You are on page 1of 6

სტუდენტი:ქეთევან ბერიძე

სარჩევი
კიბერუსაფრთხოება................................................................................................................................1
კიბერდანაშაული, კიბერდამნაშავეები............................................................................................2
სტატისტიკა..........................................................................................................................................2
საქართველო: კიბერუსაფრთხოება.......................................................................................................3
ქვეყნების გამოცდილება:.......................................................................................................................4
ქეისი:.....................................................................................................................................................5
დასკვნა......................................................................................................................................................5
გამოყენებული ლიტერატურა...............................................................................................................6

კიბერუსაფრთხოება
ლექსიკონში კიბერ სივრცის ერტი კონრეტული განმარტება არ მოიპოვება. კიბერ სივრცე
პოპულარული გაზდა 1990 წლიდან, კიბერ სივრცე არის გარემო სადაც ხდება
კომპიუტერული ქსელების კიბერუსაფრთხოება. კიბერუსაფრთხოება არის ერთობლიობა
პოლიტიკური ინსტრუმენტების, უსაფრთხოების კოცეფციის რისკის მართვის,
გარანტიები და ტექნოლოგიები, რომელსთც იყენებენ სხელმწიფოები იმისტვის, რომ
დაიცვან კიბერ გარემო, ორგანიზაციები და მომხხმრებლების აქტივები. ორგანიზაციებსა
და მომხმარებლების აქტივებში ჩვენ ვიგუისხმობთ კომპიუტერული მოწყობილობებს,
მომსახურებას, სატელეკომუნიკაციო სისტემებს, და საბოლოოდ ყველაფერს რაც ინახება
კიბერ გარემოში. დღევანდელ სამყაროში საჯარო სამსახურები სულ უფრო მეტად
ხდებიან დამოკიდებული ტექნოლოგიების საშუალებით ინფორმაციისა და კომუნიკაციის
გამოყენებაზე. ისინი რაც უფრო დამოკიდებულნი ხდებიან ICT-ზე, მით უფრო ღრმავდება
კავშირი კიბერ უსაფრთხოებასთან. ამ მიზეზებიდან გამომდინარე კიბერ უსაფრთხობა
წარმოადგენს თანამედროვე სამყაროს ნამდვილ გამოწვევას, რომელთან გამკლავებაც,
მხოლოდ უსაფრთხოების ექსპერტების,, სამართალმცოდნეებსა და საზოგადოების
აქტიური მონაწილეობით არის შესაძლებელი. სახელმწიფოების ეროვნული
უსაფრთხოებისთვის კიბერუსაფრთხოება მეტად მნიშვნელოვან პრიორიტეტად იქცა,
ვინაიდან და რადგანაც 50-ზე მეტმა ქვეყანამ ოფიციალურად გამოაქვეყნა დოკუმენტი,
რომელიც გარკვეული ფორმით ასახავს მათ ოფიციალურ პოზიციას კიბერივრცეზე, კიბერ
დანაშაულზე და/ან კიბერუსაფრთხოებაზე. კიბერუსაფრთხოების უზრუნველოფა რთული
ამოცანაა, რომელიც ეყრდნობა დომენურ ცოდნას და მოითხოვს შემეცნებით
შესაძლებლობებს, რათა დადგინდეს შესაძლო საფრთხეები დიდი რაოდენობის ქსელური
მონაცემებისგან.

