You are on page 1of 23

1. მოგების მიზანი, მართლზომიერება და არაერთჯერადობა.

მოგების მიღების მიზანი სამეწარმეო საქმიანობის და, მაშასადამე, სამეწარმეო სუბიექტის


ქმედების მიზნის ქვაკუთხედად გვევლინება. ქართული სამართლის თანახმად ნებისმიერი
მეწარმე სუბიექტი აპრიორი სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იქმნება . ყოველი
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რეგისტრაციის ფაქტით ფორმის მიხედვით
მეწარმე სუბიექტად ითვლება. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად ასეთი სუბიექტის მიერ
განხორციელებული საქმიანობის შინაარსისა, იგი მეწარმის ხარისხს ავტომატურად იძენს .
მაგალითად, შპს-მ შეიძლება საქველმოქმედო საქმიანობაც განახორციელოს , თუმცა ეს
არ ნიშნავს, რომ იგი მეწარმის სტატუსს კარგავს. რეგისტრაციით იგი სწორედ რომ
მოგებაზე ორიენტირებულ ფორმად ყალიბდება და იმთავითვე იგულისხმება , რომ იგი
სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს. მოუტანს თუ არა მეწარმე სუბიექტს რეალურად
მისი ქმედება მოგებას ეს არარელევანტურია, რადგან აქ გადამწყვეტი მოგების მიღების
პრეზუმფციაა, ისევე, როგორც მოგების მიღების მიზანი, რასაკვირველია, განსხვავდება
მეწარმის საქმიანობის საგნისაგან. ადრე არსებული პრაქტიკა, როდესაც პარტნიორები
წესდებაში უთითებდნენ მოგების მიღების მიზანს, შეცვლილია. მისი მითითება საჭირო არ
არის, რადგან ივარაუდება, რომ საზოგადოების მიზანი ისედაც მოგების მიღებაა .

მოგების მიღება ნიშნავს საზოგადოების პარტნიორზე საწარმოს შესაძლო მოგების


განაწილებას დივიდენდის სახით. სამეწარმეო საზოგადოებაში ინვესტიციის
განხორციელების მასტიმულირებელი და პარტნიორის მონაწილეობის ძირითადი
მამოტივირებელი ფაქტორი სწორედ მის მოგებაში მონაწილეობაა, განსაკუთრებით კი
უმცირესობაში მყოფი პარტნიორისთვის. მოგების მიღების მიზნის კონტექსტში ნახსენები
უნდა იყოს მისი სასყიდლიანი ხასიათი. ამიტომ სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი
სახასიათო (ქვე)-ელემენტი არის მისი ეკონომიკურობა/სასყიდლიანობა . სამეწარმეო
საქმიანობის შინაარსისათვის დამახასიათებელია, რომ ამ საქმიანობის საფუძველი
სასყიდლიანი იყოს. მაგალითად, მოხუცებულთა თავშესაფრისთვის საჭმლის უსასყიდლო
დარიგება ეწინააღმდეგება სამეწარმეო საქმიანობის შინაარს .

მართლზომიერი საქმიანობა: მეწარმე სუბიექტის მიერ განხორციელებული საქმიანობა


უნდა ატარებდეს ლეგალურ, კანონიერ ხასიათს. ეს გულისხმობს, რომ საქმიანობა ,
იმისათვის, რომ იგი სამეწარმეოდ ჩაითვალოს უნდა წარიმართოს ქვეყანაში არსებული
მართლწესრიგის საფუძველზე და მის შესაბამისად. მართლზომიერია საქმიანობა,
რომელიც არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, იგი ნებადართულია და არ
არის უკანონოდ გამოცხადებული სასამართლოს გადაწყვეტილებით . კერძო
სამართალში განმტკიცებულია პრინციპი, რომლის მიხედვითაც ნებადართულია ის , რაც
კანონით პირდაპირ არ არის აკრძალული. შესაბამისად, მეწარმეს შეუძლია გარიგებით
სამართალურთიერთობაში შევიდეს ნებისმიერ საქმიანობასთან დაკავშირებით ნებისმიერ
პირთან. საქმიანობის შერჩევის თავისუფლება, როგორც ზემოთ წარმოჩინდა , მეწარმის
კონსტიტუციურ-სამართლებრივად გარანტირებული უფლებაა. უბრალოდ , აქ
გასათვალისწინებელია, რომ სახეზე არ იყოს ისეთი საქმიანობა, რომელიც კანონით
პირდაპირ არის აკრძალული ან მისი განხორციელებისათვის სახელმწიფოს სპეციალური
ნებართვაა საჭირო. პირველშემთხვევას განეკუთვნება სისხლის სამართლის კოდექსით
აკრძალული საქმიანობა, რომელიც, ვთქვათ, იარაღით უკანონო ვაჭრობას უკავშირდება ,
მეორეს კი სპეციალური ნებართვის მოპოვება სპეციალური კანონის საფუძველზე .
მეწარმე სუბიექტს უფლება აქვს გახსნას იარაღის მაღაზიადა კანონიერად ვაჭრობდეს
მსგავსი პროდუქციით. ისევე, როგორც სააფთიაქო ბიზნესის წარმომადგენელ
ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას უფლება აქვს გაყიდოს ფსიქოტროპული
ნივთიერება. უბრალოდ, ამისათვის აუცილებელია, რომ მსგავსი საქმიანობით
დაკავებულმა პირმა სპეციალური ნებართვა/ლიცენზია მოიპოვოს სახელმწიფოსაგან .
მსგავსი ნებართვის გარეშე განხორციელებული საქმიანობა უკანონო საქმიანობად
მიიჩნევა და სისხლისსამართლებრივი სანქციაც შეიძლება გამოიწვიოს . კერძო
სამართლებრივი გაგებით, თუკი საქმიანობა არამართლზომიერ ხასიათს ატარებს , იგი
ვერ მოიაზრება სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი ელემენტის - მართლზომიერების -
ქვეშ. ეს კი, სამეწარმეო საქმიანობას, მისი ელემენტების კუმულაციური ერთობიდან
გამომდინარე, გამოაცლის სამეწარმეო საქმიანობად განხილვის შესაძლებლობას .

არაერთჯერადი საქმიანობა: სამეწარმეო საქმიანობის შემდეგი ელემენტი მის


არაერთჯერად ხასიათს უკავშირდება. არაერთჯერადობაში უნდა იგულისხმებოდეს , რომ
მეწარმე მისი საქმიანობის განხორციელებისას გეგმაზომიერ და ხანგრძლივ ,
უფროსწორედ, სისტემატურ პერიოდზე გათვლილ ქმედებებს ახორციელებდეს . თუმცა ეს
ხელს არ უშლის იმას, რომ საქმიანობა, ფაქტობრივად, შეიზღუდოს მოკლე პერიოდითაც .
მთავარია, რომ არსებობდეს საქმიანობის წარმართვის გეგმაზომიერი
სურვილი/მიზანსწრაფულობა. აქედან კი გამომდინარეობს არაერთჯერადი საქმიანობის
განხორციელების დაშვება. საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შექმნა
ერთჯერადი საქმიანობისათვის, არ ჯდება სამეწარმეო საქმიანობის შინაარსში . მთავარია
დამფუძნებელ-პარტნიორთა შეთანხმება, რომ მათ სურთ სამართლებრივი ფორმის
მეშვეობით ბიზნესის მრავალჯერადად წარმართვა, რისთვისაც ისინი სწორედ აღნიშნულ
ბიზნეს სუბიექტს ქმნიან.

სამეწარმეო საქმიანობა ყოველთვის არის დაკავშირებული გარკვეულ რისკთან . რისკის


აბსოლუტური განეიტრალება არც ერთ მართლწესრიგსა და ცხოვრებისეულ სიტუაციას არ
ძალუძს. ამ რისკში იგულისხმება, რომ ბიზნესის არარენტაბელურად მიმდინარეობას
შედეგად შესაძლოა მოჰყვეს მძიმე ფინანსური მდგომარეობა, რამაც შეიძლება საერთოდ
შეუძლებელი გახადოს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და ამან შედეგად მეწარმის
ლიკვიდაციაც გამოიწვიოს.

ზოგადად გადამწყვეტი ის კი არ არის, არაერთჯერადად იქნება თუ არა დამზადებული და


გატანილი პროდუქცია ბაზარზე მისი რეალიზაციის მიზნით, არამედ ავეჯის დამზადება -
რეალიზების თავდაპირველად (სუბიექტურად და ობიექტურად ) მოაზრებული
წინამდებარე ბიზნესის გეგმაზომიერი ხასიათი.

2. დამოუკიდებლობა, საქმიანობის ორგანიზებულობა.

გლობალურ ეკონომიკურ სამყაროში ბიზნეს სუბიექტი მძლავრი კონკურენციის პირობებში


იმყოფება ბაზარზე ოპერირებადი მსგავსი საქმიანობის მქონე კომპანიათა მხრიდან .
საწარმოს კონკურენტუნარიანობა და ფინანსური მდგრადობა, მისი კრედიტუნარიანობა
მრავალ ეკონომიკურ თუ სოციალურ ფაქტორზე არის დამოკიდებული . როგორც წესი,
სამეწარმეო სუბიექტი საკუთარი შეხედულებით განსაზღვრავს და აყალიბებს შიდა
ორგანიზაციულ სტრუქტურას, მართვის მექანიზმს, კონტროლის სისტემას , ნიშნავს
ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე, საკუთარი შეხედულებისამებრ , სოციალურ -
ეკონომიკურ ურთიერთობას ამყარებს მომხმარებელთან, ახდენს პროდუქციის ბაზრის
კვლევას და სურვილისამებრ მოქმედებს მესამე პირებთან გარიგებაში შესვლის კუთხით ,
თავისუფალია შიდა კორპორაციული ნების ფორმირების, ორგანიზაციული
ურთიერთობის დადგენასა და მოწესრიგებაში და სხვ. მოკლედ, კერძო სამართლის
სუბიექტი თავის საქმიანობაში დამოუკიდებლობის გაცილებით მაღალი სტანდარტით
სარგებლობს, ვიდრეს სსიპ, ადმინისტრაციული ორგანო და აშ. ბიზნესის რენტაბელობა
წარმოუდგენელია თამამი, გაბედული და სარისკო გადაწყვეტილებათა მიღების გარეშე .
ეს კი საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელების მაღალი დონის პირობებშია
შესაძლებელი. სწორედ ამიტომ სრულიად სამართლიანად არის აღნიშნული იურიდიულ
ლიტერატურაში, რომ ,,დამოუკიდებლობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნიშანია,
რომელიც სამეწარმეო საქმიანობას განასხვავებს სხვა სახის საქმიანობისაგან .

თუმცა დამოუკიდებლობაში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება სამართლებრივი


დამოუკიდებლობა. სამეწარმეო საქმიანობის შემადგენელ ელემენტად დამოუკიდებლობა
მხოლოდ მაშინ კვალიფიცირდება, როდესაც სახეზეა სწორედ იურიდიული
დამოუკიდებლობა და არა ეკონომიკური გაგებით დამოუკიდებლობა. სწორედ
სამართლებრივი დამოუკიდებლობა აძლევს მეწარმეს მისი ბიზნესის საკუთარი
შეხედულებით მართვის შესაძლებლობას. ეკონომიკური დამოუკიდებლობა,
გაცხოველებული გლობალურ-საერთაშორისო ბაზრის პირობებში წარმოუდგენელია .

საქმიანობა ორგანიზებულად: სამეწარმეო საქმიანობის ბოლო ელემენტის -


ორგანიზებულობის - შინაარსის გაგებისათვის რამდენიმე ქვეელემენტის გამოყოფაა
საჭირო.

ა) საქმიანობის განხორციელება მართვის სისტემით, სამეწარმეო საქმიანობის


განმახორციელებელი საწარმოს მატარებელი სუბიექტია, ანუ მეწარმის კონკრეტული
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. თავად ტერმინი - ორგანიზაციულ-
სამართლებრივი - თავის თავში მოიცავს იმგვარ შინაარსს, რომ სამოქალაქო ბრუნვის
აღნიშნული სუბიექტი აუცილებლად აგებული უნდა იყოს გარკვეულ ორგანიზებულ
სისტემაზე. მხოლოდ ამ სისტემით უნდა იყოს იგი უნარიანი ჩამოაყალიბოს
კორპორაციული ნება და გარეთ გაიტანოს ეს უკანასკნელი. მაშასადამე , ჰქონდეს
საამისოდ განკუთვნილი მმართველობითი და ხელმძღვანელ-წარმომადგენლობითი
ორგანოები. სამეწარმეო საზოგადოება სწორედ ამ ორგანოთა ქმედითი კავშირის
საფუძველზე ოპერირებს ბაზარზე. კაპიტალური ტიპის საზოგადოებას , ამხანაგურისაგან
განსხვავებით, განსაკუთრებით ესაჭიროება კორპორაციული მართვის სისტემა . მის
გარეშე აღნიშნული იურიდიული ფორმის არსებობა წარმოუდგენელია .

