You are on page 1of 61

თარგმანი: ბესიკ ღვინიაშვილი

სარჩევი
ავტორის შესახებ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3
წინასიტყვაობა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 3
ბაბილონის ისტორიული ესკიზი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 4
ადამიანი, ვისაც ოქრო სურდა ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 7
ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 10
შვიდი წამალი გამხდარი საფულისთვის------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 15
დაიწყეთ თქვენი საფულის გასუქება --------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 16
აკონტროლეთ თქვენი ხარჯები ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 17
გაამრავლე შენი ოქრო ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 18
დაიცავით თქვენი საგანძური დანაკარგებისგან ----------------------------------------------------------------------------------------------------- 19
გააკეთე შენი საცხოვრებლისგან მომგებიანი ინვესტიცია--------------------------------------------------------------------------------------- 20
დააზღვიეთ მომავალი შემოსავალი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 21
გაზარდეთ თქვენი შოვნის უნარი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 22
გაიცანით კარგი იღბლის ქალღმერთი ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 24
ოქროს ხუთი კანონი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 30
ოქროს პირველი კანონი --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 34
ოქროს მეორე კანონი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 34
ოქროს მესამე კანონი -------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 34
ოქროს მეოთხე კანონი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 34
ოქროს მეხუთე კანონი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 34
ბაბილონის ოქროს მევახშე --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 36
ბაბილონის კედლები ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 42
ბაბილონის აქლემის მოვაჭრე ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 44
თიხის ტაბლეტები ბაბილონიდან ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 49
ტაბლეტი I ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 49
ტაბლეტი II ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 50
ტაბლეტი III ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 50
ტაბლეტი IV --------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 51
ტაბლეტი V ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 51
ყველაზე იღბლიანი ადამიანი ბაბილონში ---------------------------------------------------------------------------------------------------------------- 54

2
თქვენს წინ გადაჭიმულია თქვენი მომავალი, გზის მსგავსად, რომელიც შორსაა. ამ გზის გასწვრივ
ამბიციებია რომელთა დაკმაყოფილებაც გსურთ.
თქვენი ამბიციების და სურვილების შესრულების მიზნით, ფული წარმატებით უნდა გამოიყენოთ.
ფინანსური პრინციპები ცხადადაა განხილული შემდეგ გვერდებზე. დაე, მათ აგაცილონ ცარიელი საფულის
უიღბლობები , სავსე საფულეს მოაქვს ბედნიერი ცხოვრების შესაძლებლობა.
სიმძიმის კანონის მსგავსად, ისინი უნივერსალური და უცვლელია. დაე, გიჩვენონ, როგორც უჩვენეს
ბევრ სხვას, ნამდვილი გასაღები მსუქანი საფულისთვის, უფრო დიდი საბანკო ნაშთებისა და
დამაკმაყოფილებელი ფინანსური წინსვლისთვის.
ფული უხვადაა მათთან,
ვისაც ესმის მისი მარტივი წესები
1. დაიწყეთ თქვენი საფულის გასქელება
2. აკონტროლეთ თქვენი ხარჯები
3. გაამრავლეთ თქვენი ოქრო
4. დაიცავით თქვენი საგანძური დაკარგვისგან
5. აქციეთ თქვენი საცხოვრებელი მომგებიანი ინვესტიციად
6. დააზღვიეთ მომავალი შემოსავალი
7. გაზარდეთ თქვენი შოვნის უნარი

ავტორის შესახებ
ჯორჯ სამუელ კლასონი დაიბადა ლუიზიანაში, მისური, 1874 წლის 7 ნოემბერს. ის დადიოდა ნებრასკის
უნივერსიტეტში და მსახურობდა შეერთებული შტატების არმიაში ესპანეთთან ომის დროს. პუბლიცისტის
ხანგრძლივი კარიერის დასაწყისში, მან დააარსა Clason Map Company of Denver, Colorado და გამოაქვეყნა
შეერთებული შტატების და კანადის პირველი საგზაო ატლასი. 1926 წელს, მან გამოსცა პირველი პამფლეტების
ცნობილი სერია მღელვარებისა და ფინანსური წარმატების შესახებ, რაშიც გამოიყენა ძველ ბაბილონში
გამოთქმული იგავები საკუთარი აზრების დასამოწმებლად. ეს ნაშრომები დიდი რაოდენობით გადანაწილდა
ბანკებსა და სადაზღვევო კომპანიებში და მილიონებისთვის გახდა ცნობილი, ყველაზე ცნობილი კი იყო
“ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში,” იგავი, საიდანაც წინამდებარე წიგნი იღებს თავის დასახელებას. ეს
“ბაბილონური იგავები” გახდა თანამედროვე ინსპირაციული კლასიკა.

წინასიტყვაობა
ჩვენი კეთილდღეობა, როგორც ერი, დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის პიროვნულ ფინანსურ
კეთილდღეობაზე.
ეს წიგნი ეხება თითოეული ჩვენგანის პიროვნულ წარმატებას. წარმატება ნიშნავს ჩვენი საკუთარი
ძალისხმევისა და შესაძლებლობების სრულ რეალიზაციას. სწორი მომზადება ჩვენი წარმატების
გასაღებია. ჩვენი მოქმედებები ვერ იქნება უფრო ჭკვიანური, ვიდრე ჩვენი აზრები. ჩვენი აზროვნება არ
შეიძლება იყოს უკეთესი, ვიდრე ჩვენი აღქმა.
ეს წიგნი არის ცარიელი საფულის სამკურნალო და ამ წიგნს უწოდეს ფინანსური გაგების
სახელმძღვანელო. ეს ნამდვილად არის მისი მიზანი: შესთავაზოს მათ, ვინც ამბიციურია ფინანსური
წარმატებისთვის, გზა, რომელიც დაეხმარება მათ იშოვონ ფული, შეინახონ ფული და მათი ზედმეტი
ნამუშევრებით უფრო მეტის გამომუშავებაც ისწავლონ.
შემდეგ გვერდებზე ჩვენ გადავალთ ბაბილონში, აკვანში, რომელშიც იყო ნაყოფი ფინანსთა ძირითადი
პრინციპებისა, რომლებიც ახლა აღიარეს და გამოიყენება მთელს მსოფლიოში.
ახალი მკითხველებისთვის ავტორი სიამოვნებით გამოთქვამს იმ სურვილს, რაც ამ წიგნის გვერდებშია
მათთვის – შთაგონება საბანკო ანგარიშების ზრდისთვის, უფრო მეტი ფინანსური წარმატებისთვის და
რთულის პირადი ფინანსური პრობლემების გადაჭრის გზები, რომლებიც ენთუზიაზმით ეცნობება მკითხველს
მსოფლიოს ერთი კიდიდან მეორემდე.
ბიზნესის აღმასრულებლებს, რომლებმაც ეს ისტორიები ასეთი გულუხვი რაოდენობით დაურიგეს
მეგობრებს, ახლობლებს, თანამშრომლებს და თანამოაზრეებს, ავტორი ამ შესაძლებლობას იყენებს და
გამოთქვამს მადლიერებას. არანაირი მადლიერება არ შეიძლება იყოს უფრო მაღალი, ვიდრე პრაქტიკოსი

3
ადამიანები, რომლებიც აფასებენ მის სწავლებას, რადგან მათ თავად მიაღწიეს მნიშვნელოვან წარმატებებს ამ
პრინციპების გამოყენებით.
ბაბილონი გახდა უძველესი მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქი, რადგან მისი მოქალაქეები იყვნენ
უმდიდრესები მათი დროის სამყაროში. მათ დააფასეს ფულის ღირებულება. ისინი პრაქტიკულად იყენებდნენ
ფულის შეძენის, ფულის დაზოგვისა და მათი გამომუშავებული ფულით მეტი ფულის გამომუშავების
ფინანსურ პრინციპებს. მათ უზრუნველყვეს საკუთარი თავებისთვის ის, რაც ყველას ასე ძალიან გვინდა
– მომავალი შემოსავლები.

ბაბილონის ისტორიული ესკიზი


ისტორიის გვერდებზე არ ცხოვრობს არც ერთი ქალაქი უფრო მომხიბვლელი, ვიდრე
ბაბილონი. სწორედ მისი სახელი იწვევს ხედვებს სიმდიდრისა და ბრწყინვალების შესახებ. მისი საგანძური –
ოქრო და სამკაულები იყო ზღაპრული. ერთ-ერთი ბუნებრივი მიზეზი რაც ასახავს მდიდარ ქალაქს, არის
მდებარეობა ტროპიკული ფუფუნების შესაფერის გარემოში, გარშემორტყმული მდიდარი ტყეებითა და
მაღაროების რესურსებით. ბაბილონი ასეთი არ იყო. იგი მდებარეობდა მდინარე ევფრატის გვერდით, ბრტყელ,
მშრალ ველზე. მას არ ჰქონდა არც ტყეები, არც მაღაროები, არც მშენებლობისთვის ქვა. ის არც ბუნებრივად
გავლებულ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. ნალექიც არასაკმარისი იყო მოსავლის მოსაყვანად.
ბაბილონი შესანიშნავი მაგალითია ადამიანთა შესაძლებლობების გამოყენებისა დიდი მიზნების
მისაღწევად, ყველაფრის გამოყენებით რაც მის განკარგულებაშია. ამ დიდი ქალაქის მხარდამჭერი ყველა
რესურსი იყო ადამიანის მიერ განვითარებული. ყველა მისი სიმდიდრე იყო ადამიანის მიერ შექმნილი.
ბაბილონი ფლობდა მხოლოდ ორ ბუნებრივ რესურსს - ნაყოფიერი ნიადაგი და წყალი მდინარეში.
ამ ან სხვა დღეს ყველაზე დიდი სამშენებლო მიღწევებით, ბაბილონის ინჟინრებმა გადაამისამართეს წყლები
მდინარეებიდან კაშხლებისა და უზარმაზარი სარწყავი არხების საშუალებით. იმ დიდი მშრალი ველებით
გადიოდა ეს არხები, რათა მიეტანა მაცოცხლებელი წყალი ნაყოფიერ ნიადაგზე. ეს ყოველივე ნომერ პირველთა
შორისაა საინჟინრო მიღწევების ისტორიაში. ასეთი უხვი მარცვლეული კულტურები, სწორედ მსოფლიოსთვის
აქამდე უნახავი სარწყავი სისტემის ჯილდოა.
საბედნიეროდ, მისი ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში, ბაბილონს განაგებდა წარმატებულ მეფეთა
საგვარეულო ხაზი, რომელთათვისაც დაპყრობა და ძარცვა არ იყო სასურველი. მიუხედავად იმისა, რომ
ბაბილონი მონაწილეობდა მრავალ ომში, მათი უმეტესობა იყო ადგილობრივი ან სხვა ქვეყნების ამბიციური
დამპყრობლებისგან თავდაცვითი, რომელთათვისაც ზღაპრულ საგანძურად ითვლებოდა
ბაბილონი. ბაბილონის გამოჩენილი მმართველები ისტორიაში შევიდნენ თავიანთი სიბრძნით, მეწარმეობის
უნარითა და სამართლიანობით. ბაბილონში არ შექმნილა მონარქები, რომლებიც ცდილობდნენ მთელი
ცნობილი მსოფლიოს დაპყრობას რათა ყველა ნაციას პატივი მიეგოთ მათ ეგოიზმზე.
როგორც ქალაქი, ბაბილონი აღარ არსებობს. როდესაც ის ენერგიული ადამიანები, რომლებმაც ააგეს და
შეინარჩუნეს ქალაქი ათასობით წლის განმავლობაში გამოაძევეს, ის მალე გადაიქცა უდაბნოს
ნავგრევებად. ნაქალაქარი არის აზიაში სუეცისის არხის აღმოსავლეთით ექვს ასეულ მილიზე, სპარსეთის
ყურის ჩრდილოეთით. გრძედი დაახლოებით ოცდაათი გრადუსია ეკვატორთან შედარებით, პრაქტიკულად
იგივეა, რაც Yuma, Arizona. მას გააჩნდა ამ ამერიკული ქალაქის მსგავსი კლიმატი – ცხელი და მშრალი.
დღეს ევფრატის ეს ხეობა, ერთ დროს ხალხმრავალი მორწყვადი მეურნეობის უბანი, კვლავ ქარიანი
მშრალი სივრცეა. მწირი ბალახი და უდაბნოს ბუჩქები არსებობისთვის იბრძვიან ქარისა და ქვიშის
წინააღმდეგ. გამქრალია ნაყოფიერი მინდვრები, თვითმყოფადი ქალაქები და მდიდარი ნაკეთობებით
დატვირთული გრძელი ქარავნები. არაბთა მომთაბარე ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ საკუთარ
გაჭირვებულ ცხოვრებას პატარა ნახირით, ერთადერთი მოსახლეები არიან. ასეთი გახდა ქრისტიანული ხანის
დასაწყისის შემდეგ.
ამ ხეობაში წერტილებად არის თიხის ბორცვები. საუკუნეების განმავლობაში მოგზაურები ასე
თვლიდნენ. არქეოლოგების ყურადღება საბოლოოდ მიიპყრო დროდადრო წვიმიანი ქარიშხლის შედეგად
ჩამორეცხილმა ჭურჭლისა და აგურის გატეხილმა ნაწილაკებმა. ექსპედიციები ევროპელი და ამერიკული
მუზეუმების დაფინანსებით გაიგზავნა აქ გათხრებისთვის, რათა ენახათ, რისი პოვნა შეიძლებოდა. მალე
წერაქვებმა და ნიჩბებმა დაამტკიცეს, რომ ეს ბორცვები უძველესი ქალაქებია. ქალაქის საფლავები – მათ
შეიძლება ასეც ეწოდოთ.
ბაბილონი ერთ-ერთი მათგანი იყო. დაახლოებით ასე, ოცი საუკუნის განმავლობაში, ქარმა მიმოფანტა
უდაბნოს მტვერი. თავდაპირველად აგურისგან აშენებული, ყველა გამოფიტული კედელი დაიშალა და კვლავ
მიწაში დაბრუნდა. ასეთია დღეს ბაბილონი, მდიდარი ქალაქი დღეს. ჭუჭყიანი სიმძიმე, ისე მიტოვებული, რომ

4
ცოცხალი აღარ დარჩა პიროვნება მისი სახელი რომ სცოდნოდა, სანამ იგი არ აღმოაჩინეს საუკუნეების ნაგვის
ფენების ქვეშ ქუჩებში, მისი კეთილშობილური ტაძრებისა და სასახლეების დაღუპულ ნანგრევებში.
მრავალი მეცნიერი ბაბილონის და ამ ხეობის სხვა ქალაქების ცივილიზაციას მიიჩნევს უძველესად
ჩანაწერების არსებობის ისტორიაში. დადასტურებულია, რომ ასაკი 8000 წლით თარიღდება. ამასთან
დაკავშირებით საინტერესო ფაქტია ამ თარიღების დასადგენად გამოყენებული საშუალებები. აღმოჩენილია
ბაბილონის ნანგრევებში მზის დაბნელებათა აღწერა. თანამედროვე ასტრონომებმა ადვილად გამოთვალეს ის
დრო, როდესაც ბაბილონში ასეთი დაბნელება მოხდა და ამით დაამყარეს კავშირი მათ კალენდარსა და ჩვენს
შორის.
ამ გზით დავამტკიცეთ, რომ 8000 წლის წინათ იყვნენ შუმერები, რომლებიც ბაბილონიაში
ბინადრობდნენ, გალავნით დაცულ ქალაქში ცხოვრობდნენ. მხოლოდ იმის დაშვებაა შესაძლებელი, თუ
რამდენი საუკუნე არსებობდა ასეთი ქალაქები მანამდე. მათი მოსახლეობა არ იყო ბარბაროსი, რომლებიც
ცხოვრობდნენ დამცავი კედლების შიგნით. ისინი იყვნენ განათლებული და განსწავლული
ხალხი. რამდენადაც წერილობითი ისტორია მიდის, ისინი იყვნენ პირველი ინჟინრები, პირველი
ასტრონომები, პირველი მათემატიკოსები, პირველი დამფინანსებლები და პირველი ადამიანები, რომლებსაც
ქონდათ დამწერლობა.
უკვე აღინიშნა სარწყავი სისტემები, რომლებმაც მშრალი ხეობა გადააქცია სოფლის მეურნეობის
სამოთხედ. ამ არხების ნაშთების აღმოჩენა კვლავ შესაძლებელია, თუმცა ძირითადად ისინი გავსებულია
დაგროვილი ქვიშით. ზოგი მათგანი ისეთი ზომის იყო, რომ წყლისგან დაცალილში, ათეული ცხენი შეძლებდა
მის ძირში გავლას ერთმანეთის გასწვრივ. ზომით ისინი მშვენივრად ედრება უდიდეს არხებს როგორიცაა
კოლორადოსა და იუტაში.
ხეობის მიწების მორწყვის გარდა, ბაბილონის ინჟინრებმა დაასრულეს კიდევ ერთი პროექტი მსგავსი
მასშტაბებით. სანიაღვრე არხების გაუმჯობესებული სისტემის საშუალებით მათ უკუაგდეს უზარმაზარი
ჭაობიანი მიწა ევფრატისა და ტიგრისის მდინარეების შესართავთან და ესეც გამოიყენეს კულტივაციისთვის.
ბერძენი მოგზაური და ისტორიკოსი – ჰეროდოტე ეწვია ბაბილონს, სანამ კვლავ ყვაოდა და
შემოგვთავაზა უცხოელის მიერ ერთადერთი ცნობილი აღწერა. მის ნაწერებში მოცემულია ქალაქის
გრაფიკული აღწერა და მისი ხალხის არასტანდარტული წეს-ჩვეულებები. იგი აღნიშნავს ნიადაგის ნოყიერებას
და მათ მიერ წარმოებული ხორბლისა და ქერის უხვ მოსავალს.
ბაბილონის დიდება გაქრა, მაგრამ მისი სიბრძნე ჩვენთვის შენარჩუნდა. რაზეც ვალში ვართ მათი
ჩანაწერების ფორმებთან და მეთოდებთან. იმ შორეულ დროში ქაღალდის გამოყენება არ იყო
მოგონილი. სამაგიეროდ ისინი შრომისმოყვარეობით წერდნენ გრაფიკულად ტენიანი თიხის ფირფიტებზე –
ტაბლეტებზე. დასრულების შემდეგ, მათ აცხელებდნენ და ხდებოდა მყარი ფილა. ზომით, ისინი დაახლოებით
ექვსი იყო რვა ინჩზე, ხოლო სისქით ინჩი.
ამ თიხის ტაბლეტებს, როგორც მათ ჩვეულებრივ ეძახიან, იყენებდნენ ისევე აქტიურად, როგორც ჩვენ
თანამედროვე სამყაროში ვიყენებთ ფურცელს წერისთვის. მათზე იყო ამოტვიფრული ლეგენდები, პოეზია,
ისტორია, სამეფო განკარგულებების განმარტებები, მიწის კანონები, საკუთრების წოდებები, საგამომცემლო
ჩანაწერები და წერილებიც კი, რომლებიც გაუგზავნეს შორეულ ქალაქებს. ამ თიხის ტაბლეტებიდან ჩვენ
ვიხედებით ხალხის პირად საქმეებში. მაგალითად, ერთი ტაბლეტი, რომელიც აშკარად არის მაღაზიის
მფლობელის ჩანაწერებიდან, მოგვითხრობს, რომ მოცემულ თარიღში გარკვეულმა დასახელებულმა
მომხმარებელმა მიიყვანა ძროხა და გაცვალა იგი შვიდ ტომარა ხორბალში, ამ დროისთვის მიწოდებულია
მხოლოდ სამი ტომარა, ხოლო დანარჩენი ოთხი ელოდება მომხმარებლის სურვილს მიწოდებაზე.
დანგრეულ ქალაქებში უსაფრთხოდ დამარხული, არქეოლოგებმა ამოიღეს ამ ფირფიტების მთელი
ბიბლიოთეკები, ასობით ათასი.
ბაბილონის ერთ-ერთი შესანიშნავი საოცრება იყო ქალაქის ირგვლივ უზარმაზარი კედლები.
უხუცესები მათ დიდებულებას აიგივებდნენ ეგვიპტის დიდი პირამიდასთან, როგორც “მსოფლიოს შვიდი
საოცრება”. დედოფალმა სემირამისმა ააშენა პირველი კედლები, რომლებიც ქალაქის ადრინდელი ისტორიის
განმავლობაში ააგეს. არქეოლოგებმა ვერ შეძლეს ძველი კედლების კვალის პოვნა. არც მათი ზუსტი სიმაღლეა
ცნობილი. ადრეული მწერლების მონათხრობიდან დადგენილია, რომ ისინი ორმოცდაათ - სამოც ფუტამდე იყო
სიმაღალით, გარეთა მხარეს გამომწვარი აგურისგან შემდგარი და ღრმა წყლის ჭაობით დაცული.
მოგვიანებით უფრო ცნობილმა კედლებმა მეფე ნაბოპოლასარის ხანაში დაიწყეს ამოზრდა დაახლოებით
ექვსასი წლის წინ ქრისტეს შობამდე. ასეთი გიგანტური მასშტაბის მშენებლობის დასრულებამდე ვერ იცოცხლა
მან, საქმის დასრულება დარჩა მის ვაჟს, ნაბუქოდონოსორს, რომლის სახელიც ბიბლიურ ისტორიაშიცაა
ცნობილი.
ამ გვიანდელი კედლების სიმაღლე და სიგრძე აღაფრთოვანებს აზროვნებას. საიმედო ცნობით მათი
სიმაღლე უნდა ყოფილიყო დაახლოებით ასსამოცი ფუტი, რაც სიმაღლით ტოლფასია თანამედროვე თხუთმეტ

5
სართულიანი ოფისის შენობისა. მთლიანი სიგრძე შეფასებულია როგორც ცხრადან თერთმეტ მილამდე. ისე
განიერი იყო კედელი, რომ მის ზევით ექვს ეტლს შეეძლო გავლა. ამ შესანიშნავი სტრუქტურისგან ახლა
მხოლოდ საძირკვლების და მონათესავე კედლების მცირე ნაწილიღა არსებობს. გარდა დანგრევისა, არაბებმა
ასევე გაზიდეს აგური სამშენებლო მიზნებისათვის.
თავის მხრივ, ბაბილონის კედლებზე გაილაშქრა თითქმის ყველა დამპყრობელის ძლევამოსილმა
ლაშქარმა დაპყრობითი ომების ხანაში. უამრავმა მეფემ ალყა შემოარტყა ბაბილონს, მაგრამ ყოველთვის
უშედეგოდ. იმ დროინდელი შემოსეული ჯარი მსუბუქად არ უნდა ჩაითვალოს. ისტორიკოსები საუბრობენ
ისეთ მოცულობებზე, როგორიცაა 10.000 ცხენოსანი, 25.000 ეტლი, ქვეითი ჯარისკაცების 1.200 პოლკი, სადაც
1.000 კაცი იმყოფებოდა პოლკში. ხშირად ორ ან სამ წელს ანდომებდნენ სამხედრო მასალების და საკვების
საცავების შეკრებას სანამ შეტევას განახორციელებდნენ.
ქალაქი ბაბილონი თანამედროვე ქალაქის მსგავსად იყო ორგანიზებული. იყო ქუჩები და მაღაზიები.
ვაჭრები თავიანთ საქონელს სთავაზობდნენ საცხოვრებელ უბნებში. მღვდლები მსახურობდნენ ბრწყინვალე
ტაძრებში. ქალაქის შიგნით იყო შიდა კარიბჭე სამეფო სასახლეებისთვის. მისი კედლები უფრო მაღალი იყო
ვიდრე ქალაქის.
ბაბილონელები ხელოვნებაში იყვნენ გაწაფულნი. ამაში შედიოდა მოქანდაკება, მხატვრობა, ქსოვა,
ოქროს დამუშავება, ლითონის იარაღისა და სოფლის მეურნეობის დანადგარების წარმოება. მათმა
იუველირებმა შემქნეს ყველაზე მხატვრული სამკაულები. მრავალი ნიმუში იქნა ამოღებული მისი მდიდარი
მოქალაქეების საფლავებიდან და ახლა გამოფენილია მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში.
ძალიან ადრეულ პერიოდში, როდესაც დანარჩენი სამყარო ჯერ კიდევ ხეებზე დახტოდა ქვის ცულებით,
ან ნადირობდა და იბრძოდა ქვის წვეტიანი შუბებითა და ისრებით, ბაბილონელები იყენებდნენ ცულებს,
შუბებსა და ისრებს ლითონის თავებით.
ბაბილონელები იყვნენ ჭკვიან ფინანსისტები და ვაჭრები. რამდენადაც ჩვენ ვიცით, სწორედ ისინი არიან
ფულის, როგორც გაცვლის საშუალების, საგარანტიო ჩანაწერების და საკუთრების წერილობითი ჩანაწერების
გამომგონებლები.
ბაბილონში არასოდეს შესულან მტრის ჯარები ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 540 წლამდე.
მაშინაც კი, კედლები არ იყო დაპყრობილი. ბაბილონის დაცემის ისტორია ყველაზე უჩვეულოა. კიროსს, იმ
პერიოდის ერთ-ერთ დიდ დამპყრობელს, გადაწყვეტილი ქონდა ქალაქზე თავდასხმა და შეუღწევადი
კედლების აღება. ბაბილონის მეფე ნაბონიდუსის მრჩეველებმა დაარწმუნეს იგი წასულიყო კიროსთან
შესახვედრად და მანამდე გაემართა ბრძოლა სანამ ქალაქი მოექცეოდა ალყაში. ბაბილონის არმიის
დამარცხებისას, მეფე გაიქცა. კიროსი ღია კარიბჭეში შევიდა და წინააღმდეგობის გარეშე დაიპყრო ბაბილონი.
ამის შემდეგ ქალაქის ძალაუფლება და პრესტიჟი თანდათანობით მცირდებოდა, სანამ რამდენიმე
ასეული წლის შემდეგ საბოლოოდ არ იქნა მიტოვებული, გაუდაბნოებული, დატოვილი ქარისა და
ქარიშხლებისთვის, რათა კიდევ ერთხელ გაესწორებინათ მიწა და ექციათ უდაბნო დედამიწაზე, საიდანაც
თავიდან იყო აშენებული მისი სიდიადე. ბაბილონი დაეცა, ისე რომ ვერასდროს წამოდგებოდა კიდევ ერთხელ,
მაგრამ მისი ცივილიზაციას ბევრი მართებს.
ეპოქათა ცვლამ დაამსხვრიეს მისი ტაძრების ამაყი კედლები, მაგრამ ბაბილონის სიბრძნემ გაძლო.
ფული არის საზომი, რომლითაც იზომება მიწიერი წარმატება.
ფული შესაძლებელს ხდის მიწიერი სიამოვნებით დატკბობას
ფული უხვადაა მათთვის, ვისაც ესმის მარტივი კანონები, რომლებიც მართავენ მის
შენაძენს
დღეს ფული იმართება იგივე კანონებით, რა კანონებიც აკონტროლებდა მას, როდესაც
წარმატებული კაცი ექვსი ათასი წლის წინ ბაბილონის ქუჩებში დააბიჯებდა.

6
ადამიანი, ვისაც ოქრო სურდა
ბანსირი, ბაბილონში ეტლის მშენებელი, სევდიანად იმედგაცრუებული იყო. მისი ადგილიდან მისი
ქონების გარშემო გავლებული დაბალი კედლის იქით სამწუხაროდ გააპარა თვალი თავის უბრალო სახლზე და
ღია სახელოსნოზე, რომელშიც ნაწილობრივ დასრულებული ეტლი იდგა.
მისი ცოლი ხშირად ჩნდებოდა ღია კართან. მისი მიმართულებით გაურკვეველი მზერა ახსენებდა, რომ
საჭმლის ტომარა თითქმის ცარიელი იყო და ის ეტლის დასრულების საქმეში უნდა ყოფილიყო, ჩაქუჩით და
ძალისხმევით, ეპრიალებინა და შეეღება, ტყავი გადაეჭიმა საჭის რგოლებზე და გაემზადებინა გასაყიდად, რათა
მას შეძლებოდა ფულის აღება თავისი მდიდარი კლიენტისგან.
მიუხედავად ამისა, მისი ცხიმიანი, კუნთოვანი სხეული მყარად იჯდა კედელზე. მისი ნელი გონება
ებრძოდა მოთმინებით პრობლემას, რაზეც პასუხს ვერ პოულობდა. ცხელი, ტროპიკული მზე, ტიპიური
ევფრატის ველისთვის, აცხუნებდა მას უმოწყალოდ. ოფლის მძივი ჩამოყალიბდა მის წარბზე და შეუმჩნევლად
ჩამოგორდა, რომ თავი დაეღწია მჭიდრო ბანჯგვლიან ჯუნგლებში მის მკერდზე.
მის სახლზე გადაჯაჭვულია უზარმაზარი ტერასული კედელი, რომელიც მეფის სასახლეს გარშემო
ერტყმის. ლურჯ გაშლილ ცასთან ახლოს იყო ბელის ტაძრის მოხატული კოშკი. ასეთი სიდიადის ჩრდილში
იყო მისი პატარა სახლი და მრავალი სხვა ნაკლებად სუფთა და მოვლილი. ბაბილონი ასე იყო – სიდიადისა და
მწუხარების ნაზავი, კაშკაშა სიმდიდრე და გაუსაძლისი სიღარიბე, ერთად შეკრებილი გეგმის ან სისტემის
გარეშე ქალაქის დამცავი კედლების შიგნით.
მის უკან, თუ მობრუნებას და გახედვას მოინდომებდა, მდიდრების ხმაურიანი ეტლები ეხეთქებოდნენ
და იჭედებოდნენ სანდლის ვაჭრებისა და ფეხშიშველი მათხოვრების გვერდით. მდიდრებიც კი აიძულეს
გადასულიყვნენ ნაპირზე, რომ გაეთავისუფლებინათ გზა წყლის გადამზიდავი მონების გრძელი ხაზებისთვის,
“მეფის ბიზნესზე”, 15 ცალი მძიმე თხის ტყავის ტიკით წყალი რომ დაესხათ დაკიდულ ბაღებში.
ბანსირი ძალიან იყო საკუთარ პრობლემაში ჩაფლული, რომ გაეგო ან ყურადღება მიექცია საქმიანი
ქალაქის გუგუნისთვის. ეს იყო ნაცნობი ლირიდან სიმების მოულოდნელი გადახრა, რამაც გამოიწვია მისი
გამოფხიზლება. ის შემობრუნდა და დაინახა მისი საუკეთესო მეგობრის - მუსიკოს, კობბის მგრძნობიარე და
მომღიმარი სახე.
„ღმერთებმა დაგლოცოთ დიდი თავისუფლებით, ჩემო კარგო მეგობარო,” - დაიწყო კობიმ დახვეწილი
სალმით. ”თუმცა, როგორც ჩანს, ისინი უკვე ისეთი გულუხვები იყვნენ, რომ აღარ გჭირდებათ შრომა. მე
მიხარია შენი კეთილდღეობა. უფრო მეტიც, მე მას შენთანაც კი გავიზიარებდი. ილოცეთ თქვენი
საფულისთვის, რომელიც უნდა სკდებოდეს, თორემ სხვა რამეებით დაკავდებოდით თქვენს მაღაზიაში,
ამოიღეთ, მაგრამ ორი თავმდაბალი შეკელი და მასესხეთ, სანამ ამ ღამეს დიდგვაროვნები არ ინადიმებენ. სანამ
მოგენატრებათ უკან დაგიბრუნებთ.”
“მე რომ მქონდეს ორი შეკელი,” უპასუხა ბანსირმა პირქუშად, „ვერავისზე ვერ გავაჩუქებდი - შენზეც კი,
ჩემო საუკეთესო მეგობრებო; რადგან ის იქნებოდა ჩემი ქონება – მთელი ჩემი ქონება. არავინ გაასესხებს მთელ
მის ქონებას, თუნდაც მისი საუკეთესო მეგობარზე.”
„რა,” წამოიძახა ჭეშმარიტად გაკვირვებულმა კობიმ, - „შენ შენს საფულეში ერთი შეკელი არ გაქვს, და
ასე ზიხარ კედელზე როგორც ქანდაკება! რატომ არ ასრულებ ამ ეტლს? სხვაგვარად როგორ შეძლებ შენს
კეთილშობილი მადის დაკმაყოფილებას? ეს შენ არ გეკადრება, ჩემო მეგობარო. სად არის შენი გაუთავებელი
ენერგია? რამე შეგაწუხებს? ღმერთებმა მოგიტანეს პრობლემები?”
„ეს უნდა იყოს ღმრთის სატანჯველი”, - დათანხმდა ბანსირი. ”ეს დაიწყო ოცნებით, უაზრო ოცნებით,
რომელშიც ვფიქრობდი, რომ მე შეძლებული ადამიანი ვარ. ჩემს ქამარზე ეკიდა ლამაზი საფულე დამძიმებული
მონეტებით. იქ იყო შეკელები, რომლებსაც მე უყურადღებოდ ვურიგებდი მათხოვრებს; ვერცხლიც იყო,
რომლითაც მე ვიყიდე ჩემი მეუღლისთვის სილამაზეები და ჩემთვის, რაც თვითონ მოვისურვე. იყო ოქროც,
რამაც მომავლის რწმენა მაიძულა და ვერცხლის დახარჯვისა არ შემეშინდა. კმაყოფილების დიდებული
გრძნობა იყო ჩემში! შენ ვერ იცნობდი შენს შრომისმოყვარე მეგობარს. არც ჩემ ცოლს იცნობდი, ისე
თავისუფალი იყო ნაოჭებისგან მისი სახე და ბედნიერებით ანათებდა. ის კვლავ ის ქალწული იყო ჩვენი
ადრეული დაქორწინებული დღეებიდან.”
“მართლაც სასიამოვნო ოცნებაა”, - თქვა კომბიმ, “მაგრამ რატომ გამოიწვია ასეთმა სასიამოვნო
გრძნობებმა შენი გადაქცევა ასეთ ქვის ქანდაკებად კედელზე?”
“რატომ, მართლაც! იმიტომ, რომ როდესაც გამოვიღვიძე და გამახსენდა, რამდენად ცარიელი იყო ჩემი
საფულე, აჯანყების შეგრძნებამ დამიარა. მოდით ვისაუბროთ ამაზე, რადგან, როგორც მეზღვაურები ამბობენ,
ჩვენ ერთსადაიმავე ნავში ვსხედვართ, ჩვენ ორი. როგორც ახალგაზრდები, ჩვენ ერთად დავდიოდით
ქურუმებთან სიბრძნის შესასწავლად. როგორც ახალგაზრდები, ერთმანეთს ვუზიარებდით ერთმანეთის
სიხარულს. როგორც ზრდასრული კაცები, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ახლო მეგობრები. ჩვენ კმაყოფილები
ვიყავით ჩვენი თავით. ჩვენ კმაყოფილი ვიყავით, რომ დიდხანს ვმუშაობდით და ჩვენს შემოსავალს

7
თავისუფლად ვხარჯავდით. ჩვენ მივიღეთ ბევრი მონეტა გასული წლების განმავლობაში, მაგრამ მაინც არ
ვიცოდეთ სიხარული, რომელიც მოდის სიმდიდრით, მხოლოდ უნდა ვიოცნოთ ამაზე. ბაჰ! ჩვენ ხომ უფრო
მეტი არ ვართ, ვიდრე მუნჯი ცხვარი? ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ქალაქში. როგორც
მოგზაურები იტყვიან, რომ ამაზე უკეთესი სიმდიდრე არაფერია. ჩვენს გარშემო უამრავი სიმდიდრეა, თუმცა
ამის ნაწილი ჩვენ არაფერი გვაქ. ცხოვრების ნახევარი მძიმე შრომის შემდეგ, თქვენ, ჩემო საუკეთესოვ
მეგობრებს შორის, ატარებთ ცარიელ საფულეს და თქვენ მითხარით: “შემიძლია გათხოვოთ ისეთი წვრილმანი,
როგირცაა ორი შეკელი სანამ დიდგვაროვნები არ იდღესასწაულებენ?” მაშინ რა უნდა გიპასუხოთ? მე ვთქვი “აი
ჩემი საფულე; სიამოვნებით გაგიზიარებ მის შიგთავსს?” არა, ვაღიარებ, რომ ჩემი საფულე ისეთივე ცარიელია,
როგორც შენი. რა ჭირს? რატომ ვერ ვიღებთ ვერცხლს და ოქროს - საკმარისზე მეტს საჭმლისთვის და
სამოსისთვის?
“განვიხილოთ ჩვენი ვაჟებიც,” - განაგრძო ბანსირმა, - “განა ისინი არ იქცევიან თავიანთი მამების
კვალდაკვალ? საჭიროა, რომ ისინი და მათი ოჯახები, მათი ვაჟიშვილები და მათი ვაჟების ოჯახები მთელი
ცხოვრება ცხოვრობენ ამგვარი ოქროს ხაზინების შუაგულში და ჩვენს მსგავსად, კმაყოფილნი იყვნენ თხის მჟავე
რძითა და ფაფით ქეიფით?”
“არასოდეს, ჩვენი მეგობრობის ამდენ წელში, არ გისაუბრია ასე, ბანსირ.” თქვა კობიმ დაბნეულად.
“არასდროს ამ წლებში ასე არ მიფიქრია. ადრეული გამთენიიდან სანამ სიბნელე გამაჩერებდა, მე
ვცდილობდი საუკეთესო ეტლების აწყობას, რასაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა, რბილად რომ ვთქვა იმ
იმედით, რომ ერთ დღესაც ღმერთები აღიარებდნენ ჩემს ღირსეულ შრომას და ჩემზე დიდ წყალობას
მოიღებდნენ. ეს მათ არასდროს უქნიათ. და ბოლოს, ვხვდები, რომ ამას არასდროს გააკეთებენ. ამიტომ გული
მწყდება. მე მსურს ვიყო შეძლებული ადამიანი. მე მინდა მიწების და პირუტყვის ქონა, რომ მქონდეს
შესანიშნავი სამოსი და მონეტები ჩემს საფულეში. მე მზად ვარ ვიმუშაო ამაზე მთელი ჩემი მონდომებით, რაც
ჩემში მაქვს მთელი ძალით, მთელი ჩემი ნიჭით, გონებაში არსებული ყველა ფიქრით, მაგრამ ვისურვებ, რომ
ჩემი შრომა სამართლიანად იყოს დაჯილდოვებული. რა გვჭირს ჩვენ? ისევ გეკითხები! რატომ არ შეიძლება
ჩვენც გვქონდეს ჩვენი სამართლიანი წილი იმ სიკეთეებისა, ასე უხვი რომაა მათთვის, ვისაც აქვს ოქრო,
რომლითაც ყიდულობენ ყველაფერს?”
“მე რომ ვიცოდე პასუხი!” კობიმ უპასუხა. ”შენზე უკეთ არც მე ვარ კმაყოფილი. ჩემი შემოსავალი
ჩემი ლირიდან სწრაფად გაქრა. ხშირად უნდა დავგეგმო და დავფიქრდე, რომ ჩემი ოჯახი არ იყოს
მშიერი. ასევე, ჩემს მკერდში არის უზომოდ დიდი ლირი, რომელიც შეიძლება მღეროდეს მუსიკის მთელი
სიძლიერით რაც გონებას ამიფეთქებს. ასეთი ინსტრუმენტით შემეძლებოდა უფრო უკეთესი მუსიკის შექმნა,
ვიდრე თვით მეფეებს მოუსმენიათ ოდესმე.”
„ასეთი ლირა უნდა გქონდეს. მთელ ბაბილონში ვერავინ შეძლებდა მის უფრო ტკბილად ამღერებას; თუ
ამას შეძლებდი, არა მხოლოდ მეფე, არამედ თავად ღმერთებიც აღფრთოვანდებოდნენ. მაგრამ როგორ შეიძლება
ამის გაკეთება, სანამ ჩვენ ორივე ისეთივე ღარიბები ვართ, როგორც მეფის მონები? მოუსმინე ზარს! აი მოდიან.”
მან მიუთითა ნახევრად შიშვლების გრძელ ზოლზე, ოფლიანები წყალს მოეზიდებოდნენ მდინარედან მძიმედ
გრძელ ზოლად ვიწრო ქუჩაზე. მათ ხუთჯერ უწევთ ამ გზის გავლა, თითოეული იხრებოდა წყლით სავსე თხის
ტყავის ტიკის ქვეშ.
“მშვენიერი ადამიანის ფიგურაა, ვინც წინ მიუძღვის მათ.” კობიმ ზარის მეპატრონეზე მიუთითა, ვინც
წინ მიუძღვოდა ტვირთვის გარეშე. ”გამოჩენილი ადამიანი საკუთარ ქვეყანაში, ამის დანახვა ადვილია”.
“ხაზში ბევრი კარგი ფიგურაა,” დათანხმდა ბანსირი, “ისეთივე კარგი კაცები, როგორც ჩვენ. მაღალი ქერა
კაცები ჩრდილოეთიდან, მომცინარე შავი კაცები სამხრეთიდან, პატარა ყავისფერი კაცები ახლო
ქვეყნებიდან. ყველა ერთად დადის მდინარიდან ბაღებისკენ, წინ და უკან, დღიდან დღემდე, წლიდან
წლამდე. არანაირი ბედნიერების მოლოდინით. ჩალის საწოლები, რომლებზეც უნდა ეძინოთ - ხმელი
მარცვლეულის ფაფა საჭამელად. საწყალი პირუტყვი, კობი!”

“სამწუხაროა, კი. შენ მიბიძგებ დავინახო, რამდენად მცირედით ვართ უკეთესები ჩვენ, თავისუფალი კაცები,
როგორც ვეძახით საკუთარ თავს.”
„ეს არის სიმართლე, კობი, არასასიამოვნო აზრია, მაგრამ ასეა. ჩვენ არ გვინდა, რომ წლიდან წლამდე
მონურად ვიცხოვროთ. ვიმუშათ, ვიმუშათ, ვიმუშათ! არსაით ვიაროთ.”
“იქნებ გავარკვიოთ, თუ როგორ მოიპოვებენ სხვები ოქროს და ისე მოვიქცნეთ, როგორც ისინი?” კობიმ
იკითხა.
“ალბათ არსებობს საიდუმლოება, რომელიც შეიძლება ვისწავლოთ, თუ ჩვენ იმასთან მოვიკითხავთ,
ვინც იცის,” უპასუხა ბანსირმა დაფიქრებით.
“ამ დღეს,” ურჩია კობიმ, „მე ჩავუარე ჩვენ ძველ მეგობარს, არკადის, მის ოქროსფერ ეტლით
სერინობდა. მე გეტყვი, რომ მან ყურადღება არ მიაქცია ჩემს დახრილ თავს, მიუხედავად იმისა რომ ბევრი მის

8
ადგილას ჩათვლიდა რომ ამის უფლება აქვს. პირიქით მან ხელი დამიქნია, რომ ყველა დამთვალიერებელს ენახა
მისალმება და მეგობრობით გაუღიმა კობის, მუსიკოსს.”
“ითვლება, რომ ის ყველაზე მდიდარი ადამიანია მთელს ბაბილონში,” თქვა ბანსირმა.
“ისეთ მდიდარია, მეფეც კი თხოვს მისი ოქროთი დახმარებას ხაზინის საქმეებში,” - უპასუხა კობიმ. ”ისე
მდიდარია,” შეუშალა ბანსირმა, “მეშინია ღამით სიბნელეში მასთან შეხვედრის, ხელები არ გამექცეს მისი
ცხიმიანი საფულისკენ.”
“სისულელეა,” უარყო კობიმ, „კაცის სიმდიდრე იმ საფულეში არ არის, რომელსაც იგი ატარებს. მსუქანი
საფულე მალე ცარიელდება, თუ არ არსებობს ოქროს ნაკადი რაც მას შეავსებს. არკადს აქვს შემოსავალი,
რომელიც მუდმივად ინახავს თავის საფულეს მსუქნად, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად თავისუფლად
ხარჯავს იგი.”
„შემოსავალი, ეს არის საქმე,” წამოიყვირა ბანსირმა. ”მე მინდა ისეთი შემოსავალი, რომელიც მუდმივად
ჩავა ჩემს საფულეში კედელზე ვიჯდები თუ შორეულ ქვეყნებში ვიმოგზაურებ. არკადმა უნდა იცოდეს, როგორ
შეუძლია კაცს შექმნას შემოსავალი თავისთვის. იქნებ მას შეუძლია გაანათოს ისეთი ნელი გონება, როგორც
ჩემია?”
“მგონი მან თავისი ცოდნა საკუთარ შვილს, ნომასირს, ასწავლა” უპასუხა კობიმ. ”ის ხომ წავიდა ნინევეში
და, როგორც სასტუმროში თქვეს, მამის დახმარების გარეშე გახდა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი იმ
ქალაქში?”
“კობი, შენ ყველაზე იშვიათი აზრი მოიტანე.” ახალი სინათლე აინთო ბანსირის თვალებში. ”უფასოა
კარგი მეგობრისგან ჭკვიანური რჩევის თხოვნა და არკადი ყოველთვის ასეთი იყო. არასოდეს აქცევს
ყურადღებას რომ ჩვენი საფულე ისეთივე ცარიელია, როგორც ერთი წლის წინ ფალანგის ბუდე. დაე, ამან არ
შეგვაფერხოს. ჩვენ უკვე დავიღალეთ გარშემო უამრავი ოქროთ და ჩვენ არაფრით შუაგულში. ჩვენ გვსურს, რომ
გავხდეთ შეძლებული ადამიანები. მოდი, წავიდეთ არკადთან და ვკითხოთ, როგორ შეიძლება ჩვენც
შევიძინოთ შემოსავალი საკუთარი თავისთვის.”
„ნამდვილი შთაგონებით საუბრობ, ბანსირ. შენ ჩემს გონებას ახალი გაგება მიეცი. შენ მე მიბიძგებ იმის
გაცნობიერებას, თუ რატომ ვერასოდეს ვერ ვიპოვეთ სიმდიდრის საზომი. ჩვენ არც არასოდეს გვიფიქრია
ამაზე. თქვენ მოთმინებით ცდილობდით ბაბილონში ყველაზე ძლიერი ეტლების გაკეთებას. ამ მიზანს
ეთმობოდა თქვენი საუკეთესო მცდელობები. ამრიგად, თქვენ მანდ მიაღწიეთ წარმატებას. ვცდილობდი
ოსტატური ლირის დამკვრელი გავმხდარიყავი. და, ამაში წარმატებას მივაღწიე.”
“იმ საქმეებში, რომლისკენაც ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა გავაკეთეთ, ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ.
ღმერთების წყალობით მოგვეცეს ასე გაგრძელების საშუალება. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვხედავთ შუქს, ნათელს,
როგორიცაა ამომავალი მზისგან. ის გვთავაზობს, რომ მეტი ვისწავლოთ, რომ ჩვენ უფრო მეტი წარმატება
გვქონდეს. ახალი გაგებით ჩვენ საპატივსაცემო გზებს აღმოვაჩენთ
ჩვენი სურვილების შესასრულებლად.”
„მოდით, დღესვე მივიდეთ არკადთან,” მოუწოდა ბანსირმა. „ასევე, მოდით, ჩვენს ჭაბუკობის სხვა
მეგობრებსაც ვთხოვოთ, ვისაც ჩვენზე მეტად არ ულხინთ, შემოგვიერთდნენ, რომ მათაც შეეძლოთ მისი
სიბრძნის გაზიარება.”
“თქვენ ყოველთვის ასე ფიქრობდით თქვენს მეგობრებზე, ბანსირ. ამიტომ თქვენ გყავთ ბევრი მეგობარი.
იყოს ისე როგორც შენ ამბობ. ჩვენ ამ დღეს მივდივართ და წავიყვანოთ ისინიც.”

