You are on page 1of 18

ლექცია 5

თავი 5. ბიზნესის ორგანიზების სამართლებრივი ფორმები

5.1. ბიზნესის სამართლებრივი საფუძვლები

ნებისმიერი ბიზნეს-საქმიანობა ხორციელდება გარკვეული ორგანიზაციული


ფორმებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიზნესის სამართლებრივი
ფორმის სწორედ შერჩევას. ამ დროს უნდა გავითვალისწინოთ პირადი სურვილი,
საქმიანობის სფერო, ფინანსური საშუალებების ფლობა, პასუხისმგებლობა,
კონტროლის დონე, ბიზნესის მასშტაბები, გადასახადების მოცულობა და ზოგირთი
სხვა ფაქტორი. ბიზნეს-საქმიანობის ძირითადი სუბიექტია ფირმა, რომელშიც
იგულისხმება საქონლის ან მომსახურების წარმოებისა და რეალიზაციის ფუნქციის
შესრულებაზე გამიზნული დაწესებულება. ფირმა ქონებრივად განცალკავებული და
რაიმე სამეურნეო მიზნის განსახორციელებლად ორგანიზებული ერთეულია.
ფირმის შემადგენლობაში შეიძლება იყოს რამდენიმე საწარმო, ფირმები უმეტესდ
მრავალსაწარმოიანია. ფირმები შეიძლება იყოს ვერტიკალური, ჰორიზონტული და
კონგლომერატული ტიპის.
ფირმების სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება ფირმის ვალდებულებებზე
პაუხისმგებლობის ზომით, აგრეთვე თუ ვის ხელშია ბიზნეს საქმიანობის საკითხებზე
გადაწყვეტილების მიღება. ბიზნესის სუბიექტები არიან ბაზარზე თავისუფლად
მოქმედი და კაპიტალის ერთპიროვნული მფლობელები- ფიზიკური პირები, აგრეთვე
კაპიტალს მფლობელები და თანამფლობელები, რომლებიც გამოდიან იურიდიული
პირების სახით. იურიდიული პირის ქონება განცალკავებულია მისი წევრების
ქონებისაგან და მისი საკუთარი ქონება იძლევა ვალდებულებებზე დამოუკიდებელი
ქონებრივი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას.
საქართველოს კანონით ,,მეწარმეთა შესახებ'' ბიზნეს-საქმიანობად მიიჩნევა
მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების
მიღების მიზნით დამოუკიდებლად და ორგანიზებულად. საქართველოს
კონსტიტუციით, მეწარმეთა შესახებ კანონით, სამოქალაქო სამართლის კოდექსით
ბიზნესი ეფუძნება ყველა არსებითი მნიშვნელობის კანონს, რომელთა შორის
აღსანიშნავია შემდეგი:
კანონი ,,მეწარმეთა შესახებ, კანონი საკუთრებისა და პრივატიზაციის შესახებ,
ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების შესახებ, კანონი დაზღვევის შესახებ,
ლიზინგის შესახებ, კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ, მომხმარებელთა
უფლებების დაცვის შესახებ, ეკოლოგიური გარემოს დაცვის შესახებ, აუდიტორული
საქმიანობის შესახებ, საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების
შესახებ, კანონი საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ, საბაჟო, საგადასახადო
და შრომის კოდექსი, კანონი გაკოტრების შესახებ და სხვა.

1
ბიზნესის საქმიანობის მონაწილეთა მოწყობის სამართლებრივი ფორმები
განსაზღვრულია საქართველოს კანონით ,, მეწარმეთა შესახებ'', რომლის თანახმად,
საწარმოთა სამართლებრივი ფორმებია:
 ინდივიდუალური საწარმო (ის), საქართველოში ამ ფირმებზე მოდის
რეგისტრირებული საწარმოების ;
 სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება (სპს) ;
 კომანდიტური საზოგადოება (კს) ;
 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს) ;
 სააქციო საზოგადოება (სს) ;
 კოოპერატივი (კ).
ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლება-
მოვალეობებს ახორციელებს, როგორც ფიზიკური პირი, ხოლო დანარჩენები,
რომლებსაც კანონი ,,მეწარმეთა შესახებ'' საზოგადოების ცნების ქვეშ აერთიანებს,
იურიდიულ პირებს მიეკუთვნებიან.
იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი
საკუთარი ქონების მქონე ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით
დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და
მოვალეობებს, დებს ბიზნეს- გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს
მოსარჩელედ და მოპასუხედ.
იურიდიული პირი შეიძლება იყოს საჯარო სამართლის და კერძო სამართლის:
საჯარო სამართლის იურიდიულ პირი საჯარო სამართლის იურიდიული პირებს
ახასიათებთ მმართველობითი წევრობის განსაკუთრებული ხასიათი. საჯარო
სამართლის იურიდიულ პირებს მიეკუთვნება სახელმწიფო დაწესებულეები,
სავაჭრო-სამრეწველო პალატები, მეწარმეთა გაერთიანებები და ფონდები. საჯარო
სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს კანონში ან მის
დამფუძნებულ დოკუმენტებში გათვალისწინებული მიზნების შესაბამისი
საქმიანობა. საჯარო მიზნების მისაღწევად კანონმდებლობის საფუძველზე შექმნილი
არასახელმწიფოებრივი ორგანიზაციები (პოლიტიკური პარტიები და სხვა).

კერძო სამართლის იურიდიულ პირებს უფლება აქვთ განახორციელონ კანონით


აუკრძალავი ნებისმიერი საქმიანობა, იმის მიუხედავად არის თუ არა ეს საქმიანობა
გათვალისწინებული მისი წესდებით. მათ მიეკუთვნება: საკრედიტო კავშირი,
ფონდი, სპს, კს, შპს, სს, კოოპერატივი.
კერძო სამართლის იურიდილი პირები ფირმის სახით რეგისტრირებულ პირთა
და კაპიტალის გაერთიანებებია, რაც გულისხმობს ფირმის საქმიანობაში
პარტნიორთა პირად მონაწილეობას, ამ შემთხვევაში გაერთიანებაში შემავალი
პირები აერთიანებენ, როგორც ფულად ასევე რეალურ კაპიტალს. ფირმის
ხელმძღვნელობასა და ოპერატიულ მართვას კი ახორციელებენ სპეციალურად
შექმნილი ორგანოები. იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წარმოიშობა მისი

2
რეგისტრაციის მომენტიდან და წყდება მისი ლიკვიდაციის შესახებ რეგისტრაციის
მომენტიდან.
კერძო სამართლის იურიდიული პირები თავის მხრივ იყოფა კომერციულ და
არაკომერციულ იურიდიულ პირებად:
კერძო სამართლის არაკომერციული იურიდიული პირებია: საკრედიტო
კავშირი და ფონდი.
კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირებია: სპს, კს, შპს, სს,
კოოპერატივი. კერძო სამართლის იურიდიული პირებია სამრეწველო ფირმები,
კომერციული ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, სარეკლამო სააგენტოები, სავაჭრო
ფირმები, კონსალტინგური და საინფორმაციო მომსახურების ფირმები და სხვა.
ფირმა, როგორც კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და
მოვალეობების სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრში
რეგისტრაციის მომენტიდან.

