You are on page 1of 7

თბილისის ღია უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის

სტუდენტები: ნოდარ მერებაშვილი, ქეთი ციმნარიძე, სალომე


კაკულია

ლექცია/სემინარის ხელმძღვანელი - პროფ. ნოდარ პაპუკაშვილი

რეფერატი - საქართველოს პარლამენტი

შესავალი

ადრეული დროიდან დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა სახელმწიფო სტრუქტურასა და


მმართველობას. სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთ განშტოებად გვევლინება
პარლამენტი, ამ ორგანოს როლი სახელმწიფოს განვითარებისთვუს
განსაკუთრებულია.

პარლამენტის სიძლიერე მდგომარეობს იმაში რომ იგი მოქმედებს ხალხის ,,ერის''


სახელით და არის სახალხო ინსტიტუტი.

პარლამენტის ფუნდამენტს პირვლად ვხვდებით ინგლისში და სწორედ ინგლისი


ითვლება თანამედროვე პარლამენტარიზმის ჩასახვის სამშობლოდ. გამონაკლისი არც
საქართველოა, საქართველოში პარლამენტარიზმის ჩანასახად გვევლინება კარავი,
დარბაზი შემდგომში ეროვნული საბჭო... საიდანაც ყალიბდებადღევანდელი
თანამედროვეპარლამენტის სტრუქტურა.

1.საქართველოს პარლამენტის დამკვიდრება


ამა თუ იმ სახელმწიფოს მმართველობის ფორმის განსაზღვრა მოითხოვს ადეკვატურ
გარკვევას თუ რა ადგილი და როლი უკავია ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებს,
მათ შორის პარლამენტს ხელისუფლების გაშლილ სისტემაში, როგორია მისი სისტემა
და ფუნქცია, და სწორედ 1919 წელს საქართველოში როდესაც საკონსტუტიციო
კომისიას ჰქონდა ახლადგადგმული ფესვები მათ შეიმუშავეს და ამ უკანასკნელი
წინაპირობებიდან გამოჰკვეთეს 4 ძირითადი და უმნიშვნელოვანესი საკვანძო
საკითხი ესენია: პარლამენტის-შემადგენლობა, უფლებები, დეპუტატის
უფლებამოვალეობები, პარლამენტის სხდომების წარმოება და რეფერენდუმი.

როდესაც პარლამენტარიზმს ეყრებოდა საფუძველი XXსაუკუნეში ამ დროს ეს


უკანასკნელი იყო დამოუკიდებელი სახელისუფლებლო ორგანო, სადაც ხდებოოდა
ძირითადად მთავრობის თავმჯდომარის არჩევა, მთავრობის შემადგენლობის
დამტკიცება და სასამართლოების მოსამართლეთა არჩევა.

სწორედაც თანამედროვე პარლამენტარიზმის ეპოქა იწყება 1918-1921 წლების


დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტით 1921 წლის 21 თებერვალს
კონსტიტუციით აირჩიეს საქართველოში თანასწორი პირდაპირი და ფარული
კენჭისყრით ასევე პროპორციული წესით საერთო ეროვნული საბჭო ,,პარლამენტი"
რომლის არჩევაც ხდებოდა 3 წლის ვადით.

ამის შემდეგ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა 1995 და 1999


წლებში, ასევე ჩატარდა 2003 წელს როდესაც უზენაესმა სასამართლომ არჩევნების
შედეგები ნაწილობრივ გააუქმა: ძალადაკარგულად გამოცხადდა პროპორციული
წესით არჩეული მანდატები, თუმცა მანდატები შეუნარჩუნდათ მაჟრიტარული წესით
არჩეულ დეპუტატებს. ასევე ძალაში დარჩა იმავე დღეს გამართულ რეფერენდუმზე
მიღებული გადაწყვეტილება მორიგ არჩევნებში პარლამენტართა რაოდენობის 235-
დან 150-მდე შემცირების შესახებ.

დღესდღეობით მსოფლიოში არსებული დემოკრატიული სახელმწიფოების


უმრავლესობა მმართველობისპარლამენტური წყობილებითააა წარმოდგენილი მათ
შორის ჩვენი ქვეყანაც დღეს უკვე 2012-13 წლიდან ამ მმართველობის ფორმაზეა

გადასული. 2. საქართველოს
პარლამენტის

ძირითადი მახასიათებლები
საქართველს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო,
რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვარვს ქვეყნის
საშინაო და საგარეო საქმიანობის პოლიტიკას, კონტროლს უწევს მთავრობის
საქმიანობას.

