You are on page 1of 77

თემა 1

სახელმწიფო საფინანსო სისტემა და სახელმწიფო


ფინანსები; სახელმწიფო ფინანსების მართვა - PFM

საჯარო ფინანსები

ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი,


ეკონომიკის მაგისტრი
სრული პროფესორი
შორენა კახიძე
თბილისი
2018
შინაარსი
1. სახელმწიფო ფინანსები. სახელმწიფო ფინანსების უმთავრესი
ელემენტები

2. სახელმწიფო ფინანსების მართვა - PFM, მისი მნიშვნელობა და მიზანი

3. სახელმწიფო ფინანსების მართვისადმი არსებული მიდგომები

4. ფისკალური არქიტექტურა და მისი კომპონენტები

5. საბიუჯეტო პროცესი, როგორც ფისკალური მდგრადობის შემადგენელი


ნაწილი

lecturer PhD Sh.Kakhidze 2


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსები
საქართველოს კონსტიტუცია
თავი პირველი „ზოგადი დებულებები“
მუხლი 3
პუნქტი 1. მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა
განსაკუთრებულ გამგებლობას მიეკუთვნება:
ქვეპუნქტი ზ. სახელმწიფო ფინანსები და სახელმწიფო სესხი; ფულის მოჭრა;
საბანკო, საკრედიტო, სადაზღვევო და საგადასახადო კანონმდებლობა;

საქართველოს კონსტიტუცია
თავი მეექვსე „სახელმწიფო ფინანსები და კონტროლი“

lecturer PhD Sh.Kakhidze 3


თბილისი 2017
სახელმწიფო საფინანსო სისტემა
სახელმწიფო ფინანსები
რატომ ჭირდებათ საჯარო სექტორის მენეჯერებს საჯარო ფინანსების შესწავლა იმის
მიუხედავად, დასაქმებული არიან მთავრობაში თუ არაკომერციულ ორგანიზაციაში?
ამისთვის არსებობს შემდეგი ათი ძირითადი მიზეზი:

1. მათ უნდა გააკეთონ არჩევანი რესურსების გამოყენების შესახებ და ფინანსებთან


მუშაობა ალტერნატივების შემუშავებისათვის კარგი დასაწყისია.
2. ისინი საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირები არიან და უნდა შეეძლოთ საჯარო
რესურსების გამოყენების კონტროლი.
3. ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ შეძლებენ შესაბამისი მომსახურების გაწევას
და ამისთვის ექნებათ საჭირო ფინანსები.
4. მათ უნდა შეძლონ უზრუნველყონ რესურსებით შესაბამისი სერვისები, რომელთა
მიწოდებაც განკუთვნილია როგორც ამომრჩევლებისათვის, ასევე საკანონმდებლო და
აღასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის.
5. მათ უნდა ესმოდეთ სხვა მენეჯერების მიერ გაკეთებული არჩევანი.

lecturer PhD Sh.Kakhidze 4


თბილისი 2017
სახელმწიფო საფინანსო სისტემა
სახელმწიფო ფინანსები
6. მათ არ სურთ საპყრობილეში წასვლა საზოგადოების ან მათი ორგანიზაციის მფლობელობაში
არსებული რესურსების არადანიშნულებისამებრ გამოყენების გამო.
7. ნებისმიერ ორგანიზაციაში იმ ადამიანებს, რომელთაც ესმით რეალურად რას აკეთებს მათი
ორგანიზაცია, წარმოადგენენ სწორედ ორგანიზაციის ფინანსებში გარკვეული ხალხი.
8. არაკომერციულ ორგანიზაციებს ხშირად ფინანსური მართვის ცუდი პრაქტიკა აქვთ.
9. სამთავრობო კრიზისები, მიუხედავად მთავრობის დონისა (ცენტრალური, რეგიონული,
ადგილობრივი), იწვევს სხვადასხვა ფინანსურ სირთულეებს, რომელთა თავიდან არიდებაც
შესაძლებელი იქნებოდა უკეთესი საბიუჯეტო სისტემებისა და დაფინანსების მექანიზმის
საშუალებით.
10. მარტივად რომ ვთქვათ, სახალისოა იმის გაგება, თუ რა ხდება საჯარო დაწესებულებებში და
ფინანსებში გარკვევა ამის გაგების ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის.

თუ თქვენ გაქვთ ინტერესი საჯარო სექტორის მიერ საზოგადოებისათვის მიწოდებული


მომსახურებების სფეროში, ზემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი პუნქტი მაინც საფუძვლიანად
მოგეჩვენებათ.

თუ ინტერესი არ გაქვთ, მაშინ დროა გადახედოთ თქვენს პროფესიულს მიზნებსა და ამოცანებს ☺

lecturer PhD Sh.Kakhidze 5


თბილისი 2017
სახელმწიფო საფინანსო სისტემა
სახელმწიფო ფინანსები
 ფართო განმარტებით, საჯარო ფინანსები, არის მთავრობის როლის შესწავლა
ეკონომიკაში.

 საჯარო ფინანსები წარმოადგენს ეკონომიკის ერთ-ერთ განშტოებას,


რომელიც აფასებს სამთავრობო შემოსავლებს და დანახარჯებს და
განიხილება სამი ძირითადი სფეროს ჭრილში, ესენი არის: მთავრობის მიერ (1)
შემოსავლის გადანაწილება, (2) რესურსების ეფექტიანად მართვა და (3)
მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია.

 საჯარო ფინანსებში შეისწავლება მთავრობის მიერ რესურსების ზრდის საშუალებები


სახელმწიფოსათვის საჭირო მუდმივად ზრდადი გადასახდელების დასაფინანსებლად.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საჯარო ფინანსები ეხება „სახელმწიფო
ორგანიზაციების შემოსულობებსა და გადასახდელებს და მათ ერთმანეთთან
მორგებას“.

 საჯარო ფინანსების სფერო მოიცავს გადასახადების, მთავრობის გადასახდელების,


სახელმწიფო სესხებისა და დეფიციტის დაფინანსების გავლენას ეკონომიკაზე.
შესაბამისად, საჯარო ფინანსების სფერო უკავშირდება ბიუჯეტის გავლენის
შესწავლას მთლიანად ეკონომიკაზე, უფრო ზუსტად, იმ ძირითადი
ეკონომიკური მიზნების მიღწევაზე, როგორიც არის ეკონომიკური ზრდა,
სტაბილურობა, თანასწორობა და ეფექტიანობა.

 სახელმწიფო ფინანსები თავის მხრივ ქვეყნის ფინანსური სისტემის ძირითადი ნაწილია,


რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ფუნქციების
განხორციელების ინსტრუმენტია.
lecturer PhD Sh.Kakhidze 6
თბილისი 2017
სახელმწიფო საფინანსო სისტემა
სახელმწიფო ფინანსები
 სახელმწიფო ფინანსები არის ეკონომიკის სფერო, რომელიც სწავლობს სამთავრობო
საქმიანობას და სამთავრობო დანახარჯების დაფინანსების ალტერნატიულ საშუალებებს.
თანამედროვე გაგებით, საჯარო ფინანსები ასევე აქცენტს აკეთებს მოქალაქეებსა და
მთავრობას შორის არსებულ ურთიერთობებზე.

 სახელმწიფო ფინანსები არის ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემა, რომელიც


დაკავშირებულია ფინანსური რესურსების მიზანდასახულ წარმოქმნასთან, განაწილებასა
და გამოყენებასთან.

 სახელმწიფო ფინანსები არის სახელმწიფო ფულად საშუალებათა რესურსების განაწილებასა


და გადანაწილებასთან დაკავშირებული ურთიერთობების სისტემა.

 საჯარო ფინანსების სწავლების უმთავრესი მიზანი არის მთავრობის ეკონომიკური როლის


გაანალიზება და მთავრობის მიერ რესურსების გამოყენების ხარჯთ-სარგებლიანობის
შეფასება კერძო საწარმოებისა და შინამეურნეობების მიერ აღნიშნული რესურსების
გამოყენებასთან შედარებით.

 სახელმწიფო ფინანსების შესწავლით ხდება სამთავრობო აქტივობების ეკონომიკური


საფუძვლების შესწავლა. ანალიზის უმთავრესი მიზანია იმის გაგება, თუ რა გავლენა აქვს
სამთავრობო დანახარჯებს, რეგულაციებს, გადასახადებს, სესხებს, ინვესტიციებს,
შემოსავლების ხარჯვას.

lecturer PhD Sh.Kakhidze 7


თბილისი 2017
სახელმწიფო საფინანსო სისტემა
სახელმწიფო ფინანსები
 სახელმწიფო ფინანსების შესწავლის საგანს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დანახარჯების
გაწევასა და შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხილვა
წარმოადგენს. (ე.ი. სახელმწიფოს მიერ ფაქტობრივად გატარებულ საგადასახადო და
საბიუჯეტო პოლიტიკის კვლევა (შესწავლა-გაანალიზება) წარმოადგენს).

 სახელმწიფო ფინანსები სახელმწიფოს საგადასახადო და ხარჯვით ქმედებებზე,


რესურსების განთავსებასა და შემოსავლების განაწილებისას სახელმწიფო ზემოქმედების
ხარისხზეა მიმართული.

 სახელმწიფო ფინანსები სწავლობს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ხარჯებსა და


შემოსავლებს, მათ ზემოქმედებას ეკონომიკურ და სოციალურ ურთიერთობებზე.

