You are on page 1of 6

ლექციის ხელმძღვანელი : გ.

მახარობლიშვილი

სემინარის ხელმძღვანელი : თ.ებანოიძე

სტუდენტი : რუსუდანი თათარაშვილი

ასინქრონული წერა
საკორპორაციო სამართალი

ფიზიკურ და იურიდიულ პირებს უფლება აქვთ დააარსონ შეზღუდული


პასუხისმგებლობის საზოგადოება. შპს არის მეწარმე-სუბიექტი „მეწარმეთა შესახებ“
საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად. მეწარმეობა ნიშნავს
სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას. სამეწარმეო საქმიანობა კი „მეწარმეთა
შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არის საქმიანობა,რომელიც
სრულდება არაერთჯერადად, მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და
ორგანიზებულად. შპს, ისევე როგორც სს, განეკუთვნება კაპიტალურ საზოგადოებას,
რომელსაც მეტნაკლებად იცნობს ყველა ქვეყნის სამართალი. საქმე გვაქვს ისეთ
ფორმასთან, რომელშიც პარტნიორს შეზღუდული აქვს პასუხისმგებლობა გარე
სამართლებრივ ურთიერთობაში.

შპს-ში ისევე როგორც ამხანაგური ტიპის საზოგადოებაში თავად პარტნიორები


არიან იმის მოსურნენი რომ საზოგადოების მართვა-ხელმძღვანელობაში იყვნენ
ჩართულნი. გამომდინარე იქიდან რომ პარტნიორთა საერთო კრება არის ის ორგანო
რომელიც ირჩევს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ
პირებს, პარტნიორები საკუთარი კანდიდატურების არჩევაშიც მონაწილეობენ.
შესაბამისად, შპს-ს მიმართაც გამოიყენება ე.წ. ორგანიზაციული მართვა და არა
კორპორაციული მართვა.

‘’პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით’’- შპს არის ისეთი


საზოგადოება, რომელიც ავლენს იურიდიული პირის ერთ-ერთ ყველაზე
მნიშვნელოვან თვისებას-საკუთარი ქონების ფლობის და ამ ქონების ფარგლებში
პასუხისმგებლობას გარე ურთიერთობებში. ის არის დამოუკიდებელი
სამართალსუბიექტობის მქონე, უფლებაუნარიანი და ქმედუანრიანი ორგანიზაცია,
რომელიც თავისი სახელით გამოდის გარიგებაში, იღებ მოვალეობებს,
პასუხისმგებლობებს და კრედიტორის წინაშე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.

აღსანიშნავია ისიც რომ შპს-ს ქონებასა და პარტნიორის ქონებას შორის არის მკაცრი
ზღვარი და მისი აღრევა, გარდა სპეციალური სიტუაციებისა, გამორიცხულია.
პარტნიორი თუ განახორციელებს შესატანს, მისი პასუხისმგებლობა იზღუდება გარე
ურთიერთობაში და იგი პასუხს აღარ აგებს შპს-ის ვალდებულებებისთვის
კრედიტორების წინაშე.

ორიოდე სიტყვით წარმომადგენლობით და ხელმძღვანელობით


უფლებამოსილებაზე, ხელმძღვანელობის უფლება შპს-ში აქვს დირექტორს,
მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად. დირექტორი
შეიძლება, იყოს, როგორც პარტნიორი, ისე გარეშე პირი. ასევე გავმიჯნოთ
ხელმძღვანელისა და წარმომადგენლის უფლებამოსილება, ხელმძღვანელობის
უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით
გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება
გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
რადგან ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება მოიცავს წარმომადგენლობით
უფლებამოსილებასაც, შესაბამისად დირექტორი წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების მქონეცაა.

