You are on page 1of 10

საერთაშორისო სამართლის ცნება, არსი და წყაროები.

საერთაშორისო და
შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანაფარდობა

 საერთაშორისო სამართლის ცნება და არსი

საერთაშორისო სამართლის ცნება

ტერმინი „საერთაშორისო სამართალი“ პირველად ჯერემი ბენთამმა გამოიყენა 1780


წელს თავისი ნაშრომში და აღნიშნულმა ტერმინმა შეცვლა ხალხთა სამართლის ტერმინი.
(„law of nations”). მეცხრამეტე საუკუნესა და მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში
გაბატონებული პოზიტივისტური დოქტრინის თანახმად, საერთაშორისო სამართლის
სუბიექტები შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მხოლოდ სახელმწიფოები, რადგან მათ ჰქონდათ
საერთაშორისო სამართალსუბიექტობა და საერთაშორისო უფლებები და მოვალეობები,
მათ შორის - საერთაშორისო პრეტენზიების წამოყენების უფლებაც.

მაგრამ ეს სრულად არ ასახავდა იმ დროის რეალობასაც კი. მაგალითად, ითვლებოდა,


რომ ვატიკანი, თუმცა სახელმწიფოს არ წარმოადგენდა, მაინც ფლობდა საერთაშორისო
სამართალსუბიექტობას.

ომებს შორისი პერიოდიდან (პირველი და მეორე მსოფლიო ომი) მოყოლებული,


საკითხი გართულდა საერთაშორისო სამართლის მოცულობის გაფართოებისა და
საერთაშორისო სამართალში ისეთი ახალი მოქმედი პირების გამოჩენის შედეგად,
როგორებიცაა: სახელმწიფოთა მიერ დაარსებული სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციები,
საერთაშორისო კომპანიები, პირები და ჯგუფები, მათ შორის, უმცირესობანი და მკვიდრი
მოსახლეობა. აღნიშნული პირთაგან ზოგიერთმა შეიძინა საერთაშორისო
სამართალსუბიექტობა ან საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული გარკვეული
უფლებები, თუნდაც ეს მხოლოდ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულებებით
ყოფილიყო დაშვებული.

აშშ-ს საგარეო ურთიერთობათა კანონის (მესამე) განაცხადში მოცემული საერთაშორისო


სამართლის დეფინიციის ცვლილების მიხედვით:
საერთაშორისო სამართალი შეიცავს ზოგადი გამოყენების წესებსა და პრინციპებს,
რომლებიც ეხება სახელმწიფოთა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ქმედებას და
ურთიერთობებს inter se (ერთობლიდავ), აგრეთვე მათ ურთიერთობებს ფიზიკურ და
იურიდიულ პირებთან.

ამრიგად, საერთაშორისო სამართალი კონკრეტული საერთაშორისო სისტემის, ანუ


სისტემის, რომელიც მოიცავს ყველა იმ ურთიერთობას, რომელიც სახელმწიფოს გარეთ
წარმოქმნილი ურთიერთობის კომპონენტებს შეიცავს, გამორჩეულად იმისა, ატარებს
კონკრეტული ურთიერთობა სამთავრობათშორის თუ არასამთავრობათშორის ხასიათს,
მონაწილეობს მასში ფიზიკური პირი თუ იურიდიული პირი, პოლიტიკური პარტია თუ
სახლემწიფო, როგორც სუვერენული უფლებების მატარებელი, განუყოფელი ნაწილია და
უნდა განიხილებოდეს მთელი სისტემის ყველა კომპონენტთან მჭიდრო კავშირში.
საერთაშორისო სამართალი საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო,
სავაჭრო, კულტურული და სხვა ურთიერთობების იურიდიული ჩარჩოა, რაც აძლევს ამ
ურთიერთობებს სპეციფიკურ, სხვა სოციალურ მოვლენებისგან განსხვავებულ ხასიათს.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ მხოლოდ იმ ნომრებს, ანუ ქცევის წესებს, რომლებიც


სახელმწიფოთა, სხვა სუბიექტების ურთიერთშეთანხმების საფუძველზეც იქმნებიან და
რომელთა შესრულების უზრუნველყოფა თვით სახლემწიფოების, სხვა სუბიექტების მიერ
ინდივიდუალურად ან კოლექტიურად ხდება, ეწოდება საერთაშორისო სამართალი.

