You are on page 1of 23

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ეკონომიკური სისტემების მდგრადობა

სადისერტაციო ნაშრომი წარდგენილია ტექნიკური


უნივერსიტეტის (შესაბამის) ფაკულტეტზე (შესაბამისი)
დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების მოთხოვნების
შესაბამისად

ინფორმატიკა

სამეცნიერო ხელმძღვანელი: სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი

ტექნიკური უნივერსიტეტო

თბილისი,2011

განაცხადი

როგორც წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ავტორი, ვაცხადებ, რომ


ნაშრომი წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა
ავტორების მიერ აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან
დასაცავად წარდგენილ მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის
მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო წესების შესაბამისად.
11/08/2023

1
რეზიუმე
ეკონომიკა _ ვრცელი სფეროა. საქართველოსათვის მნიშვნელოვანი და შესაფერისი
იქნება ადგილობრივი წარმოების და მწარმოებლურობის განვითარება.
ჩვენი ამოცანაა შევქმნათ კონკრეტული წარმოდგენა ეკონომიკური სისტემების
მდგრადობაზე, აღმოვაჩინოთ გამოსაკვლევი მოვლენის ისეთი განსაკუთრებული
თვისებები, რომლებიც ჩნდებიან ეკონომიკურ სისტემაში კრიტიკულ მდგომარეობაზე
გადასვლის შემთხვევაში.
ნებისმიერი ეკონომიკური სისტემა შეგვიძლია განვიხილოთ ურთიერთქმედი
კავშირების ერთობლიობად. ამ კავშირების შეცვლის კონკრეტული მიზეზი, რომელსაც
საბოლოო კრიზისამდე მივყავართ შეიძლება იყოს როგორც ცალკეული ფაქტორების,
ასევე რიგი ფაქტორების ერთობლივი მოქმედება.
ნაშრომში განხილულია ეკონომიკის მათემატიკური და სტატისტიკური მოდელები.
მოყვანილია საქართველოს მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ბოლო წლების
სტატის¬ტიკური მაჩვენებლების ანალიზი. მოყვანილი ლეონტიევის დარგთაშორისი
ბალანსის მოდელი მრავალდარგოვანი ეკონომიკის ფუნქციონირების ანალიზისათვის.

Abstract

Economics is an extensive sphere. Development of local production and productivity will be important and
suitable for Georgia.

Our mission is to create the concrete opinion on steadiness of economical systems, to find out such
particular features of searching occurrences, which are appeared in economical system in case of transition
into the critical condition.

We can consider any economical system as the unity of interaction connections. The concrete reason of
changing these connections, with which we are brought to the final crisis, might be the unity action of as
separate factors as several factors. The system might be come to the critical situation by influence of these
factors We can consider any economical system as the unity of interaction connections. The concrete We
can consider any economical system as the unity of interaction connections. The concrete reason of
changing these connections, with which we are brought to the final crisis, might be the unity action of as
separate factors as several factors. The system might be come to the critical situation by influence of these
factors

შესავალი

2
ეკონომიკა, ანუ ეკონომიკური თეორია საზოგადოებრივი მეცნიერებაა, რომელიც
შეისწავლის თუ როგორ აკეთებს საზოგადოება არჩევანს იშვიათი საწარმოო რესურსების
გამოყენების დროს, რომელთაც აქვთ გამოყენების ალტერნატიული ხერხები, სხვადასხვა
დოვლათის წარმოებისა და მათი განაწილებისათვის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს
შორის.
დოვლათი იშვიათია, იმდენად რამდენადაც ადამიანებს გაცილებით უფრო მეტი სჭირდებათ ,
ვიდრე ეკონომიკას შეუძლია აწარმოოს. ეკონომიკური დოვლათი იშვიათია და არა
უსზღვრო, ამიტომ საზოგადოებამ დოვლათის შეზღუდულ რაოდენობას შორის არჩვანი უნდა
გააკეთოს, თუ რისი წარმოება შეიძლება არსებული რესურსების პირობებში .
ეკონომიკური მეცნიერება შეისწავლის იმას თუ როგორ შეუძლია საზოგადოებას და მის
ცალკეულ წევრებს თავი დააღწიონ გაჭირვებულ მდგომარეობას და თავიანთი მიზნების
მისაღწევად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული რესურსები.
სხვადასხვა ეკონომიკური სისტემები ამ კითხვებზე სხვადასხვანაირად პასუხობენ .
ეკონომიკური სისტემების სამ ძირითად ტიპს გამოყოფენ: ტრადიციულს, ცენტრალიზებულს
(მბრძანებლურს) და კაპიტალისტურს (საბაზროს). დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია
ეკონომიკური სიტემების მბრძანებლური და საბაზრო ტიპები. მბრძანებლური ეკონომიკა
სახელმწიფოს ცენტრალიზებული კონტროლის ქვეშ იმყოფება, ხოლო საბაზრო ეკონომიკას
ხემძღვანელობს ფასებისა და შემოსავლების არაფორმალური სისტემა , რომელშიდაც
გადაწყვეტილებათა უმეტესობა მიიღება კერძო პირებისა და ფირმების მიერ. ყველა ქვეყანას
გააჩნია მბრძანებლური და საბაზრო ეკონომიკის თავისი შეხამება, ე. ი. ყველა ისინი
ხასიათდებიან შერეული ეკონომიკით.
ეკონომიკის შინაგანი კავშირურთიერთობების განვითარების შესწავლა , სინამდვილის
ამსახველი ადეკვატური სურათის შექმნა შესაძლებელია მხოლოდ სამყაროს მეცნიერული
შემეცნების ხერხის, მოდელირების დახმარებით. ასეთი წარსულის ამსახველი სურათი
შეიცავს აგრეთვე, მომავლის კონსტრუქციულ მოდელს და ამიტომ მოდელირება თავისთავად
პროგნოზირების ზოგადი მეთოდია, რომლის გარეშე წარმოუდგენელია რაიმე ობიექტის
განვითარების წინასწარხედვა.
სტატისტიკა რაოდენობრიობას შეისწავლის სოციალურ – ეკონომიკური მოვლენების
მოცულობის, სტრუქტურის, დინამიკის, ვარიაციისა და ურთიერთკავშირის მიხედვით .