ბ) მიმართული ურთიერთობის გარეთ გატანისაკენ ხელმძღვანელობით-


წარმომადგენლობითი და მმართველობითი ორგანიზაციის მქონე სისტემა აუცილებელია
თავად მეწარმის გარესამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილეობისთვის . ყველა
სამეწარმეო საზოგადოება ავტომატურად განეკუთვნება გარე და არა შიდა
საზოგადოებას. ყველა გარე საზოგადოებისათვის კი დამახასიათებელია ის , რომ მისი
საქმიანობა მიმართულია მესამე პირთან ურთიერთობის დამყარებისაკენ , ანუ
იგი ,,ურთიერთობის გარეთ გატანას" ისახავს მიზნად და შესაბამისად , ქართული
სამართლის მიხედვით იურიდიული პირის სტატუსის მქონე სოციალურ წარმონაქმნად
არის აღიარებული. ამასთან, საწარმოს მატარებელი სუბიექტი აუცილებლად მოწყობილი
უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმით.

გ) და ბოლოს, ორგანიზებულობაში, კერძოსამართლებრივი გაგებით, იგულისხმება , რომ


მეწარმე ექვემდებარება სავალდებულო რეგისტრაციას შესაბამის ორგანოში -
სამეწარმეო რეესტრში. იმისათვის, რომ ესა თუ ის ორგანიზაციულ-იურიდიული ფორმა
ბრუნვაში მეწარმედ მოგვევლინოს საჭიროა, სახელმწიფოს მხრიდან მისი წარმოშობის ,
ანუ იურიდიულ პირად მისი ლეგიტიმაციის, მისი აღიარებისა და დადასტურების აქტი . ეს
კი მისი რეგისტრაციით ვლინდება. რეგისტრაციას კონსტიტუტიური, ანუ უფლების
წარმომშობი მოქმედების ძალა აქვს.

3. მეწარმე სუბიექტთა ტიპოლოგიური ბუნება.

სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთი


რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მეშვეობით უნდა
მოხდეს. ამ კონტექსტში სახელმწიფოს საზრუნავს წარმოადგენს, რომ თითოეული
ბიზნესის წარმოების ფორმა საკანონმდებლო დონეზე გარკვეული სახასიათო ,
თვითმყოფადი ნიშნით აღჭურვას, რათა ამ ფორმათა ტიპოლოგიური ბუნების
დიფერენცირებასა და მათ წარმოჩენას შეუწყოს ხელი. ამით სამეწარმეო საქმიანობის
მსურველ დამფუძნებელ-პარტნიორებს მეტი წარმოდგენა ექნებათ მათ მიერ შერჩეული
ბიზნესის, მისი ფორმისა და შინაარსის თაობაზე და უკეთ გაერკვევიან , თუ რომელი
იურიდიული ფორმაა მათთვის ყველაზე ხელსაყრელი: როგორი კონტროლის სისტემის
ჩამოყალიბება იქნება საჭირო არაპერსონალური პარტნიორული სტრუქტურის მქონე
კომპანიაში; საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა იყვნენ თუ არა პარტნიორები
უშუალოდ ჩართულნი საწარმოს მართვასა და ხელმძღვანელობაში .

კონტინენტური ევროპის სამართალი მეწარმე სუბიექტთა, უფრო სწორედ , სამეწარმეო


საზოგადოებათა დაყოფას ახდენს ერთი მხრივ ამხანაგურ და მეორე მხრივ , კაპიტალური
ტიპის საზოგადოებად.

ამხანაგური ტიპის საზოგადოება: ამხანაგური, ანუ პერსონალური საზოგადოებაში ორი


ძირითადი ფორმა მოიაზრება. პირველი არის სპს (სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოება), ხოლო მეორე კს (კომანდიტური საზოგადოება). ისტორიულად სპს
სავაჭრო გაერთიანების პირველი იურიდიული ფორმაა, რომელიც მასში მონაწილე
ფიზიკური პირების უნარებისა და კაპიტალის გამოყენებაზე იყო დაფუძნებული . სპს -
ისთვის დამახასიათებელია პერსონალური პარტნიორული სტრუქტურა . ეს ნიშნავს, რომ,
როგორც წესი, საზოგადოებაში მცირე რაოდენობის პარტნიორი მონაწილეობს , მათ
შორის ახლო პიროვნული კავშირი არსებობს, ისინი ერთობლივად უძღვებიან საწარმოს
საქმიანობას. აღნიშნულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაში კანონისმიერი
კაპიტალის არსებობა და შენარჩუნება აუცილებელი არ არის, თუმცა ეს, რასაკვირველია ,
არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესის დაწყებას ფინანსურ-მატერიალური სახსრები არ
ესაჭიროება. რა თქმა უნდა, საზოგადოების პარტნიორებმა უნდა იზრუნონ ქონებრივი
სიკეთის მოძიებაზე.

საზოგადოებათა დოგმატური დაყოფის პირობებში, საკორპორაციო სამართალი


ამხანაგური ტიპის საზოგადოებაში მოიაზრებს კს-ს (კომანდიტურ საზოგადოებას ),
მიუხედავად მისი, ერთგვარად, ჰიბრიდული იურიდიული ბუნებისა . კომანდიტური
საზოგადოება დასავლეთევროპულ ქვეყნებში, იქ, სადაც ისტორიულად ჩამოყალიბდა ეს
ფორმა, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების ნაირსახეობად განიხილება .
კანონით კს-ის მომწესრიგებელ ნორმა-დებულებებს ადვილად დავინახავთ , რომ მის
მიმართ სუბსიდიურად გამოიყენება სპს-ის მუხლები. კანონის კს-ისთვის განკუთვნილი
განსაკუთრებული ნაწილით რეგლამენტირებული ნორმები ეხება მხოლოდ
კომანდიტებთან და საწარმოს მართვასთან/ხელმძღვანელობასთან დაკავშირებულ
საკითხებს. კომანდიტური საზოგადოება ატარებს, როგორც ამხანაგური (ინდივიდუალური
პასუხისმგებლობა), ისე კაპიტალური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი
პასუხისმგებლობის ნიშნებს.

კაპიტალური ტიპის საზოგადოება: საზოგადოებათა დაყოფის მეორე მხარეს მოცემულია


კაპიტალური ტიპის საზოგადოება, რომელიც რამდენიმე სამართლებრივ ფორმას
აერთიანებს: შპს-ს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) და სს-ს (სააქციო
საზოგადოება). შპს ყველაზე გავრცელებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა
და საქართველოში იგი დიდი მოწონებით სარგებლობს. ქვეყნის ორგანიზაციულ-
კორპორაციული ეკონომიკის უდიდესი ხვედრითი წილი სწორედ მასზე მოდის . შპს-ს
დაფუძნება, ამხანაგური ტიპის საზოგადოებისაგან განსხვავებით, შესაძლებელია ერთი
პირის მიერაც რაც ეკონომიკურად ყველაზე გამართლებულია, მისი პარტნიორი
სარგებლობს შეზღუდული პასუხისმგებლობის პრივილეგიით. ვალდებულების
სრულყოფილად და ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მისი ინდივიდუალური პირადი
პასუხისმგებლობა მთელი მისი ქონებით საზოგადოების კრედიტორის წინაშე
გამოირიცხება. შეიძლება ითქვას, რომ ეს მეტ ინტერესს აღძრავს ამ ფორმის მიმართ
ინვესტორში, რომელიც მისი კაპიტალის დაბანდებას ლამობს ბიზნესში და მეტ
შესაძლებლობას აძლევს პარტნიორს ხმის უფლების სიძლიერე სწორედ ინვესტიციის
მოცულობაზე გახადოს დამოკიდებული. მართალია, შპს-ს არ მოეთხოვება მინიმალური
კანონისმიერი განთავსებული (საწესდებო) კაპიტალის არსებობა, განსხვავებით სს -ისაგან ,
და ეს მის ეგზისტენციალურ ხასიათზე გავლენას არ ახდენს, თუმცა დამფუძნებელ -
პარტნიორთა შეთანხმება წილებსა და კაპიტალში მათი მონაწილების დათქმის შესახებ
აუცილებლად უნდა იყოს სახეზე. შპს, როგორც წესი, ნებისმიერი სეგმენტის ბიზნესისთვის
გამოიყენება, როგორც მცირე, ისე დიდი ბიზნესისათვის. თუმცა ძირითადად იგი საშუალო
ბიზნესში ოპერირებს.

სს (სააქციო საზოგადოება), კლასიკური გაგებით, დიდი ბიზნესის კორპორაციულ ფორმად


მიიჩნევა და კაპიტალის შემაკავშირებელი ფუნქციის მატარებელი სუბიექტია . დიდია მისი
ეკონომიკური მნიშვნელობა განსაკუთრებით ინდუსტრიულ, საბანკო და სადაზღვევო
სფეროში. მისი პარტნიორი, ანუ აქციონერი, შპს-ის პარტნიორის მსგავსად, სარგებლობს
ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის პრივილეგიით და საზოგადოების კრედიტორის
წინაშე არ ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა. სს-ში სავალდებულოა კანონით
გათვალისწინებული მინიმალური განთავსებული კაპიტალის არსებობა, რაცადრე
საწესდებო კაპიტალის სახელწოდებით იყო ცნობილი ქართულ საკორპორაციო
სამართალში.

4. საკორპორაციო სამართლის პრინციპები.

საწესდებო ავტონომია: საკორპორაციო სამართალი, როგორც ნებისმიერი იურიდიული


მატერია, გაჯერებულია მისთვის სახასიათო სახელმძღვანელო პრინციპებით . სამართლის
ამ დარგში, მისი უფრო თვითრეგულირებადი ხასიათიდან გამომდინარე , ბატონობს
დისპოზიციურობის პრინციპი. იმპერატიული ნორმები გამოიყენება სწორედ მაშინ ,
როდესაც საქმე ფუძემდებლური საკორპორაციოსამართლებრივი პრინციპების
უზრუნველყოფასა და რეალიზებას ეხება. სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის
შექმნილი გაერთიანების მონაწილენი - სამეწარმეო საზოგადოების (დამფუძნებელი )
პარტნიორები დამოუკიდებლად, მათი კერძო ავტონომიისა და თავისუფალი ნების
გამოვლენის საფუძველზე ხდებიან ერთობლივი მიზნის მისაღწევად ჩამოყალიბებული
კომპანიის მონაწილენი. ისინი დამოუკიდებლად განსაზღვრავენ და ადგენენ უფლება -
მოვალეობას ერთმანეთისა და საზოგადოების მიმართ. კანონმდებლობით აღიარებულ
ფარგლებში იძენენ წილიდან გამომდინარე უფლებებსა და მოვალეობებს და
სახელშეკრულებო თავისუფლების საფუძველზე მოდიფიცირებას უკეთებენ
დისპოზიციურად განსაზღვრულ შიდაორგანიზაციული ხასიათის ურთიერთობას .
პარტნიორება, ხშირ შემთხვევაში, საწესდებო თავისუფლებით აყალიბებენ
კორპორაციულ ურთიერთობებს და მათთვის სასურველი დებულებებისა და
პოსტულატების ინკორპორირებას ახდენენ საზოგადოების ხელშეკრულებაში .

