You are on page 1of 26

„მოსახლეობა და მეურნეობა“; „მდგრადი განვითარება“;

სამიზნე ცნება: „გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი“

საკითხი: ისლანდია ერთ-ერთი მდგრადად განვითარებადი ქვეყანა

კომპლექსური დავალების პირობა:

ისლანდია ყინულისა და გეიზერების, ვულკანური წარმოშობის კუნძულოვანი ქვეყანა


მაღალგანვითარებული და ბედნიერი ქვეყნების ათეულში ყოველწიურად შედის. თქვენ,
როგორც გაეროს განვითარების პროგრამის მონიტორინგის ექსპერტმა, ეროვნულ
დონეზე, შეისწვლეთ მასალა „რატომ არის ისლანდია განვითარებული და ბედნიერი
ქვეყანა“ იხ. ვიდეო მასალა და შუალედური შეხვედრისთვის ინფოგრაფიკი
მოამზადეთ.
თქვენ მიერ შექმნილ ინფოგრაფიკში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
• ისლანდიის ბუნების - ადამიანის - მეურნეობის ურთიერთკავშირი (გეოგრაფიული
გარემოს გავლენა ადამიანთა საზოგადოებაზე - რაოდენობა, სამეურნეო საქმიანობის
ტიპი);
• მდგრადი განვითარების ძირითადი მიმართულებების ურთიერთკავშირი:
ეკონომიკური (მშპ ერთ სულ მოსახლეზე; დასაქმების სტრუქტურა), სოციალური
(ცხოვრების ხარისხი, დონე), გარემოსდაცვითი (ერთ-ერთი ყველაზე ეკო-მეგობრული
ქვეყანა მსოფლიოში);
• ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ბედნიერების ინდექსზე.
ნაშრომის წარდგენისას აღწერეთ, კვლევის რა ეტაპები გაიარეთ ინფოგრაფიკზე მუშაობის
დროს.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

• ტექსტზე მუშაობისას მოინიშნეთ ისლანდიის გეოგრაფიული გარემოს მთავარი


მახასიათებლები: კლიმატი, რელიეფი, აქტიურად მიმდინარე გეოლოგიური პროცესები,
ბუნებრივი რესურსები;
• იგივე ტექსტში ყურადღება გაამახვილეთ რუკა N1 და რუკა N2-ზე . ეს
დაგეხმარებათ, გააანალიზოთ ადამიანის საქმიანობისთვის ხელსაყრელი და
არახელსაყრელი ტერიტორიები და საქმიანობის ტიპები; ასევე, საშუალებას მოგცემთ,

1
ინფოგრაფიკში ასახოთ, რა გავლენა აქვს გეოგრაფიული გარემოს მახასიათებლებს
სამეურნეო საქმიანობაზე, მოსახლეობის რაოდენობაზე;

• ვიდეო მასალაში გადმოცემული ინფორმაცია კი ისლანდიის გეოგრაფიული


გარემოსა და საზოგადოებრივი მახასიათებლების გაცნობაში დაგეხმარებათ, ასევე -
წაკითხულის დაკავშირებაში ნანახთან. ასე უფრო მარტივად შეძლებთ ინფორმაციის
დახარისხებას;

• ტექსტში ყურადღება გაამახვილეთ ეკონომიკურ, საზოგადოებრივ და ეკოლოგიურ


მახასიათებლებზე, დიაგრამებზე; უყურეთ ვიდეოს არათანაბარი ანაზღაურების
აღმოფხვრა ისლანდიაში , რათა მიმართულებებს შორის ურთიერთკავშირების
დადგენა შეძლოთ და კონკრეტული მაგალითით დაინახოთ, როგორ ებრძვის
უთანაბრობას ისლანდია;

• იმისათვის, რომ ეფექტური ინფოგრაფიკი გამოგივიდეთ, ყურადღებით წაიკითხეთ


- რა არის ინფოგრაფიკი ;

• გაგვიზიარეთ, გეოგრაფიული კვლევის რა ეტაპები გაიარეთ ინფოგრაფიკზე


მუშაობისას, კერძოდ, ეს იყო ფილმებისა და რუკების, დიაგრამის ანალიზი, ვარაუდების
გამოთქმა, თუ კიდევ სხვა რომელიმე ეტაპები?

რატომ არის ისლანდია განვითარებული და ბედნიერი ქვეყანა?

რა ხდება ისეთი ამ ქვეყანაში, რომ ეს სახელმწიფო მიუხედავად მწირი რესურსებისა,


მცირე ტერიტორიისა და რთული ბუნებრივი პირობებისა, მაინც ახერხებს ეკონომიკურ და
სოციალურ წინსვლას და ძალიან ბედნიერი ერია. ფართობი სულ 103 ათასი კვ.კმ-ია და
მხოლოდ 1.207 % არის სახნავ-სათესად გამოსადეგი. ისლანდიის სანაპირო ზოლი 4970
კილომეტრს შეადგენს, ხოლო საზღვაო ეკონომიკური ზონა 758 ათას კვადრატულ

2
კილომეტრს მოიცავს; მისი მოსახლოება სულ რაღაც 341,243 ადამიანია, მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე დაბალი სიმჭიდროვით - 3 კაცი 1კვ.კმ-ზე. თუმცა ეს გასაკვირიც არაა,
თუკი მის კლიმატურ პირობებს გავითვალისწინებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს
კუნძულოვანი ქვეყანა დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოა. ბუნებრივი
რესურსებით, შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ ღარიბია: მოიპოვება ალუმინი, ფერო-
სილიკონი; ფლობს ჰიდრორესურსებს, გეოთერმულ ენერგიას. ქვეყანა აწარმოებს
ცემენტსა და ბეტონს, რომელსაც თავადაც აქტიურად მოიხმარს, როგორც ძირითად
სამშენებლო მასალას. ბოლო კვლევებით, ისლანდიის ტერიტორიულ წყლებში, კუნძულ
იან-მაიენის მახლობლად ნავთობის მარაგს მიაკვლიეს, რომელიც ნორვეგიის ზღვაში,
ისლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს. აქ განლაგებულია ნატოს სამხედრო-
საზღვაო ძალების ბაზა. ისლანდია ნატოს წევრია 1949 წლიდან, მაგრამ არ არის
ევროკავშირის წევრი. ქვეყანა იმდენად მდიდარია, რომ ევროკავშირში შესვლა საჭიროდ
არ მიაჩნიათ. თუმცა, ის ევროპის ეკონომიკური ზონის წევრია და ევროკავშირის ბაზარზე
თავისუფლად შესვლა შეუძლია.

