You are on page 1of 31

ლექცია #1

სანივთო სამართალი - წარმოადგენს იმ ნორმათა ერთობლიობას, რომლებიც აწესრიგებენ პირთა


ურთიერთობებს ნივთებთან.

ეს ურთიერთობა შეიძლება იყოს სტატიკური (მაგ. მესაკუთრის უფლებები) და ასევე დინამიური ანუ
შეეხებოდნენ მათი შეცვლის სტადიას (მაგ. ნივთის გადაცემა).

განსხვავება სანივთო სამართალსა და ვალდებულებით სამართალს შორის

 სანივთო სამართალი – აბსოლუტური უფლებაა, ანუ აბსოლუტური უფლების მატარებლის


წინაშეა ყველა პირი(მაგ. საკუთრების უფლება).
ვალდებულებითი კი – რელატიური (შეფარდებითი) – ანუ რელატიური უფლების მატარებლის
წინაშეა განსაზღვრული პირი (მაგ. ქირავნობის შემთხვევაში).
 სანივთო უფლებათა სასარჩელო დაცვის აბსოლუტურობა – სანივთო უფლება, რომელიც
ყველას მიერ უნდა იქნეს ცნობილი, მისი ხელყოფის შემთხვევაში რეაგირებს ყველა ხელყოფის
წინააღმდეგ ვინდიკაციისა და ნეგატორული სარჩელის უფლებით, ვალდებულებით -
სამართლებრივი უფლება კი სარჩელის შესაძლებლობას მხოლოდ მოვალის წინაშე იძლევა .
 აბსოლუტური – ურთიერთობა მყარდება სამართლის ნორმატიული ნების საფუძველზე ხოლო
შეფარდებითი – ურთიერთობა მყარდებს მონაწილეთა ნების საფუძველზე.
 სანივთო უფლების შინაარსი კანონის ნორმატიული ნებით განისაზღვრება, ანუ არსებობს იმდენი
სანივთო უფლება რამდენიც კანონითაა აღიარებული. ვალდებულებითი სამართალი კი
თავისუფალია ასეთი იმპერატივობისაგან.
 სანივთო უფლება საჯაროობით ხასიათდება, რასაც ვერ ვიტყვით ვალდებულებით უფლებებზე.
 სანივთო უფლებები – პრიორიტეტული უფლებებია სხვა უფლებებთან ეს იმას ნიშნავს, რომ მათ
შორის კოლიზიის შემთხვევაში, უპირატესობა ეძლევა სანივთო უფლებას
სანივთო სამართლის სისტემა
სანივთო სამართალში გაერთიანებულია შემდეგი ინსტიტუტები :
 ქონება
 მფლობელობა
 საკუთრება
 შეზღუდული სანივთო უფლებები
 მოთოვნის უზრუნველყოფის სამართალი
 სამეზობლო სამართალი
 საჯარო რეესტრი

სანივთო სამართლის პრინციპები

 აბსოლუტურობის პრინციპი – ყოველი სანივთო უფლება განიხილება, როგორც ნივთზე პირის


ბატონობის უფლება, რომელიც აღიარებულია და დაცულია ყველას მიერ;
 ნუმერუს ჩლაუსას-ს პრინციპი, დახურულ რიცხვთა პრინციპი – სანივთო სამართალში
მოქმედებს იმდენი სანივთო უფლება, რამდენიც კანონმდებლობით არის დაცული .
ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ ნივთზე ბატონობის მხოლოდ ის ფორმები (უფლებები )
გამოიყენონ, რომლებიც დადგენილია კანონით;
 მიდევნების პრინციპი – ქონების ფაქტობრივი გადაცემა არ იწვევს სანივთო უფლებათა
შეწყვეტას, არამედ ისინი უცვლელი შინაარსით მიჰყვებიან მას;
 საჯაროობის პრინციპი – სანივთო სამართალში საჯაროობის პრინციპს ქონებაზე
რეგისტრირებული ინფორმაციის ხელმისაწვდმობის პრინციპსაც უწოდებენ , რაც
მარეგისტრირებელ ორგანოში თითოეულ ობიექტზე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის
თაობაზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობასაც გულისხმობს ავალდებულებს ურთიერთობის
მონაწილეებს, რომ უძრავ ნივთთან დაკავშირებული ყველა სანივთო უფლება შეიტანონ
რეესტრში;
 სისრულისა და უტყუარობის პრინციპი– გამოიხატება რეესტრისადმი საჯარო ნდობაში, მისი
სისწორის პრეზუმფციაში.
 სანივთო მოთხოვნათა პრიორიტეტულობის პრინციპი – რეესტრში რეგისტრირებულ უძრავ
ქონებაზე არსებული უფლებები, მათი სამართლებრივი მნიშვნელობის შესაბამისად ,
განსაზღვრული რიგით არის განლაგებული. ამ უფლებათა შორის პირველ ადგილზე დგას
საკუთრების უფლება; ასევე აღნაგობის უფლებიდან წარმოშობილი ანაზღაურების მოთხოვნის
უფლება.
 სპეციალურობის (განსაზღვრულობის) პრინციპი – ამ პრინციპის შესაბამისად, სანივთო
უფლებათა მფლობელი, ამ უფლებათა საგანი და შინაარსი, ასევე ერთ ობიექტზე რამდენიმე
უფლების არსებობის შემთხვევაში ამ უფლებათა რანგი ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და
მესამე პირთათვის ნათლად გასაგები;
 სპეციალურობის პრინციპი გულისხმობს, რომ სანივთო უფლებები არსებობენ მხოლოდ
ცალკეულ ნივთებზე. ეს ნიშნავს, რომ სანივთო გარიგებები შეიძლება მხოლოდ
ინდივიდუალურად განსაზღვრულ ნივთებს შეეხებოდნენ, რაც გვარეობით განსაზღვრულ
ნივთებზე სანივთო გარიგებების არსებობას გამორიცხავს.
 კაუზალურობის და აბსტრაქციის პრინციპი

კაუზალური სისტემის მიხედვით, ხელშეკრულებას თავისთავად გადააქვს საკუთრების უფლება


ყოველგვარი სხვა სამართლებრივი აქტისა თუ ფორმალობის გარეშე. მოძრავ ნივთზე საკუთრების
უფლების კაუზალური გადაცემის სისტემა ითვალისწინებს, რომ საკუთრების უფლების გადაცემა
უნდა მოხდეს ნამდვილი, კანონზე დაფუძნებული უფლების გადაცემით

აბსტრაქტული სისტემის მიხედვით, საკუთრების უფლების გადაცემა ხორციელდება სპეციალური


სამართლებრივი აქტის (გარიგების) მეშვეობით, რომელიც სრულად ემიჯნება ვალდებულებით -
სამართლებრივ გარიგებას.მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის აბსტრაქტულ
სისტემაში, პირიქით, უფლების გადაცემა ნამდვილია, მიუხედავად იმისა, თუკი ის არ ეფუძნება
ნამდვილ კანონიერ სამართლებრივ საფუძველს.

სანივთო გარიგებები

სანივთო გარიგება მიმართულია სანივთო უფლების წარმოშობის, შეცვლისა და შეწყვეტისაკენ ;

სანივთო სამართლბრივი (განკარგვითი) გარიგებებია – რომლებიც მიმართულია სანივთო უფლებების


წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მაგ: საკუთრების გადაცემა

სანივთო გარიგების დროს – პირს ერთი უფლების გადაცემა მხოლოდ ერთხელ შეუძლია , ვინაიდან ამ
უფლების განკარგვის შემდეგ იგი კარგავს განკარგვის უფლებამოსილებას .

სანივთო გარიგებები კანონის ნორმატიული ნებით განისაზღვრება – ანუ ეს ნიშნავს , რომ მართალია
მხარეები თავისუფალნი არიან იმაში, საერთოდ დადებენ თუ არა სანივთო გარიგებას , მაგრამ მისი
შინაარსის განსაზღვრაში ძირითადად იმპერატიულ დანაწესებს ემორჩილებიან (საკუთრება , აღნაგობა ,
უზუფრუქტი, იპოთეკა და ა.შ.)

სანივთო გარიგებები გვხვდება მემკვიდრეობით სამართალშიც – სამემკვიდრეო წილის დათმობა


სწორედ სანივთო გარიგებას წარმოადგენს.

უფლების ცნება

— უფლება წარმოადგენს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ელემენტს ;


— უფლება უნდა ეკუთვნოდეს პირს;
— უფლება არის ე.წ. “ნების ძალაუფლება”, რომელიც გულისხმობს უფლების მფლობელისათვის
თავისი შეხედულებით მოქმედებას;
— უფლების მიზანია ადამიანის ინტერესების დაკმაყოფილება.
უფლების სახეები

თანამედროვე კლასიფიკაცია ხორციელდება 2 ძირითადი ნიშნის მიხედვით : უფლებების დაყოფა


ცალკეული მინიჭებული სამართლებრივი ძალაუფლების შინაარსის მიხედვით და უფლებების
დაყოფა ვალდებული პირის პიროვნების მიხედვით.

სამართლებრივი ძალაუფლების შინაარსის მიხედვით განასხვავებენ შემდეგი 4 სახის უფლებებს :

პირადი უფლებები – რომლებიც ცალკეულ ადამიანს როგორც პიროვნებას ეკუთვნის (სსკ-ის 18 მუხლში
აღნიშნული პირადი არაქონებრივი უფლებები).

ბატონობის უფლებები – რომლებიც უფლებამოსილ პირს განსაზღვრულ საგანზე ანიჭებს აბსოლუტურ


და უშუალო ბატონობის ძალაუფლებას, როგორიცაა საკუთრების უფლება, შეზღუდული სანივთო
უფლებები (აღნაგობა, უზუფრუქტი, სერვიტუტი).

მოთხოვნის უფლებები – რომლებიც პირს ანიჭებს უფლებამოსილებას, სხვა განსაზღვრული პირისაგან


მოითხოვოს მოქმედების შესრულება ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავება .

უფლებრივი მდგომარეობის შეცვლის უფლებები – რომლებიც უფლებამოსილ პირს ანიჭებს


უფლებამოსილებას, დამოუკიდებლად ანუ სხვა პირის მონაწილეობის გარეშე, მოახდინოს ზემოქმედბა
არსებულ უფლებრივ მდგომარეობაზე, (მაგ: შეცილების უფლება, ხელშეკრულებიდან გასვლა , ხელ -ბის
ვადამდე შეწყვეტის უფლება და სხვა).

პირთა მიმართ უფლებების დაყოფა ვალდებული პირის პიროვნების მიხედვით :

აბსოლუტური – ისეთი უფლებებია, რომლებიც მოქმედებს ყოველი პირის მიმართ.აბსოლუტურ –


უფლებას შეესაბამება მხოლოდ საერთო ვალდებულება ყოველი ადამიანისა , რომლებიც
მდგომარეობს უფლებამოსილი პირის სამართლებრივ ბატონობაში შეჭრისაგან თავის შეკავებაში .

რელატიური - ისეთი უფლებებია, რომლებიც მოქმედებს მხოლოდ ერთი ან შეზღუდული რაოდენობის


პირთა მიმართ.რელატიურ უფლებას შეესაბამება განსაზღვრული პირის განსაკუთრებული
ვალდებულება.

აქედან გამომდინარე: აბსოლუტური უფლება - შეიძლება დაირღვეს ნებსიმიერი პირის მიერ , ხოლო
რელატიური უფლება - კი მხოლოდ ვალდებული პირის მიერ.

აბსოლუტური უფლებები– სანივთო უფლებებია – საკუთრებისა და შეზღუდული უფლებები , გირავნობა ,


იპოთეკა. რელატიური უფლებები – კი ვალდებულებით-სამართლებრივი უფლებებია

უფლება შეიძლება იყოს:

ობიექტური – იგი კანონით (ობიექტურად) აღიარებული უფლებაა. იგი მინიჭებული აქვს ინდივიდს, მისი
ინდივიდუალურობის გათვალისწინებისა და ცალკეული ვითარების მხედველობაში მიღების
მიუხედავად. იგი აბსტრაქტულია იმ გაგებით, რომ კონკრეტულ სუბიექტთან დაკავშირებული არ არის .

სუბიექტური – უფლებას მოიპოვებს კონკრეტული ინდივიდი. (ნება შეიძინოს უძრავი ქონება) იგი
წარმოიშობა ინდივიდის ნების გამოვლენის და/ან კანონით განსაზღვრული სხვა გარემოების დადგომის
საფუძველზე ანუ ზოგჯერ მარტო ნების გამოვლენა არ არის საკმარისი და აუცილებელია ნების
გამოვლენასთან ერთად გარკვეული ფაქტის დადგომა (მაგ. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების
გადაცემისას რეგისტრაცია საჯარო რეესტრში).

მოთხოვნა

მოთხოვნა უფლების რეალიზაციის კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობაა .


მოთხოვნის საფუძველი არის სამართლის ნორმა, რომელიც ცალკეული სამართლებრივი
ურთიერთობის მონაწილეს ანიჭებს მეორე მონაწილისაგან გარკვეული მოქმედების შესრულების ან
მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებას.

მოქმედებაში იგულისხმება ნებისმიერი შესაძლო აქტიური მოქმედება, როგორებიცაა : თანხის გადახდა ,


ნივთის გადაცემა, მომსახურების განხორციელება, ნების გამოვლენა. უმოქმედობა კი, საპირისპიროდ
ამისა, არის ნებისმიერი შესაძლო უმოქმედობა, მათ შორის სამართლებრივი თუ ფაქტობრივი
ზემოქმედების თმენა.

მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა განხორციელების შესაძლებლობა იზღუდება კანონით


დადგენილი ხანდაზმულობის ვადებით.

