You are on page 1of 11

ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის არსი და საორიენტაციო

საკითხები
საერთოდ, პოლიტიკურ მეცნიერებაში წესრიგის ცნება განიმარტება როგორც
ინსტიტუტების, წესების, ნორმების, ტრადიციების, კანონებისა თუ სხვა დაწესებულებების
ერთობლიობა, რომელიც მთლიანობაში განსაზღვრავს გარკვეულ ჩარჩო პირობებს
საზოგადოებაში, ე. ი. რაც განსაზღვრავს მოქმედების არეალს საზოგადოების სხვადასხვა
წევრისათვის. პოლიტიკური წესრიგი შეიძლება გავიგოთ, როგორც ამა თუ იმ
პოლიტიკური მმართველობის შედეგად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი წესრიგი.

საბაზრო ეკონომიკურ სისტემებში მილიონობით კერძო ეკონომიკური ერთეული


საკუთარი მიზან-წარმოდგენებისა და მათ ხელთ არსებული ჩარჩო პირობების
საფუძველზე (ტექნიკური პარამეტრები, საგადასახადო კანონები, საკრედიტო
შესაძლებლობები, სახელმწიფო ინსტრუქციები და ა.შ.) ადგენს წარმოების, მოხმარების,
საინვესტიციო დაფინანსების და სხვა ეკონომიკურ გეგმებს. თუ შეიცვლება ჩარჩო
პირობები, მაშინ ეკონომიკის სუბიექტები გადაეწყობიან ახალ სიტუაციაზე. ჩარჩო
პირობების დადგენას ან მათ გაუმჯობესებას განუწყვეტლივ ითხოვენ პოლიტიკოსები და
ეკონომიკა. ამასთან, მათი ზუსტი შინაარსი ხშირად ნათელი არ არის.

ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის ამოცანაა დაადგინოს ჩარჩო პირობები კერძო


ეკონომიკური და სახელმწიფო აქტივობისათვის და შეუსაბამოს ისინი სოციალურ–
ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ პროცესებს.

წესრიგის პოლიტიკის პრიმატი მომდინარეობს თვით წესრიგის პრიმატიდან


პროცესებთან მიმართებაში. რომ არა გარკვეული, განსაზღვრული ტიპის წესრიგი,
პროცესები უმართავ ხასიათს მიიღებს, ხოლო რომ არა წესრიგის პოლიტიკა, უმართავი
იქნება თვით წესრიგი.

როგორც უკვე ითქვა, წესრიგი გარკვეულ ჩარჩო პირობებს ეფუძნება. მაგრამ თვით
ჩარჩო პირობები, როგორც წესრიგის სტრუქტურა, მრავალ სხვადასხვა ასპექტს მოიცავს.
შეიძლებოდა გვეთქვა, რომ ჩარჩო პირობები ზოგადად ეს არის ის კალაპოტი, რომელშიც
ეკონომიკურმა მდინარემ უნდა იდინოს, მაგრამ ეს შედარება ზედაპირულია და იგი
არაფერს ამბობს, მაგალითად, იმის შესახებ, თუ როგორ ფორმებს მიიღებს ეს კალაპოტი,
ე.ი. რომელ სფეროებში როგორი იქნება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ჩარჩო პირობები.
წესრიგის შემქმნელი ჩარჩო პირობების დადგენა გულისხმობს წესრიგის სხვადასხვა
ასპექტების, სხვადასხვა სფეროების გათვალისწინებას, სხვადასხვა სფეროებში მათი
შესატყვისი ჩარჩო პირობების დადგენას.

ამის მიუხედავად, ჩარჩო პირობებს ყველა სფეროში მაინც აქვთ საერთო თუნდაც
ის, რომ მათ სამართლებრივი დატვირთვა გააჩნიათ და ენიჭებათ კანონის ფორმა.ჩარჩო
პირობების დადგენა ისეთი საკითხებისათვის თავის გართმევას გულისხმობს,
როგორებიცაა საკუთრებითი ურთიერთობები, სხვადასხვა მეურნე სუბიექტთა
კომპეტენციების სამართლებრივი რეგულირება, პასუხისმგებლობის საკითხი,
კონკურენციის საკითხი და სხვ. მეორე მხრივ, წესრიგის პოლიტიკა ეხება სახელმწიფოსა
და კერძო სფეროებს შორის ფუნქცია-მოვალეობათა განაწილების საკითხს, აგრეთვე
საკითხს – სახელმწიფოს ეკონომიკურ პროცესებში ჩარევის საზღვრების შესახებ.

1
ფუძემდებლური პრინციპები:

• ძირითადი პრინციპები - ფასთა სისტემის ფუნქციონირება და ფორმირება;

• სავალუტო პოლიტიკის პრიმატი -ფულის მიწოდება ინტერესთა ჯგუფისა და


პოლიტიკური ზეგავლენისაგან დამოუკიდებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

• ღია ბაზრები - კონკურენციის ხელშეწყობისათვის ბაზარზე შესვლა ღია უნდა იყოს.

• კერძო საკუთრება

• ხელშეკრულების თავისუფლება - -საქმე ეხება ინდივიდუალურ უფლებას, თვინოთ


გადაწყვიტოს და გააკეთოს არჩევანი.

• პასუხისმგებლობა

• ეკ. პოლიტიკის სტაბილურობა

• პრინციპების ერთობლიობა - განხილულ პრინციპებს მხოლოდ ერთობლიობაში აქვს


აზრი.