ბუნებრივი პირობები
ვულკანური წარმოშობის კუნძულოვანი ქვეყანა ისლანდია ატლანტიკის ოკეანის
ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. სწორედ ისლანდიის ტერიტორიაზე გადის
გეოლოგიური საზღვარი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის ტექტონიკურ ფილებს შორის.
ისლანდია კონტრასტების ნათელი მაგალითია, აქ არის: ბზინავი მყინვარები -
როგორიცაა ევროპისათვის უდიდესი ვატნას მყინვარი (8000 კვ.კმ.), რომლის ყინულის
ყველაზე სქელი ნაწილის სიღრმე 900 მ-ია; ცხელი გეიზერები - ქვეყნის სავიზიტო ბარათი,
რომელიც ისლანდიის სახლებსა და შენობებს ათბობს და აქტიურად გამოიყენება
სასათბურე მეურნეობაში; გეოთერმული ტბა - ცისფერი ლაგუნა ისლანდიის სამხრეთ-
დასავლეთ ნაწილში. კლიმატი ზღვიური სუბარქტიკულია. ქვეყნის კლიმატის
ჩამოყალიბებაზე გავლენას ორი ოკეანური დინება ახდენს: გოლფსტრიმის თბილი დინება,
რომელიც კუნძულზე საოცრად რბილ კლიმატს აყალიბებს მიუხედავად იმისა, რომ
ყველაზე ჩრდილოეთით დასახლებული ადგილია და აღმოსავლეთი გრელანდიის დინება,
რომელსაც ზოგჯერ არქტიკული მოდრეიფე ყინულის მასები მოაქვს ისლანდიის
ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებთან. ისლანდია დაახლოებით 1000 წლის წინ
აღმოაჩინეს ვიკინგების მოგზაურობის პერიოდში და კუნძულზე ნორგვეგიელი და კელტური
მოსახლეობა დასახლდა. ნორვეგიელი მეზღვაურებისგან შექმნილმა ადრეულმა
დასახლებებმა ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროებისკენ მოგზაურობას შეუწყო ხელი.
მიუხედავად ფიზიკურ-გეოგრაფიული იზოლაციისა (800 კმ-ით არის დაშორებული
შოტლანდიის ტერიტორიებს), ისლანდია მთელი თავისი ისტორიის მანძილზე დარჩა
ევროპის ცივილიზაციის ნაწილად. დედაქალაქი რეიკიავიკი (კვამლის ყურე)
კუნძულისთვის იყო პირველი ადგილი, სადაც მეურნეობას ჩაეყარა საფუძველი.
სკანდინავიური ქვეყანა, უძველესი დემოკრატიითა და თითქმის ყველა თანამედროვე
ასპექტით. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, იგი ეთნიკურად იმდენად
ერთგვაროვანია, რომ გენეტიკოსებმა ეს ერთგვაროვნება ქვეყნის მოსახლეობის
მემკვიდრეობითი დარღვევების დაავადებათა შესასწავლად გამოიყენეს. მყინვარები და

3
გაციებული ლავა ისლანდის ტერიტორიის დაახლოებით მეათედს ფარავს. ვულკანები
კუნძულის შიდა ტეირიტორიებზეც არის, რადაგან კუნძული შუა ატლანტიკური ქედის თავზე
მდებარეობს.

ისლანდიის ფიზიკურ-გეოგრაფიული რუკა N 1

4
გეოლოგიურად ახალგაზრდა ისლანდია 200-მდე სხვადასხვა ვულკანს მოიცავს.
წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 1963-1967 წწ. სამხრეთ დასავლეთ
ნაწილში შეიქმნა კუნძული სერტსეი.
ვულკანების მოქმედება განსაკუთრებით 1970-ინი
წლებიდან გახშირდა. 1973 წელს კუნძულ ჰეიმას
ვულკანის დიდმა ამოფრქვევამ მნიშვნელოვანი
ქალაქი ვესტმანაიარი (თევზჭერის ცენტრი)
მთლიანად დაფარა. ქალაქის ერთი მესამედი
მთლიანად დაინგრა და 5000-ზე მეტი
მაცხოვრებლის ევაკუაცია მოხდა. ამოფრქვევები
1975-1984 წლებშიც განმეორდა ჩრდილო
აღმოსავლეთ ნაწილში და მთლიანად დააზიანა
ტერიტორია, სადაც გეოთერმული ენერგიის
გენერატორის დაპროექტებაზე იყო დაწყებული
მუშაობა. ისლანდიის ყველაზე ცნობილი ვულკანია
ჰეკლა, რომელიც მე-20 საუკუნეში 4-ჯერ
ამოიფრქვა: 1947; 1970; 1980; 1991 წლებში.
ამოფრქვევების მცირე სერიას 2000 წელსაც ჰქონდა
ადგილი. ყველაზე ცნობილი ვულკანი
ეიიაფიატლაიუკუტლი 1821 წლის შემდეგ
პირველად 2010 წლის მარტში ამოიფრქვა, რის შედეგად ჩრდილოეთ და ცენტრალურ
ევროპას შორის საჰაერო მიმოსვლა პარალიზებული იყო. კუნძულის საშუალო სიმაღლე
ზღვის დონიდან 500 მ-ია, მაგრამ ქვეყნის ერთი მეოთხედი ზღვის დონიდან 198მ-ზე
მდებარეობს. უმაღლესი წერტილი ჰვანნადალსჰნუკურია 2119 მ. რელიეფში ჭარბობს
პლატოები და ფიორდები (ვიწრო ყურე, რომელიც ზღვის მთიან სანაპიროზე გვხვდება.
წარმოქმნილია მყინვარების მოქმედების შედეგად). პლატოები თანდათან გადადის
მაგიდისებრი ფორმის მთებში. ისლანდიას ყველაზე მეტი გეოთერმული წყლები და
ვულკანური კრატერები აქვს, რომლებიც ცხელ გაზსა და ორთქლს ამოაფრქვევს. სიტყვა
გეიზერი ისლანდიური სიტყვა „geysa“-გან წარმოსდგება. მსოფლიოში პირველი
დადასტურებული გეიზერი, გეისირი (Geysir) 1294 წელს აღმოაჩნეს. სწორედ მან დაუდო
სათავე მსოფლიოში ყველა გეიზერის სახელწოდებას. გეიზერი კუნძულის სამხრეთ-
აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ჰაუკადურის ველზე, რაც სიტყვა სიტყვით „მდუღარე
წყაროების ბაღს“ ნიშნავს. ლეგენდარულმა გეისირმა, სამწუხაროდ, აქტივობა შეწყვიტა
2000 წლის მიწისძვრის შემდეგ, თუმცა ის სტროკურმა (Strokkur) შეცვალა, რომელიც
ყოველ 10-15 წუთში ამოიფრქვევა და ცხელი წყლის ნაკადი 20 მეტრს აღწევს. ასე იწყება
გეიზერ „სტროკურის“ ამოფრქვევა.

5
სურ N 2 ამ ფოტოზე შეიძლება დეტალურად ნახოთ ამოფრქვევის ყველა ფაზა.

ცხელი წყაროები, გეიზერები, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 250 ადგილას გვხვდება.


უდიდესი დეილდარტუნგუვერი დაახლოებით 190 ლიტრ მდუღარე წყალს ამოაფრქვევს
წამში.
მიწისძვრებიც ხშირია ისლანდიაში, თუმცა ქვეყანას დიდ ზიანს იშვიათად აყენებს.
შენობების უმეტესობა მე-20 ს. შუა პერიოდში აშენდა რკინა-ბეტონისგან და გათვლილია
ძლიერ მიწისძვრებზე. ტრადიციულად ისლანდია დაყოფილია კომპასის ოთხი
მიმართულების მიხედვით:
• ქვეყნის ცენტრი დასახლებული არ არის;
• სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე ბუნებრივი ნავსადგურია და თევზჭერის რაიონს
ქმნის, ასევე, მოიცავს მცირე სამიწათმოქმედო ტერიტორიას;
• შუა დასავლეთი თევზჭერისა და სამიწათმოქმედო რაიონებად იყოფა და ბუნებრივი
სილამაზით გამორჩეულ ლანდშაფტებს მოიცავს;
• ქვეყნის ჩრდილოეთიც იყოფა რამდენიმე მცირე რაიონად, ზოგიერთ მათგანში
მიწათმოქმედებისთვის კარგი პირობებია;
• ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი გარემო პირობებით დასავლეთს წააგავს;
• მყინვარებსა და ზღვას შორის მომწყვდეულია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი
ნაწილი, რომელიც მყინვარების ბრწყინვალე ლანდშაფტებით გამოირჩევა;
• მეურნეობის ძირითად რეგიონს კი სამხრეთი ნაწილი წარმოადგენს, სადაც
ნიადაგი და კლიმატური პირობები ხელსაყრელია მეურნეობის სხვადასხვა დარგის
განვითარებისთვის.
მდინარეები, ძირითადად, მყინვარებიდან იღებს სათავეს და ნალექებითა და მიწისქვეშა
წყლებით საზრდოობს. მყინვარის მიერ გამოწვეული ეროზია ხშირად აღრმავებს და
აფართოებს ფიორდებს, რის შედეგადაც ყალიბდება ბუნებრივი ნავსადგურები; სანაპირო
ხაზის ნაწილი ქვიშიანია; ასევე, ვხვდებით ლაგუნებს.