მოთხოვნის საფუძველი, როგორც წესი, ორი ნაწილისაგან შედგება:

ნორმის შემადგენლობა, რომელიც მოიცავს ცალკეულ წინაპირობებს და სამართლებრივი შედეგი ,


რომელიც კანონის საფუძველზე დადგება იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა ნორმის შემადგენლობით
განსაზღვრული ყველა წინაპირობა, ე.ი. აღწერილობითი ნაწილის შემადგენელი ელემენტები .

მოთხოვნის განხორციელება არის ცალკეული შემთხვევის არსებობისას აბსტრაქტული ნორმისაგან


კონკრეტული სამართლებრივი შედეგის გამოყვანა. ხოლო მოთხოვნა ეს არის თავად მოთხოვნის
სამართლებრივი საფუძვლით გათვალისწინებულიშედეგი, რაც პირის მიერ გარკვეული მოქმედების
შესრულებისა თუ მოქმედებისაგან შეკავების ვალდებულებას წარმოშობს .

მოთხოვნის მიმართება უფლებასთან

უფლება და მოთხოვნა არ არის იდენტური ცნებები, თუმცა უფლების საფუძველზე წარმოიშობა


მოთხოვნა.

უფლება უფრო ფართო ცნებაა და ის მოთხოვნებთან ერთად ისეთ უფლებებსაც გულისხმობს ,


როგორიცაა, მაგალითად, აბსოლუტური უფლებები. აბსოლუტური უფლების არსებობა თავისთავად არ
წარმოშობს მოთხოვნას, იგი წარმოიშობა მხოლოდ ამ უფლების ხელყოფის შემთხვევაში .

უფლებისაგან განსხვავებით, მოთხოვნა ყოველთვის განსაზღვრული პირისაკენ კონკრეტული ქმედების


განხორციელებაზეა მიმართული. მოთხოვნა წარმოიშობა ნებისმიერი სუბიექტური უფლებისაგან , მათ
შორის, იგი შესაძლოა გამომდინარეობდეს აბსოლუტური ბატონობის უფლებიდან , ან წარმოიშვას
დამფუძნებელი უფლების განხორციელების შედეგად.

უფლების განხორციელება გამოხატულია ნებელობითი მოქმედებითა და უმოქმედობით .

მოთხოვნა პირისათვის მინიჭებული ძალაუფლებაა, კანონით.

უფლების არსებობა თავისთავად არ მიუთითებს მოთხოვნის არსებობაზე .

ლექცია 2.

საქართველოს კანონმდებლობით: ქონება არის – ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი


( უსხეულო ნივთი) რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით და არ
ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს (საქართველოს სკ-ის 147-ე მუხლი).

ანუ საქართველოს კანონმდებლობა ქონების ქვეშ მოიაზრებს მხოლოდ აქტივს , თუმცა არის
გამონაკლისებიც, მაგალითად: მემკვიდრეზე არამარტო ნივთები, უფლებები , მოთხოვნები , არამედ –
პასივიც ანუ ვალდებულებებიც გადადის.

ნივთი ქონებად იქცევა იმ უფლება-მოვალეობათა წყალობით, რომელიც ამ ნივთთანაა დაკავშირებული .


ნივთების დამახასიათებელი ნიშნებია:

 სხეულებრიობა
 ნივთები ბრუნვაუნარიანი (პიროვნულობას მოკლებული) საგნებია
 ბატონობას დაქვემდებარებული საგნებია – ანუ შესაძლებელი უნდა იყოს მათი ფლობა ,
სარგებლობა და განკარგვა
 ნატურით გამიჯნული საგნებია (გაზი, სითხე, ზღვა, ჰაერი თავისთავად არ წარმოადგენს ნივთებს
თუ შემოსაზღვრულ არეში არ მოვაქციეთ)
 ნივთები სხეულებრივად ერთიანი საგნებია.

ნივთთა კლასიფიკაცია:

 საერთო სარგებლობის
 საჯარო და კერძო
 მოძრავი/უძრავი
 ჩანაცვლებადი/არაჩანაცვლებადი
 გვაროვნული/ინდივიდუალური
 მოხმარებადი/არამოხმარებადი
 გაყოფადი/განუყოფლი
 ცალკეული ნივთები/ნივთების ერთობლიობა
 ადამიანის სხეული
 ცხოველი
1. საერთო სარგებლობის - ობიექტი, რომელიც თავისი ბუნებრივი არსით არ შეიძლება იმყოფებოდეს
ვინმეს საკუთრებაში და რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი პირის მიერ .(წყალი ,
ჰაერი)
2. საჯარო და კერძო - საჯარო ნივთებად მიიჩნევა ნივთები, რომლებიც ეკუთვნის სახელმწიფოს ან
მუნიციპალიტეტს ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, თუმცა შეიძლება კერძო პირებსაც
ეკუთვნოდეს, მაგრამ მათი დანიშნულება საჯარო მიზნებს უნდა ემსახურებოდეს (მაგ . გზები , ზღვის
სანაპირო, სახლ-მუზეუმები და სხვა). კერძო – ცხადია, კერძი პირის საკუთრებაში არსებული
ნივთებია კერძო/პირადი მოხმარების მიზნით.
3. მოძრავი/უძრავი -უძრავია მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით , მიწაზე აღმოცენებული
მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.

როგორც მიწა, ისე წიაღისეული შეიძლება იქცეს მოძრავ ნივთებად, თუ მოხდება სივრცობრივად მათი
ნატურით გამიჯვნა (ტომრებით გასაყიდი მიწა ან ამოღებული ნავთობი).

უძრავი ნივთების თავისებურებაა ის, რომ რადგანაც მათ მუდმივად ერთი და იგივე ადგილსამყოფელი
აქვთ, მათი სამართლებრივი მდგომარეობა განისაზღვრება იმ ქვეყნის კანონმდებლობით , სადაც ისინი
იმყოფებიან.მოძრავი ნივთები, კი გადაადგილების უნარიანობის გამო, შეიძლება იცვლიდეს თავის
სამართლებრივ რეჟიმსაც.

იურიდიული ფიქციით, მოძრავი ნივთი იქცევა უძრავ ნივთად, ანუ ფიზიკურად ის ისევ მოძრავია და
ასრულებს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას, მაგრამ განიხილება უძრავ ნივთად .

4. ჩანაცვლებადი/არაჩანაცვლებადი – ჩანაცვლებადია ნივთი, რომელიც განისაზღვრება


რაოდენობით, ზომით ან წონით და ცხადია იგი ვერ იქნება ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული
(მაგ. ფული) არაჩანაცვლებადი ნივთის მაგალითია – მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი .

ჩანაცვლებადი ნივთის დაღუპვის შემთხვევაში შესაძლებელია სხვა იდენტური ნივთის მიწოდება , ხოლო
არაჩანაცვლებადი ნივთის დროს კი არა.

5. გვაროვნული/ინდივიდუალური – გვაროვნული ნივთი ჩანაცვლებადია, სესხს და ქირავნობას


ექვემდებარება. გვაროვნულობის დადგენა მხარეთა კონკრეტული შეთანხმების საფუძველზე ხდება .
ინდივიდუალური – არაჩანაცვლებადი ნივთია და მისი განადგურების/დაღუპვის შემთხვევაში
ადგილი აქვს კომპენსაციის მოთხოვნას.
6. მოხმარებადი/არამოხმარებადი - მოხმარებადი ნივთის დანიშნულება მისი მოხმარებით – გალევით
განისაზრვრება – მედიკამენტი, საჭმელი. ისინი ზოგადად ვერ ხდებიან თხოვების თუ ქირავნობის
საგანი. არამოხმარებად ნივთებს ახასიათებს ბუნებრივი ცვეთა, როდესაც მისი ჩვეულებრივი
დანიშნულებით გამოყენებისას ხდება ნივთის ღირებულების შემცირება (მაგ . ავტომანქანი
ქირავნობა 3 წლით).
7. გაყოფადი/განუყოფლი – გაყოფადი ნივთის ნაწილებად დაყოფა შესაძლებელია და თითოეულ
ნაწილზე წარმოიშობა უფლება, რასაც ვერ ვიტყვით განუყოფელზე. გაყოფადის მაგალითია –
ავტომანქანა, განუყოფელის – დახატული ნახატი.

საჯარო ნივთები ( სპეციალური მოწესრიგების საგნები)

საჯარო ნივთები საჯარო სანივთო ბატონობის ქვეშაა და საჯარო მიზნებს ემსახურებიან . მათი
სამართლებრივი ხასიათი წესრიგდება საჯარო-სამართლებრივი აქტებით .

საჯარო ნივთები დუალისტურ წესრიგს ექვემდებარებიან, ანუ ემორჩილებიან კერძო სამართლებრივ


რეჟიმს, თუმცა, მასზე კერძო საკუთრება დატვირთულია საჯარო-სამართლებრივი ვალდებულებებით .

სამოქალაქო სამართლის მიხედვით ნივთები მხოლოდ სხეულებრივი საგნებია , საჯარო ნივთი კი


შეიძლება არასხეულებრივი საგანიც იყოს, მაგ. საჰაერო სივრცე.
სამოქალაქო სამართალში ნივთი არის ერთეული საგანი, ხოლო საჯარო ნივთი შეიძლება იყოს ამ
საგანთა ერთობლიობა, მაგ. საჯარო ნივთია ბიბლიოთეკა, მაშინ როცა სანივთო სამართალში
ნივთად ითვლება არა მთლიანად ბიბლიოთეკა, არამედ თითოეული წიგნი.

საჯარო ნივთად მიიჩნევა მხოლოდ სახელმწიფო აქტით ამგვარად აღიარებული ნივთი , ანუ
სახელმწიფო აქტი ადგენს, თუ რომელ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს ესა თუ ის ნივთი , მაგრამ
თავისთავად მიკუთვნადობის აქტის არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს ნივთის აღიარებას საჯარო ნივთად .
აუცილებელად უნდა მოხდეს მისი პრაქტიკულად ჩაყენება საზოგადოებრიობის სამსახურში .

საჯარო ნივთი თავის სამართლებრივ ხასიათს კარგავს ნივთის განადგურების შემთხვევაში ან


კომპეტენტური ორგანოს მიერ სპეციალური აქტის გამოცემით, რომლითაც უქმდება საჯარო ნივთი .

საჯარო ნივთის მიზნობრივი დანიშნულების უზრუნველყოფის მიზნით მოვლის ვალდებულება , ეკისრება


იმ უწყებას, რომლის აქტითაც მოხდა საგნის აღიარება საჯარო ნივთად.

საჯარო ნივთების კლასიფიკაცია:

 საერთო სარგებლობაში არსებული საჯარო ნივთები;


 სპეციალური სარგებლობის საჯარო ნივთები;
 საჯარო უფლების მქონე დაწესებულებათა სარგებლობაში არსებული ნივთები ;
 მმართველობის ორგანიზაციებში არსებული საჯარო ნივთები;

საერთო სარგებლობაში არსებული საჯარო ნივთები:

მიკუთვნების საჯარო-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იმყოფება ყველას სარგებლობაში


ყოველგვარი სპეციალური ნებართვისა და თანხმობის გარეშე. მათი გამოყენება უნდა მოხდეს საჯარო -
სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნებისათვის. ნივთების მესაკუთრე ვალდებულია ითმინოს
მათი საერთო საგებლობა.მაგალითად საჯარო გზები, შიდა წყლები

სპეციალური სარგებლობის საჯარო ნივთები:


მათი გამოყენება ყველას კი არ შეუძლია, არამედ იმას, ვისაც სპეციალური სახელმწიფო აქტის
საფუძველზე აქვს ასეთი უფლება. მაგ: წყლები, რომელთა გამოყენება ხდება არა სანაოსნოდ , არამედ
წყალსამეურნეო მიზნებისათვის – შიდაწყლები, მიწისქვეშა და სანაპირო წყლები .

საჯარო უფლების მქონე დაწესებულებათა სარგებლობაში არსებული ნივთები ;

ეს ისეთი ნივთებია, რომელთა გამოყენებაც შეუზღუდავად ყველას კი არ შეუძლია , არამედ


მოქალაქეებს სპეციალური მოწმობის საფუძველზე.

მმართველობის ორგანიზაციებში არსებული საჯარო ნივთები;

ეს ისეთი ნივთებია, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფო მიზნებს ემსახურებიან და ამ გზით მოქალაქეთა


ინტერესებსაც. მაგ: ადმინისტრაციული ნაგებობები.

საჯარო ნივთები შეიძლება დავყოთ

წმინდა ნივთები – (განსაკუთრებული ჯგუფია), საეკლესიო ნივთები, რომლებიც შეწირულია რელიგიური


ორგანიზაციებისათვის.

შეზღუდული სარგებლობის ნივთები, რომელთთათვისაც სპეციალური ნებართვაა საჭირო – იარაღი ,


ძლიერმოქმედი შხამიანი და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება , ასევე უცხოური ვალუტის
მიმოქცევა

არამატერიალური ქონებრივი სიკეთე:

ეს არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია


საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება
მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე (ლატარიის ბილეთი, ფასიანი ქაღალდი , წილზე უფლება ).

ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი

ნივთის შემადგენელი ნაწილი – ის, რაც სამართლებრივად დაკავშირებულია ნივთთან და არ შეიძლება


იყოს ცალკე უფლების ობიექტი და რომლის გამოცალკევებაც შეუძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ
ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე,

დამოუკიდებელი სანივთო უფლება ნივთის არსებით შემადგენელ ნაწილზე შეუძლებელია , სამაგიეროდ


დასაშვებია დამოუკიდებელი ვალდებულებითი უფლებანი, მაგ: შეიძლება გაქირავდეს მარტო სახლი ,
მაგრამ მარტო სახლის გაყიდვა იმ მიწის ნაკვეთის გარეშე, რომელზედაც იგი დგას არ შეიძლება .