ლიტერატურის მიმოხილვა

3
ეკონომიკურ ლიტერატურაში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ეკონომიკის საგანია
რესურსების “იშვიათობის”, შეზღუდულობის შესწავლა. ჟოან რობინსონი წერს, რომ
ეკონომიკა არის მეცნიერება, რომელიც სწავლობს ადამიანთა ქცევას როგორც მიზნებსა და
შეზღუდულ საშუალებებს შორის კავშირს, რომელთაც გამოყენების ალტერნატიული გზები
გააჩნიათ. პოლ სამუელსონი კი მას განიხილავს, როგორც მეცნიერებას შეზღუდული
რესურსების გამოყენების გზების შესახებ, რომელთაც გამოყენების ანუ დასახული მიზნების
მიღწევის ალტერნატიული ხერხები გააჩნია.
ჰიპოთეზა ობიექტის სტრუქტურის, მისი ელემენტების ურთიერთკავშირის , აგრეთვე ,
ფუნქციონირებისა და განვითარების შესახებ მეცნიერული წინასწარმეტყველებაა . ის
ატარებს ზოგად ხასიათს და ამიტომ შეუძლებელია მისი მეშვეობით ობიექტის მართვა . მის
საფუძველზე დგება პროგნოზები, რომელთა დახმა-რებით წარმოებს მოცემული სფეროს
ფუნქციონირება და მართვა.
პროგნოზირება წარმოშობილია ბერძნული სიტყვა prognosis-საგან, რაც ნიშნავს წინასწარ
ცოდნას. შინაარსით ის გულისხმობს ადამიანის შემეცნებით საქმიანობით ამა თუ იმ ობიექტის
წარსულში განვითარების ტენდეციებისა და კანონ-ზომიერებების საფუძველზე მომავლის
განსაზღვრას, რითაც იქმნება ჰიპოთეზა და პროგნოზი.
დღესდღეობით ასორმოცდაათზე მეტი მეთოდი გამოიყენება პროგნოზირებაში , რომლებიც
შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად: საექსპერტო შეფასებათა მეთოდები, სტატისტიკური
მეთოდები და ანალოგიური მეთოდები. ამის მიხედვით შეიძლება გვქონდეს საექსპერტო ,
სტატისტიკური და ანალოგიური პროგნოზირება და პროგნოზები.
საექსპერტო შეფასებათა მეთოდები (ინდივიდუალური და კოლექტიური ) ეყრდნობა
ცალკეული ექსპერტების შეფასებას ამა თუ იმ ობიექტის განვითარებაში . ისინი შეიძლება
გამოყენებულ იქნეს როგორც სამეცნიერო – ტექნიკურ, ისე ეკონომიკურ და სამხედრო –
პოლიტიკურ პროგნოზირებაში. აქედან ყველაზე გავრცელებულია ამერიკული “დელფის ”
მეთოდი, რომელიც კოლექტიური საექსპერტო შეფასების მეთოდია და ეყრდნობა
ექსპერტების გამოკითხვას რამდენიმე ტურად. თითოეული ტურის შედეგების მიხედვით
დგინდება საერთო ანუ კოლექტიური შეფასება, რომელიც შემდგომ ტურში
გასათვალისწინებლად ეცნობა თითოეულ ექსპერტს. საბოლოო ტურის შემდეგ დგინდება
რეალური საექსპერტო პროგნოზი ობიექტის განვითარების შესახებ .
სტატისტიკური მეთოდები გულისხმობს წარსულში არსებული ტენდეციებისა და
კანონზომიერების გავრცელებას მომავალზე. ის შეიძლება განხორციელდეს
ექსტრაპოლაციის, სტატისტიკური მოდელირების, მათემატიკური პროგრამირებისა და სხვა
მეთოდების დახმარებით.