6
სურ. 3. მდინარის შესართავი ჰვითაურვატნის ტბაში

კუნძულზე წარმოდგენილი ნიადაგები


ხელსაყრელია სოფლის მეურნების
განვითარებისთვის, მაგრამ ჩრდილოეთის
ცივი კლიმატური პირობების გამო ნიადაგის
ბიოლოგიური აქტივობა შენელებულია და
განოყიერებას მოითხოვს. ქვეყნის
ჩდრილოეთი ნაწილი განსაკუთრებით ცივია,
ფაქტობრივად, არქტიკულ წრეს ეხება. ცივი
ჰაერის მასები სამხრეთისაკენ
გადაადგილდება და ჩრდილო-
აღმოსავლეთში, ისლანდიასა და
გრენლანდიას შორის, ზომიერი, ტენიანი
კლიმატი ყალიბდება. რეიკიავიკში საშუალო
წლიური ტემპერატურა 4 0-ია. იანვრის
საშუალო ტემპერატურა - 0,5 0-ი.

დაახლოებით 100 დღის განმავლობაში თოვს


ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში,
ხოლო 40 დღე - სამხრეთ-აღმოსავლეთში.
წლიური ნალექების რაოდენობა 410 მმ-დან
4100 მმ-მდე მერყეობს.

ზამთრობით ხშირია ძლიერი ქარი და


ნისლი, ზამთარი, ფაქტობრივად,
ბნელია, თუმცა ზამთრის გრძელ
ღამეებს ზაფხულში გრძელი დღეები
ცვლის და ივლისში მზე ისლანდიაში
სულ რამდენიმე საათით ჩადის.
რეიკიავიკი წელიწადში საშუალოდ
1300 საათის განმავლობაშია მზისგან
განათებული. ჩრდილოეთის ციალი
ხილვადია შემოდგომაზე და ზამთრის
დასაწყისში. ისლანდია ტუნდრისა და
ტაიგის ბუნებრივ ზონებს შორის მდებარეობს. ქვეყნის ერთი მეოთხედი დაფარულია
მცენარეების მიერ შექმნილი "ხალიჩით", მინდვრებით. ქვეყანაში ბევრგან გვხვდება არყის

7
ტყეები. ორაგული და კალმახი მრავლადაა ტბებში და მდინარეებში. ისლანდიის სანაპირო
წყლები უხვად არის დასაჩუქრებული თევზით, თუმცა გადამეტებულმა თევზჭერამ მათი
რაოდენობა ძალიან შეამცირა. ქვეწარმავლები და ამფიბიები ისლანდიაში არ არის.

რუკა 2

8
ისლანდიის ეკონომიკური განვითარება

ქვეყნის განვითარების განმაპირობებელი ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია ეკონომიკური


ზრდის მაჩვენებელი, პოლიტიკური კურსი, სოციალური გარემო, კულტურული
თვითმყოფადობა და ა.შ. ეს ფაქტორები ქვეყნის ერთ მთლიან ორგანიზმს ქმნის და
თითოეულის სრულყოფილი ფუნქციონირება პირდაპირ აისახება ქვეყნის განვითარებაზე.
ისლანდია 1944 წლიდან არის დამოუკიდებელი. იმ დროისათვის ის ღარიბი ქვეყანა იყო
განუვითარებელი ეკონომიკითა და ცხოვრების დაბალი დონით. მის ერთადერთ
სიმდიდრეს ძირძველი კულტურული ტრადიციები წარმოადგენს. ეკონომიკის სწრაფი
ტემპით ზრდა ისლანდიაში 70–იან წლებში დაფიქსირდა, როდესაც მთავრობამ ქვეყნის
ძირითადი დარგი – მეთევზეობა განავითარა და სხვა საწარმო სფეროების ათვისებაც
განიზრახა. საუკეთესო ისლანდიელი ინჟინრები კვალიფიკაციის ასამაღლებლად
საზღვარგარეთ გააგზავნეს. სახელმწიფოს გათვლამ გაამართლა – მოკლე ხანში
ისლანდიამ ეკონომიკაში საკამოდ მსხვილ წარმატებებს მიაღწია.
საუკუნეების განმავლობაში ისლანდიის წამყვანი დარგები სოფლის, სატყეო მურნეობა და
თევზჭერა იყო. ისლანდიაში სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მშპ-ში 4.6 %-ია. XX
საუკუნემდე ისლანდიელთა 80% -ი სოფლის მეურნეობაზე იყო დამოკიდებული; შეიძლება
ითქვას, კუნძული დიდი სასოფლო დასახლება იყო. თუმცა დღეისათვის მკვეთრად
შემცირდა სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვი, რაც ქვეყნის მთლიანი
მოსახლეობის დაახლოებით 4%–ია; სავარაუდოდ, მაჩვენებელი კვლავ შემცირდება
ტურიზმის და ინდუსტრიის ხარჯზე. ამავე დროს, ბოლო საუკუნეში მოსახლეობის
რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. ინდუსტრიალიზაცია ჩრდილო-დასავლეთ ევროპისთვის