საკუთვნებელი

საკუთვნებელი არის მოძრავი ნივთი, რომელიც, თუმცა არ არის მთავარი ნივთის შემადგენელი ნაწილი ,
მაგრამ განკუთვნილია მთავარი ნივთის სამსახურისთვის, დაკავშირებულია მასთან საერთო სამეურნეო
დანიშნულებით, რის გამოც იგი სივრცობრივ კავშირშია მთავარ ნივთთან .შენობის საკუთვნებელი იქნება
იქ არსებული ინვენტარი.

საკუთვნებელი სპეციალურ-უნარიანი ნივთია. იგი წარმოადგენს დამოუკიდებელ ნივთს და მთავარ


ნივთთან ერთად არ ქმნის რაიმე ნივთობრივ ერთობას.

საკუთვნებელზე ავტომატურად არ ვრცელდება მთავარ ნივთთან დაკავშირებული უფლებები –


(საკუთვნებელს და მთავარ ნივთს შეიძლება სხვადასხვა მესაკუთრე ჰყავდეს ).

საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, მთავარი ნივთის მესაკუთრე იმავდროულად საკუთვნებელის


მესაკუთრედ მიიჩნევა.

ერთი და იგივე ნივთი ერთდროულად ვერ იქნება საკუთვნებელიც და არსებითი შემადგენელი


ნაწილიც!!!!!!!
აქცესორული უფლება

აქცესორულია უფლება – რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან (მთავარ უფლებასთან ),


რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს, ანუ მთავარი უფლების მიზანს ემსახურება , კერძოდ მის
გაფართოებას ან განმტკიცებას.

აქცესორული უფლებებია:

 სანივთო - გირავნობა, იპოთეკა;


 ვალდებულებითი – თავდების მიმართ მოთხოვნა, პროცენტზე მოთხოვნა, ზიანის ანაზღაურებაზე ან
ვადის გადაცილებისათვის მოთხოვნა.

ზოგიერთ აქცესორულ უფლებებს არ აქვთ რაიმე დამოუკიდებელი ფასეულობა, მაგ: თავდებობა ,


გირავნობა. ზოგიერთი აქცესორული უფლებები კი მატერიალურად აფართოებენ მთავარ უფლებებს ,
მაგ: პროცენტი, ავანსი, პირგასამტეხლო.

შეზღუდულია უფლება

შეზღუდულია უფლება – ნაწარმოებია უფრო ფართო უფლებისგან (მთავარი უფლება), რომელიც


დატვირთულია ამ შეზღუდული უფლებით. (აღნაგოვა, უზუფრუქტი)

შეზღუდული უფლება დამოუკიდებელი უფლებაა. იგი ემსახურება მთავარი უფლების უკეთ


განხორციელებას .მაგალთიად საკუთრების უფლების უკეთ გამოყენებას

ნაყოფი

ნაყოფი – ესაა სამეურნეო შემოსავლები, რასაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე იძლევა
თავისი დანიშნულებით პირდაპირ (ბუნებრივი ნაყოფი) ან არაპირდაპირ, სამართლებრივი
ურთიერთობის საფუძველზე (სამოქალაქო, იურიდიული ნაყოფი).

ნაყოფად - მიიჩნევა მხოლოდ ის სიკეთე, რასაც ნივთი იძლევა ისე, რომ არ ისპობა მისი სუბსტანცია .
ამიტომ დაკლული ცხოველის ხორცი და განძი, რომელიც მიწაშია ნაპოვნი არ ჩაითვლება ნაყოფად .

ნაყოფი შეიძლება იყოს ნივთის ან უფლების ანუ სამოქალაქო.

უფლების ნაყოფის სახეები

 ორგანული - ხილ-ბოსტნეული, რძე, მატყლი, პირუტყვის ნამატი.ნანადირევი, რომელიც


მოპოებულია აკრძალულ დროსა და აკრძალულ ადგილას, ნაყოფად ვერ ჩაითვლება ;
 სამეურნეო - ქვიშის საბადო, სამთო წიაღის და ტორფის დამუშავების შედეგად მიღებული
ნაყოფი.
 სამოქალაქო (უფლების)- ქირავნობით, იჯარით მიღებული შემოსავალი, ასეე ძირითად ვალთან
დაკავშირებული პროცენტი.

განვიხილოთ ნივთის ნაყოფი

შემოსავალი – ნივთი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც პირადი მოხმარების მიზნით, ასევე
გარკვეული სარგებლობის მომტანი იყოს მისი მესაკუთრისათვის. ნივთიდან მიღებული შემოსავლის
მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ უძრავი ქონების გაქირავების შედეგად მიღებული ქირა .

უპირატესობა – ნივთის ნაყოფის საფუძველზე მიღებულ უპირატესობად შესაძლებელია განვიხილოთ


შემთხვევა, როდესაც მიწის დამუშავება აძლევს მოიჯარეს სხვის საკუთრებაზე მოსავლის მიღების ან
მოსავლის ღირებულების მოთხოვნის უპირატეს უფლებას.

ნამატი – ნამატს იძლევა მცენარეები და ცხოველები, რადგან მცენარეები და ცხოველები ამ


შემთხვევაში განიხილება როგორც სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი . შესაძლებელია პირმა
სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე (იჯარა, ქირავნობა) მიიღოს მსხმოიარე ხეხილიდან
ნაყოფი ან ცხოველიდან მისი ნაშიერი, რაც ბუნებრივი გზით მიღებულ ნაყოფს – ნამატს წარმოადგენს .

განვიხილოთ უფლების ნაყოფი

შემოსავალი – უფლების საფუძველზე მიღებული შემოსავლის სახეებია, მაგალითად – გაცემული


სესხის საფუძველზე მიღებული პროცენტი.

უპირატესობა – უფლების საფუძველზე პირს უპირატესობა, როგორც ნაყოფი, შესაძლებელია


წარმოეშვას ხელშეკრულების ან კანონის საფუძველზე.

განსხვავება ნივთისა და უფლების ნაყოფში ნივთის ნამატში მდგომარეობს, რადგან უფლების ნაყოფს
ნამატი არ გააჩნია, ნამატს მხოლოდ ნივთი იძლევა ადამიანის ჩარევის გარეშე (როგორიცაა
მაგალითად, ბუნებრივი ნაყოფი)

სამართლებრივი ურთიერთობის შედეგად შეიძლება მივიღოთ პირდაპირი და არაპირდაპირი ნაყოფი

პირდაპირი ნაყოფი მიიღება - როდესაც პირი უშუალოდ ფლობს რაიმეს, მაგალითად : უზუფრუქტუარი ან
მოიჯარე. მათ უზუფრუქტის ან იჯარის საფუძველზე აქვთ უფლება პირდაპირ მიიღონ მიწის ნაკვეთიდან
ნაყოფი და სარგებელიც.

არაპირდაპირი ნაყოფი - მიიღება, როდესაც პირი უშუალოდ არ ფლობს ქონებას, მაგრამ შემოსავალს
ღებულობს, მაგალითად გამქირავებელს სახლი გაქირავებული აქვს .

ლექცია #3

I. მფლობელობა, როგორც ფაქტობრივი მდგომარეობა

მფლობელობა მიჩნეულია ნივთზე ფაქტობრივ ბატონობად. მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე


ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით.

საკუთრებისაგან განსხვავებით, მფლობელობა არ წარმოადგენს ნივთზე სამართლებრივ კუთვნილებას ,


არამედ მხოლოდ მფლობელის ფაქტობრივ ურთიერთობას ნივთზე (მოძრავი ნივთის ფარული
დაუფლების შედეგად, ქურდი მოიპოვებს მფლობელობას, მაგრამ არა საკუთრებას ).

მფლობელობის სახეები

კერძო სამართალში ვხვდებით მფლობელობის შემდეგ სახეებს : პირდაპირი და არაპირდაპირი ,


მართლზომიერი და არამართლზომიერი, კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი ,
მფლობელობა თავისთვის და მფლობელობა სხვისთვის, ერთი პირი მფლობელობა და
თანამფლობელობა, მთლიანი ნივთის მფლობელობა და ნივთის ნაწილების მფლობელობა

პირდაპირი და არაპირდაპირი

პირდაპირი მფლობელობა – როდესაც პირი უშუალოდ ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას ,


ანუ როდესაც პირი სამართლებრივ საფუძველზე უშუალოდ, ფაქტობრივად ახორციელებს ბატონობას
(მესაკუთრე, უზუფრუქტუარი, მოიჯარე, დამქირავებელი)

არაპირდაპირი მფლობელობა – როდესაც ნივთის მფლობელობა სამართლებრივი ურთიერთობის


(როგორც სანივთო (აღნაგობა, უზუფრუქტი), ისე ვალდებულებითი (ქირავნობა, იჯარა)) ურთიერთობის
საფუძველზე ხდება

თუ პირი ნივთს ფლობს იმ სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე, რომელიც განსაზღვრული


ვადით ანიჭებს მას ნივთის ფლობის უფლებას ან ავალდებულებს მას ფლობდეს ნივთს, მაშინ ეს პირი
ითვლება პირდაპირ მფლობელად, ხოლო უფლების მიმნიჭებელი ან ვალდებულების დამკისრებელი
მიიჩნევა არაპირდაპირ მფლობელად.
მართლზომიერი და არამართლზომიერი

თუ ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილია ფლობაზე , მაშინ


იგი მიიჩნევა მართლზომიერ მფლობელად.მფლობელობაზე უფლებამოსილება გამომდინარეობს იმ
სამართლებრივი საფუძვლებიდან, რომელიც შეიძლება დადგენილ იქნას როგორც კანონით , ისე
მხარეთა შორის დადებული გარიგებით.

თუ ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის განმახორციელებელი პირი არ არის უფლებამოსილი


ფლობელობაზე, მაშინ იგი წარმოადგენს არამართლზომიერ მფლობელს.

კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი

არამართლზომიერი მფლობელობის შემთხვევაში განასხვავებენ: კეთილსინდისიერ და


არაკეთილსინდისიერ მფლობელობას:

კეთილსინდისიერად - მიიჩნევა მფლობელი, რომელმაც არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდა , რომ პირს ,
ვისგანაც მან მიიღო მფლობელობა, არ ჰქონდა ნივთის გასხვისების უფლებამოსილება .

არაკეთილსინდისიერია - მფლობელი, რომელმაც მფლობელობის შეძენის მომენტში იცოდა თავისი


მფლობელობის ნაკლის შესახებ ან მან აღნიშნულის შესახებ არ იცოდა უხეში გაუფრთხილებლობის
გამო (მაგ: არ შეამოწმა საჯარო მონაცემები)

ერთი პირის მფლობელობა და თანამფლობელობა

ნივთზე ფაქტობრივ მფლობელობას შესაძლებელია ახორციელებდეს ერთი (ფიზიკური ან იურიდიული )


პირი. ამ შემთხვევაში სახეზეა ინდივიდუალური მფლობელობა. ნივთზე ორი ან მეტი პირის
მფლობელობისას კი _ საერთო მფლობელობა, ანუ თანამფლობელობა.

მარტივი თანამფლობელობა – როდესაც ნებისმიერ თანამფლობელს შეუძლია ფლობდეს ნივთს


თავისთვის სხვა თანამფლობელებთან ერთად ანუ როცა ყველა თანამფლობელს აქვს სანივთო
ძალაუფლება, რასაც სხვებმა ანგარიში უნდა გაუწიონ.

მ შემთხვევაში თანამფლობელობის განხორციელებისათვის აუცილებელი არ არის ყველა


თანამფლობელის მიერ მფლობელობის ერთდროული განხორციელება .

ანაზ იარი (კვალიფიციური ) თანამფლობელობა - როცა ფაქტ ობრივი ბატ ონობა მხოლოდ
ერთობლივად, კოლექტიურადააა შესაძლებელი და ამდენად იგი საერთო ხელშია - მაგ : წილი
საკუთრებაზ ე .

Თუმცა აქ არაა სავალდებულო თანაზიარი მფლობელები იყვნენ სოლიდარულად


პასუხისმგებელნი , საკმარისია მხოლოდ მფლობელობის ერთდროული განხორციელება .

მთლიანი ნივთის მფლობელობა და ნივთის ნაწილების მფლობელობა

თლიანი ნივთის მფლობელობა - როცა ერთ მთლიან ნივთს ფლობს ერთი ან რამოდენიმე პირი

ალკეული ნაწილების მფლობელობა - თუ ერთი ნივთის ნაწილებს რამდენიმე პირი ფლობს

ოცა ერთი ნივთის ნაწილებს რამდენიმე პირი ფლობს :აგ : მრავალბინიან სახლში ყოველი
იზოლირებულ ბინას ჰყავს თავისი მესაკუთრე. (ყოველი იზოლირებული ბინა განიხილება
როგორც ერთი მთლიანი ნივთის -კორპუსის შემადგენელი ნაწილები )

ეიძლება ერთსა და იმავე საგანზ ე ადგილი ჰქონდეს როგორც თანამფლობელობას , ისე


ცალკეული ნაწილების მფლობელობას, მაგ:Მრავალბინიან სახლში თანამფლობელობაა
ლიფტ ზ ე , ეზ ოზ ე ..Ცალკეულ ბინებზ ე კი ცალკეული ნაწილების მფლობელობაა .

ერთ ნივთზე რამდენიმე პირის მფლობელობა იყოფა შემდეგ სახეებად:


თანაზიარი მფლობელობის შემთხვევაში არსებობს პირთა ფაქტობრივი კავშირი ნივთთან ისე , რომ არ
არის განსაზღვრული მათ შორის ინდივიდუალური მფლობელობის ფარგლები . მაგალითად ,
კანონისმიერი მემკვიდრეობის გზით სამკვიდროს მიღებისას, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის
განმავლობაში მემკვიდრეები ითვლებიან სამკვიდრო ქონების თანამფლობელებად ისე , რომ მათ
შორის სამკვიდრო მასაში შემავალ ნივთებზე ინდივიდუალური ან წილობრივი მფლობელობა არ არის
განსაზღვრული.