მაშასადამე, წესრიგის პოლიტიკის ძირითად საორიენტაციო სფეროებს შეადგენს,


ერთი მხრივ, ეკონომიკური წესრიგის ე.წ. ,,დამფუძნებელი ელემენტები’’, და მეორე მხრივ,
საზღვრები სახელმწიფოსა და კერძო სფეროების კომპეტენციებს შორის.

რაც შეეხება ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფციას, ზოგჯერ მსჯელობენ წესრიგის


პოლიტიკის ნიმუშზეც – საქმე ეხება ორიენტირების გენერალურ ჩარჩოს, რომლითაც
ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლები მიმდინარე გადაწყვეტილებების მიღების
პროცესში ხელმძღვანელობენ.

მიზანთა სისტემის განხილვისას, წესრიგის პოლიტიკის თვალსაზრისით,


მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ეკონომიკურ–პოლიტიკურ ღირებულებათა სისტემა უდევს
საფუძვლად ეკონომიკურ მიზნებს, უფრო შორს თუ გავიხედავთ – თუ როგორ მიიღწევა
საზოგადოებრივი კონსენსუსი.

წესრიგის პოლიტიკის ძირითადი მიზანი თვით წესრიგია. წესრიგის ამა თუ იმ


ფორმით რეალიზება საზოგადოების ყველა წევრის ინტერესებში შედის. სწორედ აქ ჩანს
სახელმწიფოს როლი და მნიშვნელობა საზოგადოებაში, - სახელმწიფოსი, რომელმაც
თავის თავზე უნდა აიღოს წესრიგის უზრუნველყოფა.

სახელმწიფო განსაკუთრებული ტიპის ინსტიტუტია, რომელიც მისთვის


მინიჭებული ლეგიტიმური ძალაუფლებით ახორციელებს იმ საერთო საზოგადოებრივ
მიზანს, რასაც ჩვენ წესრიგი ვუწოდეთ. სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს გარკვეული
სახის ფუნქციების შესრულებას, რომელთა შესრულებაც საზოგადოების არცერთ სხვა
წარმომადგენელს არ ძალუძს და არც აინტერესებს პირადად.

ვისაც სურს გაატაროს წესრიგის ეფექტიანი პოლიტიკა, უნდა იცნობდეს


ეკონომიკური სუბიექტების შესაბამისი ფენებისათვის დამახასიათებელ სპეციფიკურ
ჩარჩო_პირობებს. ის, რაც ქვედა ფენისათვის ჩარჩო პირობას წარმოადგენს, მაღალი
„იერარქიული“ საფეხურისათვის შესაძლებელი მოქმედების პარამეტრია.

2
ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკა მიისწრაფის, რომ მიაღწიოს თანხმობას
საზოგადოებრივ ღირებულებათა სისტემასა და ეკონომიკური ჩარჩო პირობების
ფორმირებას შორის.

ამით ნათელი ხდება, რომ წესრიგის პოლიტიკა საზოგადოებრივ-პოლიტიკური


ზემიზნების მიღწევასთან მიმართებაში ინსტრუმენტალურ ხასიათს ატარებს და ის
არსებითად სხვადასხვაგვარია სხვადასხვა ეკონომიკურ საზოგადოებებში.

ეკონომიკური წასრიგის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტები

ყოველგვარი ეკონომიკური წესრიგი ეფუძნება მთელ რიგ მნიშვნელოვან ელემენტებს:


მასში შედის მიზნების ან მიზანთა სისტემის დადგენა, ისევე როგორც სამართლებრივი
საფუძვლების და მნიშვნელოვანი ინსტიტუტების განსაზღვრა. ამ გზით ეკონომიკური
წესრიგი ზოგადი ფორმით რეგულირდება. ეკონომიკური წესრიგის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი ელემენტებია: საკოორდინაციო მექანიზმი და საკუთრებით
ურთიერთობათა წესრიგი. რადგან აქ შესაძლებელია მთელი რიგი შუალედური ფორმები,
საჭიროა ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკისათვის რეკომენდაციათა ჩარჩო.

საკორდინაციო მექანიზმი - კოორდინაცია და რეგულირება ითვალისწინებს


ხელმძღვანელის საქმიანობას დაგეგმილ დონეზე ქვეყნის მუშაობის შესანარჩუნებლად.
კოორდინაცია - ეს დასახული გეგმის მიხედვით ობიექტისა და მისი ქვეგანყოფილებების
შეთანხმებული საქმიანობაა. ხელქვეითთა საქმიანობაში პირდაპირი ადმინისტრაციული
ჩარევისგან განსხვავებით, კოორდინაცია ითვალისწინებს მართვის ირიბ, უპირატესად
ეკონომიურ მეთოდებს. ამასთან, იქმნება პირობები, რომლის დროსაც სამართავი ობიექტი
თვითონ, საკუთარი ინიციატივით დარეგულირდება და იმუშავებს ორგანიზაციისათვის
განსაზღვრული ოპტიმალური მიმართულებით.

საკუთრების წესრიგი - წარმოების საშუალებებზე კერძო ან საზოგადოებრივი


საკუთრება. ეფექტური და ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი ეკონომიკური სისტემა
დაფუძნებული უნდა იყოს კერძო საკუთრების რეგულირებაზე, რომელიც კერძო
მეწარმესა და საოჯახო ბიზნესს მიანიჭებს ქონებაზე საკუთრების უფლებას.

