You are on page 1of 49

ხვიჩა მებონია

როგორ ამოვძვრეთ
ვალების ჭაობიდან
ანუ, როგორ დავაღწიოთ თავი ფულის მუდმივ უკმარისობას
და როგორ დავამყაროთ წესრიგი ჩვენს ფინანსურ ცხოვრებაში

www.mebonia.com
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

სარჩევი

შესავალი ........................................................................................................ .... 3

1. ბაბილონის ნანგრევებიდან - თანამედროვე ცათამბჯენებამდე .......... 7

2. წინასწარ გათვლა თუ ანალიზი.............................................................. ...12

3. შეწყვიტე ორმოს თხრა .................................................................................14

4. ხარჯების ანატომია .......................................................................................18

4.1. სად მიდის ჩვენი ფული .............................................................. 19

4.2. სიძუნწე თუ სწორად ხარჯვა ......................................................25

5. როგორ მოვიქცეთ კრედიტორებთან ......................................................... 28

6. შემოსავლის რა ნაწილი მივმართოთ ვალების დასაფარად ...................30

7. გადაუხადე საკუთარ თავს ............................................................................33

8. იმოქმედე ..........................................................................................................43

გამოყენებული რესურსები .............................................................................. 48

www.mebonia.com
2
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

შესავალი

დილით საშინელ ხასიათზე გამეღვიძა.

სამი დღის წინ, ძლივს მოვახერხე მორიგი საბანკო შენატანისთვის ფულის შოვნა.
ერთმა ახლობელმა მიხსნა, რომელმაც სტუდენტი შვილისთვის მისაცემი თანხა
მასესხა ორი დღით.

ხვალ დილით, ის ბავშვი მიდიოდა და დღეს უსიკვდილოდ უნდა მეშოვა 200 ლარი.

თანაც, შაბათს, ქორწილში ვიყავი წასასვლელი და „ჩასაწერი“ ფული მჭირდებოდა.

ერთ კვირაში კი მეორე სესხის ვადა მიწევდა...

წინა ღამით, ერთ ნაცნობს ელფოსტით წერილი მივწერე, სადაც ავუხსენი ჩემი
მდგომარეობა და ვთხოვე გარკვეული თანხა ესესხებინა.

ამიტომ, ავდექი თუ არა, მაშინვე კომპიუტერს ვეცი…

უამრავ წერილს შორის, რომლებსაც ყოველდღე ვღებულობდი ჩემ მიერ სხვადასხვა


დროს ხელმოწერილი გზავნილებიდან, რომლებიც შემდეგ არცკი მახსოვდა, ერთის
სათაურმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება:

„მონათმფლობელური წყობილება არ გადაშენებულა“

წერილი საკმაოდ საინტერესო ჩანდა.

„მიმოიხედეთ ირგვლივ, დააკვირდით ადამიანებს თქვენ გარშემო, შეიძლება არც


თქვენ ხართ გამონაკლისი, – წერდა ავტორი.

როგორ ყიდულობს ახლა ყველა ძვირფას, მაგრამ საჭირო ნივთს?

მართალია – კრედიტით!

გსურთ მაცივარი ან ახალი ავტომობილი? თქვენ მიდიხართ ბანკში, იღებთ საჭირო


თანხას და მორჩა, თითქოს პრობლემა მოგვარებულია.

სინამდვილეში პრობლემები სწორედ აქედან იწყება!

თქვენ უნდა იხადოთ ვალი და იხადოთ მუდმივად.

ერთ ნივთს მოჰყვება მეორე აუცილებელი ნივთი, მეორეს – მესამე და ა.შ. მთელი
ცხოვრება უნდა იხადოთ თქვენ მიერ დიდი წვალებით გამომუშავებული თანხები.

და, აი, ზიხართ საღამოობით სახლში და ფიქრობთ:

www.mebonia.com
3
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

რა კარგი იქნებოდა, რომ ყველა ვალი გასტუმრებული მქონდეს და თავისუფლად


ვიყო, არ მიწევდეს გამუდმებული თავის მტვრევა იმაზე, თუ სად ვიშოვო ფული და
მშვიდად მეძინოს, მაგრამ... მაგრამ საბანკო მანქანა არ გვეშვება, ის ჩვენზე ბევრად
უფრო ძლიერია.

ის კვლავ და კვლავ გვახვევს თავზე ვალად უფრო და უფრო მეტ თანხას, რომელიც,
თითქოსდა, გადაწყვეტს ჩვენს პრობლემას, სინამდვილეში კი, გვითრევს იმ
უზარმაზარ ფინანსურ ორმოში, საიდანაც ბანკები იღებენ თავიანთი
გამდიდრებისთვის საჭირო რესურსებს.

ჩვენ უკვე თავი მოგვაბეზრა სარეკლამო განცხადებებმა, რომ სამომხმარებლო


სესხების მისაღებად საკმარისია მარტო პირადობის მოწმობა და მორჩა.

მობრძანდით ჩვენს ბანკში, ჩვენ ჩავიწერთ თქვენს მონაცემებს და მოგცემთ ნებისმიერ


თანხას, – გვიხმობენ ბანკები და ჩვენც, რაც ყველაზე სამწუხაროა, მივდივართ იქ და
ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა გველოდება, ვინაიდან:

მონათმფლობელური წყობილება არ გადაშენებულა.

დიახ, რაც არ უნდა გვიმტკიცონ ისტორიკოსებმა, რომ მონათმფლობელური


წყობილება დარჩა წარსულში, რეალობა სულ სხვაა.

საქმე იმაშია, რომ სამომხმარებლო სესხიც მონობაა, თანაც ადამიანი საკუთარი ნებით
ებმება მონობის ამ უღელში.

და თუ თქვენ ახლა გაქვთ ვალი სამომხმარებლო სესხის სახით, გილოცავთ:

თქვენ ხართ 21–ე საუკუნის მონა!

მონა! „ესღა მაკლდა“ – აღვშფოთდი მე ერთი პირობა. მაგრამ იმავე დროს, ვიღაცამ
ჩემ შიგნით მწარედ ჩაიცინა და მითხრა:

„ეს რომ სისულელე იყოს – გაგეცინებოდა. მაგრამ რადგან გაბრაზდი, ესე იგი,
პირდაპირ „მიზანში მოარტყა“

ძნელი იყო ამის მოსმენა... მაგრამ დღეს ვხვდები, რომ – აუცილებელი!

რადგან სწორედ ეს იქცა იმ მძლავრ ბიძგად, რომლის შემდეგაც დაიწყო რადიკალური


ცვლილებები ჩემს ფინანსურ ცნობიერებაში.

სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი დაინტერესება ამ პრობლემით, რომელმაც შემდეგ,


ერთგვარი ჯაჭვური რეაქციის მეშვეობით, მიმიყვანა ისეთ ადამიანებამდე,
რომლებმაც მართლაც ფასდაუდებელი რჩევები მომცეს და მასწავლეს, თუ როგორ
დამეღწია თავი იმ კრიტიკული სიტუაციიდან, რომელშიც უგუნური ფინანსური
„პოლიტიკის“ გამო აღმოვჩნდი.

www.mebonia.com
4
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

ამ „ფინანსური პოლიტიკის წარმოება“ კი დაიწყო, ერთი შეხედვით, თითქოსდა,


სრულიად ჩვეულებრივი, უწყინარი სიტუაციიდან, როცა წლების წინ გადავწყვიტე,
მეყიდა ახალი ტელევიზორი...

სხვათა შორის, მდიდარი ადამიანები ტელევიზორს ღარიბების საყვარელ გასართობს


ეძახიან.

მათი დაკვირვებით, პირველი, რაც თვალში მოგხვდება ღარიბების კატეგორიებით


მოაზროვნე ადამიანების სახლში, ეს არის უზარმაზარეკრანიანი ტელევიზორი...

მდიდრები კი ტელევიზორს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. ხშირ შემთხვევაში არც კი


აქვთ სახლში ეს ნივთი. რადგან თვლიან, რომ ტელევიზორს, ჯერ ერთი - მიაქვს
დიდი დრო, და, მეორეც – მოაქვს უზარმაზარი ნეგატიური ენერგია.

მაგალითად, ბილ გეიტსს, საერთოდ არ აქვს თურმე სახლში ტელევიზორი. საწყალი,


ალბათ, არც ერთმა ბანკმა არ მისცა სესხი...

მოკლედ, შევედი მაღაზიაში და დავიწყე ტელევიზორის შერჩევა.

ის, რომელიც მომეწონა და, როგორც მაშინ ვფიქრობდი, ჩემს ფინანსურ


შესაძლებლობებში ჯდებოდა, ღირდა 400 ლარი.

მე მქონდა ხელფასი 150 ლარი და ვიფიქრე, მოდი ამას ვიყიდი სესხით.

თვეში ალბათ 40 ლარის გადახდა მომიწევს. ეს ხომ ძალზე ადვილია. ვერც კი


ვიგრძნობ, ისე დავფარავ ამ თანხას, თითქოს ტელევიზორი მაჩუქესო... და ასეც
მოვიქეცი...

გადიოდა წლები.

და მიუხედავად იმისა, რომ ჩემი შემოსავალი ყოველ წელს იზრდებოდა, ბევრად


უფრო სწრაფად იზრდებოდა ვალები, რადგან იზრდებოდა მადა და ვინაიდან
დარწმუნებული ვიყავი, რომ აუცილებლად გავხდებოდი მდიდარი „მომავალში,“
ვფიქრობდი, რომ შემეძლო ჩემი თავისთვის მიმეცა უფლება, ახლაც ისე მეცხოვრა,
როგორც შეძლებულ ადამიანს.

ამის წყალობით, დღითიდღე იზრდებოდა ჩემი ხარჯები და შესაბამისად ვალებიც.

შემდეგ მე ვიღებდი ახალ ვალებს, რომ დამეფარა ძველი, თანაც ვაგრძელებდი იგივე
სტილით ცხოვრებას და ასე, თანდათანობით, მივექანებოდი უფსკრულისაკენ.

ამ „სტრატეგიის“ წყალობით, 5 წელიწადში ჩემი 400 ლარიანი ვალდებულება


გაიზარდა 16 000 ლარამდე, ანუ 40–ჯერ (!)

და ეს იმის ფონზე, რომ ჩემი წლიური შემოსავალი იმ ხუთი წლის განმავლობაში


გაიზარდა მხოლოდ ოთხჯერ (!)

მაგრამ მე მაინც არ ვიტეხდი იხტიბარს.

www.mebonia.com
5
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

არ მინდოდა იმის აღიარება, რომ მაგრად „გავები“ და ამის გამო სულ ფრო და უფრო
ღრმად მივძვრებოდი იმ უზარმაზარ ფინანსურ ორმოში, სადაც ჩემი უვიცობისა და
უგუნური „ფინანსური პოლიტიკის“ გამო აღმოვჩდი!

და არ ვიცი, რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი, რომ არ „გამოჩენილიყვნენ“


ადამიანები, რომელთა რჩევებმა და შეგონებებმა, როგორც იქნა, თანდათანობით
გამომაღვიძა და მომიყვანა გონზე...

ჯერ მხოლოდ წელიწადზე ოდნავ მეტია, რაც „ახალი ცხოვრება“ დავიწყე და,
მართალია, ფინასური დამოუკიდებლობის მიღწევამდე ჯერ კიდევ საკმაო გზა მაქვს
გასავლელი, მაგრამ, რაც მთავარია, მე შევიცვალე აზროვნების ფორმა და
გამოვიმუშავე ის ჩვევები, რომელთა დახმარებითაც ამ ბოლო ერთი წლის
განმავლობაში არა მხოლოდ შევაჩერე ჩემი ვალების ზრდა, არამედ შევძელი მათი
განახევრება.

ხოლო, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მთლიანად დავფარავ მათ და თან, რაც
ყველაზე საინტერესოა, როცა ვალების გასტუმრებას მოვრჩები, მე არ მომიწევს
ყველაფრის ნულიდან დაწყება, პირიქით... თუმცა ამაზე მოგვიანებით.

არ ვიცი, რომელ სტადიაში ხართ ახლა თქვენ.

შეიძლება, ჩემსავით სულზე მოგისწროთ ამ წიგნში მოცემულმა ინფორმაციამ.

შეიძლება, საერთოდ არა გაქვთ ვალები, ან შეიძლება გაქვთ, მაგრამ იმდენად მცირე,
რომ ფიქრობთ არც კი ღირს ნერვიულობად.

ნებისმიერ შემთხვევაში, წაიკითხეთ ეს წიგნი, სადაც მე თავი მოვუყარე რამდენიმე


საკვანძო რჩევას, რომელთა ცოდნა არა თუ უბრალოდ სასარგებლო, არამედ
აუცილებელიც კია ნებისმიერი ადამიანისთვის, მიუხედავად მისი დღევანდელი
ფინანსური მდგომარეობისა.

ეს რჩევები ეყრდნობა იმ ადამიანების ცოდნასა და გამოცდილებას, რომლებმაც


თვითონ გამოიარეს საკმაოდ რთული გზა მანამ, სანამ გახდებოდნენ ფინანსურად
დამოუკიდებელნი და მიაღწევდნენ ფანტასტიკურ შედეგებს ცხოვრების სხვადსხვა
სფეროში.

ხოლო, თუ თქვენ არა მარტო წაიკითხავთ, არამედ სრული სერიოზულობით


მოეკიდებით ამ რჩევებს და დღეიდანვე დაიწყებთ ცხოვრებაში მათ დანერგვას, მაშინ,
დარწმუნებული იყავით, რაც უნდა უზარმაზარი ვალების წნეხის ქვეშ
იმყოფებოდეთ, აუცილებლად შეძლებთ მისგან თავის დაღწევას.

და შემდეგ, რა გზებითაც არ უნდა გვატაროს ცხოვრებამ, ერთ დროს, აუცილებლად


შევხვდებით ერთმანეთს იქ, წარმატების მწვერვალზე და მადლობას მეტყვით
იმისთვის, რომ ერთხელაც გავკადნიერდი და გადავწყვიტე თქვენი „დამოძღვრა!“

www.mebonia.com
6
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

1. ბაბილონის ნანგრევებიდან - თანამედროვე


ცათამბჯენებამდე

„სამომხმარებლო სესხები ერთ–ერთი ყველაზე საყვარელი


სახეობაა თანამედროვე მონების გასართობებს შორის.“

© ნატალია გრეისი რუსი ფსიქოლოგი,


ექიმი, მწერალი, ტრენერი და კოუჩი

ერთხელ, იმ გერმანული არქეოლოგიური ექსპედიციის ბანაკში, რომელიც


აწარმოებდა გათხრებს უძველესი ბაბილონის ნანგრევების აღმოსაჩენად, გამოჩნდა
მოხუცი მგზავრი, ჩამოძონძილი ტანსაცმლით, რომელიც ძლივსღა მოლასლასებდა
ქანცაგაწყვეტილი.

მოხუცი თავიდან მათხოვარი ეგონათ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს კაცი იყო პატერ
ჯონსი, იერუსალიმის წმ. მარიას კოლეჯიდან. მან მარტოდმარტომ, ფეხით გამოიარა
რთული გზა პალესტინიდან სირიის უდაბნოს გავლით, რათა სიცოცხლის ბოლოს
თავისი თვალით ენახა დიადი ბაბილონის ნანგრევები.

მეორე დღიდან, როგორც კი გათხრები დაიწყო, იმ ადგილას თანდათანობით სხვებიც


გამოჩნდნენ...

აქ მოდიოდნენ სხვადასხვა ეროვნების, კანის ფერის, აღმსარებლობის ადამიანები.


ხალხის ნაკადი დღითიდღე იზრდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ,
საუკუნეზე მეტი გავიდა, ეს ნაკადი არ წყდება. ყველას უნდა თავისი თვალით
შეხედოს ამ ლეგენდარული ქალაქის ნანგრევებს, რომელთა აღმოსაჩენადაც ჩატარდა
ყველაზე გრანდიოზული და ძვირადღირებული გათხრები არქეოლოგიის
ისტორიაში.

ადამიანების ასეთი ინტერესი აიხსნება მძაფრი სურვილით, საკუთარი თვალით


იხილონ დიდებული ბაბილონისა და მისი საოცრებების დამადასტურებელი
ფაქტები, რომელთა შორის ერთ–ერთი გამორჩეული ბაბილონის კედლებია.

არქეოლოგების აღწერით, ბაბილონი გარშემორტყმული იყო უზარმაზარი კედლების


სამი ფენით, რომელთა საერთო სიგანე 18 მეტრს, ხოლო სიმაღლე კი 22 მეტრს
აღწევდა, ხოლო მათ ასაშენებლად გამოყენებული იყო 3 მილიარდზე მეტი აგური.

დღესაც არ არის ცნობილი, როგორ მოახერხეს ბაბილონელებმა ამ რაოდენობის


გამომწვარი აგურის დამზადება, მაგრამ ცნობილია, თუ რა უმძიმეს პირობებში
უწევდათ მუშაობა იმ მონებს, რომლებიც ამ კედლების მშენებლობაზე მუშაობდნენ.

www.mebonia.com
7
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

მათთვის არ არსებობდა „დაღლა,“ „დასვენება“ და ა.შ. თუ ვინმე შეყოვნდებოდა ან/და


ილაჯგაწყვეტილი უნებლიეთ წაიჩოქებდა, მას მათრახების ცემით წამოაგდებდნენ,
ხოლო თუ ესეც არ უშველიდა, მაშინ წიხლს ჰკრავდნენ და პირდაპირ კედლიდან
გადააგდებდნენ ქვემოთ, სადაც ქვებზე იმტვრეოდნენ და იღუპებოდნენ. ღამით კი
დასახიჩრებული გვამები საზიდრებით გაჰქონდათ ქალაქიდან.