9
ყველაზე მდიდარი კაცი ბაბილონში
ძველ ბაბილონში ოდესღაც ცხოვრობდა ერთი ძალიან მდიდარი კაცი, სახელად არკადი. შორს და
ფართოდ იყო იგი ცნობილი თავისი დიდი სიმდიდრით. ასევე განთქმული იყო მისი
ხელგაშლილობით. დიდსულოვანი იყო მის ქველმოქმედებაშიც. ის გულუხვი იყო ოჯახშიც. ის საკუთარი
ხარჯებითაც ხელგაშლილი იყო. თუმცა, ყოველწლიურად მისი სიმდიდრე უფრო სწრაფად იზარდებოდა,
ვიდრე ხარჯავდა.
და იყვნენ მისი მეგობრები, ახალგაზრდობის დღეებიდან რომელნიც მოვიდნენ მასთან და უთხრეს: “შენ,
არკად, ხარ ჩვენზე მეტად წარმატებული. თქვენ გახდით ყველაზე მდიდარი ადამიანი მთელს ბაბილონში,
როდესაც ჩვენ ვიბრძვით არსებობისთვის. თქვენ შეგიძლიათ ჩაიცვათ საუკეთესო სამოსი და შეგიძლიათ
მიირთვათ იშვიათი საკვები, მაშინ როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ იმის ფიქრში, თუ შეგვიძლია ჩავაცვათ ჩვენი
ოჯახები ძონძებით, რაც მისაღებია და როგორც შევძლებთ ისე გამოვკვებოთ.”
“მაგრამ ერთ დროს ჩვენ თანასწორნი ვიყავით. ჩვენ ერთიდაიგივე ოსტატი გვასწავლიდა. ჩვენ იგივე
თამაშებით ვთამაშობდით. არც სწავლაში და არც თამაშებში არ გამოირჩეოდი ჩვენგან. და იმ წლებში, თქვენ არ
იყავით ჩვენზე მეტად საპატიო მოქალაქე.”
“არც საქმეზე მუშაობდით უფრო ბეჯითად ან ერთგულად, რამდენადაც ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ.
მაშინ, რატომა გამოგარჩიათ ფიცხმა ბედმა მხოლოდ შენ, რომ ისიამოვნოთ ცხოვრების ყველა სიკეთით და
უგულებელგვყო ჩვენ, ვინც თანაბრად ვიმსახურებთ?”
ამის შემდეგ არკადიმ აუხსნა მათ და თქვა: „თუ თქვენ ვერ შეაგროვეთ არსებობსითვის საჭიროზე მეტი
ახალგაზრდობის ასაკის შემდეგ, იმას ნიშნავს რომ თქვენ ვერ ისწავლეთ ის კანონები რომელიც ბატონობს
სიმდიდრის მოხვეჭას, ან სხვაგვარად არ დაიცავთ ისინი.”
“‘ფიცხი ბედი’ არის მანკიერი ქალღმერთი, რომელიც არავის მოუტანს მუდმივ სიკეთეს. პირიქით,
მან გაანადგურა თითქმის ყველა ადამიანი, რომელზედაც გადმოაფრქვია არნახული დაუმსახურებელი
ოქრო. იგი ასულელებს მხარჯველებს, რომლებიც მალე გაანიავებენ ყველაფერს, რასაც მიიღებენ და დარჩებიან
უზომო მადისა და სურვილების ამარა, რომელთა დაკმაყოფილების უნარიც არ აქვთ. და სხვები, ვისი
მომხრეცაა, ხდებიან უბედურები და ეფარებიან თავიანთ სიმდიდრეს, იმის შიშით, რომ არ დაეხარჯოთ ის, რაც
მათ აქვთ, იმაზე ფიქრით, რომ მათ არ ექნებათ ჩანაცვლების შესაძლებლობა. ისინი გარდა ამისა, მძარცველების
შიშით არ არიან შეპყრობილნი და აიძულებენ საკუთარ თავს იცხოვრონ სიცარიელისა და ფარული
უბედურების ცხოვრებით.”
“იქ ალბათ არიან სხვებიც, რომლებსაც შეუძლიათ აითვისონ დაუმსახურებელი ოქრო და გაამრავლონ
ის, ასე განაგრძონ ბედნიერად ცხოვრება და იყვნენ კმაყოფილი მოქალაქეები. მაგრამ ისინი ძალიან ცოტაა,
მაგრამ მათ შესახებ ვიცი. გაიხსენეთ ის ადამიანები, ვინც მემკვიდრეობით მიიღეს სიმდიდრე და ნახეთ თუ ასე
არაა.”
მისმა მეგობრებმა აღიარეს, რომ იმ ადამიანევზე, რომლებზეც გაუგიათ მსგავსი სიმდიდრე, რომლებმაც
მემკვიდრეობით მიიღეს სიმდიდრე ეს სიტყვები მართალია და ისინი სთხოვდნენ არკადს აეხსნა მათთვის, თუ
როგორ გახდა იგი ამდენი სიკეთეების მფლობელი. არკადმა განაგრძო: “ახალგაზრდობაში მე ვიყურებოდი ჩემს
გარშემო და ვხედავდი იქ ყველა საჭირო ნივთს ბედნიერებისა და კმაყოფილებისთვის. და მივხვდი, რომ
სიმდიდრე ზრდიდა ამ ყველაფრის შესაძლებლობებს. ”სიმდიდრე არის ძალა. სიმდიდრით ბევრი რამ
შესაძლებელია.”
“შეიძლება ვინმემ სახლი დაამშვენოს უმდიდრესი ავეჯით.”
“შეიძლება შორეულ ზღვებში ნაოსნობაში წავიდეს.”
“შეიძლება ინადიმოს შორეული მიწების დელიკატესებზე.”
“შეიძლება ვინმემ შეიძინოს ოქროს და ძვირფასი დამუშავებული ქვის ორნამენტები.”
“ვინმემ შეიძლება დიდებული ტაძრებიც კი ააგოს.”
“შეიძლება ვინმემ გააკეთოს ეს ყველაფერი და მრავალი სხვა, სადაც აღფრთოვანებაა გრძნობებისთვის და
მადლი სულისთვის.”
“და როდესაც ეს ყველაფერი გავაცნობიერე, ჩემი თავისთვის გადავწყვიტე, რომ მე მივიღებ ჩემს წილს
ცხოვრების სიკეთეებისგან. მე არ ვიქნებოდი ის, ვინც შორს დგას და სხვების სიხარულს შურით უყურებს. მე არ
ვიყავი კმაყოფილი რომ ჩამეცვა ყველაზე იაფი სამოსი, რომელიც პატივსაცემად გამოიყურებოდა. არ
დავკმაყოფილდებოდი ღარიბი კაცის წილით. პირიქით, ჩემს თავს სტუმრად ვაქცევდი ამ ძვირფასი ნივთების
ბანკეტზე.”
“როგორც მოგეხსენებათ, თავმდაბალი ვაჭრის ვაჟი, ერთი მრავალშვილიანი ოჯახიდან, რომელსაც
მემკვიდრეობის არანაირი იმედი არ აქვს, და არც გამორჩეული რამე ნიჭით, როგორც თქვენ გულწრფელად
თქვით, უმაღლესი უფლებებითა და სიბრძნით, მე გადავწყვიტე, რომ თუ მე მივაღწევდი იმას, რაც მე მსურდა,
დრო და სწავლა დამჭირდებოდა.”

10
“რაც შეეხება დროს, ყველა ადამიანს ეს უხვად აქვს. თქვენ, თითოეულმა თქვენგანმა საკმარისი დრო
გაუშვით იმისთვის რომ გამდიდრებულიყავით. უნდა აღიაროთ; თქვენ არაფერი გაქვთ საჩვენებელი, თქვენი
კარგი ოჯახების გარდა რომლითაც სამართლიანად ამაყობთ.”
“რაც შეეხება სწავლებას, განა ჩვენმა გონიერმა მასწავლებელმა არ გვასწავლა, რომ სწავლა ორი სახის
იყო: ერთი ის რაც ჩვენ ვისწავლეთ და ვიცოდით და მეორე არის ვარჯიში, რომელიც გვასწავლის იმის გარკვევას
რაც არ ვიცით?”
“ამიტომ მე გადავწყვიტე გამერკვია, თუ როგორ შეიძლება დაგროვდეს ქონება და როცა აღმოვაჩენდი
გადამექცია ჩემს ამოცანად და კარგად მეკეთებინა. რამეთუ არაა გონივრული, რომ ვისიამოვნოთ მზის შუქის
სინათლით, რადგან საკმარისი მწუხარება გადმოვა ჩვენზე, როდესაც სიბნელეში გავემგზავრებით სულების
სამყაროში?”
“მე ვიპოვე სამსახური ჩანაწერების დარბაზში მწიგნობრად და ყოველ დღე ხანგრძლივ საათებს
ვატარებდი თიხის ტაბლეტებთან. კვირიდან კვირამდე, და თვიდან თვემდე, ვმუშაობდი, მაგრამ არაფერი
მქონდა გამომუშავებული საჩვენებლად. საკვები და ტანსაცმელი და ღმერთებისადმი შეწირულობა და სხვა
საგნები, რომელთა გახსენებაც არ შემიძლია, შთანთქავდა მთელს ჩემ შემოსავალს. მაგრამ ჩემ
მიზანდასახულობას არ მივუტოვებივარ.”
“და ერთ დღეს ალგამიში, ფულის გამსესხებელი, მოვიდა ქალაქის ბატონის სახლში და შეუკვეთა მეცხრე
კანონის ასლი და მან მითხრა, ეს ორ დღეში უნდა მქონდეს, და თუ დავალებას ამ დროში შეასრულებ, მოგცემ
ორ სპილენძს.”
“ასე რომ, მე ვიმუშავე ბევრი, მაგრამ კანონი გრძელი იყო, და როდესაც ალგამიში დაბრუნდა დავალება
დაუმთავრებელი იყო. ის გაბრაზებული იყო და მე რომ მისი მონა ვყოფილიყავი, ის მცემდა. ქალაქის პატრონი
არ დაუშვებდა ჩემთვის ზიანების მოყენებას, ამის ცოდნით მე არ მეშინოდა და ამიტომ ვუთხარი მას: ‘ალგამიშ,
ძალიან მდიდარი კაცი ხარ. მითხარით მეც როგორ გავმდიდრდე და მთელი ღამე თიხაზე ვიმუშავებ და როცა
მზე ამოვა საქმე დასრულებული დაგხვდებათ’.”
“მან გამიღიმა და მიპასუხა, ‘შენ ძალიან მიამიტი ხარ, მაგრამ ჩვენ ამას გარიგებას დავარქმევთ’.”
“მთელი ის ღამე მე ვტვიფრავდი თიხაზე, თუმცა ზურგი ამტკივდა და ფითილის სუნი თავს ისე
მატკიებდა თვალებიდან ძლივს ვიხედებოდი. მაგრამ როცა ის მზის ამოსვლისას დაბრუნდა, ტაბლეტები მზად
იყო.”
“‘ახლა,’ - ვთქვი მე, - ‘მითხარი, რაც დამპირდი’.”
“‘თქვენ შეასრულეთ ჩვენი გარიგების თქვენი ნაწილი, შვილო’,” მითხრა მან გულწრფელად, “‘და მე
მზად ვარ შევასრულო ჩემი. მე გეტყვით, რაც გინდათ რომ იცოდეთ, რადგან მე ვმოხუცდები და ძველ ენას
უყვარს ტრიალი. და როდესაც ახალგაზრდობა რჩევისთვის მოდის ასაკიანთან, ის წლების დაგროვილ
სიბრძნეს იღებს. მაგრამ ახალგაზრდებს ხშირად მიაჩნიათ, რომ ასაკიანმა იცის მხოლოდ წასული დღეების
სიბრძნე და, შესაბამისად, სარგებელი არ აქვთ. მაგრამ დაიმახსოვრე, მზე, რომელიც დღეს ანათებს, არის მზე,
რომელიც ანათებდა, როდესაც შენი მამა დაიბადა და
კვლავ ანათებს, როდესაც შენი ბოლო შვილიშვილი სიბნელეში გადავა.’”
“‘ახალგაზრდების აზრები,’ განაგრძო მან, ‘ნათელი შუქია, რომელიც კაშკაშად ანათებს მეტეორების
მსგავსად და აბრწყინებს ცას, მაგრამ ასაკიანთა სიბრძნე გავს ვარსკვლავებს, რომლებიც ისე ფიქსირებულად
ანათებენ, რომ მეზღვაურებს შეუძლიათ მათ დაეყრდნონ და მათ მიხედვით აიღონ კურსი.’”
“‘კარგად დაიმახსოვრე და გაითვალისწინე ჩემი სიტყვები, რადგან თუ ვერ შეძლებ, ვერ ჩაწვდები იმ
ჭეშმარიტებას, რასაც მე გეტყვი, და იფიქრებ, რომ შენი ღამის საქმე უშედეგოდ დასრულდა.’“
“შემდეგ მან მან შეძრწუნებით შემომხედა მისი წარბების ბუჩქების ქვევიდან და დაბალი,
ძალდატანებული ტონით თქვა:’მე აღმოვაჩინე გზა სიმდიდრისაკენ, როდესაც გადავწყვიტე, რომ ნაწილი
იქიდან, რაც მე გამოვიმუშავე, ჩემია შესანახად, ასეც იქნები შენ.’”
“შემდეგ მან განაგრძო ჩემსკენ ყურება, ისეთი მზერით რომ ვგრძნობდი როგორ მსერავდა, მაგრამ
აღარაფერი თქვა.”
“‘სულ ეს არის?’ ვიკითხე.”
“‘ეს საკმარისია ცხვრის მწყემსის გულისათვის ფულის გამსესხებლის გულად გადასაქცევად,’ თქვა მან.”
„‘მაგრამ ყველაფერს რასაც მე გამოვიმუშავებ, ჩემია შესანახად, ასე არ არის? ‘“ მოვითხოვე.
“‘მაგისგან შორს,’ მიპასუხა მან. ‘თქვენ არ უხდით ტანსაცმლის მკერავს? თქვენ არ უხდით ფეხსაცმლის
მეწაღეს? თქვენ არ იხდით იმ საკვებში ფულს, რასაც ჭამთ? შეგიძლიათ ცხოვრება ბაბილონში, ხარჯვის
გარეშე? რა გაქვს საჩვენებლად წარსული თვის შემოსავლიდან? გასული წლისთვის? სულელი! ყველას უხდი,
მაგრამ არა საკუთარ თავს. სულელო, თქვენ შრომობთ სხვებისთვის. ასე რომ იყავი მონა და იმუშავე იმისთვის,
რასაც შენი პატრონი გაძლევს საჭამელად და ჩასაცმელად. თუ საკუთარ თავს შეუნახავდით ერთ მეათედს
იქიდან, რაც იშოვეთ, რამდენი გექნებოდათ ათ წელში?’”

11
“ციფრების შესახებ ჩემმა ცოდნამ არ დამტოვა და მე ვუპასუხე, ‘რამდენსაც ვშოულობ ერთ წელში’”
„‘თქვენ მხოლოდ სიმართლის ნახევარს ლაპარაკობთ’ თქვა მან. ‘ყველა ოქროს ნაჭერი, რომელიც შენ
დაზოგე, არის მონა, რომელსაც შეუძლია იმუშაოს შენზე. ყველა სპილენძი, რომელსაც ის შოულობს, არის მისი
შვილი, რომელსაც ასევე შეუძლია შენთვის მოგების მოტანა. თუ გახდები შეძლებული, მაშინ რასაც დაზოგავ,
უნდა ამუშაო და მისი შვილებიც უნდა ამუშაო, რომ ყველა დაგეხმაროს იმ დანამატის მიღებაში რაც ასე
გიყვარს.’”
“‘თქვენ ფიქრობთ, რომ მოგატყუეთ თქვენი ღამის მუშაობისთვის’, განაგრძო მან, ‘მაგრამ მე გიხდით
ათასჯერ მეტს, თუ გაქვთ იმ ჭეშმარიტების გაგების უნარი, რასაც მე გთავაზობთ.’”
„‘ნაწილი იქიდან, რასაც გამოიმუშავებ, შენია შესანახად. ის უნდა იყოს არანაკლებ მეათედი, რამდენიც
არ უნდა იყოს თქვენი შემოსავალი. თუ მეტიც შეგიძლია, ეს შეიძლება იყოს იმდენი, რამდენსაც გაწვდები. ჯერ
გადაუხადე საკუთარ თავს. არ შეიძინოთ მკერავისგან და მეწაღისგან იმაზე მეტი, ვიდრე დარჩენილით
შეგიძლიათ გადაიხადოთ და ასევე დაიტოვეთ საკმარისი საკვებისთვის, ქველმოქმედებისა და ღმერთებისადმი
შესაწირისთვის.’”
“‘სიმდიდრე, ხის მსგავსად, პატარა თესლიდან იზრდება. პირველი სპილენძი, რომელსაც შენ დაზოგავ,
არის თესლი, საიდანაც გაიზრდება შენი სიმდიდრის ხე. რაც უფრო ადრე დათესავთ ამ თესლს, მით მალე
იზრდება ხე. და რაც უფრო მეტად ერთგულად მორწყავთ და გამოკვებავთ ამ ხეს მუდმივი დანაზოგებით, მით
მალე შეძლებთ მისი ჩრდილის ქვეშ ნებივრობას.’”
“ასე თქვა, მან ტაბლეტები აიღო და წავიდა.”
“ბევრი ვიფიქრე იმაზე, რაც მან მითხრა და გონივრულად ჩანდა. ამიტომ გადავწყვიტე რომ მე
შევეცდებოდი. ყოველ ჯერზე, როცა გადამიხდიდნენ, სპილენძის ათი ცალიდან თითოს ვიღებდი და
ვმალავდი. და რაც არ უნდა უცნაურიად ჩანდეს, მე არ მქონდა სახსრების სიმწირე, ძველთან
შედარებით. მხოლოდ მცირედი განსხვავება შევნიშნე, როცა ვახერხებდი ცხოვრებას ამის გარეშე. მაგრამ
ხშირად ცდუნება მიტანდაი, როცა ჩემი დანაზოგი იწყებდა ზრდას და მინდებოდა დახარჯვა ვაჭრების მიერ
გამოფენილ კარგ ნივთებში, რომლებიც აქლემებითა და გემებით შემოიტანეს ფინიკიელთა ქვეყნიდან. მაგრამ
მე გონივრულად თავს ვიკავებდი.’”
“ალგამიშის წასვლიდან მეთორმეტე თვის შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა და მითხრა: ‘შვილო, უხდიდი
საკუთარ თავს არანაკლებ მიღებული თანხის ერთი მეათედისა, გასული წლის განმავლობაში?’”
“მე ამაყად ვუპასუხე, ‘დიახ, ბატონო’. ’ეს კარგია,’ მიპასუხა მან ღიმილით, ‘და რას უშვებოდი მას?’”
“‘მე ეს მივეცი აზმურს, აგურის გამკეთებელს, რომელმაც მითხრა, რომ იგი შორეულ ზღვებზე
მოგზაურობდა და ტაირში იგი იყიდდა ჩემთვის ფინიკიელთა იშვიათ სამკაულებს. როდესაც ის დაბრუნდება,
ჩვენ გავყიდეთ მაღალ ფასებში და გავიყოფთ შემოსავალს.’”
„‘ყველა სულელმა უნდა ისწავლოს’ თქვა მან, ‘მაგრამ რატომ ანდობ აგურის გამკეთებელს სამკაულების
არჩევას? წახვალ პურის მცხობელთან ვარსკვლავების შესაცნობად? არა, ჩემი გუმანით ვხვდები რომ წახვალ
ასტროლოგთან, თუ თქვენ ფიქრის ძალა გექნებოდათ. თქვენი დანაზოგი გაქრა, ახალგაზრდავ, თქვენ
ამოძირკვეთ თქვენი სიმდიდრის ხე ფესვებიანად. მაგრამ დარგე სხვა. კიდევ სცადე. და შემდეგ ჯერზე, თუ
რჩევა დაგჭირდებათ სამკაულებზე, წადით სამკაულების ვაჭართან. თუ დაგჭირდებათ სიმართლე ცხვრის
შესახებ, მიდით მწყემსთან. რჩევა ერთია თავისუფლად გაცემული რამ, მაგრამ მოუსმინე მხოლოდ იმ რჩევას
რაც ღირებულია. ის, ვინც რჩევებს იღებს მისი დანაზოგის შესახებ, იმისგან ვინც გამოუცდელია ასეთ
საკითხებში, ანაზღაურდება თანხების დაკარგვით ამ მოსაზრებების სიყალბის დასამტკიცებლად.’ ეს თქვა, ის
წავიდა.”
“ყველაფერი ისე მოხდა როგორც მან თქვა. რადგან ფინიკიელები არიან მორიელები და აზმურს მიყიდეს
უვარგისი მინის მძივები, რომელიც ჰგავდა ძვირფას მარგალიტებს. როგორც ალგამიშმა შემომთავაზა, მე კვლავ
ვინახავდი თითოეულს ყოველი ათი სპილენძიდან, რადგან ახლა ეს ჩვევად ჩამომიყალიბდა და უკვე აღარ იყო
რთული.”
“კვლავ, თორმეტი თვის შემდეგ, ალგამიში მოვიდა ჩანაწერთა დარბაზში და მომმართა: ‘რა წინსვლა
გაქვთ მას შემდეგ რაც ბოლოს გნახეთ?’”
„‘მე ვუხდიდი საკუთარ თავს ერთგულად,’ ვუპასუხე მე, ‘და ჩემი დანაზოგი, მივანდე აგგერს - ფარის
დამმზადებელს, ბრინჯაოს შესაძენად, და ყოველ მეოთხე თვეში ის მიხდის ქირას.’“
“‘ეს კარგია. და რას აკეთებთ ქირის ფულით?’ ‘დიდი სუფრა მაქვს თაფლით და მშვენიერი ღვინო და
ტკბილი ნამცხვარი. ასევე მე შევიძინე ალისფერი ტანსაცმელი. და ერთ დღესაც ახალგაზრდას ვიყიდი და
გავაჭენებ’ რაზეც ალგამიშმა გაიცინა, ‘თქვენ ჭამთ თქვენი დანაზოგების შვილებს. და როგორ ელოდებით რომ
ისინი იმუშავებენ თქვენთვის? და როგორ შეიძლება მათ შეეძინოთ შვილები, რომლებიც ასევე იმუშავებენ
თქვენთვის? ჯერ ოქროს მონების ჯარი მოიპოვე და შემდეგ მოიწყე მდიდრული ბანკეტი, რომლითაც დატკბები
სინანულის გარეშე.’ ასე თქვა, და ის კვლავ წავიდა.”

12
“არ მინახავს ის ორი წლის განმავლობაში, როდესაც ის კიდევ ერთხელ დაბრუნდა და სახე სავსე ჰქონდა
ღრმა ხაზებით და თვალები ჩასცვენოდა, რადგან ის ძალიან მოხუცი გახდა. მან მითხრა: ‘არკადი, მიაღწიეთ
თქვენ იმ სიმდიდრეს, რომელზეც ოცნებობდით?’”
“და მე ვუპასუხე ‘ჯერ ყველაფერს, რაც მსურს არა, მაგრამ ზოგი მაქვს და ეს უფრო მეტს გამოიმუშავებს,
და მისი გამომუშავებულები კიდევ უფრო მეტს.’”
„‘და ისევ იღებთ აგურის გამკეთებლებისგან რჩევებს?’”
“‘აგურის გაკეთების შესახებ ისინი კარგ რჩევას იძლევიან’, - ვუთხარი მე.”
‘არკად,’ განაგრძო მან, ‘თქვენ კარგად ისწავლეთ თქვენი გაკვეთილები. პირველად თქვენ ისწავლეთ
უფრო ნაკლებით ცხოვრება ვიდრე შეგიძლიათ გამოიმუშაოთ. შემდეგ ისწავლეთ რჩევების მიღება იმათგან,
ვინც კომპეტენტური იყო მათი პირადი გამოცდილების მეშვეობით რომ გაეცათ. დაბოლოს, თქვენ ისწავლეთ
რომ გეიძულებინათ ოქრო იმუშაოს თქვენთვის.’”
„‘თქვენ ასწავლეთ საკუთარ თავს, თუ როგორ უნდა მოიპოვოთ ფული, როგორ შეინახოთ იგი და როგორ
გამოიყენოთ ეს. ამიტომ, თქვენ კომპეტენტური ხართ პასუხისმგებელ თანამდებობისთვის. მე ვბერდები. ჩემი
შვილები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ როგორ დახარჯონ და ერთხელაც არ გაიფიქრებენ შოვნას. ჩემი ინტერესები
დიდია და ძალიან მეშინია, რომ არავინ მომხედავს. თუ წახვალ ნიფურში და ჩემს მიწებს მიხედავ იქ, მე შენ ჩემს
პარტნიორად გაქცევ და შენც გექნება წილი ჩემს ქონებაში.’”
“ასე რომ, მე ნიფურში წავედი და მისი სამფლობელოების უფროსი გავხდი, რომლებიც დიდი იყო. და
რადგან მე ვიყავი ამბიციური და იმის გამო, რომ მე წარმატებით დავეუფლე სიმდიდრესთან მოპყრობის სამი
კანონი, საშუალება მომეცა მნიშვნელოვნად გამეზარდა მისი საკუთრებების ღირებულება.”
ასე რომ, მე დიდად ავშენდი და როდესაც ალგამიშის სული ჩავიდა სიბნელის სამფლობელოში, მეც
შემხვდა მისი ქონებიდან წილი, როგორც მან მოაწყო კანონის შესაბამისად.” ასე ლაპარაკობდა არკადი და როცა
დაასრულა თავისი თხრობა, მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა თქვა: “თქვენ ნამდვილად გაგიმართლათ, რომ
ალგამიშმა შენ მემკვიდრედ დაგნიშნა.”
“გამიმართლა მხოლოდ იმაშინ რომ მქონდა კეთილდღეობის სურვილი, სანამ მას პირველად
შევხვდებოდი. განა ოთხი წლის განმავლობაში არ დავამტკიცე ჩემი მიზნისდასახულობა, როცა ყოველი
აღებული თანხიდან ერთი მეათედს ვინახავდი? იტყოდით რომ მეთევზეს გაუმართლა, რომელმაც წლების
განმავლობაში ისე შეისწავლა თევზის ჩვევები, რომ ქარის ყოველ ცვლილებაზე შეეძლო თავისი ბადეები
თევზების გარშემო ესროლა? შესაძლებლობა არის ამპარტავანი ქალღმერთი, რომელიც დროს არ ხარჯავს
მათთან, ვინც მოუმზადებელია.”
“თქვენ ძლიერი ნებისყოფა გქონდათ, რომ გააგრძელეთ მას შემდეგ, რაც დაკარგეთ პირველი წლის
დანაზოგი. თქვენ არაჩვეულებრივი ხართ ამ მხრივ” საუბრობდა სხვა.
„ნებისყოფა!” არკადმა გამოაცხადა. ”რა სისულელეა. როგორ ფიქრობთ, ნებისყოფა აძლევს ადამიანს
ძალას, რომ დაძლიოს ტვირთი, რომელსაც აქლემიც კი ვერ აიტანს? ნებისყოფა არის განუყრელი მიზანი იმ
დავალების შესასრულებლად რაც საკუთარ თავს დაუსახე. თუ მე ჩემ თავს დავუსახავ ამოცანას რაც არ უნდა
წვრილმანი იყოს, მე აუცილებლად გადავლახავ. სხვაგვარად როგორ უნდა მქონდეს საკუთარი თავის ნდობა,
რომ მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთო? თუ ვეტყვი ჩემს თავს: ‘ასი დღის განმავლობაში, როცა ქალაქის ხიდს
გავდივარ, ავირჩევ გზიდან კენჭს და ჩავაგდებ არხში.’ ამას გავაკეთებ. თუ მეშვიდე დღეს გავიარე და არ
გამახსენდა, ჩემს თავს არ ვეტყვი, ხვალ ორ კენჭს გადავაგდებთქო, იგივე საქმეს იზავს. ამის ნაცვლად, მე
შემოვბრუნდები და კენჭს გადავაგდებ. მე არც მეოცე დღეს ვეტყოდი ჩემს თავს, ‘არკადი, ეს არის
უსარგებლო. რა სარგებელი მოაქვს ყოველდღე თითო კენჭის სროლას? მთელი ერთი მუჭა გადაყარე ერთად და
დაივიწყე.’ არა, ამას არ ვიტყოდი და არც გავაკეთებდი. როდესაც საკუთარ თავს დავალებას ვაძლევ, ვასრულებ
კიდეც. ამიტომ, ფრთხილად ვარ, რომ არ დავიწყო რთული და არაპრაქტიკულ დავალებები, რადგან ძალიან
მიყვარს დასვენება.”
შემდეგ კიდევ ერთმა მეგობარმა ისაუბრა და თქვა: „თუ ის, რაც შენ თქვი მართალია და როგორც ჩანს
შენი ნათქვამი გონივრულია, მაშინ ასე მარტივი რომ ყოფილიყო, ამას ყველა ადამიანი იზავდა, საკმარისი
სიმდიდრე არ იქნებოდა გარშემო საბრუნავად.”
“სიმდიდრე იზრდება იქ, სადაც ადამიანი ენერგიას დებს”, უპასუხა არკადმა. ”თუ მდიდარი კაცი ახალ
სასახლეს იშენებს, ოქრო რომელსაც იგი იხდის ქრება? არა, აგურის გამკეთებსლ მიაქ ნაწილი და მუშებს მიაქვთ
ნაწილი, და მხატვარს მიაქ ნაწილი. ყველას, ვინც სასახლეში საქმეს აკეთბს, მიაქვთ ნაწილი, როდესაც სასახლე
დასრულდება, განა არ ღირს ეს ყველაფერი ამად? და განა მიწა რომელზეც ის დგას, არ ღირს უფრო მეტი,
რადგან სასახლეა იქ? და განა გარშემო მიწები რომელსაც ესაზღვრება, არ ღირს უფრო მეტი, რადგან სასახლეა
იქ? სიმდიდრე ჯადოსნურ გზებით იზრდება. ვერავინ შეძლებს იწინასწარმეტყველოს მისი ზღვარი. განა არ
შექმენით ფინიკიელებმა დიდი ქალაქები უნაყოფო სანაპიროებზე იმ სიმდიდრით, რაც მათი სავაჭრო
გემებიდან მოდის ზღვებიდან?“

13
“მაშინ რას გვირჩევ, რა გავაკეთოთ, რომ ჩვენც გავმდიდრდეთ?” ჰკითხა კიდევ ერთმა მისმა
მეგობარმა. ”წლები გავიდნენ და ჩვენ აღარ ვართ ახალგაზრდები და ვერაფერი გამოგვივიდა.”
“მე გირჩევთ, რომ ალგამიშის სიბრძნე გამოიჩინოთ და საკუთარ თავს უთხრათ: ‘მთელი ჩემი
შემოსავლის ნაწილი ჩემია შესანახად.’ თქვით დილით, როდესაც პირველად წამოდგებით. თქვით
შუადღით. თქვით ღამით. თქვით ეს ყოველი დღის ყოველ საათს. უთხარით ეს საკუთარ თავს, სანამ სიტყვები
არ გამოისახებიან ცეცხლის ასოებით მთელს ცაში.“
“აღაფრთოვანე საკუთარი თავი ამ იდეით. შეივსე თავი ამ ფიქრით. შემდეგ აიღე რა წილიც უფრო ჩანს
სწორად. დაე, არ იყოს ერთ მეათედზე ნაკლები და გადადეთ იგი. მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში
ხარჯეთ. მაგრამ ჯერ თქვენი წილი გადადეთ. სულ მალე მიხვდებით, რა ტკბილი გრძნობაა გქონდეთ
საგანძური რომელი მხოლოდ შენია. რაც უფრო გაიზრდება მით მეტ სტიმულს მოგცემთ. ცხოვრების ახალი
სიხარული მოგხიბლავთ. უფრო დიდი ძალისხმევა გეწვევათ, რომ გამოიმუშაოთ მეტი. თქვენი გაზრდილი
შემოსავლიდან, იგივე თქვენი არ იქნება პროცენტი შესანახად?“
“შემდეგ ისწავლეთ თქვენი საგანძურის თქვენთვის ამუშავება. გახადეთ იგი თქვენი მონა. აიძულეთ მათ
შვილებს და მათი შვილების შვილებს იმუშაონ თქვენთვის.“
“დააზღვიეთ შემოსავალი თქვენი მომავლისთვის. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მოხუცად და ნუ
დაივიწყებთ რომ დროთა განმავლობაში მართლაც ჩაირიცხებით მათ შორის. ამიტომ დააბანდეთ თქვენი
საგანძური უდიდესი სიფრთხილით, რომ არ დაიკარგოს. სარგებლის უზარმაზარი განაკვეთები არის
მისატყუებული სირენები, რომლებიც მღერიან, და იტყუებენ უყურადღებოებს დანაკარგებისა და სინანულის
კლდეებზე გადასაჩეხად.“
“მოამარაგეთ ასევე თქვენი ოჯახი იმ შემთხვევისთვის, თუ ღმერთები გიხმობენ თავიანთ
სამფლობელოში. ამისგან დაცვა ყოველთვის არის შესაძლებელი გააკეთოთ პროვიზია და რეგულარული
ინტერვალებით მცირე ზომის თანხები გადაინახოთ. ამას ჩახედული კაცი არ აჭიანურებს, იმ მოლოდინით, რომ
დიდი თანხის მოგროვებას შეძლებს ასეთი გონივრული მიზნისთვის.“
“რჩევა იკითხეთ ბრძენებთან. მოიძიეთ რჩევა იმ კაცთა შორის, რომელთა ყოველდღიური საქმიანობა
ფულის მართვაა. საშუალება მიეცით მათ გადაგარჩინონ ისეთი შეცდომისაგან, როგორც მე თვითონ გავაკეთე,
როცა ფული გადავცე აზმურს, აგურის გამკეთებელს. მცირე დაბრუნება და უსაფრთხო გაცილებით
სასურველია, ვიდრე რისკი.“
“ისიამოვნეთ ცხოვრებით, სანამ აქ ხართ. ნუ გადაიხარჯებით ან ნუ ეცდებით გადაინახოთ ძალიან
ბევრი. თუ თქვენინაშოვნის ერთი მეათედი იმედნია რომ შეგიძლიათ კომფორტულად გადაინახოთ, მაშინ
კმაყოფილი იყავით ამ წილით. სხვა შემთხვევაში იცხოვრე თქვენი შემოსავალის შესაბამისად და ნუ
გადაიქცევით ძუნწებად, ვისაც დახარჯვის ეშინიათ. ცხოვრება კარგია და ცხოვრება მდიდარია ღირებული
მოვლენებითა და სიამოვნების მომნიჭებელი ნივთბით.“
მისმა მეგობრებმა მას მადლობა გადაუხადეს და წავიდნენ. ზოგი ჩუმად იყო, რადგან წარმოსახვა არ
ჰქონდათ და ვერაფერი გაეგოთ. ზოგი სარკასტული იყო, რადგან ფიქრობდნენ, რომ ერთ ასეთ მდიდარ ძველ
მეგობარს უნდა გაენაწილებინა ქონება მეგობრებისთვის ვისაც არც ისე გაუმართლა. მაგრამ ზოგს თვალებში
ჰქონდა ახალი სინათლე. მათ მიხვდნენ, რომ ალგამიში მოდიოდა ყოველ ჯერზე მწიგნობრების ოთახში
იმიტომ, რომ ის თვალს ადევნებდა კაცს, რომელიც სიბნელისგან სინათლეში გამომავალ გზას ადგა. როდესაც
ამ კაცმა იპოვა სინათლე, ადგილი ელოდებოდა მას. ვერავინ შეძლო ამ ადგილის შევსება, მან თავად შეიმუშავა
საკუთარი გაგება, სანამ არ იყო მზად შესაძლებლობისთვის.
ეს უკანასკნელნი იყვნენ ისინი, ვინც შემდგომ წლებში, ხშირად სტუმრობდნენ არკადს, რომელიც
სიამოვნებით იღებდა მათ. ის რჩევებს აძლევდა მათ და უფასოდ აძლევდა თავის სიბრძნეს, როგორც ფართო
გამოცდილების ადამიანებს ყოველთვის უხარიათ. იგი დაეხმარა მათ ისე დაებანდებინათ თავიანთი
დანაზოგი, რომ ჰქონოდათ კარგი სარგებელი უსაფრთხოდ, რომ არც დაეკარგათ და არც ისეთ ინვესტიციებში
ჩაედოთ საიდანაც დივიდენდების მიღებას ვერ შეძლებდნენ.
ამ მამაკაცთა ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი დადგა იმ დღეს, როდესაც მათ გააცნობიერეს
ჭეშმარიტება, რომელიც გადმოვიდა ალგამიშისგან არკადზე და არკადისგან მათზე:
მთელი შემოსავლის ნაწილი თქვენია შესანახად

14
შვიდი წამალი გამხდარი საფულისთვის
ბაბილონის დიდება გრძელდება. საუკუნეების განმავლობაში მისი რეპუტაცია მოდის ჩვენთან, როგორც
უმდიდრესი ქალაქებს შრის, მისი საგანძური, როგორც ზღაპრული.
ეს ყოველთვის ასე არ იყო. ბაბილონის სიმდიდრე იყო მისი ხალხის სიბრძნის შედეგი. მათ პირველ
რიგში უნდა ესწავლათ გამდიდრება.
როდესაც „კარგი მეფე“, სარგონი, დაბრუნდა ბაბილონში, მას შემდეგ რაც დაამარცხა თავისი მტრები –
ელამიტები, ის დაუპირისპირდა სერიოზულ ვითარებას. სამეფო კანცლერმა ეს მეფეს ასე განუმარტა:
“მრავალი წლის შემდეგ დიდი კეთილდღეობა მოუტანეთ ჩვენს ხალხს, რადგან თქვენმა
უდიდებულესობამ ააგო დიდი სარწყავი არხები და ღმერთების დიდებული ტაძრები, ახლა როცა დასრულდა
ეს სამუშაოები როგორც ჩანს, ადამიანები ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რჩენას.“
“მუშები არიან დასაქმების გარეშე. ვაჭრებს რამდენიმე მომხმარებელი ჰყავთ. ფერმერები არიან ვერ
ყიდიან თავიანთი პროდუქციას. ხალხს არ აქვს საკმარისი ოქრო საკვების შესაძენად.“
“მაგრამ სად წავიდა მთელი ოქრო, რომელიც ჩვენ დახარჯული გვაქვს ამ დიდი
აღმშენებლობისთვის?” მოითხოვა მეფემ.
“სამწუხაროდ მათ აღმოაჩინეს თავისი გზა,“ - უპასუხა კანცლერმა, - „ჩვენი ქალაქის რამდენიმე ძალიან
მდიდარი ადამიანის საკუთრებაში. მან გაიარა ჩვენი ხალხის უმრავლესობის თითებს შორის, როგორც თხის
რძე გადის საცერში. ახლა, როდესაც ოქროს ნაკადი შეჩერდა, ჩვენი ხალხის უმეტესობას არაფერი აქვს
დარჩენილი მათი შემოსავლებიდან.“
მეფე გარკვეული დროით დაფიქრებული იყო. შემდეგ მან ჰკითხა, „რატომ უნდა შეეძლოთ ამ რამდენიმე
კაცს ქონდეთ მთელი ოქრო?“
“იმიტომ, რომ მათ იციან, როგორ,“ უპასუხა კანცლერმა. ”ადამიანს ვერავინ დაგმობს წარმატების
მიღწევისთვის, რადგან მან იცის როგორ. ვერც ერთი სამართლიანი ადამიანი ვერ წართმევს კაცს იმას რაც აქვს
სამართლიანად ნაშვნი, რომ ნაკლები უნარის მქონე ადამიანებს მისცენ.“
“მაგრამ რატომ,“ მოითხოვა მეფემ, “განა არ უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა, თუ როგორ უნდა
დააგროვოს ოქრო და ამგვარად გახდნენ მდიდრები და აყვავებულები?“
„სავსებით შესაძლებელია, თქვენო აღმატებულობავ. მაგრამ ვის შეუძლია ასწავლოს მათ? რა თქმა უნდა,
არა მღვდლებს, იმიტომ რომ მათ ფულის გამომუშავების არაფერი იციან.“
“ვინ იცის ჩვენს ქალაქში ყველაზე უკეთ როგორ უნდა გახდეს მდიდარი, კანცლერო?” ჰკითხა მეფემ.
“თქვენი შეკითხვა პასუხობს თავის თავს, თქვენო უდიდებულესობავ. ვინ შეიკრიბა უდიდესი
სიმდიდრე ბაბილონში?”
“კარგად თქვი, ჩემო შეძლებულო კანცლერო. ის არკადია. ის ყველაზე მდიდარი ადამიანია ბაბილონში.
მოიყვანე ჩემს წინაშე ხვალ.“
მეორე დღეს, როგორც მეფემ ბრძანა, არკადი მის წინაშე წარსდგა, გამართულად და ბრწყინვალედ
მიუხედავად მისი ასაკისა.
“არკად”, თქვა მეფემ, „მართალია რომ შენ ბაბილონში უმდიდრესი ადამიანი ხარ?“
“ასეა ნათქვამი, თქვენი უდიდებულესობავ და არავინ არ კამათობს ამაზე”
“როგორ გახდით ასეთი მდიდარი?”
“ჩვენი კარგი ქალაქის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობების გამოყენებით.”
“შენ არაფერი გქონდა დასაწყისში?”
“მხოლოდ გამდიდრების დიდი სურვილი. ამის გარდა, არაფერი.”
„არკად,“ განაგრძო მეფემ, „ჩვენი ქალაქი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, რადგან ცოტამ თუ იცის როგორ
იშოვოს სიმდიდრე და, შესაბამისად, მისი მონოპოლიზებულია, ხოლო ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს არ
აქვს ცოდნა როგორ შეინარჩუნონ ოქროთი მიღებული შემოსავლის მცირედი ნაწილი მაინც.”
„ჩემი სურვილია, ბაბილონი იყოს მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქი. ამიტომ ის უნდა იყოს ქალაქი ბევრი
მდიდარი ადამიანით. ამიტომ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ხალხს, თუ როგორ უნდა მოიპოვონ
სიმდიდრე. მითხარი, არკადი, არის სიმდიდრის მოპოვებაში რამე საიდუმლოება? შეიძლება ეს
ისწავლებოდეს?“
“ეს შესაძლებელია, თქვენო უდიდებულესობა. ის, რაც ერთმა კაცმა იცის, სხვებმაც შეიძლება ისწავლონ.”
მეფეს თვალები გაუბრწყინდა. ”არკად, შენ საუბრებ სიტყვებს, რომელთა მოსმენაც მსურდა. შეძლებ
საკუთარი თავის გადადებას ამ დიდი მიზნისთვის? ასწავლი შენს ცოდნას მასწავლებლების სკოლას,
რომელთაგან თითოეული ასწავლის სხვებს იქამდე, სანამ არ იქნება საკმარისად გაწვრთნილი ამ ჭეშმარიტებაში
ყველა ღირსეული კაცი ჩემს სამფლობელოში?“
არკადმა თავი დახარა და თქვა: “მე შენი მოკრძალებული მსახური ვარ, რა ცოდნასაც ვფლობ
სიამოვნებით მივცემ ჩემს თანამემამულეთა გაუმჯობესებას და ჩემი მეფის დიდებას. დაე შენმა კარგმა

15
კანცლერმა მოაწყოს ჩემთვის ასი კაციანი კლასსი და ვასწავლი მათ შვიდივე განკურნებას, რომლებმაც გაასუქეს
ჩემი საფულე, ვიდრე ყველა მსუბუქი საფულე არ გაივსება ბაბილონში.“
ორიოდე კვირის შემდეგ, მეფის ბრძანების შესაბამისად, არჩეული ასი კაცი შეიკრიბა სასწავლო ტაძრის
დიდ დარბაზში, რომლებიც ისხდნენ ფერად ბალიშებზე ნახევარწრიული ფორმით. არკადი იჯდა პატარა
სკამზე და აბოლებდა ჩილიმს, რომელიც უცნაურ და სასიამოვნო სუნს აფრქვევდა.
„აჰა ბაბილონში უმდიდრესი ადამიანი”, - ჩურჩულით უთხრა სტუდენტმა თავის მეზობელს, როცა
არკადი წამოდგა. ”ის ისეთივე ადამიანია, როგორიც ჩვენ.”
„როგორც ჩვენი დიდი მეფის პასუხისმგებლიანი სუბიექტი,” დაიწყო არკადმა, „მე თქვენს წინაშე
ვდგავარ მის სამსახურში. იმიტომ, რომ ერთხელ მე ვიყავი ღარიბი ახალგაზრდა, რომელსაც დიდად სურდა
ოქრო და რადგან ვიპოვე ცოდნა რამაც ამის საშუალება მომცა, ის მთხოვს, რომ ეს ცოდნა გადმოგცეთ თქვენც.“
“მე დავიწყე ჩემი კეთილდღეობა ყველაზე თავმდაბალი გზით. მე არ მქონდა უპირატესობა ისეთი
სიამოვნებისა, როგორიც გაქვთ თქვენ და ბაბილონის ყველა მოქალაქეს აქ, ბაბილონში.”
„ჩემი საგანძურის პირველი სათავსო იყო კარგადი საფულე. მე დავამარცხე მისი უსარგებლო
სიცარიელე. მე მსურდა ყოფილიყო მრგვალი და სავსე, ეჩხარუნა ოქროსფერი ხმის ტემბრით. ამიტომ, მე ვეძიე
ყოველგვარი წამალი გამხდარი საფულისთვის და ვიპოვე შვიდი.“
“თქვენ, ვინც ჩემს წინაშე შეიკრიბეთ, უნდა აგიხსნათ შვიდი წამალი გამხდარი საფულისა, რასაც მე
ვურჩევ ყველა ადამიანს, ვისაც ბევრი ოქრო სურს. შვიდი დღის განმავლობაში ყოველდღე განგიმარტავდით
ერთს ამ შვიდი საშუალებიდან.“
“ყურადღებით მოუსმინეთ იმ ცოდნას, რასაც მე გამოვიყენებ. განვიხილოთ ეს ჩემთან ერთად.
განიხილეთ თქვენს შორის. გაეცანით ამ გაკვეთილებს საფუძვლიანად, რომ თქვენც ასევე შეძლოთ განათავსოთ
საკუთარი საფულეში სიმდიდრის თესლი. პირველ რიგში, თითოეულმა თქვენგანმა გონივრულად უნდა
შეუდგეთ საკუთარი ბედის შენებას. მაშინ იქნებით კომპეტენტური, და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ
სხვებისთვის ამ ჭეშმარიტების სწავლებას.”
“მე თქვენ გასწავლით მარტივ გზას, თუ როგორ უნდა გაასუქოთ თქვენი საფულე. ეს არის პირველი
ნაბიჯი, რომელსაც მივყავართ სიმდიდრის ტაძართან და ვერც ერთი ადამიანი ვერ ავა ზევით, რომელიც
პირველ ნაბიჯს მყარად ვერ დარგავს.“
“ახლა ჩვენ განვიხილავთ პირველ განკურნებას.”

პირველი წამალი
დაიწყეთ თქვენი საფულის გასუქება
არკადმა მეორე რიგის დაფიქრებულ კაცს მიმართა. ”ჩემო კარგო მეგობარო, რა ხელობით მუშაობ შენ?“
„მე,“ უპასუხა კაცმა, „მე მწიგნობარი ვარ და თიხის ფირფიტებზე ვაკეთებ ჩანაწერებს.”
„მე თვითონ სწორედ ასეთი შრომის დროს მოვიპოვე ჩემი პირველი სპილენძი. მაშასადამე, თქვენ გაქვთ
იგივე შესაძლებლობა, აიწყოთ ბედი.“
ის დაელაპარაკა დაფოთლილ სახიან კაცს, უფრო უკან. ”გთხოვთ რისი კეთება შეგიძლიათ თქვენი
პურის მოსაპოვებლად?”
“მე,“ უპასუხა ამ კაცმა, „მე ყასაბი ვარ. მე თხებს ვყიდულობ, რომლებსაც ფერმერები ზრდიან, ვკლავ მათ,
ხორცსს ვყიდი დიასახლისებზე და ტყავს სანდლების გაკეთებლებზე.“
“იმის გამო, რომ თქვენ ასევე შრომობთ და გამოიმუშავებთ, თქვენ ყველა უპირატესობა გაქვთ რომ
წარმატებას მიაღწიოთ ჩემს სწავლებაში.“
ამ გზით არკადმა გაიგო, თუ როგორ შოულობდა თითოეული ადამიანი თავის შემოსავალს. როცა მორჩა
მათ გამოკითხვას, მან თქვა:
“ახლა, ჩემო სტუდენტებო, თქვენ ხედავთ, რომ არსებობს მრავალი ვაჭრობა და შრომა, რომლითაც
ადამიანს შეუიძლია მიიღოს მონეტები. ფულის შოვნის თითოეული გზა ოქროს ნაკადია, რაც არის
გარდაქმნილი მუშაკის შრომა, რომლის ნაწილი ჩაედინება მის საფულეში. ამიტომ თითოეული თქვენგანის
საფულეში ჩაედინება მონეტების ნაკადი დიდი თუ პატარა მისი შესაძლებლობის შესაბამისად. ასე არ არის?“
ისინი შეთანხმდნენ, რომ ასე იყო. “შემდეგ,“ განაგრძო არკადმა, „თუკი თითოეულ თქვენგანს
სურსწარმატების აშენება, არ არის მიზანშეწონილი იმ სიმდიდრის წყაროს გამოყენება, რომელიც მას უკვე აქვს
შექმნილი?”
ამას ყველანი დაეთანხმნენ.

