You are on page 1of 3

1

სიმართლე ვთქვა წარმოდგენა არ მქონდა, რატო მიწევდა იმ ყველაფრის ატანა, რაც ჩემს
ირგვლივ ხდებოდა?
ჩემი ამჟამინდელი სტუმარი თავის პრობლემებს დიდი ინტერესით მაცნობდა, თითქოს
მასთან რაიმე კავშირი მქონოდა.
მის დასანახად აუტანელ სახესაც ვითვისებდი, მაგრამ ის მაინც მოთქვამდა, და რაღა
თქმაუნდა არ ჩერდებოდა. ამის შემდეგ, ნამდვილად მქონდა გადაწყვეტილი ჩემი
„ჰაკერული“ დაჯგუფების რეპუტაცია აღარ გამეთვალისწინებინა და სიტყვიერ
გამოხატულებისთვის მოვმზადებულიყავი.
ყავის დალევა და ამასთან ერთად მისი შეფერებული სახე, ჩემში დიდ ზიზღს იწვევდა.
ნამდვილად შემეძლო, აქედან ოდნავ მწვეტიანი აზრი გამომეტანა, რომ ის ყავის მოყვარული
იყო. იმ ყავის, რომელიც ფსიქოტროპულია და დროთა განმავლობაში სტრესი ნიშნებით
ვლინდება. ამის იმის თქმას ვცდილობ, რომ ის მეტად ემოციური იყო თავისი პრობლემების
მიზეზად.
- ორივეს მხარეზე მნიშვნელობა დევს. - მისი მხრიდან ეს თითქოს კმაყოფილებით ჟღერდა.
- რა მნიშვნელობაზეა საუბარი? - გაკვირვებული სახით წარმოვთქვი ეს სიტყვები.
- ჩვენთვის უსაფრთხოება იკარგება, თქვენთვის დიდი რეკომენდაცია და ჰონორალი.
ისევ ჩავფიქრდი.
მალხაზ ჯაფარიძე... იმ პატარა ქვეყანაში, სადაც ბიზნეს დიდი პერსპექტივა ჰქონდა, ვერ
დაუშვებდა, ერთიანებისა და ნულიანების სისტემაში რაიმე უსაფრთხოების გამო
მომხდარიყო. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, დრო გადიოდა, ელექტრონულ საფულეს კი
ფასი არ ეკარგებოდა. ის მუდამ დაცული უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის
დრო და მუშაობა, რაც მასზე დაიხარჯა, ერთ დღეს „ჰაკერები“ წაიღებდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათი ელექტრონული საფულ გაკოტრდა, წამითაც არ დაუშვა
კორპორაციამ, რომ შესაძლებელი იყო, ინფორმაციები რომლებიც მათი, კლიენტებთან
ურთიერთქმედების მიზნად გროვდებოდა, ერთ დღეს ჰაკერების ხელში ჩავარდნილიყო და
მათი მხრიდან ეს ინფორმაციები სურვილისამებრ ყოფილიყო მოთხოვნაში მიცემული. რის
შემდეგაც, კორპორაცია ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების შემთხვევისთვის, ამ
ღირებულ ინფორმაციებს თავად გასაიდუმლოების გამო გამოისყიდიდა. მაგრამ... უცნაურია,
ასე რატომ არ მოხდა? რატომ არ მიმართეს ჭკვიანმა ჰაკერებმა მარტივ გზას და რატომ
დატოვეს კორპორაციაზე განთავსებული უამრავი ინფორმაცია ჯერ კიდევ ონლაინ
სივრცეში? მათ ხომ იოლი ვარიანტის მაგივრად, პირდაპირი გზით კრიპტოვალუტა
მიითვისეს. რის შემდეგაც, ალბათ მათი კვალი იქვე შეწყდა, რაც მათ სავაჭრო ბირჟაზე
ნადავლი მოქმედ ვალუტაში გადაცვალეს, და შემდგომ გაანაღდეს.
ის, რა შემოთავაზებაც ჩემ წინაშე იყო, და რაც არ უნდა ხარისხიანი ყოფილიყო,
გამოცდილება მაინც გვკარნახობდა რომ მსგავსი რამ, საქმეში არ უნდა მიგვეღო. ეს ერთ
მხრივ, არა სასიამოვნოც იყო და ნაკლებად მომგებიანიც. რათქმაუნდა, ასეთი გზა ხელს
შეუწყობდა ქვეყანაში დაუცველი სერვისი გაზრდილიყო, და ასეც გვინდოდა. ეს ხომ
დამსაქმებლის იშვიათობის შანს გაზრდიდა, რაც ჩვენს მომავლის იდეებში, ანაზღაურების
ზრდასაც გამოიწვევდა.
- იცით, თქვენ წინაშე არანაირი პრობლემა არ გვაქვს. ყველა საქმე, რისთვისაც
პასუხისმგელობა აგვიღია, ჩვენს მიერ დასრულებულა. თუ ეს საქმე, რასაც თქვენ ამბობთ,
ჩვენ გადმოგვეცემა, დარწმუნებული ვარ, დროთა განმავლობაში ჩვენი ახალგაზრდული
თვისებები გამოიკვეთება. მე ვცდილობ, ის ვიგულისხმო, რომ შესაძლოა დრო გავიდეს,
თუმცა, დაკისრებული ვალდებულება შეუსრულებელი იყოს. არ გვინდა, დროის გამო,
რეპუტაცია შეინახოს და ამასთან ერთად ვინმე უკმაყოფილო დარჩეს.
წარმოდგენა არ მქონდა, ჩემში საბრალოებას იმის გამო იჩენდა, რომ მას ჩვენ პატიოსნებას
ვაჯერებდი, თუ იმიტომ რომ უბრალოდ უარი ვუთხარი შემოთავაზებაზე, რომელიც მოკლე
დროში მზად უნდა ყოფილიყო. ეს არა, მაგრამ ის დანამდვილებით ვიცოდი, რომ ჩვენი
გუნდისთვის ერთერთი აუცილებელი ატრიბუტი - პატიოსნება იყო. კლიენტებთან
ვსაუბრობდით, იმას, რაც შეიძლებოდა მარტივად დასაჯერებელი ყოფილიყო და
რაღათქმაუნდა ჩვენთვის სარგებლიანი. ეს ის ფაქტი გამოდიოდა, რომ პატიოსნებას არ
არსებული საშუალებიდან მოვიპოვებდით.
იცით? თუ მათი ანგარიშ სწორების საიტიდან კრიპტოვალუტის მოპარვასთან რაიმე კავშირი
მქონდა, ბოლომდე ვერ ვრწმუნდებოდი. არ შემეძლო პასუხისმგელობა ჩემ თავზე ამეღო და
შემდეგ, თავი შარში ორმაგად გამეყო.
- დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის უკან თქვენი საინჟირო გუნდიც უნდა იდგეს. იმასაც
ვფიქრობ, რომ შესაძლოა თქვენი ხედვა, მათ ტექნოლოგიურ ცოდნას ეჭვ ქვეშ აყენებს...
- ჩვენს სერვის აუცილებლად ჭირდება მსგავსი კადრები. ისინი რაღაც დონეზე გვყავს, მაგრამ
მათ უარი განაცხადეს ჩვენს შეთავაზებაზე. - მან თავი დამიქნია.
გაკვირვებასთან ერთად, გამეღიმა.
- რამდენიმე წლის წინათ, გამოცდილმა ვებ1-პროგრამისტებმა2 ვებ-საიტი დაგვიმზადეს.
აღმოჩნდა, რომ ჩვენს სავაჭრო ბირჟას დასჭირდებოდა მსუბუქი თვალყურის დევნება.
გადავწყვიტეთ, მაღალ ანაზღაურებადი პროგრამისტები გაგვეშვა და შედარებით სუსტი
კადრები მოგვეწვია. მათ კოდის3 შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ. თუმცა, დაწერილი
კოდისგან აზრის გამოტანა შეეძლოთ. ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ
პროდუქტზე მოდიფიკაციის გაკეთება შეძლო. ახლა მა...
- მე პირველ რიგში, სწორედ ამ ხალხით დავინტერესდებოდი... - გავაწყვეტინე. - რა იცით, რა
ხდება?
- ნუთუ ჩემს ხალხში ეჭვი შევიტანო?
- რატომაც, არა? ეს თქვენი აზრია, არავინ ამბობს რომ ვინმე დაადანაშაულოთ. უბრალოდ,
ფრთხილად უნდა იყოთ, და ჩუმად, თუმცა, ეცადოთ, რომ ვინმე გამოაშკარაოთ. წინააღმდეგ
შემთხვევაში თქვენც ამჯერად მსგავსი უკონტროლო პრობლემის ქვეშ აღმოჩნდებით.
- საქმე იმაშია, რომ უბრალოდ ამას ვერ დავუშვებ, რადგან ეს მეტად არარეალურად ჟღერს.
- არ ვიცი იცით თუ არა, მაგრამ ეს ასეა, რომ კრიპტოვალუტაში საჯარო და კერძო გასაღებები
არსებობს. საჯარო გასაღებები მთლიან ბლოქჩეინ4 სისტემაში ჩანს. რაც, შეეხება, კერძო
გასაღებს, ის დაფარულია და სისტემაში ინკოგნიტოდ გამოიყენება. როცა ჰაკერი კერძო

1
ვებ პროგრამირება - მოისაზრება მხოლოდ ინტერნეტის მხარისთვის(ვებ-საიტები) განკუთვნილი
პროგრამირების ენები.
2
პროგრამისტი - ეწოდება ისეთი სპეციალობის ადამიანს, ვინც წერს კოდს, რათ შექმნას
კომპიუტერისთვის სასურველი პროდუქტი. ეს შეიძლება იყოს, ვებ-საიტი, პროგრამა, ტელეფონის
აპლიკაცია ანდა ნებისმიერი მსგავსი რამ.
3
კოდი - პროგრამისტის მიერ დაწერილი სიტყვების ან სიმბოლოების გაერთიანება, რაც საბოლოოდ
პროგრამული ნამუშევარია.
4
Blockchain - კრიპტოვალუტის სისტემა. მასში გროვდება და ინახება ყველა განხორციელებული
ტრანზაქციის ისტორია. ის არის საშუალება, რომ ტრანზაქციამ მიაღწიოს ლეგიტიმაციას და მისი
დახმარებით მოხდეს კრიპტოვალუტის ერთი ადრესიდან, მეორე ადრესზე გადარიცხვა.
გასაღებს ეუფლება, მას აღარაფერი რჩება ვინმეს ანგარიშზე შესაღწევად. ამასთან ერთად
ისიც გასათვალისწინებელია, რომ თქვენი ვებ-საიტი საფულე არაა, ის ბირჟაა. ბირჟების
შემთხვევაში, კერძო გასაღები სისტემაშივე ინახება. ჰაკერები ამიტომაც არ ინტერესდებიან
ეგრეთ წოდებული გაყინული საფულეებით, სადაც, კერძო გასაღებები მომხმარებლის ხელში
ინახება.
- ალბათ, ესაც ჩემი თავის სისუსტეს უნდა მივაწერო. - ის ფეხზე წამოდგა.
- როგორც გინდათ... -საბოლოოდ შევეცადე საუბარი დასასრულისკენ წამეყვანა. - სხვა
არაფერი მეთქმის. - ფეხზე წამოვდექი. - კარამდე გაგაცილებთ...
- და კიდევ ერთი, რადგანაც არ შეგვიძლია დაგეხმაროთ. თქვენი მომხმარებლისთვის
მოპარული კრიპტოვალუტების ხელმისაწვდომობა აჯობებს, რომ შეზღუდოთ. როცა
განაღდება, ან თქვენი სერვისიდან მათ სხვა სერვისზე გადატანა არ მოხდება, იქამდე
შეძლებთ შედარებით იოლად გამოიძიოთ საქმე... ჯერ კიდევ ეჭვი მაქ კრიპტოვალუტა ბოლო
ცენტამდე იყოს განაღდებული...
- არა, ბატონო, ამ დონემდეც არ დავცემულვართ. ამდენი ნამდვილად გვესმის. შევამოწმეთ
და მოპარული კრიპტოვალუტა, იმის შემდეგ, რაც ექვსი უნიკალური ადრესის მეშვეობით
იქნა განაღდებული, მათი არსებობა იქვე შეჩერდა...
მაშინ, აქ თამამად ვიტყოდი, რომ ის ფული, უკვე დიდიხანია კრიპტოვალუტას აღარ
ეკუთვნის. მაგრამ, ამ დონემდე არც მე დავეცემოდი, ვინმეს იმედები გამეცრუებინა.
- არ ვიცი, კიდევ რით შემიძლია, წყენა ავანაზღაურო... თუ კიდე რამე აზრი ექნება, იქნებ
თქვენს სპეციალისტებს სტატისტიკის მეშვეობით ყველა IP1 შეემოწმებინა, იმ დროსთან
შეფარდებაში, რა დროშიც დანაკარგი დაფიქსირდა.
- ნუთუ, ექნება ამას რაიმე მნიშვნელობა? - როგორც კი კარებს მიუახლოვდა, მაშინვე
შემოტრიალდა.
- ამ მეთოდის მნიშვნელობა ისაა, რომ რამდენიმე IP-ის მეშვეობით, დამნაშავეს
მიუახლოვდეთ. - მშვიდად და ნელა წარმოთქმით, თითქოს ვაგრძობინე რომ ის მხოლოდ
საგონებელში ჩავარდნილი გამოუცდელი მენეჯერი არ იყო.
- კარგით! - გამოღებული კარებიდან შემოტრიალდა. - სიტყვიერად მაინც მივიღებდი კიდევ
რაიმე რჩევას, თუ რათქმაუნდა გავკადნიერდები. - თავიდან ეს ნათქვამი თითქოს ხუმრობად
ჟღერდა.
ჩავფიქრდი.
-მარტო ვერაფერს გახდებით, ამ საქმეში შშს უნდა უდავოდ უნდა ჩაერიოს. IP- ები რაც
ამოღებული იქნება სისტემიდან, მათ შესახებ ვერაფერს გაიგებთ, თუ კი ის ორდერით
ინტერნეტ პროვაიდერთან არ იქნა მოთხოვნილი თუ ვისზეა გაფორმებული. ეს ყველაზე
ცოტა, ვინმეს WiFi -ს გულისხმობს, და არა იმას, რომ ის პირდაპირ „ჰაკერთან“ მიგიყვანთ.

1
IP - უნიკალური ციფრებისგან შემდგარი ადრესი. მისი მეშვეობით ხდება ინტერნეტში გასვლა და
მფლობელზე გაფორმებული პიროვნების ვინაობის დადგენა. (მხოლოდ ინტერნეტ პროვაიდერის
მეშვეობით)

You might also like