You are on page 1of 2

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება- ამ დანაშაულის ობიექტია სამეწარმეო და

სხვა ორგანიზაციის როგორც ქონებრივი, ისე სხვა მართლზომიერი ინტერესები.


დამატებითი ობიექტია მოქალაქეთა,საზოგადოების ან სახელმწიფოს ინტერესები.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში


ხელმძღვანელობითი,წარმომადგენლობთი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების
გამოყენებაში ან ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეს
შესაძლებელია როგორც მოქმედებთ,ისე უმოქმედობით.

პირი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ იყენებს თავის


უფლებამოსილებას,თუ იგი კეთილსინდისიერად და გონივრულად არ ახორციელებს
მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. კომერციული ორგანიზაციები თვითონ
განსაზღვრავენ თავიანთი ინტერესების წრეს,კანონით მინიჭებულ უფლებათა
ფარგლებში.

უფლების ბოროტად გამოყენებამ მნიშვნელოვანი ზიანი უნდა გამოიწვიოს,რომ


დანაშაული დამთავრებულად ჩაითვალოს.მნიშვნელოვანი ზიანი შეფასებითი
კატეგორიაა და იგი სასამართლომ უნდა დაადგინოს საქმის კონკრეეტულ
გარემოებებზე დაყრდნნობით. ამასთან მხედველობაში უნდა იყოს მიღებული არა
მხოლოდ ზიანის აბსტრაქტული მოცულობა,არამედ აგრეთვე ორგანიზაციის
ქონებრივი მდგომარეობა,დაზარალებულთა რაოდენობა და ა.შ.

უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ობიექტური მხარე მოიცავს


1)ქმედებას,რაც გამოიხატება ორგანიზაციაში
ხელმძღვანელობითი,წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალურ უფლებამოსილების
გამოყენებაში ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

2)მნიშვნელოვან ზიანს და

3)მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და მნიშვნელოვან ზიანს შორის.

დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია,კერძოდ ეს არის კერძო სამართლებრივი


ურთიერთობის მონაწილე პირი,რომელიც აღჭურვილია
ხელმძღვანელობითი,წარმომადგენლობითი ან სხვა უფლებამოსილებით.

კანონი ხელმძღვანელობით უფლებამოსილების მქონე პირთა ორ ჯგუფს


იცნობს.პირველ ჯგუფში შედიან სოლიდარული პასუხისმგებლობის ყველა
პარტნიოტი,საიდანაც ერთ-ერთს დირექტორობის დაკისრების შემდეგ,ეწოდება
ხელმძღვანელ პარტნიორი. მეორე ჯგუფია შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება,სააქციო საზოგადოება,კოოპერატიივი,სადაც ხელმძღვანელობის
ფუნქცია დირექტორს აკისრია. რაც შეეხება წარმომადგენლობით
უფლებამოსილებას,ესეც ხელმძღვანელობითი საქმიანობის სფეროა.კერძო
სამართლის საზოგადოებების ხელმძღვანელები წარმოადგენენ საზოგადოებას მესამე
პირებთან ურთიერთობაში.

კერძოსამართლებრივი ურთიერთობების სუბიექტები არიან ფონდები და


კავშირები.ფონდებსა და კავშირებში ხელმძღვანელობის უფლება მინიჭებული აქვთ
გამგეობის წევრებსა და ცალკეულ შემთხვევებში სპეციალურ წარმომადგენლებს.

კომერციული მოსყიდვა- მოცემული ნორმის მიზანია სამეწარმეო და კერძო


სამართლის სხვა სუბიექტების საქმიანობის წესის სისხლისსამართლებრივი დაცვის
უზუნველყოფა.კომერციული მოსყიდვა წარმოადგენს დანაშაულს,რომელიც
ხელყოფს საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობის
ნორმალურ პირობებს. მოსყიდვის მეშვეობით შეიძლება უკანონო შეღავათიანი
კრედიტის მიღება, კომერციული საიდუმლოების გამხელა და ა.შ.

განსახილველი დანაშაული უშუალო ობიექტია სამეწარმეო ურთიერთობათა


სფერო.221ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის
ობიექტური მხარე გამოიხატება პირისათვის,რომელიც სამეწარმეო ან სხვა
ორგანიზაციაში ახორციელებს ხელმძღვანელობით,წარმომადგენლობით,ან სხვა
სპეციალურ უფლებამოსილებას ან რომელიც მუშაობს ამ ორგანიზააციაში,
ფულის,ფასიანი ქაღალდის,სხვა ქონებრივი თუ არაქონებრივი მომსახურების
არამართლზომიერი უპირატესობის შეთავაზებასა და დაპირებაში. დანაშაულის
ამსრულებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური,ისე იურიდიული პირი.
დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა.

დამამძიმებელ გარემოებად ითვლება იგივე ქმედების ჩადენა ჯგუფურად ან


არაერთგზის. ამავე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულია იმავე
დანაშაულებრივი ქმედების განხორციელება პირის მიერ სამსახურეობრივი
ვალდებულებების დარღვევით,მომსყიდველის ან სხვა პირის ინტერესებისთვის.აქაც
დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული
პირი.ამ დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია.რაც შეეხება მოსყიდვით
განხორციელებულ ქმედებას თუ ამ ქმედების შეუსრულებლობას,იგი დანაშაულის
შემადგენლობის ფარგლებს გარეთაა.

221-ე მუხლის მე4ნაწილი მე3 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებებს


დამდმძიმებელ გარემოებებად თვლის თუ იგი ჩადენილია ჯგუფურად,არაერთგზის
ან გამოძალვით.

You might also like