელია.


ეს იმდენად ცნობილი ანდაზაა, რომ არ ჭირდება ბრჭყალები. ეს
რჩევა ცხოვრებაშიც ძალიან გამოგადგებათ. რა თქმა უნდა
წარმატების გასაღები არის ცოდნაში, რომელიც განსაზღვრავს თუ
როდის არის „ფოლადი“ ცხელი.

108
ერთი შეხედვით თეთრებს მეტად მყარი ცენტრი აქვთ, მაგრამ
მხედარი c4-ზე დგას ცუდად, მეორე მხედარი e1-ზე ხელს უშლის
ეტლებს. შავებს კი ორი კუს უპირატესობა აქვთ და რამოდენიმე
ფიგურა უკეთ ყავთ განლაგებული. მაგრამ ყოველივე ეს ძალიან
ცოტას ნიშნავს, თუ შავები ვერ იპოვიან საკუთარი ფიგურების
გამოცოხლების შესაძლებლობას და არ გამოიყენებენ თეთრი
მხედრების ცუდ განლაგებას.
თუმცა შანსი არსებობს და იმალება თავად პოზიციაში. რა თქმა
უნდა, ეს არ არის შამათის თქმის ან მატერიალური უპირატესობის
მოპოვების შანსი. შავებმა უნდა განავრცონ უკვე არსებული
ბაზისი და მოამზადონ გზა მოწინააღმდეგის მონარქის მცველი
ფიგურების შესასუსტებლად. თამაში გაგარძლედა შემდეგი
მიმართულებით: 1…Bxe4.
ამ სვლით თეთრებმა გამოცალეს საყრდენი მხედარს c4-ზე.
შავები მზად არიან დათმონ ორი კუს უპირატესობა და
სანაცვლოდ დაარღვიონ თეთრების პაიკთა სრუქტურა.
2. dxe4 Qxc4 3. Rb7 Rfe8.
109
თეთრების პაიკები იზოლირებული და დაუცველია. საბოლოო
ჯამში შავებმა მოიგეს პარტია (ბუფალო, 1989 წელი).
მოწყვიტეთ ნაყოფი, როგორც კი დამწიფდება. სავარაუდოდ
მეორე შანსი აღარ გექნებათ.

134) ნუ ჩაეფლობით ზედმეტად ღრმად წვრილმან დეტალებში,


თორემ ვერ დაინახავთ მთლიან სურათს.
თქვენ უნდა გამოკვეთოთ თამაშის საერთო კონტურები და
გეგმები მანამ, სანამ დაიწყებთ კონკრეტული სვლების შერჩევას
და მათ გამოთვლას. სხვაგვარად რას დაეყრდნობა თქვენი სვლები
და ვარიანტები? იმისითვის, რომ მათში იყოს რეალური შინაარსი,
ისინი უნდა ემყარებოდნენ პოზიციის მოთხოვნებს.
უნდა შეგეძლოთ ხეების უკან მდებარე ტყის განჭვრეტა.

თავი ოცდამერვე
საკუთარი თავის რწმენა

„შვიდჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“.


ხალხური ანდაზა

თქვენ უნდა გწმამდეთ საკუთარი ანალიზის, ძალის და


შესაძლებლობების. თუ თქვენ არ ირწმუნებთ საკუთარი თავის,
სხვამ რატომ უნდა ირწმუნოს? ამავდროულად იყავით
კრიტიკულნი სხვისი ანალიზის მიმართ. შეამოწმეთ ისინი
აუცილებლად მიუხედავად შემომთავაზებლის ავტორიტეტისა და
პატივისცემისა.

110
135) მიენდეთ საკუთარ ინტუიციას - როგორც წესი, ის არ
მოგატყულებთ.
თუ თქვენ უბრალოდ შეხედავთ პოზიციას და არ მიმართავთ
რთულ ანალიზს, ჩვეულებისამებრ შეძლებთ თვალით
განსაზღვროთ, ვის მხარესაა უკეთესი შანსები, ან სად უნდა იქნას
მოძიებული ისინი და პოზიციის რომელ ნაწილში იმალება ეს
შესაძლებლობები. ფიგურები არ იტყულებიან.
თუ ერთერთ მხარეს აქვს ღია ველები და ფიგურები ყავს
ცენტრში მოგროვებული, ხოლო მეორე მხარე შევიწროვებულია,
თქვენ მიხვდებით, რომ უნდა ეძებოთ გადამწყვეტი კომბინაცია.
თუ ერთერთ მხარეს აქვს სივრცითი უპირატესობა და ფიგურები
განლაგებული ყავს სამეფო ფლანგზე, მეორე მხარეს კი აქვს
ანალოგიური უპირატესობა ლაზიერის ფლანგზე, თქვენ
მიხვდებით, თუ სად უნდა ეძებონ მოწინააღმდეგეებმა საკუთარი
შანსები.

თეთრებმა მოიგეს პაიკი და იმუქრებიან კიდევ ერთის აღებით


c6-ზე. გარდა ამისა შავი მხედარი მიჯაჭვულია, ამიტომ
თითქოსდა არ შეუძლია გამოიჩინოს აქტიურობა. მაგრამ
111
ყოველივე ეს ილუზიაა.
შავებს არ აქვთ სანერვიულო. სვლა მათ უნდა გააკეთონ, მათ
აქვთ უპირატესობა განვითარებაში და აქვთ აბსოლიტური
კონტროლი ვერტიკალ d-ზე, ასევე აქვთ ძალიან ძლიერი წყვილი
კუ, რომლებიც ოპერირებენ ძალიან მნიშვნელოვან დიაგონალებს.
ყოველი ზემოთ მოცემული ფაქტორი გამოვლინდება მომდევნო
რამოდენიმე სვლაში.
1… Ba6 2. Re1 Nxe4.
შავები არა მხოლოდ უგულებელოფენ მიჯაჭვულობას, არამედ
დაცინიან კიდეც ეტლს e1-ზე იმიტომ, რომ აღების შემთხვევაში
თეთრები მიიღებენ შამათს პირველ ჰორიზონტალზე.
3. Bxd8 Bxf2+ 4. Kh1 Bxe1.
ახლა უკვე თეთრებს უწევთ ფიქრი დაკარგული პაიკის
ანაზღაურებაზე, ამასთან ერთად ისინი ჩამორჩებიან
განვითარებაში.
5. Bxc7 Rc8 6. Ba5.
კიდევ ერთი - შავებს ყავთ ორი ძლიერი კუ! შავებმა საბოლოო
ჯამში მოიგეს პარტია (ვაშინგტონი, 1990 წელი).
მიენდეთ საკუთარ ინტუიციას. გარდა ამისა, თქვენ ყოველთვის
შეგიძლიათ შეიტანოთ კორექტირება, თუ რამე ისე არ წავა
როგორც თქვენ გინდათ.

136) გადაამოწმეთ ყოველი თქვენი ანალიზი ორჯერ.


რა თქმა უნდა არაპრაქტიკულია ყოველ ჯერზე მათი
გადამოწმება, როდესაც დრო მიდის. თქვენ დაიწვებით დროში და
დამარცხდებით, სანამ განახორციელებთ კომბინაციას. მაგრამ
მაინც ეცადეთ გადაამოწმოთ თქვენი გათვლები, განსაკუთრებით

112
მაშინ, თუ ხორციელდება მატერიალის მსხვერპლშეწირვა.
სხვაგვარად პატარა სულელური გალუცინაციის გამო ან
ზედაპირული გადახედვის გამო, შესაძლოა განადგურდეს
მთლიანად, წარსულში გაწეული რთული სამუშაო.
თუ არის დრო, ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენი გეგმები. თქვენ
შესაძლოა იპოვოთ შეცდომები საკუთარ გათვლებში.

137) გადაამოწმეთ გამოქვეყნებული ანალიზები, რომლებითაც


აპირებთ ხელმძღვანელობას.
შეიძლება ბევრი მაგალითის მოყვანა, როგორ განიცდიდენ
წარუმატებლობას გამოცდილი მოთამაშეები, რომლებიც
დაეყრდნენ დაბეჭდილ თამაშის სქემას. ჭადრაკის წიგნები -
ძალიან კარგია, მათში არის თავმოყრილი უამრავი ვარიანტი
პოზიციის შეფასებისთვის - იმაზე მეტი ვიდრე ადამიანს შეუძლია
დაიმახსოვროს. მაგრამ ისინი ადამიანის დაწერილია, ხოლო ეს
უკანასკნელნი მიდრეკილნი არია შეცდომებისკენ. შეცდომა
მარტივად გაიპარება. დაეყრდნოთ დაბეჭდილ ვარიანტს და არ
მოეკიდოთ მათ კრიტიკულად - იგივეა რაც, დაეყრდნოთ იღბალს
და ითამაშოთ რულეტი. ანალიზი შესაძლოა იყოს მართალი და
შესაძლოა იქნას უგულებელყოფილი.
არ არსებობს უცოდველი ავტორიტეტები.

138) კომბინაციები და რთული ტაქტიკური თამაში


ჩვეულებისამებრ სასარგებლოა იმისთვის, ვისაც მეტად ჯანსაღი
პოზიცია აქვს.
ეს არის უბრალოდ საღი აზრი. თუ თქვენ გაქვთ ჯანსაღი
პოზიცია, თქვენ კომბინაციებს არ უფრთხით. თუ არსებობს

113
შესაძლებობა კომბინაციის (რომელიც მომგებიანია
მოწინააღმდეგისთვის), ეს უბრალოდ არის საზომი იმისი, თუ
რამდენად არაჯანსაღ პოზიციაში იმყოფებით თქვენ.
კარგი მოვლენები ხშირად ხდება იმათ ცხოვრებაში, ვინც
მისდევს ჯანსაღ პრინციპებს.

თავი ოცდამეცხრე
შეცდომები

„ყველა შეცდომა უკვე არის ჭადრაკის დაფაზე


და ელოდება დროს, როდესაც მათ დაუშვებენ“.

„ცხოვრებაში ჩვენ ყველანი სულელბი ვართ“.


ემანუელ ლასკერი

„თქვენ მუდმივად რაღაცას სწავლობთ,


როდესაც მარცხდებით იმიტომ, რომ
ყურადღებით ეკიდებით კითხვას - რატომ?“.
რეი ჩარლზი

ვერავინ ვერ თამაშობს შეცდომის გარეშე, ხანგრძლივი დროის


მონაკვეთში - უძლიერესი მოთამაშეებიც კი. ასე რომ, შეცდომებს
მოეკიდეთ განსაკუთრებული ყურადღებით - ისარგებლეთ
მოწინააღმდეგის შეცდომებით და მინიმუმამდე დაიყვანეთ
საკუთარი, ისწავლეთ მათზე.

114
139) ნუ შეგეშინდებათ შეცდომის დაშვება. ისინი გარდაუვალია.
მაგრამ თქვენს მიერ დაშვებული შეცდომები აუცილებლად
მიიღეთ როგორც - გაკვეთილი.
ეს პრინციპი მოქმედებს არა მხოლოდ პარტიის შემდეგ, არამედ
მისი მსვლელობის დროსაც. ჩვეულებისამებრ თქვენ ხვდებით,
რომ დაუშვით შეცდომა, მას შემდეგ რაც მოწინააღმდეგე
მიგითითებთ მასზე საპასუხო ძლიერი სვლით. ხანდახან
შესაძლოა იგრძნოთ ის, სანამ ჩაიდენთ. ზოგჯერ კი, თქვენ
შეიტყობთ მას ძალიან ხანრძლივი დროის შემდეგ.
ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთეთ სვლები გაბედულად.
ითამაშეთ ისე თითქოს დარწმუნებული ხართ საკუთარ გეგმებში,
თუნდაც ეს ასე არ იყოს. ბოლოს და ბოლოს რა შეიძლება მოხდეს
მარცხზე უარესი? თქვენ დაუშვით შეცდომა და დამარცხდით.
გამოიტანეთ დასკვნა და არ გაიმეოროთ ის ხელახლა.
მაგრამ თუ თქვენ გეშინიათ შეცდომის, თქვენ ვერასოდეს
გარისკავთ კომბინაციის განხორციელებას. შიში არ მოგცემთ ამის
უფლებას. ამ გზაზე კი თქვენ არ მოგეცემათ შანსი, საკუთარი
თამაშის გაუმჯობესების, შეცდომებს კი მაინც დაუშვებთ.
გჯეროდეთ საკუთარი ჩანაფიქრების და გაბედულად
განახორციელეთ ისინი. თუ თქვენ აღმოჩნდებით არასწორი,
გამოცდილებას მაინც შეიძენთ.

140) შეცდომები ყოველთვის ჯგურად მოდის.


მეტწილად ეს იმიტომ ხდება, რომ მცდარი სვლები წარმოიშვება
მცდარი გეგმების და იდეების მეშვეობით. არ არის
სავალდებულო, რომ შეცდომა მყისიერად გამოვლინდეს. მის
შესახებ შესაძლოა გეგმის განხორციელების შემდეგ შეიტყოთ.

115
სხვა მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ შეცდომის დაშვების და
მისი ამოცნობის შემდგომ, ჩვენ ვბრაზდებით. იმის ნაცვლად, რომ
დავივიწყოთ ის და განვაგრძოთ წინსვლა, ჩვენ ვაგრძელებთ
თამაშს ემოციური ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ, ყოველივე
ამას კი, როგორც წესი მივყავართ ახალ შეცდომებამდე.
ყოველთვის გახსოვდეთ, რომ შეცდომები დადიან ჯგუფურად
და ებრძოლეთ მათ.

141) შეცდომის დაშვების შემდგომ, ნუ აჩქარდებით. დამშვიდდით


და თავიდან შეაფასეთ პოზიცია.
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რჩევა. თავს უნდა მიცეთ
ამოსუნთქვის უფლება, შეცდომის შემდეგ და მხოლოდ მას
შემდეგ, როდესაც დამშვიდდებით მიიღოთ ახალი
გადაწყვეტილება. გადაამოწმეთ და გამოავლინეთ შეცდომათა
ჯაჭვი და დაიყვანეთ ისინი მინიმუმზე.
შეცდომის დაშვების შემდეგ, გეგმის გადაფასებაზე დახარჯული
დროის მეშვეობით, თქვენ შესაძლოა გადაარჩინოთ პარტია.
ნებისმიერ შემთხვევაში, ნუ ჩავარდებით პანიკაში და
გადაეშვებით შეტევაში, ნუ აიღებთ გაუმართლებელ რისკებს,
თორემ არის დიდი ალბათობა იმისა, რომ დაუშვებთ კიდევ მეტ
შეცდომას და დაღუპავთ პარტიას.

142) გამოიჩინეთ პატივისცემა ისეთი მცირე შეცდომების მიმართ


როგორებიცაა, სიჩქარე და სინელე - სვლის გაკეთების დროს,
დაუდევრობა - სადებიუტო მომზადებაში, გულგრილობა -
მოწინააღმდეგის პიროვნების მიმართ. მნიშვნელოვანია ყოველი
მცირე დეტალი, თუნდაც კარგი ძილი და სწორი კვება.

116
შეცდომათა უმეტესობის მიზეზი, რომელთაც ჩვენ ვამჩნევთ,
არის სვლები პაიკებით და ფიგურებით. თუმცა რა თქმა უნდა,
თამაში ამით არ შემოიფარგლება. თუ თქვენ რეგულარულად
უშვებთ შეცდომებს ჭადრაკის მაგიდის მიღმა ეს ნიშნავს, რომ
თქვენ უკვე იცით, თუ რაზე უნდა იმუშაოთ.
ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ და არაფერი ადამიანური
ჩვენთვის უცხო არ არის. უბრალოდ გახსოვდეთ, რომ თქვენ და
თქვენი მოწინააღმდეგე ადამიანები ხართ და თან გზდევთ
ყოველი ის ნაკლი, რაც ამ სახეობას ახასიათებს.