საერთაშორისო სამართლის ხასიათი და ნიშან-თვისებები

შიდასახელმწიფოებრივი სამართლისგან განსხვავებით საერთაშორისო სამართალი


გამოირჩევა მრავალი თავისებურებებით:

ა) საერთაშორისო სამართლის ძირითად სუბიექტს წარმოადგენს სახელმწიფოები.


ფიზიკურ პირს მხოლოდ გარკვეულ სფეროებში ენიჭება შეზღუდული საერთაშორისო
სამართლებრივი უფლება - პასუხისმგებლობა.

ბ) საერთაშორისო სამართლის რეგულირების საგანი მხოლოდ სახელმწიფოს


მთავრობათშორისი, სახელმწიფოებრივი ურთიერთობანია.
გ) საერთაშორისო სამართლი ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ:

i. სახლემწიფოს მოქმედება;
ii. მოქმედებისგან თავის შეკავება;
iii. სახელმწიფო ტერიტორია;

დ) საერთაშორისო სამართლის წყაროებია სახელმწიფოთა შორისი შეთანხმების


შედეგად ჩამოყალიბებული ნორმები.

დ) იგივე სუბიექტები უზრუნველყოფენ საერთაშორისო სამართლის შესრულებას.

საერთაშორისო სამართალი ზოგადდემოკრატიული ხასიათის სამართალია. ყოველი


ნორმა მხოლოდ თანასწორუფლებიანი შეთანხმების შედეგი შეიძლება იყოს იქ, სადაც ყველა
მხარის ნება სხვა ნებასთან თანასწორია. დაუშვებელია ერთი ან რამდენიმე სახლემწიფოს
დიქტატი სხვა სახელმწიფოთა მიმართ. სწორედ ამით აიხსნება საერთაშორისო სამართლის
ზოგადდემოკრატიული ხასიათი.

საერთაშორისო სამართალი, პირველ ყოვლისა, სახელმწიფოთა შორის ურთიერთობების


იურიდიულ მოწესრიგებას ემსახურება - სახელმწიფოებისა, რომლებიც ტერიტორიულად
ერთეულების სახითაა ორგანიზებული, რაოდენობრივად მცირეა და, მიუხედავად აშკარა
განსხვავებებისა, თავიანთ თავს „სუვერენულებს“ და „თანასწორებს“ უწოდებენ. ამრიგად,
საერთაშირო სამართალი არის ჰორიზონტალური სამართლებრივი სისტემა, რომლისთვისაც
უცხოა, უმაღლესი ხელისუფლება, ძალაუფლების ცენტრალიზაცია და, როგორც წესი,
ცენტრალურ ორგანოებს მიკუთვნებული სამი ძირითადი ფუნქციის - საკანონმდებლო,
სასამართლო და აღმასრულებელი ფუნქციების - გამიჯვნა.

საერთაშორისო სამართლის დიფერენციაცია

I. საერთაშორისო კერძო სამართალი v. საერთაშორისო საჯარო


სამართალი

საერთაშორისო საჯარო სამართალს განასხვავებენ საერთაშორისო კერძო


სამართლისაგან, რომელიც ძირითადად შიდასახელმწიფოებრივი სამართლის იმ ნორმათა
ერთობლიობაა, რომლებიც უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების სტატუსს
არეგულირებენ სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებში. იგი არეგულირებს
ინდივიდების უფლებებსა და მოვალეობებს თავისი სახელმწიფოს გარეთ (სხვა ქვეყნებში
და საერთაშორისო არენაზე).

საერთაშორისო კერძო სამართალი, საერთაშორისო სამართლისაგან (საერთაშორისო


საჯარო სამართლისაგან) განსხვავდება არა მხოლოდ რეგულირების საგნითა და
წყაროებით, არამედ სუბიექტებითაც. საერთაშორისო კერძო სამართლის მთავარი
სუბიექტები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები. საერთაშორისო
კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში მის სუბიექტად ზოგჯერ გამოდის სახელმწიფოც,
მისი ორგანოები, რომლებიც დებენ ხელშეკრულებებს ინვესტორებთან ინვესტიციების
შემოტანისა და რეალიზაციის შესახებ.

