You are on page 1of 6

საგამოცდო საკითხები:

1. საკორპორაციო სამართლის რეცეფცია და ნეკრორეცეფცია ერთმანეთის


პირისპირ: ქართული საკორპორაციო სამართალი ევოლუციურ ჭრილში.

პირველ რიგში ზოგადად უნდა მიმოვიხილოთ თუ რა არის რეცეფცია და აქედან


გამომდინარე შეგვიძლია აღვნიშნოთ რომ, თუ კი რეცეფციის პროცესი ყველა მისთვის
დამახასიათებელი ელემენტებით გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად და გონივრულად
იქნება განხორციელებული, მაშინ სამართლებრივი სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში
ყოველთვის შედეგის მომტანი იქნება.

საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის კვლავ მოპოვების შემდგომ , საკმაოდ


დიდი ხანი გავიდა, თითქმის 30 წელი გადის და გასული საუკუნის 90-ია წლების
დასაწყისში, სწორედ ის პერიოდი იყო, როდესააც ჩვენი ქვეყანა დიდი გარდაქმნების და
რეფორმების ქარცეცხლში უნდა მოქცეულიყო და ეს განპირობებული იყო სხვადასხვა
პოლიტიკური, ეკონომიკური, სოცილაური ფაქტორით და კულტურულ ფენომენად
სოცილაური წყობის პირობებში ასრებული გუნდური ეკონომიკა , რომელიც ძალიან შორს
იყო კაპიტალისტური ეკონომიკისგან სრულფასოვნად, ტოტალურ ტრანსფორმიერებას
და გარდაქმნას მოითხოვდა, რათა ქვეყნის კაპიტალისტური წყობილების პირისპირ
აღმოჩენის პირობებში ,ქონოდა უნარი გლობალური ეკონომიკურ გამოწვევებს
დაპირისპირებოდა, გლობალურ ეკონომიკურ კონკურენციაში ჩაბმულიყო, დანარჩენ
ცივილიზებულ მსოფლიოს სახემწიფოთა გევრდიგვერდ. მიუხედავად იმისა რომ
დამოუკიდებლობა მოპოვებული ქვეყნის დეკლარირებული მიზანი იქნა
ჩამოყალიბებული, ლიბერალური, კონსტიტუციური დემოკრატიული სახელმწიფო
სტრუქტურა უნდა ჩამოეყალიბებინათ, სწორედ თანამედროვე სამეწარმეო ურთიერთობის
განვითარების წინაპირობად უნდა ქცეულიყო. ეს კი ძალიან რთულ ამოცანად წარმოჩნდა
და მისი განხორციელება დიდი ცოდნის, გამოცდილების სიბრძნის და სწორი პოლიტიკურ
სამარტლებრივ გადაწყვეტილებას მოითხოვდა. პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული
დღევანდელი ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია აფუძნებს ეჭვს იმისა რომ ეს
ყველაფერი ერთმანეთისგან იზოლირებულად ვერ განხროციელდებოდა . საქმე იმაშია ,
რომ საბჭოთა კავშირში გუნდური ეკონომიკა, თავისებუ წესებზე იყო აგებული, რომელსაც
საფუძვლად პოლიტიკური და ეოკნომიკური რეალობა ედო. საბჭოთა კავშირის დაშლის
შემდეგ სრულად განადგურდა მოიშალა ასრებული ბაზრები, სავჭრო გზები ,
კორპორაციული სამეურნეო ურთიერთობები და საქართველოს მაგალითზე შეიძლება
ითქვას რომ ქვეყანა სრულად იზოლირებული და გაუცხოებული აღმოჩნდა , ერთის მხრივ
საბჭოდა კავშირის დაშლის შემდეგ, მეორე მხრივ მთელი დანარჩენი ცივილიზებული
ქვეყნების წინაშე. და ამას ემატება სახელმწიფოს მხრიდან მთელი რიგი არასწორად
გადადგმული ნაბიჯები, რამაც ქვეყნის ეკნომიკურ განვითარებას საკმაოდ მძიმე დაღი
დასვა. მაგალითად , პრივატიზაციის განსაზოგადოებრიობის , სახლემწიფოს საკუთრებაში
არსებული ქონების გასაზოგადოებრიობის ის პროცესი , ანუ კერძო მსაკუთრეთა ხელში
სახელმწიფო საკუთრების, სახელმწიფო საწარმოების გადასვლის ის პროცესი , რომელიც
უკავშირდება სწორედ პოსტსაბჭოთა პერიოდს, ე.ი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ
პერიოდს. ბუნებრივია აქ არსებობს ესეთი თეზა რომ ეს ურთიერთოებები რომ
შენარჩუნებულიყო პოსტსაბჭოდა სივცრისთვის , ამ ურთიერთობის ტრანსფორმირება
რომ მომხდარიყო ე.ი სხვა სახე მიეღო ამ ურთიერთობებს, კაპიტალური ბაზრისთვის
დამახასიათებელი სახე, კაპიტალური ურთიერობებისთვის დამახასიათებელი სახე , არა
იზოლირებული არამედ საერთო წესები ბაზრის დადგენილიყო, შექმნილიყო მოდელური
კანონები, რომელსაც პოსტსაბჭოტა ქვეყნები მიერთდებოდნენ და დაემორჩილებოდნენ ,
შესაძლოა ასეთი სავალალო შედეგები არ ქონოდა სახეზე, გაუბედურებული , კერძო
მესაკუთრის ხელში გადასული საწარმოების სახით.საბჭოთა კავშირი მეტნაკლებად
იურიდიული ინდუსტრიული ქვეყანა იყო. საბოლოო ჯამში საქართველო მიიყვანა იმ
მდგომარეობამდე რომ ეს ინდუსტრიული ქვეყანა, არაფრისმწარმოებელ ქვეყანად
გარდაიქმნა. სწორედ ამიტომ არის რომ ახლა, ბევრ რამეში დამოკიდებული ვართ
იმპორტზე.

