You are on page 1of 1

1.

სამეურნეო ერთეულის მართვისათვის საჭიროა კარგად ვიცოდეთ მასში


არსებული მდგომარეობა, გვქონდეს სრულყოფილი და რეალური ინფორმაცია
საწარმოო პროცესის მიმდინარეობის შესახებ. მართვის ამ ეტაპზე ეკ ანალიზი
გვევლინება, როგორც ინფორმაციის დამგროვებელის როლში.
2. ეკონომიკური ანალიზის შემეცნებითი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ მან
გრძნობადი აღქმის და წარმოსახვების საშუალებით უნდა შეიმეცნოს
ეკონომიკის, ბიზნესისა და მენეჯმენტის განვითარების რეალური სურათი,
უზრუნველყოს ჭეშმარიტი წარმოდგენა შესაცნობ ობიექტზე, შეისწავლოს და
რაოდენობრივად გაზომოს და შეაფასოს შესასწავლი მოვლენა, მისი
წარსულის, აწყმოსა და მომავლის ჩანასახებით.
3. ეკონომიკური ანალიზი თავის თავში მასტიმულირებელ ფუნქციასაც მოიცავს.
ბაზარზე საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის ზრდა ასტიმულირებს
მეწარმის მისწრაფებას, აწარმოოს მეტი პროდუქცია, შეცვალოს დიზაინი,
გააუმჯობესოს ხარისხი და ა.შ.
4. ეკონომიკური ანალიზის მმართველობითი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ
იგი კარგი იარაღი უნდა იყოს მმართველი სისტემისათვის ქვეყნის, მისი
ცალკეული რეგიონების , ფირმების და ა.შ განვითარების საქმეში.
5. ეკონომიკური ანალიზის როლი მართვის სისტემაში იმაში მდგომარეობს, რომ
იგი წარმოადგენს შუალედურ რგოლს ინფორმაციასა და მისაღებ
გადაწყვეტილებას შორის.

You might also like