4
კვლევის მეთოდოლოგია

სტატისტიკური მეთოდის მიხედვით დაგრთაშორის ბალანსიის ამოცანა , რომლის არსიც


იმაში მდგომარეობს, რომ მიმდინარე წლის ბალანსიის მონაცემებისა და გარკვეული
დარგების უპირატესი განვითარების აუცილებლობის პირობებში სწორად დავგეგმოთ
მომავალი წლის საერთო გამოშვება თითოეული დარგისათვის, რეგიონისა თუ სახელმწიფოს
ფარგლებში.
ჩვენი ამოცანაა შევქმნათ კონკრეტული წარმოდგენა ეკონომიკური სისტემების
მდგრადობაზე, აღმოვაჩინოთ გამოსაკვლევი მოვლენის ისეთი განსაკუთრებული თვისებები ,
რომლებიც ჩნდებიან ეკონომიკურ სისტემაში კრიტიკულ მდგომარეობაზე გადასვლის
შემთხვევაში.
ლეონტიევის წრფივი დინამიკური განტოლებები ფართოდ გამოიყენება მრავალდარგოვანი
ეკონომიკის ფუნქციონირების ანალიზისათვის. თუმცა უმრავლეს შემთხვევებში
მიზანშეწონილია გან¬ხილულ იქნას დარგთაშორისი კავშირები მცირე რაოდენობის
დარგებისათვის შესაბამისი ინტეგრალური მაჩვენებლებით , ამასთან საჭიროა მოდელის
დაზუსტება არაწრფივი ეფექტების გათვალისწინებით.

თავი I
გამოყენებითი ეკონომიკა
“ეკონომიკა” ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და, თავის მხრივ, ორი სხვა სიტყვისგან:
“ოიკოს” (სახლი,მეურნეობა) და “ნომოს” (კანონი) შედგება, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს:

5
საოჯახო მეურნეობის მართვის კანონს. აქედან არის სწორედ, ერთძირიანი სიტყვა
“ეკონომია”. თანამედროვე პირობებში “ეკონომიკა” გაცილებით უფრო ფართო გაგებით
ესმით და იგი შეზღუდულობასა და არჩევანის შესახებ მეცნიერების სახით წარმოგვიდგება .
იგი სწავლობს თუ როგორ იყენებს საზოგადოება შეზღუდულ საწარმოო რესურსებს . (შრომას ,
კაპიტალს, მიწას) ფასეული საქონლის წარმოებისა და განაწილებისათვის ადამიანებს
შორის.
ამრიგად, ეკონომიკა ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, როგორც საზოგადოებრივი
მეცნიერება, რომელიც აღწერს და აანალიზებს საზოგადოების არჩევანს შეზღუდული
რესურსების პირობებში მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად.
ეკონომიკური მეცნიერების საგნად, ზოგჯერ, ეროვნულ სიმდიდრეს თვლიან, ხოლო თვით
ეროვნული სიმდიდრის გაგება კი ეკონომიკური აზრის ისტორიული განვითარების პროცესში
სისტემატიურად იცვლება. თავდაპირველად ეროვნულ სიმდიდრედ მიაჩნიათ ფული , შემდეგ
წარმოების შედეგები, ხოლო ამჟამად ეროვნულ სიმდიდრეში იგულისხმება არა მხოლოდ ის ,
რაც საზოგადოების მიერაა წარმოებული მთელი მისი განვითარების ისტორიის მანძილზე ,
არამედ თვით ადამიანიც, მისი ინტელექტი, ინფორმაცია, როგორც საზოგადოების შემდგომი
განვითარების წყარო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ეკონომიკის როგორც მეცნიერების საგანი , მეტად რთული
და მრავალმხრივია, რადგან თვით ადამიანის ცხოველმოქმედებაა , მეტად რთული და
მრავალმხრივი.
მაგრამ მაინც, თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ მსოფლიოს თანამედროვე
ეკონომისტთა უმრავლესობა ეკონომიკას აღიარებს რესურსების არჩევანისა და ადამიანის
ეკონომიკაში ქცევის პრობლემების შესახებ მეცნიერებად, მაშინ ყველაზე ზოგად (კრებსით )
და სწორ განსაზღვრად შეიძლება ჩავთვალოთ შემდეგი: ეკონომიკა არის საზოგადოებრივი
მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ადამიანებისა და მათი ჯგუფების ქცევას, მატერიალური
დოვლათის წარმოებაში, განაწილებაში, გაცვლასა და მოხმარებაში, მოთხოვნილებათა
დაკმაყოფილების მიზნით შეზღუდული რესურსების პირობებში, რაც მათი გამოყენების დროს
კონკურენციას წარმოშობს.
ამრიგად, ეკონომიკური მეცნიერება შეისწავლის იმას თუ როგორ შეუძლია საზოგადოებას და
მის ცალკეულ წევრებს თავი დააღწიონ გაჭირვებულ მდგომარეობას და თავიანთი მიზნების
მისაღწევად გამოიყენონ მათ ხელთ არსებული რესურსები.
ეკონომიკა არჩევანის მეცნიერებაა და, რომ იგი სწავლობს თუ როგორ ირჩევენ ადამიანები
შეზღუდულ საწარმოო რესურსებს სხვადასხვა სახის საქონლის საწარმოებლად და
საზოგადოების სხვადასხვა წევრებს შორის მათ გასანაწილებლად, ამასთან კავშირში უნდა