წილადი მფლობელობის შემთხვევაში თითოეული მფლობელისათვის წინასწარ არის ცნობილი ნივთზე


ფაქტობრივი ბატონობის განხორციელების ფარგლები. მაგალითად, ანდერძით მემკვიდრეობის
შემთხვევაში, თუ ანდერძით დადგენილია მემკვიდრეთა წილი სამკვიდრო მასაში , მემკვიდრეები
წილობრივ თანამფლობელებად ითვლებიან.

Მფლობელობა თავისთვის და მფლობელობა სხვისთვის

ირი , რომელიც , თუმცა ახორციელებს ფაქტ ობრივ ბატ ონობას ნივთზ ე , მაგრამ სხვა პირის
სასარგებლოდ, და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ
პირისგან . Მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი .

Მფლობელი თავისთვის - ის პირია, ვინც ნივთებს ფლობს როგორც საკუთარს ან ახორციელებს


ნივთზ ე ფაქტ ობრივ ბატ ონობას , როგორც მას მიკუთვნებულს .

მფლობელი სხვისთვის - ის პირია, ვინც ნივთზე მფლობელობას ახორციელებს სხვა პირის


სასარგებლოდ, ანუ სხვისთვის.

Მფლობელად ითვლება ის პირი, რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება ნივთზე


ფაქტ ობრივი ბატ ონობა .

მფლობელობა სხვა პირის სასარგებლოდ — მჭერი

მფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც, თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე ,


მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ და, რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს
ამ პირისაგან.მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსულების მიმნიჭებელი პირი .

არამფლობელ პირს ეწოდება მჭერი (მპყრობელი). მჭერს,ნივთთან მიმართებაში, ფაქტობრივი


ბატონობის გარდა, სხვა უფლებამოსილება არ გააჩნია. მას არ აქვს ნაყოფის მიღებისა და ნივთის
სხვაგვარად გამოყენების უფლებამოსილება.

ხვის სასარგებლოდ მფლობელობა შეიძლება ატ არებდეს როგორც კერძო -სამართლებრივ


ისე საჯ არო-სამართლებრივ ხასიათს .

ერძო -სამართლებრივი ხასიათი - მუშა -მოსამსახურეების მიერ საწარმოში არსებული


ნივთების ფლობა ან შინამოსამსახურის ან გამყიდველის მიერ მეპატ რონის ნივთების ფლობა .

Საჯარო-სამართლებრივი ხასიათი - ჯარისკაცის, პოლიციელის მიერ საბრძოლო იარაღის


ფლობა . Ასევე მჭერი , მპყრობელია - ნოტ არიუსი ,

ზემო აღნიშნული პირები წარმოადგენენ მპყრობელს.Მპყრობელი არ არის ნივთის მფლობელი და


ამდენად მას არ შეუძლია დაიცვას თავისი ფაქტობრივი ბატონობა მფლობელობითი სარჩელებით .Მას
მფლობელმა ნივთი შეიძლება ნებისმიერ დროს ჩამოართვას.

მფლობელობის შეწყვეტა

მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, როცა მფლობელი სამუდამოდ ტოვებს ნივთს ან სხვა გზით
კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
მფლობელობის შეწყვეტაში იგულისხმება ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის შეწყვეტა , იმის
მიუხედავად, თუ როგორია მფლობელობაზე უფლების ხანგრძლივობა – ანუ მფლობელობა ყოველთვის
არ წყდება მასზე უფლების დასრულებისთანავე.

მფლობელობა შეიძლება შეწყდეს, როგორც თავისუფლად, პირის ნების გამოვლენის საფუძველზე


(გასხვისება, ჩუქება, უფლების მიტოვება) , ისე უიმისოდაც (მოპარვა, დაკარგვა, აქ მარტო მფლობელობა
წყდება და არა უფლება).

არაპირდაპირი მფლობელობის შეწყვეტა ყოველთვის არ იწვევს პირდაპირი მფლობელობის შეწყვეტას


– ბინის დამქირავებელი ისევ რჩება პირდაპირ მფლობელად, როდესაც იცვლება მესაკუთრე -
არაპირდაპირი მფლობელი

მფლობელობა წყდება პირის გარდაცვალებით. მფლობელობა წყდება - როდესაც თვით მფლობელი


მიატოვებს ნივთის ფლობას.

მფლობელობა წყდება - როდესაც მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას .


დასაბუთებულ პრეტენზიად ითვლება, მაგალითად მესაკუთრე წარუდგენს დამქირავებელს პრეტენზიას ,
რომ ის ნივთს აზიანებს ან კიდევ მესაკუთრე წარუდგენს დამქირავებელს პრეტენზიას რომ აღნიშნული
ფართი სჭირდება უშუალოდ თვითონ ან ახლო ნათესავებისათვის (ქირავნობის მუხლების
რეგულაციები).

მფლობელობის გადასვლა მემკვიდრეობით

ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის გარეშე მფლობელობის განხორციელების ერთ -ერთი მაგალითია


მემკვიდრეობის მფლობელობა.

მფლობელობა მემკვიდრეზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან – ეს


ემსახურება სამკვიდროს მიღებამდე მემკვიდრის მიერ დატოვებული მდგომარეობის შენარჩუნებას და
სამემკვიდრეო უფლების ხელყოფის აღკვეთას.

მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია

ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე – (მოძრავ ნივთებზე და უძრავ ნივთებზე
სხვადასხვანაირი რეჟიმი მოქმედებს). უძრავი ნივთების მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერი
მოქმედებს. ხოლო მოძრავ ნივთებთან ძირითადად კეთილსინდისიერება თამაშობს მნიშვნელოვან
როლს.

საკუთრების პრეზუმფცია არ მოქმედებს, როცა ძველმა მფლობელმა ნივთი დაკარგა , მოჰპარეს ან


სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან (ამ დროს მფლობელია - მპოვნელი, ქურდი ) – რადგან
სანამ რეალური ვითარება არ გაირკვევა, შეუძლებელია ერთდროულად დაუშვათ საკუთრების ვარაუდი ,
როგორც ნივთის ძველი მფლობელის, ისე ახალი მფლობელის მიმართ.

საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს მხოლოდ მფლობელობის პერიოდში ამიტომ საკუთრების


პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში .

შეძენით ხანდაზმულობა

Მფლობელობითი ხანდაზმულობა გამოიყენება ძირითადად ორ შემთხვევაში:

1. პირველი -Როდესაც ნივთზე საკუთრების გადაცემა ნაკლოვანია ანუ როდესაც შეძენას აკლია
შეძენისთვის აუცილებელი სამართლებრივი ძალის მქონე ერთ-ერთი პირობათაგანი (მაგ :
განკარგვითი გარიგება, რომლის საფუძველზეც მოხდა ნივთის შეძენა ბათილია ან
არაუფლებამოსილი პირი - ‘’ქურდი’’ ასხვისებს ნივთს ან გარიგება სამართლებრივი ძალის არ
მქონეა გამსხვისებლის ქმედუუნარობის გამო ან გამსხვისებელს არ აქვს წარმომადგენლობითი
უფლებამოსილება ან ქმედუუნარო იყო ან დარღვეულია გარიგების ფორმა და სხვ .)
2. როდესაც დავიწყებულ-გაურკვეველია საკუთრების მდგომარეობა (მაგ: მამკვიდრებელს
მიბარებული ჰქონდა ნივთი შესანახად და გარდაცვალების შემდეგ მისმა მემკვიდრეებმა არ
იცოდნენ რა ამის შესახებ, აჩუქეს სხვას ან თვითონ ფლობდნენ)

Მფლობელობითი ხანდაზმულობის დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ არ შეიძლება


ნივთზ ე უფლება უსასრულოდ გაურკვეველ მდგომარეობაში იმყოფებოდეს .

Მფლობელობითი ხანდაზმულობის საფუძველზე საკუთრების შესაძენად აუცილებელია


შემდეგი პირობების არსებობა :

1. ივთის ფლობა როგორც საკუთარის (ღიად , საჯ აროდ და არა დამალულად თავისთვის და
უწყვეტ ი )

2. Ნივთის ფლობა კეთილსინდისიერად

3. Ნივთის ფლობა კანონით განსაზღვრული დროის განმავლობაში (5 წელი - მოძრავი


ნივთებისთვის ; 15 წელი - უძრავი ნივთებისთვის )

4. ლობის უწყვეტობის პირობა

5. Შეძენის საფუძვლად არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი გარიგება - მხოლოდ


ის პირი იძენს ხანდაზმულობით საკუთრებას, რომელმაც მფლობელობა მიიღო იმ
გარიგების საფუძველზე, რომლითაც შესაძლებელია ნივთზე საკუთრების უფლების
გადაცემა .

ხანდაზმულობით შეძენისას, შემძენის კეთილსინდისიერება აუცილებელი წინაპირობაა .

ფლობის უწყვეტობის პირობა

მოძრავი ნივთების შემთხვევაში 5 წელი უწყვეტი ფლობაა აუცილებელი, ეს იმიტომ არის საჭირო , რომ
გამოიკვეთოს ნივთის ფლობა, როგორც საკუთარისა და შესაბამისად დაიბადოს მფლობელის
საკუთრების უფლება ამ ნივთზე.

არაკეთილსინდისიერი მფლობელობა გამორიცხავს საკუთრების ხანდაზმულობით შეძენას . თუ პირი


თავიდან კეთილსინდისიერი იყო თავისი მფლობელობის მიმართ, მაგრამ ხანდაზმულობის ვადის
გასვლამდე გაიგო, რომ მისი მფლობელობა არამართლზომიერია, ანუ ნივთი მას მფლებელს არ
ეკუთვნის, ამ შემთხვევაში არ გამოიყენება შეძენითი ხანდაზმულობის მუხლი , მაგრამ თუ ხუთი წლის
გასვლის შემდეგ გაიგო რომ არამართლზომიერი მფლობელია, წესით ეს არ უნდა იყოს მისთვის
დაბრკოლება საკუთრების უფლების მოსაპოვებლად.

უწყვეტი მფლობელობის პრეზუმფცია – ანუ სანამ ვინმე არ დაამტკიცებს, რომ პირი არ ფლობდა
უწყვეტად ნივთს, იქამდე მფლობელი ითვლება უწყვეტ მფლობელად, თუმცა შესაძლებელი რომ
რეალობაში არ ფლობდა უწყვეტად ნივთს ანუ ამას დამტკიცება უნდა.(საეჭვო ვითარება უნდა
გადაწყდეს მფლობელის სასარგებლოდ).

შეძენითი ხანდაზმულობა უძრავ ნივთებზე

თუ პირი საჯარო რეესტრში შეტანილია მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრედ ისე , რომ
არ შეუძენია საკუთრების უფლება მათზე, იგი მოიპოვებს ამ საკუთრების უფლებას, თუკი რეგისტრაცია
არსებობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე პირი ფლობდა მათ , როგორც
საკუთარს.

მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს


დასაბუთებულ პრეტენზიას.

მფლობობის შეწყვეტა ორი სახითაა შესაძლებელი


პირველი – საკუთრივ მფლობელობის შეწყვეტით ანუ როდესაც მფლობელი თავად თმობს ნივთს (156-ე
მუხლი) მფლობელობა ითვლება შეწყვეტილად, თუ მფლობელი სამუდამოდ თმობს ნივთს ან სხვა გზით
კარგავს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას).

მეორე – საკუთრადმფლობელობის შეწყვეტით 165-167-ე მუხლების აზრით. ანუ მფლობელობითი


ხანდაზმულობა შეიძლება შეწყდეს:

1 მოთხოვნის აღიარებით. ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი


პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის
არსებობას).

2 როცა მფლობელიის მიმართ სარჩელი იქნება შეტანილი სასამართლოში

Მფლობელობის დაცვა

კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც

 ნივთს მართლზომიერად (კანონის დაცვით) ფლობს – შეიძლება ფლობდეს


არამართლზომიერადაც (უკანონოდ), მაგრამ მაინც კეთილსინდისიერი იყოს (იმ შემთხვევაში ,
როცა პირს ვერ მოვთხოვთ გაეცნობიერებინა ურთიერთობის არსებული დეფექტები – მაგ :
მოატყუს)
 რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საქმიან ურთიერთობებში –
წარმომადგენელი, ადვოკატი (რომლებსაც უფლებამოსილება არამართლზომიერად აქვთ
მოპოვებული)

კეთილსინდისიერი მფლობელის დაცვა

 კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის უკან დაბრუნების


მოთხოვნა (ვინდიკაცია)
 კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა (ნეგატორული
სარჩელი)

ვინდიკაცია

თუ კეთილსინდისიერ მფლობელს ჩამოერთვა მფლობელობა, მას სამი წლის განმავლობაში შეუძლია


ახალ მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება

ეს წესი არ მოქმედებს თუ ახალ მფლობელს აქვს მფლობელობის უკეთესი უფლება - ანუ


კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ ნივთის უკან გამოთხოვა ასევე დამოკიდებულია იმაზე , ახალი
მფლობელი რა დონის მფლობელი იქნება და რა გზით შეიძენს უკეთესი მფლობელი მფლობელობას .
ანუ ამ დროს იმოქმედებს ხანდაზმულობის არა 3 წლიანი არამედ ზოგადი ვადები .

მფლობელობის უკეთესი უფლება ნიშნავს – რომ ახალ მფლობელს მფლობელობა მოპოვებული აქვს
გარკვეული სანივთო თუ ვალდებულებითი უფლებით: (მესაკუთრე, დამქირავებელი , მონათხოვრე ,
მეიჯარე).

კეთილსინდისიერი მფლობელის მიერ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა

ნეგატორული სარჩელი

კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია მსგავსად მესაკუთრისა მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა .

კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს მფლობელობის ხელყოფით გამოწვეული ზიანის


ანაზღაურება.
კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მაშინაც , როცა შეუძლებელია
ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა – სამეზობლო თმენის მოვალეობა (კომპენსაციის მოთხოვნის უფლება
სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის გამო).