9
საკმაოდ გვიან, მე-20 საუკუნეში დაიწყო. პირველ რიგში, ინდუსტრიალიზაცია თევზსაჭერ
გემებს შეეხო, შემოვიდა საწვავის ძრავიანი გემები. თევზჭერით ისლანდია დღესაც
გამორჩეული ქვეყანაა და მის ექსპორტში დიდი წილი უჭირავს. მე-20 საუკუნის დასაწყისში
ისლანდიაში ელექტროენერგიის გამომუშავებას იწყებენ. ენერგეტიკა ეკონომიკის ძლიერი
დარგი გახდა, რადგან ქვეყანას შეუძლია სრულად იყოს უზრუნველყოფილი განახლებადი
საკუთარი ელექტროენერგიით. ამავე დროს, ელექტროენერგიის მოხმარების დონე
მაღალია. მათ შორის, საწარმოებიც ძირითადად, ელექტროენერგიაზე მუშაობენ.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1948-1951 წლებში ისლანდიამ აშშ-სგან მნიშვნელოვანი
ფინანსური დახმარება მიიღო. საშუალოდ ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი დახმარება აშშ-
მა სწორედ ისლანდიას გაუწია. 1960 წლამდე ისლანდიას საკმაოდ პროტექციონისტური
(ასეთი მიდგომით ქვეყანა განსაზღვრავს შემოტანილი-იმპორტირებული პროდუქციის
ფასს, ასევე აწესებს მაღალ საგადასახადო ტარიფებს ადგილობრივი პროდუქციისა და
წარმოების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით) საგარეო ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა, 1961
წლიდან კი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD)
წევრებთან თანდათანობით ნაკლებ ბარიერებიან და ტარიფებიან ვაჭრობაზე გადავიდა.
ვაჭრობის გაფართოების მხრივ მნიშვნელოვანი იყო 1994 წელი, როდესაც ისლანდია
ევროპის ეკონომიკურ ზონას შეუერთდა და ევროკავშირის ბაზარზე თავისუფლად დაუშვეს
მისი პროდუქცია.
1980-იან წლებამდე ისლანდიის ეკონომიკა დაბალი ტემპით იზრდებოდა. მთავრობამ
რამდენჯერმე შეცვალა ეკონომიკური პოლიტიკა, მაგრამ დიდი წარმატება არც ერთს
მოჰყოლია. ქვეყანას მძიმე ტვირთად აწვა მაღალი ინფლაცია, რომლის მოთოკვაც 80-იან
წლებში შეძლეს. 90-იანი წლები რთულად დაიწყო ჩრდილოეთ ევროპისთვის. ამ დროს
ეკონომიკური ვარდნა იყო შვედეთში და ფინეთში, სხვა ქვეყნების ეკონომიკური ზრდის
ტემპები კი შემცირდა. ისლანდიის მთავრობამ კრიზისის საპასუხოდ ეკონომიკის
დერეგულაციას (ბიზნესზე, მრეწველობასა და სხვა პროფესიულ საქმიანობაზე
შეზღუდვების მოხსნა) და პრივატიზაციას (სახელმწიფო საკუთრების: საწარმოების,
მიწების, საცხოვრებელი სახლების და ა.შ. გადაცემა კერძო პირთა მფლობელობაში)
მიმართა. მოგების გადასახადი 50%-დან 18%-მდე შეამცირეს. მემკვიდრეობის
გადასახადიც თანდათან შემცირდა და გაუქმდა სიმდიდრის გადასახადი. როგორც
აღვნიშნეთ, ამას დაემატა ევროპის ეკონომიკურ ზონასთან მიერთება.
რეფორმების შედეგად ისლანდიის ეკონომიკა 1996-2007 წლებში წლიურად საშუალოდ
5.1%-ით იზრდებოდა. 2007 წელს 9.4%-იანი ზრდაც კი ჰქონდა, რაც მომავალ წლებში
მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა შეაჩერა. ისლანდიას 1996-2007 წლების გამო
„სკანდინავიური ვეფხვი“ უწოდეს. 2008-2010 წლებში ისლანდიის ეკონომიკა 10%-ით
შემცირდა, თუმცა, 2013-2018 წლებში საშუალოდ 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას
დაუბრუნდა. 2008 წ-დან 2010 წ-მდე ისლანდია, ისევე როგორც სხვა ქვეყნების
უმეტესობა, ფინანსური კრიზისის პერიოდს განიცდიდა, რასაც მშპ-სა და დასაქმების
მაჩვენებლის შემცირება მოჰყვა. ამასთან, 2010 წლიდან ტურიზმის განვითარებამ
ეკონომიკური სიტუაცია გააუმჯობესა. სწრაფი ზრდის შემდეგ, ისლანდიის ეკონომიკა
შენელდება. ნელი ზრდის ტემპის მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური
მაჩვენებლები გაიზრდება, რადგან ქვეყანაში კიდევ უფრო მეტად ვითარდება ინდუსტრია.

10
2010 წლიდან სწრაფად განვითრებულმა ტურიზმის ინდუსტრიის წილმა მშპ-ში 2017
წლისთვის 10%-ს გადააჭარბა. პროგნოზით ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა
ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 42 %-ი უნდა შეადგინოს. ტურისტების უმეტესი ნაწილი
(42%) ისლანდიაში ზაფხულის თვეებში (ივნისიდან აგვისტომდე) ჩადის. 2014 წლის
ოქტომბერში ტურიზმის ინდუსტრიაში დაახლოებით 27,000 ადამიანი დასაქმდა.
2011 წელს ქვეყნის მშპ 12 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 2017 წლისთვის გაორმაგდა
(24 მილიარდი აშშ დოლარი). 2019 წლისათვის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-მ 67 092 აშშ
დოლარი შეადგინა, ამ მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მე-7 ადგილზეა, ევროპაში კი
მე-5 ადგილზე.
ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი სასოფლო სამეურნეო რესურსი მეცხოველეობის
განვითარებისთვის განკუთვნილი საძოვრებია - 2579 ჰა; არანაკლებ მნიშვნელოვანია
სახნავ-სათესი მიწა, რომელიც მთიანი რელიეფისა და ექსტრემალური კლიმატური
პირობების გამო ისლანდიის ტეირიტორიის სულ რაღაც 1,2-%ია. სოფლის მეურნეობაში
წარმოების მთავრი პროდუქტებია: მემცენარეობიდან - კარტოფილი, სტაფილო, მწვანე
ბოსტნეული, პომიდორი, კიტრი; ფერმერები მეცხვარეობას მისდევენ და აწარმოებენ
რძის პროდუქტებს, ქათმის, ღორის, საქონლის ხორცს. მნიშვნელოვანია განახლებადი
ბუნებრივი რესურსები და მასთან დაკავშირებული ინდუსტრია: თევზჭერა, რომელიც
ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია და ექსპორტის 40%-ს შეადგენს.
სავარაუდოდ, მისი მაჩვენებელი შემცირდება, ტურიზმის ინდუსტრიის ხარჯზე. 2019 წლის
ისლანდიის ეკონომიკური ანგარიშის მიხედვით, ზღვის პროდუქტების ექსპორტმა 18 %-ი
შეადგინა, ისლანდიის ექსპორტის 39% მოდის ტურიზმზე, 17 % - ალუმინზე, ხოლო 26 %
- სხვა დანარჩენზე.
ინდუსტრიული სექტორის წილი ქვეყნის მშპ-ში 19,6 %-ია და ამ მიმართულებით
მოსახლეობის 17%-ია დასაქმებული.

11
თევზჭერა ქვეყნის მშპ-ს დაახლოებით 27%-ს შეადგენდა 2011 წელს. შრომის
დეპარტამენტის თანახმად, თევზის ინდუსტრიაში დასაქმებულთა მაჩვენებელი 5%-ს
შეადგენს. თევზჭერაში 4,900 ადამიანი მონაწილეობს, ხოლო კიდევ 4 000 - თევზის
გადამუშავებაში. ამასთან, დადგენილია, რომ ქვეყნის შრომითი რესურსის დაახლოებით
25,000 ან 20% დამოკიდებულია თევზის წარმოებაზე და მასთან დაკავშირებულ
სექტორებზე. აღსანიშნავია, რომ ისლანდია თევზის მოპოვებით ნორვეგიის შემდეგ ერთ-
ერთი უდიდესი ქვეყანაა. თევზჭერის საშუალო რაოდენობა ყოველწლიურად 150 000
ტონას შეადგენს.
ალუმინის წარმოება მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა ისლანდიაში, რომელიც 2013 წლიდან
კიდევ უფრო გაიზარდა. ქვეყანაში სამი უდიდესი ალუმინის ქარხანა 800 000 ტონამდე
ალუმინს აწარმოებს და დღე ისლანდია მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ალუმინის
მწარმოებელ უმსხვილეს ქვეყნებს შორის.
ალუმინის წარმოების მთავარი სტიმულატორია ჰიდრორესურსები, რომელიც, ასევე,
ექსპორტის მთავარი წყაროა. ენერგეტიკის 70% ჰიდორესურსებისგან მიიღება, ხოლო
30% გეოთერმული, განახლებადი ენერგია აკმაყოფილებს ქვეყნის დარჩენილ
ენერგეტიკულ მოთხოვნილებებს. ისლანდიაში დაახლოებით 5 დიდი ჰიდროელექტრო
სადგურია, რომელიც წარმოებულ ენერგიას შიდა მოხმარების გარდა, წყლისქვეშა
სადენების დახმარებით, ევროპის სხვა სახელმწიფოებს აწვდის.

12
ისლანდია მსოფლიოში ყველაზე მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს ერთ
სულ მოსახლეზე.

