You are on page 1of 3

დირექტორი

ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის


საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ
პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის
შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული
პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და
კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით)
სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ხელმძღვანელობის
უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში
საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო
წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს
სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
არა აქვთ უფლება, პარტნიორების თანხმობის გარეშე განახორციელონ იგივე
საქმიანობა, რომელსაც ეწევა საზოგადოება, ან მონაწილეობა მიიღონ,
როგორც მსგავსი ტიპის სხვა საზოგადოებაში პერსონალურად
პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან დირექტორმა ხელმძღვანელობის
უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც,
თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული. პერსონალურად პასუხისმგებელმა პარტნიორმა ან
დირექტორმა, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული (ინტერესთა
კონფლიქტი). სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებებსა და
კომანდიტურ საზოგადოებებში ამ თანხმობის გაცემა შეუძლია პარტნიორთა
კრებას, ხოლო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებში, სააქციო
საზოგადოებებსა და კოოპერატივებში – იმ ორგანოს, რომელიც ნიშნავს
(ირჩევს) დირექტორებს. ასეთი საქმიანობის განხორციელებაზე თანხმობა
მიცემულად ჩაითვლება, თუ საზოგადოების ხელმძღვანელად დანიშვნისას
პარტნიორებისათვის ცნობილი იყო, რომ საზოგადოების ხელმძღვანელი ეწევა
ასეთ საქმიანობას და ამ საქმიანობის შეწყვეტა მისთვის აშკარად არ
მოუთხოვიათ.
ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან
(პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების
წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების
წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის
რეგისტრაცია წყდება, თუ:
ა) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა უფლებამოსილი პირის განცხადება
რეგისტრირებული პირის გათავისუფლების თაობაზე;
ბ) მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა რეგისტრირებული პირის
განცხადება რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის თაობაზე;
გ) რეგისტრირებული პირი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ
აღიარებულია შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან
გამოცხადებულია გარდაცვლილად, მას საქართველოს სამოქალაქო
კოდექსის 1293-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე მხარდაჭერა აქვს
დანიშნული.
დირექტორის სამართლებრივი მდგომარეობა სამეწარმეო საზოგადოებაში დიდად
არის დამოკიდებული საწარმოს მიერ მასთან დადებულ ხელშეკრულებაზე,
რომელსაც `მეწარმეთა შესახებ~ კანონი სასამსახურო ხელშეკრულებას უწოდებს.
ამდენად, კანონში განსაზღვრულია დირექტორთან დადებული ხელშეკრულების
სახე _ სასამსახურო ხელშეკრულება, მაგრამ მისი სამართლებრივი ბუნებისა და
შინაარსის შესახებ ძალზედ მწირი რეგულირებაა.

ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების პრობლემატიკა


შრომითი - ყოველი ორგანიზაციული დამოუკიდებლობის დროს ხელმძღვანელის
შრომა დამოკიდებულია ქონების მესაკუთრის (საზოგადოების) ნებაზე, რომ ასეთი
ხელმძღვანელობა ხორციელდება სხვა პირის (სამუშაოს მიმცემის,
დამქირავებლის) საქმიანობის სფეროში, მის ინტერესებში, მისი
ხელმძღვანელობით და რომ ამ შემთხვევაში საკითხი ეხება განსაკუთრებულ
შრომით ფუნქციას: საწარმოს მართვას. იმავდროულად საწარმოს მართვას აქვს
თავისი სპეციფიკა, რაც უნდა აისახოს შესაბამის ხელშეკრულებაში. მოცემული
ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ დირექტორი, არსებითად, წარმოადგენს
აქციონერთა დაქირავებულ პირს, რომლის სამუშაო რეჟიმი და შრომითი
გარანტიები განისაზღვრება შრომის კოდექსით, მისი გათავისუფლებაც
შესაძლებელია შრომის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლებით და რომ
დაუშვებელია ნებისმიერ დროს მასთან უმოტივოდ ხელშეკრულების შეწყვეტა,
ანუ ამ შემთხვევაში აქციონერებს არ აქვთ უფლება, ნებისმიერ დროს საკუთარი
შეხედულებით შეარჩიონ და შეცვალონ თავიანთი ქონების მმართველი.
ნარდობა - შედეგი მარა შედეგთან ერთად პროცესიც მნიშვნელოვანია და
ნარდობა უნდა გამოვრიცხოთ.
მინდობა - სააქციო საზოგადოების ინტერესების არაპირდაპირი წარმომადგენელი
აქციონერების სასარგებლოდ, რამდენადაც მოქმედებს სხვისი (წარმოდგენილის)
ხარჯით, მაგრამ თავისი სახელით.
დირექტორს იურიდიული პირის მმართველობაში კორპორაციული ხასიათი
აქვს. აღმასრულებელი ორგანოს ფუნქციას ასრულებს, ერთი მხრივ, წარმოადგენს
შრომითს, ხოლო მეორე მხრივ _ შიდაკორპორაციულს, რაც აისახება მისი
სამსახურებრივი ურთიერთობების სპეციფიკაზე. როდესაც ფიზიკური პირი,
რომელიც ასრულებს იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს ფუნქციას,
იმავდროულად წარმოადგენს მის თანამშრომელს, მისი უფლებამოსილება,
იმოქმედოს ამ საწარმოს სახელით, ეფუძნება არა მარტო კანონს და
სადამფუძნებლო დოკუმენტებს, არამედ _ დამფუძნებლის გადაწყვეტილებასაც
ხელმძღვანელად მისი დანიშვნისა თუ არჩევის შესახებ.

დანაწევრების პრინციპი - გულისხმობს დირექტორის (გამგეობის წევრის)


სამსახურებრივი ურთიერთობის გამიჯვნას მისი ორგანული ადგილის ( ანუ
კორპორაციული თანამდებობისაგან.
დირექტორის წევრის ორგანული ადგილი ნიშნავს კორპორაციულ სამართლებრივ
მდგომარეობას, ხოლო სამსახურებრივ სამართლებრივი ურთიერთობის
შემთხვევაში საუბარია დირექტორსა და სს-ს შორის სამართლებრივ
ურთიერთობაზე, როგორც ვალდებულებით სამართლებრივ კატეგორიაზე.
დანიშვნის აქტით დირექტორთან ყალიბდება ორგანულ სამართლებრივი
ურთიერთობა, სასამსახურო აქტით _ ვალდებულებითი სახელშეკრულებო
სამართლებრივი ურთიერთობა.
დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის
დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული
ურთიერთობა არ არის ტიპური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა
დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის, ეს არის სპეციფიკური
კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კანონთა კოდექსის
გავრცელება არ შეესაბამება `მეწარმეთა შესახებ~ კანონის მოთხოვნებს.
როდესაც საზოგადოებასა და დირექტორს შორის დადებულია წერილობითი
ხელშეკრულება, სადაც ყველა საკითხი დეტალურადაა გაწერილი, ან ეს საკითხები
წესდებაშია სრულყოფილად მოწესრიგებული, თუმცა ასეთი შემთხვევები
პრაქტიკაში იშვიათია. ხშირად დირექტორთან წერილობითი ხელშეკრულება არც
ფორმდება, არსებობს მხოლოდ პარტნიორთა საერთო კრების ან სამეთვალყურეო
საბჭოს გადაწყვეტილება დირექტორის დანიშვნის თაობაზე, ხოლო წესდება
მხოლოდ ზოგადად მიუთითებს კანონზე `მეწარმეთა შესახებ~.

You might also like