5.2. საწარმოს რეგისტრაცია, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

საწარმოთა რეგისტრაცია. მეწარმე-სუბიექტად დარეგისტრირება არის


აუცილებელი პროცედურა ბიზნესის (სამეწარმეო საქმიანობის) დასაწყებად.
საქართველოში მეწარმე სუბიექტად რეგისტრაცია დაკავშირებულია მარტივ
პროცედურებთან და ამისთვის მხოლოდ ერთი დღეა საჭირო. მეწარმე სუბიექტის
რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტო. მეწარმე სუბიექტი წარმოშობილად ითვლება
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში
რეგისტრაციის მომენტიდან. მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით
მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია მოიცავს, როგორც სახელმწიფო, ისე საგადასახადო
რეგისტრაციას. მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება რეგისტრაციის
შესახებ ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალურად გაცნობისთანავე ან
გამოქვეყნებისთანავე. გადაწყვეტილების გამოქვეყნებად ითვლება მისი
მარეგისტრირებელი ორგანოს ვებგვერდზე განთავსება.
მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის
მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი,
რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის)
გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი
შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად

3
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული
მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის
ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც
შესაძლებელი იქნება ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. რეგისტრირებულ
ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნილი
ელექტრონული შეტყობინება ითვლება შესაბამისი პირისათვის ოფიციალურად
ჩაბარებულ შეტყობინებად.
საწარმოს რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში მარეგისტრირებელ ორგანოს
უნდა წარედგინოს საწარმოს ყველა პარტნიორის მიერ ხელმოწერილი და სათანადო
წესით დამოწმებული სარეგისტრაციო განაცხადი, რომელიც იმავდროულად არის
პარტნიორთა შეთანხმების ნაწილი და რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) საწარმოს სახელწოდება/საფირმო სახელწოდება;
ბ) საწარმოს სამართლებრივი ფორმა;
გ) საწარმოს იურიდიული მისამართი;
დ) საწარმოს პარტნიორის (პარტნიორების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი
ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ხოლო თუ პარტნიორი იურიდიული პირია
– მისი საფირმო სახელწოდება, სამართლებრივი ფორმა, იურიდიული მისამართი,
რეგისტრაციის თარიღი, საიდენტიფიკაციო ნომერი და მონაცემები მისი
წარმომადგენლების შესახებ.
რეორგანიზაცია არის საწარმოს გარდაქმნა მისი სამართლებრივი ფორმის
შეცვლის, სხვა საწარმოსთან შერწყმის ან ერთი ან რამდენიმე საწარმოს გაყოფის
მეშვეობით.
პარტნიორებს შეუძლიათ ერთი სამართლებრივი ფორმის საწარმო გარდაქმნან
სხვა სამართლებრივი ფორმის საწარმოდ. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი
გადაწყვეტილებით პარტნიორთა უფლებამოსილებები უნდა გადანაწილდეს
ხელახლა, ამ სამართლებრივი ფორმისათვის დადგენილი შეზღუდვების
გათვალისწინებით. თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააქციო
საზოგადოების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად გარდაქმნის და
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სააქციო საზოგადოებად
გარდაქმნის შესახებ გადაწყვეტილებების მისაღებად საჭიროა დამსწრე ხმის
უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%. ყველა სხვა შემთხვევაში
აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.
საწარმოები შეიძლება შეერწყან ერთმანეთს. თუ წესდებით სხვა რამ არ არის
დადგენილი, სააქციო საზოგადოებაში, შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოებასა და კოოპერატივში შერწყმის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად
საჭიროა დამსწრე ხმის უფლების მქონე პარტნიორის (პარტნიორთა) ხმების 75%.
ყველა სხვა შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად. შერწყმის
შესახებ გადაწყვეტილებაში უნდა აღინიშნოს, ერთი საწარმო უერთდება მეორეს
(მიერთება) თუ ორი საწარმო ერთიანდება ერთ ახალ საწარმოდ (გაერთიანება).
შერწყმის შესახებ გადაწყვეტილებით უნდა განისაზღვროს პარტნიორთა უფლება-

4
მოვალეობანი, თუ ისინი არ ხელმძღვანელობენ კაპიტალში მათი წილის
პროპორციულობის პრინციპით. საწარმო, რომელმაც საწარმო მიიერთა, ან
გაერთიანების შედეგად წარმოქმნილი საწარმო არის თავდაპირველი
საწარმოს/საწარმოების სამართალმემკვიდრე.
საწარმო შეიძლება გაიყოს ორ ან ორზე მეტ საწარმოდ და მათ საქმიანობა
გააგრძელონ, როგორც დამოუკიდებელმა საწარმოებმა, საკუთარი სამართლებრივი
ფორმით. გაყოფის შესახებ გადაწყვეტილება შეიძლება ითვალისწინებდეს გაყოფის
შედეგად წარმოქმნილ საწარმოში ადრინდელი პარტნიორების წილობრივი
მონაწილეობის შეცვლას. გაყოფის შედეგად წარმოქმნილი საწარმოები
სოლიდარულად აგებენ პასუხს თავდაპირველი საწარმოს გაყოფამდე არსებული
ვალდებულებებისათვის, ხოლო თავდაპირველი საწარმოს უფლებამონაცვლე
საწარმო განისაზღვრება გაყოფის შესახებ გადაწყვეტილებით.
ლიკვიდაცია არის საწარმოს საქმიანობის შეწყვეტა. მეწარმე იურიდიული პირის
პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ გადაწყვეტილება საწარმოს ლიკვიდაციის
დაწყების შესახებ. პარტნიორებს, ასევე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში -
სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ან დირექტორს (დირექტორებს) შეუძლიათ
განსაზღვრონ ის პირები, რომლებიც ახორციელებენ საწარმოს ლიკვიდაციას
(ლიკვიდატორები). პარტნიორები საერთო კრებაზე იღებენ გადაწყვეტილებას
საწარმოს ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ, რის შემდეგაც იწყება
კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი. პარტნიორთა გადაწყვეტილება საწარმოს
ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის
პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან.

5.3. ბიზნესის სამართლებრივი ფორმები

ინდივიდუალური საწარმო. ინდივიდუალური საწარმო არის ბიზნესის


ორგანიზაციის უმარტივესი ფორმა - პირდაპირი გაგებით საქმის დამოუკიდებელი
წარმოებაა საკუთარი ინტერესებისათვის. ინდივიდუალური მეწარმე, როგორც
ინდივიდუალური საწარმოს მფლობელი, არის ფიზიკური პირი, რომლის სამეწარმეო
საქმიანობისათვის აუცილებელია სამეწარმეო წესით მოწყობილი ორგანიზაცია,
მოწესრიგებული საკასო და საბუღალტრო საქმე. სამართლებრივ ურთიერთობებში ის
გამოდის თავის სახელით. მფლობელს გააჩნია მატერიალური რესურსები და
კაპიტალური მოწყობილობები, რომელიც საჭიროა სამეწარმეო საქმიანობისათვის, ან
იძენს მათ და ასევე პირადად აკონტროლებს საწარმოს საქმიანობას. ასეთ საწარმოში
დაქირავებული მუშა-მოსამსახურეებიც შეიძლება მუშაობდნენ, მაგრამ მის
სიცოცხლისუნარიანობაზე მხოლოდ მფლობელი აგებს პასუხს.