II. საყოველთაო, უნივერსალური, ლოკალური, პარტიკულარული და


რეგიონალური საერთაშორისო სამართალი

„საყოველთაო საერთაშორისო სამართალი“ მოიცავს წესებსა და პრინციპებს, რომლებიც


სახელმწიფოთა უმრავლესობას შეეფარდება და ჩვეულებით საერთაშორისო სამართალს ან
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს ემყარება. როდესაც ეს წესები სავალდებულო ხდება ყველა
სახელმწიფოსათვის, მაშინ მათ ხშირად უკვე „უნივერსალურ საერთაშორისო სამართალს“|
უწოდებენ. მაგრამ არსებობს რეგიონალური საერთაშორისო სამართალიც, რომელიც
სახელმწიფოთა მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს ეხება. ასეთებია, მაგალითად, დიპლომატიური
თავშესაფრის გარკვეული წესები ან ევროკავშირის სამართალი. ამას, გარდა ტერმინი
„პარტიკულარული საერთაშორისო სამართალი“ გამოიყენება იმ წესების აღსანიშნავად,
რომლებიც მხოლოდ ორი ან რამდნეიმე სახელმწიფოსთვის არის სავალდებულო.

ყველა ლოკალური საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა, მიუხედავად


თავისებურებებისა, უნდა შეესაბამებოდეს საყოველთაო საერთაშორისო სამართლის
ძირითად პრინციპებს.
საერთაშორისო სამართლის ნორმათა იერარქია

განასხვავებენ იმპერატიულ და დისპოზიტიურ ნორმებს (პრინციპებს). დისპოზიტიური


საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა ანიჭებს სუბიექტებს უფლებას
ურთიერთშეთანხმებით შექმნან განსხვავებული ქცევითი წესი, გადაუხვიონ მას. მხოლოდ
მხოლოდ, იმ შემთხვევაში თუ მხარეებმა არ ისარგებლეს ამ უფლებით, მათი ურთიერთობა
მოწესრიგდება არსებული დისპოზიტიური ნრომით. მაგრამ არსებობს ნორმები, რომელთა
გადახედვა ურთიერთშეთანხმებითაც არ შეიძლება, რადგან მათ მიერ დადგენილი ქცევის
წესი ყველა სახელმწიფოსათვის, მთელი საერთაშორისო საზოგადოებისათვის
სასიცოცხლო, უმნშივნელოვანეს ფასეულობას წარმოადგენს.

საერთაშორისო სამართალში „პრინციპი|“ იურიდიული ძალის მქონე ზოგადი


სახელმძღვანელო საწყისია, რომელსაც უნდა ემორჩილებოდეს ან საერთაშორისო
სამართლის მთელი სისტემა ან ცალკეული დარგების ნორმები. საერთაშორისო
სამართლებრივი ნორმა უფრო კონკრეტული ქცევითი წესია, იგი მოწოდებულია
დეტალიზაცია უყოს ამა თუ იმ პრინციპს, ან მოაწესრიგოს სახელმწიფოთაშორისი
ურთიერთობანი ძირითადი პრინციპის შესაბამისად.

ამგვარად, შეგვიძლია ჩამოვაყალიბოთ სამართლებრივი ნორმათა იერარქიის შემდეგი


სურათი:

1. საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი პრინციპები, რომელნიც ყველა ნ


თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერაა ცნობილი, ამ ქვეყნების სოციალური
სისტემების არსის მიუხედავად;
2. საყოველთაო საერთაშორისო სამართლის ცალკეულ დარგში გაბატონებული
პრინციპები, რომელნიც ძირითად პრინციპებთან შესაბამისობაში უნდა იყვნენ.
3. ძირითადი და დარგობრივი პრინციპების შესაბამისობაში არსებული
დარგობრივი ნორმები, რომელნიც აღნიშნული პრინციპების კონკრეტიზაციას
წარმოადგენენ.
4. ლოკალური სართაშორისო-სამართლებრივი პრინციპები და ნორმები,
რომელნიც ორი ან რამდნიმე სახელმწიფოს ურთიერთობებს არეგულირებენ და
ზემოაღნიშნულ პრინციპებს და ნორმებს უნდა შეესაბამებოდნენ.

 საერთაშორისო სამართლის წყაროები

გამოთქმას „სამართლის წყარო“ სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია აქვს. სამართლის


თეორიის მიხედვით, „სამართლის წყაროს“ ცნებას ორი ასპექტი გააჩნია - წყარო
მატერიალური გაგებით და წყარო იურიდიული გაგებით. საერთაშორისო სამართლის წყარო
მატერიალური გაგებით წარმოადგენს სახელმწიფოეში გაბატონებული საწარმოო
ურთიერთობების, მათ საფუძველზე წარმოშობილი საერთაშორისო ეკონომიკური
ურთიერთობების, ამ ეკონომიკური ბაზისით განპირობებყლი პოლიტიკური და სხვა
ფაქტორების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავენ გაბატონებული კლასების,
სოციალური ჯგუფების ნება-სურვილს, მათ საერთო ინტერესს, სურვილს, შექმნან
კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმა.