მართლზომიერი მფლობელის უფლებები

მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე


ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას – დამქირაებელი , მონათხოვრე .

მართლზომიერი მფლობელი დაცულია თვით იმ პირთაგან (მესაკუთრე) ვისგანაც მიღებული აქვთ ეს


უფლებამოსილება (ხელშეკრულებით ან კანონით - ქირის, იჯარის)

მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მას ეკუთვნის ნივთისა და უფლების ნაყოფი .

1. დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი


მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი .

2. ეს წესი ეხება ასევე პირდაპირი მფლობელის ურთიერთობას არაპირდაპირ მფლობელთან .

ანუ არაპირდაპირი მფლობელი (მესაკუთრე) ვადაზე ადრე ვერ მოსთხოვს ან ვერ შეუშლის ხელს
პირდაპირ მფლობელს (დამქირავებელს) მფლობელობაში. ამავე დროს, ნივთის პირდაპირი
მფლობელი არ არის უფლებამოსილი თავის მხრივ სხვას გადასცეს ნივთი პირდაპირ მფლობელობაში
და ცხადია ამ უკანასკნელის მფლობელობა იქნება არამართლზომიერი და ნივთის პირველად
მფლობელს (მესაკუთრეს) უფლება აქვს მოითხოვოს ნივთის მასთან პირდაპირ მფლობელობაში მყოფი
პირისათვის (დამქირავებელისთვის) გადაცემა. თუ ეს არ მოხდება, მესაკუთრე უფლებამოსილია
თვითონ გამოითხოვოს ნივთი უკვე როგორც მესაკუთრემ.

არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი

არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი არის ის ვინც მართლზომიერად , მაგრამ შეცდომის


საფუძველზე ფლობს ნივთს

შეცდომის საფუძველი – იყიდა მოპარული ნივთი, ან იპოვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით


დაეუფლა ამ ნივთს

არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ


პირს

არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელი უფლებამოსილია მიიღოს ამ ნივთის ნაყოფი .

იგი უფლებამოსილია მოითხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთის
ფლობის დროს ოღონდ იმ შემთხვევაში თუ ეს ხარჯები არ არის კომპენსირებული ამ ნივთის
სარგებლობით ან მისგან მიღებული ნაყოფით

კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე , ვიდრე მისი მოთხოვნები არ
დაკმაყოფილდება (არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა კი დაბრუნების ვალდებულება პირველმა
უნდა შეასრულოს)

კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი


ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს.

3. კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უარი თქვას ნივთის დაბრუნებაზე, ვიდრე მისი მოთხოვნები
არ დაკმაყოფილდება. – ნივთის დაკავების უფლება კეთილსინდისიერი შემძენის მოთხოვნის
დაკმაყოფილების მნიშვნელოვანი გარანტიაა.

არაკეთილსინდისიერი მფლობელის მოვალეობა


არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს როგორც ნივთი , ასევე ამ
ნივთისგან მიღებული სარგებელი და ნაყოფი

არაკეთილსინდისიერი მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს ის ნაყოფი, რომელიც მან


ბრალეულად არ მიიღო (განზრახ არ დაკრიფა მცენარის ნაყოფი, არ გააქირავა სახლი )

არაკეთილსინდისიერ მფლობელს ნივთზე გაწეული ხარჯები და გაუმჯობესებანი მხოლოდ მაშინ


შეუძლია მოითხოვოს, თუ ნივთის უკან დაბრუნების მომენტისთვის უფლებამოსილი პირის უსაფუძვლო
გამდიდრება მოჰყვა შედეგად (როდესაც ნორმალური სამეურნეო გაძღოლის ფარგლებში
უფლებამოსილი პირი (მესაკუთრე) ითხოვს როგორც სარგებელს და ნაყოფს, ასევე ნივთზე გაწეული
ხარჯებისა და გაუმჯობესების ანაზღაურებასაც)

კეთილსინდისიერი და არაკეთილსინდისიერი მფლობელი

როგორც კეთილსინდისიერი ასევე არაკეთილსინდისიერი მფლობელი ვალდებულია დააბრუნოს


ნივთი, ოღონდ დაბრუნების პირობები და მოთხოვნები მათ სხვადასხვა აქვთ :

კეთილსინდისიერი მფლობელი - არ აბრუნებს ნივთის ნაყოფს და სარგებელს ,

არაკეთილსინდისიერი კი - ვალდებულია დააბრუნოს ნაყოფიც და სარგებელიც .

კეთილსინდისიერი მფლობელს – ნივთის დაკავების უფლებაც აქვს.

ლექცია 4

საკუთრება

საკუთრების უფლების განსაზღვრება: მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი , კერძოდ ,


სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით
(ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ
ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს
უფლების ბოროტად გამოყენებას.

საკუთრება პოზიტიური მდგომარეობით მესაკუთრის ნივთთან ურთიერთობა მოიაზრება – აქ ხაზი


ესმება საკუთრების მოხმარებით, დანიშნულებით მდგომარეობას. ნეგატიური მდგომარეობით _ ნივთის
თაობაზე პირთა შორის ურთიერთობა, რომელსაც აბსოლუტური ურთიერთობა ჰქვია .

საკუთრება აბსოლუტური უფლებაა, იგი ავალდებულებს ყველა მესამე პირს თავი შეიკავოს სხვისი
საკუთრების უფლების დარღვევისაგან მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი საკუთრების
დაცვა მესამე პირთაგან.

საკუთრება შეიძლება წარმოიშვას გარიგების ან კანონის საფუძველზე .

საკუთრების შინაარსი

საკუთრების უფლების შინაარსი მოიცავს მესაკუთრის უფლებამოსილებას , ფლობდეს , სარგებლობდეს


და განკარგავდეს ქონებას. საკუთრების უფლების შინაარსი წარმოდგენას გვიქმნის მესაკუთრის
უფლებამოსილების ფარგლებზე.

ნივთზე საკუთრების უფლება ვრცელდება ასევე ამ ნივთის შემადგენელ ნაწილებზეც .

მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით . საკუთრებისაგან


განსხვავებით, მფლობელობა არ წარმოადგენს ნივთზე სამართლებრივ კუთვნილებას , არამედ
მხოლოდ მფლობელის ფაქტობრივ ურთიერთობას ნივთზე
მფლობელობა, როგორც ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, უნდა განვიხილოთ მესაკუთრის უფლების
შინაარსში შემავალი დანარჩენი ორი ელემენტის _ სარგებლობისა და განკარგვის _ განხორციელების
წინაპირობად.

საკუთრების უფლების შინაარსში შემავალი სარგებლობის უფლებამოსილება, შეიძლება განვიხილოთ


როგორც:

• სარგებლობის თავისუფლება;
• სარგებლობის ვალდებულება;
• სარგებლობის აკრძალვა.

მესაკუთრის მიერ საკუთრების უფლების ობიექტით თავისუფლად სარგებლობა გულისხმობს როგორც


პირადად სარგებლობას, ასევე შემოსავლის, მოგების, მიღების მიზნით სარგებლობას .

კანონით შეიძლება დაწესდეს საკუთრების უფლების ობიექტის სარგებლობის, მოვლისა და შენახვის


ვალდებულება, თუკი ამ ნივთის გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს .

საკუთრების უფლების ობიექტის სარგებლობის აკრძალვა უნდა განვიხილოთ საკუთრების უფლების


ობიექტით სარგებლობის აკრძალვად, რომელიც მიმართულია განუსაზღვრელ პირთა წრის მიმართ ან
აკრძალვად, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილისადმი არის მიმართული .

ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების ობიექტის გადაცემით მესაკუთრე უდგენს


ურთიერთობის მონაწილეს ობიექტით სარგებლობის ფარგლებს.

სარგებლობა არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ პირმა გარკვეულ ვადაში აუცილებლად უნდა
მოიხმაროს ნივთის ღირებულება. სარგებლობის უფლება ნივთით თავისუფალი სარგებლობის კანონით
აღიარებული შესაძლებლობაა და მისი განხორციელება მთლიანად მესაკუთრის ნებაზეა
დამოკიდებული. სარგებლობის უფლება მოიცავს ასევე შესაძლებლობას არ ისარგებლოს პირმა
თავისი ნივთით.

განკარგვა საკუთრების უფლების შინაარსის მესამე ელემენტია, იგი გულისხმობს მესაკუთრის მიერ
ქონების იურიდიული ბედის გადაწყვეტას.მესაკუთრის განკარგვის უფლებამოსილება გულისხმობს
ქონების გასხვისებას ან უფლებრივად დატვირთვას. გასხვისება გულისხმობს მესაკუთრის ცვლილებას .
უფლებრივ დატვირთვაში უნდა ვიგულისხმოთ მესამე პირებისათვის ქონების სანივთო ან
ვალდებულებითი უფლებებით გადაცემა.

განკარგვაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილება დასტურდება ქონების სახეების მიხედვით


შემდეგი დოკუმენტებიდან:

 უძრავ ნივთებზე საჯარო რეესტრიდან გაცემული ამონაწერით;


 მექანიკურ და სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული
ინფორმაციით;
 ფასიანი ქაღალდზე სამეწარმეო რეესტრიდან, საწარმოდან ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის
მიერ გაცემული ინფორმქციიდან.
 არარეგისტრირებული მოძრავი ქონების მიმართ მოქმედებს პირის მესაკუთრედ ყოფნის ვარაუდი ,
ვიდრე საწინააღმდეგო არ დამტკიცდება.

ქონების გასხვისებისას შემძენი უნდა დაინტერესდეს ვისგან ხდება ნივთის შეძენა , არის თუ არა პირი
ქონების მესაკუთრე. თუ ნივთს ასხვისებს არამესაკუთრე, ამ შემთხვევაში მან უნდა წარმოადგინოს
მესაკუთრისგან მინიჭებული გასხვისების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი _
დავალების (მინდობილობის) ხელშეკრულება.

საკუთრების ობიექტის მართვა


მესაკუთრეს აქვს საკუთრებაში არსებული ობიექტის მართვის უფლება . მართვის უფლებით ქონების
გადაცემა, უპირატესად, ემსახურება მოგების მიღებას ან ქონების შენარჩუნებას . თუკი მესაკუთრეს არ
აქვს სურვილი ან არ ჰყოფნის ცოდნა საკუთრების ობიექტის მართვისთვის, მას შეუძლია საკუთრების
უფლების ობიექტი მართვის უფლებით გადასცეს საჭირო ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირს .

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, წარმოშობის საფუძვლების მიხედვით , ერთმანეთისაგან


განასხვავებს მართვას კანონისა და ხელშეკრულების საფუძველზე.კანონის საფუძველზე ქონების
სამართავად გადაცემის ძირითადი მიზანია საკუთრების უფლების საკითხის გარკვევამდე ქონების
მდგომარეობის შენარჩუნება.ხელშეკრულების საფუძველზე ქონების სამართავად გადაცემა ,
ძირითადად, ემსახურება ქონების საფუძველზე მოგების მიღებას. მესაკუთრის მიერ ქონების
სამართავად გადაცემის ძირითადი სახეებია დავალების ხელშეკრულება და საკუთრების მინდობის
ხელშეკრულება.

მიუხედავად მართვის უფლებით გადაცემისა, მესაკუთრე ინარჩუნებს ქონების განკარგვის


უფლებამოსილებას. მართვის პროცესში მმართველი უფლებამოსილია განკარგოს სამართავად
გადაცემული ქონება, მაგრამ ამ შემთხვევაშიც განკარგვის გადაწყვეტილების მიღებისას დაცულ უნდა
იქნეს მესაკუთრის ინტერესები

საკუთრების უფლების შეზღუდვები

საკუთრების უფლების განხორციელების პროცესში მესაკუთრის ნებისმიერი სამართლებრივი


მნიშვნელობის მოქმედება უნდა შესრულდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელი
გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების ვალდებულების დაცვით . მესაკუთრის მხოლოდ ის
მოქმედება უნდა ჩაითვალოს მართლზომიერად, რომელიც არ წარმოადგენს უფლების ბოროტად
გამოყენებას.

უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება: საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ


სხვებს ადგებათ ზიანი, ისე რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი
მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია.

საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველი შეიძლება გახდეს მესაკუთრის ნება ან კანონის


მოთხოვნა. მესაკუთრის ნების საფუძველზე, საკუთრების უფლების შეზღუდვის შემთხვევაში , პირი მის
საკუთრებაში არსებულ ქონებას კერძოსამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე გადასცემს სხვას .
მესაკუთრის ნებით, საკუთრების უფლების შეზღუდვის მეშვეობით, ხდება ქონებაზე სანივთო და
ვალდებულებითი უფლებების დადგენა.

საკუთრების უფლების შეზღუდვებს იურიდიულ ლიტერატურაში ყოფენ საჯარო -სამართლებრივ და


კერძო-სამართლებრივ შეზღუდვებად.

(1) საკუთრების უფლების შეზღუდვები საჯარო სამართალში:

შეზღუდვებს ვხვდებით ადმინისტრაციულ სამართალში საგადასახადო , ანტიმონოპოლიური ,


სამშენებლო, საბანკო და სხვა ნორმატიულ აქტებში. ადმინისტრაციულ სამართალს მიკუთვნებულ
სამართლის დარგებს საკუთრების უფლების შეზღუდვის სხვადასხვა ფორმები ახასიათებს . თუ
ზოგიერთი ითვალისწინებს საკუთრების უფლების პირდაპირ, უდავო წესით ჩამორთმევას , სხვა ადგენს
საჯარო-სამართლებრივ ნორმატივებს, რომელთა ფარგლებშიც დასაშვებია საკუთრების უფლების
რეალიზაცია.