 სახელმწიფო ფინანსები დაკავშირებულია ფინანსური რესურსების ფორმირებასთან და


სახელმწიფოს მიერ ამ რესურსების გამოყენებასთან დასახული ფუნქციებისა და
პროგრამების დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

 სახელმწიფო ფინანსები არის ურთიერთობა: ერთი მხრივ, სახელმწიფოს და მეორე მხრივ


ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, ცალკეულ სახელმწიფოებს შორის.

lecturer PhD Sh.Kakhidze 8


თბილისი 2017
სახელმწიფო საფინანსო სისტემა
სახელმწიფო ფინანსები
 სახელმწიფო ფინანსები მოიცავს ყველა იმ შემოსავალს და დანახარჯს, რომელიც
ბიუჯეტის მეშვეობით მობილიზდება სხვადასხვა წყაროებიდან და მიიმართება
სხვადასხვა დანიშნულებით.

 სახელმწიფო ფინანსების სამი უმთავრესი ელემენტია:


- სახელმწიფო შემოსავლები
- სახელმწიფო დანახარჯები
- სახელმწიფო ვალი

 საჯარო ფინანსების ძირითადი ფუნქციებია:


- მაკროეკონომიკური პროგნოზირება
- ფისკალური პოლიტიკა
- ბიუჯეტის ფორმულირება
- ბიუჯეტის აღსრულება
- ვალის მართვა
- შემოსავლების ადმინისტრირება
- სახელმწიფო ხაზინა
- შესყიდვების პოლიტიკა
lecturer PhD Sh.Kakhidze 9
თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM

 საკმარისი რესურსების მობილიზაცია ეკონომიკიდან სათანადო გზით, ამ


რესურსების ეფექტიანად და ეფექტურად განაწილებასა და გამოყენებასთან
ერთად მოითხოვს კარგ ფინანსურ მართვას.

 რესურსების მოპოვება, შემდეგ მათი განაწილება და გადასახდელების მართვა


(რესურსების გამოყენება) წარმოადგენს საჯარო ფინანსების მართვის (Public
Financial Management-PFM) მთავარ კომპონენტებს.

 PFM უმთავრესად დაკავშირებულია სახელმწიფოში რესურსების მობილიზებასა და


დანახარჯების მართვასთან.

 PFM მოიცავს რესურსების მობილიზაციას, პროგრამების პრიორიტეტიზაციას, საბიუჯეტო


პროცესს, რესურსების ეფექტურ მართვას და საზედამხედველო კონტროლს.

lecturer PhD Sh.Kakhidze 10


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM

✓ ოდესმე დაინტერესებულხართ თუ როგორ ხდება სახელისუფლო სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე


ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელსაც ვიყენებთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

✓ რომელი გზების ან ხიდების შერჩევა ხდება ასაშენებლად?

✓ სად ხდება ახალი სკოლების მშენებლობა?

✓ როგორ ვუზრუნველყოთ საავადმყოფოების ფუნქციონირება?

✓ რას აკეთებს მთავრობა გაუთვალისწინებელი შემთხვევების მზაობისათვის?

ყოველივე ეს ფისკალური პოლიტიკის არჩევანის შედეგია, მაგრამ მათ სჭირდებათ ინსტიტუციები მათი
იმპლიმენტაციის უზრუნველსაყოფად.

o სწორედ ამას შეეხება სახელმწიფო ფინანსების მართვა, ანუ PFM.


o PFM მზარდად ხდება საჯარო ფინანსების კომპონენტი.
o ხელისუფლებას სჭირდება მართოს რესურსები და ანგარიშვალდებული იყოს მოქალაქეებთან.
o მათ სჭირდებათ იმის უზრუნველყოფა, რომ საჯარო ფული, ისეთი როგორიც არის შეგროვილი
გადასახადები, გამოყენებულ იქნეს მიზნობრივად და მიწოდებული სერვისი იყოს ხარისხიანი.

lecturer PhD Sh.Kakhidze 11


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
o მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელეების, კონტრაქტორების შრომის ანაზღაურება იყოს დროულად
გადახდილი.
o ხელისუფლებას ასევე სჭირდება იმის უზრუნველყოფა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებები იყოს
ქმედითი და მდგრადი როგორც საშუალოვადიან, ასევე გრძელვადიან პერიოდში.
o ამისათვის, ისინი საჭიროებენ შეიქმნას ე.წ. ბუფერი გაუთვალისწინებელ მოვლენებთან
გასამკლავებლად.

❖ კარგი PFM მნიშვნელოვანია დაბალშემოსავლიანი ქვეყნებისათვის, რომლებიც ცდილობენ მდგრადი


განვითარების მიზნების მიღწევას.

❖ მაგრამ PFM ასევე საკვანძოა ზრდადი ეკონომიკის (emerging market countries) მქონე ქვეყნებისათვის,
რომლებიც ახდენენ თავიანი რესურსების მართვის მოდერნიზებას.

❖ PFM ასევე მნიშვნელოვანია განვითარებული ქვეყნებისათვის, რომლებსაც შეიძლება დაარტყას


ფინანსურმა კრიზისმა ან ბუნებრივმა კატასტროფებმა.

lecturer PhD Sh.Kakhidze 12


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM

o კარგი PFM უზრუნველყოფს, რომ ქვეყნები, რომლებიც იღებენ დონორების დაფინანსებას,


უზრუნველყოფენ თავიანთ მდგრადობას და რესურსებს უკეთესად მართავენ.

o PFM ეხმარება ქვეყნებს დახარჯონ თავიანი რესურსები ეფექტურად.

o PFM კრიტიკულად მნიშვნელოვანია დიდი ბუნებრივი რესურსების მქონე ქვეყნებისთვის. ნავთობის


ექსპორტიორების თქმით - რესურსები მუდმივად არ გასტანს. PFM კი მნიშვნელოვანია მდგრადობის
მხედველობაში მიღება.

o PFM ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მწირი რესურსების მქონე ქვეყნებისთვის, იმისათვის რომ
მოხდეს რესურსების გონივრულად მართვა.

o PFM შეეხება იმ კანონებს, ორგანიზაციებს, სისტემებს და პროცედურებს, რომლებიც ხელმისაწვდომია


ხელისუფლებისთვის რესურსების ეფექტიანი, ეფექტური და გამჭირვალე გამოყენების
უზრუნველსაყოფად.

lecturer PhD Sh.Kakhidze 13


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM

lecturer PhD Sh.Kakhidze 14


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
• PFM მზარდად ინტერდისციპლინარულია. მიუხედავად იმისა, რომ მის საფუძვლებს წარმოადგენს
ეკონომიკა, ბუღალტრული აღრიცხვა და კანონმდებლობა, PFM ასევე აქვს პოლიტიკური ეკონომიკის,
მენეჯმენტისა და საინფორმაციო სისტემების ასპექტები.

• PFM არამარტო ინტერდისციპლინარულია, არამედ ასევე ის მოიცავს საჯარო რესურსების მართვის


ყველა ასპექტს.

• მარტივად რომ ვთქვათ, PFM არის ის, თუ როგორ მართავს ხელისუფლება თავის რესურსებს, საჯარო
ფინანსებს. ის შეეხება კანონებს, ორგანიზაციებს, სისტემებს და პროცედურებს, რომელიც საჭიროა
ხელისუფლებისათვის ფისკალური პოლიტიკის კარგად იმპლიმენტაციისათვის.

• სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, PFM ეს არის ინსტიტუციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ფისკალური
პოლიტიკის მუშაობას. PFM ინსტიტუციებში მოიაზრება მნიშვნელოვანი, კონკრეტული საბიუჯეტო
ორგანიზაციები. ასევე აქ მოიაზრება კანონმდებლობა, პროცედურები, ჩარჩოები (frameworks). ეს
ყოველივე კი არის საჭირო იმისათვის, რომ ხელისუფლებამ მართოს თავისი ფინანსები კარგად. ეს
შესაძლოა იყოს კანონი, რეგულაცია, ცალკეულ შემთხვევაში კი კონსტიტუცია. PFM დაკავშირებულია
პოლიტიკური ეკონომიკის ასპექტებთან. ის მოიცავს მმართველობის ცვლილების კულტურას,
სტიმულების შექმნას, სახელისუფლო რესურსების მართვის ქცევის რეგულირებას - პოლიტიკოსები
საკანონმდებლო ორგანოში, საჯარო მოხელეები აღმასრულებელში.

• თანამედროვე PFM ასევე ხაზს უსვამს მოქალაქეების უფლებას, იცოდნენ და ესმოდეთ ბიუჯეტი.

lecturer PhD Sh.Kakhidze 15


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM

lecturer PhD Sh.Kakhidze 16


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
• PFM აღწერს თუ რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ გახორციელდეს არა თავად ფისკალური
პოლიტიკა, არამედ მოხდეს ფისკალური პოლიტიკის კარგი იმპლიმენტაცია.

• მაგალითისათვის: ფისკალური პოლიტიკა ქვეყნისთვის შესაძლოა იყოს ვალის შემცირება უსაფრთხო


დონეზე. ფისკალური პოლიტიკა შესაძლოა ადრესირებული იყოს თუ როგორი უნდა იყოს ფისკალური
დეფიციტი ვალის უსაფრთხო დონეზე შესანარჩუნებლად. ფისკალური პოლიტიკა, შესაძლოა ასევე
უყურებდეს თუ რატომ უნდა მოხდეს ვალის და დეფიციტის შემცირება.