5
ინდივიდუალური მეწარმე საფირმო სახელწოდებად იყენებს თავის სახელსა და
გვარს. საფირმო სახელწოდებას არ უნდა ერთვოდეს რაიმე ისეთი დამატება,
რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მესამე პირი ან გამოიწვიოს გაუგებრობა
საწარმოს ფორმისა თუ საქმიანობის მოცულობის ანდა პარტნოირთან
ურთიერთობების გამო. საფირმო სახელწოდებას დაერთვება დამატებები თუ ეს
საჭიროა სხვა ფირმებისაგან განსასხვავებლად.
ინდივიდუალურ საწარმოთა გავრცელების სფეროებია: საცალო ვაჭრობა (მცირე
ზომის მაღაზია), სან-ტექნიკური მომსახურება, მცირე მოცულობის სატრანსპორტო
გადაზიდვები, კაფე-ბარი, სილამაზის სალონი და მრავალი სხვა.
ინდივიდუალური საწარმოს ბევრი უპირატესობა გააჩნია.
 მცირე ფორმალობა საქმიანობის დასაწყებად. ინდივიდუალური საწარმოს
უპირატესობაა რეგისტრაციის მცირე დრო და დანახარჯები.
 სრული დამოუკიდებლობა, თავისუფლება და მოქმედების ოპერატიულობა.
მფლობელი თითონ შეიმუშავებს საწარმოს პოლიტიკას, ვინაიდან იურიდიულად
მასთან არავინ არის დაკავშირებული; ის შედარებით ოპერატიულად იღებს
გადაწყვეტილებებს ვიდრე ამას შესძლებდა რამდენიმე პარტნიორი ერთად. ამიტომ,
ინდივივიდუალური საწარმო გაცილებით მოსახერხებელია მკაფიოდ გამოვლენილი
პიროვნული თვისებების მქონე ადამიანებისათვის.
 საგადასახადო შეღავათები. ინდივიდუალური საწარმო არ იბეგრება მოგების
გადასახადით. ასევე საქართველოში საშემოსავლო გადასახადისაგან
განთავისუფლებულია იმ მეწარმე ფიზიკურ პირთა შემოსავალი რომელიც ფლობს
მიკრობიზნესის სტატუსს. არსებითი შეღავათებია დაწესებული მცირე ბიზნესის
სტატუსის მქონე ინდმეწარმეზეც.
 სრულყოფილი მოტივაცია. ვინაიდან საწარმოს მთლიანი მოგება ერთ მფლობელს
ეკუთვნის, იგი დაინტერესებულია გულმოდგინე შრომით, საქმიანობაზე სრული
კონტროლით, მოზომილი გადაწყვეტილებების მიღებით და საქმიანი ოპერაციების
მაქსიმალური ზრდით.
 კონფიდენციალობა. ბიზნესის ზოგიერთ სახეობაში საწარმოს ძირითად
უპირატესობას წარმოადგენს საწარმოო პროცესების ტექნოლოგიური
საიდუმლოებანი. ასეთ შემთხვევაში ინდივიდუალური საწარმო საუკეთესო
ვარიანტია საიდუმლოს შესანახად.
მიუხედავად აღნიშნულისა, ბიზნესის ამ ორგანიზაციულ ფორმას
მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები გააჩნია.
 ბიზნესის გაფართოების შეზღუდული შესაძლებლობები. იშვიათი გამონაკლისის
გარდა მფლობელის ფინანსური რესურსები საკმარისი არ არის ბიზნესის
გაფართოებისათვის. კერძოდ, ფინანსური რესურსები ჩვეულებრივ შეზღუდულია
მეწარმის საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხით, და იმ თანხით, რომლის სესხებაც
მას შეუძლია. რამდენადაც ინდმეწარმეთა შორის გაკოტრების ალბათობა მაღალია,
კომერციული ბანკები ხალისით როდი აძლევენ მათ კრედიტს.

6
 ბიზნესის მართვაში სპეციალიზაციის უპირატესობის არარსებობა. ბიზნესზე სრული
კონტროლის განხორციელებით მფლობელმა უნდა შეასრულოს მართვის ყველა
ფუნქცია. მან უნდა მიიღოს ყველა ძირითადი გადაწყვეტილება, მაგალითად, ყიდვის,
გაყიდვის, პერსონალის მოზიდვის თაობაზე; უყურადღებოდ არ დატოვოს
ტექნიკური ასპექტები, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წარმოების, განაწილების და
რეკლამის სფეროში. ამასთან, გაუთვალისწინებელმა ავარიამ, ან ავადმყოფობამ
შეიძლება დიდი ზიანი მიაყენოს ბიზნესს. მფლობელის სიკვდილის შემთხვევაში კი
ბიზნესი იურიდიულად წყვეტს არსებობას.
 შეუზღუდავი პასუხისმგებლობა. ინდმეწარმეები რისკავენ არა მარტო საწარმოს
აქტივებით, არამედ თავისი პირადი აქტივებითაც. თუ საწარმოს აქტივები არ ყოფნის
კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებას, უკანასკნელთ შეუძლიათ
პრეტენზია განაცხადონ მფლობელის პირად საკუთრებაზე.
ინდივიდუალური საწარმოს უპირატესობებისა და ნაკლოვანებების ანალიზით
შეიძლება დავასკვნათ, რომ ეს ორგანიზაციული ფორმა მისაღებია, თუ ბიზნესს არ
სჭირდება დიდი კაპიტალი და იმდენად მარტივია, რომ ის შეიძლება მართოს ერთმა
პიროვნებამ ან ოჯახმა. ეს ფორმა განსაკუთრებით მიმზიდველია ბიზნესის საწყის
ეტაპზე, როდესაც ძალზედ მნიშვნელოვანია მოქნილობა, ოპერატიულობა,
გულმოდგინე შრომა და საქმისადმი მუდმივი ყურადღება. შემდგომში, თუ მეწარმე
დააპირებს საქმიანობის გაფართოებას, ალბათ უფრო მიზანშეწონილია ბიზნესის
სხვა, უფრო რთულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და კომანდიტური


საზოგადოება

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, როგორც ბიზნესის


ორგანიზაციის ფორმა, მეტნაკლებად ინდივიდუალური საწარმოს ბუნებრივ
განვითარებას წარმოადგენს. თვით დასახელება გვიხსნის ამ ფორმის არსს:
საზოგადოება, რომელშიც რამდენიმე ფიზიკური პირი ერთობლივად, ერთიანი
საფირმო სახელწოდებით, ეწევა არაერთჯერად და დამოუკიდებელ მეწარმეობას.
პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე
პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები-- უშუალოდ, პირდაპირ, მთელ
ვალდებულებებზე, შეუზღუდავად მთელი თავისი ქონებით. ამასთან, პარტნიორები
შეიძლება იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები. ჩვეულებრივ ისინი აერთიანებენ
ფინანსურ რესურსებს და საქმის წარმართვის გამოცდილებას, ინაწილებენ რისკს და
ასევე მოგებას ან ზარალს, რომელიც შეიძლება წილად შეხვდეს თითოეულ მათგანს.
საზოგადოების საფირმო სახელწოდება უნდა მოიცავდეს მითითებას მის
სამართლებრივ ფორმაზე და ერთ-ერთი პარტნიორის სახელსა და გვარს მაინც.
ყველა პარტნიორი უფლებამოსილია გაუძღვეს საზოგადოების საქმეებს, თუ
საზოგადოების წესდებით სხვა რამ არ იქნება განსაზღვრული. გადაწყვეტილებები იმ

