You are on page 1of 27

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის

უნივერსიტეტი

ილარიონ ჭეიშვილი

საბაკალავრო ნაშრომი

თემაზე: ყადაღის დადების სამართლებრივი ასპექტები


სააღსრულებო სამართალში
სამართლის საბაკალავრო პროგრამა
საბაკალავრო ნაშრომი შესრულებულია სამართლის ბაკალავრის
აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად

ხელმძღვანელი: მ. გურგენიძე

თბილისი

2024
ანოტაცია:

წარმოდგენილი ნაშრომი „ყადაღის დადების სამართლებრივი ასპექტები


სააღსრულებო სამართალში“ შეეხება სააღსრულებო მომსახურეობას და
პროცედურებს, ყადაღის ეფექტურობას და მოალის და კრედიტორის
უფლებების დაცვას. სააღსრულებო სამართალი დაყოფილია ასპექტებად :
ყადაღა, ინკასო, იძულებითი აუქციონი.

ამ სამ მნიშვნელოვან ბერკეტს შევეხებით და განვიხილავთ აღნიშნულ


ნაშრომში. აგრეთვე ძალზედ მნიშვნელოვანია აღმასრულებლის როლი და
ეფექტურობა, რომელიც იყენებს, ავრცელებს და ასვე აუქმებს აღნიშნულ
ბერკეტებს მოვალის წინაააღმდეგ, რათა კრედიტორმა მიიღოს კუთვნილი
თანხა, მაგრამ ამავდროულად ამან არ უნდა შეზღუდოს მოვალის
უფლებები , როგორიცაა საარსებო მინიმუმზე მეტის ჩამოჭრა/დაყადაღება
მოვალის ანგარიშიდან, ასევე თუ მოვალე არის სოციალურად დაუცველი მის
ქონებაზე ვერ გავრცელდება ყადაღა და სხვა გზებს უნდა მიმართოს
აღმასრულებელმა რომ კანონის ფარგლებში მოახერხოს
კრედიტორისათვის მოთხოვნის დაბრუნება რაშიც აღმასრულებელი ანუ
აღსრულების ეროვნული ბიურო იღებს კრედიტორის სრული მოთხოვნის 5 %-
ს., ხოლო იმისათვის რომ დაიწყოს სააღსრულებო წარმოება
თავდაპირველად კრედიტორი იხდის სრული მოთხოვნის 2 %-ს , რაც
შეადგენს არა ნაკლებ 50 ლარს, ჯამში ბიურო იღებს 7%-ს, ხოლო
კრედიტორი ყოველმხრივ თანამშრომლობს ბიუროსთან, რათა მოხდეს
კანონის ფარგლებში ვალის ამოღება. უკიდურესი ეტაპი ვალის ამოღების
არის სარეალიზაციო მომსახურეობა ანუ მოვალის ან თავდების ქონების
გასხვისება და გასხვისების შემდგომ მიღებული ამონაგები თანხით
კრედიტორის დაკმაყოფილება, ხოლო თუ კი პირს უფიქსირდება
რამოდენიმე ვალდებულება, ამონაგები თანხა თანაბრად გადანაწილდება
არსებულ კრედიტორებზე. აუქციონის შეჩერება მოხდება მხოლოდ იმ
შემთხვევაში თუ კი მოვალე მიიღებს სოციალურად დაუცველი სტატუსს ან
სრულად დაფარავს ვალდებულებას, თუგინდ ეს მოხდეს აუქციონის
ჩატარების დღეს, მთავარია ქონებაზე რომელიც გატანილია
სარეალიზაციოდ აუქციონზე არც ერთი ბიჯი არ იყოს გაკეთებული.

ნაშრომში დეტალურად განვიხილავთ ზემოთ ჩამოთვლილი ასპექტებს და


საკითხებს რაც უფრო ნათლად დაგვანახებს მის უარყოფით და დადებით
მხარეებს.
შინააარსი

განსაზღვრებები ...........................................................................
4

შესავალი .......................................................................................
6

ძირითადი ნაწილი ........................................................................


8

მოვალეთა
რეესტრი ..................................................................... 8

ყადაღა როგორც სამართლებრივი შეზღუდვის


მხარე ............. 10

ინკასო ...........................................................................................
10

ყადაღა ..........................................................................................
11

უძრავი ქონება ............................................................................


13

იძულებითი იპოთეკა ...................................................................


13

სეკვესტრი ანუ იძულებითი


მართვა ........................................ 14

მოძრავი ქონება ...........................................................................


15

მრავალჯერადი ყადაღა .............................................................


16

აუქციონი .....................................................................................
17

3
თავდები .......................................................................................
20

დასკვნა .........................................................................................
22

გამოყენებული ლიტერატურა ...................................................


25

განსაზღვრებები:

აღსრულება - სასამართლოს, უფლებამოსილი პირის


გადაწყვეტილების სარეზოლუციო
ნაწილში დადგენილი ვალდებულების
სისრულეში მოყვანა.

უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი მასში არსებული


წიაღისეულით, შენობა-ნაგებობებით,
მიწაზე აღმოცენებული მცენარეებით,
რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ყველა
დანარჩენი, რომელიც უძრავი არ არის,
მოძრავია.

მოძრავი ქონება - ქონება, რომელიც არ არის უძრავი და


შესაძლებელია მისი გადაადგილება, მაგ.:
ავტომობილი, მანქანა-დანადგარები და ა.
შ.

4
ყადაღა - პირისთვის კუთვნილი ქონების გამოყენების
უფლების ჩამორთმევა.

ინკასო - ინკასო არის სახელმწიფოს მიერ ფიზიკური ან


იურიდიული პირის საბანკო ანგარიშზე
წარმოდგენილი საგადასახადო დავალება,
რომელიც სახელმწიფო ხაზინაში
მოთხოვნილი თანხის გადარიცხვას
გულისხმობს.

სეკვესტრი - სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის


შეზღუდვა ან შემცირება.

თავდები - თავდები არის პირი, რომელიც იღებს


პასუხისმგებლობას გადაიხადოს სესხი, თუ
მსესხებელი მას ვერ ან არ გადაიხდის.

იპოთეკა – უძრავი ნივთი შეიძლება გამოყენებულ იქნეს


მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად
ისე, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს
მიეცეს უფლება, ვალდებულების
შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი
შესრულებისას თავისი მოთხოვნა
დაიკმაყოფილოს უპირატესად ყველა სხვა
კრედიტორთან შედარებით იპოთეკის
საგნის რეალიზაციით ან საკუთრებაში
გადაცემით.

მოვალეთა რეესტრი - მოვალეთა რეესტრი" არის ფიზიკურ


და იურიდიულ პირთა და სხვა
ორგანიზაციულ წარმონაქმნთა
შესახებ მონაცემების
სისტემატიზებული ელექტრონული
ერთობლიობა.

აუქციონი – ქონების საჯარო წესით შეთავაზება, როდესაც


ყველაზე მაღალი ფასის გადამხდელი ხდება
სარეალიზაციოდ გამოტანილი ქონების
შემძენი.