PFM ეხმარება ფისკალურ პოლიტიკას და უზრუნველყოფს შესაბამის ინსტუმენტებს ან გზებს, იმისთვის რომ
გახადოს ცვლილებები მოთხოვნადი.

✓ ფისკალური პოლიტიკა გვეკითხება, რა არის ვალის სასურველი დონე.


➢ ჩვენს შეთხვევაში პასუხი არის ის, რომ დეფიციტი არ უნდა აჭარბებდეს 3 პროცენტს მშპ-ს.

✓ PFM კი განიხილავს, თუ რა არის საჭირო ახალი წესის იმპლიმენტაციისათვის.

• PFM არის სახელისუფლებლო ფინანსების, დანახარჯებისა და შემოსავლების მართვა. ის შეეხება წესებს,


ორგანიზაციებს, სისტემებს და პროცედურებს, რომელიც საჭიროა ხელისუფლებისათვის ფისკალური
პოლიტიკის კარგად იმპლიმენტაციისათვის.

PFM მთავარი დანიშნულება არის რომ იყოს ერთგვარი საძირკველი საჯარო ფულის ან რესურსების კარგი
მართვის.
lecturer PhD Sh.Kakhidze 17
თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM

lecturer PhD Sh.Kakhidze 18


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM

lecturer PhD Sh.Kakhidze 19


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM

o რა არის ფისკალური პოლიტიკა? ფისკალური პოლიტიკა შეიძლება განიმარტოს, როგორც


სახელისუფლებო დანახარჯებისა და შემოსავლების გამოყენების გავლენა ეკონომიკაზე.

o პოლიტიკოსები ეკონომიკაზე გავლენისათვის იყენებენ ორ უმთავრეს ინსტრუმენტს -


მონეტარულ პოლიტიკასა და ფისკალურ პოლიტიკას.

o ეროვნული ბანკი იყენებს მონეტარულ პოლიტიკას, იმისათვის რომ მოახდინოს


ეკონომიკაში ფულის მიწოდებისა და სესხების მონიტორინგი.

o ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით, ხელისუფლებას შეუძლია როგორც პირდაპირი, ასევე


არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს ეკონომიკაში მოთამაშე სუბიექტების ქცევაზე.

o PFM კი არის ის, თუ როგორ უნდა მოვახდინოთ ფისკალური პოლიტიკის იმპლიმენტაცია.

lecturer PhD Sh.Kakhidze 20


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
• PFM სფერო უფრო ფართეა, ვიდრე ბიუჯეტი. ის ფარავს მთლიან ხელისუფლებას. (general government).
მთლიანი ხელისუფლების სექტორი მოიცავს ცენტრალურ ხელისუფლებას, ადგილობრივ
ხელისუფლებას, ბიუჯეტგარეშე ფონდებს.

• დამატებით, ეს არის ფართე საჯარო სექტორი. რომელიც მოიცავს საჯარო კორპორაციებს.

lecturer PhD Sh.Kakhidze 21


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
• PFM სფერო უფრო ფართეა, ვიდრე ბიუჯეტი. ის ფარავს მთლიან ხელისუფლებას. (general government).
მთლიანი ხელისუფლების სექტორი მოიცავს ცენტრალურ ხელისუფლებას, ადგილობრივ
ხელისუფლებას, ბიუჯეტგარეშე ფონდებს.

• დამატებით, ეს არის ფართე საჯარო სექტორი. რომელიც მოიცავს საჯარო კორპორაციებს.

• PFM მნიშვნელოვანია სამი მთავარი მიზეზის გამო.

❖ პირველი - PFM უზრუნველყოფს გზებს, იმისათვის რომ ხელი შეუწყოს მდგრადობას.


• PFM უზრუნველყოფს, რომ მომავალი თაობებმა თავის თავზე არ აიღონ უპასუხისმგებლო პოლიტიკური
გადაწყვეტილებების შედეგად წარმოქმნილი დანახარჯები.

❖ მეორე - PFM სწავლობს, თუ როგორ ანაწილებს ხელისუფლება რესურსებს.


• იმისთვის რომ მოხდეს პოლიტიკურ და სტრატეგიულ პრიორიტეტებთან თანხვედრა, როდესაც ქვეყანას
ჭირდება ახალი პოლიტიკის იმპლიმენტაცია, საჭიროა ფისკალური სივრცის (fiscal space) მოძიება.

❖ მესამე - საზედამხედველო მექანიზმები და გამჭირვალობა.


• PFM აგებს ნდობას და ხდის ხელისუფლებას ანგარიშვალდებულს თავისი ქმედებებისა და
გადაწყვეტილებებთან მიმართებაში.
• PFM არის თუ როგორ უნდა მოახდინოს ხელისუფლებამ სახელმწიფო რესურსების ეფექტური,
ეფექტიანი და გამჭვირვალე გამოყენება.

lecturer PhD Sh.Kakhidze 22


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM

• PFM უზრუნველყოფს ფისკალური სივრცის (fiscal space) შექმნისა და მართვის ჩარჩოს.


• ფისკალური სივრცე შეეხება შესაძლებლობას, დაფინანსდეს დამატებითი ან ახალი საჯარო
დანახარჯები გაზრდილი რესურსების ან/და დანახარჯების რაციონალიზაციის ან რეალოკაციის
შედეგად.

• მზარდი რესურსები შესაძლოა მობილიზდეს შიდა რესურსების მობილიზაციით, საგადასახადო


პოლიტიკაში ცვლილებით, ახალი ბუნებრივი რესურსების მოძიებით, ან საერთაშორისო დახმარებების
მობილიზაციით.

• სხვა გზა ფისკალური სივრცის შექმნის არის შემცირდეს ხარჯვა დანახარჯების რეალოკაციის ან
შემცირების ხარჯზე.

• რომ შევაჯამოთ, ფისკალური სივრცე (fiscal space) არის შეიქმნას ქვეყნისთვის ისეთი სივრცე, ადგილი,
იმისათვის რომ მოხდეს შესაბამისობა, თანხვედრა ფისკალური პოლიტიკის მიზნებთან ისე, რომ არ
მოხდეს გავლენა სახელმწიფო ვალის მდგრადობაზე ან არ გამოიწვიოს ფინანსური ბაზრების
საპირისპირო ან ნეგატიური რეაქცია.

• PFM არის საკვანძო იმის უზრუნველსაყოფად, რომ ფისკალური სივრცე შეიქმნება მაშინ როდესაც ეს
არის საჭირო. PFM ფაქტობრივად, ქმნის ფისკალურ სივრცეს.
• PFM ზოგჯერ ფაქტიურად კარნახობს ფისკალურ სივრცეს.
• PFM მნიშვნელოვანია მდგრადობისათვის. მდგრადი განვითარების მიზნების SDG sustainable development
goals მისაღწევად.
lecturer PhD Sh.Kakhidze 23
თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM

lecturer PhD Sh.Kakhidze 24


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
 სახელმწიფო ფინანსების მართვა არის სახელმწიფო ფულის ბიუჯეტირების, გამოყენების და
მართვის სისტემა.

 ვიწრო და შესაძლოა ითქვას ტრადიციული გაგებით, PFM განიხილავს თუ როგორ ახდენს


ხელისუფლება ბიუჯეტის მართვას შესაბამისი საბიუჯეტო პროცესის თითოეულ ეტაპზე.
ის დაკავშირებულია პროცესებისა და პროცედურების ერთობლიობასთან, რომლებიც
ფარავს და მოიცავს სამთავრობო დანახარჯების მართვის ყველა ასპექტს.

 PFM არის ინტერდისციპლინარული ერთობლიობა ეკონომიკის, პოლიტიკური მეცნიერების,


სახელმწიფო მმართველობის და ანგარიშგების და გვევლილება როგორც ინოვაციური იდეებისა
და რეფორმების შენაერთი, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო ფინანსების მართვასთან.

 სახელმწიფო ფინანსების მართვა დაკავშირებულია სახელმწიფო რესურსებთან: კერძოდ, კი


ეკონომიკიდან მობილიზებული რესურსების განაწილებასა და გამოყენებასთან. სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ ეს არის „სახელმწიფო ფულის ადმინისტრირება“.

სახელმწიფო ფული არის ფული, რომელიც მობილიზებულია, განკარგულია, განაწილებულია ან


დახარჯულია სახელმწიფო ან კერძო ინსტიტუტების მიერ სახელმწიფო სექტორის სამართლებრივი
სავალდებულო მანდატის ფარგლებში.

1980-იანი წლებიდან სხვადასხვა რეფორმების საფუძველზე PFM სისტემამ მნიშვნელოვანი


ცვლილებები ე.წ. „რევოლუცია“ განიცადა.
lecturer PhD Sh.Kakhidze 25
თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
 სახელმწიფო ფინანსების მართვა (PFM-Public Financial Management) საფუძვლად უდევს
ყველა სამთავრობო აქტივობას.

 PFM მოიცავს ყველა სამთავრობო ქმედებას - რესურსების მობილიზაციას, ამ


რესურსების განაწილებას სხვადასხვა აქტივობებზე, გადასახდელებს და
საბოლოოდ დახარჯული სახსრების ანგარიშგებას.

