You are on page 1of 2

ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთი ინსტიტუტს უსაფუძვლო გამდიდრება

წარმოადგენს. ასეთ ვალდებულებაში ერთი მხარე კრედიტორია (დაზარალებული),


მეორე კი არის მოვალე (შემძენი). კრედიტორად გამოდის პირი, რომლის ხარჯზეც
სხვამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიძინა ან დაზოგა ქონება. ხოლო მოვალე
ის პირია, რომელმაც უსაფუძვლოდ შეიძინა ან დაზოგა ქონება და შესაბამისად
გამდიდრდა. როგორც კრედიტორის, ისე მოვალის როლში შეიძლება გამოვიდეს
სამოქალაქო სამართლის ნებისმიერი სუბიექტი. უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად
წარმოშობილ ვალდებულებებს ლიტერატურაში კონდუქციურ ვალდებულებებს
უწოდებენ. უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებების
უპირველესი ფუნქციაა კრედიტორის ადრინდელ ქონებრივ მდგომარეობაში
აღდგენის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

ქონების უსაფუძვლოდ შეძენა ნიშნავს შემძენის ქონების გაზრდას სხვა პირის


ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე.
ქონების უსაფუძვლო დაზოგვას კი ადგილი აქვს მაშინ, როცა იმ პირის ქონება,
რომელიც ვალდებულია გადაიხადოს ვალი, კი არ მცირდება, არამედ უცვლელი
რჩება, რადგან ეს ვალი შეცდომით ან სხვა მიზეზით სხვამ გადაიხადა. ქონების
შეძენის ან დაზოგვის მომენტში პირმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ნივთი ან სხვა
მატერიალური ფასეულობა მას უსაფუძვლოდ გააჩნია. უსაფუძვლო გამდიდრების
შედეგად წარმოშობილ ვალდებულებაში არა აქვს მნიშვნელობა მოვალის ზარალს ან
მის არამართლზომიერ მოქმედებას. მაგრამ იმ მომენტიდან, როცა პირმა გაიგო ან
უნდა გაეგო, რომ ქონება უსაფუძვლოდ შეიძინა ან დაზოგა, აგრეთვე იმ მომენტიდან,
როცა შეძენას ან დაზოგვას საფუძველი მოაკლდა, შეძენილი ან დაზოგილი ქონების
შემდგომი ფლობა მოვალის მიერ არამართლზომიერი მოქმედების შესასრულებლად
უნდა ჩაითვალოს სამართალდარღვევად. ასეთ დროს, პირმა, რომელმაც დადგენილი
საფუძვლის გარეშე შეიძინა ან დაზოგა ქონება, უნდა დაუბრუნოს იგი
დაზარალებულს.

სსკ-ის 982-ე მუხლის მიხედვით, პირი რომელიც მეორე პირის სამართლებრივ


სიკეთეს ხელყოფს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის,
შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, რომ
უფლებამოსილ პირს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი. ისეთ შემთხვევაში,
როცა რომელიმე საშუალების გამოყენებისას ადგილი არა აქვს ქონებრივ ზიანს,
საკითხი გადაწყდება სხვანაირად. მოვიყვან პრაქტიკულ მაგალითს. მაგალითად, თუ
შემნახველმა მიბარებული ნივთით მისი მესაკუთრის ნებართვის გარეშე ისარგებლა
და მართალია, ამ დროს ქონება არ დაზიანებულია და მესაკუთრის ინტერესი არ
შელახულა, მაგრამ შემნახველმა თავისი სიკეთე დაზოგა სხვის ხარჯზე. ამიტომ ასეთ
შემთხვევაში პასუხი უნდა აგოს კონდუქციური ვალდებულების საფუძველზე
უსაფუძვლოდ მიღებულის ან დაზოგილის ფარგლებში.
ქონებრივი ზიანის ანაზღაურება უნდა მოხდეს დელიქტური ვალდებულებების
პრინციპების გამოყენების საფუძველზე. რაც შეეხება სხვისი ქონების უსაფუძვლოდ
განკარგვის შემთხვევას, იგი აუცილებლად უნდა გაბათილდეს და უფლებამოსილ
პირს დაუყოვნებლივ უნდა ანაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

სსკ-ის 983-ე მუხლის, მიხედვით თუ უფლებამოსილი პირისათვის განკუთვნილ


შესრულებას იღებს არაუფლებამოსილი პირი, მაშინ იგი ვალდებულია, რომ
მიღებული დაუბრუნოს უფლებამოსილ პირს. უფლებამოსილ პირს გააჩნია
მოთხოვნის უფლება იმ პირის მიმართ, რომელმაც სამართლებრივი საფუძვლის
გარეშე მიიღო ფული ან გვაროვნული ნივთი. არაუფლებამოსილ პირი ვალდებულია
უფლებამოსილ პირს დაუბრუნოს ყველაფერი რაც უსაფუძვლოდ მიიღო. ამ
შემთხვევაში კონდიქციური ვალდებულება სავინდიკაციო მოთხოვნისას
წარმოშობილ ვალდებულებას ჰგავს. ორივე შემთხვევაში დგება ქონების სხვისი
უსაფუძვლო მფლობელობიდან გამოთხოვის საკითხი. პირველ შემთხვევაში
შესაძლებელია ფული ან გვაროვნული ნივთი არაუფლებამოსილი პირის
საკუთრებაში მოხვდეს და ეს უკანასკნელი ვალდებული იქნება უვადო წესით
დაუბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული. ხოლო რაც შეეხება მეორე შემთხვევას,
ვინდიკაცია ეხება იმ ქონებას, რომელზეც არაუფლებამოსილ არ წარმოშობია
საკუთრების უფლება და ამის საფუძველზე ითხოვს ნამდვილი მესაკუთრე ქონების
დაბრუნებას სხვისი უკანონო მფლობელობიდან. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა
მოთხოვნა იყოს სადაო და მას ჰქონდეს სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობის
სახე.

You might also like