5
შესავალი:

იურიდიული ლექსიკონების უმრავლესობაში, ყადაღა განმარტებულია,


როგორც უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც უკრძალავს მოპასუხეს
გაასხვისოს ყადაღადადებული ქონება. აღნიშნული განმარტება მეტად
ფართო და ყოვლისმომცველია, თუმცა უნდა განვავრცოთ „ყადაღის მცნება.
კერძოდ: ყადაღა შესაძლოა გავრცელდეს , როგორც უძრავ ასევე მოძრავ
ქონებაზე , ცეცხლსასროლ იარაღებზე და ასევე შესაძლებელია ყადაღის
გავრცელებაზე საბანკო ანგარიშებზე, თუმცა ამ შემთხვევაში შევხდებით
მხოლოდ ქონების დაყადაღებას. ამ ყველაფერს მოიცავს იძულებითი
სააღსრულებო წარმოება. შესაბამისად, სააღსრულებო სამართალის ნორმები

6
მოქმედებას იწყებენ მაშინ, როდესაც კანონიერ ძალაშია შესული სასამართლო
გადაწყვეტილება და გამოწერილია სააღსრულებო ფურცელი, რომელიც
მიმართულია მოვალის წინააღმდეგ. ყადაღის დროს მესაკუთრეს ეკრძალება
ქონების განკარგვა ნებისმიერი ფორმით მაგალითად გასხვისება,
დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება.
დაყადაღებულ ქონებაზე დადებული ყველა გარიგება ჩაითვლება
ბათილად. ყადაღის დადებისას აღმასრულებელი ადგენს ყადაღის აქტს
სადაც უთითებს ქონების დასახელებას და მის ზუსტ აღწერილობას, აგრეთვე
ყადაღის აქტის შედგენის დროს და ადგილს. ყადაღის აქტს ხელს აწერს
აღმასრულებელი, კრედიტორი, მოვალე, ქონების შემნახველი და ის პირები,
რომლებიც ესწრებიან ყადაღის დადებას.

ყადაღა როგორც სააღსრულებო სამართლის ბერკეტი გამოიყენებ იმ


მიზნით, რომ თუ ვერ ხორციელდება ყადაღის დადების შემდეგ
კრედიტორის მიერ თანხის ამოღება, შესაბამისად ყადაღის მიზანიც ის არის
რომ როდესაც ვერ ხერხედება თანხის ამოღება, მოხდეს ქონების
აღწერა/რეალიზაცია, რათა შემდგომ კრედიტორმა აუქციონის გზით
მოახდინოს ვალის ამოღება.

არა აქვს მნიშვნელობა მოვალე სრულად ფლობს თუ არა ქონებას ან


გააჩნია თუ არა რაიმე ქონებრივი წილი, რომელიც ფიქსირდება საჯარო
რეესტრში, მოხდება მასზე არსებული ქონების დაყადაღება და შემდგომში
რეალიზაცია. ასევე შესაძლოა პირს არ გააჩნდეს ქონება თუმცა ვალის
არსებობის შემთხვევაში , თუ მან მემკვიდრეობით მიიღო მოძრავი ან
უძრავი ქონება , აღმასრულებელი დაუყოვნებლივ დაუყადაღებს მას ამ
ქონებას, ხოლო ამ მოქმედებების განხორციელება პირდაპირ
პროპორციულად ევალება აღმასრულებელს.

იძულებითი აღსრულება არ ითვალისწინებს მხოლოდ ფიზიკურ ზემოქმედებას


არამედ ასევე, გულისხმობს უფლებებში ჩარევას, მათ შეზღუდვას მაგალითად,
როგორიცაა პიროვნული უფლებები, საცხოვრებელი, საკუთრება, შეზღუდვის ერთ-
ერთი ეფექტური მაგალითია მოვალეთა რეესტრი. ამგვარად, იძულებითი აღსრულება
თითქმის წარმოუდგენელია იძულების გარეშე, ასეთი მექანიზმების გამოყენება კი,
საჭიროებს რეგულირებას კანონის დონეზე.

7
ძირითადი ნაწილი

საქართველოს კანონით ,,სააღსრულებლო წარმოებათა შესახებ“ კანონით


განსაზღვრულია, რომ კრედიტორი შეიძლება იყოს ფიზიკური და იურიდიული
პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული
პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები, რომელთა სასარგებლოდ ან/და ინტერესებისათვის მიღებულია
ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი
გადაწყვეტილება. ხოლო მოვალე შეიძლება იყოს ფიზიკური ან იურიდიული
პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი, პირთა გაერთიანება იურიდიული

8
პირის შეუქმნელად, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები, რომელსაც ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული
აღსასრულებელი გადაწყვეტილება ავალდებულებს, შეასრულოს
განსაზღვრული მოქმედება ან თავი შეიკავოს განსაზღვრული მოქმედების
შესრულებისაგან.

სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე კრედიტორი და მოვალე შეიძლება


წარმოდგენილ იქნენ წარმომადგენლის მეშვეობით, სამოქალაქო საპროცესო
კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმით.

მოვალეთა რეესტრი

მოვალეთა რეესტრი ელექტრონული მონაცემების ერთობლიობაა ფიზიკურ და


იურიდიულ პირთა და სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნთა შესახებ.

მოვალეთა რეესტრი 2010 წლის 1 იანვარს ამოქმედდა და კანონის მიხედვით


მასში რეგისტრირდებიან მოვალეები, რომელთა მიმართაც აღსრულება
დაიწყო 2010 წლის 1 იანვრიდან (მანამდე არსებულ საქმეებზე თავად
აღსრულების ეროვნული ბიუროს ინიციატივით), გარდა სახელმწიფო და
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და უზრუნველყოფილი
მოთხოვნის მოვალისა (სწშ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი
პუნქტი). შესაბამისად ნათელია, რომ ხდება მოვალეთა დიფერენციაცია.
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები მოვალეთა
რეესტრში რეგისტრაციას ვერ დაექვემდებარებიან იმის გამო, რომ კანონით
განსაზღვრულ მათ საქმიანობას შეიძლება შეექმნას საფრთხე. მოვალეთა
რეესტრში რეგისტრაციას ხომ ქონებრივი უფლებების შეზღუდვა უკავშირდება.
რაც შეეხება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალეს, აქ უნდა გამოვყოთ ორი
შემთხვევა: პირველი, მოთხოვნა უზრუნველყოფილია კონკრეტული ქონებით
და ამ ქონების რეალიზაცია იწვევს სააღსრულებო პროცესის დასრულებას,
ხოლო მეორე, როდესაც მოთხოვნა უზრუნველყოფილია კონკრეტული
ქონებით და ამასთანავე, მხარეები შეთანხმებულნი არიან კრედიტორის
მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აღსრულების სხვა ქონებაზე
გაგრძელების შესაძლებლობაზე.