საჯარო ფინანსების მართვის ძირითადი კომპონენტები


• PFM წარმოადგენს არა მარტო საბიუჯეტო პროცესის ტექნიკური
შესაძლებლობების კვლევას, არამედ ამ პროცესის მიღმა პოლიტიკებისა და
ინსტიტუციონალური სტრუქტურის შესწავლას.
 ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს მთავრობაში იმ უწყებას, რომლის
საშუალებითაც ხორციელდება საჯარო ფინანსების მართვა - PFM. შესაბამისად,
ბენეფიციარებს წარმოადგენენ: სამინისტროები, სამსახურები და სააგენტოები;
გადასახადის გადამხდელები, რომლებიც ხედავენ, თუ როგორ ხდება მათ მიერ
გადახდილი ფულის განკარგვა; პოლიტიკოსები, რომლებსაც ირჩევენ საბიუჯეტო
დაპირებების მიხედვით.

lecturer PhD Sh.Kakhidze 26


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
რატომ ხდება PFM უფრო და უფრო მეტად მნიშვნელოვანი?
 პარიზის, აკრას და ბუსანის დეკლარაციების შემდეგ, კარგი მმართველობა მოექცა
ყველაზე დიდი ყურადღების ცენტრის ქვეშ. ეს შეთანხმებები ითვალისწინებს
ეროვნული საჯარო ფინანსური მართვის სისტემების გამოყენებას.

 პოლიტიკური ეკონომიკის კონტექსტის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება


მოითხოვს როგორც ფიდუციური (რესურსების სწორი გამოყენება), ასევე
რეპუტაციული (ძირითადი პრინციპების დარღვევა) ასპექტების შეფასებას.

 „ეფექტიანი სახელმწიფოს“ მშენებლობისთვის მნიშვნელოვანია:


ცნობიერების ამაღლებაზე მეტი ყურადღების გამახვილება, ადგილობრივი
რესურსების მობილიზაციის გაძლიერება, დახმარებებზე დამოკიდებულების
შემცირება, სოციალური და პოლიტიკური ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება.

lecturer PhD Sh.Kakhidze 27


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
რატომ ხდება PFM უფრო და უფრო მეტად მნიშვნელოვანი?
 PFM სცდება ტრადიციულ ბიუჯეტირებას: ფორმულირება, მომზადება, შესრულება,
კონტროლი და ვალიდაცია
 ფოკუსირებულია საჯარო რესურსების მართვაზე:
- პირდაპირ ბიუჯეტის მეშვეობით, ან
- არაპირდაპირ მმართველობის ქვედა დონეების, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული
საწარმოების, კვაზი-ფისკალური აქტივობების და კერძო სექტორთან ერთობლივი
პარტნიორობებით.

lecturer PhD Sh.Kakhidze 28


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
 სახელმწიფო ფინანსების მართვა ეს არის სახელმწიფო რესურსების მენეჯმენტი.

 PFM არ არის მხოლოდ საბიუჯეტო პროცესის ტექნიკური შესაძლებლობების გაცნობიერება,


არამედ ეს არის ასევე მის უკან არსებული პოლიტიკისა და ინსტიტუციონალური
სტრუქტურის გაცნობიერება.

 PFM მნიშვნელობა მუდმივად იზრდება, ვინაიდან ხდება მზარდი ფოკუსირება ეფექტური


სახელმწიფოს შენებაზე, საშინაო რესურსების მობილიზების გაზრდაზე, დონორთა
დახმარებაზე დამოკიდებულების შემცირებაზე, სოციალური და პოლიტიკური
ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებაზე.

lecturer PhD Sh.Kakhidze 29


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
PFM განსაზღვრებები

• IMF, 2013: “PFM ….is concerned with how governments manage ….. all aspects of resource
mobilization and expenditure management ..... with a progressive extension to the medium- to long-
term implications and risks for public finances of today’s policy decisions.”

• More recently, Andrews et al, define PFM as “the way governments manage public resources (both
revenue and expenditure) and the immediate and medium-to-long-term impact of such resources on
the economy or society.”

• As such, “PFM has to do with both processes (how governments manage) and results (short, medium,
and long term implications of financial flows).”

lecturer PhD Sh.Kakhidze 30


თბილისი 2017
თანამედროვე PFM სისტემის თანამედროვე მახასიათებლები

 ინფორმაცია: წარსულ, მიმდინარე და სამომავლო ფისკალურ განვითარებაზე ნათელი,


სანდო, ოპერატიული, დროული და რელევანტურ ინფორმაციაზე საჯარო
ხელმისაწვდომობა.

 მკაფიოდ განსაზღვრული ფისკალური პოზიცია: ნათლად განსაზღვრული ფისკალური


პოზიციის ანალიზის შესაძლებლობა და მისი დინამიკა არის ერთგვარი გამოწვევა.
ინფორმაცია არის ამგვარად მნიშვნელოვანი რომ გაანალიზდეს სტატუს-ქვო.

 ზევიდან-ქვევით პერსპექტივა: მაკროეკონომიკური შეზღუდვები არის


გასათვალისწინებელი, სტაბილიზაციისა და გრძელვადიანი მდგრადობის
უზრუნველყოფისა და შენარჩუნებისთვის.

 საშუალოვადიანიდან გრძელვადიანი ხედვა: შესაძლებლობა შეფასდეს დღევანდელი


პოლიტიკის გადაწყვეტილებების გავლენა საშუალოვადიანიდან გრძელვადიან პერიოდში.

 ფინანსური შესაბამისობა რჩება ყველა კარგი საბიუჯეტო სისტემის ძირითად ბირთვად,


შესაბამისად პოლიტიკა უნდა შესრულდეს დაგეგმილის შესაბამისად.

 ანგარიშვალდებულება უნდა აღსრულდეს ყველა დონეზე დამოუკიდებელი ინსტიტუციების


და საბიუჯეტო პროცესში საზოგადოებრივი მონაწილეობის მეშვეობით.
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
PFM-ის განხორციელების ადგილია მთლიანად მთავრობა - ყველა უწყება
ჩართულია.

 მის გარეშე
✓ მთავრობები გაკოტრდებოდნენ
✓ გადასახადის გადამხდელთა ფული გაიფლანგებოდა
✓ ეკონომიკური განვითარება შეჩერდებოდა
✓ გადასახადის გადამხდელთა ფულს მოიპარავდნენ

 ეფექტური PFM სისტემა აუცილებელია იმისათვის რომ მოხდეს რესურსების ეფექტური


გამოყენების მაქსიმიზაცია, სახელმწიფო ფინანსების გამჭვირვალობის მაღალი დონე და
ანგარიშვალდებულება და უზრუნველყოფილ იქნეს გრძელვადიანი ეკონომიკური
კეთილდღეობა.

lecturer PhD Sh.Kakhidze 32


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
საჯარო ფინანსების მართვის სამი მიდგომა

(I). „კლასიკური“ ფინანსური ეკონომისტის მიდგომა


✓ (მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომიკური
ლიტერატურა)

(II). ოპერაციული (სამთავრობო) და რისკ მიდგომა


✓ (ყოვლისმომცველი მართვის მიდგომა)

(III). „სისტემის“ პოლიტიკური მმართველობა


✓ (კარგი მმართველობა საჯარო ფინანსებში)

lecturer PhD Sh.Kakhidze 33


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
„კლასიკური“ ფინანსური ეკონომისტის მიდგომა
(მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ეკონომიკური
ლიტერატურა)
„კლასიკური“ მიდგომით სახელმწიფო ფინანსების მართვის სამი „კლასიკური“
მიზანია:
მიღებულია, რომ მთლიანი ფისკალური დისციპლინის არსებობა აუცილებელია რესურსების განაწილების ეფექტიანობის
მისაღწევად, ხოლო ეს უკანასკნელი წინ უნდა უძღოდეს საოპერაციო/ტექნიკურ ეფექტიანობას.

მთლიანი ფისკალური
დისციპლინა
Aggregate fiscal discipline

რესურსების განაწილების
საოპერაციო ეფექტიანობა
ეფექტიანობა
Operational efficiency
Allocative efficiency
(outputs/efficiency)
(aoutcomes/efficiency) lecturer PhD Sh.Kakhidze 34
თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
PFM მიზნები

სამი კომპლემენტარული და ურთიერთდამოკიდებული მიზანი (remember Musgrave’s):

▪ Aggregate fiscal discipline – რესურსების მართვის ციკლის ყველა დონეზე საბიუჯეტო


მაჩვენებლების ეფექტური მართვა [Spending in a fiscally sustainable manner]
▪ Strategic Allocation – პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე სტრატეგიულ პრიორიტეტებზე
რესურსების ალოკაციისა და გადანაწილების შესაძლებლობა [Spending on the right set of
activities]
▪ Operational Efficiency – მომსახურების მიწოდებისას ხარჯთ-ეფექტურობის მიღწევა [Getting
more out of each tax dollars or VFM]

 ჯანსაღმა PFM სისტემამ მხედველობაში უნდა მიიღოს და გაითვალისწინოს სოციალური


ღირებულებების ფართო სპექტრი და ისეთი საჭიროებები, როგორიც არის
ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, პროგნოზირება, კარგი მმართველობის ძირითადი
„სვეტების“ (pillar) ერთობლივი თანამონაწილეობა.

 საბოლოოდ შეგვიძლია ითქვას, რომ PFM მიზანია გახადოს ხელისუფლება


პასუხისმგებლობიანი და ანგარიშვალდებული.

lecturer PhD Sh.Kakhidze 35


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
მიზანი 1: მთლიანი ფისკალური დისციპლინა
ფისკალური მდგრადობა

განსაზღვრება:
• გადასახდელების დაგეგმვა მისაღები შემოსულობების ფარგლებში და ვალის იმ
დონეზე შენარჩუნება, რომლის მომსახურებაც განსაკუთრებით ძვირი არ იქნება

მოთხოვნები:
• დანახარჯების საერთო შეფასება
• ბიუჯეტი უნდა იყოს სწორად მიღებული გადაწყვეტილებების შედეგი. ის
უბრალოდ არ უნდა წარმოადგენდეს ხარჯვით მოთხოვნებს. საბიუჯეტო
მონაცემები უნდა განისაზღვროს ცალკეული ხარჯვითი გადაწყვეტილებების
განხორციელებამდე და უნდა იყოს მდგრადი საშუალოვადიანი და შემდგომი
პერიოდისათვის.