პარლამენტს ენიჭება უპირატესი როლი სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის. იღებს


და ამტკიცებს სახელმწიფოსთვის საჭირბოროტო კანონებს ძირითადად კი კანონების
უმრავლესობას ვხვდებით შეცვლილი ფორმით, ჩვენი პარლამენტი ამჟამად არის
ერთპალატიანი ორგანო, რომელიც აირჩევა საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი
საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ოთხი წლის ვადით და
შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 77 და მაჟორიტარული სისტემით
არჩეული 73 წევრისაგან, საქართველოს პარლამენტი მუშაობს სასესიო წესით სადაც
იმართება რიგგარეშე და საგანგებო სესიები. პარლამენტი სესიებზე იკრიბება
წელიწადში ორჯერ, პარლამენტის სესია შედგება საკომიტეტო და პლენარული
სხდომებისგან. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა პრეზიდენტის მიერ, პარლამენტის
თავმჯდომარის მიერ, პარლამენტის არანაკლებ 1/4 ის მოთხოვნით ან მთავრობის
მოთხოვნით, რაც შეეხება საგანგებო სხდომა შესაძლოა ჩატარდეს საომარი
მოქმედების ან გარდაუვალი მდგომარეობის დროს.

რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, გაიმართოს მხოლოდ იმ


შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს და არსებობს პარლამენტის
დათხოვნის რამდენიმე წინაპირობა. ამ წინაპირობების არსებობის გარეშე
პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება არ აქვს. განვიხილოთ, თუ რა
შემთხვევაში აქვს პრეზიდენტს უფლება, დაითხოვოს პარლამენტი: პირველი,
როდესაც პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობის ახალ
შემადგენლობას. ეს საკითხი შეიძლება, დადგეს იმის გამო, რომ ჩატარდა
საპარლამენტო არჩევნები და ამიტომ უნდა შეიცვალოს მთავრობაც; ან, ვთქვათ,
მთავრობა გადადგა, ან პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრი გადააყენა, რასაც მოჰყვება
მთელი მთავრობის გადადგომა. ერთი სიტყვით, თუ მთავრობას ვადამდე შეუწყდა
უფლებამოსილება, მაშინ დგება ახალი მთავრობის შექმნის საკითხი. პრეზიდენტი
პარლამენტს წარუდგენს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას, პრემიერ-მინისტრი –
მინისტრების კანდიდატურებსა და პროგრამას და ამის შემდეგ პარლამენტმა ნდობა
უნდა გამოუცხადოს ახალ მთავრობას. თუ პარლამენტმა ზედიზედ სამჯერ არ
გამოუცხადა ნდობა მთავრობის ახალ შემადგენლობას, მაშინ პრეზიდენტს უფლება
აქვს, დაითხოვოს პარლამენტი.

მეორე შემთხვევა ასეთია: თუ პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა არსებულ


მთავრობას, პრეზიდენტს უფლება აქვს, მთავრობა ან გადააყენოს, ან არ გადააყენოს.
მაგრამ, თუ მომდევნო 90-ე დღიდან 100-დღემდე შუალედში პარლამენტმა
ხელმეორედ გამოუცხადა უნდობლობა მთავრობას, პრეზიდენტს უკვე აქვს უფლება,
ან მთავრობა გადააყენოს, ან პარლამენტი დაითხოვოს. მესამე შემთხვევაა: როდესაც
მთავრობა პარლამენტის წინაშე სვამს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების
საკითხს.

რაც შეეხება პარლამენტის დამოუკიდებლობის გარანტიებს ეს გულისხმობს, რომ


პარლამენტი არის დამოუკიდებელი მის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს
არავის, აქვს თავისი საქმიანობის ავტონომიურობის განსაზღვრა და ამასთანავე
ადგენს პარლამენტის ბიუჯეტს.

3. საქართველოს პარლამენტის წევრი


საკანონმდელო ორგანო შედგება პარლამენტის წევრებისგან ეს ფუნდამენტია ამ
ორგანოს ფუნქციონირების, მასზეა დაყრდნობილი და მის მუშაობას დიდი როლი
ენიჭება საკანონმდებლო საქმიანობაში, იგი ასისხლხორცებს პარლამენტს.
პარლამენტის წევრს გააჩნია გადამწყვეტი ხმის უფლება ყველა იმ საკითხში რომლის
განხილვაც პარლამენტის კომპეტენციაში შედის. პარლამენტის წევრი არ არის
დამოკიდებული მის ამომრჩეველზე და მისი გაწვევა არ შეიძლება.

დეპუტატს აქვს მანდატი ანუ მანდატი გულისხმობს იმ უფლებათა ერთობლიობას,


რომელსაც იგი ხალხისგან იღებს და რომელიც წარმოადგენს საფუძველსა და
უფლებებბს რაც პარლამენტის წევრს გააჩნი, შესაბამისად პარლამენტარის მანდატი
ნიშნავს იმას რომ იყო პარლამენტარი ანუ წარმოადგენდე ხალხს უმარლეს
საკანონმდებლო ორგანოში.