143) არ დაელოდოთ, რომ თქვენი მოწიააღმდეგე შეცდომას


დაუშვებს.
ეს შესაძლოა ყველაზე დიდი ცოდვა იყოს. თქვენი გეგმები
ყოველთვის უნდა გამომდინარეობდეს იქედან, რომ თქვენი
მოწინააღმდეგე მუდმივად გააკეთებს საუკეთესო სვლებს.
სხვაგვარად როგორ მოახერხებთ გამარჯვებას? თუ თქვენ გეგმებს
ააგებთ იმ იმედით, რომ მოწინააღმდეგე შეცდომას დაუშვებს,
თქვენ გამარჯვების იმედი შეგიძლიათ იქონიოთ, მხოლოდ სუსტ
მოწინააღმდეგეებთან და ისიც ყოველთვის არა.
მეორეს მხრივ, არაფერი ცუდი არ არის იმაში, რომ უბიძგო
მოწინააღმდეგეს შეცდომისკენ, მაგრამ თავად უნდა გააკეთო
გათვალა უძლიერეს პასუხზე, თუმცა ცუდი არ არის, ყოველი
შემთხვევისთვის მზად გქონდეს არასასიამოვნო სიურპრიზი,
შეცდომის შემთხვევაში.
მოწინააღმდეგის გადაფასება არ გავნებთ. ძალიან სუსტ
მოწინააღმდეგესაც კი შეუძლია გააკეთოს უძლიერესი სვლა.

117
თავი ოცდამეათე
რეაქცია

ის, თუ როგორ რეაგირებთ გარდამავალ პერიოდში, ჭადრაკის


დაფაზე სიტუაციის ცვლილების დროს, მეტყველებს თქვენს
ოსტატობაზე.

144) ყველაზე რთული ჭადრაკში - არის თამაშის ცოდნა


გარდამავალ პერიოდში, როდესაც პარტია გადადის ერთი
სტადიიდან - მეორეში (დებიუტიდან - მიდლშპილში, პირდაპირ
ენდშპილში ან მიდლშპილიდან - ენდშპილში).
მიზეზი არის ის, რომ ასეთ სიტუაციებში თქვენ არ შეგიძლიათ
იყოთ დარწმუნებულნი, თუ რომელ სტადიაში იმყოფებით
სინამდვილეში. იყავით განსაკუთრებით ყურადღებით შესაძლო
გეგმებთან დაკავშირებით და არ გაუშვათ მხედველობის არიდან,
წარმოქმინილი პოზიციის ყველაზე უმნიშვნელო დეტალებიც კი.
თუ საჭირო გახდება გეგმების სწრაფი ცვლილება, წინასწარ
გაითვალისწინეთ და იყავით მზად ამისთვის.
ყველაზე რთული პერიოდები ჩვენ გვიდგება მაშინ, როდესაც
ვიმყოფებით „გამოკიდებულ“ მდგომარეობაში - სამსახურის ან
სახლის ცვლილების მომენტში. ჭადრაკში კი მსგავსი სიტუაცია
გვიდგება როცა გვემუქრებიან შამათით. გარდამავალი
პერიოდები, არის ყოველთვის ძალიან რთული.

145) მოახდინეთ რეაგირება ძლიერ და მოულოდნელ სვლებზე,


პოზიციის მშვიდად გადაფასებით.
ზუსტად ასე უნდა მოიქცეთ, როდესაც უშვებთ შეცდომას. ეს არ

118
არის უბრალო დამთხვევა. ყველაფერი მოულოდნელი,
გამომდინარე თქვენსგან ან თქვენი მოწინააღმდეგისგან, -
ექსტრაძლიერი ან ექსტრასუსტი - ითხოვს ექსტრაყურადღებას.
მოულოდნელად ძლიერი სვლა მოწინააღმდეგის მხრიდან,
ითხოვს კრიტიკულ შესწავლას, სხვაგვარად თქვენ დგახართ
სწრაფად წაგების რისკის ქვეშ.
თუ ხდება რაიმე თქვენთვის მოულოდნელი ეს ნიშნავს, რომ
ადრე რაღაც გამოგრჩათ და აუცილებლად უნდა
გაითვალისწინოთ ის, თორემ კრახი გარდაუვალია.

146) რეაგირება მოახდინეთ ნებისმიერ სერიოზულ ცვლილებაზე,


სიმშვიდის და მისი ხელახლა შეფასების პოზიციიდან.
სერიოზული ცვლილება,მიუხედავად იმისა მოულოდნელია თუ
არა ის ნიშნავს - გეგმების ცვლილებას. ყოველი მსგავსი მოვლენა
ჩვეულებისამებრ ითხოვს დამატებით დროს და ძალისხმევას
თქვენი მხრიდან - განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ეცდებით
გაითვალისწინოთ ყოველი დეტალი და შეიმუშაოთ გეგმა,
რომელშიც გათვალისწინებული იქნება ყველა შესაძლო ვარიანტი.
ნებისმიერი სერიოზული ცვლილება ითხოვს დამატებით
დანახარჯს, როგორც დროის ასევე რესურსის. არასდროს არ
უგულებელყოთ ის ფაქტი, თითქოსდა მსგავსი ცვლილების დროს
არაფერი არ ხდება, თორემ წარმატებას ვერასდროს იხილავთ.

147) განასხვავეთ სტრატეგიული პოზიციები ტაქტიკურისგან და


იმოქმედეთ შესაბამისად.
გეგმები მნიშვნელოვნად განსხვავდება ამ ორ შემთხვევაში. ღია
პოზიციები, აქტიური ფიგურებით მოითხოვს ტაქტიკურ

119
გადაწყვეტილებებს, მაშინ როდესაც დახურულ პოზიციებში
აუცილებელია, მთელი ყურადღებით ეძებოთ მცირეოდენი
პოზიციური უპირატესობები.
ბრძოლის სახეობის წინასწარ ცოდნა, რომელიც თქვენ მოგელით
წინ, ძალიან დაგეხმარებათ ამ ბრძოლის წარმართვაში.

თავი ოცდამეთერთმეტე
საბრძოლო სულისკვეთება

სხვა დანარჩენ შესაძლებლობასთან ერთად, თქვენი ცოდნა


დაუმორჩილოთ პოზიცია თქვენს ნებას, შეიძლება ითქვას, რომ
არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

148) არცერთი პარტია არ ყოფილა მოგებული - დანებებით.


ეს არის კიდევ ერთი თვალნათელი პრინციპი. მიუხედავად ამისა
ზოგიერთი სახლეგანთქმული გროსმეისტერები არიან ცნობილნი
იმით, რომ ნებდებოდნენ მოგებულ პოზიციებში. რა თქმა უნდა
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაზარალებული ვერ
პოულობდა გზას გამარჯვებისკენ. სავარაუდოდ ეს იმიტომ
ხდებოდა, რომ დაზარალებულს არ ჯეროდა, ამ გზის არსებობის
და შესაბამისად არც ეძებდა ყურადღებით.
სადაც არის სიცოცხლე იქვე არის იმედი. ასე არის საქმე
მოწყობილი სიცოცხლეში და იგივე ხდება ჭადრაკშიც.

149) ყველაზე რთულია გაიმარჯვო - გამარჯვებულ პარტიაში.


ეს არის სრულიად ბუნებრივი შედეგი, ასოცდამერვე პრინციპის.

120
დამარცხებასთან ახლოს მდგომი მოწინააღმდეგე თამაშობს
თავზეხელაღებულად. ის ისედაც დამარცხებულია და
დასაკარგიც აღარაფერი აქვს. ამიტომ, ის იბრძვის უკან
მოუხედავად. გამარჯვებასთან ახლოს მდგომმა მხარემ უნდა
იქონიოს მოთმინება და ითამაშოს ზუსტი გათვლებით, რადგან
ერთი ნაბიჯი გვერდით და ის ხელიდან გაუშვებს წარმატებას.
სწორედ ამიტომ, მას აწევს პასუხისმგებლობის ტვირთი.

მუხედავადა იმისა, რომ თეთრებს აკლიათ პაიკი და


მოწინააღმდეგეს ყავს გამსვლელი „a“ პაიკი, პოზიცია თეთრებს
მოგებული აქვთ. ისინი აკონტროლებენ ცენტრს და აქვთ მზა
კომბინაცია, რომელიც სრულიად გახსნის მოწინააღმდეგის მეფეს.
ყოველივე ამას ემატება ისიც, რომ შავების ეტლი არის გარიყული
და არ შეუძლია მიეშველოს საკუთარ მონარქს.
1. Nxd5 exd5 2. Qxd5+ Qe6 3. Qc5 Qe8 4. e6 Bxe6 5. Qe5 Qd7.
მოსავლის აღების დროც დადგა. თეთრებს სურთ თქვან შამათი
g7-დან, რისი წინააღმდეგიც არის შავების ლაზიერი. ამიტომ
თეთრებმა უნდა გააძევონ ის შემდეგი გზით: 6. Rd4 Qe7 7. Rd8 +,
და თამაშიც სრულდებოდა. მაგრამ თეთრებმა ივარაუდეს, რომ
121
შამათის პირდაპირი მუქარა f8-ზე გადაწყვეტდა საქმეს.

5…Qd7-ის შემდეგ, 6. Qf6 Bf5.


ეს სვლა თეთრებს აზრადაც არ მოსვლიათ. გამარჯვების
შესაძლებლობა ხელიდან გაშვებულია და რამდენადაც თეთრებმა
მიცეს ფიგურა იმისთვის, რომ მიეღოთ წარმატებული პოზიცია,
ისინი შედეგად დამარცხდნენ (პიცბურგი, 1993 წელი). ხანდახან
ჭადრაკი - არის მიზეზი ღრმა იმედგაცრუების.
რაც უფრო ახლოს ხართ წარმატებასთან, მით მეტად იმატებს
დაძაბულობა. მაგრამ ყველაზე რთული მაინც ბოლო ნაიჯებია,
თუმცა მხოლოდ ისინი გვპირდებიან ჯილდოს - თუ თქვენ
შეძლებთ და გაუმკლავდებით ნერვიულობას.

150) ფიზიკური გამძლეობა ხანდახან მეტად მნიშვნელოვანია


ჭადრაკში, ვიდრე ცოდნა და ანალიტიკური შესაძლებლობები.
ჩვეულებისამებრ ფიქრზე არ ფიქრობენ ისე, როგორც რაიმეზე
რასაც აქვს კავშირი ფიზიკურ აქტივობასთან, მაგრამ აზროვნება
გამომდინარეობს ტვინიდან - ტვინი კი არის „ფიზიკა“ და მისი

122
ნეირონები მუშაობენ აქტიურად მთელი პარტიის განმავლობაში.
ამიტომ მათ ესაჭიროვებათ ხარისხიანი სისხლის ნაკადის
მუდმივი მიწოდება. ფიზიკურმა გადაღლილობამ შესაძლოა
გამოიწვიოს თქვენი დამარცხება ისევე, როგორც ცუდმა დაგეგმვამ
და არასწორმა გამოთვლამ.
ეცადეთ იყოთ კარგ ფიზიკურ ფორმაში. კარგად იკვებეთ და არ
დაივიწყოთ ფიზიკური ვარჯიშები. ეს ხელს შეგიწყობთ
ნებისმიერ თქვენ წამოწყებაში.

151) ეცადეთ გამოწუროთ მაქსიმუმი ნებისმიერი პოზიციიდან და


ნებისმიერი დროის მონაკვეთიდან.

თეთრებს აქვთ პაიკთა უმრავლესობა ცენტრში, ისინი


აკონტროლებენ „c“ ხაზს. როგორ შეუძლიათ შავებს გამარჯვების
მიღწევა? უნდა შეძლონ და მოიგერიონ შეტევა, ასევე ცადონ
ეტლების გაცვლა, ამ გზით შავები მიაღწევენ ენდშპილს, სადაც
მათ ექნებათ პაიკთა უპირატესობა ლაზიერის ფლანგზე. თუმცა

123
ამის თქმა გაცილებით ადვილია, ვიდრე გაკეთება, თან ყოველი ამ
ამოცნების გამოთვლა, უნდა მოხდეს თანმიმდევრულად.
1…Kf8 2. Nf4 Red7 3. g3 Ng7 4. Rb5 Ne6 5. Nd3 b6 6. Rb2 Rc7 7. Rxc7
Nxc7 8. Rc2 Ne6 9. a4 Be7 10. Kg2 f6 11. Rc6 Kf7 12. Nh4 Rd6 13. Nb4.

13. Nb4-ის შემდეგ, შავები უნდა იყვნენ ყურადღებით. რადგან


ეტლების გაცვლას c6-ზე, 13…Rxc6 14. Nxc6 მივყავართ ერთერთი
პაიკის დაკარგვამდე - „a-ს“ ან „g-ს“.
13...Rd7 14. Nd3 Rc7 15. Rxc7 Nxc7.
შავებმა როგორც იქნა განახორციელეს საკუთარი გეგმა და
მიაღწიეს უკეთეს თამაშს (ბუფალო, 1984 წელი). რა თქმა უნდა,
თამაში არ იყო ფარსირებული და თეთრებს შეეძლოთ მიეღოთ
მეტი „c“ ხაზის ფლობიდან, რომ არ დაეშვათ ეტლების გაცვლა.
წარმატება არასდროს არ არის გარანტირებული. მაგრამ მუდმივი
სწრაფვა მისკენ, ზრდის თქვენს შანსებს.

124
152) არ მიატოვოთ თამაში, სანამ არის რაიმე სათამაშო.
რამდენად ხშირად მომხდარა, რომ მიიღეთ მომგებიანი პოზიცია
და დაკარგეთ თამაშის ინტერესი (რამდენადაც პოზიცია
უეჭველად მოგებული იყო) და შედეგად იწვნიეთ მარცხი?
რამდენად ხშირად ჩავარდნილან ანალოგიურ სიტუაციაში თქვენი
მოწინააღმდეგეები?
როცა წარმატება ახლოსაა, ძალიან იმატებს მოდუნების
სურვილი. როგორც იქნა ჩვენ მივაღწიეთ საწადელს; შრომა უნდა
იქნას დაფასებული.
მსგავსი აზრები ძალიან სახიფათოა. ჩვენ მარტივად ვივიწყებთ
იმას, თუ რა ფასი ქონდა საწადელის მიღწევას. მძიმე შრომა,
მომზადება და კონცენტრაცია, უნდა იყოს ჩვენი თანამეგზური
ბოლომდე, თუ ჩვენ გვინდა დავტკბეთ წარმატების ნაყოფით. ჩვენ
არ გვაქვს დრო სიზარმაცისთვის! როგორც ამბობს ძველი
ხალხური ანდაზა „წიწილებს გაზაფხულზე ითვლიან“, ეს
მუმივად უნდა ახსოვდეს მომავალ ჩემპიონს.
„არაფერი არ დასრულებულა მანამ, სანამ ის არ დასრულდება“.
ბეისბოლისტი იოგი ბერა

თავი ოცდამეთორმეტე
გადაწყვეტილების მიღების დროა

„იყავით ურყევნი საკუთარ გადაწყვეტილებებში“.


