You are on page 1of 2

6) ხალხთა (ერთა) თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპი

პრინციპის უშუალო განხილვამდე,მინდა მოკლედ შევეხო ისტორიულ ასპექტს.1917


წლის „რუსეთის ხალხთა უფლებების დეკლარაცია“ აღიარედა ყველა ხალხის
თანასწორობისა და სუვერენობას,ცნობდა რუსეთის ხალხთა თვითგამორკვევის
უფლებას,მაგრამ ყველაფერი ეს ლამაზი ფრაზა იყო, რეალურად,ორ ათწლეულზე
მეტი გახდა საჭირო,იმისთვის რომ ერის თვითგამორკვევის უფლება ლოკალურიდან
საყოველთაო საერთაშორისო პრინციპად ქცეულიყო.პირველი ასეთი საერთაშორისო
აქტი იყო გაერსო წესდება,რომელსაც შემდგომ სხვა აქტებიც მოჰყვა.

გაეროს წესდების პრეამბულა მოითხოვს ყველა სახელმწიფოსაგან, რომ განავითარონ


მეგობრული ურთიერთობანი სახელმწიფოთა შორის ხალხთა თანასწორობისა და
თვითგამორკვევის პატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით.

ყოველი ერის (ხალხის) თვითგამორკვევის უფლების შინაარსი ჩამოყალიბებულია


1960 წლის 14 დეკემბრის დეკლარაციაში კოლონიური ხალხების და ქვეყნებისათვის
დამოუკიდებლობის მინიჭების შესახებ და გენერალური ასამბლეის 1962 წლის 14
წლის რეზოლუციაში:

ხალხის დამონება და ექსპლოატაცია უცხო სახელმწიფოს მიერ უარყოფს ადამიანის


ძირითად უფლებებს და ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას.

ყოველ ხალხს გააჩნია თვითგამორკვევის უფლება, ამიტომ მათ უნდა შეეძლოთ


თავისუფლად შეიქმნან თავისი პოლიტიკური სტატუსი და განახორციელონ თავისი
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება.

დამოუკიდებლობის მინიჭება არ შეიძლება იყოს დამოკიდებული იმაზე


,,მომზადებულია“ თუ ,,არაა სათანადოდ მომზადებული“ დამოუკიდებლობისათვის
ესა თუ ის ხალხი - პოლიტიკური, ეკონომიკური ან სხვა თვალსაზრისით.

ყოველი სამხედრო ან რეპრესიული ზომები, რომლებიც მიზნად ისახავენ


დამოუკიდებელი ხალხის მონობაში დატოვებას მართლსაწინააღმდეგო აქტია და
უნდა შეწყდეს.

პატივი უნდა სცენ ყოველი ხალხის ეროვნულ და ტერიტორიულ მთლიანობას.

ყოველი ერი (ხალხი), რომელიც გარკვეულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ამ


ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ სიმდიდრეთა და რესურსების ერთადერთი
პატრონია. მხოლოდ თვით ერს (ხალხს) აქვს უფლება განსაზღვროს რა პირობით და
რა წესით შეიძლება ბუნებრივი რესურსების ექსპლოატაცია.
ამგვარად, ყოველი ერის (ხალხის) თვითგამორკვევის უფლებათა რეალიზაცია სამ
ძირითად კომპონენტს უნდა შეიცავდეს: ეროვნული და ტერიტორიული მთლიანობა,
ამასთან ერთად ბუნებრივი რესურსების უზენაესი მესაკუთრეობა.

ყოველი სახელმწიფო ვალდებულია ხელს უწყობდეს ხალხთა


თანასწორუფლებიანობისა და თვითგამორკვევის პრინციპის განხორციელებას
წესდების დებულებათა შესაბამისად და დახმარებას უწევდეს გაერთიანებული
ერების ორგანიზაციას იმ მოვალეობათა შესრულებაში, რომლებიც მას წესდებით აქვს
დაკისრებული ამ პრინციპის განხორციელების თაობაზე, რათა: ხელი შეუწყოს
მეგობრულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობას სახელმწიფოთა შორის და
დაუყოვნებლივ მოუღოს ბოლო კონოლიალიზმს, გამოიჩინოს პატივისცემა
დაინტერესებული ხალხების თავისუფლად გამოთქმული ნების მიმართ, აგრეთვე
მხედველობაშ მიიღოს ის, რომ ხალხთა დამორჩილება უცხო უღლის, ბატონობისა და
ექსპლოატაციისადმი არის ამ პრინციპის დარღვევა, ისევევ როგორც ადამიანის
ძირითად უფლებათა უარყოფა და ეწინააღმდეგება გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის წესდებას.

მნიშვნელოვანია ის, რომ ამავე დროს თანამედროვე საერთაშრისო სამართალი


კრძალავს თვითგამორკევევის უფლების გამოყენებას ეროვნული უმრავლესობების
მიერ, თუნდაც პატარა ერების მიერ, თუკი მათ გააჩნიათ სრული პოლიტიკური,
ეკონომიკური და სხვა თანასწორუფლებიანობა სუვერენული სახელმწიფოს
ფარგლებში მცხოვრებ დანარჩენ მოსახლეობასთან და აქვთ საშუალება თავისუფლად
გამოხატონ თავისი პოლიტიკური თუ სხვა ნება-სურვილი. ამდენად,
თვითგამორკვევა და გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა, არ არის
დღეს დასაშვები, თუ იგი არ იცავს სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიულ
მთლიანობას, არღვევს ისტორიულად შექმნილ საზღვრებს, აზიანებს სახელმწიფოს
უშიშროებას და სხვა.

ამიტომ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს აგრესიული სეპარატიზმი,


რომლის მიზანია ცალმხრივად, ძალის გამოყენებით ხელყოს სუვერენული
დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა, ერის (ხალხის)
თვითგამორკვევის უფლების რეალიზაციის მოტივით. ამის ნათელ მაგალითად
შეიძლება მოყვენილ იქნეს კონფლიქტი, რომელიც საქართველოს თავს მოახვიეს
აფხაზმა სეპარატისტება.

You might also like