16
შემდეგ არკადი მიუბრუნდა თავმდაბალ კაცს, რომელმაც თავი კვერცხის ვაჭრად გამოაცხადა. ”თუ
აირჩევთ თქვენი კალათებიდან ერთს და ჩადებთ მასში ყოველ დილით ათ კვერცხს და ყოველ საღამოს ცხრა
კვერცხს ამოიღებთ, ბოლოს რა მოხდება?“
“ის დროთა განმავლობაში გახდაივსება.”
“რატომ?”
“იმიტომ, რომ ყოველ დღე ერთი კვერცხით მეტს ვდებ, ვიდრე ვიღებ.”
არკადი ღიმილით მიბრუნდა კლასისკენ. ”აქ ვინმეს აქვს გამხდარი საფულე?”
პირველად მათ გაოცებულებმა შეხედეს. შემდეგ გაიცინეს. დაბოლოს, მათ თავიანთი საფულეები
აჩვენეს.
“კარგი,“ განაგრძო მან, “ახლა მე გეტყვით თქვენ პირველ წამალს, რაც ვისწავლე გამხდარი საფულის
სამკურნალოდ. გააკეთეთ ზუსტად ისე, როგორც მე კვერცხის ვაჭარს ვუთხარი. ყოველი ათი მონეტიდან,
რომელთა ჩადებაც შეგიძლიათ საფულეში გამოიყენეთ მხოლოდ ცხრა. თქვენი საფულე ერთბაშად დაიწყებს
გასუქებას და მისი მზარდი წონით კარგად გაგრძნობინებთ თავს და თქვენს სულს კმაყოფილებას მოუტანს.“
“არ უგულებელყოთ ის, რასაც მე ვამბობ მისი სიმარტივის გამო. სიმართლე ყოველთვის მარტივია. მე
გითხარით, რომ გეტყოდით როგორ აშენდა ჩემი წარმატება. ეს იყო ჩემი დასაწყისი. მეც დავატარებდი გამხდარ
საფულეს და ვწყევლიდი, რადგან იქ ჩემი სურვილების დასაკმაყოფილებლად არაფერი იდო. როდესაც დავიწყე
ჩემი საფულიდან მხოლოდ ცხრა წილის ამოღება ყოველი ჩადებული ათიდან, მან დაიწყო გასუქება. თქვენიც
ასე იქნება.“
“ახლა უცნაურ სიმართლეს გეტყვით, რისი მიზეზიც არ ვიცი. როდის გადავწყვიტე არ დამეხარჯა ჩემი
შემოსავლის ცხრა მეათედზე მეტი, მე ისევე ვცხოვრობდი როგორც ადრე. მე არ ვიყავი გაჭირვებული
მაშინ. ასევე, დიდი ხნის განმავლობაში, მონეტები ჩემთან უფრო მარტივად მოდიოდნენ, ვიდრე ადრე. ეს
ღმერთების კანონია ნამდვილად – მას, ვინც ინახავს და არ ხარჯავს მთელი თავისი შემოსავლის გარკვეულ
ნაწილს, ოქრო უფრო ადვილად მიუვა. ანალოგიურად, ესეც, ვისი საფულეც ცარიელია, ოქრო მას თავს
არიდებს.“
„რაზე ოცნებობთ ყველაზე მეტად? ყოველდღიური ცხოვრების სურვილების დაკმაყოფილება,
სამკაულები, ძვირფასეულობა, უკეთესი სამოსელი, მეტი საკვები; ნივთები რომლებიც სწრაფად მიდიან და
გავიწყდება? თუ ეს არის მნიშვნელოვანი საგნები, ოქრო, მიწები, ნახირი, საქონელი, შემოსავლის მომტანი
ინვესტიციები? მონეტები, რომელსაც თქვენ ამოიღებთ თქვენი საფულიდან პირველად მოგიტანთ
პირველს. საფულეში დატოვებული მონეტები მოგიტანთ ამ უკანასკნელს.“
“ეს, ჩემო მოწაფეებო, იყო პირველი წამალი, რომელიც მე აღმოვაჩინე ჩემი გამხდარი საფულისთვის:
‘ყოველი ათი მონეტიდან რასაც ვდებდი, ვხარჯავდი ცხრას’. განიხილეთ თქვენს შორის. თუ ვინმემ
დაამტკიცებთ რომ ეს არასწორია, მითხარით ამაზე ხვალ, როდესაც ჩვენ კვლავ შევხვდებით. “

მეორე წამალი
აკონტროლეთ თქვენი ხარჯები
“თქვენმა ზოგიერთმა წევრმა, ჩემო სტუდენტებო, ეს მკითხეს: როგორ შეიძლება კაცმა ერთი მეათედი
შეინახოს თავის საფულეში, როდესაც მის მიერ მიღებული ყველა მონეტაც კი საკმარისი არ არის მისთვის
საჭირო ხარჯებისთვის?“ ასე სიტყვით მიმართა არკადიმ თავის სტუდენტებს მეორე დღეს.
“გუშინ რამდენი თქვენგანი ატარებდით გამხდარ საფულეს?”
“ყველანი”, უპასუხა კლასმა.
“თუმცა, თქვენ ყველნი არ შოულობთ ერთნაირად. ზოგი ბევრად მეტს შოულობს, ვიდრე სხვები. ზოგს
ბევრად დიდი ოჯახი ყავს სარჩენი. მიუხედავად ამისა, ყველა საფულე თანაბრად გამხდარი იყო. ახლა მე
გეტყვით თქვენ უჩვეულო სიმართლეს ადამიანთა და ადამიანთა შვილების შესახებ. ის, რასაც თითოეული
ჩვენგანი ‘აუცილებელ ხარჯებს’ უწოდებს, ყოველთვის შეიცვლება და გაუთანაბრდება ჩვენ შემოსავლებს, თუ
არ გავაპროტესტებთ საწინააღმდეგოდ.“
“ნუ აგერევათ აუცილებელი ხარჯები შენს „სურვილებში”. თითოეულ თქვენგანს, თქვენს ტკბილ
ოჯახებთან ერთად, უფრო მეტი სურვილები გაქვთ, ვიდრე თქვენს შემოსავლებს შეუძლიათ
დააკმაყოფილონ. აქედან გამომდინარე, თქვენი შემოსავლები დახარჯულია ამ სურვილების შესასრულებლად
რამდენზეც გაწვდება. და მაინც შეგრჩებათ ბევრი დაუკმაყოფილებელი სურვილი.“
“ყველა ადამიანი უფრო მეტი სურვილით იტანჯება, ვიდრე შეუძლია დააკმაყოფილოს. ჩემი
სიმდიდრის გამო ფიქრობთ რომ შემიძლია ავისრულო ყველა სურვილი? ეს მცდარი აზრია. ჩემს დროში

17
შეზღუდვებია. შეზღუდვები არსებობს ჩემს ძალაშიც. არსებობს საზღვრები, სადამდეც შემიძლია
გამგზავრება. არსებობს შეზღუდვები, რისი ჭამაც შემიძლია. ლიმიტია იმ ხალისისთვისაც რომლითაც მე მსურს
სიამოვნება.“
“მე გეტყვით თქვენ, რომ ისევე როგორც სარეველები იზრდება მინდორში, სადაც ფერმერი დატოვებს
ადგილს მათი ფესვებისთვის, ასევე თავისუფლად იზრდება სურვილები ადამიანებში, როდესაც არსებობს მათი
დაკმაყოფილების შესაძლებლობა. თქვენი სურვილები მრავალფეროვანია და ის, რითიც მათი დაკმაყოფილება
შეიძლება, ცოტაა.“
“დაწვრილებით შეისწავლეთ ცხოვრების ჩვეული ქცევები. აქ ხშირად შეიძლება ნაპოვნი იყოს
მიღებული ხარჯები, რომლებიც შესაძლებელია შემცირდეს ან საერთოდ აღმოიფხვრას. დაე თქვენი ამონაგები
იყოს ასი პროცენტი მათზე მოთხოვნილი და დახარჯული თითოეული მონეტის ღირებულებისა.“
“მაშასადამე, თიხის ტაბლეტზე დაიტანეთ ყველაფერი, რისთვისაც გსურთ მონეტების დახარჯვა.
შეარჩიეთ ისინი, რომელიც აუცილებელია და სხვები, რაც შესაძლებელია თქვენი შემოსავლის ცხრა მეათედის
ხარჯვის გზით. გადახაზეთ დანარჩენი და განიხილეთ ისინი იმ დიდი სურვილების ნაწილად, რომელიც უნდა
წავიდეს დაუკმაყოფილებელი და არ ინანებთ.“
“შემდეგ დაგეგმეთ თქვენი აუცილებელი ხარჯები. არ შეეხოთ იმ მეათედს, რომლებიც თქვენს საფულეს
ასუქებს. აცადეთ იყოს თქვენი დიდი ვნება, რომელიც სრულდება. განაგრძეთ მუშაობა თქვენს ბიუჯეტზე,
გააგრძელეთ მისი შესწორება თქვენს დასახმარებლად. აქციეთ ის თქვენ პირველ ასისტენტად თქვენი მსუქანი
საფულის დასაცავად.“
ამის შემდეგ ერთ-ერთი მოწაფე, რომელსაც წითელი და ოქროსფერი სამოსი ეცვა, წამოიწია და თქვა: მე
თავისუფალი ადამიანი ვარ. მე მჯერა, რომ ჩემი უფლებაა ცხოვრების სიკეთეებით სიამოვნება. მაშასადამე, მე
ვუჯანყდები ბიუჯეტის მონობას, რომელიც განმისაზღვრავს რამდენს დავხარჯავ და რისთვის. ვგრძნობ, რომ
ეს დიდ სიამოვნებას წაიღებს ჩემი ცხოვრებიდან და მაქცევს ცოტათი მეტს, ვიდრე ტვირთის მზიდავები არიან.“
მას არკადმა უპასუხა: “ვინ, ჩემო მეგობარო, ვინ განსაზღვრავს შენს ბიუჯეტს?”
“მე თვითონ გავაკეთებდი მას”, უპასუხა გამპროტესტებელმა.
“ტვირთის მზიდავის ბიუჯეტიში შედის სამკაულები და ხალიჩები და ოქროს მძიმე ზოდები? არა. მასში
შედის თივა და მარცვლეული და წყლის ტომარა უდაბნოს ბილიკისთვის.“
“ბიუჯეტის მიზანია დაეხმაროს თქვენს საფულეს გასქელებაში. ის გვერდში დაგიდგებატ თქვენს
საჭიროებებში და რამდენადაც შესაძლებელია, თქვენი სხვა სურვილების დაკმაყოფილებაში. ეს საშუალებას
მოგცემთ გააცნობიეროთ თქვენი ყველაზე სანუკვარ ოცნებები და დაიცავით ისინი თქვენი ჩვეულებრივი
სურვილებისგან. ბნელ მღვიმეში მყოფი ნათელი შუქის მსგავსად, შენი ბიუჯეტი გაჩვენებს გაჟონავს თქვენი
საფულიდან და საშუალებას გაძლევთ გააჩეროთ ის და აკონტროლოთ თქვენი ხარჯები განსაზღვრული და
სასიამოვნო მიზნებისთვის.“
“ეს არის მეორე წამალი გამხდარი საფულისთვის. დაგეგმეთ თქვენი ხარჯები, გადაიხადეთ
საჭიროებებში, გადაიხადეთ თქვენ სიამოვნებაში და თქვენი ღირებული სურვილები დაიკმაყოფილეთ ისე, რომ
თქვენი შემოსავლის ცხრა მეათედზე მეტი არ დახარჯოთ.“

მესამე წამალი
გაამრავლე შენი ოქრო
“აჰა, თქვენი გამხდარი საფულე სუქდება. შენ უკვე ასწავლე საკუთარ თავს მთელი შენი შემოსავლის
ერთი მეათედის დატოვება. თქვენ აკონტროლებთ თქვენს ხარჯებს თქვენი საგანძურის ზრდის
დასაცავად. შემდეგ, ჩვენ განვიხილოთ საშუალებები თქვენი საგანძურის ასამუშავებლად და
გასაზრდელად. საფულეში ოქრო სასიამოვნო და საამურია, აკმაყოფილებს სულს, მაგრამ არაფერს
გამოიმუშავებს. ოქრო, რომელიც ჩვენ შეიძლება შევინარჩუნოთ ჩვენი მოგებიდან, არის მხოლოდ დასაწყისი.
მოგება, რომელიც მას შექმნის, ჩვენს წარმატებას ქმნის.“ ასე უთხრა არკადმა მესამე დღეს თავის კლასს.
“მაშ, როგორ შეგვიძლია გავამზადოთ ჩვენი ოქრო სამუშაოდ? ჩემი პირველი ინვესტიცია უიღბლო იყო,
რადგან წავაგე მთლიანად. ამ ამბავზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ჩემი პირველი მომგებიანი ინვესტიცია იყო
სესხი, რომელიც მივეცი კაცს, სახელად აგარი, ფარის ოსტატი. წელიწადში ერთხელ იგი ყიდულობდა
ბრინჯაოს დიდ ტვირთად ზღვის გადასწვრივ თავის ვაჭრობაში გამოსაყენებლად. ნავაჭრისთვის
გადასახდელად საკმარისი კაპიტალი არ ჰქონდა, ის სესხულობდა მათგან, ვისაც დამატებით ჰქონდა

18
მონეტები. ის ღირსეული კაცი იყო. სესხს აუცილებლად დააბრუნენდა, შესაბამის სარგებელთან ერთად, როცა
გაყიდდა მის ფარებს.“
“ყოველთვის, როდესაც მე მას ვაძლევდი სესხს, მე ვიღებდი უკან როგორც სესხს ასევე ქირას, რომელიც
მან გადამიხადა. შესაბამისად არა მარტო გაიზარდა ჩემი კაპიტალი, არამედ მისი მოგებაც გაიზარდა. ყველაზე
სასიამოვნო იყო როცა ეს თანხები ჩემს საფულეს უბრუნდებოდა.“
“მე გეტყვი თქვენ, ჩემო მოსწავლეებო, ადამიანის სიმდიდრე არ არის იმ მონეტებში, რომელსაც იგი
თავის საფულით დაატარებს; ეს არის შემოსავალი, რომელსაც ის აშენებს, ოქროს ნაკადი, რომელიც მუდმივად
მიედინება თავის საფულეში და ყოველთვის სავსედ ინახავს მას. ეს არის ის, რაც ყველა ადამიანს სურს. ეს არის
ის, რაც თითოეულ თქვენგანს სურს; შემოსავალი, რომელიც აგრძელებს შემოსვლას მიუხედავად იმისა
მუშაობთ თუ მოგზაურობთ.“
“დიდი შემოსავალი შევიძინე. იმდენად დიდი, რომ მე ძალიან მდიდარი კაცი მქვია. ჩემი სესხები აგარზე
იყო ჩემი პირველი ტრენინგი მომგებიანი ინვესტიციისთვის. ამ გამოცდილებიდან სიბრძნის მოპოვებით,
გავაგრძელე ჩემი სესხებისა და ინვესტიციების გაიზარდა, რადგან ჩემი კაპიტალიც გაიზარდა. რამდენიმე
წყაროდან თავდაპირველად, მრავალი წყაროდან მოგვიანებით, ჩემს საფულეში მოედინებოდა მდიდარი ოქროს
ნაკადები, რომელიც ხელმისაწვდომი იყო ისეთი ბრძნული მიზნებისათვის, როგორსაც მე გადავუწყვიტავდი.“
“აჰა, ჩემი მოკრძალებული შემოსავლებიდან მე შევქმენი ოქროს მონების ჯოგი, რომელთაგან
თითოეული შრომობდა და მოქონდა მეტი მოგება. ისინი მუშაობდნენ ჩემთვის, მათმა შვილებმაც იმუშავეს და
მათ შვილების შვილებმაც, სანამ დიდი არ გახდა შემოსავალი მათი ერთობლივი ძალისხმევისგან.“
“ოქრო სწრაფად იზრდება, როდესაც გონივრულ შემოსავალს მიიღებთ, როგორც ამას შემდეგიდან
იხილავთ: ფერმერმა, როდესაც მისი პირველი ვაჟი დაიბადა, ფულის გამსესხებელს ათი ვერცხლი წაუღო ქირის
სანაცვლოდ და სთხოვა შეენახა მისი შვილისთვის, სანამ ის ოცი წლის გახდებოდა. ამაზე ფულის გამსესხებელი
დათანხმდა, ქირა იყო ვერცხლის ღირებულების ერთი მეოთხედი, ყოველ მეოთხე წელს. ფერმერმა ჰკითხა,
რადგან ეს თანხა ჰქონდა განსაზღვრული მისი შვილის სამკვიდროდ, ქირით მიღებული შემოსავალიც
ძირითად თანხას დამატებოდა.“
“როდესაც ბიჭმა ოცი წლის ასაკს მიაღწია, ფერმერი კვლავ წავიდა ფულის გამსესხებელთან ვერცხლის
გამოსართმევად. ფულის გამსესხებლის განმარტებით, რადგან ეს თანხა გაიზარდა რთული სარგებლის
პრინციპით, საწყისი ათი ვერცხლი ახლა გახდა ოცდაათნახევარი.“
“ფერმერი ძალიან კმაყოფილი იყო და რადგან შვილს არ სჭირდებოდა მონეტები, მან კვლავ დატოვა
ისინი ფულის გამსესხებელთან. როდესაც ვაჟი ორმოცდაათი წლის გახდა, მამა გადავიდა სხვა ბნელეთის
სამყაროში, ფულის გამსესხებელმა შვილს ანგარიში გაასწორა და მისცა მას ასსამოცდაშვიდი ცალი ვერცხლი.“
“ამრიგად, ორმოცდაათ წელიწადში ინვესტიცია გამრავლდა საკუთარი გაქირავებისას თითქმის
ჩვიდმეტი ჯერ.“
“ეს არის მესამე წამალი გამხდარი საფულისა: თითოეული მონეტის ამუშავება, რათა მან შეძლოს შექმნას
მისნაირები, როგორც მინდვრის ბალახები და დაგეხმაროს შემოსავლის მოტანაში, სიმდიდრის ნაკადი,
რომელიც გამუდმებით ჩაედინება შენს საფულეში.“

მეოთხე წამალი
დაიცავით თქვენი საგანძური დანაკარგებისგან
“უბედურებას უყვარს ბრწყინვალე ნიშანი. ადამიანის საფულეში ოქრო დაცული უნდა იყოს სიმტკიცით,
სხვაგვარად დაიკარგება. ამრიგად, გონივრულია, რომ თავიდან უნდა შევინახოთ მცირე რაოდენობით და
ვისწავლოთ მათი დაცვა, სანამ ღმერთები უფრო დიდს მოგვანდობენ“ ასე უთხრა არკადმა მეოთხე დღეს თავის
კლასს.
“ოქროს ყველა მფლობელს აქვს ცდუნება შესაძლებლობებით, რომლითაც თითქოს ჩანს, რომ მას
შეუძლია მოიგოს დიდი თანხები მისი ინვესტიციით ყველაზე მიზანშეწონილ პროექტებში. ხშირად მეგობრები
და ნათესავები ხარბად აკეთებენ ასეთი ინვესტიციას და მოუწოდებს მასაც იგივე გზას გაყვეს.“
“კარგი ინვესტიციის პირველი ასო არის ჩადებული თანხის უსაფრთხოება. გონივრულია დაინტერესდე
უფრო მეტი შემოსავლით, როდესაც შეიძლება შენი ძირითადი თანა დაიკარგოს? მე ვამბობ არა. რისკის ჯარიმა
სავარაუდო დანაკარგია. შეისწავლე გულდასმით, სანამ შენს საგანძურს გაშორდები, დარწმუნდით, რომ იგი
შეიძლება უსაფრთხოდ დაბრუნდეს. შეცდომაში ნუ შეხვალ საკუთარი რომანტიკული სურვილებით, რომ
სწრაფად შეძლო სიმდიდრის მოპოვება.“

19
“სანამ სესხს გასცემ ნებისმიერ ადამიანზე დარწმუნდი მისი დაფარვის შესაძლებლობაში და მის
რეპუტაციაში რომ ასე მოიქცეს ის, რომ უნებლიეთ არ გახადოთ იგი რთულად ნაშოვნი საგანძურის საჩუქრად
მიმღებად.“
“სანამ მას ჩააბარებ, როგორც ინვესტიციას ნებისმიერ სფეროში, გაეცანი მას საფრთხეებს რაც შეიძლება
შეემთხვეს მას.“
“ჩემი პირველი ინვესტიცია იმ დროს ჩემთვის ტრაგედია იყო. ერთი წლის დაცული დანაზოგი მივანდე
აგურისმთლელს, სახელად აზმურს, რომელიც მოგზაურობდა შორეულ ზღვებზე და ტაირში დათანხმდა
ჩემთვის ფინიკიელთა იშვიათი სამკაულების ყიდვაზე. ამათ გავყიდიდით მის დაბრუნებისას და მოგებას
გავიყოფდით. ფინიკიელები ეშმაკები იყვნენ და შუშის ნაწილები მიყიდეს. ჩემი განძი დაიკარგა. დღეს, ჩემი
სწავლება ეგრევე მაჩვენებდა რა სისულელეა აგურისმთლელის ნდობა სამკაულების შესაძენად.“
“მაშასადამე, გირჩევთ, ჩემი გამოცდილების სიბრძნიდან გამომდინარე: მეტისმეტად თავდაჯერებული
საკუთარ სიბრძნეში ნუ მიანდობთ თქვენს საგანძურს ნაკლოვანებებით სავსე ინვესტიციას. ბევრად უკეთესია
ეძიო სიბრძნეს იმათთან ვინც გამოცდილია ფულის მართვაში მოგების მისაღებად. ასეთი რჩევა უფასოდაა
გაცემული მათზე ვინც ითხოვს და შეიძლება ადვილად ჰქონდეს იმდენი ოქროს ტოლი ღირებულება რამდენის
ინვესტიციასაც გეგმავდით. სინამდვილეში,
ეს არის მისი ნამდვილი ღირებულება, თუ იგი დაგიცავს შენ დაკარგისგან.“
“ეს არის მეოთხე წამალი გამხდარი საფულისთვის და მისი დიდი დანიშნულებაა დაიცვას შენი საფულე
დაცლისგან მას შემდეგ, რაც კარგად გაივსო. დაიცავით თქვენი საგანძური დაკარგვისგან მხოლოდ იქ
ინვესტიციით სადაც არის თქვენი ძირითადი თანხა უსაფრთხოდ, სადაც შესაძლებელია, თუკი სურველი
იქნება, უკან აღება და სადაც აუცილებლად შეძლებ მიიღო სამართლიანი სარგებელი. გაიარეთ კონსულტაცია
ბრძენ ხალხთან. უზრუნველყვეთ რჩევები მათგან, ვინც გამოცდილია მომგებიანად ოქროს მართვაში. დაე მათი
სიბრძნე იცავდეს შენს განძს სახიფათო ინვესტიციებისაგან.“

მეხუთე წამალი
გააკეთე შენი საცხოვრებლისგან მომგებიანი ინვესტიცია
“თუ ადამიანი თავის შემოსავლის მეცხრედ ნაწილს გადადებს, რითაც ცხოვრობს და ტკბება ცხოვრებით,
და თუ ამ მეცხრედიდანაც შეუძლია ნაწილი მას გადააქციოს მომგებიან ინვესტიციად მისი
კეთილდღეობისთვის ზიანის გარეშე, ასე უფრო სწრაფად გაიზრდება მისი საგანძური.“ ასე უთხრა არკადმა
თავის კლასს მეხუთე გაკვეთილზე.
“ძალიან ბევრი მამაკაცი ბაბილონში აცხოვრებს თავის ოჯახს მახინჯ კვარტლებში. ისინი უხდიან
შესაფერის ქირას მესაკუთრეებს იმ ოთახებში, სადაც მათ მეუღლეებს არ აქვთ ადგილი, რომ აყვავდნენ და
გაიხარონ ქალის გულები და მათ შვილებს არ აქვთ ადგილი, რომ ითამაშონ თავიანთი თამაშები ბინძური
ქუჩების გარდა.“
“ვერცერთ ოჯახი შეძლებს სრულფასოვნად ცხოვრებას, თუ მათ არ აქვთ მიწის ნაკვეთი, სადაც ბავშვებს
შეუძლიათ თამაში სუფთა მიწაზე და სადაც შეიძლება ცოლებმა არა მხოლოდ გაახარონ ყვავილები მათ
გულებში, არამედ მოიყვანონ კარგი მდიდარი ბოსტნეულიც მისი ოჯახისთვის.“
“ადამიანის გულში სიხარული მოაქვს ლეღვის ჭამა საკუთარი ხეებიდან და ყურძნის საკუთარი
ვენახებიდან. საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ფლობა და მას ადგილსამყოფელი, რომლითაც იგი ამაყობს,
რომ ზრუნავს, უღვივებს ნდობას საკუთარ თავში და ზრდის მისი ყველა მცდელობის ძალისხმევას. ამიტომ
გირჩევთ, რომ ყველა ადამიანი უნდა ფლობდეს საცხოვრებელს სადაც არსებობს ის და მისი ოჯახი.“
“არც ეს არის რომელიმე მონდომებული კაცის შესაძლებლობის მიღმა – საკუთარი სახლის ფლობა. განა
ჩვენმა დიდმა მეფემ არ გააფართოვა ბაბილონის კედლები ისე, რომ მათ შიგნით ბევრი მიწა ახლა არ არის
გამოყენებული, შესაძლებელია შეძენილ იქნას გონივრულ ფასად?“
“ასევე გეტყვით თქვენ, ჩემო სტუდენტებო, რომ ფულის გამსესხებლები სიამოვნებით იღებენ ადამიანთა
სურვილებს ეძიონ სახლები და მიწა მათი ოჯახებისთვის. ასეთი საპატიო მიზნებისათვის მარტივად
შეგიძლიათ სესხის აღება აგურისმთლელისა და მშენებელისთვის გადასახდელად, თუ შეგიძლიათ აჩვენოთ
საჭირო თანხის გონივრული ნაწილი რაც თავად გაქვთ ამ მიზნისთვის.“
“მაშინ, როდესაც სახლი აშენდება, ფულის გამსესხებლისთვის გადახდა შეგიძლიათ იგივე
რეგულარობით, როგორც გადაუხდიდით მიწის მესაკუთრეს ბინის ქირაში. რადგან თითოეული გადახდა
შეამცირებს შენს დავალიანებას ფულის გამსესხებლისადმი, რამდენიმე წელში დაკმაყოფილდება მის სესხი
სრულად.“

20
“შემდეგ გული გაიხარებს, რადგან შენს საკუთრებაში შევა ძვირფასი ქონება და შენი ერთადერთი
ვალდებულება იქნება მეფის გადასახადები.“
“ასევე, შენს კეთილ ცოლთან ერთად უფრო ხშირად ივლი მდინარეზე, ტანსაცმლის გასარეცხად და
ყოველ ჯერზე დაბრუნებისას მან შეიძლება წამოიღოს წყალი დარგული მცენარეების მოსარწყავად.“
“ამრიგად, ბევრი მადლი მოდის იმ კაცთან, ვინც საკუთარ სახლს ფლობს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს
მისი ცხოვრების ხარჯებს და შესაძლებელს ხდის უფრო მეტი ფული დახარჯოს სიამოვნებისთვის და მისი
სურვილების დაკმაყოფილებისთვის. ეს უკვე მეხუთე წამალია გამხდარი საფულისთვის: საკუთარი სახლი“

მეექვსე წამალი
დააზღვიეთ მომავალი შემოსავალი
“ყველა ადამიანის ცხოვრება მოდის ბავშვობიდან სიბერემდე. ეს არის ცხოვრების გზა და ვერავინ
შეძლებს ამისგან გაქცევას, თუ ღმერთები მას ნაადრევად არ მიიწვევენ სამყაროს მიღმა. ამიტომ მე გეტყვით,
რომ სავალდებულოა ადამიანი იმზადებდეს შესაბამის შემოსავალს მომავალი დღეებისთვის, როდესაც ის აღარ
იქნება ახალგაზრდა და ოჯახისთვის მზადება უნდა გააკეთოს, როცა იგი აღარ იქნება მათი კომფორტისთვის
და ზრუნვისთვის. ეს სწავლება მოგცემთ საშუალებას, რომ უზრუნველყოთ სავსე საფულე, როდესაც დრო
აქცევს ნაკლებად შესაძლებელს რომ რამე ისწავლოთ.“ ასე უთხრა არკადმა თავის კლასს მეექვსე დღეს.
“ადამიანი, რომელიც სიმდიდრის კანონების გააზრების შედეგად, იხვეჭს უხვ ქონებას, უნდა
ფიქრობდეს მომავალი დღეებზე. მან უნდა დაგეგმოს გარკვეული ინვესტიციები ან გადაინახოს პროვიზიები
რამაც უსაფრთხოდ უნდა გაძლოს მრავალი წლის განმავლობაში, მაგრამ ხელმისაწვდომი იქნება როდესაც
დადგება დრო, რომელისთვისაც იგი ასე გონივრულად ემზადებოდა.“
“არსებობს მრავალი გზა, რომლითაც ადამიანს შეუძლია უზრუნველყოს თავისი მომავლის
უსაფრთხოება. მან შეიძლება გააკეთოს სამალავი და იქ დაფლას საიდუმლო საგანძური. არა აქვს მნიშვნელობა
რამდენად კარგად იქნება დამალული, მაინც შეიძლება ქურდების ნადავლი გახდეს. ამ მიზეზით არ გირჩევთ
მსგავს გეგმას.“
“ადამიანმა შეიძლება შეიძინოს სახლები ან მიწები ამ მიზნით. თუ გონივრულად არჩეულია მათი
სასარგებლო თვისებებისთვის და მომავალში მათი ღირებულებით, ისინი მუდმივია თავიანთი ღირებულებით
და მათი შემოსავალი ან მათი გაყიდვა კარგად იმუშავებს ამ მიზნისთვის.“
“ადამიანს შეუძლია ასესხოს მცირე თანხა მევახშეს და რეგულარულარულად გაზარდოს იგი. რასაც
ფულის გამსესხებელი ამას დაამატებს, მნიშვნელოვნად გაზრდის მისი ზრდის სისწრაფეს. მე ვიცი მეწაღე,
სახელად ანსანი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ამიხსნა, რომ ყოველ კვირას რვა წლის განმავლობაში დებდა თავის
მევახშესთან ორ ცალ ვერცხლს. მევახშემ ცოტა ხნის წინ მას მისცა აღრიცხვა რამაც იგი დიდად გაიხარა. მისი
მცირე ანაბრების საერთო რაოდენობა მათი გაქირავებით მიღებული მოგებით – მათი ღირებულების ერთი
მეოთხედი ყოველი ოთხი წლის განმავლობაში, ახლა გახდა ათასორმოცი ვერცხლი.“
“მე სიამოვნებით ვამხნევებდი მას, ჩემი რიცხვების ცოდნით ვაჩვენე რომ თორმეტ წელიწადში თუ ის
გააგრძელებს შენახვას თავის ჩვეულ რეჟიმში – ორი ნაწილი ვერცხლი ყოველ კვირას, მევახშე მასთან ვალში
იქნებოდა ოთხი ათასი ვერცხლით, ღირსეული ფასეულობა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.“
“რა თქმა უნდა, როდესაც რეგულარულობით გაკეთებული ასეთი მცირე გადახდები წარმოქმნის ასეთ
მომგებიან შედეგს, ვერავინ გაბედავს, რომ არ უზრუნველყოს საგანძურის დაზღვევა სიბერისთვის და ოჯახის
დაცვა, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად წარმატებულია მისი ბიზნესი და მისი ინვესტიციები.“
“მე ვიზავდი და ამაზე მეტსაც ვიტყვი. ჩემს მჯერა, რომ ერთ დღეს ბრძენი ადამიანები შეიმუშავებენ
სიკვდილისგან დაზღვევის გეგმას, რომელშიც ბევრი ადამიანი გადაიხდის, უმნიშვნელო თანხას
რეგულარულად, საერთო ჯამში იქმნება სიმპათიური თანხა თითოეული იმ წევრის ოჯახისთვის, რომელიც
გადავა სულების სამყაროში. ამას მე ვხედავ, როგორც რაღაც სასურველს და რასაც მე რეკომენდაციას ვუწევ.“
„მაგრამ დღეს ეს შეუძლებელია, რადგან ის უნდა გასცდეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას ან რაიმე
პარტნიორობას რომ იმუშაოს. ის ისეთივე სტაბილური უნდა იყოს, როგორც მეფის ტახტი. ერთ დღეს ვგრძნობ,
რომ ასეთი გეგმა განხორციელდება და იქნება დიდი კურთხევა მრავალი ადამიანისთვის, რადგან პირველი
მცირე გადასახადიც კი გახდის ხელმისაწვდომს მას იმ ადამიანის ოჯახისთვის, რომელიც გარდაიცვლება.“
“მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ჩვენს დღეში და არა იმ დღეებში, რომლებიც უნდა მოვიდეს,
უნდა მივიღოთ ჩვენი მიზნების განხორციელების საშუალებებისა და გზების უპირატესობა. ამიტომ გირჩევთ
ყველა ადამიანს, რომ ამ ბრძნული და გააზრებული მეთოდების გამოყენებას გამხდარი საფულის წინააღმდეგ
სიბერის წლებისთვის. რადგან გამხდარი საფულე მამაკაცისთვის რომელსაც აღარ შეუძლია შოვნა ან მისი

21
ოჯახისთვის ოჯახის უფროსის გარეშე არის საშინელი ტრაგედია. ეს არის მეექვსე წამალი გამხდარი
საფულისა. წინასწარ უზრუნველყვეთ თქვენი დიდი ასაკის საჭიროებები და თქვენი ოჯახის დაცვა.“

მეშვიდე წამალი
გაზარდეთ თქვენი შოვნის უნარი
“ამ დღეს მე გეტყვით, ჩემო მოწაფეებო, ყველაზე გამხდარი საფულის ყველაზე ძლიერ წამალს. მე
ვისაუბრებ არა ოქროზე, არამედ თქვენს თავზე, ადამიანებზე, რომლებიც მრავალფეროვანი ტანსაცმლის
შიგნით ხართ, რომლებიც სხედხართ ჩემს წინაშე. მე თქვენთან ვისაუბრებ იმაზე რაც ადამიანების გონებაში და
ცხოვრებაში მუშაობენ მათი წარმატების სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.“ ასე მიმართა არკადმა თავის
კლასს მეშვიდე დღეს.
“ცოტა ხნის წინ ჩემთან მოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ჩემგან სესხებას ცდილობდა.
გამოვკითხე საჭიროების მიზეზი, იგი ჩიოდა, რომ მისი შემოსავალი არასაკმარისი იყო მისი ხარჯების
გადასახდელად. ამის შემდეგ განვუმარტე მას, საქმე იმაში იყო, რომ ის ფულის გამსესხებლებისთვის ცუდი
მომხმარებელი იყო, რადგან იგი არ ფლობდა სესხის დაფარვის უნარებს.“
“’რაც შენ გჭირდებათ, ჭაბუკო,’ ვუთხარი მას, ‘მეტი მონეტის გამომუშავებაა. რას აკეთბ რომ გაიზარდოს
შენი შოვნის შესაძლებლობა?’“
„‘ყველაფერს, რაც შემიძლია გავაკეთო,’ მიპასუხა მან. ‘ორი სავსე მთვარეობის განმავლობაში ექვსჯერ
მივედი ჩემს ბატონთან და ვთხოვე ჩემი ანაზღაურების გაზრდა, მაგრამ წარმატების გარეშე. ვერავინ შეძლებს
ამაზე ხშირად წასვლას.‘“
“შეიძლება ჩვენ მის სიმარტივეზე გაგვეღიმოს, მაგრამ მან ერთ-ერთი სასიცოცხლო მოთხოვნილება
მიიღო მისი მოგების გაზრდისთვის. მის შიგნით ქონდა სურვილი უფრო მეტის შოვნის, სათანადო და
დასაფასებელი სურვილი.“
“სრულყოფილებას უნდა უძღვოდეს სურვილი. სურვილები უნდა იყოს ძლიერი და
განსაზღვრული. ზოგადი სურვილები სუსტი ლტოლვებია. რადგან, კაცი რომ ოცნებობს გამდიდრებაზე,
უმნიშვნელოა. მაგრამ, თუ კაცს სურს ხუთი ცალი ოქრო, ეს არის ხელშესახები სურვილი, რომლის
შესრულებაზეც მას შეუძლია დაიტვირთოს. მას შემდეგ, რაც მან მკაცრად გადაწყვიტა ხუთი ცალი ოქროს
მოპოვება მთელი სიძლიერით, შემდეგ ის ათი ცალის მოპოვების მსგავსი გზების მოძებასაც შეძლებს, შემდეგ
ოცი ცალის, მოგვიანებით ათასი ცალის და, აჰა, ის გახდება მდიდარი. პატარა სურვილის ასრულების
უზრუნველყოფაში მან გაწვრთნა საკუთარი თავი უფრო დიდი სურვილების ახდენაში. ეს არის პროცესი,
რომლითაც ხდება სიმდიდრის დაგროვება: ჯერ მცირე თანხებში, შემდეგ უფრო დიდებში, როგორც ადამიანი
სწავლობს და უფრო შეძლებული ხდება.“
“სურვილები უნდა იყოს მარტივი და განსაზღვრული. ისინი გაანადგურებენ საკუთარ მიზანს, თუ
ძალიან ბევრნი იქნებიან, ძალიან დამაბნევლები, ან ადამიანთა შესაძლებლობების მიღმა.”
„როცა ადამიანი სრულყოფს თავის თავს მის მოწოდებაში, ისე იზრდება მისი შემოსავლის ზრდის
უნარი. იმ დღებში, როდესაც მე თავმდაბალი მწიგნობარი ვიყავი და თიხაზე ვწერდი ყოველდღე რამდენიმე
სპილენძისთვის, მე დავინახე რომ სხვები უფრო მეტს აკეთებდნენ ვიდრე მე და უფრო მეტს იღებდნენ. მე
გადავწყვიტე რომ ვერავინ მაჯობებდა. არც დიდი დრო დამჭირვებია იმის გარკვევაში, თუ რა იყო მათი დიდი
წარმატების მიზეზი. მეტი ინტერესი ჩემი საქმიანობაში, უფრო მეტი კონცენტრაცია ჩემს დავალებაზე, უფრო
მეტად დაჟინებული ძალისხმევით და, აჰა, მხოლოდ რამდენიმე კაცს შეეძლო დღეში უფრო მეტი ტაბლეტის
შექმნა, ვიდრე მე. გონივრული სისწრაფით, ჩემმა გაზრდილმა უნარმა დაიმსახურა ჯილდო და არ იყო საჭირო
ექვსჯერ მივსულიყავი ჩემს ბატონთან შრომის საზღაურისთვის.“
“რაც უფრო მეტი სიბრძნე ვიცით, უფრო მეტი მოგება შეგვიძლია. ის ადამიანი, ვინც ცდილობს კიდევ
უფრო მეტი ისწავლოს მის საქმიანობაში უხვად დაჯილდოვდება. თუ ის არის ხელოსანი, მას შეუძლია
შეეცადოს შეისწავლოს მეთოდები და ინსტრუმენტები მისივე საქმიანობაში ყველაზე გამოცდილებისგან. თუ
ის კანონსა ან განკურნებაში მუშაობს, მას შეუძლია კონსულტაცია და ცოდნის გაცვლა სხვებთან მისი
მოწოდების შესახებ. თუ ის ვაჭარია, მას მუდმივად შეუძლია ეძიოს უკეთესი საქონელი, რაც შეიძლება დაბალ
ფასებში.“
“ყოველთვის ეცადეთ, რომ ადამიანი შეიცვალოს და გაუმჯობესდეს, რადგან მოაზროვნე ადამიანები
უფრო დიდ უნარს ეძებენ, რომ მათ უკეთ ემსახურონ მათ, ვის მფარველობაზეც არიან
დამოკიდებულნი. ამიტომ, ყველა ადამიანს მოვუწოდებ, რომ იყვნენ წინსვლაში პირველები და არ გაჩერდნენ,

22
რომ არ დარჩნენ უკან. ბევრი რამ მოდის ადამიანის ცხოვრებაში რომ გაამდიდროს გამოცდილებით. თუ
ადამიანი თავის თავს პატივს სცემს უნდა გააკეთოს შემდეგი:“
“მან უნდა გადაიხადოს თავისი ვალები მთელი მონდომებით შესაძლებლობების ფარგლებში; არ
შეიძინოს ის, რისი გადახდაც არ შეუძლია.“
“მან უნდა იზრუნოს თავის ოჯახზე, რომ მათ იფიქრონ და კარგად ილაპარაკონ მასზე.“
“მან უნდა გააკეთოს ანდერძი, რომ თუ ღმერთები მას მოუწოდებენ თავისთან, სათანადო და საპატიო ნაწილი
მისი ფასეულებებისა შესრულდეს.“
“მან თანაგრძნობა უნდა გამოხატოს მათ მიმართ, ვინც დაშავებულია და უბედურებით არის დაჩაგრული და
დაეხმაროს მათ გონივრულ ფარგლებში. მან უნდა გააკეთოს დაფიქრებული საქმეები მისთვის ძვირფასი
ადამიანებისთვის.“
“ამრიგად, მეოთხე და ბოლო წამალი გამხდარი საფულისთვის არის საკუთარი ძალების დამუშავება, სწავლა
და სიბრძნე, გახდი უფრო ოსტატური, მოიქცე ისე, რომ საკუთარ თავს პატივი სცე. ამით შეიძენთ საკუთარი
თავის ნდობას, რომ აისრულო გულდასმით გააზრებული სურვილები.“
“ეს არის შვიდი წამალი გამხდარი საფულისთვის, რომელიც გრძელი და წარმატებული ცხოვრების
გამოცდილებიდან, მე მოვუტანე ყველა ადამიანს, ვისაც სიმდიდრე სურს.ბაბილონში უფრო მეტი ოქროა, ჩემო
მოსწავლეებო, ვიდრე თქვენ გიოცნებიათ. მისი სიმრავლე ყველასთვის საკმარისზე მეტიცაა.“
“წადით ახლა და გამოიყენეთ ეს ჭეშმარიტებანი, რომ გახდეთ აყვავებულნი და გამდიდრდეთ, რაც არის
თქვენი უფლება.“
“წადით და ასწავლეთ ეს ჭეშმარიტებები, რომლითაც მისი უდიდებულესობის ყველა საპატიო მოქალაქე
შეძლებს თავისუფლად მიიღოს წილი ჩვენი საყვარელი ქალაქის უზარმაზარი სიმდიდრიდან.“

23
გაიცანით კარგი იღბლის ქალღმერთი
“თუ ადამიანი იღბლიანია, არ არსებობს წინასწარმეტყველება მისი კეთილდღეობის შესაძლო
მასშტაბის შესახებ. ჩააგდეთ იგი ევფრატში და გამოცურავს მარგალიტით ხელში.“
–ბაბილონური ანდაზა.
იღბლიანობის სურვილი უნივერსალურია. ეს ისეთივე ძლიერი იყო მამაკაცის მკერდში ოთხი ათასი
წლის წინ ძველ ბაბილონში, როგორც დღესაა ჩვენში. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ იღბლის კეკლუცი
ქალღმერთი შეგვიყვარებს.
არსებობს რაიმე გზა, რომ შევძლოთ მასთან შეხვედრა და მოზიდვა, არა მხოლოდ მისი ხელსაყრელი
ყურადღებისა, არამედ – მისი კეთილშობილური სიყვარულისაც? არსებობს გზა წარმატების მოსაზიდად?
ეს მხოლოდ ის არის, რაც ძველი ბაბილონის ადამიანებს სურდათ სცოდნოდათ. ეს არის ზუსტად ის, რაც
მათ გადაწყვიტეს გაერკვიათ. ისინი ჭკვიან და მოაზროვნე ადამიანები იყვნენ. ეს განმარტავს, თუ რატომ გახდა
მათი ქალაქი ყველაზე მდიდარი და მათი დროის ყველაზე ძლიერი ქალაქი.
იმ შორეულ წარსულში მათ არ ჰქონდათ სკოლა და კოლეჯები. მიუხედავად ამისა, მათ ჰქონდათ
სწავლის ცენტრი და ის ძალიან პრაქტიკული იყო. ბაბილონში აშვერილ შენობებს შორის იყო ის ადგილი,
რომელიც მნიშვნელობით მეფის სასახლეს, დაკიდულ ბაღებსა და ღმერთების ტაძრებს
უტოლდებოდა. ისტორიის წიგნებში ამის შესახებ იშვიათად მოიძიებთ, სავარაუდოდ, საერთოდ არ იქნება
აღინიშნული იგი, მაგრამ ის ძლიერ გავლენას ახდენდა იმ დროის აზროვნებაზე.
ეს შენობა იყო სწავლების ტაძარი, სადაც წარსულის სიბრძნე მოხალისე პედაგოგების მიერ
გადმოედინებოდა და სადაც საზოგადოებისთვის საინტერესო თემები განიხილებოდა. მის კედლებში ყველა
კაცი თანასწორად განიხილებოდა. ყველაზე თავმდაბალ მონებს შეეძლოთ დაუსჯელად ეკამათათ სამეფო
სახლის პრინცთან.
მრავალთა შორის, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ სწავლების ტაძარს, იყო ბრძენი მდიდარი კაცი,
სახელად არკადი, ვისაც უწოდეს ბაბილონის უმდიდრესი ადამიანი. მას ჰქონდა საკუთარი სპეციალური
დარბაზი, სადაც თითქმის ყოველ საღამოს ადამიანთა დიდი ჯგუფები ზოგი მოხუცი, ზოგი ძალიან
ახალგაზრდა, მაგრამ ძირითადად საშუალო ასაკის, იკრიბებოდნენ საინტერესო საქმეების განსახილველად და
დასასაბუთებლად. ვიფიქროთ რომ ვუსმენთ, რომ გავიგოთ როგორ იცოდნენ წარმატებები მოზიდვა.
მზე ახალი ჩასული იყო ცეცხლის დიდ წითელ ბურთად, რომელიც აცხუნებს უდაბნოს მტვრის
მწვერვალებს, როცა არკადი თავის ჩვეული პლატფორმისკენ დაიძრა. უკვე ოთხი ოცკაციანი გუნდი ელოდა მის
გამოსვლას, იატაკზე გაფენილ პატარა ხალიჩებზე. კიდევ მეტნი კვლავ მოდიოდნენ.
“რაზე ვიმსჯელოთ ამ ღამით?” არკადმა იკითხა.
ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ, მაღალ ტანსაცმლიანმა მიმართა მას, ადგომით როგორც ეს ჩვეულება
იყო. ”მე მაქვს საგანი, რომლის განხილვაც მსურდა, მაგრამ მერიდებოდა შემოთავაზება, რომ არ იყოს სასაცილო
თქვენთვის, არკადი და ჩემი კარგი მეგობრებისთვის აქ.“
მას შემდეგ, რაც სთხოვეს შეთავაზება, როგორც არკადმა, ისე სხვის მიერ გამოძახილებით, მან განაგრძო:
“დღეს მე გამიმართლა, რადგან ვიპოვე ფული, რომელშიც არის ოქროს ნაჭრები. ჩემი დიდი სურვილია კვლავ
მიმართლებდეს. იმის განცდა, რომ ყველა ადამიანი იზიარებს ამ სურვილს, გირჩევთ ვიმსჯელოთ იმაზე, თუ
როგორ მოვიზიდოთ წარმატება, იქნებ შეიძლება აღმოვაჩინოთ ის გზები, რომელთა საშუალებითაც ეს კაცს
შეეძლება.“
“ყველაზე საინტერესო თემა შემოგვთავაზეთ,” თქვა არკადმა, ”ერთ-ერთი ყველაზე ღირებული თემა
დისკუსიისთვის. ზოგიერთი ადამიანისთვის კარგი იღბალი მოდის შემთხვევით, უბედური შემთხვევის
მსგავსად, შეიძლება მოხდეს ყოველგვარი მიზნის ან მიზეზის გარეშე. სხვები თვლიან, რომ ყველა კარგი
იღბლის გამომწვევი მიზეზი არის ჩვენი ყველაზე მეტად საყვარელი კეთილშობილი ქალღმერთი, აშთარი,
ყოველთვის მშფოთვარე, რომ დააჯილდოოს გულუხვი საჩუქრებით ის, ვინც მას ასიამოვნებს. გამოთქვით ჩემო
მეგობრებო, რას იტყვით თქვენ, უნდა ვეცადოთ იმის გარკვევა, არის თუ არა საშუალება, რომლითაც წარმატებას
მოვიწვევთ თითოეულ ჩვენგანთან?“
“ჰო! ჰო! და კარგად გავარკვიოთ!” უპასუხა გულდასმით მსმენელთა მზარდმა ჯგუფმა.
ამის შემდეგ არკადმა განაგრძო: “ჩვენი დისკუსიის დასაწყებად, მოდით, პირველ რიგში მოვუსმინოთ
მათ ჩვენს შორის, ვისაც უსიამოვნია ისეთი გამოცდილებით, როგორც მათხოვარს ნაპოვნი ან ყოველგვარი
შრომის გარეშე მიღებული ძვირფასი განძით ან სამკაულით.“
იყო პაუზა, რომელშიც ყველა ეძებდა ვინმე მოპასუხეს, მაგრამ არავის უპასუხია.
“რა, არავინ?” არკადმა თქვა, “მაშინ მართლაც იშვიათი უნდა იყოს ასეთი კარგი იღბალი. ვინ
შემოგვთავაზებს ახლა, თუ სად გავაგრძელოთ ძებნა?“
„ამას მე გავაკეთებ,“ აღნიშნა კარგად ჩაცმულმა ახალგაზრდამ, და წამოდგა.” როდესაც ადამიანი
ლაპარაკობს იღბლიანზე, არაა ბუნებრივი, რომ მისი აზრები გარბის სათამაშო მაგიდებთან? ნუთუ იქ არ