არონ ნემცოვიჩი

საბოლოო ჯამში ყოველთვის დგება გადაწყვეტილების მიღების


დრო, გინდათ თუ არა ეს თქვენ. უმჯობესია აღიაროთ ეს.
125
153) მიიღეთ გადაწყვეტილება და იცხოვრეთ მასთან ერთად, ან
მოკვდით.
ნუ გაიწვალებთ თავს ეჭვებით და მსგავსი კითხვებით „როგორ...
რა მოხდება თუ... ხომ არ... ეს რომ...“ და ა.შ. თქვენ საკმარისი
დრო გექნებათ თვითგვემისთვის პარტიის შემდეგ. პარტიის დროს
კი, თქვენ მოგიწევთ იცხოვროთ იმ გადაწყვეტილებებთან ერთად,
რომელიც უკვე მიიღეთ. სხვაგვარად თქვენ ვერ შეძლებთ
კონცენტრირებას იმ პოზიციებზე, რომლებიც არის თქვენს წინ.
ზოგიერთ პოზიციაში ფიგურა შეგიძლიათ დააყენოთ იმ
ადგილზე, რომელიც მისთვის არის განკუთვნილი, მაგრამ უმეტეს
შემთხვევებში თქვენ უბრალოდ დაკარგავთ დროს. მხარი
დაუჭირეთ თქვენს მიერ შემუშავებულ გეგმას, თუ მას არ
მიყავხართ პოზიციის გაუარესებისკენ.
შესანიშნავ ილუსტრაციად გვევლინება შემდეგი დიაგრამა.

თეთრებმა გადაიყვანეს თავიანთი თეთრი კუ a2-g8 დიაგონალზე,


ისე რომ უკან დახევის შემდეგ 1.Bd3 - იმ მიზნით, რომ პაიკ „e-ს“
დაცვა უზრუნველყოს გარკვეული სვლების შემდეგ 1…b4 2. Ne2 –

126
ეს არათანმიმდევრულია.
თეთრებმა უნდა ითამაშონ აგრესიულად. აუცილებელია
ფიგურის მსხვარპლშეწირვა იმისთვის, რომ გახსნან შავი მონარქი.
1. Bb3 b4 2. Nxe5 bxc3.
შავებს შეუძლიათ უკან დაიხიონ - 2…Be6 3. Bxe6 fxe6 4. Ne2 Nxe4
5. Nd3, თუმცა მათაც აიღეს საკუთარ თავზე ფიგურის მოგების
პასუხისმგებლობა.
3. Nxf7 Rf8 4. Nd6+ Kh8 5. bxc3.
თეთრებს სამი პაიკი ყავთ ფიგურის სანაცვლოდ, მათ შორის
ძლიერი გამსვლელი „e“ პაიკი და ეს არის საკმარისი კომპენსაცია
(ლოს-ანჯელესი, 1980 წელი).
გაანალიზეთ ალტერნატიული სვლების შედეგები მანამ, სანამ
მიიღებთ გადაწყვეტილებას.

154) არ იჩქაროთ თუ ძლიერ სვლას შეამჩნევთ. არ გააკეთოთ ის,


მოძებნეთ მეტად ძლიერი.
ეს პრინციპი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ
საკმარისი დრო ფიქრისთვის. როდესაც დრო მიდის, დაივიწყეთ
ეს პრინციპი. საუკეთესო სვლის პოვნა, მას შემდეგ რაც დრო
ამოგეწურებათ, კარგს არაფერს მოგიტანთ.
თუ დრო საკმარისად გაქვთ, რატომ არ უნდა იფიქროთ მეტი,
თუნდაც თქვენს მიერ არჩეული სვლა გამოიყურებოდეს კარგად.
შესაძლოა თქვენ იპოვოთ ფარსირებული გამარჯვების გზა.
ნუ გააკეთებთ ნაჩქარებ სვლას, რომელიც გეჩვენებათ
საუკეთესოდ, თუ თქვენ არ გაიძულებთ გარემოება.
ჩვეულებისამებრ უმჯობესია დაფიქრდეთ, თქვენს სამომავლო
გეგმებზე. მსგავსი ქმედების საფუძველზე, თქვენ შეძლებთ

127
მაქსიმუმის გამოწურვას პოზიციიდან.

155) დახარჯეთ დამატებითი დრო ფიქრში მნიშვნელოვანი


გადაწყვეტილების მიღებამდე, გასაკუთრებით მაშინ, თუ ფსონზე
დევს მთლიანი პარტიის შედეგი. სიჩქარემ შესაძლოა ყველაფერი
გაანადგუროს.
თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერეთ ეს ჭეშმარიტება, წინა
პრინციპების შესწავლის შედეგად, მაშინ ის თქვენს წინაშეა.
გააკეთო სვლები სწრაფად, როცა წყდება პარტიის ბედი - არის
სისულელის უმაღლესი ფორმა. როგორ შეძლებთ იყოთ
დარწმუნებული, რომ თამაშობთ უძლიერესად, იპოვეთ
უძლიერესი გეგმა ან კომბინაცია, თუ თქვენ აკეთებთ პირველივე
სვლას, რომელიც თვალში მოგხვდათ?
გეგმა არასდროს მოდის ჰაერიდან. ის გამომდინარეობს დაფაზე
მოცემული ფიგურების და პაიკების განლაგების შედეგად, ასევე
კონკრეტული პოზიციის შესაძლებლობებიდან. მსგავსი გეგმა კი
არ არის მარტივი მოსაფიქრებელი და მისთვის რამოდენიმე წამი
არ კმარა.
არ დაგენანოთ დრო ფიქრისთვის და წარმატების შანსები იქნება
საკმაოდ მაღალი.

თავი ოცდამეცამეტე
დროის გახარჯვა

დრო რომელიც თქვენ გაქვთ საკუთარი სვლების


გასაანალიზებლად, ჩვეულებისამებრ არის ძალიან შეზღუდული.
ისწავლეთ მისი რაციონალურად გამოყენება.

128
156) თავი შორს დაიჭირეთ სიტუაციებიდან სადაც არსებობს
დროის დეფიციტი, თუ მსგავსი სიტუაციები არ არის თქვენი
საკვების შემოქმედი.
ამის მიღწევა სულ უფრო და უფრო რთულდება თანამედროვე
ტურნირებში. დროის ლიმიტი სულ უფრო იკლებს სხვადასხვა
მიზეზების გამო.
მიუხედადავად ამისა ეცადეთ არ მოხდეთ მსავს მდგომარეობაში.
დაზოგეთ დრო და გადაანაწილეთ ის თითოეულ სვლაზე.
გახსოვდეთ, კრიტიკულ სიტუაციებში უნდა დახარჯოთ ოდნავ
მეტი დრო ფიქრზე და იპოვოთ მოგებისკენ მიმავალი სვლები, თუ
ის არსებობს პოზიციაში.
დროის რაციონალური გამოყენება - არ არის უმნიშვნელო
საკითხი. ეცადეთ მსგავსი მიდგომა გადააქციოთ ჩვევად და
თქვენი შედეგები აიწევს ზემოთ.

157) დახარჯეთ მეტი დრო ფიქრში თამაშის გარდამავალ


სტადიებზე, ასევე გარდამტეხ მომენტებში.
ეს პრინციპი მოქმედებს დაჩქარებული კონტროლის მქონე
პარტიებში. მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ გამოვყობთ გარდამავალ
პერიოდებს და გარდამტეხ მომენტებს, არის მარტივი, სწორედ
მათზე სწორი რეაგირება განსაზღვრავს პარტიის ბედს. ეს
პოზიციები არის მეტად რთული, ვიდრე სხვა დანარჩენი.
მეტი დროის ანალიზზე დახარჯვა, იმ სიტუაციებისთვის
როდესაც წყდება მომავალი, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ითხოვენ
პასუხისმგებლობიან დამოკიდებულებას.

129
158) არ დახარჯოთ დიდი დრო რუტინულ სვლებზე.
ეს პრინციპი გამომდინარეობს წინა პრინციპიდან. თქვენ არ
გექნებათ დამატებითი დრო, მნიშვნელოვანი საკითხებისთვის,
თუ მას დახარჯავთ უმნიშვნელო საკითხებზე. ამიტომ ითამაშეთ
დებიუტები, რომლებიც თქვენ იცით და შეისწავლეთ სტრატეგიის
საფუძვლები, საბაზისო დასასრული და ტიპიური კომბინაციები.
ძალიან ბევრი პოზიცია არ შეიცავს კომბინაციებს და არ არის
გეგმების გაანალიზების აუცილებლობა. ეს პოზიციები უნდა
გათამაშდეს სწრაფად - რუტინული განვითარებადი სვლების
მეშვეობით, რომლებიც მიმართულია თქვენი მდგომარეობის
გაუმჯობესებაზე, ან უნდა გათამაშდეს რუტინული
პროფილაქტიკური სვლების მეშვეობით, რომლებიც მიმართულია
იმისკენ, რომ არ მიცეს მოწინააღმდეგეს საშუალება გახსნას
პოზიცია თავის სასარგებლოდ.
რა თქმა უნდა ამ დროს გადამწყვეტია ცოდნა იმისა, თუ როგორ
უნდა ამოიცნო ის, რომ მოცემულ პოზიციაში არ იმალება არაფერი
ისეთი, რისთვისაც ღირს ყურადღების მიქცევა.
დახარჯეთ რაც შეიძლება ნაკლები დრო რუტინული
ამოცანებისთვის იმიტომ, რომ მოაგროვოთ მეტი დრო
მნიშვნელოვანი ამოცანებისთვის.

159) სწრაფ ჭადრაკში დაეყრდენით ინტუიციას და არა ანალიზს.


ინტუიცია მნიშვნელოვანია ჩვეულებრივ თამაშშიც, რადგან ის
აძლევს აზრებს საერთო მიმართულებას. სწორედ ის
განსაზღვრავს პირველ რიგში, რომელი სვლები არის ყურადღების
ღირსი და რომელი გეგმიდან მივიღებთ მეტ სარგებელს.
ინტუიცია - არის გრძნობა, რომელსაც იწვევს პოზიცია და მისი

130
გამომუშავება ხდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ის არის
შედეგი, ჭადრაკის პოზიციების ამოხსნის რეგულარული
მცდელობის, რომლებიც გვხვდება ოსტატების პარტიებში. თუ
თქვენ ახალი დაწყებული გაქვთ თამაში, თქვენი ინტუიცია არ
იქნება ისევე კარგად განვითარებული, როგორც გამოცდილ
მოთამაშეებს აქვთ, საბედნიეროდ ეს დროებითია. ასე რომ
განავითარეთ საკუთარი ინტუიცია და დროთა განმავლობაში
თქვენ შეძლებთ მას უფრო მყარად დაეყრდნოთ.
თუ აუცილებელია, რომ სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილება ან
შეუდექით მის გაანალიზებას - ინტუიცია ითამაშებს გადამწყვეტ
როლს. დაე ეს ასეც იყოს.

160) როდესაც თქვენს მოწინააღმდეგეს არ ყოფნის დრო, არ


იჩქაროთ საკუთარი სვლების გაკეთება, ეცადეთ არ მიცეთ
საშუალება იფიქროს თქვენი დროის ხარჯზე.
ეს ძალიან საინტერესო ფენომენია, რომელსაც იცნობს ყოველი
მოჭადრაკე, ვისაც უთამაშია დროის კონტროლზე. ზოგიერთმა
მოთამაშემ უბრალოდ არ იცის დროის განაწილება.
მოგროვებული დროის სწორი განაწილება, პოზიციების
გაანალიზებაზე, მოგცემთ კარგ უპირატესობას. სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ ითამაშეთ ისე თითქოს არაფერი არ ხდება, მშვიდად
და კონცენტრირებულად. თქვენ აღიზიანებთ თქვენს
მოწინააღმდეგეს თქვენი სიმშვიდით და უმატებთ მას
პრობლემებს, როცა გაანალიზებულად აკეთებთ სვლებს.
ითამაშეთ თქვენთვის კომფოტულ ტემპში, როცა ეს შესაძლებელი
იქნება და ნუ იფიქრებთ მოწინააღმდეგეზე.
როცა თქვენ მეტი რესურსი გაქვთ ვიდრე მოწინააღმდეგეს,

131
სისუსლელე იქნებოდა მათი არ გამოყენება. თქვენ ითამაშეთ
თქვენთვის კომფორტულ ტემპში, თქვენმა მოწინააღმდეგემ კი
თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

თავი ოცდამეთოთხმეტე
აზროვნება

როგორი ხასიათის მატარებელნიც არ უნდა იყვნენ თქვენი


აზრები პარტიის დროს - ანალიტიკური, ლოგიკური თუ
შემთხვევითი, - ისინი მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ
რამდენად ძლიერი მოთამაშე ხართ თქვენ.

161) იფიქრეთ მხოლოდ დაფაზე წარმოქმნილ პოზიციაზე.


მოგსვლიათ თუ არა პარტიის დროს მსგავსი აზრები: „აქ
ხმაურია“, „გვერდით დაფაზე არის კარგი კომბინაცია; უნდა
დავფიქრდე გამოვა თუ არა“, „ჩემს მოწინააღმდეგეს დაბალი
რეიტინგი აქვს და მარტივად გავუმკლავდები“ და ა.შ.
ყველაფერი რაც არ ეხება პარტიას, რომელსაც თქვენ თამაშობთ -
ზედმეტია; გათავისუფლდით ზედმეტი აზრებისგან. თქვენ უნდა
ეცადოთ გამოწუროთ მაქსიმუმი იმ პოზიციიდან, რომელიც არის
თქვენს წინ და თქვენ ამას ვერ მოახერხებთ, თუ დახარჯავთ
თქვენს ძვირფას დროს აზრებზე, როელთაც არანაირი კავშირი არ
აქვთ ამ საქმესთან.
თუ აზროვნების დისწიპლინირება ძალიან რთულია თქვენთვის
და არ განიჭებთ არანაირ სიამოვნებას დაფიქრდით იმაზე, რომ ამ
პროცესის გარეშე, თქვენ ვერასდროს გახდებით იმ დონის

132
მოთამაშე, როგორსაც იმსახურებთ. თუ მოწინააღმდეგე იხარჯება
ბოლომდე, თქვენ კი არა, კეთილი ინებეთ და ნუ დარჩებით
გაკვირვებული, როცა ის თქვენ დაგამარცხებთ.
აზროვნების დისწიპლინა, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა,
რომლის გამომუშავებაც თქვენ შეგიძლიათ. თუ თქვენ
ნამდვილად გინდათ გახდეთ ძლიერი მოთამაშე, ამ ნაბიჯს ვერ
გამოტოვებთ, სხვაგვარად არაფერი გამოვა.
მთელი გონების კონცენტრაცია აზრებზე, რომელიც საჭიროა
ამოცანის გადასაწყვეტად, არის გზა სტრატეგიული
გამარჯვებისკენ. იმუშავეთ ამ საკითხზე, ეს შესაძლებლობა
დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში.

162) მოახდინეთ საჭადრაკო აზროვნების ფოკუსირება.