პარტნიორთა თანასწორუფლებიანობა: საკორპორაციო სამართალში ერთხმად არის


აღიარებული, რომ პარტნიორთა თანაბარი მოპყრობის პრინციპი უზრუნველყოფილია .
იგი პარტნიორის ერთგულების მოვალეობის სტანდარტთან ერთად არის განსახილველი ,
რაც სხვა (თანა)პარტნიორის უფლებისა და კანონიერი ინტერესის მხედველობაში
მიღებითა და მისი კორპორაციულ ცხოვრებაში გათვალისწინების მოვალეობით არის
ინსპირირებული. თანასწორუფლებიანობის პრინციპი დეკლარირებული ხასიათის
კორპორაციულ სამართლებრივი პრინციპია, თუმცა მისი შინაარსი განმარტებას
მოითხოვს: კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, პარტნიორთა
თანასწორუფლებიანობის პრინციპი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუკი პარტნიორები
თანაბარ პირობებში იმყოფებიან. მაგალითად, სს-ს (სააქციო საზოგადოებას) რამდენიმე
აქციონერი ჰყავს. მათი გარკვეული რაოდენობა ფლობს ერთი კლასის აქციას , რომელიც
მას ხმის უფლებას ანიჭებს. პირობითად, მას A კლასის აქცია დაერქმევა. სს-ში
აქციონერთა გარკვეულჯგუფზე გაცემულია ასევე სხვა (B) კლასის აქცია, რომელიც მის
მფლობელს კორპორაციში არ უზრუნველყოფს ხმის უფლებით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტი
ადგენს, რომ ერთი კლასის აქცია მის მფლობელს თანაბარი უფლებით აღჭურვავს. თუმცა
ეს არ ნიშნავს იმავე საზოგადოებაში სხვა კლასის აქციის (ან წილის) მფლობელის
აუცილებლად იმავე პირობებში ჩაყენებას. თანასწორუფლებიანობის პრინციპის
გამოხატულებას წარმოადგენს ასევე შესატანის განხორციელების დაწესებისას
ინფერენტთა პირობებში ჩაყენების ვალდებულება. საზოგადოების წარმომადგენლობა
მის ხელმძღვანელ ორგანოს - დირექტორს ეკისრება. შესაბამისად , სწორედ დირექტორი
უნდა იყოს საზოგადოების წინაშე ამ ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი .
დირექტორმა კი ყველა ინფერენტი თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს და
უთანასწორო მოპყრობით, რაც ამა თუ იმ პარტნიორისადმი ლოიალურ
დამოკიდებულებაში შეიძლება გამოიხატოს დააზარალოს საზოგადოებისა და სხვა
პარტნიორის ინტერესი. შესაბამისად, დირექტორი ვალდებულია, დაიცვას პარტნიორთა
(აქციონერთა) თანაბარი მოპყრობის პრინციპი და თანაბარი ვალდებულებით შებოჭოს
ისინი.
ფორმის შერჩევის თავისუფლება : იგი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის
შერჩევის თავისუფლების პრინციპის სახელწოდებით უნდა იყოს ცნობილი .
საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება დასაშვებია მხოლოდ
სათანადო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საფუძველზე. თავად ეს ფორმები
სახელმწიფოს მიერ არის დადგენილი და მათი ჩამონათვალი ამომწურავია . ბიზნესის
წარმოების მსურველ პირებს შეუძლიათ თავისუფლად ისარგებლონ საერთო მიზნის
მისაღწევად გაერთიანების კონსტიტუციური უფლებით და მათი ბიზნესისათვის ყველაზე
უფრო ხელსაყრელი, ხელმისაწვდომი და სასურველი იურიდიული ფორმა , რომლის
ფარგლებშიც ისინი დასახულ მიზანს მიაღწევენ, თავადვე შეარჩიონ. შესაბამისად ,
საკორპორაციო სამართლით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის
სახელმწიფოს მიერ დადგენილი სამართლებრივი ფორმის შერჩევის სრული
თავისუფლებაა უზრუნველყოფილი.

საქმიანობის საგნის დადგენის თავისუფლება: სამეწარმეო საზოგადოების ფარგლებში


პარტნიორები გარკვეულ (საერთო) მიზანს ისახავენ. სამეწარმეო საზოგადოების
პარტნიორები კერძო ავტონომიის ფარგლებში ადგენენ საქმიანობის საგანს , რის
განსაზღვრაშიც ისინი თავისუფალნი არიან. შესაბამისად, საქმიანობის საგნის
განსაზღვრის თავისუფლება უზრუნველყოფილია და იგი, როგორც წესი,
გამომდინარეობს შეთანხმებული ბიზნესის წარმოების თავისებურებიდან და
სპეციფიკიდან. მოქმედი კანონის შესაბამისად, სადამფუძნებლო დოკუმენტში
აუცილებელია საზოგადოების საქმიანობის საგნის მითითება მისი ზოგადი ან
კონკრეტული ფორმულირების სახით.

პარტნიორობის უფლება: სამეწარმეო საზოგადოებაში პარტნიორად მონაწილეობის


უფლება ერთ-ერთი კორპორაციულსამართლებრივი პრინციპია. სამოქალაქო ბრუნვის
მონაწილენი თავად განსაზღვრავენ, თუ ვისთან შევიდნენ გარიგებითსამართლებრივ
ურთიერთობაში, თუ ვისთან ერთად მიიღონ გაერთიანებაში მონაწილეობა და როდის
დაასრულონ ეს ურთიერთობა. პარტნიორი სამეწარმეო საზოგადოებაში თავად
განსაზღვრავს მონაწილეობას იმ პირობით, რომელიც მისთვის მისაღებია .
საზოგადოებაში მონაწილეობის იძულება დაუშვებელია, ვინაიდან იგი
კერძოსამართლებრივი შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული საერთო მიზნის
მიღწევის კონცეფციას ეწინააღმდეგება. გარკვეული შეზღუდვები ამ დროსაც არსებობს ,
თუმცა ეს უკანასკნელიც ლეგიტიმურად გამართლებულია. მაგალითად , სს -ის
ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაში 95%-ის მეტი ხმის უფლების მქონე აქციონერის
მხრიდან დასაშვებია უმცირესობაში მყოფი პარტნიორის მისი ნების საწინააღმდეგო
განდევნა კორპორაციიდან, რასაც აქციათა სავალდებულო მიყიდვის პროცედურა
განაპირობებს.

საკუთრების უფლების გარანტია: სამეწარმეო საქმიანობის მონაწილეთა საკუთრების


უფლება გარანტირებული და დაცულია. ბუნებრივია, მონაწილის ქვეშ მეწარმეობის
განმახორციელებელი სამართლებრივი ფორმაც მოიაზრება. ქართული საკორპორაციო
სამართლის მიხედვით, ყველა სამეწარმეო საზოგადოება იურიდიულ პირად განიხილება .
ეს ნიშნავს, რომ მეწარმედ ორგანიზებული სამოქალაქო სამართლის სუბიექტი შეიძლება
იყოს მოძრავი თუ უძრავი ნივთის მესაკუთრე. მისი საკუთრების უფლება კონსტიტუციურ-
სამართლებრივად დაცულია იმ ლეგიტიმური შეზღუდვის გათვალისწინებით , რაც ასევე
საქართველოს კონსტიტუციით არის დასაშვები.
სასამართლოსათვის მიმართვის უფლება: მეწარმე სუბიექტს საკუთარი სახელით
გარანტირებული აქვს აღძრას სარჩელი სასამართლოში დარღვეული ან სადავოდ
გამხდარი უფლების თაობაზე ან თავი დაიცვას მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელისაგან .
ამას უზრუნველყოფს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე -2 მუხლის
პირველი ნაწილი გარდა საგამონაკლისო შემთხვევისა. სასამართლო პროცესში
საზოგადოებას ორგანულსამართლებრივი წარმომადგენლობის უფლებამოსილების
მქონე პირი წარმოადგენს. მართლმსაჯულების განხორციელების სპეციფიკა სპეციალური
ცოდნის მქონე პირის დახმარებას მოითხოვს, ამიტომ პრაქტიკაში საზოგადოების
ხელმძღვანელი ორგანო საზოგადოების სახელით სპეციალურ სასამართლო
წარმომადგენლობას ანიჭებს იურიდიული სპეციალობის მქონე პირს . გარდა საერთო
სასამართლოებისადმი მიმართვისა, სამეწარმეო საზოგადოებას უზრუნველყოფილი აქვს
ასევე უფლება მისი ინტერესის დასაცავად - ნორმატიული აქტისან მისი ცალკეული
ნორმის კონსტიტუციურობის დასადგენად - კონსტიტუციური სარჩელით მიმართოს
საკონსტიტუციო სასამართლოსაც.

7 პრინციპი ჯამში.

5. შესატანის ცნება და სახეები.

საზოგადოების დასაარსებლად საჭიროა მომავალი პარტნიორების მიერ განსაზღვრული


შესრულების განხორციელება, რითაც პირები ამ საზოგადოებაში თავიანთ მონაწილეობას
ადასტურებენ. ამ შესრულებას საკორპორაციო სამართალში ეწოდება შესატანი . შესატანი
შეიძლება განხორციელდეს, როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახით. ფულადი
შესატანის დროს თანხა შეიძლება განისაზღვროს ნებისმიერი ვალუტით , მაგრამ
საზოგადოების საბუღალტრო წიგნებში ეს თანხა აღინიშნება ეროვნული ვალუტით იმ
კურსის შესაბამისად, რა კურსიც ჰქონდა შესატანის დღეს ეროვნულ ვალუტას . ფულადი
შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც საზოგადოების საბანკო ანგარიშზე , ასევე
საზოგადოების სალაროში. მთავარია, რომ ეს სახსრები აისახოს საზოგადოების სახელზე
და გადავიდეს მისი განკარგვის სფეროში.

კანონის 3.3 მუხლის მესამე წინადადების თანახმად, „შესატანი შეიძლება წარმოდგენილ


იქნეს სხვა ქონებრივი და არაქონებრივი ობიექტების სახით“. ამ ფორმით
განხორციელებულ შესატანს არაფულადი შესატანი ეწოდება. შეთანხმება არაფულადი
შესატანის განხორციელების შესახებ უნდა განმტკიცდეს საზოგადოების წესდებით .
წესდებაში უნდა მიეთითოს არაფულადი შესატანის სახე და თითოეული პარტნიორის
წილის ოდენობა. საზოგადოების რეგისტრაციის მომენტისათვის არაფულადი შესატანი
ისე უნდა იყოს განხორციელებული, რომ საზოგადოებას უფრო ზუსტად , მის
ხელმძღვანელობას ჰქონდეს შესაძლებლობა თავისუფლად გამოიყენოს და განკარგოს
იგი. თუ საზოგადოებას არ მიუწვდება ხელი არაფულადი შესატანის თავისუფალ
გამოყენებაზე, მაშინ შესატანი განხორციელებულად არ ჩაითვლება და საზოგადოებას
შეიძლება უარი ეთქვას რეგისტრაციაზე. იმისთვის, რომ არაფულადი შესატანი შეტანილ
იქნეს საზოგადოების საწესდებო კაპიტალში, აუცილებელია, რომ ამ არაფულადი
შესატანის შემტანი იყოს მისი მესაკუთრე. საკორპორაციო სამართალში აღიარებული
შეხედულების თანახმად არაფულადი შესატანის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის
ობიექტები, რომლებიც სამოქალაქო-სამართლებრივი ბრუნვის საგანს შეადგენენ
(ბრუნვაუნარიანი ობიექტები) და შესაძლებელია მათი ეკონომიკური ღირებულებების
დადგენა, ე.ი არაფულადი შესატანის ობიექტი შეიძლება იყოს „ყველა ნივთი და
არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობა, სარგებლობა და განკარგვა
შეუძლიათ და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის
147-ე მუხლი) და შესაბამისად, შესაძლებელია თავისუფლად მათი ჩართვა საზოგადოების
ქონებაში. იმ ობიექტებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს არაფულადი
შესატანის სახით, შეტანაუნარიანი ობიექტები ეწოდებათ.

დაუშვებელია იჯარით აღებული ქონების ჩადება საწესდებო კაპიტალში. ამიტომ , ქუთაისის


საოლქო სასამართლომ სწორად გააუქმა ბაღდათის რაიონის სასამართლოს მიერ
მიღებული გადაწყვეტილება შპს „რუდულას წყლის“ რეგისტრაციის შესახებ, რომელშიც
დამფუძნებელმა პარტნიორმა საწესდებო კაპიტალში ჩადო იჯარით აღებული ქონება და
ხარვეზის გამოსასწორებლად მისცა სამი თვე. მართალია, კანონი მიუთითებს, რომ
შესატანი შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი ქონებრივი თუ არაქონებრივი
ობიექტების სახით, მაგრამ არ აზუსტებს, თუ რომელიმე საგნები შეიძლება იყოს ამ მიზნით
გამოყენებული.

