You are on page 1of 15

საწარმო რომელშიც შედის 50 ან მეტი პარტნიორი უნდა ჩამოყალიბდეს მხოლოდ და

მხოლოდ სააქციო საზოგადოებად. მოცემული გამომდინარეობს აქციონერთა დაცვის


სპეციფიკიდან გამომდინარე. მოცემული ასევე იმასაც ნიშნავს, რომ აქ საქმე გვაქვს
კაპიტალის მსხვილ ოდენობასთან, შეაბამისად იპერატიულ ნორმებს დიდი მნიშვნელობა
ენიჭებათ რადგან დაცული ინეს აქციონერთა უფლებები. მოცემული კი ხორციელდება
სამეთვალყურეო საბჭოს შექმნით. მოცემული შეზღუდვა არ ვრცელდება მაგალითად
კოოპერატივზე, რადგან მისი მიზანია უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების ინტერესებზე
ზრუნვა და არა მოგების მიღება.

ლოგიკურია ყოველი დამფუძვნებელი ფიქრობს იმაზე, თუ რომელი სამართლებრივი ფორმა


მუშაობს მისთვის ყველაზე კარგად. აქ რა თქმა უნდა ყველას სურს რომ წარუმატებლობის
შემთხვევაში პასუხი აგოს საკუთარი ქონებით.

სს-ს აქციონერები პასუხს არ აგებენ საზოგადოების ვალებისათვის, თუმცა მათ 15000 ლარი
მაინც უნდა გაიღონ. ანუ ან უნდა განახორციელონ ამ ოდენობის შესატანი კაპიტალში და ან
იდევ ჩადონ ამ ღირებულების ქონება.

შპს დაფუძვნებისათვის გაცილებით ნაკლებ თანხას მოითხოვს. ის სულ რაღაც 2000 ლარია.

მეწარმეს შეუძლია ასევე შექმნას კოოპერატივი ან დააარსოს კომანდიტური საზოგადოება,


ანდასაერთოდაც გახდეს ინდმეწარმე. მოცემულში არაა საჭირო ბვრი კაპიტალის ქონა.
კომანდიტსა და სოლიდარულში პირს აუცილებლად უნდა ჰყავდეს თანამოაზრეები.

კოოპერატივი საწესდებო კაპიტალის სახით, მოითხოვს სულ ცოტა 50 ლარს.

ყოველ საზოგადოებას მოეთხოება წესდების წარდგენა, რადგან ის არეგულირებს


საზოგადოების საქმიანობას და ასევე პარტნიორთა უფლებამოვალეობებს. თმცა
დაარსებამდე ხდება შეთანხმება პარტნიორებს შორის, მათ უფლებამოსილებებთან
დაკავშირებით და მოცემული აისახება კიდეც წესდებაში. კანონი არ აწესებს სპეციალურ
ფორმას, თუმცა ითვალისწინებს ძირითად პირობებს, რასაც ის უნდა შეიცადეს.

არსებობს სხვადასხვა ტიპის შექმნილი საზოგადოებები, კაპიტალის გაერთიანების შედეად


შემნილ საწარმოებს, როგორიცაა შპს, სს, კოოპერატივი. და ასევე ამხანაგობის ტიპის
საწარმოებს, რომელთაც მიეკუთვნება სპს, კს.

სოლიდარული საზოგადოების წესდება უნდა შეიცავდეს ისეთ მონაცემებს, როგორიცაა


საფირმო დასახელება, ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმას, საზოგადოების იურიდიულ
მისამართს, საქმიანობის საგანს, მონაცემებს სამეურნეო წლის დასაწყისისა და დასასრულის
შესახებ, ყოველი პარტნიორის სახელ გვარს, დაბადების თარიღს, საცხოვრებელ ადგილს,
პროფესიას. გარდა ამისა, წესდებიდან უნდა კვეთებოდეს, რომ პარტნიორები საკუთარი
ნებით სურთ განახორციელონ ერთობლივი საქმიანობა ერთი საფირმო სახელით და სწორედ
ამ მიზნით ქმნიან სპსს. წესდებაში აევე განსაზღვრული უნდა იოს თუ როგორი ტიპის
შენატანს აკეთებენ პარტიონრები. თუმცა აქ არაფულადი შენატანის განხორციელებისას არაა
აუცილებელი დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასება გამომდინარე იქიდან, რომ
პასუხისმგელობა შეუზღუდავია. თუ კი წილი არაა განსაზღვრული, მაშინ ივარაუდება, რომ
მათ თანაბარი წილი აქვთ, და მოცემული გამომდინარეობს სოლიდარული საზოგადოეების
პრინციპებიდან.

კომანდიტური საზოგადოების და წესდება თითქმის ემთხვევა სოლიდარულს, თუმცა აქ


განსაზღვრული უნდა იყოს ყოველი კომანდიტის შესატანის ოდენობა,ასევე შესატანის ტიპი,
ფულადი თუ არა. ასევე საბუთი განხორციელებული შენატანის შესახებ. არაფულად შენატანს
აფასებს დამოუკიდებელი ექსპერტი, რადგან კომანდიტის პასუხისმგებლობა განისაზღვრება
ამ შენატანით. თუ კი კომანდიტს ნიშნავენ ხელმძღვანელად, მოცემული ფორმდება
პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით და კომანდიტის
წარმომადგენლობისუფლებამოსილების ოქმი წარედგინება სასამართლოს
რეგისტრაციისთვის.

შპს, სს და კოოპერატივის დაფუძვნებისას კანონმდებელი უფრო მკაცრ მოთხოვნებს აყენებს.


წესდება უნდა შეიცავდეს:

საფირმო დასახელებას, სამართლებრივი ფორმა, საზოგადოების იურიდიული მისამართი,


ყოველი დამფუძვნებლის სახელი, გვარი, დაბადების ადგილი და თარიღი, პროფესია და
საცხოვრებელი ადგილი, (კოოპერატივის შემთხვევაში საკმარისია მიეთითოს ორი
პარტნიორი). თუ კი პარტნიორი იურიდიული პირია, მაშინ მიეთითება ამიურიდიული
პირის მონაცემები, საფირმო სახელი, მისამართი და სხვა სარეგისტრაციო მონაცემები,
სასამართლოს დასახელება, რომელმც რეგისტრაციაში გაატარა იურიდიული პირი,
რეგისტრაციის თარიღი და ნომერი, ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმა, და
წარმომადგენლის მონაცემები; დაარსებისას, ასევე უნდა მიეთითოს საქმიანობის საგანი,
სამეწარმეო წლის დასაწყილის და დასასრულის შესახებ ინფორმაცია, საწესდებო კაპიტალის
შესხებ ინფორმაციადა ასევე მისი შევსების წესი, ფულადი თუ არაფულადი, ასევე ოდენობა,
საბუთი შესრულებული შენატანის შესახებ, ყოველი პარტნიორის შენატანის ოდენობა და
ტიპი ფულადი თუ არაფულადი, ოპერაციის განხორციელების საბუთი და მისი წილი
თითოეული პარტნიორისათვის, სააქციო საზოგადოების შემთხვევაში მითითებული უნდა
იყოს აქციების ნომინალური ღირებულება.