ასეთ სცენებს ბაბილონელები ყოველდღე აკვირდებოდნენ.

კედლებზე მომუშავე მონების საშინელი ხვედრი იყო ის მწარე რეალობა, რომელსაც


მუდმივად გრძნობდა თითოეული მოქალაქე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მონების
ნახევარზე მეტი იყვნენ სწორედ ის ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც ასეთ
საშინელ დღეში ვალების გადაუხდელობის გამო აღმოჩნდნენ.

დიახ, ისინი თავის დროზე იყვნენ თავისუფალი მოქალაქეები, რომლებიც აღებული


ვალის გადაუხდელობის გამო გაყიდეს მონებად.

ალბათ ყველას დაგებადებათ შეკითხვა: რა აიძულებდა ადამიანს წასულიყო ასეთ


რისკზე? როგორ შეეძლო მას აეღო ვალი, თუ ყოველდღე საკუთარი თავალით
ხედავდა - რა ელოდა მისი გადაუხდელობის შემთხვევაში?

და იქვე გიჩნდებათ პასუხის უამრავი ვარიანტი, რომ ალბათ რაღაც უკიდურესი


გაჭირვება, ტრაგედია, შვილების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადარჩენა და ა.შ.
მაგრამ სინამდვილე ძალზე ბანალურია.

საქმე იმაშია, რომ უძველეს ბაბილონში, უმაღლეს დონეზე იყო განვითარებული


ფულად–საკრედიტო ურთიერთობები და ე.წ. სამომხმარებლო სესხების გაცემა
მაშინაც ერთ–ერთ ყველაზე სარფიან საქმედ ითვლებოდა.

თანაც, მანამ, სანამ ჰამურაბის ცნობილი კანონები იხილავდნენ მზის სინათლეს,


ბაბილონელ მოქალაქეს, გარდა უძრავ–მოძრავი ქონებისა, გარანტიის სახით შეეძლო
საკუთარი თავიც შეეთავაზებინა.

მევახშეობა ყვაოდა...

ყველას შეეძლო სესხის აღება, რადგან ყველას შეეძლო გარანტიად შეეთავაზებინა


საკუთარი თავი... მაგრამ რატომღაც არავინ ფიქრობდა იმაზე, რომ, სასესხო
ვალდებულების ვერ დაფარვის შემთხვევაში, ის შეიძლებოდა მონად ქცეულიყო და
თავისი სიცოცხლე ქალაქის მშენებარე კედლებთან დაესრულებინა.

სამწუხაროდ ადამიანებისთვის სასურველის დაუყოვნებლივ მიღებით გამოწვეული


სიამოვნების განცდა ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე საკუთარი
შესაძლებლობების საღად შეფასება და, ასეთ დროს, მომავალში თავისუფლების
შესაძლო დაკარგვისა და მონად ქცევის პერსპექტივა მათ თვალში ნაკლებად
„ფასობდა.“

გგონიათ, მას შემდეგ რამე შეიცვალა? სრულიადაც არა.

მიდგომა:

www.mebonia.com
8
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

„ვინ იცის, რა მოხდება, ამიტომ არ არის გონიერი ასეთ რისკზე წასვლა და


სამომხმარებლო სესხის აღება“ არ მოქმედებდა მაშინ და არც ახლა მოქმედებს.

თანაც დღეს ჩვენ ხომ გაცილებით ნაკლებს ვრისკავთ, ვიდრე ძველი ბაბილონის
მცხოვრებნი – ბოლოს და ბოლოს, ვალებში გახვევით, მონები მაინც არ ვხდებით

როგორც სახარებაშია ნათქვამი „ნეტარ არიან მორწმუნენი!“

მაინც რა ხდება?

ფულს აქვს მსყიდველობითი უნარი. ანუ, ჩვენ ვაძლევთ ფულს და სანაცვლოდ


რაღაცას ვიღებთ. თვითონ ფულს კი იმისთვის ვიღებთ, რომ რაღაცას ვაკეთებთ,
ვმუშაობთ და ა.შ.

ანუ, ჩვენ ვმუშაობთ, რათა მივიღოთ ფული და მერე ამ ფულით შევიძინოთ ის, რაც
გვინდა. და, სწორედ ამ ეტაპზე, ვვარდებით ე.წ. თრობის პროცესში.

არსებობს გრძნობების გაძვირების კანონი, რომელიც ცნობილი უკრაინელი


ფსიქოლოგის, ექიმის ვალერი სინელნიკოვის მიერ არის ფორმულირებული.

როცა ბავშვი პატარაა, მისი სიხარულისთვის საკმარისია პატარა სათამაშო ან


შოკოლადის კამფეტი.

როცა წამოიზრდება, იგივე დონის სიხარულისთვის მას უკვე სჭირდება უფრო მეტი,
ვთქვათ, პატარა სამთვლიანი ველოსიპედი, მერე ორთვლიანი ველოსიპედი, მერე
მოტოციკლი ან კვადროციკლი, მერე ავტომანქანა და ა.შ.

ანუ, იმისთვის, რომ მივიღოთ სიხარული, შესაბამისად ჩვენ გვჭირდება სულ უფრო
და უფრო ძვირფასი შენაძენი.

ასეთ დროს, მზად ვართ გავიღოთ უამრავი ფული, ენერგია და დრო, ოღონდ მაჯას
გვიმშვენებდეს ძვირადღირებული საათი, გვქონდეს გამორჩეული ავტომანქანა.

ჩვენთვის სასურველი ნივთების ვერ მიღების წარმოდგენაც კი, ისეთ ტკივილს


გვაყენებს, რომ ყველაფერზე მზად ვართ მომავალში, ოღონდ ახლა დავიამოთ ეს
ტკივილი.

და არა აქვს მნიშვნელობა ნაღდი ფულით გავაკეთებთ ამას, თუ, ვთქვათ,


განვადებით.

სამომხმარებლო სესხების აღება დღეს ხომ ძალზე მარტივი და მოსახერხებელია.


საკმარისია მარტო პირადობის მოწმობა და მორჩა.

ჩვენი თანამედროვე ყოფა წალეკა საკრედიტო ორგანიზაციების სარეკლამო


განცხადებებმა.

www.mebonia.com
9
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

მობრძანდით ჩვენს ბანკში, ჩვენ ჩავიწერთ თქვენს მონაცემებს და მოგცემთ ნებისმიერ


თანხას ავტომანქანისთვის/ბინისთვის/სამოგზაუროდ და ა.შ.

და ჩვენ მივდივართ იქ და ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა გველოდება.

სამომხმარებლო სესხი, მართალია, ერთის მხრივ, გვეხმარება მომსახურებისა და


საქონლის შეძენაში, მაშინ როცა არ გვაქვს მათ შესაძენად საჭირო ნაღდი ფული,
მაგრამ, მეორეს მხრივ, ის არის ერთგვარი სატყუარა, რომელიც სულ უფრო და უფრო
გვითრევს ფინანსურ მონობაში, საიდანაც თავის დაღწევა ძალზე რთულია.

გასაგებია, როცა, ვთქვათ, გაქვს ხელფასი 500 ლარი და იყიდი ტელევიზორს


განვადებით და ერთი წლის განმავლობაში გადაიხდი ყოველთვე 50 ლარს.

მაგრამ თუ ამის შემდეგ გაგეხსნა მადა, დაკარგე კონტროლი, და 90% – ს სწორედ ასე
ემართება, მაშინ შეიძენ კიდევ ტელეფონს, მერე მაცივარს და ა.შ.

ეს ყველაფერი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ აღმოაჩენ, რომ შენს მიერ ყოველ თვე
გადასახდელმა თანხამ შეადგინა შენი შემოსავლის უდიდესი ნაწილი, აღარ გრჩება
საკმარისი სახსრები მიმდინარე ხარჯებისთვის და კრიზისიც იწყება.

საშინელი ყოველდღიური სტრესი, როცა მუდამ იმაზე გიწევს ფიქრი, სად აიღო
ფული მომდევნო სასესხო შენატანისთვის, როგორ დაფარო მიმდინარე კომუნალური
გადასახადები, ბოლოს და ბოლოს, რითი უნდა იკვებო, რომ შიმშილისგან არ მოკვდე.

თან, ნუ დაგვავიწყდება, რომ სესხის აღებით, ჩვენ დღეს ვყიდულობთ იმას,


რომლისთვისაც უნდა გადავიხადოთ მომავალი შემოსავლები. მაგრამ შეიძლება
მოხდეს ისე, რომ ეს შემოსავლები ვერ მივიღოთ, რადგან არ არის გამორიცხული,
ხელი შეგვიშალოს მოულოდნელმა, გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა.

და მაშინ ბანკებისგან შეღავათებს ნუ ელით. ნუ გგონიათ, რომ ისინი ისეთი


კეთილები არიან, როგორც რეკლამებში ჩანან.

რომ, თითქოსდა, ისინი ეხმარებიან ადამიანებს ოცნებების ახდენაში...

მართალია, თქვენ თავაზიანი ღიმილით მოგცემენ ფულს სესხის სახით, მაგრამ თუ


დროზე ვერ შეძლებთ მის დაბრუნებას, მაშინ იმ ფულს თქვენგან ამოიღებენ სულ
სხვა სახის გამომეტყველებით და სულ სხვა მეთოდებით.

და ღმერთმა დაგიფაროთ, რომ ვალების დროს მოგისწროთ საერთო ფინასურმა


კრიზისმა.

მაშინ თქვენი ვალებიც დოლარის კურსთან ერთად გაიზრდება, ხოლო მათი


ამოღების მეთოდები გახდება ბევრად უფრო ხისტი და დაუნდობელი. ვინაიდან
კრიზისის დროს, არსებობის შესანარჩუნებლად, ბანკებს სჭირდებათ უზარმაზარი
რესურსები...

გამოსავალი?

www.mebonia.com
10
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

გამოსავალი ყოველთვის არსებობს. ნებისმიერი პრობლემა, ეს არის ამოცანა,


რომელსაც, ამოხსნაც აუცილებლად აქვს.

ოღონდ, ხშირ შემთხვევაში, ჩვენ მას ვერ ვპოულობთ იმიტომ, რომ იქ არ ვეძებთ,
სადაც საჭიროა ან ვეძებთ მზამზარეულ პასუხს და ყურადღების მიღმა გვრჩება
ამოხსნის მეთოდები.

თუ თქვენ გგონიათ, რომ ამ წიგნში იპოვით გამზადებულ პასუხებს, რომლებსაც


უბრალოდ გადააკოპირებთ, დასვამთ თქვენი ამოცანის ბოლოში და ამით პრობლემას
მოაგვარებთ, პირდაპირ გეტყვით: დროს ტყუილად ნუ დაკარგავთ. მსგავსი რამ არ
მოხდება.

თითოეულ ჩვენგანს, ცხოვრებაში გვეძლევა საკუთარი, განსხვავებული ამოცანა,


რომლისთვისაც სხვისი ამოცანის პასუხი არ გამოდგება. ამიტომ გამზადებული
პასუხები კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ვისწავლოთ ამოხსნის გზები.

ამ წიგნში, სწორედ იმ საკვანძო პრინციპებზე იქნება ყურადღება გამახვილებული,


რომელთა შესწავლა და პრაქტიკაში დანერგვა დაგეხმარებთ თქვენი კონკრეტული
ამოცანის ამოხსნაში და გაპოვნინებთ თქვენს კონკრეტულ პასუხს.

www.mebonia.com
11
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

3. წინასწარ გათვლა თუ ანალიზი

ერთხელ მსოფლიო ჩემპიონს ჭადრაკში გარი კასპაროვს ჰკითხეს:

– რამდენი სვლის გათვლას ახერხებთ ხოლმე წინასწარ?

– ჭადრაკში მთავარი ის კი არ არის, რამდენი სვლის გათვლა შეგიძლია წინასწარ,


არამედ ის, თუ როგორ აანალიზებ შექმნილ სიტუაციას, – უპასუხა მსოფლიო
ჩემპიონმა.

თუ ობიექტურად ვერ აფასებ არსებულ სიტუაციას, მაშინ იწყებ ისეთი სვლების


გათვლას, რომლებიც ძირშივე მცდარია და ვინაიდან ბოლომდე ყველაფრის გათვლა
შეუძლებელია, სწორი სვლის რიგიც არა და არ დგება და ბოლოს ირჩევ უკეთეს
ვარიანტს უარესებიდან.

დაინახო ნათლად შექმნილი სიტუაცია – ნიშნავს გააკეთო ისე, რომ სწორმა სვლებმა
თვითონ აღმოაჩინონ საკუთარი თავი...

პრინციპში იგივე ხდება ცხოვრებაშიც: თუ ჩვენ არ ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ


რომელიმე სიტუაციაში, ესე იგი არ ვიცით რა ხდება ამ დროს ჩვენს თავს...

თუ ჩვენ აღმოვჩნდით მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ესე იგი თავის დროზე


არასწორად შევაფასეთ სიტუაცია, რომელშიც მაშინ ვიმყოფებოდით, გავაკეთეთ
არასწორი სვლები და ამიტომაც მივიღეთ ეს შედეგი და თუ ახლაც კარგად არ
გავაანალიზებთ, თუ რა გვჭირს, კიდევ უფრო უარეს ჭაობში ამოვყოფთ თავს.

მაშ ასე, რა ვქნათ, როცა გავაცნობიერებთ, რომ ვალების მახეში გავებით?

პირველ რიგში, ნუ ჩავვარდებით პანიკაში. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ „ფართხალი“,


შევეცადოთ დავმშვიდდეთ და გავაანალიზოთ სიტუაცია.

თუ თვითონ არ შეგვიძლია, მაშინ დახმარებისთვის მივმართოთ სპეციალისტს და


გავარკვიოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა. ზუსტად აღვწეროთ ჩვენი აქტივები და
პასივები. ზუსტად გავერკვეთ იმ ვალდებულებებში, რომელიც გვაკისრია. ეს
ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალზე გულდასმით და აუცილებლად წერილობითი
ფორმით.

ადამიანთა უმრავლესობას არა აქვს ზუსტი წარმოდგენა თავის ფინანსურ


მდგომარეობაზე. არ იცის, რა აქტივებს ფლობს, რა ვალდებულებები აქვს.

www.mebonia.com
12
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

მე სპეციალურად ჩავატარე პატარა ექსპერიმენტი და რამოდენიმე ახლობელს


მივმართე შეკითხვით, თუ შეეძლოთ დაესახელებინათ ზუსტი ციფრი, რომელიც
ასახავდა მათი აქტივებისა და პასივების ბალანსს, თუ იცოდნენ რა ქონებას
ფლობდენ, რამდენ ლარს შეადგენდა მათი ოჯახის ყოველდღიური აუცილებელი
ხარჯები და ა.შ.

10 ადამიანიდან მხოლოდ ერთმა დამისახელა კონკრეტული ციფრები. თუმცა


მოგვიანებით გამომიტყდა, რომ მოიტყუა, რადგან მას, როგორც ფინანსისტს,
რომელსაც საკმაოდ სერიოზული ორგანიზაციის ფინანსების მართვა აბარია, შერცხვა
იმის აღიარება, რომ არ ჰქონდა ნათელი წარმოდგენა საკუთარ ფინანსურ
მდგომარეობაზე.

დღეს ვალები, განსაკუთრებით სამომხმარებლო სესხები, ეპიდემიასავითაა. ირგვლივ


ყველა ამაზე წუწუნებს, მაგრამ ერთი ჰკითხეთ რომელიმეს - დაასახელოს ზუსტად
რამდენი აქვს ვალი, გარწმუნებთ ბევრი ამას ვერ შეძლებს. მათ შორის, შეიძლება,
თქვენც

არადა, ვალების სიმძიმე მით უფრო დამთრგუნველია, რაც უფრო ნაკლები


წარმოდგენა გვაქვს ჩვენს ფინანსურ მდგომარეობაზე.

დამიჯერეთ, როცა თქვენ დაწვრილებით ჩამოწერთ ყველაფერს და დაინახავთ


რეალურ სურათს – თითქოსდა გამოუვალი სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდით,
ნაკლებად საგანგაშო მოგეჩვენებათ, რადგან რაც უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება
მტრის ძალებზე, მით უფრო ადვილია ბრძოლისთვის მომზადება.

შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „გაუგებარია, რატომ მომეჩვენება ნაკლებად


საგანგაშოდ, თუ აღმოვაჩენ, რომ ჩემი ვალები გაცილებით მეტი ყოფილა ვიდრე
მეგონა და ჩემი შემოსავლები კი – გაცილებით ნაკლები?“

იმიტომ რომ გაურკვევლობაში ყოფნა ბურუსში ხეტიალს ჰგავს, არსებულ ფინანსურ


მდგომარეობაში ზუსტად გარკვევა კი ფანტავს ამ ბურუსს და გვაძლევს საშუალებას
დავინახოთ გზა.

www.mebonia.com
13
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

3. შეწყვიტე ორმოს თხრა

თუ აღმოაჩენ, რომ ორმოში ზიხარ, მაშინ, პირველ რიგში, შეწყვიტე თხრა

© უორენ ბაფეტი

ამერიკელი ინვესტორი, პლანეტის


ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანი

რაც არ უნდა ბანალურად მოგეჩვენოთ, უმრავლესობას ვალებიდან ამოსვლა იმიტომ


უჭირს, რომ მუდმივად იღებს ახალ ვალს.

მათ არ ჰყოფნით შემოსავალი მიმდინარე ხარჯებისთვისთვისაც კი და


“იძულებულნი“ არიან, აიღონ ვალები. შემდეგ იღებენ ახალ ვალს, ოღონდ, უკვე
უფრო მეტს, რომ დაფარონ ძველი ვალი და მიმდინარე ხარჯები და ასე
თანდათანობით ვარდებიან მოჯადოებულ წრეში, რომლიდან თავის დაღწევაც
ძალზე რთულია.

მიზეზი?

ჩვენ გვიჭირს იმის აღიარება, რომ მძიმე სიტუაციაში ვართ. გვიჭირს არა მარტო
სხვების, არამედ საკუთარი თავის წინაშეც. იხტიბარს არ ვიტეხთ, ვაგრძელებთ
ცხოვრებას ისე, თითქოს შეძლებული ადამიანები ვიყოთ.

„რას იტყვის ხალხი?“ - ვფიქრობთ ჩვენ და ვსესხულობთ ფულს, ხანდახან


უზარმაზარი პროცენტებითაც კი, იმისთვის, რომ ხელცარიელი არ მივიდეთ
დაბადების დღეზე, ნათლობაზე, ქორწილში...

„რას იტყვის ხალხი?“ - ვამბობთ ჩვენ და ვსესხულობთ ფულს, რომ ვიყიდოთ ის


წიგნები, რომელთა ყიდვაც ახლა „მოდაშია“ და რომლებსაც მერე არცკი გადავშლით,
არათუ წავიკითხავთ.

„რას იტყვის ხალხი?“ – ვამბობთ ჩვენ და დაბადების დღის წვეულებაზე ვხარჯავთ


მთელ ხელფასს...

მერე კი მთელი თვე ნახევრად მშიერი დავდივართ. სამაგიეროდ, ის ერთი თვე იმით
ვიკვებებით, რომ გვესმის, როგორ აღტაცებული ამბობს ყველა, თუ რა მაგარი
წვეულება გვქონდა.

„რას იტყვის ხალხი?“ – ვამბობთ ჩვენ და ვიხდით 500 კაციან ქორწილს.

www.mebonia.com
14
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

მეორე დღეს კი, პატარძალი გაკვირვებული უყურებს, როგორ ცლიან მეზობლები


თანდათანობით სახლს იმ ავეჯისგან, რომელიც სპეციალურად ქორწილის დღისთვის
იქნა მობილიზებული სტუმრების თვალწინ „სამარიაჟოდ.“

ერთი თვის მერე კი, პირზე ნერწყვმომდგარი ვიხსენებთ ქორწილის დღეს გაშლილ
სუფრას, რადგან, კარგა ხანია უკვე, ნორმალური საჭმელი არ გვიჭამია.

ჩვენი ახალშექმნილი ოჯახის მთელი ფინანსები, როგორც არსებული, ისე მომავალი


რამოდენიმე წლის განმავლობაში მოსაპოვებელი, შეიწირა იმ სესხებმა და ვალებმა,
რომლითაც ეს უზარმაზარი ქორწილი გაიმართა.

„რას იტყვის ხალხი?“ – ვამბობთ ჩვენ, როცა ქალიშვილი გათხოვდება. – „გოგოს


სირცხვილს ხომ არ ვაჭმევთ?!“ და გარბივართ ბანკში, გირაოში ვდებთ ჩვენს უძრავ–
მოძრავ ქონებას, რომ ავიღოთ სესხი, მაგრამ, როგორც წესი, ეს ფული მაინც არ
გვყოფნის და ვსესხულობთ ყველასგან, ვინც კი ფულს მოგვცემს, მათ შორის,
მევახშეებისგანაც.

მერე ვყიდულობთ უამრავ მზითევს და, რაც ყველაზე მთავარია, ოქროს ნაკეთობებს
სიძისა და სათითაოდ მისი ოჯახის ყოველი წევრისთვის და მივდივართ ქორწილში,
სადაც ამაყი, ბედნიერი და კმაყოფილი (თუმცა ესეც სადავოა – ზოგიერთი ასეთ
დროსაც უკვე ვალებზე ფიქრობს), მთელი საღამო ცეკვა-თამაშში და სიმღერაში
ვატარებთ.

კი, მაგრამ რა გემღერება, ადამიანო?

ხვალიდან, მთელი ხუთი წელი, ნორმალურ საკვებს ვერ ეღირსები და ნორმალურად


დასვენებას... დღედაღამის გასწორება მოგიწევს მუშაობით ამ ვალების
გასასტუმრებლად და, ამ ხუთი წლის განმავლობაში, შეიძლება ხუთჯერაც ვერ
მოინახულო შვილი და შვილიშვილები იმიტომ, რომ, უბრალოდ, გზის ფულიც კი არ
გექნება, რომ არაფერი ვთქვათ „ხელცარიელი“ ბავშვებთან მისვლაზე...

და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ რამოდენიმე საათით თავი ამაყად გეგრძნო!

დიახ, მთელი ეს დავიდარაბა იმისთვის იყო, რომ იმ ერთი საღამოს განმავლობაში


კმაყოფილს მოგესმინა, თუმცა რაღა მოგესმინა, უბრალოდ წარმოგეგდინა, თუ
როგორ ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს ქალები: „აი, გოგოს მშობლებმა რა მზითევი
და რა საჩუქრები მოიტანესო.“

შეიძლება არ ვაღიაროთ, მაგრამ, სინამდვილეში, ამდენი რამე ჩვენ ვიყიდეთ არა


იმისთვის, რომ ის სჭირდებოდა ჩვენს ქალიშვილს, სიძეს და სიძის ნათესავებს,
არამედ იმისთვის, რომ თავი კომფორტულად გვეგრძნო.

არა იმისთვის, რომ ჩვენ მიერ მიტანილმა ოქროებმა სულზე მიუსწრო ჩვენი
ქალიშვილის ახალშექმნილ ოჯახს, არამედ იმისთვის, რომ „ტრადიცია მოითხოვს
ასე“ და თუ ჩვენ ამ „ტრადიციას“ დავარღვევთ, ქვეყნის სასაცილო გავხდებით და
რადგანაც სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია, ამიტომ მზად ვართ, მთელი
ცხოვრება ვალების მონობის უღელი გვედგას, ოღონდ ასეთი სირცხვილი არ ვჭამოთ.

www.mebonia.com
15
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

აბა რა, მონობაში ყოფნა ხომ ნაკლებად სამარცხვინოა...

ძალიან გთხოვთ, სწორად გამიგეთ, – მე არ ვარ ტრადიციების წინააღმდეგი. მით


უმეტეს არაფერი მაქვს ქორწილის, ამ არაჩვეულებრივი დღესასწაულის,
საწინააღმდეგო. მე, უბრალოდ, ტრადიციების დამახინჯების და ტრადიციების
სახელით ცხოვრების დამახინჯების წინააღმდეგი ვარ.

თანაც არავის ჭკუის სწავლებას არ ვაპირებ. მე თვითონ ვცხოვრობდი 40 წელი ასე


„დამახინჯებულად“...

თუმცა არასდროს მომწონდა ისეთი ვალდებულება, რომ რომელიმე კონკრეტულ


სიტუაციაში ასე უნდა მოვიქცე იმიტომ, რომ ყველა ასე იქცევა...

მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ ტრადიციების, ქორწილების, საჩუქრების


წინააღმდეგი კი არ ვარ, არამედ – კუდაბზიკობის!

სამწუხაროდ, ასე გვჭირს ადამიანთა უმრავლესობას... განსაკუთრებით


საქართველოში.

იმისთვის, რომ ხელგაშლილად იცხოვრო, ჯერ უნდა შექმნა შემოსავლის წყარო,


რომელიც მოგცემს ასეთი ხელგაშლილობის უფლებას.

ჩვენ კი, უკუღმა ვიქცევით: ჯერ ვცხოვრობთ ხელგაშლილად და მერე ვეძებთ


სახსრებს ხარჯების დასაფარად. ამას კი, როგორც წესი, მივყავართ ვალებამდე.

ჩვენ ვიღებთ სამომხმარებლო სესხებს იმისთვის, რომ უკვე დღეს


ვიცხოვროთ ისე, როგორც შეძლებულმა ადამიანმა და ვერც კი
ვაცნობიერებთ, რომ სწორედ ამით ვკარგავთ მოტივაციას
შემდგომი წინსვლისთვის, რადგან ჩვენ უკვე დღეს
დავაჯილდოვეთ საკუთარი თავი იმ სამუშაოსთვის, რომელიც
ხვალ უნდა შევასრულოთ...

© ბოდო შეფერი

ამიტომ, აუცილებელია ვაიძულოთ საკუთარი თავი და ვისწავლოთ ვალების გარეშე


ცხოვრება.

ერთ–ერთი მეთოდი, დავიოკოთ სამომხმარებლო ვნება, მდგომარეობს იმაში, რომ


დავიწყოთ ყველაფრისთვის ნაღდი ფულით გადახდა. ასეთ დროს ადამიანი ნაკლებს
ხარჯავს, ვიდრე საკრედიტო ბარათით.

ამიტომ, თუ გაქვთ საკრედიტო ბარათები – სასწრაფოდ მოიშორეთ ისინი.

როცა პირველად ეს რჩევა მოვისმინე, ჭკუაში დამიჯდა და გადავწყვიტე


მომეშორებინა.

www.mebonia.com
16
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

გავაკეთე კიდეც, ოღონდ ჩემებურად – ამოვიღე საკრედიტო ბარათი საფულედან და


შევინახე სახლში.

ვფიქრობდი: „თუ თან არ მექნება, ვერც გამოვიყენებ ნებისმიერი უაზრო ხარჯისთვის,


მაგრამ, ამავე დროს, მზად ვიქნები რაიმე მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი
შემთხვევისთვის“.

რატომღაც, თითქოს ჯინაზე, ასეთი „მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი“


შემთხვევები არ ილეოდა და მათ მხოლოდ მას შემდეგ დაესვა წერტილი, რაც
საკრედიტო ბარათი ნაკუწებად ვაქციე და ურნაში მოვისროლე.

დაიმახსოვრეთ: თუ გინდათ, რომ ვალებს თავი დააღწიოთ, პირველ რიგში


სასწრაფოდ უნდა შეწყვიტოთ ახალი ვალების აღება.

უკვე ჩამესმის გაღიზიანებული შეკითხვები: „აბა რა ვქნა, თუ ფული აუცილებლად


მჭირდება და სხვანაირად მისი შოვნა არ შემიძლიაო...“

თუ მოთმინებით ჩაიკითხავთ ამ წიგნს ბოლომდე, თქვენ ამის პასუხს თვითონ


მიხვდებით, თუ არადა, მაშინ შეგიძლიათ შეწყვიტოთ კითხვა და გაიქცეთ მომდევნო
ვალის ასაღებად...

ოღონდ, არ დაგავიწყდეთ, რომ ის რესურსები, საიდანაც ვალები შეგიძლიათ


მიიღოთ, ამოუწურავი არ არის და ერთხელაც იქნება, აღმოჩნდებით სიტუაციაში,
როცა უკვე არავინ, არც ერთი ორგანიზაცია თუ კერძო პირი, მათ შორის, თქვენი
უახლოესი ადამიანებიც კი არ მოგცემენ ფულს და იძულებული იქნებით, მისი
შოვნის სხვა მეთოდები ეძებოთ.

და რადგან ეს დღე, ადრე თუ გვიან, ნებით თუ უნებლიეთ, მაინც დადგება, ალბათ


დამერწმუნებით, რომ ჯობია ეს მოხდეს ადრე და თქვენი ნებით.

www.mebonia.com
17
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

4. ხარჯების ანატომია

„ზოგი ფულს ისე აგროვებს, თითქოს საუკუნოდ უნდა იცხოვროს, ზოგი კი ისე ხარჯავს,
თითქოს იმ წამს უნდა მოკვდეს“

© არისტოტელე

თქვენთვის ერთი პატარა სავარჯიშო მაქვს: აიღეთ საცერი და გაავსეთ ის წყლით!

რა იყო, გაგიკვირდათ?

გეთანხმებით, უაზრობაა ამის მცდელობა, ვინაიდან ბავშვმაც კი იცის:

რამდენიც არ უნდა ვასხათ წყალი ჭურჭელში, მას ვერ გავავსებთ, თუ აქვს


ნახვრეტები, რომლებიდანაც წყალი იმდენივე ან უფრო მეტი რაოდენობით
გაედინება, ვიდრე ვასხამთ.

ამიტომ, თუ გვინდა რომ ჭურჭელი გავავსოთ, ჯერ ნახვრეტებს უნდა მივხედოთ.

ზუსტად იგივე პრინციპი მოქმედებს ფინანსებთან მიმართებაშიც.

თუმცა ადამიანებს აქ, რატომღაც, უაზრობად არ მიგვაჩნია საცრის წყლით გავსების


მცდელობა.

თანაც ამას ვაკეთებთ სრული სერიოზულობით და დიდი მონდომებით, რომლის


დროსაც მთელი ძალები წყლის რაოდენობის გაზრდისკენ გვაქვს მიმართული და
ნახვრეტებს არც კი ვაქცევთ ყურადღებას.

არადა, აზრი არა აქვს შემოსავლების ზრდაზე ზრუნვას, თუ არ გავაკონტროლეთ


ხარჯები.

ამის გაკეთება კი შეუძლებელია გარკვეული ფინანსური გეგმის, ანუ იგივე


ბიუჯეტის, გარეშე.

მაგრამ სანამ უშუალოდ გეგმაზე ვისაუბრებთ, მოდით, პატარა ექსკურსი მოვაწყოთ


იმ ადგილებში, სადაც ჩვენი სიმწრით გამომუშავებული ფული ორთქლდება ხოლმე.

www.mebonia.com
18
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

4.1. სად მიდის ჩვენი ფული

მიეცით მყიდველს პატარა კალათა – ის გაავსებს მას. მიეცით დიდი კალათა


და ის გაავსებს მასაც. აი , რატომაა სუპერმარკეტებში უზარმაზარი კალათები.

© ნატალია გრეისი

სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა


ერთი მეტად საინტერესო ფაქტი, რომ მყიდველების მიერ მაღაზიაში
განხორციელებული შენაძენების 65–70% არის დაუგეგმავი.

ხოლო უშუალოდ სალაროების მიმდებარედ გამოფენილი პროდუქციის


სპონტანურად შეძენის პროცენტული მაჩვენებელი კიდევ უფრო დიდია –90% (!)

ერთ–ერთ წინა თავში, ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ ვარდება ადამიანი ერთგვარ


„თრობაში“ ყიდვის პროცესისგან.

სწორედ ამ ფსიქოლოგიური მომენტის კარგად ცოდნა აძლევს საშუალებას


გამყიდველებს, მართონ მყიდველის ქცევა და მიაღწიონ ასეთ მაღალ მაჩვენებლებს
გაყიდვებში.

თანამედროვე მაღაზია, განსაკუთრებით, სუპერმარკეტი, არ არის უბრალოდ სავაჭრო


დაწესებულება.

ეს არის ერთგვარი ჩაკეტილი სივრცე, სადაც მყიდველი გადაადგილდება არა


საკუთარი სურვილის, არამედ ქცევითი ფსიქოლოგიის კანონების მიხედვით.

დიახ, არსებობს გარკვეული კანონები, თუ როგორ იქცევიან ადამიანები ამ ჩაკეტილ


სივრცეში, თუ რა რეაქციები აქვთ მათ ფერზე, ხმებზე და ა.შ.

მათი ცოდნა საშუალებას აძლევს გამყიდველს, მოახდინოს მყიდველის


მანიპულირება და მიმართოს ის იმ საქონლისკენ, რომლის გაყიდვაც არის საჭირო.

არსებობს ასეთი მეცნიერება – „მერჩანდაიზინგი.“

ეს არის სპეციფიკური მარკეტინგული ტექნოლოგია, რომელიც სწავლობს


მყიდველის ქცევებს და ამუშავებს ამ ქცევებზე ზემოქმედების მთელ რიგ
ფსიქოლოგიურ მეთოდებს.

მარტივად რომ თქვათ:

ეს არის ხელოვნება, თუ როგორ ვაიძულოთ ადამიანი იყიდოს, მიუხედავად იმისა,


უნდა მას ეს თუ არა.

მაგალითად:

www.mebonia.com
19
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

თუ, ვთქვათ, რომელიმე კონსერვი არ იყიდება კარგად, იღებენ მას და დებენ


რამდენიმე სხვადასხვა პროდუქტების რიგში.