მოცემულ შემთხვევაში თორნიკემ, გიორგიმ, ლევანმა, ნიკამ და სალომემ


ჩამოაყალიბეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლის კაპიტალიც
განისაზღვრა 1 000 000 ლარით და იგი გაიყო ხუთ პროპორციულ წილად.
სარეგისტრაციო განაცხადში დირექტორის პოზოიციაზე კი ალექსანდრე
დაფიქსირდა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ უფლებამოსილებაზე, ხელმძღვანელობის
უფლება შპს-ში აქვს დირექტორს, მეწარმეთა შესახებ კანონის მე-9 მუხლის 1-ლი
ნაწილის თანახმად. დირექტორი შეიძლება, იყოს, როგორც პარტნიორი, ისე გარეშე
პირი, აგრეთვე დირექტორი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონეცაა.
ამრიგად ალექსანდრეს დირექტორის პოზიციაზე დანიშვნა მართებულია. აგრეთვე
მართებულია ალექსანდრეს მიერ შპს ,,დიაკონთან“ დადებული ხელშეკრულებაც.
ალექსანდრეს შესაძლებლობა მიეცა დამატებითი ობიექტები აეღო
დემონტაჟისათვის, რის შედეგადაც შპს სოლიდურ შემოსავალს მიიღებდა.
აღნიშნული ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო იყო კაპიტალის გაზრდა , რის
გამოც ალექსანდრემ მოიწვია საერთო კრება. საერთო კრების დღის წესრიგად
განისაზღვრა კაპიტალის გაზრდის საკითხი. კრებაზე გამართული დისკუსიის
შედეგად გადაწყდა კაპიტალის გაზრდის საკითხი დამატებითი შენატანების
დაწესების გზით. 10 აპრილს კრება შედგა. პირველ რიგში განვსაზღვროთ შეეძლო
თუ არა ალექსანდრეს კაპიტალის გაზრდის მიზნით კრების მოწვევა. საქართველოს
კანონი მეწარმეთა შესახებ , მე-91 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პარტნიორთა
საერთო კრება ტარდება წელიწადში ერთხელ მაინც. საწარმოს ყოველ პარტნიორს,
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში – დირექტორსაც,
შეუძლია ერთი კვირის ვადაში მოიწვიოს პარტნიორთა საერთო კრება ყველა
პარტნიორისათვის დაზღვეული წერილის გაგზავნით ან კომუნიკაციის სხვა
საშუალებით, რომელიც იძლევა ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების
დადასტურების საშუალებას. შესაბამისად ალექსანდრე უფლებამოსილი იყო მოეწვია
კრება , გარდა ამისა ამავე კანონის მე-91 მუხლის მე-6 ნაწილის ზ- ქვეპუნქტის
თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5
პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებებს
შემდეგ საკითხებზე: ახალი/დამატებითი შენატანების გზით საწარმოს კაპიტალის
გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღება. ამრიგად კრების მიზანი აკმაყოფილებს
საქართველოს კანონის მეწარმეთა შესახებ მე-91 მუხლით გათვალისწინებულ
მოთხოვნებს.

კრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ნიკამ. მან უარყოფითი


პოზიცია დააფიქსირა და ეს პოზიცია განაპირობა ფაქტმა, რომ სს,,ბისექტრისას“ უკვე
ფორმირებული ჰქონდა სარეზერვო კაპიტალი 800 000 ლარის ოდენობით, მისი
მხრიდან დამატებითი შენატანის დაწესება ,,არაოპოზიციონერული“ სულისკვეთების
გამო იქნა მიღებული. შესაბამისად ნიკა არ ასრულებს დამატებითი შესატანის
თანხას. რაც შეეხება საზოგადოების მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების
მართებულობას, საქართველოს კანონის , „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე 1-ლი მუხლის , 46.7. საზოგადოების
საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა
კრება პარტნიორთა ხმების 2/3-ის უმრავლესობით, თუ საზოგადოების წესდებით ან
პარტნიორთა ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. საწესდებო
კაპიტალის გაზრდა შეიძლება პარტნიორთა მიერ უშუალოდ ან/და საზოგადოებაში
ახალი პარტნიორის მიღებით. ამრიგად საზოგადოებას შეეძლო ამ გადაწყვეტილების
მიღება ნიკას უარის მიუხედავად.
კაზუსის ფაბულიდან გამომდინარე უნდა ვისმჯელოთ იყო თუ რა ნიკას პოზიცია
შპს-ინტერესებისათვის სასარგებლო და ჰქონდა თუ არა ნიკას არსებითი მიზეზი, რის
გამოც უარს ამბობდა კაპიტალის გაზრდაზე. ალექსანდრე როგორ უფლებამოსილი
პირი დებდა ხელშეკრულებას შპს ინტერესების სასარგებლოდ, რაც გულისხმობდა
შპს-სთვის სოლიდური შემოსავლის მიღებას. აღნიშნული ხელშეკრულების
დასადებად საჭირო იყო კაპიტალის გაზრდა, ხოლო კაპიტალის გასაზრდელად
დამატებითი შესატანის შეტანა კომპანიის პარტნიორების მხრიდან. შეგვიძლია
ვივარაუდოთ რომ, ალექსანდრე , როგორც უფლებამოსილი ხელმძღვანელი და
წარმომადგენელი მოქმედებდა შპს-ს ინტერესების სასარგებლოდ. ვინაიდან მისი
მიზანი იყო კომპანიისათვის დამატებით, სოლიდური შემოსავლის მიღება და
აღნიშნული ქმედება არანაირ ზიანს არ აყენებდა შპს-ს. საქართველოს კანონის
მეწარმეთა შესახებ მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველ
პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების
საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც
ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი
ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს
მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. ამრიგად ალექსანდრეს
მიერ განხორციელებული ქმედება საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარეობს,
შესაბამისად ნიკას მიერ დაფიქსირებული უარი შესაძლოა საზოგადოების
ინტერესებთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს. ამის შემდეგ ალექსანდრემ აღნიშნა რომ
ნიკას არ ჰქონდა გადახდილი დამატებითი შესატანი, რის საფუძველზეც
ალექსანდრემ გააგზავნა რიგგარეშე კრების მოსაწვევები, რომელშიც კონკრეტულად
ნიკასთვის მიეთითა, რომ მას ამ კრებაზე არ ჰქონდა სათათბირო ხმის უფლება.
აღნიშნული გადაწყვეტილებაც მართებულია, ვინაიდან საქართველოს კანონის
მეწარმეთა შესახებ მე-91 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად , თუ გადაწყვეტილება
შეეხება საზოგადოებასა და ერთ-ერთ პარტნიორს შორის დავას, მაშინ ამ პარტნიორს
ხმის უფლება არა აქვს.

11 ივნისს გამართულ რიგგარეშე საერთო კრებაზე ნიკას შპს-დან გარიცხვის შესახებ


მიიღეს გადაწყვეტილება, სადაც მიუთითეს, რო, ნიკამ დაკარგა ყველაფერი რაც მას
შპს-სთან აკავშირებდა. ამ ქმედების მართებულობა შესაძლოა დავასაბუთოთ
საქართველოს კანონით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა
და დამატების შეტანის თაობაზე , 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით ,
რომელიც გულისხმობს დამატებითი შესატანის გადაუხდელობის შემთხვევაში
დამატებითი ვადის მითითებას, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ პარტნიორის
წილის და ასევე ნაწილობრივ შესრულებული ვალდებულების შედეგების
დაკარგვას. თუმცა კაზუსი ფაბულიდან ჩანს რომ , ნიკა მიზანმიმართულად
განაცხადა უარი შესატანის შეტანაზე ,შესაბამისად მას არანაირი დამატებითი ვადა
არ დანიშვნია აღნიშნული თანხის გადასახდელად.

ნიკას გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ალექსანდრემ 14 ივნისს


საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა. 17 ივნისს ნიკას დასჭირდა რეესტრიდან
ამონაწერის გაკეთება წილობრივი საკუთრების დასადასტურებლად , რომელიც
რეესტრმა ვერ გასცა.