კარგი და მართალი რჩევაა - იფიქრო მხოლოდ დაფაზე მოცემულ
მდგომარეობაზე, მაგრამ როგორ ვისწავლოთ ეს? ამის ერთადერთი
გზა არსებობს, უნდა იპოვოთ ფოკუსის და კონცენტრაციის
წერტილი დაფაზე და მიაპყროთ მას მთელი თქვენი ყურადღება.
ფოკუსი შეიცვლება პარტიიდან პარტიამდე და პოზიციიდან
პოზიციამდე. ის შესაძლოა შეიცვალოს მოწინააღმდეგის
ცვლილების მიხედვით. თქვენ უნდა გააცნობიეროთ, თუ რაზე
უნდა მოახდინოთ ყურადღების ფოკუსირება და ეს უნდა მოხდეს
ინტუიციის მეშვეობით. ეს არ მოხდება სწრაფად, მაგრამ თქვენ
უნდა ეცადოთ და ეცადოთ.
ფოკუსი შესაძლოა იყოს მოწინააღმდეგის მეფე, ცენტრი,
იზოლირებული პაიკი, ცუდი კუ, გარიყული ფიგურა ან
მოულოდნელი არაკორექტული კომბინაცია, მოწინააღმდეგის
მხრიდან, მოკლედ ყველაფერი რასაც მოწინააღმდეგის სისუსტედ

133
მიიჩნევთ ან თქვენი გაძლიერების შესაძლებლობად. რაც არ უნდა
იყოს ეს, გეჭიროთ მიზანში და ეცადეთ გაერკვეთ, თუ რა ხდება
დაფაზე სინამდილეში. გქონდეთ მხედველობაში ეს წესი,
ნებისმიერი პარტიის დროს, ნებისმიერ სიტუაციაში და თქვენი
აზროვნება გაუმჯობესდება.
დაიჭირეთ გონებაში ფოკუსის წერტილი და რთული ამოცანები
გახდება გადაჭრადი. მთელი პროექტი მოგეჩვენებათ მარტივად
გასაგები, ხოლო გეგმები - განხორციელებადი. ყველა საქმეში
მიყევით ამ პრინციპს.

163) შეადარეთ მიმდინარე პოზიცია იმას, რომელიც თქვენ უკვე


იცით.
ამ ტექნიკას გვასწავლის პრაქტიკა. პოზიციის შედარება მოგცემთ
არა მხოლოდ ფოკუსის წერტილს, არამედ დაგეხმარებათ
მახსოვრობის გავარჯიშებაში და მოგცემთ საშუალებას, გონებაში
შექმნათ პოზიციების მარაგი.
იმ პოზიციების შედარება რომლებიც ჩნდება დაფაზე, იმათთან
რომლებიც ინახება თქვენს გონებაში, თუნდაც ისინი იყვნენ
ცოტათი განსხვავებულნი, არის სასარგებლო და დაგეხმარებათ
ჭადრაკის სტრატეგიის გაგებაში. რაც მეტი პოზიცია გახსოვთ, მით
მეტად ძლიერი მოთამაშე ხართ. რა თქმა უნდა მსგავსი იდეები,
არის ძლიერი მოჭადრაკეებისთვის და არა დამწყებთათვის,
მაგრამ მაინც გახსოვდეთ ეს რჩევა.
ახალი და არაჩვეულებრივი პოზიციის, ძველ და კარგად ნაცნობ
პოზიციასთან შედარების დროს, გონებაში ჩნდება წარმოსახვა.
მიაქციეთ მათ ყურადღება და შეუწყვეთ ხელი მის განვითარებას.
ამ გზით თქვენ შეძლებთ საკუთარი ცოდნის ბაზის შექმნას და მის

134
გამყარებას.

164) იფიქრეთ სტრატეგიულად, როცა მოწინააღმდეგის სვლის


დროა, ხოლო ტაქტიკურად მაშინ, როცა თქვენი სვლის დროა.
ეს პრინციპი - სპეციფიური რეალიზებაა 161 და 162 პრინციპის.
თუმცა არ ღირს მასზე მიყოლა მუდმივად. მაგალითად, თუ
თქვენი მოწინააღმდეგე თამაშობს ძალიან სწრაფად, ამ
შემთხვევაში თქვენ ბევრს ვერაფერს მიაღწევთ სტრატეგიულ
ფლანგზე, თუ ამ პრინციპს ბრმად მიყვებით. პრინციპი
ფაქტიურად მიგითითებთ, რომ უნდა გაყოთ თქვენი აზროვნება,
ორ ნაწილად.
სვლათა ჯაჭვზე ან ცალკეულ სვლაზე ფიქრის დროს, როცა
თქვენი სვლაა, თქვენ უნდა მოახდინოთ ყურადღების
ფოკუსირება კონკრეტულ ამოცანაზე, რომელიც მდგომარეობს
შემდეგში, უნდა იპოვოთ საუკეთესო სვლა მოცემულ პოზიციაში.
სტრატეგიულ იდეებზე ფიქრით, როდესაც სვლა
მოწინააღმდეგისაა, თქვენ მიაღწევთ იმას, რომ თქვენი აზრები არ
დაიწყებს ხეტიალს და დარჩება ფოკუსირებული პარტიაზე.
მოწინააღმდეგის სვლის დროს, თუ მიეცემით სიზარმაცეს და არ
იფიქრებთ პარტიაზე, თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ აზრების
მოკრეფა, როცა თქვენი სვლის დრო მოვა.
მსგავსი ფიქრის შედეგად, თქვენ შეძლებთ დაიჭიროთ გონება
მუდმივ მუშაობის რეჟიმში, მთელი პარტიის განმავლობაში და
ამავდროულად არ გადაღალოთ ის მუდმივი გამოთვლებით.
გადააქციეთ ჩვევად აზროვნების დაყოფა კონკრეტულ და
საერთო ნაწილებად. გააცნობიერეთ სხვაობა მათ შორის და არ
აურიოთ ისინი ერთმანეთში. მაგრამ არცერთი მათგანი არ

135
უგულებელყოთ.

165) გამოიყენე კითხვა - პასუხის ფორმატი.


როდესაც პარტიის დროს თქვენ ცდილობთ განსაზღვროთ
უძლიერესი სვლა, ხშირად ძალიან სასარგებლოა შეხვიდეთ
დიალოგში საკუთარ თავთან. მაგალითისთვის განვიხილოთ
შემდეგი პოზიცია.

დაუშვათ თქვენ თამაშობთ შავებით. პირველი რასაც


ყურადღებას აქცევთ არის ის, რომ ორივე მხარეს ძალიან ძლიერი
პაიკთა ცენტრი აქვთ, მეფეები როქირებულია და ფიგურებიც
განვითარებულია. ბოლო სვლით კი, თეთრებმა გააერთიანეს
ეტლები (1. Qd1-c2), ასე რომ შავები ერთი ნაბიჯით უკან არიან,
როგორც პარტიის დასაწყისში.
ამიტომ დროა დავუსვათ საკუთარ თავს შემდეგი კითხვები:
1. არის თუ არა რაიმე ამ პოზიციაში ისეთი, რომელიც გამეპარა
თვალთახედვიდან?
136
პასუხი: თეთრებს პაიკი ყავთ b4-ზე, რომელიც აძლევს მათ
სივრცით უპირატესობას ლაზიერის ფლანგზე, თუმცა
ამავდროულად ასუსტებს პაიკთა სტრუქტურას. შესაძლოა ეს
იმფორმაცია აღმოჩნდეს სასარგებლო თქვენთვის.
2. არის თუ არა ყველა ფიგურა დაცული?
პასუხი: შავების ყველა ფიგურა დაცულია. მაგრამ ორი თეთრი
ფიგურა - კუ b5-ზე და ლაზიერი - არ არის დაცული. თეთრებს
შეუძლიათ დაასრულონ საკუთარი განვითარება შემდეგი გზით
1. Qe2 ან 1. Qa4. შესაძლოა ამ იმფორმაციასაც ქონდეს
მნიშვნელობა.
3. შეიძლება თუ არა ვავნოთ, თეთრების რომელიმე დაუცველ
ფიგურას?
პასუხი: კუ b5-ზე იმყოფება იგივე დიაგონალზე, რომელზეც
შავების კუ d7. მათ შორის იმყოფება მხედარე c6.
4. არის თუ არა საშუალება გამოვიყენოთ თეთრების
პოტენციური სისუსტეები - პაიკი b4-ი და დაუცველი კუ b5-ი -
ფორსირებული სვლების მეშვეობით?
პასუხი: შავებს შეუძლიათ ითამაშონ 1…Nd4 ან 1…Nxb4. ორივე
სვლა - ისარგებლებს იმით, რომ თეთრების ფიგურები არის
დაუცველი და გააკეთებს ამას ორმაგი დარტყმის მეშვეობით.
მაშ ასე, შავებმა დაიწყეს ვარიანტების ანალიზი, ზემოთ
აღწერილი ორი სვლით. იმდენად რამდენადაც მეორე სვლა იგებს
პაიკს, ხოლო პირველი არა, მათ აირჩიეს მეორე ვარიანტი და
მოიგეს პარტია.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ისეთი ბუნებრივი სვლები
როგორებიცაა 1…Qe7 ან 1…a6, არც კი განიხილებოდა. პრობლემის
არსებობის შემთხვევაში შეეცადეთ გაიგოთ, რაში მდგომარეობს ის

137
და როგორ შეიძლება მისი გამოყენება.
კითხვა-პასუხმა შესაძლოა გახსნას პოზიციის არსი, თუმცა
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასვამთ სწორ კითხვებს და
მოძებნით გულახდილ პასუხებს.

თავი ოცდამეთხუთმეტე
კონცენტრაცია

„კარგი მოთამაშე არაფერს ნიშნავს,


მთავარია იცოდე კარგად თამაში“.
ზიგბერტ ტარაში

ზოგიერთ მოთამაშეს ყურადღება მარტივად ეფანტება.


ზოგიერთი ვერ არჩევს რა ხდება მათ ირგვლივ. რატომ არის ასე?
მთავარი მიზეზი არის ის, რომ ზოგიერთ მოთამაშეს აქვს კარგი
კონცენტრაციის უნარი, ვიდრე სხვებს. უმჯობესია
მიეკუთვნებოდეთ მათ რიგებს, ვისაც კარგად შეუძლია
კონცენტრაცია.

166) თუ თქვენ არ შეგიძლიათ კონცენტრაცია გარეგანი


მოვლენების გამო, უნდა ავღნიშნოთ, რომ პრობლემა თქვენს
კონცენტრაციის უნარშია და არა გარეგან მოვლენებში.
ჭადრაკს თამაშობენ ყველგან, როგორც ხმაურიან ბარებში, ასევე
წყნარ ადგილებში და ეს მათ ხელს არ უშლით. მთავარია, როგორ
ვისწავლოთ კონცენტრაცია მსგავს პირობებში? ამის ერთადერთი
გზა არსებობს, უნდა ითამაშოთ ჭადრაკი სხვადასხვა პირობებში.
ეს კარგი პრაქტიკაა.
138
ყურადღების გაფანტვა შეუძლია ბევრ რამეს. თქვენ უნდა
ისწავლოთ, თუ როგორ არ მიაქციოთ მათ ყურადღება და
მოახდინოთ კონცენტრაცია, მიუხედავად ყველაფრისა.

167) იპოვეთ თავდაცვის საშუალება, ყურადღების გამფანტავი


ფაქტორებისგან.
ყოფილ მსოფლიო ჩემპიონს მიხეილ ბოტვინიკს აღიზიანებდა
თამბაქოს კვამლი თამაშის პროცესში, ამის გამო მან მიიღო
ექსტრემალური ზომები და ვარჯიშის დროს ირჩევდა
მოწინააღმდეგეებად მწეველებს.
შესაძლოა არ ღირდეს მსგავს უკიდურესობაში გადავარდნა,
მაგრამ ვარჯიშის პროცესის წარმართვა, თქვენთვის
არასასიამოვნო გარემოში, დაგეხმარებათ იმუნიტეტის
გამომუშავებაში. თუ მსგავსი პრაქტიკა იქნება თქვენი ვარჯიშების
ნაწილი, თქვენ ისწავლით კონცენტრაციას ნებისმიერ
სიტუაციაში.
ივარჯიშეთ თქვენთვის არასასიამოვნო გარემოში და თქვენი
კონცენტრაციის უნარი აიწევს.

168) აზროვნების დისწიპლინა პირდაპირ დამოკიდებულია,


თქვენი კონცენტრაციის უნარზე.
აზროვნების დისწიპლინირება - პირდაპირი გზაა
კონცენტრაციის გაუმჯობესებისკენ. შეეცადეთ იფიქროთ
მეთოდურად, ნებისმიერ არასასიამოვნო სიტუაციაში. ითამაშეთ
ბრმა ჭადრაკი ხალხმრავალ ადგილებში. თუ თქვენ შეძლებთ და
დაასრულებთ პარტიას სხვადასხვა ხელის შემშლელი
ფაქტორების მიუხედავად ნიშნავს, რომ თქვენი კონცენტრაცია

139
მშვენიერ ფორმაშია.
გააკეთეთ კონცენტრაცია თავად აზროვნებაზე, ამ პროცესის
დისწიპლინირებაზე და ავტომატურად მოიკვეთება ყურადღების
გამფანტველი ყველა ფაქტორი. გონებაში მხოლოდ ერთი
პროცესის ადგილია და ეს უნდა იყოს აზროვნების პროცესი,
სხვაგვარად არაფერი გამოვა.
მეთოდური აზროვნება და სრული კონცენტრაცია ავსებენ
ერთმანეთს. ერთერთზე ფოკუსირება დაეხმარება მეორეს.

169) არ მიაქციოთ ყურადღება ფსიქოლოგიურ ასპექტებს პარტიის


დროს.
პოკერისგან განსხვავებით სადაც არსებობს ტელსები და აძლევს
თქვენს მოწინააღმდეგეს საკვებს ფიქრისთვის, ჭადრაკში
მნიშვნელობა აქვს მხოლოდ დაფაზე არსებულ პოზიციას. ამიტომ
თქვენ დაკარგავთ დროს და უარეს შემთხვევაში კონცენტრაციას,
თუ მიაქცევთ ყურადღებას ფსიქოლოგიას.
ყველაფერი კარგადაა, თუ თქვენ ცდილობთ გამოიყენოთ
მოწინააღმდეგის სუსტი მხარეები. მაგალითად, ვიღაც თავს
არაკომფორტულად გრძნობს ღია პოზიციებში, რომლებშიც ის
იძულებულია გადმოვიდეს შეტევაზე. მაშ შექმენით მსგავსი
პოზიცია. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მისი ნებისმიერი
სისუსტე, მაგრამ ნუ დახარჯავთ დროს მისი გრძნობების
კითხვაზე; ეს თქვენ ვერ დაგეხმარებათ, კარგი გეგმის
შემუშავებაში ან ძლიერი სვლის პოვნაში.
ჭადრაკში პოზიცია - არის ყველაფერი. განსხვავება კარგ და ცუდ
მოთამაშეს შორის, მდგომარეობს შესაძლებლობაში წაიკითხოს
პოზიცია, რომელიც მის თვალწინაა.

140
გააკეთეთ კონცენტრაცია ამოცანაზე, რომელიც აუცილებლად
უნდა ამოიხსნას და თქვენი წარმატების შანსები მოიმატებს.
საუკეთესო გზა მოწინააღმდეგის ფსიქოლოგიურად დამარცხების,
არის გააკეთო ძლიერი სვლები.

თავი ოცდამეთექვსმეტე
მოთმინება

ყოველ ძლიერ მოთამაშეს აქვს ამ სათნოების ძალიან დიდი


მარაგი, ნებისმიერი შემთხვევისთვის, როგორი დაძაბული
პარტიაც არ უნდა იყოს. ამიტომ, თქვენთვისაც არ იქნებოდა ცუდი
ამ სათნოების აღზრდა თქვენში.

170) დააჯექით საკუთარ ხელებს.