მიდიხარ სადაც აწყვია კოკა-კოლა და იქ გვხვდება ეს კონსერვი, მიდიხარ


ფუნთუშებთან და იქაც ეს კონსერვი გვხვდება და ასე შემდეგ.

ასეთ შემთხვევაში, მუშაობს ტვინის ერთი ძალზე საინტერესო თვისება: როცა ის


ერთსა და იმავე ნივთს ამჩნევს რამდენჯერმე, ამას აღიქვამს, როგორც რაღაც საჭიროს.

ანუ უხეშად რომ ვთქვათ ის „ფიქრობს“ შემდეგნაირად: „ერთხელ, ორჯერ, სამჯერ,


ოთხჯერ... ესე იგი ეს რაღაც მნიშვნელოვანი ჩანს ჩემი პატრონისთვის“ და გვაძლევს
შესაბამის იმპულსებს.

ასევე ხდება იმ შემთხვევაშიც, როცა ჩვენ ვხედავთ თაროზე განლაგებულ ერთი და


იმავე დასახელების რამდენიმე ეგზემპლარს.

მაგალითად: თაროების რიგში აწყვია ასი ერთნაირი კბილის პასტა. ასეთ დროს
ტვინი ვერ არჩევს, კაცმა ერთხელ შეხედა ასს, თუ ასჯერ შეხედა ერთსა და იმავეს.

ის ავტომატურად აღიქვამს ამას, როგორც ასჯერ შეხედვას ანუ თავისი პატრონის


ძლიერ ინტერესს და იძლევა შესაბამის სიგნალს.

კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: უამრავი ტკბილეული და სხვადასხვა სახის


იაფფასიანი საქონელი სალაროსთან.

თქვენ მოდიხართ დატვირთული და ამ დროს სალაროსთან ხედავთ 1 ლარიან, 50


თეთრიან და ა.შ. რაიმე წვრილმანს.

„სადაც ამდენი, იქ ეს რა მოსატანია“ გაიფიქრებთ და ხელი გაგექცევათ. „ეს საღეჭი


რეზინი, ან ერთჯერადი ცხვირსახოცი, ან შოკოლადის ფილა და ა.შ. არ მაწყენდა“ და
ყიდულობთ ისეთ „წვრილმანს“, რომელიც გეგმაში არც კი გქონდათ.

არსებობს ერთი სპეციალური, ძალზე საინტერესო მეთოდი ასეთი შემთხვევებისთვის


- სალაროებთან ხელოვნურად შექმნილი რიგები.

ვთქვათ თუ ორი მოლარეა, ერთი მიდის ფულის ჩასაბარებლად და ასე შემდეგ...

ეს რიგები საჭიროა იმისთვის, რომ მყიდველი ცოტა ხნით შეყოვნდეს სალაროებთან


და ჰქონდეს დრო, თვალში მოხვდეს ყველა ის ტკბილეული და წვრილმანი
საქონელი, რომელიც სალაროებთან არის დახლებზე გამოფენილი.

დგას რიგში, საქმე არაფერი აქვს და იყურება აქეთ-იქით.

ხედავს, ჩამწკრივებულია ათასნაირი სასუსნავი და სხვადასხვა სახის წვრილმანი,


უყურებს, უყურებს და ტვინის რეაქციაც არ აყოვნებს...

თანაც აქ დამატებით მოქმედებს კიდევ ერთი მეთოდი, რომელიც კონტრასტული


აღქმის პრინციპზეა დამყარებული.

www.mebonia.com
20
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

ეს პრინციპი უდიდეს როლს თამაშობს ადამიანის მიერ გარე სამყაროს, მოვლენების


აღქმის პროცესში.

მაგალითად: თუ ჩვენ ავიღებთ ხელში ჯერ რაიმე მძიმე ნივთს, ხოლო შემდეგ რაიმე
უფრო ნაკლები წონისას, მაშინ ეს უკანასკნელი მოგვეჩვენება ბევრად უფრო
მსუბუქად, ვიდრე აღვიქვამდით მას იმ შემთხვევაში, თავიდან რომ მძიმე არ აგვეღო.

ანდა ავიღოთ წყაროს წყალი, ზაფხულში რომ უფრო ცივი გვეჩვენება, ვიდრე
ზამთარში და პირიქით.

სწორედ ამიტომ, მას შემდეგ რაც რამდენიმე ათეული ლარის პროდუქტი ავიღეთ,
ჩვენ უკვე არაფრად მიგვაჩნია ერთი-ორი ლარის დახარჯვა სალაროებთან
გამოფენილ სასუსნავებზე: „სადაც ასი ლარი, იქ, დიდი ამბავი, ერთი ლარიც რომ
მივაყოლო.“

კონტრასტის პრინციპს კარგად იყენებენ, მაგალითად, ტანსაცმლის გამყიდველებიც.

კარგად გაწვრთნილი ტანსაცმლის და ფეხსაცმლის გამყიდველი, პირველ რიგში,


სწორედ უფრო ძვირადღირებულ საქონელს შემოგთავაზებთ. ხოლო მას შემდეგ, რაც
იყიდით, ვთქვათ, ფეხსაცმელს, ის აუცილებლად შემოგთავაზებთ წინდებს, თუ
იყიდით პიჯაკს, ის აუცილებლად შემოგთავაზებთ პერანგს და ა.შ.

შემდეგისთვის შეგიძლიათ დააკვირდეთ.

ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი არის პროდუქციის გამოფენა


თაროებზე ადამიანის თვალის სიმაღლეზე. მყიდველს თავისუფლად უნდა შეეძლოს
პროდუქტის ხელში აღება. ეს აქტი ხომ ერთ–ერთი უძველესი და უპირველესი
ფორმაა საკუთრების უფლების გამოხატვისა.

იგივე პრინციპით ხდება დაბლა თაროებზე ისეთი ნივთების განლაგება, რომლებსაც


შეუძლიათ ბავშვების ყურადღება მიიპყრონ.

ასევე, ალბათ, ხშირად შეგიმჩნევიათ, რომ თაროებზე განლაგებული ერთი სახეობის


პროდუქტის რიგში ზოგჯერ რამდენიმე ცალი აკლია, თითქოს ეს ეს არის აიღესო.

გგონიათ, კონსულტანტები ვერ ამჩნევენ „დანაკლისს“ ან ეზარებათ რიგების შევსება?

ნურას უკაცრავად, პირიქით – ასეთი „დანაკლისები“ ხშირ შემთხევაში სპეციალურად


იქმნება, რომ თქვენს ქვეცნობიერს მიეწოდოს სიგნალი:

„ამ პროდუქტზე მოთხოვნაა, მას ხალხი ყიდულობს!“

დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც შეუთავაზებიათ პროდუქტის გასინჯვა უფასოდ.

თითქოსდა სრულიად ბუნებრივი ჟესტია. თქვენ გაძლევენ საშუალებას, გასინჯოთ


ადგილზე ესა თუ ის პროდუქტი და ისე გადაწყვიტოთ, ღირს თუ არა მისი ყიდვა.

www.mebonia.com
21
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

სინამდვილეში ესეც ერთ–ერთი მძლავრი ფსიქოლოგიური ტრიუკია.


გამოკვლევებით დადგენილია, რომ 90% ადამიანებისა, რომლებმაც გასინჯეს ესა თუ
ის პროდუქტი – ყიდულობენ მას.

გარდა ამისა, დააკვირდით, თუ როგორ არის განლაგებული სუპერმარკეტებში


პროდუქცია. ყველაზე აუცილებელი, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი
გამოფენილია შესასვლელიდან შორს, მაღაზიის სიღრმეში.

მაგალითად, თქვენ გჭირდებათ პური და შაქარი და ამ მიზნით მიდიხართ მარკეტში.

თქვენ შედიხართ მაღაზიაში და ეძებთ მათ ან თუ იცით, სადაც არის, მიდიხართ


პირდაპირ იქითკენ, რადგან მოცემულ მომენტში სხვა რამე არ გაინტერესებთ.

მაგრამ მას შემდეგ, რაც აიღებთ თქვენს პურს და შაქარს, რომლებიც „რატომღაც“
ყველა მაღაზიაში სადღაც ბოლოშია ხოლმე, თქვენ უნდა გამოიაროთ პროდუქციით
დახუნძლული უამრავი რიგი და აქედან იწყება სწორედ „თავდავიწყება“ 

თქვენ უნდა გაიაროთ თაროების რიგები, რომლებზეც პროდუქცია მერჩანდაიზინგის


უახლესი მარკეტინგული მიღწევების მიხედვით არის გაწყობილი და სანამ
გასასვლელამდე მიხვალთ, ძალზე დიდია ალბათობა, რომ რომელიმე ტრიუკზე
წამოეგებით.

ამ ყველაფერს კი სალაროებთან გამოფენილი საქონელი და იქვე ხელოვნურად


შექმნილი რიგები აგვირგვინებს...

კიდევ ერთი მეთოდი – ფასდაკლებები.

ამით იყიდება ძირითადად ე.წ. ჩაწოლილი საქონელი... და არა მარტო ჩაწოლილი


საქონელი.

„გამოკვლევები ცხადყოფს, რომ „მაიმუნი“ ყიდულობს არა იმას, რაც


სჭირდება, არამედ იმას, რაზეც ფასდაკლებაა...

ჩემთან ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ კითხულობენ პროდუქციას


და კითხვაზე - რა გნებავთ, პასუხობენ: და ფასდაკლება რაზე გაქვთ?
მათ აინტერესებთ ფასდაკლება უფრო მეტად, ვიდრე თავად
პროდუქტი.“

ნატალია გრეისი

მწარმოებლებმა მშვენივრად იციან, რომ, ფასდაკლების ხათრით, ადამიანი


ყიდულობს უფრო მეტს, ვიდრე იყიდდა მის გარეშე და ამიტომაც ძალზე ხშირად
მიმართავენ ამ ხრიკს და თანაც აქეთ „გვადებენ“ მორალურ ვალს, რომ თითქოს
ჩვენზე ზრუნვა აიძულებთ ასეთ დათმობებზე წასვლას.

www.mebonia.com
22
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

ჩვენც გახარებულები ვყიდულობთ ყველაფერს, რასაც გავწვდებით, საკუთარი


ფულით ან/და განვადებით და გვიხარია, რომ ეკონომიას ვაკეთებთ.

არადა, უმეტეს შემთხვევაში, როცა ვყიდულობთ, ვთქვათ, 100 ლარიან საქონელს 30%
– იანი ფასდაკლებით, ჩვენ, სინამდვილეში, 30 ლარის ეკონომიას კი არ ვაკეთებთ,
არამედ ვხარჯავთ 70 ლარს.

და თუ ეს ნაღდი ფულია – ვკარგავთ შესაძლებლობას მოგვეხდინა ამ 70 ლარის


ინვესტირება ისეთ საქმეში, რომელიც მოგვცემდა დამატებით შემოსავალს, ხოლო თუ
განვადება – მაშინ ვვარდებით ვალებში.

მწარმოებლები კი ამ დროს იღებენ უზარმაზარ შემოსავლებს და ფანტასტიკურად


მდიდრდებიან.

აქ არ იგულისხმება ყოველდღიური საყოფაცხოვრებო მოხმარების


ნივთები ან ის საყიდლები, რომელთა შეძენაც წინასწარ გვქონდა
დაგეგმილი ამა თუ იმ მიზნით. ასეთ შემთხვევებში, შეგიძლიათ
მიიღოთ ფასდაკლება.

მოკლედ, თანამედროვე მწარმოებლებმა და მაღაზიებმა, მარკეტინგისგან შექმნეს


მთელი მეცნიერება ამ სიტყვის სრული გაგებით.

ადამიანების ფსიქოლოგიურ, ემოციურ დონეზე სხვადასხვა ქცევითი ფაქტორების


გათვალისწინებით, უმაღლეს დონეზე შემუშავებული სტრატეგიების საშუალებით,
ხდება მათი მანიპულაცია და 21–ე საუკუნეში შეიძლება ითქვას, რომ მოთხოვნა კი არ
წარმოშობს მიწოდებას, არამედ პირიქით...

ანუ ადამიანები ყიდულობენ არა იმას, რაც სჭირდებათ, არამედ იმას – რასაც
ოსტატურად მიაწვდიან.

როგორ მოვიქცეთ?

პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ საკუთარი ემოციების გაკონტროლება.

ყიდვის პროცესი არ არის უბრალოდ გაცვლითი პროცესი, სადაც ფული იცვლება


რაიმე სახის საქონელზე ან მომსახურებაზე.

სინამდვილეში, ჩვენ ფულს ვიხდით არა თავად იმ ნივთში, რომელსაც ვყიდულობთ,


არამედ იმ ემოციაში, რომელსაც ეს ნივთი იწვევს ჩვენში.

სწორედ ემოციებს შევყავართ იმ „თრობის“ პროცესში, რომლის დროსაც ჩვენ


ვივიწყებთ, თუ საიდან მოდის ფული, რითაც ვაპირებთ რამის შეძენას.

აბა კარგად დაფიქრდით, რამდენი ღირს სინამდვილეში, ვთქვათ, ის ასი ლარი


რომელიც მაღაზიაში დავხარჯეთ?

რამდენ საათიანი შრომის ანაზღაურებაა ის?

კარგად დაფიქრდით, სინამდვილეში რა გვიჯდება ეს შენაძენი?

www.mebonia.com
23
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

ანუ, არა ის, რაც უნდა გადავიხადოთ ფორმალურად, არამედ რა რესურსები, რა


შრომა უნდა ჩავდოთ მერე მისი ღირებულების დასაფარად.

კარგად დაფიქრდით და მაშინ მიხვდებით, რომ ფული არ არის უბრალოდ გაცვლის


საშუალება.

სინამდვილეში, ის არის სიცოცხლის ერთგვარი ენერგეტიკული ექვივალენტი.

ეს არის ის დრო, ენერგია, სულიერი და ფიზიკური ძალისხმევა, რაც მათს


გამომუშავებაშია ჩადებული.

და მაშინ მივხვდებით, რომ თანხაში, რომელსაც ვთქვათ 400 ლარიანი ტელევიზორის


საყიდლად ბანკისგან სესხად ვიღებთ, ჩვენ პროცენტებით ვიხდით არა ფულს,
არამედ სწორედ იმ ენერგიას, რომელსაც ამ ფულის გამომუშავებაში ვხარჯავთ.

ამიტომ ყოველთვის, როცა რამის ყიდვას დავაპირებთ, ჩვენ უნდა დავუსვათ


საკუთარ თავს შეკითხვა:

„ვარ თუ არა მზად, დავხარჯო უზარმაზარი ძალა და ენერგია იმისთვის, რომ


შევიძინო ეს ნივთი? არის კი ეს ნივთი იმდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელი,
თუ მის გარეშეც შეიძლება ცხოვრება?“

ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმ რთულ


სიტუაციაზე, რომელშიც ვალების გამო აღვმოვჩნდით და განვიხილავთ იმ
სტრატეგიას, თუ როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ მდგომარეობას.

ამიტომ ისეთი კომენტარები:

„აბა, თუ არ ვიყიდე ის, რაც მინდა, თუ არ ვისიამოვნე, რა აზრი აქვს მუდმივად


უკმარისობის და დაუკმაყოფილებლობის განცდით ცხოვრებას“ და ა.შ. აქ სრულიად
ზედმეტია.

სწორედ მუდმივი უკმაყოფილების და უკმარისობის განცდისთვის ხართ მთელი


ცხოვრება განწირული, თუ არ ხართ მზად დღესვე მიიღოთ გადამჭრელი და,
შეიძლება დასაწყისისთვის ძალზე მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი ზომები.

მე თავიდან ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა მეცხოვრა ამდენი შეზღუდვის


პირობებში, ვინაიდან ფინანსური ჩვევების შეცვლა მოითხოვდა მთელი ჩემი
ცხოვრების სტილის და რეჟიმის ძირფესვიანად შეცვლას.

მაგრამ ბოლოს გავაცნობიერე:

თუ მინდოდა თავი დამეღწია იმ მოჯადოებული წრისთვის, რომელშიც მრავალი


წელი ვტრიალებდი და, შეიძლება ითქვას, ვძალადობდი საკუთარ თავზე, მაშინ
საჭირო იყო გარკვეული „მსხვერპლის“ გაღება დღეს, რომ მომავალში მაინც მეცხოვრა
ნამდვილი და არა მოჩვენებითი კეთილდღეობის პირობებში.

www.mebonia.com
24
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

4.2. სიძუნწე თუ სწორად ხარჯვა

ერიდეთ წვრილმან ხარჯებს. პატარა ნახვრეტს შეუძლია უზარმაზარი გემი ჩაძიროს.

© ბენჯამინ ფრანკლინი

როცა ადამიანი მთელი ცხოვრება მფლანგველობას არის მიჩვეული, როცა ამის გამო
უზარმაზარი ვალების ორმოში აღმოჩნდა, და ახლა, როგორც რობერტ კიოსაკი
უწოდებს ამ მდგომარეობას, ჩართულია „ვირთხების რბოლაში“, სრულიად
ზედმეტია ესაუბრო მას ფინანსურ გეგმებზე, თუნდაც ერთწლიანზე, რომ არაფერი
ვთქვათ უფრო გრძელვადიანზე.

რბილად რომ ვთქვათ, ეს იქნება მგლის თავზე სახარების კითხვის ტოლფასი.