საქართველო მისი სამართლებრივი სისტემის თვალსაზრისით კონტინენტური ევროპოს


სმართლის ოჯახს მიეკუთვნებოდა და ეს ტენდენცია დამახასითებელი იყო არა მარტო
საქართველოსტვის არამედ მთელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის
ქვეყნებისთვის, რომელიც რომანულ გერმანულ სამართლის დიდ გავლენას განიცდიდა.
სწორედ ამ პოლიტიკურ სამართლებრივი ისტორიული საფუძვლით იქნა განპირობებული
ქვეყნის მაშინდელმა ხელისუფლებამ გეზი ევროპული სამართლის რეცეფციისენ აიღო .
და ამის ავანგარდში მოექცა გერმანული სამართალი, რადგან საქართველოს
იმდროინდელ პოლიტიკურ ელიტას, გერმანელ მაღალ პოლიტიკური წრის
წარმომადგენლებთნ სიახლოვის გამო, აქცენტი სწორედ გერმანული სამართლის
რეცეფციაზე გაკეთდა. გარდა ამისა ქარტველი იურისტების სამართლებრივი აზროვნების
სტილი გერმანულთან ახლოს იდგა, გერმანულის ცოდნა, გერმანული სამართლის
სისტემებეზე სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა, სხვდასხვა გერმანული
ორგანიზაციების აქტიური ჩართვა და მონაწილეობა საქართველოს კანონშემოქმედების
პროცესში, სწორედ ამ გარემოებებმაც შეუწყო ხელი.

გრძელვადიანი განხილვების შედეგად საქართველომ 1994 წელს მიიღო კანონი


„მეწარმეთა შესახებ“. 70-წლიანი საბჭოთა პრაქტიკის შემდგომ 1994 წლის კანონი იყო
პირველი საკანონმდებლო აქტი საქართველოში, რომელიც ასახავდა ევროპის
გამოცდილებას. კერძოდ, მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა გერმანიის კომერციულმა
სამართალმა. კანონი შეიქმნა ქართველი და გერმანელი ექსპერტების მიერ
ერთობლივად. მართალია, კანონი გამომდინარეობდა გერმანული მოდელიდან, თუმცა
იგი მიიჩნევა ქართველი კანონმდებლის ორიგინალურ ქმნილებად. გერმანულ
სამართალში ვერ იპოვით ამგვარი სისტემისა და რეგულირების საგნის კანონს. ამდენად ,
ქართულ დოქტრინაში ხშირად აღინიშნებოდა, რომ, მართალია, კანონი იზიარებს
გერმანული კომპანიათა სამართლის ზოგად პრინციპს, მაგრამ ქართული კანონი არ უნდა
იქნეს მიჩნეული მისი დედა იურისდიქციის ასლად. თუმცა ორგანიზაციათა სტრუქტურა , და
სახელებიც კი, კვალდაკვალ მიჰყვებოდა გერმანულ კანონს. კანონში უკანასკნელი
მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა 2008 წელს. კანონმდებელმა ორსაფეხურიანი
საკორპორაციო სამართლის სისტემა შეცვალა შერეული, ორსაფეხურიანი და
ერთსაფეხურიანი კორპორაციული მართვის ელემენტებით.