კიბერდანაშაული, კიბერდამნაშავეები
რა არის კიბერ დანაშაული? მისი ერთიკონკრეტული განმარტება არ არსებობს, თუმცა
კიბერდანაშაული გულისხმობს ყველა იმ ქმედებას, რომელიც ხორციელდება
კიბერსივრცეში დანაშაულებრივი განზრახვით. ისინი შეიძლება განხორციელდეს,
როგორც მოძველებული ისე ახალი საშუალებებით. დღეს მსოფლიოში ინტერნეტის
ანონიმური ბუნების საშუალებით, შესაძლებელი მრავალი დანაშაულებრივი ქმედების
განხორციელება ყოველგვარი სასჯელის გარეშე, ხოლო შესაბამისი ცოდნის მქონე
მხარეები, არაკეთილსინდისიერად იყენებენ მას კიბერსივრცეში დანაშაულებრივი
მიზნებისათვის. ეს ქმედებები კი ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება. მაგ:Tik Tok,
ჩინური აპლიკაცია, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის როგორც სახლმწიფოების
ასევე ინდივიდების უსაფრთხოებას. ჩვენ კიბერ დამნაშავეები შეიძლება დავყოთ სამ
ძირითად ჯგუფად. ეს არის: ჰობისტები--ანუ ჰაქტივისტები, როგორებიც არიან
დაჯგუფება Anonymous და LulzSec, ძირითადად ისინი ცდილობენ პოლიტიკური
მესიჯების მიწოდებას. ორგანიზებული კრიმინალური დამნაშავეები - რომლებიც
საზიანო ქმედებებს გარკვეული თანხის მიღების გამო აკეთებენ. კიბერ ჯაშუშები -
ადამიანები, რომლებიც ცდილობენ კიბერ საბოტაჟის მოწყობას, როგორც ეს მოხდა 2010
წელს ირანის და 2007 წელს ესტონეთის შემთხვევაში ან კიბერ ომის წამოწყებას, რომელიც
განხორციელდა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ. კიბერ დანაშაული
ძირითადად დაყოფილია სამ ჯგუფად ესენია: პიროვნების წინააღმდეგ მიმართული კიბერ
დანაშაული,საკუთრების წინააღმდეგ მიმართული კიბერ დანაშაული და სახელმწიფოს
წინააღმდეგ მიმართული კიბერ დანაშაული.

სტატისტიკა
დღეს კიბერ დანაშაულს უდიდესი გავლენა აქვს მსოფლიოზე, რომელშიც ჩვენ
ვცხოვრობთ, ის გავლენას ახდენს ყველა პიროვნებაზე, ორგანიზაციაზე, დაჯგუფებაზე,
ოჯახზე, სახელმწიფოზე და ა.შ. კიბერ დანაშაული ზემოქმედებს დაწყებული იმ
უმცირესიდან როგორიცაა-პიროვნება და დამთავრებული იმ უდიდესით როგორიცაა
მსოფლიო. Hackmageddon.com-ის მიერ მოწოდებული სამწლიანი 2014-2016
„ყოველთვიური თავდასხმის“ გრაფიკი გვიჩვენებს, რომ პირველი დონე 5 თვის
განმავლობაში სამივე წელს მსგავსი იყო. 2015 წლის სექტემბრიდან დაიწყეს უფრო
თანმიმდევრული აქტივობა, სულ ცოტა დეკემბრამდე, ხოლო 2016 წლიდან ცენტრალურ
თვეში კიბერ შეტევების მწვერვალი იყო
წყარო: Hackmageddon.com

კომპანია „Pierre Audoin Consultants-ის“ 2016წლის კვლევების თანახმად, დანაშაულის 30%


კი პერსონალურ ინფორმაციასთან უკანონო წვდომის მოსაპოვებლად არის ჩადენილი.
სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კიბერდანაშაულის რიცხვის ზრდით ყველაზე
მეტად ბიზნესმენები არიან შეშფოთებული და მათი 57% უსაფრთხოების სერვისებს
მაქსიმალურად იყენებენ.