ეს მითითება ძალიან ფასეულია, მისი პრაქტიკულობიდან
გამომდინარე და ეხება მათ, ვისაც აქვს ჩვევა გააკეთოს პირველივე
სვლა, რომელიც თვალში მოხვდება.
ყოველთვის გახსოვდეთ ჭადრაკის უმთავრესი წესი „შეეხე -
ითამაშე“. თუ თქვენ შეეხებით ფიგურას, მოგიწევთ მისით სვლა
და თუ ხელს გაუშვებთ სვლა ჩაითვლება. სვლის უკან დაბრუნება
ჭადრაკში არ შეიძლება. სვლის გაკეთებამდე უმჯობესია კარგად
გაანალიზოთ ის.
ჯერ დაფიქრდი და შემდეგ გადადგი ნაბიჯი. სანამ
გადახტებოდეთ ჯერ წინ გაიხედეთ. სადმე გსმენიათ, რომ ვინმემ
მიაღწია წარმატებას, სხვაგვარი ქცევით?

141
171) გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, პაიკებთან
ურთიერთობის დროს.
პაიკები განსხვავდებიან ფიგურებისგან, მათ არ შეუძლიათ უკან
და გვერდით სვლა. ამიტომ სვლის უკან წაღება პაიკით არ
გამოგივათ და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად უმნიშვნელო
იყო თქვეს მიერ დაშვებული შეცდომა. ველს რომელსაც ის
აკონტროლებდა, პარტიის განმავობაში ვეღარასოდეს შეძლებს მის
ხელახალ კონტროლს. ამიტომ ნებისმიერი პაიკის სვლა, არის
პოტენციურად საპასუხისმგებლო. ეს კი ნიშნავს, რომ აკურატული
მიდგომა პაიკთა სვლების მიმართ, არ არის აზრს მოკლებული.
კარგად დაფიქრდით პაიკით სვლის გაკეთებამდე. სვლა
შესაძლოა იყოს ძალიან კარგი მაგრამ გახსოვდეთ, რომ მასში
ყოველთვის იქნება „რუბიკონის გადალახვი“ აჩრდილი.
ყურადრებით მოეკიდეთ ყოველ მნიშვნელოვან
გადაწყვეტილებას, რომელთა მიღებაც თქვენ გიწევთ. ეს იმას არ
ნიშნავს, რომ აგრესიის გამოვლენა არ არის საჭირო ან გააკეთოთ
რაიმე ისეთი, რაშიც შესაძლოა გამოვლინდეს ბუმერანგის ეფექტი.
უბრალოდ იყავით ყურადღებით, როდესაც დგამთ მნიშვნელოვან
ნაბიჯებს, რომელთა შედეგებიც არის ბუნდოვანი. დარწმუნდით,
რომ გაითვალისწინეთ ყოველი თქვენი სუსტი მხარეები, ისევე
როგორც მოწინააღმდეგის ძლიერი მხარეები და ბოლომდე
აწონ-დაწონეთ ყოველი შესაძლო შედეგი.

172) გამოიჩინეთ მოთმინება და დაელოდეთ სანამ თქვენი


მოწინააღმდეგე გააკეთებს თავის სვლას.
ამ პრინციპთან მოჭადრაკეს აქვს შეხება ყოველ დღიურად. ის

142
განსაკუთრებით აქტუალურია, დროის ნელი კონტროლის
შემთხვევაში.
როცა მოწინააღმდეგე დიდხანს ფიქრობს სვლაზე, თქვენ
შესაძლოა დაკარგოთ მოთმინება. ეს არის ყველაზე ცუდი რეაქცია.
ნებისმიერი ვინც ფიქრობს რაიმეზე დიდხანს, უეჭველად რაღაცას
ხლართავს. შესაძლოა ის ეძებდეს კომბინაციას, რომელიც
საშუალება მიცემს თავი დააღწიოს სირთულეებს, ან უნდა
მოიფიქროს კარგი გეგმა, ან ახდენს გამოთვლებს. როგორი
შედეგიც არ უნდა დადგეს, თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ის გავიდა
პოზიციის გაგების მეტად ღრმა დონეზე. ასე რომ თქვენი
გადასაწყვეტია, გამოავლინოთ მოუთმენლობა თუ ეძებოთ
პოზიციის დამალული რესურსები?
ცუდი არ იქნება თქვენაც დახარჯოთ ცოტა მეტი დრო
პოზიციაზე და ჩადოთ მეტი შრომა მასში, თუ რა თქმა უნდა,
გსურთ პარტიის მოგება. არასდროს დაინანოთ ძალისხმევა
პოზიციის გადასაწყვეტად. თქვენ ვერასოდეს აჯობებთ
მოწინააღმდეგეს თუ გამოიჩენთ მოუთმენლობას, მისი სვლის
დროს.
წარმატებულმა ადამიანებმა იციან როგორ შეავსონ თავისუფალი
დრო. ისინი არასდროს კარგავენ მას უაზროდ. გამოიმუშავეთ
თვისება იფიქროთ მაშინაც კი, როდესაც არაფერი გაქვთ
საფიქრალი და თქვენ მიაღწევთ წარმატებას.

174) გამოიჩინეთ მოთმინება გამოთვლების დროს.


არასდროს გააკეთოთ პირველივე სვლა, რომელიც მოგეწონებათ.
ყოველთვის შეამოწმეთ ის და დათვალეთ სხვა სვლების
ვარიანტები. ეს ერთადერთი შანსია, პოზიციაში საუკეთესო სვლის

143
გამოსავლენად. ვარიანტების გამოთვლა - არ არის ადვილი საქმე.
უნდა დაიმახსოვროთ სვლათა სერია და შედეგად წარმოქმნილი
პოზიცია იმისთვის, რომ შეადაროთ ისინი ერთმანეთს, ეს კი
მოითხოვს ენერგიის და კონცენტრაციის ხარჯვას. აქ არ არის
ადგილი სიზარმაცის და მოუთმენლობის! აუცილებელია
გაიაროთ მთელი ეს გზა.
ეს პრონციპი უნდა გახსოვდეთ არა მხოლოდ პარტიის დროს,
არამედ სავარჯიშო სესიების პროცესშიც. მოთმინების სწავლა
შესაძლებელია და თქვენ მოიქცევით სწორად თუ მას გადააქცევთ
ჩვევად. გამოთვალეთ ვარიანტები ყოველ ჯერზე მოთმინებით და
ის ავტომატურად გახდება თქვენი ჩვევა.
ნებისმიერ ხანგრძლივი და რთული პროცესი ითხოვს
მოთმინებას მისგან, ვისაც სურს მიაღწიოს წარმატებას. შესაძლო
შედეგების გამოთვლა, რომლებიც ეყრდნობა ფაქტებს, არის
ხანგრძლივი და დამღლელი პროცესი. ასე რომ გამოიჩინეთ
მოთმინება! ნუ იფიქრებთ, რომ ყველაფერი მარტივად და
სწრაფად გამოვა.

175) იყავით მომთმინებით სავსე, როცა პარტიაში დადგება


კრიზისი.
სწორედ ამ დროს წყდება პარტიის ბედი. მომენტში, როცა დგება
გადაწყვეტილების მიღების დრო, ეს პირდაპირი გაგებით ნიშნავს,
რომ დადგა კრიზისული პერიოდი, როცა წინა პერიოდში
გაწეული მთელი თქვენი შრომა, ან მიგიყვანთ წარმატებასთან ან
გადაიყრება წყალში. ხანდახან დგება მომენტი, როცა ყველაფერი
თითქოსდა თავზე გექცევა. განსაკუთრებით ასეთ დროს არ
შეიძლება გააკეთო პირველივე სვლა, რომელიც თვალში

144
მოგხვდება. როცა პარტია მიაღწევს კრიზისულ წერტილს,
როგორიც არ უნდა იყოს მისი მიზეზი, კარგი იქნება
გააცნობიეროთ ეს ფაქტი. რადგან თქვენ მიხვდით, რომ დაფაზე
შეიქმნა კრიზისი, დახარჯეთ დამატებითი დრო და ეცადეთ
მიიღოთ მაქსიმუმი ამ პოზიციიდან. ეს სავარაუდოდ ის მომენტია,
როცა მოთმინება მოგიტანთ მაქსიმალურ დივიდენდებს.
„არ მიცე კრიზისს საშუალება დაიკარგოს უაზროდ“
უინსტონ ჩერჩილი
კრიზისული პერიოდის წარმატებით გავლა ითხოვს დიდ
მოთმინებას. თუ თქვენ არ გაგაჩნიათ ეს სათნოება, შეგიძლიათ არ
იქონიოთ წარმატების იმედი.

თავი ოცდამეჩვიდმეტე
გამართლება

„არსებობს ორი ტიპის ადამიანი:


ისინი, ვინც ემორჩილება გარემოებებს
და თამაშობენ ნარდს
და ისინი, ვინც იმორჩილებს გარემოებებს
და თამაშობენ ჭადრაკს“.

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გამართლებას არავითარი კავშირი არ


აქვს ჭადრაკთან, სავარაუდოდ თქვენ არც ისე ბევრი გითამაშიათ
ეს თამაში. ადამიანები, რომლებსაც არ უთამაშიათ ჭადრაკი
ფიქრობენ, რომ ჭადრაკში მნიშვნელოვანია მხოლოდ ცოდნა. ეს
სიმართლეა და ამავდროულად არა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ ტიპის გამართლება რომელიც

145
საჭიროა აზარტულ თამაშებში, ჭადრაკში არ არსებობს
(მოწინააღმდეგე მხარეებს აქვთ ერთნაირი რაოდენობის
ფიგურები და პაიკები; ასევე პოზიციის დანახვა შეუძლია
მონაწილე ორივე მხარეს, პარტიის მსვლელობის სრულ
მონაკვეთში), ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამართლების ადგილი აქ არ
არის. ის იმყოფება სხვადასხვა მცირედი ფორმით, რომელიც
გაუგებარია გამოუცდელი მოთამაშისთვის.

176) არსებობს სხვადასხვა სიტუაციები ჭადრაკში, როდესაც


სცენაზე გამოდის ფორტუნა.
ხუთ ტურიან ტურნირში, როდესაც მოთამაშეები თამაშობენ
თეთრი ფიგურებით სამ ხელს მაშინ, როდესაც სხვები ორს
ნიშნავს, რომ გაუმართლა მათ ვისაც ერგო თეთრებით სამი
პარტიის თამაში. იმდენად რამდენადაც თეთრები იწყებენ და
პირველი სვლა არის მათი, მათ აქვთ მცირედი უპირატესობა და
იმ მონაწილეებს ვისაც ერგო მეტი თეთრი პარტია, ღებულობს
მცირედ ჰანდიკაპს.
ფერთა გადანაწილება ტურნირებში იცვლება და სწორედ ამიტომ
მან შესაძლოა ითამაშოს თქვენს წინააღმდეგ ან სასარგებლოდ.
მსგავსი ფორტუნის ფაქტორები, არის თამაშის ნაწილი და უნდა
იქნას გათვალისწინებული კარგი მოთამაშის მიერ.
მიუხედავად მორტიმერ კოლინზის აზრისა, რომ ფორტუნის
ადგილი მაინც არის იმ თამაშებში, სადაც ავანგარდში დგას ცოდნა
და აზროვნება, და რომ ჩვენ მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, არ
შეგვწევს ძალა ყოველთვის ვაკონტროლოთ გარგანი მოვლენები.
მე დავამატებდი, რომ არსებობს ორი ტიპის ადამიანი: ის ვინც
ღებულობს და ის ვინც არ ღებულობს, ამ ფაქტს.

146
177) ფორტუნას უყვარს გამბედავები.
ეს საქვეყნოდ ცნობილი გამოთქმა განსაკუთრებით მართლდება
ჭადრაკში, სადაც აგრესიულობას და ხისტ თავდასხმით
მოქმედებებს ხშირად მიყავყავართ მოწინააღმდეგის ძალების
დესტრუქციამდე. ერთერთი მიზეზი არის ის, რომ მოჭადრაკეთა
უმეტესობას არ უყვარს თავდაცვა. დაცვითი თამაშის კარგი
მცოდნეები, არიან ძალიან ცოტა.
ამ პრინციპით შესაძლოა აიხსნას ის, რომ თუ თავდამსხმელმა
დაიჭირა ფორტუნის მიერ გამოგზავნილი ზურგის ქარი, ის
მიაღწევს წარმატებას, თუნდაც პარტია თითქმის წაგებული
ქონდეს. თუმცა არ არის აუცილებელი ყველაფერი გამართლებით
აიხსნას, რა თქმა უნდა არსებობს კავშირი აგრესიულობას,
რომელიც თქვენ გამოავლინეთ და წარმატებას შორის, მსგავს
სიტუაციებში. რა თქმა უნდა, ეს იმ შემთხვევაში იმუშავებს თუ
მოწინააღმდეგე მოგცემთ ამის უფლებას.
გაბედულად გადადგით ნაბიჯი, მიუხედავად გარემოებებისა და
სიტუაციის კრიტიკულობისა. წარმატების გასაღები, არის
გამბედაობა - ნებისმიერ საქმეში, მიუხედავად იმისა არსებობს თუ
არა მსგავსი მაგალითი. (ეს არის ადმირალ კლარკის სიტყვები.)

178) ძლიერი მოთამაშე თავად ჭედავს საკუთარ ბედნიერებას.


ეს არის ბუნებრივი შედეგი. რამდენადაც ჭადრაკში არსებობს
გამართლება, ძლიერი მოთამაშე აღიარებს ამ ფაქტს და მუშაობს
იმაზე, რომ მაქსიმუმზე აიყვანოს საკუთარი გამართლების შანსები
და მინიმუმზე დაიყვანოს მოწინააღმდეგის შანსები.
მსგავსი სამუშაოს შემადგენელი ნაწილი, არის აგრესიული
თამაში, თამაშზე დაკვირვება და პოზიციიდან მაქსიმუმის

147
მიღების შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა ვის უჭირავს
უკეთესი მდგომარეობა ამ პოზიციაში და რომელ მოთამაშეს აქვს
მეტი ავტორიტეტი. მაგრამ მთავარი მაინც თამაშზე დაკვირვებაა.
იღბლიანი მოთამაშე არის ის, რომელიც მაქსიმალურად იყენებს
საკუთარ შესაძლებლობებს. ეს ნიშნავს, რომ რაც უკეთესად
თამაშობთ, მით მეტად იღბლიანი ხართ. კარგი მოთამაშეები
არასდროს ეყრდნობიან, მოწინააღმდეგის შესაძლო შეცდომებს.
ისინი აძლევენ შეცდომის შანსს მოწინააღმდეგეებს და მზად არიან
ამ შეცდომის გამოსაყენებლად - ნებისმიერ დროს და ნებისმიერ
ვითარებაში.
წარმატება მიმავალთა თანამეგზურია. ნათქვამია დაო დე ძინში.
„როდესაც მოწინააღმდეგე შეცდომას დაუშვებს,
აუცილებლად ისარგებლე ამით და ხელში ჩაიგდე
ის, რაც მისთვის ძვირფასია“.
ომის ხელოვნება, სუნ-ძი

თავი ოცდამეთვრამეტე
პრაქტიკა

„მე ვცდებოდი, როდესაც ვფიქრობდი, რომ შემეძლო


დამეხურა ჭადრაკი და შემომედო ის თაროზე“.
ადოლფ ანდერსონი
1858 წელს პოლ მერფისთან დამარცხების შემდეგ.

თქვენ ისწავლით სწორი გადაწყვეტილებების მიღებას მხოლოდ


მას შემდეგ, რაც მიიღებთ ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას. თუ
რომელიმე მათგანი აღმოჩნდება არასწორი, აღნიშნეთ ის და
არასდროს გაიმეოროთ დაშვებული შეცდომა. თუ ისინი
გაამართლებენ საკუთარ თავს, აღნიშნეთ ისინი და მიიღეთ
148
მსგავსი გადაწყვეტილებები რთულ სიტუაციებში.