ქართული საკორპორაციო სამართალი, გერმანულის მსგავსად , იცნობს სამეწარმეო


საზოგადოებათა დაყოფას ამხანაგურ (პერსონაფიცირებულ) და კაპიტალურ
სამართლებრივ ფორმებად, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების
იურიდიული ფორმების დიქოტომიას წარმოაჩენს და მათი გამიჯვნის პრაქტიკულ
მნიშვნელობას ადგენს საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობაში. საქართველოში
სპს-ის სამართლებრივი ფორმა, როგორც საერთოდ ორგანიზაციული ფორმების
მომწესრიგებელი სამართალი გერმანული სავაჭრო და საზოგადოებათა სამართლის
რეცეფციის შედეგად ჩამოყალიბდა. პირველად, დამოუკიდებლობის კვლავმოპოვების
შემდეგ სპს-ის შესახებ ჩანაწერი ჩნდება მეწარმეთა შესახებ კანონში , რომელიც
წარმოადგენს კიდეც ამ ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის ჩვენს ქვეყანაში
სამართლის ძირითად წყაროს. „მეწარმეთა შესახებ“ კანონს ბევრი პრობლემური ნაწილი
აქვს, რაც ხშირად პრაქტიკაში სირთულეებს ქმნის. ეს კი იმის შდეგია , რომ 2008 წლის
ცვლილებების შემდეგ მოხდა ისეთი ნორმების შემოტანა, რომლებიც უცხო იყო ქართული
სინამდვილისთვის. კანონმდებელი არც კი დაუფიქრდა პრაქტიკაში თუ რა შედეგი
შეიძლებოდა გამოეღო გერმანული სისტემიდან ვითომ ამერიკულ მოდელზე გადასვლას.
სინამდვილეში ორივე სისტემის ნაზავი გამოვიდა უმარავი ხარვეზით. როგორც
პროფესორი ბესარიონ ზოიძე აღნიშნავს, სამართლის ნორმის ერთი სამართლის
სისტემიდან მეორეში კოპირებამ შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს
ტრანსპლანტის მიმღები სამართლის განვითარებაზე. ეს მეტად მნიშვნელოვანი და
საყურადღებო მოსაზრებაა, ვინაიდან უცხო ქვეყნის სამართლიდან კოპირებულ
სამართლის ნორმას დამოუკიდებლად, სამართლის სისტემის სხვა ნორმებთან კავშირის
გარეშე, არსებობა არ შეუძლია. ამიტომ უმჯობესი იქნება თუ კანონმდებლები მომავალში
გაითვალისწინებენ არსებულ პრაქტიკას და მეტი სიფრთხილით მოეკიდებიან
ცვლილებების მიღებას საკოპორაციო სამართალში.