საქართველო: კიბერუსაფრთხოება
საქართველოს კიბერსივრცის განვითარებას ხელი შეუწყო ინფორმაციული და
კომუნიკაციების ტექნოლოგიების განითარებამ. კიბერუსაფრთხოების მნიშვნელობა,
მასთან დაკავშირებული საფრთხეები და გამოწვევები ასახულია საქართველოს
სტრატეგიული და უწყებრივი დაგეგმვის შემდეგ დოკუმენტებში: „საქართველოს
ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“, „საქართველოს საფრთხეების შეფასების
დოკუმენტი“, და სხვა. რუსეთ - საქართველოს ომის დროს, 2008 წელს საქართველოს
წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ კიბერ შეტევის გამოყენებამ, ქვეყანას ძლიერი
კიბერუსაფთხოების პოლიტიკის არსებობის საჭიროება დაანახა. ჩვენი ქვეყნის მიერ
კიბერუსაფრთხოების სფეროს გაძლიერების კუთხით საქართველომ კოლოსალურად
დიდი და რთული ნაბიჯები გადადგა. კიბერუსაფრტხოების 2017 წლის ინდექსის
მიხედვით საქართველო მსოფლიოს 165 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა. ITU-ს კვლევა2015-
17 წლების პერიოდს მოიცავს, რომლის მიხედვითაც კიბერუსაფრთხოების
თვალსაზრისით საქართველო აღიარებულია, როგორც მსოფლიოში ერთერთი ყველაზე
დაცული და უსაფრთხო ქვეყანა. კვლევაში აღნიშნულია ისიც, რომ საქართველო
მნიშვნელოვან რეფორმებს, ატარებს ქვეყნის კიბერსივრცის დაცვის კუთხით, რაზეც
მეტყველებს კიდეც მისი მოწინავე პოზიციები და მისი დაწინაურება გლობალური
კვლევის ინდექსში. ასევე ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების მაღალი დონის მიღწევა და
შემდგომ მისი შენარჩუნება/განვითარება კომპლექსური საკითხია და სხვადასხვა უწყების
კოორდინირებულ მუშაობს მოითხოვს. საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს,
როგორებიცაა: კანადა, იაპონია. (2017 წლის მონაცემებიტ). საქართველომ კვლევის ხუთივე
კომპონენტში -საკანონმებლო ბაზა, ტექნიკური მზაობა, ორგანიზაციული მოწყობა,
შესაძლებლობების განვითარება და თანამშრომლობისათვის ღიაობა მაღალი შეფასება
მიიღო, რამაც გამოიწვია აღნიშნული მაღალი ციფრული კოეფიციენტის მიღება და
შესაბამისად, მსოფლიო რეიტინგის 10ულში ყოფნა.

სოცალური მედია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეროვნულ უსაფრთხოებაში. გარდა


იმისა რომ მას აქვს დადებითი მხარეები ის ასევე, შეიძლება პოტენციური საფრთხის
მატარებელი იყოს, როგორც ქვეყნისთვის, ასევე ცალკეული ადამიანებისთვის .
საქართველოს კიბერუსაფრთხოების წინააღმდეგ სოციალური მედია, ხშირად
გამოყენებულია როგორც იარაღი. ეს კი ნიშნავს, რომ თავდამსხმელი მოწინააღმდეგის
საინფორმაციო სისტემის პარალიზებულს ხდის, რათა მოიპოვოს უპირატესობა. ამისთვის
იგი ავრცელებს არასწორ ინფორმაციას ან ავრცელებს მისთვის საჭირო კონტექსტის
შემცველ ინფორმაციას. ეს პრობლემა დღეს საქართველოში საკმოდ აქტიურია, რადგან
რუსეთი აქტუალურად იყენებს ამ თავდასხმას საქართველოზე. ბოლო ირიბ თავდასხმად
შეიძლება განვიხილოთ ერთ-ერთი რუსული ტელევიზიის მიერ გაშუქებული სიუჟეტი,
სადაც საქართველოს რუქა არის დამახინჯებული და ოკუპირებულ ტერიტორიებს არ
თვლიან საქართველოს ნაწილად.

