You are on page 1of 1

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების

ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. სახელმწიფო ხელისუფლება, როგორც


ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხორციელდება ხელისუფლების
დანაწილების პრინციპზე დაყრდნობით — საქართველოს სახელმწიფო
ხელისუფლება
იყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად.
ხელისუფლების წყარო არის ხალხი, რომელიც თავის ძალაუფლებას ახორციელებს
რეფერენდუმის, უშუალო დემოკრატიის სხვა ფორმებისა და თავისი
წარმომადგენლების მეშვეობით.

საქართველოს პარლამენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი


(representative) ორგანო, რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას
(legislature), განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად
მიმართულებებს, აკონტროლებს მთავრობის საქმიანობას და სხვ

საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების (executive)


უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო
პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. მთავრობა
შედგება პრემიერ-მინისტრისა და მინისტრებისაგან.

p.s. კონსტიტუცია მოიცავს შემდეგი სახის დებულებებს:


> საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და
თავისუფლებანი
> საქართველოს პარლამენტი
> საქართველოს პრეზიდენტი
> საქართველოს მთავრობა
> სასამართლო
> ქვეყნის ფინანსები - გადასახედები, ეროვნული ბანკი…
> ადგილობრივი თვითმმართველობა

You might also like