შეთანხმებს შემდგ პარტნიორები იკრიბებიან და ქმნიან პრტნიორთა კრებას, რომელშიც


ირჩევენ საზოგადოებისავის საჭირო ორგანოებს, შპსის შემთხვევაში კი, დირექტორატს, თუ
კი სამეთველყურე ოსაბჭოს შექმნა სავალდებულო არაა. სს-ისა და კოოპერატივის
შემთხვევაში კი – პარტნიორთა კრება ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს. სამეთვალყურეო
საბჭო თუ კი არსებობს, ირჩევს თავმჯდომარეს და ნიშნავს საზოგადოების დირექტორებს.
მოცემული ხდება სს-ში (ასევე შპს-ში.

განცხადება რეგისტრაციის შესახებ უნდა შეიცავდეს ყველა ზემოთ მოყვანილ მონაცემს და


უნდა ერთვოდეს ყოველი დამფუძვნებლის ხელმოწერა. თუ კი პარტნიორი ან მათი ნაწილი
არ აწერს ხელს რეგისტრაციის დოკუმენტს, მაშინ იურიდიული პირი ვერ
დარეგისტრირდება. დავუძვნების მიმართ გამოყენებულ უნდა იყოს სამოქალაქო სამართლის
ნორმები გარიგებების შესახებ. თუ კი ხელმოწერის მიუხედავად მაინც დარეისტრირდება
საზოგადოება, მაშინ ზიანისანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ნოტარიუსი. თუ ი
პარტნიორი წარმოდგენილია წარმომადგენლით, მაშინ აუცილებელია წარმომადგენლობის
ნოტარიული დადასტურება.

საზოგადოების წესდება იცვლება კრების თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით,


რომელიც ასევე დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად.

საწარმოს რეგისტრაცია აუცილებელია. რეგისტრაციას ორგვარი მნიშ- ვხელობა აქვს: ერთი,


როგორცა ფაქტის. მოვლენის აღნიშვნისა და მეორე — კონსტიტუციური მნიშვნელობა.
კანონი შედეგის წარმოშობასუკავშირებს რეისტრაციის ფაქტს. გარდა ამისა, გამოიყოფა ორი
ტიპის რეგისტრაცია, საწარმოს რეგისტრაცია და საწარმოსთან დაკავშირებული ფაქტებისა
და მოვლენების რეგისტრაციას. რეგისტრაციის გატარებახდება მეწარმეთა რეესტრში.
სამეწარმეო რეესტრი არის საჯარო (სახელმწიფო) რეესტრის ნაირსახეობა, რომელშიც აღ-
ირიცხება მეწარმეთა შესახებ კანონით გათვალისწინებული ფაქტები და მოვლენები.

რეგისტრაციის მიაზნია კრედიტორების დაცვა, და მონაცემები ამის შესახებ საჯაროა, ანუ


კრედიტორებს შეუძლიათ გაიგონ თუ რა ქონების პატრონია საზოგადოება. თუ კი არ
დარეგისტრრდა საზოგადოება, და ახორციელებს საქმიანობას, მაშინ ის პასუხს აგებს არა
როგორც საზოგადოება, არამედ პარტნიორები აგებენ პასუხს, როგორც სოლიდარული
მოვალეები. მოცემული ეხება იმ შემთხვევასაც, როცა დამფუძვნებლებმა განახორციელეს
საზოგადოების რეგისტრაცია.

იურიდიული პირის არსებობის ნიშნებია:

1. იურიდიული პირი არსებობს დამოუკიდებლად და ის არაა დამოკიდებული მასში


შემავალი წევრების რაოდენობაზე.

2. იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს თავისი ქონება და იგი უნდა გამოიყოფოდეს წევრთა
ქონებისაგან.
3. იურიდიულ პირს შეუძლია იყოს მოსარჩელე და მოპასუხე სასამართლოში.

4. იურიდიულ პირს შეუძლია შეიძინოს ქონება და განკარგოს იგი. თუმცა მოცემული არ


გამორიცხავს იურიდიული პიის წევრების მიერ პასუხისმგებლობას.

სპს, კს, შპს, სს და კოოპერატივი წარმოადგენენ იურიდიულ ეს ნიშნავს, რომ სხვა არც ერთი
ორგანიზაციულ–-–სამართ- ლებრივი ფორმა სამეწარშეო საქმიანობის სფეროში არ
ჩაითვლება იუ–- რიდიულ პირად (მაგალითად, კონსორციუმები და ა.შ.)

იურიდიულ პირს აქვს უფლება განახორციელოს კანონით განსაზვრული ყველა ტიპის


საქმიანობა და არაა აუცილებელი რომ ამის შესახებ და ეს საქმიანობა იყოს მითითებული
წესდებაში, მთავარია, რომ კანონით არ იყოს საქმიანობა აკრძალული.

ინდმეწარმე განსხვავებით იურიდიული პირისაგან, ურთიერთობებში გამოდის,როგორც


ფიზიკური პირი..

იურიდიული პირის რეგისტრაციას ახორციელებს სასამართლო სასამართლო სამეწარმეო


რეესტრში შესაბამისი ჩანაეწრის შეტანით. შესაბამისი ჩანაწერეის შეტანით. რეესტრში
შეიტანება მხოლოდ ისეთი ტიპის ფაქტები, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ. აქ ფაქტები ორ
ტიპად იყოფა. ესენია რეგისტრაცია სავალდებულო ფაქტები და შესაძლო ფაქტები. თუ კი
რეგისტრაციისას გათვალისწინებულია ყველა მოთხოვნა, მაშინ სასამართლოს პრეროგატივაა
შეამოწმოს თუ რამდენად აკმაყოფილებს განცხადება ამ მოთხოვნებს. ყველა პარტნიორი
ვალდებულია ხელი მოაწეროს რეგისტრაციის განცხადებას.

საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივისთვის 5.4.1 მუხლში მოცემულის


გარ- და დამატებით საჭიროა: ა) საწესდებო კაპიტალის ოდენობა და საბუთი
შესრულებული შენატანის შესახებ; ბ) ყოველი დამფუძნებელი პარტნიორის შესატანის
ოდენობა, შესა- ბამისად წილი; გ) ყოველი დირექტორის, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს
არსებო- ბისას, აგრეთვე სამეთვალყურეო საბჭოს ყოველი წევრის სახელი, გვარი,
დაბადების თარიღი და ადგილი, პროფესია და საცხოვრებელი ადგილი; დ) დოკუმენტები
დირექტორებისა და სამთვალყურეო საბჭოს (თუკი ასეთი არსებობს) წევრების დანიშვნის
შესახებ.