9
რეესტრში რეგისტრაციისთავანვე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში
რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა
არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად
დატვირთვის) უფლება.

მოვალეთა რეეტრში რეგისტრირებული პირის თაობაზე ინფორმაცია


შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა პირმა, თუმცა კანონით დადგენილია საჯაროდ
მიჩნეული ინფორმაციის ზღვარი, კერძოდ, საჯაროა მოვალეთა რეესტრში
რეგისტრირებული პირის სახელი, პირადი ნომერი, სააღსრულებო საქმის
ნომერი, აღმასრულებლის ვინაობა, რეგისტრაციის თარიღი. ბრძანების
თანახმად, მოვალეთა რეესტრში ერთი და იგივე პირი შეიძლება რამდენჯერმე
იყოს რეგისტრირებული. ეს დამოკიდებულია ამ მოვალის მიმართ რამდენიმე
დამოუკიდებელი ფულადი მოთხოვნის (რამდენიმე სააღსრულებო წარმოების)
აღსრულებისას, რაც შეეხება მოვალეთა რეესტრში დაცული ინფორმაციის
გაცნობის უფლებას, იუსტიციის მინისტრის 2009 წლის #234 ბრძანების
შესაბამისად მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის თაობაზე
ინფორმაცია შეიძლება მიიღოს ნებისმიერმა პირმა, თუმცა კანონით
დადგენილია საჯაროდ მიჩნეული ინფორმაციის ზღვარი, კერძოდ, საჯაროა
მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის სახელი, პირადი ნომერი,
რეგისტრაციის თარიღი. იმ შემთხვევაში, თუ მოვალეთა რეესტრში დაცული
ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება ნებისმიერი ადამიანისათვის მხოლოდ
და მხოლოდ საფასურის გადახდის შემდეგ, როგორც ამას ითვალისწინებს მე-
191 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები, მოვალეთა მონაცემები სრულიად
უსამართლოდ იქცევა საჯაროდ. ის ინფორმაცია, რომელიც ინახება მოვალეთა
რეესტრში აშკარად სცილდება დასაშვებ და აღსრულებისათვის აუცილებელ
ფარგლებს. მსგავსი დებულება არის მოვალის ფინანსური მდგომარეობის
დისკრიმინაციასა და სამომავლოდ აფერხებს მისი ფინანსური გაჯანსაღების
პროცესი.

მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის ხანდაზმულობას სწშ საქართველოს


კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა ამავე კანონის 34-ე მუხლით დადგენილია
სააღსრულებო წარმოების ვადები სხვადასხვა კატეგორიის საქმეებზე.
მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის და წარმოების მიმდინარეობის ვადა ამ
შემთხვევაში ემთხვევა ერთმანეთს. მოვალეთა რეესტრის ახალი გერმანული
მოდელით გათვალისწინებულია რეესტრიდან ამორიცხვის შესაძლებლობა

10
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, კერძოდ, კი რეგისტრაციიდან 3 წლის
შემდეგ.

სწშ საქართველოს კანონის 194 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,


რეესტრში რეგისტრირებულ პირზე შეზღუდვები მთლიანად იხსნება
რეესტრიდან მისი ამორიცხვისთანავე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ
ბრძანების თანახმად, მონაცემები ექვემდებარება ელექტრონულ
მატარებელზე მუდმივ შენეხვას, რაც ბუნებრივია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს
იმ პირთა უფლებებს, რომელნიც ოდესღაც იყვნენ რეგისტრირებული
მოვალეთა რეესტრში

ყადაღა როგორც სამართლებრივი შეზღუდვის მხარე

იძულებითი სააღსრულებო წარმოება მოიცავს რამოდენიმე ასპექტს:


ინკასო, დამსაქმებელთან შეტყობინების გაგზავნა ხელფასიდან 50%
ჩამოჭრასთან დაკავშირებით (+ ბონუსები) და ყადაღა.

ინკასო

ინკასო - აღმასრულებელი ორგანო საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო


დაწესებულებას მიმართავს და მათგან ინფორმაციას იღებს მოვალის
სახელზე გახსნილი საბანკო ანგარიშებისა და მასზე დარიცხული თანხების
შესახებ. ამავე მიმართვით ხდება მოვალის ყველა ანგარიშის დაყადაღება.
ანგარიშებზე დადებული შეზღუდვა, რომლის ფარგლებშიც მოვალეს
ანგარიშზე ჩარიცხული ნებისმიერი თანხა (გარდა საარსებო მინიმუმისა)
ავტომატურად ეჭრება აღსრულების ეროვნული ბიუროს ან კერძო
აღმასრულებლის მიერ.

მოვალის სახელფასო საბანკო ანგარიშიც ყადაღას ექვემდებარება


რომელზეც წარმოებს ხელფასის დარიცხვა. საქართველოს
კანონმდებლობით აკრძალულია, მოვალეს იძულების წესით დაუკავდეს
ხელფასის 50%-ზე მეტი, კერძოდ: ,,შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად

11
დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის
ანაზღაურების 50 პროცენტს“.

დამსაქმებელს ეგზავნება შეტყობინება, რომ მასთან დასაქმებულ პირს


უფიქსირდება ვალდებულება და კანონი ავალდებულებს მას
ყოველთვიურად ხელფასის 50 % გადარიცხოს ან ჩაურიცხოს აღსრულების
ეროვნულ ბიუროს, თუ დამსაქმებელი არ შეასრულებს ან დააიგნორებს
ბიუროს მიერ გაგზავნილ შეტყობინებას იგი მიეცემა სამართლებრივ
პასუხისგებაში.

გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე თავად


გამოხატავს ნებას და წარმოადგენს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია,
რომ ის თანახმაა მოახდინონ მისთვის დადგენილ ოდენობაზე მეტი თანხის
დაქვითვა.

მოვალის სახელფასო ანგარიშიდან ყოველთვიურად დავალიანების


სრულად დაფარვამდე დაკავებული თანხის ოდენობამ შესაძლოა
შეადგინოს ხელფასის 50%-ზე ნაკლებიც. ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს
კრედიტორის თანხმობა, რაც აისახება მის მიერ წარმოდგენილ
განცხადებაში.

აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, თუ რომელი ორგანოს მიერ გაცემული


სააღსრულებო ფურცლის აღსრულების მიზნით ხდება მოვალის ხელფასის
დაკავება. ასევე, უნდა მიეთითოს დავალიანების ოდენობა და აღსრულების
ეროვნული ბიუროს იმ ანგარიშის ნომერი, რომელზეც ორგანიზაციამ
ყოველთვიურად უნდა ჩარიცხოს მოვალის ხელფასიდან დაკავებული
თანხა.