7
საკითხებზე, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საზოგადოების ჩვეულებრივ
საწარმოო საქმიანობას, მიიღება ყველა პარტნიორის მონაწილეობით ჩატარებული
კრების მიერ.
პარტნიორთა კრების მოწვევის უფლება აქვს ყველა პარტნიორს. კრების მოწვევა
უნდა მოხდეს ყველა პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით,
რომელიც უნდა შეიცავდეს დღის წესრიგის პროექტს. პარტნიორებს დღის წესრიგის
პროექტში დამატებების შეტანა შეუძლიათ პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ
წერილის მიღებიდან სამი დღის ვადაში. კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას
ესწრება პარტნიორთა უმრავლესობა. თუ პარტნიორთა კრება
გადაწყვეტილებაუუნაროა, მაშინ მის მომწვევ პარტნიორს უფლება აქვს
იმდაგვარადვე და იმავე დღის წესრიგით ხელახლა მოიწვიოს კრება. ამ შემთხვევაში
კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, იმის მიუხედავად, მასზე გამოცხადდება თუ არა
პარტნიორთა უმრავლესობა. კრების თავჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს კრების
ნებისმიერი მონაწილე ხმების უბრალო უმრავლესობით. კრებაზე ყოველ პარტნიორს
აქვს თითო ხმა. პარტნიორი არ სარგებლობს ხმის უფლებით, თუ გადაწყვეტილება
შეეხება საზოგადოებასა და მას შორის დავას.
პარტნიორს შეუძლია გაასხვისოს თავისი წილი კაპიტალი, თუ ყველა დანარჩენი
პარტნიორი წინასწარ წერილობით განაცხადებს თანხმობას აღნიშნულზე ან თუ
საზოგადოების წესდებით დაშვებულია გასხვისება.
კომანდიტურ საზოგადოება. კომანდიტურ საზოგადოებაში რამდენიმე პირი
ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევა არაერთჯერად და
დამოუკიდებელ მეწარმეობას. სოლიდარული პასუხისმგებლობის
საზოგადოებისაგან განსხვავებით, კომანდიტურ საზოგადოებაში ერთი ან რამდენიმე
პარტნიორის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე განსაზღვრული საგარანტიო
თანხის გადახდით შემოიფარგლება (კომანდიტები), ხოლო სხვა პარტნიორების
პასუხისმგებლობა შეზღუდული არ არის (კომპლემენტარები). მისი საფირმო
სახელწოდება უნდა შეიცავდეს მინიმუმ ერთი კომპლემენტარის სახელსა და გვარს,
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მითითებით. კომანდიტურ საზოგადოებას
უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი პარტნიორი, ერთი კომანდიტი და ერთიც
კომპლემენტარი. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება იყოს კომანდიტიც და
კომპლემენტარიც.
კომანდიტებს ხშირად „მძინარე პარტნიორებსაც“ უწოდებენ, რადგან ისინი
საზოგადოების მართვაში აქტიურ მონაწილეობას არ იღებენ, მათ არ შეუძლიათ
გამოვიდნენ ჩვეულებრივი საწარმოო საქმიანობის ფარგლებში კომპლემენტარების
მიერ განხორციელებული მოქმედების წინააღმდეგ. კომანდიტი შეიძლება იყოს
როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. მას უფლება აქვს განახორციელოს
კონტროლი საზოგადოების საქმიანობაზე, გაასხვისოს ან მემკვიდრეობით გადასცეს
თავისი წილი სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე, გარდა წესდებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა. კომანდიტს აქვს მხოლოდ კუთვნილი მოგების

8
მიღების მოთხოვნის უფლება და ზარალის მონაწილეა მხოლოდ თავისი წილი
კაპიტალის ფარგლებში.
ჩვენში არსებული სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და
კომანდიტური საზოგადოება შეიძლება გავაერთიანოთ პარტნიორობის ცნების ქვეშ.
თანამედროვე პირობებში ბევრი პროფესიონალური საქმიანობა პარტნიორობის
ფორმას იღებს. მაგალითად, ბუღალტრები, აუდიტორები, ნოტარიუსები,
იურისტები... ხშირად თავიანთ საქმიანობას პარტნიორობის პრინციპებზე აგებენ.
რა უპირატესობები გააჩნია პარტნიორობას?
 საქმის მართვის განაწილება. ინდივიდუალური საწარმოსაგან განსხვავებით
პარტნიორობაში შესაძლებელია მის წევრებს შორის შრომის დანაწილება და
თოთოეული პარტნიორის ცოდნისა და გამოცდილების გამოყენება. თუ
ინდივიდუალური საწარმოს პირობებში ყველა საქმის შესრულება უხდება ერთ პირს,
პარტნიორობის პირობებში ცალკეული პარტნიორი საერთო საქმის იმ ნაწილს
ასრულებს, რომელიც მას ყველაზე უკეთ ეხერხება. გარდა აღნიშნულისა, ერთ
პარტნიორს შეუძლია შეენაცვლოს მეორეს, რაც პრაქტიკულად გამორიცხავს რაიმე
სერიოზულ შეფერხებებს საწარმოს საქმიანობაში. ამავე მიზეზის გამო
პარტნიორობის წევრები ნაკლებად არიან `მიჯაჭვულნი~ საქმეზე და საჭიროების
შემთხვევაში შეუძლიათ დროის საკუთარი მიზნებისათვის გამოყენება.
 გაზრდილი ფინანსური შესაძლებლობები. რამდენიმე მონაწილის გაერთიანების
წყალობით პარტნიორების ფინანსური შესაძლებლობები ნაკლებად შეზღუდულია,
ვიდრე ინდივიდუალური საწარმოსი. შესაბამისად, ბანკირების თვალში
პარტნიორობა უფრო სოლიდურად გამოიყურება და მეტი კაპიტალის მოზიდვაა
შესაძლებელი.
 გადაწყვეტილებების დემოკრატიულად მიღების შესაძლებლობა.
მიუხედავად აღნიშნული უპირატესობებისა, პარტნიორობა უფრო უძლური
შეიძლება აღმოჩდეს ინდივიდუალური საწარმოს ნაკლოვენებათა დაძლევაში, ვიდრე
ეს შეიძლება ერთი შეხედვით მოგვეჩვენოს. მართლაც წარმოიშვება ზოგიერთი ახალი
პრობლემა, რომელიც დამახასიათებელი არ იყო ინდივიდუალური საწარმოსათვის.
 მართვის მოუქნელობა. ძალაუფლების დანაწილებამ პარტნიორებს შორის შეიძლება
გამოიწვიოს ინტერესთა შეუთავსებლობა, შეუთანხმებელი პოლიტიკა, მაშინ,
როდესაც საჭიროა გადამჭრელი ქმედებები. კიდევ უფრო უარესია, თუ
პარტნიორების ინტერესები მთავარ საკითხებში სცილდება ერთმანეთს.
 ფინანსური რესურსების შეზღუდულობა. საწარმოს ფინანსები ჯერ კიდევ
შეზღუდულია, თუმცა მნიშვნელოვნად მეტია ინდივიდუალური საწარმოს
შესაძლებლობებზე. პარტნიორების რესურსები შეიძლება საკმარისი არ აღმოჩნდეს,
ან ისეთი იყოს, რომ მკვეთრად შეზღუდოს მომგებინი საქმის გაფართოება.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება

9
საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე
შემოიფარგლება მთელი თავისი ქონებით, ხოლო პარტნიორის პასუხისმგებლობა
საწარმოს კაპიტალში მისი წილის ოდენობით, არის შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება. მისი დაფუძნება შეუძლია ერთ პირსაც.
საზოგადოების ბუღალტრულ ჩანაწერებში თანხა აღინიშნება ეროვნული
ვალუტით. შესატანი შეიძლება წარმოდგენილ იქნეს აგრეთვე სხვა ქონებრივი და
არაქონებრივი ობიექტების სახით, რომელიც უნდა შეაფასოს დამოუკიდებელმა
ექსპერტმ (აუდიტორმა). შესატანის ოდენობა თითოეთითოეული პარტნიორისათვის
შეიძლება განსხვავებულად განისაზღვროს. პარტნიორს შეუძლია წილის გასხვისება
და მემკვიდრეობით გადაცემა.
შპს-ს მართვისათვის იქმნება სამ რგოლიანი და ორ რგოლიანი მართვის
ორგანოები. სამ რგოლიან სისტემაში შედის პარტნიორთა კრება, სამეთვალყურეო
საბჭო და დირექტორები, ორ რგოლიანში -პარტნიორთა კრება და დირექტორები.
სამრგოლიან სისტემაში, როგორც წესი, პარტნიორთა კრებასა და სამეთვალყურეო
საბჭოს არ გააჩნია გარე ურთიერთობებში წარმომადგენლობის უფლება. ამ ფუნქციას
ასრულებენ აღმასრულებელი ორგანოს წევრები (დირექტორები).
შპს-ს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ეკისრებათ დირექტორებს. მათ
დაკისრებული ამოცანები უნდა შეასრულონ ჩვეულებრივი კომერსანტის
გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით, კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც
ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი
ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს
მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. დირექტორი კანონითა და
წესდებით მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობისათვის პასუხს
აგებს პირადად, სრულად, შეუზღუდავად, მთელი თავისი ქონებით. საზოგედოების
წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს დირექტორის მიერ ერთპიროვნული მართვის
უფლებამოსილებას, მაგრამ აგრეთვე აწესებდეს, რომ ორი დირექტორი მხოლოდ
ერთობლივად შეიძლება გაუძღვეს საზოგადოებას, ანდა ყველა დირექტორი
ვალდებული იყოს ერთად გასწიოს ხელმძღვანელობა. საზოგადოების
დირექტორების უფლებამოსილება შეიძლება შეიზღუდოს სამეთვალყურეო საბჭოს
ან საზოგადოების კრების აუცილებელი თანხმობის დაწესებით.
შპს-ს უმაღლესი მმართველი ორგანოა პარტნიორთა კრება. იგი
გადაწყვეტილებებს იღებს საზოგადოების საქმიანობის უმნიშვნელოვანეს
საკითხებზე. საერთო კრება შეიძლება იყოს მორიგი და რიგგარეშე. მორიგი საერთო
კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც და იღებს გადაწყვეტილებას წლიური
შედეგების შესახებ. კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლოა კრება
მოწვეულ იქნას დაუყოვნებლივ ან იგი საერთოდ არ იქნეს მოწვეული თუ ყველა
პარტნიორი წერილობით ეთანხმება განსახილველ საკითხს. დირექტორმა უნდა
მოიწვიოს საზოგადოების კრება, თუ საზოგადოების ინტერესები ამას მოითხოვს.
ამასთან, საზოგადოების წესდების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ პარტნიორთა
კრების გადაწყვეტილებით. თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ

10
პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა:
სამეურნეო პოლიტიკის ზოგადი პრინციპების განსაზღვრა; წილთა შეძენა და
გასხვისება, ასევე, საწარმოთა შეძენა, გასხვისება და ლიკვიდაცია; წარმოების
სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და მათი შეწყვეტა ფილიალების შექმნა
და ლიკვიდაცია; უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ინვესტიციების
შესახებ, რომელთა ღირებულება ერთ სამეურნეო წელიწადში აღემატება ბოლო წლის
საბალანსო თანხის ათ პროცენტს; სესხის აღება, რომელიც აღემატება პარტნიორთა
კრების მიერ დადგენილ ოდენობას; იმ სესხის უზრუნველყოფა, რომელიც არ
მიეკუთვნება ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას; ხელმძღვანელ მუშაკთათვის
მოგებასა და საერთო შემოსავალში მონაწილეობისა და პენსიის მიცემის პრინციპების
განსაზღვრა; იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომელიც საზოგადოებას აქვს
დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან გამომდინარე დირექტორის ანდა
პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში,
რომელთაც იგი დირექტორის წინააღმდეგ წარმართავს; წლიური შედეგების
დამტკიცება და შედეგების გამოყენება; შესატანების გადახდის მოთხოვნა;
დამატებითი შესატანების უკან დაბრუნება; დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა,
მათთან შრომითი ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშის
დამტკიცება; აუდიტორის და სპეციალური კონტროლიორის არჩევა.
შპს-ს წესდება შეიძლება ითვალისწინებდეს სამეთვალყურეო საბჭოს შექმნასაც.
ამ შემთხვევაში სამეთვალყურეო საბჭო ასრულებს იგივე ფუნქციებს და მის მიმართ
გამოიყენება იგივე წესები, რაც სააქციო საზოგადოებაში, რომელსაც ჩვენ შემდეგ
პარაგრაფში განვიხილავთ.
შპს-ს უპირატესობებია:
 საქმიანობის წარუმატებლობის შემთხვევაში, მფლობელების პირადი ქონების
დაცულობა;
 მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების დაქირავების
შესაძლებლობა;
 საფირმო სახელწოდების შერჩევის თავისუფლება. შპს-ს საფირმო სახელწოდება
შეიძლება შეირჩეს მისი საქმიანობის მიხედვით, ან ეს სახელწოდება შეიძლება იყოს
ფანტაზიის ნაყოფი. მაგარმ ყველა შემთხვევაში უნდა შეიცავდეს აღნიშვნას „შპს“.
იმის გამო, რომ პასუხისმგებლობა შეზღუდულია, საკმაოდ რთულია პატარა
ორგანიზაციისათვის სასურველი რაოდენობის სესხის მიღება, რადგან საქმიანობის
წარუმატებლობის შემთხვევაში ბანკები და სხვა ფინანსური დაწესებულებები ვერ
მოახერხებენ თავისი ფონდების დაბრუნებას. ამიტომ შეზღუდული ფინანსური
შესაძლებლობები შპს-ს ძირითად ნაკლოვანებად უნდა ჩაითვალოს.

სააქციო საზოგადოება

ბიზნესის ორგანიზაციის განსაკუთრებული ფორმაა სააქციო საზოგადოება.