ეკონომიკურ წყობილებათა ისტორიაში გამოიკვეთა განსხვავებული წესრიგის


პოლიტიკური მოდელები. ანგლოსაქსური ეკონომიკის თვითდინებით მიშვების პირისპირ
დგას ეკონომიკური წესრიგის უფრო მძლავრი სოციალური მიმართულება მოქნილად
კოორდინირებული საბაზრო ეკონომიკის თვალსაზრისით ევროპულ კონტინენტზე
(მაგალითად, სოციალური საბაზრო ეკონომიკა გერმანიაში, შვედური მოდელი და ა.შ.).
ყოველ ქვეყანას აქვს თავისი ისტორიულად განვითარებული კულტურა და საკუთარი
საზოგადოებრივი ღირებულებები. ქვეყნის ტრადიციებიდან და კულტურიდან შექმნილ
ღირებულებათა სისტემას ვერ გამოვიყენებთ უბრალოდ სხვა ქვეყნის ეკონომიკაში.

დღეისათვის არ არსებობს ეკონომიკური საზოგადოება სახელმწიფო


დაწესებულებების გარეშე. პირველ რიგში, უნდა ნათელვყოთ, თუ რა ამოცანები უნდა
შეასრულოს სახელმწიფომ ეკონომიკურ საზოგადოებაში. მასზე დაკისრებული
მოვალეობები რომ განახორციელოს, სახელმწიფოს სჭირდება რესურსები. ამით ჩვენ
მივედით წესრიგის პოლიტიკის მნიშვნელოვან საკითხთან: არსებობს ეკონომიკური

3
ოპტიმუმი ქვეყანაში არსებული რესურსების გასანაწილებლად კერძო და საზოგადოებრივ
სფეროებს შორის, ან: რა კრიტერიუმებით უნდა დავადგინოთ სახელმწიფოს
განკარგულებაში არსებული რესურსების რაოდენობა?

პასუხები უნდა მოვიძიოთ როგორც ნორმატიულ, ისე პოზიტიურ ეკონომიკაში.


ნორმატიული ეკონომიკის ფარგლებში (კეთილდღეობის თეორია) ცდილობენ გამოკვეთონ
ოპტიმალური წარმოებისა და განაწილების პირობები ეკონომიკურ საზოგადოებაში: კერძო
ეკონომიკურ სექტორში პროდუქციის ოპტიმალურ რაოდენობას (საწარმოთა მოგების
მაქსიმიზირებით და კერძო საოჯახო მეურნეობების სარგებლიანობის მაქსიმიზირებით)
ვიღებთ ფასთა მექანიზმით სრულყოფილ ბაზრებზე. ეს საშუალებას იძლევა ნათლად
განვსაზღვროთ საერთო ეკონომიკური სიტუაცია და მივიღოთ კეთილდღეობის
ოპტიმუმი, რასაც უწოდებენ აგრეთვე პარეტო–ოპტიმუმს, რომლის მიხედვითაც
საზოგადოების ან რომელიმე ჯგუფის ნებისმიერი წევრი უკეთეს პირობებში ვერ მოხვდება
ისე, თუ იმავდროულად არ გაუარესდება სხვისი პირობები. თუ რა არის წევრისათვის
„უკეთესი“ ან „უარესი“ განისაზღვრება მათი პრეფერენციებით. პარეტო–ოპტიმუმი
გვაქვს მაშინ, როცა სახეზეა მთელი რიგი თეორიული პირობები, მათ შორის:

1) სავაჭრო ან გაცვლის ოპტიმუმი: ინდივიდუალური გაცვლის პირობები (საქონლის


სუბსტიტუციის ზღვრული წილი) ცალკეულ პროდუქტებზე ყველა საოჯახო მეურნეობაში
ერთნაირია. მათი პრეფერენციის ფუნქციის ჩვეულებრივი განსაზღვრისას ეს პირობა
შესრულებულია, თუკი არსებობს თანაბარი ფასთა მიმართებები ყველა საოჯახო
მეურნეობისათვის. ინდივიდუალური გაცვლის პირობები გვიჩვენებს, რამდენი
ერთეულით მეტად უნდა იქნას მოხმარებული A პროდუქტი, რათა მოხდეს
გამოუყენებლობის კომპენსირება, რომელიც

გამოწვეულია B პროდუქტის შემცირებული მოხმარებით. ვიდრე ინდივიდუალური


გაცვლის პირობები ერთმანეთს არ ემთხვევა, შეიძლება ამაღლდეს მთელი რიგი
ეკონომიკური სუბიექტების კეთილდღეობა, ისე რომ არ გაუარესდეს ერთდროულად სხვა
ეკონომიკური სუბიექტების მდგომარეობა;

2) წარმოების ოპტიმუმი: ფაქტორთა გაცვლის პირობები (ფაქტორთა სუბსტიტუციის


ზღვრული წილი) ყველა საწარმოში ერთნაირია. ისინი გვიჩვენებენ, თუ რამდენი
ერთეულით მეტი ფაქტორი (მაგალითად, შრომა) უნდა იყოს გამოყენებული, რათა
წარმოება არ დაეცეს, რომელიც გამოწვეულია სხვა ფაქტორის (მაგალითად, კაპიტალის)
შემცირებული გამოყენებით. საწარმოებს შორის ფაქტორთა მონაცვლეობით _ ის
გრძელდება იმდენ ხანს, ვიდრე ფაქტორთა გაცვლის პირობები არ გათანაბრდება _
მაღლდება წარმოება და კეთილდღეობა (ყველა ფაქტორის გამოყენება ამით თანაბრდება);

3) საქონლის ინდივიდუალური გაცვლის პირობები (ტრანსფორმაციის ზღვრული წილი)


უნდა გაუთანაბრდეს კოლექტიური გაცვლის პირობებს (საქონლის სუბსტიტუციის
კოლექტიური ზღვრული წილები).