ყადაღა

ყადაღა, იგივე აქტივების, ქონების გაყინვა არის სამართლებრივი


ღონისძიება. ყადაღა შეიძლება დაედოს უძრავ და მოძრავ ქონებას, საბანკო
ანგარიშებს, მარაგებს, აქციებს და ა.შ. ყადაღის დადებას უშუალოდ

12
აღსრულების უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო სტრუქტურები
ახორციელებენ, მაგალითად, საქართველოში ასეთი გახლავთ
აღსრულების ეროვნული ბიურო და შემოსავლების სამსახური. ქონების
დაყადაღება ძირითადად ხდება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ქონების
მფლობელს აქვს საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ, ან ვალს
ვერ იხდის, ან მისი ქონება სადავოა და სასამართლოში მიმდინარეობს
განხილვა. დაყადაღებას იმისთვის მიმართავენ, რომ მფლობელმა ვერ
მოასწროს ქონების გაყიდვა ან დროებით გასხვისება, რადგან შესაძლოა, ეს
ქონება გამოყენებულ იქნას კომპენსაციისთვის მთავრობის, მევალის ან სხვა
მოდავე მხარის სასარგებლოდ.

აუცილებელია განვასხვავოთ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადება რომელ


სამართლებრივ ეტაპს ეკუთვნის. ერთი მხრივ ეს შეიძლება იყოს სარჩელის
უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის გამოყენებას მიმართავს
კრედიტორი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი
წესით და მეორე მხრივ კი - შესაძლოა ეს იყოს ყადაღა, დადებული
სააღსრულებლო პროცესში. სააღსრულებო პროცესების ყველაზე
მნიშვნელოვან და ეფექტურ ნაწილს, წარმოადგენს ყადაღა, რადგანაც
ყადაღა შესაძლოა გავრცელდეს როგორც საბანკო ანგარიშებზეც, ანუ
პიროვნებას გაუყინონ საბანკო ანგარიშები, ასევე უძრავ და მოძრავ
ქონებაზეც.

შესაბამისად განსხვავდება ყადაღის დამდები სუბიექტებიც, ერთ


შემთხვევაში ყადაღას, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას
ახორციელებს სასამართლო, მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საფუძველზე,
მეორე შემთხვევაში კი სახელმწიფო ან კერძო აღმასრულებელი.

უნდა განვასხვავოთ ყადაღის დადების მიზანი, ერთ შემთხვევაში -


სარჩელის უზრუნველყოფის დროს მოსარჩელისთვის უმჯობესია, ყადაღა
დაედოს მოპასუხის ქონებას, სარჩელის წარდგენამდე (ან ერთდროულად)
რათა პროცესის მსვლელობისას თავიდან იქნეს აცილებული მოპასუხის
მხრიდან ქონების გასხვისება და გაძნელდეს გადაწყვეტილების
აღსრულება, ხოლო სააღსრულებლო პროცესში დადებულ ყადაღა - ეს არის
იძულებით ღონისძიება მას შემდეგ, რაც დღის წესრგში დადგება კანონიერ
ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება და მოვალე პირისთვის

13
გარკვეული სამართლებრივი შეზღუდვების დაწესება. სააღსრულებლო
ყადაღის დადება აღმასრულებლისთვის სავალდებულოდ ღონისძიებაა,
გამომდინარე იქიდან, რომ თუ არა ,,იძულება, გამოხატული ქონების
დაყადაღებით“ მოვალემ ქონება შესაძლოა დაუყოვნებლივ გაასხვისოს, მას
შემდეგ, რაც შეიტყობს, რომ მის მიმართ დაწყებულია აღსრულება და
შესაბამისად კრედიტორი ვეღარ შეძლებს თავისი ქონებრივი ინტერესის
დაკმაყოფილებას. იმის გამო, რომ მოვალეს აღარ გააჩნია ქონება. ამ
შემთხვევაში არ გამოვრიცხავთ დადგეს იმ გარიგებათა ბათილობის
საკითხი, რომელიც მოვალემ დადო იმ მიზნით, რომ თავიდან აეცილებინა
ვალდებულების შესრულება, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა
აღსრულების დაწყება.

ყადაღას ექვემდებარება მოვალის საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი.


ქონებაზე ყადაღის დადება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ ქონება ეკუთვნის
მოვალეს. მოვალე ქონების მესაკუთრედ ივარაუდება ქონების ფლობის
შემთხვევაშიც. საპირისპიროს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნივთები,
რომლებსაც მოიძიებენ მოვალესთან, მათ შორის, მისი რეგისტრაციის ან/და
ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე, ეკუთვნის მოვალეს.

უძრავი ქონება

უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევის საკითხის გაცნობის მიზნით


განიხილება უძრავი ქონების საგნის რეალიზაციისა და იძულებითი
იპოთეკის შესახებ საკითხი. ასევე, აუქციონის წესები. უძრავ ქონებაზე
ყადაღის დადება და აღსრულების მიქცევა, შესაძლოა, განხორციელდეს
ნებისმიერი კატეგორიის საქმეზე, თუმცა ყველაზე ხშირად აღნიშნული
წარმოებს უზრუნველყოფილი მოთხოვნების დროს.

პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებული მოთხოვნის უზრუნველყოფის


საშუალებას კი იპოთეკა წარმოადგენს, კერძოდ: ,,უძრავი ნივთი შეიძლება
ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის
დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება
სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი

14
მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში
გადაცემით“.

უძრავი ქონების დაყადაღება და მასზე აღსრულების მიქცევა ერთ–ერთი


მნიშვნელოვანი საკითხია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მოთხოვნის
უფლებაზე, მათ შორის უძრავ ქონებაზე აღსრულების მიქცევის, საკუთრების
უფლება აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს
პრეცედენტული სამართლით. ამ სასამართლომ თავის ერთ–ერთ
გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საკუთრების ცნებას ევროპული
კონვენციის პირველი ოქმის პირველი მუხლის პირველ ნაწილში აქვს
ავტონომიური მნიშვნელობა. იგი არ გულისხმობს მარტოოდენ ფიზიკურ
ნივთებზე საკუთრების უფლებას და ზოგიერთი სხვა უფლებები და
სარგებელი, რომლებიც ქმნიან ქონებას, მაგალითად, მოთხოვნის უფლება,
ასევე, შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც საკუთრების უფლება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, უძრავ ქონებაზე აღსრულება ხდება იძულებითი