ქვეყნების გამოცდილება: საქართველოს კიბერ უსაფრთხოების განვითარებისთვის და


შესაბამისი გეგმები და სტრატეგიების შემუშავებისთვის მნიშვნელოვანია ჰყავდეს
სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, რადგან ჩვენმა ქვეყანამ გაიზიაროს მათი ცოდნა და
გამოცდილება. საქართველოსთვის სტრატეგიულ ქვეყნებს წარმოადგენს ამერიკის
შეერთებული შტატრბი, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთა და ა.შ. კიბერუსაფრთხოების
სფეროში ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერი ქვეყანაა. ამის მიუხედავად ქვყნის
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მიმართულია ამ სფეროს განვითარებისკენ და
ისინი ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავენ. კიბერუსაფრთხოების
განვითარებაში მონაწილეობას იღებენ, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთაავრობო
ორგანიზაციებიც, რომელთაგან მსოფლიოს აღიარება მოიპოვა ISCA და FireEye. აშშ-ს
მთავრობამ თავდაცვის სექტორში დანერგა C4ISR რომელიც პასუხისმგებელია არმიაში
კომპიუტერული სისტემების უსაფრთხოებაზე. ამერიკის კიბერთავდაცვის სტრატეგიის
საფუძველს წარმოადგენს მთავრობის, საერთაშორისო პარტნიორებსა და კერძო სექტორს
შორის თანამშრომლობას; ესტონეთი საქართველოსთვის, ყველაზე მისაბაძი მაგალითია,
რადგან ესტონეთიც გახდა რუსეთის კიბერთავდასხმის მსხვერპლი 2007 წელს.
ქვეყნისთვის კიბერსივრცის დაცვა არის პრიორიტეტული, ამიტომ ოველწლიურად
ტარდება სარეკომენდაციო ღონისძიებები, რომელიც სამოქალაქო ხასიათს ატარებს და
ეფუძვნება სამართლებრივ რეგულაციებს და სწავლებას. 2008 წელს შემუშავდა
კიბერუსაფრთხოების სტრატეგია. სტრატეგიის განხორციელებაში უშუალოდ
მონაწილეობდა რამოდენიმე სამინისტრო და მათი ქვედანაყოფები, შესაბამისად ქვეყანას
არაქვს ერთიანი სახელმწიფო ორგანო რომელიც ამაზე იქნება პასუხისმგებელი. ამ
ორგანოებიდან ეკონომიკის და კავშირ-გაბმულობის სამინისტრო მნიშვნელოვან როლს
თამაშობს ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. სამინისტროს
ექვემდებარებბა ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების ორი ორგანო, მათი
მოვალეობაა კიბერუსაფრთხოების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება. ესტონეთმა
მოახერხა მცირე დროში გამხდარიყო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი
წარმატებული ქვეყანა ამ დარგში. ეს ქვეყანა საკმაოდ სწრაფად განვითარდა და მიაღწია
განვითარების მაქსიმუმს, შესაბამისად დიდი გამოცდილება და ცოდნა დააგროვა. უნდა
აღინიშნოს, რომ ესტონეთი მოცემული დარგის მიმართულებით არის დიდი
კონტრიბუტორი როგორც NATO – ში, ისე EU - ში.

ქეისი: „ისლამური სახალიფო - „ალ-კაიდა“ წარმოადგენს ტერორისტულ ორგანიზაციებს,


რომლებიც ახლო აღმოსავლეთში ერთიანი ისლამური სახალიფოს შექმნის იდეებით არიან
შთაგონებულნი. ტრადიციულ ხერხებს ტერორიზმისთვის უკვე დიდი ხანია აღარ
იყენებენ, ისინი 2010 წლიდან აქტიურად ჩაერთვნენ სოციალურ ქსელებში. ტერორისტები
აქტიურად იყენებენ სოციალურ ქსელებს, როგორიცაა „Facebook, Twiter“, თუმცა ყველაზე
გამოყენებადი არის Youtube, სადაც ტერორისტები საკუთარ გვერდს ქმნიან და ამ გვერდს
შემდეგ ტერორისტული მიმართვებისათვის იყენებენ და ავრცელებენ არასასურველი
ვიდეოებს მხარდემჭერების მოსაპოვებლად. ამის მაგალითია ამერიკელი ჟურნალისტის
მკვლელობის ვიდეო, რომელიც გავრცელდა მას შემდეგ რაც ბარაკ ობამამ ისლამსტურ
სახელმწიფოს ოფიციალურად გამოუცხადა ომი.

წყარო: Social Media Analysis of ISIS.