ვარაუდებმა და გამონათქვამებმა მიგვიყვანა პარეტოს მოდელის აშკარა კრიტიკამდე:


ისინი სინამდვილეში არ არის შესრულებული. სრულყოფილი კონკურენციის მოდელი
არც სასურველია და არც შესაძლებელი. რეალობაში ბატონობს ოლიგოპოლიის საბაზრო
ფორმა, რომლის დროსაც სრულყოფილი კონკურენციის ფასთა მექანიზმის მოქმედების

4
ეფექტი არ ჩანს. გარდა ამისა, შეუძლებელი ხდება განვსაზღვროთ კოლექტიური გაცვლის
პირობები, რომ აღარაფერი ვთქვათ სარგებლიანობის გაზომვისა და ინტერპერსონალური
სარგებლიანობის შედარების პრობლემებზე. პრაქტიკული ეკონომიკური პოლიტიკის
ორიენტირება ამ თეორიული განხილვების საფუძველზე შეუძლებელია.

საქმეს ამძიმებს შემდეგი: სახელმწიფო სფეროში ფასთა მექანიზმი არ გამოიყენება


ოპტიმალური ალოკაციისათვის. სახელმწიფო მოქალაქეები არ არიან იძულებულნი, რომ
გამოავლინონ თავიანთი პრეფერენციები სპეციფიკურ საზოგადოებრივ საქონელზე.
უცნობი რჩება თუ რა საზოგადოებრივი შედეგები და მომსახურებანი სურთ მიიღონ მათ
და რა ფასის გადახდისათვის არიან ისინი მზად. არ არსებობს საბაზრო ფასები (აღმავალი
და დაღმავალი), რომელიც სახელმწიფოს უჩვენებდა თუ რა რაოდენობის საქონელი და
მომსახურება უნდა შეთავაზოს მან საზოგადოებას. სწორედ ეს ფენომენი აძნელებს,
დავადგინოთ ოპტიმალური საზღვარი მოთხოვნილების სახელმწიფო და კერძო
დაკმაყოფილებას შორის.

რადგან ჩვენ კეთილდღეობის თეორიული პირობა ვეღარ დაგვეხმარება, უნდა


გადავამოწმოთ სახელმწიფო აქტივობის ოპტიმალური სიდიდის დასადგენად
მითითებები პოზიტიური ეკონომიკიდან გამომდინარეობს თუ არა. არსბული მიზნების
მიმართულებათა საფუძველზე სახელმწიფო ხარჯების მოცულობა შეიძლება
პრაგმატულად დადგინდეს, ამისთვის კი გვჭირდება ვაგნერის კანონი: ვაგნერის კანონი
არის პრინციპი, რომელსაც სახელი ეწოდა ეკონომისტ ადოლფ ვაგნერის (1835-1917)
საპატივცემულოდ. ამ კანონის მიხედვით, სახელმწიფოც არის სერვისი, რომელსაც
მოსახლეობა იყენებს. შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად სახელმწიფოს
სერვისებზე მოთხოვნა (ისე როგორც სხვა სერვისებზე) იზრდება. ეს კი სახელმწიფოს
როლის ზრდას და კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას იწვევს. ეს კანონი
სახელმწიფოს მზარდი საქმიანობის შესახებ პირდაპირ არის დაკავშირებული მზარდ
ხარჯებთან, სახემწიფო ხარჯები ნახტომისებურად იზრდება ომისა დაკრიზისების
პერიოდში, რასაც ადასტურებს ბრიტანელი მეცნიერი–ეკონომისტების ალან პეკოკისა და
ჯერ ვაისმანის დაკვირვებები: თუ ომი ან კრიზისი დამთავრებულია, სახელმწიფო
ხარჯები ისევ მცირდება, მაგრამ არა თავდაპირველ დონემდე. არსებობს მთელი რიგი
ფაქტორებისა, რომლებმაც სახელმწიფო ხარჯების ზრდაზე გავლენა იქონიეს, ესენია:

 მოთხოვნის ელასტიკურობა შემოსავლის მიხედვით


 მოსახლეონის კონცენტრაციის ტენდენციები
 სახელმწიფო საქმიანობის მწარმოებლურობა ჩამორჩება კერძო სექტორში არსებული
მწარმოებლურობის დონეს.

ეკონომიკური წესრიგის საწყისი ჰიპოთეზები

ეკონომიკური წესრიგის დასადგენად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება გარკვეულ


საწყის ჰიპოთეზებს. ერთმანეთს უპირისპირდება ორი ფუძემდებლური ჰიპოთეზა: ერთის
მხრივ ლიბერალური ბაზრის კონცეფცია და მეროეს მხრივ ეკონომიკაში სახელმწიფოს
ინტერვენციის კონცეფცია.

