You are on page 1of 23

ფსიქიკურად აშლილია...!

თავის სამყარო
აქოო, გვერდზე გადგებოდნენ და წარმატების
მერე ბრუნდებოდნენ, იმავეს ამბობდნენ,
მაგრამ უფრო ღირებულად...

1
თითქოს ამ პროცესის უკან არაფერი მარტივი და არაფერი რთული არ იმალება:
განსაზღვრულ ნომერზე, სასურველ ტექსტს კრეფ, შემდეგ გაგზავნის ღილაკს აწვები. არა
მცოდნე „იუზერს“ წარმოდგენა არ ექნება, როგორ შეიძლება უბრალოდ პროგრამისტის მიერ
დაწერილმა მანქანამ ფაქტში მოგაქციოს. მაშინვე, რობოტ ხალხს დავალებას აძლევენ,
მონაცემთა ბაზასთან ინტეგრირებული და საკუთარი, პრივატიზირებული პროგრამის
საშუალებით, მოძებნონ მინაწერი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, ვინც წერილში
სიტყვა, ჰაშიში, ჰეროინი ანდაც კონკრეტული საიდუმლო კოდი გამოიყენა. სიტყვებს
მძიმეთი, სლეშით ანდაც მსგავსი დაპროგრამებული საშუალებით გამოყოფენ. ერთი ღილაკი
და ყველა მონაცემი თავიანთ პროგრამაშივე ისახება, დრო, ნომრის მფლობელი, ლოკაცია. აქ
მხოლოდ ერთი რამ თუ გადაგარჩენს - ბარათი მოიცილო.
ფეისბუქი? ცესკო? აიბიემი? ამ შემთხვევაში, მათი კიბერ-უსაფრთხოება ინდივიდუალურია.
თუმცა, არცერთი კორპორაციის დირექტორს უსაფრთხოების წუნზე არასდროს უსაუბრია.
თვით, მარკ ცუკემბერგსაც უთქვამს - ჰაკერობა ეს პროდუქტის მაქსიმალური შედეგის
გამოვლენააო. ლურჯი ფერი სიძლიერესა და უსაფრთხოებას უკავშირდებაო - ასე დაურთო
თავის ქმნილებას, რომელიც ამ საუკუნეში პოპულარობით სარგებლობს. სინამდვილეში, ამ
სოციალური ქსელის ისტორიულ სტატისიკაში კი სხვა რამეს დავინახავდით.
რვა წლის ბავშვს რომელიც სოციალურ ქსელში რეგისტრირდება, ფიქრობენ, რომ მას არ
ჭირდება „ჩათში“ ფოტოების გაზიარების ფუნქცია ჰქონდეს.
სოციალური ქსელი, სადაც, დღეში, სამ მილიონზე მეტი კონტენტი და ათასზე მეტი
ტერაბაიტის1 ინფორმაცია პროცესირდებოდა… ეს ცალსახად ამტკიცებს რომ მსოფლიო
კავშირშია. თუმცა, ცუკემბერგი ვერ იტყოდა ეს უფასო სერვისი ყოფილიყო. უფასო, მაგრამ
არა პირდაპირი. იქ ბევრ რეკლამას შევხვდებოდით. რეკლამებს კი ზუსტი რელავენტურობა
ჭირდებოდა. აბა, ბრაზერსის2 კომპანიაში მომუშავე და პატიოსნობის რეკლამაზე
დაინტერესებულიი?
და რას ნიშნავს ეს? არ გაგიკვირდეს, ერთხელაც თუ გუგლში სექსი და სიგარეტი ჩაწერე.
ცოტახანში შენს სოციალურ ქსელში შეისეირნე და აღმოაჩინე, ვიდეო,(რეკლამა) რომელშიც,
შიშველი ქალი ფანჯარაშია გადაკუზული და თეთრი კვამლი ასდის.
ნუთუ, ეხლაც არ გჯერათ, რომ ხალხის ინფორმაციები ვირტუალირადაც იყიდება?

****

ოდნავადაც არ მჯერა, თუ ცივილიზებულ ქვეყანაშიც, ვინმე დაუშვებდა შეცდომას


ერთიანებისა და ნულიანების სისტემაში3 პრობლემა უსაფრთხოების გამო წარმოშობილიყო...
ერთ დროს, ზურაბ ჯაფარიძეს და მის გუნდს, წვალებად დაუჯდათ, ელექტრონული
საფულე სრულყოფილი გაეხადათ. ახლა ეს წვალება, ერთი ხელის მოსმით, ჰაკერების მიერ
პრობლემადაა სააშკარავოზე გამოტანილი.
- უცნაურად მეჩვენება ეს ყველაფერი... - თქვა მან. - უსაფრთხოების გამო ვწუხდები, რომელიც
დროდ მიღირს, თქვენ კი რეკომენდაციასა და ჰონორალს გთავაზობთ.
ისევ ჩავფიქრდი.

1
1 ტერაბაიტი უდრის - 1000 გეგაბაიტს.
2
Brazzers - პორნოგრაფიის პროდუქციის კომპანია.
3
იგულისხმება კომპიუტერული სისტემა.
კორპორაციამ ვერ დაუშვა, რომ შესაძლოა, კლიენტებთან ურთიერთქმედების მიზნად
დაგროვებული ინფორმაციები, ერთ დღეს „ჰაკერების“ ხელში ჩავარდნილიყო. ეს
ინფორმაციები კი მათი მხრიდან სურვილისამებრ მოთხოვნაში მიცემულიყო. კორპორაცია
ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების შემთხვევისთვის, ამ ღირებულ ინფორმაციებს
თავად გასაიდუმლოების გამო გამოისყიდიდა. მაგრამ... უცნაურია, რატომ არ მოხდა, ასე?
რატომ არ მიმართეს ჭკვიანმა ჰაკერებმა მარტივ გზას და რატომ დატოვეს კორპორაციაზე
განთავსებული უამრავი ინფორმაცია ჯერ კიდევ ონლაინ სივრცეში? მათ ხომ იოლი
ვარიანტის მაგივრად, პირდაპირი გზით კრიპტოვალუტა მიითვისეს. რის შემდეგაც, ალბათ
მათი კვალი იქვე შეწყდა, რაც მათ სავაჭრო ბირჟაზე ნადავლი მოქმედ ვალუტაში
გადაცვალეს, და შემდგომ გაანაღდეს.
- სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს გაუჭირდება საქმეს პასუხისმგელობით მოეკიდოს. დამატებითი
„ქეისების“ ასაღებად, ზედმეტად დაკავებული ვართ.
კლიენტების ინტერესები, ჩვენივე ინტერესების საპირისპიროდ იყო გადახრილი.
პატიოსნებას არ არსებული საშუალებიდან მოიპოვებთო, რომ ვინმეს ეთქვა, ცხოვრებაში არც
არავის დავემდურებოდი.
წარმოიდგინეთ, ამ „ქეისს“ ვხსნი და იმ პასუხისმგებლობას ვუერთდები, რომელიც თავის
მხრივ იმას გულისხმობს, რომ ოდესღაც შესაძლოა ამ საქმესთან რაიმე შავი კავშირი მქონოდა,
მერე ისიიც, რომელიც მაიძულებს დამნაშავე ვიპოვო - პირდაპირ მეუბნება ჩემ თავს ორმო
გავუთხარო.
- ოქროს ფასი აქვს ახლა ჩვენთვის გამოცდილ კადრებს. - მან თავი დამიქნია. - იმის შემდეგ,
რაც ვებ-საიტი გამოცდილი პროგრამისტებისგან დავამზადეთ. ისინი გავუშვით და
შედარებით სუსტი კადრები მოვიწვიეთ. ახლა, მათ მხოლოდ დაწერილი კოდიდან4 აზრის
გამოტანა შეუძლიათ და პროდუქტზე მცირედი მოდიფიკაცია. ჭირს იმის თქმა, რომ ხელში
გამცდილი ინჟინერები ვერ შეგვრჩა.
- რასაც შეგუებული არ ხართ, ახლა გიწევთ სიმართლეს თვალი გაუსწოროთ, ეს ასეა.
ფინანსების დაზოგვის მცდელობით, ახლა მილიონ დოლარზეა საუბარი. საქმეში თავის
დროზე სპეციალისტები უნდა ყოფილიყვნენ, ისინი მომენტში მეტს შეძლებდნენ, მაგრამ
ახლა უკვე გვიანია... - ისევ დავფიქრდი. - გარდა ამისა, საინტერესოა, თქვენივე მომუშავე
ხალხი. კარგათ გეცოდინებათ, ციხეში კოშკურები და მესერიანი კედლები, რასაც
უზრუნველყოფს. წარმოდგენა თუ გექნებათ, ამ კედლებიდან, ის WiFi-ს სიგნალი
ვრცელდებოდეს, რომელსაც შიგნით იყენებენ. დავიჯერო, თქვენს ხალხზე ეჭვი არ
მიგიტანიათ?
- საქმე იმაშია...
- საქმე იმაშია, რომ ამას ვერ დაუშვებთ...
- დიახ, ამას ვგულისხმობ! როგორც კი ოფისში კიბერ შეტევის განხორციელების შესახებ
გავიგეთ, მხოლოდ ინჟინერი ხალხი იყო, ვინც მთელი მონდომებით ცდილობდა ყველაფრის
განეიტრალებას.
- ჯობს, ზედაპირულად ვისაუბროთ და ტექნიკურ მხარეზე გადავიდეთ. - გავაწყვეტინე. და
მოვუწოდე, დაბალ დონეზე არ დავსულიყავით. - იცით, თუ არა, რომ კრიპტოვალუტაში
საჯარო და კერძო გასაღებები არსებობს?
- მსგავსი რამ, მხოლოდ მსმენია. - თქვა ზურაბმა.

4
კოდი - პროგრამისტის მიერ დაწერილი სიტყვების ან სიმბოლოების გაერთიანებაა, რაც საბოლოოდ
პროგრამული ნამუშევარია.
- დიახ, ამ ორიდან მხოლოდ საჯარო გასაღები ჩანს ბლოქჩეინ5 სისტემაში. რაც, შეეხება, კერძო
გასაღებს, ის ინკოგნიტოდ მომხმარებლის ხელში ინახება. იცით? როცა ჰაკერი კერძო
გასაღებს ეუფლება, მას აღარაფერი რჩება ვინმეს ანგარიშზე შესაღწევად.
- მსგავს რაიმეზე წარმოდგენა არ მქონია. თუმცა, ალბათ, აქ ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენი ვებ-
საიტი, საფულე არაა...
- დიახ, ვერ ვიტყვით, რომ ის საფულეა. ის უფრო ბირჟის ტიპისაა! ამ ტიპის მხარდაჭერის
შემთხვევაში, სწორედაც კერძო გასაღები თქვენს სისტემაშივე ინახება. საქმე იმაშია, რომ
ჰაკერები არ ინტერესდებიან, ეგრეთ წოდებული გაყინული საფულეებით. მსგავს
შემთხვევაში მათ მშვენივრად იციან კერძო გასაღებები ვის ხელში ინახება, და რამდენად
რთულია მისი მოპოვება.
- უკვე გითხარით, რომ მე მხოლოდ მენეჯერი ვარ, და არა, ის ვინც Bug6-ს იპოვის და შემდეგ,
მას გაასწორებს. მითუმეტეს დამოუკიდებლად. - ის ფეხზე წამოდგა.
- ესაა, რაცაა, და მე სხვა არაფრის თქმა შემიძლია, გარდა უბრალოდ რჩევისა. კიდევ ერთხელ
გიხდით ბოდიშს, მთლიანი გუნდის სახელით. - შევეცადე საუბარი დასასრულისკენ
წამეყვანა. - ფეხზე წამოვდექი. - მთლად გადაჭრით ვერ ვიტყოდი. თუმცა, მოპარული
კრიპტოვალუტების ხელმისაწვდომობა უპირატესობას მოგცემდათ თუ მას
მომხმარებლისთვის შეზღუდავთ. შეგიძლია შედარებით იოლად გამოიძიოთ საქმე, თუ
თქვენი სერვისიდან მათ დამოუკიდებელ სერვისზე გადატანა არ მოხდება... ჯერ კიდევ ეჭვი
მაქ ის ბოლო ცენტამდე იყოს განაღდებული...
- კარგი, - სანამ კარამდე მივიდოდა, ნელა შემოტრიალდა. - მოდი, ასე ვიტყოდი. ყოველ
შემთხვევაში, ჩვენი მდგომარეობა, იმას არ გულისხმობს, რომ თვითშეფასება და
პასუხისმგელობა დავკარგეთ. - დაიწყო მან და მის სახეზე ღიმილი შევნიშნე. - კარგად ვიცით,
რომ მოპარული კრიპტოვალუტის განაღდება, ექვსი ადრესის მეშვეობით იქნა
განხორციელებული. ამის შემდეგ, რატომღაც, მათი არსებობა იქვე შეჩერდა. ამის იქით,
წარმოდგენა არაფერზე მაქვს. კიდევ, გეტყვით, რომ მე უბრალოდ ზედამხედველი ვარ.
თუ, ინდივიდუალური ადრესებით მოხერხდა ელექტრონულ საფულეზე თანხის გადატანა,
იქიდან სავარაუდოდ განაღდება უნდა განხორციელებულიყო. მაშინ, საინტერესოა, რატომ
უნდა გაჩერებულიყო ტრანზაქციები, რატომ უნდა დაკარგულიყო მათი არსებობა, იქვე? ეს იმ
ეჭვისკენ თუ წაგვიყვანდა რომ ფული საბოლოოდ მათ კუთვნილებაში აღარ შედიოდა.
- სიმართლე ვთქვა, არც მე მინდა ჩვენი გუნდის რეპუტაცია შეიბღალოს. ალბათ, ამ
საშუალებამაც მოგვიწოდა, ერთმანეთს შევხვედრილიყავით?
- ძალიანაც სასიხარულია, თუ ასე ფიქრობთ! - როგორც იქნა კარებს მიუახლოვდა. - ჩვენს
სერვის რაიმეს კიდევ ხომ არ ურჩევდით?
- უპირველეს ყოვლისა, ჯერ, სპეციალისტებმა, IP7-ების შემოწმება ცადონ. მხოლოდ ის
სტატისტიკა, რა დროშიც დანაკარგი დაფიქსირდა.
- ვნახოთ, არ მგონია, მსგავსი იდეა შედეგის მომტანი იყოს. მაგრამ, ესაც იმ სიაში შედის, რაც
ცდად ნამდვილად ღირს.

