You are on page 1of 6

მუხლი 53.

გარიგების არარსებობა მისი შინაარსის დაუდგენლობის გამო

გარიგება არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ


შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი

როცა არც გარეგნული გამოხატვით და არც სხვა გარემოებებით არ დგინდება გარიგების


შინაარსი. ასეთ შემთხვევაში სახეზეა არა ბათილი გარიგება, არამედ გარიგება საერთოდ არ
არსებობს.

5. გარიგების ბათილობა

მუხლი 54. მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი

ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს,


ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

I. გარიგების ბათილობის ცნება:

გარიგების ბათილობის ცნების დეფინიციას სამოქალაქო კოდექსი არ შეიცავს .

ზოგადად, ბათილია გარიგება, რომელიც არ იწვევს გარიგების მხარეთა მიერ


დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას.

ბათილი გარიგებების სახეები:

1. უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება:

ეს ისეთი გარიგებაა, რომელიც დადებისთანავე ბათილია. მისი ბათილობისათვის არ


არის საჭირო შეცილება პირის მიერ ან სასამართლოს მიერ მისი ბათილად მიჩნევა ან
ბათილობის მოთხოვნა.

2. ნაწილობრივ ბათილი გარიგება:

გარიგება მთლიანობაში ნამდვილია, მაგრამ მისი გარკვეული ნაწილი სამართლებრივად


უვარგისია. ეს კი არ იწვევს მთლიანი გარიგების ბათილობას, არამედ უვარგისი ნაწილის
ბათილობას.

3. მერყევად ბათილი გარიგება

მერყევად ბათილია გარიგება, რომელიც გარიგების დადების მომენტში ბათილია , მაგრამ


შეიძლება გახდეს ნამდვილი თუ მას უფლებამოსილი პირი მოიწონებს.

უცილოდ ბათილი გარიგებისგან განსხვავებით, გარიგების მონაწილეებს შეუძლიათ


გარიგების დადებისას დაშვებული შეცდომის ან ნაკლის გამოსწორება .

4. ფარდობითად ბათილი გარიგება

ფარდობითად ბათილ გარიგებად შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარიგება , რომელიც


მთლიანობაში ნამდვილია, მაგრამ კონკრეტული პირის მიმართ მას იურიდიული ძალა არ
აქვს

5. საცილო გარიგება
საცილო გარიგება დადების მომენტში ნამდვილია, მაგრამ შეცილების (მისი გაუქმების
მოთხოვნის) შედეგად კარგავს იურიდიულ ძალას.

საცილო გარიგება შეცილების გამო ბათილად ჩაითვლება არა შეცილების


მომენტიდან, არამედ მისი დადების მომენტიდან. (59.2 მუხლი)

II. კანონის, საჯარო წესრიგის და ზნეობის საწინააღმდეგო გარიგებები

• 54-ე მუხლის ჩანაწერი „კანონი“ს თაობაზე, უნდა იქნეს განმარტებული ფართოდ.


მასში უნდა მოვიაზროთ ნებისმიერი ნორმატიული აქტი.

• საჯარო წესრიგი- სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები, როგორიცაა


საკუთრების, ხელშეკრულების, მეწარმეობის თავისუფლება, რომელთა
დარღვევით ილახება არამხოლოდ ურთიერთობების მონაწილეთა უფლებები ,
არამედ სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები.

• ზნეობის ნორმების დაკონკრეტება და გარიგების შემოწმება მათ მიმართ,


საკმაოდ რთულია. საქართველოს სასამართლოს ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში
აღნიშნულია, რომ „გარიგება ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს, როდესაც
იგი არსებითად არღვევს ერთ-ერთი მხარის ინტერესებს და არათანაბარ
პირობებში აყენებს მას.“ „გარიგება ამორალურია, თუ ეს ეწინააღმდეგება
სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს
შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში“.

მუხლი 55. გარიგების ბათილობა გავლენის ბოროტად გამოყენების გამო

• ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის


ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია
განსაკუთრებულ ნდობაზე.

• ამ მუხლის გამოყენების წინაპირობაა, გარიგების მხარეებს შორის


განსაკუთრებული ნდობის არსებობა. მაგ, ექიმსა და პაციენტს შორის
ურთიერთობები.