24
ვხედავთ ბევრ ადამიანს იმ იმედით, რომ ქალღმერთის კეთილგანწყობას მოიპოვებენ და ის დალოცავს მათ
მდიდარი მოგებით?“
როდესაც ის დაუბრუნდა თავის ადგილს, ხმამ გამოიძახა: “ნუ ჩერდებით! განაგრძეთ თქვენი ამბავი!
გვითხარით, იპოვნეთ დალოცვა ქალღმერთისგან სათამაშო მაგიდებზე? გადააბრუნა მან კამათლები წითელ
მხარეს, ისე რომ თქვენ გაგევსოთ თქვენი საფულე დილერის ხარჯზე, ან მან ნება დართო ცისფერი მხარის
მოსვლას, რომ, დილერი დამძიმებულიყო თქვენი შრომით მოპოვებული ვერცხლის ნაჭრებით?“
ახალგაზრდა კაცი შეუერთდა ბუნებრივ ტკბილ სიცილის, შემდეგ კი უპასუხა, „მე არ მოხარული იმის
აღიარებით, რომ როგორც ჩანს, მან არც კი იცოდა, რომ მე იქ ვიყავი. მაგრამ დანარჩენები რას იტყვით?“
„თქვენ იპოვნეთ ის, მსგავს ადგილას თქვენს სასარგებლოდ კამათლის გაგორების მოლოდინში? დიდი
სურვილი გვაქვს მოვისმინოთ, ისევე როგორც ვისწავლოთ.“
“გონიერი დასაწყისია,” წარმოსთქვა არკადმა. ”ჩვენ აქ ვხვდებით, რომ განვიხილოთ თითოეული
კითხვის ყველა მხარე. სათამაშო მაგიდა იგნორირება იქნება მამაკაცის უმეტესობისთვის გავრცელებული
ინსტინქტის უგულებელყოფა, მცირე ოდენობის ვერცხლით შანსის მიღების სიყვარული, რომ მოიგონ დიდი
ოდენობით ოქრო.“
“ეს ყველაფერი მე მახსენებს გუშინდელ რბოლებს,” წამოიძახა სხვა მსმენელმა. ”თუ ქალღმერთი ხშირად
სტუმრობს სათამაშო მაგიდებს, რა თქმა უნდა, იგი არ უგულებელყოფს იმ რბოლებს, სადაც მოოქროვილი
ეტლები და დუჟიანი ცხენები ბევრად მეტ აღფრთოვანებას გვთავაზობენ. გულწრფელად გვითხარით, არკად,
გუშინ მან ჩაგჩურჩულათ, რომ დაგედოთ ფსონი იმ ნაცრისფერ ცხენებზე ნინევიიდან? მე ვიდექი შენს უკან და
შეშინებული ძლივს ვუჯერებდი ჩემს ყურებს, როდესაც მოვისმინე რომ ნაცრისფერებზე დადე ფსონი. შენ იცი,
ისევე როგორც ნებისმიერმა ჩვენგანმა, რომ მთელს ასურეთში არცერთ გუნდს არ შეუძლია სძლიოს ჩვენს
საყვარელ მეეტლეებს სამართლიან რბოლაში.“
“ქალღმერთმა ჩაგჩურჩულათ რომ დაგედოთ ფსონი ნაცრისფერებზე, რადგან ბოლო წრეზე შიდა შავი
ისე წატორტმანდებოდა და ხელს შეუშლიდა ჩვენს მეეტლეებს, რომ ნაცრისფერები გაიმარჯვებდნენ და
ჩაიწერდნენ დაუმსახურებელ მოგებას?“
არკადმა უმანკოდ გაუღიმა მსმენელს. ”რა მიზეზი გვაქვს, რომ ვიფიქროთ რომ კეთილი ქალღმერთი ასე
დიდად დაინტერესდება ნებისმიერი ადამიანის ფსონით ცხენების რბოლაში? ჩემთვის ის სიყვარულისა და
ღირსების ქალღმერთია რომლის სიამოვნებაა დაეხმაროს მათ, ვინც გაჭირვებულია და დააჯილდოოს ის, ვინც
იმსახურებს. მე ვეძებ მას, არა სათამაშო მაგიდებზე ან რბოლებში, სადაც ადამიანები უფრო მეტ ოქროსს
კარგავენ, ვიდრე იგებენ, არამედ სხვა ადგილებში სადაც კაცთა საქმეები უფრო ღირებულია და ჯილდოც მეტი
ღირს.“
“ნიადაგის დამუშავებაშ, კეთილსინდისიერ ვაჭრობაში, ადამიანის ყველა საქმიანობაში, არსებობს
შესაძლებლობა, გააკეთოს მოგება მის მცდელობებსა და გარიგებებზე. ალბათ, ყოველთვის ვერ დააჯილდოებს,
რადგან ზოგჯერ მისი განსჯა შეიძლება იყოს არასწორი და სხვა დროს ქარი და ამინდი ამარცხებს მას
ძალისხმევას. თუ ის მაინც დაჟინდება, შეიძლება ჩვეულებრივ მიიღოს რასაც მოელის მისი მოგებიდან. ეს
იმიტომ ხდება, რომ მოგების შანსები ყოველთვის მის სასარგებლოდაა.“
“მაგრამ, როდესაც ადამიანი თამაშობს თამაშებს, ვითარება საპირისპიროდაა შეცვლილი, რადგან
მოგების შანსები ყოველთვის მის წინააღმდეგაა და ყოველთვის თამაშის მფლობელის სასარგებლოდ. თამაში
ისე არის მოწყობილი, რომ ის ყოველთვის იქნება მფლობელის სასარგებლოდ. ეს არის მისი ბიზნესი, სადაც ის
აპირებს მიიღოს თავისთვის ნორმალური მოგება მოთამაშეების მიერ დადებული ფსონებიდან. რამდენიმე
მოთამაშე აცნობიერებს, რამდენად განსაზღვრულია თამაშის მფლობელის მოგება და რამდენად გაურკვეველია
საკუთარი გამარჯვების შანსი.“
“მაგალითად, მოდით განვიხილოთ კამათლებზე დადებული ფსონები. როდესაც მას გააგორებენ, ჩვენ
ვდებთ ფსონს თუ რომელი მხარე იქნება ზევით. თუ ეს წითელი მხარეა, თამაშის მფლობელი გვიხდის ჩვენს
ფსონს გაოთხმაგებულად. მაგრამ თუ ამოვა სხვა ხუთი მხრიდან სხვა ნებისმიერი, ჩვენ ფსონს
ვკარგავთ. ამრიგად, ციფრები გვიჩვენებს, რომ თითოეული გაგორებისას ჩვენ წაგების ხუთი შანსი გვაქვს,
მაგრამ იმის გამო, რომ წითელი იხდის ოთხს ერთზე, გამარჯვების ოთხი შანსი გვაქვს. ერთი ღამით თამაშში
თამაშის მფლობელს შეუძლია მოელოდეს, რომ ის მოგების სახით შეინარჩუნებს ყველა მონეტის ერთ
მეხუთედს რაც ფსონად დადებულა. შეუძლიათ ადამიანებს გაიმარჯვონ ხშირად ისეთი შანსების
საწინააღმდეგოდ, რომ მან დაკარგოს ფსონების ერთი მეხუთედი?“
“ზოგი კაცი ხანდახან დიდ თანხებს იგებს,” თქვა ერთმა მსმენელმა.
“დიახ ასეა, იგებენ,” განაგრძო არკადმა. ”ამის გაცნობიერებით, მე მიჩნდება კითხვა, ამ გზით ნაშოვნი
ფული მუდმივ ღირებულებას იძენს მათთვის, ვისაც ასე გაუმართლა? ჩემს ნაცნობებს შორის ბაბილონის
მრავალი წარმატებული ადამიანია, მაგრამ მათ შორის მე ვერ ვიხსენებ ერთსაც კი, ვინც მისი წარმატება ასეთი
წყაროდან დაიწყო.“

25
“თქვენ, ვინც შეიკრიბეთ აქ, კიდევ უფრო ბევრი იცით ჩვენი შეძლებული მოქალაქეების შესახებ.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება იმის ცოდნა, თუ რამდენმა წარმატებულმა მოქალაქემ შეიძლება
დაასახელოს სათამაშო მაგიდები წარმატებისკენ საწყის გზად. დავუშვათ, თითოეულმა თქვენგანმა კითხათ
მათ ვისაც იცნობთ ამის შესახებ. რას გეტყვიან?“
გახანგრძლივებული დუმილის შემდეგ, ხუმარამ წამოიძახა: “თქვენი კითხვა თამაშების მფლობელებასც
მოიცავს?” “თუ სხვა არავინ გახსენდებათ,“ უპასუხა არკადმა.
“თუ არცერთ თქვენგანს არ შეუძლია იფიქროს ვინმე სხვაზე, მაშინ რას იტყვით საკუთარ თავზე? არიან
ჩვენთან მუდმივი გამარჯვებულები, ვინც ყოყმანობს გირჩიოთ ასეთი შემოსავლის წყარო?“
მის გამოწვევას უპასუხეს უკნიდან ღარიბი ხმებით, რომელიც აგორდა და სიცილით გავრცელდა.
“როგორც ჩანს, ჩვენ არ ვეძებთ წარმატებას ისეთ ადგილებში, სადაც ქალღმერთი ხშირად სტუმრობს,”
განაგრძო მან. ”ამიტომ მოდით შევისწავლოთ სხვა სფეროები. ჩვენ ვერ ვიპოვნეთ წარმატება დაკარგული
საფულეების პოვნაში. სათამაშო მაგიდებზე ნადირობაშიც ვერ ვნახეთ. რაც შეეხება რბოლებს, უნდა ვაღიარო,
რომ უფრო მეტი მონეტა მაქვს წაგებული, ვიდრე ოდესმე მომიგია.“
“ახლა, როგორც ვხვდები უნდა გავიხილოთ ჩვენი გარიგებები და ბიზნესი. ბუნებრივი არ არის, თუ
დავასკვნით რომ მომგებიანი გარიგება, არ ჩითვალოს წარმატებად, არამედ სამართლიანი ჯილდოდ ჩვენი
ძალისხმევისთვის? მიდრეკილი ვარ ვიფიქრო, რომ ჩვენ შეიძლება ქალღმერთის საჩუქრებს არასწორად
ვაფასებთ. ალბათ ის ნამდვილად გვეხმარება, როდესაც არსათანადოდ ვაფასებთ მის გულუხვობას. ვის
შეუძლია შემოგთავაზოთ შემდგომი განხილვა?“
ამის შემდეგ წამოდგა მოხუცი ვაჭარი, თეთრი სამოსის გასწორებით. ”თქვენი ნებართვით, ყველაზე
საპატიო არკადი და ჩემო მეგობრებო, შემოგთავაზებთ. თუ, როგორც თქვენ როგორც თქვით, ჩვენ განვიხილავთ
ჩვენს საკუთარ სფეროს და ჩვენი ბიზნესის წარმატების შესაძლებლობას, რატომ არ განვიხილოთ წარმატებები,
რომლებიც თითქმის გვეწვია მაგრამ მაინც აგვცდა, საქმეები, რომლებიც ყველაზე მომგებიანი იქნებოდა. ისინი
წარმატების იშვიათი მაგალითები იქნებოდნენ რეალურად რომ გამოსულიყვნენ. რადგან ისინი ვერ მივიდნენ
დასრულებამდე, ვერ განვიხილავთ მათ როგორც ჩვენს სამართლიან ჯილდოთ. რასაკვირველია, აქ ბევრ
ადამიანს აქვს ასეთი ან მსგავსი გამოცდილება.“
“აქ არის გონივრული მიდგომა,” დაადასტურა არკადმა. ”თქვენს შორის ვის მიუღწევია წარმატებისთვის
ისე, რომ შემდეგ გაქცევია ხელიდან?“
მრავალი ხელი აიწია, მათ შორის ამ ვაჭარსიაც. არკადმა მას სიტყვით გამოსვლა სთხოვა. “რადგან თქვენ
შემოგვთავაზეთ ეს მიდგომა, სასურველია რომ პირველს თქვენ მოგისმინოთ.”
“სიამოვნებით მოგითხრობთ ამბავს,” განაგრძო მან, “რაც ცხადყოფს, თუ რამდენად ახლოს შეიძლება
მოვიდეს ადამიანთან წარმატება და რამდენად ბრმად შეუძლია გაექცევის ნება მისცეს, დიდი დანაკარგებითა
და მოგვიანებით სინანულით.“
“მრავალი წლის წინ, როდესაც მე ვიყავი ახალგაზრდა, ახალდაოჯახებული და კარგად დავიწყე შოვნა,
მამაჩემი მოვიდა ერთ დღეს და მკაცრად მომთხოვა, რომ დამეწყო ინვესტიციები. მისი ერთი კეთილი მეგობრის
შვილს შეუნიშნავს სიმშრალისგან უნაყოფო მიწის დიდი ნაკვეთი ჩვენი ქალაქის გარე კედლებთან. არხიდან
ძალიათ ზევით იყო, სადაც წყალი ვერაფრით მიაღწევდა.“
“მამაჩემის მეგობრის ვაჟმა შეიმუშავა გეგმა, ამ მიწის შესაძენად, უნდა აეშენებინა სამი დიდი წყლის
ბორბალი, რომელიც იმუშავებდა ხარებით და ამით სიცოცხლის მომტან წყალს აიტანდა ნაყოფიერ
ნიადაგზე. ამის მიღწევის შემდეგ დაყოფდა მცირე ნაკვეთებად და ქალაქის მოსახლეობას მიყიდდა მცენარეების
მოსაყვანად.“
“მამაჩემის მეგობრის შვილს არ ჰქონდა საკმარისი ოქრო, რომ შეესრულებინა ასეთი
ვალდებულება. ისევე როგორც მე, ის ახალგაზრდა კაცი იყო, რამაც სამართლიანი თანხა
გამოიმუშავებდა. მამამისი, ისევე როგორც მამაჩემი, იყო კაცი დიდი ოჯახით და მცირე
საშუალებებით. ამრიგად, მან გადაწყვიტა დაეინტერესებინა მამაკაცთა ჯგუფი ამ საქმეში მასთან
გაერთიანებაში. ჯგუფი შედგებოდა თორმეტიდან, რომელთაგან თითოეული უნდა ყოფილიყო ფულის
მშოვნელი და დათანხმდებოდა მისი შემოსავლის ერთი მეათედის გადახდაზე საწარმოში სანამ მიწა გასაყიდად
მომზადდებოდა. მერე ყველა სამართლიანად გაზიარებდა მოგებას, მათი ინვესტიციის პროპორციულად.”
“’შენ, შვილო,’ მომიბრუნე მამაჩემი მე, ‘ახლა შენ ახალგაზრდა ხარ. ჩემი ღრმა სურვილია, რომ შენ
დაიწყო ძვირფასი ქონების მშენებლობა ჩემთვის, რომ შენ პატივცემული გახდე კაცთა შორის. მსურს, რომ
მოგება ნახოთ თქვენი მამის დაუფიქრებელი შეცდომების ცოდნით.‘“
„’ეს ყველაზე გულწრფელად მსურს, მამა’ ვუპასუხე მე.“
„’მაშინ მე გირჩევთ. გააკეთეთ ის, რაც მე უნდა გამეკეთებინა თქვენს ასაკში. თქვენი შემოსავლებიდან
გაითვალისწინეთ ერთი მეათედი ხელსაყრელში ინვესტიციებში დასაბანდებლად. თქვენი შემოსავლის ამ

26
მეათედით და რასაც ეს თანხა გამოიმუშავებს, შენ შეძლებ სანამ ჩემს ასაკს მოაღწევ, საკუთარი თავისთვის
დაგროვო ძვირფასი ქონება.’“
„’შენი სიტყვები სიბრძნის სიტყვებია, მამა. სიმდიდრეს მწყურია. მაგრამ ბევრი საშუალებებია იმის
გამოსაყენებლად, რასაც ჩემს შემოსავალს ეძახიან. ამიტომ, ვყოყმანობ იმის გაკეთებაში, რასაც თქვენ
მირჩევთ. მე ახალგაზრდა ვარ. წინ უამრავი დროა.‘“
„’ასე ვფიქრობდი თქვენს ასაკში, მაგრამ აჰა, მრავალი წელი გავიდა და ჯერ არც დამიწყია.’“
„’ განსხვავებულ დროში ვცხოვრობთ, მამა. შენ შეცდომებს თავიდან ავიცილებ.’“
„’შესაძლებლობა დგას შენს წინაშე, შვილო. ის გთავაზობთ შანნს, რამაც შეიძლება სიმდიდრე
მოგიტანოს. მე გევედრები ნუ დააყოვნებ. ხვალვე წადით ჩემი მეგობრის შვილთან და გარიგდით მასთან, რომ
გადაიხადოთ ათი პროცენტი თქვენი შემოსავლიდან ამ ინვესტიციაში. სასწრაფოდ წადი ხვალ. შესაძლებლობა
არ ელოდება კაცს. დღეს ის აქ არის; მალე გაქრება ამიტომ არ დააყოვნოთ!’“
“მამაჩემის რჩევის მიუხედავად, მე ვუყოვნებდი. აქ ლამაზი ახალი ტანსაცმელი შემოიტანეს
აღმოსავლეთიდან მოვაჭრეებმა, ასეთი სიმდიდრისა და სილამაზის ქონა და ტარება მე და ჩემს კარგ მეუღლესაც
გვინდოდა. რომ დავთანხმებულიყავი, ჩემი შემოსავლის ერთი მეათედი გადამეხადა იმ საქმეში, უნდა
გავრიდებოდით ჩვენ ამ და სხვა სიამოვნებებს, რომელიც ჩვენ ძალიან გვსურდა. გადაწყვეტილების მიღება ისე
გავაჯანჯლე, სანამ ეს ძალიან არ დაგვიანდა, ჩემი შემდგომი სინანულით. საქმე აღმოჩნდა, რომ უფრო
მომგებიანია, ვიდრე ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ეწინასწარმეტყველა. ეს არის ჩემი ზღაპარი, რომელიც
გვიჩვენებს, თუ როგორ მივეცი უფლება წარმატებას გამქცეოდა.“
“ამ ზღაპრში ჩვენ ვხედავთ, წარმატება როგორ ელოდება იმ კაცთან მისვლას, ვინც იღებს
შესაძლებლობას.” თქვა უდაბნოში მოსიარულე გაშავებულმა კაცმა. ”სამკვიდროს აშენებამდე ყოველთვის უნდა
იყოს საძირკველი. ეს საძირკველი შეიძლება იყოს რამოდენიმე ნაჭერი ოქრო ან ვერცხლი, რომელსაც ადამიანი
მიმართავს თავის შემოსავალიდან თავის პირველ ინვესტიციაში. მე ვარ მრავალი საქონლის მფლობელი. ჩემი
ნახირების შეგროვება მე დავიწყე როდესაც ვიყავი პატარა ბიჭი და ვერცხლის ერთი ნაჭრით ვიყიდე
ახალდაბადებული ხბო. ამას, ჩემი სიმდიდრის დასაწყისში, ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.“
“საკუთარი სასახლის მშენებლობისთვის პირველი ნაბიჯების გადაგმა უკვე არის დიდი წარმატება რაც
შეიძლება ეწვიოს ადამიანს. ყველა ადამიანში, ეს პირველი ნაბიჯი, რაც მათ ცვლის ადამიანისგან, რომლებიც
საკუთარი შრომით შოულობენ, ადამიანებად, რომლებიც მიდიან და იღებენ დივიდენდებს მათი ოქროს
მოგებისგან, მნიშვნელოვანია. ზოგი, საბედნიეროდ, ამას იღებს მაშინ, როდესაც ახალგაზრდაა და ამრიგად,
ფინანსური წარმატებით აღემატება მათ, ვინც ამას მოგვიანებით იღებს, ან იმ საბრალო ადამიანებს, როგორიც
ამ ვაჭრის მამაა, რომელსაც არასდროს არ მიუღია.“
“ჩვენს მეგობარ ვაჭარს, ეს ნაბიჯი რომ გადაედგა ადრეულ ყმაწვილკაცობაში, როდესაც ეს
შესაძლებლობა დადგა მისთვის, ამ დღეს ის კურთხეული იქნებოდა ამ სამყაროს ბევრად მეტი
სიმდიდრით. ჩვენი მეგობრის დიდი იღბალი, რომ არა ტანსაცმლის მკერავი, რომელმაც აიძულა მას გადაედგა
ასეთი ნაბიჯი იმ დროს, ნამდვილად იქნებოდა ბევრად უფრო დიდი წარმატების დასაწყისი.“
“გმადლობთ! მეც მინდა ლაპარაკი.” წამოდგა უცხო ქვეყნიდან მოსული უცხო ადამიანი. ”მე სირიელი
ვარ. ისე კარგად ვერ ვლაპარაკობ თქვენს ენაზე. ვუწოდებდი ამ მეგობარს ვაჭარს. იქნებ გგონიათ, რომ არა
თავაზიანია ეს სახელი. მიუხედავად ამისა, მსურს მას ასე ვუწოდო. სამწუხაროდ, მე არ ვიცი თქვენი შესაბამისი
სიტყვა ამისათვის. თუ მივმართავ სირიულად, თქვე ვერ გაიგებთ. მაშასადამე, გთხოვთ, ბატონებო, მითხარით,
რომ სწორი სახელი, თუ როგორ ეძახით ადამიანს, ვინც წყვეტს იმის კეთებას, რაც მისთვის შეიძლება კარგი
იყოს.“
“ზანტი”, შესძახა ხმამ.
“ეს ის არის”, დაიძახა სირიელმა და ხელები აღელვებულმა აღაპყრო, “ის არ იღებს შესაძლებლობას როცა
ის მოდის. ის ელოდება. ამბობს, რომ ახლა ძალიან ბევრი საქმე აქვს. აბა კარგად – ამას გეტყვით
მე. შესაძლებლობა არ დაელოდება ასეთ ნელ თანამოძმეს. იგი ფიქრობს, რომ თუ ადამიანს სურს გამართლება,
ის სწრაფად გადადგავს ნაბიჯს. ნებისმიერი კაცი ვინც სწრაფად არ მოქმედებს, როდესაც შესაძლებლობა დგება,
ის ისეთივე ზანტია, როგორც ჩვენი მეგობარი, ეს ვაჭარი.“
ვაჭარი წამოიწია და სიცილის საპასუხოდ ტკბილად დაუკრა თავი. ”ჩემი აღტაცება შენ, ჩვენს კარიბჭეში
უცხო ადამიანო, რომელმაც უყოყმანოდ თქვი სიმართლეს.“
“ახლა მოდით მოვისმინოთ კიდევ ერთი შესაძლებლობის ამბავი. ვის აქვს ჩვენთვის მოსაყოლი სხვა
გამოცდილება?” მოითხოვა არკადიმ.
„მე მაქვს,” უპასუხა საშუალო ასაკის წითელ ტანსაცმლიანმა კაცმა. ”მე ცხოველების მყიდველი ვარ,
ძირითადად აქლემები და ცხენები. ზოგჯერ ვყიდულობ ცხვარსა და თხასაც. ამბავი, რომლის შესახებაც მე
მოვყვები, ჭეშმარიტად მეტყველებს რა შესაძლებლობა მოვიდა ერთ ღამეს, როდესაც ამას ნაკლებად
ველოდი. ალბათ ამის გამო დავუშვი მისი გაქცევა. ეს კი თავად განსაჯეთ.“

27
“ქალაქში რომ ვბრუნდებოდი ერთ საღამოს, აქლებემის ძიებაში ათდღიანი მოგზაურობის შემდეგ, მე
ძალიან გავბრაზდი როცა ქალაქის კარიბჭე დახურული და ჩაკეტილი დამხვდა. მაშინ როდესაც ჩემი მონები
შლიდნენ ჩვენს კარავს ღამისთვის, რომელიც უნდა გავეტარებინა მცირე საჭმლით და არანაირი წყლით,
მოხუცი მომიახლოვდა ფერმერი, რომელიც, როგორც ჩვენ, აღმოჩნდა, ჩაკეტილი კარის გარეთ.“
„’პატივცემულო ბატონო,’ მომმართა მან, ‘თქვენი გარეგნობიდან, მე ვფიქრონ რომ იყოთ მყიდველი. თუ
ეს ასეა ძალიან მინდა რომ მოგყიდოთ თქვენ ცხვრის ყველაზე შესანიშნავი ფარა, რომელიც ახლახანს
ჩამოვიყვანე. ჩემი კარგი ცოლი ციებ-ცხელებით ძალიან დაავადებულია. მე უნდა დავბრუნდე რაც შეიძლება
სწრაფად. იყიდეთ ჩემი ცხვარი, რომ მე და ჩემი მონები დავსხდეთ ჩვენს აქლემებზე და გავბრუნდეთ
დაუყოვნებლივ.“
“იმდენად ბნელოდა, რომ მე ვერ ვხედავდი მის ფარას, მაგრამ ბღავილისგან ვხვდებოდი, რომ ის დიდი
უნდა ყოფილიყო. აქლემების ძებნაში ათი დღის გაფნგვის შემდეგ, გამიხარდა მასთან ვაჭრობა. მისი სიჩქარის
გამო, მან შემომთავაზა ყველაზე გონივრული ფასი. მე დავთანხმდი, რადგან კარგად ვიცოდი ჩემს მონებს
შეეძლოთ დილით ქალაქის კარიბჭეში ცხვრის ფარის შერეკვა და იქ გაყიდვა მნიშვნელოვანი მოგებით.“
გარიგება დაიდო, მე დავუძახე ჩემს მონებს, რომ მოეტანათ ჩირაღდნები, შეგვძლებოდა ცხვრების
დათვლა, რომელზეც ფერმერმა განაცხადა რომ იყო ცხრაასი. მე არ მოგატყუებთ, ჩემო მეგობრებო, ის სირთულე
რომ სცადო ამდენი მწყურვალი, მოუსვენარი და მორბენალი ცხვარი დაითვალოს ძალიან დიდია. ეს აღმოჩნდა
შეუძლებელი ამოცანა. აქედან გამომდინარე, მე უხეშად ვუთხარი ფერმერს, რომ მათ დღისით დავითვლიდი
და შემდეგ გადავიხდიდი.“
„’გთხოვთ, ყველაზე საპატიო ბატონო,’ მთხოვა მან, ‘გადამიხადე იმ ფასის მხოლოდ ორი მესამედი, რომ
ეხლავე შევძლო ჩემს გზაზე წასვლა. მე დავტოვებ ჩემს ყველაზე ჭკვიან და განათლებულ მონას, რათა ხელი
შევუწყო დათვლას დილით. ის სანდოა და მასთან შეძლებთ ანგარიშის გასწორებას შემდეგ.’“
“მაგრამ მე ჯიუტი ვიყავი და იმ ღამეს უარი ვუთხარი გადახდაზე. მომდევნო დილით, სანამ
გამეღვიძებოდა გაიხსნა ქალაქის კარიბჭე და ოთხი მყიდველი გამოიქცა ცხვრების მოსაძებნად. ისინი დიდად
მონდომებულები და მსურველები იყვნენ მაღალი ფასები გადაეხადათ იმიტომ, რომ ქალაქს ალყა ემუქრებოდა
და საკვები არ იყო. თითქმის სამი იმდენი აიღო მოხუცმა ფერმერმა, რამდენიც მან შემომთავაზა ფარაში. ასე
გაიქცა იშვიათი წარმატება ხელიდან.“
“ეს არის ყველაზე უჩვეულო ისტორია,” გამოეხმაურა არკადი. ”რა სიბრძნეს გვთავაზობს?”
„სიბრძნე რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ანგარიშსწორება, როცა დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი
გარიგება გონივრულია,” თქვა მხცოვანმა უნაგირის ოსტატმა. ”თუ გარიგება კარგია, მაშინ დაცვა გჭირდებათ
საკუთარი სისუსტეებისგან ისევე, როგორც სხვა ადამიანისგან. ჩვენ მოკვდავები ცვალებადები
ვართ. სამწუხაროდ, უნდა ვთქვა უფრო ხშირად შეგვიძლია შეცვალოთ აზრი, როდესაც ის მართალია, ვიდრე
როცა არასწორი. ჩვენ მართლა ჯიუტები ვართ. მართალია, ჩვენ მიდრეკილნი ვართ ყოყმანისკენ და საშუალებას
ვაძლევთ შანსს გაიქცეს. ჩემი პირველი განსჯა საუკეთესოა. მიუხედავად ამისა, ყოველთვის მიჭირს თავი
ვაიძულო, შევასრულო კარგი გარიგება, როდესაც იგი დაიდო. ამიტომ, როგორც ჩემი დაცვა საკუთარი
სისუსტეებისგან, მათ სწრაფადვე ვეყრდნობი. ეს მიცავს მე მოგვიანებით სინანულისგან, რომ გაქცეული
იღბალი ჩემი უნდა ყოფილიყო.“
“გმადლობთ! კვლავ მინდა ლაპარაკი.” სირიელი კიდევ ერთხელ წამოდგა ფეხზე. ”ეს ამბები
ერთნაირია. ყოველ ჯერზე შესაძლებლობა მიფრინავს რაღაც მიზეზით. ყოველ ჯერზე, იგი მოვიდა ზანტთან
კარგი გეგმით. ყოველ ჯერზე, ისინი აყოვნებენ, არ იტყვიან, ახლა საუკეთესო დროა, მე ამას სწრაფად
გავაკეთებ. როგორ უნდა მიაღწიონ ადამიანებმა წარმატებას ამაგდაგვარად?”
“ბრძენულია თქვენი სიტყვები, ჩემო მეგობარო,” უპასუხა მყიდველმა. ”წარმატება გაიქცა ზანტისგან
ორივე ამბავში. ეს არც თუ ისე უჩვეულოა. სიზანტის სული ყველა ადამიანშია. ჩვენ გვსურს სიმდიდრე; თუმცა
ხშირად მაშინ როცა ჩვენს წინაშე ჩნდება ამის შესაძლებლობა, ზანტი სული გვაფერხებს შიგნიდან, საშუალებას
არ გვაძლევს რომ მივიღოთ ის.“
„მის მოსმენისას ჩვენ ჩვენი თავის ყველაზე დიდი მტრები ვხდებით. ჩემს ახალგაზრდულ დღეებში ეს
არ ვიცოდი ეს სიტყვა სირიიდან ჩვენს მეგობარს ასე რომ ესიამოვნა. თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს ჩემი ცუდი
განსჯა იყო რამაც გამოიწვია მრავალი მომგებიანი გარიგების დაკარგვა. მოგვიანებით, მე მივაწერე ეს ჩემ
ჯიუტი დამოკიდებულებას. და დაბოლოს, მე ამას ვაღიარებდი - ეს იყო ჩვევა, ზედმეტი გაჭიანურებისა, სადაც
მოქმედება იყო საჭირო, სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედება. როგორ მეზიზღებოდა ეს, როდესაც მისი
ნამდვილი პერსონაჟი გამოჩნდა. სიმწარით ეცა ჩემი ცხოვრების ეტლს და მეც ამ მტრის მოსაშორებლად თავი
დავანებე ჩემს წარმატებას.“
“გმადლობთ! მე მაქვს შეკითხვა ბატონ ვაჭართან,” სირიელმა თქვა. ”კარგად გაცვია, არა ისე, როგორც
ღარიბ კაცს. წარმატებული ადამიანივით ლაპარაკობ. გვითხარით, ისევ უსმენთ სიზანტეს რომელიც
ჩურჩულებს ყურში?“

28
“ჩვენი მეგობრის მყიდველის მსგავსად, მე ასევე მომიხდა შემეცნო და დამემარცხებინასიზანტე,”
უპასუხეს ვაჭარმა. ”ჩემთვის როგორც აღმოჩნდა, ეს მტერი იყო, ყოველთვის უყურებდა და ელოდებოდა ჩემი
მიღწევების ჩახშობას. ისტორია, რომელსაც მე ვიტყოდი, მსგავსი შემთხვევაა, როგორ წაიყვანა ჩემგან
შესაძლებლობები. როცა გაუგებ, არაა რთული დასამარცხებელი. არცერთი ადამიანი საკუთარი სურვილით არ
მისცემს ქურდს მისი ხორბლის მოპარვის საშუალებას. არც ერთი ადამიანი საკუთარი სურვილით არ გაატანს
საკუთარ მტერს თავისი მომხმარებლებს და მოატაცინებს მის მოგებას. ერთხელ, როდესაც გავაცნობიერე, რომ
ჩემი მტერობით ჩადენილი იყო ასეთი მოქმედებები, მე დაბეჯითებით ის დავძლიე. ასე ყველა ადამიანი უნდა
დაეუფლოს საკუთარ სულის სიზანტეს საკუთარი სანამ მოინდომებს რომ გაიზიაროს ბაბილონის მდიდარი
საგანძურები.
“რას იტყვით, არკად? რადგან შენ ბაბილონის უმდიდრესი ადამიანი ხარ, ბევრი აცხადებს რომ ყველაზე
იღბლიანიც ხარ. არ დამეთანხმებით, რომ ვერავინ შეძლებს წარმატების სრულ ზომამდე მიღწევას, სანამ მას არ
ექნება მთლიანად განადგურებული მასში სიზანტის სული?“
“ეს ისეა, როგორც შენ ამბობ,”, აღიარა არკადმა. ”ჩემი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში მე
ვუყურებდი თაობიდან თაობამდე, წინ მიმავალთ ვაჭრობის, მეცნიერებისა და სწავლის იმ გზებზე, რომლებსაც
მივყავართ წარმატებებამდე ცხოვრებაში. შესაძლებლობა მიეცა ყველა ამ ადამიანს. ზოგმა მათგანმა ხელი სტაცა
და სტაბილურად მოძრაობდა მათი ღრმა სურვილების დაკმაყოფილებისკენ, მაგრამ უმრავლესობამ დააყოვნა,
ეჭვებში ჩავარდნენ და უკან დაიხიეს.“
არკადი ტანსაცმლის მკერავს მიუბრუნდა. „თქვენ გვირჩიეთ, რომ კარგ იღბალზე
გვესაუბრა. მოვისმინოთ ახლა თქვენგან რას ფიქრობ ამ თემაზე.“
“წარმატებებს ახლა სხვა ფერზე ვხედავ. ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე სასურველი რამ იყო რაც შეიძლება
მოუვიდეს ადამიანს, მისი მხრიდან ძალისხმევის გარეშე. ახლა ვხვდები, რომ მსგავსი რამ არაა ისეთების
კატეგორიაში რომ ვინმემ საკუთარ თავზე მიიზიდოს. ჩვენი მსჯელობიდან შევიტყვე, რომ წარმატების
მოსაზიდად, აუცილებელია გამოიყენო შესაძლებლობები. ამიტომ, მომავალში, ვეცდები გამოვიყენო ყველა
შანსი, რაც ჩემამდე მოვა.“
“თქვენ კარგად აგითვისებიათ ჩვენი განხილვისას წარმოშობილი ჭეშმარიტება,” უპასუხა
არკადმა. ”წარმატებებს, რასაც ვპოულობთ ხშირად მოყვება შესაძლებლობები, მაგრამ საწინააღმდეგოდ
იშვიათად მოდის. ჩვენი მეგობარი ვაჭარი აღმოაჩენდა დიდი წარმატებას, თუ ის მიიღებდა შესაძლებლობას,
რომელიც კეთილი ქალღმერთმა წარუდგინა მას. ჩვენი მეგობარი მყიდველი, ასევე, სიამოვნებით მიიღებდა
კარგ იღბალს იმ შემთხვევაში, თუ დაასრულებდა ცხვრის ფარის შეძენას და გაყიდდა ასეთი მიმზიდველი
მოგებით.“
“ჩვენ განვავრცეთ ეს დისკუსია იმისთვის, რომ ვიპოვოთ საშუალება, რომლითაც წარმატება შეგვეძლო
შეგვეპყრო ჩვენთვის. ვგრძნობ რომ ჩვენ ვიპოვეთ გზა. ორივე ამბავმა აჩვენა, თუ როგორ დასდევს იღბალი
წარმატებას. აქ დევს სიმართლე, რომელსაც იღბლის მრავალი მსგავსი ამბავი, მოგების ან წაგების, ვერ
შეცვლის. სიმართლე ეს არის: კარგი იღბალი შეიძლება მიიღოთ კარგი შშესაძლებლობების გამოყენებით.“
“ისინი, ვისაც სურთ ჩაეჭიდნონ შესაძლებლობებს მათი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის, იზიდავენ
კეთილი ქალღმერთის ინტერესს. იგი ყოველთვის აღტაცებულია დაეხმაროს მათ, ვინც მას ასიამოვნებს. საქმის
კაცებო გთხოვთ, მაქსიმალურად ასიამოვნეთ.“
“მოქმედება წინ წაგიყვანს იმ წარმატებებისკენ, რომლებიც შენ გინდა.”

საქმის კაცს იღბლის ქალღმერთი წყალობს

29
ოქროს ხუთი კანონი
“ჩანთა სავსე ოქროთი ან თიხის ტაბლეტებით, სადაც სიბრძნის სიტყვებია დაწერილი; თუ არჩევანი
გაქვს, რომელს აირჩევდი?“
უდაბნო ბუჩქების ცეცხლოვანი ბზინვით, მზისგან დამწვარი მსმენლების სახეები ინტერესით
იღიმოდნენ.
“ოქრო, ოქრო”, - გაიმეორა ოცდაშვიდივემ.
მოხუცმა კალაბაბმა მცოდნენ გაიღიმა.
„ჰარკ,“ განაახლა მან და ხელი გაიშვირა. ”გესმოდათ ველური ძაღლები იქით ღამით. ისინი ყმუიან და
წკმუტუნებენ, რადგან ისინი შიმშილისგან ძალიან კვდებიან. აჭამეთ მათ და რას იზავენ? ჩხუბი და
ბრძოლა. შემდეგ ბრძოლა და კიდევ ჩხუბი, არ ფიქრობენ ხვალინდელზე, რომელიც ნამდვილად მოვა.“
“ასეა ადამიანთა შვილებთანაც. მიეცით არჩევანი ოქროსა და სიბრძნის შორის - რას გააკეთებენ ისინი?
უგულებელყოფენ სიბრძნეს და ოქროს გაფლანგავენ. მომდევნო დღეს აყმუვლდებიან, რადგან აღარ ექნებათ
ოქრო.“
“ოქრო შენახულია მათთვის, ვინც იცის მისი კანონები და ემორჩილება მათ.”
კალაბაბმა აიწია მისი თეთრი ტანსაცმელი ფეხებზე, რადგან გრილი ღამის ნიავი ქროდა.
“იმიტომ, რომ შენ გრძელი მოგზაურობით ერთგულად მემსახურე, რადგან შენ კარგად ზრუნავდი ჩემს
აქლემებზე, რადგან ირჯებოდი წუწუნის გარეშე უდაბნოს ცხელი ქვიშებში, რადგან ებრძოლე მამაცად
მძარცველებს, რომლებიც ცდილობდნენ ჩემი ნაკეთობების განადგურებას, მე გეტყვი ამ საღამოს ოქროს ხუთ
კანონს, ისეთი ამბავი, რომელიც აქამდე არასოდეს გსმენია.“
“ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს, რომლებსაც მე ვსაუბრობ, რადგან თუ მიხვდებით მათ მნიშვნელობას
და სწორად გაიგონებთ მათ, იმ დღეებში რომელიც წინ გაქვთ, უფრო მეტი ოქრო გექნებათ.“
ის შთამბეჭდავად შეჩერდა. ლურჯი ტილოს საფარზე კაშკაშა ვარსკვლავები ანათებდნენ ბაბილონის
მოკრიალებულ ციდან. ჯგუფის უკან იშლებოდა მათი გაცვეთილი კარვები, რომლებიც მჭიდროდ იყო
მიწყობილი ერთმანეთს შესაძლო უდაბნოს ქარიშხლისთვის. კარვების გვერდით მოთავსებული იყო
ნაკეთობებით შეკრული კონები, ტყავით დაფარული. ახლომდებარე აქლემის ჯოგი ქვიშაში გაიფანტა, ზოგი
იცოხნიდა მონდომებით, ზოგიც ამთქნარებდა უხეში ხმით.
“შენ მოგვიყევი ბევრი კარგი ამბავი, კალაბაბ,” აღნიშნა მთავარმა შემფუთავმა. ”ჩვენ ვუყურებთ თქვენს
სიბრძნეს, როგორც გზამკვლევს იმ დღისთვის, როდესაც ჩვენი სამსახური თქვენთან დასრულდება.“
“მე მოგიყევით ჩემი თავგადასავლების შესახებ უცნაურ და შორეულ ქვეყნებში, მაგრამ ამ ღამეს
მოგიყვებით თქვენ მდიდარი ბრძენი არკადის სიბრძნის შესახებ.“
“ბევრი რამ მოვისმინეთ მასზე,“ აღიარა მთავარმა შემფუთავმა. „რადგან ის ყველაზე მდიდარი ადამიანი
იყო ვისაც ოდესმე უცხოვრია ბაბილონში.“
“ის იყო უმდიდრესი ადამიანი და ეს იმიტომ, რომ ბრძენი იყო ოქროს მოპყრობის გზებში, ისეთი,
როგორიც არავინ არასდროს ყოფილა მანამდე. ამ ღამით უნდა გითხრათ მისი უდიდესი სიბრძნე, როგორც
მითხრა ნომასირმა, მისმა ვაჟმა, მრავალი წლის წინ, ნინევეში, როდესაც მე ვიყავი ყმაწვილი.“
“მე და ჩემმა ბატონმა დიდხანს ვიყურყუტეთ ნომასირის სასახლეში. მე დავეხმარე ჩემს ბატონს მოეტანა
მშვენიერი ხალიჩების დიდი შეკვრები, რომელთაგან თითოეული უნდა გაესინჯა ნომასირის სანამ ფერების
არჩევანი არ დაკმაყოფილდებოდა. ბოლოს მან დიდა ისიამოვნა და ბრძანა, რომ მასთან ერთად
დავმსხდარიყავით და დაგველია იშვიათი სურნელების სასმელი, რომლის სასიამოვნო სურნელი ნესტოებიდან
ყველაზე მეტად ათბობდა ჩემს კუჭს, რომელიც ასეთი სასმელზე მიუჩვეველი იყო.“
“შემდეგ მან მან მოგვითხრო არკადის, მისი მამის, დიდი სიბრძნის შესახებ, მის მსგავსად მეც ამას
მოგიყვებით თქვენ.“
“ბაბილონში ჩვეულებისამებრ, როგორც მოგეხსენებათ, მდიდარი მამების შვილები ცხოვრობენ
მშობლებისგან მემკვიდრეობის მოლოდინში. არკადს არ მოსწონდა ეს ჩვეულება. ამიტომ, როცა ნომასირმა
მიაღწია მამაკაცის ასაკს, მან გაუგზავნა ყმაწვილი და მიმართა მას:“
„’შვილო, ჩემი სურვილია, რომ შენ ჩემი ქონება მიიღო. თუმცა მანამდე შენ უნდა დაამტკიცო რომ შეგიძლია
გონივრულად მართო ის. ამიტომ, მსურს, რომ წახვიდეთ ქალაქიდან შორს და აჩვენოთ შენი ოქროს შოვნის
უნარი და ადამიანთა შორის პატივისცემის მოიპოვო.“
“კარგად რომ დაიწყო, მე მოგცემ ორი რამეს, რომელთაგან მე, მე თვითონ არცერთი მქონდა, როდესაც
დავიწყე ღარიბი ახალგაზრდობა, რომ შემექმნა ქონება.“
„’პირველ რიგში, მე ამ ოქროთი სავსე ჩანთას გაძლევ. თუ მას გონივრულად გამოიყენებ, ეს შენი
წარმატებული მომავლის საფუძველი იქნება.’“
„’მეორე, მე შენ ამ თიხის ტაბლეტს გაძლევ, რომელზედაც დაწერილია ოქროს ხუთი კანონი. თუ შენ
გაითვალისწინებ მათ საკუთარ ქმედებებში, ისინი მოგაწვდიან თავდაჯერებულობას და უსაფრთხოებას.’“

30
„’ ამ დღიდან ათი წლის შემდეგ დაბრუნდით მამის სახლში და წარმოადგინეთ საკუთარი თავი. თუ
ღირსეულობას დაამტკიცებთ, მაშინ მე შენ ჩემს მემკვიდრედ გამოგაცხადებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მას
მივცემ მღვდლებს, რომლებმაც შეიძლება ამით ჩემი სული ღმერთების მიწაზე აიყვანონ.‘“
“ასე რომ, ნომასირი წავიდა საკუთარი გზის საპოვნელად, მან წაიღო თავისი ჩანთა ოქროთი, თიხის
ტაბლეტი აბრეშუმისებრ ქსოვილში ფრთხილად გახვეული, მისი მონა და ცხენები, რომლებითაც დადიოდნენ.“
“გავიდა ათი წელი და ნომასირი, როგორც შეთანხმდა, დაბრუნდა მამის სახლში, რომელმაც მის
საპატივსაცემოდ უზრუნველყო დიდი ნადიმი, რომელზეც მან მოიწვია მრავალი მეგობარი და
ახლობელი. ნადიმის შემდეგ, მამამ და დედამ თავიანთი ტახტის მსგავსი ადგილები დადგეს დიდი დარბაზის
ერთ მხარეს და ნომასირი იდგა მათ წინაშე, რომ წარმოეჩინა საკუთარი საქმეები, როგორც მან აღუთქვა თავის
მამას.“
„საღამო იყო. ოთახი კვამლიანი იყო ზეთის ლამპების ფითილიდან, რომლებიც მკრთალად
ანათებდნენ. თეთრ ნაქსოვ ჟაკეტებსა და ტუნკებში მონები ნესტიან ჰაერს რიტმულად არხევდნენ გრძელი
პალმის ფოთლებით. ძვირფასმა დიდებულებამ გააფერადა სცენა. ნომასირის ცოლი და მისი ორი ახალგაზრდა
ვაჟი, მეგობრებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად, მის უკან ხალიჩებზე ისხდნენ, სმენად ქცეულნი.“
„’მამაჩემო,’ მან დაიწყო პატივისცემით, ‘მე ქედს ვიხრი შენი სიბრძნის წინაშე. ათი წლის წინ, როდესაც
მე ვიდექი ყმაწვილკაცობის საზღვარზე, შენ მიბრძანე, რომ წავსულიყავი და გავმხდარიყავი კაცი კაცთა შორის,
იმის ნაცვლად, რომ დავრჩენილიყავი შენი ბედის მსახურად.’“
“’შენ მომეცი შენი ოქრო და შენ მომეცი შენი სიბრძნე. ოქროზე, სამწუხაროდ, უნდა ვაღიარო საშინლად
მოვექეცი. ეს გამექცა, მართლაც, ჩემი გამოუცდელი ხელიდან, ისევე როგორც გარეული კურდღელი პირველი
შესაძლებლობისთანავე გარბის ახალგაზრდისგან, რომელიც იჭერს მას.‘“
“მამამ გულწრფელად გაიღიმა. ‘განაგრძე, შვილო, შენი ამბავი მაინტერესებს ყველა დეტალში.’
„’მე გადავწყვიტე ნინევეში წასვლა, რადგან ის მზარდი ქალაქი იყო, მჯეროდა, რომ იქ ვიპოვიდი
შესაძლებლობებს. მე ქარავანს შევუერთდი და მის წევრებს შორის ბევრთან დავმეგობრდი. ორი კარგად
მოსაუბრე კაცი იყო მათ შორის, რომლებსაც ყველაზე ლამაზი თეთრი ცხენები ჰყავდათ, როგორც ფლოტი
ქარში.’“
„’მოგზაურობისას, მათ მითხრეს საიდუმლოდ, რომ ნინევაში იყო მდიდარი ადამიანი, რომელიც
ფლობდა ისეთ სწრაფ ცხენს, რომელიც არასდროს დამარცხებულა. მისი მეპატრონე თვლიდა, რომ ვერცერთი
ცოცხალი ცხენი უფრო დიდი სიჩქარით ვერ ირბენდა. მაშასადამე, ის ნებისმიერი მოცულობის ფულს იხდიდა,
რამდენადაც დიდი არ უნდა ყოფილიყო, რომ მისი ცხენი გაუსწრებდა ნებისმიერ ცხენს მთელს ბაბილონში. მათ
ცხენებთან შედარებით, როგორც ჩემმა მეგობრებმა თქვეს, ის მხოლოდ მოლასლასე გასიებული იყო რომელსაც
მარტივად დაამარცხებდნენ.’“
„’მათ შემომთავაზეს, როგორც დიდი პატივისცემა, უფლება მონაწილეობა მიმეღო ფსონის დადებაში. მე
საკმაოდ გატაცებული ვიყავი ამ გეგმით.’“
„’ჩვენი ცხენი საშინლად დამარცხდა და მე ჩემი ოქროს დიდი ნაწილი დავკარგე’. მამამ გაიცინა.
‘მოგვიანებით, მე აღმოვაჩინე, რომ ეს ამ კაცების მზაკვრული გეგმა იყო და ისინი მუდმივად მოგზაურობდნენ
ქარავნებთან მსხვერპლის ძიებაში. იცით, ნინევეში ის კაცი იყო მათი პარტნიორი და მათ უნაწილებდა
მოგებულ ფსონებს. ამ ჭკვიანურმა ტყუილმა მასწავლა ჩემი პირველი გაკვეთილი, როცა ვეძიებდი საკუთარ
თავს.’“
„’მე მალევე ვისწავლე სხვა, თანაბრად მწარე გაკვეთილი. ქარავანში კიდევ ერთი ახალგაზრდა იყო,
ვისთანაც საკმაოდ დავმეგობრდი. ის იყო მდიდარი მშობლების შვილი და, ისევე როგორც მე, ნინევეში
მიდიოდა შესაფერისი ადგილის საპოვნელად. ჩვენი ჩამოსვლიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, მან მითხრა,
რომ ვაჭარი გარდაიცვალა და მისი მაღაზია მისი მდიდარი ნაკეთობებით და პატრონაჟით შეიძლებოდა
გვეშოვა ჩალის ფასად. ამბობდა, რომ ჩვენ ვიქნებოდით თანაბარი პარტნიორები, მაგრამ ჯერ ის უნდა
დაბრუნებულიყო ბაბილონში თავისი ოქროს უზრუნველსაყოფად დაეხმარა, მან მე დამარწმუნა შემეძინა ის
ჩემი ოქროთი, იმ პირობით რომ თავისი წილი მოგვიანებით გამოიყენებული იქნებოდა ჩვენი საქმის
ასამუშავებლად.’“
„’მან დიდხანს გააჯანჯლა მოგზაურობა ბაბილონში, ამავდროულად დაადასტურა, რომ იგი იყო
არაგონივრული მყიდველი და უგუნური მხარჯველი. მე საბოლოოდ გავუშვი ის, მაგრამ არა მანამდე სანამ
ბიზნესი არ ჩავარდა ისე, რომ მხოლოდ გვქონდა დარჩენილი გაუყიდავი საქონელი და არანაირი ოქრო სხვა
საქონლის შესაძენად. მე შევწირე ებრაელს რაც იყო დარჩენილი მცირე თანხის სანაცვლოდ.’“
“’მალევე მოყვა, გეტყვით მამაჩემო, მწარე დღეები. ვეძებდი სამუშაოს და ვერ ვიპოვე, რადგან მე არც
არაფერი მქონდა შესათავაზებელი და არც ვიცოდი რამე, რაც საშუალებას მომცემდა რომ
გამომემუშავებინა. ჩემი ცხენები გავყიდე. გავყიდე ჩემი მონა. მე გავყიდე ჩემი ზედმეტი ტანსაცმელი, რომ მე

31
შესაძლებლობა მქონოდა მეყიდა საჭმელი და დასაძინებელი ადგილი, მაგრამ ყოველ დღე მწარე
მოთხოვნილებები უფრო და უფრო მაწვებოდნენ.’“
„’მაგრამ იმ მწარე დღეებში, მე გამახსენდა შენი ნდობა ჩემზე, მამაჩემო. შენ გამომგზავნე რომ
გავმხდარიყავი კაცი და ამის გაკეთება მქონდა გადაწყვეტილი.’ დედამ სახე ჩაფლა და ტიროდა ჩუმად. „’ამ
დროს მე ვიფიქრე იმ ტაბლეტზე, რომელიც თქვენ მომეცით, რომელზეც დამიწერეთ ოქროს ხუთი კანონი. ამის
შემდეგ, მე ყველაზე გულდასმით წავიკითხე შენი სიბრძნის სიტყვები და მივხვდი, პირველად რომ ამ სიბრძნის
გამოყენება მეფიქრა, ჩემი ოქრო არ დამეკარგებოდა.’“
„ყოველი კანონი ზეპირად ვისწავლე და გადავწყვიტე, რომ როცა კიდევ ერთხელ გადმომხედავდა
კეთილდღეობის ქალღმერთი და გამიღიმებდა, მე ვიხელმძღვანელებდი გამოცდილთა სიბრძნით და არა
ახალგაზრდობის თავქარიანობით.“
„’თქვენ სასარგებლოდ, ვინც ამ ღამით აქ ხართ შეკრებილნი, მამაჩემის სიბრძნეს წაგიკითხავთ, როგორც
ეწერა თიხის ტაბლეტზე, რომელიც მან ათი წლის წინ მომცა:’“

ოქროს ხუთი კანონი


I. ოქრო სიხარულით და მზარდი რაოდენობით მიდის ნებისმიერ ადამიანთან, ვინც გადადებს საკუთარი
შემოსავლებიდან არანაკლებ ერთი მეათედისა, რათა შექმნას სამკვიდრო თავისი მომავლისა და მისი
ოჯახისათვის.
II. ოქრო შრომისმოყვარედ და გულმოდგინედ შრომობს ბრძენი მფლობელისთვის, ვინც მოუძებნის მას
მომგებიან საქმეს, გამრავლდება ისე, როგორც ველზე ცხვარი.
III. ოქროს მიისწრაფვის დამცველ ფრთხილ მეპატრონისკენ, რომელიც აბანდებს მათ დაბანდებაში გამოცდილი
ადამიანების სიბრძნის გათვალისწინებით.
IV. ოქრო უქრება იმ ადამიანს, რომელიც მას აბანდებს ისეთ ბიზნესში ან მიზნებში, რომლებსაც იგი არ იცნობს
ან რომლებიც არ არის აღიარებული ამ საქმეში გამოცდილების მიერ.
V. ოქრო გარბის იმ ადამიანისგან, ვინც აიძულებს მას მიიღოს შეუძლებელი მოგება, ან ვინც მიჰყვება ეშმაკი
ხალხის მომთაფლავ რჩევებს ან ვინც ენდობა საკუთარ გამოუცდელობას და რომანტიკულ სურვილებს
ინვესტიციაში.

