You are on page 1of 17

თემა 2.

მუნიციპალური მართვა, საგანი და ამოცანები

2.1. მუნიციპალური მართვის არსი და საგანი

ჩვენ ვცხოვრობთ ცვლილებათა ეპოქაში. ჩვენს საზოგადოებაში ხდება მეტად რთული და


აუცილებელი გარდაქმნები. ეკონომიკაში მიმდინარე ცვლილებები იმითაც არის რთული, რომ
მოითხოვენ ცვლილებებს საზოგადოების საქმიანობის ყველა სფეროში, წარმოებასა და
ტერიტორიების მართვაში. ამიტომაც არის მეტად მნიშვნელოვანი იმ საქმიანი სამყაროს გაგება,
რომელშიც ვცხოვრობთ, ვმუშაობთ და ვმოქმედებთ ამ სამყაროს მოთხოვნილებათა
დასაკმაყოფილებლად. რადგანაც საზოგადოების ყველა სფეროში მიმდინარე პროცესები წინ
უსწრებს ჩვენი მხრიდან მათი სწრაფად გაგების უნარს, ვვარდებით რთულ მდგომარეობაში.
აქედან გამომდინარე მმართველებს მუდმივად ესაჭიროებათ კომპეტენტურობა და გამბედაობა
იმისათვის, რომ ობიექტურად შეაფასონ სიტუაცია და მიიღონ სწორი მმართველობითი
გადაწყვეტილება.

პრაქტიკაში ხელმძღვანელობა და მართვის პრობლემების იდეალური გადაწყვეტა არ


არსებობს. უფრო მეტიც, ხშირად ვერ ხერხდება წარმატებული მმართველობითი
გადაწყვეტილებების მიღება. თანამედროვე პირობებში საჭიროა ახალი მიდგომები, რომელთაც
საერთო არა აქვთ ხელმძღვანელთა მუშაობის ტრადიციულ მეთოდთან: პროგნოზი - გეგმა -
შესრულება - შეფასება.

თანამედროვე ხელმძღვანელთა წინაშე მდგარი უმთავრესი მოთხოვნაა ინდივიდუალობა,


რომელიც მოითხოვს სრულ თვითუკუგებას. ამიტომაცაა ასე მნიშვნელოვანი ახალი ცოდნის
ფლობა და პრაქტიკაშიც მათი გამოყენების უნარი. ასეთი ცოდნის მნიშვნელოვანი ნაწილია
მართვის (მენეჯმენტის) მეცნიერება და ხელოვნება, რასაც მოწმობს თვით მსოფლიო
გამოცდილება.

საქართველოს ეკონომიკის პრიორიტეტულ მამართულებას წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში


მუნიციპალური მართვის ძირითად თეორიულ და მეთოდოლოგიურ პოზიციათა შემუშავება.

ეს არის არა ტერიტორიების მუნიციპალური მართვის საზღვარგარეთული გამოცდილების


მექანიკურად გადმოტანის პროცესი, არამედ ახალ გადაწყვეტილებათა შემოქმედებითი ძიების
პროცესი. იმის მოწოდების ნაცვლად, რომ უნდა გამოიძებნოს ფულად-სასაქონლო და საბაზრო
ურთიერთობების გამოყენების გზები, აუცილებელია კონკრეტული ფორმებისა და მეთოდების
გამოძებნა, რომლებიც ორგანულ შესაბამისობაში იქნება რეგიონისა და ქვეყნის ერთან

1
სამეურნეო სისტემასთან.

ტერმინი „მუნიციპალიტეტი“ ლათინური წარმოშობის სიტყვაა და „munus” ნიშნავს


სიმძიმეს, ტვირთს, ხოლო “capio”, “recipio” - ვიღებ, მივიღებ. თანამედროვე განმარტებით
„მუნიციპალიტეტი“ არის არჩევითი საქალაქო და სასოფლო თვითმმართველობა.

მუნიციპალური მართვა ეკონომიკურ მეცნიერებათა სისტემის შემადგენელი ნაწილია,


რომელიც სწავლობს რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური სისტემის მართვას.
„მუნიციპალური მართვის“ ცნების განხილვისას უნდა გამოიყოს ის ელემენტები, რომელებიც
შედიან მის განსაზღვრებაში.

მუნიციპალური მართვა - ეს არის პროფესიონალური საქმიანობის დამოუკიდებელი


სახე, რომელიც ეფუძნება თვითმართველობის პრინციპს და მიმართულია საზოგადოებრივი
ინტერესებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე კანონით განსაზღვრულ ფარგლებში.

ეს ცნება მოიცავს საქმიანობის მიზანსა და ამ მიზნების მიღწევისათვის სპეციფიკურ


საშუალებებს. ამ განმარტების საფუძველზე შეიძლება გამოიყოს მუნიციპალური სამსახურის
ნიშნები, რომლებიც განსხვავდება სახელმწოფო ხელისუფლების ორგანოთა სამსახურებისაგან.
ეს აიხსნება მუნიციპალური მეურნეობის ორმაგი ხასიათით.

მუნიციპალური მოსამსახურე უნდა ფლობდეს სამეურნეო საქმიანობისთვის


აუცილებელ თვისებებს, რადგანაც მისი საქმიანობა მცირედით თუ განსხვავდება მეწარმის
საქმიანობისაგან. მეორეს მხრივ, საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების მუნიციპალური
მეურნეობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე განაწილების საზოგადოებრივი ხასიათი და
მუნიციპალური წარმონაქმნის ტერიტორიაზე მოქმედი სხვა მესაკუთრეობის ინტერეთა
რეგულირების ამოცანა მოითხოვს მუნიციპალური და სახელმწიფო სამსახურის სიახლეებისა
და სიღრმეების ცოდნას.

