You are on page 1of 2

სამართლის წყაროს ცნებას ორი ასპექტი გააჩნია- წყარო მატერიალური და

იურიდიული გაგებით.

მატერიალური გაგებითი წყარო არის ცალკეულ სახელმწიფოებში გაბატონებული


საწარმოო ურთიერთობები,მათ საფუძველზე წარმოშობილი საერთაშორისო
ეკონომიკური ურთიერთობები-მისი ბაზისით განპირობებული პოლიტიკური თუ
სხვა ფაქტორები,რომლებიც გამოხატავენ გაბატონებული კლასების ნება-სურვილს.

რაც შეეხება საერთაშორისო წყაროს ცნებას იურიდიული გაგებით,ის არის


სპეციფიკური ფორმა,რომელშიც სახელმწიფოთა ან საერთაშორისო სამართლის სხვა
სუბიექტთა შორის შეთანხმება ამა თუ იმ ქცევის წესის დადგენის შესახებ ღებულობს
ობიექტურ გამოხატულებას და იძენს სავალდებულო ხასიათს
მხარეთათვის.თანამედროვე საერთაშორისო სამართალი იცნობს ორ ძირითად
წყაროს,ესაა საერთაშორისო ჩვეულება და ხელშეკრულება.

საერთაშორისო ჩვეულება ესაა დაუწერელი ქცევის წესი. ის ყალიბდება


სახელმწიფოთა პრაქტიკის შედეგად,რომლებიც აღიარებენ ამ ქცევის წესის
სავალდებულო ძალას დუმილით ან ოფიციალური განცხადებით,ქცევის წესი
საერთაშორისო სამართლის ჩვეულებით ნორმად რომ იქცეს, აუცილებელია
გარკვეული დრო,რომლის განმავლობაშიც სახელმწიფოები ერთნაირად
გამოიყენებენ ამ ქცევის წესს.მოკლე განმარტებით,საერთაშორისო სამართლებრივი
ჩვეულება ესაა სახელმწიფოთა შორის მიღწეული შეთანხმება ცნონ ესა თუ ის ნორმა
იურიდიულად სავალდებულო ქცევის წესად.ეს უკანასკნელი მხოლოდ იმისსთვისაა
სავალდებულო,ვინც ცნობს მას.როგორც წესი ჩვეულებითი ნორმა აღიარებულია
ყველა ან თითქმის ყველა სახელმწიფოსთვის.ასეთ ნორმებს „საყოველთაოდ
აღიარებულ ნორმად“მიიჩნევენ,ხოლო სხვა ნომრები უფრო ლოკალურ ხასიათთს
ატარებენ და მხოლოდ სახელმწიფოთა გარკვეული ჯგუფის ფარგლებში მოქმედებენ.

საერთაშორისო ხელშეკრულება თანამედროვე საერთაშორისო სამართლის


უმთავრესი წყაროა,რადგან მხოლოდ მხარეთა შორის აზრთა გაცვლა-გამოცვლის
საფუძველზე,მათი შეთანხმებით შექმნიილი ნორმა ქმნის სტაბილურ მყარ ქცევის
წესებს,ამასთან საერთაშორისო ხელშეკრულება თანდათან უფრო ფართო ხასიათს
პოულობს საყოველთაოდ აღიარებული ჩვეულებითი ნორმების კოდიფიკაციის
საქმეში. დღესდღეობით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სახელშეკრულებო
სამართლის იმ ნორმათა ერთობლიობას,რომლებიც განსაზღვრავენ საერთაშორისო
ხელშეკრულებათა იურიდიულ ბუნებას,სახეებს,დადების წესებს,სტრუქტურასა და
ა.შ.

საერთაშორისო სამართალი ასევე იცნობს „დამხმარე წყაროებსაც“. ასეთი სახის


წყაროები მართალია უშუალოდ არ წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის
წყაროს,მაგრამ მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ საერთაშორისო-
სამართლებრივი ნორმის ჩამოყალიბების პროცესზე.

დამხმარე წყაროს წარმოადგენს შიდასახელმწიფოებრივი კანონი.ასეთი კანონი


თავისთავად არ შეიძლება იყოს საერთაშორისო სამართლის წყარო,მაგრამ,თუ სხვა
სახელმწიფოები აღიარებენ ამ ქცევის წესს,იგი შეიძლება გადაიქცეს საერთაშორისო
ხელშეკრულების ან სამართლებრივ ჩვეულებად. დამხამრე წყაროა აგრეთვე
საერთაშორისო ორგანიზაციის დადგენილებები,ამ უკანასკნელს საერთაშორისო
სამართლის ნორმების შექმნაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია,თუმცა ცხადია არც
ეს უკანასკნელი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის წყაროს.ასეთი
ორგანიზაციების გადაწყვეტილებანი მიიღება არსებული წესდების შესაბამისად და
ვრცელდება მხოლოდ ორგანიზაციის წევრებზე. ეს აქტები ძირითადად უკვე
არსებული ან ახალი პრინციპებისა და ნორმების დეკლარირების ან მისი გამოყენების
ხასიათს ატარებენ. აქტები,რომლებიც უკვე არსებული ან ახალი ნორმების
დეკლარირებას ახდენენ, სამართლის წყაროდ ფორმირეიბს გზაზე დგანან,მაგრამ ეს
მხოლოდ ერთ-ერთი საფეხურია.ამ აქტებში ფორმულირებული ახლი ნორმები და
პრინციპები საყოველთაოდ აღიარებულად რომ იქცნენ,მათ უნდა მიიღონ
საერთაშორისო ხელშეკრულების ან ჩვეულების სახე. რაც შეეეხება მეორე სახის
აქტები სავალლდებულოა მხარეთათვის,იმდენად რამდენადაც ისინი დამფუძნებელი
ხელშეკრულების შესაბამისადაა მიღებული,ხოლო ამ ხელშეკრულების ძალით წევრ-
სახელმწიფოებმა იკისრეს ვალდებულება დაემორჩილონ ამ ორგანიზაციის
ორგანოების გადაწყვეტილებებს,მიმართული მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების
განმტკიცებისაკენ.წევრ სახელმწიფოთათვის სავალდებულოა მხოლოდ ის
აქტები,რომლებიც ვიწრო საუწყებო ხასიათს ატარებენ.

სასამართლო პრეცედენტები და მეცნიერთა შრომები,დასკვნები,გამოკვლევანი


მხოლოდ საერთაშორისო სამართლის ნომრათა არსებობის დადგების „დამხმარე
საშუალებაა“,რასაც იყენებენ საერთაშორისო ორგანოები და სახელმწიფოები დავების
გადაწყვეტის დროს.

You might also like