6
განვასხვაოთ არჩევანის ორი ძირითადი სისტემა: რაოდენობრივი და რიგობრივი .
რაოდენობრივი არჩევანის მაგალითია დოლარების ან ლარების რაოდენობა , რომელიც
უნდა გადაიხადონ გარკვეული ხარისხის პროდუქტის შესაძენათ . რაოდენობრივი არჩევანის
სისტემა გვიჩვენებს ნაკეთობის ხარისხს, გამოხატულს მოცემული ქვეყნის ფულად
ერთეულში. რამდენადაც ა პროდუქტი შეიძლება ღირდეს უფრო მეტი ვიდრე ბ პროდუქტი ,
მყიდველი გამოიყენებს ღირებულებას ამ ორი სახის პროდუქტს შორის განსხვავების
გასაზომად და გააკეთებს თავის არჩევანს.
რიგობრივი არჩევანი, ერთ ნივთს მეორეზე უფრო წინ აყნებს საჭიროების მიხედვით , და აქ
ხარისხი მხედველობაში არ მიიღება. მაგალითად, თუ პიროვნება დგას არჩვანის წინაშე მის
ხელთ არსებული ფულით ბინის ქირა გადაიხადოს, თუ საკვები პროდუქტები შეიძინოს , მაშინ
ერ¬თი პრობლემის გადაწყვეტა მეორესთან შედარებით ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი
აღმოჩნდება.
ფასის დაწესების დროს მხედველობაში მიიღება როგორც რაოდენობრივი , ისე რიგობრივი
კრიტერიუმები. უნდა ვიცოდეთ, რომ ფასების მექანიზმი იმ სახით რა სახითაც იგი მოქმედებს
ბაზარზე, სანიმუშოა თავისუფალი ბაზრის სისტემის განკარგულებაში არსებული რესურსების
განთავსება – განაწილებისათვის. მთავრობა ასეთ საბაზრო ეკონომიკაში მინიმალურ
მონაწილეობას თუ ღებულობს და ფასების სისტემაში ხშირად არ ერევა. აქედან , ფასობრივი
სისტემა თითოეულ ინდივიდს არჩევანის შესაძლებლობის გარანტიას უქმნის და თუ იგი ,
უკიდურეს შემთხვევაში, არასწორ არჩევანს გააკეთებს, ამის მიზეზი მხოლოდ თვითონ იქნება .

თავი II
ეკონომიკის მათემატიკური მოდელები
საქონლის საშუალო ფასის დადგენა რეგიონში სტატისტიკური მეთოდით

საქონლის საშუალო ფასის დასადგენად რეგიონში, გამოიყენება სტატისტიკური მეთოდი .


იდეალში, უნდა ვნახოთ ყველა სავაჭრო წერტილი მოცემული რეგიონიდან , სადაც იყიდება
მოცემული სახის საქონელი და ვიპოვოთ ყველა ფასების საშუალო არითმეტიკული. მაგრამ ,
პრაქტიკულად ეს ძნელად განსახორციელებელია, მითუმეტეს, თუ საქმე ეხება ფართო

7
მოხმარების საქონელს, რომლისთვისაც სავაჭრო ობიექტების სიმრავლე რეგიონში
შეიძლება იყოს მეტად დიდი N ≥ 1000.
ასეთ შემთხევეაში, მიზანშეწონილია მოვახდინოთ n ობიექტის (n << N), სასრული ამორჩევა,
რომლებშიდაც შევისწავლით მოცემული საქონლის ფასს. ამავე დროს, უნდა
გავითვალისწინოთ თანაბარი არჩევითობის პრინციპი, ე.ი. ამორჩეულ n ობიექტთა შორის ,
მოცემული რეგიონიდან ყველა რაიონს უნდა ჰქონდეს თანაბარი წარმომადგენლობა
სავაჭრო ობიექტთა პროპორციულად.
ამის შემდეგ, ჩვენ ვსწავლობთ საქონლის ფასს ამ ამორჩეულ n –ობიექ-ტებში და ვახდენთ
მიღებული მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებას. ვთქვათ n = 100 და N = 1000. შევავსოთ
შესაბამის მონაცემთა ვარიაციული მწკრივი იმ შემთხვევისათვის, როცა ვსწავლობთ პურის X

ფასს, f -მნიშვნელობათა გამეორების სიხშირეა.