მუნიციპალური მართვის ორგანოები და სამსახურები მუნიციპალურ მართვაში


წარმოადგენენ წამყვან ელემენტებს. მათი საქმიანობა მოიცავს შინაარსით მრავალფეროვან
ოპერაციებს, როგორიცაა: ინფორმაციის შეკრება და მომზადება, ცნობარების შედგენა,
დადგენილებათა, პროექტებისა და დასკვნების შედგენა, რომლებიც შემდეგ შეუთანხმდება
მართვის სხვადასხვა ორგანოს, ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც განიხილება სხდომებზე და

2
ა.შ.

ამ საქმიანობის შინაარსი რეალიზდება მუნიციპალური სამსახურის კონკრეტულ


ფუნქციებში და მოქმედებებში. მათი დიდი წილი არის დარგობრივი მართვის ფუნქციები
იმდენად, რამდენადაც მუნიციპალური მართვის სისტემა აგებულია ტერიტორიული და
დარგობრივი მართვის ოპტიმალურ შეთანაწყობის პრინციპზე.

მუნიციპალურ მმართველობით საქმიანობაში გარდა საკუთრივ მმართველობითი შრომისა,


გამოიყენება გონებრივი შრომის სხვა სახესხვაობები - აღმასრულებელი, ტექნიკური,
რომელთაც უშუალო ორგანიზაციული ზემოქმედება არა აქვთ.

მმართველობითი შრომის წილი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სხვადასხვაგვარია და


დამოკიდებულია დაკავებულ თანამდებობაზე, მუშაკის საქმიანობის სფეროზე,
კომპეტენტურობაზე, მომზადებულობაზე, პირადი შრომისა და მის მიერ სამართავი
კოლექტივის შრომის ორგანიზების უნარზე. შესაბამისად უნდა მოხდეს სხვადასხვა სახის
შრომაზე დანახარჯთა თანაფარდობაზე დაკვირვება.

თანამედროვე მუნიციპალურ წარმონაქმნებში ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის


რეგლამენტირებული ორგანოთა უფლებამოსილებები, არ არის გამიჯნული კომპეტენციები და
ფუნქციები, უფლებები და ვალდებულებები ხელისუფლების ცალკეულ ორგანოთა შორის,
როგორც ვერტიკალურად, ისე ჰორიზონტალურად. მეტად წინააღმდეგობრივია ადგილობრივი
ხელისუფლებისა და მართვის ორგანოთა საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები,
არასაკმარისია მათი თანამშრომლების პროფესიონალური დონე. ყველაფერი ეს
მნიშვნელოვნად ამცირებს მუნიციპალური მართვის ეფექტურობას.

მუნიციპალური მართვა უნდა შეესაბამებოდეს გადასაწვეტი ამოცანის ხასიათს,


როგორიცაა:

- მუნიციპალური წარმონაქმნის სოციალური ინფასტრუქტურის შექმნა;


- მუნიციპალური წარმონაქმნთა ეკონომიკის სტაბილიზაცია;
- ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება;
- ერთიანი ეკონომიკური სივრცის შენარჩუნება.

მუნიციპალური მართვის სისტემა ფორმირდება თვითმართველობის პრინციპის

3
საფუძველზე, რომელიც შედგება მართვის სუბიექტისაგან (ადგილობრივი თვიმართველობის

ორგანოები) და მართვის ობიექტისაგან (მუნიციპალური წარმონაქმნი და მუნიციპალური


მეურნეობა).

თვითმართველობის პრინციპი - ეს არის წესი, რომლითაც უნდა მოხდეს


ხელმძღვანელობა სახალხო მმართველობის ფორმათა შემუშავებისას. ეს პრინციპი
უზრუნველყოფს მოსახლეობის საქმიანობის ორგანიზაციას ადგილობრივი მნიშვნელობის
საკითხების დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობის გადაწყვეტისათვის.

ადგილობრივი თვითმართველობა უნდა განხორციელდეს ისტორიული, ბუნებრივი,


ეკონომიკური, დემოგრაფიული პირობებისა და თავისებურებების, ასევე ადგილობრივი
ტრადიციების მიხედვით. მუნიციპალური მართვის პროცესში სისტემის ელემენტებს შორის
ყალიბდება ეკონომიკური, ორგანიზაციული, სამართლებრივი და მმართველობითი
ურთიერთობები.

მუნიციპალური მართვის საგანი - წარმოადგენს მმართველობით ურთიერთობებს,


რომელიც ყალიბდება მუნიციპალური მართვის პროცესში.

ადამიანთა ერთობლივი საქმიანობა ქმნის ურთიერთობათა სისტემას, რომელიც ქმნის


ერთობლივი საქმიანობის ორგანიზაიისათვის განსაზღვრული მექანიზმის ფორმირების
აუცილებლობას იმდენად, რამდენადაც პიროვნული ინტერესები მუდამ გადაიკვეთება
ჯგუფური ინტერესებით. ამ ინტერესთა ურთიერთობების მექანიზმის შექმნას.