მომსახურების სფეროს წილი 63.8 % ქვეყნის მშპ-ში და მოსახლეობის 79%-ია


დასაქმებული. კომპიუტერები და პროგრამული უზრუნველყოფა, ბიოტექნოლოგია. ბოლო
რამდენიმე წლის განმავლობაში ისლანდიის ეკონომიკის ზრდის ტემპი მომსახურეობის
სფეროს უკავშირდება და აქ უნდა გამოვყოთ ტურიზმი, ქვეყანა 2018 წელს 2.3 მილიონი
უცხოელი ტურისტი ეწვია. ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქვეყანაში საკმაოდ
ცივა: ისლანდიაში ტურისტების რაოდენობა გასულ წელს მკვეთრად გაიზარდა, რაც
გონივრული მარკეტინგის დამსახურებაა. მსოფლიოს ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭოს
მონაცემებით, ქვეყანაში ჩინელი ტურისტები ჭარბობენ. 2018 წელს ისლანდიაში ტურიზმის
სექტორი 19.4%-ით გაიზარდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით,
ისლანდიის ეკონომიკური ზრდა 2015 წელს 4.8% იყო. ტურიზმი ისლანდიის ეკონომიკაში
მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის ეკონომიკის უდიდესი სექტორია. 2017 წლის
მონაცემებით ტურიზმში პირდაპირ დასაქმებული იყო დაახლოებით 27 ათასი ადამიანი,
186 ათასი დასაქმებული ადამიანიდან. 2010 წლიდან ვიზიტორების რაოდენობა გაიზარდა
38%-ით. ვიზიტორები ძირითადად აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია. ტურისტებს
ძირითადად იზიდავთ ხელშეუხებელი ბუნებრივი გარემო , ძირითადად ზაფხული სეზონზე
არის ტურისტების დიდი ნაკადი.

13
საბანკო სექტორს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს .
გლობალური ფინანსური კრიზისის დროს საბანკო სექტორის ჩამონგრევამ ქვეყანაში
არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოიწვია. აღნიშნულ სექტორში შევიდა ცვლილებები
და სამ მთავარ ბანკში გაერთიანდა მცირე ბანკები. სამი ძირითადი კომერციული ბანკი
მოიცავს „Arion Bank“- ს, „NBI“- ს და „Islandbanki“- ს. 1985 წელს დარსდა ისლანდიის
საფონდო ბირჟა.

სამეურნეო საქმიანობა სოფლის მეურნეობა ინდუსტრია მომსახურეობა

დასაქმებულები სექტორების 3.68 17.13 79.19


მიხედვით (დასაქმებულთა
წილი %)

ისლანდიის ძირითადი ეკონომიკის დარგები:


ალუმინის დნობა
თევზჭერა
გეოთერმული ენერგია
ჰიდროენერგეტიკა
სამედიცინო / ფარმაცევტული პროდუქტები
ტურიზმი.
ყველაზე პოპულარული სამსახური ისალნდიაში:
მშენებლობა;
ჯანდაცვა;
ისტ-ტექნოლოგიები, აიტი;
ტურიზმი
ისლანდიის მთლიანი მოსახლეობის ანაზღაუდებადი სამუშაოს (დასაქმებულები) 2019
წლის მაჩვენებელი გენდერული და ასაკობრივი თვალსაზრისით შემდეგნაირად
გამოიყურება:

14
სულ % ქალი % მამაკაცი % ახალგაზრდა% ასაკოვანი%
ასაკი:20-64 ასაკი:15-24 წ.
ასაკი:20-64 ასაკი:20-64 ასაკი: 55-64

85,9 83 88,6 71,7 81,2

სახელმწიფოს მიერ გატარებული უპრეცედენტო ეკონომიკური რეფორმების შედეგად,


ერთ-ერთი მთავარი თავისუფალი ვაჭრობის რეფორმა იყო , ეკონომიკური
თავისუფლების ინდექსის მიხედვით ისლანდია ევროპის რეგიონში მე-7 ადგილზეა,
მსოფლიოში მე-13 ადგილზე. ისლანდიის მაჩვენებელი 77.1 ეკონომიკური
თავისუფლების ინდექსი ათი კომპონენტით იზომება, კომპონენტები დაჯგუფებულია
ეკონომიკური თავისუფლების ოთხ მსხვილ კატეგორიად :
კანონის უზენაესობა (საკუთრების უფლებები, კორუფციის არ არსებობა,
სასამართლოს ეფექტიანობა)
მთავრობის მოცულობა (ფისკალური თავისუფლება, მთავრობის სამართლიანობა ,
მთავრობის ხარჯები)
რეგულაციების ეფექტიანობა (ბიზნესის თავისუფლება, შრომის თავისუფლება,
მონეტარული თავისუფლება);
ღია ბაზარი (ვაჭრობის თავისუფლება, ინვესტიციების თავისუფლება, ფინანსური
თავისუფლება).
ამ ოთხი მსხვილი კატეგორიის თითოეული კომპონენტი ინდივიდუალურად ფასდება
0-დან 100-მდე სკალით. თითოეული კომპონენტში მიღებული ქულით გამოითვლება
საშუალო არითმეტიკული მაჩვენებელი.

15
ცხოვრების დონე - მოსახლეობის მიერ მატერიალური და სულიერი სიმდიდრის
მოხმარების დონე და ამ სიმდიდრით მოსახლეობის დაკმაყოფილების ხარისხი.
გარდა მატერიალური შემოსავლისა (მშპ ერთ სულ მოსახლეზე) ,ცხოვრების დონეს და
ხარისხს განაპირობებს ისეთი ფაქტორები, როგორიცა: საცხოვრებელი პირობები,
თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობა; განათლების დონე, ჯანმრთელობის
მდგომარეობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, დასვენებისა და გართობის
შესაძლებლობა, ეკოლოგიური პირობები .
როცა მსოფლიოს ქვეყნების კლასიფიკაციას ახდენენ ცხოვრების დონის მიხედვით, იგი
ყოველთვის არ ემთხვევა სახელმწიფოთა გადანაწილებას ერთ სულ მოსახლეზე
ეროვნული შემოსავლის თვალსაზრისით. მაგალითად, ეროვნული შემოსავალი ერთ სულ
მოსახლეზე ძალიან მაღალია ნავთობის ექსპორტიორ არაბულ სახელმწიფოებში, მაგრამ
ცხოვრების დონის საერთო მაჩვენებლით ისინი საგრძნობლად ჩამორჩებიან შვეიცარიას,
ნორვეგიას, ფინეთს, ისლანდიას ბენილუქსის ქვეყნებს.
ისლანდია ცხოვრების ხარისხის მაღალ ინდექსი აქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით.
ისლანდიის მცხოვრებლებს საერთოდ არ ადარდებთ ეროვნული უსაფრთხოების საკითხი.
ქვეყანას არ გააჩნია ჯარი, ფლოტი და სამხედრო-საჰაერო ძალები. პოლიციელებიც კი არ
ატარებენ თან იარაღს. ძალოვანი სტრუქტურებიდან ყველაზე გავლენიანი – სანაპირო
დაცვაა. თუკი ისლანდიელი მამაკაცი ჯარში მსახურობას მოისურვებს, მას შეუძლია
ნორვეგიულ ჯარში იმსახუროს შეთანხმებით, რომელიც 2 ქვეყანას შორისაა დადებული.
ისლანდიაში ერთმანეთის მიმართ ნდობის უპრეცედენტოდ მაღალი დონეა. ეს
ყოველდღიურ ცხოვრებაში აისახება. ქვეყანაში მოგზაურობისას, ხშირად იხილავთ
ფერმერული პროდუქტების ფულზე გამცვლელ პუნქტებს. ეს გახლავთ დახლები ეკო-
პროდუქციით, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია დამოუკიდებლად გაცვალოს

16
პროდუქტი შესაბამისი თანხის რაოდენობაზე, არავითარი გამყიდველი, დაკვირვების
კამერა და საკონტროლო სისტემა. რეიკიავიკში ყველა ერთმანეთს იცნობს აქ არც სახლის
და არც მანქანის კარებს არ კეტავენ.