იპოთეკის რეგისტრაციით, იძულებითი აუქციონით ან სეკვესტრით (ქონების
იძულებითი მართვა). ,,იძულებითობა“ გამოიხატება იმაში, რომ მისი
დარეგისტრირება საჯარო რეესტრში ხდება მხოლოდ კრედიტორის
განცხადების საფუძველზე და აღსრულების მიზნებისთვის. აქედან
გამომდინარე, იგი არ იგივდება იპოთეკასთან, ვინაიდან იპოთეკა
წარმოიშობა მხარეთა ორმხრივი ნების თანხვედრის შემდეგ საჯარო
რეესტრში რეგისტრაციის გზით. იძულებითი იპოთეკა იწყება რეგისტრაციით.
უძრავი ქონება, ასევე, წარმოადგენს იძულებითი იპოთეკის რეგისტრაციის
ხარჯების გარანტიას, რომელიც მოვალეს ეკისრება.იძულებითი იპოთეკით
შეიძლება დაიტვირთოს მოვალის რამდენიმე უძრავი ქონება. იძულებითი
იპოთეკა გამოიყენება მხოლოდ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის
არსებობისას და ერთი და იმავე კრედიტორის მიერ მხოლოდ ერთხელ
იძულებითი იპოთეკის თაობაზე საკითხს არეგულირებს „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე და 66-ე მუხლები,
კერძოდ: „იძულებითი იპოთეკის შეტანა რეესტრში ხდება კრედიტორის
განცხადების საფუძველზე. იძულებითი იპოთეკა იწყება რეგისტრაციით.
უძრავი ქონება, ასევე, წარმოადგენს გარანტიას რეგისტრაციის იმ
ხარჯებისას, რომელიც მოვალეს ეკისრება, თუ იძულებითი იპოთეკით
იტვირთება მოვალის რამდენიმე უძრავი ქონება, მაშინ მოთხოვნის თანხა

15
უნდა განაწილდეს შესაბამის უძრავ ქონებაზე. განაწილების მოცულობას
განსაზღვრავს კრედიტორი.

სეკვესტრი ანუ იძულებითი მართვა

სეკვესტრი ანუ იძულებითი მართვა მოვალის იპოთეკით დატვირთული


უძრავი ქონების სამართავად გადაცემას ნიშნავს სასამართლოს მიერ
დანიშნული მმართველისთვის, რომელიც შეიძლება იყოს თავად მესაკუთრე
ან სხვა პირი. იძულებითი მართვის საკითხები მოწესრიგებულია სწშ
საქართველოს კანონის 78-82-ე მუხლებით და სსკ-ის 310-ე
მუხლით.სეკვესტრი აღსრულების ერთ-ერთ სახეს განეკუთვნება. მისი
გამოყენების მოთხოვნით კრედიტორმა აღსრულების ნებისმიერ ეტაპზე
შეიძლება ისარგებლოს. აღსანიშნავია, რომ სააღსრულებო
დაწესებულებების საქმიანობის პერიოდს თუ გადავავლებთ თვალს,
თითქმის არ გვხვდება სეკვესტრით სარგებლობის მოთხოვნა კრედიტორის
მიერ. აღნიშნული ალბათ განპირობებულია იმით, რომ სეკვესტრი
კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილების უფრო ხანგრძლივ დროში
შეიძლება მიმდინარეობდეს, მაშინ როდესაც, მაგალითად, აუქციონი უფრო
ხანმოკლე პროცესია.

კრედიტორს უფლება აქვს წარადგინოს განცხადება და მოითხოვოს, რომ


აღსრულების საგანი სამართავად გადაეცეს სასამართლოს მიერ დანიშნულ
მმართველს, შესაბამისად, სასამართლო ადგენს ნივთის იძულებით მართვას
(სეკვეტრს) იძულებითი აღსრულებისთვის უფლებამოსილი კრედიტორის
განცხადების საფუძველზე. „სეკვესტრი კრედიტორის მოთხოვნის
დაკმაყოფილების ხელსაყრელ ფორმად მიიჩნევა, რომელიც იძლევა
შესაძლებლობას, ბრუნვა უნარიანი უძრავი ქონების ქირიდან ან იჯარიდან
მიღებული შემოსავლებით მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.“ 284 იძულებითი
მართვა, როგორც უძრავ ქონებაზე აღსრულების ერთ-ერთი სახე, შეიძლება
უფრო მეტადაც კი ეფექტური იყოს, ვიდრე აუქციონი. მიუხედავად იმისა, რომ
სეკვესტრი შეიძლება დროის უფრო დიდ მონაკვეთში გრძელდებოდეს,
უფრო მეტად იცავს მესაკუთრის უფლებებს, ვიდრე აუქციონი.
საკანონმდებლო დონეზე არსებული ხარვეზების გამოსწორება ხელს
შეუწყობს ინსტიტუტის პოპულარიზაციას, ნაკლები იქნება იძულების წესით

16
ქონების გასხვისებისა და შემდგომ გამოსახლების შემთხვევები, რაც
სააღსრულებო დაწესებულებას ლიბერალურ სუბიექტად აქცევს.

აღსანიშნავია, რომ სეკვესტრი არ გამოიყენება იმ ქონების მიმართ,


რომელიც ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის თანახმად არ
ექვემდებარება ყადაღას.

მოძრავი ქონება

მოძრავი ქონება (მოძრავი ნივთი) – ნივთი, რომელიც ფიზიკური


ზემოქმედების შედეგად შეიძლება გადაადგილდეს აღსრულების
უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი საშუალება
მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება წარმოადგენს. სანამ მოძრავი ქონების
დაყადაღების საკითხს განვიხილავთ განვსაზღვროთ მცნება - მოძრავი
ნივთი. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ნივთი არსებობს ორი სახის – მოძრავი და
უძრავი. ქართული სამოქალაქო კოდექსი მხოლოდ უძრავი ნივთის ცნებას
იძლევა, ხოლო მოძრავ ნივთში იგულისხმება ყველა ის ნივთი, რომელიც არ
ითვლება უძრავად.

მრავალჯერადი ყადაღა

არსებობს ასევე მრავალჯერადი ყადაღა, რომელიც ერთდროულად


შეიძლება დაედოს მოძრავ ქონებას მრავალი კრედიტორის სასარგებლოდ
ანუ ყადაღადადებულ ქონებას შეიძლება შემდეგ კიდევ დაედოს ყადაღა
სხვა (შემდეგი) კრედიტორის სასარგებლოდ. აღმასრულებელს
აღწერა/დაყადაღების აქტში აუცილებლად შეაქვს შენიშვნა, რომ ყადაღას
ადებს სხვა კრედიტორის სასარგებლოდ. აღმასრულებელმა მოვალეს უნდა
აცნობოს ყადაღის რიგითობის შესახებ.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი გამოყოფს


ქონებას, რომელიც არ ექვემდებარება დაყადაღებას. შესაბამისად,
აღნიშნული ქონება რეალიზაციას ვერ დაექვემდებარება. არ შეიძლება
დაყადაღდეს მოვალის პირადი მოხმარების ან საოჯახო ნივთები,

17
რომლებიც აუცილებელია პროფესიული საქმიანობის, ცხოვრებისა და
საოჯახო მეურნეობისთვის. ასეთი ნივთი, მაგალითისთვის, შესაძლოა
მუსიკალური ინსტრუმენტი თუ მოვალე პროფესიით მუსიკოსია და
პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. ასეთ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი
ეკისრება მოვალეს. მან აღმასრულებელს უნდა წარმოუდგინოს შესაბამისი
მტკიცებულება, რომ ნივთებს პროფესიული საქმიანობისთვის იყენებს.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში, აგრეთვე,