ცხრილი 1
X 45 თ 50 თ 55 თ 60 თ 65 თ 70 თ 49 თ
f 10 40 5 2 3 10 30
n
∑ f i =100
i=1

ა) პირველ რიგში, საჭიროა მოვახდინოთ ვარიაციული მწკრივის რანჟირება , ე .ი . X მონაცემები


უნდა განვალაგოთ ზრდადობის ან კლებადობის მიხედვით (ცხრილი #2):
X 45 49 50 55 60 65 70
f 10 30 40 5 2 3 10

ბ) ეხლა გამოვთვალოთ ვარიაციული მწკრივის საშუალო მახასიათებლები: მედიანა, მოდა


და საშუალო მნიშვნელობა.
განსაზღვრება: რანჟირებული ვარიაციული მწკრივის მნიშვნელობათა მიმდევრობის შუა
წერტილს – მედიანა ეწოდება. აღინიშნება MeX - სიმბოლოთი.
ე.ი. ცხრილი #2-დან გამომდინარე, დავასკვნით რომ
MeX = 55
განსაზღვრება: რანჟირებული ვარიაციული მწკრივის შესასწავლი X სიდიდის მოდა ეწოდება

X -ის იმ მნიშვნელობას, რომელსაც ყველაზე დიდი f სიხშირე შეესაბამება (ანუ ფასის იმ


მნიშვნელობას, რომელიც ყველაზე ხშირად გვხვდება შესასწავლ ამორჩეულ n სავაჭრო
ობიექტებს შორის). აღინიშნება MoX .

8
განსაზღვრებიდან გამომდინარე, ცხადია რომ ცხრილი #2-დან სიხშირის უდიდესი

მაჩვენებელი
f max =40 , შეესაბამება საქონლის X ფასის შემდეგ მნიშვნელობას X = 50 , ე.ი.
MoX=50
განსაზღვრება: ვარიაციული მწკრივის შესასწავლი X სიდიდის საშუალო მნიშვნელობა
გამოითვლება ფორმულით:

სადაც არის X -ის განსხვავებულ მნიშვნელობათა საერთო რაოდენობა. ჩვენი მაგალითის


შემთხვევაში k=7 , ე.ი.

გ) ეხლა უნდა შევისწავლოთ X სიდიდის გაბნევის ხარისხი საშუალო მნიშვნელობასთან


შედარებით.
გაბნევის ხარისხის მახასიათებლებია: დისპერსია და რისკი.
განსაზღვრება: შესასწავლი X სიდიდის, საშუალო X მნიშვნელობიდან
გადახრის კვადრატის საშუალო მნიშვნელობას, X სიდიდის გაბნევის დისპერსია
ეწოდება.
დისპერსია შ2 გამოითვლება ფორმულით:

ჩვენი მაგალითის შემთხვევაში:

დისპერსიას აქვს კვადრატული განზომილება X-თან შედარებით, ამიტომ განიხილება


გაბნევის მეორე მახასიათებელი რომელსაც S - რისკს ან საშუალო კვადრატულ გადახრას
უწოდებენ და გამოითვლება ფორმულით:

9
S= √ S 2
ჩვენი ამოცანის შემთხვევაში
S=6 .956
ვარიაციული მწკრივის შესწავლისას, დიდი მნიშვნელობა აქვს შესასწავლი სიდიდის
ცვლილების მახასიათებლების გამოთვლას, როგორიც არიან: ვარიაციის კოეფიციენტი და
გაქანება.
განსაზღვრება: შესასწავლი X -სიდიდის მნიშვნელობათა გაქანება ეწოდება სხვაობას, მის
მაქსიმალურ და მინიმალურ მნიშვნელობებს შორის. აღინიშნება RaX .
RaX=X max −X min
ჩვენი ამოცანის შემთხვევაში
RaX=70−45=25
განსაზღვრება: შესასწავლი X -სიდიდის ვარიაციის ν კოეფიციენტი წარმოადგენს
შესასწავლი სიდიდის გაზომვის სიზუსტის პროცენტულ(ფარდობით) მახასიათებელს და
გამოითვლება ფორმულით:
S
ν= ⋅100 %
X saS
ჩვენი ამოცანის შემთხვევაში
ν≈13 . 352
ითვლება, რომ ვარიაციული მწკრივი რეალურია, თუ ν≤15%. თუ ν ≥100% ეს ნიშნავს იმას, რომ
ან ცხრილია შედგენილი არასწორად ან მოცემული ამოცანა არ იხსნება სტატისტიკაში .
მონაცემთა სტატისტიკური დამუშავებისას, დიდ როლს თამაშობენ გრაფიკული მეთოდებიც .
განსაზღვრება: f -სიხშირეების X -მნიშვნელობებზე დამოკიდებულების გრაფიკს, სიხშირეთა
პოლიგონი ეწოდება