5
სახელწიფოს წარუმატებლობა – ჰიპოთეზები ლიბერალური ბაზრის
კონცეფციისთვის

თუ ბაზარი ფუნქციონირებისუნარიანია და კონკურენციის მიერ მინიწებული


ფუნქციები სრულდება , მაშინ საზოგადოებრივ მიზანთა სისტემა თავისთავად და
ავტომატურად ხორციელდება. ასეთ შემთხვევაში სახელწიფოს მიზანია კერძო
ეკონომიკური აქტივობისთვის შექმნას და შეინარჩუნოს წარმატებული ჩარჩო პირობები.
სახელმწიფოს მეტის გაკეთება არც შეუძლია და არც ჭირდება. სტაბილიზაციის
ჰიპოთეზიდან გამომდინარე საბაზრო პროცესების განვითერება სტაბილურად
მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში თუ სახელწიფო შეეცდება ჩარევას ბაზრის
ფუნქციონირებაში, ეს გამოიწვევს ბაზრის დესტაბილიზაციას (დესტაბილიზაციის
ჰიპოთეზა). აქვე შეგვიძლია განვიხილოთ ჰიპოთეზები სახელმწიფოს წარუმატებლობის
შესახებ. ეს არის საზოგადოებრივი არჩევანის თეორიის (პუბლიც ცჰოიცე) კვლევის საგანი,
რომელიც პოლიტიკურ და ბიუროკრატიულ გადაწყვეტილებებში მიკროეკონომიკურ
ინსტრუმენტებს იყენებს. ამ თეორიის ფარგლებში ვაკრიტიკებთ მოსაზრებებს
პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. არსებობს ვარაუდი იმის შესახებ , რომ ეკონომიკური
პოლიტიკის გამტარებლებს მხოლოდ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. მათი მიზანია
მოახდინონ ამომრჩეველთა ხმების მაქსიმიზაცია (ხელმეორედ არჩევის მიზნით), მიიღონ
შემოსავლები და შეინარჩუნონ ძალაუფლება. ამით საზოგადოებრივი არჩევაბის თეორია
სახელმწიფოს წარუმატებლობას აფიქსირებს.

ბაზრის წარუმატებლლობა– ჰიპოთეზები სახელმწიფო


ინტერვენციის კონცეფციისთვის

როდესაც ბაზარი არასრულყოფილად ფუნქციონირებს , ამან შესაძლებელია


არასასურველი შედეგები მოგვცეს და მნიშვნელოვანი მიზნები მიუღწეველი დარჩეს.
ბაზრის ასეთი წარუმატებლობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ასპექტში:

 საზოგადოებრივი საქონლის პრობლემა. არსებობს გარკვეული საქონელი, რომლის


წარმოება ეკონომიკისთვის აუცილებელია , მაგრამ კერძო დარგების რენტაბელობას
არ შეესაბამება. ამავდროულად საზოგადოებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით
ეკონომიკის განვითარებისთვის ისინი მნიშვნელოვანია. ასეთ შემთხვევაში
პროდუქტის მიწოდება სახელმწიფოს პრეროგატივაა.

საზოგადოებრივი საქონლის მაგალითებია:

1. სახელმწიფო თავდაცვა
2. საზოგადოებრივი ფეიერვერკი
3. სუფთა ატმოსფერო
4. მეცნირუი კვლევები და სხვა გამოგონებები.
 გარე ეფექტების პრობლემა. პროდუქტს წარმოიება და მოხმარება იწვევს გარე
ეფექტებს , რომლებიც განსაკუთრებით მაშინ არის პრობლემატური , როდესაც საქმე
არასაბაზრო ხარჯებს ეხება. ეს ხარჯები მათ გამომწვევთა ანგარიშგებაში არ აისახება ,
მაგრამ ტვირტად აწვება მთელს ეკონომიკას. ასეთი ხარჯების ინტერნალიზება უნდა
მოხდეს. რადგანაც არ მოხდება ნებაყოფლობითი ინტერნალიზება , ამიტომ ასეთ

6
სიტუაციაში სახელმწიფომ უნდა მოახდინოს საბაზრო პროცესებში ინტერვენცია.
ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ გარემოს დაბინძურება.
 ბაზრის არასრულყოფილება. ბაზრის არასრულყოფილება გამოიხატება იმაში , რომ
ბაზარზე შეიძლება წარმოიქმნას მონოპოლიები ან არსებობდეს ინფორმაციის
დეფიციტი. მონოპოლისტებმა შესაძლებელია ბოროტად გამოიყენონ თავიანთი
საბაზრო ძალაუფლება და გაიუმჯობესონ მდგომარეობა სხვათა გაუარესების
ხარჯზე. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფოს შეიძლია და უნდა მოახდინოს ბაზრის
ფუნქციონირებაში ინტერვენცია.

ალტერნატიული კონცეფციების აღწერის შედეგად მიიღება კონკრეტული


ეკონომიკური პოლიტიკის კონცეფცია. თუმცა არსებითი განსხვავება აღწერილ ორ
კონცეფციას შორის არ არის, ჩარჩო პირობების დადგენა კი იმის მიხედვით ხდება,
საზოგადოებრივი მიზნები მიიღწევა თავისთავად თავისუფალი საბაზრო
მოვლენების განვითარებით თუ სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია აღნიშნულ
მიზანთა სისტემის განხორციელებისთვის.