ძირითადი მოთამაშეები:
• ფინანსთა სამინისტროს დომინანტი როლი

საკვანძო კავშირები:
• პარლამენტი - ფინანსთა სამინისტრო
lecturer PhD Sh.Kakhidze 36
თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM

 ერთიანი ფისკალური დისციპლინა გულისხმობს ფისკალური საქმიანობის


ისეთი ძირითადი საზომების კონტროლს, როგორებიც არის მთლიანი
დანახარჯები, მთლიანი შემოსულობები, ფინანსური ბალანსი და სახელმწიფო
ვალი.

 ზოგიერთ ქვეყანას აქვს მიღებული ფორმალური წესები ფისკალური


დისციპლინის უზრუნველსაყოფად, მაგალითისათვის სესხების აღება მხოლოდ
კაპიტალური მიზნებისთვის (.ე.წ „ოქროს წესი“).

 ფისკალური დისციპლინის დასაცავად, პარლამენტი არ უნდა დაეთანხმოს


ახალი ხარჯების დამატებას, ბიუჯეტში შესაბამისი შემცირებების გარეშე.

lecturer PhD Sh.Kakhidze 37


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
მიზანი 2: რესურსების განაწილების ეფექტიანობა
საბოლოო შედეგები / ეფექტურობა

განსაზღვრება:
• რესურსების ხარჯვა და განაწილება იმ სფეროებზე, რომლებიც შეესაბამება სამთავრობო
მიზნებს და შესაბამისი პროგრამების ეფექტიანობის უზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია
ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრა დაგეგმვის ეტაპზე და თითოეული პროგრამის
მიხედვით საბოლოო შედეგების განსაზღვრა.

მოთხოვნები:
• გადასახდელები დაფუძნებული უნდა იყოს სამთავრობო პრიორიტეტებზე და სახელმწიფო
პროგრამების ეფექტურობაზე. საბიუჯეტო სისტემამ უნდა წაახალისოს რეალოკაცია
ნაკლებიდან უფრო მნიშვნელოვან პრიორიტეტებზე და ნაკლებიდან მეტად ეფექტურ
პროგრამებზე.

ძირითადი ელემენტები:
• ეროვნული პრიორიტეტების განსაზღვრის ძლიერი შესაძლებლობა
• პროგრამების საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაცია
• რეალოკაციის შესაძლებლობა და სურვილი
• პროგრამის საბოლოო შედეგებზე ინფორმაცია

ძირითადი მოთამაშეები:
• მთავრობა (და პარლამენტი), მხარჯავი დაწესებულებები (სამინისტროები)

საკვანძო კავშირები:
მთავრობა - ფინანსთა სამინისტრო - სამინისტროები
lecturer PhD Sh.Kakhidze 38
თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
 გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური რესურსები შეზღუდულია, ბიუჯეტირება
იძულებულს გვხდის განვიხილოთ სახელმწიფო ფინანსებზე არსებული მოთხოვნები და
მოვახდინოთ მათი ურთიერთშედარება.

 ალოკაციის ეფექტურობის მიღწევა ან სტრატეგიული პრიორეტიზაცია მოითხოვს


სამთავრობო შესაძლებლობებს გაანაწილოს რესურსები და შეარჩიოს პროგრამები და
პროექტები მისი მიზნების შესაბამისად, ეს პროცესი უზრუნველყოფილია, როდესაც
ბიუჯეტის პოლიტიკური საფუძვლები ნათლად არის ჩამოყალიბებული საშუალოვადიან
სტრატეგიაზე დაყრდნობით.

 სუსტი საბიუჯეტო შესრულება იწვევს რესურსების ალოკაციას და საფრთხეს უქმნის


სახელმწიფო პრიორიტეტებს. ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება საზოგადოების
უღარიბესი და სოციალურად დაუცველი ჯგუფებიდან რესურსების ბიუროკრატიული
ინტერესების და მეტი ინტერესების მქონე ჯგუფებისაკენ მიმართვა.

 პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს მნიშვნელოვანი პლატფორმა ეროვნულ


პრიორიტეტებთან დაკავშირებით საჯარო დებატებისათვის.

lecturer PhD Sh.Kakhidze 39


თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
მიზანი 3: საოპერაციო ეფექტიანობა
შუალედური შედეგები / ეფექტიანობა

განასაზღვრება:
• სტრატეგიული პრიორიტეტების მიხედვით განხორციელებული პროგრამების ფარგლებში
დახარჯული რესურსების პროდუქტიული და ეფექტიანი გამოყენება. განისაზღვრება
დახარჯული რესურსების შეფარდებით მიღებულ შუალედურ შედეგებთან.

მოთხოვნები:
• უწყებებმა უნდა აწარმოონ საქონელი და მომსახურება იმ ღირებულებით, რაც მოიტანს
წარმოების ეფექტიანობიდან სარგებელს და კონკურენტუნარიანი იქნება საბაზრო
ფასებთან.

საზომი:
• გამოყენებული რესურსების ფარდობა მიღებულ შუალედურ შედეგებთან მიმართებაში
• ხარჯების ნიშნული (ბენჩმარკი)
• შედეგების ხარისხი და დროულობა

ძირითადი მოთამაშეები:
სამინისტროები line ministries

საკვანძო კავშირები:
სამინისტრო/სააგენტო - პროგრამის მენეჯერები
lecturer PhD Sh.Kakhidze 40
თბილისი 2017
სახელმწიფო ფინანსების მართვა PFM
 მას შემდეგ რაც მოხდება თანხების განაწილება, მათი ხარჯვით უნდა იქნეს მიღწეული
მაქსიმალური შედეგი.

 ოპერაციული ეფექტიანობა ეს არის სამთავრობო უწყებების მიერ დახარჯული


რესურსების შეფარდება იმ შედეგთან, რომელიც წარმოებულია ან შესყიდულია მათ მიერ.
მხარჯავმა დაწესებულებებმა უნდა ეცადონ შეაფასონ დანაკარგები და აწარმოონ
საქონელი და მომსახურება იმ ღირებულებით, რაც მოიტანს წარმოების ეფექტიანობიდან
სარგებელს.

 პარლამენტმა განხილვებისას მხედველობაში უნდა მიიღოს არა მხოლოდ სახსრების


ალოკაცია, არამედ ის თუ რა მიიღწევა მა თანხით.

 საკანონმდებლო კონტროლისათვის საჭიროა რომ საბიუჯეტო ფორმატში წარმოდგენილი


იყოს და ფოკუსირება მოხდეს როგორც ხარჯებზე, ასევე შედეგებზე. ასევე საჭიროა
ინფორმაციის არსებობა სატრატეგიულ მიზნებზე, შუალედური და საბოლოო შედეგების
მიზნობრივ მაჩვენებლებზე. პარლამენტის ზედამხედველობა და აუდიტის მიგნებები
ასევე აძლიერებენ შესრულების ანგარიშგების პროცესს.

lecturer PhD Sh.Kakhidze 41


თბილისი 2017
ბიუჯეტი - სახელმწიფო ფინანსების
ინსტრუმენტი
სახელმწიფო ფინანსების მთავარი ინსტრუმენტი - ბიუჯეტია
თანამედროვე გაგებით ბიუჯეტი შემოსულობებისა და გადასახდელების ერთიანობას
წარმოადგენს. იგი სახელმწიფო ფინანსების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია;

 საინტერესო საკითხავი
 http://www.oecd.org/gov/budgeting/oecdjournalonbudgeting.htm

სიტყვა ბიუჯეტი მომდინარეობს ინგლისური სიტყვისგან budget, რაც ტომარას ნიშნავს.