სააქციო საზოგადოების საკუთარი კაპიტალი დაყოფილია ერთი და იმავე

11
ნომინალური ღირებულების მქონე აქციებად, რომელიც შეიძლება გაიყიდოს
როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებზე. სააქციო საზოგადოების
პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.
აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებზე. ისინი
მხოლოდ თავისი კუთვნილი წილი აქციების ღირებულების ფარგლებში ეწევიან
რისკს სააქციო საზოგადოების საქმიანობისათვის.
აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების
ვალდებულებებს პარტნიორის (აქციონერის) მიმართ და აქციონერის უფლებებს
სააქციო საზოგადოებაში. კანონის შესაბამისად აქციონერს უნდა მიეცეს აქციათა
სერთიფიკატი ან ამონაწერი საზოგადოების აქციათა რეესტრიდან, ანდა კანონით
გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი. ერთი ჩვეულებრივი აქცია უზრუნველყოფს
ერთი ხმის უფლებას აქციონერთა კრებაზე.
სააქციო საზოგადოების მართვისათვის იქმნება სამრგოლიანი მართვის
ორგანოები: აქციონერთა კრება, სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორები.
აქციონერთა კრება, როგორც სააქციო საზოგადოების უმაღლესი მმართველი
ორგანო უფლებამოსილია: შეცვალოს საზოგადოების წესდება; მიიღოს
გადაწყვეტილება შერწყმის, გაყოფის ან გარდაქმნის შესახებ; მთლიანად ან
ნაწილობრივ გააუქმოს აქციონერის მიერ აქციების უპირატესი შესყიდვის უფლება
საწესდებო კაპიტალის მომატების დროს; მიიღოს ან უარყოს სამეთვალყურეო საბჭოს
ან დირექტორის წინადადება მოგების გამოყენების შესახებ ან, როცა ეს ორგანოები
ვერ იძლევიან ერთიან წინადადებას, მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების
განაწილების შესახებ; აირჩიოს აქციონერთა წარმომადგენლები სამეთვალყურეო
საბჭოში ან გამოიწვიოს იქიდან; დაამტკიცოს დირექტორებისა და სამეთვალყურეო
საბჭოს ანგარიში; გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის
ანაზღაურების საკითხი; დაამტკიცოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი
წესით შემუშავებული საკითხები; აირჩიოს აუდიტორი და სპეციალური
კონტროლიორი; მიიღოს გადაწყვეტილებები სამეთვალყურეო საბჭოსა და
დირექტორების წინააღმდეგ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესახებ, ამ
პროცესისათვის წარმომადგენლის დანიშვნის ჩათვლით; მიიღოს გადაწყვეტილებები
საზოგადოების ქონების შეძენის, გასხვისების, გაცვლის (ან ერთმანეთთან
დაკავშირებული ასეთი გარიგებების) ან სხვაგვარად დატვირთვის შესახებ, რომელთა
ღირებულება შეადგენს საზოგადოების აქტივების ღირებულების ნახევარზე მეტს,
თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, გარდა ისეთი გარიგებებისა,
რომლებიც წარმოადგენენ ჩვეულებრივ საწარმოო საქმიანობას.
ყველა სხვა საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებენ სამეთვალყურეო საბჭო, ან
დირექტორები.
კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის
უფლების მქონე საწესდებო კაპიტალის ნახევარის მფლობელები მაინც, განმეორებით
მოწვევის შემთხვევაში კი არანაკლებ 25%-ის მფლობელებისა. კრებაზე
გადაწყვეტილებები თავისი მნიშვნელობიდან გამომდინარე მიიღება ხმის უფლების

12
მქონე დამსწრე კაპიტალის 3/4-ზე (მაგ. საზოგადოების შერწყმა), 2/3-ზე (მაგ. საფირმო
სახელწოდება, საწესდებო კაპიტალის შეცვლა) და 1/2-ზე (მაგ. სამეთვალყურეო
საბჭოსა და დირექტორების ანგარიშის დამტკიცება) მეტი შესაბამისი აქციების
მფლობელების მიერ.
სამეთვალყურეო საბჭო შედგება არანაკლებ სამი და არაუმეტეს ოცდაერთი
წევრისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს
დირექტორი ან საზოგადოების პასუხისმგებელი აღმასრულებელი პირი.
სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავჯდომარეს და
მოადგილეს. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა ტარდება კვარტალში ერთხელ მაინც.
მას იწვევს და სხდომის დღისწესრიგს განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭოს
თავჯდომარე. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია თუ მას ესწრება წევრთა სულ მცირე
ნახევარი, განმეორებით მოწვევისას კი 25%-ზე მეტი.
სამეთვალყურეო საბჭოს ამოცანებსა და კომპეტენციას წარმოადგენს:
სამეთვალყურეო საბჭო კონტროლს უწევს დირექტორების საქმიანობას;
სამეთვალყურეო საბჭოს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს დირექტორებისაგან
საზოგადოების საქმიანობის ანგარიში, მეკავშირე საწარმოებთან ურთიერთობის
ჩათვლით; სამეთვალყურეო საბჭოს შეუძლია გააკონტროლოს და შეამოწმოს
საზოგადოების წიგნები, ასევე ქონებრივი ობიექტები, კერძოდ, საზოგადოების
სალარო, ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა, მას შეუძლია ეს
დაავალოს ცალკეულ წევრებს ან განსაზღვრულ ექსპერტებს; სამეთვალყურეო საბჭო
იწვევს საერთო კრებას, თუ ამას საზოგადოების აუცილებლობა მოითხოვს;
სამეთვალყურეო საბჭო ამოწმებს წლიურ ანგარიშებს, მოგების განაწილების
წინადადებასა და ინფორმაციას მდგომარეობის შესახებ, რის თაობაზეც მოახსენებს
საერთო კრებას; ცნობაში სამეთვალყურეო საბჭომ უნდა მიუთითოს თუ როგორ და
რა მოცულობით შეამოწმა საზოგადოების ხელმძღვანელობა გასული სამეურნეო
წლის განმავლობაში, წლიური ანგარიშისა და საქმიანობის ანგარიშის რა ნაწილი
შეამოწმა და გამოიწვია თუ არა ამ შემოწმებებმა საბოლოო შედეგების არსებითი
ცვლილებები; დირექტორების დანიშვნა და ნებისმიერ დროს გამოწვევა, ასევე
მათთან ხელშეკრულების დადება და შეწყვეტა; სამეთვალყურეო საბჭო
უფლებამოსილია, დირექტორებთან გარიგებების შესრულებისას წარმოადგინოს
საზოგადოება, აგრეთვე, საერთო კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების სახელით
მათ წინააღმდეგ წარმართოს სამართლებრივი დავა. სამეთვალყურეო საბჭოს
შეუძლია თუ საკითხი შეეხება მისი წევრის პასუხისმგებლობას, აქციონერთა საერთო
კრების გადაწყვეტილების გარეშე დირექტორების წინააღმდეგ შეიტანოს სარჩელი
სასამართლოში.
საზოგადოების ხელმძღვანელობა და მისი წარმომადგენლობა ევალებათ
დირექტორებს, რომელთა უფლებამოსილებები განისაზღვრება სამეთვალყურეო
საბჭოს მიერ დადგენილი შინაგანაწესით. დირექტორი ვალდებულია გულმოდგინედ
და კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ამოცანები. იმ შემთხვევაში,
როცა სახეზეა რამდენიმე დირექტორი და წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს,