გარდა ამისა, განცხადებას უნდა დაერთოს საზოგადოების წესდება, არაფულადი ან ფულადი


შენატანის საბუთი, შპსსათვის, დირექტორების დანიშვნის საბუთი. გარდა ამისა,
საზოგადოების სხვაცვლილებები რომელიც ეხება ამ მონაცემების ცვლილებას,მაშინ ისინი
უნდა დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში, თუმცა პარტნიორების ცვლილება არ
მოითხოვსსაჯარო რეესტრში რეგისრაციას. თუ კი საზოგადოება გაკოტრდა ან ხარვეზი აქვს
წესდების შევსებაში, მაშინ სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს საფუძველი და
დაარეგისტრიროს საზოგადოების ლიკვიდაცია. თუ კი საწარმო უკვე დარეგისტრირებულია
მაგრამ ის არ აკმაყოფილებს მოგვიანებით სარეგისტრაციო მოთხოვნებს,მაშინ რეგისტრაცია
ისპობა თუ კი მოცემული ხარვეზები არ გამოსწორდა 3 თვის ვადაში. რეგისტრაცია ასევე
შეიძლება გაუქმდეს სარჩელითაც მესამე პირის მიერ. სასამართლო ვალდებულია საწარმო
დაარეგისტრიროს 7 დღის განმავლობაში. თუ კი უარი არ მიუღია საწარმოს რეგისტრაციის
შესახებ, საწარმო ითვლება რეგისტრირებულად. სასამართლო კი ვალდებულია მოთხოვნის
სემთხვევაში გასცესსარეგისტრაციო მოწმობა. საწარმოს რეგისტრაციისათვის საკმარისია
ერთ-ერთი პარტნიორის მიმართვა თუ კი საწარმოს აფუძვნებს რამდენიმე პარტნიორი. მას არ
სჭირდებარაიმე სახის მინდობილობა. თუმცა მოცემულ შემთხვევაშისაწარმო
რეგისტრირდება არა სასამართლოში, არამედ უვე საგადასახადო ორგანოებში.

საზოგადოებას სხვამესამე პირებთან წარმოადგენს დირექტორი და არა სამეთვალყურეო


საბჭო. გარდა დირექტორისა, წარმომადგენლობითი უფლება მოსილება ასევე შეიძლება
გააჩნდეს პროკურისტსაც, და თუ კი რაიმე სახის ხელმოწერაა საჭირო, მაშინ ხელმოწერა
მოთხოვნილ უნდა იქნეს ამ პირებისაგან.

რეგისტრაციის შესახებ განცხადება, სასამართლოში დატოვებული ზუსტი ხელმოწერის


ნიმუში, აგრეთვე რეგისტრაციისათვის აუცილებე- ღი დოკუმენტები, ასევე მათი ასლები
უნდა დამოწმდეს სანოტარო Vესით.

თუ კი რეგისრაციის დროს მიწოდებული იყო არასწორი მონაემები, მაშინ ამისატვის


ასუხისმგებლები იქნებიან დირექტორები, როგორც სოლიდარული მოვალეები.

გარდა კანონმდებლისა მოსამართლეებს უფლება აქვთ მოსთხოვონ დამატებითი საბუთების


წარდგენა მეწარმე სუბიექტებს, რათა თავიდან იქნესაცილებული დამატებითი სახის
პრობლემები, ასეთი შეიძლება იყოს მისამართის მოწმობის წარდგენის მოთხოვნა ა რომ
არაფულადი შესატანი ნამდილად განხორციელდა. საბუთი უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან
ან ტექაღრიცხვის ბიუროსაგან რომ დადასტურდეს, რომ ქონება ნამდვილა გადაფორმდა
საზოგადოების სახელზე. რაც შეეხება მოძრავ ნივთებს მაშინ სასამართლოს შეუძლია
მოითხოვოს ბალანსის ამონაწერი.

ლიცენზიის არსებობა არაა აუცილებელი იურიდიული პირის რეგისტრაციისათვის. მას ის


შეუძლია აიღოს მისი დაფუძვლებისთანავე თუ ი საქმიანობა მოითხოვს სპეციალური
ლიცენზიის ქონას.

თუ კი საზოგადოება იცვლის სამართლებრივ ფორმას, მაშინ პარტნიორთა კრებამ უნდა


მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. სასამართლო კი შემდე ამოწმებს რამდენად
უფლებაუნარიანი იყო პარტნიორთა რება გამოეტანა ასეთი გადაწყვეტილება და დაუჭირა
თუ არა გადაწყვეტილებას საკმარისმა ოდენობამ ხმა და ა.შ.

თუ კი საზოგადოება ცვლის მისამართს, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს პარტნიორთა კრება


და შემეგ ფაქტის რეგისტრაცია ხორციელება მეწარმათა რეესტრში. თუ კი სააქციო
საზოგადოებაში ხდება დამფუძვნებელი აქციონერების ცვლილება,მაშინ მოცემულის
რეგისტრაცია სასამართლოში აუცილებელია. სხვა, ახალი აქციონერების მიღება და
რეგისტრაცია სასამართლოში არაა სავალდებულო. თუ კი საზოგადოებამ შეცვალა
დირექტორი, მაშინ აუცილებელია ამ ახალი დირექტორის რეგისტრაცია საჯარო რეეტრში.

საწარმოს ხლახალი რეგისტრაციის დროს ხდება წესდებაში ცვლილებების შეტანა, და არა


რეალურად საწარმოს ხელახალი დაფუძვნება. მოცემული კ იარ ითხოვს და არ
ავალდებულებს რომ მასზე ერთვოდეს აფსოლიტურად ყველა პარტნიორის ხელმოწერა.

გარდა ამისა რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია თუ კი არასწორმა ორგანომ მიიღი


გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში სასამართლომ არ უნდა მიიღოს მოემული
გადაწყვეტილება როგორცნამდვილი. ასევე თუ კი პარტნიორებმა გახარჯეს საზოგადოების
კაპიტალი ისე რომ არ შეავსეს.და თუ კი რეგისტრაცის შემდეგ არ იზრუნეს კაპიტალის
შევსებაზე მოგბიანებით, მაშინ რეგისტრაია უნდა გაუქმდეს. აგრეთვე უქმდება რეგისტრაცია
თ უკი საწარმოში არაა შეტანილი არანაირი კაპიტალი. სასამართლომ უნდა მისცეს 3 თვემდე
ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. იჯარით აღებული ქონების ჩადება საზოგადოების
ქონებაში არიის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. თუ კი სასამართლო ხედავს რომ
სახეზეა რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იგი დაუყოვნებლოვ იღებს გადაწყვეტილებას
ამის შესახებ და ნიშნავს 3 თვემდე ვადას ხარვეზის აღმოსაფხვრელად. აქ
გათვალისწინებული უნდა იქნეს რამდენად გამოსწორებადია მოცემული ხარვეზი.

სამოქალაო სამართალში მოქმედი წესის მსგავსად მოქმედებს რეგისტრაციის სისწორის


პრეზუმფცია. მოცემული არ ეხება მდგომარეობას როცა მაგალითად არასწორად
დარეიგსტრირებული საზოგადოება ეწინააღმდეგებაპარტნიორისან მესამე პირის
ინტერესებს. თუ კი შეცდომითაა საზოგადოება რეგისტრირებული მაშინ პასუხისმგებლობა
ამისათვის ეკისრება ყოველ პარტნიორს სოლიდარულად.