როდესაც ინგლისის პარლამენტში მთავრობა თემთა პალატას ფულს სთხოვდა, ხაზინის კანცლერი ხსნიდა პორტფელს
(ტომარას), სადაც სახელმწიფო შემოსავალ-გასავლის ხარჯთაღრიცხვის კანონპროექტი იდო. ამას უწოდებდნენ ბიუჯეტის
გახსნას.

lecturer PhD Sh.Kakhidze 42


თბილისი 2017
ბიუჯეტი - სახელმწიფო ფინანსების
ინსტრუმენტი
 ბიუჯეტი არის მთავრობის ცენტრალური პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ასახავს, თუ
როგორ მოხდება წლიური და მრავალწლიური მიზნების პრიორეტიზაცია და მიღწევა.
სამთავრობო პოლიტიკის სხვა ინსტუმენტებთან ერთად - როგორიც არის კანონები,
რეგულაციები და საზოგადოების სხვა აქტორებთან ერთან ერთობლივი აქტივობები -
ბიუჯეტის მიზანია მოახდინოს გეგმებისა და მისწრაფებების რეალობაში გარდაქმნა.
 უფრო მეტიც, ბიუჯეტი არის ხელშეკრულება მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის,
რომელიც აჩვენებს თუ როგორ ხდება რესურსების ზრდა და მისი ალოკაცია
საზოგადოებრივი სერვისების მიწოდებისათვის.
 მიმდინარე წლების გამოცდილებამ გამოკვეთა თუ როგორ უნდა მოხდეს კარგი
ბიუჯეტირების უზრუნველყოფა და ამის შესაბამისად, გამოიკვეთა თამანედროვე საჯარო
მმართველობის სხვადასხვა პილარები pillars: გამჭვირვალობა, ერთიანობა, ღიაობა,
მონაწილეობა, ანგარიშვალდებულება და სტრატეგიული მიდგომეა სახელმწიფოებრივი
მიზნების დაგეგმარებასა და მიღწევაში. ამგვარად ბიუჯეტირება არის უმნიშვნელოვანესი
ქვაკუთხედი სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის ნდობის მთლიან არქტიტექტურაში.

lecturer PhD Sh.Kakhidze 43


თბილისი 2017
ბიუჯეტი - სახელმწიფო ფინანსების
ინსტრუმენტი
 ბიუჯეტი წარმოადგენს პოლიტიკური პროცესის საფუძველს, სადაც ხდება შეზღუდული
რესურსების გადანაწილება საზოგადოებისათვის სასურველ მიზნებზე - ამგვარად ეს
არის:
- რიგი პროცესებისა და პროცედურებისა, იმისათვის რომ მოხდეს დანახარჯების
დაკავშირება დაგეგმილი მიზნების შესრულებასთან (Schick).
- მცდელობა, პოლიტიკური პროცესების გავლით მოხდეს ფინანსური რესურსების
გადანაწილება, იმისათვის რომ უზრუნველყოფილ იქნას განსხვავებული მიზნები
(Wildavski).
- ეს ერთი შეხედვით მარტივი განსაზღვრება თავის თავში მოიცავს სირთულეს და
მრავალმხრივობას, რაც საჭიროა იმისათვის, რომ უკეთ იქნეს აღქმული მისი
სხვადასხვა განმარტებები, კომპონენტები,საკვანძო ფუნქციები, აქტორები.

lecturer PhD Sh.Kakhidze 44


თბილისი 2017
ბიუჯეტი - სახელმწიფო ფინანსების
ინსტრუმენტი
 ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და
ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების
მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების
ერთობლიობა, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური
რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების შესაბამისი ორგანოების მიერ;

lecturer PhD Sh.Kakhidze 45


თბილისი 2017
ბიუჯეტი - სახელმწიფო ფინანსების
ინსტრუმენტი
 სახელმწიფო ბიუჯეტი – საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული,
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების
შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და
ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

 ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი – ავტონომიური რესპუბლიკის


უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების
ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების,
გასაწევი გადასახდელებისა და ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

 ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი – ადგილობრივი


თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს) მიერ
დამტკიცებული, ადგილობრივი ხელისუფლების ფუნქციებისა და ვალდებულებების
შესრულების მიზნით მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელებისა და
ნაშთის ცვლილების ერთობლიობა;

 საქართველოს ნაერთი ბიუჯეტი – საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური


რესპუბლიკების რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების
კონსოლიდირებული ბიუჯეტი. ნაერთი ბიუჯეტი არ ექვემდებარება არც ერთი
ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას;
lecturer PhD Sh.Kakhidze 46
თბილისი 2017
ბიუჯეტი - სახელმწიფო ფინანსების ინსტრუმენტი

 დამტკიცებული ბიუჯეტი – შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენლობითი


ორგანოს მიერ დამტკიცებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი;

 დაზუსტებული ბიუჯეტი – საბიუჯეტო კოდექსის ცალკეული (31-ე, 69-ე და 92-ე)


მუხლების საფუძველზე კორექტირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის
ბიუჯეტი;

 საგანგებო ბიუჯეტი - საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში


საგანგებო ან საომარი მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში საქართველოს
პარლამენტს შეუძლია დაამტკიცოს საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი
საგანგებო ბიუჯეტი საგანგებო ან საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებულ
ღონისძიებათა მიზნობრივი დაფინანსებისათვის. საგანგებო ბიუჯეტის
მოქმედებისას საბიუჯეტო კოდექსის 28-ე და 31-ე მუხლებით დადგენილი
პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია.

lecturer PhD Sh.Kakhidze 47


თბილისი 2017
ბიუჯეტი - სახელმწიფო ფინანსების
ინსტრუმენტი

 წლიური ბიუჯეტი – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკისა და


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შესაბამისი
საბიუჯეტო წლისათვის დამტკიცებული ბიუჯეტი;

 ბიუჯეტის განწერა – ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის


ცვლილების ყოველთვიურად ან/და ყოველკვარტალურად განაწილება საბიუჯეტო
კლასიფიკაციის (გარდა ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების
ფუნქციონალური კლასიფიკაციისა) მიხედვით;

lecturer PhD Sh.Kakhidze 48


თბილისი 2017
ბიუჯეტი - სახელმწიფო ფინანსების
ინსტრუმენტი

 საჯარო ფინანსები არის მართვის სისტემა, რომელიც ასრულებს სამთავრობო


ფუნქციებს და აფინანსებს ცენტრალურ ხელისუფლებას, ცალკეულ სამთავრობო
ფონდებს და სოციალური დაცვის სიტემას.

 საჯარო ფინანსები მოიცავს ცენტრალური ხელისუფლების ბიუჯეტს, ცალკეულ


სამთავრობო ფონდებს, მუნიციპალიტეტებს და სოციალური დაცვის სისტემას (ქვე-
სისტემები).

 ცენტრალური ხელისუფლების ბიუჯეტი არის საჯარო ფინანსების ცენტრალური


დონე, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის და ცალკეული სახელმწიფო
ფონდის გამოკლებით, რაც კლასიფიცირდება როგორც საჯარო ფინანსების ქვე-
სისტემა.

 ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და ადგილობრივი უმცირესობის საბჭოები


კლასიფიცირდება როგორც საჯარო ფინანსების ადგილობრივი დონე.

lecturer PhD Sh.Kakhidze 49


თბილისი 2017
საბიუჯეტო მოწყობის სქემა

საქართველოს
კონსოლიდირებული
(ნაერთი) ბიუჯეტი

ადგილობრივი
საქართველოს ავტონომიური
თვითმმართველი
სახელმწიფო ერთეულების
ერთეულების
ბიუჯეტი ბიუჯეტები
ბიუჯეტები

აფხაზეთის თვითმმართველი
აჭარის ავტონომიური მუნიციპალიტეტების
ავტონომიური ქალაქების ბიუჯეტები
რესპუბლიკის ბიუჯეტები
რესპუბლიკის
რესპუბლიკური 5 თვითმმართველი
რესპუბლიკური 64 მუნიციპალიტეტი
ბიუჯეტი ქალაქი
ბიუჯეტი

lecturer PhD Sh.Kakhidze 50


თბილისი 2017
საბიუჯეტო მოწყობის სქემა

lecturer PhD Sh.Kakhidze 51


საბიუჯეტო მოწყობის სქემა

სახელმწიფოს ერთიანი
ბიუჯეტი

ადგილობრივი
ავტ.რესპუბლიკების თვითმმართველი
ცენტრალური
ერთიანი რესპუბლიკური ერთეულების ერთიანი
ბიუჯეტი მუნიციპალური ბიუჯეტები
ბიუჯეტები

ავტ. რესპუბლიკის ადგ. თვითთმართველი ნაერთი


სახელმწიფო ბიუჯეტი (კონსოლიდირებ
რესპუბლიკური ბიუჯეტი ერთეულის ბიუჯეტი
ული) ბიუჯეტი

სსიპ/ააიპ-ების სსიპ/ააიპ-ების სსიპ/ააიპ-ების


კონსოლიდირებული კონსოლიდირებული კონსოლიდირებული
ბიუჯეტები ბიუჯეტები ბიუჯეტები

lecturer PhD Sh.Kakhidze 52


საბიუჯეტო მოწყობის სქემა

lecturer PhD Sh.Kakhidze 53


თბილისი 2017
ბიუჯეტი - სახელმწიფო ფინანსების
ინსტრუმენტი

 ბიუჯეტი წარმოადგენს ცენტრალური მთავრობების მიერ შემუშავებულ გეგმას, თუ


როგორ მოიძიოს მთავრობამ სახსრები აღებული ვალდებულებების
შესასრულებლად. რა სახის და მოცულობის თანხები უნდა იქნეს ამისთვის
მობილიზებული სხვადასხვა გადასახადიდან (მაგალითად: დამატებული
ღირებულების, აქციზის ან მოგების გადასახადიდან)

 ბიუჯეტი წარმოადგენს გეგმას, თუ როგორ უნდა დახარჯოს მთავრობამ მის მიერ


მობილიზებული თანხები. რა ღონისძიებები უნდა იქნეს დაფინანსებული და
როგორ უნდა განაწილდეს შემოსავლები სხვადასხვა სფეროზე (მაგალითად:
თავდაცვაზე, განათლებაზე, სოციალურ დაცვაზე და ა.შ.)

lecturer PhD Sh.Kakhidze 54


თბილისი 2017
ბიუჯეტი - სახელმწიფო ფინანსების
ინსტრუმენტი

 ბიუჯეტი განსაზღვრავს მთავრობის მიერ ასაღები სახელმწიფო ვალისა და სესხის


ლიმიტებს. თუ ხარჯები სჭარბობს შემოსავლებს, მთავრობამ უნდა აიღოს ვალი,
რათა დაფაროს მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების ხარჯები და
გადაიხადოს გასული წლის ვალები.