179) პრაქტიკა - არის გზა სრულყოფილებისკენ.


ეს არის მუსიკოსების მანტრა. ეს პრინციპი კი უნდა გახდეს
მანტრა ყველასთვის, ვისაც სურს რაიმე კარგის გაკეთება. თუმცა
სრულყოფილება თითქმის მიუღწეველია, მისკენ სწრაფვით ჩვენ
ვაუმჯობესებთ ჩვენს თავს იმ დონეზე, რა დონეზეც ეს
შესაძლებელია. რა თქმა უნდა პრაქტიკა უნდა ემყარებოდეს
ჯანსაღ პრინციპებს.
ჭადრაკის ხშირი თამაში თქვენ ვერფერში დაგეხმარებათ, თუ
დაუშვებთ ერთ და იგივე შეცდომებს. პრაქტიკა სასარგებლოა
მხოლოდ მაშინ, როდესაც მას თან ახლავს კიტიკული ანალიზი
ყოველი მიღებული გადაწყვეტილების.
ამიტომ თუ გსურთ საკუთარი თამაშის გაუმჯობესება, უნდა
ითამაშოთ ბევრი სხვადასხვა პარტია, სხვადასხვა
მოწინააღმდეგესთან. ეს არის პირველი ნაბიჯი. მეორე ნაბიჯი
მდგომარეობს კრიტიკულ ანალიზში, ყოველი პარტიის ყოველ
სვლაში. ეს ნაბიჯი არის მნიშვნელოვანი ნებისმიერ სფეროში,
ნებისმიერი ტიპის გაუმჯობესებისთვის, საითაც არ უნდა
ისწრაფვოდეთ. ამ ნაბიჯის გარეშე თქვენი პრაქტიკა, პრაქტიკა არ
იქნება, ის იქნება განვლილის გამეორება. ეს კი ერთი და იგივე არ
არის.
მეორე ნაბიჯი ძალიან მნიშვნელოვანია და არასოდეს
დაივიწყოთ, რადგან მხოლოდ კრიტიკული გარჩევა საკუთარი
თამაშის, გაძლევთ საშუალებას მისი გაუმჯობესების. რა თქმა
უნდა მსგავსი გარჩევა შეუძლებელია, თუ გადაწყვეტილება არ
იქნა მიღებული. სწორედ ამიტომ თქვენ უნდა ითამაშოთ, მიიღოთ

149
გადაწყვეტილებები სხვადასხვა პოზიციაბში და შემდეგ
კრიტიკულად გაანალიზოთ ისინი.
შესრულება აუცილებელია იმისთვის, რომ მიღწეულ იქნას
სრულყოფილი შესრულება. ხოლო ამ შესრულების კრიტიკული
ანალიზი აუცილებელია იმისთვის, რომ მიიღოთ სარგებელი და
გამოცდილება. მხოლოდ კომპლექსური მიდგომა იძლევა
სრულყოფილების მიღების შანსს.

180) თავიდან გაათამაშეთ დებიუტი და შემდეგ ნახეთ რას ამბობს


მასზე თეორია.
ძალიან ბევრი მოჭადრაკე იყენებს ამ რჩევას უკუღმა. ისინი
სწავლობენ დებიუტს სწორი გზის საპოვნელად, შემდეგ კი იღებენ
მას შეიარაღებაში.
მსგავსი მიდგომის სისუსტე არის ის, რომ გიწევთ მაქანიკური
დამახსოვრება ძალიან ბევრი ვარიანტის და ეს ხდება ისე, რომ
საერთოდ ვერ გებულობთ რას აკეთებთ, მოცემულ დებიუტში.
დამახსოვრებაში - არ არის არაფერი ცუდი; მაგრამ მექანიკურ
დამახსოვრებას, მისი აღქმის და გაგების გარეშე, არ აქვს ადგილი
ძლიერი და ჭკვიანი ადამიანის ცხოვრებაში. მსგავსი მიდგომის
დროს, თუ მოწინააღმდეგე შეცვლის რაიმეს და ისე არ ითამაშებს
როგორც თქვენ გქონდათ დამახსოვრებული, თქვენ არ
გეცოდინებათ რა უნდა გააკეთოთ.
ისწავლეთ მცდელობის და შეცდომის მეთოდით, ასევე
ოსტატების რჩევების მიხედვით. ასე თქვენ ისწავლით ანალიზს
და მიხვდებით, რომელი ქმედების მიღება ღირს და რატომ.

150
181) ვერაფერი ვერ გასწავლით ჭკუას იმაზე სწრაფად, ვიდრე
გამანადგურებელი მარცხი ძლიერი მოწინააღმდეგისგან.
თუ თქვენ მოგწონთ გამარჯვება, შეგიძლიათ მიაღწიოთ მას ორი
განსხვავებული ხერხით. პირველი - შეარჩიოთ და ეთამაშოთ
სუსტ მოწინააღმდეგეებს, რომელთაც სავარაუდოდ მოუგებთ და
მეორე - ეთამაშოთ ძლიერ მეტოქეებს იმისთვის, რომ ისწავლოთ
საკუთარ მარცხზე და გაძლიერდეთ. პირველი ხერხი
დაგიკმაყოფილებთ ეგოს, მეორე კი გადაგიშლით ახალ
პერსპექტივებს.
თუ თქვენ ნადვილად გსურთ გააუმჯობესოთ და დახვეწოთ
საკუთარი თამაში, მაშინ თქვენ მეტს გაიგებთ მარცხიდან, ვიდრე
თქვენი გამაჯვებების უმრავლესობიდან. ამ ფენომენის ერთერთი
მიზეზი არის ის, რომ თქვენ შეძლებთ გაარკვიოთ მეთოდი,
რომელმაც მიცა საშუალება ძლიერ მოთამაშეს, მიეღწია
გამარჯვებისთვის (თქვენ ეწინააღმდეგებოდით როგორც
შეგეძლოთ, მაგრამ დამარცხდით. მომდევნო ჯერზე გამოიყენეთ
მოწინააღმდეგის სტრატეგია). სხვა მიზეზი მდგომარეობს იმაში,
რომ მარცხი მწარეა. მარცხი არ მოგცემთ საშუალებას თავი
იგრძნოთ კომფორტულად ან ყოვლისმცოდნედ. ყოველივე ეს
მოგცემთ მოტივს ივარჯიშოთ მეტი და მიაღწიოთ წარმატებას
მომდევნო პარტიაში. შედეგად კი საბოლოო ჯამში, თქვენ
გააუმჯობესებთ თქვენს შედეგებს და აწევთ თამაშის დონეს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, აქვს კი რაიმე აზრი
იმას, რომ მუდმივად ეთამაშოთ იმათ, ვისაც არაფრის
შემოთავაზება არ შეუძლია, გარდა სუსტი წინააღმდეგობისა.
ნებისმიერ შეჯიბრებაში ეცადეთ იპოვოთ ყველაზე ძლიერი
წინააღმდეგობა ყოველ ჯერზე, როდესაც მოგინდებათ რაიმეს

151
სწავლა. მსგავსი მიდგომის შემთხვევაში, თქვენ არა მხოლოდ
გააუმჯობესებთ საკუთარ თამაშს, არამედ ყოველი გამარჯვება
იქნება ნამდვილი გამარჯვება და მასში გამოჩნდება ოსტატის
ხელი.
„ერთადერთი გზა გახდე ძლიერი მოთამაშე,
არის ეთამაშო შენზე ძლიერ მოთამაშეს“.

182) ყოველთვის ითამაშეთ საკუთარი შესაძლებლობების


მაქსიმუმზე.
ეს პრინციპი არის ჭეშმარიტება და არ იწვევს არავითარ ეჭვს, თუ
თქვენ ძალით არ გინდათ ვინმეს დაუთმოთ პარტია.
არ ითამაშოთ შეჯიბრზე, თუ თქვენ არ აპირებთ მაქსიმუმის
გამოვლენას. არ აქვს გამართლება სუსტ სვლებს ჭადრაკში,
რომლებიც კეთდება სპეციალურად იმისთვის, რომ დამარცხდეთ.
ჭადრაკი არის თამაში ნამდვილი ხიშნიკებისთვის.

183) ივარჯიშეთ ენდშპილში თუ გსურთ ისწავლოთ დებიუტი და


მიდლშპილი.
ენდშპილი მოიცავს ჭადრაკის საფუძვლებს, მაგრამ მას
მოთამაშეები ყველაზე ნაკლებად სწავლობენ.
ენდშპილი - არის ყველაფრის თავი იმიტომ, რომ ეფუძვნება
მარტივ პოზიციებს. როგორ შეიძლება მიხვდეთ დებიუტი ან
მიდლშპილი, თუ თქვენ ვერ ხვდებით ენდშპილს, რომლითაც
მთავრდება პირველი ორი სტადია? თუ თქვენ ვერ მიხვდებით,
როგორ უნდა ებრძოლოს კუები მხედრებს უმარტივეს
სიტუაციებში (მაგალითად კუები და პაიკები, მხედრების და
პაიკების წინააღმდეგ), როგორ მიხვდებით ეშმაკურად
ჩახლართულ მიდლშპილის პოზიციებს, რომელშიც ორივე მხარეს
152
აქვს ფიგურათა სრული კომპლექტი.
ძალიან ბევრი დებიუტის თუ მიდლშპილის იდეა პოულობს
საკუთარ გამოვლინებას ენდშპილის პოზიციებში. ამიტომ
აუცილებელია იცოდეთ საბაზისო დაბოლოვებები იმისთვის, რომ
მიხვდეთ საწყის თამაშს.
ენდშპილს სწავლობენ ნაკლებად, რადგან მისი საბაზისო
პოზიციები იკვეთებიან იშვიათად, ვიდრე დებიუტის ან
მიდლშპილის სხვა საბაზისო პოზიციები, სწორედ ამიტომ მას
მიიჩნევენ ნაკლებად მნიშვნელოვნად. მაგრამ სიზარმაცემ და
აღქმის არქონამ არ უნდა მოგატყულოთ და დაგიმალოთ ცოდნა,
რომელიც არსებობს ენდშპილის საბაზისო პოზიციებში.
თუ ვერ გაიგებთ ცოდნის აგურებს, რომლიდანაც შენდება
ნებისმიერი დისწიპლინა, თქვენ ვერასოდეს გაიგებთ მის
სრულყოფილ მნიშვნელობას. ასე რომ, თუ გსურთ ისწავლოთ
პიანინოზე დაკვრა, აუცილებელია აითვისოთ გამები, არპეგიო და
ა.შ. მაშინ, როდესაც ჭადრაკში აუცილებელია იცოდეთ საბაზისო
ენდშპილის პოზიციები იმისთვის, რომ გაერკვეთ სხვა დანარჩენ
სტადიებში.

თავი ოცდამეცხრამეტე
სწავლება

„სწორი სწავლების შემთხვევაში მოსწავლეს შეუძლია


გაიგოს მეტი რამოდენიმე საათში, ვიდრე ის გაიგებს ათ
წელიწადში, საკუთარ შეცდომებზე სწავლის შემთხვევაში“.
ემანუელ ლასკერი

153
შეისწავლეთ ის, რაც გაკეთდა თქვენამდე და თქვენს ცოდნას
ექნება მყარი ფუნდამენტი. წარსულის ყოველ ოსტატს აქვს
გატარებული არაერთი საათი ჭადრაკის დაფასთან მცდელობაში,
რომ გაეგოთ ჭადრაკის არსი. ყოველ მათგანს აქვს პირადი
მიღწევა. ამიტომ დიდი აზრი აქვს მათი პარტიების შესწავლას
იმისთვის, რომ გაარკვიოთ თუ რამ განსაზღვრა მათი წარმატება.

184) შეისწავლეთ ოსტატების პარტიები.


თუ თქვენ გაიგებთ მათ თამაშს, თქვენ თავად გახდებით ოსტატი.
თუ თქვენ ფიქრობთ, რომ გაიგეთ მათი თამაში, მაგრამ ვერ
მიაღწიეთ ოსტატის დონეს ნიშნავს, რომ თქვენ ყველაფერი ვერ
გაიგეთ.
ჭადრაკს ისეთი ფორმით, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ თამაშობენ
უკვე ორასს წელზე მეტი, ამ დროის განმავლობაში გათამაშდა
მილიონობით პარტია, ოსტატებს შორის და ისინი მუდმივად
ხელმისაწვდომია.
რომელი პარტიების შესწავლა ღირს? ნებისმიერის, რომელიც
თქვენთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუ რა თქმა უნდა, ეს არის
ოსტატების პარტია. მაგრამ მაინც უმჯობესია აირჩიოთ, იმ
მოჭადრაკეთა პარტიები, რომლთა სტილიც თქვენ მოგწონთ. ასევე
შეგიძლიათ შეანაცვლოთ ოსტატები და ისწავლოთ დებიუტები
ერთერთი მათგანის, მიდლშპილი სხვა ოსტატისგან და ენდშპილი
კიდევ სხვისგან.
ნუ დაიწყებთ ველოსიპედის თავიდან გამოგინებას! როდესაც
ხელი მიგიწვდებათ ფართო მატერიალზე, უბრალოდ გამოიყენეთ
ისინი.

154
185) მიმართეთ მასწავლებელს, კოლეგას, თუნდაც კომპიუტერს
იმისთვის, რომ გადაამოწმოთ საკუთარი ანალიზი და იდეები.
ყოველ ჯერზე უნდა შეამოწმოთ საკუთარი ანალიზი და იდეა,
სამუშაოს დასრულებისთანავე, მაგრამ არასოდეს გააკეთოთ ეს
თქვენით. გამოიყენეთ ყველა რესურსი სრულად, რომელიც
არსებობს თქვენს განკარგულებაში.
არცერთი ადამიანი არ არის კუნძული. მიიღეთ დახმარება
რომელიც გესაჭიროვებათ, ის ხელმისაწვდომია.

186) რაიმეს შესწავლის ერთერთი საუკეთესო გზა, არის მოახდინო


საკუთარი ქმედების დეტალური ანალიზი.
საკუთარი პარტიების შესწავლა - არის კიდევ ერთი მხარე
სასწავლო პროცესის. ეს არის პროგრამის ძალიან მნიშვნელოვანი
ნაწილი, თუ თქვენ ხართ ნამდვილად დაინტერესებული
საკუთარი თამაშის გაუმჯობესებით. ბოლოს და ბოლოს რა
შეიძლება იყოს მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩაეფლო საკუთარი
პარტიის ანალიზში და მიხვდე სად დაუშვი შეცდომა და სად
იმოქმედე სწორად. სწორი გადაწყვეტილებები ხელს უწყობს
თქვენს ზრდას, ხოლო შეცდომები მიგითითებთ საკუთარ
ხარვეზებზე და ხელს გიშლით განვითარებაში. ხარვეზები
ითხოვს კონცენტრაციას და მუშაობას იმისთვის, რომ
აღმოიფხვრას ისინი.
თეორია ძალიან მარტივია, მაგრამ თქვენ უნდა მიუდგეთ
პარტიის ანალიზს ობიექტურად, შეისწავლოთ ყოველი სვლა და
გაანალიზოთ ისინი, შემდეგ მოძებნოთ საუკეთესო
შესაძლებლობა, სწორედ აქ დაგეხმარებათ ტრენერი ან
კომპიუტერი.