5
Blockchain - კრიპტოვალუტის სისტემა. მასში ინახება ყველა განხორციელებული ტრანზაქციის
ისტორია. ის არის საშუალება, რომ ტრანზაქციამ მიაღწიოს ლეგიტიმაციას და მისი დახმარებით
მოხდეს კრიპტოვალუტის ერთი ადრესიდან, მეორე ადრესზე გადარიცხვა.
6
Bug - სისტემის გამართული უკმარისობა. შეცდომა, რომლის მეშვეობითაც, სერვისისთვის ზიანის
მიყენება შეიძლება.
7
IP - უნიკალური ციფრებისგან შემდგარი ადრესი. მისი მეშვეობით ხდება ინტერნეტში გასვლა და
მფლობელზე გაფორმებული პიროვნების ვინაობის დადგენა.
ჩავფიქრდი...
- და კიდევ ერთი... - ის გაჩერდა და კარებიდან შემოტრიალდა. - ერთ დროს, თუ საჭიროდ
მიიჩნევთ, სისტემიდან ამოღებული აიპების იდენთიფიკაცია მოახდინოთ. იძულებულები
იქნებით შშს უდავოდ ჩაერიოს. იქნებ, ორდერით ინტერნეტ პროვაიდერისგან იქნას
მოთხოვნილი ინფორმაციები. ეს იმას არ გულისხმობს, რომ ის პირდაპირ ჰაკერთან
მიგიყვანთ, ეს ყველაზე ცოტა, სამართლიანად მცხოვრები პიროვნების WiFi-ის უნდა
გულისხმობდეს.
- აი, თქვენ მართლაც, რომ დოქტორანტი ხართ...
ამ დარგში, დოქტორანტი?
ამ დარგში, დიპლომის ფლობა საკუთარ თავთან სერიოზულად მიდგომას უფრო უნდა
ნიშნავდეს, ვიდრე რაიმე ცოდნას ან წარმატების პერსპექტივას.

კარი ოთხას ოთხი8 ნომრის აღნიშნული გასაღებით ორჯერ დავკეტე. კიბეებზე, ვფიქრობდი
რომ მძიმე დღის შემდეგ, კარგად დავისვენებდი. თუმცა, ქალის ხმა გავიგონე:
- უკაცრავად... - მაგიდასთან ქერა ასისტენტი შევნიშნე. - ერთი წუთი შეგიძლიათ?
- რა ხდება...? - მისკენ შევტრიალდი და ქერა თმები თვალებში მომხვდა. სიგამხდრე და ის
სტანდარტული ჰალსტუხი ჩვეულებრივ ოპერატორის შეხედულებას ჰგვრიდა. - ბოდიშით,
მაგრამ დროში ვარ შეზღუდული. - გავაწყვეტინე და ისევე გასასვლელისკენ შევტრიალდი.
- დიდ დროს არ წაგართმევთ. - მისი ხმა თხოვნას დაემსგავსა. - გთხოვთ...
- არა..! - მის მაგიდას მივუახლოვდი. - თუ ოდესმე რამეში დაგხმარებივართ, ეს ერთხელ იყო.
- არა, ბატონო! ამას არ ვგულისხმობ. - თითქოს კმაყოფილებით თქვა. - ვიფიქრე,
შევთანხმდებოდით, რადგან ჩვენ ტექნოლოგიური საკითხების მოგვარება გაცილებით ძვირი
გვიჯდება, ვიდრე თქვენი ამ დროინდელი გადასახადია.
- რას გულისხმობთ?
- ვიცით, თქვენი დამოკიდებულება ჩვენს მომსახურებასთან დაკავშირებით. იქნებ, როლები
გაგვეცვალა. ჩვენ ჩვენს მომსახურებას გავაძლიერებდით, თქვენ კი, ტექნიკურ პრობლემებს
მიხედავდით.
ცოტა არ იყოს ასეთი წინადადება გამიკვირდა. იმდენად ნააზრები მქონდა რომ მსგავსი
გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად უნდა ვყოფილიყავი.
- ოფიციალურად?
- მხოლოდ, სიტყვიერ შეთანხმებას გთავაზობთ.
- მეც მხოლოდ ერთ შემთხვევაში შემიძლია! - თითის აწევით კმაყოფილება გამოვხატე. - ჩემს
გუნდს არაფერს აცნობებთ.
- სულ, ესაა? საკმარისია, თქვენ დაგიკავშირდეთ?
- კიდევ, რამეს მთავაზობთ?
- სხვა არაფერი... ერთმანეთის მიმართ, გულკეთილი მომსახურება, რას იტყვით?
მხრები ავიჩეჩე.
- არ უნდა გაგვიჭირდეს! - მაგიდიდან აღებულ ფურცელზე რიცხვები დავწერე. - საკითხი
შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გამაცნოთ.
- გასაგებია, - თავი დამიქნია.

8
404 Not Found - ბრაუზერში, კლიენტის სერვერთან ვერ დაკავშირების შემთხვევაში, შეცდომის
შეტყობინება ასეთი ციფრით გამოდის.
მალევე გავიარე სასტუმროს გვერდით პატარა გარემონტებული შენობა, და პარკინზე
შევედი.
მანქანაში ჩაჯდომის შემდეგ, შვება ვიგრძენი. ნამდვილად დავისვენე. თავი უკან გადავწიე
და იმ ჯიპს შევხედე, რომელიც არ იძროდა. ჩემს გასწვრივ მყოფი მანქანა, რომელსაც წეღან
ვუყურებდი - მოძრაობას იწყებს. თვალები ოდნავ გავაფართოვე და წინ წამოვიწიე... როგორც
იქნა... წამის მეორედში მანქანა სექსის აღმძვრელად მოძრაობდა. შარვალში რაღაც ვიგრძენი.
ვიბრაცია ყოფილა.
- გისმენთ. -ვთქვი მე.
- გარნი? - საკუთარი სახელი გავიგონე. - წეღან, რაც მჭირდებოდა დამვიწყებია. - საშინლად
გამახსენდა. - თუ გინდა ხვალ იყოს, ან დღესვე. უბრალოდ დაღლილი მომეჩვენე.
ნეტა შეთანხმების პირველი დავალება როგორი უნდა ყოფილიყო? ამისთვისაც, მზად ვიყავი.
- ახლავე მოვალ... - ხელით შუბლი დავისრისე.
მობილური გავთიშე.