მუნიციპალური წარმონაქმნის სამეურნეო ცხოვრების გაფართოებასთან ერთად


რთულდება ადამიანთა შორის ურთიერთობები, იცვლება კერძო და საზოგადოებრივ
ინტერესთა შორის თანაფარდობა. ეს მოითხოვს გართულებული კავშირების ორგანიზაციისა
და რაციონალიზაციის უფრო ეფექტური ფორმებისა და ხერხების შემუშავებას. ამ პროცესთა
რეგულირებისათვის იქმნება საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომლებიც ასრულებენ
კოორდინაციისა და კონტროლის ფუნქციებს შემდეგ სფეროებში:

- მოსახლეობის მეურნეობისა და ცხოვრების ორგანიზაცია;


- თვითმმართველობის პროცესთა რეგულირებისათვის სახელისუფლებო სტრუქტურების
შექმნა.
4
სახელმწიფო ხელისუფლება ნორმალური სამართლებრივი აქტების საფუძველზე
არეგულირებს ურთიერთობებს თვითმართველობის ელემენტებს შორის (ადამიანები, კერძო და
საზოგადოებრივი ინტერესები).

მუნიციპალური მართვის მიზანია - მუნიციპალური წარონაქმნის მოსახლეობის ცხოვრების


დონის ამაღლება. ამისათვის მუნიციპალური მართვა წყვეტს შემდეგ ამოცანებს:

- ქმნის სოციალურ ინფრასტრუქტურას;


- ასტაბილიზირებს ეკონომიკას;
- არეგულირებს სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებს;
- ავითარებს რეგიონთაშორის და შიდარეგიონულ კავშირებს;
- აუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას;
- ინარჩუნებს ერთან ეკონომიკურ სივრცეს;

ამ ამოცანათა შესრულებისათვის ფორმირდება მუნიციპალური მართვის სისტემა,


რომელიც:

-აკონტროლებს მუნიციპალური წარმონაქმნის ბუნებრივ რესურსებს;

- იცავს ბუნებას;

-ახორციელებს სანიტარულ ზედამხედველობას;

-იცავს საცხოვრებელ-კომუნალურ მეურნეობას;

– ქმნის სოციალურ ინფრასტრუქტურას;

-იცავს ძეგლებს;

-უზრუნველყოფს მოსახლეობის დასაქმებას;

-უზრუნველყოფს საფინანსო-ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და ა. შ.

დასახული მიზნების მისაღწევად და ზემოთ ჩამოთვლილ ამოცანათა გადასაწყვეტად


საჭიროა მართვის მეთოდების სისტემის გამოყენება. მართვის მეთოდები - ეს არის სუბიექტის
ზემოქმედების ხერხები სამართავ ობიექტზე. პრაქტიკაში გამოიყენება მართვის მრავალი
მეთოდი, რომლებიც განსხვავდებიან შინაარსით, დანიშნულებით, გამოყენების ფორმებით
(ერთპიროვნული, კოლექტიური) და სხვა ნიშნებით. მართვის მეთოდები გამოიყენება არა

5
იზოლირებულად, არამედ კომპლექსურად.

მუნიციპალური მართვის საგანი და ამოცანები. მუნიციპალური მართვა – ეს არის


მეცნიერული დისციპლინა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის
ორგანიზაციის პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს შეისწავლის. მუნიციპალური მართვის
ობიექტს წარმოადგენს მუნიციპალური წარმონაქმნის მეურნეობა, ასევე მისი განვითარებისა და
ცხოველქმედების პროცესები.

მუნიციპალური წარმონაქმნი - ეს არის ქალაქის, სოფლის დასახლება ან სხვა


დასახლებული ტერიტორია, რომლის სტატუსიც განსაზღვრულია კანონმდებლობით. ამ
ტერიტორიის ფარგლებში ხორციელდება ადგილობრივი თვითმართველობა, რამდენადაც მას
გააჩნია ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაჭრისათვის აუილებელი მუნიციპალური
საკუთრება, ადგილობრივი ბიუჯეტი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი
ორგანოები.

მუნიციპალური წარმონაქმნის ძირითადი სფეროებია: საწარმოო–ეკონომიკური,


სოციალურ-ფსიქოლოგიური და სულიერ-იდეოლოგიური.

ამის შესაბამისად განასხვავებენ მართვის ოთხ სახეს: 1) წარმოების მართვას; 2)


ეკონომიკური მართვას; 3) სოიალური-ფსიქოლოგიურს; 4) ტერიტორიის ცხოვრების სულიერი
სფეროს მართვას.

მართვა ასევე კლასიფიცირდება სხვადასხვა ნიშნების მიხედვით, ურთიერთობათა


შინაარსის, მათი ხასიათისა და იერარქიული კუთვნილების მიხედვით.

მუნიციპალური მართვის ურთიერთობები იყოფა შინაარსის მიხედვით. ეს


ურთიერთობები დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზაციასთან და
ყალიბდება შემდეგი პროცესებისას:

-მუნიციპალური წარმონაქმნის წარმოშობის, გაერთიანების, საზღვრების ცვლილებისა


და დამტკიცების, ასევე მათი დასახელების შეცვლისას;

-მუნიციპალური წარმონაქმნის სიმბოლიკის დამტკიცებისას;

– ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე კონტროლისას;

6
-უფლებების, ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის რეგლამენტაციისას;

-ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების მიერ ცალკეულ სახელმწიფო


უფლებამოსილებათა რეალიზიციისას;

-მუნიციპალური წარმონაქმნის მოსახლეობის სიცოცხლისუნარიანობის


უზრუნველყოფისას;

-მუნიციპალური საკუთრების მართვის, დაგეგმვისა და მუნიციპალური წარმონაქმნის


ტერიტორიის მშენებლობის გეგმების განსაზღვრისას;

-ადგილობრივი ბიუჯეტების ფორმირების, დამტკიცების და შესრულებისას;

-ჯანდაცვის, კულტურის, განათლების, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების


შენახვისათვის მუნიციპალურ დაწესებულებათა განვითარებისას.