ამიტომ დავიწყოთ მარტივიდან. უბრალოდ, შემოვიღოთ ერთი ჩვევა:

ყოველდღიურად ვაწარმოოთ ჩვენი ხარჯების აღრიცხვა.

არ არის აუცილებელი რამე გეგმა ან რამე შეზღუდვა. უბრალოდ, დღეიდან,


ჩაინიშნეთ თქვენი ყველა ხარჯი. ჩაიწერეთ თითოეული ლარი, რომელსაც
დახარჯავთ.

თვის ბოლოს დაჯექით და შეაჯამეთ თქვენი ჩანაწერები. დაალაგეთ ხარჯები


მუხლების მიხედვით. ვთქვათ:

1. კომუნალური გადასახადები;

2. კვება;

3. პირადი ჰიგიენა;

4. ტრანსპორტი და ა.შ.

თანმიმდევრობას ან დასახელებას არა აქვს მნიშვნელობა. დაალაგეთ ისე, როგორც


თქვენთვის იქნება მოსახერხებელი.

გაიმეორეთ იგივე კიდევ მომდევნო ორი თვის განმავლობაში მაინც. ხარჯების


სურათი მით უფრო სრულყოფილი იქნება, რაც უფრო დიდხანს ვაწარმოებთ მათ.

ყველაზე კარგია, როცა მთელი წლის მონაცემები გვაქვს, მაგრამ პირველი მონახაზი
შეგვიძლია ორ–სამთვიანი მონიტორინგის შედეგად გავაკეთოთ და მერე
თანდათანობით შევიტანოთ კორექტირება.

www.mebonia.com
25
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

როცა სამი თვის მერე გაანალიზებთ თქვენს ჩანაწერებს, გექნებათ შედარებით სრული
სურათი იმისა, თუ სად მიდის, რაში იხარჯება თქვენი ფული და მერწმუნეთ, ძალიან
გაოცდებით. იმდენად, რომ თავიდან ვერც კი დაიჯერებთ და შეიძლება
რამდენჯერმე გადაამოწმოთ კიდევაც.

თქვენ აღმოაჩენთ, რომ, თურმე, თქვენი შემოსავლების უდიდესი ნაწილი წვრილმან,


უაზრო რამეებში იხარჯება.

მას შემდეგ, რაც ვისწავლით და მივეჩვევით ხარჯების აღრიცხვას, უნდა ვისწავლოთ


მიღებული მონაცემების გაანალიზება და მომავალი ხარჯების დაგეგმვა.

მდიდარი ადამიანები, ღარიბებისგან სწორედ იმით განსხვავდებიან, რომ


სერიოზულად ეკიდებიან ნებისმიერ წვრილმანსაც კი, რაც დაკავშირებულია
ფულთან და გეგმავენ თითოეულ ფინანსურ ნაბიჯს.

ხოლო ღარიბები უდიერად ეპყრობიან თავიანთ აქტივებს, არ გეგმავენ ფინანსურ


ცხოვრებას და პოულობენ უამრავ მიზეზს იმისთვის, თუ რატომ იქცევიან ასე.

თუ ჩვენ გვინდა ფინანსური თავისუფლების მოპოვება, მაშინ უნდა ავითვისოთ


სწორედ მდიდარი, წარმატებული ადამიანების ჩვევები.

ამიტომ უნდა ვისწავლოთ ფინანსური გეგმის შედგენა.

თავიდან დავიწყოთ ერთთვიანი, მარტივი ფინანსური გეგმით.

ჩამოვწეროთ ყველა ის შემოსავალი, რასაც ველოდებით მომდევნო თვეში.

შემდეგ კი მონიტორინგით მიღებული შედეგების მიხედვით, ჩამოვაყალიბოთ


ხარჯვითი ნაწილის მხოლოდ ის მუხლები, რომლებიც ნამდვილად გვჭირდება და
აუცილებელია.

ყველა დანარჩენი ხარჯი მოვაშოროთ.

რაც მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვიოთ ამ გეგმას. კორექტირება რა


თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ძირითადი ხაზი უცვლელი უნდა დარჩეს.

ახლა, ალბათ, ბევრ თქვენგანს ირონიულად ეღიმება, როგორც მე თავის დროზე, როცა
პირველად მსგავსი რამ მოვისმინე და როგორც ზოგიერთ ჩემს მეგობარს,
რომლებთანაც შემდგომ მსგავს თემაზე მისაუბრია.

საოცარია, თუ რა არასერიოზულობით ვეკიდებით პირადი ფინანსური გეგმის


შედგენას.

განსაკუთრებით, ფინანსისტების პოზიციაა გასაკვირი. მით უმეტეს, პრაქტიკოსი


ფინანსისტების.

აბა, მიდით ნებისმიერი ორგანიზაციის ნებისმიერ ბუღალტერთან და ჰკითხეთ, რა


საჭიროა ბიუჯეტი-თქო.

www.mebonia.com
26
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

უკეთეს ვარიანტში იფიქრებს, რომ ეხუმრებით, უარესში, რომ არანორმალური ხართ.

მაგრამ იგივე ადამიანს რომ ჰკითხოთ, აქვს თუ არა პირადი ფინანსური გეგმა, ალბათ
ისე შემოგხედავთ, თითქოს უცხოპლანეტელი იყოთ.

ამიტომ, ვიცი, თავიდან შეიძლება ძალიან გაგვიჭირდეს, მაგრამ აუცილებელია


გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ

პირადი ფინანსური გეგმით სიძუნწეს კი არ ვეჩვევით, არამედ სწორად ხარჯვას

და თანდათანობით, გარკვეული პერიოდის მერე, ფინანსური დაგეგმვა და შედეგების


შეჯამება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა.

ეს კი, კიდევ ერთი წინგადაგმული ნაბიჯი იქნება ფინანსური


დამოუკიდებლობისაკენ, რომლის მიღწევის შემდეგაც ჩვენ უკვე შეგვეძლება
ვიცხოვროთ ისე, როგორც გვინდა, იქ, სადაც გვინდა, ვხარჯოთ იმდენი, რამდენიც
გვინდა და იმაში, რაშიც გვინდა.

www.mebonia.com
27
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

5. როგორ მოვიქცეთ კრედიტორებთან

თუ ადამიანს არა აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, მისი ცხოვრება


არ შეიცვლება იმით, რომ მემკვიდრეობით მილიონები ერგო.

პიტერ დენიელსი

ავსტრალიელი მილიარდერი,
ბიზნესკონსულტანტი, მწერალი.

კიდევ ერთი აუცილებელი პირობა, რომელიც უნდა შეასრულოთ საკრედიტო


ორმოში მოხვედრისას – ნუ დაემალებით კრედიტორებს.

რატომღაც ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა პირიქით იქცევა.

ისინი ემალებიან კრედიტორებს, გაურბიან მათ და თუ მაინც სადმე გადაეყრებიან,


ატყუებენ, რომ თითქოს ყველაფერი კარგად აქვთ. უბრალოდ რაღაც დროებითი
შეფერხებაა.

ან ფული რაღაც დიდი პროექტში აქვთ ჩადებული და მალე ასმაგად ამოიღებენ და


ვალსაც სულ პროცენტებით დააბრუნებენ და ა.შ.

პირადად, მე, მსგავსი ურთიერთობა კრედიტორებთან არასდროს არ მქონია, მაგრამ


ხშირად ყოფილა შემთხევა, როცა ვალების ნიადაგზე წარმოქმნილ უთანხმოებაში,
რომელიც შემდეგ სერიოზულ კონფლიქტამდე მისულა, ერთგვარი მომრიგებლის
როლში გამოვსულვარ.

ყველაზე დიდი წილი პრეტენზიებისა, რომელიც ასეთ შემთხვევებში კრედიტორების


მხრიდან ისმოდა, დაახლოებით შემდეგნაირად ჟღერდა:

„იცი, მე ეს ფული იმდენად არ მანაღვლებს, რამდენადაც ის ტყუილები და აბუჩად


აგდება, რაც მისგან მივიღე ამდენი ხნის განმავლობაში.

რამდენიმე თვეა (წელია და ა.შ.) პატარა ბავშვივით მათამაშებს. მეტყვის, რომ ამა და
ამ დღეს უეჭველად მომიტანს და მერე საერთოდ იკარგება.

არ მოდის - არ მოდის და არც დარეკავს, არც ჩემს ზარებს პასუხობს. სახლში მივალ
და მემალება...

შე დალოცვილო, თუ გიჭირს და ქვეყანა თავზე გენგრევა, მე რას მატყუებ, მოდი,


ადამიანურად მითხარი ყველაფერი... იქნება და კიდევ იქით დაგეხმარო ამ
სიტუაციიდან გამოსვლაში...“

www.mebonia.com
28
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

ერთხელ, ერთ კრედიტორს ამგვარი სიტყვით „გამოსვლა“ მეორე მხარემ


აღშფოთებულმა შეაწყვეტინა:

„ ახლა ამბობ ასე ლამაზად, თორემ მართლა რომ მოვსულიყავი, სინამდვილეში


როგორ მოიქცეოდი ღმერთმა უწყისო“

„შენც მოსულიყავი და გესინჯა!“

უპასუხა კრედიტორმა....

მიდით თქვენს კრედიტორებთან. სათითაოდ მოინახულეთ ისინი და გულწრფელად


აუხსენით თქვენი მდგომარეობა.

ნურაფერს ნუ დაუმალავთ.

ნუ ეცდებით სიტუაციის შელამაზებას.

უბრალოდ, უთხარით სიმართლე და დაანახეთ თქვენი მზადყოფნა, რომ მიუხედავად


ასეთ რთულ სიტუაციაში მოხვედრისა, თქვენ არ დაგიკარგავთ პასუხისმგებლობის
გრძნობა და აუცილებლად დააბრუნებთ ყველა ვალს, ოღონდ ამისთვის
დაგჭირდებათ გაცილებით მეტი დრო.

თხოვეთ მათ, გაგებით მოეკიდონ თქვენს სიტუაციას და შესთავაზეთ ვალების


დაფარვის სპეციალური გრაფიკი, რომელიც მორგებული იქნება მიმდინარე
მომენტისთვის თქვენს რეალურ ფინანსურ მდგომარეობასთან.

www.mebonia.com
29
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

6. შემოსავლის რა ნაწილი მივმართოთ ვალების


დასაფარად

ერთ–ერთი გავრცელებული შეცდომა, რომელსაც უმრავლესობა უშვებს და რომლის


გამოც ვერ ახერხებს ვალების ჭაობიდან თავის დაღწევას, არის მთელი შემოსავლის
ვალის დასაფარად გამოყენება.

პირველი, რასაც ხელფასის აღებისას ვაკეთებდი, იყო კრედიტორებთან ვიზიტი.

იმავე, ან მაქსიმუმ მეორე დღეს, უკვე მთელი თანხა დარიგებული მქონდა და შემდეგ
მომდევნო ხელფასამდე, თავის გასატანად, ახალი ვალების აღება იწყებოდა.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ხარჯები ყოველთვის აღემატებოდა შემოსავალს,


ეს ვალებიც თვიდან თვემდე იზრდებოდა, სანამ ერთ დღესაც არ აღმოვაჩინე, რომ
თურმე უკვე კატასტროფულ მაჩვენებლებს მიაღწია.

ამიტომ, საჭიროა კარგად შევისწავლოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, გავარკვიოთ


ხარჯების და შემოსავლების ზუსტი მაჩვენებლები და წინასწარ დავადგინოთ
გარკვეული თანხა, რომელსაც ყოველთვიურად გადავდებთ ვალების დასაფარად.

ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რომელსაც გამოცდილი ადამიანები გვირჩევენ,


არის შემოსავლის 20%–30%.

ანუ, თუ თქვენი ხელფასია, ვთქვათ, 500 ლარი, მაშინ სესხის დასაფარად უნდა
გადავდოთ 100 – 150 ლარი. სწორედ ამ სიტუაციებში აქვს ძალზე დიდი მნიშვნელობა
კრედიტორებთან მუდმივ კონტაქტს.

ნუ ეტყვით, რომ დღე და ღამე მხოლოდ მათი ვალის დაფარვაზე იზრუნებთ და


ყველანაირ თანხას მხოლოდ ამისათვის გამოიყენებთ. მაინც არ დაგიჯერებენ.

პირიქით – თქვენ უნდა აუხსნათ მათ:

იმისთვის რომ ვალი გადაიხადოთ, სულ ცოტა, ცოცხალი უნდა იყოთ, ეს კი


შეუძლებელია საარსებო მინიმუმის გარეშე. ამიტომ შესთავაზეთ, რომ ყოველთვე
გადაუხდით, ვთქვათ, იმის ნახევარს, რაც უნდა გადაგეხადათ მანამდე.

იყავით გულწრფელი და ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი შანსი გაქვთ, რომ ისინი
გაგებით მოეკიდებიან თქვენს მდგომარეობას და მიიღებენ შეთავაზებულ
წინადადებას ვალების დაფარვის გრაფიკსა და ფორმებთან დაკავშირებით.

დამიჯერეთ, არც ერთ კრედიტორს, ბანკების ჩათვლით, არ უნდა და არც აწყობს


თქვენი ჩაძირვა.

www.mebonia.com
30
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

მათ მხოლოდ თავიანთი ვალის დაბრუნება უნდათ და თუ დარწმუნდებიან, რომ


თქვენ არ გაურბიხართ პასუხისმგებლობას და, მიუხედავად მძიმე სიტუაციისა,
ეძებთ გამოსავალს და სთავაზობთ გარკვეულ გეგმას, ისინი წამოგყვებიან ამაზე.

კიდევ ერთი რჩევა, რომელსაც ამ საქმის ექსპერტები იძლევიან და რომლის სასიკეთო


გავლენა ჩემს პირად მაგალითზე გამომიცდია:

გაარკვიეთ ის ვალები და სესხები, რომლებსაც ყველაზე მაღალი საპროცენტო


განაკვეთები აქვთ და პირველ რიგში მათი დაფარვისკენ მიმართეთ თქვენი ძალები.

ხოლო თუ საპროცენტო პირობები ყველაზე ერთნაირია, მაშინ დაიწყეთ მცირე


მოცულობის ვალების გასტუმრებით. ეს დაგეხმარებათ საკუთარი თვითშეფასების
დონის ამაღლებაში და იქნება დამატებითი სტიმული უფრო დიდი ვალების
დასაძლევად.

„მთელი ეს ლამაზად შეფუთული რჩევები შენმა ექსპერტებმა თავიანთ


შვილიშვილებს მოუყვნენ ძილის წინო,“ – მითხრა ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა.

მე მესმის მისი...

საერთოდ, როცა მსგავს რჩევებს ისმენ, უკვე წარმატებული, მდიდარი


ადამიანებისგან, თავიდან სიბრაზე გიპყრობს.

გგონია, რომ მათთვის ადვილია ამაზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ სინამდვილეში


წარმოდგენა არა აქვთ რას ნიშნავს იყო „ვალების ჭაობში“ და ამიტომაც იძლევიან
ასეთ „სულელურ“ რეკომენდაციებს.

გრძნობ, რომ სხვადასხვა სამყაროში ხართ და მათ არ ესმით შენი.

გრძნობ, რომ თქვენ შორის უფსკრულია და სხვადასხვა კატეგორიებით აზროვნებთ


და გგონია, ეს თქვენ შორის ფინანსური მდგომარეობის მხრივ არსებული
განსხვავების შედეგია.

არადა, ისინი ასე გაუგებრად, განსხვავებულად იმიტომ კი არ აზროვნებენ, რომ


ჩვენგან გასხვავებით ძალიან მდიდრები არიან, არამედ პირიქით – იმიტომ არიან
მდიდრები რომ განსხვავებულად აზროვნებენ.

დიახ, მდიდრებსა და ღარიბებს შორის არის დიდი უფსკრული და ამ უფსკრულს


სწორედ აზროვნების ფორმა წარმოშობს.

მთავარია არა თავად ფულის რაოდენობა, არამედ ფულისადმი დამოკიდებულება.

და ამ დამოკიდებულების მიხედვით ადამიანთა უმრავლესობა ღატაკის


კატეგორიებით აზროვნებს.

ასეთი ადამიანები ხარჯავენ ყველაფერს, რასაც შოულობენ, თანაც მათ მანამდე იციან
სად დახარჯავენ მთელ ფულს, სანამ მას მიიღებენ...

www.mebonia.com
31
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

მდიდარი ადამიანები კი ხარჯავენ იმაზე ნაკლებს ვიდრე შოულობენ, თანაც ისინი


ყიდულობენ აქტივებს და შემდეგ ამ აქტივების ხარჯზე მიღებული შემოსავლებით
ცხოვრობენ.

ღარიბები კი ყიდულობენ პასივებს, რომლებიც აქტივები ჰგონიათ და ამით


ფაქტიურად მონობის უღელს იდგამენ ქედზე.

