You are on page 1of 3

იურიდიული პირის შვიდი ძირითადი ნიშანი

1. მიზანი - განსაზღვრული მიზნის მიღწევა იურიდიული პირის ერთ-ერთი


კონსტიტუტიური ნიშანია. იურიდიული პირის დამფუძნებლები ყოველთვის
რაღაცის მიღწევას ისახავენ მიზნად და ამისთვუს საწიროებენ ამ ნორმატიულ-
სამართლებრივ კონსტრუქციას. აქ უნდა გაიმიჯნოს სამართლებრივად
მნიშვნელოვანი მიზანი და იურიდიული პირი მონაწილეთათვის
მნიშვნელოვანი მიზანი. სამართლერიად მნიშვნელოვნად უნდა ჩაითვალოს
იურიდიული პირის შექმნა კომერციული (მოგების მიღება) თუ
არაკომერციული (იდეალური მიზანი) მიზნებისთვის. იურიდიული პირის
მიზნის ან საქმიანობის საგნის განსაზღვრას აქვს მნიშვნელობა იურიდიული
პირის დამფუძნებლებსა და მართვის ორგანოებისთვის. მესამე პირებთან
ურთიერთობაში მას რაიმე ფუნქცია არ ეკისრება.
2. საკუთარი ქონება - იურიდიული პირის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია
საკუთარი ქონების ქონის უნარი. ფაქტობრივად აქვს თუ არა იურიდიულ პირს
ქონება, არ არის გადამწყვეტი. მთავარია, რომ ეს ქონება განცალკევებული იყოს
წევრთა პირადი ქონებისგან. იურიდიული პირი ამ ქონების მესაკუთრეა.
თვითონ იურიდიული პირი კი არავის საკუთრება არ არის. იურიდიული
პირის ქონება არც დამფუძნებლების ან მასში მონაწილეთა საკუთრებაა. მათი
საკუთრება მხოლოდ იურიდიული პირის წილები ან აქციებია.
3. ორგანიზებულობა - ყოველი იურუდიული პირი არის ორგანიზებული
წარმონაქმნი, რომელიც პირთა ანდა ქონების გაერთიანების შედეგადაა
აღმოცენებული. მაშინაც კი, როცა იურიდიული პირი ერთი პირის მიერ
იქმნება, მაგალითდ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს), იგი
მაინც ორგანიზებული წარმონაქმნია. ეს ნიშანი რამდენიმე გარემოებას
გულისხმობს.

იურიდიული პირი შეიძლება ჩამოყალიბდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრული


ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფრომით. განსაკუთრებით ეს ეხება კერძო
სამართლს იურიდიულ პირებს, რომელთ მიმართ გამოიყენება სამართლებივ
ფორმათა ამომწურავი ჩამონათვალის ე.წ. numerus clausus პირნციპი.

ყოველ იურუდიულ პირს უნდა ჰქონდეს ასევე კანონით განსაზღვრული


საორგანიზაციო სტრუქტურები - მართვის ორგანოები. სწორედ ამ ორგანოს
მეშვეობით ახორციელებს იურიდიული პირი თავის საქმიანობას.

4. დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობა - დამოუკიდებელი


ქონების არსებობა უკავშირდება იურიდიული პირის დამოუკიდებელი
ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. უზოგადესი პრინციპების თანახმად,
იურიდიული პირი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს თავისი ქონებით და
არა მონაწილეების ქონებით, თუმცა ამ წესიდან გამონაკლისი სოლიდარული
პასუხისმგებლობის დ აკომანდიტური საზოგადოების პარტნიორების სახით.
ამ ნიშნის დახასიათებისას ყველაზე არსებითია, იურიდიული პირის
დამფუძნებლების ან მონაწილეთა პირადი ქონებისაგან განცალკეებული
ქონების არსებობა და უნარი, იყოს იურიდიული პირი ამ ქონების მესაკუთრე.
მის გარეშე არ შეიძლება იურიდიული პირი რეალურად არსებობდეს.
5. საკუთარი სახელი - სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის
გაიოლეის მიზნით და სხვა მონაწილეთაგან განსხვავების უზრუნველსაოფად
იურიდიულ პირს აქვს საკუთარი სახელი. ეს ნიშანი ანიჭეს მას
შესაძლებლობას შეიძინოს უფლებები და იკოსროს მოვალეობები, დადოს
გარიგებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე, ე.ი. იყოს იმ ყველა ურთიერთობის
მონაწილე, რომელსაც სამოქალაქო სამართალი განსაზღვრავს. სახელის ტარება
იურიდიული პირის არა მხოლოდ უფლება არამედ მისი მოვალეობას არის. არ
შეძლება არსებობდეს იურიდიული პირი სახელის გარეშე.
6. გარიგებაუნარიანობა - გარიგების დადების უნარი, გარიგებაუნარიანობა
იურიდიული პირის ქმედუნარიანობის ნაწილია. წარმონაქმნის
ქმედუნარიანობა და უფლებაუნარიანობა წრმოიშობა ერთდროულად, რაც მას
განასხვავებს ფიზიკური პირისგან. საერთოდ, ბევრი მსგავსების მიუხედავად,
ფიზიკური პირისა და იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა
განსხბაბენულია.

იურიდიული პირის ეს ნიშანი, ერთის მხრივ, აქცენტს სვამს წარმონაქმნში


(საერთო) ნების ჩამოყალიბებისა და გამოვლენის შესაძლებლობაზე. მეორე მხრივ,
სამართლებრივი შედეგის თვალსაზრისით, გარიგებაუნარიანობა არის ერთ-ერთი
ძირითადი საფუძველი, სამოქალაქო ბრუნვის პირობებში იურიდიულმა პირმა
შეძლოს სხვადასხვა უფლებისა და მოვალეობის შეძენა.

7. საპროცესო უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა - წარმონაქმნის


აქტიური და პასიური სასარჩელო უფლებაუნარიანობა მისი ზოგადი
უფლებაუნარიანობის მორიგი გამოვლინებაა. აქტიური სასარჩელო
უფლებაუნარიანობა გულისხმოს სასამართლოში - მოსარჩელედ, ხოლო
პასიური სასარჩელო უფლებაუნარიანობა მოპასუხედ გამოსვლის
შესაძლებლობას. ორივე მათგანი სასამართლო პროცესში მხარედ
მონაწილეობას უკავშირდება. სასამართლო წამოებაში მონაწილეობის,
სასამართლოსადმი მიმართვისა და მოპასუხეობის უფლება, შეიძლება ითქვას,
არსებითი ბერკეტია სამართლის ნებისმიერი სუბიექტისთვის საკუთრი
კანონიერი უფლების განხორციელების დაცვისთვის. ამიტომ, იურიდიულ
პირს კანონი სრულყოფილად აღჭურავს ამ შესაძლებლობით.

You might also like