You are on page 1of 2

საქართელოს საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის თანახმად,„ნივთზე

უფლების წარმოშობა, შეცვლა და შეწყვეტა წესრიგდება იმ ქვეყნის სამართლით,


სადაც ეს ნივთი იმყოფება. ამ ქვეყნის სანივთო-სამართლებრივი ნორმები
გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როცა ამ კანონის მითითებით ნორმების მიხედვით,
სხვა ქვეყნის სამართალი უნდა იქნეს გამოყენებული.ნივთის ადგილსამყოფელის
კანონი არის საერთაშორისო კერძო სამართლის ერთ-ერთი უძველესი და ურყევი
კანონი.

თავდაპირველად,მინდა დავაკონკრეტო თუ რომელი უფლებები განეკუთვნენა


სანივთო სამართალს.საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამომწურავად
განსაზღვრავს სანივთო უფლებათა წრეს. ესენია: საკუთრება, აღნაგობა, სერვიტუტი,
უზურფრუქტი, გირავნობა და იპოთეკა.ყველა ამ უფლების მიმართ გამოყენებულ
უნდა იქნეს იმ ქვეყნის სამართალი, სადაც იმყოფება მფლობელობის, საკუთრების,
აღნაგობის, სერვიტუტის, უზურფრუქტის, გირავნობისა თუ იპოთეკის ობიექტი.

შემდგომ ყურადღება მინდა გავამახვილო სანივთო სამართლის ობიექტზე,ანუ


ქონებაზე.საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს ქონების ცნებას,ქონება
არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა,
სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და
რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით
ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს., ნივთზე საკუთრების უფლების
გადასვლა, ანუ ნივთის შეძენა, სულ ერთია მოძრავი იქნება ეს თუ უძრავი, შეიძლება
მოხდეს არამხოლოდ იმ ქვეყანაში, სადაც ეს ნივთი იმყოფება, არამედ სხვა
ქვეყანაშიც, თუ დაცული იქნება ამ ნივთის ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალი.
გასხვისების ადგილის სამართალს არა აქვს მნიშვნელობა, იგი რაიმე როლს არ
თამაშობს.

საერთაშორისო კერძო სამართალში ნივთების დაყოფას უძრავად და მოძრავად, აქვს


მნიშვნელობა ორი თვალსაზრისით: ჯერ ერთი,სხვადასხვა ქვეყნის სამართალი
სხვადასხვანაირად განსაზღვრავს უძრავ და მოძრავ ნივთებს, მეორე,
სამართლებრივი რეჟიმი უძრავისა და მოძრავი ნივთებისა
სხვადასხვანაირია.სამოქალაქო კოდექსის თანახმად,უძრავ ნივთებს მიეკუთვნება
მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები,
ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე“. სამოქალაქო კოდექსი არ
შეიცავს მოძრავი ნივთების ცნების განსაზღვრებას, მაგრამ, ლოგიკურად, ყველა ის
ნივთი, რომელიც არ განეკუთვნება უძრავი ნივთების კატეგორიას.უძრავი ქონების
მიმართ გამოიყენება პრინციპი, რომლის თანახმად, სანივთო უფლება ასეთ

ნივთებზე რეგულირდება კანონით ამ უძრავი ნივთების ადგილსამყოფელის


მიხედვით. მოძრავი ნივთების მიმართაც გამოიყენება ნივთის ადგილსამყოფელის
პრინციპი.თუ სხვა ქვეყანაში აღმოჩნდა ნივთი, რომელზედაც წარმოიშვა უფლება,
მაშინ ამ უფლების შედეგები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, სადაც ნივთი
გადაიტანეს.

საკოლიზიო საკითხებს შორის განსაკუთრებული ყურადღებას იმსახურებს სანივთო


უფლების წარმოშობა ისეთ ნივთებზე, რომლებიც იმყოფებიან გზაში.საქართველოს
კანონის თანახმად, უფლებები მოძრავ ნივთებზე, რომლებიც გზაშია, განისაზღვრება
ამ ნივთების საბოლოო დანიშნულების ადგილის (ქვეყნის) სამართლის მიხედვით.

საქართველოს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონის მიხედვით,


ხანდაზმულობით ნივთზე სანივთო უფლების წარმოშობა განისაზღვრება იმ ქვეყნის
სამართლის მიხედვით, სადაც იმყოფება ნივთი ხანდაზმულობის ვადის
დამთავრების დროს.

მინდა აღვნიშნო ისიც,რომ მოძრავი ნივთების კატეგორიას ასევე განეკუთვნება


არამატერიალური ნივთებიც. არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის
მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან
გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი,
ანდა მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.ატერიალურ (უსხეულო)
ნივთებთან დაკავშირებული საკოლიზიო საკითხების გადაწყვეტის დროს, უნდა
ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო კერძო სამართლის კანონის 34-ე მუხლით,
რომლის თანახმად, არაქონებრივი უფლებები ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს,
სადაც ისინი უნდა იქნეს გამოყენებული.

You might also like