ნატალია გრეისი ამბობს:

„თუ ადამიანი გეუბნებათ რომ მას არა აქვს საშუალება გააკეთოს დანაზოგი, იმიტომ
რომ შემოსავალი აუცილებელი რამისთვისაც არ ჰყოფნის, თქვენს წინაშეა ტიპიური
ღატაკი, მაგრამ ღატაკი არა ფულის უქონლობის გამო, არამედ ღატაკი აზროვნების
ფორმით.“

ასეთ ადამიანებს არა აქვთ საკმარისი შემოსავლები, მაგრამ კარგ ტელეფონს მაინც
იყიდიან, მათ არა აქვთ საკმარისი შემოსავალი მაგრამ რესტორანში სტუმრებს მაინც
დაპატიჟებენ, მათ არა აქვთ საკმარისი შემოსავალი, მაგრამ უბრალო სიგარეტს არ
მოწევენ და ა.შ.

როცა ასეთ ადამიანებს სურთ, ვთქვათ, ავტომანქანის შეძენა, იღებენ სესხს ამისთვის,
ან ყიდულობენ განვადებით და ამბობენ: „რაც უნდა მოხდეს, ვალს როგორმე
გავისტუმრებ, მთავარია, მანქანა შევიძინო, ის ხომ ჩემი აქტივია.“

არადა, საკუთარი ავტომანქანა, მით უმეტეს სესხით შეძენილი, სინამდვილეში არის


პასივი, რადგან მას მარტივად რომ ვთქვათ – მუდმივად მიაქვს ჩვენი ჯიბიდან
ფული.

ხოლო აქტივი კი, ასევე მარტივად რომ ვთქვათ – არის ის, რასაც მოაქვს ჩვენს ჯიბეში
ფული.

ამიტომ ღარიბების კატეგორიებით მოაზროვნეებისგან განსხვავებით, მდიდარი,


როცა რამის შეძენა უნდა, ჯერ იძენს აქტივებს, რომლებსაც მოაქვთ მოგება, ფული და
მხოლოდ შემდეგ - ამ აქტივებიდან მიღებული შემოსავლით ყიდულობს სასურველ
ნივთს.

და თუ ჩვენ გვინდა მდიდართა კატეგორიებით აზროვნება ვისწავლოთ, მაშინ უნდა


მოვუსმინოთ მათ და ყურადღებით მოვეკიდოთ მათ რჩევებს, რაც არ უნდა
უცნაურად მოგვეჩვენოს ისინი.

www.mebonia.com
32
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

7. გადაუხადე საკუთარ თავს

„ყოველი ათი მონეტიდან, რომელსაც ჩადებთ ქისაში, ყოველდღიური


ხარჯებისთვის ამოიღეთ მხოლოდ ცხრა. გააკეთეთ ასე
სისტემატურად და ნახავთ როგორ გაივსება თქვენი ქისა სწორედ იმ
ჩატოვებული თითო მონეტის ხარჯზე.“

„ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში“ © ჯ.კლეისონი

დააკვირდით და გაანალიზეთ, რას აკეთებთ, როცა იღებთ ხელფასს.

ალბათ, პირველ რიგში, იხდით ვალებს: სესხები, კომუნალური გადასახადები,


ნისიები, კოლეგების, ნაცნობ–მეგობრების წვრილმანი ვალები, რომელიც
გამოვართვით „ხელფასამდე“ და ა.შ.

მხოლოდ ამის მერე რაც დარჩება, თუ დარჩა რამე, იმას ვხარჯავთ ყოველდღიური
მოთხოვნილებებისთვის და ეს თანხა ან გვყოფნის და ან არა მომავალ ხელფასამდე.

თითქოსდა, რა არის ამაში უცნაური, ნორმალურმა ადამიანმა პირველ რიგში ხომ


სწორედ ვალები უნდა გადაიხადოს, - იკითხავთ თქვენ.

დიახ, უნდა გადაიხადოს, თუ სურს, რომ ასეთ ნორმალურ ადამიანად დარჩეს მთელი
თავისი ცხოვრება.

როგორც ყველა ნორმალური ადამიანი – მუშაობდეს დღეში 8 საათი და იღებდეს


ხელფასს, რომლის დიდი ნაწილი მიდის სასესხო შენატანებზე და კერძო ვალებში.

დადიოდეს განვადებით გამოყვანილი ავტომანქანით.

ცხოვრობდეს იპოთეკით დატვირთულ ბინაში ან სახლში და დილით


გაღვიძებისთანავე იმაზე უწევდეს ნერვების წყვეტა, თუ სად ისესხოს (!) ფული
მორიგი საბანკო სესხის შენატანისა თუ იმ ახლობლის ვალის გასასტუმრებლად,
რომელსაც ვერაფრით დააღალატებს, რადგან მის შვილს დღეს აქვს უკანასკნელი
ვადა სწავლის ქირის გადასახდელად...

ემალებოდეს ყოველ დილით მეზობელს, რომელსაც ნახევარი წლის წინ გამოართვა


ფული ერთი თვით, მომავალ ხელფასამდე....

ანუ იცხოვროს ისე, როგორც მის გარშემო ცხოვრობს საერთოდ ადამიანთა 99%.

www.mebonia.com
33
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

მაგრამ თუ თქვენ უკვე ყელში ამოგივიდათ ეს ყველაფერი, მოგბეზრადათ ნორმალურ


ადამიანად ყოფნა და გინდათ, რომ გახდეთ ფინანსურად თავისუფალი, მაშინ
დაიმახსოვრეთ და აუცილებლად დანერგეთ თქვენს ცხოვრებაში მდიდარი
ადამიანების ოქროს წესი:

პირველ რიგში – გადაუხადე საკუთარ თავს!

ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი შემოსავალს, რომელსაც თქვენ მიიღებთ თვის


განმავლობაში, პირველ რიგში, უნდა გამოაკლოთ მინიმუმ 10% და გადადოთ ცალკე
ანგარიშზე ან, თუ გნებავთ, დასაწყისისთვის, ბალიშის ქვეშ, არა აქვს მნიშვნელობა,
მთავარია, რომ ეს უნდა იყოს ხელშეუხებელი თანხა.

არანაირმა გაჭირვებამ, პრობლემამ, მით უმეტეს რაიმე წუთიერმა გატაცებამ და რაიმე


ნივთის შეძენის მანიაკალურმა სურვილმა არ უნდა გაცდუნოთ და არ უნდა ახლოთ
ხელი ამ თანხას.

ანუ, თუ თქვენი შემოსავალია, ვთქვათ, თვეში 100 ლარი, ყოველთვე გადაუხადეთ


საკუთარ თავს 10 ლარი. შესაბამისად თუ შემოსავალი გაქვთ 500 ლარი, მაშინ – 50
ლარი და ა.შ.

შეიძლება ახლა ფიქრობთ: რა სისულელეა, ამ 10% –ით რა სიმდიდრე უნდა


დავაგროვოო.

მესმის თქვენი...

პირველად 10% –ის შესახებ გავიგე ჯორჯ კლეისონის წიგნიდან, „ყველაზე მდიდარი
ადამიანი ბაბილონში“.

„სულელო, შენ უხდი ყველას, გარდა საკუთარი თავისა, შენ მუშაობ


სხვებისთვის! ეს ხომ იგივეა, რომ იყო მონა და მუშაობდე
პატრონისთვის საკვებისა და ტანსაცმლის გამო?!

მაგრამ თუ ყოველთვის გადადებ მეათედ ნაწილს შენი


შემოსავლიდან, შემდეგ კი მოახდენ მის ჩადებას რამე საქმეში, მაშინ
შენ მიერ გადადებული თითოეული მონეტა, იქცევა უკვე შენს მონად
და დაიწყებს მუშაობას შენთვის.“

მაშინვე შევწყვიტე კითხვა და დავიანგარიშე: ჩემი ხელფასი იყო 400 ლარი. 10%
გამოდის 40 ლარი. ამ თანხის სადმე საქმეში ჩადება გამორიცხულია. 40 ლარით
ბიზნესები არ ეწყობა... (უორენ ბაფეტმა 10 დოლარით დაიწყო ინვესტირება. დღეს
მილიარდერია)

თუ, უბრალოდ, ყოველ თვე გადავდებდი ამ თანხას, ვთქვათ, 10 წლის განმავლობაში


დამიგროვდებოდა სადღაც 5 ათას ლარამდე, ხოლო თუ დავაგროვებდი ბანკში,
ვთქვათ 10% წლიური ანაბრის მეშვეობით, მაშინ დაახლოებით კიდევ ერთი იმდენი.

www.mebonia.com
34
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

„რა სისულელეა, 10 წელი უნდა ვაგროვო ფული იმისთვის, რომ ბოლოს მივიღო
თანხა, რომლითაც ერთი წელი შეიძლება ძლივს გავიტანო თავი?“ - გავიფიქრე და,
თითქოს ჩემს აზრებს კითხულობსო, წიგნის გმირმა მაშინვე მიპასუხა:

„დაიმახსოვრე: სიმდიდრე, ისევე როგორც ხე, იზრდება პატარა


მარცვლისგან.

პირველივე მონეტა, რომელსაც გადადებ, იქნება სწორედ ის მარცვალი,


რომლიდანაც უნდა აღმოცენდეს შენი კეთილდღეობის და სიმდიდრის ხე.

და რაც უფრო მალე დათესავ, მით უფრო მალე მოიმკი.

რაც უფრო კარგად მოუვლი ამ ხეს, რაც უფრო კარგად გაანაყოფიერებ და


მორწყავ ახალ–ახალი დანაზოგებით, მით უფრო მალე შეძლებ მისი
ნაყოფით ტკბობას.“

მე თითქოსდა თანდათანობით მეხსნებოდა გონება, მაგრამ მაინც კიდევ დიდი დრო


გავიდა და კიდევ უამრავი წარმატებული და მდიდარი ადამიანისგან მომიწია
მსგავსი რამის მოსმენამ, სანამ ჩემამდე დავიდოდა ჭეშმარიტება, რომ:

მთავარია არა შემოსავლების რაოდენობა, არამედ მათი სწორად განკარგვის უნარი,


რომ ჩვენი სიმდიდრე დამოკიდებულია არა ფულის რაოდენობაზე, არამედ ჩვენს
დამოკიდებულებაზე ფულის მიმართ.

და ამ დამოკიდებულების ფორმირების პროცესში საკვანძო საკითხს წარმოადგენს


სწორედ საკუთარი თავისთვის გადახდის წესი.

ოღონდ აუცილებელია, გავითვალისწინოთ, რომ ამ წესში ძალზე დიდი მნიშვნელობა


აქვს თანმიმდევრულობას და დისციპლინას. საკუთარ თავს უნდა გადაუხადოთ
პირველ რიგში, ანუ მაშინვე, როგორც კი მიიღებთ შემოსავალს.

არა მას შემდეგ, რაც გადაიხდით ვალებს და გადასახადებს, არა – ჯერ საკუთარ თავს
და მხოლოდ შემდეგ ყველა დანარჩენს.

და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ამ წესისთვის თქვენს მიმდინარე ფინანსურ


მდგომარეობას - გაქვთ ვალები თუ არა ან რამდენი გაქვთ და ასე შემდეგ. საკუთარი
თავისთვის გადახდა უნდა დაიწყოთ ნებისმიერ შემთხვევაში და, თანაც,
დაუყოვნებლივ.

ადამიანთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ფულის გადადებას აზრი მხოლოდ მას


შემდეგ აქვს, რაც გაისტუმრებს ვალებს, რადგან სისულელეა ფიქრობდე დანაზოგის
გაკეთებაზე მაშინ, როცა ვალებით ხარ „დახუნძლული“.

და სწორედ აქ უშვებს დიდ შეცდომას!

ადამიანები ფიქრობენ რომ შეუძლებელია დაგროვებაზე ზრუნვა, როცა


ვალების სიმძიმე აწევთ მხრებზე. ამიტომ ვალების დასაფარად
იყენებენ მთელ თანხას, რაც კი რჩებათ ყოველდღიური ხარჯების

www.mebonia.com
35
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

ზევით, რათა პირველ რიგში სწორედ ამ ვალების სიმძიმისგან


გამოწვეული დამთრგუნველი მდგომარეობიდან გამოვიდნენ.

მაგრამ სინამდვილეში, როცა გადაიხდიან ყველა ვალს, ისინი რჩებიან


ნულზე. ნული – ეს არაფერია, არაფერი კი არ შეიძლება იყოს მიზანი,
რომლისკენაც მიისწრაფვი.

ბოდო შეფერი.

დიახ, ვალების გასტუმრება მართლაც იძლევა შემსუბუქებას, მაგრამ დროებით.

ვთქვათ, გვაქვს ვალი 2400 ლარი და ჩვენი ხელფასია 200 ლარი.

(საქმის არსის გასაგებად გადმოცემის მიზნით, აქ მომყავს გამარტივებული


მაგალითი).

ვთქვათ, ამ ორასი ლარიდან, 100 ლარი მიდის საარსებო მინიმუმზე, მიმდინარე


აუცილებელ ხარჯებზე, ხოლო 100 ლარს ვიხდით ვალების დასაფარად. ამ გრაფიკით
2 წლის შემდეგ ჩვენ სრულიად დავფარავთ ჩვენს ვალს...

და რას მივიღებთ?

ჩვენ მთელი 2 წელი „ქამრების მოჭერით“ გავატარეთ და, როგორც იქნა, მოვიშორეთ
მხრებიდან უდიდესი სიმძიმე, მაგრამ ისევ ისეთივე ღატაკი ვართ, როგორც ორი
წლის წინ. უბრალოდ მაშინ მინუსზე ვიყავით, ახლა კი ნულზე ვართ. ჩვენ არაფერი
არ გაგვაჩნია და ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ.

ახლა განვიხილოთ მეორე ვარიანტი.

პირობები იგივეა, ოღონდ 100 ლარს კი არ მივმართავთ ყოველთვე ვალების


დასაფარად, არამედ მის ნახევარს ანუ 50 ლარს, ხოლო მეორე ნახევარს კი ვდებთ
ცალკე ანგარიშზე, რომელიც ხელშეუხებელია ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა
მოხდეს.

ასეთ შემთხვევაში ვალის გასტუმრებას დასჭირდება არა 2, არამედ 4 წელი, მაგრამ მას
შემდეგ, რაც გავისტუმრებთ ვალებს, ჩვენ ვიქნებით არა ნულზე, არამედ გვექნება
გარკვეული თანხა, კაპიტალი...

აქ ჩნდება კითხვა: „რა განხვავებაა?“

თუ ეს ყველაფერი მიმართული იყო იმ მიზნისკენ, რომ 4 წლის შემდეგ, როცა


გავისტუმრებ ვალს, მქონოდა დანაზოგი, ეს ხომ პირველი ვარიანტითაც შეიძლება
გააკეთო ანუ პირველი 2 წელი მთლიანად ვალების დაფარვაზე მივმართო და მეორე 2
წელი მთლიანად დანაზოგზე. ბოლოს, ოთხი წლის შემდეგ, შედეგი ხომ ერთი და
იგივე იქნება?

www.mebonia.com
36
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

დიახ, არითმეტიკულად თითქოსდა ერთი და იგივე გამოდის, მაგრამ სწორედ აქ


არის „ძაღლის თავი დამარხული“ – ფულის შემთხვევაში საქმეს მარტო არითმეტიკა
არ წყვეტს.

საკუთარი თავისთვის გადახდის, ზოგადად, ფულის დაგროვების პროცესს,


უდიდესი მნიშვნელობა პირველ რიგში ენერგეტიკულ დონეზე აქვს.

პირველ შემთხვევაში, მთელი 2 წლის განმავლობაში ჩვენი მიზანი იყო „ნული“,


ხოლო მამოძრავებელი ენერგია – ვალებისგან განთავისუფლების მწველი სურვილი.

ანუ, მთელი ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ ვალების დაფარვაზე ვართ


კონცენტრირებული.

ასეთ შემთხვევაში ჩვენი აზროვნება, ჩვენი ფიქრები, მთლიანად ამ პრობლემით არის


გაჟღენთილი.

ეს კი არის უზარმაზარი ნეგატიური ენერგია, რომელიც, სამყაროს მიზიდულობის


კანონიდან გამომდინარე, აუცილებლად მოიზიდავს თავისივე მსგავს ენერგიებს
ჩვენს ცხოვრებაში.

საქმე იმაშია, რომ ადამიანის ტვინს აქვს განსაკუთრებული თვისება და პოტენციალი,


ეძებოს გარემომცველ სამყაროში ყველა საშუალება იმ პროგრამის
განსახორციელებლად, რომელსაც ჩვენი ყოველდღიური აზროვნებით ვაწვდით.

ქვეცნობიერს, ცნობიერებისგან განსხვავებით, არ შეუძლია კარგის და ცუდის გარჩევა.

ის გუგლის საძიებო სისტემასავითაა – ღებულობს აზრებს, როგორც ბრძანებას,


პროგრამას და თუ ჩვენ ყოველდღე, სისტემატურად ვფიქრობთ პრობლემებზე, ის
იწყებს სამყაროს უზარმაზარი არქივიდან სწორედ იმ ინფორმაციების, ადამიანების,
გარემოებების მოძიებას, რომლებიც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს მოიზიდავს ჩვენს
ცხოვრებაში.

თუ ჩვენ მუდმივად ვფიქრობთ ვალებზე, ეჭვი არ შეგეპაროთ, ის არასდროს არ


მოგვაკლებს ამ სიამოვნებას.