13
დირექტორები ერთობლივად დებენ გარიგებას და ასრულებენ ხელმოწერებს.
ცალკეულ დირექტორს შეიძლება მიენიჭოს ზოგი გარიგების დადების ან
განსაზღვრული საქმიანობის გაძღოლის უფლებამოსილება. წესდება შეიძლება
აგრეთვე ითვალისწინებდეს, რომ ერთ რომელიმე დირექტორს მიენიჭოს
საზოგადოების წარმომადგენლობის უფლება.
სააქციო საზოგადოებას რიგი უპირატესობა გააჩნია.
 აქციონერების შეზღუდული პასუხისმგებლობა. აქციონერები საზოგადოების
მესაკუთრენი კი არიან, მაგრამ მათ ქონებრივი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.
 ფინანსური რესურსების მიზიდვის ფართო შესაძლებლობები. სააქციო
საზოგადოებაში გამოიყენება დაფინანსების უნიკალური ხერხი, რომელიც
ითვალისწინებს ფულის მოზიდვას აქციებისა და ობლიგაციების გაყიდვის გზით.
ფასიანი ქარალდების ბაზრის მეშვეობით სააქციო საზოგადოებებს შეუძლიათ
საერთო ფონდში გააერთიანონ დიდი რაოდენობის ცალკეულ პირთა ფინანსური
რესურსები. უფრო მეტიც, სააქციო საზოგადოებებს, ბიზნესის ორგანიზაციის სხვა
ფორმებთან შედარებით, უფრო ადვილად მიუწვდებათ ხელი საბანკო კრედიტებზე.
 დიდი მასშტაბებით საქმიანობის შესაძლებლობა. ფულადი სახსრების მიზიდვაში
თავის პრივილეგიათა წყალობით სააქციო საზოგადოება უფრო იოლად ადიდებს
ოპერაციათა მოცულობას და აფართოებს მის მასშტაბებს. სააქციო საზოგადოებას
შეუძლია უპირატესობა მოიპოვოს მასობრივი წარმოების ტექნოლოგიებში.
 სპეციალიზაციის ფართო შესაძლებლობები ადამიანისეული რესურსების
გამოყენებაში. მაშინ, როდესაც ინდივიდუალური მეწარმე იძულებულია თავისი
დრო გაანაწილოს წარმოებას, საბუღალტრო აღრიცხვასა და ბაზარზე მოღვაწეობას
შორის, სააქციო საზოგადოებას შეუძლია მიიზიდოს სპეციალიზებული კადრები
ყოველი ამ სფეროდან და დიდ ეფექტს მიაღწიოს.
 საფირმო სახელწოდების შერჩევის თავისუფლება. სააქციო საზოგადოების საფირმო
სახელწოდება შეიძლება შეირჩეს მისი საქმიანობის მიხედვით, ან ეს სახელწოდება
შეიძლება იყოს ფანტაზიის ნაყოფი. მაგარმ ყველა შემთხვევაში უნდა შეიცავდეს
აღნიშვნას ,,სს''.
სააქციო საზოგადოების უპირატესობები დიდია და ჩვეულებრივ ნაკლოვანებებს
აჭარბებს. მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს ბიზნესის ორგანიზაციის ამ ფორმის
ნაკლოვანებები.
 საზოგადოების დაარსებისათვის მნიშვნელოვანი იურიდიული პროცედურების და
ხარჯების არსებობა.
 ანგარიშგების საჯაროობა. სააქციო საზოგადოება ხშირად ვალდებულია
გამოაქვეყნოს საბალანსო მონაცემები, კაპიტალის ცვლილებები და დირექტორატის
შემადგენლობაში გადაადგილების შესახებ ინფორმაცია.
 ორმაგი დაბეგვრა. სააქციო საზოგადოების შემოსავლის ის ნაწილი, რომელსაც
დივიდენდის სახით უხდიან აქციონერებს, გადასახადით ორჯერ იბეგრება
პირველად, როგორც საზოგადოების მოგების ნაწილი და მეორედ, როგორც აქციის
მფლობელთა შემოსავლის ნაწილი.

14
 საკუთრებისა და კონტროლის ფუნქციის გაყოფა. მსხვილ სააქციო საზოგადოებაში,
რომლის აქციები ფართოდაა დაქსაქსული ათასობით მფლობელს შორის,
წარმოიშვება მნიშვნელოვანი დაშორება საკუთრებისა და კონტროლის ფუნქციებს
შორის. ამის მიზეზია აქციის ტიპიური მფლობელის უმოქმედობა. აქციის
მფლობელთა დიდი ნაწილი არ იყენებს ხმის მიცემაში მონაწილეობის უფლებას, ან
თუ იყენებს საზოგადოების თანამდებობის პირისადმი რწმუნების მიცემით. ეს კი
იწვევს იმას, რომ უკანასკნელნი შესაძლებლობას ღებულობენ თავად განსაზღვრონ
თავიანთი ბედი. საკუთრებისა და კონტროლის უფლების გაყოფა არ იწვევს არსებით
შედეგებს იმ შემთხვევაში, თუ მართვის ფუნქციის განმახორციელებელი ჯგუფის
ინტერესები და ქმედებანი ემთხვევა აქციონერების სურვილებს. უბედურება ისაა,
რომ ამ ორი ჯგუფის ინტერესები ყოველთვის როდი ემთხვევა ერთმანეთს.
მაგალითად, მმართველებმა, ცდილობენ რა ძლიერებისა და პრესტიჟის მიღწევას,
რომელიც თან ახლავს მსხვილი საწარმოს კონტროლს, შეიძლება უპირატესობა
მიანიჭონ საზოგადოების ოპერაციების არახელსაყრელ გაფართოებას. ინტერესთა
დაპირისპირება შეიძლება ასევე მოხდეს დივიდენდების გადახდის პოლიტიკაში.
საქმე ეხება იმას, თუ საზოგადოების მოგების რა ნაწილი განაწილდება
დივიდენდების სახით და რა ნაწილი შეინახება გაუნაწილებელი მოგების სახით.
მსგავსმა წინააღმდეგობებმა კი შესაძლებელია გაართულოს გადაწყვეტილებების
მიღების პროცესი და შეამციროს სააქციო საზოგადოების ეფექტიანობა.

კოოპერატივი

ისტორიულად პირველი კოოპერატივები XIX საუკუნის პირველ ნახევარში დიდ


ბრიტანეთში წარმოიშვა. მათი აღმოცენების ძირითად მოტივს თვითდახმარება
წარმოადგენდა, ე.ი. იყო ბიზნესის ორგანიზაციის ისეთი ფორმა, რომლის ძირითად
მიზანს წევრების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება წარმოადგენდა. კოოპერატივის
დაარსების საბაზო პრინციპი იმაში მდგომარეობდა, რომ საქმიანობის შედეგები
განაწილებულიყო არა უბრალოდ აქციონერთა შორის, რომელთა მონაწილეობა
მხოლოდ შესრულებული ფულადი ან ქონებრივი შენატანით შემოიფარგლებოდა,
არამედ მომუშავეებსა და მყიდველთა შორის, რომლებიც პირადი შრომით ან
პროდუქციის შეძენით იღებდნენ მონაწილეობას კოოპერატივის საქმიანობაში.
კოოპერატივი იმით არის გამორჩეული სხვა ფორმის საწარმოებისაგან, რომ იგი
ერთდროულად შეიძლება განვიხილოთ, როგორც ქონებაზე, ისე წევრობაზე
დაფუძნებულ საზოგადოებად: ქონებაზე- რამდენადაც კოოპერატივს გააჩნია
საკუთარი კაპიტალი, ხოლო წევრობაზე -რამდენადაც მისი წევრები (მეპაიეები)
საკუთარი შრომის საფუძველზე უზრუნველყოფენ ერთმანეთის ინტერესების
დაკმაყოფილებას და კოოპერატივის მიზნების მიღწევას. კოოპერატივს
არაკომერციული იურიდიული პირის ნიშნებიც ახასიათებს, თუმცა, მთლიანობაში,
ეს ნიშნები მისი კომერციული ბუნების მაიგნორირებელი მაინც არაა. ის ფაქტი, რომ
საქმიანობის უპირატეს მიზანს მოგების მიღება კი არა, წევრთა სამეურნეო