ნახ. სიხშირეთა პოლიგონი

10
მონაცემთა მნიშვნელობების განაწილების კანონის დასახასითებლად განიხილავენ :
ასიმეტრიულობის μ კოეფიციენტს და E -ექსცესს.
განსაზღვრება: ასიმეტრიულობის კოეფიციენტი μX =0 - თუ განაწილების ფუნქცია
სიმეტრიულია, μX > 0 - თუ სიმეტრია ირღვევა მოდის მარჯვნივ და μX < 0 - თუ სიმეტრია
ირღვევა მარცხენა მხარეს.
ასიმეტრიულობის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით:

ჩვენი ამოცანის პირობებში:


μX=1 . 8
განსაზღვრება: თუ X-სიდიდის განაწილების გრაფიკი ემთხვევა გაუსის ნორმალური
განაწილების გრაფიკს, მაშინ ექსცესი EX = 0, თუ X – სიდიდე უფრო სწრაფად იცვლება, მაშინ
EX >0 , ხოლო თუ უფრო ნელა, მაშინ EX < 0.
ექსცესი EX – გამოითვლება ფორმულით:
k −1
∑ ( X i− X saS )4 f i
EX = i=0 k−1
−3
S 4
∑ fi
i=0

EX=1 . 9

ნახაზი ექსცესის განსაზღვრებისათვის

11
ასიმეტრიულობის კოეფიციენტის განსაზღვრისათვის

12
თავი III

სტატისტიკური კვლევები საქართველოს 2010-2016 წლების შედეგებით

მონაცემები მოტანილია იურიდიული პირის სტატუსის მქონე და ინდივიდუალური


სამრეწველო საწარმოების მიერ დეკლარირებული მაჩვენებლების საფუძველზე .

მრეწველობა

წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მოცულობა არის დროის გარკვეულ პერიოდში


იურიდიული (მათი ქვედანაყოფების ჩათვლით) და ფიზიკური პირების მიერ წარმოებული
სამრეწველო პროდუქციისა და გაწეული სამრეწველო ხასიათის სამუშაოების მოცულობების
ჯამი.

წარმოებული სამრეწველო პროდუქციის ნაერთ მაჩვენებლებში აისახება მსხვილი , საშუალო


და მცირე სამრეწველო საწარმოების, აგრეთვე რასამრეწველო ორგანიზაციების კუთვნილი
სამრეწველო საწარმოების მიერ წარმოებული სამრეწველო პროდუქციისა და შესრულებული
სამრეწველო ხასიათის სამუშაოების მონაცემები შესაბამისი წლის მოქმედ ფასებში ,
დამატებული ღირებულების გადასახადის, აქციზის, საექსპორტო და საბაჟო
გადასახდელების გარეშე.

წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მოცულობაში ჩაირთვება: საწარმოს ყველა


ქვედანაყოფის მიერ როგორც საკუთარი, ისე დამკვეთის ნედლეულისა და მასალებისაგან
(რომლის ღირებულება გადახდილია მწარმოებლის მიერ) წარმოებული მზა ნაწარმის
(პროდუქციის) ღირებულება, რომელიც გათვალისწინებულია გარეთ რეალიზაციისათვის ,
თავისივე კაპიტალური მშენებლობისათვის, საწარმოს დაქვემდებარებაში მყოფი
არასამრეწველო ქვედანაყოფისთვის გადასაცემად, საკუთარ კაპიტალში ჩასარიცხად , თავის
მუშაკებზე შრომის ასანაზღაურებლად ხელფასის სანაცვლოდ გასაცემად ; სამრეწველო
ხასიათის სამუშაოს ან მომსახურების ღირებულება შესრულებული გარედან დაკვეთით ,
საკუთარი კაპიტალური მშენებლობისათვის, საკუთარი მოწყობილობის მოდერნიზაციისა და
რეკონსტრუქციისათვის, ან თავისივე არასამრეწველო ქვედანაყოფისათვის ; საკუთარი
წარმოების ნახევარფაბრიკატების ღირებულება, რომლებიც რეალიზებულია საწარმოს
გარეთ, გადაცემულია საკუთარ კაპიტალურ მშენებლობაზე, მოხმარდა ამავე საწარმოს
არასამრეწველო ქვედანაყოფს მიუხედავად იმისა, როდის არის წარმოებული ეს
ნახევარფაბრიკატები – საანგარიშო პერიოდში თუ მანამდე; საკუთარი ტრანსპორტის ,
მოწყობილობების, მექანიზმებისა და ხელსაწყოების მოდერნიზაციისა და რეკონსტრუქციის
სამუშაოები, თუ ამით უმჯობესდება მათი ტექნიკური მახასიათებლები ან მნიშვნელოვნად
ხანგრძლივდება მუშაობის ვადა; ჯართი, რომელმაც გაიარა გარკვეული ტექნოლოგიური
პროცესი, კერძოდ, დაიჭრა და დაიწნეხა ბრიკეტების სახით; სამუშაოს ღირებულება,
რომელიც გაწეულია წარმოების ხანგრძლივი ციკლის მქონე პროდუქციის დამზადებაზე , და
რომლის წარმოება საანგარიშო პერიოდში არ დამთავრებულა.