ნიადაგისთვის არა აქვს მნიშვნელობა, სარეველას თესლი მოხვდება მასში თუ


კულტურული ჯიშის მცენარის. ის ერთნაირი მონდომებით იზრუნებს იმაზე, რომ ეს
თესლი გაღვივდეს და მისგან მცენარემ იხაროს.

ახლა წარმოიდგინეთ, რომ ქვეცნობიერი ნოყიერი ნიადაგია, ხოლო ჩვენი


ყოველდღიური აზრები კი ის მარცვლები, რომლებიც ჩვენი ცნობიერების გავლით
ხვდებიან მასში.

ამ უკანასკნელისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ეს აზრები ნეგატიურია თუ


პოზიტიური. ის ერთნაირი მონდომებით იზრუნებს მათ კიდევ უფრო
გასაღვივებლად.

www.mebonia.com
37
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

თანაც, ნუ დაგავიწყდებათ, რომ, რატომღაც, სარეველა ძალზე ადვილად ხარობს,


ხოლო კულტურულ ჯიშებს უზარმაზარი შრომა სჭირდება.

მეორეს მხრივ, როდესაც ვალების გასტუმრების პარალელურად, იწყებ დანაზოგის


კეთებას, შენ:

გამოგიმუშავდება კეთილდღეობის შეგრძნება!

გაგეზრდება თვითშეფასების დონე!

გახდები უფრო თავდაჯერებული!

თანათანობით გააცნობიერებ, რომ მას შემდეგ, რაც ვალებს გაისტუმრებ, ცხოვრების


დაწყება მოგიწევს არა ნულიდან, არამედ იქნები გარკვეული ქონების პატრონი!

ამის ფონზე, უკვე ვალებიც კარგავენ დამთრგუნველი ზემოქმედების ძალას. შენ


აივსები შთაგონებით და ყოველდღიურად გაგიძლიერდება მოტივაცია!

შენი ყოველდღიური აზრები ვალებიდან თანდათანობით გადაერთვება დანაზოგის


კეთების, მომავალი ფინანსური დამოუკიდებლობის საფუძვლების შენების
მნიშვნელობაზე!

ყოველდღიურ შიშებს გაურკვეველ ფინანსურ მომავალზე ჩაანაცვლებს რწმენა


საკუთარი თავისა და მომავლისადმი და შენი ქვეცნობიერიც დაიწყებს შესაბამისი
პოზიტიური ენერგიების და შესაძლებლობების მოძიებას სამყაროში და მათ
მოზიდვას!

აი რატომაა, რომ წარმატებული და მდიდარი ადამიანები მუდმივად იმაზე ახდენენ


თავიანთი აზრების ფოკუსირებას, რისი მიღებაც სურთ და არა იმაზე, რისი აცილებაც
უნდათ თავიდან.

ვისწავლოთ მათგან!

ახლა, რაც შეეხება, არითმეტიკას.

რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ზემოთ განხილულ ორ შემთხვევაში ფულის


გადადებით ერთი და იგივე თანხები არ მიიღება.

ანუ თუ ფულს, თუნდაც, უბრალოდ, ნებისმიერი ბანკის ანაბარზე დავდებთ, 4 წელი


50 ლარის დაგროვებით უფრო მეტ თანხას მივიღებთ, ვიდრე 2 წელი 100 ლარის
დაგროვებით. ხოლო თუ ამ თანხას სხვა, უფრო ხელსაყრელ, საინვესტიციო
ინსტრუმენტში ჩავდებთ, მაშინ სხვაობა ბვერად უფრო შთამბეჭდავი იქნება.

ასეთია, როგორც მას აინშტაინი უწოდებდა, სამყაროს „მერვე საოცრების“ – „რთული


პროცენტის“ ფენომენი, რომლის მიხედვითაც, სხვათა შორის, ერთი ლარი ათ
წელიწადში შეიძლება იქცეს მილიონად.

www.mebonia.com
38
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

დიახ, ჩვენ რომ ჩავდოთ 1 ლარი ისეთ საინვესტიციო ინსტრუმენტში, რომელიც


იძლევა, ვთქვათ, თვეში 12% –ს და შემდეგ ერთი თეთრიც არ მივუმატოთ, მარტო ეს 1
ლარი 10 წელიწადში, (უფრო ზუსტად კი - 10 წელიწადსა და ორ თვეში) 1 მლნ
ლარად იქცევა.

თუმცა ინვესტიციები და რთული პროცენტები არ არის ამ წიგნის თემა, ახლა,


უბრალოდ დაიმახსოვრეთ, რომ თავად ფულსაც აქვს უდიდესი მიზიდულობის ძალა
და დაგროვების პარალელურად მისი მაგნიტიზმიც იზრდება. ოღონდ,
რაოდენობასთან შედარებით, მისი მიზიდულობის ძალა იზრდება, შეიძლება ითქვას,
გეომეტრიული პროგრესიით.

ციფრებში, ეს პროცესი შეიძლება დაახლოებით შემდეგნაირად გამოვხატოთ:

ფულის მიზიდულობის ძალა უდრის ფულის რაოდენობის კვადრატს.

ანუ თუ 1 ლარს აქვს მიზიდულობის ძალა, ვთქვათ, ერთი ერთეული, 10 ლარს ექნება
უკვე არა ათი, არამედ ასი ერთეული მიზიდულობის ძალა. შესაბამისად 1000 ლარს -
არა ათასი, არამედ უკვე მილიონი ერთეული მიზიდულობის ძალა და ა.შ.

ახლა ალბათ გეღიმებათ, მაგრამ როცა დაიწყებთ დაგროვებას და ამას გაიხდით


ჩვევად, ნახავთ – თქვენს გარშემო ისეთი პროცესები დაიწყება, რომ მერე... „სულ
გაღიმებული“ ივლით.

ფულს „არ უყვარს“ როცა უდიერად ეპყრობიან, ასეთებს ის მუდამ გაურბის.

ასევე არ უყვარს ადამიანები, რომლებიც მას აფეტიშებენ და ემონებიან – ასეთებს ის


სასტიკად ექცევა და ბოლომდე იმონებს.

მაგრამ თუ ფულმა „იგრძნო“, რომ ჩვენ მას ვაფასებთ, რომ ვუყურებთ არა როგორც
ბატონს, რომელსაც მუდამ ქვეშ ვეგებით ან მსახურს, რომელსაც არაფრად არ
ვაგდებთ, არამედ, როგორც პარტნიორს, მეგობარს ჩვენი მიზნების მიღწევის საქმეში,
მაშინ ის „ეცდება“ მუდამ ჩვენ გვერდით დარჩეს და, უფრო მეტიც, სისტემატურად
მოიზიდავს თავის „თანამოძმეებსაც.“

აი, რატომ არის, რომ „ფული ფულთან მიდის“ და რაც უფრო მეტი აქვს ის ადამიანს,
მით უფრო მეტს იზიდავს.

და თუ ეს ყველაფერი ახლა სასაცილოდ არ გყოფნით, როგორც მე, როცა პირველად


მოვისმინე მსგავსი თეორიები მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისგან, მაშინ,
ყურადღებით წაიკითხეთ, თუ რა პასუხი „გამცა“ დონალდ ტრამპმა ჩემს ირონიულ
კომენტარებზე:

„სანამ ჩემს შეხედულებებს გააკრიტიკებ, ჯობია საკუთარ მიღწევებს გადახედო!“

გადავხედე და...

www.mebonia.com
39
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

მოკლედ, არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, თუ რამდენი გაქვთ ვალები, ნუ


დაელოდებით, როდის მიაღწევთ ნულამდე – დაიწყეთ ახლავე, დაუყოვნებლივ.

თქვენი ამოცანაა, გამოიმუშაოთ საკუთარი თავისთვის გადახდის, თანაც,


აუცილებლად, პირველ რიგში სწორედ საკუთარი თავისთვის გადახდის ჩვევა.

ალბათ ბევრი იტყვის, როგორ გადავდო 10% პროცენტი, როცა ხელფასი სანახევროდ
არ მყოფნის და სწორედ ამიტომ ვარ ვალებშიო.

თუ თქვენ გაქვთ შემოსავალი, ვთქვათ 100 ლარი, რომელიც სანახევროდაც არ


გყოფნით ყოველდღიური ხარჯებისთვის, მისი ათი ლარით შემცირებამ არა მგონია,
ძალიან დაამძიმოს სიტუაცია.

თუ მაინც გაგიჭირდათ 10 ლარის „გამეტება“, თავიდან შეიძლება 5 ლარითაც


დაიწყოთ და შემდეგ თანდათანობით გაზარდოთ ათ პროცენტამდე.

აქ მთავარია არა იმდენად ფულის რაოდენობა, რომელსაც გადადებთ, არამედ თავად


ფაქტი ფულის გადადებისა და ამ პროცესის მრავალჯერადი განმეორებით მისი
ჩვევად ქცევა.

დაიმახსოვრეთ:

ფული არის ერთგვარი ენერგეტიკული იარაღი, რომლის გამოყენებითაც


თავისუფლად შეიძლება ადამიანთა ქცევების მართვა და თუ არ გვინდა, მისი მონები
გავხდეთ, მაშინ უნდა გამოვიმუშაოთ გარკვეული ჩვევები მასთან მიმართებაში, რომ
შემდეგში თავად ეს ფული გახდეს ჩვენი და ჩვენი იდეების მსახური.

„ძირითადი მიზეზი, ადამიანების ფინანსური პრობლემებისა


არის მათი ცუდი ჩვევები, რომელთა შორის ერთ–ერთი ყველაზე
არაფექტური არის შემდეგი: ისინი უხდიან ყველას, გარდა
საკუთარი თავისა. ან პირველ რიგში უხდიან სხვებს და მხოლოდ
ამის შემდეგ, ყველაზე ბოლოს, საკუთარ თავს“

© რ.კიოსაკი

ამერიკელი მულტიმილიონერი, ბიზნესტრენერი, მარავალი


ბესტსელერის ავტორი

ჩვენი ცხოვრება შედგება გარკვეული ჩვევებისგან და ის შედეგები, რომელიც


ნებისმიერ სფეროში და, ზოგადად, ცხოვრებაში გვაქვს, გამომდინარეობს ამ
ჩვევებიდან.

თუ არ მოგვწონს ეს შედეგები, მაშინ, პირველ რიგში, უნდა შევცვალოთ სწორედ ეს


ჩვევები...

www.mebonia.com
40
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

საკუთარი თავისთვის გადახდის და, ზოგადად, დანაზოგის გაკეთების ჩვევა არის


ერთ–ერთი უპირველესი გასაღები ფინანსური დამოუკიდებლობისა და თუ გვინდა,
რომ წარმატებას მივაღწიოთ, მაშინ აუცილებლად უნდა განვავითაროთ ის ჩვენში.

აიძულეთ საკუთარი თავი და მიეჩვიეთ სისტემატურად თანხის გადადებას.

რადგან დისციპლინისა და შესაბამისი ჩვევების გამომუშავების გარეშე, თქვენ


ვერასოდეს ვერ დააღწევთ თავს ფინანსურ პრობლემებს.

თუნდაც ლატარიაში მოიგოთ, ან ვინმემ მემკვიდრეობით დაგიტოვოთ დიდი ქონება,


ვერ შეძლებთ მის გამოყენებას, რადგან თქვენი აზროვნება არ იქნება ამისთვის მზად.

სიმდიდრე და ფუფუნება ჯერ თავში ჩნდება შესაბამისი აზროვნებით და მხოლოდ


ამის შემდეგ მატერიალიზდება, ხოლო თუ პირიქით მოხდა, უმრავლეს შემთხვევაში
ის იკარგება.

სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასსვა დროს ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ იმ


ადამიანთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ (საშუალოდ 90%), ვინც დიდი ფული
მოიგო ლატარიაში, რამდენიმე წელიწადში ეს ფული დაკარგა.

უფრო მეტიც, ბევრი მათგანი კიდევ უფრო უარეს ფინანსურ მდგომარეობაში


აღმოჩნდა, ვიდრე მოგებამდე იყო.

მიუხედავად იმისა, რომ მათ ხელში ჩაუვარდათ უზარმაზარი თანხები და გახდნენ


ფულით მდიდრები, მათ აზროვნებაში არაფერი შეცვლილა და ამიტომაც განიცადეს
კრახი.

მხოლოდ ერთეულებმა, ვინც გააცნობიერა, რომ მარტო ფულის დიდი რაოდენობით


გამოჩენა მათ ცხოვრებას უკეთესობისაკენ ვერ შეცვლიდა და ეყოთ ჭკუა, მოთმინება
და დისციპლინა, გამოემუშავებინათ ახალი ჩვევები, ესწავლათ ფინანსების მართვა
და წარმატების კატეგორიებით აზროვნება – შეირგეს ეს მოგებული თანხა.

არსებობს სხვა სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში ერთ მილიონერზე,


საშუალოდ, სამი გაკოტრება მოდის.

ისინიც კარგავდნენ აბსოლუტურად ყველაფერს, მაგრამ საკმაოდ სწრაფად


იბრუნებდნენ დაკარგულს და ხდებოდნენ კიდევ უფრო მდიდრები.

რადგან იმისთვის, ვინც უკვე აზროვნებს მდიდარი, წარმატებული ადამიანის


კატეგორიებით, გაკოტრება არ არის პრობლემა. ის თავის მილიონებს ყოველთვის
იშოვის.

ამიტომ, ეცადეთ თავს ძალა დაატანოთ და დღეიდანვე დაიწყოთ ახალი ჩვევის


გამომუშავება.

აი, ახლავე, აიღეთ და ნახეთ რამდენი გაქვთ საფულეში თანხა, გამოაკელით მას 10%
და ცალკე გადადეთ.

www.mebonia.com
41
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

მხოლოდ 1 ლარი გაქვთ? გადადეთ 10 თეთრი. საერთოდ არ გაქვთ? მაშინ დაელოდეთ


პირველივე თანხას, რომელიც გამოგიჩნდებათ და მაშინვე გადაუხადეთ საკუთარ
თავს.

ლეგენდარული ნაპოლეონ ჰილის მოსწავლეს, ამერიკელ მულტიმილიონერს,


მწერალს, ტრენერსა და კოუჩს, ჯეკ კენფილდს, თავის ერთ–ერთ ბესტსელერში
«Правила успеха» („The Success Principles”) მოჰყავს ასეთი მაგალითი:

„10%-ის ფორმულა იმდენად მარტივია, რომ გაოცდები, თუ როგორ ვერ


იყენებენ მას ადამიანები.

მაგალითად, გუშინ, როცა აეროპორტიდან მოვდიოდი, ლიმუზინის


მძღოლმა, 28 წლის ახალგაზრდამ, გაიგო რა, თუ ვინ ვიყავი, მთხოვა
გამეზიარებინა მისთვის წარმატების რომელიმე ფორმულა.

მე, რა თქმა უნდა, მას პირველ რიგში გადავეცი სწორედ ეს, ერთი
შეხედვით, თითქოსდა ყველაზე მარტივი, მაგრამ სინამდვილეში ერთ–
ერთი ყველაზე მძლავრი წესი წარმატებისა:

ვურჩიე გადაედო თავისი ნებისმიერი შემოსავლიდან 10% და


მოეხდინა გადადებული თანხის ინვესტირება და მიღებული
დივიდენდების სისტემატური რეინვესტირება...

ახალგაზრდამ ისე შემომხედა, მივხდი, რომ ჩემი სიტყვები დარჩებოდა


„ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა“.

თქვენ შეგიძლიათ მოიქცეთ იმ ახლაგაზრდასავით და გულუბრყვილობად ან


სისულელედ ჩათვალოთ რასაც გეუბნებით ან შეგიძლიათ უფრო სერიოზულად და
გულისყურით მოეკიდოთ 10%–ის ფორმულას.

არჩევანი თქვენზეა...

მაგრამ რაც უნდა გადაწყვიტოთ, იცოდეთ:

თქვენი შეხედულებები ვერ შეცვლის იმ ფაქტს, რომ საკუთარი თავისთვის გადახდის


პრინციპი არის პირველი საფეხური წარმატების მწვერვალისკენ ამავალ კიბეზე და
თუ მას ვერ დაძლევთ, მაშინ ამ კიბეზე ვერაფრით ახვალთ, ხოლო ქვევით,
უფსკრულისკენ კი ნებისმიერ დროს შეიძლება დაგორდეთ.

www.mebonia.com
42
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

იმოქმედე

საუკეთესო საშუალება მოქმედების დასაწყებად, არის მოქმედების


დაწყება. ნუ ელოდები ნურაფერს, შეუტიე ცხოვრებას. ნუ გეგმავ
სიკვდილამდე და ნუ ითხოვ, ნებართვას, იმოქმედე ახლავე.
აუცილებლობის შემთხვევაში, ბოდიშს მოიხდი მოგვიანებით.

დეივ კეკიში

ამერიკელი მეცნიერი, ფონდ „Maximum Life Foundation"–ის


დამფუძნებელი

როგორც თავიდანვე გითხარით, წიგნში არ ყოფილა მზა რეცეპტები და გრაფიკები,


მაგალითად, პირველ დღეს გააკეთეთ ეს, მეორე დღეს ეს და ა.შ. მე–40 დღეს თქვენს
ვალს სული აღმოხდება.

აქ საუბარი იყო ზოგად პრინციპებზე, რომლებსაც უნდა მივდიოთ, როცა ვალების


ორმოში აღმოვჩნდებით. იმ რამდენიმე ჩვევაზე და აზროვნების ისეთ ფორმაზე,
რომელიც უნდა გამოვიმუშაოთ, თუ გვინდა ამ ორმოდან თავის დაღწევა და,
საერთოდ, თუ გვინდა მოვიპოვოთ ფინანსური დამოუკიდებლობა და ვიყოთ
ბედნიერი, წარმატებული ადამიანები.

მე თავიდან ვფიქრობდი, რომ მსგავსი რამ მას შემდეგ უნდა დამეწერა, როცა
მოვიპოვებდი ფინანსურ დამოუკიდებლობას და გავხდებოდი მინიმუმ მილიონერი.

მაგრამ შემდეგ, ჩემმა მასწავლებლებმა მირჩიეს, რომ ახლავე უნდა დამეწყო, სწორედ
მაშინ, როცა მეც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, როგორც ისინი, ვისთვისაც
უნდა გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება.

რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, თუნდაც ფინანსების მართვის საქმეში,


ადამიანები თავიანთ ნაცნობ–მეგობრებს, თავიანთივე სოციალური მდგომარეობის
ადამიანებს უფრო მეტად დაუჯერებენ, ვიდრე ვთქვათ ბილ გეიტსს ანდა დონალდ
ტრამპს.

რადგან ჩვენთვის უფრო მისაღები და გასაგებია იმ ადამიანების აზრები, რომლებიც


ჩვენსავით ჩვეულებრივი მოკვდავები არიან.

ავსტრალიელ მილიარდერს, პიტერ დენიელსს, რუსეთში ყოფნისას, სემინარზე,


ერთმა მსმენელმა ჰკითხა:

„10 ათასი დოლარი მაქვს და არ ვიცი სად მოვახდინო მისი ინვესტირება, რომ მოგება
მომიტანოს. რას მირჩევთ, სად ჩავდო?“

www.mebonia.com
43
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

„სავარაუდოდ, თქვენ არ გააკეთებთ იმას, რასაც მე გეტყვით, – უპასუხა დენიელსმა, –


მაგრამ გარწმუნებთ, არსებობს ერთადერთი ასი პროცენტით მომგებიანი ინვესტიცია:

ჩადეთ ეს თანხა საკუთარ თავში! ჩადეთ 10 ათასივე დოლარი საკუთარ თავში და


გარწმუნებთ, რომ მერე თქვენ მაგ თავით თავისუფლად შეძლებთ 100 ათასის
გამომუშავებას.“

როგორ ფიქრობთ, ის კაცი გაითვალისწინებდა ამ რჩევას? მე რაღაც მეეჭვება...

არა და პიტერ დენიელსის რჩევების მისაღებად ცნობილი ბრენდები მილიონებს


იხდიან. მაგალითად, ერთ–ერთმა კომპანიამ მასთან 15 წუთიან კონსულტაციაში 1
მლნ დოლარი გადაიხადა!

მაგრამ ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვენი ჩვეულებრივი, შეზღუდული


აზროვნების გამო ვერ ვახერხებთ მათ მიერ გაჟღერებულ უმარტივეს პრინციპებში
გარკვევას, პირველ რიგში, სწორედ მათი სიმარტივის გამო და გვგონია, რომ ეს
„გაზულუქებული“ მდიდრები უბრალოდ დაგვცინიან...

სწორად გამიგეთ, მე არ ვცდილობ ვინმეს ჭკუა ვასწავლო ან მოვუწოდო, გამოვიდნენ


თავიანთი ჩვეული მდგომარეობიდან ან აუცილებლად მილიონებზე იფიქრონ.
თავისთავად ფულის რაოდენობა არ განსაზღვრავს ადამიანის წარმატების და
ბედნიერების ხარისხს.

მე, უბრალოდ, ვცდილობ გაგიზიაროთ ის რჩევები და გამოცდილება, რომლებიც


თვითონ მივიღე და იმ შემთხვევისთვის, თუ თქვენ არ გაკმაყოფილებთ ის
მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფებით და გინდათ რამე შეცვალოთ, ეს რჩევები
და გამოცდილება ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ.

ერთმა ნაცნობმა მითხრა: „ვალების გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება. ისე


მივეჩვიე, რომ მათ გარეშე, ალბათ, ღამე წესიერად არც კი დამეძინებაო“.

ეს ხუმრობა იყო, მაგრამ სინამდვილეში ამ ხუმრობაში ბევრად უფრო მეტი


სიმართლეა, ვიდრე მის ავტორს წარმოუდგენია...

როცა რუსეთის იმპერიაში ბატონყმობა გაუქმდა, პირველ ხანებში, თურმე ძალზე


ხშირი იყო გლეხთა უკმაყოფილება და პროტესტი, რომელიც ქვეყნის ზოგიერთ
რეგიონში მასობრივი მღელვარების ფორმებსაც კი იძენდა.

ბატონი გლეხისთვის იყო არა მხოლოდ ადამიანი, ვინც მის ექსპლუატაციას ეწეოდა,
ვინც, ხშირ შემთხვევაში, ართმევდა მას თითქმის ყველაფერს, რაც გააჩნდა,
სიცოცხლის ჩათვლით, არამედ ის იყო აგრეთვე პატრონიც, ადამიანი, რომელიც ასე
თუ ისე ზრუნავდა მასზე.

ეს ურთიერთდამოკიდებულება სათავეს იღებდა ასწლეულებიდან და უკვე ისე იყო


გამჯდარი გენებში, რომ იქცა ცხოვრების ჩვეულ წესად, ნორმად და მიუხედავად
იმისა, რომ გლეხები თვითონ ითხოვდნენ თავისუფლებას, როცა რეალურად
აღმოჩნდენ ფაქტის წინაშე – შეეშინდათ.

www.mebonia.com
44
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

მათი უმრავლესობა პანიკაში ჩავარდა.

მათ არ იცოდნენ რა უნდა ეკეთებინათ, როგორ ეცხოვრათ, როგორ დაეცვათ


თავიანთი უფლებები.

ისინი არაფერს არ წარმოადგენდნენ თავიანთი ბატონის გარეშე...

რაღაც ამდაგვარი გვჭირს დღესაც ადამიანებს.

ჩვენ ისე მივეჩვიეთ „ნორმალურად ცხოვრებას“ ხელფასიდან ხელფასამდე, რომ


სხვანაირად უბრალოდ ვერც კი წარმოგვიდგენია.

დილიდან საღამომდე სამსახურში „პახაობა“ ხელფასზე, რომელიც არასდროს არ


გვყოფნის და ამიტომ „იძულებულნი“ ვართ ავიღოთ ვალები.

თანაც აუცილებელია პრესტიჟულად გამოვიყურებოდეთ და კარგად გვეცვას, კარგი


მანქანა გვყავდეს, აბა, ხალხი რას იტყვის?

ამას კი ისევ ხარჯი მოჰყვება, მერე ისევ ვალები და ა.შ.

მერე, ერთ დროს, თითქოს გვბეზრდება ეს ყველაფერი.

თითქოს გვინდა ვიცხოვროთ იმ ერთეულებივით, რომლებსაც არასდროს არა აქვთ


ფინანსური პრობლემები.

გვინდა რაღაცა შევცვალოთ.

და შეიძლება დავიწყოთ გზების ძიებაც.

მაგრამ როგორც კი აღმოვჩნდებით ფაქტის წინაშე, რომ ამისთვის უნდა გავაკეთოთ


ისეთი რამეები, რაც ადრე არ გვიკეთებია – შიში გვიპყრობს.

დიახ, ის სიზარმაცე, რომ, მოდი, ორშაბათიდან დავიწყებ;

ან ის თავის მართლება, რომ ახლა ცუდად ვარ და გამოჯანმრთელებას უნდა


დაველოდო;

ან ამისთვის სულ სხვანაირი გარემო პირობებია საჭირო და ასე შემდეგ,


სინამდვილეში იმ ფარული შიშის დაფარვის გაუაზრებელი მცდელობაა, რომელსაც
ჩვეული კომფორტის ზონიდან გასვლის პერსპექტივა იწვევს ჩვენში.

დიდი ხნის წინ სადღაც წავიკითხე, ახლა ავტორი არ მახსოვს:

„ყველას უნდა იყოს კოსმონავტი, გმირი, რომელიც ეს ეს არის დაბრუნდა


კოსმოსიდან, მაგრამ არავის არ უნდა კოსმოსში გაფრენა“ .

ჩვენ, ყველას, გვინდა ვიყოთ მდიდარი, წარმატებული ბედნიერი ადამიანი, მაგრამ


როგორც კი გავიგებთ თუ რისი გაკეთებაა საჭირო ამის მისაღწევად, გამბედაობა არ
გვყოფნის მოქმედების დასაწყებად.

www.mebonia.com
45
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

გამბედაობა არ გვყოფნის, გამოვეყოთ ჩვენს გარემოცვას.

როცა თქვენ გარშემო მყოფი ადამიანები, თქვენი მეგობრები, კოლეგები, მეზობლები,


ყველანი ცხოვრობენ ისე, რომ ძლივს გააქვთ თავი ხელფასიდან ხელფასამდე, როცა
მთელი თქვენი გარემოცვა ცხოვრობს დიდ ფინანსურ ჭაობში, ის თქვენც გითრევთ
და არ გაძლევთ იქიდან თავის დაღწევის საშუალებას.

როცა წლების განმავლობაში, რამდენიმე თაობას გინერგავდნენ რწმუნებულებას,

რომ ფული არის ხელი ჭუჭყი;

რომ მდიდარი ადამიანები არიან ძუნწები, ხარბები;

რომ სიმდიდრე ბოროტებაა;

რომ თუ შენ ბევრს გამოიმუშავებ ე.ი. არ ხარ კარგი და პატიოსანი ადამიანი და ა.შ. –
ძნელია ჩვეული ჩარჩოების გარღვევა.

საბედნიეროდ, რეალობა ძალზე განსხვავდება ამისგან.

მდიდარი ადამიანები არიან საკმაოდ მგრძნობიარე, გულუხვი და ამავე დროს


საკუთარ თავში დარწმუნებული, ქარიზმატული ლიდერები, რომლებმაც თავიანთი
შრომისმოყვარეობის და მიზანდასახულობის ხარჯზე გაარღვიეს ჩვეულებრივი
ყოველდღიურობის ჩარჩოები და მიაღწიეს უდიდეს წარმატებას.

და თუ ჩვენც მზად ვართ სასიკეთო ცვლილებებისთვის ცხოვრებაში, მაშინ


შეგვიძლია ვისწავლოთ მათგან.

ისინი სიამოვნებით გვიზიარებენ თავიანთ ცოდნას, გამოცდილებას - წიგნების,


ტრენინგების, სემინარების თუ პირადი კონსულტაციების საშუალებით.

თუ ჩვენ გვინდა, დავასხვრიოთ ის უხილავი ბორკილები, რომლითაც მიბმული ვართ


ყოველდღიურობის მონოტონურობას, მაშინ უნდა გადავგათ ნაბიჯი დღესვე და
გავხსნათ საკუთარი თავი მათი გამოცდილების და ცოდნის მისაღებად.

ადამიანთა უმრავლესობა ყოველთვის რაღაცას ელოდება: ელოდება, როდის


მოუმატებენ ხელფასს, ელოდება, როდის დააგროვებს ან „იშოვის“ დიდ ფულს და
შემდეგ აპირებს ვალების გასტუმრებას, ბიზნესის დაწყებას და ა.შ.

მოკლედ, როცა გამდიდრდება, შემდეგ დაიწყებს სწორად ფინანსების მართვას.

სამწუხაროდ, ასე არ ხდება.

თუ ჩვენ არ დავიწყებთ პირდაპირ ახლა, იმ რესურსების გამოყენებით, რომელიც


ახლა გაგვაჩნია, უკეთესი დრო არ დადგება.

ამიტომ არ შეიძლება დაყოვნება.

www.mebonia.com
46
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

ის თუ როგორ ცხოვრობ დღეს, განსაზღვრავს იმას, თუ როგორი იქნება შენი


ხვალინდელი დღე.

არ არსებობს უკეთესი დრო ახალი ცხოვრების დასაწყებად, ახალი ფინანსური


ჩვევების განსავითარებლად და მომავალი სიმდიდრისთვის საფუძვლის ჩაყრის
დასაწყებად, ვიდრე „ახლა“!

და ნუ დაგენანებათ ამისთვის ნურც დრო, ნურც ენერგია და ნურც ხარჯები.

გისურვებთ წარმატებულ ინვესტიციებს საკუთარ თავში და გამარჯვებებით


სიარულს წარმატებების გზაზე.

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

www.mebonia.com
47
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

გამოყენებული რესურსები

ქვემოთ მოცემულია ჩამონათვალი იმ რესურსებისა, რომლებიც ამ წიგნის შექმნის პროცესში


იქნა გამოყენებული.

პირველად, გთავაზობთ იმ რესურსებს, რომლებიც ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი


ქართულ ენაზე, ამიტომ მათი დასახელება, ქართულის გარდა, მოცემულია რუსულადაც. ანუ
იმ ენაზე, რომელზეც თვითონ ვეცნობოდი მათ.

ბოლოში კი, „უგემრიელეს დესერტად“ გთავაზობთ პიროვნული ზრდის სფეროში ჩემი


პირველი ქართველი მასწავლებლების და დღეს უკვე ჩემი მეგობრების და კოლეგების,
არაჩვეულებრივი ადამიანების მიერ შექმნილი რამოდენიმე არაჩვეულებრივი წიგნის
ჩამონათვალს.

წიგნები:
1. ჯორჯ ს. კლეისონი – „ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში“ (Джордж С.
Клейсон – «Самый богатый человек в Вавилоне)
2. ვიტალი ბელიავსკი – „ბაბილონის საიდუმლოებანი“ (Виталий Белявский –
«Тайны Вавилона»)
3. *რობერტ ტ. კიოსაკი, შარონ ლ. ლეტჩერი – „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“
(Роберт Т. Кийосаки, Шарон Л. Лэтчер – «Богатый папа, бедный папа»)
4. *რობერტ ტ. კიოსაკი, შარონ ლ. ლეტჩერი – „ფულის ნაკადის კვადრანტი“
(Роберт Т. Кийосаки, Шарон Л. Лэтчер – «Квадрант денежного потока»)
5. რობერტ ტ. კიოსაკი, შარონ ლ. ლეტჩერი – „როგორ ჩამოვშორდეთ საქმეებს
ახალგაზრდულ ასაკში და თანაც მდიდარი“ (Роберт Т. Кийосаки, Шарон Л.
Лэтчер – «Отойти от дел молодым и богатым»)
6. ბოდო შეფერი – „მანი, ანუ ფულის ანაბანა“ (Бодо Шефер – «Мани или азбука
денег»)
7. ბოდო შეფერი – „გზა ფინანსური დამოუკიდებლობისაკენ“ (Бодо Шефер –
«Путь к финансовой независимости»)
8. დონალდ ტრამპი – „იაზროვნე მასშტაბურად და ნუ დააყოვნებ“ (Дональд
Трамп – «Мысли по крупному и не тормози»)
9. ჯო ვიტალე – „მიზიდულობის ფაქტორი“ (Джо Витале – «Фактор притяжения»)
10. პიტერ დენიელსი – „როგორ ვიყოთ ბედნიერი, თუნდაც მაშინ, როცა ვართ
მდიდარი“ (Питер Дэниелс – «Как быть счастливым, даже если ты богат»)
11. ჯეკ კენფილდი – „ წარმატების წესები“ (Джек Кэнфилд – «Правила успеха»)
12. ა.გ. ტაბოროვა – „მერჩანდაიზინგი“ (А.Г. Таборова – «Умный мерчандайзинг»)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
* კიოსაკის ეს წიგნები უკვე თარგმნილია ქართულ ენაზე და იყიდება წიგნის მაღაზიებში

www.mebonia.com
48
ხვიჩა მებონია | როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან

ვებინარები, აუდიო–ვიდეოკურსები:

1. ნატალია გრეისი – „ფინანსური კეთილდღეობა“ – აუდიოკურსი (Наталья Грэйс


– «Финансовое Блогополучие») – Аудиокурс
2. ოლეგ გორიაჩო, ნიკოლაი მროჩკოვსკი – 7 ნაბიჯი დიდი ფინანსებისკენ“ -
აუდიოკურსი (Олег горячо, Николай Мрочковский – «7 шагов к болшим
денгам») - Аудиокурс
3. ანდრეი ხოვრატოვი – „კერძო ინვესტორის 8 წესი“ - ვიდეოკურსი (Андрей
Ховратов – «8 правил частного инвестора») – Видеокурс
4. ალექს იანოვსკი – „შემოსავლების სწორად განაწილების პრინციპები“ –
ვებინარი (Алекс Яновски – «Принципы правильного распределения доходов») –
Вебинар.

ტრენინგები, სემინარები

1. მაქსიმ სუმაროკოვი – „ფულის მართვა და ფინანსური კეთილდღეობის


ფსიქოლოგია“ თბილისი, 22–24 მარტი, 2013წ. (Максим Сумароков – «Управление
деньгами и психология финансового благополучия») Тбилиси, 22–24 марта, 2013 г.

www.mebonia.com
49

You might also like