თავისი ხასიათით მუნიციპალური წარმონაქმნის მართვის ურთიერთობები იყოფა


პიროვნებათაშორის, სისტემათაშორის და შერეულ ურთიერთობებად.

პიროვნებათაშორისი ურთიერთბები განპირობებულია ეკონომიკური, პოლიტიკური,


სოციალური, ფსიქოლოგიური და სხვა ფაქტორებით. პიროვნებათაშორისი ურთიერთობები
შეიძლება იყოს კოლექტიური და ინდივიდუალური - ურთიერთობები ხელმძღვანელსა და
შემსრულებლებს შორის, ასევე თვით შემსრულებლებს შორის მუნიციპალური მართვის
პროცესში.

სისტემათაშორის ურთიერთობათა წარმოშობა განპირობებულია იმით, რომ


მუნიციპალურ მართვას საქმე აქვს კონკრეტულ სოციალურ-ეკონომიკურ სისტემებთან და მათ
ქვესისტემებთან (დარგები, ქვედარგები, საწარმოები), ტერიტორიულ და ფუნქციონალურ
ქვესისტემებთან. სისტემათაშორის ურთიერთობებში შედიან არა ცალეკეული პირები ან მათი
ჯგუფები, არამედ მთლიანი სისტემები და ქვესისტემები. ამავე ტიპს მიეკუთვნება
სისტემისშიგა ურთიერთობები, რადგანაც ყოველი ქვესისტემა ამავდროულად განიხილება
დამოუკიდებელ სისტემად შემადგენელ ელემენტებთან მიმართებაში.

მართვის შერეული ურთიერთობები არის სისტემისა და პიროვნების ან პიროვნებათა


ერთბლიობის ურთიერთობები.

იერარქიული კუთვნილების მიხედვით მუნიციპალური მართვის ურთიერთობები

7
კლასიფიცირდება მუნიციპალური მართვის დონეების მიხედვით.

კოლექტივში პიროვნებათაშორისი ურთიერთობები მიეკუთვნება მართვის აპარატის


სხვადასხვა კვანძებს შორის ურთიერთობებს მუნიციპალიტეტის მართვის ერთი და იმავე
დონეზე (მაგალითად: მუნიციპალიტეტის მართვის აპარატის განყოფილებებს შორის).

ინდივიდუალური პიროვნებათაშორისი ურთიერთობები - ეს არის ურთიერთობები


შემსრულებლებსა და ხელმძღვანელებს შორის მართვის სხვადასხვა საფეხურზე. ასევე ერთი და
იმავე მართვის საფეხურზე შემსრულებლებს შორის ხელმძღვანელის ბრძანებების შესრულების
პროცესში.

სისტემათაშორისი ურთიერთობები შედის მუნიციპალიტეტის და საწარმოების


ეკონომიკურ სამსახურებს შორის მმართველობით ურთიერთობებში.

მართვის შერეული ურთიერთობები – ეს არის ურთიერთობები გამგეობასა და


მოქალაქეებს შორის.

საზოგადოებრივი ურიერთობები წარმოიშობა ადგილობრივი თვითმმართველობის


ორგანიზაციისა და საქმიანობის პროცესში საქალაქო, სასოფლო დასახლებებში და სხვა
მუნიციპალურ წარმონაქმნებში, ესე იგი რეფერენდუმის, არჩევნებისა და ნების პირდაპირი
გამოვლენის სხვა ფორმებით, ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაჭრის მიზნით.

მუნიციპალური მართვის მეცნიერება, ისევე როგორც სხვა მეცნიერებანი, თავის წინაშე


აყენებს წესების სისტემის შექმნის ამოცანას, მუნიციპალური მართვის პროცესში
ხელმძღვანელობისათვის განსაზღვრულ პროგრამას. მის ამოცანას წარმოადგენს პრინიპების
შემუშავება, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ მუნიციპალური წარმონაქმნის განვითარების
კონკრეტულ პირობებში.

მოცემული მეცნიერების ძირითადი ამოცანა მდგომარეობს მუნიციპალური სამსახურის


მართვის აპარატის საქმიანობის გაუმჯობესების გზების გამოვლენაში სხვადასხვა დონეებზე,
ადმინისტრაციული საქმიანობის ორგანიზაციული ფორმების ხასიათის გამოკლევა და მათი
სრულყოფა.

მისი ამოცანაა არა ცხოვრების ყველა შემთხვევისათვის მმართველობითი

8
გადაწვეტილებების მომზადება, არამედ მუნიციპალური მართვის მექანიზმის ახსნა, მისი
კანონზომიერების გამოვლენა და ამის საფუძველზე კონკრეტული ორგანიზაციული
ამოცანების გადაჭრის ხერხებისა და მეთოდების შემუშავება.

2.2. მუნიციპალური მართვის პრინციპები

მუნიციპალური მართვის კერძო და ზოგადი პრინციპები გამომდინარეობს


მმართველობითი ურთიერთობებიდან და თვითმმართველობის ორგანიზაციის პროცესებთან
დაკავშირებული მოთხოვნებიდან. კერძო პრინციპებს მიაკუთვნებენ მართვის ცალკეულ
ფუნქციებს (დაგეგმვის, ორგანიზაციის, მოტივაციის და სხვა პრინციპები), ასევე მის ცალკეულ
მხარეებს (სოციალურ–ეკონომიკური და ორგანიზაციულ–სამართლებრივი) და მართვის
დონეებს (ე.ი. მუნიციპალური წარმონაქმნის ყველა ფორმას).