იმის მერე, რაც ბიბლუსიდან გამოვედი. გარეთ, სასიამოვნო, გრილი ამინდი ვიგრძენი.
მანქანაში უცებ ჩავჯექი და ფხოველი თემურის წიგნი, „ერთხელ არიზონაში“ გვერდით
გადავდე. ამერიკული დეტექტივი. ყდაზე მე 19-ე საუკუნის, ამერიკული დასავლეთის
ილუსტრაცია ამშვენებდა. საინტერესო რამედ მივიჩნიე, რადგან ვიფიქრე, იქ თავ გასული
თავისუფალი და ლევოლვერებიანი მთვრალი ჯელტმენების ეპოქის შესახებ უნდა
ყოფილიყო მოთხრობილი. ძარცვა, სიყვარული, ომი, დაპირისპირება, ესენი ყველაფერს
საინტერესოს გახდიდა. მაგრამ, რეალობაში წარმოდგენა არ მქონდა, მოთხრობილი რაზე იყო.
- ჩვენ გადავწყვიტეთ ვესაუბროთ სტუდენტებს, რომლებიც სენატში მეცნიერებათა
ფაკულტეტის წარმომადგენლად არიან... ეთერში გვერთვება... - გასაღების გადატრიალებისას
ქალის ხმა გავიგონე.
რადიოს გორგოლაჭი გადავატრიალე. ამის შემდეგ, საპირისპირო სქესის ხმა გავიგონე.
-... დღევანდელი „რადიო შოკოლადის“ დღის გრანდიოზული სტუმრები გახლავთ Palitra L-ის
მენეჯერი - ია ფეიქრიშვილი და პიარ-კრეატიული მენეჯერი - მაია ხორნაული... ქალბატონო
ია, მოდით… კონკურსის განმარტებით დავიწყოთ. დეტალურ მხარეზე კი შემგომ
გადავინაცვლოთ.
- ბატონო მიხეილ. - ჩაერთო ქალი. - აქ კონკურსის თაობაზე ვიმყოფებით. მივესალმები
მსმენელს. წარმატებას ვუსურვებ ყველას, ვისაც ჩვენთან ერთად კონკურსის გამო უწევს
ყოფნა. ასევე, მინდა ავღნიშნო რომ პროექტის სულის ჩადგმაში, უდიდესი როლი სწორედ ჩემ
გვერდზე მყოფ კოლეგას - მაიას მიუძღვის.
- დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც კონკურსი დაანონსეთ?
- ჩვენ, ყველა გზით ვცადეთ, კალამის მომარჯვება ვინმესთვის დაგვიანებული არ ყოფილიყო.
- აჰა! - წამყვანმა გაგრძელება ანიშნა. - როგორც ვიცით კონკურსის სახელწოდებაა - გადადგი
სწრაფი ნაბიჯი?
- დიახ, მას - გადადგი სწრაფი ნაბიჯი ჰქვია და ის, ყველა ჩვენგანისთვის ასეთი სახელით
იმოღვაწევებს.
- მოდი ხალხს ვაცნობოთ, როგორია თქვენი ზოგადი ხედვა და ვისთვისაა პროექტი
გათვლილი?
- უფრო ახალგაზრდებისთვის... პრინციპში, ყველასთვის, ვინც სურვილს გამოთქვამს, რადგან
ვფიქრობთ, რომ მხარს ავუბამთ გამარჯვებულებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს,
რომელთათვის უპირატესობა საშუალებაზეა დამოკიდებული. თუმცა, მოგეხსენებათ,
დამოუკიდებლად, იმ ეტაპის გავლა, რაც ახალბედა მწერალმა უნდა გაიარონ, ყველაფრის
მიუხედავად მაინც უჭირს მინიმალური მოიპოვოს თავისი ნაშრომისთვის. ამიტომაც
ჩავთვალეთ, ასეთი წინ გადადგმული ნაბიჯის შემდგომ, ჯერი მწერლებისთვის დაგვეთმო.
- საშუალება ახსენეთ. - თქვა წამყვანმა - როგორ აპირებთ გამარჯვებულებს მწერლის საჭირო
პრიორიტეტი აუმაღლოთ?
- სხვათაშორის ჩვენ არ ვაპირებთ ისეთ კონკურსებს დავამსგავსოთ... რომლებიც ჯილდოზე
იქნება ორიენტირებული. ჩვენი კომპანია მუდამ ცდილობს იყოს ინოვაციური და ქართულ
ბიბლიოთეკას ხარისხი შესძინოს. და უკეთესი იქნება თუ მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ იქნება,
ასე... - რამდენიმე წამიანი პაუზის განმავლობაში ტრასაზე რბილად მოგორავე მანქანის ხმა
ისმოდა. - კომპეტენტურმა ჟიურმა შესაძლოა ყველასთვის სათანადო მწერალი ვერ
აღმოაჩინოს, რადგან ლიტერატურაზე გვაქ საუბარი. ჩვენ, ყველა შეხედულებებით
განვსხვავდებით. თუმცა, იმდენად საზღვრებში ვიმუშავებთ, რომ უკეთესობასთან ახლოს
მივიდეთ და აღმოვაჩინოთ ისეთი ნაწარმოები, რომელიც იმსახურებს გამარჯვებას.
- და, როგორია ეს ნაწარმოები, ძირითადად ყურადღება რაზეა გამახვილებული? - იკითხა
მიხეილმა.
- იცით, ინდივიდუალურია, მაგრამ უპირატესობას მარტივ ლიტერატურას ვანიჭებთ. ჩვენ
უცხოური ბაზარი გვინდა ქართული ლიტერატურით გავამდიდროთ და ეს მხოლოდ, არა
მრავარფეროვანი ენით უნდა მოხდეს, რომლის თარგმნა საზღვრებს არ გასცდება. ალბათ,
დღეს დღეობითაც, ამიტომაა რომ მოყვარული ხალხი, მძიმე საკითხავს არ არჩევს. მინდა აქვე
აღვნიშნო, რაც ადრე ხდებოდა ხოლმე, ის უკვე დრო მოჭმულია. ხალხი იყიდიდა, „დორიან
გრეის პორტრეტს“ ფრაზებს დაიმახსოვრებდა, თვლიდა... ნუ, მოკლედ, მგონია, რომ ასე, ისევ
იმ ხალხის დონეზე დავეცემით.
- ვფიქრობ, კომფიდენციალური უნდა იყოს ჟიური ვინაობა?
- დიახ, ჯერჯერობით ასეა, მაგრამ გვერწმუნეთ, ისინი კომპეტენტურები არიან.
- ხალხისთვის ჯერ კიდევ უცნობია, რომ ავტორს არა მხოლოდ რედაქცია არჩევს. - სრულიად
სხვა ხმა გავიგონე. - ასევე, გამარჯვებულს მკითხველიც არჩევს. ის მკითხველი, რომელიც
წიგნის მაღაზიებში დადის, რათა თავის სურვილების შესაფერისი არჩევანი გააკეთოს.
- ქალბატონო, მაია. იქნებ და გაგევრცოთ რა მოისაზრება მკითხველის არჩევანში?
- რადგანაც ქართულ ნამუშევრებზე მოთხოვნა ნაკლებია, ვიდრე უცხოურზე, ამიტომაც,
გაეცნო ხალხი, ასეთ წამოწყებას. გვინდა აღმოვაჩინოთ, რაც შეიძლება მეტად და უფრო მეტად
უკეთესი მწერლები... - თქვა მაიამ. - ვიმედოვნებთ, ხელს არაფერი შეგვიშლის და წამოწყება
დაგვანახებს, ტყუილად არ გვიწვალია, რომ ეს, ის არის, რაც ლიტერატურას ჭირდება.
- მოდით, მსმენელისთვის ნათელი იყოს ყველაფერი. რედაქციის გარდა, კიდევ რა
შემთხვევასთან ექნება კონკურს შეხება?
- როგორც ითქვა, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ვებ-საიტის მეშვეობით, შეეძლებათ
რჩეული მხოლოდ ერთი ხმით დააწინაურონ. ძალზედ, დიპლომატიური IT ჯგუფი გვყავს,
საკმარისად კომპეტენტურები. ისინი არა ერთნი არიან, რამდენიმე, სხვადასხვა სპეციალობის
და ალბათ, ერთ მხრივ, ესეც საკმარისია სერვისის გამართულად მუშაობისთვის.
- პირადად მე, ვაცნობიერებ როგორი არა მხოლოდ ერთი კოლექტივისგან შექმნილი
ორგანიზაცია ხართ. ამასთანავე იმასაც, რომ პასუხისმგელობასა და სისტემას მაღალ
საფეხურზე აყენებთ. მაგრამ, როგორც შევნიშნე ბოლო ხსენებულის შესახებ ხალხის
უარყოფითი გამოხმაურებები გამოიხატებოდა. არ მინდა ისე გამოვიდეს, როგორც შეიძლება
ჩემი ნათქვამი გულისხმობდეს, მაგრამ... ეს, ფაქტია!
- მისაღებია თქვენი პოზიცია. - იას, დამაჯერებელი ხმა მომესმა. - გვერწმუნეთ, რა მდგავარი
დამიკოდებულებაც თქვენ ამჟამად გამოხატეთ, ამ დამოკიდებულებითა და ამ
შესაძლებლობით მოვახდენთ, ყველანაირი პრობლემის აწევას, გაწევას და გადადგმას. -
უეცრად ფურცლის შრიალი მომესმა.
- აჰ! - თითქოს სიცილის ხმამ გაიჟღერა. - ესეგი, ხალხი ისევე თქვენს პასუხისმგებლობას უნდა
ენდოს?
- რათქმაუნდა... - ისევ დამაჯერებელი ხმა გავიგონე. - თუ დააკვირდებით, როცა, ჩვენ რაიმე
მიღწევაზე ვიწყებთ საუბარს, აუცილებლად წინადადება „ჩვენი“ სიტყვისგან შედგება. ეს
იმაზე მეტია ვიდრე შეიძლება ხალხმა იფიქროს. სისტემაც ხომ ასეთია, ხალხი ვერ
აცნობიერებს კონტროლი სად იწყება და სად მთავრდება, ის ძალზედ უკიდეგანო უნდა იყოს,
რათა ხალხმა მისი სისუსტე საკუთარ გონებაში ვერ აღმოაჩინოს.
- წარმოუდგენელია. - ჩაერთო ია. - პირველად გავიგე, ის, რაც ბატონმა მიხეულმა ახსენა. სხვა
რის თქმა შეგვიძლია, თუ არა, ის რომ საკუთარ თავს ვფლობთ და შეგვიძლია ყველანაირი
პრობლემიდან გამოღწევა. ბევრჯერ გვინდოდა, ამ პროექტისთვის სული ჩაგვედგა, დიდი
ძალისხმევის შემდეგ კი ახლა, ფაქტი სახეზეა - ის ცოცხალია. და მის სიცხადეში ხელი ვინ
უნდა შეგვიშალოს, როცა ის უკვე ბევრჯერ განვიხილეთ, იმ მიზეზით, თუ რამდენად
პერსპექტიული იქნებოდა.
- მგონი, ეს საკითხი გასაგებია. - ისევე, წამყვანის ხმა მომესმა.
- მინდა ვთქვა, რომ ჩვენს მკითხველს ჩვენივე ვებ-საიტზე შეეძლება ნამუშევრის შეფასება, -
დაიწყო ისევე იამ. - იქ იქნება განთავსებული ყველა გამოგზავნილი ნამუშევარი, საიდანაც
დაინტერესებულებს შეეძლება წაკითხვა და წესების საზღვრებში ხმის მიცემაც. ამჟამად,
ასამდე ნაწარმოები მივიღეთ. უმეტესი მდედრობითი ჭარბობს, აქედან ჟანრობრივად კი
დეტექტივი.
- საინტერესოა, განსაზღვრული გამარჯვებული რამდენია? - ისევე წამყვანმა იკითხა.
- გვინდა ხალხს ვაცნობოთ რომ გამომცემლობა ავტორებისთვის დიდი თანხას გაიღებს.
თარგმნის საკითხის შესახებ დებულებაში არაფერი წერია. უცხოეთში ნაწერების გამოცემა
ჩვენზე არაა დამოკიდებული, ამიტომაც ვერავის ვერაფერს დავპირდებით თუ ზუსტად არ
ვიცით რა პასუხისმგელობას ვიღებთ.
- ქალბატონო, ია, თუ სწორად მახსოვს, თანხაზე არანაირი პირობა არ იყო ნახსენები.
- დიახ, ანონსში, მსგავსი არაფერია. ჩვენ თანხის ინვესტიციას მათ რეალიზაციისთვის
განვახორციელებთ.
- ანუ, თქვენ, მათ „ბესთსელერობას“ პირდებით?
- დიახ, ეს ასე გამოდის. მაგრამ, თუ გამარჯვებულის ნაწერი ხალხის გულამდე არ მივა, ამაში
ბრალი ჩვენ არ დაგვედება. ამისდა მიუხედავად, ყველაფერს ვიზამთ, რათა მოხდეს
გამარჯვებულების გაპიარება. უპირველეს ყოვლისა ჩვენ, ავტორებს გავაცნობთ მკითხველს,
შემდეგ მოსახდენი მოხდეს და შედეგი ხალხმა გადაწყვიტოს, თუ ვინ ავირჩიეთ და ზოგადად
რა შეუძლია ქართველ ერს.
- ყოველ შემთხვევაში ცხადია, ლიტერატურა დღითიდღე ვითარდება. - დაიწყო მაიამ. - დრო
თუ ჭამს არსებობას, დრო განავითარებს ნაშრომს, ეს მხოლოდ ხალხის მეშვეობით მოხდება.
ის ლიტერატურას რჩება, და არსად მიდის. ფასს კი იქამდე ინარჩუნებს, სანამ მკითხველი
განსხვავებულს არ მოითხოვს. არსებობს ხალხი, ვისაც აინტერესებს ძველი ლიტერატურა, ის,
რაც არ უნდა ძველი იყოს, საფუძველი მაინც ლიტერატურის აქვს, სწორედ ეს მოსწონთ მასში.
თორე, დღეს მეტად თანამედროვე ლიტერატურა იწერება და უპირველეს ყოვლისა მასზე
უფრო არის მოთხოვნა, ვიდრე ძველზე.
- როგორც ჩანს, კომპეტენტურები ვართ და ჩვენი მიზნებისათვის ჩვენივე შესაფერისი
ნამუშევრის გამოვლენა გვსურს. - განაგრძო იამ. - მითუმეტეს 21-ე საუკუნეში ვმოღვაწეობთ
და ძველისძველი ნაშრომები ბიბლიოთეკაში საკმარისად გვაქ. ამასთანავე, არ ნახულს,
დღევანდელობით, მხოლოდ ცოდნით ხომ არ დაწერენ? ამიტომაც, შესაძლებელია ვერავინ
შეძლოს, როგორც გამოცდილებს შეეძლოთ, ის რაც მათ დროში ყვაოდა. შანსი, ისევ
დღევანდელ მწერლებს ეთმობა, რათა ახალი შეხედულებებით, ისევე არსებულ დროზე
წერონ.
- ძალიანაც კარგი...
გზის პირას, მანქანის გაჩერება ცუდ ადგილას მომიწია. ცოტა დრო მქონდა. ნოუთბუქი და
მობილური მოვიმარჯვე.
ინტერნეტი გავაზიარე და ნოუთბუქში Palitra L-ის ვებ-საიტი ავკრიფე. სტაფილოსფერ, თეთრ
ფერებში ნარევი დიზაინი მალევე ჩაიტვირთა.
ვებ-საიტის არსებული სურათები, სხვა სერვერზე იყო ატვირთული. სწორედ, იმ სერვერიდან
იყო გადმოტანილი, რომელიც მათ კუთვნილებაში არ შედიოდა.(ეს საშუალება არსებობდა
იმისთვის, რომ თავიანთი ფიქსირებული ტევადობა ერთ დღეს უმიზეზოდ არ გავსებულიყო.)
ახლა, ისეთი ფოტოები უნდა მენახა, რომელიც ყოველთვის ვებ-საიტის დასაბამიდან
მოდიოდა.
სრულიად შემთხვევით, ერთი კი არა, რამდენიმეც კი აღმოვაჩინე. აი, რა მინდოდა. სურათი
თავიანთ სივრცეში იყო ატვირთული. „ლინკში“9 გამოსახული ფოლდერების სახელები კი
იმას მიანიშნებდა, რომ გახსნილი კონკრეტული სურათი, ამ ფოლდერში იმყოფებოდა.
ამ ყველაფრის შემდეგ, ერთი რამ მქონდა დარჩენილი.
„ლინკიდან“ სურათის სახელწოდება, მის ფორმატთან10 ერთად წავშალე, შემდეგ კი მისი
გახსნა ამ გზით ვცადე. ასე მომიწია მითითება. არ მინდოდა, კონკრეტული სურათი
ეჩვენებინა.
ეს, ესეე. მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი უსაფრთხოების მხარე ჰქონდა.
ამ დროს, ბრაუზერს Index11.-ის სახელით დაწყებული ფაილი უნდა გაეხსნა. იმ ფაილიდან
მსგავსი ტექსტი უნდა გამოეტანა - არასწორ განყოფილებაში იმყოფები ან რაიმე მსგავსი.(რაც
საშუალებას მისცემდა, ვიღაც ჩემნაირს, სხვა ფაილები ამ შეცდომის ხარჯზე არ მოეპარათ.)
თუმცა, ჩემდა სასიკეთოთ, ის ფაილი იქ არ არსებობდა.
ეკრანზე ვხედავდი, მთლიან იმ სივრცეს, სადაც დოკუმენტები ინახებოდა. არ ვიცი,
შესაძლოა, ეს სივრცე, მხოლოდ ვებ-საიტის საჭირო ფაილებს არ უკავშირდებოდა. ყველა
ფოლდერი, ყველა ფაილი, სათითაოდ უნდა შემემოწმებინა. იქნებ იქ ნამდვილად ვებ-
საიტისგან დამოუკიდებელი ფაილებიც შემხედროდა. მითუმეტეს, ისინი, რატომღაც იმ
სივრცის ტევადობას უფრთხილდებოდნენ, რომელიც შესაძლოა ყოველდღიურმა მუშაობამ
გადაავსოს.
ახლა კი ვხვდებოდი, რომ შემეძლო ინფორმაციის მეშვეობით შანტაჟთან მქონოდა საქმე.
მაგრამ რა მაჩქარებდა. ეს მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაცია იყო, მე პირდაპირი ფინანსები
მიზიდავდა.

9
Hyperlink - მონაცემების მითითების სახეობა. ის, მთლიანი ვებ-საიტის დოკუმენტებიდან მიანიშნებს,
თუ რომელი კონკრეტულ მონაცემს კითხულობს ბრაუზერი.
10
Format - ის აღწერს, ფაილის ტიპს. მასში ინახება დოკუმენტის ტიპის შესაფერისი ინფორმაცია.
11
Index.(წერტილის შემდეგ ფორმატი. მაგ: .html .php) - ვებ-პროგრამირებაში ფაილის სახელის
სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ბრაუზერები ავტომატურად ხვდებიან, ფოლდერში უამრავი
ფაილებიდან ავტომატურად რომელი წაიკითხოს.
მხოლოდ ლიფტის არ მუშაობა ითვლებოდა მიზეზად, რომ საბურთალოს, კერძოდ მარაბდის
ქუჩას მოვცილებოდი. სულ მცირე სამი წლის წინ აშენებულ კორპუსში ვცხოვრობდი. აქამდე,
პრეტენზია არასდროს გამომიხატავს. მითუმეტეს, ის, ერთი შეხედვით, ისე გამოიყურებოდა,
როგორც ახალი. და ვინ იცის, იქნებ ასეთი შეხედულება თავის დროზე იმიტო
ამეკვიატებოდა, რომ ფეშენ შენობას, ძველად აშენებულ, გლდანის შენობებს არ ვადარებდი.
მახსოვს, ერთი პერიოდი ჭორებიც კი დადიოდა, რაც ვიღაც, ახლად მოსულ თავქარიანმა თქვა
შენობის ძირი ნაგვით არის ამოვსებულიო.
ერთადერთი უცხოეთში წასვლის გზას ვიტოვებდი, იმ ქვეყანაში, რომელსაც დროშაზე
ოცდაოთხი ვარსკვლავი ჰქონდა. სამწუხაროდ, წინასწარვე ვიცოდი, რომ სურვილი ისეთად
დარჩებოდა როგორი სახეც ახლა ჰქონდა, რადგან კრიმინალებს შორის ერთ ერთი ვიყავი,
ვინც ნასამართლები იყო. მის მაგალითზე, ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, რადგან დღეს
მსგავს საქმეს კვლავ ვაგრძელებ. დღესაც კი გონებიდან ვერ ამომიღია, რომ ერთერთ
კრიპტოვალუტის საიტს DDOS12 შეტევით დავემუქრე. მაშინ, ვუთხარი, ალბათ აცნობიერებთ,
რომ ჩემ მიერ გამოწვეული ზარალი უფრო მეტს წარმოადგენს ვიდრე ჩემი მოთხოვნა-მეთქი.
ამის შემდეგ, მიცემული დრო, რაც მათი პირობის შესრულებისთვის დაინიშნა, მის გასვლას
უნდა დავლოდებოდი. თუმცა, მის მერე, რაც კაკუნი შემომესმა, მივხვდი რომ საკითხი ისე
წარიმართებოდა, როგორც მე არასდროს მიფიქრია. ერთ მხრივ, რადგან ჩემი ჩანაფიქრი
იმდენად მიზანდასახულად მომეჩვენა, რომ მისი უარყოფითი მხარე ვერ დავინახე, ზუსტად,
ამ შეცდომამ ჩამომაგდო იმ სიმაღლიდან, რომელიც თავის დროზე ისედაც საჭიროებდა, რომ
მომხდარიყო.
ციხემ ვერ შემცვალა, თუ არ ჩავთვლით, რომ სასწაულებრივი სკეპტიციზმი დამეუფლა. იმის
შემდეგ, რაც ციხე მოვიხადე და ტექნიკოსი ციხიდან გამოვედი, ვიფიქრე, რომ სამი წელი
სულაც არ გასულა. ან გავიდა და კვლავ დამძორებული ქვეყნის ლიბერალი მკვიდრი ვიყავი.
ამ დროს, საზღვარ გარეთის იდეაზე უკეთესი ვარიანტი არაფერი დამრჩენოდა. არც, აქ
გაჩერების არანაირი მიზეზიც არ გამაჩნდა. თავს თავისუფალი მონასავით ვგრძნობდი.
თითქოს ახლაც, ცალკე პროვინციაში ცხოვრობდი, სადაც ომის მაგივრად, ქალაქს დროის
სვლა ანგრევდა. ასეთი სიძველის შემხედვარე, ჩემი აქტიურობების მიხედვით, სიტყვით არა
ერთხელ გამოვსულვარ. რომ არ ვარ პატრიოტი, იმის გამო რომ ჯერ კიდევ ისეთივე ძველები
ვართ, როგორც ათი წლის წინ. ვფიქრობდი, რომ ამერიკასთან შეფარდებაშიც ვერ
მივდიოდით. თუმცა, ის სხვა ხილი იყო და ჩვენ სხვა, ამიტომ მისგან ბევრად
განვსხვავდებოდით. ისე გამოდიოდა, თითქოს ერთგვარი ბიზნესი ყალიბდებოდა ჩვენს
შორის. იმ თვალსაზრისით, რომ კონკურენტულმა კომპანიებმა განსხვავებული კუთხით
აწარმოონ თავიანთი საქმე, რათა მომხმარებელმა, ერთისგან, მეორეზე არჩევანი იმიტო
გააკეთონ რომ ისინი იმ მცირე დეტალებისგან განსხვავდებიან, რომელიც ხალხისთვის
გადამწყვეტია. აბა, ისინი ერთნაირ კატეგორიაში ერთნაირ პროდუქტს ხომ არ შექმნიან.
ზღრულბს როდესაც გადავაბიჯე, შესასვლელში მომღიმარი ფიგურა შევამჩნიე. საშუალო
სიმაღლის, ჩათესლებული გამოხედვით, სიმულატითა და ჭარბ წონაში გარეული კუნთებით.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ მის ხასიათსა და შეხედულებას, შავი კეპი, დიდი პლაში, უკან
FBI-ის წარწერით და ორი ზომით დიდი ბათინკები შესაფერის იერს შესძენდა. კეპის გარეშე,
შავ თმასთან ერთად სიმულატე, ტანზე გახდის შემდეგ კი მკერდზე კარგად მობჯენილი
პრიალა მაისური გამოიკვეთებოდა. ასეთი კონტრასტის შემდეგ, მეც ვერ ვიჯერებდი, რომ

12
DDOS - უბრალო DOS შეტევისგან განსხვავებით, ის მეტად ძლიერია, რადგან რამდენიმე კლიენტის
მეშვეობით ხდება სერვერზე უარყოფითი მონაცემების გაგზავნა, რასაც წყობიდან გამოყავს სერვერი.
სოციალურად აქტიური, მოხერხებული და მიზანდასახული ახალგაზრდა, ქალაქის ცენტრში,
რომელიღაც ოფისში იჯდა და „ექსელის“ პროგრამაში მუნჯად ასრულებდა თავის
მოვალეობას.
-ნახე საყვარელოო! -ყავისფერი შეფუთულობა გავუწოდე.
მისი ლოყა ჩემსას შეეხო. ასე, ბევრჯერ ხდებოდა. რაღა იყო დასამალი და ადვილადაც
ვიღგზნებოდი.
-მადლობა! -დავინახე, ღიმილით ლოყები როგორ დაუმრგვალდა და თვალები
დაუპარატავდა.
სამზარეულოში გასვლა დავაპირე, როცა შეტრიალებულმა ზურგზე დიდი მასის ზეწოლა
ვიგრძენი. უეცრად, ჩამოშვებულ ხელებში ფეხები შემრჩა. ელენემ თავი ყელთან მომადო და
ველური გამომეტყველებით ხელი მომიჭირა. მისი ნაზი ქერა ბოლოები, ყურებზე ჩამომედო.
-მოგწონს? -შემეკითხა, რაც ცხვირიდან ღრმად შევისუნთქე და თავი ზევით ავწიე. ეს გლის
კურის სუნი უნდა ყოფილიყო.
დასტურის ნიშნად, „უჰუს“ მსგავსი ხმა გამოვეცი.
არა მარტო... ოთხმოცი პროცენტის სიამოვნება ხელებიდან მოდიოდა, გაცილებით, როცა
გადავიხრებოდი და ამ მოქმედებას ჩემი თითების გამაგრებას შევუწყობდი. დანარჩენს კი
ყელზე მოჭერილი ხელი, რომელიც გაიძულებს, ისეთი შთაბეჭდილება დატოვო, თითქოს
მოცილებას ცდილობ, მიუხედავად იმისა, რომ მომენტით კმაყოფილი ხარ.
ფანჯრიდან ისევ სტადიონზე მოთამაშე ჭიანჭველები მოჩანდნენ. ამჯერად ფარდა უნდა
გამეფარა ან იქნებ მეზობლის თხოვნით კი არა, იმ ბრაზის გამო, რაც სტადიონი იწვევდა,
შესაბამისად მემოქმედა. ამისდა განსხვავებით, იმის გამოც მინდოდა მეთამაშა, რომელიც
გუნდზე დადებული რამდენიმე ასეული ლარი იწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იდეა მე
კი არა, ჩემ თავს მეზობელმა შესთავაზა. მახსოვს, გუნდი, რომელზეც დავდე წარმოთქმის
შემდეგ, ისეთი გრძნობა მეუფლებოდა თითქოს მინიმუმ სამი ასო და მაქსიმუმ ორი სიტყვა
მეშლებოდა.
-საყვარელო! -ეს სიტყვა სასიამოვნოდ ჩამივიდა ყურებში. -დღემ როგორ ჩაიარა?
-ისევ გინებით!
-კი მაგრამ რატომ? როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, წიგნების კითხვა ხასიათებს ასწორებს.
-არ დაიწყო... -უკან წავედი და მაგიდაზე ჩამოვსვი. მერე, შემოვტრიალდი და გავაცნობიერე
რომ მის ფეხებს შორის ვიდექი. -ფსიქოლოგია? -გამეცინა.
-რა, არ თქვა, რომ მისით არ ხარ დაინტერესებული?
-კაი, შეიძლება, ეს ასეცაა, მაგრამ ხანდახან ყურადღება სხვა რამესაც უნდა მიაქციო.
-ვინ იცის, მაგას, ალბათ მე ვერასდროს ამიხსნი, ხო?
გამეღიმა და იმ პრობლემებს თავი ერთად მოვუყარე, რომლებმაც გადამაწყვეტინეს, რომ ამ
თემაზე საუბარი, ამ დროისთვის ღირებული არ იყო. გარდა იმისა, რომ ელენე მართალი იყო,
იმაში, რაც ჩემი აზრით ინტერნეტში ჰქონდა წაიკითხა, აქ ის ფაქტორი იჩენდა თავს,
რომელიც კვლავინდებურად ჩემი მაღალი ტესტოსტერონის პრობლემას წარმოადგენდა.

ჩაის ჭიქით, შემოსასვლელში დავჯექი და ელენეს დავაკვირდი. მისი ქუსლიდან წამოსული


შავი ნაჭერი, თანდათან იზრდებოდა და ბარძაყზე შემოჭერისგან ლამაზ ფორმას იძენდა,
განსაკუთრებით იმ თეძოებისკენ, სადაც პიკი იყო შარვლის გაგანიერების. და რადგანაც
მხრებში გასწორებას მკერდის გაგანიერების პერსპექტივა ჰქონდა. ელენე მაღალ მხრებს
ბოლომდე გადაქაჩავდა და მაისურზე საშუალო ზომის მკერდი დაეწყობოდა, ამის შემდეგ
ფაფუკი მასალა ემჩნეოდა, რაც ერთი შეხედვით მკერდს ფორმას აძლევდა.
სიმრგვალეებს თვალი მოვაცილე. და წარმოვიდგინე, რომ გუშინდელი დღისგან
განსხვავებით მშვიდად ვიყავი, რადგან არანაირ ზარს არ ველოდი. მაგრამ ზარისგან
განსხვავებით, ნეტა რა მოხდებოდა, იმ სოციალურ ქსელს თუ გავხსნიდი, რომელიც მხოლოდ
საჭირო სიახლეების მიღებას ემსახურებოდა - რაღა თქმა უნდა იქაც ნოლი შეტყობინება უნდა
დამხვედროდა. ის ხო ჯერ კიდევ ნოლი მეგობრის გამო არა აქტიურად ითვლებოდა, და თუ
კი ერთ დღესაც ვინმე მობილური ნომრით მოძებნა დააპირებდა, იმ გაფიქრებით, - ვაითუ
გამოკომპიუტერებულ, სათვალიანთან უნდა დავიჭირო საქმეო. რაღა თქმა უნდა, არა
შესაფერისი ნომრის გამოყენების გამო, საძიებო ველშიც ვერ აღმომაჩენდა.
რატომღაც ჩაფიქრებულისთვის თავი არ შემწევდა. ნოუთბუქი გვერდით გადავდე და
დღევანდელი სიახლე, კვლავ ისევ გონებაში გავივლე. ჯერ მხოლოდ შასანტაჟო ინფორმაციას
ვფლობდი, რომელსაც წარმატების არაფრის ძალა არ შესწევდა, რადგან, ნებისმიერ
შემთხვევაში, მის მედიის ფაილების გასაჯაროვებას რაღაც ჩემდა საწინაღმდეგო შედეგი
უნდა ჰქონოდა. მსგავსი რამ არ მაწყობდა. მე როგორც ვთქვი, პირდაპირი ფინანსი
მიზიდავდა. თუმცა, არ მივიჩნევდი, რომ ის, რასაც ახლა ვფლობდი, არ გამომადგებოდა.
ჰქონდა ამას თავისი წონა, მაგრამ ჯერჯერობით განსაკუთრებული პირი არ უჩანდა.
მისი ფასეულობის ლოდინში, ჯობდა, გამეთვალისწინა, რომ ისინი კონკურს იწყებდნენ.
ამასთან ერთად, ისიც რომ მათ ოფიციალურ ვებ გვერდზე ხდებოდა, იმ პროდუქტის გაყიდვა,
რასაც აწარმოებდნენ. რეგიონებიდან წიგნებზე უნდა ყოფილიყო დიდი რაოდენობის
მოთხოვნა, ამიტომ ვფიქრობდი, რომ მათ საიტზე მეტი იყო მოთხოვნა. ამას ისიც ემატებოდა,
რომ მომხმარებლების რაოდენობა, კონკურსის პერიოდში მეტად გაიზრდებოდა. რადგან ერთ
მხრივ, ის ჯერ კიდევ ინფორმაციის წყარო იყო, კონკურსის შესახებ. მეორე მხრივ კი მის
მეშვეობით უნდა შერჩეულიყო ხალხის რჩეული.
საიტი ასე თუ ისე ცნობილი იყო. როგორც ის იტყობინებოდა, განვითარებული და
პერსპექტიული გამომცემლობა იყვნენ. ერთი შეხედვით, ამ წინსვლას თავიანთი შემოქმედება
იძლეოდა. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ისინი დიდხანს ამ სახელს ვერ შეინარჩუნებდნენ.
ისინი, მიიჩნევდნენ, რომ მაღალ საფეხურზე იდგნენ და ამიტომაც, მათზე მაღლა ვერავინ
დადგებოდა. ასე, ხდება, ხოლმე ფეხბურთში, როცა ძლიერი გუნდი, არა სათანადოს
უპირისპირდება. ძლიერები ხვდებიან, რომ ამ დროს მოგება ჩვეულებრივი მოვლენაა.
სუსტები კი მაქსიმალურს დებენ, იმისათვის, რომ მინიმალური შექმნან. აქ მხოლოდ
თვითდაჯრების მომენტია, რომ ისინი უკეთესები არიან. რიგ შემთხვევაში კი მსგავსი
წარმოდგენა ყოველთვის შედეგს არ იძლევა. ახლაც, მსგავსად სხვა გამომცემლობასაც
შეეძლო, ისეთ ჭკვიანურ მეთოდს მიემართა, სახელის მოსაპოვებლად, როგორც თვითონ
Palmod-ის გამომცემლობამ თავის დროზე მიმართა. მათ, წლების წინ, პროექტი წამოიწყეს, რაც
რათქმაუნდა ლიტერატურასთან ასოცირდებოდა. როგორც თვითონ ამბობდნენ, მსგავსი
სასახელო პროექტი, საწინდარი იყო, საზოგადოების განვითარებისთვის. თუმცა, მსგავსი
გამოსვლა და წარმატებაზე საუბარი ჩემი აზრით ზედმეტი უნდა იყოს. ისინი, უკეთეს თავის
განსავითარებლად მიმართავენ და რეალობაში სულაც არ უყურებენ, რომ თურმე
კონკრეტული პროექტის წიგნები, მაგიდას მეტად ლამაზს ხდის, იმის ფონზე, რომ ისინი
გაყიდვებიდან ავტორზე მეტ წილს იღებენ.
შეიძლება ასეც იყო. და თუ ისინი მართლა განვითარებულნი იყვნენ. მაშინ, ამით
თანამედროვე საშუალებებთანაც ახლოს უნდა ყოფილიყვნენ, რათა მარტივად მოეხდინათ
თავიანთი საქმის მუშაობა. მედიასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადაცემა, ალბათ,
თავისივე შექმნილ პროგრამაში უწევდათ. რაც მიანიშნებდა, რომ ტექნიკური ხალხი, არა
მარტო გაუმართაობის დროს ჭირდებოდათ. ანდაც, შეიძლებდა, ხარჯებს ზოგავდნენ. და
უფასო საშუალებისთვის Facebook-ის სერვის მიმართავდნენ. ამით ხო ტექნიკოსების
ხარჯებსაც ზოგავდნენ, მაგრამ... მაინც უნდა ყოლოდათ, რადგან ორი მიზეზი არსებობდა.
ერთი - თავად თვითონ ახსენეს. მეორე - საეჭვო იყო, მათი საიტის დამზადება, კერძო,
ერთჯერადი შეთანხმება ყოფილიყო. მითუმეტეს ხალხს ისე ეცნობოდნენ, როგორც
კორპორაცია, რომელსაც მრავალმხრივი პროდუქტის წარმოების უნარი შესწევს.

დილით, ადრევე იაგუარით პეკინისკენ დავიძარი. ათ საათზე ერთერთ შენობაში უნდა


ვყოფილიყავი. ეს, მეტ წილად ჩემთვის უცნაური იყო, რადგან არც კი ვიცოდი, ჩემს მიერ
ეგრეთ წოდებულ ფსიქოლოგიური ლექციებისა შემდეგ, რას მივიღებდი, გარდა იმისა, რომ
იქიდან იმ სასიამოვნო ცოდნით გამოვიდოდი, რაც საკუთარი საქციელების ახსნაში
დამეხმარებოდა, თუმცა, არა მარტო, თუ იმას გავითვალისწინებდი, რომ გონებრივი ფლირტი
მიზიდავდა. მსგავს ცოდნას უფრო სხვებისკენ მივმართავდი. ყოველთვის რაღაც ვეძებდი
მათში, იქნებ ბოროტიც ვიყავი იმის გამო, რომ დაკომპლექსებული ადამიანის თვალიერება
სიამოვნებას მგვრიდა, თუ როგორ დაიწყებდა ის მოძრაობას, მე კი მის მოქმედებებს
ღიმილით დავაკვირდებოდი. იქნებ მოცემული სიტუაცია კიდეც პიკამდე მიმეყვანა.
აშკარად, ჩუმად შესვლა არ გამომივიდა, რადგან წინ მჯდომებმა ჩემკენ გამოიხედეს.
აუდიტორიას გადავხედე. ახალგაზრდები ისხდნენ, იერარქიურად, ზევიდან დაბლა,
დაშვებულ სკამებზე. მათ წინ, ზურიკელა ლექტორი იდგა. სათნო სახით მიყურებდა, თითქოს
სიხარულად მიიღო ჩემი შემოსვლა. ის დრო იყო, როცა გავიფიქრე, არაფერს ამბობს-მეთქი.
სანამ არ მომესმა:
-კარგად დროს მოხვედი, გარნი! -ამის მერე მივხვდი, რომ თურმე პირი იმიტო ჰქონდა
დაღებული, რომ რაღაცის თქმას აპირებდა.
ბოლოში ჩამოვჯექი და აუდიტორიას კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი.
-უყურეთ და ცადეთ დეტალები გაითავისოთ. -ზურიკელას ხმის გაგონების შემდეგ, კედელზე
კადრები გამოჩნდა.
ახლად შემოსულმა ხელები მკერდზე გადავიჭდე და მოვემზადე. კედელზე გამოსახული
კადრების მიხედვით. მგონია, თბილისში, სადღაც შუა ზამთარია. კამერის გამოძრავების
შემდეგ, გვერდით იკვეთება, მწვანე ჭიშკარი და იარუსები. მოხუცი კაცი, მგონი, დინამოს
გაჩერებაზე დგას. რაღაც, უხეში, ღია შავი ნაჭრის, შარვალი აცვია. ჯიბეები ოდნავ გახეული
აქვს. ერთში ასტრას კოლოფი უდევს. მეორეში შოკოლადებს, მის მერე ვხედავ, რაც
გვერდულად ტრიალდება. დატრიალებისას, შარვლის უკანა მხარეს, კარგად გამოკვეთილი
წუწები ემჩნევა.
რამდენიმე წამში, სიგარეტს კოლოფიდან გაჭირვებით იღებს. მერე რაღაც ამბობს. თან,
დასიებული სახით წინ დიდხანს იყურება, სანამ კამერა დროებით არ გაიწევა. რამდენიმე
წამში, კამერა, ისევ მოხუც უბრუნდება. თუმცა ამჯერად, შეტრიალებულია და ერთი ხელი
უხარისხო, ლურჯ, შემოკერილ კურტკაში აქვს ჩაყოფილი, მეორეთი იბოლება.
-დიარეა, -ვიღაცამ თამამად წამოიძახა. -შარვალზე, წუწები, ჯერ კიდევ არაა გამხმარი.
-არა, -თქვა, ზურამ და კედელს უცხო თვალით შეხედა. -მაინცდამაინც, დიარეა არ მგონია!
-მაშინ, შეიძლება გულისრევა. -ამჯერად, ჩემ წინ მჯდომმა ახალგაზრდამ წამოიძახა. -
შენელება, დასიება, ცუდი ხასიათი. ესენი ნაბახუსევის სიმპტომებია. ანუ, წუხელ იმდენი
დალია, რომ დიარეა ყველანაირ შემთხვევაში გამოირიცხება.
-თუმცა, წუწები, წინა მხარეს არ შეიმჩნევა. -ზურას გაეღიმა.
-შესაძლოა. მაგრამ დიარეა რატომაც არ მგონია, მომჭერით თავი და არ ვიტყვი. -ეს, მეტად,
კოპწია, ქერა გოგოს, ღიმილიანი ნათქვამი იყო.
-კარგით, -ზურას გაეღიმა. -არაა პრობლემა! ახლა სხვა რაიმეზე გაამახვილეთ ყურადღება.
-შოკოლადი მოპარულია! -ჩემი წამოძახების შემდეგ, ღიმილი შევიფერე.
-ნამდვილად! -ორი გაყოლებით წინ მჯდომა, შავ თმიანმა გამომხედა.
-რა ვიცი, შეიძლება! -თქვა ზურამ. -ზედმეტად ხარისხიანი შოკოლადია ხომ?
ცოტახანი სიჩუმე ჩამოვარდა.
-კარგით, კარგით! -დაიწყო ზურამ. -ეს კაცი, გარეთ ცხოვრობს და ზომაზე მეტ სასმელს
ეტანება. დავიჯერო, იტყვით, რომ ეს არაფერია? არა, თუ ასეა, არ დაგეთანხმებით, რადგან, ის
ჯერ კიდევ გარეთ არსებობს. კი არ ცხოვრობს - არსებობს. და ასეთი უპატრონობისა და
სახსრების უქონლობის გამო, ნეტა, ერთ დღეს სურვილი არ გაუჩნდა, ამდგარიყო და
ყველაფერი მარტივად, სიკვდილით დაემთავრებინა? აბა, ჯურხა, რას იტყვი? -ზურამ,
პირველ სკამზე მჯდომ წვერებიანს მიაპყრო მზერა.
-არ ვიცი, -თავი გაიქნია. -არ მაქ პასუხი. თუმცა, შეიძლება რაღაცის იმედი ჰქონდეს.
-იმედი? მას, ნამდვილად არ შეუძლია ცხოვრება შეცვალოს. უფრო სწორად, მეტად
ოპტიმისტები, რომ ვიყოთ. მას შეუძლია შეცვალოს ცხოვრება, მაგრამ მას თუ მხარი არავინ
აუბა, მაშინ, მისთვის იმდენად გაჭირდება, რომ შეუძლებლად მიიჩნევს, იმ პრობლემებიდან
თავის დაღწევას, რაშიც ახლა თავი აქვს გაყოფილი.
-და ეს, რას ნიშნავს? -თქვა ჯურხამ.
-შეიძლება მას რაიმის იმედი არ აქვს, მაგრამ ის ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულია,
ვიდრე შენ, ჯურხა, ან ნებისმიერი აქ ვინც იმყოფება.
ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა.
-თუმცა, ის მაინც სვავს!
-სვავს? -ცალ ყბად გაიცინა. -იმ გადმოსახედიდან, ეს არაფერს არ ნიშნავდეს. თუმცა, შეიძლება
მეტსაც ნიშნავდეს, ვიდრე ჩვენი გადმოსახედიდან, რადგან ისინი ხომ მეტს გრძნობენ, ვიდრე
ჩვენ.
-ანუ, ჩვენ არ გვაქ, ის რაც მათ აქვთ, და იმათ არ აქვთ, ის, რაც ჩვენ გვაქვს, -ჯურხას ჩაიცინა. -
კი მაგრამ ჩვენ ხომ სრულყოფილები ვერ ვიქნებით?
-შენ უბრალოდ სურვილი გაქ მეცნიერების სერთიფიკატს ფლობდე? -ზურამ ჩემკენ
გამოიხედა. -როგორც გარნი, ჰა? თუმცა, გარნის, მგონი არც სერთიფიკატი უნდა. ის უფრო
ცოდნაზეა ორიენტირებული.
სიჩუმეს ვინარჩუნებ.
-თეორიას თუ არ ჩავთვლით. ხელოვნება არ გამომდის. ამის გარდა, კიდეც დავრწმუნდი, რომ
საკუთარ თავთან მუშაობა იოლი არაა. ის მეტ ძალისხმევას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ,
ის არც აღმოსავლეთში, ბერებისთვისაა იოლი.
-უნდა გააცნობიერო, რომ ის ფსიქოლოგიური მეთოდები, რაც თავის სამართავად
გამოიყენება, ფაქტიურად რთულად დასაუფლებელია, სწორედ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ
საკუთარი თავის კრიტიკას ვერ გაექცა...
-ანუ?
-ანუ... -პაუზა. -ფსიქოლოგია, ორ ინდივიდზე დაკვირვების შედეგად გამოტანილი დასკვნაა.
როცა, კრიმინალი ფსიქოლოგთან აგრესიის ჩივილით მიდის. ის, ჯერ იმას აკვირდება, ვისაც
აგრესია არ აწუხებს. მოდი, მაგალითისთვის ჭეშმარიტი მღვდელი წარმოვიდგინოთ.
-იყოს... -დაეთანხმა ჯულხა.
-აი, ამ დროს ორ ინდივიდს შორის დაკვირვება ხდება. რატომ შეიძლება, მღვდელს,
ფსიქოლოგიური პრობლემა არ აწუხებდეს, რით შეიძლება მისი სიმშვიდე აიხსნას? რას
ფიქრობთ?
-სულიერი სიწმინდე? -ამ წამოძახილის შემდეგ, სახე შემეცვალა.
-ეს ძალზედ ზედაპირული ნათქვამი უნდა იყოს. -დაიწყო ზურამ. –ბიბლია გვეუბნება, რომ
არსებული ისეთად მიიღე როგორიც არისო. მღვდელი სასწაულს, სასწაულად იღებს, რადგან
ის, მას ისეთად აღიქვავს როგორიც არის. ის მის ცვლილებას ან უარყოფას არ ცდილობს,
რადგან ბიბლიაც ისეთი უნდა იყოს, როგორიც პიროვნების თვისება. კრიმინალის
მაგალითად, ათეისტი რომ ავიღოთ. ამის შემდეგ კითხვა გაჩნდება, ათეისტი, სასწაულს რატო
უარყოფს? შეიძლება მიზეზი ის იყოს, რომ ის სასწაულს სხვა მხრიდა უყურებს, ის ხომ
სასწაულს ისეთად არ იღებს როგორიც არის, განსხვავებით მღვდელისგან.
-და მიზეზი, რა არის, რომ ის მაში სხვა გაგებას პოულობს?
ახლა თუ არ ვცდები, უნდა ეთქვა, რომ მის ნებას ემორჩილებაო. ადრე, როგორც ერთერთმა
ბრიტანელმა მითხრა - სიმშვიდის მოსაპოვებლად, შენი გრძნობების წინაშე ალალად უნდა
დადგეო. თავიდან, ეს სიტყვები, ჩემთვის გაუგებარი აღმოჩნდა, მაგრამ მოგვიანებით
მივხვდი, რომ თურმე, ის ემოციებზე თვალის გასწორებას გულისხმობდა.
ზურამ, რაღაცის თქმა დააპირა. უეცრად გაჩერდა, უკან დაიხია და თავისი მაგიდიდან ორი
ერთნაირი კალამი აიღო.
-შეხედეთ! -ორი კალამი ერთმანეთის საპირისპიროდ დაიჭირა. -მარჯვენა კალამი არის
კრიტიკა, მარცხენა კი უბრალოდ შენ ხარ, სურვილთან ერთად. როცა მარცხენა, ასე დგას.
მარჯვენა, მაშინ იჩენს თავის თავს, როცა რაღაცის საპირისპიროს მიდიხარ. -ისინი ერთმანეთს
მიუახლოვა. -ეს გახლავთ ეგოიზმის მაგალითი. რის შემდეგ შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ
კრიტიკიდან მომდინარეობს ადამიანის ემოცია. კრიტიკა კი უბრალოდ ჭიდილის ნიშნავს,
ერთ სურვილს, მეორესთან.
-კარგად ვერ გავიგე. მარცხენა კალამი რას აღნიშნავს? -გვერდიდან ქერამ გოგომ დასვა
შეკითხვა.
-მარცხენა კალამი არის ზოგადად სურვილი. შეიძლება, ემოციის საკითხში ყოველთვის
კრიტიკა არ იყოს ბრალდებული. ის შეიძება მოვისაზროთ, რომ ის უბრალოდ საჭიროა,
გინდა.
-კრიტიკიდან თავის დაღწევა როგორ შეიძლება მოვახდინოთ?
-თუ კარგად გაიაზრებთ რომ ადამიანებს გრძნობების შეცვლა არ შეუძლიათ, მაშინ ჩვენ
სიმშვიდესა და ბედნიერებას დავეუფლებით. ახლა, გასაგებია?
-ბევრჯერ მივმართე, ამ ცნობილ მეთოდს, მაგრამ სათანადოდ არასდროს არაფერი
გამომივიდა. -ვთქვი მე. -მითუმეტეს, თეორიულად მსგავსი რამ ჩამოყალიბებულია და
აღებულია, მსგავსი პიროვნული თვისების ადამიანისგან, მაგრამ მიმსგავსება, იოლი არაა.
-გეთანხმები, მაგრამ ამ მეთოდს დაუფლება ჭირდება. -ზურამ თავის ჭკუაში დამამშვიდა.
-მე თუ მკითხავთ, მთლად ასე არ მივიჩნევ, რადგან მთელი წელია, ამ მეთოდით მინდა თავი
დავიმშვიდო. მაგრამ ვერანაირი შედეგი ვერ შემმატა, გარდა მცირე წარმატებისა.
-ვფიქრობ, ნერვული სისტემის პრობლემას უნდა უჩიოდე?
თავი ნელა დავუქნია. ამის შესახებ ბევრ ინფორმაციას ვფლობდი. არც მთლად ის მინდოდა,
მის შესახებ რამე ეკითხა. რადგან ამისთვის ჩემ პირად საკითხებზე გადავიდოდი.
-ამიტომაც თვლი, რომ ის მიუღწეველია. ნახევრად სხვის ნებაზე ფიქრობ და ნახევარსაც
იმაზე, რომ უნდა დავწყნარდეო. ამ დროს სრულიად უნდა დაივიწყო, ის, რისთვისაც, რას
აკეთებ. რადგან, ეს ერთგვარი, სურვილების დაპირისპირებაა. ალბათ, დაკვირვებული ხარ,
როცა ამბობ, ეს ფიქრი უნდა მოვიცილოვო, ის უფრო და უფრო გაწუხებს. ამ დროს, უარყოფაც
კი კრიტიკად ითვლება.
-ასე, იოლად ვერ ვიტყოდი, რადგან ფსიქოლოგია თეორიად მიიჩნევა, ვიდრე პრაქტიკად.
რადგან ის თეორიით იწყებს, პრაქტიკის საკითხს. თეორია საუკეთესოდ რჩება, მაგრამ
პრაქტიკა, თითქმის მიუღწეველია. ასე, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი თეორიის ცოდნა,
საკუთარ ფიქრებში, მეტ თეორიის შექმნას გულისხმობს.
-მაგრამ თეორია, თეორიად რჩება. თან, აშკარაა რომ პრაქტიკა, მთლიანად ადამიანზეა
დამოკიდებული, რადგან იმ პერიოდში, როცა ის, მის დაუფლებას ცდილობ. ჯერ კიდევ
საკუთარ თავს ებრძვის.
-რიგშემთხვევაში, არც მედიტაციაა თავიდანვე წარმატებული, რადგან კონცენტრაცია ჭირს.
-მაგრამ, ალბათ დამეთანხმები, რომ სამაგისოდ დიდი ხანგრძლივობაა საჭირო?
-შესაძლოა! დავაკვირდი და მივხვდი, რომ ის, თურმე იოლი იმიტო ხდება, რომ
კონცენტრაცია აწმყო დროზე გადადის.
-მართალი ხარ! დამვიწყებია, რომ მეთქვა: კრიტიკულ ხალხს ცელქი გონება და აწმყო დროის
კარგვის შეგრძნება აქვს. -თქვა ზურამ.
-აწმყო დროის დაკარგვა? -ჯულხამ გაიმეორა.
-არ დათანხმება აყალიბებს დაბალ თვითშეფასებას. გონებრივი საკითხი იკარგება და
ყურადღება გადადის ფაქტებზე, რაც ირგვლივ ხდება. ერთ მხრივ, ეს ერთგვარი მიზეზია,
იმისა, რომ ადამიანები ვოცნებობთ და საკუთარ თავს ვესაუბრებით. ასევე, ამის აიხსნება, რომ
შიშით შეპყრობილი ადამიანი ადვილად იბნევა და ვერც აზროვნებს, სათანადოდ.
-ცალ სახად ეს ნიშნავს, რომ საკუთარ აზრებს უნდა დავაკვირდეთ?
-დიახ, ეს შედარებით მეტ წინსვლას იძლევა...
-სოციალური შიშის გასამკლავებლად რას შეიძლება მივმართოთ? -ერთმა გოგომ
მოკრძალებით იკითხა.
-გარდა დათანხმებისა, ან თუნდაც აგრესიის მომატებისა, რაც თავმდაბლობას აქრობს.
არსებობს გამოსავალი, მაგალითად ალკოჰოლი. რატომ ამცირებს ალკოჰოლი შიშებს და
ნებისმიერ სოციალურ დაბრკოლებას?
ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ.
-საინტერესო კითხვაა. -ემოციურად წამოიძახა, კითხვის დამსმელმა.
-როგორც ჩანს, პასუხი არაა! კარგით... საჭიროა წარმოიდგინოთ, რომ კრიტიკას ნერვული
სისტემა აყალიბებს. ნერვულ სისტემას ცალ მხრივ კავშირი აქვს გონებასთან. როცა გონება
ქვეითდება, ნელდება ნერვული სისტემა, რაც ნაკლებ ემოციაში და მგრძნობელობაში
გამოიკვეთება. თუმცა, ეს არაა ალკოჰოლის დადებითი მხარე. რადგან ის დეპრესანტია და არა
ანტიდეპრესანტი. მარტივად, რომ ვთქვათ, ის არის ანტიდეპრესანტი, მაგრამ ქიმიური.
რომელიც ანტიდეპრესანტისგან განსხვავებით, არავის აძლევს სტრესის თავის დაღწევის
საშუალებას. ნამდვილად, ის ყველას ბედნიერს ხდის. ესაცაა მიზეზი, იმისა რომ კომპლექსები
არ გაწუხებთ ინტოქსიკაციის დროს, მეორე კი როგორც ვთქვი ნერვული სისტემა. მაგრამ ეს
დროებითია, რადგან, ალკოჰოლი, განახებს ბედნიერებას. როცა სისხლიდან მისი შემცველობა
გადის. გონება ხვდება, რომ ალკოჰოლისგან გამოწვეული ბედნიერებაც ქრება.
-ალბათ, მაგ დროს. უკან... ისევე, იმ სტადიასთან დაბრუნება ხდება, რა მდგომარეობაში
დალევამდე იყო? -თქვა ჯულხამ.
-ის, მანამდელზე უფრო ცუდად ხდება, რადგან ყველაფერი, რაც გონებას აქვეითებს,
რეალობაში დეპრესანტია.
-ამას მივყავართ იქამდე, რომ გონება უნდა დავიზიანოთ კომპლექსების განსამუხტავად. -
თქვა კითხვის დამსმელმა.
-ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გონების დაზიანება არ გვჭირდება, რათა ნერვული სისტემა
შენელდეს. ჩვენ პირდაპირ ნერვულ სისტემა უნდა შევანელოთ.
-მე სუნთქვის შეკავება მსმენია... -ჯურხამ თამამად თქვა და უკან გამოიხედა.
-სუნთვის შეკავებასაც აქვს თავისი შედეგი, მაგრამ ღრმად სუნთქვაზე უკეთესი არა.
-ღრმა სუნთქვა? პირით, ცხვირით?
-ცხვირით, ღრმად...
-გასაგებია...
-და, რა ვიცი? თუ მეტად გინდათ, დამშვიდდეთ, B და E ვიტამინის შემცველი საკვები უნდა
მიირთვათ. თუმცა, ამ დონის მიმართვას სტრესის მხარეზე მივყავართ... -ზურამ მე
გამომხედა. -გარნი!
ჩავახველე. კვლავ, სიჩუმეს ვინარჩუნებ. ვიცი, ეს ის, არაა რასაც ის გულისხმობს. რადგან
მისწრაფება სუიციდზე არასდროს მქონია და არც არასდროს გადამიდგამს რომანტიზმისკენ
ნაბიჯები.
-გარნი, ალბათ, ცუდ კითხვას გისმევ: ფიზიკურად თუ გივარჯიშია?
თავი ნელა დავუქნიე.
-რამდენად პროგრესულია შენი ძალის ზრდა?
-ძალის ზრდას მშვენიერი სტატისტიკა აქვს.
-შენ მეუბნები, რომ ნერვული სისტემა არ გაქ ჯანმრთელად, და ამის შემდეგ, გინდა
დამაჯერო რომ მაქსიმალური წონას იქამდე სწევ, სანამ კუნთი არ დაიღლება... -დაბლა
დაიხედა. -რატომღაც მეუცნაურები.
-ასე შორს წავალთ. თან, ამჟამად ჩემ თავზე საუბრისას, თავს კომფორტულად არ ვგრძნობ.
-კარგი! -გაკვირვებულად წარმოთქვა ეს სიტყვა. -მაშინ, გადავიდეთ შემდეგ თავზე... -პულტის
მეშვეობით, კედელზე ახალი სურათი გამოისახა. „თვითშეფასება“

საღამოს მოსვლამდე, ზურიკელამ შემომთავაზა, რომ მასთან ერთად ყავა დამელია.


პრინციპის გამო ყავას არ ვსვამდი, მაგრამ გავყევი, რადგან მის ინტრიგაში დარწმუნებული
ვიყავი.
ასეც მოხდა, მის პირველ კითხვას, ჩემთან ჰქონდა კავშირი. რაზეც ვუპასუხე, რომ
სათანადოდ ვერ გამიცანი და აშკარად პრობლემა ამაშია-მეთქი. ცოტახანში თურმე მისი
აღიარებიდან გაირკვა, რომ აქ ამის მოსასმენად იყო მოსული. რაღას ვიზამდი. მოყოლა ისე
ვცადე, როგორც მსახიობებმა იციან, ნაცნობი სიუჟეტით, დედა გარდამეცვალა და ჩემი ძმაც
მას მიყვაო.
-ერთ დროს ჩვეულებრივი სოფლელი ბიჭი ვიყავი. არ კი ვიცი ასეთმა წარმომავლობამ
ტექნიკასთან როგორ დამაახლოვა, მაგრამ როგორც მეცნიერების თვალსაზრისით გავიგე,
თურმე ასეთები მიიწევენ იმ საქმისკენ, რასაც ძირში უფრო მეტი შედეგი აქვს.
თავი დამიქნია.
-სხვათაშორის, ლოგიკას რაც არ ექვემდებარება, რიგ შემთხვევაში მისი საპირისპირო
მართლდება ხოლმე.... -ყავის მოსმა დააპირა, მაგრამ გადაიფიქრა. როცა ვინმე საუბრობდა,
ვერ იგებდა, მოსაუბრე საუბარს როდის ამთავრებდა, რომ თავისი სათქმელი ეთქვა. ამის გამო,
ხან პირდაღებული რჩებოდა, ხანაც დაწყებული წინადადება დაუსრულებელი რჩებოდა. -
გთხოვ, გააგრძელე, სოფელზე საუბრობდი. მსგავსი რამ ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
ალბათ, გეცოდინება რიანა? რომელიც აშკარად პოპულარულია და მე თუ მკითხავ, ნამდვილი
ქალია. როგორ გგონია, ის მაშინდელ დროში ცხვრების მწყემსი ერთხელ მაინც არ ყოფილა?
მხრები ავიჩეჩე და ჩაი ნელა მოვსვი.
-რატომღაც მინდა, რომ დიაგნოზი დაგისვა. -გვერდითა მაგიდისკენ გაიხედა. -სოფელში რა
მოხდა?
-ხო, სოფელი... სოფელში მოხდა ის, რაც ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. მე და
ჩემ ძმა, იოს, გარეთ ყოფნა გვიყვარდა. სოფელს, ძირითადად სწორი რელიეფი ახასიათებდა.
უბრალოდ, გვერდებში იყო აღმავალი და ტყიანი ნაწილი. როცა მოვიწყენდით იქ
მივდიოდით. მიზეზი არც კი ვიცი, უბრალოდ თითქოს რაღაცის აღმოჩენა გვინდოდა. მუდამ
ჩვენი ინტერესი ბუნებისკენ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს ვპულობდით, იქ ყოფნა
მაინც მოგვწონდა. ყოველ შემთხვევაში, იმით რითაც თავს შევიქცევდით, ასეთი საქმე არ
გვქონია.
-როგორც ჩანს, კონკრეტულად მოგონებასთან გაქვს ასოციაცია?
-არ გეგონოს საკითხი სევდისკენ მიმყავს. არაფერი დამრჩენია იმ ხალხში მოსაწონი, ვისაც
მხარი წარსულისკენ შეუბრუნებია. და თუ კი ვიცი, რომ განვლილი უნდა დავივიწყო,
უბრალოდ ვცდილობ, ცხოვრება დავიმსუბუქო. უბრალოდ დავიმსუბუქო... გესმის, ჩემი?
-მითხარი, რა მოხდა მაშინ?
-ჯერ კიდევ, მერვე კლასში ვიყავი, როცა მოსახდენი მოხდა. მაშინ ვფიქრობდი, მადლობელი
უნდა ვყოფილიყავი, რომ გარკვეული პერიოდი მარტო არ მომიწია არსებობა. თუმცა, ეს აზრი,
იმის მერე შეიცვალა, რაც ერთი დღის გამთენიისას მეზობელს ცხენი გამოვართვით. ცხენით,
პირველად მე გავისეირნე, მერე იომ ამიკლო, დამსვიო და მეც, ასე მოვიქეცი. ცხენი დავუჭირე,
ის კი უნაგირზე უპრობლემოდ შემოჯდა და ცხენი გააჭენა. გავყევი. ჩემ წინ ჰორიზონტზე
წერტილი თანდათან პატარავდებოდა. მეც ფეხი ავაყოლე. გავიქეცი, დავეწევი-მეთქი. მაგრამ
უეცრად, ჩემ თვალებში იმ წერტილს რაღაც მოუვიდა. ის სიმაღლე რაც ჰქონდა,
მხედველობიდან გაქრა. მაგრამ იო, მაინც იქ იყო. გავჩერდი, გადავიხარე და მერე გავარჩიე,
რომ ცხენი რაღაცას მიითრევდა. ეს, იო იყო. ფეხები უზანგში ჰქონდა ჩატოვებული. არაფერი
შემეძლო იმის გარდა, რომ სწრაფად გავქცეულიყავი. რაც უფრო გავრბოდი, მთელი სიმწრითა
და ცრემლებით, ვამჩნევდი, რომ ჰორიზონტზე წერტილი თანდათან პატარავდებოდა. და
ბოლოს როგორც მახსოვს, გაჩერება პირველი დატირება აღმოჩნდა.
ზურას, რაღაც სევდის ფერი დაედო.
-მშობლებსაც ისეთი დასასრული ჰქონდათ, როგ....
არ მომიყოლია ის, რაც ხალხისთვის ნაცნობი არ იყო. დანარჩენი, ის, რაც ჯერ კიდევ ჩემ
გონებაში ინახებოდა, ისევ იქ დავტოვე და არ მივეცი საშუალება, გარკვეული ამბები
სხვისთვის გამხდარიყო ცნობილი. ამბების მოყოლის შემდეგ, უბრალოდ მის დაღონებულ
სახეს ვხედავდი. და რატომღაც გონება მკარნახობდა, რომ ის სათანადოდ ვერ აზროვნებდა,
რადგან ვერ ვიჯერებდი, რომ მას კითხვა არ გაუჩნდა, იმის შესახებ თუ სოფლელი და
უპატრონო ახალგაზრდა ფეხზე როგორ დავდექი? ამასთანავე, ისიც რომ ჩემი
ფსიქოლოგიური მდგომარეობა ვერ გაარკვია.

***

საღამო ხანს ჰოტელში ვიმყოფებოდი. ეს ის პრობლემადი ჰოტელი იყო, გაუს გვერდით, რომ
მდებარეობდა და ერთი შეხედვით, სხვა ყველაფრის ფონზე, რომ ეტყობოდა ახალ აშენებული
იყო.
-როდემდე ვიჯდებით, ასე... -თქვა გვანცამ.
მაგიდიდან ფეხები ჩამოვიღე და მომსახურებასთან დარეკვა ვცადე... მაგრამ არავინ არ აიღო.
-მითხარით, როგორ არ შევიგინო? -სკამიდან წამოვხტი. -გასაგებია დაკავებული იყო და ზარს
განგებ არ პასუხობდე. მაგრამ, ის, არა, რომ ჰოტელში ტელეფონი გქონდეს გათიშული.
შალვას გავაყოლე თვალი. ზევით იყურებოდა. თან, სკამს მიათრევდა.
-რას აპირებ? -შევეკითხე და როცა შევხედე უკვე სკამზე იდგა.
-განათება მჭირდება, აქ. -ზევიდან დამაცქერდა.
-არსენ, დენი შეამოწმე. -ჩემმა ნათქვამი ბრძანებას წააგავდა.
-არა! -არსენას მობილური მივანათე. შუქს აანთებდა, მერე ისევ ჩააქრობდა. -აშკარად,
გათიშულია!
შალვას, ავხედე, ისაც ისე თვალებ გადმოყრილი მიყურებდა, როგორც მე, მას.
-არსენ, ნათურა უნდა შევცვალოთ. გადაიწვა, გადაიწვა... გესმის?
ღრმად ამოისუნთქა და შემოსასვლელში დენის ცენტრალურ გამომრთველთან მივიდა.
-აჰა, -მეორე ოთახიდან არსენას ხმა მომესმა. -ახლა, მზადაა!
შალვა, ნათურას მარტივად ცვლის. მერე თავად გადის შემოსასვლელში და სინათლის
ჩართვისას, იქიდან იძახის:
-საქმეში ვართ?
არავის ვპასუხობთ. ნახევრად, თავ შემოყოფილი შემოდის. მერე მთელი ტანით.
-საქმეში მართლა ვართ. -თქვა გვანცამ და მაგიდასთან ახლოს, სკამზე ჩამოჯდა. -რადგან
ბევრი საქმე გვაქვს. იმდენად რამდენადაც დეტექტივს.
გვერდით გავიხედე. ოთახში თათული შემოვიდა. ყავიანი ჭიქა არსენასგან რამდენიმე სკამის
დაშორებით დადო და იქვე დაჯდა. თავის კარე თმებს ხელი გადაუსვა. მერე ტუჩებზე
პომადას ოდნავ შეეხო და ის, ბავშვივით სათვალეები, რომლის გარეშე არაფრად ვარგოდა,
უმიზეზოდ გაისწორა.
-რა გვაქვს? -ტაშის შემოკვრით გადმოგვხედა. როგორც ვიფიქრე, ნამეტანი ამაყი დასაწყისი
იყო.
თათულის, დაღლილი სახით მაცი შემოყვა. ტანზე, სხვადასხვა ფერის პიჯაკი ეცვა ხოლმე.
ხოლო, დაბლა მუდამ თანამედროვე სტილი: უმეტესად ჯინსი. ამჯერად, განსხვავებულად
გამოიყურებოდა. ზედ მოწითალო პერანგი ეცვა, დაბლა კი ნაჭრის შარვალი, რომელიც,
ალბათ იმ კოსტიუმის იყო, რომელიც ამჟამად არ ეცვა.
-გარნი, გუშინ ფლექსის ორგანიზაციიდან უნდა ყოფილიყვნენ მოსულები. -თქვა მაციმ.
-მხოლოდ მენეჯერი!... მოკლედ, საქმე თავიდან ავიცილეთ.
-უცნაურია! ვიზიტი, რასთან იყო დაკავშირებული? -ჩაერთო თათული.
-მოპარული კრიპტოვალუტები! თანხა მსხვილადაა გატანილი, რათა ტრანზაქციებში
ყურადღება არ მიექცია დიდ რაოდენობას. -თავი დავაქნიე.
-მოკლედ, როგორც ჩანს კრიპტოვალუტა დღითიდღე ყურადღებას იქცევს. -თქვა მაციმ. -
დღევანდელ საქმეს მასთან აქვს რაიმე კავშირი?
ყველამ ერთმანეთს გადავხედეთ. ცოტახანი გასტანა სიჩუმემ, სანამ მაციმ არ გააგრძელა:
-გასაგებია! -ნოუთბუქი მოამზადა. -ამჯერად, მასზე, დღეს საკითხს მე დავაყენებ. -სკამიდან
წამოდგა და ჩემ მოპირდაპირ მხარეს, კედელს მიუახლოვდა. რომელზეც საშუალო ზომის
დაფა იყო ჩამოკიდებული. -უცნაური რამეა, მაგრამ ინვესტიციით უდნა დავიწყოთ.
-რას ნიშნავს, ეს? -იკითხა არსენმა.
-რას და იმას, რომ ერთ-ერთ კრიპტოვალუტას, რომელსაც რიფლი ჰქვია, უნდა შევიძინოთ,
დიდი რაოდენობით.
-რიფლი კრიპტოვალუტა არაა! -წამოძახების შემდეგ, გამეღიმა. -მას ბითქოინისგან13
განსხვავებით, კომპანია მართავს. ბითქოინი კი უბრალოდ პროტოკოლია. უფრო
კონკრეტულად თუ ვიტყვით, მას ძალა არ შესწევს სერვისი უკეთესობისკენ წაიყვანოს.
-რა მნიშვნელობა აქვს? -მაციმ თავის პოზიციის დაცვა ცადა. -რიფლის პროდუქტი მისი
კრიპტოვალუტაა.
-არა, მხოლოდ! -ვთქვი და მის ოდნავ სერიოზულობისკენ შეცვლილ სახეს დავაკვირდი. -
ერთია, რომელსაც მათ ვალუტაზე ირიბი კავშირი აქვს. ხოლო მეორე პროდუქტს
კონკრეტულად ვალუტასთან არ აქვს შეხება, ამიტომ, მეორე შემთხვევის გამოყენების დროს,
მხოლოდ ბაზრის მოცულობა იზრდება და არა ვალუტის ფასი.
-გარნი, ნუ მაწყვეტინებ, როცა იცი რასაც ვგულისხმობ. გესმის?
-იქნებ, გაგეგრძელებინა... -მშვიდად ვამბობ და ხელებს მკერდზე გადავიჭდობ.
-რიფლის კრიპტოვალუტა შეიძლება მივიღოთ, როგორც ბანკის ვალუტა. მას მეტად, სწრაფი,
იაფი და დაცული სისტემა აქვს. განსხვავებით Swift14 სისტემისგან, რომელსაც დღემდე
უმეტესი ბანკი იყენებს. ბანკის ფუძემდებლები იმ დასკვნამდე მიდიან, რომ მათი სისტემა
დაძველებასთან ერთად, იმის მერე დასუსტდა, რაც ჰაკერებმა არა ერთხელ მიითვისეს
მილიონები, ამავე სისტემის დაუცველობის გამო. ახლა, ჯერი კრიპტოვალუტას ეთმობა,