„’ეს არის ოქროს ხუთი კანონი, რომლებიც მამაჩემმა დაწერა. მე მათ უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ვიდრე
თავად ოქროს, რასაც მე ვაჩვენებ ჩემი ამბის გაგრძელებით.‘“
“იგი კვლავ მიუბრუნდა მამას. ‘მე მოგიყევით სიღარიბის სიღრმე და სასოწარკვეთა, რომლამდეც ჩემმა
გამოუცდობლობამ მიმიყვანა.’“
„’თუმცა, არ არსებობს კატასტროფების ჯაჭვი, რომელიც არ სრულდება. ჩემი მოვიდა, როდესაც მე
ვიშოვე სამუშაო ადგილი ქალაქის ახალ გარე კედელზე მომუშავე მონების ჯგუფის უფროსად.’”
“ოქროს შესახებ პირველი კანონის ცოდნით ვისარგებლე და გადავინახე სპილენძი ჩემი პირველი
შემოსავლიდან, მას ყოველ შესაძლებლობაზე ვამატებდი, სანამ ვერცხლის ნაჭერი არ მქონდა. ეს ნელი
პროცედურა იყო, რაც ადამიანმა უნდა გაიაროს. ვაღიარებ, რომ ძალიან ცოტას ვხარჯავდი, რადგან
გადაწყვეტილი მქონდა ათი წლის დასრულებამდე იმდენი ოქროს დაბრუნება, რაც შენ, მამაჩემო მაჩუქე.’“
„’ერთ დღეს მონათა ბატონმა, რომელთანაც მე საკმაოდ დავმეგობრდი, მითხრა: ‘შენ არაჩვეულებრივი
ახალგაზრდა ხარ, რომელიც არ ხარჯავს უნებლიედ იმას, რასაც იღებს. ნუთუ ამით მოგროვილი ოქრო არ
გამოიმუშავებს?’’“
„’დიახ,’ ვუპასუხე მე, ‘ჩემი უდიდესი სურვილია, დავაგროვო იმდენი ოქრო, რომ ჩავანაცვლო ის,
რომელიც მამამ მომცა მე და რომელიც მე დავკარგე.’“
„’ღირსეული ამბიციაა, ვაღიარებ და იცით თუ არა, რომ თქვენ დაზოგილ ოქროს შეუძლია იმუშაოს
თქვენთვის და მიიღოთ ბევრად მეტი ოქრო?’“
„’ჩემი გამოცდილება მწარედ გამოირჩევა, რადგან მამაჩემის ოქრო ჩემგან გაიქცა, მე კი დიდად მეშინია,
რომ საკუთარმაც არ გააკეთოს იგივე.‘“
„’თუ შენ მენდობი, მე გაკვეთილს გასწავლი ოქროს მომგებიან სარგებლობაში.’ მან მიპასუხა. ‘ერთ
წელიწადში გარე კედელი დასრულდება და იქნება მზად ბრინჯაოს დიდი კარიბჭისთვის, რომელიც უნდა
დაყენდეს თითოეულ შესასვლელში, რათა ქალაქი დაიცვას მეფის მტრებისგან.’“
„’მთელ ნინევეში არ არის საკმარისი ლითონი ამ კარიბჭეების გასაკეთებლად და მეფეს არ უფიქრია
უზრუნველეყო იგი. ეს არის ჩემი გეგმა: ჩვენგანთა ჯგუფი აერთიანებს ჩვენს ოქროსს და გაგზავნის ქარავანს
სპილენძის და კალის მაღაროებში, რომელიც შორსაა და ნინევეში ჩამოვიტანთ ლითონს
კარიბჭისთვის. როდესაც მეფე ბრძანებს: ‘გააკეთეთ დიდი კარიბჭე’, მხოლოდ ჩვენ შევძლებთ მივაწოდოთ

32
ლითონი და დიდ ფასს გადაიხდის. თუ მეფე არ იყიდის ჩვენგან, ჩვენ მაინც გვექნება ლითონი, რომელიც
შეიძლება გაიყიდოს კარგ ფასად.’“
„’მის შემოთავაზებაში მე დავინახე შესაძლებლობა დამეცვა მესამე კანონი და ჩემი დანაზოგები
დამებანდებინა ბრძენი კაცის ხელმძღვანელობით. არც იმედი გამცრუებია. ჩვენი წამოწყება წარმატებული იყო
და ჩემი პატარა ოქროს მაღაზია ამ გარიგების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა.’“
“თავის დროზე მე მივიღე მონაწილეობა ამ ჯგუფის სხვა საქმეებშიც. ისინი იყვნენ ბრძენი ადამიანები
ოქროს მომგებიანად მართვის საქმეში. ისინი დიდი ყურადღებით განიხილავდნენ თითოეულ მათთან
წარმოდგენილ გეგმას, სანამ დაიწყებდნენ საქმეს. არ მიიღებდნენ შანსს დაეკარგათ ძირითადი სარგებელი ან
არამომგებიანად დაეკავშირებინათ მათი ინვესტიციები ისეთ საქმესთან, რომლიდანაც მათი ოქროს ამოღება
რთული იქნებოდა. ისეთი უგუნური რამ, როგორიცაა რბოლა და პარტნიორული ურთიერთობა, სადაც მე
შევედი ჩემი უსწავლელობით, არასოდეს გაუვლიდათ თავში. დაუყოვნებლივ აღნიშნავდნენ მათ სისუსტეებს.’“
„’ამ ადამიანებთან ურთიერთობისას, ვისწავლე ოქორს უსაფრთხოდ ინვესტიცია, რომ მომგებიანად
დაბრუნებულიყო. რაც წლები გადიოდა, ჩემი განძი უფრო და უფრო სწრაფად იზრდებოდა. მე არა მხოლოდ
უკან დავიბრუნე რაც დავკარგე, მაგრამ ბევრად მეტიც ვიშოვე.’“
„’ჩემი უბედურებების, ჩემი განსაცდელებისა და ჩემი წარმატებების საშუალებით, დროდადრო
ვამოწმებდი სიბრძნეს მამაჩემისგან – ოქროს ხუთ კანონს და დამტკიცდნენ ისინი ყველა გამოცდაში. მათ, ვინც
არის ხუთი კანონის ცოდნის გარეშე, ოქრო ხშირად არ სტუმრობს და სწრაფად შორდება. მხოლოდ მას, ვინც
ემორჩილება ამ ხუთ კანონს, ეწვევა ოქრო და იმუშავებს მისთვის, როგორც მისი შრომისმოყვარე მონა.‘“
“ნომასირმა შეწყვიტა ლაპარაკი და ოთახის უკანა ნაწილში მონისკენ დაიძრა. მონამ გამოიტანა წინ
ერთდროულად სამი მძიმე ტყავის ჩანთა. ერთ-ერთი ჩანთა ნომასირმა აიღო და იატაკზე დადო მამის წინ და
კვლავ მიმართა მას:“
„’შენ მომეცი ჩანთა ოქროთი სავსე, ბაბილონის ოქრო. აჰა, მის სანაცვლოდ ვაბრუნებ მე ნინევეს -
თანაბარი წონის ოქროს ტომარას თანაბარი ფასით, როგორც ყველა დამეთანახმება.’“
„’შენ მომეცი თიხის ტაბლეტი, რომელზეც სიბრძნე ეწერა. აჰა, მის მაგივრად, მე გიბრუნებ ორ ჩანთა
ოქროს.‘ ამის თქმის შემდეგ, მან მონისგან აიღო დარჩენილი ორი ჩანთა და ანალოგიურად დადო ისინი იატაკი
მამის წინაშე.“
„’ეს მე გავაკეთე იმისთვის, რომ დაგიმტკიცოთ, მამა, რამდენად უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ შენი
სიბრძნეს ვიდრე შენს ოქროს. თუმცა ვის შეუძლია გაზომოს ოქროს ჩანთებით სიბრძნის ფასი? სიბრძნის გარეშე,
ოქრო სწრაფად ეკარგებათ მათ, ვისაც ის აქვს, მაგრამ სიბრძნით, ოქროს უზრუნველყოფა შეუძლიათ მათ, ვისაც
ის არ აქვს, როგორც ეს სამი ოქროთი სავსე ჩანთა ამტკიცებს.’“
„’ეს, მართლაც, მაძლევს ყველაზე ღრმა კმაყოფილებას, მამაჩემო, რომ შენ წინაშე ვიდგე და ვთქვა
რომ შენი სიბრძნის წყალობით მე შევძელი გავმდიდრებულიყავი და პატივისცემა მიმეღო კაცთა შორის.‘“
“მამამ ხელი დაადო ნომასირის თავზე. ‘შენ კარგად ისწავლე შენი გაკვეთილები და მე ნამდვილად
გამიმართლა, რომ მყავს ვაჟი, რომელსაც ჩემი ქონება შემეძლება ვანდო.’“
კალაბაბმა შეწყვიტა თხრობა და კრიტიკულად შეხედა თავის მსმენელს.
“რას ნიშნავს ეს თქვენთვის, ნომასირის ეს ამბავი?” მან განაგრძო.
“თქვენ შორის ვინ შეუძლია წავიდეს თქვენს მამასთან ან თქვენი ცოლის მამასთან და მისცეს ანგარიში
მისი შემოსავლის ბრძნულ გამოყენებაში?“
“რას ფიქრობთ, ამ მხცოვან კაცებს რას ეტყვით:” მე ბევრი ვიმოგზაურე და ბევრი რამ ვისწავლე და ბევრს
ვმუშაობდი და ბევრიც მაქვს ნაშოვნი, მაგრამ, სამწუხაროდ, ოქრო ცოტა მაქვს. ზოგი მე გონივრულად
დავხარჯე, ზოგიც უგუნურად და ბევრი რამ გავფლანგე უაზრო გზებით.‘“
“თქვენ მაინც ფიქრობთ, რომ ბედისწერის არამდგრადობაა მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთს უფრო მეტი
ოქრო აქვს, ზოგს კი ცოტა? თქვენ შეცდებით.“
“ადამიანებს აქვთ ბევრი ოქრო, როდესაც მათ იციან ოქროს ხუთი კანონი და იცავენ მათ.“
“იმის გამო, რომ ახალგაზრდობაში ეს ხუთი კანონი ვისწავლე და ვიცავდი მათ, მე გავხდი მდიდარი
ვაჭარი. რაღაც უცნაური ჯადოქრობით არ შემიქმნია ჩემი ქონება.“
“სიმდიდრე, რომელიც სწრაფად მოდის, იგივენაირად მიდის.“
“სიმდიდრე, რომელიც მის მფლობელს სიამოვნებასა და კმაყოფილებას აძლევს, თანდათანობით მოდის,
რადგან ის არის ცოდნისა და მუდმივი მიზანდასახულობის ნაყოფი.“
“სიმდიდრის გამომუშავება მოაზროვნე კაცისთვის მცირედი ტვირთია. თანმიმდევრულად ამატებს
წონას წლიდან წლამდე და ასე ასრულებს საბოლოო მიზანს.“
“ოქროს ხუთი კანონი შენ გვთავაზობს მდიდარ ჯილდოს მათი დაცვისთვის. ‘ამ ხუთი კანონიდან
თითოეული მდიდარია შინაარსით და რომ არ გამოგრჩეთ ჩემი ამბის მოკლე შინაარსი, ახლა მათ

33
გავიმეორებ. მე ვიცი ყოველი მათგანი მთელი ჩემი გულით, რადგან ჩემს ახალგაზრდობაში მე ვხედავდი მათ
ღირებულებას და არ დავკმაყოფილდებოდი სანამ არ დავიზეპირებდი სიყვა სიტყვით.

ოქროს პირველი კანონი


ოქრო სიხარულით და მზარდი რაოდენობით მიდის ნებისმიერ ადამიანთან, ვინც გადადებს საკუთარი
შემოსავლებიდან არანაკლებ ერთი მეათედისა, რათა შექმნას სამკვიდრო თავისი მომავლისა და მისი
ოჯახისათვის.
“ნებისმიერი ადამიანი, ვინც თავისი შემოსავლის ერთ მეათედს მუდმივად გადადებს და გონივრულად
განახორციელებს მის ინვესტიციას, აუცილებლად შექმენის ღირებულ ქონებას, რომელიც მომავალში მას
შემოსავალებს მოუტანს და იმის შემდეგაც უსაფრთხოებას უზრუნველყოფს მისი ოჯახისთვის, თუ ღმერთები
მას ბნელეთის სამყაროში დაუძახებენ. ეს კანონი ყოველთვის ამბობს, რომ ოქრო სიხარულით მოდის ასეთ
ადამიანთან. მე ნამდვილად შემიძლია ამის დამოწმება საკუთარ ცხოვრებით. რაც უფრო მეტ ოქროს ვაგროვებ,
მით უფრო ადვილად მოდის ის ჩემთან და უფრო გაზრდილი რაოდენობით. ოქრო, რომელსაც ვზოგავ, უფრო
მეტს შოულობს, ისევე როგორც თქვენი იზავს, და მისი შემოსავალებიც მეტს მოიტანენ, და ეს პირველი კანონის
მოქმედებაა.“

ოქროს მეორე კანონი


ოქრო შრომისმოყვარედ და გულმოდგინედ შრომობს ბრძენი მფლობელისთვის, ვინც მოუძებნის მას
მომგებიან საქმეს, გამრავლდება ისე, როგორც ველზე ცხვარი.
“ოქრო, ნამდვილად, შრომისმოყვარე მუშაა. ის მუდამ მრავლდება, როგორც კი შესაძლებლობა
წარმოუჩნდება. ყველა ადამიანთან, ვისაც აქვს ოქრო საგანძური გადადებული, შესაძლებლობა მოდის მის
ყველაზე მომგებიანად გამოყენებისთვის. როგორც წლები გადის, ის მრავლდება გასაოცარ რეჟიმში.“

ოქროს მესამე კანონი


ოქროს მიისწრაფვის დამცველ ფრთხილ მეპატრონისკენ, რომელიც აბანდებს მათ დაბანდებაში
გამოცდილი ადამიანების სიბრძნის გათვალისწინებით.
“ოქრო, მართლაც, ფრთხილი პატრონისაკენ მიემართება, ისევე როგორც გაურბის უდარდელ პატრონს.
ადამიანი, რომელიც ეძებს რჩევებს ფულის საქმეებში განსწავლული კაცებისგან, მალე სწავლობს, რომ საფრთხე
არ შეუქმნას მის საგანძურს, არამედ შეინარჩუნოს უსაფრთხოდ და დატკბეს მისი თანმიმდევრული ზრდით.“

ოქროს მეოთხე კანონი


ოქრო უქრება იმ ადამიანს, რომელიც მას აბანდებს ისეთ ბიზნესში ან მიზნებში, რომლებსაც იგი არ
იცნობს ან რომლებიც არ არის აღიარებული ამ საქმეში გამოცდილების მიერ.
ადამიანი, რომელიც ფლობს ოქროს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის გამოცდილი მისი მართვაში, მისი
გამოყენების მრავალი გზა ეჩვენება მეტად მომგებიანად. ძალიან ხშირად ისინი გაჟღენთილია დაკარგვის
საფრთხით, და თუ სწორად გაანალიზებენ ბრძენი ადამიანები, ნახავენ მოგების მცირე
შესაძლებლობას. მაშასადამე, ოქროს გამოუცდელი მფლობელი, რომელიც საკუთარ განსჯას ენდობა და
აბანდებს იმ ბიზნესში ან მიზნებში, რომელთაც იგი არ იცნობს, ხშირად აღმოაჩენს რომ მისი აზრები და გეგმები
არასრულყოფილი იყო და იხდის თავის საგანძურს თავისი გამოუცდელობისთვის. ნადმვილი ბრძენი არის ის,
ვინც საკუთარ საგანძურს აბანდებს ამ საქმეში გამოცდილი ბრძენი ადამიანების რჩევების გათვალისწინებით.“

ოქროს მეხუთე კანონი


ოქრო გარბის იმ ადამიანისგან, ვინც აიძულებს მას მიიღოს შეუძლებელი მოგება, ან ვინც მიჰყვება ეშმაკი
ხალხის მომთაფლავ რჩევებს ან ვინც ენდობა საკუთარ გამოუცდელობას და რომანტიკულ სურვილებს
ინვესტიციაში.
“ფანტასტიკური წინადადებები, რომლებიც თავგადასავლების ზღაპრებივით აღფრთოვანებენ,
ყოველთვის მოდიან ოქროს ახალ მფლობელთან. როგორც ყოველთვის, ისინი მის საგანძურს ჯადოსნურ
ძალებს ანიჭებენ, რაც საშუალებას მისცემს მას შეუძლებელი შემოსავალი მიიღოს. დააკვირდით ბრძენ
ადამიანებს, რადგან მათ ჭეშმარიტად იციან რისკი, რომელიც დიდი სიმდიდრის მიღწევის გეგმას ემუქრება.“

34
“არ დაივიწყოთ ნინევეს მდიდარი ადამიანები, რომლებიც არ დაუშვებდნენ შემოსავლის დაკარგვის
შანსსაც კი ან დააკავშირებდნენ საგანძურს წამგებიან ინვესტიციებთან. ეს ამთავრებს ჩემს მონათხობს ოქროს
ხუთი კანონის შესახებ. მე საკუთარი წარმატების საიდუმლოებები გითხარით.“
“თუმცა, ეს არ არის საიდუმლოებები, არამედ ჭეშმარიტება, რომელიც ჯერ კაცმა უნდა ისწავლოს,
შემდეგ კი - გაყვეს, ვისაც სურს დატოვოს ისთი დონე, როგორიც გარეული ძაღლებს აქვთ, ყოველდღე უნდა
ინერვიულოთ საჭმელზე. ხვალ, ჩვენ ბაბილონში შევალთ. აჰა! იხილეთ ცეცხლი, რომელიც მარადიულად იწვის
ბელის ტაძარში! ჩვენ ვართ უკვე ოქროს ქალაქის თვალთახედვაში.“
„ხვალ, თითოეულ თქვენგანს უნდა ჰქონდეს ოქრო, ოქრო, რომელიც ასე მოიპოვეთ თქვენი ერთგული
მომსახურებით.“
“ამ ღამიდან ათი წლის შემდეგ, რას იტყვით ამ ოქროზე?“
“თუ თქვენს შორის იქნება ისეთი მამაკაცი, ვინც ნომასირის მსგავსად გამოიყენებს მათი ოქროს ნაწილს
სამკვიდროს შესაქმნელად და შესაბამისად გონივრულად იხელმძღვანელებენ არკადის სიბრძნით, დღეიდან
ათი წლის შემდეგ, იქნებიან უსაფრთხო ფსონნი, როგორც არკადის ვაჟი, ისინი მდიდარი და პატივცემულები
იქნებიან მამაკაცთა შორის.“
“ჩვენი გონივრული მოქმედებები ცხოვრების განმავლობაში დაგვყვება, რომ გვასიამოვნოს და
დაგვეხმაროს. ისევე, როგორც უგუნურ ქმედებებს მოაქვს ჩვენთან ჭირი და გვტანჯავს. მათი დავიწყება არ
შეიძლება. ტანჯვების წინა რიგში არის მოგონებები, რაც უნდა გაგვეკეთებინა და რა შესაძლებლობები გვქონდა
და ჩვენ არ გავაკეთეთ, არ გამოვიყენეთ.“
“მდიდარია ბაბილონის საგანძურები, ისეთი მდიდარი რომ, ვერავინ შეძლებს მათი ღირებულების
დათვლას ოქროს ნაჭრებით.ყოველ წელიწადში, ისინი უფრო მდიდრდებიან და ფასეულდებიან. ყოველი
ქვეყნის საგანძურის მსგავსად, ისინიც ჯილდოა, მდიდარი ჯილდო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც
მიზანდასახულად გადაწყვეტენ დაისაკუთრონ თავიანთი სამართლიანი წილი.“
“საკუთარი სურვილების სიძლიერეში ჯადოსნური ძალაა. უხელმძღვანელე ამ ძალას ოქროს ხუთი
კანონის ცოდნით და შენ გაზიარებ ბაბილონის საგანძურს.“

35
ბაბილონის ოქროს მევახშე
ორმოცდაათი ოქრო! აქამდე არასდროს ჰქონია როდანს, ძველი ბაბილონის შუბის მთლელს, ამდენი
ოქრო თავის ტყავის საფულეში. ბედნიეროდ დაეშვა მეფის გზატკეცილზე მისი ყველაზე კეთილი
უდიდებულესობის სასახლიდან გამოსული. მხიარულად ჩხარუნობდა ოქრო საფულეში მის ქამარზე ყოველი
ნაბიჯიის გადაგმისას - ყველაზე ტკბილი მუსიკა, რომელიც მას ოდესმე გაუგია.
ორმოცდაათი ოქრო! მთლიანად მისი! ის ძლივს აცნობიერებდა თავისი იღბალს. რა ძალაა ამ ჩხრიალა
დისკებში! მათ შეუძლიათ შეუძინონ ყველაფერი, რაც მას სურს, დიდი სახლი, მიწა, პირუტყვი, აქლემები,
ცხენები, ეტლები, ყველაფერი რასაც მოისურვებს.
რა სარგებელი უნდა მოუნახოს მათ? ამ საღამოს, როდესაც მან იმ ქუჩისკენ გადაუხვია, სადაც მისი და
ცხოვრობდა, მას ვერაფერზე შეეძლო ფიქრი, გარდა იმ ბრწყინვალე, მძიმე ოქროს მონეტებისა რომელიც მისი
იყო მთლიანად.
რამდენიმე დღის შემდეგ, საღამოს, შეწუხებული როდანი შემოვიდა მაზონის მაღაზიაში, ოქროს მევახშე
და სამკაულებისა და იშვიათი ქსოვილების დილერი. არც მარჯვნივ და არც მარცხნივ გაუხედავს ფერად
ნივთებზე, რომლებიც სპეციალურად იყო გამოფენილი, იგი პირდაპირ გავიდა უკანა საცხოვრებელ ნაწილში. აქ
მან ნახა თავაზიანი მაზონი სიცილით ხალიჩაზე მჯდომი, როცა შავი მონა სუფრას უშლიდა.
“მე მინდა მივიღო რჩევა შენგან, რადგან არ ვიცი რა უნდა გავაკეთო.” როდანი მკაცრად იდგა, ფეხები
დაშორებული, ბანჯგვლიანი მკერდი უჩანდა გახსნილი ტყავის ქურთუკიდან.
მაზონის ვიწრო, დამშვიდებულმა სახემ მეგობრული მისალმებით გაიღიმა. ”რა დაბნეულობა გეწვიათ
თქვენ ისეთი, რომ უნდა მოხვედით ოქროს მევახშესთან? სათამაშო მაგიდებზე არ გაგიმართლათ? ან იქნებ
მოულოდნელობა დაგატყდა თავს? მრავალი წლის განმავლობაში გიცნობდი, მაგრამ არასდროს გითხოვია ჩემი
დახმარება შენს უბედურებაში.“
“არა, არა. არ არის ასე. მე არ ვეძებ ოქროს. ამის ნაცვლად მე ვეძებ შენს ბრძნულ რჩევას.”
“ისმინეთ! ისმინეთ! რას ამბობს ეს კაცი. არავინ მიდის რჩევებისთის ოქროს მევახშესთან. ჩემი ყურები
მატყუებენ ალბათ.“
“ისინი ჭეშმარიტებას უსმენენ.”
“შეიძლება ასე იყოს? როდან, შუბის მთლელო, უფრო მეტ ეშმაკობას იჩენ ვიდრე ყველა სხვა რადგან
მოხვედი მაზონთან, არა ოქროსთვის, არამედ რჩევებისთვის. ბევრი ადამიანი მოდის ჩემთან ოქროსთვის, რომ
გადაიხადონ თავიანთი სისულელეებისთვის, რაც შეეხება რჩევებს, მათ ეს არ სურთ. ვის შეუძლია უფრო კარგი
რჩევა გასცეს, ვიდრე მევახშეს რომელთანაც ბევრი ადამიანი მოდის გასაჭრში?“
“ჩემთან ერთად ჭამე, როდან,” განაგრძო მან. „საღამოს ჩემი სტუმარი იქნები. ანდოლ,“ მან უბრძანა შავ
მონას, “გამოიტანე დასაჯდომი ჩემი მეგობარი, როდანისთვის, შუბის მთლელისთვის, რომელიც მოსულია
რჩევისთვის. ის ჩემი საპატიო სტუმარი უნდა იყოს. მოუტანს მას ბევრი საკვები და მიართვით ყველაზე დიდი
თასი. შეარჩიეთ საუკეთესო ღვინო, რომ დაკმაყოფილდეს სასმელით.“
“ახლა, მითხარი, რა გაწუხებს.”
“ეს არის მეფის საჩუქარი.”
“მეფეს საჩუქარი? მეფემ საჩუქარი გიბოძა და ეს უბედურებას გიქმნის? რა სახის საჩუქარი?”
“რადგან ის ძალიან კმაყოფილი იყო შუბის წვერის ახალი დიზაინით, რომელიც მე მას წარვუდგინე
სამეფო მცველთა შუბებისთვის, მან დამაჯილდოვა ორმოცდაათი ოქროთი და ახლა მე ძალიან შეწუხებული
ვარ.“
“მე ყოველ საათში მავედრებენ მზეს, რომელიც ცაზე მოგზაურობდა ჩემთან ერთად, ისინი ვინც მის
სხივებს იზიარებდა ჩემთან ერთად.“
“ეს ბუნებრივია. უფრო მეტ ადამიანს სურს ოქრო ვიდრე აქვს და ისურვებს ვინც ჩაუვლის იმან ადვილად
გაუყოს. მაგრამ არ შეგიძლია უთხრა“არა”? ნუთუ შენი ნებისყოფა არ არის ისეთივე ძლიერი, როგორიც შენი
მუშტი?“
“ბევრს შემიძლია ვუთხრა უარი, მაგრამ ზოგჯერ უფრო ადვილი იქნება ვთქვა დიახ. შეიძლება ვინმემ
უარი უთხრას საკუთარ დას გაზიარებაზე, ვის მიმართაც ღრმად არის დავალებული?“
“რა თქმა უნდა, შენი და არ მოისურვებს შენს ჯილდოს მოგაშოროს შეგიმციროს მისით დატკბობის
საშუალეება.”
“მაგრამ ეს მისი ქმრის, არამანის გულისთვის არის, ვინც სურს აქციოს მდიდარ ვაჭრად. იგი გრძნობს,
რომ მას არასდროს ჰქონია შანსი და ის მევედრება, რომ მის ქმარს ვასესხო ეს ოქრო, რომ გახდეს წარმატებული
ვაჭარი და დამიბრუნებს მისი მოგებიდან.“
“ჩემო მეგობარო,” განაახლა მაზონმა, “ეს ღირსეული თემაა, რომლის განხილვისთვისაც მოხვედი.
ოქროს მოაქვს მისი მფლობელისთვის პასუხისმგებლობა და შეცვლილი პოზიცია თავის თანამემამულეებთან
მიმართებაში. ეს შიშს იწვევს რომ დაკარგავს მას ან მისგან მოატყუებით წაიღებენ. ეს ქმნის ძალისა და სიკეთის

36
კეთების უნარის შეგრძნებას. ანალოგიურად, ეს ქმნის შესაძლებლობებს, რომლებსაც მისმა კარგმა ზრახვებმა
შესაძლოა საფრთხე შეუქმნას.“
“ოდესმე მოგისმენია ნინევეს ფერმერის შესახებ, რომელსაც შეეძლო ცხოველების ენის გაგება? არა
მგონია, რადგან ეს არაა ისეთი ამბავი, რასაც ადამიანები ყვებიან ბრინჯაოს ჩამომსხმელის სამჭედლოსთან. მე
გეტყვი რადგან უნდა იცოდე, რომ სესხის აღება და გაცემა უფრო მეტია, ვიდრე ოქროს ხელიდან ხელში
გადაცემა.“
“ამ ფერმერმა, რომელსაც შეეძლო გაეგო რას ეუბნებოდნენ ცხოველები ერთმანეთს, გამოიყო ფერმაში
გრძელი ეზო მხოლოდ იმისთვის, რომ ყოველ საღამოს მათი სიტყვების მოსასმენად გამოსულიყო. ერთ საღამოს
მან გაიგონა, რომ ხარი შეშფოთებული ეუბნებოდა ვირს მისი წილი შრომის სირთულეზე: “მე ვშრომობ,
ვეზიდები გუთანს დილიდან დაღამებამდე. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცხელი დღეა ან რამდენად
დაღლილი მაქვს ფეხები, ან როგორ მტკენს კისერზე დადებული უღელი, მე მაინც უნდა ვიმუშაო. მაგრამ თქვენ
ხართ დასვენებული არსება. თქვენ გახვეული ხართ ფერად საბანში და არაფერს აკეთებთ, უბრალოდ
დაატარებთ ჩვენს ბატონს სადაც სურს წასვლა. როდესაც ის არსად მიდის ისვენებთ და ჭამთ მწვანე ბალახს
მთელი დღის განმავლობაში.‘“
“ახლა ვირი, მიუხედავად მისი მანკიერი სიმაღლისა, კეთილი მეგობარი იყო და თანაუგრძნობდა ხარს.
‘ჩემო კარგო მეგობარო,’ უპასუხა მან, ‘ძალიან ბევრს მუშაობთ და მე დაგეხმარებით თქვენი შრომის წილის
შემსუბუქებაში. მე გეტყვით როგორ შეიძლება დასვენების დღე მოიპოვოთ. დილით, როდესაც მონა მოვა
გუთანში შესაბმელად და მინდორში წასაყვანად, დაწექი მიწაზე და დაიხარე, რომ მან თქვას, რომ ავად ხართ
და ვერ იმუშავებთ.“
“ასე ხარმა მიიღო რჩევა ვირისგან და მეორე დილით მონა დაუბრუნდა ფერმერს და უთხრა მას რომ ხარი
ავად იყო და გუთანს ვერ გაიყვანდნენ.“
„’მაშინ,’ თქვა ფერმერმა, ‘შეაბით გუთანში ვირი, რადგან ხვნა უნდა გაგრძელდეს.’“
“მთელი ის დღე, ვირი, რომელსაც მხოლოდ მეგობრის დასახმარებლად ქონდა განზრახული,
იძულებული გახდა, შეესრულებინა ხარის ამოცანა. როცა ღამე მოვიდა და ის გუთანიდან გაათავისუფლეს,
გული მწარედ უცემდა და ფეხები ჰქონდა დაღლილი და კისერი ჰქონდა დასერილი, სადაც უღელი ედებოდა.“
“ფერმერი მოსასმენად ბეღელში ჩუმად შეიპარა.“
„პირველმა ხარმა დაიწყო. ‘შენ ჩემი კარგი მეგობარი ხარ. შენი ბრძენი რჩევის გამო დღეს დასვენებისგან
სიამოვნება მივიღე.’“
„’და მე,’ გააწყვეტინა ვირმა, ‘ისევე ვარ, როგორც მრავალი გულუბრყვილო, რომელიც მეგობრის
დახმარებით იწყებს და მისი საქმის კეთებით ამთავრებს. ამის შემდეგ თქვენ გაგრძელეთ ხვნა გუთნით, რადგან
მე მოვისმინე ბატონისგან რომ მოეყვანა ყასაბი თუ ისევ ავად იქნებოდით. კარგსაც იზავდა, რადგან შენ ხარ
ზარმაცი მეგობარი.’ ამის შემდეგ ისინი აღარ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და დასრულდა მათი
მეგობრობა. შეგიძლია თქვა ამ ამბის მორალი, როდან?“
„’კარგი ამბავია,’ უპასუხა როდანმა, ‘მაგრამ მე ვერ ვხედავ მორალს.’“
“არც მიფიქრია, რომ იპოვიდი. მაგრამ ის აქაა და თანაც მარტივია. უბრალოდ ეს: თუ შენი მეგობრის
დახმარება გსურს, ისე გააკეთე, რომ მისი ტვირთი შენი სათრევი არ გახდეს.“
“მე არ ვფიქრობდი ამაზე. ეს არის გონიერი მორალი. მე არ მსურს ჩემი დის ქმრის ტვირთის აღება. მაგრამ
მითხარი. ბევრზე გასცემ სესხს, არ აბრუნებენ თანხას?“
მაზონმა გაიღიმა, იმ ადამიანის ღიმილით ვისი სულიც მდიდარია დიდი გამოცდილებით. ”შეიძლება
სესხი კარგად იყოს გაკეთებული თუ მსესხებელი ვერ დაფარავს? არ უნდა იყოს მევახშე ბრძენი და
ყურადღებით განსაჯოს, შეუძლია თუ არა მის ოქროს შეასრულოს მსესხებლისთვის სასარგებლო საქმე და
კიდევ ერთხელ დაუბრუნდეს მას; ან იქნება გაფლანგული მსესხებლისმიერ და არ იქნება გამოყენებული
გონივრულად და დატოვებს მას თავისი საგანძურის გარეშე, და დატოვოს მსესხებელი თავის ვალში რომელსაც
ვერ დაფარავს? მე გაჩვენებ შენ ნიშნებს ჩემი ნიშნების ყუთიდან და დაე მათ გიამბონ თავიანთი ამბები.“
ოთახში შემოიტანა მისი ხელის სიგრძის სკივრი, დაფარული წითელი ღორის ტყავით და მოკაზმული
ბრინჯაოს ნაკეთობებით. მან იატაკზე დადო და მის წინ მოკალათდა, ორივე ხელი სახურავზე დაადო.
“თითოეულზე ადამიანზე, ვისთვისაც სესხი მიმიცია, ვაკეთბ ზუსტად ასეთ ნიშანს, რომ იდოს ჩემს
სკივრში და დარჩეს მანამდე, სანამ სესხი არ დაიფარება. როდესაც ისინი ფარავენ, მე უკან ვუბრუნებ, მაგრამ
თუ ისინი არასოდეს დაფარავენ, ეს ყოველთვის გამახსენებს იმათ ვინც არ იყო ჩემი ნდობის ერთგული.“
“ყველაზე უსაფრთხო სესხები, რასაც ჩემი ნიშნების ყუთი მეუბნება, არის მათი, ვისი საკუთრება უფრო
მეტი ღირებულებისაა ვიდრე ის, რაც მათ სურთ. მათ საკუთრებაში აქვთ მიწები, ან სამკაულები, ან აქლემები,
ან სხვა საგნები, რომელთა გაყიდვაც შესაძლებელია სესხის დასაფარად. ჩემთვის გადმოცემული ზოგიერთი
ნიშანი უფრო მეტი ღირებულების სამკაულია, ვიდრე სესხი. სხვები დაპირებებია რომ თუ სესხი არ დაიფარება
შეთანხმებისამებრ, ისინი მომაწვდიან გარკვეულ ქონებრივ ანგარიშსწორებას. ასეთ სესხებზე, მე

37
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ოქრო დაბრუნდება გაქირავების სარგებლიანად, რადგან სესხი დაფუძნებულია
საკუთრებაზე.“
“სხვა კატეგორიაში არიან ისეთები, ვისაც შოვნის შესაძლებლობა აქვთ. ისინი ისეთბი არიან, როგორიც
შენ ხარ, ვინც მუშაობთ ან ემსახურებით და იღებთ ანაზღაურებას. მათ აქვთ შემოსავალი და თუ ისინი
პატიოსნები არიან და არ განიცდიან რამე განსაკუთრებულ უბედურებას, მე ვიცი, რომ ისინი გადამიხდიან
ოქროს რაც ვასესხე და ასევე სესხის სარგებელს, რომელზეც მე მაქვს უფლება. ასეთი სესხები ეყრდნობა
ადამიანურ ძალისხმევას.“
“სხვები არიან ისეთებიც, რომელთაც არც საკუთრება აქვთ და არც უზრუნველყოფენ
შრომისუნარიანობით. ცხოვრება რთულია და ყოველთვის იქნებიან ისეთები, ვინც ვერ შეძლებენ ამაზე
მორგებას. სესხებს მე ვუკეთბ მათ, თუმცა ის არ იქნება მინიმალურზე დიდი, ჩემმა ნიშნების ყუთმა შეიძლება
გამლანძღოს მომავალ წლებში, თუ ისინი არ იქნებიან გარანტირებული მსესხებლის კარგი მეგობრების მიერ,
ვინც მათ პატიოსნად ცნობს.“
მაზონმა მოხსნა შესაკრავი და ახადა სახურავი. როდანი გულმოდგინედ წამოიწია.
სკივრში ზეოდან იდო ბრინჯაოს საყელო, რომელიც იდო ალისფერი ქსოვილზე. მაზონმა ნაჭერი აიღო
და ფაქიზად მოუსვა ხელი მას. ”ეს სამუდამოდ დარჩება ჩემს სკივრში, რადგან მფლობელი გადავიდა დიდ
წყვდიადში. მე საგანძურად ვთლი ამას, მის ნიშან და საგანძურად ვთვლი მასზე მოგონებას; რადგან ის ჩემი
კარგი მეგობარი იყო. ჩვენ წარმატებით ვვაჭრობდით ერთად, სანამ აღმოსავლეთიდან დაბრუნებისას მან ქალი
არ მოიყვანა ცოლად, მშვენიერი, მაგრამ არა ისეთი როგორც ჩვენი ქალები. კაშკაშა არსება. მან თავისი ოქრო
დახარჯა გულუხვად მისი სურვილების დასაკმაყოფილებლად. ის ჩემთან მოვიდა, როდესაც მისი ოქრო
გაქრა. მე მას ვურჩიე. მე ვუთხარი, რომ დავეხმარებოდი, რომ კიდევ ერთხელ დაუფლებოდა საკუთარ
საქმეებს. მან დიდი ხარის ნიშნით დაიფიცა რომ იზავდა. მაგრამ ამას ახდენა არ ეწერა. ჩხუბის დროს ცოლმა
გულში დაარტყა დანა, მან გამოიწვია რომ გაებედა.“
“და ცოლი?” კითხა როდანმა.
“დიახ, რა თქმა უნდა, ეს იყო მისი.” მან ალისფერი ქსოვილი აიღო. ”მწარე სინანულით იგი გადახტა
ევფრატში. ეს ორი სესხი არასოდეს ანაზღაურდება. სკივრი გეტყვით, როდან, რომ ადამიანები დიდი ემოციების
ქარცეცხლში არ არის უსაფრთხო რისკი ოქროს მევახშეებისთვის.“
“აქ! ახლა ეს განსხვავებულია.” მან მიაღწია ხარის ძვლის მოჩუქურთმებულ ბეჭედს. ”ეს ეკუთვნის
ფერმერს. მისი ქალების ხალიჩებს ვყიდულობ. კალიები მოვიდნენ და საჭმელი არ ჰქონდათ. მე მას დავეხმარე
და როცა ახალი მოსავალი მოვიდა, მან გადამიხადა. მოგვიანებით იგი კვლავ მოვიდა და მითხრა შორეულ
ქვეყანაში მოგზაურის მიერ აღწერილ უცნაურ თხების შესახებ. გრძელი თმა ჰქონდათ ლამაზი და რბილი,
რომლითაც ხალიჩებს ისე გაალამაზებდნენ როგორც არასოდეს არავის უნახავს ბაბილონში. მას უნდოდა ჯოგი,
მაგრამ ფული არ ჰქონდა. ასე რომ, მე ვასესხე მას ოქრო რომ წასულიყო და თხებით დაბრუნებულიყო. ახლა მან
დაიწყო ნახირის მოშენება და შემდეგ წელს მე გავაკვირვებ ბაბილონის ბატონებს ყველაზე ძვირადღირებული
ხალიჩებით და მათი ყიდვა იქნება მათი წარმატება. მალე მისი ბეჭედი უნდა დავბრუნო. ის დაჟინებით
მოითხოვს დაუყოვნებლივ დაფარვას.“
“ზოგი მსესხებლები ამას აკეთებენ?” ჰკითხა როდანმა.
“თუ ისინი ისესხებენ მიზნებისთვის, რომლებიც ფულს უბრუნებს მათ, მე ვხედავ რომ ასეა. მაგრამ თუ
ისესხებენ მათი გაუთვითცნობიერებლობის გამო, მე გაფრთხილებთ, რომ ფრთხილად იყოთ, თუ გსურთ
ოდესმე დაიბრუნოთ თქვენი ოქროსთქვენს ხელში ისევ.“
“ამაზე მომიყევი”, ჰკითხა როდანმა და აიღო ოქროს ძვირფასი სამაჯური სამკაულებითა იშვიათი
ფორმებით.
“ქალებიც მიმართავენ შენს კარგ მეგობარს”, განუცხადა მაზონმა.
“მე კვლავ შენზე ბევრად ახალგაზრდა ვარ”, უპასუხა როდანმა.
“მე დარწმუნებული ვარ, მაგრამ ამჯერად თქვენ ეჭვობთ რომანსს, იქ სადაც არ არის. ამის პატრონი
ცხიმიანი და ნაოჭებიანია და ისე ბევრს ლაპარაკობს და ისე ცოტას ამბობს, რომ ჭკუიდან შემშლის. ერთ დროს
მათ ბევრი ფული ჰქონდათ და კარგი მომხმარებლები იყვნენ, მაგრამ მათზე ცუდი დრო მოვიდა. მას ჰყავს ვაჟი,
ვინც უნდოდათ ექციათ ვაჭრად. ასე რომ, ის ჩემთან მოვიდა და ისესხა ოქრო, რომ ის ქარავნის მფლობელის
პარტნიორი გამხდარიყო, ვინც თავის აქლემებთან ერთად მოგზაურობს ყიდის ერთ ქალაქში იმას, რასაც
სხვაგან ყიდულობს.“
“ეს კაცი – გაფხეკილი ღარიბი ბიჭი შორეულ ქალაქიდან გამოქცეული, ფულისა და მეგობრების გარეშე,
აშენდა სანამ სხვა ახალგაზრდებს ეძინათ. ალბათ, როდესაც ეს ახალგაზრდა დაკაცდება, ის გადამიხდის
ვალს; მანამდე ვიღებ სესხის ქირასაც ვერ ვიღბ – მხოლოდ ბევრს ლაპარაკობს. მაგრამ ვაღიარებ
ძვირფასეულობას სესხის ფასად ღირს.“
“ამ ქალმა გკითხა შენ რჩევა სესხის სიბრძნის შესახებ?”