155
ყოველ ჯერზე როდესაც შეიტყობთ რაიმე ახალს საკუთარ თავზე,
თქვენ გეძლევათ შანსი გახდეთ მეტად სრულყოფილი. როდესაც
გაიგებთ, თუ რა დონის მოათამაშე ხართ, თქვენ შეგეძლებათ
შეავსოთ საკუთარი ცოდნა იმ კუთხით, რომელიც გესაჭიროვებათ.
შეისწავლეთ და ანალიზი გაუკეთეთ ყველაფერს რასაც არ უნდა
აკეთებდეთ, ყოველ ჯერზე როდესაც ამის შანსი მოგეცემათ და
თქვენ გაიგებთ მეტს საკუთარ თავზე.

187) შეისწავლეთ ელიტარული მოჭადრაკეების კომენტარები.


შეისწავლეთ მათი მიდგომა სხვადასხვა პოზიციების მიმართ და
ეცადეთ მიბაძოთ მათ.
საკუთარი ყურადღების ფოკუსირებით იმაზე, თუ როგორ
ფიქრობენ უძლიერესი მოჭადრაკეები, თქვენ ისწავლით მათ
გზაზე მიყოლას.
ეს არის ნამდვილად ძალიან დიდი პრობლემა, მიხვდეთ იმ
მოჭადრაკეების აზრთა მსვლელობას, რომლებიც დგანან ამ
დიადი თამაშის მწვერვალებზე. როგორ უდგებიან ისინი
დებიუტებს? რატომ ამჯობინებენ ერთ სტრუქტურას მეორეს
მიდლშპილში? თუ პოზიცია აგონებთ რაიმეს წარსულიდან, სად
არის ასოცირების გასაღები?
ოსტატების აზროვნების პროცესის შესწავლა, მოგცემთ
შესაძლებლობას მიხვდეთ, რომელი მიმართულებით უნდა
იფიქროთ პარტიის მსვლელობის პროცესში.
ჩაუღრმავდით დიადი ოსტატების აზროვნების პროცესს, თუ
თქვენ გსურთ გააუმჯობესოთ საკუთარი თამაში. იმიტაცია - არის
მლიქვნელობის გულახდილი ფორმა.

156
188) შეავსეთ სწავლა პრაქტიკით. ამ ორი ნაწილის კომბინაცია
აუცილებელია, ჭადრაკის ჭეშმარიტი გაგებისთვის.
ითამაშო დიდი რაოდენობის პარტია სხვადასხვა
მოწინააღმდეგეებთან - არის ერთადერთი გზა, რომ თქვენმა
მიღებულმა ცოდნამ გაიდგას ფესვები. მაგალითად, თქვენ
არაფერი გაგეგებათ იზოლირებული პაიკის პოზიციებში მანამ,
სანამ თავად არ შეხვდებით რამოდენიმე პარტიაში მსგავს
სიტუაციას. თქვენ ასევე ვერ გაიგებთ როგორ მოიგერიოთ
კონტრშეტევა მანამ, სანამ თავად არ ცდით აგრესიული შეტევის
მოგერიებას რამოდენიმეჯერ.
გახსოვდეთ, იმისთვის რომ კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი
თამაში, საკუთარი დონის გასაუმჯობესებლად, გესაჭიროვებათ
მატერიალი (ვგულისხმობ ნათამაშებ პარტიებს) ანალიზისთვის.
მხოლოდ სწავლა საკმარისი არ არის.
ნებისმიერს, ვისაც კი ოდესმე გაუვლია სწავლება ან ტესტები იმ
მიზნით, რომ მიეღო სამსახურში და შემდეგ დაუწყია მუშაობა
იცის, თუ რამდენად მცირე აქვთ საერთო ამ სწავლებას და
ტესტებს რეალობასთან. რა თქმა უნდა იმფორმაციის მიღება არის
აუცილებელი საფუძველი, მაგრამ თქვენ არასდროს არ იცით, რა
გელოდებათ სამუშაო ადგილზე. სწორედ ამიტომ არის ძალიან
მნიშვნელოვანი გამოცდილება.

157
თავი მეორმოცე
ჰობი

„ზიგბერტ ტარაშმა მაჯობა დებიუტში,


მაგრამ მას არ ეყო ვნება გამარჯვებისთვის,
რომელიც სისხლს ადუღებს ძარღვებში, როდესაც
შეიძლება მოიგო კონი, რომელიც დევს მაგიდაზე“.
ემანუელ ლასკერი 1908 წელი

თუ ჭადრაკი არ გხიბლავთ თქვენ, ვერასოდეს მიაღწევთ


სიმაღლეებს. საუბარია იმაზე, თუ რამდენად ძლიერად ხართ
შეპყრობილი ამ თამაშით. შემთხვევითი მოთამაშე ვერასოდეს
მიაღწევს იმდენს, რამდენსაც ის ვინც მოხიბლულია ამ თამაშით
და თუნდაც მიაღწიოს, მისთვის წარმატებას არ ექნება იგივე ფასი.

189) დატკბით თამაშის ყოველი ასპექტით.


მოდით ვიყოთ რეალისტები: ჭადრაკი - არის არასერიოზული
საქმიანობის სახეობა. ეს შესანიშნავი თამაშია, მაგრამ მაინც
მხოლოდ და მხოლოდ თამაშია. თუ თქვენ ვერ ღებულობთ
სიამოვნებას თამაშისგან, მაშინ არ ღირს მასზე დროის დაკარგვა.
მე ვწერ ამას ყოველი იმ კვლევის გათვალისწინებით რომლებიც
ამბობენ, რომ ჭადრაკი აუმჯობესებს აზროვნების უნარს,
გვასწავლის გადაწყვეტილების მიღებას და ა.შ. მიუხედავად
იმისა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა, ჭადრაკი მაინც რჩება
თამაშად და თუ არ მოგწონთ ის, არსებობს კიდევ ბევრი სხვა გზა
ამ თვისებების გასანვითარებლად.
თუ თქვენ გადაწყვეტთ დახარჯოთ საკუთარი ძვირფასი დრო,
რომელიმე საქმიანობაზე, იქნება ძალიან კარგი, თუ ის
158
მოგანიჭებთ სიამოვნებას და მნიშვნელობა არ აქვს რა გერგებათ
ჯილდოდ. ასე უნდა მიუდგეთ საკუთარი დროის ხარჯვის
პროცესს, ცხოვრების განმავლობაში.

190) როდესაც თამაშს თან ახლავს ძლიერი ემოცია, თქვენ


შრომობთ მეტად მონდომებით, იმახსოვრებთ მეტს და იფიქრებთ
საუკეთესო იდეებს. მარცხი ასეთ შემთხვევაში მეტად მწარეა.
ამ პრინციპის პირველი ნაწილი - არის მთავარი მიზეზი იმისა,
თუ რატომ არ უყვარს ბევრ ადამიანს კომპიუტერთან თამაში. არ
არის ემოცია, როდესაც მოგებაზე დაპროგრამებული მანქანა,
გიგებთ პარტიას. მაგრამ როდესაც შედეგი ეხება თქვენს ღირსებას
ან როდესაც ის მნიშვნელოვანია თქვენთვის - ვღებულობთ
საერთოდ სხვა სურათს.
ყველა ადამიანს განსხვავებულად გადააქვს დამარცხება. ერთნი -
ეძებენ გამართლებას და არაჭეშმარიტ მიზეზებს. მეორენი -
არჩევენ სუსტ მოწინააღმდეგეებს იმიტომ, რომ არ განიცადონ
მარცხი ძალიან ხშირად (რა თქმა უნდა მსგავსი მიდგომით თამაშს
ვერ გააუმჯობესებთ). მესამენი - კარგავენ თავს, როცა
გამარჯვებამდე ცოტა აკლიათ. მეოთხენი - საერთოდ ანებებენ
თამაშს თავს, თუ არ არის თამაში - არ არის მარცხი. რა თქმა უნდა
ამ შემთხვევაში არც გამარჯვებაა მოსალოდნელი.
საუკეთესო საშუალება მარცხის გადასატანად - არის მათზე
სწავლა იმისთვის, რომ არ გაიმეორო დაშვებული შეცდომა.
ითამაშეთ ყოველი პოზიცია ისე, თითქოს ეს არის თქვენი
ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე. მსგავსი მიდგომით
თქვენ შეძლებთ მიაღწიოთ საუკეთესო შედეგებს, თუმცა მარცხს
სრულიად მაინც ვერ გაექცევით.

159
სადაც არის ემოცია, იქვეა დაძაბულობა და ასევე წარმატების
შესაძლებლობა. თუ თქვენ გიყვართ ვინმე ან რამე, ფსონები
იმატებს, შესაძლო გამარჯვება გპირდებათ დიდ სიხარულს,
ხოლო მარცხის გადატანა მეტად რთულდება. მიიღეთ თამაშის
პირობები და გააკეთეთ ყველაფერი, რაც თქვენს ძალებშია.

191) თუ თქვენ თამაშს უთმობთ საკუთარ თავს სრულად, თქვენ


ხართ ძალიან სახიფათო მოწინააღმდეგე.
როცა ის რასაც აკეთებთ მოგწონთ, თქვენ ავლენთ საკუთარ
პოტენციალს მთლიანად. თქვენ არ უფრთხით მოწინააღმდეგეს,
თუნდაც ის გჯობდეთ რეიტინგით და არ შეცბებით თუ ძლიერ
მოთამაშეს შეხვდებით. მოწინააღმდეგე - არის მხოლოდ
მოწინააღმდეგე; ის არ არის არავინ, უბრალოდ ეცდება
გამარჯვებას ისევე, როგორც თქვენ. სწორედ ამაშია ჭადრაკის
არსი. თუ ასე მიუდგებით თამაშს, თქვენ აღმოჩნდებით იდეალურ
სიტუაციაში, სადაც არ შეგეშინდებათ სვლის გაკეთება, რომელიც
მიგაჩნიათ სწორად. არ შეგეშინდებათ კომბინაციის წამოწყება თუ
ფიქრობთ, რომ უპირატესობა თქვენს მხარესაა და მზად იქნებით
თავდაცვისთვის, თუ იქნება შეტევა. იფიქრეთ მხოლოდ
პოზიციაზე, რომელიც თქვენ თვალწინაა და მასში არსებულ
პერსპექტივებზე.
თუ თქვენ ვერ დაგაფრთხობთ აზრები მარცხზე და გამარჯვებაც
არ არის თქვენთვის ზედმეტად მნიშვნელოვანი, თქვენ არ
გეპარებათ ეჭვი საკუთარ ანალიტიკურ შესაძლებლობებში,
პარტიის განმავლობაში, რადგან თქვენ უბრალოდ აკეთებთ იმას
რაც გიყვართ.
ყოველ ჯერზე როდესაც საქმეს უთმობთ საკუთარ თავს

160
სრულად, თქვენ აჩვენებთ მაქსიმალურ შედეგს და ეს საკმარისი
მიზეზია იმისთვის, რომ მუდმივად ასე მოიქცეთ, რითაც არ უნდა
იყოთ დაკავებულნი.

თავი ორმოცდამეერთე
ცოდნა

ჭადრაკზე დაიწერა მეტი წიგნი, ვიდრე სხვა დანარჩენ თამაშებზე


ერთად აღებული. ამას გარდა არსებობს მონაცემთა ბაზები და
მილიონობით მათში შემავალი პარტიები. თქვენ არ გეყოფათ
მთელი ცხოვრება ჭადრაკის შესასწავლად, ახლოსაც ვერ მიხვალთ
ამ თამაშის ყოველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების
შესწავლასთან.

192) თქვენ ვერასოდეს გაიგებთ ყველაფერს, რაც არის ცნობილი


ჭადრაკზე.
„ჭადრაკს აქვს მეტად მდიდარი ლიტერატურა,
ვიდრე სხვა ერთად აღებულ, ყველა თამაშს“.
მიურეი

ჭადრაკი არის ძალიან ფართო თამაში, რომელიც მოიცავს უამრავ


ასპექტს. მათ შორის არის ამოცანები, ენდშპილი, მიდლშპილი,
დებიუტი, ვარიანტების გამოთვლა, სწრაფი ჭადრაკი და ა.შ.
მაგალითისთვის ავიღოთ დებიუტების თეორია. არსებობს
დაახლოვებით ხუთასამდე მთავარი დებიუტი (დაყოფილია ხუთ
ტომად - „ჭადრაკის დებიუტების ენციკლოპედია“), რომელიც
მოიცავს ოსტატების მიერ შემუშავებულ სვლათა უმეტესობას.
161
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მათგანი და
შეისწავლოთ ის ღრმად, მაგრამ თუ გადაწყვეტთ ჩაუღრმავდეთ ამ
თემას და მოიფიქროთ რაიმე განსხვავებული, გაფრთხილებთ ნუ
განაგრძობთ ამ საქმიანობას რადგან, ფსკერს ვერასოდეს შეეხებით.
ფილოსოფოსი, რომელიც ცდილობდა მიმხვდარიყო ცხოვრების
აზრს, მიუყვებოდა ქვიშიან სანაპიროს. მას შემოხვდა მისი ოთხი
წლის ვაჟი, რომელიც კოვზით იღებდა ოკეანის წყალს და ასხამდა
იქვე, ქვიშაში გაკეთებულ ორმოში. ფილოსოფოსი შეჩერდა და
კითხა შვილს, თუ რას აკეთებდა ის.
- ვცდილობ გადავასხა ოკეანე ჩემს ორმოში - უთხრა შვილმა.
- მაგრამ, შენ არაფერი გამოგივა, - უპასუხა მამამ - ოკეანე
გაცილებით დიდია, ვიდრე შენი ქვიშის ორმო.
ბავშვმა უპასუხა:
- ცხოვრების აზრი, ძალიან დიდია იმისთვის, რომ ჩაეტიოს შენს
თავში, მაგრამ შენ მაინც ცდილობ მის პოვნას.
შეხედეთ ჭადრაკს სწორი რაკურსით და ყველაფერი გამოგივათ.

193) აღქმა (გაანალიზება) მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე


მახსოვრობა.
სანამ მექანიკურად დაიმხსოვრებდეთ დებიუტს, უმჯობესია
გაკეთებული სვლების აზრს ჩაწვდეთ. სხვაგვარად თქვენ
გააკეთებთ ნაცნობ სვლებს, ცოტათი განსხვავებულ სიტუაციებში
და ჩავარდებით უბედურებაში. ასევე შესაძლოა თქვენ გააკეთოთ
ყველაფერი სწორად, მაგრამ მიიღოთ პოზიცია, რომელშიც თქვენი
მოწინააღმდეგე თავს იგრძნობს უკეთ.
უმჯობესია გააკეთოთ ცოტათი სუსტი სვლა, მაგრამ თქვენთვის
გასაგები, ვიდრე დააკოპიროთ სვლა თქვენი საყვარელი ოსტატის

162
და არ გესმოდეთ მისი აზრი. თქვენ უნდა დაინახოთ, თუ რა
ხდება დაფაზე, სხვაგვარად დაკარგავთ თამაშის სადავეებს.
არასდროს გააკეთოთ სვლა, რომლის აზრიც არ იცით და ეცადეთ
აღიქვათ ყველა დებიუტი, კომბინაცია, თუ საბაზისო დასასრული,
რომელთა დამახსოვრებასაც გეგმავთ.
გაგება - გამარჯვების გასაღებია. ცოდნა - არის ძალა. იყავით
დარწმუნებულნი იმაში, რასაც აკეთებთ და თქვენი წარმატების
შანსები გაიზრდება.