ინდივიდუალური მეწარმის რეისტრაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

საწარმოს რეგისტრაციისათვის პირმა დაზღვეული წერილით უნდა მიმართოს საგადასახადო


ორგანოს ან წარადგენს ანკეტას ორ ეგზემპლარად.

ანკეტა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

საფირმ ოსახელწოდება, სამართლებრივ ფორმას, ინდმეწარმის სახელს,გვარს პირად ნომერს


ან პასპორტის ნომერს, ინდმეწარმის ხელმოწერას. ანკეტის ორივე ეგზემპლარი უნდა
დამოწმდეს სანოტარო წესით. საგადასახადო ორგანო ვალდებულია
გადაწყვეტილებამიიღოს1 დღისვადაში საწარმოს რეგისტრაციის შესახებ. თუ კი არ ეცნობება
მოტივირებული უარის შესახებ ამ ვადის განმავლობაში, მაშინ საწარმო თვლება
დარეგისტრირებულად. თუ კი ანკეტაში მითითებული მონაცემები სწორია მაშინ
საგადასახადო ორგანოვალდებულია ანკეტას დაუსვას ბეჭედი, და მიანიჭოს მეწარმეს
ინდმეწარმის ნომერი. ასევე მიუთითებს რეგისრრაციის თარიღს. ამას გარდა გადასახადის
გადახმდელის საიდენტიფიკაციო ნომერს. აურის მითითება შესაძლებელია მხოლოდ
რამდენიმე შემთხვეაში, როცა აკნეტა არაა წარდგენილი ორ ეგზემპლარად, როცა ანკეტიშ
თვითოეული ეგზეომპლარი არაა დადასტურებული სანოტარო წესით. დაუშვებელია ამის
გარდა სხვა ინფორმაციის მოთხოვნა. რეგისტრაციისას არ გადაიხდებინება სახელმწიფო ბაჟი
ან სხვა რაიმე გადასახელი. რეგიტრაციის ერთი ეგზემპლარი უბრუნდება ინდმეწარმეს.
ინდმეწარმის შემთხვევაში საფირმო სახელად გამოიყენება საკთარი სახელი რომელიც
გააჩნია ფიზიკურ პირს, თუმცა დამატებითი სახელების გამოყენება დასაშვებია კანონის
შესაბამისად. სოლიდარული პასუხისმგებობის საზოგადოების შემთხვევაში საფირმო
სახელი უნდა შეიცავდეს როგორც მინიმუმ ერთი პარტნიორის სახელს ან გვარს.

სპს, შპს და კოოპერატივი უნდა შეიცავდეს პარტნიორის ან პატნიორთა სახელებსა და


გვარებს. პარტნიორთა სახელის გამოყენების შესაძლებლობის გარდა, შეხღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო საზოგადოე- ბას, კოოპერატივს შეუძლიათ
საფირმო სახელწოდება. შეარჩიონ მათი საქმიანობის საგნის მიხედვით, ან ეს სახელწოდება
შეიძლება იყოს ფანტაზიის ნაყოფი. მაგრამ ყველა შემთხვევაში იგი უნდა "შეიცავდეს
აღნიშვნას „სააქციო საზოგადოება“ ან „სს“ ანდა დამატებას „შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოება“ ან “შპს“ ან კოოპერატივი, რათა გამოირიცხოს მესამე
პირის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობა.

საფირმო სახელწოდება არის ის, რითიც სამეწარმეო სუბიექტები განსხვავდებიან


ერთმანეთისაგან და რითიც ისინი ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას.

ინდმეწარმის საფირმო სახელი წარმოადგენს მის სამოქალაქო სახელსა და გვარს,


თუმცაითვალისწინებს კანონი დამატებების შეტანასაც.

დამატებები შეიძლება წარ- მოადგენდნენ აღნიშვნას – თავად საწარმოს (სახელოსნოს,


ფაბრიკის); სახელს, საგანს, სიტყვას, რომელიც დამფუძნებლის თავისუფალი გამონ-
აგონია. ამასთან, დამატებითი ელემენტები უნდა აკმაყოფილებდნენ „მე- წარმეთა შესახებ“
კანონის 6.6 მუხლის მოთხოვნებს. ინდივიდუალური საწარმოს საფირმო სახელწოდების
მაგალითებია: ,ექვთიმე ხელაძე” ან „ექვთიმე ხელაძის სტამბა” ან ,„ექვთიმე ხელაძის სტამბა

სოლიდარული პასუხისმგებლობის პარტნიორები შესაძლებელია იყვნენ მხოლოდფიზიკური


პირები. თვითოეული პარტნიორის საქმიანობა ითვლება საზოგადოები საქმიანობად.
კრედიტორს შეუძლია მოითოვს ვალების ანაზღაურება ნებისმიერი პარტნიორის პირადი
ქონებიდან ან და ვალის გადახდა მოსთხოვოს ყველა პარტნიორს ერთად, სოლიდარულად.
სამართლებრივ ფორმაზე მითითება საფირმო სახელში არ იქნება იმ შემთხვევაში, როცა
მაგალითად სახელი მოიცავს მითითებას სხვებზე, მაგალითად ხელაძე ან სხვები და ა.შ.

კომანდიტური საზოგადოების დასახელება, თავის თავში აერთიანებს ორ კატეგორიას.


კომპლმენტარებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ საქმიანობას და ხელმძღვანელობას,
და ასევე წარადგენენ საზოგადოებას სხვა, მესამე პირების წინაშე. ისინი ასევე პასუხს აგებენ
საზოგადოების წინაშე მთელი თავისი ქონებით სოლიდარულად და მთელი თავისი
ქონებით. კომპლემენტარები შესაძლოა იყვნენ მხოლოდ ფიზიკური პირები. მეორე არის
კომანდიტები, რომლებიც საზოგადოების მართვაში მონაწილეობენ არაპირდაპირ, მათ
უფლება აქვთ ჰყავდეთ წარმომადენელი ისინი ვალებზე პასუხს აგებენ მათ მიერ
განხორციელებული წინასწარი შენატანით. მის სახელში ასევე უნდა მიეთითოს
პასუხისმგებელ ერთ პირზე, რასაც შემდეგ ემატება სამართლებრივი ფორმა. მაგალითად
ხელაძე და კომპ. კს.

