You are on page 1of 6

National Geographi

c
„ანტარქტიდა კონტინეტი“

ავტორი:24სკოლის 7ე კლასის
მოსწავლე ნინი მშვენიერაძე
დასავლეთ ანტარქტიდაზე დაახლოებით ფლორიდის შტატის ზომის მყინვარი ყინულს ისე სწრაფად კარგავს,
როგორც არასდროს. ტუეიტსის მყინვარი წელიწადში 8000 მეტრით უკან იხევს და სწორედ მის დნობაზე მოდის
მსოფლიოში ზღვის დონის მატების 4 პროცენტი.
ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სიცარიელე აღმოაჩინეს, რომელიც კიდევ უფრო იზრდება
მსგავსი: ანტარქტიდის ქვეშ უზარმაზარი სიცარიელე აღმოაჩინეს, რომელიც კიდევ უფრო იზრდება
ამ მყინვარის დნობა უფრო ფართო ტენდენციის ნაწილია — ანტარქტიდის მთლიანი მყინვარული საფარი ახლა
ექვსჯერ სწრაფად დნება, ვიდრე 40 წლის წინ.
1980-იან წლებში, ანტარქტიდა წელიწადში 40 მილიარდ ტონა ყინულს კარგავდა. ბოლო ათწლეულში ეს
მაჩვენებელი წელიწადში 252 მილიარდ ტონამდე გაიზარდა.
ახლახან ჩატარებული კვლევის ავტორთა ცნობით, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გაორმაგდა ხუთი ანტარქტიკული
მყინვარის დნობის მაჩვენებელი. შედეგად, ტუეიტსის მყინვარი ნამდვილ საათის მექანიზმიან ბომბად იქცა.
მჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის ავტორები
იუწყებიან, ყინვარი უდიდეს რისკს ფლობს ზღვის დონის სამომავლო მატებასთან მიმართებაში და
სავარაუდოდ, შეუქცევადი დნობის წერტილისკენ მიემართება.
კლიმატის ცვლილებამ ადამიანთა ცივილიზაცია ამჟამინდელი ფორმით შესაძლოა, 2050 წლისთვი
დაასრულოს - ახალი კვლევა
მსგავსი: კლიმატის ცვლილებამ ადამიანთა ცივილიზაცია ამჟამინდელი ფორმით შესაძლოა, 2050
წლისთვის დაასრულოს - ახალი კვლევა
მეცნიერთა განცხადებით, მას შემდეგ, რაც ამ წერტილს მიაღწევს, ტუეიტსის მყინვარი მომდევნო
150 წელიწადში ყინულს მთლიანად დაკარგავს, რაც ზღვის დონის ნახევარი მეტრით აწევას უდრის
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ალექს რობელის თქმით, თუკი მყინვარი ამ რუბიკონს გადალახავს,
მისი ყინულის დნობას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს, დედამიწაზე ტემპერატურის მატების შეჩერებაც
კი.
ტუეიტსის მყინვარი დროთა განმავლობაში კომპრესირებული თოვლისგან წარმოქმნილი ყინულის
უზარმაზარი მასაა. მიეკუთვნება ანტარქტიდის მყინვარულ საფარს — ვრცელ კონტინენტურ
ანტარქტიდას გარს აკრავს ყინულის სქელი ფენები და მოტივტივე ყინულის შელფები, რომლებიც ფიზიკურ ბარიერს
წარმოქმნის ოკეანესა და კონტინენტის ყინულს შორის. ეს მოტივტივე ყინულები ერთგვარი დამბის როლს ასრულებს.
ბარიერი კონტინენტურ ყინულს ოკეანეში შეცურებისგან იცავს, სადაც ის გადნება და გამოიწვევს ზღვის დონის აწევას.
ზღვის დონე მოსალოდნელზე სწრაფად იმატებს, უდიდეს სანაპირო ქალაქებს დატბორვა ემუქრება
მსგავსი: ზღვის დონე მოსალოდნელზე სწრაფად იმატებს, უდიდეს სანაპირო ქალაქებს დატბორვა ემუქრება
თუმცა, ოკეანის ტემპერატურის მატების კვალდაკვალ, ყინულის ამ ფენების საძირკველთან გამთბარი წყალი
განაპირობებს მათ ქვეშიდან გადნობას. ამგვარი დნობის შედეგად ჩნდება უზარმაზარი ღრუებიც; მაგალითად,
თებერვალში ტუეიტსის მყინვარის ქვეშ გიგანტური სიცარიელე აღმოაჩინეს.
ეს ღრუ იმდენად დიდია, რომ მასში 14 მილიარდი ტონა ყინული მოთავსდებოდ.
წლიდან წლამდე იზრდება ტუეიტსის მყინვარის ოკეანეში შეცურებული წილი, რადგან ოკეანის გამთბარი წყალი მას
საძირკველს უთხრის.
გამომდინარე აქედან, მეცნიერები აქტიურად აკვირდებიან ტუეიტსის სახმელეთო ხაზს — წერტილს, სადაც კონტინენტური
ყინული ხმელეთს სწყდება და წყალში შეცურებას იწყებს.
.
2014 წლის კვლევის მიხედვით, 1992-2011 წლებში ეს სახმელეთო ხაზი თითქმის 14 კილომეტრით
გადაადგილდა. რაც უფრო შორს მიდის ეს წერტილი, უფრო მაღალია მყინვარის დნობის მაