You are on page 1of 5

1.რას გულისხმობს წარმომადგენლობა გარიგებაში?

- ისეთ ვითარებას, როცა პირი საკუთარი


კი არა არამედ სხვისი სახელით და სხვისივე ინტერესებისთვის დებს გარიგებას(მუხლი 103)

წარმომადგენელი-სხვისი სახელით მოქმედი პირი; წარმოდგენილი- ვისაც წარმომადგენელი


წარმოადგენს

გარიგება ხორციელდება წარმომადგენლის პიროვნებაში, ხოლო შედეგები დგება


წარმოდგენილი პირის მიმართ

2.წარმომადგენლობაში 2 ნების გამოვლენა: 1.პირველი ნების გამოვლენით პირი აცხადებს


თანხმობას კონკრეტული გარიგების ფარგლებში სხვა პირის მიერ განხორციელებული
მოქმედების მოწონებაზე. 2.მეორე ნების გამოვლენით იგი ამ პირს ავალდებულებს
იმოქმედოს მხოლოდ მისთვის და არა სხვათათვის ცნობილი მითითებების შესაბამისად ანუ
ზუსტდება რწმუნებულების ფარგლები

3.რა არის კანონისმიერი წარმომადგენლობის ინსტიტუტი- იგი იმ კონკრეტულ პირთა


ჯგუფების რეალიზებას ემსახურება, რომლებსაც არ შესწევთ თავიანთი ინტერესების
დამოუკიდებლად დაკმაყოფილების უნარი. სამართლებრივ ურთიერთობებში ებმებიან
შეზღუდულქმედუნარიანები, ავადმყოფები...

4.გარიგებისმიერი წარმომადგენლობა(103 (1ის-2წინ)-პირი თავად იღებს გადაწყვეტილებას


თავისი ინტერესების რეალიზების უფლებამოსილების სხვისთვის გადაცემაზე და
თავიდანვე განსაზღვრავს ამ უფლებამოსილების ფარგლებს.

5.მინდობილობა-გარიგების საფუძველზე მინიჭებული წარმომადგენლობის


უფლებამოსილება-რწმუნებულება. მისი გაცემა არ ხდება იზოლირებულად. ის ყოველთვის
რაღაც გარიგებასთან კავშირში გამოიყენება, თუმცა მინდობილობა თვითონ არ წარმოადგენს
ვალდებულებითი ურთიერთობის ნაწილს

6. წარმომადგენლობის 2 სახე: პირდაპირი და არაპირდაპირი

 პირდაპირი წარმომადგენლობა-ურთიერთობაში გარეგნულად მონაწილეობს


წარმომადგენელი, მაგრამ ამ ურთიერთობის შედეგი დგება უშუალოდ
წარმოდგენილი პირის მიმართ. ამ დროს წარმომადგენელი მოქმედებს
წარმოდგენილი პირის სახელით და შედეგიც წარმოდგენილი პირისთვის დგება(მაგ
პროკურუსტი). 103-114 მუხლები
 არაპირდაპირი წარმომადგენლობა- წარმომადგენელი მოქმედებს თავისი სახელით
და სამართლებრივი ურთიერთობის შედეგი ჯერ მის მიმართ დგება და შემდეგ
წარმოდგენილი პირის მიმართ. იგი უფრო ფაქტობრივ მდგომარეობას ასახავს და ის
არ ითვლება წარმომადგენლობად 103-114-ე მუხლების გაგებით

7. წარმომადგენლის დამახასიათებელი სპეციფიკური ნიშნები: 1. წარმომადგენელი


გამოხატავს საკუთარ ნებას 2. ამას იგი აკეთებს სხვისი სახელით( წარმოდგენილის) 3.
უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს (104(1))
8. გარიგებები, რომლებიც არ შეუძლია დადოს წარმომადგენელს: საოჯახო-სამართლებრივი
გარიგებები-ქორწინება, შვილება; სამემკვიდრეო-სამართლებრივი გარიგებები- ანდერძის
შედგენა ან შეცვლა.