ჩამოთვლილია: საკვები, სანათი, საწვავი და წვრილფეხა საქონლის
რაოდენობა, რაც ყადაღას არ ექვემდებარება. ასევე, არ შეიძლება
დაყადაღდეს ნივთები, რომლითაც მოვალე ფიზიკური და გონებრივი
შრომით ან სხვა საქმიანობით შემოსავალს იღებს.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განისაზღვრება


საარსებო მინიმუმის ოდენობა, რომელიც აუცილებელია ადამიანის ყოფითი
საჭიროებისთვის. შესაბამისად, არ შეიძლება დაყადაღდეს საარსებო
მინიმუმზე ნაკლები შემოსავალი. საარსებო მინიმუმის ოდენობა ხშირად
ცვალებადია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ფიქსირებული ოდენობა
კანონმდებლობით დადგენილი არ არის. მაგალითად, თუ მოვალის
ხელფასი ყოველთვიურად შეადგენს 200 ლარს, ხოლო საარსებო მინიმუმი
150 ლარია, აღმასრულებელი ვალდებულია მოვალეს ხელფასიდან
მხოლოდ 50 ლარი დაუკავოს. დანარჩენი თანხა კი მოვალეს უნდა
დაუტოვოს ყოფითი საჭიროებისთვის. აგრეთვე, არ შეიძლება დაყადაღდეს
მოვალის პენსია, თუ მისი ოდენობა 150 ლარზე ნაკლებია.

აუქციონი

აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ქონება იძულებით აუქციონზე


სარეალიზაციოდ მიექცეს, საჭიროა მოხდეს მისი შეფასება ანუ ქონების
ღირებულების საბაზრო ფასში გამოსახვა.

საბაზრო ღირებულება ეს არის ფასი, რომლითაც შეფასების ობიექტი


შეიძლება გასხვისდეს ღია ბაზარზე კონკურენციის პირობებში, როდესაც

18
გარიგების მხარეები მოქმედებენ გონივრულად და ფლობენ ყველა
აუცილებელ ინფორმაციას, ხოლო ღირებულების სიდიდეზე არ აისახება
არავითარი განსაკუთრებული მოვლენები.

ყადაღადადებული ქონების შეფასების მიზნით აღმასრულებელი მიმართავს


აღსრულების ეროვნული ბიუროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს _
დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურს. აღწერილი ქონების
შეფასება უნდა მოხდეს ყადაღის დადებიდან ერთი თვის ვადაში. ქონების
შეფასების შემდეგ აღმასრულებელი ნიშნავს აუქციონს „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონისა და იუსტიციის მინისტრის
2011 წლის 31 დეკემბრის №21 ბრძანებით (,,იძულებითი აუქციონის
ჩატარების ფორმებისა, წესისა და პროცედურების დამტკიცების შესახებ“)
დადგენილი წესით.

დაყადაღებული ქონების შეფასებიდან არა უმეტეს ერთი თვისა ინიშნება


პირველი იძულებითი საჯარო აუქციონი. თუ სააღსრულებო ფურცელში
აღსრულების საშუალება და წესი განსაზღვრულია იძულებითი აუქციონის
(ქონების რეალიზაციის) სახით, აუქციონის დასანიშნად კრედიტორის
განცხადება საჭირო არ არის.

საგადასახადო ორგანოს მოთხოვნის აღსრულების მიზნით, მოვალის


(გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით
დატვირთულ, ყადაღადადებულ ქონებაზე აუქციონს ატარებს ამ
გადაწყვეტილების აღმასრულებელი, მიუხედავად მის მიერ
დარეგისტრირებული ყადაღის რიგითობის. მომხმარებელს ვებ-გვერდზე
www.eauction.ge შესაძლებლობა აქვს ინტერნეტ აუქციონის გზით შეიძინოს
ვებგვერდზე განთავსებული მისთვის საინტერესო ქონება, ლოტის
შესაბამისად.

ავტორიზებული მომხმარებელი ირჩევს კონკრეტულ ლოტს და გადააქვს


„კალათაში", საიდანაც შესაძლებლობა აქვს გახსნას აღნიშნულ ლოტზე
აუქციონის გვერდი და მიიღოს ინტერნეტ აუქციონში მონაწილეობა.
ინტერნეტ აუქციონის მსვლელობის პროცესში მონაწილეთა რაოდენობა არ
არის შეზღუდული. მონაწილისთვის დაფარულია დანარჩენ მონაწილეთა

19
ვინაობა (სისტემა ავტომატურად უზრუნველყოფს მონაწილეთათვის რიგითი
ნომრების მინიჭებას).

კონკრეტული ლოტის გვერდზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს


გაეცნოს ინფორმაციას ინტერნეტ აუქციონის მიმდინარეობის შესახებ და
განახორციელოს საკუთარი ფასის დადება შესაბამისი ბიჯის
გათვალისწინებით.

მომხმარებლის მიერ ფასის დადება განიხილება, როგორც მისი თანხმობა


აღნიშნული ლოტის მოცემულ ფასად შეძენის თაობაზე. ფასის დადება
შესაძლებელია შესაბამისი ბიჯის სასურველი ჯერადობის მომატების გზით.
ყოველი შემდგომი „ფასის დადება" ზრდის ლოტის ფასს.

ინტერნეტ აუქციონში იმარჯვებს ის მომხმარებელი, რომელიც აუქციონის


დასრულებამდე განახორციელებს ლოტზე ყველაზე მაღალი „ფასის
დადებას". ინტერნეტ აუქციონი ცხადდება დასრულებულად აუქციონის ვადის
ამოწურვისთანავე. თუ ნებისმიერი მონაწილის მიერ „ფასის დადება" მოხდა
აუქციონის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ორი წუთის განმავლობაში,
აუქციონის ვადა ხანგრძლივდება ორი წუთით. ქონების შეძენის შემთხვევაში,
მომხმარებელს მის მიერ გადახდილი საგარანტიო თანხა ჩაეთვლება
საბოლოო ანგარიშსწორებისას.

ინტერნეტ აუქციონის დასრულების შემდგომ სისტემა გამარჯვებული


მომხმარებლის ელექტრონულ ფოსტაზე და მობილური ტელეფონის
ნომერზე აგზავნის შესაბამის შეტყობინებას.

როდესაც ჩაინიშნება აუქციონი ქონებაზე, მაქსიმუმ შესაძლოა


განხორციელდეს მხოლოდ სამი (3) აუქციონი. პირველი აუქციონი, პირველი
განმეორებითი აუქციონი და მორე განმეორებითი აუქციონი. აუქციონზე
შესაძლოა გატანილ იქნას როგორც უძრავი, ასვე მოძრავი და
ცეცხლსასროლი ან სხვა იარაღი.