 ბიუჯეტი გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე. ზოგიერთი ხარჯი,


როგორიცაა განათლების და მეცნიერების ზრდის პროდუქტიულობა, მომავალში
გამოიწვევს მოსახლეობის შემოსავლის ზრდასაც; მეორე მხრივ გადასახადები
ამცირებს მოსახლეობის შემოსავალს და უტოვებს მას ნაკლებ სახარჯ ფულს,
ამიტომ ბიუჯეტმა უნდა გამონახოს საუკეთესო გამოსავალი და ისე უნდა
დააბალანსოს ხარჯები და გადასახადები, რომ იგი იქცეს ქვეყნის განვითარების
მძლავრ ბერკეტად.

lecturer PhD Sh.Kakhidze 55


თბილისი 2017
ბიუჯეტი - სახელმწიფო ფინანსების
ინსტრუმენტი

 ბიუჯეტზე თავად ახდენენ გავლენას ეკონომიკური პროცესები. მაღალი ეკონომიკური


ზრდის პირობებში ბიზნესი უფრო აქტიურდება, იზრდება დასაქმების მოცულობა,
შესაბამისად, იზრდება როგორც მოქალაქეების, ასევე ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავალიც.
ამ პირობებში მთავრობას ეძლევა საშუალება დააფინანსოს მეტი ღონისძიება და
მცირდება ვალის აღების საჭიროება.

 ბიუჯეტი წარმოადგენს ისტორიულ ფაქტს და სტრატეგიულ დოკუმენტს. ბიუჯეტი


მოიცავს ინფორმაციას გასულ წლებში მთავრობის მიერ მოზიდულ და დახარჯულ
თანხებზე, ასევე მოიცავს საპროგნოზო ინფორმაციას თანხების მომავალში ხარჯვასთან
დაკავშირებით.

ზემოაღნიშნული გათვალისწინებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოში არსებობდეს სახელმწიფო


ფინანსების მართვის სტრატეგია, სწორი ფისკალური პოლიტიკა და გამართული საბიუჯეტო სისტემა.
აღნიშნულს არეგულირებს საქართველოს კანონმდებლობა, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს
საბიუჯეტო სისტემას, საბიუჯეტო პროცესს, მის ძირითად პრინციპებს, მასში მონაწილე მხარეებსა და
ძირითად ეტაპებს.

lecturer PhD Sh.Kakhidze 56


თბილისი 2017
სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა და მისი
სამართლებრივი საფუძვლები
„საჯარო ფინანსები“ აერთიანებს საბიუჯეტო სისტემას
 საქართველოს საბიუჯეტო სისტემა - საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური
რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციების შესასრულებლად
ფულადი სახსრების მობილიზებისა და გამოყენების მიზნით სამართლებრივი აქტებით
რეგულირებულ საბიუჯეტო ურთიერთობათა ერთობლიობა.

lecturer PhD Sh.Kakhidze 57


თბილისი 2017
სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა და მისი
სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კონსტიტუცია

საბიუჯეტო კოდექსი

„ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული


კანონი

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს


ორგანული კანონი

გადასახადებისა და მოსაკრებლების თაობაზე საქართველოს


კანონმდებლობა

საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე


ნორმატიული აქტები

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესახებ“


საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება ”პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე”
...
lecturer PhD Sh.Kakhidze 58
შ. კახიძე .თბილისი 2014
სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა და მისი
სამართლებრივი საფუძვლები

საქართველოს კანონი „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილების შესახებ“

1996 2003

საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“

2004 2009

საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“

2010 ამჟამად

lecturer PhD Sh.Kakhidze 59


თბილისი 2017
სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა და მისი
სამართლებრივი საფუძვლები
„საფინანსო სექტორის
გლობალური
კონკურენტუნარიანობის
შესახებ“ საქართველოს 2008
წლის 14 მარტის კანონი

„ადგილობრივი
თვითმმართველი ერთეულის „საქართველოს საბიუჯეტო
ბიუჯეტის შესახებ“ სისტემის შესახებ“
საქართველოს 2006 წლის 24 საქართველოს 2003 წლის
მაისის კანონი 24 აპრილის კანონი
საბიუჯეტო
კოდექსი

„მომავალი თაობებისა და „შემოსულობების


სტაბილური განვითარების ბიუჯეტებს შორის
ფონდების შესახებ“ განაწილების შესახებ“
საქართველოს 2008 წლის საქართველოს 2007 წლის
14 მარტის კანონი 28 დეკემბრის კანონი

lecturer PhD Sh.Kakhidze 60


თბილისი 2017
სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა და მისი
სამართლებრივი საფუძვლები

საინტერესო საკითხავი
•I. Lienert et. al. “Reforming Budget System Laws”, IMF Technical Notes and Manuals No. 2010/01, January 2010
•R. Hughes et. al. “Iceland – Toward a New Organic Budget Law”, IMF Technical Assistance Report, January 2012

lecturer PhD Sh.Kakhidze 61


თბილისი 2017
სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა და მისი
სამართლებრივი საფუძვლები
 სამართლებრივი აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად
სავალდებულო აქტი.

 სამართლებრივი აქტის სახეებია ნორმატიული აქტი და ინდივიდუალური აქტი.

 ნორმატიული აქტი არის უფლებამოსილი სახელმწიფო ან ადგილობრივი


თვითმმართველობის ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული) სამართლებრივი აქტი,
რომელიც შეიცავს მისი მუდმივი ან დროებითი და მრავალჯერადი გამოყენების ქცევის
ზოგად წესს.

* საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ lecturer PhD Sh.Kakhidze 62


თბილისი 2017
სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა და მისი
სამართლებრივი საფუძვლები
 ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი ერთჯერადია და უნდა შეესაბამებოდეს
ნორმატიულ აქტს. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი მიიღება (გამოიცემა)
მხოლოდ ნორმატიული აქტის საფუძველზე და მის მიერ დადგენილ ფარგლებში.

 კოდექსი არის განსაზღვრული (ერთგვაროვანი) საზოგადოებრივი ურთიერთობების


მომწესრიგებელ სამართლებრივ ნორმათა სისტემატიზებული ნორმატიული აქტი.

 საქართველოს ნორმატიული აქტები იყოფა საქართველოს საკანონმდებლო და


საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებად, რომლებიც ქმნის საქართველოს
კანონმდებლობას. საქართველოს ნორმატიულ აქტებს განეკუთვნება აგრეთვე
საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება და საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულება და შეთანხმება.

* საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ lecturer PhD Sh.Kakhidze 63


თბილისი 2017
სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა და მისი
სამართლებრივი საფუძვლები
 საქართველოს საკანონმდებლო აქტების სახეებია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
ბ) საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტი.

 საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებისა


და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და შეთანხმების მიმართ მოქმედებს
შემდეგი იერარქია:
ა) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კონსტიტუციური კანონი;
ბ) საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება;
გ) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება;
დ) საქართველოს ორგანული კანონი;
ე) საქართველოს კანონი, საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი, საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტი.

* საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“ lecturer PhD Sh.Kakhidze 64


თბილისი 2017
სახელმწიფო საბიუჯეტო სისტემა და მისი სამართლებრივი საფუძვლები

 საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. მას აქვს უპირატესი


იურიდიული ძალა სხვა სამართლებრივი აქტების მიმართ. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი
უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კონსტიტუციას.

 საქართველოს ორგანული კანონი მიიღება მხოლოდ იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგებაც


საქართველოს კონსტიტუციის თანახმად საქართველოს ორგანული კანონითაა
გათვალისწინებული.

 საქართველოს კანონი შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს გამგებლობაში არსებულ


ნებისმიერ საკითხზე, თუ საქართველოს კონსტიტუციით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 ორგანული კანონის პროექტი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის


სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

 კანონის, პარლამენტის რეგლამენტის ან დადგენილების პროექტი მიღებულად ითვლება, თუ


მას მხარს დაუჭერს პლენარულ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ
პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს კონსტიტუციით
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი მიიღება სიითი შემადგენლობის უმრავლესობით,


ერთი მოსმენით.

lecturer PhD Sh.Kakhidze 65


თბილისი 2017
* საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ”საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი”
საქართველოს საბიუჯეტო სისტემის
ძირითადი პრინციპები
1. ყოვლისმომცველობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის, გადასახდელისა და ნაშთის
ცვლილების სრულყოფილად ასახვა შესაბამის ბიუჯეტებში;

2. გამჭვირვალობა – ბიუჯეტების პროექტების წარმომადგენლობით ორგანოებში განხილვის


პროცედურების საჯაროობა საზოგადოებისა და მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებისათვის; დამტკიცებული ბიუჯეტებისა და მათი შესრულების შესახებ
ანგარიშების გამოქვეყნება; ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის (გარდა საიდუმლო
ინფორმაციისა) ხელმისაწვდომობა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის;

lecturer PhD Sh.Kakhidze 66


თბილისი 2017
საქართველოს საბიუჯეტო სისტემის
ძირითადი პრინციპები
3. ანგარიშვალდებულება – საბიუჯეტო პროცესის ყველა მონაწილის პასუხისმგებლობა მის
მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე და ბიუჯეტის შესახებ წარდგენილ
ინფორმაციაზე;