ქართული საკორპორაციო სამართალი, გერმანულის მსგავსად, იცნობს სამეწარმეო


საზოგადოებათა დაყოფას ამხანაგურ (პერსონაფიცირებულ) და კაპიტალურ
სამართლებრივ ფორმებად, რომელიც სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების
იურიდიული ფორმების დიქოტომიას წარმოაჩენს და მათი გამიჯვნის პრაქტიკულ
მნიშვნელობას ადგენს საწარმოს ყოველდღიურ საქმიანობაში. საქართველოში სპს-ის
სამართლებრივი ფორმა, როგორც საერთოდ ორგანიზაციული ფორმების
მომწესრიგებელი სამართალი გერმანული სავაჭრო და საზოგადოებათა სამართლის
რეცეფციის შედეგად ჩამოყალიბდა. პირველად, დამოუკიდებლობის კვლავმოპოვების
შემდეგ სპს-ის შესახებ ჩანაწერი ჩნდება მეწარმეთა შესახებ კანონში , რომელიც
წარმოადგენს კიდეც ამ ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის ჩვენს ქვეყანაში
სამართლის ძირითად წყაროს. თავიდანვე სპს კონსტრუირებულ იქნა, როგორც
პერსონაფიცირებული სავაჭრო/სამეწარმეო საზოგადოება , რომელშიც სულ მცირე ორი
მონაწილე, ანუ პარტნიორი მონაწილეობდა. თუმცა მეწარმეთა კანონის მიხედვით მის
დაფუძნებაში მონაწილეობის უფლება აქვს ასევე იურიდიულ პირსაც . სპს საწარმოს სხვა
დანარჩენ ფორმასთან შედარებით, როგორც წესი, ყველაზე უფრო მოქნილი
საკანონმდებლო რეგლამენტაციით გამოირჩეოდა. 2008 წლის რეფორმის შედეგად კი
სრულ ლიბერალურ სამართლებრივ ფორმად შპს იქცა. გერმანიაში, ქვეყანაში , საიდანაც
ქართული საკორპორაციო სამართალი იღებს სათავეს, ღია სავაჭრო საზოგადოების
მომწესრიგებელი ძირითადი ნორმები, როგორც სპეციალური მომწესრიგებელი
დებულებები, თავმოყრილია სავაჭრო კოდექსში. თუმცა აღსანიშნავია ის გარემოება , რომ
მის მიმართ სუბსიდიურად გამოიყენება გერმანიის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი
ნორმები ე.წ. „სამოქალაქო სამართლის საზოგადოების“ შესახებ. ქართულ სამართალში
ასევე გერმანულის მსგავსია სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით გათვალისწინებული
ამხანაგობა. იმიტომ, რომ არ განიხილება იურიდიულად პირად და , მეორეც , არ
გამოიყენება სამეწარმეო საქმიანობისათვის. ამერიკულ სამართალში ამ ფორმის მსგავსი
წარმონაქმნია სრული ამხანაგობა, რომელიც საქმიანობის შინაარსისა და
ორგანიზაციული მოწყობის თვალსაზრისით წააგავს როგორც გერმანულ და ქართულ ღია
სავაჭრო საზოგადოებას/სპს-ას, ისე სამოქალაქო სამართლის საზოგადოებასა და
ამხანაგობას (ერთობლივ საქმიანობას). ამგვარად, საბჭოთა კავშირის რღვევის შედეგად
წარმოქმნილი ქვეყნების უმრავლესობაში თანამედროვე კერძო სამართალი უცხო
სამართლის რეცეფციის, ან სამართლებრივი ტრანსპლანტის, სამართლის ტრანსფერის
მეშვეობით ჩამოყალიბდა. ამის თქმა თამამად შეიძლება საქართველოს საკორპორაციო
სამართალზეც, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული გერმანული
სავაჭრო და საზოგადოებათა სამართლის ლოგიკური სინთეზის შედეგად
ჩამოყალიბებული სამართლის დარგი იყო. წლების განმავლობაში პერმანენტულმა
„ფსევდო-რეფორმებმა“ სამართლის ტოტალური ტრანსფორმაციის პროცესი
ნეკრორეცეფციამდე მიიყვანა, რამაც ქართულ საკორპორაციო სამართალს მოუსპო
კანონისმიერი სამართლის სახე.

2. გერმანული სამოქალქო სამართლის საზოგადოება/ამხანაგობა: bum mentis და


GesbR, როგორც ყველა პერსონაფიცირებული სავაჭრო საზოგადოების საბაზისო
მოდელი. მისი მაკვალიფიცირებელი ნიშნები.

მეწარმეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები და


უფლებაუნარიანი ამხანაგობები. გერმანული სამოქალაქო კოდექსის მე -14 მუხლის
თანახმად მეწარმე არის ფიზიკური ან იურიდიული პირი, ანდა უფლებაუნარიანი
ამხანაგობა, რომელიც გარიგების დადებისას მოქმედებს სამეწარმეო ან დამოუკიდებელი
პროფესიული საქმიანობის ფარგლებში. უფლებაუნარიანია ამხანაგობა , რომელსაც
მინიჭებული აქვს უნარი, შეიძინოს უფლებები და იკისროს ვალდებულებები. გერმანული
საკორპორაციო სამართალი შპს-ის წევრობის დათმობის ნებაყოფლობით და იძულებით
სახეს იცნობს. კერძოდ, პარტნიორის ნების საწინააღმდეგოდ წილის დათმობის
რამდენიმე შესაძლებლობა არსებობს. მნიშვნელოვანი საფუძვლით პარტნიორის
საზოგადოებიდან განდევნის გარდა, ყველა ეს შესაძლებლობა კანონმდებლობით არის
მოწესრიგებული. გერმანიის სამოქალაქო კოდექსის 705-ე პარაგრაფი, როგორც
აბსტრაქტული bum mentis, გამოიყენება პირთა გაერთიანების საფუძველზე
ჩამოყალიბებული საზოგადოების (გერმ. Gesellschaft) ვიწრო და ფართე/გადატანითი
საზრისით. გსკ-ის 705-ე პარაგრაფის პირდაპირი მნიშვნელობით მოცემული სამოქალაქო
სამართლის საზოგადოების იურიდიული კონსტრუქცია პერსონაფიცირებული ამხანაგური
ტიპის საზოგადოების საბაზისო მოდელს ქმნის, ხოლო კაპიტალური ტიპის
საზოგადოებისას რეგისტრირებული კავშირი22 , საზოგადოებისთვის დადგენილი
საერთო ნორმების გავრცელება, ერთგვარი „დოგმატური სარტყელის მორღვევის
პირობით“, ხდება ასევე შპსზე, როგორც კორპორაციულად მოწყობილ იურიდიულ პირზე .
გასათვალისწინებელია ასევე შპს-ის ფორმის „გარდამავალი“ ბუნება : მისი პერსონალური
პარტნიორული სტრუქტურა და დაახლოება ამხანაგური ტიპის საზოგადოების იურიდიულ
კონსტრუქციისთან. სამოქალაქო სამართლის საზოგადოება არის ამხანაგური
(პერსონალური) ტიპის პირთა გაერთიანება, რომელიც შექმნილია
სახელშეკრულებოსამართლებრივ საფუძველზე , შედგება რამდენიმე (სულ მცირე ორი )
პირისაგან, მიზნად ისახავს წევრთა პიროვნული თვისებების გამოყენების გზით საერთო
სასარგებლო ინტერესის (მიზნის) მიღწევას.

გსკ-ის 705 აბსტრაქტული ზე-ცნების ქვეშ მოიაზრება კოლექტიური საქმიანობის


განმახორციელებელი სხვადასხვა ორგანიზაციული (გამოვლენის)ფორმები . 705-ე
პარაგრაფით ნაგულისხმევი ცნება შესაძლებლობას იძლევა მისი გამოყენებით
დამატებითი საკვალიფიკაციო ნიშნების მიხედვით განიმარტოს ასევე სხვა იურიდიული
ფორმები და მოხდეს მათთან განსხვავების დემარკაციული ხაზის გავლება . აღნიშნულ
პარაგრაფში მოცემული ბუმ მენტის ყველა ორგანიზაციული ფორმისათვის მახასიათებელ
სამ ძირითად ელემენტს (ნიშანს) გამოყოფს: 1.სახელშეკრულებოსამართლებრივი
კავშირი/გაერთიანება 2. ერთობლივი (საერთო) მიზანი, შეიძლება ითქვას, ერთობლივი
მიზნის განხორციელება და 3. საზოგადოების მონაწილეთა/პარტნიორთა შენატანის
განხორციელების ვალდებულება გერმანული და ავსტრიული კანონმდებლობა გარკვეულ
შეზღუდვებსაც აწესებს იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეკონომიკური მიზნის მიღწევას
ეხება. როდესაც მიზანი საზოგადოებისა არის წმინდა სახის სამეწარმეო საქმიანობის
განხორციელება, მაშინ ასეთი მიზნის მიღწევისათვის სამოქ. სამ. საზ-ის ჩამოყალიბება არ
შეიძლება, ხოლო თუკი მსგავსი საქმიანობა მაინც განხორციელდება, მაშინ უკვე
აღნიშნული იურიდიული კონსტრუქცია პერსონალურ სავაჭრო/სამეწარმეო
საზოგადოებად კვალიფიცირდება. სამოქალაქო სამართლის საზოგადოება იქმნება
საზოგადოების ხელშეკრულების საფუძველზე, რომელი ხელშეკრულების მიხედვითაც
საზოგადოების მონაწილენი ვალდებულნი ხდებიან მიაღწიონ ერთიან მიზანს,
განსაკუთრებით, საერთო მიზნის მიღწევისათვის, მხედველობაში მიიღება მონაწილეთა
მხრიდან გარკვეული შენატანის (Bეიტრაგ) განხორციელების ვალდებულების შეთანხმება .
მოკლედ, იმ შემთხვევაში, თუკი ჩამოყალიბებული სამოქ. სამ-ის საზ-ბა ახორციელებს
წარმოება მაშინ ყოველგვარი საჯარო-სამართლებრივი აქტის გარეშე ასეთი
საზოგადოება, კანონის მიხედვით, ავტომატურად გაუთანაბრდება ამხანაგურ ,
სტრუქტურულად მსგავს ღია სავაჭრო საზოგადოებას, თუკი საწარმო, რა თქმა უნდა, მისი
სახის (ხასიათის) და მოცულობის მიხედვით მოითხოვს კომერციულად, მეწარმედ
მოწყობილ სამეწარმეო საქმიანობას. ეს გერმანიის სავაჭრო კოდექსის 105-ე პარაგრაფის
პირველი აბზაცის და პირველი პარაგრაპის მე-2 აბზაცის შინაარსიდან გამომდინარეობს .
ხშირად სამოქ. სამ. საზოგადოებები იმისთვის იქმნება, რათა კულტურული და
საზოგადოებრივი მიზანი იქნეს მიღწეული. ასეთ შემთხვევაში სახეზე იქნება იდეალური
მიზნის მქონე სამოქ. სამ-ის საზოგადოება.