13
Bitcoin - პირველი ვირტუალური ფული, რომელიც 2009 წელს შევიდა ბაზარში. მას მიყვა სხვა
დანარჩენი კრიპტოვალუტები, რომლებიც ნაკლებად არიან ბითქოინის მსგავსად განვითარებული.
14
შემორჩენილი ბანკის სისტემა. მისი დახმარებით მუშავდება ტრანზაქციები და ირიცხება ერთი
ანგარიშიდან მეორეში.
კონკრეტულად რიფლს, რადგან ხუთას ვალუტას შორის, ის გახლავთ ყველაზე სწრაფი. ისინი
ამ დადებით მხარეს, იქიდან იღებენ, რომ ეს ვალუტა არ იყენებს ბითქოინის მსგავსაად რაიმე
დანადგარს, რაც მათ ტრანზაქციების დადასტურებაში დაეხმარება.
-ამ შემთხვევაში, გადარიცხვა როგორ ხერხდება? -იკითხა შალვამ. -ეს აუცილებელია
ფაქტორია, ვალუტებს შორის. თვით, Swift-ის სისტემაც დადასტურებას ექვემდებარება.
-როგორც ვიცი, დადასტურება შიფრირებას არ ეხება. ამიტომ, აქედან შეიძლება ტრანზაქცია
გრძელ ვადიანად არ მივიღოთ.
-და რადგან ის ბანკთან ახლოსაა, ამიტომ უნდა გავაკეთოთ ინვესტიცია?
-ვფიქრობ, გვიანია მაგრამ არც მთლად ისე, რომ ნორმალური რაოდენობის მაინც ვერ
ვიყიდოთ.
-კარგი, რა მაცი... -ამოვიხვნეშე და მივხვდი, რომ ეს, აშკარად თავქარიანის აზრს ჰგავდა.
მითუმეტეს, საკითხი ფასის ზრდას ეხებოდა. -მეტ რეალობას ველოდი. რას ფიქრობ, როდის
ან რამდენი მოგება უნდა დარჩეს? გგონია გვაქვს მაგისთვის გადასადები ფული?
-ყოველ შემთხვევაში დარეზერვებულ თანხას ჯობია გამოვიყენოთ.
ინტერნეტში მასზე ძებნას მოვეშვი და თავი ავწიე.
-ვალუტა არის შექმნილი 2013 წელს. მან მხოლოდ ერთხელ აჩვენა რეკორდი, რაც ოთხი
დოლარიც არაა. ბითქოინის სტატისტიკას თუ აიღებ, ის შეიქმნა 2009 წელს. თუ
გაითვალისწინებ, რომ მაშინ კრიპტოვალუტა ჯერ კიდევ მედიაში არ იყო გავრცელებული.
მაშინ რიფლის ვალუტას, სტატისტიკითაც კი ჯობია. ამასთან ერთად, ბითქოინის საერთო
ჯამური ვალუტის მიმოცვლა არის ოცდაერთი მილიონი. რიფლის კი უბრალოდ ნახევარი
ტრილიონი. ახლა გინდა თქვა, რომ რიფლი ბითქოინის მეოთხედს მაინც მიაღწევს?
დარწმუნებული ვარ, თავად, მათთაც არ სჯერათ ამის, რადგან მათ ვალუტას სპეციფიური
დანიშნულება აქვს, რასაც ვალუტის სიმყარე ჭირდება და ამას ისაც აჩვენებს, რომ ფასი
რთულად იცვლის სახეს, რადგან მისი რაოდენობრივი მიმოქცევა არის საკმაოდ მაღალი.
მაგალითი დოლარიდან, რომ ავიღოთ. ალბათ, შენ თვითონაც ხედავ, რომ მისი ფასი ხუთი
დოლარს არ სცდება. აი, დოლარის მიმოქცევა კი დაახლოებით 2 ტრიოლიონია.
-ბანკების გარდა, წესით, ასევე საგადასახადო კომპანიებმაც უნდა ჩაიბარონ.
-ბანკები არ მგონია. -თქვა გვანცამ. -მათ აქვთ კავშირი კერძო კომპანიასთან, როგორიც
მაგალითისთვის ვესტერნ იუნიონი.
-გარდა ამისა, რიფლის ფასი სათანადოდ მყარი არაა, რომ ბანკებმა მათი ჩაბარება
გადაწყვიტონ. როცა, ორ მილიონ დოლარს გავაგზავნი, და თუ მისი ფასი გადარიცხვის
პერიოდში ორი პროცენტით დაეცა. -თქვა შალვამ. -საერთოდ, წარმოიდგენ თუ გაქ რამდენ
ფულს დავკარგავ?
-ოჰ -მაციმ ამოიხვნეშა. -თვით, ვესტერნ იუნიონსაც კი რიფლი ჭირდება, რათა საკომისიოები
დაიზოგოს. რაც შეეხება, შენს ნათქვამს შალვა, არც ეგ უნდა იყოს პრობლემა. ჯერ ორი
მილიონი გააგზავნე და მერე ისაუბრე, სამ-ოთხ წამში თუ ფასი მკვეთრად შეიცვლება.
მითუმეტეს, ასე თუ მოხდა, ასეთი ტრანზაქციები ფასის პირველ სახეს ინარჩუნებს, ასე, რომ
ფასის ცვლილება იმ ტრანზაქციაზე არ ვრცელდება, რაც გადარიცხვის პროცესშია.
-მაცი, წარმოდგენა თუ გაქ რა შედეგი ექნება მას, თუ რიფლის ფასი ხუთას დოლარს
მიუახლოვდა? -ვთქვი მე და მაცის სახეს დავაკვირდი, რომელიც ისევ დაფასთან იდგა.
-ვერაფერს გარდა, იმისა, რომ... -უცებ დაფისკენ შეტრიალდა და „მილიონაირე“ დაწერა.
-შენ კი მაინც შენს პოზიციას იმყარებ. რატო არ ითვალისწინებ, რომ ის ვერ შეძლებს ხუთას
დოლარს მიუახლოვდეს? რეალური მაგალითისთვის - ასი დოლარი ავიღოთ. ამ შემთხვევაში,
რიფლის ბაზრის მოცულობა ტრილიონს მიაღწევს. თუ ხვდები, რომ კომპანიებიდან
დაწყებული, ქვეყნებამდე, ყველა მის ჩაძირვას შეეცდება? იქამდე სანამ ის მართლა ხუთას
დოლარს არ მიაღწევს, რადგან მისი ბაზრის მოცულობა იმ დროს ოცი ტრილიონი გახდება,
რაც ნიშნავს რომ მისი ფასი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის მთლიანი შიდა
პროდუქტი.
-ხალხო, -წამოიძახა არსენამ. -იქნებ ჯერ რიფლს როგორმე ორ დოლარამდე მიეღწია?
-საქმეც მაგაშია, -თქვა მაციმ. -გარნი, შენ სასწაულს ამბობ. მოდი, გაიგე, რომ ოცი დოლარი
რიფლისთვის სრულებით რეალურია. ახლა, ამჯერად კი შენ წარმოიდგინე ათი ათასის
ინვესტიციას რა შედეგი მოჰყვება თუ რიფლმა სკაფანდრი ჩამოიცვა და მთვარისკენ
გაფრინდა? -დაფაზე დიდი ასოებით „CoinBase” დაწერა. -ეს გახლავთ ერთერთი ცნობილი
ელექტრონული საფულე. დაახლოებით რამდენიმე თვის წინ, ოფიციალურად დაანონსეს,
რომ რიფლი საფულეზე ხელმისაწვდომი გახდებოდა. ამის შემდეგ, ფასი სამი დოლარით
გაიზარდა. ხალხი ჭკვიანია, მიხვდა რა მოხდებოდა თუ მას ერთერთი საუკეთესო საფულე
ჩაიბარებდა. რიფლზე მოთხოვნა გაიზარდა, ყიდვა მეტი იყო ვიდრე გაყიდვა, ამიტომაც
ცვლილება ფასზე აისახა.
-და ახლა რა ხდება? -თათულიმ ინტერესით იკითხა და თავის კრესლოს მიეყრდნო.
-თქვეს, ხალხი იოლად მიხვდა რიფლის წარმატებას, რაც ხალხს წესით დიდ შემოსავალს
მოუტანდა. ამით რათქმაუნდა შემცირდებოდა დასაქმების რაოდენობა. კვლავ
სახელმწიფოსთან გვაქ საქმე, რადგან კრიპტოვალუტას არ ჰყავს ცენტრალური მართველი,
რის გამოც, კონტროლი სახელმწიფოზე გადადის. -ვთქვი მე.
-გასაგებია. -კრესლოში ჩაწოლილმა თათულიმ წამოიძახა. -ის, ვინც რიფლი იყიდა კვლავ
გაყიდვა მოუწია.
-უფრო მათ, ვინც რიფლი თავის დროზე ცენტებში იყიდა. მაშინ, ის ჯერ კიდევ ემბრიონის
პოზაში იყო და ვალუტას ემსგავსებოდა.
-ალბათ, -თათულიმ, ჩაფიქრებულმა ნოუთბუქიდან თავი ამოყო. -დადებით მხარედ უნდა
მოვისაზროთ, რომ ის ცალსახად კრიპტოვალუტას არ ეკუთვნის, რადგან ყველა სხვა
კრიპტოებისგან განსხვავებით, მას მაინინგი15 არ აქვს.
-ყოველ შემთხვევაში ის მაინც ამ სფეროს მიეკუთვნება. და თუ კი ქვეყანამ რეგულაციების
გამო, კრიპტოვალუტა აკრძალა, მაშინ ამ სიაში რაღა თქმაუნდა რიფლიც შევა. -ვთქვი მე. -
შალვა, ამასთანავე ისაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კრიპტოვალუტას მომავალი არ აქვს,
რადგან თანამედროვე სამყაროს Blockchan16 ჭირდება და არა ბითქოინი ან რომელიმე სხვა
კრიპტო.
-გარნი, ეს მოსაზრება, იმ შემთხვევაში იქნება მართებული თუ რაიმე განსხვავება იქნება
ბლოქჩეინისა და ბითქოინის ცალკე გამოყენებით. შეიძლება ითქვას სახელმწიფოს არ
მოსწონს ის, რადგან, კრიპტოვალუტისთვის რეგულაციის შემოღება ურთულესი საკითხია.
ბანკებისთვის კი ის უბრალოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. თუ ისინი შეძლებენ
ბლოქჩეინის რეგულაციას, ისინი ამასთანავე შეძლებენ ბითქოინის რეგულაციასაც. -შალვამ,
თავის რიგს გადახედა. -მაინც ურიგო არ იქნებოდა, სახელმწიფოს ვაჭრებისგან ბეგარი აეღო.
ამის შემდეგ კრიპტოვალუტა დიდხანს იცოცხლებდა.

15
Mining - ეს სიტყვა გაიგივდა კრიპტოვალუტის იმ ხალხთან, ვისაც ტრანზაქციების ამოხსნის გამო
ჰქონდა ჩართული სპეციალური დანადგარი, რათა ამ დანადგარს ამოეხსნა ალგორითმი,(სიმეტრიული
კრიპტოსისტემა) ამოხსნის შედეგად, დანადგარის მფლობელი მიიღებდა გარკვეულ ფულად ჯილდოს.
ტრანზაქცია კი გახდებოდა ლეგიტიმური და მოხდებოდა მისი ერთიდან მეორე ანგარიშზე დარიცხვა.
16
Blockchain - კრიპტოვალუტის სისტემა, სადაც ბლოკების სახით შედის ტრანზაქციები.
-უმთავრესად პრობლემას რეგულაცია წარმოადგენს. -მშვიდად თქვა, არსენამ. -მაგრამ
არსებობს რაღაც შანსები, მაგალითად, ის, რომ ყოველ წელს კრიპტოვალუტა თანდათან
უფრო ვითარდება, მაგრამ ცნობილი რეკლამის კომპანიები მას ბლოკავენ, რადგან ხალხმა
ასეთი რამეები უკვე სპამად მიიჩნია. ამიტომ, იმის თქმა მინდა, რომ მედიის იმედი აღარ
გქონდეთ.
-უკეთესია დააკვირდეთ ბითქოინის ფასი როგორ ვითარდება ყოველ ფასის ზრდისას, უკან
მოდის, მაგრამ შემდეგ, აწევაზე ის ყველაზე დიდ მაჩვენებელს უტოლდება. მაინც არსებობს
იმედი, რომ ეს ასე მუდამ გაგრძელდება. მოკლედ, კრიპტოვალუტას ვერავინ გააჩერებს. თუ
არადა არსებობს კორუფცია. ასევე არსებობს ნარკოტიკები, რომელსაც შეძლებისდაგვარად
მაინც ყიდულობენ. კრიპტოს შემთხვევაში, ეს უფრო მარტივადაა, რადგან DNS17-ის
გაკონტროლებას სრულყოფილად ვერავის შეძლებს.
-

17
DNS - კონკრეტული საიტი გარდაქმნას არსებულ IP-ად, რათა მოხდეს საიტის სერვერთან კავშირი.
დაბლოკვის შემთხვევაში იბლოკება საიტი, საიტთან ერთად ის IP რითაც საიტის აღქმა ხდება.

You might also like