მუნიციპალური მართვის თეორიასა და პრაქტიკაში ზოგადი და კერძო ფუნქციები


მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული, მაგრამ აქვთ ასევე დამოუკიდებელი
მნიშვნელობაც. მუნიციპალური მართვის პრინციპები ასახავენ ადგილობრივი ხელისუფლების
ობიექტურ კანონზომიერებათა მოთხოვნებს და განვითარების ტენდენციებს. პრინციპები
წარმოადგენს მუნიციპალური წარმონაქმნის ფორმირების თეორიულ საფუძველს და
ადგილობრივი თვითმმართველობის არსის გაგების საშუალებას იძლევა. მუნიციპალური
პრინციპები განსაზღვრავენ მუნიციპალური ხელისუფლების სტრუქტურასა და ფუნქციებს.
მუნიციპალური მართვის ძირითადი პრინციპებია:

1.ერთპიროვნულობა და კოლეგიალობა. ერთპიროვნულობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ


მუნიციპალური წარმონაქმნის მართვის სისტემის კონკრეტული ხელმძღვანელები ფლობენ
ერთიანი ხელმძღვანელობის უფლებას მათ კომპეტენციაში შემავალი საკითხების
გადაწყვეტაში. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ მუნიციპალური წარმონაქმნის
საზოგადოებრივი ცხოვრების ორგანიზაცია შეუძლებელია მუნიციპალური მართვის
პროცესის ყველა მონაწილის ნების ერთი ხელმძღვანელის ნებასთან დაქვემდებარების
გარეშე.
ერთპიროვნულობა, როგორც ხელმძღვანელობის საქმიანობის ორგანიზაციულ–
სამართლებრივი ფორმა, ხორციელდება მუნიციპალური მართვის სისტემის ყველა დონეზე.
9
ამ პრინციპის შესაბამისად, მუნიციპალური მართვის საქმიანობის ყველა სახე უნდა იყოს
თანხმობაში ერთ მიზანთან და უნდა ჰყავდეს განსაზღვრული უფლებამოსილებების მქონე
ერთი ხელმძღვანელი. აქედან გამომდინარე ამ პრინციპის არსი იმაში მდგომარეობს, რომ
მართვის პროცესში თანამშრომლებმა ბრძანებები ერთი ხელმძღვანელისაგან უნდა მიიღონ,
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული მაღალ დონეზე.
კოლეგიალობა, როგორც მუნიციპალური წარმონაქმნის მართვის პროცესის
ორგანიზაციული ფორმა აუცილებელია მუნიციპალური წარმონაქმნის განვითარების
ორგანიზაციულ და სოციალურ–ეკონომიკურ საკითხთა განხილვისათვის. ამავდროულად
აუცილებელიცაა ერთპიროვნული პასუხისმგებლობა და ერთპიროვნული განკარგულება, რათა
არ გაჭიანურდეს იმ მმართველობით გადაწყვეტილებათა შემუშავებისა და მიღების პროცესი,
რომლებიც მეტად მნიშვნელოვანია მუნიციპალური წარმონაქმნის სოციალურ–ეკონომიკური
განვითარებისათვის.
ერთპიროვნულობის პრინციპის საფუძველზე შენდება მუნიციპალური მართვის
სისტემაში ორგანოთა საქმიანობა. კოლეგიალობის გამოყენება დასაშვებია ამ ორგანოთა
ფორმირების პროექტების მომზადებისას, ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტილების
მიღებისას. კოლეგიის შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი ადმინისტრაციის
სტრუქტურულ ქვედანაყოფთა ხელმძღვანელები და სხვა თანამშრომლები.
კოლეგიალობის პრინციპი მოითხოვს ქვორუმს, რომელიც აუცილებელია
გადაწყვეტილებათა მიღებისათვის და წარმომადგენლობითი ორგანოს მუშაობისათვის. ამ
პრინციპით აუცილებელია ხელმძღვანელობა გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისას
(დაინტერესებული საწარმოების, ორგანიზაციების, დაწესებულებების წარმომადგენელთა
მოზიდვა), დეპუტატთა კომისიის მუშაობისას, რომელიც იქმნება წარმომადგენლობითი
ორგანოების მიერ. გადაწყვეტილების მომზადებასა და მიღებაში წარმომადგენლობითი
ორგანოს დეპუტატთა აქტიური და კონსტრუქციული მონაწილეობისათვის აუცილებელია,
რომ დეპუტატები წინასწარ გაეცნონ პროექტებს, მიიღონ საჭირო ინფორმაცია, თავისუფლად
გამოთქვან თავიანთი წინადადებები და შენიშვნები წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ
წარმოდგენილ განსახილველ საკითხზე.
კოლეგიალობასა და ერთპიროვნულობას შორის სწორი თანაფარდობის შენახვა
წარმოადგენს მუნიციპალური მართვის სისტემის უმნიშვნელოვანეს ამოცანას, რომელზედაც
მნიშვნელოვანადაა დამოკიდებული მისი ეფექტიანობა და ქმედითობა.
10
2. კანონიერება. ეს პრინციპი წარმოადგენს მუნიციპალური მართვის უმნიშვნელოვანეს
გარანტიას და ძირითად კონსტიტუციურ პრინციპს.
კანონიერების პრინციპი მოითხოვს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზაცია
და მისი საქმიანობა ხორციელდებოდეს კანონის საფუძველზე და მის ფარგლებში. ამით
სახელმწიფო ცნობს და უზრუნველყოფს კანონიერების დაცვას მუნიციპალური მართვის
სისტემაში, ე. ი. საუბარია სახელმწიფოს მხრიდან ადგილობრივი ორგანოების მიერ
სამართლებრივი ნორმების დაცვის კონტროლზე და არა გადაწყვეტილების ხარისხიანობაზე.
კონტროლის კანონიერების კრიტერიუმს წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობა,
რომელიც ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით გათვალისწინებულ
ფორმებში და შემთხვევებში. მოცემული კონტროლის დანიშნულებაა კანონიერებისა და
კონსტიტუციური პრინციპების დაცვა.
3. საჯაროობა. მუნიციპალური სისტემის ორგანოთა საქმიანობის შეთანხმებულობა უნდა
იყოს ღია და მოსახლეობა უნდა ფლობდეს ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლების
საქმიანობის შესახებ. საჯაროობის პრინციპი განაპირობებს მმართველობითი საქმიანობის
დემოკრატიზაციას, მისი საქმიანობის საზოგადოების მხრიდან გაკონტროლებას, ასევე
მოქალაქეებს საშუალებას აძლევს გავლენა მოახდინონ იმ გადაწყვეტილებათა შემუშავებაზე,
რომლებიც ეხება მათ ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებას. საჯაროობის ხერხები
აისახება მუნიციპალური სამართლის ნორმებში და ფორმირდება ადგილობრივი
თვითმმართველობის პრაქტიკაში.
4. სახელმწიფო გარანტია. ეს პრინციპი წარმოადგენს სამართლებრივ გარანტიათა
სისტემებს, მოთხოვნებს მუნიციპალური მართვის ორგანოების უფლებათა დაცვაზე. აქედან
გამომდინარე, სახელმწიფო ადგენს მუნიციპალური მართვის ორგანოების საქმიანობის
სამართლებრივ საფუძვლებს, მათ ფინანსურ, ეკონომიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობაში
სამართლებრივ გარანტიებს, აყალიბებს მუნიციპალური მართვის ორგანოების სახელმწიფო
ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთქმედების მექანიზმს.
სახელმწიფო გარანტიის პრინციპის საფუძველზე მუნიციპალური წარმონაქმნების
მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ მოსახლეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
მოთხოვნილებების დაკმაყოფილების პირობებს იმ სფეროებში, რომლებიც მიეკუთვნებიან
მუნიციპალურ წარმონაქმნთა უწყებებს.
11
ეს პრინციპი უზრუნველყოფს:
– მუნიციპალურ წარმონაქმნთა მართვის ორგანოების სისტემის სამართლებრივი
საფუძვლების ფორმირებას;
– მუნიციპალური წარმონაქმნის მართვის ორგანოების ორგანიზაციულ–
მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას;
– მუნიციპალური მართვის ორგანოების საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის
სისტემის ფორმირებას;
– მუნიციპალური მართვის საფინანსო–ეკონომიკური საფუძვლების ფორმირებას;
– კადრებთან მუშაობის სისტემის შექმნას (არჩევის, განაწილების პროცესი).