ისლანდიაში 25-64 წლის მოზრდილების 77 %-ს მიღებული აქვთ სრული საშუალო


განათლება, მამაკაცების 77 %-მა და ქალების 78%-მა წარმატებით დაასრულა საშუალო
სკოლა. მათემატიკაში და საბუნებისმეტყევლო მეცნიერებებში განხორციელებული
კვლევის მიხედვით ( მოსწავლეთა შეფასების საერთაშორსო პროგრამა-PISA)
ისლანდიელი მოსწავლეების ტესტირების შედეგი (481) 2 ქულით ჩამორჩებოდა
საერთაშორისო შეფასებით დადგენილ საშუალო მაჩვენებელს 486 ქულას. გოგონებმა 15
ქულით უკეთესი შედეგები აჩვენეს ვიდრე ბიჭებმა.
ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია 3.0 მიკროგრამი კუბურ მეტრზე.
ისლანდია დიდ ყურადღებას აქცევს წყლის ხარისხის; კვლევების მიხედვით მოსახლეობის
99% კმაყოფილებას გამოთქვამს წყლის სისუფთავესთან დაკავშირებით. ისლანდიაში
სამოქალაო ჩართულობის მაღალი დონეა, მოსახლეობის 98 %-ი დარწმუნებულია , რომ
ყავთ ისეთი ადამიანი ვინც საჭიროების შემთხვევაში მხარში ამოუდგება და
დაეხმარება.მაღალია ამომრჩეველთა აქტივობა თითქმის 86 %-ი. ზოგადად
ისლანდილები კმაყოფილები არიან თავისი ცხოვრებით, კვლევის დროს როდესაც კითხეს
0-დან 10-მდე შეეფასებინათ რამდენად კმაყოფილები იყვნენ საკუთარი ცხოვრებით,
კვლევის საშუალო შედეგი 7,5 ქულა აღმოჩნდა რაც საკმაოდ მაღალია, რეგიონის
ქვეყნებთან შედარებით. რაც შეეხება სიცოცხლის ხანგრძლივობას ისლანდიაში ქალების
სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 84 წელია, მამაკაცების 80 წელი. ბოლო 50 წლის
განმავლობაში ისლანდიის მოსახლეობა 348 ათასიდან 436 ათასამდე გაიზარდა ,
დიაგრამაზე ასახულია მოსახლეობის მატების როგორც დადებითი ასევე უარყოფითი
მომავლის პროგნოზი. მოსახლეობის ზრდა გამოწვეულია ბუნებრივი მატებით და
მიგრაციის დადებითი სალდოთი. მოსახლეობის მატების კლების პროექცია ეყრდნობა
სხვადახსვა ვარაუდებს: ეკონომიკის ზრდას, შობადობას,მოკვდაობას, მიგრაციის დონეს.
ეროვნული სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა 2018-2067 მოსახლეობის რაოდენობის
მომავლის პროექციის პროგნოზი

17
დადებითი პროგნოზის მიხედვით წლიური შობადობის მაჩვენებელი გადააჭარბებს
მოკვდაობის მაჩვენებელს. გაიზრდება სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 2067
წლისათვის , ქალების შემთვევაში 88,7 წელი, მამაკაცებისათვის 84,4 წელი იქნება.
იმიგრაციის მაჩვენებელი სავარაუდოდ გადააჭარბებს ემიგრაციის მაჩვენებელს რაც
ძირითადად უცხოელი მოქალაქეების ხარჯზე მოხდება. მიუხედავად, რომ მოსახლეობის
დაბერების პროცესი ისლანდიაშიც მიმდინარეობს, მისი მოსახლეობა ევროპის ქვეყნების
მოსახლეობასთან შედარებით ახალგაზრდაა. საშუალო ასაკი 37,5 წელი. შედარებისათვის
ევროკავშირის წვერი ქვეყნების 65 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის წილი მთელ
მოსახლეობაში 2017 წელს 19 %-ი იყო, იგივე მაჩვენებელს ამ ასაკობრივ ჯგუფში
ისლანდია 2035 წლისათვის მიაღწევს.

ბედნიერების საერთაშორისო ინდექსი


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავბეული მდგრადი განვითარება
მიზნად ისახავს ეკონომიკური წინსვლითა და გარემოს დაცვის ინტერესების
გათვალისწინებით უზრუნველყოს ადამიანის კეთილდღეობა, ცხოვრების დონის
გაიზარდოს იმგვარად, რომ მომავალმა თაობებმა ისარგებლონ ბუნებივი რესურსებით და
გარემოთი.
მდგრადი განვითარების მიმართულებებიდან გამომდინარე გაერო აქვეყნებს
ბენდიერების მსოფლიო რეიტინგს (World Happiness Report), სადაც ქვეყნები
რანჟირებულია მოქალაქეთა კეთილდღეობის დონის მიხედვით.

18
ბედნიერების საერთაშორისო ინდექსის გამოსათვლელად გამოიყენება 4 ძირითადი
მაჩვენებელი:
მოქალაქეების სუბიექტური კმაყოფილების გრძნობა,
სიცოცხლის საშუალო ხანგრძილივობა,
ე.წ ეკოლოგიური კვალი
უთანასწორობა.
გამოთვლისას გათვალისიწნებულია კეთილდღეობის, ბედნიერების პარამეტრები: მშპ ერთ
სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, სიუხვე, სოციალური მხარდაჭერა,
ცხოვრებისეული გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება და კორუფციის აღქმა.
ბედნიერების სართაშორისო ინდექსის გაანგარიშება შემდეგნაირად ხდება.

კეთილდღეობა – როგორ აფასებენ ამა თუ იმ ქვეყნის მოქალაქეები საკუთარ


კეთილდღეობას, რადმენად კარგად გრძნობენ თავს. (1-10 ქულინი შკალით)

სიცოცხლის ხანგრძლივობა – იმ წლების საშუალო რაოდენობა, რომელიც


მოსალოდნელია რომ იცოცხლონ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებმა.

უთანასწორობა – უთანასწორობა ქვეყნის მოქალაქეებს შორის. (%)

19
ეკოლოგიური კვალი – ქვეყნის თითოელი მოქალაქის საშუალო ზემოქმედება
გარემოზე, გლობალური ნაკვალევის ქსელის მიერ მომზადებული მონაცემების
საფუძველზე;
საბოლოოდ ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი ამ ოთხი ძირითდი მიმართულების
პარამეტრებით გამოითვლება, ყველა ამ მაჩვენებლიდან მიიღება საერთო ქულა.
კეთილდღეობის მაქსიმალური ქულა შეიძლება 10-ს შეადგენდეს, ფინეთმა საშუალოდ
7,63 ქულა დააგროვა. ისლანდიამ 7,5. სწორედ სკანდინავიურმა ქვეყნებმა შეძლეს
ყველაზე წარმატებულად ადამიანებზე ორიენტირებული კეთილდღეობის სახელმწიფოების
შექმნა, რაც ყველა სხვა ქვეყნისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს.
ევროპის ქვეყნები ბედნიერების მაჩვენებლის მიხედვით

ისლანდიის შედეგები:

კეთილდღეობა- 7,5

20
სიცოცხლის ხანგრძლივობა - 82,2

უთანასწორობა - 5 %

ეკოლოგიური ნაკვალევი 6.4

ისლანდიაში ძალიან მცირეა დანაშაულის მაჩვენებელი, პოლიცია იარაღს არ ატარებს,


პატიმრებს შაბათ-კვირას სახლში უშვებენ. მაღალია სოციალური დაცვის დონე- ერთი
წლის მუშაობის შემდეგ ადამიანს ოთხწლიანი უმუშევრობის დახმარების მიღების უფლება
აქვს. ჯანდაცვის სისტემა მაღალ დონეზეა განვითარებული .
ისლანდიაში ქალებისა და კაცებისთვის არათანაბარი ანაზღაურება უკანონო გახდა .ახალი
კანონი ძალაში 2018 წლის პირველივე დღეს შევიდა. ამ ნაბიჯით, ისლანდია მსოფლიოში
პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ქალებსა და კაცებს თანაბარი ანაზღაურება
ექნებათ.კანონის მიხედვით, კომპანიები და სამთავრობო სააგენტოები, სადაც მინიმუმ 25
ადამიანია დასაქმებული, ვალდებულები ხდებიან თანაბარი ანაზღაურების პოლიტიკა
დაარეგულირონ. კანონის შეუსრულებლობის შემთხვევაში დამსაქმებელი კომპანიები
დაჯარიმდებიან.