20
პირველი აუქციონის დროს - ქონება იყიდება საბაზრო ღირებულების 75%-
ად, პირველი განმეორებით აუქციონის დროს - საბაზრო ღირებულების 50%-
ად, ხოლო მეორე განმეორებით აქუციონის დროს - საბაზრო ღირებულების
5%-ად. თუ კი ვერ მოხერხდა ვერც ერთ აუქციონზე ქონების რეალიზაცია,
ქონება უბრუნდება მოვალეს, ხოლო აუქციონის შეჩერება კი შესაძლებელია
ორი გზით: თუ მოვალე მიიღებს სოციალურად დაუცველის სტატუსს ან თუ
მოვალე სრულად დაფარავს ვალდებულებას, მათ შორის ვალდებულების
აუქციონის დღეს დაფარვის შემთხვევაშიც.

იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადების დღიდან დაუშვებელია


აუქციონის (სააღსრულებო წარმოების) შეწყვეტა, შეჩერება, გადადება,
ქონების ყადაღისგან გათავისუფლება, კანონის 35-ე მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლით სააღსრულებო ფურცლის/
აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურორი
აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს დასაბუთებულ წერილობით
მოთხოვნას ან განსაკუთრებული ვითარების გამო ასეთ გადაწყვეტილებას
მიიღებს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე.

რაც შეეხება ავტომობილზე ყადაღის გავრცელებას, კრედიტორი


განცხადების საფუძველზე ითხოვს, რომ აღმასრულებელმა ჩაატაროს
მოქმედებები და მოითხოვოს ავტომობილის ძებნა/დაკავების სტატუსით
გადაყვანა. ეს მოიცავს იმას, რომ საპატრულო პოლიციას გადაეცემა
ავტომობილის მონაცემები და შესაბამისად ავტომობილის დაფიქსირების
შემთხვევაში იგი გაყვანილ იქნება საჯარიმო სადგომზე (ანუ დაყადაღდება)
და თუ კი მოვალემ არ დაიწყო სესხის დაფარვა ანალოგიურად
ავტომობილი გავა აუქციონზე.

იძულებითი აუქციონი შესძლაო შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) პროკურორის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე;

ბ) თანხის დაფარვის გამო აუქციონის შეწყვეტა (იმ პირობით თ განცხადების


განხილვის დროისთვის ქონებაზე არ არის დაფიქსირებული არც ერთი ბიჯი).

21
თავდები

ყადაღა, როგორც მოვალეზე ასევე შესაძლოა გავრცელდეს მის თავდებზე,


მაგალითად თუ პირს აქვს ვალდებულება და ამავდროულად მას ყავს
თავდები, თავდების ქონებაზეც გავრცელდება ყადაღა, რა თქმა უნდა
კრედიტორის მოთხოვნით, ხოლო თუ მოვალეს გააჩნია რამდენიმე უძრავი
ქონება ან მის თავდებსაც გააჩნია ქონება სარეალიზაციოდ, თუ კი დადგა
ამის აუცილებლობა გავა ჯერ ის ქონება, რომელიც უფრო მაღალ ფასად
არის შეფასებული, ხოლო თუ სააუქციონო მომსახურებიდან ამონაგები
თანხა ვერ დააკმაყოფილებს კრედიტორის მოთხოვნას, შემდეგ მალევე
დაინიშნება აუქციონი მეორე ქონებაზე , თუმცა თუ დაყადაღების შემდეგ
მოხდება ქონების რეალიზაცია და ამონაგები თანხა გადააჭაარბებს
კრედიტორის მოთხოვნას მოვალეს ან მის თავდებს ვის მფლობელობაშიც
ფიქსირდება არსებული ქონება შეუძლია მოითხოვოს კომპენსაცია, იმ
თვალსაზრისით რომ გარკვეული თანხისთვის არ იყო საჭირო ქონების
გასხვისება.

თავდები მსესხებელთან ერთად პასუხისმგებლობას იღებს ვალდებულების


შესრულებაზე; თავდები პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში
მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე თუკი დაირღვა სასესხო
ხელშეკრულება, სესხის დაფარვის ვალდებულება თანაბრად ეკისრება
მსესხებელსაც და თავდებსაც; იძულებითი აღსრულების ფარგლებშიც,
მსესხებელი და თავდები თანაბრად ვალდებულნი არიან მის შესრულებაზე;

მსესხებლისა და თავდების მიმართ თანაბარი იძულებითი სააღსრულებო


ღონისძიებები ტარდება. მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია, ქონების
მოძიება, ყადაღის დადება და რეალიზაცია ხორციელდება როგორც
მსესხებლის, ასევე თავდების მიმართ;

აღმასრულებელმა შეიძლება მოიძიოს ქონება თუმცა ყადაღა არ


გაუვრცელოს თუმცა კრედიტორის მოთხოვნა მას უკვე ავალდებულებს
აღნიშნული ქონების დაყადაღებას, ჯერ აღმასრულებელი ამოწმებს საჯარო
რეესტრში ფიქსირდება თუ არა პირზე რაიმე უძრავი ან მოძრავი ქონება და
ასეთის არსებობის შემთხვევაში, როდესაც უკვე მოქმედებს სტატუსი

22
(მოძიებულია) და ახლავს კრედიტორის განცხადება დაუყოვნებლივ
მოხდება ქონების დაყადაღება ხოლო თუ მოვალემ არ დაიწყო ვალის
დაფარვა შემდგომ მოვალის ან თავდების არსებობის შემთხვევაში
ჩაინიშნება აუქციონი იმ ქონებაზე რომელიც უფრო ძვირადღირებულია.

დასკვნა:

საბოლოოდ რომ გავერკვიოთ, თუ როგორ მუშაობს სააღსრულებო


სამართალი და მისი ძირითადი ბერკეტი ყადაღა კარგად უნდა გვესმოდეს
მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. უარყოფით მხარე შეიძლება
მოსაზრებულ იქნას მაგალითად: მოვალეს გადაუხდელობის გამო
გაუვრცელდეს ყადაღა შემდეგი ეტაპი კი სარეალიზაციო პროცესებია , ამით
შესაძლოა დაზარალდეს მოვალე და გაიყიდოს მისი უძრავი ან მოძრავი
ქონება, თუმცა ყველა მოვალეს გააზრებული უნდა ჰქონდეს რომ
კრედიტორთან გარიგების შემთხვევაში და ვალის გადაუხდელობის გამო
შესაძლებელია მოხდეს მისი ან მისი თავდების მოძრავი და უძრავი ქონების
რეალიზაცია და ასევე ყველა იმ ნივთის, რომელიც იქნება აღწერილი
შესაბამისი უძრავი ქონების მისამართზე. იმისათვის რომ მოვალემ თავიდან

23
აირიდოს მსგავსი პროცედურები იგი მზად უნდა იყო აღნიშნული
ვალდებულებების დროულად დასაფარად და მუდმივად უნდა იყოს
კონტაქტზე კრედიტორთან, რათა შეძლებისდაგვარად თავიდან აიცილოს
ქონების გასხვისება.