(2) საკუთრების უფლების შეზღუდვები კერძო სამართალში:

რომის სამართლის გავლენით საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსი კერძო -სამართლებრივ


შეზღუდვების წარმოშობის საფუძვლებად ასახელებს: (1) მიწის ნაკვეთების ბუნებრივ განლაგებას ; (2)
კანონით დადგენილ ვალდებულებებსა და (3) მესაკუთრეთა შორის შეთანხმებებს . ამ სამივე ტიპის
შეზღუდვებს კოდექსი აერთიანებს ერთ კრებსით ტერმინში – სერვიტუტები .
საკუთრება როგორც ვალდებულება

კანონით შეიძლება დაწესდეს სარგებლობის ან მოვლისა და შენახვის ვალდებულება , თუკი ამ ნივთის


გამოუყენებლობა ან მოუვლელობა ხელყოფს საზოგადო ინტერესებს. ამ შემთხვევაში მესაკუთრეს
შეიძლება ან თვითონ დაეკისროს ვალდებულების შესრულება, ანდა დაეკისროს სხვა პირის
სარგებლობაში ნივთის გადაცემა შესაბამისი სასყიდლით.

საკუთრების უფლების დაცვა

საკუთრების უფლება ირღვევა, თუკი საფრთხე ექმნება საკუთრების ობიექტს , რაც გამოიხატება
ობიექტის ხელყოფაში, დაზიანებაში, განადგურებაში, სარგებლობის ხელშეშლაში და ა .შ .

საკუთრების უფლების დაცვის წესზე გავლენას ახდენს თავად ობიექტის სახეც . მაგალითად ,
განსხვავებული სამართლებრივი წესები მოქმედებს ინდივიდუალური და გვაროვნული ნიშნით
განსაზღვრულ ნივთებზე საკუთრების უფლების დაცვის მიმართ . გარდა ამისა , საკუთრების უფლების
დაცვის მოთხოვნა შესაძლებელია პირს წარმოეშვას როგორც სახელშეკრულებო , ასევე კანონისმიერი
ურთიერთობის საფუძველზე.

რელატიური (სახელშეკრულებო) ურთიერთობის ფარგლებში, საკუთრების უფლების დარღვევის


შემთხვევაში, ცნობილია, თუ ვის მიმართ უნდა წარადგინოს მესაკუთრემ მოთხოვნა და მოითხოვოს
ნატურით დაბრუნება ან ფულადი კომპენსაცია.

კანონით გათვალისწინებული წინაპირობების დადგომისას, საკუთრების უფლების დარღვევის


შემთხვევაში, სახეზეა დელიქტი, რაც განაპირობებს დელიქტური ტიპის სარჩელით ზიანის ანაზღაურების
მოთხოვნის წარდგენას ხელმყოფი პირის მიმართ, თუ

 საკუთრების უფლების ხელყოფა ხდება მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ;


 უფლების დამრღვევი პირი მოქმედებს განზრახ ან გაუფრთხილებლობით ;
 საკუთრების უფლების ხელყოფა არის სამართალდამრღვევი პირის ქმედების უშუალო შედეგი ;
 სახეზეა საკუთრების უფლების ხელყოფით დამდგარი ზიანი.

უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა _ ვინდიკაციური სარჩელი .

ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა _ ნეგატორული სარჩელი.

ვინდიკაციური სარჩელი წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის საშუალებას .

ვინდიკაციური სარჩელი - ესაა სანივთო სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს , როცა
შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, კერძოდ როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის
ხელთაა.

საკუთრების უფლების დაცვის საშუალებები

კანონისმიერი თუ სახელშეკრულებო საფუძვლით, საკუთრების უფლების დარღვევის შემთხვევაში ,


მესაკუთრის ან მისგან უფლებამოსილი პირის მოთხოვნის მიზანია საკუთრების უფლების დაცვა , რაც
გულისხმობს უფლების დამრღვევი პირის მიმართ შემდეგი შინაარსის მოთხოვნების წარდგენას :

• საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას/მასზე პირდაპირი მფლობელობის აღდგენას ;

• საკუთრების უფლების ხელშეშლის აღკვეთას;

• საკუთრების უფლების დარღვევით მიყენებული ზიანის კომპენსაციას .

ზემოთ დასახელებულ მოთხოვნათა განხორციელების სამართლებრივი ფორმებია :


•თვითდახმარება

• საკუთრების უფლების დაცვა სამართალდამცავი ორგანოს მეშვეობით

• საკუთრების უფლების დაცვა სასამართლოსთვის მიმართვით - თუკი თვითდახმარებისა და


სამართალდამცავი ორგანოებისათვის მიმართვის გზით შეუძლებელია უფლების დაცვა ,
უფლებადარღვეულ პირს შეუძლია მიმართოს სასამართლოს. მესაკუთრეს საკუთრების უფლების
დარღვევისას სასამართლოს შეუძლია მიმართოს შემდეგი მოთხოვნით :

•უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა -ვინდიკაციური სარჩელი;

• ხელშეშლის აღკვეთა -ნეგატორული სარჩელი

•საკუთრების უფლების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება-კონდიქციური სარჩელი

თითოეულ მოთხოვნასთან ერთად მესაკუთრემ ასევე შესაძლებელია მოითხოვოს საკუთრების უფლების


დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

ვინდიკაციური სარჩელი

ნივთის ვინდიცირება სხვისი უკანონო მფლობელობიდან მესაკუთრის მიერ ნივთის გამოთხოვას


გულისხმობს.ასეთი უფლება აქვს მესაკუთრეს მაგალითად ქურდის, მისი ნივთის მპოვნელის თუ სხვა
პირთა მიმართ.

ვინდიცირების უფლებით შეიძლება ისარგებლოს არა მხოლოდ მესაკუთრემ , არამედ მფლობელმაც ,


რომელსაც ფლობის უფლება კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს მოპოვებული.

ვინდიცირების წესი მთლლიანად დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზით გამოვიდა მესაკუთრის ხელიდან


ნივთი. არსებობს ორი გზა:მესაკუთრის ნების გარეშე და მესაკუთრის ნებით .

მესაკუთრის ნების გარეშე: როდესაც მესაკუთრე კარგავს ქონება, როდესაც მესაკუთრეს პარავენ
ქონებას, როდესაც მესაკუთრეს უკანონო სანქციებით ჩამოართმევენ ქონებას . მესაკუთრის ნების გარეშე
ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს ქონება, ვინც არ უნდა იყოს მისი უკანასკნელი შემძენი , თუნდაც
კეთილსინდისიერი პირი, იგი ვალდებულია ნივთი დაუბრუნოს მესაკუთრეს .

მესაკუთრის ნებით მხოლოდ ის კეთილსინდისიერი შემძენია ვალდებული დაუბრუნოს ნივთი


მესაკუთრეს, რომელმაც იგი უსასყიდლოდ შეიძინა. ხოლო ვინც ნივთი სასყიდლით შეიძინა, არ
მოეთხოვება მისი უკან დაბრუნება.

სავინდიკაციო სარჩელის წარდგენის წინაპირობებია:

•საკუთრების უფლების ობიექტია ნივთი;


• ნივთი გასულია მესაკუთრის ან უფლებამოსილი მფლობელობიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ ;
• ნივთზე პირდაპირ მფლობელობას ახორციელებს არაუფლებამოსილი პირი .
• ნივთის ფლობის უფლება მფლობელს არ გააჩნია ან გასულია მართლზომიერი მფლობელობის ვადა ;
• უფლების დაცვის ეტაპზე ნივთი, რომელიც უნდა დაუბრუნდეს უფლებამოსილ პირს , სახეზეა .
ნეგატორული სარჩელი

ნეგატორული სარჩელი წარმოადგენს საკუთრების უფლების დაცვის საშუალებას .მას შეიძლება მაშინ
მივმართოთ, როცა მესაკუთრე კვლავაც ნივთის მფლობელად რჩება, მაგრამ სხვისი უკანონო
მოქმედების გამო ხელი ეშლება საკუთრების გამოყენებაში.მაგ: გარაჟის წინ დაყრილი ნაგავი ან ქვიშა ,
ან სხვის მიწის ნაკვეთზე დაყრილი სამშენებლო მასალები და ა.შ.

ამ დროს სამოქალაქო კოდექსი მესაკუთრეს უფლებას აძლევს პირველად მოსთხოვოს დამრღვევს


ხელშეშლის აღკვეთა. თუ ამ მოთხოვნას დამრღვევი არაფრად ჩააგდებს და ხელშეშლა კვლავ
გაგრძელდება, მაშინ მესაკუთრეს უკვე შეუძლია მიმართოს სასამართლოს უკანონო მოქმედების
აღკვეთს მოთხოვნით.

კონდიქციური სარჩელისაკუთრების უფლების დაცვა კონდიქციური სარჩელის საფუძველზე ხდება იმ


შემთხვევაში, როცა საკუთრების უფლება ირღვევა ქონების უკანონო განკარგვის, დახარჯვის ,
სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების, მიტაცების, დაზოგვის, მითვისების შედეგად , რაც
იწვევს არაუფლებამოსილი პირის, ვითომ კრედიტორის, გამდიდრებას.

კონდიქციური სარჩელის საფუძველზე ხდება უკუქცევა იმ ქონებისა , რომელიც არაუფლებამოსილ პირს


სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადაეცა. კონდიქციის გზით საკუთრების უფლების დაცვის ეტაპზე
რესტიტუცია (პირველადი მდგომარეობის აღდგენა) შესაძლებელია ატარებდეს ცალმხრივ ან ორმხრივ
ხასიათს.

საერთო საკუთრება

საერთო საკუთრება არ წარმოადგენს საკუთრების რაიმე ფორმას. იგი მხოლოდ იმის მაუწყებელია , რომ
ქონება ერთობლივად შეიძლება ეკუთვნოდეს რამდენიმე პირს.საერთო საკუთრება წარმოიშობა
კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე

საერთო საკუთრება ორი სახისა: თანაზიარი საკუთრება და წილადი საკუთრება

თანაზიარი საკუთრებისას:ა) თითოეული მესაკუთრის უფლება ვრცელდება მთელ ქონებაზე .


ბ)თითოეული მესაკუთრის წილი წინასწარ არ არის ცნობილი და კონკრეტულად განისაზღვრება
ქონების გაყოფის შემთხვევაში. გ) ქონების გაყოფამდე ივარაუდება, რომ ყველას წილი თანაბარია .

წილადი საკუთრებისას:ა) თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი საერთო


საკუთრებაში, რომლის განკარგვაც მას შეუძლია და ეს წილი ქონებაში წინასწარაა ცნობილი იდეალური
წილის სახით.

შედარება: თუ წილადი საკუთრებისას მესაკუთრის წილი ქონებაში წინასწარაა ცნობილი იდეალური


წილის სახით, თანაზიარი საკუთრებისას – ეს წილი კონკრეტულად განისაზღვრება ქონების გაყოფის
შემთხვევაში, მანამდე ივარაუდება, რომ ყველას წილი თანაბარია

საერთო საკუთრების სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება :

კანონით დადგენილი წესით (მაგ: სამეწარმეო საზოგადოებებში ეს საკითხი წესრიგდება “მეწარმეთა


შესახებ” საქართველოს კანონით) ან თანამესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმებით (მაგ : მეუღლეთა მიერ
საერთო ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა).

საერთო საკუთრებაში არსებული ნივთი თანამესაკუთრეებთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება


დაგირავდეს ან უფლებრივად სხვაგვარად დაიტვირთოს ერთ-ერთი მესაკუთრის სასარგებლოდ და
ინტერესებისათვის.

საერთო საკუთრებაში არსებული ნივთის მოვლისა და შენახვის ხარჯები თანამესაკუთრეებს ეკისრებათ


თანაბრად, თუ კანონით ან ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული .

წილის უპირატესი შესყიდვის უფლება

საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება შეიძლება განისაზღვროს მხარეთა


შეთანხმებით.

თანამესაკუთრის მიერ საერთო საკუთრების წილის უპირატესი შესყიდვის უფლება გულისხმობს იმას ,
რომ თუ თანამესაკუთრე მოინდომებს ნივთის გაყიდვას, ვიდრე მესამე პირს შესთავაზებდეს საგნის
ყიდვას, მანამდე შეუძლია შესთავაზოს დანარჩენ თანამესაკუთრეებს . ოღონდ ეს შეთავაზება ანუ წილის
უპირატესი შესყიდვის უფლება განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით . უპირატესი შესყიდვის უფლება
არ მოქმდებს, თუ თანამესაკუთრის წილი იყიდება საჯარო ვაჭრობის გზით (აუქციონზე ).
ლექცია 5

თითოეული სახის ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენისა და დაკარგვის მომენტის დადგენა


რამდენიმე სამართლებრივი მნიშვნელობის

ფაქტს უკავშირდება, კერძოდ:

• რა მომენტიდან წარმოეშობა მესაკუთრეს ქონების განკარგვის უფლება ;

• რა მომენტიდან მოიპოვებს პირი საკუთრების უფლების დაცვის კანონით მინიჭებულ შესაძლებლობას


ხელშეკრულების მხარის ან ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;

• რა მომენტიდან არის მესაკუთრე უფლებამოსილი, წარუდგინოს ნებისმიერ მესამე პირს საკუთრების


უფლების ხელშეშელის აკრძალვის მოთხოვნა;

• რა მომენტიდან არის მესაკუთრე ნივთის შემთხვევითი დაღუპვის ან განადგურების რისკის


მატარებელი

საკუთრების შეძენა და დაკარგვა უძრავ ნივთებზე

უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით


განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში რეგისტრაცია .

სანამ მოხდება საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, გამყიდველი რჩება უძრავი ქონების მესაკუთრედ .

უძრავ ნივთებზე წინასწარი რეგისტრაცია

უძრავ ნივთზე უფლების რეგისტრაციის უზრუნველსაყოფად დასაშვებია უფლების წინასწარი


რეგისტრაცია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში.