• გარდა განსაკუთრებული ნდობის არსებობისა, სახეზე უნდა იყოს ერთი მხარის


მიერ მეორე მხარეზე გავლენის ბოროტად გამოყენება. ამის არსებობა უნდა
შეფასდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევისას.

მუხლი 56. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებანი

• 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ


განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს
(მოჩვენებითი გარიგება).
• 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების
დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები
(თვალთმაქცური გარიგება).

• ორივე კერძო ავტონომიის ნეგატიური გამოვლინების მაგალითად მიიჩნევა .

• მოჩვენებით გარიგებას შემდეგი ნიშნები ახასიათებს: 1. ის დადებულია


მოსაჩვენებლად. 2 მხარეებს არ აქვთ გათვალისწინებული შედეგის
დადგომის განზრახვა. 3. დადებულია მესამე პირის მოსატყუებლად..

• თვალთმაქცური გარიგება წარმოადგენს მოჩვენებითი გარიგების ნაირსახეობას.


განმასხვავებელი ის არის, რომ მხარეებს სურთ რეალურად მისი განხორციელება .

მუხლი 57. გარიგების ბათილობა ნების გამოვლენის არასერიოზულობის გამო

1.ბათილია ნების გამოვლენა, რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად (ხუმრობით) იმ


ვარაუდით, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა.

2. ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ იგი
ენდობოდა ნების გამოვლენის სერიოზულობას, თუკი მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა
სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ.

შეიძლება იყოს კეთილსინდისიერი ხუმრობა და ბოროტი ხუმრობაც, მაგრამ ნების


გამომვლენი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ხუმრობა შეცნობილი იქნება.

მუხლი 58. გარიგების ბათილობა მცირეწლოვანების ან ფსიქიკური აშლილობის


გამო

1. მცირეწლოვნის მიერ ნების გამოვლენა ბათილია.

2. ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების


დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს.

3. ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების


დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება , თუ ეს პირი ამ
გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის
მიმღებად არ იყოს ცნობილი.

58.1. მუხლი იმპერატიულია.

58.2 მუხლი ეხება ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს


განხორციელებულ ქმედებას - გამოვლენილ ნებას.

თუ მცირეწლოვანის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ


გამოვლენილი ნების შედეგად დადებული გარიგებით მხარეებამ მიიღეს რამე სიკეთე ,
სარგებელი, მათ ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ მიღებული (რესტიტუცია).

მუხლი 59. ფორმის დაუცველად დადებული გარიგება


1. ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის
დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ
გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა.

2. საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან, თუკი იგი შეცილებული


იქნება. შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ.

3. შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს.

სამოქალაქო კოდექსი იცავს გარიგების ფორმის თავისუფლებას. გარიგების ფორმაში


იგულისხმება ზეპირი ან წერილობითი გარიგება, მათ შორის ნებართვების საჭიროება
გარიგების დასადებად.

გარიგების წერილობითი ფორმა შეიძლება იყოს მარტივი ან რთული. მაგ.: მარტივია,


როცა მხარეებმა თავად შეადგინეს წერილობითი გარიგების ტექსტი და ხელი მოაწერეს .
რთულია ისეთი გარიგების ფორმა, სადაც ნოტარიუსი მონაწილეობს.

59.2. მუხლის თანახმად საცილო გარიგება ბათილია მისი დადების მომენტიდან. ეს ის


შემთხვევაა, როცა ბათილობისათვის აუცილებელი მხარის შეცილების უფლების
განხორციელება. ამის გარეშე გარიგება ავტომატურად არ ჩაითვლება ბათილად .

ე.ი. შეცილება იწვევს ბათილობას არა შეცილების მომენტიდან, არამედ ხელშეკრულების


დადების მომენტიდან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბათილობის შედეგია - მხარეები უნდა
აღსდგნენ პირვანდელ მდგომარეობაში, იმ მდგომარეობაში, რაც არსებობდა
ხელშეკრულების დადების მომენტში.

ბათილობის შედეგად, მხარეებმა უნდა დაუბრუნონ ერთმანეთს ის, რაც მიიღეს


გარიგებით.