5. მუნიციპალური წარმონაქმნის მართვის პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა. ეს


პრინციპი საშუალებას იძლევა მუნიციპალური მართვის ორგანოთა სისტემა იქნეს
სრულყოფილი მოსახლეობის მონაწილეობით, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა აქტიურობის
ამაღლებით, ასევე მოსახლეობის კონტროლის ამაღლებით მუნიციპალური ორგანოების
საქმიანობაზე.

მოსახლეობა მონაწილეობს სახელმწიფო და საზოგადოებრივი საქმეების განხილვასა და


გადაწყვეტაში, მუნიციპალური წარმონაქმნების სოციალურ–ეკონომიკური განვითარების
დაგეგმვაში, მართვის საკითხების განხილვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში, ასევე იმ
საშუალებების გამოყენებაში, რომლებიც განკუთვნილია სოციალურ–ეკონომიკური
განვითარებისათვის, ასევე სოციალურ–კულტურულ ღონისძიებებისათვის.

მუნიციპალური მართვის პრაქტიკაში არსებობს მოსახლეობის მონაწილეობის


მრავალფეროვანი ფორმები. ასეთებია მაგალითად, ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევითი და სხვა ორგანოები, საბჭოები, კომისიები, კონფერენციები, რეფერენდუმები და სხვა.
ამიტომაც მუნიციპალური მართვის ორგანოებმა უნდა შექმნან ეფექტიანი პირობები
მოქალაქეების მონაწილეობისათვის ადგილობრივ თვითმმართველობაში.

მუნიციპალური სამართლით გამყარებულია მოსახლეობის მონაწილეობის გარანტიები


მუნიციპალურ საქმიანობაში. მუნიციპალური წარმონაქმნის წესდება არეგულირებს
მოსახლეობის მონაწილეობის პროცესს მუნიციპალურ მართვაში.

მოსახლეობის მონაწილეობის ეფექტიანობა და აქტიურობა ადგილობრივი


12

მნიშვნელობის პრობლემათა გადაწყვეტის პროცესში, ასევე კონტროლი დამოკიდებულია


მოქალაქეთა ინფორმირებულობაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მუშაობის
შესახებ და მუნიციპალური მეურნეობის მდგომარეობის შესახებ.

6. კომპლექსურობა. ეს პრინციპი უზრუნველყოფს მუნიციპალური წარმონაქმნის


შესწავლისა და მათი მართვის რეკომენდაციების შემუშავებას. ის გულისხმობს მოვლენათა
განხილვას კავშირში და დამოკიდებულებაში. ამისათვის გამოიყენება არა მხოლოდ მოცემულ
მეცნიერთა კვლევები, არამედ ამ მოვლენათა შემსწავლელი სხვა მეცნიერებები.