9. წარმომადგენლობის ნამდვილობის წინაპირობები:

1.წარმმადგენლობის დასაშვებობა-წარმომადგენლობა დასაშვები უნდა იყოს მოცემული


გარიგებისთვის( ქორწინება, ანდერძი, შვილება არ დაიშვება)

2.ნების გამოხატვა წარმოდგენილი პირის სახელით-წარმომადგენელი გამოხატავს თავის


ნებას, მაგრამ სხვისი სახელით. ეს გარემოება ცხადი უნდა იყოს კონტრაჰენტისთვის

3.წარმოადგენლობითი უფლებამოსილების არსებობა-წარმომადგენელს უნდა ჰქონდეს


წარმომადგენლობით უფლებამოსილება ან ისეთ პირობებში უნდა იმყოფებოდეს, რომ
სავარაუდო იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არსებობა ანუ ნების
გამოვლენის ადრესატისთვის შეცნობადი უნდა იყოს სხვა პირის(რომელსა წარმოადგენს)
სახელით მოქმედების ფაქტი.

წარმომადგენელი უნდა იყოს ქმედუნარიანი თუმცა 105-ე მუხლით წარმომადგენელი


შეიძლება იყოს შეზღუდულქმედუნარიანიც.

107 მუხლი „უფლებამოსილების(რწმუნების) მიცემას“ არეგულირებს

9. როდის წარმოიშობა გარე ურთიერთობა- იგი წარმოიშობა წარმომადგენელსა და მესამე


პირს შორის, რომელთანაც იდება წარმოდგენილი პირის სახელით ხელშეკრულება

10.როდის წარმოიშობა შიდა ურთიერთობა- იგი არსებობს წარმომადგენელსა და


წარმოდგენილ პირს შორის. ეს ურთიერთობა შეიძლება სხვადასხვა გარიგების ფორმით
არსებობდეს

11. იწვევს თუ არა ძირითადი გარიგების ბათილობა მინდობილობის ბათილობას? სკ ამ


კითხვაზე პირდაპირ პასუხს არ შეიცავს, მაგრამ თუ ვიმსჯელებთ 109-ე მუხლით
გათვალისწინებული უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლით, შეგვიძლია დავასკვნათ,
რომ მინდობილობა დამოუკიდებელია ძირითადი გარიგების ნამდვილობისგან. რადგან 109
მუხლის საფუძვლებში ძირითადი გარიგების ბათილობა არ მიიჩნევა უფლებამოსილების
შეწყვეტის საფუძვლად.

მუხლი 104(2) წარმომადგენელი პირია ვალდებული პასუხი აგოს მისი წარმომადგენლის


ისეთ ქმედებაზე, რომელიც მის მიერ განპირობებული გარემოებების გამო ობიექტურად
აღიქმება როგორც მისი სახელით მოქმედება. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების
გარეშე სხვისი სახელით დადებული გარიგება, როგორც წესი არ წარმოშობს უფლება-
მოვალეობებს წარმოდგენილი პირისთვის, მაგრამ თუ გარიგება დადებულია ისეთ
პირობებში, რომ მესამე პირს კეთილსინდისიერად ეგონა წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების არსებობა, მაშინ მისი ბათილობის წარმოდგენილი პირის მიერ
მოთხოვნა დაუშვებელია. მაგ: მაღაზიის დახლში უნებართვოდ დგას ახალგაზრდა და ყიდის
ხილს. მაღაზიის პატრონმა არ იცის მაგრამ ის მყიდველს ვერ მოსთხოვს ნასყიდობის
გაბათილებას.