გერმანული კორპორაციული სამართალი აღიარებს ნებაყოფლობით და იძულებით


დათმობებს წევრობა შპს-ში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბებულ
ქვეყნებში თანამედროვე კერძო სამართალი შეიქმნა უცხოური სამართლის მიღებით (მაგ .,
Knieper, 2002, გვ. 53ff; Khamidov in Boguslavski & Knieper, 1998). სამართლის სფერო
განვითარდა გერმანული კომერციულის ლოგიკური სინთეზით სამართალი და
საწარმოთა სამართალი, დაწყებული 1990-იანი წლებიდან. რამდენიმე წლის
განმავლობაში პერმანენტულმა „ფსევდორეფორმებმა“ წარმართა სამართლის
ტოტალური ტრანსფორმაციის პროცესი "ნეკრორეცეფცია", ანუ მკვდარი დაბადებული .
საკითხის გერმანული დასაბუთების მთავარი დოგმატური საფუძველი არის
სამართლებრივი კომერციული კოდექსის 140-ე პუნქტისა და 737-ე პუნქტის განმარტება
გერმანიის სამოქალაქო კოდექსის. ეს ეფუძნება პარადიგმა , რომ გერმანიის სამოქალაქო
კოდექსის 705-ე პუნქტი, როგორც აბსტრაქტული bum mentis, გამოიყენება კომპანიის
ვიწრო და ფართო/ფიგურალური კონცეფციით (Gesellschaft), შეიქმნა პირთა გაერთიანების
გზით. მართალია, რომ სამოქალაქო სამართლის პარტნიორობის სამართლებრივი
მშენებლობა (GesbR, ან Gesellschaft bürgerlichen Rechts) 705-ე პუნქტის პირდაპირი
მნიშვნელობით ნაგულისხმევი ქმნის საბაზისო მეგობრული პერსონალიზებული ტიპის
კომპანიის მოდელი (Grundform), იმ შემთხვევაში კაპიტალის ტიპის კომპანია,
რეგისტრირებული გაერთიანება კომპანიისთვის დაწესებული საერთო ნორმები , თან
ერთგვარი „დოგმატური სარტყლის ჩამოშლის ტერმინი“ ასევე ვრცელდება შპს, რაც
შეეხება კორპორაციულად მოწყობილ იურიდიულ პირს. "გარდამავალი " ბუნება
მხედველობაში უნდა იქნას მიღებული აგრეთვე შპს-ს ფორმა - მისი პირადი პარტნიორობა
მეგობრული ტიპის კომპანიის სტრუქტურა და მიახლოება კანონიერ მშენებლობასთან .

You might also like