კაზუსი ამ ნაწილში უნდა ვიმსჯელოთ რამდენად სამართლებრივად მოიქცა


საზოგადოება და არის თუ არა დარღვევა ნიკას, როგორც საზოგადოების პარტნიორის
გარიცხვის პროცესში. ამ შემთხვევაში დაგვჭირდება გადავხედოთ იურიდიულ
ლიტერატურას. ქართული საკორპორაციო სამართალი შპსდან პარტნიორის
გარიცხვის ორ ძირითად საფუძველს იცნობს. პირველი, უკავშირდება შესატანის
ვალდებულების დარღვევას, მეორე კი ზიანის მიყენებას.

ქართული საკორპორაციო სამართალი შპსდან პარტნიორის გარიცხვის ორ ძირითად


საფუძველს იცნობს. პირველი, უკავშირდება შესატანის ვალდებულების დარღვევას,
მეორე კი ზიანის მიყენებას. პარტნიორის გარიცხვა, დასაშვებია მხოლოდ
განსაკუთრებულ შემთხვევაში. იგი უნდა ეფუძნებოდეს გასარიცხი პარტნიორის
კანონისა და საზოგადოების ინტერესების აშკარად საწინააღმდეგო ქმედებას, რის
შედეგადაც შეუძლებელი ხდება პარტნიორული ურთიერთობის შენარჩუნება,
როდესაც პარტნიორის მიერ განხორციელებული ქმედება კრიზისულ
მდგომარეობაში აგდებს საწარმოს და შეუძლებელია ნორმალური ურთიერთობის
გაგრძელება და საწარმოს მთავარი მიზნისკენ სრაფვა. შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ
ნიკამ დაარღვია შესატანის ვალდებულება, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მან
დააფიქსირა შესატანის გადახდაზე უარი, შესაბამისად ვფიქრობ სახეზეა
საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება. ვინაიდან აღნიშნული
ხელშეკრულების დადება საზოგადოებისათვის სოლიდური შემოსავლის მომტანი
იყო და ნიკა ეწინააღმდეგებოდა ამ მიზნის მიღწევის პროცესუალურ პირობებს.

მიუხედავად ამისა, დარღვევას ვხვდებით კაზუსის იმ ნაწილში, სადაც


საზოგადოების დირექტორი ალექსანდრე რეესტრში არეგისტრირებს ნიკას
გარიცხვის ფაქტს, პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორის გარიცხვის
შესახებ თავისთავად არ იწვევს მის გარიცხვას საზოგადოებიდან. ეს არის
საფუძველი, რათა საზოგადოებამ სარჩელით მიმართოს სასამართლოს პარტნიორის
გარიცხვის შესახებ. საბოლოო გადაწყვეტილებას საზოგადოებიდან პარტნიორის
გარიცხვის შესახებ იღებს სასამართლო. ეს წესი გამოიყენება მაშინაც, როცა
საზოგადოების წესდება პირდაპირ ითვალისწინებს პარტნიორის გარიცხვის
უფლებას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის გამო წარმოებულ დავაში
მოსარჩელე არის საზოგადოება, ხოლო მოპასუხე – გასარიცხი პარტნიორი.

პარტნიორის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საზოგადოებამ


სარჩელით უნდა მიმართოს სასამართლოს, რომელიც სასარჩელო წესით განიხილავს
სადავო საკითხს და მხოლოდ მითითებული სარჩელის დაკმაყოფილების
შემთხვევაშია შესაძლებელი საზოგადოებიდან გარიცხული პარტნიორის წილის
დანარჩენ პარტნიორებს შორის განაწილება.

შესაბამისად საზოგადოება ვალდებული იყო აღნიშნული დავის გადასაწყვეტად


მიემართა სასამართლოსთვის. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდგომ კი
დაერეგისტრირებინა რეესტრში. ამრიგად სამართლებრივად დარღვეულია კაზუსის
ბოლო ნაწილში ნიკას უფლება, რითაც იგი გარიცხული იქნა სასამართლო
გადაწყვეტილების გარეშე, მხოლოდ პარტნიორთა კრების საფუძველზე.

You might also like