შპს სა და კოოპერატივის სახელების არჩევა ორი ელემენტისაგან შედგება, პირველი არის


სამართლებრივი ფორმა, რაც სავალდებულოდ მისათითებელია,და მეორე წარმოადგენს
ნებაყოფლობითს, ანუ ეს სეიძლება იყოსს პარტნიორთა მიერ შეთანხმებული რაიმე
დასახელება, ასევე დამფუძვნებლის სახელი, ან კიდევ საქმიანობის საგანი და ა.შ. თუმცა
პრაქტიკის მიხედვით, მათი დასახელების მეორე ელემენტად გამოიყენება მათი საქმიანობის
საგანი. თუმცა არსებობს დასახელებები, რომელთაც პირები აე მარტივად ვერ გამოიყენებენ,
მაგალითად ბირჟა ან ბანკი, ამ სახელების გამოსაყენებლად საჭიროა გარკვეული ნებართვის
მოპოვება. ტუ კი სახელი არ იქნება უნიკალური, მაშინ ამაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება
შესაბამის პირებს, იქიდან გამომდინარე, რომ მოხდა მესამე პირისშეცდომაში შეყვანა.
საფირმო სახელი წარმოადგენს მეწარმის არამატერიალური ქონების კუთვნილებას. თუ კი
პირმა მემკვიდრეობით მიიღო საწარმო, მაშინ სახელის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ წინა
მემკვიდრისაგან თუ ის ჯერ კიდევ ცოცხალია, ან კიდევ, სხვა მემკვიდრეების თანხმობით.
საფირმ ოსახელის გასხვისება შეიზლება მხოლოდ საარმოსთან ერთად. ის არ შეიძლება
ცალკე გამოიყოს. თუ კი მონაცემები არაა ასახული რეესტრში, მათი გამოენება მესამე პირების
მიმართ არ დაიშვება ხოლო თუ კი გამოყენებულია უკვე მონამები, რომლებიც ჯერ არ იყო
დარეისტრირებული ან არასწორად იქნარეგისტრირებული და შემდეგ გამოქვეყნდა მაშინ
მესამე პირს გააჩნია უფლება გამოიყენოს ისინი თუ ეს მესამე მხარე ენდობა საწარმოს, გარდა
იმ შემთხვევისა როცა ხარვეზის შესახებ მესამე პირს გააჩნდა ინფორმაცია.

თუ კი რეესტრში დარეგისრირებულიამონაცემი შეცდომით სასამართლოს ბრალით, მაშინ


სასამართლო აუნაზღაურებს მხარეს იმ ზიანს, რომლითაც მან პასუხი უნდა აგოს
საზოგადოების წინაშე ამ რეგისტრირებული მონაცემიდან გამომდაინრე. ფილიალთან
ურთიერთობისას გადამწყვეტი მნიშველობა ენიჭება ფილიალის ადგილსამყოფლის
მიხედვით მითითებულ მონაცემებს და არა ცენტრალური ოფისისა.
როდესაც კომპანია აარსებს ფილიალებს მაშინ აუცილებელია ამის შესახებ ეცნობოს
ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით სასამართლოს ფილიალის რეგისტრაციისას უნდა
გაკეთეს ხელმოწერები სასამართლოში შესანახად. რეგისტრაციისთვის ი აუცილებელია
წარდგენილი იქნეს შემდეგი ტიპის საბუთები:

საწარმოს მართველობის გადაწყვეტილება ფილიალის შესახებ,

ფილიალის საქმიანობის მოკლე აღწერა,

საწარმოს წესდების ასი,

გადაწყვეტილბა ფილიალის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ ან მინდიბილობა


პირისათვის ხელმძღვანელობის მინიჭების შესახებ,

საწარმოს რეგისტრაციის ცნობა.

იურიდიული პირის ფილიალი არის იურიდიული პირის ქვედანაყოფი, რომელიც


მდებარეობს იურიდიული პირის ადგილსამყოფლის გარეთ, მთლიანად ან ნაწილობრივ
ახორციელებს მის ფუნქციას. ფილიალი არ არის იურიდიული პირი.

მეწარმე ფილიალების მეშვეობით ახორციელებს საქმიანობას სხვადასხვა ტერიტორიაზე.


შესაბამისად საწარმო თავად წყვეტს რამდენი ფილიალი შჰქონდეს რათა ეფექტურად
განახორციელოს საქმიანობა. ფილიალის ნიშნებია:

ფილიალი არის საწარმოსნაწილი და შესაბამისად ფილიალის მესკუთრე იგივეა, ვინც


საწარმოს მეწარმე.

ფილიალი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ მაშინ, თუ კი მას გააჩნია გარკვეული


ორგანიზაციული დამოუკიდებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დაემსგავსება საამქროს.
აქ იგულისხმება ის, რომ ფილიალის ხელმძღვა ელს ჰქონდეს თითქმის იგივენაირი
უფლებამოსილებები რაც საწარმოს დირექტორს, მაგალითად წარმოადგინოს ფილიალი
საზოგადოების წინაშე,როგორც კომპანიის დირექტორმა წარმოადგინოს მთლიანი
საზოგადოება, აწარმოოს საბუღალტრო წიგნაკები (არასავალდებულოა) და ა.შ.

ძირითადი საწარმოს ლიკვიდაციის შემდეგ ფილიალს უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა


წარმოების გაგრძელების.

ფილიალის ქმედებებზე პასუხისმგებელია ის მეწარმე სუბიექტი, რომელსაც ეუთვნის


მოცემული ფილიალი, რადგან ის თავად არ წარმოადგენს იურიდიულ პირს. გარდა ამისა,
მნიშვნელოვანია ის, რომ ფილიალი რეგისტრირებული იყოს რეესტრში როგორც ფილიალი
და მხოლოდ სახელში აღნიშვნა არაა საკმარისი.

არც ფი- ლიალის ქონების გადაცემა სხვა საწარმოსათვის არ ათავისუფლებს ძირითად


საწარმოს პასუხისმგებლობისაგან.?9 ფილიალს არ შეუძლია დადოს გარიგებები როგორც
თავის ძირითად საწარმოსთან, ისე ამ საწარმოს სხვა ფილიალებთან.” სასამართლო
დავებში მონაწილეობას იღებს მხოლოდ ძირითადი საწარმო. თუმცა სარჩელი შესაძლოა
შეტანილი იქნეს ფილიალის ადგილსამყოფლის მიხედვით. ფილიალების შექმნა შეიძლება
მხოლოდ სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობით. ზოგიერთი საზოგადოების წესდებაში
შესაძლოა ფილიალების შემნის საკითხო მოწესრიგდეს წესდებით და საერთოდ არ იყოს
საჭირო სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობა.

მეწარმე სუბიექტმა სასამართლოს უნდა აცნობოს საწარმოს მარეგისტრირებელ


სასამართლოს. განცხადებაში უნდა აღინიშნოს ფილიალის შექმნის ფაქტი და მისი
მისამართი. გარდა ამ მონაცემებისა, რეგისტრაციისათვის აუცილებელია სანოტარო წესით
დამოწმებული საზოგადოების წესდების ასლი. დირექტორების ხელმოწ- ერები,
გადაწყვეტილება ფილიალის ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ. მისი ხელმოწერის
ნიმუში. ეს საბუთები უნდა გაფორმდეს მე-3 მუხლის მოთხოვნათა დაცვით. საწარმოს
ადგილსამყოფლის მიხედვით სასამართლო ფილიალის სარ–- ეგისტრაციოდ შემოსულ
მასალებს უგზავნის ფილიალის ადგილ სამყოფ- ლის მიხედვით სასამართლოს, რომელიც
ახდენს ფილიალის საბოლოო რეგისტრაციას.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებასთან ხელშეკრულების დადება


ავტომატურად ნიშნავს, რომ პარტნიორმა პასუხი უნდა აგოს მთელი თავისი ქონებით.
მოცემული ნორმა იმპერატიულია და სხვაგვარი შეთანხმება ბათილია. შპს, სს და
კოოპერატივი კრედიტორების წინაშე პა სუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. ამ დროს
საზოგადოებათა პარტნიორების პასუხ- ისმგებლობა არ გამოიყენება. თუმცა გამონაკლისები
აქაც არსებობს, მაგალითად შენატანის შეუტანლობისას, და პასუხისმგებლობის შეზღუდვის
ბოროტად გამოყენება. მაშინ პარტნიორებიც აგებენ პასუხს მთლიანად.