ობიექტის შეტანაუნარიანად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ვარგისი იყოს


საზოგადოების კაპიტალში შესატანად, რათა ამით უზრუნველყოფილი იქნეს
საზოგადოების რეალური ქონების შექმნა. ე.ი. არაფულადი შესატანის განხორციელების
გზით საზოგადოებას უნდა შეექმნას ისეთი ქონება, რომელიც უზრუნველყოფს
აუცილებლობისას კრედიტორების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. ამის წინაპირობა კი
არის ის, რომ ეს ობიექტები უნდა გადავიდეს საზოგადოების რეალურ მფლობელობაში .
გამოთქმულია მოსაზრება, რომ შესაძლებელია იჯარისა და ქირავნობის უფლებათა
შეტანა საწესდებო კაპიტალში, მაგრამ არა იჯარით აღებული ან დაქირავებული ქონებისა .
საზოგადოების დაფუძნებისას არაფულადი შესატანის სახით პარტნიორებს შეუძლიათ
შეიტანონ როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ნივთები. ორივე შემთხვევაში ისინი ამ
ნივთებზე საკუთრებას გადასცემენ საზოგადოებას. ამიტომ არაფულადი შესატანის
გაფორმება ამ დროს უნდა განხორციელდეს შესაბამისად მოძრავ ან უძრავ ნივთებზე
საკუთრების გადაცემისთვის გათვალისწინებული წესით. თუ არაფულადი შესატანის
ობიექტია უძრავი ქონება (მაგ, ბინა ან საცხოვრებელი სახლი), ამას სჭირდება სანოტარო
წესით დამოწმებული წესდება, რომელშიც ზუსტად აღინიშნება ობიექტის სახეობა , მისი
აღწერა, ვინ გადასცემს ამ ქონებას და საზოგადოების, როგორც მესაკუთრის
რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. თუ პარტნიორს შეაქვს ავტომანქანა მაშინ ეს
ავტომანქანა უნდა გადაფორმდეს საზოგადოების სახელზე.

მოთხოვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს არაფულად შესატანად, თუ მათ ეკონომიკური


ღირებულების დადგენა რეალურად შესაძლებელია ანუ შესატანად მიიჩნევა მხოლოდ
ისეთი მოთხოვნები, რომელთა შეფასება შესაძლებელია. მოთხოვნის გამოყენება
არაფულადი შესატანის სახით უნდა გაფორმდეს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით
საზოგადოებასა და შეტანაზე ვალდებულ პარტნიორებს შორის. არაფულადი შესატანის
სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი სანივთო ან ვალდებულებით -
სამართლებრივი უფლება, რომელთა გადაცემა საზოგადოებისთვის რეალურად
შესაძლებელია და ასევე ვარგისია საზოგადოების მიერ გამოსაყენებლად .
შეტანაუნარიან ობიექტებს განეკუთვნება არამატერიალური ქონებრივი უფლებები ,
როგორიცაა საავტორო, საგამომცემლო, სამრეწველო საკუთრების უფლებები .
აღნიშნული უფლებებისაგან განსხვავებით არ შეიძლება არაფულადი შესატანის სახით
გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ნიშანი, საფირმო სახელწოდება, კლიენტურა . ისინი
შეიძლება მხოლოდ შესაბამის საწარმოსთან ერთად იქნეს შეტანილი საზოგადოების
კაპიტალში. არაფულადი შესატანის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს აქციები ან შპს -
ის, სპს-ის. კს-ის წილები, თუკი ამ საზოგადოებათა პარტნიორები თანახმა არიან, ან თუ
წესდება ასეთ შესაძლებლობებს ითვალისწინებს. საზოგადოების წესდებაში უნდა
განისაზღვროს, საწარმოს შეტანის შედეგად მხოლოდ უფლებები გადადის თუ შეტანილი
საწარმოს ვალდებულებებიც. დასავლეთის ქვეყნების სამართლის მეცნიერებისა და
სასამართლო პრაქტიკის მიერ აღიარებულია, რომ მომსახურების გაწევის ვალდებულება ,
ან მომსახურებიდან წარმოშობილი მოთხოვნები არ შეიძლება ჩაითვალოს შესატანად
მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნები გადაცემადია.

ფულადი შესატანის შეცვლა არაფულადი შესატანით მას შემდეგ, რაც შესატანი


განხორციელებულია და საზოგადოება რეგისტრირებულია, დაუშვებელია . დაუშვებლად
არის მიჩნეული ასევე არაფულადი შესატანის ობიექტების გამოცვლა , მიუხედავად ამ
ობიექტების ღირებულებისა. არაფულადი შესატანის შეცვლა ფულადით შეიძლება
ნებისმიერ დროს. თუ შესატანი ობიექტის ღირებულება დათქმულ თანხაზე ნაკლებია,
მაშინ იგი უნდა შეივსოს ფულით. მაგრამ თუკი არაფულადი შესატანის ღირებულება
აღემატება დათქმულ თანხას, ზედმეტი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია .

6. სპს-ის პარტნიორთა არაქონებრივი უფლებები.

ა- კონტროლისა და ინფორმაციაზე წვდომის უფლება: ინფორმაციის მიღებისა და


კონტროლის გაწევის უფლებები ამხანაგური ტიპის საზოგადოებათა ორგანიზაციული
მართვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ორივე ემსახურება პარტნიორთა უფლებების
დაცვას, განსაკუთრებით კი სპს-ში პარტნიორის პასუხისმგებლობის მასშტაბის
გათვალისწინებით. ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის გაწევის უფლებების
არსებობის საფუძველი საზოგადოებაში პარტნიორული სტატუსი გახლავთ და
აქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, დაუშვებელია მისი მესამე პირზე დელეგირება ,
რაც გარკვეულწილად საზოგადოების სამეწარმეო საქმიანობის ინტერესითაც არის
ნაკარნახევი. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია მისი განხორციელება ექსპერტის
მონაწილეობით, რომლის ხარჯს თავად პარტნიორი ფარავს, ხშირია შემთხვევა, როცა
სპს-ის თანაპრტნიორები ერთ კონკრეტულ პარტნიორს ანიჭებენ კონტროლის გაწევის
ფუნქციას. ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის გაწევის უფლება დაუშვებელია
შეიზღუდოს ან აიკრძალოს, თუმცა მათი გაფართოვება დასაშვებია წესდებით .
ინფორმაციის მიღებისა და კონტროლის გაწევის უფლებები აქვს ყველა პარტნიორს , მათ
შორის, მათ, ვინც არ ახორციელებს ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას. აღნიშნული
ხელმძღვანელ პარტნიორთა მონიტორინგის სამართლებრივ მექანიზმს , მეორე მხრივ ,
არახელმძღვანელი პარტნიორის უფლების დაცვას წარმროადგენს , რომელსაც მართვის
და მონიტორიგის ამგვარი თანაფარდობა ქმნის. თითოეულ პარტნიორს აქს
საზოგადოების დოკუმენტაციის, საბუღალტრო ჩანაწერების და ა .შ . პირადად გაცნობის
უფლება. პარტნიორს აქვს აუდიტის განხორციელებაში მონაწილეობის მიღების უფლება
იმ პირობით, თუ ამ უფლებით იგი ბოროტად არ ისარგებლებს და მისი ჩართულობა არ
იქნება ხელშემშლელი.
კონტროლის უფლების მომწესრიგებელი ნორმა ასევე ანიჭებს ყველა პარტნიორს სპს -ის
სახელითა და მის სასარგებლოდ მოქმედების შესაძლებლობას, კერძოდ, დანარჩენი
პარტნიორების მიერ საზოგადოებისადმი არსებული ვალდებულების შესრულების
მოთხოვნის წარდგენის, ხოლო საჭიროებისამებრ დავის წარმოების უფლებას . იმ
შემთხვევაში, თუკი ხელმძღვანელი პარტნიორი არ ასრულებს ხელმძღვანელობით
უფლებამოსილებას, დანარჩენ პარტნიორებს აქვთ საზოგადოების სასარგებლოდ
მოქმედების შესაძლებლობა და ხელმძღვანელი პარტნიორის მიმართ სარჩელის
წარდგენის უფლება სპს-ის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით .

ბ- ხმის უფლება და საერთო კრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები :

სპს-ის საერთო კრება შიდაორგანიზაციული მართვის განმახორციელებელი უმაღლესი


ორგანოა. სპს-ში მისი მოწვევის უფლება ყველა პარტნიორს აქვს. კრებაზე
მონაწილეობისა და ხმის უფლების მატარებელია თითოეული პარტნიორი . ხმის უფლება
საერთო კრებაზე გადაწყვეტილებათა მიღებისას განიხილება როგორც პარტნიორის
მმართველობითი უფლება. განსხვავებით კაპიტალური ტიპის საზოგადოებებისაგან ,
ხმების დათვლა არ ხდება პარტნიორის წილის მოცულობის მიხედვით. თითოეულ
პარტნიორს აქვს თითო ხმა, ვიდრე საწესდებო დათქმა სხვა რამეს არ განსაზღვრავს . ხმის
უფლების დამოუკიდებლობა პარტნიორის წილის მოცულობისგან, უმცირესობაში მყოფ
პარტნიორთა დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მექანიზმად მიიჩნევა .

ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პარტნიორები იღებენ


ყოველდღიური, ჩვეულებრივი ხასიათის სამეწარმეო გადაწყვეტილებებს , თუმცა
გადაწყვეტილება, რომელიც არ მიეკუთვნება ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის
კატეგორიას, შეეხება სამეწარმეო საქმიანობის მიმართულების ცვლილებას , მიღებულ
უნდა იქნეს ყველა პარტნიორის, მათ შორის, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების
არმქონე პარტნიორების მონაწილეობითა და თანხმობით, მაგრამ წესდებით
შესაძლებელია ესეთი რაღაც გამოირიცხოს.

დაუშვებელია ხმის უფლების გაუქმება ან მესამე პირზე გადაცემა, განსხვავებით


კაპიტალური ტიპის საზოგადოებებისაგან. გამონაკლისის სახით, კანონი საზღვრავს
ინტერესთა კონფლიქტის ერთეულ შემთხვევებს, როდესაც პარტნიორი ვერ სარგებლობს
კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებით, მაგალითად, სპს-ის პარტნიორთა საერთო კრება
განიხილავს საკითხს, რომელიც შეეხება რომელიმე პარტნიორთა ნებისმიერი
ვალდებულება-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, ხელშეკრულების დადების
საფუძველზე ან თუ განსახილველი საკითხი შეეხება სპს-ის პარტნიორის დავას
სამეწარმეო საზოგადოებასთან. ასეთ პარტნიორს შეზღუდული აქვს ხმის უფლება ამ
კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების ფარგლებში და კენჭისყრაში იგი ვერ იღებს
მონაწილეობას. გარდა ამისა, შესაძლებელია, წესდებით განისაზღვროს ინტერესთა
კონფლიქტის ცალკეული შემთხვევები, როცა პარტნიორი ვერ ისარგებლებს ხმის
უფლებით, მაგალითად, საზოგადოების სახელით დასადები იმგვარი კატეგორიის
ტრანზაქციის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღება, რომლის მიმართ
შესაძლებელია, რომ პარტნიორს ჰქონდეს ეკონომიკური ან სამართლებრივი ინტერესი.
გარკვეული საკითხებისადმი კენჭისყრაში მოანწილეობის უფლების შეზღუდვა არ ნიშნავს
კრებაზე დასწრების ზოგადი უფლების ჩამორთმევას.
ხმის უფლების განხორციელებისას პარტნიორი არა მხოლოდ საკუთარი , არამედ
სამეწარმეო საზოგადოებისა და თანაპარტნიორთა კანონიერი ინტერესის
გათვალისწინებით ხელმძღვანელობს, რამდენადაც პარტნიორის ერთგულების
მოვალეობა გამორიცხავს საზოგადოებისა და დანარჩენს პარტნიორთა საზიანოდ
უფლების გამოყენების შესაძლებლობას.

გ- გასაჩივრებისა და შესაგებლების წარდგენის უფლება:

განასხვავებენ პარტნიორის სოციალური სარჩელისა და მესამე პირთა სარჩელის


უფლებებს, რომელთაგან პირველი შიდასამართლებრივი ურთიერთობიდან
გამომდინარეობს და ხორციელდება საზოგადოების მიმართ, ხოლო მეორეს საფუძველს
პარტნიორსა და საზოგადოებას შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი
ურთიერთობა წარმოადგენს. გასაჩივრების უფლება შეუზღუდავია , თუმცა
შემოიფარგლება ხანდაზმულობის სპეციალური, საკორპორაციოსამართლებრივი ვადით ,
რომლის გასვლის შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელია.