12. ნამდვილია თუ არა წარმომადგენლის დადებული ნება იმ შემთხვევაში თუ


წარმომადგენელი შეზღუდულქმედუნარიანია? ნამდვილია, რადგან შეზღუდული
ქმედუნარიანობის პირის მიერ განხორციელებული მოქმედებების შედეგების
ადრესატი არის სხვა პირი და არა თავად ის.
13. ნების გამოვლენის ნაკლის გამო გარიგების საცილოობისას გადამწყვეტი ვინსი ნებაა?
წარმომადგენლის ნება
14. რა შემთვევაში შეიძლება შეცილება თუ ნების გამოვლენის ნაკლი შეეხება ისეთ
გარემოებებს, რომლებიც წარმოდგენილი პირის მიერ წინასწარ იყო განსაზღვრული?
აღნიშნული ნაკლი შეცილების უფლებას იძლევა მხოლოდ მაშინ,თუ ეს ნაკლი
წარმოდგენილი პირისაგან მომდინარეობს.
 სხვისი სახელით გარიგების დადებისას წარმომადგენელი გამოხატავს საკუთარ ნებას
და არა წარმოდგენილი პირის ნებას, თუმცა შედეგი წარმოდგენილი პირის მიმართ
დგება. ანუ წარმომადგენელი ითვლება კონტრაჰენტად და არა ის პირი, რომელიც მას
წარმოადგენს.
15. რა ხდება როდესაც წარდგენილი ავალებს წარმომადგენელს იყიდოს ნაკლიანი
ნივთი ,რომლის ნაკლიანობის შესახებ არ იცის წარმომადგენელმა? რამდენიც არ უნდა
უმტკიცოს წარმომადგენელმა, რომ არ იცოდა ნაკლიანობის შესახებ ის ვერ შეძლებს
გარიგების ბათილად ცნობას. იგივენაირად ხდება მაშინაც, როდესაც გარიგების
ბათილობას ითხოვს მესამე პირი.
16. როდის ხდება უფლებამოსილებების მიცემა? უფლებამოსილების (რწმუნებულების)
მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით,
რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა.
17. სჭირდება თუ არა რაიმე ფორმა ნების გამოვლენას? ნების გამოვლენას არ სჭირდება ის
ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც
გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა დადგენილია
სპეციალური ფორმა.
18. რა არის უფლებამოსილება ანუ რწმუნებულობა? გარიგების საფუძველზე
გადაცემული წარმომადგენლობითი ძალაუფლება. ეს არის ცალმხრივი
აბსტრაქტული გარიგება, რადგან მის შინაარსში არ შედის ის საფუძველი, რომელსაც
იგი ემყარება ანუ რა საფუძველით გადაიცემა უფლებამოსილება. ის გაიცემა ან
უშუალოდ უფლებამოსილი პირის წინაშე ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა
შედგეს წარმომადგენლობა. ამას გარეგანი უფლებამოსილება ეწოდება.
უფლებამოსილებების გადაცემა ჰგავს თანხმობის გამოხატვას, რომელიც ცალმხრივ
გარიგებას წარმოადგენს.
19. რა განსხვავებაა თანხმობის გამოხატვასა და ცალმხრივ გარიგებებს შორის?
უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი მოქმედებს წარმოდგენილის სახელით და მის
მიერ დადებული გარიგებაც შედეგის მომტანია წარმოდგენილისთვის, ხოლო
თანხმობა კი ისეთი გარიგებაა, რომლის დადება ხდება საკუთარი სახელით.
 როგორი უნდა იყოს უფლებამოსილებების გადაცემის ფორმა? გაცემის ფორმა
თავისყფალია ანუ არ არის აუცილებელი იმ ფორმით დაიდოს, რაც აუცილებელია იმ
გარიგებისთვის, რომელიც ამ უფლებამოსილების საფუძველზე იდება. მაგრამ
კანონით დადგენილი შეიძლება იყოს სპეციალური ფორმა.
 უფლებამოსილებაში ცვლილებები და მისი გაუქმება უნდა ეცნობოს მესამე პირებს. ამ
მოთხოვნის შეუსრულებლობისას ეს ცვლილებები და უფლებამოსილების გაუქმება
არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მესამე პირთა მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა,
როცა მხარეებმა ხელშეკრულების დადებისას ამის შესახებ იცოდნენ ან უნდა
სცოდნოდათ.
20. . წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები:
 იმ ვადის გასვლით, რა ვადითაც გაიცა უფლებამოსილება;
 უფლებამოსილი პირის უარით;
 უფლებამოსილების გამცემი პირის მიერ უფლებამოსილების გაუქმებით;
 უფლებამოსილების გამცემი პირის გარდაცვალებით ან მისი ქმედუუნარობის
დადგომით, თუკი შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;.
 შესრულებით.
21. გარიგების დადება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე:
 თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით
დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია
წარმოდგენილი პირის თანხმობაზე. ანუ შემდგომი თანხმობა.შესაბამისად,