21
რატომ არის ეკო-მეგობრული ქვეყანა?
გეოთერმული ენერგია დედამიწის გულში არსებული ენერგიაა. დედამიწის გული
გავარვარებული მასაა, მისი სიმხურველე მზის სიმხურვალესაც კი აჭარბებს, ეს
სიმხურვალე და ენერგია დედამიწის ზედაპირზეც ამოიფრქვევა ხოლმე ვულკანებისა და
გეიზერების სახით. ამ ენერგიის გამოყენება აბანოების მოწყობის გარდა სხვა
დანიშნულებითაც გახდა შესაძებელი. მსოფლიოში ენერგიის 10% გეოთერმული
ენერგიისგან მიიღება, გეოთერმული ენერგია ჩვეულებრივ გამოიყენება გათბობისა და
ელექტროენერგიის მიღებისათვის.
გეოთერმული ენერგიის მისაღებად ჩველებრივ გათხრები მიმდინარეობს და სპეციალური
მოწყობილობის საშუალებით სითბოს, ცხელი წყლის ორთქლის გამოყენება ხდება.
გათხრებისათვის სპეციალურად ხდება ადგილების შერჩევა, სადაც ბევრი ვულკანია და
ცხელი წყაროები მოედინება. გეოთერული ენერგია დღეისათვის მსოფლიოს 25 მდე
ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორისაა, ახალი ზელანდია, აშშ, ჩინეთი, იაპონია, იტალია,
ფილიპინები, რუსეთი, ისრაელი და ა.შ. ისლანდია - იდეალური მაგალითია ქვეყნისა,
რომელმაც უარი თქვა ნავთობსა და ენერგიის სხვა ტრადიციულ წყაროებზე: ისლანდიაში
სახლების დაახლოებით 90% თბება ცხელი წყლის საშუალებით, რომელიც
ჭაბურღილებიდან მილებს მიეწოდება და საცხოვრებელ ნაგებობებს ათბობს. დარგი
იმდენად განვითარებულია, რომ ისლანდია მზადაა თავისი გამოგონებები უცხოეთში
გაყიდოს. მაგალითად, დიდი ბრიტანეთი ისლანდიასთან მოლაპარაკებებს მართავს
გეოთერმული ენერგიის შეძენაზე, რომელიც ცხელი წყლის და ორთქლის დახმარებით
მუშავდება.
ელექტროენერგია, როგორც წესი, უფრო რთული გზებით მიიღება. ყველაზე
გავრცელებული სამი გზაა: პირდაპირი - როდესაც ჭაბურღილიდან ამომავალი ორთქლი
ტურბინაში გადის, რომელიც ენერგიას გამოიმუშავებს; არაპირდაპირი - როდესაც ცხელი
წყალი მაღალი წნევით მიწიდან ამაორთქლებელს მიეწოდება, ხოლო მიღებული ორთქლი
ტურბინას ატრიალებს; ბინარული - როდესაც ცხელი თერმული წყალი ურთიერთქმედებს
თბოშემცვლელში სხვა სითხესთან (დუღილის უფრო დაბალი ტემპერატურით) და მისგან
ორთქლს ქმნის, შედეგად ეს ორთქლი ტურბინას ატრიალებს.
ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში ელექტროენერგია ჰიდროელექტროსადგურებით
გამომუშავდება და სახლები გეოთერმული ენერგიით თბება, რომელიც არ გამოიმუშავებს
სათბურის აირებს, გეოთერმული ენერგიაა გამოყენებული ზამთარში საცურაო აუზებში და
პარკებში სასეირნო ბილიკებზე თოვლის გასადნობად. რეიკიავიკში სათბური აირების
გამოფრქვევა მსოფლიოს საერთაშორისო მაჩვენებელთან შედარებით ძალიან
უმნიშვნელოა 2.8 ტონა CO2 (ნახშიორჟანგი) ერთ სულ მოსახლეზე 2013 წელს.
რეიკიავიკში სახლები.სათბური აირების მთავარი წყარო ტრანსპორტია, რაც მთავარ
გამოწვევად რჩება ქვეყნისათვის. რეიკიავიკის მუნიციპალურ სამოქმედო გეგმაში 2010-
2030 წ.წ .ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის 4%-დან 12%-
მდე გაზრდა , ქვეითად და ველოსიპედით მოსიარულეთა თანაფარდობის გაზრდა 19%-
დან 30%-მდე 2030 წლისათვის. რეიკიავიკი ქვეყნის მასშტაბით პირველი
მუნიციპალიტეტი იყო, რომელმაც 2009 წელს სათბურის აირების ემისიების
(გამოფრქვევა) შემცირების პოლიტიკა განახორციელა.

22
რეიკიავიკი 2040 წლამდე მიზანს ისახავს ნახშირბადის განეიტრალებას და ეკო-
მეგობრულ მიდგომას, რაც შეანელებს ადამიანების მიერ გამოწვეულ კლიმატის
ცვლილებას. პარიზის 2015 წლის ხელშეკრულების მიხედვით, ნახშირბადის
განეიტრალების შესახებ სამოქმედო გეგმა განიხილება 2020 წელს და შემდგომში ისევ
ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. შედეგების შეფასება ყოფელ ორ წელიწადში ერთხელ
განხორციელდება, შედარების მეთოდით, ისე როგორც 2015 წელს იყო. საავტომობილო
მოძრაობა, 2030 წლისათვის , 58% -ი იქნება; სზოგადოებრივი ტრანსპორტით -12 %-ი,
ქვეითად და ველოსიპედით - 30%-ი. სამოქმედო გეგმის მიზანია საზოგადოებრივი
ტრანსპორტის და ქვეითად, ველოსიპედით მოსიარულეთა რაოდენობის გაზრდა.
მუნიციპალიტეტებს შორის დამაკვშირებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ელექტრო
ენერგიაზე გადასაყვანად , ქალაქის ავტოსადგომებში დაიდგმება კვების წყაროები,
დამტენი მოწყობილობები, რომელის შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ, როგორც
საზგადოებრივი ტრანსპორტის მომსხურე პერსონალს, ასევე მგზავრებს და ჩამოსულ
სტუმრებს. რეიკიავიკის შიდა უბნებშიც იგივე პრინციპით იმოქედებენ. სამშენებლო და
მძიმე მასალის სახმელეთო ტრასპორტირებისას შემცირდება მანძილები საზღვაო
ტრანსპორტის გაზრდის ხარჯზე. ბუნებრივ რესურსების მოპოვებისას შეფასდება გარემოზე
ზეწოლის ხარისხი. ისლანდიის ასოცირებულ პორტებში გათვალისწინებულია გემების
ელექტრო ენერგით დამტენი მოწყობილობების დადგმა, რისთვისაც საჭიროა სხვა
ქვეყნების მთავრობებთან , ელექტრო ენერგიით მოვაჭრე კომპანიებთან მოლაპრაკება და
ნავსადგურების წარმოამდგენლობთან თანამშრომლობა. შემუშავდება წამახალისებელი
ღონისძიებები ბენზინგასამართი სადგურების შესამცირებლად, მნიშვნელოვანია საწვავზე
მომუშავე ძრავების 50%-მდე შემცირება , ხოლო 2040 წლისათვის მთლიანად ამოღება.