თუ სახელმწიფო ეკონომიკურ წესრიგის პოლიტიკაში


თავისუფალ ,,ხვრელებს” გააჩენს, ანდა კერძო ეკონომიკურ აქტივობას
საკანონმდებლო ველისაგან თავისუფალ სივრცეს დაუტოვებს, მაშინ ჩნდება
ჩრდილოვანი ეკონომიკის წარმოშობის საშიშროება, ანუ ისეთი ეკონომიკური
საქმიანობა, რომელიც გადასახადების დაწესებას და სახელმწიფო სექტორის
მხრიდა რეგლამენტირებას არ ექვემდებარება.

ჩრდილოვანი ეკონომიკური საქმიანობა უნდა შედიოდეს მთლიან ,,მშპ”-ში


თუმცა მასში არ ვლინდება.

ჩრდილოვანი ეკონომიკის შიდა პროდუქტს მიეკუთვნება:

 ლეგალური საქმიანობა, რომელიც სრულდება ლეგალურად, თუმცა


ხდება გადასახადების დამალვა.
 ეკონომიკური აქტივობა, რომელიც არალეგალურად ტარდება და ხდება
ფარული მუშაობა.
 არალეგალური აქტივობა (ნარკოტიკებით ვაჭრობა და ა.შ.).

ჩრდილოვანი ურთიერთობების წარმოქმნას არამხოლოდ ეკონომიკური,


არამედ სოციალური, პოლიტიკური, სამართლებრივი და ა.შ. პრობლემები
განაპირობებს.

სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფს მიეკუთვნება მოსახლეობის სოციალური


პრობლემები, ესენია:

 უმუშევრობა _ რომელსაც უდიდესი სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და


ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის (საქსტატის) მონაცემებით საქართველოში უმუშევრობა შეადგენს
17_20 %-ს, ამიტომ უმუშევრებისა და დაბალი ხელფასის მქონე პირებისთვის
არსებობს ეკონომიკური აუცილებლობა ,,დამატებითი საქმიანობისთვის”.
 საგადასახადო სისტემა _ საგადასახადო პოლიტიკა ჩრდილოვან ეკონომიკის
გამომწვევ ძირითად მიზეზად ითვლება.ფირმებზე მიმართულ გადასახადებსა და
ჩრდილოვან ეკონომიკის მასშტაბებს შორის პირდაპირპროპორციული
დამოკიდებულება არსებობს.

7
 კორუფცია _ შეიძლება ითქვას, რომ კორუფცია და ჩრდილოვანი ეკონომიკა
ერთი მედლის ორი მხარეა. ჩრდილოვანი ეკონიმიკა თავს იჩენს მაშინ როცა
არსებობს კორუფცია და პირიქით.

ჩრდილოვანი პოლიტიკის წარმოქმნის პოლიტიკური მოტივები იყოფა შემდეგ


სახეებად:

 პოლიტიკური არასტაბილურობა _ ყოველგვარი მნიშვნელოვანი მოვლენა


სახელმწიფოს ცხოვრებაში პოლიტიკას უკავშირდება. პოლიტიკურ ელიტაში
მიმდინარე ინტრიგები, დაპირისპირებები, მანიპულაციები, რომლებიც
მოსახლეობის ზრუნვითა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით
ხდება, ხელს უწყობს ფარული ურთიერთობების წარმოქმნას.
 დაუსჯელობის სინდრომი _ საზოგადოდ ქვეყანაში რაც უფრო დაცულია
წესრიგი, მით უფრო ეფექტიანია შესრულებული სამუშაო, ამიტომ
მნიშვნელოვანია გაიზარდოს ჩრდილოვან ეკონომიკაში საქმიანობისთვის
დასჯის საზომი.
 საკუთრების უფლებების დაუცველობა _ როგორც არსებული საკანონმდებლო
ბაზის არასრულყოფილების, ასევე არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობის
გამო, აღნიშნული ფაქტორების ზეგავლენა ჩრდილოვან საქმიანობაზე
მნიშვნელოვანია.
 რეფორმების სტრატეგიის არჩევაში დაშვებული შეცდომები _ რეფორმების
წარმატების განსახორციელებლად აუცილებელია, როგორც ხელისუფლების,
ასევე მოსახლეობის მზადყოფნა. მთავარი პირობა, მათ შორის ნდობის
არსებობაა. ამის კარგი მაგალითია საქართველოში მიმდინარე რეფორმები
90_იან წლებში, რომლისთვისაც არც ხელისუფლება და არც მოსახლეობა იყო
მზად და შესაბამისად რეფორმებმა ვერ გაამართლა და გადაიზარდა
ჩრდილოვან ეკონომიკასა და კორუფციაში.
 სახელმწიფო ვალების ზეწოლა _ რომელიც მძიმე ტვირთად აწვება
სახელმწიფო ეკონომიკას, აფერხებს მის წინსვლას და ხელს უწყობს
ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბების ზრდას.
 უცხო ქვეყნის ექსპანსიური ეკონომიკური პოლიტიკა _ ეკონომიკური
კრიზისის და შესაბამისად, არაფორმალური კავშირების ზრდის ერთ_ერთი
მიზეზი გარეშე ძლიერი ძალების აგრესიული ქმედებაა.