საერთაშორისო სამართლის წყარო იურიდიული გაგებით ის სპეციფიკური ფორმაა,


რომელშიც სახელმწიფოთა (ან საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტთა) შორის
შეთანხმება ამა თუ იმ ქცევის წესის დადგენის შესახებ ღებულობს თავის ობიექტურ
გამოხატულებას და სავალდებულო ხდება მხარეებისათვის.

საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) წესდების 38-ე მუხლის თანახმად, სასამართლო


რომლის ამოცანაა მისდამი დაქვემდებარებული დავების გადაწყვეტა, იყენებს:

ა) როგორც ზოგად, ისე სპეციალურ საერთაშორისო კონვენციებს, რომლებიც ადგენენ


მოდავე სახელმწიფოთა მიერ ნათლად აღირებულ წესებს.

ბ) საერთაშორისო ჩვეულებას, როგორც სამართლებრივ ნორმად აღიარბული საყოველთაო


პრაქტიკის მოწმობას.

გ) ცივილიზებული ერების მიერ აღიარებულ სამართლის ზოგად პრინციპებს.


დ) სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხვადასხვა ერების საჯარო სამართლის ყველაზე
კვალიფიციური სპეციალისტების დოქტრინებს, როგორც სამართლებრივი ნორმის
დადგენის დამხმარე საშუალებას.

ჩვეულებრივ, ეს დებულებები საერთაშორისო სამართლის წყაროთა აღიარებულ ნუსხად


ითვლება.

საერთაშორისო სამართლის წყაროების განმარტება

1. ხელშეკრულება

საერთაშორისო ხელშეკრულება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მთავარი


წყაროა. საერთაშორისო სასამართლოს წესდებაში საუბარია „ზოგად და სპეციალურ
საერთაშორისო კონვენციებზე, რომლებიც მოდავე სახელმწიფოთა მიერ ნათლად
აღიარებულ წესებს ადგენენ“. „კონვენცია“ ნიშნავს ხელშეკრულებას. ეს არის ერთადერთი
მნიშნველობა, რომელიც მას აქვს საერთაშორისო სამართალში და, საერთოდ,
საერთაშორისო ურთიერთობებში. სხვა ტერმინები, რომლებიც ხელშეკრულების
სინონიმებად ან ხელშეკრულების სპეციალურ ტიპების აღსანიშნავად იხმარება, შემდეგია:
შეთანხმება, პაქტი, ურთიერთგაგება, ოქმი, ქარტია, წესდება, თანხმობა, დეკლარაცია,
ვალდებულება, პირობა.

2. ჩვეულება

საერთაშორისო სასამართლოს სტატუტში წარმოდგენილი საერთაშორისო სამართლის


მეორე წყაროა „საერთაშორისო ჩვეულება, როგორც სამართლებრივ ნორმად აღიარებული
საყოველთაო პრაქტიკის მოწმობა. ჩვეულება შედგება ორი ელემენტისგან: ობიექტური -
„საყოველთაო პრაქტიკა“ და სუბიექტური „მიღებულია, როგორც სამართლებრივი ნორმა“.
ჩვეულება წარმოადგენს სახელმწიფოთა ურთიერთობის (კორესპოდენციის) საფუძველზე
დამყარებულ პრაქტიკას, რომელიც შეიძლება მომავალში ხელშეკრულებადაც იქცეს.
“ბირთვული შეიარაღების ომის მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვის შესახებ
რეზოლუცია“ წარმოადგენს საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის მაგალითს, ასევე
„დეკლარაცია კოლონიური ქვეყნებისა და ხალხებისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების
შესახებ“.

3. ზოგადი პრინციპები

საერთაშორისო სასამართლოს წესდების თანახმად, საერთაშორისო სამართლის მესამე


წყაროა „ცივილიზებულ ერთა მიერ აღიარებული სამართლის ზოგადი პრინციპები“.