მუნიციპალური წარმონაქმნის განვითარების მოვლენებისა და პროცესების


კომპლექსური შესწავლა საშუალებას იძლევა: ამაღლდეს ადგილობრივი მეურნეობის
ეფექტიანობა, მუნიციპალური წარმონაქმნის სოციალურ–ეკონომიკური პრობლემების
გადაწყვეტის სოციალურ–კულტურული ღონისძიებების გატარების, ეკოლოგიური ამოცანების
გადაწყვეტის, ასევე შრომითი, მატერიალური, ფინანსური, ბუნებრივი და სხვა რესურსების
რაციონალურად გამოყენების, მუნიციპალური წარმონაქმნის მოსახლეობის
ცხოველქმედებისათვის საჭირო პირობების შექმნისა.

7. მოსახლეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება. ამ პრინციპის არსი მდგომარეობს


მუნიციპალური წარმონაქმნის მოსახლეობის სასიცოცხლო პირობების უზრუნველყოფაში და
ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შედეგად. ეს
ხორციელდება მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და
სამსახურების ორგანიზაციის, შენახვისა და განვითარების გზით.

მოსახლეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების პრინციპი მუნიციპალური მართვის


ორგანოებს ავალდებულებს შექმნას პირობები საცხოვრებელ და სოციალურ–კულტურული
მშენებლობებისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, სანახაობითი
ღონისძიებების ორგანიზაციისათვის, მოსახლეობის სავაჭრო მომსახურებით
უზრუნველყოფისათვის, საზოგადოებრივი კვებისა და საყოფაცხოვრებო ობიექტებით,
მოსახლეობის სანიტარული კეთილდღეობის უზრუნველყოფისათვის, სკოლამდელი
დაწესებულებების ქსელის განვითარებისათვის, უზრუნველყოს მშენებლობა, ექსპლოატაცია
და რემონტი, ენერგო, გაზ და თბო გაყვანილობისა, წყალმომარაგებისა და კანალიზაციისა.

13
8. დარგობრივი და ტერიტორიული მართვის შეთანხმებულობა განსაზღვრავს
მოთხოვნებს მუნიციპალური წარმონაქმნის ტერიტორიაზე სამეურნეო სისტემების მართვის
ორგანიზაციისათვის. დარგობრივი პრინციპის საფუძველზე ფორმირდება მართვის
ადგილობრივი სისტემები. მართვის მექანიზმი ფორმირდება ყოველი კონკრეტული დარგის
ამოცანების, თავისებურებებისა და განვითარების შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
ტერიტორიული პრინციპით იქმნება მართვის სისტემები, რომლებიც აერთიანებს საწარმოო და
არასაწარმოო, სამეურნეო სისტემებს, რომლებიც განლაგებულია მოცემულ ტერიტორიაზე და
აკავშირებთ საერთო ინტერესები მოსახლეობის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის.

2.3. ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები

ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების ქვეშ იგულისხმება მუნიციპალური


საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციები
განპირობებულია მისი ბუნებით, მისი ადგილით სახალხო ხელისუფლების სისტემაში, იმ
ამოცანებითა და მიზნებით, რომელთა მიღწევისკენაა მიმართული მუნიციპალური საქმიანობა.

იმის მიხედვით, თუ რა როლი ენიჭება ადგილობრივ თვითმმართველობას ხალხის


ხელისუფლების ორგანიზაციასა და განხორციელებაში, მუნიციპალური საქმიანობის
ამოცანათა გადაწყვეტისას, შეიძლება გამოიყოს შემდეგი ფუნქციები:

1.ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხთა გადაწყვეტაში მოსახლეობის მონაწილეობის


უზრუნველყოფა. ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური
წარმონაქმნის საკითხთა გადაჭრა მოსახლეობის თანამონაწილეობით. ამისათვის კი
მნიშვნელოვანია სათანადო პირობების შექმნა. ასეთ პირობებს მიეკუთვნება: ა) ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევითი ორგანოების არსებობა; ბ) მუნიციპალურ საქმიანობაში
პირდაპირი დემოკრატიის ინსტიტუტთა გამოყენება; გ) ადგილობრივი მნიშვნელობის
საკითხებისათვის მატერიალურ–ფინანსური ბაზის არსებობა.

მოსახლეობის მონაწილეობა ადგილობრივ პრობლემათა გადაწყვეტაში ხორციელდება


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევითი ან სხვა ორგანოებით, ან კიდევ უშუალოდ
14