194) გაგება, რომელსაც მხარს უჭერს მახსოვრობა უკეთესია,


ვიდრე უბრალოდ გაგება.
ეს კიდევ ერთი თვალნათელი პრინციპია. მოთამაშე, რომელმაც
იცის რას აკეთებს, თითქმის ყოველთვის დაამარცხებს მოთამაშეს,
რომლის გონებაც სავსეა დაზეპირებული ვარიანტებით. მაგრამ
მოთამაშე, რომელმაც იცის რას აკეთებს, მაგრამ არ აქვს
თეორიული ცოდნა, ყოველთვის დამარცხდება მასთან, ვინც იცის
რას აკეთებს და აქვს თეორიული ცოდნა. სწორედ ამიტომ არის
სახიფათო პოპულარული ვარიანტების გათამაშება, მაგალითად
იუგოსლავიური თავდასხმის, სიცილიური დაცვის დრაკონის
ვარინტში (1. e4 c5 2. Nf3 d6 3. d4 cxd4 4. Nxd4 Nf6 5. Nc3 g6 6. Be3
Bg7 7. f3 0-0 8. Qd2). თუ თქვენ არ გითამაშიათ უამრავი პარტია და
არ გაგიტესტიათ, ეს ვარიანტი საკუთარი ხელით, არ ღირს მისი
გამოყენება. გაგება მისდაწილად არ მოგცემთ უფლებას, უარყოთ
ოსტატების ტაქტიკური აღმოჩენები.
ამიტომ თუ თქვენ არ იცნობთ მოწინააღმდეგეს ან იცით, რომ ის
სპეციალისტია მოცემულ ვარინტში, უმჯობესია გამოიყენოთ
პოზიციური ვარიანტი, სადაც ტაქტიკას არ უჭირავს დიდი

163
ადგილი.
გაგებას შეუძლია, რომ აჯობოს მახსოვრობას, მაგრამ გაგება
რომელიც არის გამყარებული მახსოვრობით, ყოველთვის აჯობებს
თითოეულ მათგანს. ცოდნა - ძალაა იმ შემთხვევაში, თუ ეს
ჭეშმარიტი ცოდნაა. მაგრამ ღრმა ცოდნა, გამყარებული კარგი
მახსოვრობით, არის კიდევ მეტი ძალა.

195) დაიმახსოვრეთ საბაზისო ენდშპილის პოზიციები.


ეს პრინციპი გულისხმობს ვარიანტების დამახსოვრებას.
ენდშპილის საბაზისო პოზიციების ცოდნა, არის ძალიან
სასარგებლო იმიტომ, რომ ის გაჩვენებთ ყოველი ფიგურის ძლიერ
და სუსტ მხარეებს. აქ არ არის საჭირო ოცდათორმეტივე ფიგურის
კომბინირების მნიშვნელობის დამახსოვრება, რაც აუცილებელია
დებიუტში.
სამი, ოთხი, ხუთი და ექვს ფიგურიანი დაბოლოვების შესწავლა,
არის ზუსტი მეცნიერება. მიუხედავად ამისა, თუ თქვენ გესმით,
ასეთ შემთხვევებში, რის მიღწევას ცდილობს თითოეული მხარე
და როგორ შეიძლება ეს იქნას მიღწეული, სხვადასხვა ფიგურათა
კომბინირებით, თქვენ შეძლებთ უკეთესად გაერკვეთ მეტად
რთულ პოზიციებში. ამ მიზეზის გამო, მოთამაშემ რომელმაც იცის
საბაზისო დაბოლოვებები ზეპირად, აღემატება მოთამაშეს -
რომელიც ამ პოზიციებს არ იცნობს.
აუცილებელია თავიდან აითვისოთ ფუნდამენტი და მხოლოდ
ამის შემდეგ იმოძრაოთ, მეტად რთული მოვლენებისკენ. ეგრეთ
წოდებული რთული სიტუაციები - ყოველთვის არის კომბინაცია
სხვადასხვა საბაზისო მდგომარეობების.

164
196) დაიმახსოვრეთ საბაზისო ტაქტიკური ილეთები.
ეს პრინციპი ძალიან გავს წინას, მაგრამ მათ შორის მაინც არის
მცირეოდენი განსხვავება. ცოდნა იმისა, თუ რა შეუძლია
ცალკეულ ფიგურას, დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ როგორია მათი
შესაძლებლობა მათი კომბინირების შემთხვევაში. მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ თქვენ იცით საბაზისო ტაქტიკური ილეთები,
შეგეძლებათ ჩაიფიქროთ და განახორციელოთ რთული
კომბინაციები.
იგივე პრინციპი გამოიყენება სტრატეგიაში, დებიუტებში და
პაიკთა სტრუქტურაში. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ
აუცილებელია თავიდან აითვისოთ პრიმიტიული საბაზისო
მოქმედებები და შემდეგ გადახვიდეთ რთულ კომბინაციებზე,
რომლებიც შედგებიან სწორედ ამ პრიმიტივებისგან.
სანამ სიარულს ისწავლი, აუცილებლად უნდა ისწავლო ხოხვა
და სანამ სირბილს ისწავლი, უნდა ისწავლო სიარული. მუსიკოსი
ვერასოდეს დაიპყრობს მსმენელის გულს, თუ არ იცის გამები.
ყველაფერი რთული შედგება, მარტივი ელემენტების
კომბინაციისგან. აითვისეთ ისინი და თქვენ წინ წაიწევთ იმ
გზაზე, რომელსაც ჭეშმარიტი აღქმის გზა ეწოდება.

თავი ორმოცდამეორე
თავის მართლება

რატომ მარცხდებით? იმიტომ რომ, თქვენ ვერ აჩვენეთ საკუთარი


შესაძლებლობები ბოლომდე. მსგავსი პასუხი მიგიყვანთ
ჭადრაკში ზრდის შეფერხებამდე, რადგან ყურადღებას

165
გადაგატანინებთ, ამ მოვლენის ნამდვილი მიზეზებისგან.

„ჭადრაკი - არის ამაოების საკითხი“.


ალექსანდრე ალიოხინი, 1934 წ.
„ჭადრაკში არ არის თვალთმაქცობის ადგილი....
დაუნდობელი კომბინაცია სრულდება შამათით“.
ემანუელ ლასკერი

197) მარცხის გამამართლებელი საბუთების ძებნა, ვერ


დაგეხმარებათ მომდევნო ხელის მოგებაში.
ბოლოს როდის დაამარცხეთ კარგი მოწინააღმდეგე? ძალიან
ბევრი მოჭადრაკე ამართლებს მარცხს იმით, რომ თავს ცუდად
გრძნობდა. მაგრამ ეს ყოველთვის სიმართლეს არ შეესაბამება.
როდესაც მარცხდებით, არასდროს გაიმართლოთ თავი, რადგან
თავის მართლება არაპროდუქტიულია და ვერ დაგეხმარებათ
წინსვლაში.
თავისმართლება არ მოგცემთ საშუალებას, იპოვოთ მარცხის
რეალური მიზეზი. რატომ არ გააკეთეთ საუკეთესო სვლა ან
რატომ მისდევდით არასწორ გეგმას? მიზეზი მდგომარეობს
შემდეგში, თქვენ ვერ გაერკვიეთ კრიტიკულ პოზიციაში ისე,
როგორც თქვენი მოწინააღმდეგე გაერკვა.
უნდა დაფიქრდეთ, შესაძლოა თქვენ უბრალოდ არ გესმით
მსგავსი პოზიციები ან უბრალოდ არ შეგიძლიათ კონცენტრაცია
პოზიციებზე, რადგან თქვენი აზროვნების დისწიპლინა
მოიკოჭლებს. წარუმატებლობის ჭეშმარიტ მიზეზებს არ აქვთ
არავითარი კავშირი, იმ თავის მართლებასთან რომლებსაც
ადამიანთა უმეტესობა პოულობს მათთვის.
თავისმართლებამ შესაძლოა დროებით დააკმაყოფილოს სიამაყე,
166
მაგრამ ის არაპროდუქტიულია. უმჯობესია ეძებოთ ჭეშმარიტი
მიზეზი, ვიდრე უპოვოთ მას გამართლება.

198) ეძებეთ წარუმატებლობის ჭეშმარიტი მიზეზები და იმუშავეთ


მათ აღმოფხვრაზე.
ითვლება, რომ ჭადრაკი - არის ინტელექტთა შერკინება. ყოველი
მოთამაშე ცდილობს აჯობოს მოწინააღმდეგეს ფიქრში. როდესაც
დაღლილობა ან ყურადღების გაფანტვა აისახება მათზე, ისინი ვერ
აჩვენებენ საუკეთესო შედეგს. ამიტომ თუ თქვენ ვერ გამოიძინეთ
ან ხელი გეშლებათ კონცენტრაციაში, აღკვეთეთ მიზეზები ან ნუ
ითამაშებთ საერთოდ, სანამ უკეთ არ იგრძნობთ თავს. მოახდინეთ
საკუთარი გონების დისწიპლინირება, ეს არის მოჭადრაკის
მთავარი მიზანი. თუ პირობები არ არის ოპტიმალური და ხელს
გიშლით რაიმე, თქვენ ვერ იმუშავებთ მთელი ძალით.
თუ გარემოებები არ გაძლევთ საშუალებას შეცვალოთ რაიმე,
ეცადეთ მოიკრიბოთ ძალა და იმუშაოთ მაქსიმუმზე. ეს მიიღწევა
დიდი და რთული პრაქტიკის შედეგად. თქვენ უნდა
გამოიმუშავოთ სრული კონცენტრაციის ჩვევა და ყურადღების
გამფანტველი ფაქტორები ვერ მოახდენენ გავლენას თქვენზე.
თუ თქვენ მოახერხებთ და მოახდენთ მაქსიმალურ
კონცენტრაციას, თქვენ შეძლებთ ყურადღების ფოკუსირებას
დაფაზე. სწორედ ამ პროცესს უნდა დაუთმოთ მეტი დრო და
მიაქციოთ ყურადღება უპირველეს ყოვლისა, თუ გსურთ
საკუთარი თამაშის გაუმჯობესება.
კონცენტრაციის არქონა არის საფუძველი უმეტესი
წარუმატებლობის. რა თქმა უნდა ეს თვისება არის აუცილებელი
პირობა წარმატებისთვის. თუ არ მოუძებნი გამართლებას

167
საკუთარ წარუმატებლობას, თქვენ მოგეცემათ შანსი გაძლიერების
და აღქმის უნარის გამდიდრების.

199) ისწავლეთ - მარცხზე, ფრეზე და გამარჯვებაზე.


ყოველი პარტია უნდა იყოს გაკვეთილი, ითამაშეთ თავად ის,
წაიკითხეთ, თუ უბრალოდ უყურეთ მას. მეტიც, გაკვეთილი უნდა
იყოს ყოველი პოზიცია, რომელიც თვალში მოგხვდათ.
თუ თქვენ არ იმოქმედებთ ამ პრინციპის თანახმად, თქვენ
გაიმეორებთ ერთ და იგივე შეცდომას თავიდან და თავიდან.
შეცდომები შეიძლება იყოს სხვადასხვა: აღქმა, გამოთვლა,
ლოგიკა, კონცენტრაცია და ა.შ. გულმავიწყობა ვერ
გაგიუმჯობესებთ თამაშს, ვერცერთი მიმართულებით.
შეცდომებზე სწავლა აუცილებელია განსაკუთრებით მაშინ, თუ
ძლიერ მოწინააღმდეგესთან განადგურდით, მაგრამ როგორ
მოვიქცეთ მაშინ, თუ მოწინააღმდეგე სუსტია და თქვენ მაინც
დამარცხდით, საკუთარი დაუდევრობის გამო? ამ შემთხვევაშიც
გასაგებია გაკვეთილი: ისწავლეთ სერიოზული მიდგომა,
ნებისმიერი მოწინააღმდეგის მიმართ და იყავით ყურადღებით
ნებისმიერ პოზიციასთან მიმართებაში. მაგალითად, თუ გაებით
რომელიმე ხაფანგში, ისწავლეთ მათზე თავის არიდება
სამომავლოდ.
ისწავლეთ გამარჯვებაზე ისევე, როგორც ფრეზე და მარცხზე -
იქედან გამომდინარე, რომ თქვენ მაინც ვერ ითამაშებდით
უშეცდომოდ. უნდა შეისწავლოთ პარტია გამადიდებელი შუშით
და მოახდინოთ მისი ანალიზი იმისთვის, რომ გაარკვიოთ სად
შეგეძლოთ უკეთესად თამაში, თქვენ და თქვენ მოწინააღმდეგეს.
საკუთარ პარტიებს უნდა მიუდგეთ ისევე, როგორც ოსტატების

168
პარტიებს, უნდა განიხილოთ და გაანალიზოთ ისინი.
მიუხედავად საბოლოო შედეგისა, ყველაფერი რასაც არ უნდა
აკეთებდეთ, უნდა გამოიყენოთ როგორც სწავლისთვის
განკუთვნილი მატერიალი, რომლებიც გიღრმავებთ
გამოცდილებას. ამისთვის საჭიროა, უბრალოდ სწორი განწყობა.
თუ თქვენ გსურთ რაიმეს სწავლა ან რაიმეს გაუმჯობესება,
საკუთარ ცხოვრებაში, უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება იმას,
რასაც აკთებთ და მოახდინეთ მოქმედებათა შედეგების
კრიტიკული ანალიზი. შემდეგ განაგრძეთ ცხოვრება, მაგრამ
გაითვალისწინეთ მიღებული დასკვენები.

200) თქვენ მიიღებთ ჭადრაკისგან მას, რასაც ჩადებთ მასში.


ეს ყველაზე თვალნათელია ამ პრინციპებს შორის. მიუხედავად
ამისა ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ მათ არ უმართლებთ
და იღბალმა ზურგი აქცია. ზოგიერთი ვარაუდობს, რომ ისინი
ვერასოდეს გააუმჯობესებენ საკუთარ თამაშს.
მაგრამ ეს არ არის სწორი მიდგომა, რადგან არ ასახავს რეალობას.
ერთადერთი სწორი მიდგომა არის იფიქრო, რომ უნდა ისწავლო
საკუთარ მარცხზე. მაგრამ თუ მარცხი ძალიან ბევრია თქვენ
ცხოვრებაში, ძალიან რთულდება მსგავსი მსჯელობის მიღება.
რა თქმა უნდა, გამარჯვება და დამარცხება - არის თამაშის
ნაწილი და თან დიდი ნაწილი. ისევე როგორც ლამაზად
გათვლილი კომბინაცია ან ღრმად დამალული სტრატეგიული
ჩანაფიქრი, რომელიც ვლინდება დიდი ხნის შემდეგ. ასევე
აღფრთოვანება, რომელსაც იწვევს ლამაზი და ღრმა კომბინაციები
და კიდევ ბევრი რამ, ყველაფერი ეს არის თამაშის ნაწილი და
სწორედ ამით არის ეს თამაში მიმზიდველი.

169
როგორ ღრმათაც არ უნდა ჩაეფლოთ ჭადრაკში, რა დონეზეც არ
უნდა თამაშობდეთ, ჯილდო ყოველთვის იქნება პირდაპირ
პროპორციონალური იმ ძალისხმევის, რომელიც თქვენ მასში
ჩადევით.
ჩვენ ამას აღვიქვამთ ინტუიციურად. გრძლევადიან
პერსპექტივაში სარგებელი, რომელსაც ვღებულობთ ნებისმიერი
საქმიანობისგან, არის პირდაპირ პროპორციული იმ
ძალისხმევისა, რომელსაც ჩვენ ვწევთ წარმატების მისაღწევად.
სწორედ ეს არის ცხოვრების გზა ანუ დაო.

170

You might also like