გარიგება მერყევად ბათილია მარწმუნებლის მიმართ თვალსაზრისით.
 თუ მეორე მხარე წარმოდგენილი პირისაგან მოითხოვს თანხმობას, მაშინ ამ
თანხმობის შესახებ უნდა ეცნობოს მხოლოდ მას. თანხმობა შეიძლება გაიცეს
მოთხოვნიდან ორი კვირის ვადაში; თუ ეს არ მოხდა, მაშინ ითვლება, რომ
თანხმობაზე მოთხოვნა უარყოფილია. მოწონების გამოხატვა შესაძლებელია
თავად გარიგების მეორე მხარის მიმართ და ამას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც
მეორე მხარე წარმოდგენილი პირისგან მოითხოვს მის მიმართ თანხმობის
გამოხატვას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეორე მხარეს უნდა ეცნობოს
ანუ მხოლოდ მისთვისაა განკუთვნილი და არა უფლებამოსილების გარეშე
მოქმედი პირისთვის.
22. როდის შეიძლება ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმა? ხელშეკრულების
დასადებად თანხმობის მიცემამდე მეორე მხარეს უფლება აქვს უარი თქვას
ხელშეკრულებაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა წარმომადგენლობითი
უფლებამოსილების ნაკლის შესახებ მან ხელშეკრულების დადების დროს იცოდა.
ხელშეკრულების დადებაზე უარი შეიძლება გამოითქვას წარმომადგენლის მიმართაც.
(112 მუხლი)
 თუ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, როგორც წარმომადგენელი, თავის
წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ დაადასტურებს, ვალდებულია
მეორე მხარის სურვილით ან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ან
აანაზღაუროს ზიანი, თუკი წარმოდგენილი პირი ხელშეკრულებაზე
თანხმობის. (113 მუხლი) ანუ მეორე მხარეს ანუ მოთხოვნის კრედიტორს აქვს
არჩევანის უფლება ვალდებულების შესრულებისა და მისი
შეუსრულებლობისას ზიანის ანაზღაურებას შორის.
23. რა წინაპირობებია საჭირო 113 მუხლის განსახორციელებლად?
 წარმოდგენილის მიერ ხელშეკრულების დადება სხვისი სახელით
 წარმოდგენილი პირის უარი მის მოწონებაზე
 თუ წარმომადგენელმა არ იცოდა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების
ნაკლის შესახებ, იგი ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი,
რომელიც მეორე მხარეს მიადგა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ამ
უფლებამოსილებას. (113.2)
 113.(3)-ე გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის გამორიცხვა.
 113.(2)-e წარმომადგენელი ვალდებულია მეორე მხარეს აუნაზღაუროს
„ნდობის ზიანი“
24. აგებს თუ არა წარმომადგენელი პასუხს როდესაც ის შეზღუდულად ქმედუნარიანია?
არ აგებს პასუხისმგებლობას (113.3 მე-2 წინადადება)
25. რა არის ინტერესთა კონფლიქტი? warmomadgeneli TviTon aris dainteresebuli
warmodgenili pirisgan miiRos is sargebeli, romelic mesame pirs unda mieRo.
26. შესაძლებელია თუ არა გარიგების დადება საკუთარ თავთან? - არა (114 მუხლი)
27. არსებობს თუ არა გამონაკლისი, რომლის თანახმადაც გარიგების დადების ორივე
მხარე გამოდის ერთი პირი? - დიახ,
 წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით წარმომადგენელს მინიჭებული
აქვს ისეთი უფლებამოსილება ანუ მას აქვს უფლება დადოს გარიგება საკუთარ
თავთან.
 თუკი გარიგება არსებობს და წარმომადგენელმა ეს გარიგება მხოლოდ
ბოლომდე უნდა მიიყვანოს ანუ როცა იგი ამით ასრულებს მხოლოდ
ვალდებულებას.
28.რა არის თვითკონტრაჰენტობა? - წარმომადგენელი გარიგებას დებს, როგორც თავისი
ისე სხვისი სახელით. მაგალითად, წარმომადგენელი ყიდულობს წარმოდგენილისგან
ნაკვეთს. მყიდველის ნების გამოვლენას იგი თავისი სახელით გამოხატავს,
გამყიდველისასკი გამყიდველის სახელით (გამყიდვლის წარმომადგენელია)
29.რა არის წარმომადგენლობათა სიმრავლე? წარმომადგენელი წარმომადგენლობს
ურთიერთობის ორივე მხარეს.
30. როგორია თავისთავთან დადებული გარიგება? - მერყევად ბათილია, ხოლო
მხარის მოწონების შემთხვევაში ნამდვილი ხდება და თუ მხარე მას არ მოიწონებს
მაშინ ის ბათილი ხდება.
31. ვინ უნდა იტვირთოს გარიგების ბათილობით გამოწვეული შედეგები? 113
მუხლი. 113.1, 113.2 წარმომადგენელი არის უფლებამოსილი , ხოლო 113.3
წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა თუ მეორე მხარემ იცოდა
ნაკლიანობის შესახებ.

You might also like