38
“პირიქით. მან საკუთარი თავი წარმოადგინა როგორც ბაბილონის მდიდარი და ძლევამოსილი კაცის
დედად. თუმცა პირიქით უნდა ითქვას, რომ იგი მისი შეურაცხყოფა იყო. სამართლიანი გასაკიცხი მიზეზი
მქონდა. ვიცოდი ამ გამოუცდელი ბიჭის რისკი, მაგრამ რადგან მან უზრუნველყოფა შემომთავაზა მასზე უარი
არ შემეძლო მეთქვა.“
“ეს”, - განაგრძო მაზონმა და მიმანიშნა თოკით გადახვეულ და შეკრულ პაკეტზე, “ეკუთვნის ნებატურს,
აქლემით მოვაჭრეს. როდესაც ის იყიდის ჯოგს უფრო მეტს ვიდრე მისი სახსრები გაწვდება მას მოაქვს ეს კვანძი
და მე ვასესხებ მას მისი საჭიროებების შესაბამისად. იგი ბრძენი მოვაჭრეა. მე დარწმუნებული ვარ მისი კარგი
განსჯის შესახებ და შემიძლია ვასესხო მას თავისუფლად. ბაბილონის მრავალ სხვა ვაჭარს აქვს ჩემი ნდგობა
საპატიო საქციელის გამო. მათი ნიშნები ხშირად მოდის და მიდის ჩემს ნიშნების ყუთში. კარგი ვაჭრები
აქტივებია ჩვენი ქალაქისთვის და მოგებას მაძლევს მე, რომ დავეხმარო მათ, გააგრძელონ ვაჭრობა, რომ
ბაბილონი აყვავებული იყოს.“
მაზონმა ფირუზისფრად მოჩუქურთმებული ხოჭო ამოიღო და იატაკზე შერცხვენილად დააგდო. ”ხოჭო
ეგვიპტიდან. იმ ბიჭს, ვისაც ეს ეკუთვნის, არ აქვს ადარდებს თუ ოდესმე ჩემს ოქროს დავიბრუნებ. როდესაც მე
ვეკითხები იგი მპასუხობს, ‘როგორ შემიძლია დაგიბრუნო, როცა ცუდი ბედი მომდის? თქვენ სხვაც ბევრი
გაქვთ.‘ რა შემიძლია გავაკეთო? ნიშანი მისი მამისაა — მცირე საშუალების ღირსეული ადამიანი, ვინც აღუთქვა
თავისი მიწა და ნახირი მის შვილს სამეწარმეოდ. ახალგაზრდამ ჯერ წარმატებას მიაღწიეს და შემდეგ
ზედმეტად ბევრი სიმდიდრე მოუნდა. მისი ცოდნა არასაკმარისი იყო. მისი საწარმოები დაინგრა. ‘ახალგაზრდა
არის ამბიციური. ახალგაზრდა მოკლედ გზებს ირჩევს სიმდიდრისა და სასურველი რაღაცეებისკენ, რისკენაც
ის მიილტვის. სიმდიდრის სწრაფად მოსახვეჭად ხშირად ახალგაზრდა სესხს უჭკუოდ იღბს.“
„ახალგაზრდა, რომელსაც გამოცდილება არასდროს ჰქონია, ვერ აცნობიერებს, რომ უიმედო ვალი ღრმა
ორმოსავითაა, რომელიც შეიძლება სწრაფად ჩავარდე და სადაც შეიძლება უშედეგოდ იტანჯო მრავალი დღის
განმავლობაში. ეს ორმოა მწუხარებისა და სინანულის, სადაც მზის სიკაშკაშე გადამეტებულია და ღამე
უბედური ხდება ძილის მოუსვენარი ძილის შედეგად. მაგრამ, მე არ ვეწინააღმდეგები სესხის აღებას.
პირიქით, ვამხნევებ. მე ვურჩევ მას გონივრული მიზნისთვის. მე თვითონაც ჩემი პირველი რეალური
წარმატება, როგორც ვაჭარმა ნასესხები ოქროთი ვნახე.“
“და რა უნდა გააკეთოს მევახშემ ასეთ შემთხვევაში? ახალგაზრდა სასოწარკვეთილებაშია და ვერაფერს
აღწევს. ის იმედგაცრუებულია. ის არ ცდილობს გადახდას. გული არ მიმდის მამამისისთვის მისი მიწისა და
პირუტყვის ჩამორთმევისგან.“
“თქვენ მითხარით ბევრი, რისი მოსმენაც მე მინდოდა,” წამოიძახა როდანმა, “მაგრამ ჩემს კითხვაზე
პასუხი არ გამიგონია. ჩემი ორმოცდაათი ოქრო უნდა ვასესხო ჩემი დის ქმარს? ეს ოქროები ჩემთვის ბევრს
ნიშნავს.“
“შენი და ძვირფასი ქალია, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ. მისი ქმარი რომ მოსულიყო ჩემთან და
ეთხოვა სესხად ორმოცდაათი ცალი ოქრო, მე ვკითხავდი მას რა მიზნით გამოიყენებდა მათ.“
“თუ მიპასუხებდა, რომ მას სურდა ჩემსავით ვაჭარი გამხდარიყო, ემუშვა სამკაულებითა და მდიდარი
ავეჯეულობით, მე ვიტყოდი: ‘რა ცოდნა გაქვთ ვაჭრობაზე? იცით სად შეგიძლიათ იყიდოთ ყველაზე დაბალ
ფასად? იცით, სად შეგიძლიათ გაყიდოთ კარგი ფასით?’ შეძლებდა ეპასუხა ამ კითხვებზე ‘კი’?“
“არა, ვერ შეძლებდა,” აღიარა როდანმა. ”ის ძალიან დამეხმარა შუბების დამზადებაში და ის ცოტათი
დამეხმარა ზოგიერთ საყიდლებზე.“
“მაშინ მე ვიტყოდი, რომ მისი მიზანი არ იყო ბრძნული. ვაჭრებმა უნდა იცოდნენ მათი ვაჭრობა. მისი
ამბიციები, თუმცა ღირსეული, მაგრამ მაინც პრაქტიკული არაა და მე მას ვერ ვასესხებდი ოქროს.“
“მაგრამ, ვივარაუდოთ, რომ შეეძლო ეთქვა: ‘დიახ, მე ბევრს ვეხმარებოდი ვაჭრებს. მე ვიცი როგორ
ვიმგზავრო სმირნაში და დაბალ ფასად ვიყიდო დიასახლისებისგან ქსოვილები. მე ასევე ვიცნობ ბევრ მდიდარ
ადამიანს ბაბილონში, ვისთანაც შემიძლია გავყიდო ეს დიდი მოგებით.‘ შემდეგ მე ვეტყოდი: ‘თქვენი მიზანია
ბრძნულია და თქვენი ამბიცია ღირსეული. მოხარული ვიქნები, რომ გასესხოთ ორმოცდაათი ოქრო, თუკი
შეძლებთ მომცეთ უზრუნველყოფა, რომ ისინი დაბრუნდებიან.’ მაგრამ ის იტყოდა: ‘მე უზრუნველყოფა არ
მაქვს, გარდა იმისა, რომ მე ვარ ღირსეული ადამიანი და კარგად გადაგიხდი სესხისთვის.‘ შემდეგ ვპასუხებდი:
‘მე ძალიან ძვირად ვაფასებ ჩემს ყოველ ოქროს ნაჭერს. თუ მძარცველები მოგტაცებენ სმირნაში
მოგზაურობისას, ან მოგპარავენ ქსოვილებს, როცა უკან დაბრუნდით თქვენ არ გექონებათ საშუალება დაფაროთ
სესხი და ჩემი ოქროც გაქრება.‘“
“ხედავ როდან, ოქრო არის მევახშის საქონელი. გასესხება მარტივია. თუ გასესხებულია უჭკუოდ მისი
დაბრუნება რთულია. ბრძენ მევახშეს სურს არა შეუსრულებელი ვალდებულებების რისკი, არამედ უსაფრთხო
დაფარვის გარანტია.“
“მოერიდე,” განაგრძო მან, “დაეხმარო მათ, ვინც პრობლემებშია, მოერიდე იმათ დახმარებას, ვისაც ბედმა
მძიმე ხელი დაადო. მოერიდე იმათ დაეხმარებას, ვინც ახლა იწყებს და შეიძლემა მიაღწიონ პროგრესს და

39
გახდნენ ღირსეული მოქალაქეები. მაგრამ დახმარება უნდა დაიეცეს გონივრულად, ისე, რომ ფერმერის ვირის
მსგავსად დახმარების სურვილში საკუთარ თავზე არ ავიღოთ ის ტვირთი, რომელიც ეკუთვნის სხვას.“
“კვლავ შემოვუარე შენს კითხვას, როდან, მაგრამ ისმინე ჩემი პასუხი: შეიანხე შენი ორმოცდაათი ცალი
ოქრო. რასაც შენი შრომა შოულობს შენთვის და ის, რაც შენ ჯილდოდ მოგეცემა, შენია და ვერავინ
დაგავალდებულებს შენ მასში წილზე, თუკი ეს არ იქნება შენი სურვილი. თუ შენ გაასესხებ მეტი ოქროს
მისაღებად, მაშინ გაასესხე სიფრთხილით და ბევრ ადგილას. მე არ მომწონს უსაქმუად დადებული ოქრო,
კიდევ უფრო ნაკლებად მომწონს ზედმეტად დიდი რისკი.“
“რამდენი წლის განმავლობაში მუშაობდით შუბის მთლელად?”
“სრული სამი.”
”რამდენი გაქ შენახული მეფის საჩუქრის გარდა?”
“სამი ოქროს ნაჭერი.”
“ყოველ წელს, როდესაც შენ შრომობდი, შენს თავს უარი უთხარი კარგ ნივთებზე, რომ შეგენახა
შემოსავლებიდან ერთი ცალი ოქრო?“
“ასეა როგორც თქვენ ამბობთ.“
“ანუ, შეგეძლო ორმოცდაათი წელი შრომით ორმოცდაათი ოქრო დაგეზოგა შენი თვით უარყოფით?”
“ეს იქნებოდა მთელი ცხოვრება შრომაში.”
“გიფიქრიათ, რომ შენს დას სურს ორმოცდაათი წელი ბრინჯაოს სადნობთან შრომის ანაზღაურებიდან
გადანახული დანაზოგი საფრთხის წინაშე დააყენოს, რომ მისმა მეუღლემ შეძლოს ექსპერიმენტი ჩაატაროს
ვაჭრობაზე?“
“არა თუ მე ვისაუბრებ შენი სიტყვებით.”
“მაშინ წადი მასთან და უთხარი: ‘სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ყოველდღე, გარდა სწრაფი
დღეებისა, დილიდან ღამემდე, და მე საკუთარ თავს უარი ვუთხარი ბევრი კარგ რამეზე, რაც გულს
უნდოდა. შრომის და საკუთარი თავის დაჩაგვრით ყოველი წლის შედეგად საჩვენებლად მაქვს ერთი ნაჭერი
ოქრო. შენ ხარ ჩემი საყვარელი და და შენს მეუღლეს ვუსურვებ ჩაერთოს ბიზნესში, რომელშიც ის დიდ
წარმატებას მიაღწევს. თუ ის მე წარმიდგენს გეგმას, რომელიც ბრძნული და შესაძლებელი აღმოჩნდება ჩემი
მეგობარი, მაზონისთვის, შემდეგ სიხარულით ვასესხებ მას მთელი წლის დანაზოგს, რომ მას მიეცეს საშუალება
დაამტკიცოს, რომ მას შეუძლია წარმატების მიღწევა.’ გეუბნები ასე მოიქეცი, და თუკი მას აქვს თავისი
წარმატების მიღწევის სული მას შეუძლია დაამტკიცოს ეს. თუ ის ვერ შეძლებს, იმაზე უფრო მეტი არ ემართება
შენი, ვიდრე მას შეუძლია იმედი გქონდეს რომ ერთ დღეს დაფარავს.“
“მე ვარ ოქროს მევახშე, რადგან მე იმაზე მეტი ოქრო მაქვს, ვიდრე საკუთარი ვაჭრობაში გამოვიყენებ. მე
სურვილი მაქვს ჩემმა ჭარბმა ოქრომ სხვებისთვის იმუშაოს და ამით მოვიპოვო მეტი ოქრო. არ მსურს მივიღო
ჩემი ოქროს დაკარგვის რისკი, რადგანაც ბევრს ვშრომობდი და თავს ბევრ რამეზე ვუთხარი უარი ამის
უზრუნველსაყოფად. ამიტომ, მე არასდროს გავასესხებ იქ, სადაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ის
უსაფრთხოდაა და დაბრუნდება ჩემთან. არც ის გავასესხებ, სადაც არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი მოგება
აუცილებლად მომივა.“
“მე გითხარი შენ, როდან, ჩემი ნიშნების სკვირის რამდენიმე საიდუმლოება. მათგან შეიძლება გაიგოთ
ადამიანთა სისუსტე და მათი სურვილი აიღონ სესხი, რისი გადახდის საშუალებაც მათ არ გააჩნიათ. აქედან
შეგიძლიათ ნახოთ, თუ რამდენად ხშირად მათ იმედები რომ დიდი შემოსავალი ექნებოდათ თუ იშოვიდნენ
ოქროს დასაწყებად არაფერია გარდა ცრუ იმედებისა, რომელთა ასრულების უნარი და განსწავლულობა არ
აქვთ.“
“შენ, როდან, ახლა გაქვს ოქრო, რომელიც შენ უფრო მეტ ოქროს მოსაპოვებლად უნდა დააბანდო. შენ
შეგიძლია გახდე, როგორც მე, ოქროს მევახშე. თუ უსაფრთხოდ შეინარჩუნებთ საგანძურს, ის კარგ მოგებას
მოიტანს შენთვის და გახდება სიამოვნებისა და მოგების მდიდარი წყარო მთელი შენი დარჩენილი დღეების
განმავლობაში. მაგრამ თუ დაუშვებ მის გაქცევას შენგან, ეს იქნება მუდმივი მწუხარების და სინანულის წყარო,
სანამ შენი მეხსიერება არ გიღალატებს.“
“რა გსურს ყველაზე მეტად ამ ოქროსთვის შენს საფულეში?”
“რომ იყოს უსაფრთხოდ.”
„ბრძნულად ნათქვამია“ უპასუხა მაზონმა დამაკმაყოფილებლად. ”შენი პირველი სურვილი
უსაფრთხოებაა. ფიქრობ, რომ შენი დის ქმრთან პატიმრობაში ნამდვილად იქნებოდა დაცული შესაძლო
დაკარგვისგან?“
“სამწუხაროდ არა, რადგან ის არ არის ბრძენი ოქროს დაცვაში.”
“მაშინ ნუ მიყვებით ვალდებულების უგუნურ გრძნობებს, რომ თქვენი განძი ნებისმიერ ადამიანს
ანდოთ. თუ გსურთ დაეხმაროთ თქვენს ოჯახს ან თქვენს მეგობრებს, იპოვოთ სხვა გზები, ვიდრე გარისკოთ
თქვენი საგანძურის დაკარგვა. არ დაგავიწყდეთ, რომ ოქრო მოულოდნელი ფორმით გაძვრება იმ პირისგან,

40
ვინც მის დაცვაში არ არიან გაწაფულნი. ისევე როგორც დამყოლობაში რომ შენი საგანძური სხვებმა დაკარგონ
შენს მაგივრად.“
“უსაფრთხოების შემდეგ რა მოდის საგანძურისთვის სურვილებში?”
“რომ მან მეტი ოქრო იშოვოს.”
“კვლავ გესაუბრები სიბრძნით. ისე უნდა გაკეთდეს, რომ იშოვოთ მეტი და გაზარდოთ უფრო დიდად.
გონივრულად გასესხებული ოქრო შეიძლება თავისი შემოსავლით გაორმაგდეს კიდეც სანამ შენნაირი კაცი
დაბერდება. თუ რისკავთ მის დაკარგვას, თქვენ ასევე რისკავთ დაკარგოთ ყველა ის მოგებაც რაც შეიძლებოდა
მიგეღოთ.“
“მაშასადამე, ნუ გაურიგდებით არაპრაქტიკულ მამაკაცთა ფანტასტიკურ გეგმებს, რომლებიც თვლიან,
რომ იპოვეს გზა როგორც აიძულონ შენი ოქრო უჩვეულოდ დიდი შემოსავალი რომ მოიტანოს. ასეთი გეგმები
მეოცნებეების ქმნილებებია, რომლებიც არ არიან გამოცდილი ვაჭრობის უსაფრთხო და
ურთიერთდამოკიდებულ კანონებში. იყავით კონსერვატიული მოსალოდნელ მოგებასთან, რომ შეინახოთ და
ისიამოვნოთ საგანძურით. ურწმუნო მოგებებისთვის მისი გაქირავება არის ზარალის მოწვევა.“
“შეეცადეთ გაერთიანდეთ იმ ადამიანებსა და საწარმოებთან, რომელთა წარმატების გზაც უკვე
გაკვალულია, რომ თქვენმა საგანძურმა კარგად გამოიმუშავოს მათი გამოცდილი სარგებლობით და
უსაფრთხოდ იყოს დაცული მათი სიბრძნითა და გამოცდილებით.“
“ამრიგად, შეიძლება თავიდან აიცილოთ უბედურებები, რომლებიც ადამიანთა უმეტესობას დაჰყვება,
ვისაც ღმერთები შესაფერისად თვლიან ოქროს მისანდობად.“
როდესაც როდანი მადლობას უხდიდა მაზონს ბრძნული რჩევისთვის, ის არ უსმენდა და ამბობდა:
“მეფის საჩუქარი გასწავლის შენ უფრო დიდ სიბრძნეს. თუკი ორმოცდაათ ოქროს შეინარჩუნებ, მაშინ მართლაც
თავდაჭერილი ყოფილხარ. მრავალი გამოყენება გაცდუნებს. ბევრ რჩევას გეტყვიან. მრავალრიცხოვან
შესაძლებლობებს შემოგთავაზებენ დიდი მოგების მისაღებად. ისტორიებმა ჩემი ნიშნების ყუთიდან, უნდა
გაგაფრთხილონ, სანამ რომელიმე ოქროს ნაჭერს დატოვებინებთ თქვენს ქისას, დარწმუნდეთ, რომ თქვენ გაქვთ
უსაფრთხო გზა მის უკან დასაბრუნებლად. თუ კვლავ დაგჭირდებათ ჩემი რჩევა, მეწვიეთ. სიამოვნებით
გირჩევთ.“
“თქვენ წაიკითხავდით იმას, რაც მე მოჩუქურთმებული მაქვს ჩემი ნიშნების ყუთის სახურავის ქვეშ. ეს
ეხება თანაბრად მსესხებელსა და გამსესხებელს:“
უკეთესია ცოტა სიფრთხილე
ვიდრე დიდი სინანული

41
ბაბილონის კედლები
მოხუცი ბანზარი, გარდასული დღეების სასტიკი მეომარი, იდგა მცველად იმ გადასასვლელთან,
რომელიც მიდიოდა ზევით ბაბილონის უძველესი კედლებზე. ზემოდან, გაბედული გუშაგები იბრძოდნენ
კედლების შესანარჩუნებლად. ამ უდიდესი ქალაქის მომავალი არსებობა მათზე იყო დამოკიდებული მისი
ასობით ათასი მოქალაქით.
კედლებიდან გადმოვიდა თავდამსხმელი ლასქრის ღრიალი, მრავალი კაცის ყვირილი, ათასობით
ცხენის ჩხრიალი, დამაყრუებელი შეჯახების ხმა, რომელიც ბრინჯაოს კარიბჭეს ასკდებოდა შემოსანგრევად.
ჭიშკრის უკან მდებარე ქუჩაში იდგა შუბოსანი, იცდიდა შესასვლელის დასაცავად თუ კარიბჭე
დაეცემოდა. დავალების შესასრულებლად ისინი ცოტანი იყვნენ. ბაბილონის ძირითადი ჯარები მათ მეფესთან
ერთად შორს იყო აღმოსავლეთით ელამიტების წინააღმდეგ წასული. არანაირი შეტევა არ იყო მოსალოდნელი
ქალაქზე მათი არყოფნის დროს, ამიტომ დამცავი ძალები მცირე იყო. მოულოდნელად ჩრდილოეთიდან
დაეშვნენ ასურელთა ძლიერი ლაშქრები. ახლა კედლებს უნდა შეეკავებინათ ან ბაბილონი განწირული იყო.
ბანზარის გარშემო უამრავი მოქალაქე იყო, გაფითრებულები და შეშინებულები, ეძებდნენ სიახლეებს
ბრძოლის შესახებ. შეშინებული მზერით უყურებდნენ დაჭრილებისა და დაღუპულების ნაკადს, რომლებიც
მიჰყავდათ გადასასვლელზე.
აქ იყო შეტევის გადამწყვეტი წერტილი. სამი დღის განმავლობაში ქალაქის გარშემო მიმოქცევის შემდეგ,
მტერი მოულოდნელად თავს დაესხა თავისი დიდი ძალით ამ მონაკვეთსა და ამ კარიბჭეს.
კედლის ზემოდან დამცველები ებრძოდნენ თავდამსხმელეთა მცოცავ პლატფორმებს და დიდ კიბეებს
ისრებით, მდუღარე ზეთი და, თუ ვინმე ააღწევდა ზემოთ, შუბებითაც. დამცველების წინააღმდეგ ათასობით
მტრის მშვილდოსანი ისრების მომაკვდინებელ წვიმას ასხავდა.
მოხუც ბანზარს ახალი ამბების გამავალი გზა ჰქონდა. ის შეტაკებასთან ყველაზე ახლოს იყო და
პირველს ესმოდა განრისხებული თავდამსხმელების ყოველი ახალი შეტევა.
მოხუცი ვაჭარი, რომელიც მის მახლობლად იყო, დანაოჭებული აკნკალებული ხელებით
ეუბნებოდა. ”მითხარი! მითხარი!” ის ითხოვდა. ”ისინი ვერ შემოვლენ. ჩემი ვაჟები არიან კარგ მეფესთან. ჩემი
მოხუცი ცოლის დასაცავად არავინაა. ჩემი საქონელი, ისინი ყველაფერს მოიპარავენ. ჩემი საკვები, ისინი
არაფერს დატოვებენ. ჩვენ მოხუცები, ძალიან მოხუცები ვართ საკუთარი თავის დასაცავად – ძალიან მოხუცები
მონობისთვის. ჩვენ გვაშიმშილებენ. ჩვენ მოვკვდებით. მითხარი, რომ ისინი ვერ შემოვლენ.“
“დამშვიდდით, ტკბილო ვაჭარო,” უპასუხა მცველმა. ”ბაბილონის კედლები ძლიერია. დაბრუნდი უკან
ბაზარში და უთხარით თქვენს მეუღლეს, რომ კედლები უსაფრთხოდ დაგიცავთ თქვენ და თქვენს ყველა ნივთს,
როგორც ისინი იცავს მეფის მდიდარ საგანძურს. იყავით კედლებთან ახლოს, რადგან ისრები, კედლებს რომ
აფრინდებიან შეიძლება მოგხვდეთ.“
ქალმა პატარა ბავშვით ხელში მოხუცის ადგილი დაიკავა, როდესაც ის უკან გამოვიდა. ”სერჟანტო, რა
ამბება ზევიდან? სიმართლე მითხარი, რომ შევძლო დავამშვიდო ჩემი საწყალი ქმარი. მას ციება აქვს თავისი
საშინელი ჭრილობებისგან, მაგრამ მაინც ითხოვს თავის ჯავშანს და შუბს რომ დამიცვას მე ბავშვთან
ერთად. საშინელება იქნება, ის ამბობს, შურისმაძიებელი ლტოლვა თუკი ისინი შემოიჭებიან.“
“იყავით დიდი იმედით, დედავ ახლა და კვლავ იქნებით, ბაბილონის კედლები დაგიცავთ თქვენ და
თქვენს ჩვილს. ისინი მაღალი და ძლიერია. არ გესმით ჩვენი ღირსეული დამცველების ყვირილი, როგორ
ცლიან მდუღარე ზეთის ქვაბებს კიბეებზე ამომსვლელებზე?“
“დიახ, ეგ მესმის და ასევე ჭიშკარზე დიდი ჩაქუჩვით რახუნი მის შემოსანგრევად.”
“დაუბრუნდი შენს ქმარს. უთხარით მას კარიბჭე ძლიერია და გაუძლებს ყველაფერს. ასევე გადაეცით,
რომ კიბეებით კედლებზე მოცოცავენ მხოლოდ იმ მოლოდინში, რომ მიიღებენ შუბით განგმირვას. გზას უყურე
და შენობების უკან იყავი.“
ბანზარი გაიწია და გზა დაუთმო ძლიერად შეიარაღებულ დამატებით ჯარებს. როცა ჩხარუნა ბრინჯაოს
ფარებმა მძიმე სიარულით ჩაიხრიგინეს, პატარა გოგონამ მას სარტყელზე მოქაჩა.
“გთხოვთ, მითხარით, ჯარისკაცო, ჩვენ ხომ უსაფრთხოდ ვართ?” მან იკითხა. „მესმის საშინელი
ხმაური. ყველგან სისხლიან კაცებს ვხედავ. ისე მეშინია. რა მოელის ჩვენ ოჯახს, დედაჩემს, პატარა ძმას და
ბავშვს?“
მოღუშულმა მოხუცმა მეგობრულად ჩაუკრა თვალი და ლოყაზე უჩმიტა, როდესაც მან ბავშვი დაინახა.
“ნუ გეშინია, პატარავ,” დაარწმუნა მან იგი. ”ბაბილონის კედლები დაგიცავთ თქვენ, დედათქვენს,
თქვენს პატარა ძმას და ბავშვს. ის ასეთ შემთხვევებში თქვენნაირთა უსაფრთხოებისთვის იყო აშენებული კარგი
დედოფალი სემირამისის მიერ ასზე მეტი წლის წინათ. არასოდეს არ გატეხილან ისინი. დაბრუნდი და უთხარი
დედას, პატარა ძმას და ბავშვს, რომ ბაბილონის კედლები დაიცავენ მათ და მათ არ უნდა ეშინოდეთ.“
დღედაღამ მოხუცი ბანძარი იდგა თავის პოსტზე და უყურებდა დამატებით ძალებს როგორ ავსებდნენ
გადასასვლელ გზას, იქ რჩებოდნენ და იბრძოდნენ, სანამ დაჭრილები ან მკვდები კიდევ ერთხელ არ

42
ჩამოვიდოდნენ. მის გარშემო, უწყვეტად იკრიბებოდნენ შეშინებული მოქალაქეები, რომლებიც მოუთმენლად
ცდილობდნენ გაეგოთ გაუძლებდნენ თუ არა კედლები. ყველას პასუხობდა მოხუცი ჯარისკაცის შესანიშნავი
ღირსებით: “ბაბილონის კედლები დაგიცავთ თქვენ.“
სამი კვირისა და ხუთი დღის განმავლობაში თავდასხმები გრძელდებოდა საშინელი
ძალადობით. უფრო მძმდებოდა და ნაოჭდებოდა ბანზარის ყბა, რადგან მის უკან გასასვლელი, მრავალი
დაჭრილის სისხლით დასველებული გადაიქცა ტალახად ჯარისკაცების დაუსრულებელი ამავალი და
ჩამოთრეული ნაკადებით, რომლებიც მიდიოდნენ და იბრძოდნენ. ყოველ დღე დახოცილი თავდამსხმელებიც
გორებად ეყარნენ კედლების გარეთ. ყოველ საღამოს მათ სხეულებს მიათრევდნენ მათი მეგობრები და
კრძალავდნენ. მეოთხე კვირის მეხუთე ღამეს აურზაური შემცირდა. დილის მზის პირველმა სხივებმა,
დაბლობების გაანათებით გამოაჩინეს უკან დახეული ჯარების მტვრის დიდი ღრუბლები.
ძლიერი შეძახილები მოყვა დამცველების მხრიდან. არ იყო შეცდომა მის მნიშვნელობაში. შეძახილები
გაიმეორეს კედლების მიღმა მომლოდინე ჯარებმაც. ეს ექოსავით გაყვა მოქალაქეებს ქუჩაში. ძლიერი
ქარიშხლივით გადაუარა მთელ ქალაქს.
ხალხი სახლებიდან გამოვარდა. ქუჩები მღელვარე ბრბოთი გადაიტვირთა. კვირების განმავლობაში
დაგროვილმა შიშმა იპოვა გამოსავალი სიხარულის ველურ გამოძახილებში. ბელის ტაძრის ზედა კოშკიდან
ამოფეთქა გამარჯვების ცეცხლმა. ცაში აიჭრა ლურჯი კვამლის სვეტი რომ წაეღო შეტყობინება შორეულ
ადგილებში.
ბაბილონის კედლებმა კიდევ ერთხელ უკუაგდეს ძლიერი და ხარბი მტერი, რომელსაც გადაწყვეტილი
ქონდა მისი საგანძურების გაძარცვა და მისი მოქალაქეების განადგურება და დამონება.
ბაბილონი საუკუნეების მანძილზე ყვაოდა, რადგან იგი სრულად იყო დაცული. სხვაგვარად არც
უღირდა.
ბაბილონის კედლები შესანიშნავი მაგალითი იყო ადამიანთა დაცვის სურვილის და მოთხოვნილებისა.
ეს სურვილი თანდაყოლილია ადამიანის მოდგმაში. დღეს ისეთივე ძლიერია, როგორც ყოველთვის იყო, მაგრამ
ჩვენ შევიმუშავეთ უფრო ფართო და უკეთესი გეგმები იმავე მიზნის მისაღწევად.
დღეს, დაზღვეულნი შეუღწევადი კედლებივით, შემნახველ ანგარიშებსა და საიმედო ინვესტიციების
უკან, ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ თავი მოულოდნელი ტრაგედიებისგან, რომლებიც შეიძლება შემოვიდნენ
ნებისმიერ კარში და მოთავსდნენ ბუხრის წინ.
ჩვენ არ გვიღირს ვიყოთ
ადეკვატური დაცვის გარეშე

43
ბაბილონის აქლემის მოვაჭრე
რაც უფრო მშიერია, მით უფრო ნათელი ხდება გონება - ასევე უფრო მგრძნობიარე ხდება საკვების
სურნელზე.
ტარკადი, აზურის ვაჟი, ნამდვილად ასე ფიქრობდა. მთელი ორი დღის განმავლობაში მას არანაირი
საჭმელი არ გაუსინჯავს, მხოლოდ ორი პატარა ლეღვი, რომელიც გადმოკიდებული იყო ბაღის
კედლიდან. სხვას ვერ მიწვდა სანამ გაბრაზებული ქალი არ გამოეკიდა და ქუჩაში სდია. მისი წვრილი კივილი
ისევ ჩაესმოდა ყურებში როცა ბაზარში დადიოდა. ეს დაეხმარა მას მოუსვენარი თითების დაწყნარებაში, რომ
ქალების მიერ მაცდურად გამოტანილი ხილის კალათებიდან არ მოეპარა რამე.
მანამდე მას არც კი უფიქრია, რამდენი საკვები მოდის ბაბილონის ბაზრებში და როგორ კარგი სუნი
ქონათ. ბაზარიდან გამოსვლისას, ის გადავიდა სასტუმროსთან და დაეხეტებოდა წინ და უკან სასადილო
სახლის წინ. შესაძლოა აქ ის შეხვდეს ვინმე ნაცნობს; ვინმეს, ვისგანაც შეეძლო სესხად ერთი სპილენძის აღება,
რომლითაც მიიღებდა არასტუმართმოყვარე სასტუმროს მეპატრონისგან ღიმილს და, მასთან ერთად,
დახმარებას. სპილენძის გარეშე მან კარგად იცოდა, თუ როგორი არასასურველი სტუმარი იქნებოდა იგი.
ამ წარმოსახვების დროს ის მოულოდნელად შეეჩეხა პირისპირ იმ კაცს, რომელთან შეხვედრასაც
ყველაზე მეტად არ ისურვებდა, დაბასირი – მაღალი ძვლიანი ფიგურა, აქლემის ვაჭარი. ყველა მეგობრისა და
სხვათაგან, ვისგანაც მას ნასესხები ჰქონდა მცირე თანხები, დაბასირმა მას ყველაზე ცუდად აგრძნობინა თავი,
რადგან დროულად დაფარვის დაპირებები ვერ შეუსრულა.
დაბასირს სახე გაუბრწყინდა მის დანახვაზე. ”ჰა! ტარკადი, სწორედ ის, ვისაც ვეძებდი, რომ მან
დააბრუნოს სპილენძის ორი ის ნაჭერი, რომელიც მას ვასესხე ერთი სავსემთვარეობით ადრე; ასევე ვერცხლის
ნაჭერი, რაც მანამდე ვასესხე. კარგად შევხვდით. დღეს შემიძლია ძალიან კარგად გამოვიყენო მონეტები. რას
იტყვით ბიჭო? რას იტყვით?“
ტარკადის ენა ჩაუვარდა და სახე აემღვრა. ცარიელ მუცელში არ ქონდა იმის ენერგია, რომ კამათში
დაუმარცხებელ დაბასირთან ეკამათა. ”მაპატიე, ძალიან ვწუხვარ,” სუსტად ჩაილუღლუღა მან, „მაგრამ ამ დღეს
არ მაქვს არც სპილენძი და არც ვერცხლი, რომ გადაგიხადო.“ “მაშინ იშოვე იგი,“ სთხოვდა
დაბასირი.”ნამდვილად არ შეგიძლიათ მოიპოვოთ რამდენიმე სპილენძი და ვერცხლის ნაჭერი, რათა დაფაროთ
თქვენი მამის ძველი მეგობრის გულუხვობა, ვინც დაგეხმარათ გასაჭირში?“
“სამწუხაროდ ცუდი ბედი დამდევს, რის გამოც მე ვერ დავიხდი.“
“ცუდი იღბალი! ღმერთებს ადანაშაულებ შენივე სისუსტეში.ცუდი იღბალი ეწვევა ყველა ადამიანს ვინც
სესხის აღებაზე უფრო ფიქრობს, ვიდრე მის დაფარვაზე. მოდი ჩემთან, ბიჭო, სანამ მე შევჭამ. მშიერი ვარ და მე
მოგიყვები ამბავს.“
ტარკადი გაოცდა დაბასირის სისასტიკით, მაგრამ აქ მინიმუმ იყო შესვლაზე მიწვევა სასადილო სახლის
ნანატრ კარში.
დაბასირმა იგი ოთახის შორეულ კუთხეში მიიყვანა, სადაც პატარა ხალიჩებზე დასხდნენ.
როდესაც კაუსკორი, მეპატრონე, გაღიმებული გამოჩნდა, დაბასირმა მისთვის ჩვეული თავისუფლებით
მიმართა, “უდაბნოს ცხიმიანო ხვლიკო, მომიტანე თხის ბარკალი, ყავისფერი წვენით, და პური და ყველა
ბოსტნეული რადგან მე მშიერი ვარ და ბევრი საჭმელი მინდა. არ დაგავიწყდეს ჩემი მეგობარი. მოუტანეთ მას
ერთი დოქი წყალი. გააციეთ, რადგან ცხელი დღეა.“
ტარკადის გული ჩაიძირა. ის უნდა იჯდეს აქ და სვას წყალი, სანამ უყურებს ამ კაცს როგორ შეექცევა
თხის მთელ ბარკალს? მან არაფერი თქვა. ვერაფერი მოიფიქრა, რომ ეთქვა.
დაბასირმა არ იცოდა ისეთი რამ, როგორიც დუმილი იყო. ღიმილით და კეთილგანწყობით უქნევდა
ხელს სხვა კლიენტებს, რომლებიდანაც ყველა იცნობდა მას.
“მე მოვისმინე მოგზაურისგან, რომელიც ახლახან ურფადან დაბრუნდა ერთი მდიდარი ადამიანის
შესახებ, რომელსაც ქვა აქვს გაჭრილი ისე თხლად, რომ მასში გახედვაც შეიძლება. მან დააყენა ის ფანჯარაზე
წვიმისგან თავის ასარიდებლად. ის არის ყვითელი, ასე ახსენა მოგზაურმა და მას მისცეს უფლება მასში გაეხედა
და გარე სამყარო უცნაურად გამოიყურებოდა, არა ისეთი, როგორიც სინამდვილეში არის. რას იტყვით ამის
შესახებ, ტარკად? ფიქრობთ რომ მთელ მსოფლიო შეიძლება კაცს განსხვავებულ ფრად მოეჩვენოს?“
“მე ვბედავ, რომ ვთქვა,” უპასუხა ახალგაზრდამ, რომელიც გაცილებით უფრო მეტად დაინტერესებული
იყო მანამდე დაბასირის წინ დადებული თხის ცხიმიანი ბარკლით.
“კარგი, მე ვიცი, რომ ეს მართალია, რადგან მე თვითონაც მინახავს სამყარო განსხვავებულ ფერში და
ამბავი, რომლის შესახებაც მე უნდა მოგიყვე, მოგვითხრობს, თუ როგორ დავინახე ის კვლავ ჩვეულ ფერებში.“
“დაბასირი მოყვება ამბავს,” გადაჩურჩულეს მეზობელ სუფრაზე მეზობელმა და მოათრიეს მათი ხალიჩა
ახლოს. სხვა სუფრიდან საჭმელიც წამოიყოლეს და ნახევრ წრეში განთავსდნენ. ისინი ხმაურით თელავდნენ
ტარკადს და ხორციანი ძვლებით ევლებოდნენ. მარტო ტარკადი იყო საჭმლის გარეშე. დაბასირს არ
შეუთავაზებია არაფერი, არც ის პურის პატარა კუთხე, რომელიც მოტეხეს და სურიდან იატაკზე გადავარდა.

44
“ამბავი, რომლის შესახებაც მე მოვყვები”, დაიწყო დაბასირმა და შეჩერდა, რომ თხის ბარკლიდან დიდი
ლუკმა მოეჭამა, “ეხება ჩემს ადრეულ ცხოვრებას და იმას, თუ როგორ გავხდი აქლემის მოვაჭრე. იცოდით
ვინმემ, რომ მე ოდესღაც ვიყავი მონა სირიაში?“
მოულოდნელობის სიჩუმემ გადაურბინა აუდიტორიას, რომელსაც დაბასირი კმაყოფილებით ისმენდა.
“როდესაც მე ვიყავი ახალგაზრდა,” განაგრძო დაბასირმა თხის ბარკალზე კიდევ ერთი შეტევის შემდეგ,
“მე მამაჩემისგან, უნაგირის ოსტატისგან, ვაჭრობა ვისწავლე. მასთან ერთად ვმუშაობდი მის მაღაზიაში და
მოვიყვანე ცოლი.“
როგორც ახალგაზრდა და არც ისე დახელოვნებული, მე ცოტას შოვნა შემეძლო, საკმარისი მხოლოდ ჩემი
შესანიშნავი ცოლის მოკრძალებული გზებით უზრუნველსაყოფად. მე მწყუროდა ის სიკეთეები, რისი შოვნაც
არ შემეძლო. მალე აღმოვაჩინე, რომ მაღაზიის მეპატრონეები მენდობოდნენ, რომ მოგვიანებით გადავიხდიდი.“
„ვერ ვიხდიდი თავის დროზე. ახალგაზრდამ და გამოუცდელმა არ ვიცოდი, რომ ის ვინც იმაზე მეტს
ხარჯავს, ვიდრე შოულობს ის თესავს არასაჭირო თვითდარწმუნების ქარებს, რომლიდანაც იგი
დანამდვილებით მოიმკის უბედურებისა და დამცირების ქარბორბალას. ასე რომ, მე ჩემი ახირებით გავეხვიე
კარგ სამოსში და ვიყიდე ფუფუნების ნივთები ჩემი კარგი მეუღლისთვის და ჩვენი სახლისთვის, ჩვენი
შესაძლებლობების მიღმა. მე ვიხდიდი როგორც შემეძლო და ცოტა ხნით ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ
დროთა განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ მე აღარ შემეძლო გამომეყენებინა ჩემი შემოსავლები, როგორც
ცხოვრებაზე, ისე ვალის გადასახდელად. კრედიტორებმა დამიწყეს დევნა, რომ გადამეხადა ჩემი
ექსტრავაგანტული შესყიდვებისთვის და ჩემი ცხოვრება საშინელი გახდა. მე ვისესხე ჩემი მეგობრებისგან,
მაგრამ მათაც ვერგადავუხადე. ყველაფერი ცუდიდან უარესებამდე მიდიოდა. ჩემი ცოლი დაუბრუნდა
მამამისს და მე გადავწყვიტე ბაბილონი დაეტოვებინა და მომეძებნა სხვა ქალაქი, სადაც შეიძლება ახალგაზრდა
კაცს უკეთესი შანსი ქონოდა.“
“ორი წლის განმავლობაში მოუსვენარი და წარუმატებელი ცხოვრება მქონდა ქარავანში მოვაჭრეებზე
მუშაობით. ამის შემდეგ გავერთიანდი მძარცველთა გუნდში, რომლებიც უდაბნოში დაძრწოდნენ
შეუიარაღებელი ქარავნების ძიებაში. ასეთი საქციელი უღურსი იყო მამაჩემის შვილისთვის, მაგრამ მე
ვხედავდი სამყაროს ფერადი ქვის საშუალებით და ვერ ვაცნობიერებდი რა დონეზე დავეცი.“
“ჩვენ პირველ მოგზაურობაში წარმატებებს შევხვდით, შევიბყრეთ მდიდარი ოქრო, აბრეშუმი და სხვა
ღირებული საქონელი. ეს ნაძარცვი გინირში გადავიტანეთ და გავფლანგეთ.“
“მეორედ ჩვენ ასე არ გაგვმართლებია. ზუსტად მას შემდეგ რაც ჩვენ შევიბყარით განძი თავს დაგვესხნენ
ადგილობრივი მთავრის შუბოსნები, რომლებსაც ქარავანის მფლობელები ფულს უხიდნენ დაცვაში. ჩვენი ორი
ლიდერი მოკლეს, დანარჩენები კი წაგვიყვანეს დამასკოსში, სადაც ჩვენ წაგვართვეს ტანსაცმელი და გაგვყიდეს
მონებად.“
“მე მიყიდა ვერცხლის ორი ნაჭრად სირიელმა უდაბნოს უფროსმა. ჩემი გაკრეჭილი თმით და მხოლოდ
ტანსაცმლის ნაფლეთით რაც მეცვა, სხვა მონებისგან არაფრით განვსხვავდებოდი. როგორც დაუფიქრებელი
ახალგაზრდობა, ვფიქრობდი ამაზე როგორც უბრალო თავგადასავალზე, სანამ ჩემმა ბატონმა არ წამიყვანა
თავისი ოთხი ცოლის წინაშე და უთხრა მათ, რომ შეეძლოთ ჩემი დასაჭურისება.“
მაშინ, მართლა გავაცნობიერე ჩემი მდგომარეობის უიმედობა. უდაბნოს ეს კაცები იყვნენ სასტიკი და
მებრძოლები. მე სრულად ვექვემდებარებოდი მათ ნებას იარაღის ან გაქცევის საშუალების გარეშე.
“შეშინებული ვიდექი, რაოცა ეს ოთხი ქალი მათვალიერებდა. მაინტერესებდა, იქნებ შემეძლო
სიბრალული გამომეწვია მათში. სირა, პირველი ცოლი, სხვებზე უფროსი იყო. მისი სახე უემოციო იყო, როცა
მიყურებდა. მე მისგან პატარა ნუგეში დამიბრუნდა. შემდეგი იყო ზიზღით სავსე ლამაზმანი, რომელიც ისე
გულგრილად მიყურებდა, თითქოს მე ვიყავი მიწის მატლი. ორი უმცროსი კისკისებდა თითქოს ეს ყველაფერი
იყო ამაღელვებელი ხუმრობა.“
“მეჩვენებოდა მთელ საუკუნედ, როცა მე ველოდები წინადადებას. თითოეულმა ქალმა სხვას გადააბარა
გადაწყვეტილება. ბოლოს სირამ ცივი ხმით წარმოთქვა.“
„’საჭურისები უამრავი გვყავს, მაგრამ აქლემის მწყესები ცოტა და ისინიც უვარგისი. დღესაც
მოვინახულებდი დედაჩემს, რომელიც ციებით დაავადდა თიმცა არ არის ისეთი მონა, რომელსაც მივანდობდი
ჩემი აქლემის წაყვანას. ჰკითხეთ ამ მონას, შეუძლია თუ არა მას აქლემის წარმართვა.’“
“ამის შემდეგ ჩემმა ბატონმა მკითხა: ’რა იცით აქლემებზე?’“
“ჩემი მონდომების დამალვის მცდელობით, ვუპასუხე, ‘მე შემიძლია მათი დაჩოქება, შემიძლია მათი
დატვირთვა, შემიძლია ვატარო ისინი გრძელ მოგზაურობაში დაღლილობის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში,
მე შემიძლია შევაკეთო მათი უნაგირიც.“
„’მონა საკმარისად კარგად საუბრობს,’ აღნიშნა ჩემმა ბატონმა. ‘თუ ასე გინდა, სირა, წაიყვანე ეს კაცი შენი
აქლემის მწყემსად.‘“

45
“ასე რომ მე გადამცეს სირას და იმ დღეს მე წავიყვანე მისი აქლემი გრძელ მოგზაურობაში ავადმყოფ
დედასთან. მე ვისარგებლე შემთხვევით და მას მადლობას გადავუხადე მისი ჩარევისთვის და ასევე ვუთხარი,
რომ მე არ ვიყავი მონა დაბადებიდან, მაგრამ თავისუფალი კაცის ვაჟი, ბაბილონის საპატიო უნაგირის
ოსტატის. მე მოვუყევი მას ჩემი ამბის დიდი ნაწილი. მისი კომენტარები ჩემთვის დამაიმედებელი იყო და
შემდეგ ბევრს ვფიქრობდი მის ნათქვამზე.“
„’როგორ შეგიძლია საკუთარ თავს თავისუფალი კაცი დაუძახო, როცა შენმა სისუსტემ აქამდე მიგიყვანა?
თუ კაცს საკუთარ თავში აქვს მონის სული, ის არ იქცევა ამად, სულ ერთია როგორი დაიბადება, როგორც წყალი
მიილტვის თავის დონეზე? თუ ადამიანს მის შიგნით აქვს თავისუფალი ადამიანის სული, არ გახდება ის
პატივცემული და ღირსეული საკუთარ ქალაქში უიღბლო შემთხვევების მიუხედავად?’“
„ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მე ვიყავი მონა და ვცხოვრობდი მონების გვერდით, მაგრამ ვერ
გავხდი ერთ-ერთი მათგანი. ერთ დღეს სირამ მკითხა: ‘მაშინ, როდესაც სხვა მონებს შეეძლოთ ეხუმრათ და
სიამოვნება მიეღოთ ერთმანეთის საზოგადოებით, რატომ იჯექი შენს კარავში მარტო?‘“
„რაზეც მე ვუპასუხე, ‘მე ვფიქრობდი, რაც შენ მითხარი. მაინტერესებს მონის სული ხომ არ მაქვს. მე ვერ
შევუერთდები მათ, ამიტომ უნდა დავჯდე ცალკე.’“
„’მეც უნდა ცალკე დავჯდე,’ თქვა მან. ‘ჩემი მზითვები დიდი იყო და ჩემმა ბატონმა ცოლად მაგიტო
მომიყვანა. თუმცა მას მე არ ვუნდივარ. რაც ყველა ქალს სურს, ესაა იყოს სასურველი. ამის გამო და იმიტომ რომ
უნაყოფო ვარ და არც ვაჟი მყავს და არც ქალიშვილი, უნდა ვიჯდე ცალკე. კაცი რომ ვიუო, მოვკვდებოდი ვიდრე
ასეთი მონა გავხდებოდი, მაგრამ ჩვენი ტომის წესები ქალებს მონებად აქცევს.’“
„’რას ფიქრობ ჩემზე ამ დროისთვის?’ მოულოდნელად ვკითხე მას: ‘მე მაქვს კაცის სული, თუ მაქვს მონი
სული?‘“
„’გინდა ბაბილონში დაგროვილი სამართლიანი ვალების დაფარვა?’ მან შემაწყვეტინა.“
„’დიახ, მე მაქვს სურვილი, მაგრამ ვერ ვხედავ გზას’“
„’თუ შენ კმაყოფილად გაუშვებ წლებს და არაფერს იზავ გადასახდელად, მაშინ შენ მხოლოდ
საზიზღარი მონის სული გექნება. სხვაგვარად არ არის ის ადამიანი, ვინც საკუთარ თავს პატივს არ სცემს და
ვერც ერთი ადამიანი ვერ სცემს პატივს საკუთარ თავს, ვინც არ იხდის პატიოსან ვალებს.’“
„’მაგრამ რა შემიძლია გავაკეთო, მონამ სირიაში?’”
„’დარჩე მონად სირიაში, სუსტი ხარ.’”
„’მე არ ვარ სუსტი,’ მკაცრად ვუარყავი.“
„’მაშინ დაამტკიცე ეს.’”
„’როგორ?’“
„’განა შენი დიდი მეფე არ ებრძვის თავის მტრებს ყველანაირი შესაძლებლობით და ყველა ძალით? შენი
ვალები არიან შენი მტრები. მათ გამოგაქციეს ბაბილონიდან. შენ დატოვე ისინი მარტო და ისინი ძალიან
ძლიერები გახდნენ შენთვის. მათთან რომ გებრძოაა როგორც კაცს, შენ შეძლებდი მათ დაპყრობას და
გახდებოდი ერთ-ერთ პატივსაცემი კაცი ქალაქელებს შორის. მაგრამ შენ არ გაქვს სული მათთან
საბრძოლველად და აჰა შენი სიამაყე აქამდე დაეცა შენ ხარ მონა სირიაში.‘“
“ბევრი ვიფიქრე მის უხეშ ბრალდებებზე და ბევრმა დამცველმა ფრაზამ გამიელვა, რომლითაც მე
დავუმტკიცებდი ჩემ თავს რომ არ ვიყავი მონა გულით, მაგრამ მე არ მქონია მათი გამოყენების საშუალება. სამი
დღის შემდეგ სირას მოახლემ თავის ქალბატონთან წამიყვანა.“
„’დედაჩემი კვლავ ძალიან ავად არის,’ თქვა მან. ‘ჩემი მეუღლის ჯოგში ორი საუკეთესო აქლემი შეკაზმე.
გამოაბი წყლის ტიკები და ჩანთები გრძელი მოგზაურობისთვის. მოახლე მოგცემს საჭმელს სამზარეულოს
კარავში.‘ მე შევკაზმე აქლემები და ძალიან მაკვირვებდა პროდუქტების სიმრავლე, რაც მსახურმა მომცა, რადგან
დედამისის სამყოფელი ერთ დღეზე ნაკლებ სავალ გზაზე იყო. მოახლე ატარებდა უკანა აქლემს, რომელიც
მოგვყვებოდა და მე მიმყავდა ჩემი ქალბატონის აქლემი. დედამისის სახლს რომ მივაღწიეთ, სულ
ბნელოდა. სირამ მოახლე გაათავისუფლა და მითხრა:“
„’დაბასირ, შენ თავისუფალი ადამიანის სული გაქვს, თუ მონის სული?’“
„’თავისუფალი ადამიანის სული,’ მტკიცედ ვთქვი მე.“
„’ახლა შენი შანსია, რომ დაამტკიცო ეს. შენი ბატონი ღრმად არის გალოთებული და მისი მეჯოგეები
სულელურ მდგომარეობაში არიან. აიღე ეს აქლემები და გაიქეცი. ამ ჩანთაში არის შენი ბატონის სამოსელი
შენიღბვისთვის. მე ვიტყვი, რომ თქვენ აქლემი მოიპარეთ და გაიქეცით, სანამ ჩემს ავადმყოფ დედას
ვსტუმრობდი.’“
„’თქვენ დედოფლის სული გაქვთ,’ ვუთხარი მას. ‘მე ძალიან მსურს, რომ ბედნიერება გეწვიოთ.’“
„’ბედნიერება,’ მიპასუხა მან, ‘არ ელოდება გაქცეულ ცოლს, რომელიც მას შორეულ ქვეყანაში ეძებს
უცნაური ხალხში. იარეთ თქვენ გზაზე და დაე უდაბნოების ღმერთებმა დაგიფარონ, რადგან გზა შორია და
საკვები ან წყალი არასაკმარისი.‘“