2015-წლის სტატისტიკაში მოცემულია ISIS-ის სოციალური მედიის ანალიზი, სადაც


კარგად ჩანს, თუ რომელ ქსელში არიან ისინი ყველაზე მეტად აქტიურები. ეს არის
სოციალური მედიის მონიტორინგისა და ანალიზის ანგარიში და არა სადაზვერვო
ანგარიში. ანალიზის ანგარიშის შესაქმნელად გამოყენებულია Twitter-ი, ახალი ამბები,
News, ფორუმები და ვიდეო საუბრების ბოლო ერთი წლის ისტორიული მონაცემები.
დღევანდელი მდგომარეობით „ისლამურ სახელმწიფოში“ დაახლოებით 12-150000-მდე
უცხოური ბოევიკი მოქმედებს, ხოლო ამ რიცხვიდან 100-ზე მეტი არის ამერიკის
შეერთებული შტატების მოქალაქე და ეს რიცხვი დღეთი დღე იზრდება.

დასკვნა: მსოფლიოსი 6 ძირითადი მოთამაშე ჰყავს, ესენია: აშშ, რუსეთი, ირანი, ჩინეთი,
ჩრდილოეთ კორეა და ისრაელი. აშშ-ის გარდა სხვა ქვეყნები თავიანთი ინტერესებიდან
გამომდინარე არ ერიდებიან გლობალური მაშტაბით კიბერთავდასხმას. ხოლო
განვითარებადი ქვეყნები მცირე მსაშტაბიანი კიბერშეტევებით შემოიფარგლებიან. ამ
ქვეყნებიდან ზოგიერთი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის. ამ
ყველაფრის ფონზე საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების დაცვა კიბერშეტევებისგან
კრიტიკულად მნიშვნელოვანია. სწორედ, ამიტომ ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა
განსაზღვროს სტრატეგიიული პარტნიორები, პოტენციური მოწინააღმდეგე ქვეყნები და
ის ორგანიზაციები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენენ. ამ კუთხით აუცილებელია
ორგანიზაციებთან პარტნიორობის და თანამშრომლობის შესაძლებლობა მაქსიმალურად
იქნეს მიღწეული. არსებულზე მეტად უნდა დაიხვეწოს საქართველოს საკანონმდებლო
ბაზა, რომელიც შეეხება კრიტიკული ინფრასტრუქტურის სისტემებსა და საერთოდ
კიბერპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, აუცილებელია მაქსიმალურად
მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება კიბერუსაფრთოხების პოლიტიკის
კუთხით. როგორც ვიცით, ძლიერი კიბერუსაფრთხოების პოლიტიკა ძლიერი ეროვნული
უსაფრთხოების საწინდარია.ვფიქრობ ძლიერი კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,
აუცილებელია სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობა და
ასევე სახელმწიფო სექტორებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირი.

[ CITATION 2117 \l 1079 ][ CITATION 205 \l 1079 ] [ CITATION 183 \l 1079 ] [ CITATION 817 \l 1079 ]
[ CITATION 20019 \l 1033 ] [ CITATION 19ht4 \l 1079 ] [ CITATION 152 \l 1079 ]

გამოყენებული ლიტერატურა
ამბები, ა. (2017). საქართველო კიბერუსაფრთხოებით მსოფლიოში მე-8 ადგილს იკავებს.
ფორბეს .

გოცირიძე, ა. (2019). რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის კიბერგანზომილება. GFSIS .

მთავრობა, ს. (2019). From საქართველოს კიბერუსაფრთხოების სტრატეგია:


https://matsne.gov.ge/ka/document/view/1923932

მუსელიანი, მ. (2017). საინფორმაციო უსაფრთხოების ფენომენი 21-ე


საუკუნეშიკიბერუსაფრთხოება და მისი განმსაზღვრელი ფაქტორები. თბილისი: თსუ.

სვანიძე, ვ. (2015). In კიბერ სივრცე და კიბერუსაფთხოების გამოწვევები. თბილისი.

ჭინავა, ხ. (2018). კიბერუსაფრთხოების როლი საქართველოს ეროვნული. თბილისი: თსუ.

ხუციშვილი, ნ. (2020). საქართველოს ეროვნული უსაფრთობის ძლიერი და სუსტი მხარეები.


თბილისი: თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი.

You might also like