სამრეწველო პროდუქციის მოცულობა არის საკუთარი წარმოების სამრეწველო პროდუქციის


ღირებულება. იგი იანგარიშება მწარმოებლის გასაცემ ფაქტობრივ ფასებში, დამატებული

13
ღირებულების, აქციზის, საექსპორტო და საბაჟო გადასახდელების გარეშე მიუხედავად იმისა ,
შესულია თუ არა თანხა მწარმოებლის ანგარიშზე.

წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მოცულობა არის წარმოებული სამრეწ ¬ველო


პროდუქცია ფიზიკურ გამოსახულებაში (ტონა, ლიტრი, ცალი და ა.შ.) საერთო გამოშვების
მიხედვით, ანუ იმ პროდუქციის ჩათვლით, რომელიც წარმოებულია და მოხმარებულია
საკუთარი სამრეწველო-საწარმოო საჭიროებისათვის; აგრეთვე, დამკვეთის ნედლეულისაგან
წარმოებული პროდუქციის ჩათვლით.

ძირითადი კაპიტალი არის მატერიალური და არამატერიალური აქტივები (ფონდები ),


რომლებიც წარმოადგენენ წარმოების შედეგს და ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში
განმეორებით ან მრავალჯერადად გამოიყენება წარმოების პროცესში.

ცხრილი . საწარმოთა რაოდენობა ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით (ერთეული )

2010 2011 2012 2013 2014 2015 2016


მრეწველობა 3328 3034 3198 3049 3433 4632 4139
სამთომოპოვებითი
1. მრეწველობა 87 84 91 99 117 148 131
(მათ შორის)
ნახშირის, ლიგნიტისა და
1.1. ტორფის მოპოვება 2 4 6 5 4 6 5
მოპოვება
ნედლი ნავთობისა და
1.2 ბუნებრივი 1 2 2 2 2 2 1
აირის მოპოვება
ლითონის მადნების
1.3 8 12 21 23 33 29 12
მოპოვება
სამთომოპოვებითი
1.4 მრეწვე-ლობის 59 56 62 69 78 111 113
სხვა დარგები
დამამუშავებელი
2. 2997 2774 2935 2775 3137 4306 3835
მრეწველობა (მათ შორის)
საკვები პროდუქტების
1695
2.1 წარმოება, 1732 1705 1616 1551 1870 2145
სასმელების ჩათვლით
თამბაქოს ნაწარმის
2.2 7 10 14 12 12 16 13
წარმოება
2.3 ტექსტილის წარმოება 34 22 23 14 16 28 25
ტანსაცმლის წარმოება;
2.4 46 39 44 36 42 75 69
ბეწვის

14
გამოყვანა და ღებვა
ტყავის, ტყავის ნაწარმისა
2.5 და 31 33 43 39 47 81 82
ფეხსაცმლის წარმოება
ხე-ტყის დამუშავება და
მერქნის, ხისა და კორპის
2.6 213 210 244 241 230 540 399
ნაწარმის წარმოება,
ავეჯის გარდა
ქაღალდის მასის,
ქაღალ¬დის, მუყაოსა და
2.7 23 17 27 25 21 35 39
მათი ნაკეთობების
წარმოება
საგამომცემლო და
2.8 პოლიგ¬რაფიული 282 201 283 259 259 377 364
საქმიანობა
კოქსის, ნავთობპროდუქ-
2.9 ტებისა და ბირთვული 6 8 9 8 9 6 2
მასალების წარმოება
2.10 ქიმიური წარმოება 79 65 85 81 78 103 105