ჩრდილოვანი ეკონომიკის მოცულობას განსაზღვრავენ:

1. დასაქმების კვოტის ცვლილებით

დასაქმების დაღმავალი ოფიციალური კვოტა, ჩრდილოვანი ეკონომიკის


სიდიდეზე და განვითარებაზე გვაძლევს ინფორმაციას. ვარაუდობენ, რომ დასაქმების
კვოტის უმაღლესი დონის შემთხვევაში ჩრდილოვანი ეკონომიკა არ არსებობს. თუმცა
ამ ვარაუდს ბევრი ნაკლიც აქვს, რადგან ბევრი ფარულად მომუშავე არ ტოვებს თავის
ოფიციალურ სამუშაო ადგილს.

2. შემოსავლებისა და ხარჯებს შორის სხვაობით

შიდა პროდუქტი გამოითვლება ორი მეთოდით:

8
ითვლება საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები და ფასდება
ყოველგვარი შემოსავლების ჯამი. მაშინ როდესაც, გაწეული დანახარჯების ჯამი
აღემატება შემოსავლების ჯამს, ჩნდება ეჭვი ფარული შემოსავლის არსებობის
შესახებ. თუმცა არც ეს მეთოდია საიმედო, რადგან ხარჯები შეიძლება კრედიტებითა
და დანაზოგებით დაფინანსდეს.

3. ნაღდი ფულის მიმოქცევის მეთოდით

ტრანზაქციები ჩრდილოვან ეკონომიკაში, არალეგალური საქმიანობის დამალვის


მიზნით, მხოლოდ ნაღდი ფულით იფარება. ამ პირობებში ცდილობენ, მონეტარული
სიდიდეებით, ფულის რაოდენობის მეშვეობით ან მისი ცვლილებით, განსაზღვრონ
ჩრდილოვანი ეკონომიკის სიდიდე.

ჩრდილოვან ეკონიმიკის მოცულობაზე ყველა მონაცემის ინტერპრეტაციისას


უნდა გავითვალისწინოთ, რომ გაზომვის მეთოდები ძალზე არაზუსტია.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის დამარცხება


ადმინისტრაციული მეთოდებითა და ლოზუნგებით შეუძლებელია. საჭიროა მისი
გამომწვევი მიზეზების მეცნიერული ანალიზი და სახელმწიფოს მიერ ისეთი
პოლიტიკის გატარება, რომელიც ჩრდილოვანი ურთიერთობების აღმოცენებისა და
განვითარებისთვის ნოყიერ ნიადაგს არ შექმნის.

ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის გამტარებლები

წესრიგის პოლიტიკის მიზნებისა და სტრატეგიების განსაზღვრის შემდეგ უნდა


შევეხოთ ჩარჩო პირობების გამტარებლებს. განასხვავებენ საერთაშორისო, ეროვნულ და
კერძო ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლებს. მსოფლიოს ყველაზე დიდი
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც ქმნის ჩარჩო პირობებს არის ევროკავშირი.
ეკონომიკურ პოლიტიკას განსაზღვრავენ: ევროპარლამენტი, ევროკომისია,
ევროსასამართლო, ევროკავშირის ცენტრალური ბანკი. სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციები, როგორიცაა გაერო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ტურიზმის
მსოფლიო ორგანიზაცია, არ შეიძლება ჩაითვალონ საერთაშორისო ეკონომიკური
პოლიტიკის გამტარებლებად, რადგან მათ თავიანთი გადაწყვეტილებების გასატარებლად
ძალაუფლება ნაწილობრივ აკლიათ, ან, მათი გატარება ცალკეული მთავრობების კეთილ
ნებაზეა დამოკიდებული. ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლები არიან
საკანონმდებლო ორგანოები, რომლებმაც უნდა დაადგინონ მნიშვნელოვანი ჩარჩო
პირობები, როგორიცაა კონკურენციის წესრიგის, ფულადი წესრიგის, საფინანსო
კანონმდებლობის, სატარიფო ხელშეკრულების სამართლებრივი ნორმები და სხვა. ასევე
მნიშვნელოვანია მართლმსაჯულება, რომელმაც მთელ რიგ განაჩენებში უნდა დაადგინოს
კანონებისა და სამართლებრივი დადგენილებების საკონსტიტუციო შეთანხმებულობა ან
სამართლებრივ ნორმებთან მათი შეუთანხმებლობა. რაც შეეხება კერძო ეკონომიკური
პოლიტიკის გამტარებლებს, მათ მიეკუთვნება: პროფკავშირები და დამსაქმებელთა
გაერთიანებები. როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ავტონომიური გამტარებელი, ორივე
მხოლოდ, შემოსავლის პოლიტიკის სფეროში არის აქტიური. სხვა სფეროში ისინი
გვევლინებიან როგორც გავლენის მომხდენნი.

9
გლობალიზაციის პროცესში განსაკუთრებით უნდა დავასახელოთ ვაჭრობის
მსოფლიო ორგანიზაცია (ვმო). ვმო წარმოადგენს ჟენევაში 1947 წელს ხელმოწერილი
GAთთ-ის, ანუ ტარიფებსა და ვაჭრობაზე გენერალური შეთანხმების
სამართალმემკვიდრეს. ამჟამად ვმო-ში 149 სრულუფლებიანი წევრია გაერთიანებული.
ვმო-ს წევრი ქვეყნების წილი საერთაშორისო ვაჭრობაში დღეისათვის 95%-ზე მეტს
წარმოადგენს.
ვმო-ს ძირითადი ფუნქციებია:
 საერთაშორისო ვაჭრობაში დისკრიმინაციის აღკვეთის უზრუნველყოფა;
 მრავალმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების პროცესის წარმართვა;
 ვაჭრობასთან დაკავშირებული საერთაშორისო დავების მოგვარება;
 ვმო-ს წევრი ქვეყნების სავაჭრო პოლიტიკის ზედამხედველობა;
 მსოფლიო ეკონომიკური პოლიტიკის განმსაზღვრელ საერთაშორისო
ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.