სპს-ის თითოეული პარტნიორის მიერ წარსადგენი სარჩელების კლასიფიკაცია ასევე


შესაძლებელია ინდივიდუალურ, ერთობლივ და საზოგადოების სასარგებლოდ შეტანილ
სარჩელებად. სპს-ის თითოეულ წევრს- ხელმძღვანელ თუ არახელმძღვანელ პარტნიორს ,
აქვს საზოგადოების მიმართ სოციალური მოთხოვნათა წარდგენის უფლება . თითოეულ
პარტნიორს აქვს ხელმძღვანელი პირების ან პარტნიორთა საერთ კრების
გადაწყვეტილებების გასაჩივრების უფლება, თუკი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა
კანონის ან წესდების დარღვევით. თუკი პარტნიორი არ ესწრებოდა საერთ კრებას მას
უნარჩუნდება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, თუ მას კრებაზე მონაწილეობის
მიღებაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ეთქვა უარი ან ვერ დაესწრო კრებას
მოწვევის ფორმალური წინაპირობების დაუცველობის გამო და სხვა.

შესაგებლის წარდგენის უფლება უზრუნველყოფს პარტნიორის შესაძლებლობას , მის


მიმართ წარდგენილ მოთხოვნებს დაუპირისპიროს საზოგადოების მიმართ , ხოლო
საზოგადოების კრედიტორთა შემთხვევაში, ამ უკანასკნელთა მიმართ არსებული პირადი
მოთხოვნა, მაგალითად, პარტნიორს შეუძლია მიმართოს მოთხოვნათა
ურთიერთგაქვითვას, თუკი მას სპს-ის სასარგებლოდ, საზოგადოების საქმიანობის
უზრუნველსაყოფად გაწეული აქვს გარკვეული ოდენობის სახსრები .

7. სპს-ის პარტნიორთა ქონებრივი უფლებები.

სპს-ის, როგორც მეწარმე სუბიექტის, საქმიანობა მოგების შექმნაზე არის მიმართული , რაც
მის ეკონომიკურ-სამართლებრივ შინაარსს განასხვავებს არაკომერციული , იდეალური
მიზნით შექმნილი გაერთიანებებისაგან. სწორედ ქონებრივი უფლებები უზრუნველყოფს
პარტნიორის წვდომას სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის ეკონომიკურ შედეგებზე .

ა- მოგებაში მონაწილეობისა და საზოგადოების ქონების მიღების უფლება, პარტნიორის


მოგებაში მონაწილეობის უფლება:

სპს-ში მოგებისა და ზარალის განაწილების საკანონმდებლო მოწესრიგება საკმაოდ


მოქნილი და დისპოზიციური ხასიათისაა. საზოგადოების მოგების ან ქონების
განაწილების საფუძველზე, პარტნიორს წარმოეშობა დივიდენდის მიღების უფლება .
სამეურნეო წლის დასასრულს შედგენილი წლიური ფინანსური ანგარიშგებით დგინდება
სპს-ის მოგებისა და ზარალის ე.ი. აქტივისა და პასივის ურთიერთმიმართება . ამდენად,
დივიდენდი არის პარტნიორის ეკონომიკური სარგებელი, შემოსავალი , საზოგადოების
წმინდა მოგებაში მისი წილი. წლიური ფინანსური ანგარიშის მომზადება წარმოადგენს
ხელმძღვანელ-პარტნიორთა, ხოლო მისი მოწონება და დამტკიცება საერთო კრების
კომპეტენციას. მოგების განაწილებაზე გადაწყვეტილებას სპს-ის საერთო კრება იღებს ,
ხოლო პარტნიორის მონაწილეობს წმინდა მოგებაში უპირველესად პარტნიორის წილის
4%-ის ფარგლებში. მოგების დანარჩენი ნაწილი თანაბრად ნაწილდება პარტნიორებზე.
როგორც წესი, პარნტიორების მოგებისა და ზარალის თანაბრად განაწილებაზე
ჯერდებიან, თუმცა საზოგადოების წესდება სხვაგვარათაც შეიძლება განისაზღვროს . თუ
პარტნიორს მოგების მიღებაზე მოთხოვნა არ დაუკმაყოფილდება მას სპს -ის მიმართ
ინდივიდუალური სარჩელის ან შეგებებული მოთხოვნის წარდგენის უფლება აქვს .
მოგების მიღება მეწამრე სუბიექტის საქმიანობის მიზანია და არა პარტნიორის წინაშე
ნაკისრი ვალდებულება.

კანონის 31-ე მუხლი განსაზღვრავს დივიდენდიის ორ სახეს: წლიურსა და შუალედურს ,


რომელიც ზოგადად შესაძლებელია, გაიცეს როგორც ფულადი, ისევე არაფულადი სახით .
საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია სპს-ში შუალედური დივიდენდის
გაცემა, რომელიც დაეყრდნობა შუალედურ საბალანსო ანგარიშს და განხორციელდება
სამეწარმეო საზოგადოების გადახდისუნარიანობის შენარჩუნების მავალდებულებელი
ნორმების დაცვით.

წმინდა მოგების არაჯეროვანი განაწილება და ფაქტის მიმართ პარტნიორის


არაკეთილსინდისიერება წარმოშობს საზოგადოების მოთხოვნას განაწილებული
დივიდენდის დაბრუნების თაობაზე.

განსხვავებით სხვა ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმებისაგან, სპს-ში დასაშვებია


წესდებით დივიდენდის მიღების უფლების შეზღუდვა ან გამორიცხვა, მაგალითად ,
გარკვეული ვადით წმინდა მოგების გაუცემლობაზე შეთანხმება მისი სამეწარმეო
საქმიანობაში მოგების ინვესტირების მიზნითა და სარეზერვო კაპიტალის ფორმირების
გზით. კანონი ითვალისწინებს სპს-ის პარტნიორის მოგების მიღების უფლების შეზღუდვის
ლეგიტიმურ საფუძველსაც, რომლის თანახმად, მოგებაში პარტნიორის კუთვნილი წილი
მოხმარდება მის მიერ განუხორციელებელი ან ნაწილობრივ განხორციელებული
შესატანის შევსებას.

ბ- საზოგადოების ლიკვიდაციის შემდგომ ქონების მიღების უფლება:

ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება პარტნიორთა შორის საბოლოო ბალანსზე


დაყრდნობით ნაწილდება, მას შემდეგ, რაც ყველა ცნობილი კრედიტორის მოთხოვნა
დაკმაყოფილდება. ლიკვიდატორები ადგენენ საბალანსო ანგარიშს ლიკვიდაციის
პროცესის დასაწყისში და დასასრულს. საზოგადოების ქონება აღიქმება როგორც სპს-ის
საკუთრება, რომელიც უპირველესად ეთმობა გარესამართლებრივ ურთიერთობაში
არსებულ ვალდებულებათა დაფარვას. საკანონდმებლო დონეზე არ ხდება სამეწარმეო
საზოგადოების კრედიტორ-პარტნიორისა და არაპარტნიორ -კრედიტორის
კრედიტორული მოთხოვნების რიგითობის განსაზღვრა და სუბორდინაცია , მაგრამ
ლიტერატურაში გამოთქმული პოზიციის თანახმად, არაპარტნიორ-კრედიტორის
მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს კრედიტორ-პარტნიორის უპირატესად .

ლიკვიდაციის შემდგომ ქონების მიღებაზე რომელიმე პარტნიორის უარი იწვევს


გასანაწილებელ ქონებაში მისი წილის დანარჩენ პარტნიორებზე განაწილებას .

გ- საზოგადოების ქონების გახარჯვის უფლება: თანაპარტნიორები სპს-ის სამეწარმეო


საქმიანობის განსახორციელებლად ფინანსურ სახსრებს ერთობლივად განკარგავენ .
პარტნიორის მიერ საზოგადოების ქონებიდან თანხის ერთპიროვნულად გამოყენების
შესაძლებლობა ერთობლივად განკარგვის პრინციპიდან გამონაკლისს წარმოადგენს .

8. კს-ის პარტნიორთა არაქონებრივი უფლებები.

ა- კომანდიტის უფლებრივი მდგომარეობა: დღესდღეობით, დისპოზიციური მოწესრიგების


ფარგლებში, დასაშვებია კომადინტის უფლებათა გაფართოვება, მაგალითად,
შესაძლებელია, წესდებით მას მიენიჭოს საზოგადოების ხელმძღვანელობითი
უფლებამოსილება, თუმცა სპეციალური მინდობილობის გარეშე მას არ შეუძლია
საზოგადოების მესამე პირის წინაშე წარდგენა. რამდენიმე კომანდიტის არსებობისას,
აგრეთვე შესაძლებელია, პარტნიორთა შეთანხმებით განისაზღვროს ერთ -ერთი
შეზღუდული პარტნიორი, რომელსაც დაეკისრება კომანდიტების უფლებამოსილების
განხორციელება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლება პარტნიორის მიერ
ინდივიდუალურადაა გამოსაყენებელი. რაკი კომანდიტი საზოგადოების
ხელმძღვანელობას ჩამოშორებულია მის დისპოზიციაში შემდეგი არაქონებრივი
უფლებები ექცევა:

ა- კონტროლისა და ინფორმაციაზე წვდომის უფლება:

კონტროლის გაწევის, ინფორმაციის მოთხოვნის უფლებები კომანდიტი პარტნიორის


კანონისმიერი დაცვის ბერკეტია. იგი პერსონალურად განსახორციელებელი უფლებებისა
კატეგორიას მიეკუთვნება. პარტნიორს აგრეთვე აქვს აუდიტის პროცესში პერსონალურად
მონაწილეობის მიღების უფლება თუკი ის ამ შესაძლებლობას კეთილსინდისიერად
გამოიყენებს. - კომანდიტის კონტროლისა და ინფორმაციის მიღების უფლება
შეუზღუდავია და დასაშვებია მისი გაფართოვებაც წესდებით. კომანდიტის ინფორმაციაზე
წვდომის უფლება ორი ფორმით ხორციელდება: ინფორმაციის მიღების უფლებით,
რომელიც ხელმძღვანელი პირების მიმართ შეკითხვით მიმართვის შესაძლებლობასაც და
მასზე წერილობითი ან ზეპირი პასუხის მიღებას გულისხმობს და შემოწმების უფლებით ,
რომელიც მოიაზრებ კს-ის საბუღალტრო წიგნების და დოკუმენტაციის შემოწმების
უფლებას. მაგალითად, მას უფლება აქვს შეამოწმოს წლიური ბალანსის სისწორე და ამ
მიზნით გამოითხოვოს შესაბამისი მონაცემები. კომპლემენტართან შედარებით,
კომანდიტის მიერ ამ უფლებათა განხორციელება გარკვეულ ფარგელბშია მოქცეული .
კომპლემენტარს შეუზღუდავი წვდომა აქვს საზოგადოების ნებისმიერი სახის
ინფორმაციასა და შემოწმების შესაძლებლობაზე. ხოლო კომანდიტის კონტროლი
უფლება შემოფარგულია წლიური ანგარიშის შემოწმებით, ასლის მიღებითა და მასთან
დაკავშირებული მონაცემების გაცნობით. კომანდიტი როგორც პასიური ინვესტორი ,
ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რომელიც მას კომპლემენტარისაგან მიეწოდება .
კანონი კომანდიტს სასამართლოსადმი მიმართვის გზით ინფორმაციის მოპოვებისა და
შემოწმების უფლებას ანიჭებს და მის წინაპირობას ასახელებს მნიშვნელოვანი
საფუძვლის არსებობას. ესეთი საფუძველი ფასდება სუბიექტური და ობიექტური
კრიტერიუმებით, რომელიც სამეწარმეო საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს
უკავშირდება.

კრებაზე დასასწრებად ყველა პარტნიორს მოსაწვევი და მასზე დართული დღის წესრიგი


ეგზავნება, ამრიგად, კომანდიტს საერთო კრებაზე მონაწილეობის გარდა, კრებაზე
განსახილველ საკითხებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობაც წარმოეშობა .
კომანდიტს ფინანსური ინფორმაციის გარდა, უფლება აქვს სხვა მონაცემის მიღების
მოთხოვნით მიმართოს თავდაპირველად საზოგადოების ხელმძღვანელებს , ხოლო უარის
შემთხვევაში-სასამართლოს მეშვეობით განახორციელოს ეს მოთხოვნა.