46
“მე აღარ დამჭირვებია მეტი თხოვნა, გულწრფელი მადლობა გადავუხადე მას და ღამეში გავუჩინარდი.
არ ვიცნობდი ამ უცნაურ ქვეყანას და მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა იმ მიმართულებაზე, საითაც
იყო ბაბილონი, და გავეშურე მამაცად უდაბნოს მთებისაკენ. ერთ აქლემზე ვიჯექი და მეორე მიმყავდა. მთელი
ღამემივდიოდი და მთელი დღე ვიმალებოდი, რადგან ვიცოდი იმ საშინელი ბედის შესახებ, რომელიც მონებს
შეხვდათ ვინც მოიპარა მათი ბატონის ქონება და გაქცევა სცადა.“
“გვიან საღამოს მე მივადექი უხეში მიწას, ისეთივე უკაცრიელს, როგორც უდაბნო. ბასრმა კლდეებმა
დაუსერეს ჩემ ერთგულ აქლემებს ფეხები და მალე ისინი სულ უფრო ნელა და მტკივნეულად მიუყვებოდნენ
გზას. მე არც ადამიანი და არც მხეცი არ შემხვედრია და კარგად მესმოდა, თუ რატომ გაქრნენ ისინი ამ
უკაცრიელ მიწაზე.“
“ეს იყო ისეთი მოგზაურობა რასაც ცოტა ადამიანი თუ გადაურჩა რომ მოყვეს. დღიდან დღემდე
დავდიოდით. საკვები და წყალი გათავდა. მზის სიცხე უმოწყალე იყო. მეცხრე დღის ბოლოს მე ჩამოვსრიალდი
ჩემი უნაგირიდან იმ შეგრძნებით, რომ მე ძალიან სუსტი ვიყავი, რომ ოდესმე კვლავ ავსულიყავი და მე
ნამდვილად მოვკვდებოდი, დაკარგული ამ მიტოვებულ ქვეყანაში.“
“მიწაზე გავიშალე და დავიძინე და არ გამღვიძებია დღის შუქის პირველ სხივამდე.“
“მე წამოვჯექი და ვუყურებდი ჩემს თავს. დილის ჰაერში სიგრილე იყო. ჩემი აქლემები იწვნენ
გაშლილად არც ისე შორს. ჩემს გარშემო იყო გატეხილი მიწის უზარმაზარი ნარჩენები, რომელიც დაფარული
იყო კლდითა და ქვიშებით და ეკალით, წყლის არანაირი ნიშნით, არც საკვები ადამიანისთვის ან აქლემისთვის.“
“შეიძლება, რომ ამ მშვიდ სიწყნარეში შევხვდე ჩემს დასასრულს? ჩემი გონება უფრო ნათელი იყო, ვიდრე
ოდესმე ყოფილა. ჩემს სხეულს მცირე მნიშვნელობა ჰქონდა. ჩემი დახეთქილი და სისხლიანი ტუჩები, ჩემი
მშრალი და გასიებული ენა, ჩემი ცარიელი კუჭი, ყველამ დაკარგა წინა დღის უზენაესი აგონიები.“
“გადავხედე არასტუმართმოყვარე გარემოს და კიდევ ერთხელ მომივიდა შეკითხვა, ‘მაქვს მონის სული
თუ თავისუფალი ადამიანის სული?‘ შემდეგ ცხადად მივხვდი, რომ თუ მაქვს მონის სული, მე უნდა დავთმო,
დავწვე უდაბნოში და მოვკვდე, გაქცეული მონისთვის შესაფერისი დასასრული.
“მაგრამ მე რომ თავისუფალი კაცი ვყოფილიყავი, მაშინ რა? რა თქმა უნდა მთელი ძალით მივაღწევდი
ბაბილონამდე, დაუბრუნებდი ვალებს იმ ხალხს, ვინც მენდო, ბედნიერებას მოვუტანდი ჩემს მეუღლეს,
რომელსაც ნამდვილად ვუყვარდი და მივუტანდი სიმშვიდეს და კმაყოფილებას ჩემს მშობლებს.“
„’შენი ვალები შენი მტრები არიან, რომლებმაც ბაბილონიდან გამოგაქციეს,’ თქვა სირამ. დიახ ასე იყო.
რატომ უარვყავი თავი დამეცვა როგორც ნამდვილმა მამაკაცმა? რატომ დავუშვი ჩემი მეუღლის დაბრუნება
მამამისთან?“
“მაშინ უცნაური რამ მოხდა. მთელი სამყარო თითქოს სხვა ფერი იყო, თითქოს მე მას ვუყურებდი
ფერადი ქვიდან, რომელიც უცებ ამოიღეს. ბოლოს დავინახე ნამდვილი ღირებულებები ცხოვრებაში.“
“მოკვდი უდაბნოში! მე არა! ახალი ხედვით დავინახე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. პირველ რიგში მე
წავალ ბაბილონში და წატვსდგები იმ კაცთა წინაშე, ვისაც მე ვერ გადავუხადე დავალიანება. მე უნდა ვუთხრა
მათ, წლების ხეტიალის და უბედურების შემდეგ, მე დავბრუნდი, რომ გადამეხადა ჩემი დავალიანება ისე
სწრაფად, რამდენადაც ღმერთები დაუშვებდნენ. შემდეგ მე უნდა შევქმნა კერა ჩემი ცოლისთვის და გავხდე
მოქალაქე, რომლითაც მშობლები იამაყებენ.“
“ჩემი ვალები იყვნენ ჩემი მტრები, მაგრამ ის ადამიანები, რომელთაგანაც მე ვისესხე, ჩემი მეგობრები
იყვნენ, რომლებიც მენდობოდნენ და ჩემი სჯეროდათ.“
“ფეხზე სუსტად ავდექი. რა მნიშვნელობა ჰქონდა შიმშილს? რა მნიშვნელობა ჰქონდა წყურვილს? ისინი
იყვნენ მხოლოდ ინციდენტები ბაბილონისკენ გზაზე. ჩემში გაიზარდა თავისუფალი ადამიანის სული,
რომელიც უკან ბრუნდებოდა მისი მტრების დასამარცხებლად და მეგობრების
დასაჯილდოვებლად. აღფრთოვანებული ვიყავი დიდი გადაწყვეტილებით.“
“ჩემი აქლემების მოციმციმე თვალები აინთნენ ჩემი საშინელი ხმის ახალ ნოტზე. დიდი ძალისხმევით
მრავალი მცდელობის შემდეგ, ისინი ფეხზე წამოდგნენ. საშინელი დაჟინებით, მათ ჩრდილოეთისაკენ
წამიყვანეს, სადაც ჩემში რაღაცამ თქვა, ჩვენ ვიპოვნით ბაბილონს.“
“ჩვენ წყალი ვიპოვნეთ. ჩვენ ნაყოფიერ ქვეყანაში შევედით, სადაც იყო ბალახი და ხილი. ჩვენ
აღმოვაჩინეთ ბაბილონში მიმავალი ბილიკი, რადგან თავისუფალი ადამიანის სული ცხოვრებას უყურებს,
როგორც პრობლემების სერიას, რომლებიც უნდა გადაწყდეს და წყვეტს მათ, სანამ მონის სული დნება, ‘რა ვქნა,
მე მხოლოდ მონა ვარ?’“
“შენზე რას იტყვი, ტარკად? შენმა ცარიელმა კუჭმა არ გაგისუფთავა გონება? მზად ხარ მიიღოს გზა,
რომელიც მიდის უკან თვით პატივისცემისკენ? ხედავ სამყაროს მისი ნამდვილი ფერით? გაქვს სურვილი რომ
გადაიხადოთ თქვენი სამართლიანი ვალები, რამდენად ბევრიც არ უნდა იყოს და კიდევ ერთხელ გახდე
პატივსაცემი ადამიანი ბაბილონში?“
ახალგაზრდის თვალზე სისველე დადგა. ის მოუთმენლად წამოდგა მუხლებზე. ”შენ მაჩვენე

47
ხედვა; უკვე ვგრძნობ თავისუფალი ადამიანის სულს ჩემს შიგნით.“
“მაგრამ როგორ შეძლებ დაბრუნებას?” დაინტერესდა მსმენელი.
“სადაც არის მონდომება, გზა აუცილებლად მოიძებნება“ უპასუხა დაბასირმა. ”ახლა მე მქონდა
განსაზღვრული მიმართლება, ასე რომ, მე მივუდექი გზის ძიებას. ჯერ მე ვესტუმრე თითოეულ ადამიანს, ვის
წინაშეც მქონდა დავალიანება და ვემათხოვრე დროებით პატიებას მანამ, სანამ მე მოვახერხებდი ფულის შოვნას
ვალის დასაბრუნებლად. მათი უმეტესობა სიამოვნებით დამხვდა. რამდენიმემ გამომლანძღა მე, მაგრამ სხვებმა
შემომთავაზეს დახმარებაც. ერთმა ნამდვილად გამომიწოდა ის დახმარება, რაც მე ნამდვილად მჭირდებოდა. ეს
იყო მაზონი, ოქროს მევახშე. იმის გათვალისწინებით, რომ სირიაში აქლემის მწყემსობის გამოცდილება
მქონდა; მან გამაგზავნა ძველ ნებატურში მე, აქლემით მოვაჭრე, მხოლოდ ჩვენი კარგი მეფის მოხარკე, რომ
შემეძინა მრავალი ჯოგი აქლემებისა დიდი ექსპედიციებისთვის. მასთან ერთად, მე კარგად გამოვიყენე
აქლემების ცოდნა. თანდათანობით მე შევძელი ყველა სპილენძის და ყველა ვერცხლის დავალიანების
დაფარვა. საბოლოოდ შევძელი წამომეწია თავი და ვგრძნობდი, რომ ღირსეული ვიყავი კაცთა შორის.“
დაბასირი ისევ თავის საჭმელს მიუბრუნდა. ”კაუსკორ, შენ ლოკოკინა,” შესძახა ხმამაღლა, რომ
სამზარეულოში გაეგონათ, “საჭმელი ცივია. უფრო ახლად შემწვარი ხორცი მომიტანე. მოიტანე აგრეთვე ძალიან
დიდი ნაჭერი ტარკადისთვის, ჩემი ძველი მეგობრის შვილისთვის, რომელიც მშიერია და ჩემთან ერთად უნდა
ჭამოს.“
ასე დასრულდა ძველი ბაბილონის აქლემით მოვაჭრის, დაბასირის ამბავი. მან აღმოაჩინა საკუთარი
სული, როდესაც მან გააცნობიერა დიდი ჭეშმარიტება, ჭეშმარიტება, რომელიც ბრძენმა ადამიანებმა მანამდეც
იცოდნენ და იყენებდნენ დიდი ხნის მანძილზე.
ამან ყველა ასაკის მამაკაცი ამოიყვანა სირთულეებიდან და წარმატებებისკენ უბიძგა და ასეც
გააგრძელებს მათთვის, ვისაც აქვთ სიბრძნე, გაიგონ მისი ჯადოსნური ძალა. ნებისმიერი ადამიანისთვისაა,
ვინც წაიკითხავს ამ ხაზებს:
სადაც არის მონდომება,
გზა აუცილებლად მოიძებნება

48
თიხის ტაბლეტები ბაბილონიდან
წმ. სვიტინის კოლეჯი
ნოტინჰემის უნივერსიტეტი
Newark-on-Trent
ნოტინჰემი

პროფესორი ფრანკლინ კალდველი,


ბრიტანეთის სამეცნიერო ექსპედიცია,
ჰილა, მესოპოტამია.
1934 წლის 21 ოქტომბერი.
ჩემო ძვირფასო პროფესორო: ხუთი თიხის ტაბლეტი ბაბილონის ნანგრევებში თქვენი
ბოლოდროინდელი გათხრებიდან თქვენ წერილებთან ერთად ჩამოვიდნენ იმავე ერთიდაიგივე ნავით. მე
უსაზღვროდ მომხიბლა და გავატარა მრავალი სასიამოვნო საათი მათი წარწერების თარგმნაში. თქვენს
წერილზე მაშნვე უნდა მეპასუხა, მაგრამ გადავდე, სანამ დავასრულებდი თარგმნას, რომლებიც მიმაგრებულია.
ტაბლეტები დაზიანების გარეშე ჩამოვიდა, შესაფუთი მასალებისა და თქვენი შესანიშნავი შეფუთვის
წყალობით.
თქვენ გაოცდებით, როგორც ჩვენ ლაბორატორიაში, მათში დაწერილი ამბების შესახებ. ერთი მოელის,
რომ ბნელი და შორეული წარსული ილაპარაკებს რომანტიკაზე და თავგადასავალზე. “არაბული ღამეების”
მსგავსი რამ. ამის ნაცვლად გადმოსცემს ერთი ადამიანის სახელად დაბასირის დავალიანების დაფარვას, ყველა
ხვდება, რომ ამ ძველი სამყაროს პირობები არ შეცვლილა ხუთი ათასი წლის განმავლობაში, რამდენადაც
შეიძლება გვეგონოს.
უცნაურია, მაგრამ ეს ძველი წარწერები უფრო “მაღიზიანებს” მე, როგორც სტუდენტები იტყვიან
ხოლმე. როგორც კოლეჯის პროფესორი, მე უნდა ვიყო მოაზროვნე, ადამიანი, რომელიც ფლობს სამუშაო
ცოდნას საგნების უმეტესობის შესახებ. მაგრამ ჩნდება ეს ძველი ნამტვრევი ბაბილონის მტვრისგან დაფარული
ნანგრევებიდან და გვთავაზობს გაუგონარ გზებს ვალების დასაფარად და ამავდროულად ჩემს საფულეში
საჩხრიალოდ ოქროს საშოვნელად.
სასიამოვნო მოსაზრებაა და საინტერესოა იმის დამტკიცება, იქნება ეს ისეთივე ეფექტური დღეს
როგორც, როგორც ძველ ბაბილონში. ქალბატონი შრიუზბერი და მე ვგეგმავთ გამოვიყენოთ ეს გზა ჩვენ
საკუთარ საქმეებში, რომლებიც შეიძლება ბევრად გაუმჯობესდეს.
გისურვებთ წარმატებებს თქვენს ღირსეულ წამოწყებში და ვარ მოლოდინში რომ მომეცეს საშუალება
კვლავ დაგეხმაროთ.

პატივისცემით,
ალფრედ ჰ შრიუზბერი,
არქეოლოგიის განყოფილება.

ტაბლეტი I
ახლა, როდესაც მთვარე სრულდება, მე, დბასირი, რომელიც ახლახან მონობისგან დავბრუნდით
სირიიდან, იმ გადაწყვეტილებით, რომ გადამეხადა ჩემი ბევრი სამართლიანი ვალი და პატივისცემის ღირსი
ადამიანი გავხდე ჩემს მშობლიურ ქალაქ ბაბილონში, აქ თიხაზე გავაკეთებ ჩემი ძალისხმევის მუდმივ ჩანაწერს,
რომელიც წარმმართავს და დამეხმარე ჩემი მაღალი სურვილების შესრულებაში.
ჩემი კარგი მეგობრის, მაზონის, ოქროს მევახშის, ბრძნული რჩევის თანახმად, გადაწყვეტილი მაქვს, რომ
გავყვე მის გეგმას, რაზეც ის ამბობს რომ ამოიყვანს ნებისმიერ საპატიო კაცს ვალებიდან და დაუბრუნებს
შესაძლებლობასა და თავმოყვარეობას.
ეს გეგმა მოიცავს სამ მიზანს, რომლებიც ჩემი იმედი და სურვილია.
პირველი, გეგმა უზრუნველყოფს ჩემს მომავალ კეთილდღეობას.
აქედან გამომდინარე, მე მივიღებ ყოველ მეათედს, რასაც გამოვიმუშავებ ჩემთვის შესანახად. მაზონი
საუბრობს გონივრულად როცა ამბობს:
“ის ადამიანი, ვინც თავის საფულეში ინახავს ოქროსა და ვერცხლს, რომელიც მას არ სჭირდება
დასახარჯად, კარგია მისი ოჯახისთვის და ერთგულია მისი მეფისთვის.“

49
“ადამიანი, რომელსაც აქვს საფულეში მხოლოდ რამოდენიმე სპილენძი, უსარგებლოა საკუთარი
ოჯახისთვის და მეფისთვის“
“და ადამიანი, ვისაც თავის საფულე ცარიელი აქვს, მავნებელია თავისი ოჯახისთვის და მისი
მეფისთვის. რადგან მისი გული გამწარებულია.“
“მაშასადამე, ადამიანს, ვინც მიზნის მიღწევას გეგმავს, უნდა ჰქონდეს მონეტა, რომელიც იჩხარუნებს
საფულეში, რომ გულში ჰქონდეს სიყვარული თავისი ოჯახისადმი და ერთგული იყოს მისი მეფის.“
მეორე, მე უნდა ვუზრუნველყო და ჩავაცვა ჩემს ერთგულ მეუღლეს რომელიც დამიბრუნდა მე
მზითვებით მამის სახლიდან. მაზონმა თქვა, რომ საყვარელი ცოლის კარგად მოვლა ზრდის თავმოყვარეობას
გულში და ამატებს თავის მიზნებს ძალასა და სიმტკიცეს.
აქედან გამომდინარე, რასაც მე ვიშოვი, იქიდან შვიდი მეათედი მოხმარდება სახლს, ტანსაცმელს და
საკვებს, ცოტა დარჩენილი კი დასახარჯათ, რომ ჩვენი ცხოვრება არ იყოს მოკლებული სიამოვნებებს და
გართობას. მაგრამ იმისთვის რომ მუდმივად ვისიამოვნოთ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვხარჯავთ შვიდ
მეათედზე მეტს, რასაც ვიღებთ. აქ დევს გეგმის წარმატება.
მე უნდა ვიცხოვრო ამ ნაწილზე და არასოდეს გამოვიყენო მეტი და არც ვიყიდო ის, რისი გადახდაც ამ
ნაწილით არ შემიძლია.

ტაბლეტი II
მესამე, გეგმა ითვალისწინებს ჩემი შემოსავლებიდან ჩემი ვალების დაფარვას. ამიტომ ყოველ სავსე
მთვარეობაზე, მთელი ჩემი შემოსავლის ორი მეათედი უნდა გავყო ღირსეულად და სამართლიანად, მათ
შორის, ვინც მენდობოდა და ვის წინაშეც მე მაქ ვალი. ამრიგად, რაღაც დროში დავალიანება აუცილებლად
დაიფარება. მაშასადამე, აქ გავაკეთებ ყველა იმ კაცის სახელს, ვისიც მე მმართებს და ჩემი დავალიანების სრულ
მოცულობას.

ფაჰრუ, ქსოვილის მკერავი, 2 ვერცხლი, 6 სპილენძი.


სინჯა, დივნების მწარმოებელი, 1 ვერცხლი.
აჰმარ, ჩემი მეგობარი, 3 ვერცხლი, 1 სპილენძი.
ზანკარი, ჩემი მეგობარი, 4 ვერცხლი, 7 სპილენძი,
ასკამირი, ჩემი მეგობარი, 1 ვერცხლი, 3 სპილენძი.
ჰარინსირი, იუველირი, 6 ვერცხლი, 2 სპილენძი.
დიარბეკი, მამაჩემის მეგობარი, 4 ვერცხლი, 1 სპილენძი.
ალქადადი, სახლის მეპატრონე, 14 ვერცხლი.
მაზონი, ოქროს მევახშე, 9 ვერცხლი.
ბირეჯიკი, ფერმერი, 1 ვერცხლი, 7 სპილენძი.
(ამის ქვეშ დაშლილია. შეუძლებელია გაშიფვრა.)

ტაბლეტი III
ამ კრედიტორებისთვის სულ მე გასახდელი მაქვს ასცხრამეტი ვერცხლი და ასორმოცდაერთი ცალი
სპილენძი. იმის გამო, რომ მე ვისესხე ეს თანხები და ვერ ვხედავდი მათ გადახდის გზებს მე ჩემს სულელობაში
უფლება მივეცი ჩემს ცოლს რომ დაბრუნებულიყო მამამისთან და დავტოვე მე ჩემი მშობლიური ქალაქი და
ვეძებდი მარტივად საშოვნ სიმდიდრეს სხვაგან, მხოლოდ კატასტროფის მოსაძებნად და საკუთარი თავის
მონობით დეგრადაციიში გასაყიდად.
ახლა, როდესაც მაზონმა მაჩვენა, როგორ შემიძლია ჩემი სესხის დაფარვა ჩემი შემოსავლის მცირე
ნაწილებით, გავაცნობიერე ჩემი სულელობის დიდი ზომა, რომცა გავიქეცი ჩემი ექსტრავაგანტობის
შედეგებისგან. ამიტომ მე ვეწვიე ჩემს კრედიტორებს და ავუხსენი მათ, რომ მე არ მაქვს რესურსი, რომ
გადავიხადო, გარდა ჩემი შოვნის უნარისა და რომ ვაპირებ გავანაწილო თანხის ორი მეათედი, რასაც მე ვიშოვი,
სესხების დასაფარად თანაბრად და სამართლიანად. ამ თანხის გადახდა შემიძლია, მაგრამ მეტის არა. ამიტომ,
თუ ისინი მოითმენდნენ, გარკვეულ დროში ჩემი ვალდებულებები სრულად იქნება გადახდილი.
აჰმარმა, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი მეგონა, მწარედ გამლანძღა და დამცირებული წამოვედი.
ფერმერი ბირეჯიკი მთხოვდა, რომ მისთვის პირველ რიგში გადამეხადა, რადგან მას ძალიან სჭირდებოდა

50
დახმარება. ალქადადი, სახლის მფლობელი, იყო დაუყოლიებელი და მოითხოვდა, რომ ის მე პრობლემებში
ჩამაგდებდა, თუ მალე სრულად არ გავსწორდებოდით.
ყველა დანარჩენმა ნებით მიიღო ჩემი წინადადება. აქედან გამომდინარე მე უფრო მიზანდასახული ვარ,
ვიდრე ოდესმე, რომ უფრო ადვილია სესხის გადახდა, ვიდრე მათი არიდება. მიუხედავად იმისა, რომ მე ვერ
ვაკმაყოფილებს ზოგიერთი ჩემი კრედიტორის რამდენიმე მოთხოვნას, რომელთაგან ყველას ნაწილ-ნაწილ
გავისტუმრებ.

ტაბლეტი IV
ისევ მთვარე სრულად ანათებს. თავისუფალი გონებით ვმუშაობდი. ჩემმა კარგმა მეუღლემ მხარი
დამიჭირა ჩემს განზრახვაში გადამეხადა ჩემი კრედიტორებისთვის. ჩვენი ბრძნული მიზანდასახულობის გამო,
მე წინა მთვარეზე ბევრი გამოვიმუშავე კარგი ხმის და ძლიერი ფეხის აქლემების ყიდვით ნებატურისთვის,
ცხრამეტი ვერცხლის ნაჭერი.
ეს მე დავყავი გეგმის მიხედვით. ერთი მეათედი გადავინახე, რომ შევინახო როგორც ჩემი, შვიდი
მეათედი გავყავი ჩემს კარგ მეუღლესთან ერთად, რომ გადავიხადოთ ჩვენი ცხოვრების ხარჯები. ორი მეათედი
გავყავი ჩემს კრედიტორებს შორის ისე თანაბრად, როგორც შეიძლებოდა სპილენძებში.
მე ვერ ვნახე აჰმარი და დავუტოვე მის მეუღლეს. ბირეჯიკი ისეთი კმაყოფილი იყო, რომ ხელები
დამიკოცნა. მარტო მოხუცი ალკაჰადი იყო მოღუშული და თქვა, რომ მე სწრაფად უნდა გადამეხადა. რაზეც
ვუპასუხე, რომ თუ ღვთის ნება იქნებოდა კარგად მეკვება და არ მენერვიულა, ეს საშუალებას მომცემდა უფრო
სწრაფად გადამეხადა ვალები. ყველა დანარჩენმა მადლობა გადამიხადა და შეაქო ჩემი ძალისხმევა.
მაშასადამე, ერთი მთვარის დასასრულს, ჩემი დავალიანება შემცირდა ვერცხლის თითქმის ოთხი
ნაჭრით და მე მაქვს თითქმის ორი ცალი ვერცხლი გადადებული, რომელზედაც არავინ აცხადებს
პრეტენზიას. გული უფრო მსუბუქია ვიდრე ის დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა.
ისევ სრული მთვარე ანათებს. ძალიან ბევრს ვმუშაობდი, მაგრამ ცუდი წარმატებით. რამდენიმე აქლემი
შევიძნე. მხოლოდ თერთმეტი ვერცხლის ნაჭერი მაქვს მიღებული. მიუხედავად ამისა, მე და ჩემი კარგი
მეუღლე გეგმას მივდევდით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ შევიძინეთ ახალი სამოსელი და ვჭამეთ მხოლოდ
ბოსტნეული.
კვლავ მე გადავუხადე ჩემს თავს თერთმეტი ნაწილიდან ერთი მეათედი, ხოლო ჩვენ შვიდ მეათედზე
ვცხოვრობდით. მე ვიყავი გაკვირვებული, როდესაც აჰმარმა შეაქო ჩემი მცირე გადახდები. ასეც მოიქცა
ბირეჯიკიც. ალქადაადი გაბრაზდა, მაგრამ როდესაც ვუთხარი, რომ თავისი ნაწილი უკან დაებრუნებინა, თუ
არ სურვდა, იგი დაწყნარდა. დანარჩენები, როგორც ადრე, კმაყოფილები იყვნენ.
კვლავ მთვარე ანათებს და მე ძალიან მიხარია. მე გადავეყარე აქლემების მშვენიერი ჯოგს და ვიყიდე
მრავალი ხმიანი ცხოველი, ამიტომ ჩემი შემოსავალი ორმოცდაორი ცალი ვერცხლი გამოვიდა. ამ მთვარეში მე
და ჩემმა მეუღლემ ვიყიდეთ საჭირო სანდლები და სამოსელი, ასევე კარგად ვისადილეთ ხორცით და
ფრინველით.
რვა ცალ ვერცხლზე მეტი გადავუხადეთ ჩვენს კრედიტორებს. ალკაჰადსაც კი არ გაუპროტესტებია.
გეგმა დიდებულია, რადგან ამოვყავართ ვალიდან და თან გვაძლევს სიმდიდრეს, რომელიც ჩვენია
შესანახად.
სამჯერ იყო მთვარე სავსე მას შემდეგ, რაც ამ თიხის ტაბლეტზე დავწერე. ყოველ ჯერზე მე ვუხდიდი
ჩემს თავს მთლიანი ნაშოვნის ერთ მეათედს. ყოველ ჯერზე მე და ჩემი კარგი მეუღლე შვიდ მეათედზე
ვცხოვრობდით, თუმცა ზოგჯერ რთული იყო. ყოველ ჯერზე მე ვუხდიდი ჩემს კრედიტორებს ორ მეათედს.
ჩემს საფულეში ახლა მაქვს ოცდაერთი ცალი ვერცხლი, რომელიც ჩემია. ეს მაძლევს საშუალებას თავი
გამართულად ავღმართო ჩემს მხრებზე და ამაყად გავიარო ჩემს მეგობრებთან ერთად. ჩემი მეუღლე კარგად
ინახავს ჩვენს სახლს და თავადაც ლამაზდება. გვიხარია, რომ ერთად ვცხოვრობთ.
გეგმა დაუჯერებელი ფასეულობისაა. მან ხომ შემქნა საპატიო კაცი ყოფილი მონისგან?

ტაბლეტი V
ისევ სავსე მთვარე ანათებს და მახსოვს, რომ დიდი ხანია რაც ბოლოს თიხაზე რამე დავწერე. თორმეტი
მთვარე, სიმართლე რომ ვთქვა, მოვიდა და წავიდა. ამ დღეს მე არ დამავიწყდება ჩემი ჩანაწერი, რადგან ამ დღეს

51
მე გადავიხადე ჩემი დავალიანების ბოლო წილი. ეს არის დღე, როდესაც ჩემი კარგი მეუღლე და მე მადლიერად
ავღნიშნავთ დიდი დღესასწაულით, რომ ჩვენი მიზანდასახულობა ასრულებულ იქნა.
ბევრი რამ მოხდა ჩემს კრედიტორებთან ბოლო ვიზიტის შემდეგ, რაც დიდხანს მამახსოვრდება. აჰმარმა
ბოდიში მომიხადა უხეში სიტყვებისთვის და თქვა, რომ მე ვიყავი ერთერთი მათგვანი, ვინც მას ყველაზე მეტად
ურჩევნია სამეგობროდ.
მოხუცი ალქადადი არც ისე ცუდია საბოლოოდ, რადგან მან თქვა: “შენ ერთ დროს იყავი რბილი თიხის
ნაჭერი, რომელიც უნდა დაპრესილიყო და ჩამოსხმულიყო ნებისმიერი ხელით, რომელიც შეეხებოდა, მაგრამ
ახლა შენ ხარ ბრინჯაოს ნაჭერი რომელსაც შეუძლია დაიცვას საზღვარი. თუ დაგჭირდება ვერცხლი ან ოქრო
ნებისმიერ დროს შეგიძლია მოხვიდე ჩემთან.“
ის არ არის ერთადერთი, ვინც მაქებს. ბევრი სხვა ადამიანი ამეტყველდა ჩემზე. ჩემი კარგი ცოლი
მიყურებს გაბრწყინებული თვალებით, რომელიც საშუალებას აძლევს მამაკაცს საკუთარ თავში ირწმუნოს.
ეს არის ის გეგმა, რამაც ჩემი წარმატება შექმნა. მან საშუალება მომცა გადამეხადა მთელი ჩემი ვალები
და ჩემს საფულეში ააჩხარუნა ოქროც და ვერცხლიც. ყველას ვურჩევ ვისაც სურს წინსვლა. რადგან, თუ მან
შეაძლებინა ყოფილ მონას გადაეხადა მისი ვალები და ქონოდა ოქრო საკუთარ საფულეში, არ დაეხმარება
ნებისმიერ ადამიანს მოიპოვოს დამოუკიდებლობა? მე თვითონ არ დამისრულებია ჯერ, რადგან
დარწმუნებული ვარ, რომ თუ მას შემდეგაც გავაგრძელებ, ის მაქცევს მდიდრად კაცთა შორის.

წმ. სვიტინის კოლეჯი


ნოტინჰემის უნივერსიტეტი
Newark-on-Trent
ნოტინჰემი
პროფესორი ფრანკლინ კალდველი,
ბრიტანეთის სამეცნიერო ექსპედიცია,
ჰილა, მესოპოტამია.
1936 წლის 7 ნოემბერი.
ჩემო ძვირფასო პროფესორო:
თუ ბაბილონის იმ ნანგრევებში შემდგომი ჩასვლისას, თქვენ შეხვდით ყოფილი მაცხოვრებლის
მოჩვენებას, ძველ აქლემის ვაჭარს სახელად დაბასირი, დამავალებთ თუ ეტყვით მას, რომ მისმა ნაწერებმა
თიხის ტაბლეტებზე ამდენი ხნის წინ, დაიმსახურეს მისთვის მთელი სიცოცხლის მადლიერება კოლეჯელი
წყვილისგან აქ არის ინგლისში.
თქვენ ალბათ გახსოვთ ჩემი წერილი ერთი წლის წინ, როცა ქალბატონი შროზბერი და მე ვაპირებდით
გვეცადა მისი გეგმა ვალებიდან ამოსვლის და ამავდროულად ოქროს ასაჩხრიალებლად. ალბათ
გამოიცნობდით, მიუხედავად იმისა რომ ვცდილობდით დაგვემალა ჩვენი მეგობრებისგან ჩვენი
სასოწარკვეთილი სიდუხჭირე.
ჩვენ წლების განმავლობაში საშინლად ვიყავით დამცირებული უამრავი ძველი ვალით და
ავადმყოფურად შეშფოთებული შიშით, რომ ზოგიერთ ვაჭარს შესაძლოა სკანდალი დაეწყო, რაც მაიძულებდა
კოლეჯი დამეტოვა. ჩვენ ვიხდიდით და ვიხდიდით — ყველა შილინგს რაც შეგვეძლო შემოსავლიდან
გამოგვეჭყლიტა, მაგრამ ეს ყველაფრის გასაჩერებლადაც კი არ იყო საკმარისი. გარდა ამისა, ჩვენ იძულებულნი
ვიყავით გავსულიყავით საყიდლებზეც, სადაც შეგვეძლო შემდგომი კრედიტის აღება, უფრო მაღალი ხარჯების
მიუხედავად.
ის ერთ – ერთ იმ მანკიერ წრეში გადაიზარდა, რომელიც უფრო და უფრო უარესობისკენ იზრდება
უკეთესობის ნაცვლად. ჩვენი ბრძოლა უიმედო ხდებოდა. ჩვენ არ შეგვეძლო გადავსულიყავით უფრო ნაკლებ
ღირებულ ოთახში, რადგან მფლობელის ვალი გვქონდა. არაფერი ჩანდა, რასაც შეეძლო ჩვენი სიტუაცია
გაეუმჯობესებინა.
შემდეგ, აქ გამოჩნდა შენი ნაცნობი, ძველი აქლემით მოვაჭრე ბაბილონიდან, ისეთი გეგმით, რისი
გაკეთებაც გვინდოდა. მან საბედნიეროდ კარგად მოგვმართა, რომ მის სისტემას მივყოლოდით. ჩვენ შევქმენით
სია ყველა ჩვენი დავალიანებისა და ის ვაჩვენე ყველას, ვისი ვალიც გვქონდა.
მე ავუხსენი, თუ რომ შეუძლებელი იყო ჩემთვის ოდესმე მათი გადახდა, ისე მიდიოდა საქმეები. მათ
შეეძლოთ ამის ნახვა ადვილად ციფრებიდან. შემდეგ ავუხსენი, რომ ერთადერთი გზა, რაც ჩანდა იყო ჩემი
შემოსავლის ოცი პროცენტი დაყოფილიყო ყოველ თვე თანაბარ დანაყოფებად, რომლითაც დაიფარებოდა
ყველა სესხი ორ წელზე ცოტა მეტ დროში. ამასობაში ჩვენი ფულადი სახსრებით შესყიდვებით უფრო მეტ
სარგებელს მოვუტანდით.

52
ისინი ნამდვილად საკმაოდ წესიერები იყვნენ. ჩვენმა მემწვანილემ, ბრძენმა მოხუცმა მზარეულმა, ისე
დააყენა სიტუაცია, რამაც ხელი შეუწყო დანარჩენების გადმობირებას. ”თუ გადაიხდით ყველაფერს რასაც
იყიდით და დამატებით გადაიხდით ცოტას ვალიდან, ეს იმაზე უკეთესია რაც აქამდე გაგიკეთბიათ, რადგან
თქვენ არ გადაგიხდიათ არაფერი სამ წელიწადში.“
და ბოლოს, ყველა მათი სახელს დავაფიქსირე ხელშეკრულებაზე, რომელიც მათ აიძულებთ არ
შეგვარცხვინონ, სანამ შემოსავლის ოცი პროცენტი რეგულარულად იქნება გადახდილი. შემდეგ დავიწყეთ
დაგეგმვა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ სამოცდაათი პროცენტით. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ეს ათი
პროცენტი საჩხარუნოდ შეგვენარჩუნებინა. ვერცხლსა და შესაძლო ოქროზე ფიქრი ყველაზე დამატკბობელი
იყო.
ეს ისეთივე იყო, როგორც თავგადასავალი გქონდეთ ცვლილების შესაქმნელად. ვისიამოვნეთ იმ და ამ
გზების გარკვევაში, რომ გვეცხოვრა კომფორტულად დარჩენილი სამოცდაათი პროცენტით. დავიწყეთ ქირით
და მოვახერხეთ მისი საკმაოდ შემცირება. შემდეგ ჩვენ ჩაის საყვარელ ბრენდებსა და ასეთებზე მივიტანეთ ეჭვი
და გაკვირვებული დავრჩით, რამდენად ხშირად შეგვიძლია ვიყიდოთ უფრო კარგი ხარისხი ნაკლებ ფასად.
ძალიან გრძელი ამბავია წერილისთვის, მაგრამ მაინც დადასტურდა რომ რთული არაა. ჩვენ
მოვახერხეთ და ვწერთ ამაზე. რა შვება აღმოჩნდა, საქმეების ისე წარმართვა, რომ აღარ ვიყავით დევნილი
წარსული ვადიანი ანგარიშსწორებებით.
ამასთან, არ უნდა დავივიწყო იმ ზედმეტ ათ პროცენტზეც, რასაც ვინახავდით საჟღარუნოდ. დიახ ჩვენ
ვაჩხრიალეთ ცოტა ხანი. ახლა არ გაიცინოთ ძალიან ადრე. ესაა სპორტული ნაწილი. ეს არის ნამდვილი
გართობა, რომ დაიწყოთ ფულის დაგროვება, რომლის დახარჯვა არ გსურთ. უფრო მეტი სიამოვნებაა ასეთი
ჭარბი ფულის შენახვა, ვიდრე იქნებოდა მის დახარჯვაში.
მას შემდეგ, რაც ჩვენ გულით ვიჯერეთ ჩხრიალით, უფრო მომგებიანი გამოყენება ვუპოვეთ. ჩვენ
ჩავდეთ ინვესტიცია, რომლის საფუძველზეც შეგვეძლო ეს ათი პროცენტი ყოველთვიურად კიდევ
გაგვეზარდა. ეს იყო ყველაზე დამაკმაყოფილებელი ნაწილი ჩვენს შეცვლაში. ეს არის პირველი, რასაც ვიხდი
ჩემი ხელფასის ჩეკიდან.
უსაფრთხოების ყველაზე სასიამოვნო გრძნობაა, რომ იცოდეთ თქვენი ინვესტიცია სტაბილურად
იზრდება. იმ დროისთვის როცა დასრულდება ჩემი სწავლების დღეები მოზრდილი თანხა იქნება, საკმაოდ
დიდი, რომ მისმა შემოსავალმა იზრუნოს ჩვენზე შემდეგ.
ეს ყველაფერი ჩემი იგივე მოცულობის ძველი ჩეკიდან არის. ძნელი დასაჯერებელია, თუმცა სრულიად
მართალია. თანდათანობით იფარება ჩვენი ყველა ვალი და ამავდროულად ჩვენი ინვესტიციები
იზრდება. ამასთან ერთად, ფინანსურად, კიდევ უკეთესად ვხდებით ვიდრე ადრე. ვინ დაიჯერებდა, რომ
შეიძლება არსებობდეს ასეთი სხვაობა შედეგებში ფინანსური გეგმის მიყოლასა და უბრალოდ დინებას მიყოლას
შორის.
მომავალი წლის ბოლოს, როდესაც ჩვენი ყველა ძველი ვალი გადახდილი იქნება, მეტი ინვესტიციის
გადადება შეგვეძლება, გარდა მოგზაურობისთვის გადადებულისა.
ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, რომ არასდროს დავუშვათ ჩვენი ცხოვრების ხარჯებიმა გადაამეტოს ჩვენი
შემოსავლის სამოცდაათ პროცენტს. ახლა გააცნობიერე, რატომ გვინდა გავუხადოთ ჩვენი პირადი მადლობა იმ
ძველ ადამიანს, რომლის გეგმამაც გვიხსნა ჩვენ “ჯოჯოხეთისგან დედამიწაზე”.
მან იცოდა. მან ეს ყველაფერი განიცადა. მას სურდა სხვებსაც ესარგებლა მისი მწარე
გამოცდილებით. სწორედ ამიტომ მან გაატარა დამღლელი საათები მისი გზავნილის თიხაზე დასაწერად. მას
ნამდვილი შეტყობინება გამოუვიდა თანამოძმე დაზარალებულთათვის, გზავნილი იმდენად მნიშვნელოვანი,
რომ ხუთი ათასი წლის შემდეგ ის აღდგა ბაბილონის ნანგრევებიდან, ისეთივე ჭეშმარიტი და ისეთივე
აუცილებელი, როგორც იმ დღეს როცა დაიმარხა.

პატივისცემით,
ალფრედ ჰ შრიუზბერი,
არქეოლოგიის განყოფილება.