პარლამენტის წევრი უფლებამოსილია მონაწილეობდეს პარლამენტის პლენარულ


და კომიტეტის სხდომებზე, ჩაერთის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებში და
შესაძლებელია მისი არჩევა სხვა ხელმძღვანელ ორგანოებში. პარლამენტის წევრი
უფლებამოსილია დასვას კითხვები განიხილოს ესა თუ ის საკითხი და შეიტანოს
შენიშვნები, ამ ყოველივესთან ერთად პარლამენტის წევრი ვალდებულია
დაემორჩილოს და დაიცვას ეთიკა, არ გაააცდინოს სხდომები არასაპატიო მიზეზით
და არ დაარღვიოს ეთიკის ქცევის ნორმები, დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია
პარლამენტარის გაფრთხილება ან სადეპუტატო მანდატის ჩამორთმევა რაზედაც
პარლამენტის უმრავლესობის თანხმობაა საჭირო.

პარლამენტის წევრს გაააჩნია დაცვის გარანტიები რაც გულისხმობს იმას, როომ ის


ხელშეუხებელია და არის დამოუკიდებელი მის საქმიანობაში. ამ წინადადების
გამყარება შეგვიძლია იმითაც რომ პარლამენტარუს საცხოვრებელი ბინის და
მანქანის გაჩხრეკვის უფლება არ აქვს სამართალდამცველებს, ასევე არ შეუძლიათ
მისი დაპატიმრება გარდა იმ შემთხვევისა როდესაც მას დანაშაულის ადგილას
შეამჩნევენ, თუმცა სამართალდამცავი ორგანო ვალდებულია აცნობოს პარლამენტს ამ
ყოველივეს შესახებ. აქედან გამომდინარე პარლამენტარს მართლაც დიდი დაცვის
გარანტიები გააჩნია.

ნდობა უნდობლობა
პარლამენტის ფუნქციონირებას თუ გადავხედავთ მისი სიძლიერე გამოიხატება
კიდევ იმაში რომ მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. მას
უპირველესყოვლისა უნდა გააჩნდეს პარლამენტის ნდობა და მისი არსებობა
პარლამენტზეა დამოკიდებული, რომელსაც მთავრობის გადაყენება შეუძლია, რაც
საპარლამენტო რესპუბლიკისთვისაა დამახასიათებელი, ცალსახაა, რომ
პარლამენტის ნდობა მთავრობის არსებობის გარანტიაა.

პარლამენტმა შესაძლოა მთავრობას უნდობლობა გამოუცხადოს, რაც ნიშნავს იმას,


რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო აღარ ენდობა აღმასრულებელ
ხელისუფლებას.

პარლამენტის უფლებამოსილებაა დაითხოვოს მთავრობა უნდობლობის ვოტუმის


გზით. უნდობლობის ვოტუმი პოლიტიკური მექანიზმია რომელიც გამოიყენება
მთავრობაზე საპარლამენტო კონტროლის განსახორციელებლად.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ პარლამენტზეა დამოკიდებული მთავრობა აქედან


გამომდინარე უნდა შევეხოთ იმ საკითხსაც, რომ მთავრობის ცალკეული წევრები
ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მოხსენება გააკეთონ სამთავრობო
პროგრამის შესრულების შესახებ.

პარლამენტის მიერ მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა


გამარტივდა. ახალამოქმედებული კონსტიტუციის მიხედვით უნდობლობის
საკითხის აღძვრის უფლება პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე
მეტს აქვს. უნდობლობის საკითხის აღძვრასთან ერთად, ინიციატორები პრემიერ-
მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებენ, ხოლო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას წარუდგენს. მთავრობის
შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს სამთავრობო პროგრამა წარედგინება.

ამის შემდეგ, თუ პარლამენტი საკითხის აღძვრიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14


დღისა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს ახალ
მთავრობას, უნდობლობა გამოცხადებულად ჩაითვლება.

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი უნდობლობის საკითხის აღძვრის შემდეგ არ


გამოუცხადებს მთავრობას უნდობლობას, დაუშვებელია პარლამენტის იმავე წევრთა
მიერ მომდევნო 6-თვის განმავლობაში უნდობლობის საკითხის აღძვრა.

იმპიჩმენტი

იმპიჩმენტი განიხილავს მაღალი თანამდებობის პირთა თანამდებობიდან


გადაყენებას, რომელიც არის განსაკუთრებული იმპერატიული წესი. კონსტიტუციის
დარღვევის, სახელმწიფო ღალატისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის გამო
ხდება საქართველოს პრეზიდენტის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის,
მთავრობის წევრის, გენერალური პროკურორის, კონტროლის პალატის
თავმჯდომარისა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობიდან გადაყენება.
იმპიჩმენტის წესით თანამდებობის პირის გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება
აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს.

You might also like