ბ- ხმის უფლება და საერთო კრებასთან დაკავშირებული სხვა უფლებები :

კს-შიც, მსგავსად სპს-ისა, ხმების პარტნიორთა რაოდენობის მიხედვით ითვლება.


პარტნიორთტა კრებაში მონაწილეობა კომანდიტის კანონით მინიჭებული უფლებაა და არ
არის დამოკიდებული მისი ხმის უფლების კონსტრუქციაზე. კანონი იმპერატიულად ადგენს
კრებაზე მონაწილეობის უფლებას. ამდენად, დაუშვებელია მისი ჩამორთმევა ან
შეზღუდვა. ზოგადად, კომანდიტს ხმის უფლება არ აქვს, თუმცა შესაძლებელია, მიენიჭოს
ან გარიგებითსამართლებრივი ან კანონისმიერი საფუძვლებით.
გარიგებითსამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს წესდება, რომელიც პირდაპირ
უნდა ითვალისწინებდეს კომანდიტის ხმის უფლებას ან გადაწყვეტილებათა კატეგორიას ,
რომლის მიღებისას პარტნიორი ხმის უფლებით სარგებლობს, მაგალითად,
შესაძლებელია წესდებით კომანდიტი აღიჭურვოს ხმის უფლებით მხოლოდ
ფუნდამენტური კატეგორიის გადაწყვეტილებების მიღების დროს. ასეთ შემთხვევაში
თითოეულ კომანდიტს აქვს ერთი ხმა, მაგრამ კანონი წესდებით მრავალი ხმის მინიჭების
შესაძლებლობასაც ითვალისწინებს. რაც შეეხება კანონისმიერ საფუძველს , კომანდიტი
კრებაზე იძენს ხმის უფლებას იმ მოქმედებასთან მიმართებით , რომელიც
კომპლემენტარის მიერ კს-ის ჩვეულებრივი საქმიანობის მიღმა ხორციელდება , ანუ
კომანდიტს ხმის უფლება ენიჭება კანონის საფუძველზე.

გ-სარჩელის წარდგენის უფლება:

კომანდიტსაც, კომპლემენტარის მსგავსად აქვს ინდივიდუალური სარჩელით


სასამართლოსადმი მიმართვის უფლება მისი პარტნიორული სტატუსიდან გამომდინარე
უფლებების დაცვისა და მოთხოვნის განხორციელების მიზნით, მაგალითად , თუკი
კომანდიტს არ ეძლევა მისთვის მინიჭებული რომელიმე უფლების განხორციელების
შესაძლებლობა.

საინტერესოა, აქვს თუ არა კომანდიტს საზოგადოების სასარგებლოდ ე .წ . სოციალური


სარჩელის წარდგენის უფლება კომანდიტს სრული პარტნიორის შეწინააღმდეგების
შესაძლებლობა მხოლოდ ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანობის მიღმა ,
კომპლემენტარის უფლებამოსილების გადაჭარბებით მიღებული გადაწყვეტილებების
მიმართ აქვს. ანგლო-ამერიკული სამართალი ამას დერივაციულ სარჩელს უწოდებს .
ამრიგად, კომპლემენტარს აქვს თანაპარტნიორთა მიერ საზოგადოების წინაშე
შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საზოგადოების სახელითა და მის სასარგებლოდ
სარჩელის წარდგენის უფლება, ხოლო კომანდიტს, რომელიც საზოგადოების
ჩვეულებრივი საქმიანობის ხელმძღვანელობაში მონაწილეობას არ იღებს , ამგვარი
უფლება საგამონაკლისო შემთხვევაში გააჩნია.

9. კს-ის პარტნიორთა ქონებრივი უფლებები.

მოგების მიღების უფლება:

კს-შიც, მასგავსად სპს-ისა, მზადდება შესაბამისი ფინანსური ანგარიში, საბალანსო და


წლიური ანგარიშები, რომლის მიხედვით განისაზღვრება საზოგადოების მოგება და
ზარალი. მოგების განაწილების მნიშვნელოვანი წინაპირობა არის საზოგადოების
გადახდისუნარიანობის შენარჩუნება, რომელიც დამოკიდებულია საზოგადოების
ვალდებულებათა ნაკლებობაზე მთლიანი აქტივის საბაზრო ღირებულების მიმართ .
მაგალითად, თუკი კს-ის მთლიანი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 20 000 ლარს,
ხოლო ვალდებულების მოცულობა 15 000 ლარის შესატყვისია, მაშინ 5 000 ლარი არის
სწორედ გასანაწილებელი წმინდა აქტივი. კომპლემენტარის მონაწილეობა მოგებაში სპს-
ის პარტნიორთა მსგავსად წესრიგდება. ხოლო კომანდიტის მონაწილეობა მოგებაში მისი
წილის პროპორციულად დგინდება. კომანდიტისთვის მოგების მიღების უფლების
განხორციელება დამოკიდებულის მის მიერ შესატანის განხორციელებაზე . კომანდიტზე
მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრცელდება მოგებაში მონაწილეობის უფლების კანონისმიერი
შეზღუდვა, როცა მას შესატანი სრულად არ აქვს განხორციელებული. ზარალში კომანდიტი
შეუტანელი შესატანის მოცულობითაც მონაწილეობს. 120-ე მუხლი ითვალისწინებს
კომანდიტის ნაწილობრივ განხორციელებული საგარანტიო თანხის შევსებას მოგებაში
მისი წილით, კომპლემენტარები სარგებლობენ ქონების გახარჯვის დამატებითი
უფლებით, კომანდიტები არა.

მოგების განაწილების შეპირება ბათილია. მეორე მხრივ კი, აგრეთვე ბათილია


კომანდიტისთვის მოგებაში მონაწილეობის უფლების აკრძალვა. კს-ში დივიდენდის
გაცემის ზოგადი აკრძალვა დაუშვებელია. ნებისმიერი სხვა ფინანსური ბენეფიტი
( ბონუსი ) საჭიროებს დამოუკიდებელ შეთანხმებას და წესდებაში შესაბამისი დათქმის
არსებობას. ამგვარი შეთანხმების არარსებობის პირობებში, უკანონოდ განაწილებული
ნებისმიერი სხვა ქონება ექვემდებარება დაბრუნებას. მიღებული მოგება პარტნიორის
საკუთრებას წარმოადგენს და დაცულია სამეწარმეო საზოგადოების შემდგომი
ზემოქმედებისაგან. ამდენად, კომანდიტს არ წარმოეშობა მიღებული მოგების დაბრუნების
შემდგომი ვალდებულება იმ შემთხვევაშიც კი, თუ საზოგადოებას არასახარბიელო
ფინანსური მდგომარეობა შეექმნა. კომანდიტს აქვს საზოგადოების ნებაყოფლობით
დატოვების შესაძლებლობა, რაც არ იწვევს კს-ის დაშლას. ასეთ შემთხვევაში მას უნდა
მიეცეს წილის შესაბამისი ის სამართლიანი ღირებულება, რომელსაც იგი საზოგადოების
დაშლის შემთხვევაში მიიღებდა.

ერთგულების ზოგადი მოვალეობა საზოგადოებისა და თანაპარტნიორების მიმართ


როგორც კომპელემტარ, ისე კომანდიტ პარტნიორზე ვრცელდება. თუმცა აღსანიშნავია ,
რომ ერთგულების მოვალეობა კომანდიტისა და კომპლემენტარის მიმართ სიმკაცრის
განსხვავებული ხარისხითა და მასშტაბით მოქმედებს. კანონის თავდაპირველი რედაქცია
შეიცავდა მოწესრიგებას და კომანდიტებზე კონკურენციის აკრძალვა არ ვრცელდებოდა .
კანონის მოქმედი რედაქცია ამგვარ ნორმას აღარ შეიცავს. თუმცა საზოგადოების
წესდება იმგვარი კომანდიტის მიმართ, რომლის მონაწილეობა საზოგადოებაში
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შესაძლებელია შეიცავდეს კონკურენციისა და
ინტერესთა კონფლიქტის ამკრძალველ სპეციალურ დებულებებს .

შიდასამართლებრივ ურთიერთობაში საზოგადოებისა და თანაპარტნიორის წინაშე


ნაკისრი ერთგულების მოვალეობის დარღვევა, ორივე რანგის პარნიორთა პირადი
პასუხისმგებლობის საფუძველია.

10. შპს-ს პარტნიორთა ქონებრივი უფლებები.

ა- ქონების დისტრიბუცია და დივიდენდის გაცემის შემზღუდველი ნორმები :

განასხვავებენ საზოგადოების კაპიტალის ფორმირების სამ ძირითად მეთოდს : შიდა , გარე


და შერეულ დაფინანსებას. დახურული ტიპის საზოგადოებებში კაპიტალიზაციის და მისი
მოზიდვის არცთუ ისე ფართო არჩევანია. შესაბამისად, სავალდებულოა საზოგადოების
გადახდისუნარიანობის უზრუნველყოფა, რომელიც საზოგადოების კაპიტალის დაცვის
საკანონმდებლო თუ სახელშეკრულებო მექანიზმების საშუალებით გარესამართლებრივი
ურთიერთობის მონაწილეთა- კრედიტორთა ქონებრივი ინტერესების დაცვასაც
ემსახურება.

ქონების დისტრიბუციად მიიჩნევა საზოგადოების მიერ პარტნიორისათვის გადაცემული


ეკონომიკური ღირებულების მქონე სამართლებრივი სიკეთე, რომელიც შეიძლება იყოს
მატერიალური თუ არამატერიალური კატეგორიის, ფულადი თუ არაფულადი ობიექტი .
განცალკავებით უნდა აღინიშნოს კორპორაციული დისტრიბუციის ცნებაც, რომელიც
პარტნიორული სტატუსიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებების შესაბამისად
რეალიზდება. საზოგადოების ლიკვიდაციის შემდგომ ქონების მიღების გარდა, ქონების
განაწილების ან საზოგადოებისგან წილი საკომპენსაციოდ გაცემული სამართლიანი
ღირებულება პარტნიორს საზოგადოების კრედიტორთა მოთხოვნის უპირატესად
გადაიცემა. კრედიტორთა და პარტნიორთა ეკონომიკური ინტერესების კონკურენციის
მიუხედავად, სალიკვიდაციო ქონების მიღმა სხვა დისტრიბუციის შემთხვევაში მათი
მოთხოვნები რაიმე იერარქიულ დაქვემდებარებას არ განიცდიან . პარტნიორების
შეზღუდული პასუხისმგელობის კვალობაზე აღნიშნული უფრო ამძაფრებს კაპიტალის
შენარჩუნების ვალდებულებასა და ამგვარი კრედიტორის კანონიერი ინტერესების
არაპირდაპირი დაცვის საჭიროებას, სწორედ ამიტომ, საზოგადოების ქონების
შენარჩუნების მავალდებულებელი ნორმები რეგულირების იმპერატიული მეთოდით
გამოირჩევა და პარტნიორებზე განაწილების ფორმალურ- მატერიალურ წინაპირობებს
ზუსტად საზღვრავს.