ამავდროულად ყადაღაც და მის შემდეგ არსებული სარეალიზაციო


პროცესები ჩემი აზრით სავალდებულოა, რადგან ამ ბერკეტების მეშვეობით
ხდება ბევრი უკანონო მოქმედების პრევენცია, როგორიცაა მაგალითად:
მოვალის მიერ გარკვეული ვალდებულების აღების შემდეგ
გადაუხდელობის პერიოდში ან ქონების გასხვისება ან ხელფასი ხელზე
აღება და არა საბანკო ანგარიშსწორებით ან ბევრის მსგავსი სხვა უკანონო
მოქმედება, რომლის თავიდან არიდებაშიც გვეხმარება „ყადაღის
სამართლებრივი ასპექტები სააღსრულებო სამართალში“, რომ არა ეს
ბერკეტები, ეს გამოიწვევდა კრედიტორის უფლებების დაჩაგვრას და
მთლიანი ინსტიტუტის ჩამოშლას ხოლო თვითონ საკრედიტო მომსახურეობა
აღარ იარსებებდა, ამიტომაც დასაფასებელი და ამავდროულად
გასაუმჯობესებელია ყადაღა და მისი მარეგულირებელი ფორმები
სააღსრულებო სამართალში.

უმჯობესი იქნებოდა თუ კი მაგალითად ყველა მოვალე ვალდებულების


აღების დროს იქნება ინფორმირებული და ძირფესვიანად გარკვეული
საკუთარ უფლებებში და ვალდებულებებში და ასევე აღმასრულებელი
ორგანო და თვით აღმასრულებელიც იმუშავებენ უფრო ეფექტურად
კრედიტორთან შეთანხმებით და გადაუხდელობის შემთხვევაში დროულად
მოხდება რეაგირება აღმასრულებლისგან, რომელიც ვალდებული იქნება
დაუყოვნებლივ გაავრცელო ყადაღა ან ინკასო, კრედიტორის მოთხოვნის
შესაბამისად. შეიძლება პირს უფიქსირდებოდეს რამოდენიმე ვალდებულება
და რამოდენიმე კრედიტორის განცხადების საფუძველზე მოხდეს
ეგრეთწოდებული „მრავალჯერადი ყადაღა“ , მაგალითად: თუ მოვალე
გადაიხდის ერთ ვალდებულებას , კრედიტორს არ ექნება მის მიმართ
პრეტენზია, თუმცა მეორე კრედიტორის არსებობის შემთხვევაში მას არ
მოეხსნებ ყადაღა სანამ არ დააკმაყოფილებს ყველა კრედიტორის
მოთხოვნას. ეს და მსგავსი ყადაღის ბერკეტები ჩემი აზრით საჭიროა,
იმისათვის რომ მოვალემ ვერც ერთ მომენტში ვერ მოახერხოს ქონების
გასხვისება და კრედიტორს ჰქონდეს უნარი და შესაძლებლობა
მოვალისაგან ამოიღოს თანხა, რომლის ვალდებულებაც მოვალეს გააჩნია.

24
საერთო ჯამში სააღსრულებო სამართალი და ყადაღა ეხმარება როგორც
მოვალეს და კრედიტორს ასევე ქვეყნის ეკონომიკას, რადგან ზემოთ
აღნიშნული აბალანსებს ქვეყანაში ფინანსურ მდგომარეობას და კავშირს
კრედიტორსა და მოვალეს შორის.

სააღსრულებლო ბიუროც და აღმასრულებელიც ამ ყველაფერში დიდი


როლს თამაშობენ, რომ არა მათი სწრაფი და ეფექტური მოქმედებები და
ასევე მოვალისათვის მისი უფლებების ინფორმირება ეს ინსტიტუტი არ
იქნებოდა სათანადოდ დაბალანსებული. სააღსრულებო წარმოების
დაწყებისას, როდესაც მოვალეს ეგზავნება შეტყობინება მას სრული უფლება
აქვს დააფიქსიროს სამი პოზიცია. პირველი - არანაირი პოზიცია არ
დააფიქსიროს და გამოვიდეს ბრძანება დავალიანების გადახდევინების
შესახებ. მეორე- შეთავაზოს კრედიტორს მორიგება გარკვეულ პირობებზე,
მესამე - ან დააფიქსიროს ეგრეთწოდებული პროტესტი, როს შემდეგადაც
გამოვა ბრძანება უარი დავალიანების გადაახდევინოს შესახებ, საქმე
გადაეწერება აღსრულების ეროვნული ბიუროდან სასამართლოს და უკვე
მოსამართლე გაარჩევს რაოდენ სწორად არის გაცემული ვალდებულება
რაოდენ მართლზომიერია კრედიტორის მიერ დაწესებული პროცენტი და
საქის ბოლომდე იქნება მოვალის ინტერესების და ასევე კრედიტორის
ინტერესების დამცველი. ამ ყველაფერის გათვალისწინებით სააღსრულებო
სამართალი და ყადაღა როგორც ბერკეტი საკმაოდ კარგად არის
გამოყენებული ჩვენს ქვეყანაში და ხდება სათანადო დონეზე ამ ყველაფრის
კონტროლი, რომ არ მოხდეს უკანონო ქმედებების ჩადენა ან კრედიტორის
ან მოვალის მხრიდან.

მე ვემხრობი არსებულ ინსტიტუციას ვთვლი რომ შემდგომში უფრო


განვითარდება და დაიხვეწება და რომ არა მსგავსი სტრუქტურა
კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობის და სამართლიანი დავის
დაბალანსება იქნებოდა შეუძლებელი, თუმცა აქვე მინდა ავღნიშნო რომ
ვფიქრობ უფრო ეფექტური და ნაკლებად საზიანო ბერკეტი აღსრულების
მოვალისადმი არის სეკვესტრი ვიდრე ყადაღა, რადგან სეკვესტრის დროს
ქონება გადადის კრედიტორის მმართველობაში და მისთვისაც უფრო
გაადვილებული იქნება თანხის დაბრუნება ამ გზით. სამომავლოდ თუ
მსგავსი პრაქტიკა ხშირად იქნება გამოყენებული და მოვალეს

25
ჩამორთმეული ქნება ქონება და კრედიტორი რაღაც პერიოდით განკარგავს
მას, და იმ შემთხვევაში როდესაც მოვალე დაფარავს ვალდებულებას მას
დაუბრუნდება აღნიშნული ქონება , შესაბამისად ვფიქრობ რომ მსგავსი
მეთოდი ორივე მხარის როგორც კრედიტორის ასევე მოვალის, უფრო
უკეთეს პირობებში აყენებს, განსხვავებით სხვა სააღსრულებო სამართლის
ბერკეტებისა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. საქართველოს სააღსრულებო სისტემის მიმოხილვა, ქართული


სააღსრულებო სისტემა ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში,
იოს უითდეჰააგი (რედაქტორი)
2. მოვალის სამართლებრივი შეზღუდვის ფარგლები სააღსრულებლო
სამართალში - მირანდა გურგენიძე, თამაზ ურთმელიძე

26
3. საქართველოს კანონი, აღსრულების კოდექსი
4. მართლმსაჯულება და კანონი, ყადაღა სააღსრულებო სამართალში -
მირანდა გურგენიძე

27

You might also like