მეწარმეთა შესახებ კანონი ტერმინს – „მესამე პირები“ იყენებს იმ პირთა აღსანიშნავად,


რომლებიც: ა. არ არიან სამეწარმეო საზოგადოე- ბის პარტნიორები; ბ. წარმოადგენენ
მომავალი გარიგებების მხარეს; გ. არ წარმოადგენენ გარიგების მხარეს. მაგრამ გარიგება
შეიძლება დაი- დოს მათ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ (ე.ი. გარიგება შეიძლება
შეეხოს მათ ინტერესებს) *. მესამე პირი შეიძლება იყოს როგორც ფიზი კური და
იურიდიული პირი. ასევე სახელმწიფოც. როცა კანონი მიუთითებს ამა თუ იმ შეთ-
ანხმების ბათილობაზე მესამე პირთათვის (მაგალითად, 3.2 მუხლის ბოლო ინადადებ
წინადადება), იგულისხმება საზოგადოების არაპარტნიორი, მაგრამ სა- ხოგადოების მიერ
დადებული გარიგების შესაძლო მხარე. მესამე პირად ჩაითვლება ასევე ყველა ის პირი,
რომელსაც შეიძლება წარმოეშვას მოთხოვნა საზოგადოების ან მისი პარტნიორების მიმართ.
ყველა კრედიტორი იმავდროულად მესამე პირიცაა, ოღონდ ყველა მესამე პირი
ავტომატურად არ არის კრედიტორი.

შესატანი არის პარტნიორების შესრულება, რითიც დასტურდება პირის ამ საზოგადოებაში


მონაწილეობა. შესატანი შესაძლოა განხორციელდეს ნებისმიერი ვალუტით, თუმცა
საბუღალტრო წიგნებში მოცემულის აღრიცხვა ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში. თუმცა
ეს არ ზღუდავს პარტნიორებს მიუთითონ რომ გადახდა განხორციელდა სხვა ვაუტაში.
შეტანა შესაძლებელია მოხდეს დაწესებულების საბანკო ანგარიშითაც, ასევე საზოგადოების
სალაროში. მთავარია, რომ ის აისახოს საზოგადოების სახელზე და გადავიდეს მისი
სარგებლობის სფეროში. არაფულადი შენატანი შესაძლოა განხორციელდეს არაფულადი
მატერიაულრი ნივთებით. ასეთ შენატანს არაფულადი შენატანი ეწოდება. თუმცა ამის
შესახებ შეთანხმება უნდა განხორციელდეს საზოგადოების წესდებაში. არაფულადი
შენატანის დროს მთავარია,რომ საზოგადოების ხელმძღვანელობას უფლება გააჩნდეს
განკარგოს ქონება, სხვა შემთხვევაში, შენატანი განხორციელებულად არ ჩაითვლება. ასევე,
გადამცემუ პირი უნდა იყოს ადაცემული ქონების მესაკუთრე.

საკორპორაციო სამართალში აღიარებული შეხედულების თანახმად, არაფულადი შესატანის


სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ის ობიექტები, რომლებიც სამოქალაქო-
სამართლებრივი ბრუხვის საგანს შეადგენენ (ბრუნვაუნარიანი ობიექტები) და
შესაძლებელია მათი ეკონომიკური ღირებულების დადგენა, ე.ი. არაფულადი შესატანის
ობიექტი შეიძლება იყოს „ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე,
რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებს“ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხ- — goo) და შესაბამისად,
შესაძლებელია თავისუფლად მათი ჩართვა სა- ზოგადოების ქონებაში. იმ ობიექტებს,
რომლებიც შეიძლება გამოყენებ- ულ იქნეს არაფულადი. შესატანის სახით, შეტანაუნარიანი.
ობიექტები ეწოდებათ.. ობიექტის შეტანაუნარიანად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ
იგი ვარგისი იყოს საზოგადოების კაპიტალში შესატანად, რათა ამით უ ხრუნ- ველყოფილი
იქნეს საზოგადოების რეალური ქონების შექმნა. ე.ი. არაფუ- ლადი შესატანის
განხორციელების გზით საზოგადოებას უნდა შეექმნას ისეთი ქონება, რომელიც
უზრუნველყოფს აუცილებლობისას კრედი- ტორების მოთხოვნათა დაკმაყოფილებას. ამის
წინაპირობა კი არის ის, რომ ეს ობიექტები უნდა გადავიდეს საზოგადოების რეალურ
მფლობე- ლობაში.

შენატანი შესაძლებელია იყოს როგორც მოძრავი, ასევე უძრავი ნივთი და გადაცემა უნდა
განხორციელდეს შესაბამისი სახის ნივთის გადაცემის წესის მიხედვით.

თუ არაფულადი შესატანის ობიექტია უძრავი ქონება (მაგალითად, ბინა ან საცხოვრებელი


სახლი), ამას სჭირდება სანოტარო წესით დამოწმებული წესდება, რომელშიც ხუსტად
აღინიშნება ობიექტის სახეობა, მისი აღწერა, ვინ გადასცემს ამ ქონებას და საზოგადოების,
როგორც მესაკუთრის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში?. თუ პარტნიორს შეაქვს
ავტომანქანა, მაშინ ეს ავტომანქანა უნდა გადაფორმდეს საზოგადოების სახელზე. გარდა
ამისა, შენატანი შესაძლოა განხორციელდეს აღნაგობის უფლების გადაცემითაც, თუ კი ნივთი
გადაცემულია იჯარით, იპოთეკით ან ა.შ.

გარდა ამისა, მოთხოვნები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს, როგორც შენატანი, თუ თუ კი


მათი ეკონომიკური ღირებულების დადგენა შესაძლებელია. ამ სემთხვევაში უნდა
გაფორმდეს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება შემტანსა და მოვალე საზოგადოების
პარტნიორებს შორის. თუ კი წესდება დეტალურად აწესრიგებს მოცემულ საკითხს, მაშინ
ხელშეკრულების დადება სავალდებულო არაა.

არ შეიძლება არაფულადი შესატანის სახით გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ნიშანი,


საფირმო სახელწოდება, კლიენტურა. ისინი შეიძლება მხოლოდ შესაბა- მის საწარმოსთან
ერთად იქნეს შეტანილი საზოგადოების კაპიტალში. არაფულადი შესატანის სახით
შეიძლება გამოყენულ იქნეს აქციები ან შპს-ის, სპს-ის, კს-ის წილები, თუკი ამ
სახოგადოებათა პარტნიორები თანახმა არიან, ან თუ წესდება ასეთ შესაძლებლობებს
ითვალისწინებს. თუ ასეთი შესატანისათვის შესაბამისი სა ხოგადოების თანხმობა სავალდე-
ბულოა, მაშინ საჭიროა მისი წარდგენა სახოგადოების რეგისტრაციი- სათვის აუცილებელ
საბუთებთან ერთად. თუ წესდება იძლევა ამგვარი შესატანის განხორციელების უფლებას,
მაშინ სასამართლოს რეგის- ხრაციისას უნდა წარედგინოს ამ წესდების ასლიც.