15
ინტერესების დაკმაყოფილება, ერთმანეთისათვის ხელშეწყობა წარმოადგენს, ისე არ
უნდა გავიგოთ, რომ კოოპერატივისათვის მოგებაზე ზრუნვა უჩვეულოა.
საქართველოს კანონმდებლობით კოოპერატივი არის წევრთა შრომით
საქმიანობაზე დაფუძნებული ან წევრთა მეურნეობის განვითარებისა და შემოსავლის
გადიდების მიზნით შექმნილი საზოგადოება, რომლის ამოცანაა წევრთა ინტერესების
დაკმაყოფილება და იგი მიმართული არ არის უპირატესად მოგების მიღებაზე.
კოოპერატივი თავისი ვალდებულებების გამო კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს
მთელი თავისი ქონებით ისე, რომ კოოპერატივის წევრები ამ ვალდებულებებზე
პასუხს არ აგებენ. კოოპერატივის საფირმო სახელწოდება შეიძლება შეირჩეს მისი
საქმიანობის მიხედვით, ან შეიძლება იყოს ფანტაზიის ნაყოფი. მაგარმ ყველა
შემთხვევაში უნდა შეიცავდეს მითითებას მისი სამართლებრივი ფორმის შესახებ.
კოოპერატივის წევრის შენატანს კაპიტალში პაი ეწოდება. მისი მინიმალური
ოდენობა განისაზღვრება დამფუძნებლების მიერ. პაი განსაზღვრავს კოოპერატივის
წევრის უფლება-მოვალეობებს კოოპერატივის მიმართ. პაი შეიძლება შეტანილ იქნეს
ფულადი ან არაფულადი ქონების სახით. მეპაიეებად შეიძლება მოგვევლინონ
ფიზიკური და იურიდიული პირები. კოოპერატივის წევრი შეიძლება იყოს
რამდენიმე პაის მფლობელი. კანონით და წესდებით დადგენილი წესებით ყოველ
წევრს აქვს კოოპერატივიდან გასვლის ან პაის სხვა ნებისმიერი პირისათვის
გადაცემის უფლება. კოოპერატივის წევრის გარდაცვალებისას კი წევრობა გადადის
მის მემკვიდრეზე.
კოოპერატივის სახეებია:
 ა. ნედლეულის მომპოვებელი კოოპერატივები, რომლებიც ამ ფორმით
ნედლეულს მოპოვებენ საკუთარი წევრებისათვის;
 ბ. სასოფლო-სამეურნეო ან სარეწაო პროდუქციის ერთობლივი გასაღების
კოოპერატივები:
 გ. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელი და სხვადასხვა
საგნების დამამზადებელი და ერთობლივი ხარჯებით მათი რეალიზაციის
კოოპერატივები (სასოფლო-სამეურნეო და საწარმოო კოოპერატივები);
 დ. მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შემძენი და საცალო
ვაჭრობით მათი სარეალიზაციო კოოპერატივები;
 ე. სასოფლო-სამეურნეო წარმოების ან სარეწებისათვის აუცილებელი
მატერიალურ-ტექნიკური რესურსების შეძენა-წარმოებისა და მათი
ერთობლივი გამოყენების კოოპერატივები;
 ვ. სასოფლო-საკრედიტო კოოპერატივები;
 თ. არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები.
 ზ. სამომხმარებლო (მრავალდარგოვანი) კოოპერატივები, რომელთა
სამართლებრივი, ეკონომიკური და სოციალური საფუძვლები
რეგულირდება "სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ" კანონით.
კოოპერატივის წევრები თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ საერთო
კრებაზე, რომელიც მოწვეულ უნდა იქნეს წელიწადში ერთხელ მაინც. საერთო კრება

16
დაუყოვნებლივ უნდა იქნეს მოწვეული, თუ წევრთა მეათედი, მათ მიერ
ხელმოწერილ განცხადებაში, კონკრეტული მიზნების მითითებით, მოითხოვს კრების
მოწვევას. საერთო კრება: ამტკიცებს კოოპერატივის წლიურ ბალანსს, იღებს
გადაწყვეტილებას წესდებაში ცვლილებების შეტანის, წლიური მოგების გამოყენების,
ან დანაკლისის დაფარვის თაობაზე, აგრეთვე გამგეობისა და სამეთვალყურეო საბჭოს
ანგარიშის დამტკიცების შესახებ. საერთო კრებაზე კოოპერატივის ყოველ წევრს აქვს
თითო ხმა. კოოპერატივის წევრს შეიძლება მიეცეს რამდენიმე ხმის უფლება, თუ
აღნიშნული გათვალისწინებული იქნება წესდებაში.
კოოპერატივის სამეთვალყურეო საბჭო შედგება არანაკლებ 3 და არა უმეტეს 15
წევრისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს არჩევა ხდება კოოპერატივის საერთო კრების
მიერ დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს
უფლება არა აქვთ იმადროულად იყვნენ გამგეობის წევრები, მათი მოადგილეები ან
სხვაგვარად წარმართონ კოოპერატივის საქმეები. კოოპერატივის სამეთვალყურეო
საბჭო კონტროლს უწევს გამგეობას მართვის ყველა დარგში და ამ მიზნით: იღებს
ინფორმაციას კოოპერატივის საქმეების მიმდინარეობის შესახებ; შეუძლია ნებისმიერ
დროს მოითხოვოს გამგეობისაგან ანგარიში და უშუალოდ ან მის მიერ
განსაზღვრული პირების მეშვეობით შეამოწმოს საბუღალტრო წიგნები და
ჩანაწერები, აგრეთვე ფასიანი ქაღალდებისა და საქონლის მდგომარეობა; შეუძლია
წარმოადგინოს კოოპერატივი გამგეობასთან ერთად მესამე პირთან ხელშეკრულების
დადებისას; შეუძლია წარმართოს პროცესები კოოპერატივის წევრების წინააღმდეგ,
თუ ამას დაადგენს საერთო კრება; შეუძლია მოიწვიოს კოოპერატივის წევრთა
საერთო კრება.
კოოპერატივის მიმდინარე საქმიანობას უძღვება გამგეობა. მის წევრებს შეადგენენ
დირექტორები, რომელთა რაოდენობა ორზე ნაკლები არ უნდა იყოს. დირექტორებს
ირჩევენ 4 წლის ვადით (თუ წესდება სხვა რამეს არ ითვალისწინებს).
კოოპერატივის უპირატესობებია:
 ადამიანთა ცალკეული ჯგუფების კაპიტალის და გამოცდილების გაერთიანების
შესაძლებლობა;
 წევრების აქტიური თანამშრომლობის ხელშეწყობა;
 გადაწყვეტილებების მიღების დემოკრატიული მექანიზმი;
 შეზღუდული პასუხისმგებლობა;
 საფირმო სახელწოდების შერჩევის თავისუფლება.
უარყოფითი მხარეებია:
 იმის გამო, რომ კოოპერატივი არ არის ორიენტირებული უპირატესად მოგების
მიღებაზე, მას ინვესტიციების მოზიდვისა და სწრაფი გაფართოებისათვის ნაკლები
შესაძლებლობები ეძლევა;
 გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულმა გზებმა შეიძლება გამოიწვიოს
ხანგძლივი დისკუსიები და შეაფერხოს მართვის ოპერატიულობა.

17
18

You might also like