You are on page 1of 2

თემა 11.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური


საზოგადოების გამიჯვნა;

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება და კომანდიტური საზოგადობა


ამხანაგური, პერსონაფიცირებული ტიპის საზოგადოებებია, რომლებსაც
ორგანიზაციული მართვის სპეციფიკა რადიკალურად განსხვავებული არ აქვთ.
თუმცა მაინც არსებობს მართვისა და პასუხისმგებლობის თავისებურებებზე განსხვავება ,
რაც აღნიშნული საზოგადოებების პარტნიორთა კატეგორიიდან გამომდინარეობს .

ცნება

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება ,


რომლის პარტნიორები ერთობლივად, ერთიანი საფირმო სახელწოდებით
ახორციელებენ სამეწარმეო საქმიანობას და ამ საზოგადოების ვალდებულებებისთვის
კრედიტორების წინაშე პასუხს.

სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებას უნდა ჰყავდეს სულ მცირე 2


პარტნიორი.

კომანდიტური საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება , რომლის პარტნიორები


ერთობლივად და ერთიანი საფირმო სახელწოდებით ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.
კომანდიტური საზოგადოებ შედგება შეზღუდული და სრული პარტნიორებისაგან .

კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში სპს-გან განსხვავებით ორ პარტნიორთა


კატეგორიასთან გვაქვს საქმე, საიდანაც კომპლემენტარი სრული პარტნიორი
წარმოადგენს აბსოლიტურ ანალოგს სპს-ს პარტნიორისა, ვინაიდან ის პირადად , მთელი
თავისი ქონებით შეუზღუდავად აგებს პასუხს საზოგადოების ვალდებულებებისათვის .
ამგვარად კომპლემენტარი სრულად არის ჩართული მმართველობით საქმიანობაში .

სპს-ისგან განსხვავებით, კომანდიტურ საზოგადოებაში ერთი ან რამდენიმე პარტნიორის


პასუხისმგებლობა საზოგადოების ვალდებულებებისთვის შეზღუდულია მათ მიერ
შეტანილი ე.წ. საგარანტიო თანხით.

ხელმძღვანელობა

კომანდიტი ე.წ. პასიური პარტნიორია ‒ არ მონაწილეობს ხელმძღვანელობაში და არ


წარმოადგენს საზოგადოებას. კომანდიტს არ შეუძლია იმოქმედოს საზოგადოების
ჩვეულებრივი სამეწარმეო საქმიანების ფარგლებში კომპლემენტარების მიერ
განხორციელებული ხელმძღვანელობითი საქმიანობის საწინააღმდეგოდ . კომანდიტს
შესაძლოა ხელშეკრულებით მინიჭებული ჰქონდეს იურიდიული მნიშვნელობის
მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება.

სპს-ის ხელმღვანელობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს.

წარმომადგენლობა

მესამე პირებთან ურთიერთობაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების


წარმომადგენლობის უფლებამოსილება აქვს ყველა პარტნიორს.
მესამე პირებთან ურთიერთობაში კომანდიტურ საზოგადოებას წარმოადგენენ
კომპლემენტარები. კომანდიტური საზოგადოების წარმომადგენლობის
უფლებამოსილება კომანდიტს აქვს მხოლოდ მინდობილობის საფუძველზე , რომელსაც
კომპლემენტარები გასცემენ.

წილის გასხვისება

სპს-ში პარტნიორს შეუძლია ყველა სხვა პარტნიორის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში


გაასხვისოს თავისი წილი,თუ წესდეებით სხვა რამე არ არის გათვალისწინებული , ხოლო
კომანდიტმა თავისი წილი შეიძლება გაასხვისოს წსხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე.

მემკვიდრეობა

სპს-ში გარდაცვლილის წილი პროპორციულად ნაწილდება დარჩენილ პარტნიორებზე .


კომპენსაციაზე უფლების მქონე პირებად კი პარტნიორის მემკვიდრეები მიიჩნევიან .
განსხვავებული შედეგები სადამფუძნებლო შეთანხმებით უნდა მოწესრიგდეს .შესაძლოა ,
სადამფუძნებლო შეთანხმებით დადგენილ იქნეს გარდაცვლილი წევრის წილის
მემკვიდრეობით გადასვლის შესაძლებლობა.

ხოლო კომანდიტმა თავისი წილი შეიძლება მემკვიდრეობით გადასცეს სხვა


პარტნიორების თანხმობის და სადამფუძნებლო შეთანხმებაში სპეციალური
დადგენილების გარეშე.

You might also like