დასავლეთის ქვეყნების სამართლის შეცნიერებისა და სასამართლო პრაქტიკის მიერ


აღიარებულია, რომ მომსახურების გაწევის ვალდებულე- ბა, ან მომსახურებიდან
წარმოშობილი მოთხოვნები არ შეიძლება ჩაითვა- ლოს შესატანად მაშინაც კი, როცა ეს
მოთხოვნები გადაცემადია

თუ კი ხორციელდება არაფულდი შენატანისგანხორციელება, მაშინ ის ისე უნდა იყოს


აღწერილი, რომ ეჭვი არ ჩნდებიდეს ნივთის, მისი უფლებრივი მდგომარეობის და ა.შ. თუ კი
შენატანის სახით გადაეცემა საწარმო მთლიანად, მაშინ საკმარისია მისი საიდენტიფიკაციო
მონაცემების მითითება, საფირმო სახელი და ა.შ. თუ კი ნივთი ინდივიდუალური სახისაა,
მაშინ უნდა მიეთითოს ნივთის უნიკალური თვისებები, მაშინ უნდა მიეთოთის ის ნივთიერი
თვისებები, რომელიც საშუალებას იძლება ნივთის იდენტიფიკაციისა. შესაბამისად საწარმო
უნდა გაუქმდეს, თუ კიი წესდებაში არაა მითითებული რა ტიპის შენატანია
განხორციელებული. გარდა შესატანისა, ზოგიერთ შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს
წილის ოდენობაც, ანუ რა წილი ეკუთვნის პარტნიორს საზოგადოებიდან. არაფულადი
შესატანისათვის გამოიყენება ვადები, რომელიც ჩამოყალიბებულია მეწარმეთა კანონის 3.3
მუხლში. შესატანის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს წესდების
რეგისრაიამდე. სხვა შემთხვევაში სასაამრთლომ შესაძლოა უარი თქვას იურიდიული პირის
რეგისტრაციაზე იმ საფუძვლით, რომ პარტნიორებს შორის შეთანხმება არ შედგა. ჩნდება
კითხვა, შეუძლია თუ არა დაწესებულებას ეცვალოს ფულადი შენატანი არაფულადი
შენატანით? ამაზე კანონმდებლობა პირდაპირ პასუხს არ იძლევა, მაგრამ აშკარად
გამომდინარეობს, რომ არა. მოცემული გამომდინარეობს 3.3 მუხლის ანალიზის
საფუძველზე. თანაც არაფულადი ობიექტები შეტანილ უნდა იქნეს მხოლოდ იმ ნივთებით,
რომლებიც განსაზღვრულია წესდებაში. შეცვლა დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი
კაპიტალი ოფიციალურად მცირდება. ანუ რეგისტრაციიდან და გამოქვეყნებიდან 12 თვის
შემდეგ. რაც შეეხება არაფულადი შენატანის ფულადთ შევსებას, მაშინ ამას კანონი პირდაპირ
ითვალისწინებს. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მოცემუი არ ითვალისწინებს ექსპერტის
შეფასებას. და ამით ეკონომიკური ზიანი არ მიადგება არც ერთ მხარეს. მოცემული
გაწერილია 2.5 მუხლში. თუ კი წესდება შეიცვს პირობას, რომელის მიხედვითაც
საზოგადოებაში შესული ქონება ნაწილდება წილობრივად საზოგაოდების პარტნიორებზე,
მაშინ მოცემული წარმოადგენს რეგისტრაციაზე უარის საფუძველს. თუ კი წესდება მაინც
დარეგისტრირდება,მოცემული წარმოადგენს გაუემების საფუძველს. თუ კი პარტნიორი
შეიტანს არაფულადი სახის შესატანს, მაგრამ დააკლდება თანხა, ამ შემთხვევაში მან
დანარჩენი თანხა უნდა დაამატოსფულადი შენატანით. თუ კი პირიქით, შეტანის დროს
მოხდა ზედმეტის შეტანა, მაშინ მას განსხვავება არ დაუბრუნდება. მაგალითად შეიტანა 500
ლარი და უნდა შეეტანა 300. განსხვავება 200 ლარი მას არ დაუბრუნდება.

საწესდებო კაპიტალი არის კანონით და წესდებით განსაზღვრული გადასახადი, რომელიც


პარტნიორებს შეაქვთ შპს-ის, ს-ის ან კოოპერატივის დასაარსებლად. მოცემულის შეტანის
ვალდებულება პარტნიორებს წესდებით აქვთ ნაკისრი. შპს-ს დარსებისათვის აუცილებელი
საჭირო კაპიტალია 2000 ლარი, ხოლო სს-სთვს, არის 15000 ლარი. რაც შეეხება
კოოპერატივის დაარსებას, მისი წესდების თანხას განსაზღვრავენ პარტნიორები, თუმცა
კოოპერატივის მინიმალურიშესატანი არ უნდა იყოს 100 ლარზე ნაკლები. ანუ, ყოველი პაი
უნაშთოდ უნდა იყოფოდეს 50ზე. ანუ იქიდან გამომდინარე, რომ კოოპერატივისათვის
მინიმუმ 2 პირი მაინც უნდა იყოს, გამოდის, რომ მინიმალური თანხა, რომელიც პირს
შეუძლია შეიტანოს არის 50.

საწესდებო კაპიტალის მქონე საზოგადოებას ეწოდება კაპიტალისტური საზოგადოება.


საზოგადოებამ უნდა იზუნოს იმაზე, რომ დროთა განმავლობაში შეავსოს კაპიტალი.

საწესდებო ქონება არაა იგივე, რაც საზოგადოების ქონება. საწესდებო განისაზღვრება


წესდებით და იყოფა წილებად შპს-ში, პაიებად კოოპერატივებში, აქციებად სს-ში. საწესდებო
კაპიტალი შეადგენს აქციების წილების პაიების ჯამს. საზოგადოების კაპიტალი არის
საზოგადოებაში არსებული ყველა ქონება, ფული, მანქანა დანადგარები და ა.შ. თუ კი
კომპანია კოტრდება,მაშინ საზოგადოების კაპიტალი ნაკლებია საწესდებო კაპიტალზე, როცა
ნორმალური საქმიანობისას კი, პირიქით. გარდა ამისა, მოგების განაწილება
საზოგადოებიდან არ შეიძლება მანამ სანამ საზოგადოების კაპიტალი არ იქნება მინიმუმ
საწესდებო კაპიტალის ტოლი. პარტნიორის მიერ თანხების გატანა საზოგადოებიდან უნდა
აღირიცხოს სამეწარმეო რეესტრში. თუ კი საწესდებო კაპიტალი დაიხარჯება და იქნება
კანონმდებლობის მიერ დადგენილი ნორმების მიერ დადგენილი ფასზე ნაკლები, მაშინ
საზოგადოებამ უნდა უზრუნველყოს მისი შევსება, სულ ერთია ეს როგორ მოხდება ახალი
პარტნიორის მიღებით, თუ არსებული პარტნიორები შეიტანენ მოცემულ თანხას.