ბ- დივიდენდი, როგორც წილში გამოხატული ქონებრივი სიკეთე, დივიდენდის მიღება ,


როგორც პარტნიორის უფლება:

დივიდნედი არის პარტნიორის წილი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების


დადებით ეკონომიკურ შედეგებში. დივიდენდის გაცემის ეკომონიკური საფუძველი
ვალდებულებისაგან თავისუფალი ქონების არსებობაა. შესაბამისად, დაუშვებელია
დივიდენდის განაწილების გარე-სასესხო ინსტუმენტებით დაფინანსება ან
გასანაწილებელი ქონების სასესხო დაფინანსების გზით შექმნა. დივიდენდი არის
სამეურნეო წლის ეკონომიკური შედეგის ნაწილი, დივიდენდი არის პარტნიორებზე
განაწილებული ქონება, დივიდენდი ფართო კონტექსტით მოიაზრებს სხვაგვარ
კორპორაციულ დისტრიბუციასაც, როგორიცაა: სალიკვიდაციო ქონება , წილის
გამოსყიდვის შედეგად მიღებული სამართლიანი ფასი. დივიდენდის სახით
განხორციელებული შენატანი პარტნიორს არ უბრუნდება. არ შეიძლება დივიდენდის
უფლების დაგირავება, გასხვისება. იმპერატიული მოწესრიგებით დგინდება, რომ შპს
პარტნიორის მიმართ დაუშვებელია დივიდენდის მიღების უფლების ზოგადი აკრძალვა .
შპს-ში დივიდენდის მიღების უფლება წილის განთავსებისთანავე წარმოიშოვა , რაც
გულისხმობს იმას, რომ შესატანის სრულად განხორციელება დივიდენდის მიღების
უფლების რეალიზაციის წინაპირობა არ არის. დივიდენდი შეიძლება გაიცეს როგორც
ფულადი, ისევე არაფულად, ნივთობრივი, მატერიალური ან არამატერიალური
სამართლებრივი სიკეთის სახით. აღნიშნული არ გამორიცხავს რამდენიმე ფორმის
კომბინაციასაც, მაგალითად ფასიანი ქაღალდი და გარკვეული ოდენობის თანხა .

დივიდენდის გაცემის სიხშირის მიხედვით ჯგუფდება ორი სახე: წლიური და შუალედური .


წლიური დივიდენდი გაიცემა სამეურნეო წლის დასასრულს, ხოლო შუალედური
დივიდენდი სამეურნეო წლის დასრულებამდე ნებისმიერ დროს ფინანსური ანგარიშების
მონაცემის გათვალისწინებით. შპს-ში დაშვებულია წილის სხვადასხვა კლასის არსებობა.
შესაძლებელია, რომ დივიდენდის უფლების კონტექსტში კონრეტული კლასის წილი სხვა
კლასთან მიმართებით გარკვეულ პრეფერენციებსაც ითვალისწინებდეს . მაგალითად ,
კონკრეტული კლასის წილი უზრუნველყოფდეს დივიდენდის უპირატესად მიღების
უფლებას სხვა კლასის წილთან შედარებით. დაუშვებელია დივიდენდის გაცემა საკუთარ ,
გამოსყიდულ წილზე.

ბ- დივიდენდის მიღება, როგორც კრედიტორული მოთხოვნა:

დივიდენდის მიღების მოთხოვნა წარმოიშობა შპს-ის მიერ წმინდა მოგების განაწილების


თაობაზე გადაწყვეტილების მომენტიდან. მიღების მოთხოვნას იძენს მოქმედი
პარტნიორული სტატუსის მქონე პირი. საზოგადოების გადაწყვეტილება დივიდენდის
განაწილების თაობაზე ორ სამართლებრივ შედეგს იწვევს: დივიდენდის მიღების
მთხოვნის წარმოშობას, კერძოდ, დივიდენდის მიღების პარტნიორული უფლება
გარდაიქმნება დივიდენდის მიღების მოთხოვნად, პარტნიორის მიმართ საზოგადოების
ვალდებულების წარმოშობას-სახელდობრ, დივიდენდის მიღების მოთხოვნა წარმოშობს
პარტნიორის სასარგებლოდ საზოგადოების საპასუხო შესრულების ვალდებულებას .
აქედან გამომდინარე, პარტნიორი აღიჭურვება საზოგადოების კრედიტორის სტატუსით .
კრედიტორული სტატუსის წარმოშობის საფუძველი კორპორაციულსამართლებრივი
ხასიათისაა, რომელიც ეყრდნობა, ერთი მხრივ,კორპორაციულსამართლებრივ აქტს -
საზოგადოების მიერ დივიდენდის განაწილების საკითხის დადებით გადაწყვეტილებას ,
მეორე მხრივ, პარტნიორული სტატუსიდან გამომდინარე ქონებრივი უფლების
განხორციელებას,შესაბამისად, პარტნიორის წინაშე საზოგადოების ვალდებულებაც
არათუ სახელშეკრულებოსამართლებრივი, არამედ კორპორაციულსამართლებრივი
ხასიათისაა. საზოგადოებასთან ჩვეულებრივი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის
ფარგლებში პარტნიორი უტოლდება საზოგადოების კრედიტორს , შესაბამისად , მათი
მოთხოვნები რანგით ერთმანეთის ტოლფასია. პარტნიორის დივიდენდის მიღების
მოთხოვნა საზოგადოების არაპარტნიორი კრედიტორის მოთხოვნასთან უპირატესობას
იმით განიცდის, რომ საზოგადოების საპასუხო შესრულება უნდა განხორციელდეს
წინასწარ დადგენილ ვადაში. კანონი დივიდენდის გადახდის მაქსიმალურ ვადად 9 თვეს
განსაზღვრავს, რომელიც კრების გადაწყვეტილებით ან წესდების შესაძლებელია , რომ
შემცირდეს. დივიდენდის მიღების მოთხოვნა პარტნიორის ინდივიდუალური მოქმედების
შესაძლებლობას გულისხმობს, რაც მოთხოვნის განხორციელებაზე უარის განცხადების
უფლებასაც ნიშნავს. უარის შემთხვევას შესაძლებელია ითვალისწინებდეს წესდება ,
მაგალითად, განცხადების ფორმას, ვადას და ა.შ.

11. აქციათა ტიპები და კლასები.

მეწარმეთა შესახებ კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს ორ ცნებას : აქციათა ტიპს და


აქციათა კლასს. სააქციო საზოგადოებას შეუძლია გასცეს მხოლოდ ერთი სახის აქცია-
სახელობითი აქცია. მაშასადამე, სააქციო სამართალი უკვე აღარ იცნობს აქციათა ისეთ
გავრცელებულ სახეს, როგორიცაა წარმომდგენის აქციები. ძირითადი განსხვავებები
წარმომდგენის აქციებსა და სახელობით აქციებს შორის მდგომარეობს შემდეგში :
წარმომდგენის აქციაზე არ აღინიშნება მისი მფლობელის ვინაობა. ამიტომ, აქციიდან
გამომდინარე უფლების მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ პირს, ვინც ამ აქციას ფლობს :
აქციონერთა კრებაზე მონაწილეობის უფლება, დივიდენდის მოთხოვნის უფლება და ა .შ .
წარმომდგენის ფასიანი ქაღალდის კლასიკური მაგალითია ფული. მის მფლობელს
შეუძლია ფულის ნიშნით შეიძინოს ყოველგვარი ქონება, რომლის შეძენაც კანონით
დასაშვებია. წარმომდგენის აქციის ყველაზე დიდი ღირსება ისაა, რომ მას ბაზარზე
ბრუნვისათვის არ სჭირდება რაიმე რთული პროცედურა- თანხმობა , სანოტარო დამოწმება
და ა.შ.

სახელობით აქციებზე აღინიშნება მისი მფლობელის ვინაობა. აქციის მეორე მხარეზე


წარწერის მეშვეობით ფიქცირდება ამ აქციის ყოველი ახალი მფლობელი. ასევე
აუცილებელია შემძენის რეგისტრაცია ან სააქციო საზოგადოების აქციათა რეესტრში ან
დამოუკიდებელ რეგისტრატორთან- კანონი ითვალისწინებს მხოლოდ სახელობითი
აქციების გაცემის შესაძლებლობას.

სახელობითი აქციების დახასიათებისას აღსანიშნავია ერთი გარემოება : როგორც წესი ,


აქციები დემატერიალიზებულია- ისინი არ გაიცემა აქციის სერთიფიკატის ფორმით .
ამიტომ აქციათა ინდივიდუალიზაციის ფუნქციას ასრულებს აქციათა რეგისტრაცია და
აქციათა ბრუნვის რეგისტრაცია.

აქციათა სახეებისაგან უნდა განვასხვაოთ აქციათა კლასი. აქციები, რომლებიც


აქციონერებს ანიჭებენ თანაბარ უფლებებს, ქმნიან აქციათა კლასს. მეწარმეთა შესახებ
კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს ორი კლასის აქციებს: ჩვეულებრივსა და
პრივილეგირებულს (შეღავათიანს).

ჩვეულებრივი აქციები- აქციონერს ანიჭებენ ხმის უფლებას და, აქედან გამომდინარე,


უზრუნველყოფენ საზოგადოების მართვაში მონაწილეობის შესაძლებლობას . ერთი
ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს ერთი ხმის უფლებას აქციონერთა საერთო კრებაზე .
ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს იმდენივე ხმა, რამდენი აქციაცაა გაცემული . ხმათა ასეთი
თანაბრობა მიიღწევა იმით, რომ ყველა აქციას აქვს ერთი და იგივე ნომინალური
ღირებულება. მაგალითად: სს „ კაბადონის“ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 50 000 ლარს,
რომელიც დაყოფილია 500 ჩვეულებრივ აქციათ თითოეულის ნომინალური
ღირებულებით 100 ლარი, ეს იმას ნიშნავს, რომ სააქციო საზოგადოებაში არსებობს 500
ხმა.

პრივილეგირებული აქციები- აქციონერს არ ანიჭებენ ხმის უფლებას. მაშასადამე,


პრივილეგირებული აქციის მფლობელები არ მონაწილეობენ აქციონერთა საერთო
კრების მუშაობაში. სანაცვლოდ, პრივილეგირებული აქციები გარკვეულ შეღავათებს
ანიჭებენ მათ მფლობელებს, განსხვავებით ჩვეულებრივი აქციებისაგან-
პრივილეგირებული აქცია უზრუნველყოფს დივიდენდის მიღებას დადგენილი
განაკვეთით, რომლის ოდენობა და მიღების წესი განისაზღვრება წესდებით ან სათანადო
ემისიის პროსპექტით. სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში
ლიკვიდირებული საზოგადოების ქონება ვალების დაფარვის შემდეგ , პირველ რიგში
ნაწილდება პრივილეგირებულ აქციათა მგლობელებზე, ხოლო შემდგომ ჩვეულებრივ
აქციონერებზე. როგორც საზოგადოების დივიდენდის მიღების, ისე ლიკვიდირებული
საზოგადოების ქონებიდან წილის მიღების მოთხოვნის უფლება ჯერ უნდა
დაუკმაყოფილდეს პრივილეგირებული აქციის მფლობელს, ხოლო შემდგომ
ჩვეულებრივი აქციის მფლობელს. მართალია, პრივილეგირებული აქცია მის მფლობელს
არ ანიჭებს ხმის უფლებას, მაგრამ კანონი ითვალისწინებს იმის შესაძლებლობას , რომ
პრივილეგირებული აქცია გარდაიქმნას ხმის უფლების მქონე აქციად . კერძოდ , ეს ხდება
მაშინ, როცა პრივილეგირებულ აქციაზე არ იქნება დივიდენდი გაცემული კანონით .
პრივილეგირებული აქციის ხმის უფლების მქონე აქციად ტრანსფორმაციის წესი
დაწვრილებით უნდა იყოს განსაზღვრული საზოგადოების წესდებაში ან აქციათა ემისიის
პროსპექტში.

სააქციო საზოგადოებას შეუძლია შეუზღუდავად გამოუშვას პრივილეგირებული აქციები .


ოღონდ აქციის ნომინალური ღრებულების თანაბრობის პრინციპი დაცული უნდა იყოს :
მიუხედავად იმისა, აქცია ჩვეულებრივია თუ პრივილეგირებული, ნომინალური
ღირებულება უნდა იყოს თანაბარი.

12. სააქციო საზოგადოების კაპიტალი, მისი სტრუქტურა და კაპიტალის


გაზრდა/შემცირება.

სააქციო საზოგადოების კაპიტალი: კაპიტალი და მისი მოზიდვის ფინანსური მექანიზმები


სს-ის ფუნქციისათვის მთავარი კრიტერიუმებია. კონკრეტულად, კაპიტალი სს -ის ფორმით
მოგების მიღების მიზნით ქონების ეკონომიკური მართვაა. კაპიტალი სს-ში მისი
მაფორმირებელი ელემენტია, რომელიც იყოფა წილებად, წილები კი გამოიხატება
აქციების სახით. კაპიტალური ტიპის საზოგადოების მეორე მნიშვნელოვანი ელემენტი
შეზღუდული პასუხისმგებლობის ფორმით, სს-ის ე.წ საკუთარი კაპიტალით აღჭურვის
შედეგია. საკუთარი კაპიტალით კაპიტალიზაცია კი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ , როცა
შესატანი ხორციელდება პარტნიორის სტატუსის მქონე პირის მიერ . შესატანის
ხელშეკრულება კი არის კორპორაციულსამართლებრივი გარიგება. სს -ის საკუთარი
კაპიტალით კაპიტალიზაციის ფინანსურ-სამართლებრივი მექანიზმი აქცია და მისი
ნომინალური ღირებულებაა. აქცია არის რეგისტრირებული დემატერიალიზებული
სახელობითი ფასიანი ქაღალდი, რომელიც პირის მონაწილეობას განსაზღვრავს სს -ში .
პირის კაპიტალში მონაწილეობით ორი საკითხი წარმოიშობა: განხორციელებული
ინვესტიციის საერთო კრების კომპეტენციის ფარგლებში კონტროლისა და მოგების
დივიდენდის სახით მიღების უფლება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სს-ში შეტანაუნარიან
ობიექტად ახალი კანონი აღარ განიხილავს სამუშაოს შესრულებასა და მომსახურების
გაწევას.