საქართველოში სახელმწიფო სექტორში ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებლებს


წარმოადგენენ: პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, საქართველოს საკონსტიტუციო და
უზენაესი სასამართლო, საქართველოს ეროვნული ბანკი.

ეკონომიკური წესრიგის პოლიტიკის ინსტრუმენტები

მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დერეგულირება წარმოადგენს. მასში ზოგადად


სახელმწიფო ინსტრუქციების გაუქმება ან გამარტივება იგულისხმება. ეს კერძო
ეკონომიკური ინიციატივისთვის უფრო მეტი სივრცის მიცემის მიზნით ხორციელდება.
გერმანიაში ამის მაგალითს მაღაზიების მუშაობის დასრულების კანონის (1996–2003
წლები) მრავალგზის ცვლილება წარმოადგენს. აქ შეიძლება ვიკითხოთ, თუ რატომ არ
გაუქმდა ის სრულიად? 1991 წელს „დერეგულირების კომისიამ“ ფედერალური მთავრობის
დავალებით, გაავრცელა მთელი რიგი წინადადებები განსაკუთრებული ინსტრუქციების
გაუქმების შესახებ, რომლებშიც ძალზე ხშირად ბაზრის წარუმატებლობის საშიშროება იყო
დასაბუთებული. 2003 წლის შუა პერიოდში ბიუროკრატიის დემონტაჟის სტრატეგიული
კონცეფციით გაგრძელდა.
ინსტრუმენტად, აგრეთვე, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია განიხილება.
პოლიტიკა, რომელიც გერმანიაში, ამ ბოლო წლებში, ფორსირებულად ტარდება წესრიგის
პოლიტიკის თვალსაზრისით ბრმად არ უნდა განხორციელდეს. პრივატიზაციის
ღონისძიებათა ერთი ნაწილი ევროპული ინტეგრაციის პროცესის ფარგლებში გახდა
საჭირო (ტელეკომუნიკაცია, ენერგეტიკული მეურნეობა). ამას ემატება ისიც, რომ
სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაციას შეიძლება ჰქონდეს წესრიგის პოლიტიკის
საფუძველი, მაგრამ ის აგრეთვე შეიძლება შემოსავლების მიღების კონკრეტული მოტივიც
იყოს. ამასთან, მხედველობიდან არ უნდა გამოგვჩეს, რომ სახელმწიფო საწარმოების
გაყიდვა საბალანსო ტექნიკის თვალსაზრისით სახელმწიფოსათვის აქტიურ გაცვლას
წარმოადგენს. ის მეტ ლიკვიდურებას იღებს. სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის
ქრონიკული უკმარისობის გამო მთელ ამ ოპერაციას სახელმწიფო საბალანსო
ღირებულების შემცირებამდე მივყავართ. კონკურენციის ინტერსიფიკაცია თვალსაჩინო
გახდა ტელეკომუნიკაციის სფეროში. მომხმარებელისათვის ეს პროცესი ფასების

10
შემცირებაში გამოიხატა. ენერგეტიკაში იგივე ეფექტები მხოლოდ საწყის ფაზას
ახასიათებდა, შემდეგ კი ისინი აღარ შეიმჩნეოდა.
წესრიგის პოლიტიკაში განსაკუთრებული პრობლემები იქმნება მაშინ, როდესაც
სახელმწიფოს მხრიდან მიზანთა დაქსაქსულობა გვაქვს. საბაზრო ეკონომიკური წესრიგის
ფარგლებში წინა პლანზე რესურსების ოპტიმალური ალოკაცია გამოდის. მაგრამ მხოლოდ
მასზე საზოგადოებრივ განვითარებას ვერ ააგებს. თუკი იგი (საბაზრო ეკონომიკური
წესრიგი) შეესაბამება უსაფრთხოებისა და სამართლიანობის მიზნებს, მაშინ სახელმწიფომ
განაწილებისა და გადანაწილების პოლიტიკა ცალკე არ უნდა გამოყოს. მიზანთა
კონფლიქტების გადაჭრა ორიენტირებული იქნება არა მხოლოდ წესრიგის პოლიტიკის
კონცეფციაზე, არამედ კვლავინდებურად ინტერესთა პოლიტიკური გავლენითა და ძალის
შენარჩუნების პოლიტიკით მოხდება.
შემდგომ პრობლემებას წესრიგის საშუალებათა გამოყენება წარმოადგენს. წესრიგის
პოლიტიკის საშუალებათა ფუნქციონირების გამოცნობა და მათი მოქმედების ხარისხის
გაზომვა ძნელია. ისინი ამასთან, ხშირად იდეოლოგიური და პოლიტიკური ინტერესებით
არიან მოტივირებული. წესრიგის პოლიტიკის საშუალებები პროცესის პოლიტიკის
ზემოქმედებიდან ან პირიქით შეიძლება გამომდინარეობდეს.

11

You might also like