15
s a mT o mo po ve b i T i mr e wve l o b a

5000

4000

3000

2000

1000

0
2000 2001 2002 2003 2004 2005 2006

g a d a ma u S a ve b e l i mr e wve l o b a

4500
4000
3500
3000
2500
2000
1500
1000
500
0
2000 2001 2002 2003 2004 2005 2006

e l e q t r o e ne r g i i s g a na wi l e b a

180

175

170

165

160

155
2000 2001 2002 2003 2004 2005 2006

ნახ. წლების მიხედვით მრეწველობის დარგების რაოდენობრივი განაწილება

16
ცხრილი სტატისტიკური მახასიათებელი მრეწველობაში

ელექტროენერგიის
დამამუშავებელი
მრეწველობა

მრეწველობა

განაწილება
2010 წლები 3328 2997 176

2011 3034 2774 165

2012 3198 2935 172

2013 3049 2775 175

2014 3433 3137 179

2015 4632 4306 178

2016 4139 3835 173

საშუალო 3544.71 3251.29 174

მედიანა 3049 2775 175

დიაპაზონი 1598 1532 6

დისპერსია 3173.4 3126.1 173

17
ნახ. წლების მიხედვით მრეწველობის დარგების პროცენტული განაწილება

20 01 wel i
mr ewvel o ba

damamuSavebel i
6% mr ewvel o ba
38% el eqt r o ener gi i s
ganawi l eba

56%

2002 wel i
mr ewvel o ba

damamuSavebel i
6% mr ewvel o ba
36% el eqt r o ener gi i s
ganawi l eba

58%

20 03 wel i
mr ewvel o ba

damamuSavebel i
8% mr ewvel o ba
30%
el eqt r o ener gi i s
ganawi l eba

62%

18
20 04 wel i
mr ewvel o ba

damamuSavebel i
8% mr ewvel o ba
28%
el eqt r o ener gi i s
ganawi l eba

64%

2005 wel i
mr ewvel o ba

damamuSavebel i
22% 7% mr ewvel o ba
el eqt r o ener gi i s
ganawi l eba

71%

2006 wel i
mr ewvel o ba

damamuSavebel i
22% 9% mr ewvel o ba
el eqt r o ener gi i s
ganawi l eba

69%

19
კვლევის მოსალოდნელი შედეგები

თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკონომიკური სისტემის გადასვლა ერთი მდგომარეობიდან


მეორეში ხდება ნახტომისებურად. რაოდენობრივი პარამეტრების ცვლილებისას სისტემის
მდგომარეობის ასეთ ნახტომისებურ ცვლილებას კი შეისწავლის კატასტროფების თეორია.
ამიტომ კრიტიკული მდგომარეობის მოხერხებულ მოდელს გვაძლევს მათემატიკური
კატასტროფების თეორია. ერთი და იგივე პარამეტრის ცვლილებისა, ყველაზე ახლოს მდებარე
საწყისი მდგომარეობისას, სისტემა შეიძლება წავიდეს ერთმანეთისაგან დაშორებულ საბოლოო
მდგომარეობაში.

კვლევების შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ორდარგიანი დინამიკური მოდელის


არაწფივი ვარიანტისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას კატასტროფების თეორია. ამ
თეორიის მეთოდიკის გამოყენება, პარამეტრების რეალური მაჩვენებლებისათვის, შესაძლებელს
გახდის მივიღოთ გაფრთხილება არასასურველი ეკონომიკური მოვლენების შესახებ.

ანალიზის შედეგად საჭიროა დავადგინოთ, რომ კოეფიციენტების მნიშვნელობათა


ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკონომიკური სისტემების მდგრადობაზე.

20
სამეცნიერო ლიტერატურა

1. გ. მენქიუ “ეკონომიკის პრინციპები”. -თბილისი.: გამომცემლობა დიოგენე, 2000, -1063 გვ.

3. საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული: 2009 /20015 საქართველოს ეკონომიკური


განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სტატისტიკის
დეპარტამენტი. – თბილისი, – 328…გვ.

4. ბ. გაბიძინაშვილი “სტატისტიკა”. _თბილისი.: თბილისის უნივერსიტეტის გამოცემა, 1998წ, -


280 გვ.

5. მართვის თეორია. სინერგეტიკა, ტ.3, პროფ. ა. გუგუშვილის და პროფ. რ. ხუროძის


რედაქციით. _თბილისი.: სტუ-ს გამომცემლობა, 2000. -869გვ.

6. Злочевский С. И. Прикладные методы оптимального управления. М.: Изд-во МГУ, 1989г., -


160с.

9. Арнольд В. И. Теория катастроф. М.: Наука. 1990.-128с.

10. თ. ობგაძე. ‘‘მათემატიკური მოდელირების კურსი (უწყვეტი მათემატიკური მოდელები)’’,


ტომი 1, აკად. ა.ფრანგიშვილის რედაქციით, მონოგრაფია, თბილისი, საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2006, 100გვ.

21
მადლობა

სადისერტაციო ნაშრომის ეს ნაწილი ხაზს უსვამს სამეცნიერო


ხელმძღვანელ(ებ)ის, თანახელმძღვანელ(ებ)ის, კვლევის მონაწილეებისა და
ხელისშემწყობი პირების წვლილს კვლევის ჩატარებასა და ნაშრომის
მომზადებაში. თუ სადისერტაციო ნაშრომი ერთობლივ ნამუშევარს
წარმოადგენს, თითოეული ავტორის მიერ შესრულებული სამუშაო ან/და
დაწერილი ნაწილი/თავი მკაფიოდ უნდა იყოს აღნიშნული მადლობის

22

You might also like