საცილო შეიძლება გახდეს ისეთი გარიგებები, როგორიცაა:

 შეცდომით დადებული გარიგებები

 მოტყუებით დადებული გარიგებები

 იძულებით დადებული გარიგებები

1. შეცდომით დადებული გარიგებები:

არსებით შეცდომად ითვლება, როცა:

ა) პირს სურდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რომელზედაც მან გამოთქვა თანხმობა ;

ბ) პირი ცდება იმ გარიგების შინაარსში, რომლის დადებაც მას სურდა ;

გ) არ არსებობს ის გარემოებები, რომელთაც მხარეები, კეთილსინდისიერების


პრინციპებიდან გამომდინარე, განიხილავენ გარიგების საფუძვლად .

წვრილმანი შეცდომები ნების გამოვლენაში იძლევა მხოლოდ შესწორების, მაგრამ


არა შეცილების უფლებას.
შეცდომით დადებულ გარიგებებში შეცილება უნდა მოხდეს შეცილების საფუძვლის
შეტყობის მომენტიდან ერთი თვის ვადაში.

2. მოტყუებით დადებული გარიგებები

თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ


გარიგების ბათილობა.

თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს
უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის
ანაზღაურება.

მოტყუებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში. ვადა
აითვლება იმ მომენტიდან, როცა შეცილების უფლების მქონემ შეიტყო შეცილების
საფუძვლის არსებობის შესახებ.

3. იძულებით დადებული გარიგება

გარიგების დადების მიზნით იმ პირის იძულება (ძალადობა ან მუქარა), რომელმაც დადო


გარიგება, ანიჭებს ამ პირს გარიგების ბათილობის მოთხოვნის უფლებას მაშინაც, როცა
იძულება მომდინარეობს მესამე პირისაგან.

იძულება გარიგების ბათილობის მოთხოვნის საფუძველია მაშინაც, როცა იგი მიმართულია


გარიგების ერთ-ერთი მხარის მეუღლის, ოჯახის სხვა წევრების ან ახლო ნათესავების
წინააღმდეგ.

იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში


იძულების დამთავრების მომენტიდან.

6. ქმედუნარიანობა როგორც გარიგების ნამდვილობის პირობა

თუ არასრულწლოვანი დებს ორმხრივ გარიგებას (ხელშეკრულებას) კანონიერი


წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე, მაშინ ხელშეკრულების ნამდვილობა
დამოკიდებულია იმაზე, შემდგომში მისი წარმომადგენელი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ
შემთხვევებისა, როცა იგი იღებს სარგებელს.

თუ არასრულწლოვანი ქმედუნარიანი გახდება, მაშინ იგი თვითონ წყვეტს საკითხს თავისი


ნების გამოვლენის ნამდვილობის შესახებ.

არასრულწლოვანის მიერ დადებული ხელშეკრულების მოწონებამდე მეორე მხარეს აქვს


ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება.
თუ მეორე მხარემ იცოდა პირის არასრულწლოვანობის შესახებ, მაშინ მას უარის თქმა
შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანი მას ატყუებდა, რომ
წარმომადგენლისაგან მიღებული აქვს თანხმობა.

გარიგება, რომელიც დაიდო ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე, მოითხოვს ნებართვას, თუ


დადგინდება, რომ ის საფუძველი, რის გამოც მოხდა ქმედუნარიანობის შეზღუდვა, აშკარად
არსებობდა გარიგების დადების დროსაც.

რა იგულისხმება სარგებელში?

როგორც ზემოთ აღინიშნა, არასრულწლოვანის მიერ დადებული გარიგება ნამდვილია:

- თუ არსებობს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა

- ან არასრულწლოვანი იღებს გარიგებით სარგებელს.

სარგებელი ნიშნავს უფლებებს და არა ფულად ანაზღაურებას ან სხვა მსგავს.


არასრულწლოვანმა გარიგებით უნდა მიიღოს მხოლოდ უფლებები და არა ვალდებულებები.
ნებისმიერი გარიგება, რომელიც არასრულწლოვანისთვის წარმოშობს მოვალეობებს, არ არის
ნამდვილი.

You might also like