აღსანიშნავია, რომ არ არსებობს საყოველთაოდ შეთანხმებული განმარტება სამართლის


ზოგად პრინციპებზე. რასაც არ უნდა ნიშნავდეს ის, აღსანიშნავია, რომ პრინციპების
წარმომავლობად მიჩნეულია როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფოს შიდა
სამართლებრივი სისტემა. მაგალითისთვის, სამართლის ზოგად პრინციპებს წარმოადგენს
თანასწორობა, კეთილსინდისიერება და ა. შ.

4. სასამართლო გადაწყვეტილებები

საერთაშორისო სასამართლოს წესდება მოითხოვს, რომ სასამართლომ „სამართლებრივი


ნორმების დასადგენად დამხმარე საშუალებებად სასამართლო გადაწყვეტილებები
გამოიყენოს.“ ნიშანდობლივია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას სავალდებულო ძალა
მხოლოდ მხარეების მიმართა და მოცემული კონკრეტული საქმისთვის აქვს..“.
სასამართლოს გადაწყვეტილება მომავალში შეიძლება საყოველთაოდ აღიარებულ ზოგად
პრინციპადაც იქცეს.

5. საერთაშორისო სამართლის სხვა შესაძლო წყაროები

საერთაშორისო სამართლის სხვა შესაძლო წყაროდ შეიძლება მივიჩნიოთ, საერთაშორისო


ორგანიზაციების აქტები, როგორიცაა გაეროს ასამბლეის რეზოლუცია. ასევე, რბილი
სამართალი, (soft law) როგორიცაა საერთაშორისო ორგანიზაციათა ზოგიერთი
დეკლარაციისა და რეზოლუციის სტატუსის თაობაზე წინააღდეგობრივი აზრების
არსებობა.
წყაროთა იერარქია

ხელშეკრულებები და ჩვეულებითი ნორმები წარომადგენს იერარქიის თანაბრად


მნიშნველოვან პირველად საერთაშორისო სამართლებრივ წყაროებს. ჩვეულებათა და
ხელშეკრულებათა შემდეგ, იერარქიაში ადგილს იკავებს სამართლის ზოგადი პრინციპები.
საერთაშორისო სამართლის დარჩენილი, შესაძლო წყაროები არ მიიჩნევა სავალდებულო
ძალის მქონდე ფენომენად, ისინი მხოლოდ დამხარე წყაროებია, რომელიც ძირითადად
ორიენტირებულია ხარვეზთა აღმოფხვრაზე.

 საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი სამართლის თანაფარდობა

როგორც აღვნიშნეთ, საერთაშორისო სამართალი, ისევე როგორც შიდასახელმწიფოებრივი,


დამოუკიდებელ სამართლებრივ სისტემას წარმოადგენს. მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ ამ
ორ სისტემას შორის უფსკრულია. საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმები იქმნება
ყოველი სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკის ზეგავლენით, რომელიც საბოლოო ჯამში
განაპირობებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ამოცანებს. ამგვარად, შიდასახელმწიფოებრივი
სამართალი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სახელმწიფოს საერთაშორისო სამართლებრივ
პოზიციას და საერთაშორისო სამართლის ფორმირების და ფუნქციონირების მთელ
პროცესს.
ორივე სამართლებრივი სისტემა კონკრეტული სახელმწიფოს ნების გამომჟღავნების
ნაყოფია.
თუ როგორ იმოქმედებს კონკრეტული საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმა ამა თუ მ
სახელმწიფოს შიგნით, დამოკიდებულია ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ სისტემაზე, რაც
უფრო პროგრესულია იგი, მით უფრო თანმიმდევრული და პროგრესული იქნება მისი
რეალიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით.
საერთაშორისო სამართლის ნორმებს, განსაკუთრებით კი საერთაშორისო
სახელშეკრულებო ნორმებს, ყოფენ „თვითშემსრულებელ“ და „არათვითშემსრულებელ“
სამართლებრივი ქცევით წესდებად. “არათვითშემსრულებელი“ ნორმების
იმპლემენტაციისათვის საჭიროა ახალი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივიაქტის ან
კონკრეტული ნორმის შექმნა. ხოლო, „თვითშემსრულებელი“ ნორმებს, რომლის შინაარსიც
ფორმულირებულია ისე, რომ სახელმწიფოს მიერ მათი იურიდიული ძალის აღიარების
შემდეგ, შესაძლებელი ხდება მათი უშუალო გამოყენება.

საქართველოს რესპუბლიკა აღიარებს საერთაშორისო სამართლის პრიმატს საქართველოს


კანონების მიმართ.

You might also like