უძრავ ნივთზე წინასწარი საკუთრების უფლების რეგისტრაცია, გარდა იმისა , რომ უძრავ ნივთზე
საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია, იგი ასევე ატარებს სახელშეკრულებო შეზღუდვის
ხასიათს. კერძოდ, წინასწარი რეგისტრაცია გამორიცხავს საკუთრების უფლების წარმოშობამდე ამ
ნივთზე რაიმე სხვა უფლების რეგისტრაციას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.

უძრავ ნივთზე უფლების წინასწარი რეგისტრაცია უქმდება:

ა) იმ უფლების რეგისტრაციით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა წინასწარი რეგისტრაცია ;

ბ) ვადის გასვლით, თუ ვადა დადგენილი იყო;

გ) მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების შეწყვეტა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ცალკე არ აწესრიგებს საკუთრების უფლების შეწყვეტის საკითხს .


ზოგადად, საკუთრების უფლების შეწყვეტა შეიძლება მოხდეს საკუთრების უფლების გადაცემით ან სხვა
საფუძვლით.

საკუთრების უფლების შეწყვეტა საკუთრების უფლების გადაცემით ხდება მესაკუთრის მიერ უძრავი
ნივთის განკარგვის შემთხვევაში. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება უწყდება გამსხვისებელ პირს და
წარმოეშობა ახალ მესაკუთრეს _ უძრავი ქონების შემძენს. ამდენად, ნივთის განკარგვით ხდება
როგორც საკუთრების უფლების შეწყვეტა, ასევე საკუთრების უფლების წარმოშობა . ნასყიდობის
ხელშეკრულება შემძენისათვის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია ,
გამყიდველისთვის კი _ შეწყვეტის.
საკუთრების უფლების შეწყვეტა სხვა საფუძვლებით გულისხმობს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების
შეწყვეტას საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით შემდეგი დოკუმენტების საფუძველზე :

• ხელშეკრულებით;

• ადმინისტრაციული აქტით;

•სასამართლო გადაწყვეტილებით.

უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების მიტოვება

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების შეწყვეტის სპეციფიკური სახეა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების
მიტოვება. მისი თავისებურება მდგო მარეობს იმაში, რომ პირი, რომელიც განცხადებით მიმართავს
მარეგისტრირებელ ორგანოს, არ უთითებს პირს, ვისაც შესაძლებელია წარმოეშვას საკუთრების
უფლება.

უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვება უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში .

საუთრების უფლების მიტოვების შემდეგ, საკუთრების უფლება გადადის სახელმწიფოზე .

უძრავი ნივთის შემძენის ახალი მესაკუთრის ინტერესების დაცვა

უძრავი ნივთების მიმართ არ მოქმედებს მფლობელის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია . ინფორმაციას


იმის შესახებ არის თუ არა გამყიდველი უძრავი ნივთის მესაკუთრე , დაინტერესებული პირები საჯარო
რეესტრიის მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ღებულობენ.

„რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია , ე .ი . რეესტრის


ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა “

შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ , თუ იგი ასეთად არის


რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა , რომ
გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

საკუთრების შეძენა მოძრავ ნივთებზე

მუხლი 186. მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძვლები

1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების


საფუძველზე (კანონიერი მფლობელია ანუ მესაკუთრეა ანუ უფლებამოსილია გასხვისებაზე ) გადასცეს
შემძენს ნივთი.

მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის წინაპირობებია :

მხარეთა შორის დადებული ერთის მხრივ, “სანივთო შეთანხმება” და მეორეს მხრივ, ვალდებულებით -
სამართლებრივი გარიგება, რომელსაც ეფუძნება შეთანხმება და ნივთის შემძენის მფლობელობაში
გადაცემა.

“სანივთო შეთანხმება”– ნების გამოვლენა გამსხვისებლის მხრიდან, რომელიც მიმართულია ნივთზე


საკუთრების უფლების გადაცემისკენ და ნების გამოვლენა შემძენის მხრიდან , რომელიც მიმართულია
ნივთზე საკუთრების უფლების მიღებისაკენ.

ნივთის გადაცემად ითვლება:

 შემძენისთვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ (ფაქტობრივ) მფლობელობაში ;


 არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე
შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად;
 მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების
მინიჭება
 ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მხარეთა შეთანხმებისა და ნივთის გადაცემის მომენტები ერთმანეთს


ემთხვევა.

როგორც წესი, ნივთი გადაეცემა უშუალოდ შემძენს მფლობელობაში. თუმცა შესაძლებელია, რომ ნივთი
გადაეცეს არა თავად შემძენს, არამედ მესამე პირს პირდაპირ მფლობელობაში

 არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით

არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე


შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად;

მაგალითად - ნასყიდობის ხელ-ბით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი მესაკუთრე გახდება ხელ -
ბის დადების მომენტიდან, მაგრამ გაყიდული ნივთი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩება
გამყიდველის მფლობელობაში. (მყიდველმა იყიდა გარაჟი მეზობლისგან და მეზობელმა სთხოვა ერთი
თვის ვადა გარაჟის დასაცლელად).

 მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება

თუ მესაკუთრეს უფლება აქვს მოითხოვოს თავისი ნივთი, რომელსაც სხვა ფლობს, მაშინ მას შეუძლია
გაასხვისოს ეს ნივთი ისე, რომ შემძენს გადასცეს არა ნივთი, არამედ მისცეს ამ ნივთის მოთხონის
უფლება.

მაგალითად - მესაკუთრემ გაყიდა გაქირავებული ან გათხოვებული ნივთი და ამ დროს ახალ


მესაკუთრეს აქვს ამ გაქირავებული ან გათხოვებული ნივთის მოთხოვნის უფლება .

შემძენისათვის მესამე პირისაგან ნივთის მფლობელობაში გადმოცემის მოთხოვნის უფლების


დათმობის გზით საკუთრების უფლების გადაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების
არსებობა:

 მოძრავი ნივთი უნდა იმყოფებოდეს მესამე პირის პირდაპირ მფლობელობაში


 მხარეთა შორის უნდა დაიდოს სანივთო შეთანხმება ნივთზე საკუთრების უფლების გადაცემის
შესახებ მის საფუძვლად არსებულ ვალდებულებით-სამართლებრივ გარიგებასთან ერთად .
 სანივთო შეთანხმებასთან ერთად მხარეთა შორის უნდა დაიდოს მოთხოვნის დათმობის
ხელშეკრულება.

კეთილსინდისიერი შემძენი

მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადაცემის ერთ-ერთი წინაპირობაა გამსხვისებლის


უფლებამოსილება გადაცემაზე, ანუ ასეთი პირი მხოლოდ მესაკუთრეა. ცხადია, არაუფლებამოსილი
პირის მიერ გასხვისება ბათილობას ექვემდებარება, მაგრამ 187-ე მუხლით დგინდება გამონაკლისი :

მუხლი 187. კეთილსინდისიერი შემძენი

1. შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე , მაგრამ
შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი , თუ მან
იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა
არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.

კეთილსინდისიერი შეძენის წინაპირობებს განეკუთვნება:

 მხარეთა (არაუფლებამოსილი გამსხვისებელი და კეთილსინდისიერი შემძენი) შორის


დადებული სანივთო შეთანხმება მის საფუძვლად არსებულ ვალდებულებით -სამართლებრივ
გარიგებასთან ერთად;
 შემძენის მხრიდან კეთილსინდისიერება.
კეთილსინდისიერების ფაქტი ნივთის გადაცემამდე უნდა არსებობდეს , ანუ შემძენის
კეთილსინდისიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ შემძენმა მასზე ნივთის გადაცემის
შემდეგ შეიტყო, რომ ნივთის გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

2. კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა , მას
მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან , ანდა შემძენმა ის
უსასყიდლოდ მიიღო. ეს შეზღუდვები არ მოქმედებს ფულის, ფასიანი ქაღალდებისა და აუქციონზე
გასხვისებული ნივთების მიმართ.

ასევე შემძენი არ იმსახურებს კანონის მხრიდან დაცვას, როდესაც მან მიღებულ ნივთში საზღაური არ
გადაიხადა (ანუ უსასყიდლოდ მიიღო, აჩუქეს).

პირობადებული საკუთრება

განსხვავებით ნასყიდობის საყოფაცხოვრებო გამოყენებისაგან, რომლის დროსაც მყიდველი , როგორც


წესი, დაუყონებლივ იხდის ნაყიდი საქონლის ფასს, კომერციულ ურთიერთობებში ხშირად ეს ასე არ
ხდება.

მუხლი 188. პირობადებული საკუთრება

1. თუ გამსხვისებელმა პირობად დათქვა საკუთრების გადასვლა შემძენზე მხოლოდ ნივთის საფასურის


გადახდის შემდეგ, ივარაუდება, რომ საკუთრება გადავა შემძენზე საფასურის სრულად გადახდის
შემდეგ. თუ შემძენი გააჭიანურებს საფასურის გადახდას, ხოლო გამსხვისებელი უარს იტყვის
ხელშეკრულებაზე, უკვე ორმხრივად განხორციელებული შესრულება მხარეებმა უნდა დააბრუნონ .

პირობადებული საკუთრების დროს გამყიდველი ნასყიდობის ხელშეკრულების (ნამდვილი უფლების )


საფუძველზე გადასცემს შემძენს ნივთს, მაგრამ საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე . ამრიგად ,
მართალია ნივთი გადადის შემძენის მფლობელობაში, მაგრამ მესაკუთრედ კვლავ გამყიდველი რჩება .

პირობადებული საკუთრება არ გამოიყენება უძრავი ნივთების მიმართ , რადგან უძრავ ნივთებზე


საკუთრების უფლება ამ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით წარმოიშობა და არა ნივთის
გადაცემის შედეგად.

მისი წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეების მიერ ვალდებულებით -სამართლებრივი


ხელშეკრულების დადება.

პირობადებული საკუთრება არ წარმოიშობა კანონის საფუძველზე , არც ნების ცალმხრივად გამოვლენის


შედეგად,

პირობადებული საკუთრების წარმოშობის ვალდებულებით-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს


ნასყიდობა გადახდის განვადებით, რომლითაც გამყიდველი იღებს ვალდებულებას გადასცეს ნივთი
მყიდველს ფასის გადახდამდე, ხოლო ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ -ნაწილ დროის
განსაზღვრულ შუალედებში.

პირობადებული საკუთრების წარმოშობისათვის საკმარისი არ არის განვადებით ნასყიდობის


ხელშეკრულების დადება: აუცილებელია ხელშეკრულებაში იმის აღნიშვნა, რომ გამყიდველი გაყიდულ
ნივთზე საკუთრების უფლებას იტოვებს მყიდველის მიერ ფასის სრულად გადახდამდე . მხოლოდ ასეთი
შეთანხმების შედეგად წარმოიშობა პირობადებული საკუთრება 188-ე მუხლის მიხედვით .

რა მოხდება თუ პირობადებული საკუთრების დროს, მყიდველი (პირობადებული მესაკუთრე ), რომელიც


ჯერ არ ითვლება მესაკუთრედ გაასხვისებს ნივთს.

პირველ შემთხვევაში – როცა მყიდველი (პირობადებული მესაკუთრე) გამყიდველის ნებართვით ყიდის


ნივთს, როგორც წესი, უზრუნველყოფის მიზნით გამყიდველი (ჯერ კიდევ მესაკუთრე ) ახალი შემძენისგან
იღებს ნივთის საფასურის მოთხოვნის უფლებას ანუ ახალი შემძენი იქამდე ვერ გახდება მესაკუთრე ,
სანამ ფასს სრულად არ დაფარავს.
მეორე შემთხვევაში – როცა მყიდველი (პირობადებული მესაკუთრე) გამყიდველის ნებართვის გარეშე
გაასხვისებს ნივთს, ეს იქნება არაუფლებამოსილი პირის მიერ გასხვისება, მაგრამ ახალი შემძენი
ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად და იგი შეიძენს საკუთრებას 187-ე მუხლის მიხედვით .

პირობადებული საკუთრება წყდება:

ან კანონიდან გამომდინარე – ნივთის საფასურის გადახდა

ან მხარეთა შეთანხმებით – ნასყიდობის საგნის გასხვისება მყიდველი მიერ .

პირობადებულ საკუთრების შეწყვეტა იწვევს:

ან სრული საკუთრების გადასვლას მყიდველზე

ან საკუთრების დაბრუნებას გამყიდველთან

ან საკუთრების გადასვლას მესამე პირზე, თუკი მოხდება ნივთის გასხვისება ხელმეორედ

პირობის შეუსრულებლობის შედეგები

შემძენის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიხატება გადახდის გაჭიანურებაში , რის


საფუძველზეც გამყიდველს აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე და შედეგი არის მხარეთა
რესტიტუცია: ყოველი მხარე ვალდებულია დაუბრუნოს ერთმანეთს ის , რაც ხელშეკრულებით მიიღეს .

საკუთრების გადაცემა ფასიანი ქაღალდებით

თუ შემძენზე საკუთრების გადასვლისთვის ნივთის გადაცემის სანაცვლოდ აუცილებელია ფასიანი


ქაღალდის გადაცემა, საკუთრება გადასულად ითვლება იმ მომენტიდან, როცა გამსხვისებელი შემძენს
გადასცემს ფასიან ქაღალდს (ნივთის გადაცემა აუცილებელი არ არის)

მაგრამ აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ თავად ფასიან ქაღალდებზე საკუთრების
გადაცემა მოძრავ ნივთებზე საკუთრების გადაცემისათვის დადგენილი წესით ხორციელდება ანუ
საკუთრება გადაცემულად ითვლება ასეთი ფასიანი ქაღალდების შემძენისთვის გადაცემის მომენტიდან .