23
ენერგეტიკის სამსახური შეისწავლის რამდენად შესაძლებელია ქარის ენერგიაზე მომუშავე
სადგურების დადგმა ქალაქის საზღვრებში, ამავე დროს შემუშავდება ქარსაცავი ზოლების
გაშენების პროექტი, სკოლებს , სამთავრობო დონის ინსტიტუტებს და კერძო ბიზნესის
წარმომადგენლებს დაევალებათ მათ კუთვნილებაში მყოფი ტერიტორიების გატყიანება და
შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება ნახშირორჟანგის გამოფრქვევის შესამცირებლაად.
რეიკიავიკის საბავშვო ბაღების, სკოლების საგანმანათლებლო პროგრამებში
გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღებას აქცევენ. რადგან ძირითადად აქცენტი
გამონაბოლქვის შემცირებაზეა გადატანილი ,აუცილებელია ქალაქის ნარჩენების
შემცირებაც, და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება- როგორ შეამცირონ სათბურის
აირების გამოყოფა სახლის პირობებში. მოსახლეობა ინფორმირდება ნარჩენების
სეპარაციის (დახარისხება), კომპოსტირების შესახებ, რაც ასევე წახალისდება
სახელმწიფოს მიერ. ფაქტობრივად დასრულდა ანაერობული სადგურის მშენებლობა,
სადაც დაიწყება ბიოლოგიური ნარჩენების შეგროვება.

რა არის ინფოგრაფიკი

ინფოგრაფიკი თქვენთვის სასურველი ამბის, ინფორმაციის ეფექტური, მოქნილი და


ორიგინალური დიზაინით გადაცემის საშუალებაა.
კარგი ინფოგრაფიკის შესაქმნელად 4 რამ გაითვალისიწნეთ
1. მხოლოდ მშრალი სტატისტიკური მონაცემებისა თუ რიცხვების ჩვენების ნაცვლად,
გადმოეცით ამბავი, რომელსაც თქვენი მნახველი გაიგებს და თან აუხსენით, თუ რატომ
არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი. მაგალითად, თუ თქვენ ვიზუალურად გამოსახავთ
მხოლოდ ქვეყანის მშპ-ს რაოდენობას, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას
ბედნიერების ინდექსის მაჩვენებელს, CO2 -ის გამოფრექვევის რაოდენობას, ადამიანმა,
რომელმაც ამ თემაზე ბევრი არაფერი იცის, შეიძლება ვერ გაიგოს, რატომაა ეს
სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვანი და გაუჩნდება კითხვა "მერე რა?". იმისათვის,
რომ სტატისტიკა ამბად აქციოთ, ჩასვით მონაცემები კონტექსტში. ამ მაგალითის
შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს იმის ჩვენება, რომ ქვეყნის მშპ-ს, სიციცხლის
ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებელი და CO2 ის გამოფქრვევის დაბალი რაოდენობა
განსაზღვრავს ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობას, ბედნიერებას, საცხოვრებელი
პირობების მაღალ ხარისხს. გარემოზე ზრუნვას ან ის, რომ ქვეყანას ამ მაჩვენებლით
რეგიონში, მსოფლიოში წამყვანია. ამ შემთხვევაში, თქვენ სტატისტიკური მონაცემების
გარდა, ხელთ გაქვთ ამბავი, რომელსაც თქვენი აუდიტორია გაიგებს და იგრძნობს, რომ
მნიშვნელოვანია.
2. მიანიჭეთ თქვენს ვიზუალიზაციას ფუნქცია- როგორც კი შეარჩევთ ამბავს და მთავარ
გზავნილს, რისი მიწოდებაც გსურთ მნახველისთვის, უნდა შეარჩიოთ მისი
კომუნიკაციისთვის ყველაზე ეფექტური ფორმა. ამ დროს უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ
შეგიძლიათ დაეხმაროთ თქვენს მნახველს, უფრო მარტივად გაიგოს თქვენი ამბავი.

24
დაფიქრდით ამ კითხვებზე: რა უნდა დაინახოს თქვენმა აუდიტორიამ ვიზუალიზაციის
ნახვისას და როგორ უნდა გამოიყენოს თქვენ მიერ შექმნილი ვიზუალური მასალა?
შესაბამისად, აირჩიეთ ისეთი გრაფიკული ფორმა, რაც დაეხმარება მკითხველს, დაინახოს
ის ამბავი, ტენდენცია რისი ჩვენებაც მისთვის გინდათ. ეს შეიძლება იყოს პროპორცია,
ცვლილება დროთა განმავლობაში და ა.შ. მაგალითად, თუ გინდათ, აჩვენოთ,
ენერგეტიკული რუსრესების %-ი გამოყენება ქვეყნის მთლიან რესურსების ფონზე ამის
საჩვენებლად ყველაზე ეფექტური საშუალება შეიძლება წრიული დიაგრამა იყოს.
3. გახადეთ თქვენი ამბავი დასამახსოვრებელი - ვინაიდან თქვენს აუდიტორიას
დღესდღეობით იმაზე მეტ ვიზუალურ მასალაზე მიუწვდება ხელი, ვიდრე ოდესმე,
წარმატების მისაღწევად საჭიროა, თქვენი ამბავი დასამახსოვრებელი გახადოთ, რათა
მნახველთა მხოლოდ წამიერი ყურადღება კი არ მიიპყროთ, არამედ ხანგრძლივად
დაამახსოვრდეთ მათ თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია. იმისათვის, რომ თქვენი
ვიზუალური ამბავი დასამახსოვრებელი გახდეს, გაითვალისწინეთ 3 რამ: გაამარტივეთ-
თქვენ უნდა ეცადოთ და გაამარტივოთ არა მხოლოდ დიზაინი არამედ ვიზუალიზაციაზე
დატანილი ინფორმაციაც. ნუ ჩადებთ ყველაფერს ერთ ინფოგრაფიკაში. თუ ძალიან ბევრს
ვაჩვენებთ, ის მხოლოდ ნაწილს დაინახავს, ხოლო თუ ინფორმაციასა და მონაცემებს
გავამარტივებთ, მისი ყურადღება ფოკუსირდება მნიშვნელოვან ნაწილზე და მეტი შანსია
იმისა, რომ სრულად მოახერხებს მიწოდებული ინფორმაციის აღქმას. ჩართეთ ემოციები-
აუხსენით თქვენს მკითხველს, რატომ ეხებათ ეს საკითხი მათ და ეცადეთ, გამოიწვიოთ
შესაბამისი ემოციები. ნათლად და გულახდილად მიუთითეთ თქვენი წყაროები ნდობის
მოსაპოვებლად.
4. არ გამოიყენოთ ბევრი ფერი ერთ ვიზუალიზაციაში. აირჩიეთ ფერები, რომლებიც
ერთმანეთს კარგად ეხამება. სივრცეების გამოყენების მიზნით, შეგვიძლია გამოყოთ
ბლოკები, დიაგრამები და ტექსტი.
გახსოვდეთ, კარგი დიზაინის მქონე ვიზუალიზაცია იქცევს მკითხველის ყურადღებას. ცუდი
(ზედმეტი) დიზაინის მქონე ვიზუალიზაციას კი შეუძლია დააფრთხოს და დაგაკარგვინოთ
მკითხველი.

ელექტრონული ინფორაფიკის შესაქმნელად შეგიძლიათ


გამოიყენოთ შემდეგი ბმულები:

გამოყენებული ლიტერატურა:

25
26

You might also like