4. დამოუკიდებლობა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური


რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და ადგილობრივი თვითმმართველი
ერთეულების ბიუჯეტების დამოუკიდებლობა, რომელსაც უზრუნველყოფს საკუთარი
შემოსულობები და ნაშთი, აგრეთვე საკუთარი გადასახდელების დამოუკიდებლად
განსაზღვრის უფლება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

lecturer PhD Sh.Kakhidze 67


თბილისი 2017
საქართველოს საბიუჯეტო სისტემის
ძირითადი პრინციპები
5. ერთიანობა – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და
ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ საერთო საფუძვლით, ერთიანი საბიუჯეტო
კლასიფიკაციით, აღრიცხვის ერთიანი სისტემით, სახელმწიფო ფინანსური კონტროლის
ერთიანი პრინციპებით ხელმძღვანელობა;

6. უნივერსალობა – ბიუჯეტის ყველა შემოსულობის მიმართვა საერთო გადასახდელების


დასაფინანსებლად, გარდა ამ კოდექსით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამასთანავე, არც
ერთი შემოსულობა, გარდა დონორების მიერ დაფინანსებული შემოსულობებისა, არ
უნდა იქნეს მიმართული მიზნობრივად, კონკრეტული გადასახდელის
დასაფინანსებლად. საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ მიღებული შემოსულობების
შენარჩუნება თავისი მიზნებისათვის დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა
საბიუჯეტო ორგანიზაცია არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან/და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი;

lecturer PhD Sh.Kakhidze 68


თბილისი 2017
საქართველოს საბიუჯეტო სისტემის
ძირითადი პრინციპები
7. კონსოლიდირება – ყველა დონის ბიუჯეტების შემოსულობებისა და გადასახდელების
სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში მოქცევა, გადასახდელების
გადახდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო ხაზინის
ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშების მართვა სახელმწიფო ხაზინის მიერ და მათი
განთავსება საქართველოს ეროვნულ ბანკში ან/და სხვა საბანკო დაწესებულებებში.

lecturer PhD Sh.Kakhidze 69


თბილისი 2017
საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები - OECD

 საქართველოს ბიუჯეტის ძირითადი პრინციპები შესაბამისობაშია საერთაშორისო


ორგანიზაციების მოთხოვნებთან. თუმცა, 2015 წლის თებერვალში ეკონომიკური
თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD – Organization for Economic
Cooperation and Development) შეიმუშავა ახალი რეკომენდაციები ბიუჯეტის პრინციპებთან
დაკავშირებით.

 აღნიშნული პრინციპების საქართველოში თანდათანობით დანერგვა საბიუჯეტო პროცესს


კიდევ უფრო ეფექტიანს, მიზანმიმართულს და სრულყოფილს გახდის. ამ პრინციპების
ნაწილი უკვე შეესაბამება საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ
პრინციპებს.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ შეიმუშავა შემდეგი 10


პრინციპი:

https://www.oecd.org/gov/budgeting/Recommendation-of-the-Council-on-Budgetary-Governance.pdf

http://www.oecd.org/gov/budgeting/principles-budgetary-governance.htm

http://www.oecd.org/gov/budgeting/
lecturer PhD Sh.Kakhidze 70
თბილისი 2017
საბიუჯეტო სისტემის ძირითადი პრინციპები - OECD
1. ბიუჯეტის მენეჯმენტი უნდა იყოს ნათელი, სანდო და პროგნოზირებადი ფისკალური
პოლიტიკის გატარების კუთხით;
2. ბიუჯეტი შესაბამისობაში უნდა იყოს მთავრობის საშუალოვადიან სტრატეგიულ
პრიორიტეტებთან;
3. 3კაპიტალური ბიუჯეტი უნდა იყოს შესაბამისობაში ქვეყნის განვითარების
საჭიროებასთან ხარჯეფექტიანობის კუთხით;
4. ბიუჯეტის დოკუმენტები უნდა იყოს ღია, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი;
5. საბიუჯეტო საკითხებზე დებატები უნდა წარიმართოს საზოგადოების ფართო
ჩართულობით;
6. ბიუჯეტი ყოვლისმომცველად, ზუსტად და სანდოდ უნდა ასახავდეს სახელმწიფო
ფინანსებს;
7. ბიუჯეტის აღსრულება უნდა იყოს კარგად დაგეგმილი, მართული და შესწავლილი
(მონიტორინგი);
8. შეფასება და ფულის ღირებულება (value for money) ინტეგრირებული უნდა იყოს
საბიუჯეტო პროცესში;
9. გრძელვადიანი მდგრადობა და სხვა ფისკალური რისკები უნდა იყოს
იდენტიფიცირებული, შეფასებული და გონივრულად მართული;
10. საბიუჯეტო პროგნოზების ხარისხი, ფისკალური გეგმები და ბიუჯეტის შესრულება უნდა
მოწმდებოდეს გარე შეფასებებით და აუდიტით.

lecturer PhD Sh.Kakhidze 71


თბილისი 2017
ძირითადი საბიუჯეტო ტერმინოლოგია
 ასიგნება – საბიუჯეტო წლის განმავლობაში ბიუჯეტით გათვალისწინებული
მოცულობის ფარგლებში გადახდის განხორციელების უფლებამოსილება;

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნება = 11,415.5 მლნ ლარი


ბიუჯეტის ასიგნებების დინამიკა
2003–2017 წლებში
14,000.0

11,585.0 12,396.0
12,000.0
10,603.1 11,415.5

9,651.8 10,145.0
10,000.0
8,640.8
8,674.9 8,465.8 9,703.1
9,009.8
8,000.0 7,473.1
7,221.1 7,138.7 8,104.2
7,806.8
6,111.3 6,972.3 7,459.3
6,758.8 6,754.1
6,000.0
4,429.2 5,237.1

4,000.0 3,318.5 3,822.5


2,475.8
2,618.6
2,000.0 1,585.6
1,930.2
1,207.1
0.0
2003 2004 2005 2006 2007 2008 2009 2010 2011 2012 2013 2014 2015 2016 გეგმა 2017 გეგმა
ფაქტი ფაქტი ფაქტი ფაქტი ფაქტი ფაქტი ფაქტი ფაქტი ფაქტი ფაქტი ფაქტი ფაქტი ფაქტი
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები (მლნ.ლარი) ნაერთი ბიუჯეტის ასიგნებები (მლნ. ლარი)
lecturer PhD Sh.Kakhidze 72
თბილისი 2017
ძირითადი საბიუჯეტო ტერმინოლოგია
 მხარჯავი დაწესებულება – სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ბიუჯეტებისათვის – პროგრამული კლასიფიკაციის პირველი თანრიგით გათვალისწინებული
საბიუჯეტო ორგანიზაცია, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტისათვის –
თვითმმართველი ერთეული;

32 00 33 00 35 00

• განათლებისა და • კულტურისა და • შრომის,


მეცნიერების ძეგლთა დაცვის ჯანმრთელობისა და
სამინისტრო სამინისტრო სოციალური დაცვის
სამინისტრო

•2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არის 59 მხარჯავი დაწესებულება


 საბიუჯეტო ორგანიზაცია – საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივი
ხელისუფლების მიერ დაფუძნებული ან/და მის მიმართ ანგარიშვალდებული/მისი კონტროლისადმი
დაქვემდებარებული ორგანიზაცია, აგრეთვე სხვა საჯარო სამართლის იურიდიული
პირი/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), თუ იგი
არის შესაბამისი დონის ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში
ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე ორგანიზაცია;

• შრომის, ჯანმრთელობისა და
35 00
სოციალური დაცვის სამინისტრო

• სსიპ - სოციალური მომსახურების


35 01 04 სააგენტო
lecturer PhD Sh.Kakhidze 73
თბილისი 2017
ძირითადი საბიუჯეტო ტერმინოლოგია

 საფინანსო რესურსი - თანხა რომლის განკარგვაც მთავრობას შეუძლია. ეს არის


შემოსულობებს პლუს ნაშთი, რომლის გამოყენებასაც მთავრობა გადაწყვეტს.

 ფულადი სახსრები – სახელმწიფო ხაზინის, ავტონომიური რესპუბლიკების,


თვითმმართველი ერთეულების, შესაბამისი სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების ფულადი სახსრები
და დეპოზიტები ეროვნულ და უცხოურ ვალუტებში, რომლებიც განთავსებულია
სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემის ანგარიშებზე, სახელმწიფო ხაზინის
სხვა ანგარიშებსა და კომერციულ ბანკებში არსებულ ანგარიშებზე;

 ფულადი სახსრების მოძრაობა – ფულადი სახსრების ანგარიშებზე მიღება და ამ


ანგარიშებიდან მათი გასვლა;

lecturer PhD Sh.Kakhidze 74


თბილისი 2017
სასარგებლო ბმულები
სავალდებულოდ დარეგისტრირდით:
http://blog-pfm.imf.org/

lecturer PhD Sh.Kakhidze 75


თბილისი 2017
სასარგებლო ბმულები


IMF PFM Blog
• PEFA Framework for assessing Public Financial Management
• Global Initiative for Fiscal Transparency (GIFT)
• International Budget Partnership (IBP)
• OECD Budget Transparency Toolkit
 https://www.imf.org/external/pubs/ft/expend/

lecturer PhD Sh.Kakhidze 76


თბილისი 2017
გმადლობთ ყურადღებისთვის!

lecturer PhD Sh.Kakhidze 77


თბილისი 2017

You might also like