53
ყველაზე იღბლიანი ადამიანი ბაბილონში
მის ქარავანს წინ ამაყად მიუძღვოდა ბაბილონის ვაჭრების პრინცი თავადი შარრუ ნადა. მას მოსწონდა
ლამაზი ქსოვილები და ეცვა მდიდრული და წარმოსაჩენი ტანსაცმელი. მას მოსწონდა მშვენიერი ცხოველები
და ადვილად იჯდა ლამაზ არაბული ტაიჭზე. მისი მნახველი ვერ მიხვდებოდა მის დიდ ასაკს. რა თქმა უნდა
არც იმაზე შეეპარებოდათ ეჭვი, რომ ის შინაგანად შეშფოთებული იყო.
გზა დამასკოდან გრძელია და უდაბნოებისგან სირთულე დიდი. მათ ეს არ ადარდებდათ. არაბულ
ტომები სასტიკნი და ხარბები არიან მდიდარი ქარავნების გაძარცვაში. ამათ არც ამის ეშინოდათ რადგან
მრავალი მცველი უსაფრთხო დაცვა იყო.
მის გვერდით მყოფი ახალგაზრდის შესახებ იყო შეშფოთებული, რომელიც მოჰყავდა დამასკოდან. ეს
იყო ჰადან გულა, გარდასული წლების პარტნიორის შვილიშვილი, არად გულასი, რომლის მიმართაც
გრძნობდა, რომ გადაუხდელი ვალი ქონდა მადლიერებისა, რომელიც ვერასოდეს ანაზღაურდებოდა. მას
სურდა რაღაც გაეკეთებინა მისი შვილიშვილისთვის, მაგრამ რაც უფრო მეტს ცდილობდა, მით უფრო რთულად
ჩანდა ახალგაზრდის გამო.
ახალგაზრდის ბეჭდებსა და საყურეებს დააკვირდა და თვითონვე გაიფიქრა: “თვლის, რომ სამკაულები
ემსახურებიან ადამიანებს, მას მაინც აქვს ბაბუას ძლიერი სახე. მაგრამ ბაბუას ასეთი სამოსი არ ეცვა. მე ვთხოვე
მას წამოსვლა, იმ იმედით, რომ შეიძლება დავხმარებოდი მას დაეწყო ფიქრი თავისთვის და თავი დაეღწია
დაღუპვისგან როგორც მისმა მამამ ქნა მემკვიდრეობისგან.“
ჰადან გულა თავის ფიქრები გაწყვიტა, “რატომ მუშაობ ასე ძლიერად, ყოველთვის დაყვები თავად შენს
ქარავანს თავის გრძელ მოგზაურობაში? ნუთუ არასდროს გამოგიყენებია დრო, რომ ცხოვრებით
დამტკბარიყავი?“
შარლო ნადამ გაიცინა. ”ცხოვრებით დატკბობა?” მან გაიმეორა. ”რას იზამდი, რომ ცხოვრებით
დამტკბარიყავი შენ რომ შარრო ნადა იყო?“
“მე რომ მქონოდა შენი სიმდიდრე, მე ვიცხოვრებდი პრინცის მსგავსად. ცხელ უდაბნოში არასდროს
გამოვიდოდი. მე შეკელებს სწრაფად დავხარჯავდი, როგორც ჩემს საფულეში ჩაცვივდებოდნენ. მე ჩავიცვამდი
ყველაზე მდიდარ ტანსაცმელს და იშვიათ სამკაულებს. ეს იქნებოდა ჩემი სიამოვნებისთვის ცხოვრება,
ცხოვრება, რომელიც ღირს გასატარებლად.“ ორივემ გაიცინა.
“შენი ბაბუა სამკაულებს არ ატარებდა.” შარრუ ნადამ თქვა დაუფიქრებლად, შემდეგ განაგრძო
ხუმრობით, “სამუშაოსთვის დროს არ დაიტოვებდი?”
“მუშაობა შექმნილია მონებისთვის,” უპასუხა ჰადან გულამ.
შარრუ ნადამ ტუჩზე იკბინა, მაგრამ პასუხი არ გასცა, ჩუმად მიდიოდა, სანამ ბილიკმა ფერდობამდე არ
მიიყვანა.აქ ის წამოიწია უნაგირიდან და მიუთითა შორს მწვანე ველზე: “აჰა, აქ არის ხეობა, შეხედე შორს დაბლა
და ბუდნდოვნად დაინახავ ბაბილონის კედლებს. კოშკი ბელის ტაძარია. თუ შენი თვალები მახვილია,
კვამლსაც დაინახავ საუკუნო ცეცხლიდან მის მწვერვალზე.“
“ანუ ესაა ბაბილონი? ყოველთვის მინდოდა მენახა მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქი,” ჰადანი გულამ
წარმოთქვა. ”ბაბილონი, სადაც ბაბუამ დაიწყო თავისი ქონების დაგროვება. ის ისევ ცოცხალი რომ იყოს, ჩვენ
ასე სასტიკად არ მოგვექცეოდა ბედი.“
“რატომ გინდა მისი სული ამოვიდეს დედამიწაზე თავისი დროის მიღმა? შენ და შენს მამასაც კარგად
შეგიძლიათ განაგრძოთ მისი კარგი საქმე.“
“სამწუხაროდ, არცერთ ჩვენგანს მისი უნარები არ აქვს. მე და მამამ არ ვიცით მისი საიდუმლოები ოქროს
შეკელების მოსაზიდად.“
შარრუ ნადას არ უპასუხია, დაჯდა თავის უნაგირზე და ჩაფიქრებული დაეშვა ბილიკზე ხეობაში. მათ
უკან მოჰყვა ქარავანი მოწითალო მტვრის ღრუბელში. რამდენიმე ხნის შემდეგ მიაღწიეს მეფეთა გზატკეცილის
და მორწყული მინდვრებში სამხრეთით გაუხვიეს.
სამმა მოხუცმა, რომლებიც მინდორს ამუშავებდნენ, შარრუ ნადას ყურადღება მიიპყრო. ისინი
უცნაურად ნაცნობები ჩანდნენ. რა სასაცილოა! ორმოცი წლის შემდეგ ისინი ვერ გაცდნენ მინდორს და
დახვდნენ ისევ ისე, ვინც იქ ხნავდნენ. რაღაცამ მის შიგნით თქვა, რომ ისინი იგივეები იყვნენ. ერთი, არამტკიცე
ძალით იჭერდა გუთანს. დანარჩენები შრომისმოყვარედ თოხნიდნენ გუთნის გარშემო, არაეფექტურად
ურტყავდნენ თოხებს, რომ გუთანს გაეგრძელებინა სვლა.
ორმოცი წლის წინ იგი ამ კაცებს შურით უმზერდა! რა სიამოვნებით გაუცვლიდა ადგილებს! მაგრამ რა
სხვაობაა ახლა. სიამაყით მან უკან გადახედა თავის მიმზიდველი ქარავანს, კარგად შერჩეული აქლემები და
ვირები, დატვირთული დიდი ფასეულობებით დამასკოდან. ეს ყველაფერი იყო მხოლოდ მისი ერთ-ერთი
საკუთრება იყო.
მან მიუთითა მთოხვნელებზე და თქვა: “ისევ იმ მინდორში თოხნიან, სადაც ორმოცი წლის
განმავლობაში იყვნენ.“

54
“ისინი ასე გამოიყურებიან, მაგრამ რატომ თვლით, რომ იგივეები არიან?”
“მე ისინი იქ ვნახე,” უპასუხა შარრუ ნადამ. მოგონებები სწრაფად ირეოდა მის გონებაში. რატომ არ
შეეძლო მას წარსულის დამარხვა და აწმყოში ცხოვრება? შემდეგ მან დაინახა, როგორც სურათზე, მომღიმარი
სახე არად გულასი. მასსა და მის გვერდით ცინიკოს ახალგაზრდას შორის ბარიერი დაიშალა.
როგორ დახმარებოდა მას, ამხელა ახალგაზრდას თავისი მფლანგველი იდეებითა და სამკაულებით
ასხმული ხელებით? მას შეუძლია შესთავაზოს უამრავი საქმე შრომის მსურველ მუშებს, მაგრამ არა იმ
ადამიანებს, ვინც თვლიდა თავს მეტისმეტად კეთილშობილად სამუშაოსთვის. მაგრამ მას არად გულასგან
ვალი ქონდა, რომ გაეკეთებინა რაღაც და არა უგულო მცდელობა. მას და არად გულას არასოდეს გაუკეთებია
საქმეები ასე. ისინი არ იყვნენ ისეთი სახის კაცები.
გეგმა ელვასავით ეცა. იყო წინააღმდეგობები. მან უნდა გაითვალისწინოს საკუთარი ოჯახი და მისი
საკუთარი პოზიცია. ეს იქნებოდა სასტიკი; ეს ავნებს. სწრაფი გადაწყვეტილებების მამაკაცი იყო, მან უარი თქვა
წინააღმდეგობებზე და გადაწყვიტა მოქმედება.
“გაინტერესებთ გაიგოთ, თუ როგორ ჩავერთეთ შენი ღირსი ბაბუა და მე პარტნიორობაში, რომელიც ასე
მომგებიანი აღმოჩნდა?“ კითხა მან.
“უბრალოდ ვერ მეტყვით როგორ იშოვეთ თქვენი ოქროს? ამის მეტი, არაფრის ცოდნა არ მჭირდება.”
ახალგაზრდამ შეაწყვეტინა.
შარრო ნადამ უგულებელჰყო პასუხი და განაგრძო: “ჩვენ დავიწყეთ იმ კაცებთან ერთად, ვინც მიწას
ამუშავებს. მე შენზე უფროსი არც ვიყავი. ხალხთა ზოლი, სადაც მე მოვდიოდი მოძრაობდა, როცა
მომიახლოვდა, ძველი მეგიდო, ფერმერი, ხმაურით სრიალა გზაზე, რომელშიც ჩვენ ვიდექით. მეგიდო ჩემს
გვერდით იყო მიჯაჭვული. ’შეხედე ზარმაცებს,’ მან გააპროტესტა, ‘მეგუთნე არც კი ცდილობს უფრო ღრმად
ჩაასოს, ჭიებსაც ტოვებენ თავიანთ ხვრელებში. როგორ უნდა ელოდონ კარგი მოსავლის აღებას ასეთი ცუდი
დამუშავებით?’“
“შენ თქვი მეგიდო შენთან ერთად იყო დაბმული?” ჰადან გულამ გაკვირვებით იკითხა.
“დიახ, ბრინჯაოს საყელოთი ჩვენს კისერზე და ჩვენს შორის ძლიერი გრძელი ჯაჭვით. მის გვერდით
იყო ზაბადო, ცხვრის ქურდი. მას ჰარუნიდან ვიცნობდი. ბოლოს იყო ადამიანი, რომელსაც მეკობრე ვუწოდეთ
რადგან მან არ გვითხრა მისი სახელი. ჩვენ შევარქვით მას მეზღვაური, რადგან მას გველთევზები ქონდა
მკერდზე მეზღვაურივით ამოსვირინგებული. ზოლი ისე იყო მოწყობილი რომ ადამიანებს შეძლებოდათ ოთხ
ზოლად სიარული.“
“შენ მონასავით იყავი მიჯაჭვული?” ჰადან გულამ განცვიფრებულმა იკითხა.
“განა შენმა ბაბუამ არ გითხრა, რომ მე ოდესღაც მონა ვიყავი?”
“ის შენზე ხშირად ლაპარაკობდა, მაგრამ არასოდეს უთქვია ამის შესახებ.”
“ის იყო ადამიანი, რომელსაც მიანდობდი ყველაზე დიდ საიდუმლოებებს. შენც ხარ ადამიანი,
რომელსაც შეიძლება ვენდო, არ ვარ მართალი?“ შარრე ნადამ გაფართოებული თვალებით შეხედა.
“შენ შეგიძლია იმედი გქონდეს ჩემი დუმილის, მაგრამ მე გაოცებული ვარ. მითხარით, როგორ გახდით
მონა?”
შარრუ ნადამ მხრები აიჩეჩა: “ნებისმიერმა ადამიანს შეუძლია მონად იქცეს. ეს იყო სათამაშო სახლი და
ქერის ლუდი, რომელმაც უბედურება მომიტანა. მე ვიყავი ჩემი ძმის უგულებელყოფის მსხვერპლი. ჩხუბში მან
მოკლა თავისი მეგობარი. მე ქვრივს მიმაჯაჭვა მე მამაჩემმა და რომ ჩემი ძმა
კანონის შესაბამისად დასჯისგან ეხსნა. როდესაც მამაჩემმა ვერ იშოვა ვერცხლი, რომ გავეთავისუფლებინე,
ქვრივმა სიბრაზით გამყიდა მონებით მოვაჭრეზე.“
“რა სირცხვილი და უსამართლობაა!” ჰადან გულამ გააპროტესტა. ”მაგრამ მითხარი, როგორ დაიბრუნე
თავისუფლება?“
“ჩვენ მივალთ აქამდე, მაგრამ ჯერ არა. მოდი გავაგრძელოთ ჩემი თხრობა. როცა ჩვენ ჩავუარეთ, მიწის
მუშებმა დავცინეს. ერთმა თავი დაგვიკრა და გამოიძახა: “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბაბილონში, მეფის
სტუმრებო. ის გელოდებათ ქალაქის კედლებზე, სადაც არის ნადიმი გაშლილი ტალახიანი აგურით და ხახვის
წვნიანით.’ ამის თქმით მათ ყველამ გადაიხარხარა.
“მეკობრე გაბრაზდა და მწარედ დაწყევლა.’რას გულისხმობდნენ, როცა თქვეს მეფე გელოდებათ
კედლებზეო?‘ მე მას ვკითხე.“
“ქალაქის კედლებისკენ მივემართებით აგურების საზიდათ სანამ ზურგი არ ჩაგვწყდება. ან იქნებ მათ
ცემით მოგვკლან სანამ ეს მოხდება. ისინი არ მცემენ. მე მოვკლავ მათ’“
“შემდეგ მეგიდომ ისაუბრა, ”უაზრობა მგონია იმ ბატონზებზე ლაპარაკი, რომლებიც სასტიკად სცემენ
მომუშავე მონებს სიკვდილამდე. ბატონებს მოსწონთ კარგად მშრომელი მონები და კარგად ექცევიან მათ.“
„’ვის უნდა მძიმედ შრომა?’ ზაბადომ თქვა. ‘ეს მიწის მუშები ბრძენი ხალხია. ისინი არ არიან იკლავენ
თავს შრომით. უბრალოდ შრომობენ, რომ არსებობდნენ.‘“

55
„’ასე შენ შორს ვერ წახვალ,’ გააპროტესტა მეგიდომ. ‘თუ ჰექტარს გათოხნით, ეს ერთი დღის კარგი
შრომაა და ეს ყველამ იცის. მაგრამ, როდესაც მხოლოდ ნახევარს ჩადებთ ხოლმე, ეს ყალთაბანდობაა. მე არ
ვყალთაბანდობ. მე მომწონს მუშაობა და მომწონს კარგი საქმის კეთება, რადგან საქმე საუკეთესო მეგობარია,
რომელისაც მე ოდესმე ვიცნობდი. მან მომიტანა ყველა კარგი რამ, რაც მე მქონია, ჩემი ფერმა და ძროხები და
მარცვლეული, ყველაფერი.’“
„’დიახ, და სად არის ახლა ეს ყველაფერი?’ გაეცინა ზაბადოს. ‘მე ვფიქრობ უკეთესა, რომ იყო ჭკვიანი და
მუშაობის გარეშე გამოხვიდე. ზაბადოს უყურეთ, კედლებზე თუ გაგვყიდიან, ის წყლის ჩანთას ატარებს ან სხვა
ადვილი სამუშაოს შეასრულებს, როდესაც თქვენ, ვისაც მუშაობა გინდათ, ზურგებს დაიმტვრევთ აგურების
თრევით.‘ მან გაიცინა მისი სულელური სიცილით.“
“შიშმა შემიბყრო იმ ღამით. მე არ შემეძლო დაძნება. მე დამცავ თოკთან ახლოს ვიჯექი და როცა
დანარჩენებს ეძინათ, მე მივიპყარი გოდოსოს ყურადღება, რომელიც პირველ გუშაგად იდგა. ის იყო ერთ-ერთი
იმ ყაიდის არაბებიდან, ისეთი მტაცებელი, რომელიც, თუკი ის შენს საფულეს წაგართმევს, იფიქრებ, რომ ის
ასევე ყელი უნდა გამოგჭრას.“
„’მითხარი, გოდოსო,’ ჩურჩულით ვუთხარი მე, ‘როდესაც ბაბილონში მოხვდებით, კედლებზე
გაგვყიდიან?’“
„’რათ გინდა რომ იცოდე?’ მან ფრთხილად მკითხა.“
„’ვერ ხვდები?’ მე შევეხვეწე. ‘მე ახალგაზრდა ვარ. მინდა ვიცხოვრო. არ მსურს ვიმუშაო კედელზე ან
მცემონ სიკვდილამდე. რამე შანსი მაქვს კარგი ბატონის შოვნაში?‘“
“მან გადმომჩურჩულა უკან, ”მე გეტყვი რაღაცას. შენ კარგი ხარ, გოდოსოსთვის პრობლემები არ
შეგიქმნია, ჩვენ პირველ რიგში მონების ბაზარზე მივდივართ. მისმინე ახლა. როდესაც მყიდველები მოვლენ,
უთხარი, რომ კარგი მშრომელი ხარ, მოგწონს ბევრი შრომა კარგი ბატონისთვის. მოანდომეთ რომ გიყიდონ. თუ
არ გიყიდიან, მეორე დღეს აგურს ატარებ. ძლიერი და რთული სამუშაოა.’“
“მას შემდეგ, რაც ის წავიდა, მე თბილ ქვიშაში ჩავწექი, ვუყურებდი ვარსკვლავებს და ვფიქრობდი
მუშაობაზე. რაც მეგიდომ თქვა მასზე, რომ მისი საუკეთესო მეგობარი იყო, ვფიქრობდი თუ იქნებოდა ჩემი
საუკეთესო მეგობარიც. რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა, თუკი აქედან ამოსვლაში მომეხმარებოდა.“
“როდესაც მეგიდომ გაიღვიძა, მე ჩავჩურჩულე მას ჩემი კარგი სიახლეები. ეს იყო ჩვენი ერთი იმედის
ნაპერწკალი, როცა ჩვენ ბაბილონისკენ მივდიოდით. გვიან, დღის მეორე ნახევარში კედლებს მივუახლოვდით
და ვხედავდით კაცების ზოლებს, შავი ჭიანჭველების მსგავსად, ციცაბო დიაგონალურ ბილიკებზე როგორ
დაცოცავდნენ ზევით და ქვევით. როცა მივუახლოვდით, გაოცებული ვიყავით ათასობით კაცის
მუშაობით; ზოგი მიწაში თხრიდა, ზოგიც ტალახისგან აგურებს აკეთებდა. უმრავლესობა კი აგურებს ატარებდა
დიდ კალათებით, იმ ციცაბო ბილიკებზე.
“ზედამხედველები ლანძღავდნენ გაჭედილებს და ზურგზე მათრახებს უტკაცუნებდნენ, ვინც ვერ
შეძლო ხაზის გაყოლა. საცოდავები გადაქანცულად იკეცებოდნენ და ეცემოდნენ თავიანთი მძიმე კალათების
ქვეშ, ვერ ახერხებდნენ წამოდგომას. თუ მათრახი ვერ შეძლებდა მათი ფეხზე წამოყენებას, მათ ბილიკის
ნაპირზე აგდებდნენ და ტოვებდნენ აგონიაში. მალე მათ ჩამოათრევდნენ, რომ შეერთებოდნენ სხვა გვამების
ქარავანს გზის გასწვრივ, რომელთაც ელოდეთ უსახელო საფლავები. საშინელი სანახაობა, მე შევიშალე. ეს იყო
ის, რაც მელოდა მამაჩემის შვილს, თუ მე ჩავფლავდებოდი მონების ბაზარზე.
“გოდოსო მართალი იყო. ჩვენ ქალაქის კარიბჭეების გავლით მონების ციხეში ჩაგვსვეს და შემდეგ
დილით ბაზარზე გავედით. აქ დანარჩენი კაცები შიშისგან ეკრობოდნენ ერთმანეთს და მხოლოდ ჩვენი დაცვის
მათრახებმა შეძლეს მათი დაშორება, რათა მყიდველებს შეეძლოთ მათი შემოწმება. მეგიდო და მე
გულმოდგინედ ვესაუბრებოდით ყველა კაცს, ვინც მოგვმართავდა.“
“მონებით ვაჭარმა მეფის გვარდიიდან მოიყვანა ჯარისკაცები, რომლებმაც დაარტყეს მეკობრეს და
სასტიკად სცემეს როდესაც მან გააპროტესტა. როდესაც მას გაშორდნენ, მე ძალიან შემეცოდა ის.“
“მეგიდომ იგრძნო, რომ ჩვენ მალე დავშორდებოდით. როდესაც არცერთი მყიდველი არ იყო ახლოს, მან
გულწრფელად ისაუბრა ჩემთან რომ შთაბეჭდილება მოეხდინა ჩემზე, თუ რა ღირებული იქნებოდა სამუშაო
ჩემთვის მომავალში: ‘ზოგიერთ კაცს სძულს ეს. ისინი აქცევენ მას თავიანთ მტრად. უმჯობესია, მეგობრის
მსგავსად მოექცეთ, შეაყვარეთ თავს ის. ნუ იდარდებ, რადგან ძნელია. თუ შენ ფიქრობ იმაზე, თუ რა კარგ სახლს
ააშენებ, ვის აინტერესებს, თუ ძელები მძიმეა და ჭა შორსაა თაბაშირის მოსაზელად. დამპირდი, ბიჭო, თუ
ბატონი გეყოლება, იმუშავე მისთვის მთელი ძალებით როგორც შეძლებ. თუ არ დაგიფასებს რასაც გააკეთებ,
ყურადღება არ მიაქციო. დაიმახსოვრე, საქმე, კარგად გაკეთებული, უკეთებს სიკეთეს ადამიანს, ვინც ამას
აკეთებს. ის მას უკეთეს კაცად აქცევს.’ ის გაჩერდა, რადგან ახოვანი ფერმერი მოგვიახლოვდა და კრიტიკულად
გვიყურებდა.“

56
“მეგიდომ ჰკითხა თავის მეურნეობაზე და ნათესებზე, მალე დაარწმუნა იგი, რომ ის ღირებული კაცი
იქნებოდა. მონათვაჭართან უხეში მოლაპარაკებების შემდეგ, ფერმერმა თავისი ტანსაცმლიდან ამოიღო
მსუქანი საფულე, მალე მეგიდო მიყვებოდა თავის ახალი ბატონს.“
“დილით კიდევ რამდენიმე კაცი გაიყიდა. შუადღისას გოდოსომ მითხრა, რომ დილერი შეურაწყოფილი
იყო და არ დარჩებოდა სხვა ღამით, ყველას ვინც დარჩებოდა მზის ჩასვლისას წაიყვანდა მეფის
მყიდველთან. სასოწარკვეთილებამ იბყრობდა, როდესაც მსუქანი, მოხდენილი კაცი ამოვიდა კედელზე და
იკითხა, თუ იყო ჩვენს შორის მცხობელი.“
“მივუახლოვდი მას და ვუთხარი: ‘რატომ უნდა მოძებნოს თვენნაირმა კარგმა მცხობელმა, სხვა საეჭვო
უნარების მცხობელი? განა უფრო ადვილი არ იქნებოდა, რომ ისურვო და ისეთ მონდომებულ კაცს ასწავლო
როგორიც მე ვარ? შემომხედე, მე ვარ ახალგაზრდა, ძლიერი და მიყვარს მუშაობა. მომეცი შანსი და ყველაფერს
გავაკეთებ იმისთვის, რომ შენი საფულისთვის ვიშოვო ოქრო და ვერცხლი.’“
„ის გაკვირვებული იყო ჩემი მონდომებით და ვაჭრობა დაიწყო იმ დილერთან, რომელსაც არასდროს
შევუმჩნევივარ მას შემდეგ, რაც მან მიყიდა, მაგრამ ახლა მჭევრმეტყველებით გამოდიოდა ჩემს
შესაძლებლობებზე, ჯანმრთელობაზე და კარგ განწყობაზე. მე თვი ვიგრძენი, რომ მსუქან ხარად რომლსაც
ყასაბზე ყიდიან. ბოლოს, ჩემდა სასიხარულოდ, გარიგება დაიხურა. მე მივყვებოდი ჩემ ახალ ბატონს და
ვფიქრობდი, რომ ბაბილონში ყველაზე იღბლიანი ადამიანი ვიყავი.“
“ჩემი ახალი სახლი ყველაზე მეტად მომეწონა. ნანა-ნაიდმა, ჩემმა ბატონმა, მასწავლა, თუ როგორ უნდა
დამეფქვა ქერი ქვის თასში, რომელიც ეზოში იდგა, როგორ უნდა დამენთო ცეცხლი ღუმელში და შემდეგ
როგორ დამეფქვა ძალიან წვრილად სეზამი თაფლის ნამცხვრებისთვის. საწოლი მქონდა იმ ფარდულში, სადაც
მისი მარცვალი ინახებოდა. მოხუცი მონა დიასახლისი, სვასტი, კარგად მკვებავდა და კმაყოფილი იყო იმით,
რომ ვეხმარებოდი მძიმე საქმეებში.“
“ეს იყო შანსი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვისურვებდი, საკუთარი თავისთვის ღირებული
გავმხარიყავი ჩემი ბატონისთვის და, იმედი მქონდა, ვიპოვიდი გზას ჩემი თავისუფლების მოსაპოვებლად.“
“მე ვთხოვე ნანა-ნაიდს, ეჩვენებინა, თუ როგორ უნდა ცომის მოზელვა და პურის გამოცხობა. ეს მან
გააკეთა დიდი სასიამოვნებით ჩემი მონდომებისთვის. მოგვიანებით, როდესაც ეს კარგად გამომდიოდა,
ვთხოვე ეჩვენებინა, როგორ კეთდებოდა თაფლის ნამცხვრები და ძალიან მალე ყველაფერს მე ვაცხობდი. ჩემი
ბატონი მოხარული იყო, რომ საქმე აღარ ქონდა, მაგრამ სვასტმა თავი გააქნია, ‘არანაირი საქმის კეთება არის
ცუდი ადამიანისთვის,’ თქვა მან.“
“ვგრძნობდი, რომ დრო დადგა, მომეფიქრებინა ის გზა, რომლის საშუალებითაც დავიწყებ მონეტების
მიღებას, ჩემი თავისუფლების შესაძენად. როგორც კი გამოცხობა დასრულდა შუადღისას, ვფიქრობდი, რომ
ნანა-ნაიდი დამთანხმდებოდა, თუ მომგებიან სამუშაოს ვიპოვიდი დღის მეორე ნახევარში და შესაძლოა, ჩემი
შემოსავალი ჩემთვისაც გაეყო. შემდეგ აზრი მომივიდა, რატომ არ შეიძლება გამოვაცხო უფრო მეტი თაფლის
ნამცხვრები და შევთავაზოთ ისინი მშიერ ხალხს ქალაქის ქუჩებში?“
“მე ჩემი გეგმა ნანა-ნაიდს წარვუდგინე ასე: ‘თუ შემიძლია გამოვიყენო ჩემი დრო შუადღით გამოცხობის
დასრულების შემდეგ, შენთვის მონეტების საშოვნელად, საიდანაც მხოლოდ თქვენი კეთილი ნებით
გამინაწილებთ მოგებას, რომ მქონდეს საკუთარი ფული იმაში დასახარჯად, რაც ყველა ადამიანს სურს და
სჭირდება?’“
„’სამართლიანია, სამართლიანია,’ თქვა მან. როდესაც მე ვუთხარი ჩემი გეგმა რომ შემეთავაზებინა
თაფლის ნამცხვრები, მან ძალიან ისიამოვნა. ‘აი, რას ვიზამთ,’ შემომთავაზა მან. ‘თქვენ გაყიდით მათ ორცალს
ერთ პენიში, მაშინ პენის ნახევარი იქნება ჩემი, რომ გადავიხადო ფქვილში, თაფლში და ხეში, რაც გამოიყენება
გამოსაცხობად. დარჩენილიდან მე ნახევარს ავიღებ და ნახევარს შენ შეინარჩუნებ.“
“მე ძალიან გამიხარდა მისი გულუხვი შემოთავაზება, რომ მე შემეძლო, ჩემი გაყიდვების ერთი
მეოთხედი ჩემთვის დამეტოვა. იმ ღამით გვიანობამდე ვიმუშავე რომ გამეკეთებინა ჟარუნა, რომელითაც
წავიღბდი მათ. ნანა-ნაიდმა მომცა ერთი-ერთი მისი ნახმარი სამოსი კარგი შესახედაობისთვის, და სვასტი
დამეხმარა მის დაკერებასა და გარეცხვაში.“
“მეორე დღეს მე თაფლის ნამცხვრების დამატებითი მარაგი გამოვაცხვე. ისინი ყავისფერად და
მაცდურად გამოიყურებოდნენ ჟარუნაზე, როდესაც ქუჩში მივდიოდი, ხმამაღლა გავყვიროდი ჩემს
ნაწარმს. თავიდან არავის აინტერესებდა და მე იმედგაცრუებული დავრჩი. მე მაინც გავაგრძელე და
მოგვიანებით, საღამოსკენ, როდესაც ადამიანებს მოშივდათ, ნამცხვრებმა დაიწყეს გაყიდვა და მალე ჩემი
ჟარუნა ცარიელი იყო.“
“ნანა-ნაიდი ძალიან კმაყოფილი იყო ჩემი წარმატებით და სიამოვნებით გადამიხადა ჩემი წილი. მე
აღფრთოვანებული ვიყავი საკუთარი ფულით. მეგიდო მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ ბატონი აფასებს
მონებს კარგი საქმისთვის. იმ ღამით მე ისე აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი წარმატებით, ძლივს დავიძინე და

57
ვცდილობდი გამერკვია, რამდენის შოვნა შემეძლო ერთ წელიწადში და რამდენი წელი დასჭირდება ჩემი
თავისუფლების შესაძენად.“
“ვინაიდან მე ყოველდღე მივდიოდი ნამცხვრებით, მალევე ვიპოვე რეგულარული მომხმარებლები.
ერთ-ერთი ასეთი იყო თქვენი ბაბუა, არად გულა. იგი ხალიჩის ვაჭარი იყო და დიასახლისებს სთავაზობდა
ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში მიდიოდა, ხალიჩებით დატვირთული ვირის თანხლებით და შავი მონით
რომ ვირი ეტარებინა. ის ყიდულობდა ორ ნამცხვარს თავისთვის და ორს თავის მონისთვის, ყოველთვის აბავდა
საუბარს ჩემთან, სანამ ჭამდნენ.“
„შენმა ბაბუამ ერთ დღეს მითხრა რაღაც, რაც ყოველთვის მემახსოვრება. ‘მომწონს შენი ნამცხვრები, იჭო,
მაგრამ კიდევ უფრო მე მომწონს მშვენიერი წარმოება, რომელიც შენ წამოიწყე. ასეთ სულს შეუძლია შორს
წაგიყვანოს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.‘“
“მაგრამ როგორ გესმით, ჰადან გულა, რას შეიძლება ნიშნავდეს ეს გამამხნევებელი სიტყვები მონა
ბიჭისთვის, მარტოხელასთვის დიდ ქალაქში, რომელიც იბრძვის ყველაფრით, რაც მასში იყო, რათა გამოსავალი
ეპოვა დამცირებიდან?“
“თვეები გადიოდა და ჩემს საფულეში ფულის დამატებასაც ვაგრძელებდი. მან დამამშვიდებლად
დაიწყო დამძიმება ჩემს ქამარზე. მტკიცდებოდა რომ საქმე ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, როგორც მეგიდომ
თქვა. ბედნიერი ვიყავი მაგრამ სვასტი წუხდა.“
„’შენი ბატონი, სამწუხაროდ, ამდენი დროს ატარებს სათამაშო სახლებში,’ აპროტესტებდა ის.“
“მე ერთ დღეს განსაკუთრებით ბედნიერი ვიყავი, როცა ქუჩაში შევხვდი ჩემს მეგობარს მეგიდოს. ის
მიუყვებოდა სამ ვირს ბოსტნეულით დატვირთულს ბაზარზე. ‘მე კარგად ვარ,’ თქვა მან. ‘ჩემი ბატონი აფასებს
ჩემს კარგ საქმეს, ახლა მე ვარ უფროსი. აგრეთვე, ის მენდობა ვაჭრობაში და ასევე ის აგზავნის ჩემი
ოჯახისთვისაც. საქმე მეხმარება ჩემი დიდი უბედურებიდან ამოსვლაში. ოდეღაც ის დამეხმარება მე ვიყიდო
ჩემი თავისუფლება და კიდევ ერთხელ საკუთარი ფერმა.‘“
“დრო მიდიოდა და ნანა-ნაიდი სულ უფრო და უფრო აღფრთოვანებით მხვდებოდა გაყიდვებიდან
დაბრუნებულს. ის მელოდება როდის დავბრუნდებოდი და ხარბად ითვლიდა და ყოფდა ჩვენს ფულს. ის ასევე
მომიწოდებდა მე მეძებნა სხვა ბაზრებიც და გამეზარდა გაყიდვები.“
“ხშირად ქალაქის კარიბჭეების მიღმაც დავდიოდი კედლემბის მშენებელი მონების
ზედამხედველებთან. საძულველი იყო იმ საშინელ სანახაობებში დაბრუნება, მაგრამ ზედამხედველები კარგი
მყიდველები იყვნენ. ერთ დღეს ვიყავი გაკვირვებული როცა ვნახე ზაბადო რიგში, რომ კალათა აევსო
აგურებით. ის იყო გამხდარი და მოხრილი და მისი ზურგი გადატყავებული იყო ზედამხედველების
მათრახებით. შემეცოდა ის და გავუწოდე მას ნამცხვარი, რომელიც მან მოშინაურებული ცხოველის მსგავსად
ჩაიგდო პირში. დავინახე რა სიხარბე მის თვალებში, მე გამოვიქეცი სანამ ჩემს ჟარუნას წვდებოდა“
„’რატომ მუშაობ ასე ძალიან?’ არად გულამ ერთ დღეს მითხრა, იგივე კითხვა რაც შენ მკითხე დღეს, ხომ
გახსოვს? მე ვუთხარი, რაც მეგიდომ მითხრა სამუშაოს შესახებ და როგორ იყო ჩემი საუკეთესო მეგობარი. მე
სიამაყით ვუჩვენე ჩემი საფულე და ავუხსენი როგორ ვინახავდი მათ ჩემი თავისუფლების შესაძენად.“
„’როდესაც თავისუფალი გახადები, რას აპირებ?’ მან იკითხა.“
„’შემდეგ,’ ვუპასუხე მე, ‘ვაპირებ ვაჭარი გავხდე.’“
„ამის შემდეგ მან მითხრა ის, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ‘იცი, მე, ასევე, მონა ვარ და
ვპარტნიორობ ჩემს ბატონთან.’“
„გაჩერდი!“ მოითხოვა ჰადან გულამ. ”მე არ მოვისმენ ჩემს ბაბუაზე ცილისწამებას. ის არ იყო მონა.“ მისი
თვალები სიბრაზისგან აფეთქდა.
შარრუ ნადა მშვიდად იყო. ”მე პატივს ვცემ მას საკუთარ ბედზე აღზევებისთვის და დამასკოს წამყვან
მოქალაქეობისთვის. შენ მისი შვილიშვილი არ ხარ, იგივე ხისგან შობილი? კაცი არ ხარ ჭეშმარიტი ფაქტების
წინაშე რომ დადგე, ან იქნებ გირჩევნია ცრუ ილუზიების ქვეშ ცხოვრება?“
ჰადან გულა გასწორდა უნაგირზე. ღრმა ემოციადახშული ხმით მან უპასუხა: “ჩემი ბაბუა ყველას
უყვარდა. უამრავი იყო მისი კარგი საქმეები. როცა გვალვა მოვიდა განა მისმა ოქრომ არ იყიდა მარცვლეული
ეგვიპტეში და არ ჩამოიტანა მისმა ქარავანმა ის დამასკოში და გაანაწილა ხალხში ისე, რომ არავის ეშიმშილა? და
ახლა შენ ამბობ, რომ ის ბაბილონში უღირსი მონა იყო.“
“ბაბილონში მონად რომ დარჩენილიყო, მაშინ იგი ალბათ შერცხვებოდა და დარჩებოდა ასეთად, მაგრამ
როცა დაუკვირდა საკუთარ ძალისხმევას, ის გახდა დიდი ადამიანი დამასკოში, ღმერთებმა ნამდვილად
შეუმცირეს მას უბედურებები და გადმოხედეს მას მათი პატივისცემით.“ უპასუხა შარრუ ნადამ.
“მას შემდეგ რაც მითხრა, რომ ის მონა იყო,“ განაგრძო შარრო ნადამ, ”მან ამიხსნა, თუ რამდენად
გახარებული იყო იგი მისი თავისუფლების საყიდლად რომ აგროვებდა ფულს. ახლა, როდესაც მას ჰქონდა
საკმარისი ფული მის შესაძენად, იგი მეტად წუხდა თუ რა უნდა გაეკეთებინა. ის ვეღარ აკეთებდა კარგ
გაყიდვებს და ეშინოდა დაეტოვებინა თავისი ბატონის მხარდაჭერა.“

58
“მე გავაპროტესტე მისი ყოყმანი: ‘ნუ მიეკრობი შენს ბატონს. კიდევ ერთხელ იგემე თავისუფლების
გრძნობა. იმოქმედეთ თავისუფალი ადამიანის მსგავსად და მიაღწიეთ წარმატებებს
თავისუფალმა! გადაწყვიტეთ, რა გსურთ განახორციელოთ და შემდეგ მუშაობა დაგეხმარებით ამის
მისაღწევად!‘ მან გააგრძელა გზა და თქვა, რომ მოხარულია, რომ მე ასე დავარცხვინე მისი მშიშრობისთვის.“
“ერთ დღეს მე კვლავ გავედი კარიბჭის გარეთ და გაკვირვებული ვიყავი, რომ ბევრი ხალხი ვნახე
შეკრებული იქ. როდესაც კაცს ახსნა ვკითხე, მან მიპასუხა: ‘არ გსმენიათ? გაქცეული მონა, რომელმაც მოკლა
მეფის ერთ-ერთი მცველი მოთრეულია სასამართლოში და ამ დღეს სიკვდილით დაისჯება მისი
დანაშაულისთვის. თვით მეფეც კი უნდა მოვიდეს აქ.“
„იმდენი ხალხი იყო შეკრებილი ბოძთან, რომ მეშინოდა ახლოს მისვლა ჩემი ჟარუნა რომ არ
აეყირავებინათ. ამიტომ, მე ავედი დაუმთავრებელ კედელზე რომ დამენახა ხალხის თავების მიღმა რა
ხდებოდა. მე ვიყავი ბედნიერი მენახა თავად მეფე ნაბუქოდონოსორი, როდესაც ის თავისი ოქროს ეტლით
მიდიოდა. არასდროს მინახავს ასეთი სიდიადე, ოქროს სამოსი და ხავერდის მსგავსი სამოსი.“
“მე ვერ ვხედავდი ბოძს, სადაც მიბმული იყო მონა მაგრამ მე მოვისმინე საწყალი მონის ყვირილი. მე
ვფიქრობდი ასეთი კეთილშობილი, სიმპათიური მეფე როგორ უძლებდა ასეთი ტანჯვის ყურებას, მაგრამ
როდესაც დავინახე, რომ იცინოდა და ხუმრობდა თავის დიდებულებთან, მე მივხვდი, რომ ის იყო სასტიკი და
მესმოდა რატომ იყო გაცემული ასეთი არაადამიანური დავალებები მონებზე კედლების მშენებლობისთვის.“
“მას შემდეგ, რაც მონა მოკვდა, მისი სხეული გამოკიდეს, რომელსაც ფეხზე ჰქონდა მობმული თოკი რომ
ყველას შეძლებოდა ნახვა. როდესაც ხალხმა დაიწყო შეთხელება, ახლოს მივედი. თმიან მკერდზე დავინახე
სვირინგი, ორი გადახვეული ქალთევზა. ეს იყო მეკობრე.”
„როცა კიდევ ერთხელ არად გულას შევხვდი, ის იყო შეცვლილი ადამიანი. ენთუზიაზმით სავსე იგი
მომესალმა: ‘აჰა, მონა, რომელსაც შენ იცნობდი, ახლა თავისუფალი ადამიანია. თქვენს სიტყვებში ჯადო
იყო. ჩემი გაყიდვები და ჩემი მოგება უკვე იზრდება. ჩემი ცოლი ბედნიერია. ის თავისუფალი ქალი იყო, ჩემი
ბატონის დისშვილი. მას ძალიან სურს, რომ ჩვენ გადავიდეთ უცხო ქალაქში, სადაც არავინ იცის, რომ მე
ოდესღაც მონა ვიყავი. ამრიგად, ჩვენს შვილებს არ შეარცხვენენ თავიანთი მამის უბედურების გამო. საქმე ჩემი
საუკეთესო მეგობარი გახდა. ამან საშუალება მომცა აღმედგინა ჩემი ნდობა და ჩემი ვაჭრობის უნარი.‘“
„მე აღფრთოვანებული ვიყავი, რომ თუნდაც მცირეოდენი ფორმით შემეძლო დავხმარებოდი მას იმ
გამხნევებისთვის, რაც მან მომცა.“
„ერთ საღამოს სვასტი ღრმა მწუხარებით მოვიდა ჩემთან: ‘შენი ბატონი უბედურებაშია. მე მასზე
ვნერვიულობ. რამდენიმე თვის წინ მან სათამაშო მაგიდებზე ბევრი დაკარგა. ის არ უხდის ფერმერს მისი
მარცვლეულისთვის და არც მისი თაფლისთვის. ის არ უხდის არც ფულის მევახშეს. ისინი გაბრაზდნენ და
ემუქრებიან მას.”
„’რატომ უნდა ვიდარდოთ მის სისულელეებზე. ჩვენ არ ვართ მისი მფარველები,’ დაუფიქრებლად
ვუპასუხე.“
„’სულელი ახალგაზრდა, თქვენ არ გესმით. ფულის მევახშესთან მან გირაოდ თქვენ ჩაგდოთ, როგორც
სესხის უზრუნველეყოფა. კანონის თანახმად მას შეუძლია მოგითხოვოთ და გაგყიდოთ. არ ვიცი რა ვქნა. ის
კარგი ბატონია. რატომ? ოჰ, რატომაა ასეთი უბედურება რომ მოდის მასზე?‘“
“არ იყო სვასტის შიში უსაფუძვლო. სანამ მე გამოვაცხობდი მომდევნო დილით, ფულის მევახშე მოვიდა
კაცთან ერთად, რომელსაც ის სასის ეძახდა. ამ კაცმა შემომხედა და თქვა, რომ გააკეთებდა.“
“ფულის მევახშე არ დაელოდა, ჩემი ბატონის დაბრუნებას, სვასტის დაუბარა, ეთქვა, რომ მან წამიყვანა
მე. მხოლოდ იმ ტანსაცმლით რაც მეცვა და ჩემს ქამარზე უსაფრთხოდ ჩამოკიდებული ქისით მომაშორეს
სწრაფად დაუმთავრებელი ცხობას.“
“მე ამომგლიჯეს ჩემი ძვირფასი იმედებისგან, როგორც ქარიშხალი გლეჯს პატარა ხეს ტყიდან და
აგდებს მას აბობოქრებულ ზღვაში. კვლავ სათამაშო სახლმა და ქერის ლუდმა უბედურება მომიტანა.“
“სასი იყო ველური, დაღრეცილი კაცი. როცა მას მივყავდი ქალაქში, მე მოვუყევი იმ კარგი საქმეების
შესახებ, რასაც მე ვაკეთებდი ნანა-ნაიდისთვის და მე იმედი გამოვთქვი, რომ მასთანაც კარგ საქმეს
გავაკეთებდი. მისმა პასუხმა არა მომხიბლა საერთოდ:“
„’მე არ მომწონს ეგ საქმე. ჩემს ბატონსაც არ მოსწონს. მეფემ უთხრა, რომ გავეგზავნე მე დიდი არხის
მონაკვეთის ასაშენებლად. ოსტატმა უთხრა სასის, რომ შეიძინოს მეტი მონა, რომ იმუშაონ გულმოდგინედ და
სწრაფად დაასრულონ. ჰა, როგორ შეუძლია ვინმეს დიდი საქმის დასრულება სწრაფად?‘“
“წარმოიდგინეთ უდაბნო, სადაც არაა ხე, მხოლოდ დაბალი ბუჩქები და მრისხანებით მწველი მზე,
რომელიც ჩვენ კასრებში წყალს ისე აცხელებდა, რომ ძლივს ვსვავდით. შემდეგ წარმოიდგინეთ ადამიანთა
ზოლები რომლებიც ჩადიან ამოსათხრელად და მოათრევენ მძიმე კალათებს ჭუჭყითა და მტვრით გათენებიდან
დაღამებამდე. წარმოიდგინეთ საკვები რომელიც გვეძლეოდა ღია ჭაობებში, საიდანაც ღორებივით ძლივს

59
ამოვდიოდით. კარვები არ გვქონდა, და არც ჩალა დასაწოლად. ეს იყო სიტუაცია, რომელშიც
აღმოვჩნდი. საფულე დავფალი მონიშნულ ადგილზე, მაინტერესებდა ისევ ამოვთხრიდი თუ არა მას.“
“თავდაპირველად კეთილი ნებით ვმუშაობდი, მაგრამ, როდესაც თვეები მიდიოდა, ვგრძნობდი, რომ
ჩემი სული ეცემოდა. შემდეგ ცხელებამ დაკრა ჩემს დაღლილ სხეულს. მე დავკარგე მადა და ძლივს შემეძლო
ჭვავის და ბოსტნეულის ჭამა, ღამით ვეგდე უბედურ უძილობაში.“
“ჩემი სიდუხჭირის დროს, მაინტერესებდა, ხომ არ ჰქონდა ზაბადოს საუკეთესო გეგმა, ეყალთაბანდა და
ზურგი არ გაეტეხა გულუბრყვილო შრომაში. შემდეგ გამახსენდა ბოლოს როგორი შეხედულებაც ქონდა და
მივხვდი, რომ მისი გეგმა არ იყო კარგი.“
“მე ვფიქრობდი მეკობრეზეც, მის სიმწარეზე და მაინტერესებდა, შეიძლება ეს ბრძოლა და მკვლელობა
იყო. მისი სისხლიანი სხეულის მოგონებამ გამახსენა, რომ მისი გეგმაც ასევე გამოუსადეგარი იყო.“
“მაშინ გამახსენდა მეგიდო უკანასკნელად, რომ ვნახე. მისი ხელები ძლიერად დასერილი იყო მძიმე
შრომისგან, მაგრამ მისი გული მსუბუქი იყო და სახეზე ბედნიერება ჰქონდა. მისი იყო საუკეთესო გეგმა.“
„მე ისეთივე სურვილი მქონდა, რომ მემუშავა, როგორც მეგიდოს; მას არ შეეძლო უფრო მეტი ეშრომა,
ვიდრე მე. რატომ არ მომიტანა ჩემმა შრომამ ბედნიერება და წარმატება? ეს შრომამ მიუყვანა მეგიდოს
ბედნიერება თუ ბედნიერება და წარმატება მხოლოდ ღმერთების ნებასურვილზეა დამოკიდებული? უნდა
ვიმუშაო მე დარჩენილი ჩემი ცხოვრება ჩემი სურვილების, ბედნიერებისა და წარმატებების გარეშე? ყველა ეს
კითხვა ჩემს გონებაში ჟრუანტელივით ტრიალებდა და მე არ მქონდა პასუხი. მართლაც, საშინლად დაბნეული
ვიყავი.
რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ჩანდა, რომ ჩემი გამძლეობის ბოლოში ვიყავი და ჩემი კითხვები
კვლავ პასუხგაუცემელი რჩებოდა, სასიმ გამომიგზავნა ადამიანი ჩემს წასაყვანად. შიკრიკი მოვიდა ჩემთან და
თქვა რომ ჩემს ბატონს მივყავდი უკან ბაბილონში. ჩემი ძვირფასი საფულე ამოვთხარე, დახეული სამოსის
ნარჩენები მოვიცვი და წავედი.“
“როცა მივდიოდით, იგივე აზრების ქარიშხალი მიტრიალებდა თავში და აქეთ-იქით აქნევდა ჩემს
ცხელებიან ტვინს. მე მგონი ვცხოვრობდი სიმღერის უცნაურ სიტყვებში ჩემი მშობლიური ქალაქიდან –
ჰარუნიდან:

აშინებ ადამიანს ქარბორბალასავით


ატარებ ქარიშხლივით
ვის კურსსაც ვერავინ გათვლის,
რომლის ბედს ვერავინ იწინასწარმეტყველებს.

“მეწერა, რომ ყოველთვის ასე დასჯილი ვყოფილიყავი და არ მცოდნოდა რისთვის? რა ახალი


უბედურება და იმედგაცრუებები მელის?“
“როდესაც მივედით ჩემი ბატონის სახლის ეზოში, წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როდესაც მომლოდინე
არად გულა ვნახე. მან ხელი გამომიწოდა და გრძელი დაკარგული ძმის მსგავსად მიმიკრა.“
“როცა ჩვენ გზას გავუდექით, მე მინდოდა გავყოლოდი, როგორც მონა უნდა გაჰყოლოდა თავის ბატონს,
მაგრამ მან არ დაუშვა ეს. მან მკლავი შემოიხვია და თქვა: ‘მე ყველგან ვნადირობდი შენზე. როცა თითქმის
გადაწურული მქონდა იმედი, შევხვდი სვასტის, რომელმაც მითხრა ფულის მევაცშის შესახებ, ვინც გამაცნო
შენი კეთილშობილი მეპატრონე. მძიმე ვაჭრობა გამიმართა მან და მაიძულა მე გადამეხადა უზარმაზარი ფასი,
მაგრამ შენ ამის ღირსი ხარ. შენი ფილოსოფია და შენი საქმიანობა იყო ჩემი შთაგონება ამ ახალი
წარმატებისთვის.’“
„’მეგიდოს ფილოსოფია არა ჩემი.’ შევაჩერე მე.“
„’მეგიდოსი და შენი. მადლობა თქვენ ორივეს, ჩვენ მივდივართ დამასკოსში და მჭირდები შენ
პარტნიორად. ნახეთ,’ დამიყვირა მან, ‘ერთ წუთში თავისუფალი ადამიანი იქნები!’ ასე თქვა და გამოიღო თიხის
ტაბლეტი, რომელზეც ჩემი კუთვნილება ეწერა. ეს მან თავს ზევით აწია და დაახეთქა ძირს ქვებზე რომ
დაემტვრია ათასობით პატარა ნაწილებად. შემდეგ ფეხით გადათელა ყველა ნამტვრევი, სანამ ისინი მტვრად არ
იქცნენ.“
“მადლიერების ცრემლებმა თვალები დამისველა. მე ვიცოდი, რომ ბაბილონში ყველაზე იღბლიანი
ადამიანი ვიყავი.“
“იცით, საქმემ, ჩემი უდიდესი გასაჭირის დროს, დაამტკიცა, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო.
მუშაობის სურვილმა საშუალება მომცა, მე გავქცეულიყავი იმ ბედისგან, რაც კედლებზე მომუშავე მონების
ჯგუფებს მოელოდათ. მან ასევე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შენს ბაბუაზე, მან შემარჩია მე თავის
პარტნიორად.“

60
შემდეგ ჰადან გულამ კითხა, “მუშაობა იყო ჩემი ბაბუის საიდუმლო გასაღები ოქროს შეკელებისთვის?”
“ეს იყო ერთადერთი გასაღები, რაც მას მაშინ ჰქონდა, როდესაც პირველად გავიცანი.” უპასუხა შარუ ნადამ. ”შენ
ბაბუას უყვარდა შრომა. ღმერთებმა დაუფასეს ძალისხმევა და დააჯილდოვეს იგი უხვად.“
“მე ვიწყებ დანახვას,” ფიქრობდა ჰადან გულა ხმამაღლა. ”შრომამ მიიზიდა მისი ბევრი მეგობარი, ვინც
აღფრთოვანდა მისი საქმიანობით და წარმატებით, რომელიც მოუტანა მას. შრომამ მოუტანა მას პატივისცემა
დამასკოში, რაც ასე სიამოვნებდა. შრომამ მოუტანა ყველაფერი, რასაც მე ვფლობ. და ვფიქრობდი, რომ მუშაობა
მხოლოდ მონებს შეჰფეროდა.“
“ცხოვრება მდიდარია მრავალი სიამოვნებით, რომ ადამიანები დატკბნენ,” განმარტა შარრუ
ნადამ. ”თითოეულს აქვს თავისი ადგილი. მიხარია, რომ საქმე არ არის მხოლოდ მონებისთვის. ასე რომ
ყოფილიყო, დიდ სიამოვნებას მოვაკლებდი ჩემს თავს. ბევრი რამ მომწონს, მაგრამ მათ შრის მუშაობის ადგილს
ვერცერთი იკავებს.“
შარრუ ნადა და ჰადან გულა შევიდნენ კოშკებიან მაღალი კედლების ჩრდილში, ბაბილონის მასიურ
ბრინჯაოს კარიბჭესთან. მათი მისვლით კარიბჭის მცველები ყურადღებით წამოდგნენ და პატივისცემით
მიესალმნენ საპატიო მოქალაქეს. თავაწეულმა შარრუ ნადამ გრძელი ქარავანი ჭიშკრის გავლით შეიყვანა
ქალაქის ქუჩებში.
“მე ყოველთვის იმედი მქონდა, რომ ბაბუაჩემის მსგავსი კაცი გავმხდარიყავი,” თქვა ჰადან
გულამ. ”თუმცა მანამდე არასოდეს გამიცნობიერებია თუ როგორი ადამიანი იყო. შენ ეს მაჩვენე. რადგან ახლა
მესმის, უფრო მეტად აღფრთოვანებული ვარ და უფრო მტკიცედ მაქ გადაწყვეტილი გავხდე მისნაირი. ვშიშობ,
ვერასოდეს გადავიხდი შენს ვალს, რომ მომეცი მისი წარმატების გასაღები. ამ დღიდან მოყოლებული მის
გასაღებს გამოვიყენებ. დავიწყებ თავმდაბლად, როგორც მან დაიწყო, რაც ჩემს ნამდვილ მდგომარეობას უფრო
ასახავს, ვიდრე ძვირფასეულობები და მშვენიერი ტანსაცმელი.“
ამის თქმის შემდეგ ჰადან გულამ მოიხსნა სამკაულთა წყვილები ყურებიდან და ბეჭდები თითებიდან.
შემდეგ თავისი ცხენი შეანელა, უკან დაიხია და ქარავანის წინამძღოლს ღრმა პატივისცემით გაჰყვა.

61

You might also like