თუ შემცირება მოხდება შესატანის დაბრუნების ან შეუტანელი ნაწილის გადახდისაგან


გათავისუფლების მიხნით, მაშინ თითოეულ პარტ- ხიორწზე დარჩენილი შესატანის თანხა
არ შეიძლება იყოს 50 ლარზე ნაკლები.

იურიდიული პირის მიერ შეზღუდვის ბოროტად გამოყენება არის შემთხვევა, როცა არეულია
საზოგადოების ქონება სხვა კაპიტალში, ბუღალტრული წიგნების არასწორად წარმოებით.
მაგალითად თუ კი პირმა იკისრა ვალდებულება შეეტანა მანქანა შენატანის სახით, და მას
ეგონა, რომ მანქანა ეკუთვნოდა საზოგადოებას, მაგრამ შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ
მანქანა არ იყო გადაფორმებული საზოგადოების სახელზე. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ
საზოგადოება პასუხს აგებს თავისი მთელი ქონებით, არამედ პასუხს აგებს ის პარტნიორი,
რომლის ბრალიც იყო მოცემული საკითხი.

შენატანის ნახევარი სეტანილი უნდა იყოს წესდდების ხელმოწერისთანავე, თუ კი თავად


წესდება უფრო მეტს არ ითვალისწინებს. მოცემული შეტანილ უნდა იქნეს წესდების საბანკო
ანგარიშში, ხოლო საბანკო ანგარიშის გასახსნელად საკმარისია დროებითი სარეგისტრაციო
მოწმობის წარდგენა. თუ კი პარტნიორი აგვიანებს შესატანის შემოტანას, მაშინ ყოველმა
პარტნიორმა წერილობით უნდა გააფრთხილოს შეტანაზე ვალდებული პარტნიორი. ვადის
გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს პარტნიორის გარიცხვა საზოგადოებიდან. მოცემული
ვადა არ უნდა იყოს ერთ თვეზე ნაკლები.შესატანის შეტანის ვადის უშედეგოდ გასვლის გამო
პარტნიორის გარიცხვის გარდა, კანონი სხვა შედეგებსაც ითვალისწინებს. კერძოდ, ვადის
დამრღვევი პარტნიორი მთლიანად კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ
ვალდებულებათა შედეგებსაც. ამის შესახებაც მას ეც- ნობება წერილობით.

თუ კი ხმათა უმრავლესობის მონე პარტნიორი დგას გარიცხვის ქვეშ, უმცირესობაში მყოფ


პარტნიორს ასევე გააჩნია ასეთი პარტნიორის გარიცხვის უფლება, რადგან კანონი
მხოოდგანამტკიცებს ამ შესაძლებლობას და საფუძვლების არსებობა საკმარისია. 3.2 მუხლის
მეორე აბზაცი. მოცემული საკითხი წყდება საზოგადოების ხელმძღვანელის მიერ და
ამისათვის არაა აუცილებელი სასამართლოსათვის სარჩელით მიმართვა. სხვა შემთხვევაში
პარტნიორის გარიცხვის შესაძლებლობა იქმნება პარტნიორთა კრებაზე გადაწყვეტილების
მიღებით. გასარიცხ პარტნიორს არ გააჩნია ხმის უფლება მოცემულ კრებაზე. პარტნიორთა
კრების გადაწყვეტილება ეგრევე არ იწვევს საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვას, მაგრამ
ეს საფუძველია იმისათვის, რომ მიმართონ პარტნიორებმა სასამართლოს გადაწყვეტილების
მისაღებად. პარტნიორის გარიცხვა სასარჩელო წარმოების გარეშე არ დაიშვება.
გადაწყვეტილებას გარიცხვის თაობაზე იღებს სასამართლო. გარიცხვის შემთხვევაში
პასუხისმგებლობას გარიცხულ პარტნიორზე იღებენ დარჩენილი პარტნიორები. თუმცა
პასუხისმგებლობა რჩება მხოლოდიმ შემთხვევაში, თუ კი გარიცხულ პარტნიორს უნდა
შეეტანა არაფულადი ტიპის შესატანი. მაშინ ფულადი შესატანი გადაიქცევა ფულად
შესატანად, და შემდეგ შეტანა მოხდება პარტნიორების წილის შესაბამისად. საზოგადოებას
უფლება არ აქვს გაანთავისუფლოს პარტნიორები შენატანის შეტანისაგან.

თანაბარ პირობებში პარტნიორებს თანაბარი უფლებამოვალეობები გააჩნია. თანაბარ


მდგომარეობად იგულისხმება ხმათა რაოდენობა. ხმათა რაოდენობაკი განისაზღვრება
საზოგადოებაში წილის მიხედვით. თუმცა აქედან გამონაკლისი მაინც არსებობს. მაგალითად
თუ კი კომანდიტურ საზოგადოებაში კომპლემენტარს და კომანდიტს აქვთ თანაბარი წილი,
მაშინ უფლებამოვალეობა თანაბარი ვერ იქნებაგამომდინარე იქიდან, რომ კომანდიტი ვერ
იქნება ხელმძღვანელობის პოსტზე. გარდა ამისა, კომანდიტის პასუხისმგებლობა
განისაზრვრება საგარანტიო თანხით, ხოლო კომპლემენტარი კი პასუხს აგებს მთელი თავისი
ქონებით.

საზოგადოებაში სახელმძღვანელო საქმიანობად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ქმედება,


რომელიც ემსახურება საზოგადოების მიზნებს. წესდება შესაძლოა აწესებდეს, რომ
დირექტორმა ერთპიროვნულად განახორციელოს მართვა, მაგრამ ასევე აწესებე, რომ
საქმიანობას შეუძლიაგაუძღვეს ორი დირექტორი ერთდროულად, ან კიდევ ყველა ერთიანად
გაუძღვეს მმართველობას. აქედან გამომდინარე შესაძლოა ხელმძღვანელობის
უფლებამოსილება შეიზღუდოს სამეთვალყურეო საბჭოთი ან კიდევ საზოგადოების კრების
გადაწყვეტილებით და ან შეიზღუდოს შინაგანაწესით. წესდებით ასევე
შეიძლებაგანისაზრვროს წარმომადგენელი პირები როგორ წარმოადგენენ საზოგადოებას
მესამე პირებთან, ერთობლივად თ უცალცალკე. თუ კი კონტრაჰენტმა იცოდა საზოგადოების
ხელმძღვანელობის შეზღუდვის შესახებ, მაშინ საზოგადებას შეუძლია 18 თვის განმავობაში
გააბათილოსგარიგება. ანალოგიური მოქმედებს, თუ კი კონტრაჰენტი და ხელმძღვანელი პირ
იგანზრახ მოქმედებენ იმმიზნით, რომ მიზანი მიადგეს მოცემულ საზოგადოებას.

You might also like