მუნიციპალური სამართალი განამტკიცებს მოსახლეობის მუნიციპალურ საქმიანობაში


მონაწილეობას სამართლებრივი გარანტიით.
2005 წლის 16 დეკემბრის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ კანონის
თანახმად საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ განახორციელონ ადგილობრივი
თვითმმართველობა როგორც უშუალოდ, ისე თავისი წარმომადგენლების მეშვეობით.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები აირჩევიან
საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი აჩევნების გზით, საიდუმლო ხმის მიცემით.
ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე შეიძლება ჩატარდეს რეფერენდუმი,
რომელშიც მონაწილეობის უფლება აქვთ მუნიციპალური წარმონაქმნის ტერიტორიაზე
მცხოვრებთ. მუნიციპალური წარმონაქმნის წესდების თანახმად ადგილობრივი რეფერენდუმი
ინიშნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების
ინიციატივით ან მოსახლეობის მოთხოვნით.
ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მონაწილეობა მოქალაქეებს
შეუძლიათ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე ინდივიდუალური და
კოლექტიური მიმართვით, ასევე თანამდებობის პირებზე მიმართვით.
მოქალაქეებს თანაბრად მიუწვდებათ ხელი მუნიციპალურ მომსახურებაზე.
მუნიციპალური დემოკრატიის ინსტიტუტთა განვითარება უზრუნველყოფს არჩევითი
ორგანოებისა და თანამდებობის პირთა მოსახლეობასთან მჭიდრო კავშირსა და მათ
გაკონტროლებას მოსახლეობის მხრიდან.
ადგილობრივი მართვის საქმეებში მონაწილეობისათვის არსებითი მნიშვნელობა ენიჭება
მოქალაქეთა ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა
საქმიანობაზე, მუნიციპალური მეურნეობის მდგომარეობაზე.
ადგილობრივი თვითმმართველობა წარმოადგენს სკოლას პოლიტიკური ზრდისათვის,
მოქალაქეთა მომზადებისათვის სახელმწიფო საქმეების მართვაში მონაწილეობისათვის.
2.მუნიციპალური საკუთრების მართვა, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური
საშუალებების მართვა.
ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური დანიშნულება გამართლებულად
ჩაითვლება, თუკი მოხდება მუნიციპალური ქონების ეფექტიანი მართვა და ადგილობრივი
ფინანსების რაციონალურად გამოყენება. სახელმწიფო აძლევს ადგილობრივ
თვითმმართველობებს საკითხების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უფლებას. ამიტომაც
15
ადგილობრივი მართვის განმახორციელებელი მოსახლეობა საკუთარ თავზე იღებს
მუნიციპალური ქონებისა და ადგილობრივი ფინანსური რესურსების ეფექტიანი მართვის
პასუხისმგებლობას.

3.მუნიციპალური წარმონაქმნის ტერიტორიაზე კომპლექსური სოციალურ–ეკონომიკური


განვითარების უზრუნველყოფა.

მუნიციპალური წარმონაქმნები – ქალაქები, სოფლები, რაიონები და სხვა წარმოადგენს


თავისებურ ტერიტორიულ–საწარმოო და სამეურნეო კომპლექსებს. მუნიციპალური
წარმონაქმნის კომპლექსური განვითარების მიზანია ადგილობრივი მეურნეობის ეფექტიანად
განვითარება, სოციალურ–კულტურული, ეკოლოგიური ამოცანების გადაწყვეტა, ასევე
შრომითი, ბუნებრივი და სხვა რესურსების რაციონალურად გამოყენება, მოქალაქეთა
ცხოვრებისა და დასვენებისათვის აუცილებელი პირობების შექმნა.
სოციალურ–ეკონომიკური განვითარების ფუნქცია ხორციელდება უპირველესდ
დაგეგმვის მეშვეობით. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები
ღებულობენ გეგმებსა და პროგრამებს მუნიციპალური წარმონაქმნის განვითარებისათვის, ასევე
აკონტროლებენ მათ რეალიზაციას მათ შესრულებაზე ანგარიშების დამტკიცებით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოციალურ–ეკონომიკური განვითარების
უზრუნველყოფა წარმოადგენს აუცილებელ პირობას ადგილობრივი საკითხების წარმატებით
გადასაჭრელად, ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანთა მისაღწევად.

4.მოსახლეობის უზრუნველყოფა სოციალურ–კულტურული, კომუნალური–


საცხოვრებელი და სხვა მომსახურების სახეებით.

მუნიციპალურ წარმონაქმნთა საქმიანობის ძირითადი მიზანია მოქალაქეთა ცხოვრების


პირობების გაუმჯობესება, მოსახლეობისათვის კეთილსასურველი გარემოს შექმნა. ამ მიზნის
მიღწევაში დიდ როლს თამაშობს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა საქმიანობა
მოსახლეობის სასიცოცხლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის, რაც თავისთავად
გულისხმობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, მოსახლეობის მომსახურების
ორგანიზაციას. ამ მიზანთა მიღწევისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები:
–ორგანიზებას უკეთებენ, ინახავენ, ავითარებენ შესაბამის მუნიციპალურ საწარმოებს,
დაწესებულებებს, ორგანიზაციებსა და სამსახურებს. კანონი ადგილობრივ
16
თვითმმართველობის ორგანოებს ავალებს სკოლამდელი აღზრდისა და საგანმანათლებლო
დაწესებულებების მოვლა–პატრონობას, ელექტროენერგიით, გაზით, წყლით მომარაგებას,
ქუჩების დასუფთავება–განათებას, სანიაღვრე მეურნეობის, კანალიზაციის მოწესრიგებას,
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება–უტილიზაციას, მოსახლეობის სატრანსპორტო
მომსახურებას და სხვა.
– მუნიციპალური ორგანოები ვალდებულნი არიან შექმნან პირობები საცხოვრებელი და
სოციალურ–კულტურული მშენებლობისათვის, მოსახლეობის ვაჭრობით, კვებით და
საცხოვრებლით, საყოფაცხოვრებო მომსახურებისათვის, კულტურულ დაწესებულებათა
საქმიანობისათვის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის, სანახაობითი
ღონისძიებების ორგანიზაციისათვის და ა.შ.
– ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები არეგულირებენ საკითხებს, რომლებიც
მიეკუთვნება მუნიციპალური საქმიანობის მოცემულ სფეროს. წარმომადგენლობითი
ორგანოები ღებულობენ სავალდებულო წესებს ადგილობრივი ცხოვრების ამგვარ საკითხებთან
დაკავშირებით.
– საქართველო დაყოფილია: 2 ავტონომიური რესპუბლიკა (აჭარის არ და აფხაზეთის
არ) და 9 მხარედ: გურიის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და
ქვემო ქართლი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა
ქართლი.
– საქართველოში არის: 69 მუნიციპალიტეტი (ოკუპირებული 5); 62 ქალაქი
(ოკუპირებული 8); 4500 სოფელი (ოკუპირებული 832).

17

You might also like