ფასიანი ქაღალდები სამი ტიპისაა:

 საწარმდგენლო;
 საორდერო (თამასუქი, ჩეკი);
 პირადი ფასიანი ქაღალდები.
უპატრონო ნივთი

მუხლი 190. საკუთრების შეძენა უპატრონო მოძრავ ნივთზე

1. თუ პირი მფლობელობაში იღებს უპატრონო მოძრავ ნივთს, იგი იძენს საკუთრებას ნივთზე, თუკი მისი
მითვისება კანონით არ არის აკრძალული, ან თუ მითვისებით არ არის დარღვეული იმ პირის უფლებები ,
რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა.

2. მოძრავი ნივთი უპატრონოდ ითვლება, თუკი უწინდელი მესაკუთრე საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით
ნივთის მფლობელობას მიატოვებს.

მოძრავი ნივთი, რომელსაც მესაკუთრე მიატოვებს საკუთრებაზე უარის თქმის მიზნით (ქუჩაში გადაყრა ,
საწარმოს ტერიტორიის გარეთ მასალათა ნარჩენების გადაყრა, დაწუნებული პროდუქციის გადაყრა )

კანონი მესაკუთრისაგან არ მოითხოვს ოფიციალურ განცხადების გაკეთებას იმის თაობაზე , რომ ის


უარს ამბობს საკუთრებაზე, თვით მისი მოქმედებიდან - ნივთის მიტოვებიდან უნდა ჩანდეს , რომ მან
ნივთის მფლობელობა მიატოვა და უარს ამბობს საკუთრების უფლებაზე
თუ პირი მფლობელობაში იღებს უპატრონო მოძრავ ნივთს, იგი იძენს საკუთრებას ამ ნივთზე , თუკი მისი
მითვისება კანონით არ არის აკრძალული (იარაღი, ნარკოტიკი).

ნაპოვარი

ნაპოვარი - შეიძლება იყოს მხოლოდ დაკარგული ნივთები. დაკარგულად მიიჩნევა მესაკუთრის


მფლობელობიდან გასული, თუმცა არა უპატრონოდ გამხდარი ნივთები. მპოვნელად – მიიჩნევა პირი ,
ვინც დაკარგულ ნივთს მფლობელობაში იღებს.

მუხლი 191. ნაპოვარი

1. დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს ,
მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, _ პოლიციას ან სხვა ადგილობრივ
ორგანოს, და გადასცეს ეს ნივთი.

უფლებამოსილ პირად – მიიჩნევა ის, ვისაც აქვს მფლობელობისა და შესაბამისად ნივთის უკან
დაბრუნების მოთხოვნის უფლება (დამქირავებელი, მონათხოვრე და სხვა )

განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ მპოვნელი იძენს საკუთრებას ამ ნივთზე , თუკი
ამ პერიოდში მისთვის ცნობილი არ გახდა მესაკუთრე ან უკვე არ იყო გაცხადებული პოლიციაში ნივთის
დაკარგვის შესახებ.

საკუთრების უფლების მოპოვებასთან ერთად ქარწყლდება ყველა სხვა უფლება ამ ნივთზე (ქირავნობა ,
ნათხოვრობა).

თუ უფლებამოსილი პირი (დაკარგული ნივთის მესაკუთრე) იბრუნებს ნივთს, მპოვნელს შეუძლია


მოსთხოვოს მას ჯილდო (საპოვნელი) ნივთის ღირებულების ხუთ პროცენტამდე (ასევე შეუძლია
მოითხოვოს ნივთი შენახვის ხარჯების ანაზღაურება).

თუ მპოვნელი უარს განაცხადებს საკუთრებაზე, კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია ერთი წლის შემდეგ
ნივთი აუქციონზე გაყიდოს და მოგება მიიღოს, ან თუ ნაპოვნი ნივთი დაბალი ღირებულებისაა ,
უსასყიდლოდ გაასხვისოს ან გაანადგუროს იგი.

თუ ნაპოვნია ცხოველები, მალფუჭებადი ან ისეთი ნივთები, რომელთა შენახვაც დიდ ხარჯებს


მოითხოვს, მაშინ ერთწლიანი ვადა არ გამოიყენება და მაშინ მესაკუთრეს უბრუნდება მათი გასხვისებით
მიღებული თანხა.

თუ მესაკუთრე არ გამოჩნდება, მაშინ თანხა მპოვნელს გადაეცემა. თუ მპოვნელი ამ თანხის მიღებაზე


უარს იტყვის, მაშინ დარჩება სათანადო ორგანოს.

განძი

განძი არის დამალული, ჩაფლული (მიწაში, ხის ფუღუროში, კედელში) ძვირფასი ქონება (ძვირფასი
ლითონები, ფული), რომელსაც არ ჰყავს მესაკუთრე.

განძი სანახევროდ ნაწილდება მის აღმომჩენსა და იმ მესაკუთრეზე , რომლის ნივთშიც იპოვეს ეს განძი .

განძი ყველა დამალული ქონება კი არ არის, არამედ მხოლოდ ისეთი, რომლის მესაკუთრის დადგენა
შეუძლებელია.

მუხლი 192. განძი

თუ აღმოჩენილია საგანი, რომელიც ისე დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის
დადგენა (განძი), მაშინ საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე , რომლის
ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.
მიერთება, შერწყმა, გადამუშავება 193-197 მუხლები.

კანონი ითვალისწინებს შემდეგ შემთხვევებს:

 მოძრავი ნივთების მიერთებას უძრავ ნივთთან (მიწის ნაკვეთთან );


 მოძრავი ნივთების ერთმანეთთან მიერთებას.
 მოძრავი ნივთების ერთმანეთთან ისეთ შეერთებას, რომ მათი გაყოფა შეუძლებელია ანდა
შესაძლებელია დიდი დანახარჯებით.

სამივე ზემო აღნიშნულ შემთხვევებში სახეზეა ფაქტიური განკარგვა და არა გარიგების საფუძველზე
განკარგვა.

 მოძრავი ნივთების მიერთებას უძრავ ნივთთან (მიწის ნაკვეთთან );

თუ მოძრავი ნივთი ისეა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული, რომ იგი ამ ნაკვეთის არსებითი
შემადგენელი ნაწილი გახდა, მაშინ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე იმავდროულად ხდება ამ ნივთის
მესაკუთრეც.

ზოგადი წესის მიხედვით, თუ მოძრავი ნივთი უძრავი ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი გახდა ,
მაშინ მოძრავი ნივთის მესაკუთრე კარგავს საკუთრების უფლებას მასზე და იგი გადადის უძრავი ნივთის
მესაკუთრეზე.

მაგალითი (1) - იმ აგურით (მოძრავი ნივთი), რომელიც თევზაძის საკუთრება იყო, აშენდა გოცირიძის
ორსართულიანი სახლი (ურავი ნივთი). ე.ი. მოძრავი ნივთი გახდა უძრავი ნივთის არსებითი
შემადგენელი ნაწილი.

ამ შემთხვევაში გოცირიძე კანონის ძალით ხდება აგურის მესაკუთრეც, მიუხედავად იმისა , ჰქონდა თუ
არა მას თევზაძესთან ამის თაობაზე შეთანხმება

 თანასაკუთრება მოძრავი ნივთების შერწყმის შედეგად წარმოშობილ ნივთზე (მუხლი 194)

თუ მოძრავი ნივთების ერთმანეთთან შერწყმით წარმოიშვა ახალი ნივთი , მაშინ ადრინდელი


მესაკუთრეები ხდებიან ახალი ნივთის თანამესაკუთრენი თავიანთი წილის შესაბამისად .

წილი განისაზღვრება იმ ღირებულების შესაბამისად, რომელიც ნივთებს მათი შეერთების დროს


ჰქონდათ.

თუ მოძრავი ნივთები ისე არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, რომ ისინი ახალი ერთიანი ნივთის
არსებით შემადგენელ ნაწილებად იქცნენ, მაშინ ადრინდელი მესაკუთრეები ხდებიან ახალი ნივთის
თანამესაკუთრენი თავიანთი წილის შესაბამისად.

წილი განისაზღვრება იმ ღირებულების შესაბამისად, რომელიც ნივთებს მათი შეერთების დროს


ჰქონდათ.

პაპავამ და ბერაძემ გადაწყვიტეს მათ საკუთრებაში არსებული სათადარიგო ნაწილებისგან აეწყოთ


ავტომანქანა “ნივა”. ძარა, საქარე მინები და საბურავები იყო პაპავას საკუთრება , ხოლო ძრავა ,
სავარძლები, ტორპედო და სხვა ნაწილები კი ბერაძის საკუთრება. მანქანის აწყობის შემდეგ ეს ნივთები
მანქანის შემადგენელი ნაწილები გახდა და პაპავა და ბერაძე გახდნენ თანამესაკუთრენი .

მათი წილი თანასაკუთრებაში განისაზღვრება იმ ღირებულების შესაბამისად , რომელიც სათადარიგო


ნაწილებს ჰქონდათ მანქანის აწყობის დროს

თუ ერთ-ერთი ნივთი, დამკვიდრებული შეხედულების მიხედვით, მიჩნეულია მთავარ ნივთად , მაშინ მისი
მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრებას საკუთვნებელზედაც. ანუ ამ დროს ნივთების დაკავშირება ან შერწყმა
ისე ხდება, რომ ერთ-ერთი ნივთი მოიპოვებს მთავარი ნივთის სტატუსს , ხოლო მეორე – საკუთვნებლის
სტატუსს. ასეთ ვითარებაში მთავარი ნივთის მესაკუთრე მოიპოვებს საკუთრების უფლებას
საკუთვნებელზედაც.

 თანასაკუთრება მასალის გადამუშავების შედეგად შექმნილ ახალ მოძრავ ნივთზე (მუხლი 195)

თუ მასალის გადამუშავების ანდა გადაკეთების შედეგად იქმნება ახალი მოძრავი ნივთი , მაშინ
მწარმოებელი და მასალის მესაკუთრე ახალი ნივთის თანამესაკუთრენი ხდებიან

წილი განისაზღვრება მასალის ღირებულებისა და წარმოების ხარჯების პროპორციულად , თუ


შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი,

მაგალითად:

ერთი პირის მასალით მეორე პირმა დაამზადა კარადა. ამ თანასაკუთრებაში თითოეულის წილი
განისაზღვრება მასალის ღირებულებისა და წარმოების ხარჯების პროპორციულად ,

თუმცა შეიძლება სხვანაირი შეთანხმებაც ანუ თანამესაკუთრეები შეიძლება შეთანხმდნენ წილის


სხვანაირად განაწილებაზე.

თუ მწარმოებელმა არაკეთილსინდისიერად (თვითნებურად) გამოიყენა სხვისი მასალა ან ნივთი ახალი


ნივთის დასამზადებლად ან გადასაკეთებლად, მაშინ მასალის მესაკუთრეს ახალ ნივთთან ერთად
შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურებაც.

მაგალითად:

თუ მესაკუთრემ სხვა პირს შესანახად მიაბარა რაიმე მასალა, მაგრამ ამ უკანასკნელმა გამოიყენა ეს
მასალა ახალი ნივთის დასამზადებლად, მაშინ თანასაკუთრება არ წარმოიშობა და მასალის
მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს ეს ნივთი და ზიანის ანაზღაურება .

 უფლებათა გაქარწყლება (196-ე მუხლი)

თუ საკუთრება გადადის 194-195-ე მუხლების თანახმად, მაშინ მოცემულ ნივთზე არსებული ყველა სხვა
უფლება ქარწყლდება.

მაგალითად - თუ მასალა, რომლის გადამუშავების ან გადაკეთების შედეგად შეიქმნა ახალი ნივთი ,


ქირავნობის უფლებით იყო დატვირთული, ახალ ნითზე ქირავნობის უფლება აღარ იარსებებს .

სკ-ის 197-ე მუხლი ადგენს ვალდებულებით-სამართლებრივი მოთხოვნის უფლებას იმ პირებს შორის ,


რომელთაგან ერთ-ერთმა დაკარგა თავისი უფლება, ხოლო მეორემ შეიძინა ეს უფლება .

 ახალი მესაკუთრისგან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა 197-ე მუხლი

პირი, რომელიც 193-195-ე მუხლების მიხედით კარგას თავის საკუთრებას, ან სხვაგვარად ირღვევა მისი
უფლება, შეუძლია ზიანის ანაზღაურება მოსთხოვოს იმ პირს, ვინც მესაკუთრე გახდა (მაგ : აშენდა სახლი
საწყობიდან მოპარული აგურით)

პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუშვებელია .

მაგალითად - ჯღამაძე, რომელმაც სამშენებლო მასალების საწყობში მოპარული მასალებით ააშენა


საცხოვრებელი სახლი, ვალდებულია საწყობს მოთხოვნისთანავე აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი .

197-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ანუ კომპენსაცია უნდა


განვასხვავოთ იმ შემთხვევისაგან, როდესაც საკუთრებადაკარგული პირი ხელშეკრულების
საფუძველზე იყო ვალდებული შეესრულებინა მოქმედება, რომელიც მისი საკუთრების დაკარგვას
გამოიწვევდა.

მაგალითად:
ნარდობის ხელშეკრულებით სამშენებლო ფირმა “მშენებელი” ვალდებული იყო თავისი მასალით
აეშენებინა შპს “მასპინძლის” სასტუმრო, რაც მან კიდევაც გააკეთა.

სამუშაო შესრულების შემდეგ “მშენებელს” უფლება აქვს მოსთხოვოს “მასპინძელს” შესრულებული


სამუშაოების ანაზღაურება ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე და არა 197-ე მუხლის
საფუძველზე.

197-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა ანუ საკუთრებადაკარგულ


მესაკუთრეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ წარმოეშობა, როცა ახალი მესაკუთრე სასყიდლიანი
ხელშეკრულებით შეიძენს ამ ნივთს მესამე პირისაგან.

You might also like