კაპიტალის სტრუქტურა: არსებობს კაპიტალის სტრუქტურული ფორმირების რამდენიმე


მეთოდი: საკუთარი კაპიტალით ფორმირება, უცხო კაპიტალით, ე.წ. სასესხო ფასიანი
ქაღალდებით კაპიტალის ფორმირება, პირველი და მეორე მეთოდის კომბინირებული
სახით ფორმირება და ბოლო, საკუთარი კაპიტალის შემცველი სესხი. სადამფუძნებლო
შეთანხმებით შეიძლება განისასზღვროს კაპიტალის მოზიდვის ამა თუ იმ მეთოდის
გამოყენება.

საკუთარი კაპიტალით სს-ის კაპიტალიზაციას სამართლებრივი და ეკონომიკური


უპირატესობა აქვს. სამართლებრივი უპირატესობა კი ისაა, რომ პირი ხდება პარტნიორი
და განხორციელებული ინვესტიციის არაპირდაპირი ფორმით კონტროლის უფლებას
მოიპოვებს. რაც შეეხება ეკონომიკურ უპირატესობას, მასში მოიაზრება სს -ის
უპირატესობა: სს-ის აქციონერისთვის მოგების სავალდებულო განაწილება . შედეგად , სს
იღებს ე.წ. უფასო კაპიტალიზაციას, რომლის სანაცვლოდაც არც შენატანით
სარგებლობისთვის რაიმე ფიქსირებული პროცენტის გადახდა ხდება . შედეგად საკუთარი
კაპიტალის ფორმით სს-ის კაპიტალიზაცია და მასთან დაკავშირებული აქციონერთა
სიმრავლე ამ სამართლებრივი ფორმის, როგორც მსხვილი კაპიტალის აკუმულირებისა
და მართვის სისტემის მქონე სამეწარმეო საზოგადოების უპირატესობას უსვამს ხაზს .

კაპიტალის მოზიდვის მეორე მეთოდია, ე.წ. უცხო სასესხო კაპიტალიზაცია, ეს შემთხვევა


სს-ის ფუნქციონირების ყველა ეტაპზე მნიშვნელოვანია. სასესხო, ანუ უცხო კაპიტალით სს -
ის კაპიტალიზაციას თავისი უპირატესობა აქვს. ობლიგაციია მფლობელს საერთო კრების
ფორმატში გასესხებული თანხის კონტროლის შესაძლებლობა არ წარმოეშობა . მას ასევე
არ აქვს მოგების სახით რაიმეს მოთხოვნის უფლება. თუმცა, ობლიგაციონერი,
აქციონერთან მიმართებით უპირატესობითაც სარგებლობს. კერძოდ, ობლიგაციის
მფლობელი წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლით ღებულობს გასესხებული თანხის
ფიქსირებულ პროცენტს, როგორც შემოსავალს, ამიტომ, ის არ არის დამოკიდებული
საზოგადოების მენეჯმენტის მხრიდან წმინდა შემოსავლის განაწილების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებაზე, ასევე ლიკვიდაციისა თუ გადახდისუუნარობის საქმის
წარმოების პროცესში ჯერ სასესხო ფასიანი ქაღალდის ( ობლიგაციის) მფლობელი უნდა
დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება კაპიტალის სტრუქტურის ფორმირების ჰიბრიდულ მეთოდს ( საკუთარი და


უცხო კაპიტალი), მისი ეკონომიკური რენტაბელობის განმსაზღვრელია ორივე მეთოდის
უპირატესობათა გაერთიანება და სს-ის კაპიტალიზაციის პროცესში სს-ის სასარგებლოდ
გამოყენება. ასეთ დროს, სს-ის მენეჯმენტი, შეიძლება ითქვას, რომ არც მთლად
მინდობილი საკუთარი კაპიტალის უპირატესობას, რადგან მას აქვს ნასესხები კაპიტალი ,
რრომელიც აპრიორი უნდა დააბრუნოს, ხოლო მეორე მხრივ, ის სრულად არ არის
დამოკიდებული სესხზე და პერმანენტულად არ ფიქრობს სესხის მომსახურე პროცენტის
დაფარვაზე.

კაპიტალიზაციის ბოლო ფორმად აღიარებული საკუთარი კაპიტალის შემცვლელი სესხი ,


რომლის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი თავად აქციონერისათვის არის : აქციონერი
ინვესტიციის განხორციელების შედეგად მას რისკავს და რჩება ე .წ . ბოლო ინსტანციის
კრედიტორად. იმ შემთხვევაში, როცა სს-ს დასჭირდება სესხის ფორმით კაპიტალის
მოზიდვა, აქციონერს შეუძლია მისი ქონება დააზღვიოს რისკისაგან და სს -ის მიმართ
კრედიტორთა მოთხოვნის რიგითობაში სხვა პარტნიორებთან შედარებით , დაიკავოს
უპირატესი პოზიცია.

კანონი სს-ის კაპიტალთან მიმართებით ე.წ. მყარი კაპიტალის დოქტრინას ადგენს და მისი
მინიმალური ოდენობა სულ მცირე 100 000 ლარია.

კაპიტალის გაზრდა/შემცირება: სს-ის კაპიტალის მოზიდვის შიდაორგანიზაციული ეტაპები


კანონით არის განსაზღვრული და ის დაიყვანება აქციის გაცემის სამ ეტაპად:
ნებადართული, გამოშვებული და განთავსებული აქციები.

ნებადართული აქციებია იმ მოცულობით განსაზღვრული აქციები, რა მაქსიმალური


კაპიტალის მოზიდვაც შეუძლია სს-ს და რომელიც განსაზღვრული უნდა იყოს
სადამფუძნებლო შეთანხმებაში. ნებადართული აქციების გაზრდას სჭირდება
სადამფუძნებლო შეთანხმებაში ცვლილების განხორციელება, რომელიც საერთო კრების
კომპეტენციას განეკუთვნება.

გამოშვებულია აქციები, რომლის მესამე პირებზე გაცემის შესახებ გადაწყვეტილება


მიიღება უფლებამოსილი ორგანოს მიერ, გამოშვეულ აქციათა რაოდენობა
დამოკიდებულია საზოგადოების სურვილზე თუ რა მოცულობის კაპიტალის მოზიდვა სურს
მას დაფუძნების თუ ფუნქციონირების კონკრეტულ ეტაპზე. როგორც წესი, ნებადართული
აქციების რაოდენობა გაცილებით მეტია ხოლმე, ვიდრე გამოშვებული აქციების
რაოდენობა.

კაპიტალის უშუალოდ მოზიდვისა და აქციის გაცემის ბოლო, მესამე ეტაპის აქციის


განთავსება, რომელიც გულისხმობს მესამე პირისათვის აქციის საკუთრებაში გადაცემას
და ამ უფლების აქციათა რეესტრში რეგისტრაციას. იმისათვის, რომ აქცია
განთავსებულად ჩაითვალოს, აუცილებელი არ არის მისი ნომინალური ღირებულება
გადახდილი იქნეს განთავსების მომენტისთანავე.

ფორმირებულ კაპიტალს, საკანონმდებლო დონეზე, განთავსებული კაპიტალი ეწოდება .


სს-ის ფუნქციონირების პროცესში შეიძლება წარმოიშვას ფაქტობრივი მდგომარეობა ,
როდესაც საჭირო გახდება განთავსებული კაპიტალის გაზრდა ან გარდაუვალი გახდება
მისი შემცირება. განთავსებული კაპიტალის გაზრდა სს-ის თვისებრივად მახასიათებელი
ასპექტია, რამდენადაც ის სწორედ მსხვილი კაპიტალის აკუმულირების მიზნით შექმნილი
სამეწარმეო საზოგადოების სამართლებრივი ფორმაა. განთავსებული კაპიტალის
გაზრდის გადაწყვეტილება საერთო კრების უფლებამოსილებაში შედის , რომელიც
შესაძლებელია განხორციელდეს ნებადართული აქციებიდან ახალი აქციები გამოშვებითა
და განთავსებით.

საზოგადოების განთავსებული კაპიტალის გაზრდის კიდე ერთი სახე განთავსებული


აქციების ნომინალური ღირებულების მომატების ხარჯზე შეიძლება განხორციელდეს .
აქციის ნომინალური ღირებულება გამოითვლება ნებადართული და გამოშვებული აქციის
რაოდენობის იმ კაპიტალის მოცულობასთან შეფარდებით, რომლის მოზიდვის მიზნითაც
იქნა ეს აქციები გამოშსვებული. მაგალითად, თუ 1 მილიონი ლარის მოზიდვა სურს სს -ს და
გამოუშვებს ასევე 1 მილიონ აქციას, მაშინ ასეთ ერთ აქციაში, განთავსების შემდგომ ,
გადასახდელი მინიმალური ღირებულება იქნება 1 ლარი და თუ სს-ის საერთო კრებაზე
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კაპიტალის გაზრდის შესახებ ანუ დამატებითი ქონების
მოზიდვა, მაშინ გამოყენებული იქნება საზოგადოების არსებული ქონება . კაპიტალის
გაზრდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი კანონით განსაზღვრული ის მაქსიმალური 5
წლიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც აქციონერმა შესატანი უნდა შეიტანოს .

კაპიტალის დამატებითი აქციების გამოშვებით განთავსება ერთი მთავარი სპეციფიკაციით


ხასიათდება: გამოშვებული აქციები განთავსების მომენტისათვის განაღდებულიკ უნდა
იყოს მისი ნომინალური ღიებულების სულ მცირე 25 პროცენტით, ხოლო თუ აქციები
არაფულად შენატანის სანაცვლოდ გაიცემა, მაშინ ასეთი შენატანი სრულად უნდა
განხორციელდეს კაპიტალის გაზრდის გადაწყვეტილების მიღების 5 წლის ვადაში .

სს-ს განთავსებული კაპიტალის გაზრდის საპირწონედ, არსებობს მისი შემცირების


შესაძლებლობაც. განთავსებული კაპიტალის შემცირება, ისევე როგორც გაზრდა ,
შესაძლებელია ან აქციათა ნომინალური ღირებულების შემცირებით ან აქციათა
რაოდენობის შემცირებით. განთავსებული კაპიტალის შემცირება ნომინალური
ღირებულების შემცირებით, საჭიროებს სს-ის აქციონერთა საერთო კრების
გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს შესამცირებელი განთავსებული
კაპიტალის ოდენობას, აქციათა სახეს, რომელთა ღირებულებაც მცირდება და შემცირების
შედეგად ფორმირებული აქციის ღრებულებას.

სს-ს როგორც კაპიტალურად მოწყობილ სამეწარმეო საზოგადოებას კანონით


მოეთხოვება მინიმალური კაპიტალის არსებობა. განთავსებული კაპიტალის შემცირებისას
გათვალისწინებულ უნდა იქნეს მინიმალური კაპიტალის კანონით განსაზღვრული
ოდენობა, რამდენადაც მის ქვემოთ საზოგადოები განთავსებული კაპიტალი ჩამოცდენა
გადახდისუუნარობის საქმის წარმოების საფუძველი შეიძლება გახდეს . დაუშვებელია სს -
ის მიერ საკუთარი აქციების გამოსყიდვის პროცესის დასრულებამდე განთავსებული
კაპიტალის შემცირება, მაგალითად, სს-ის მიერ აქციათა გამოსყიდვის შემდგომ, სს
საკუთარი თავის მევალე ხდება,რაც ანომალიურ მდგომარეობად არის აღქმული
საკორპორაციო სამართალში.

You might also like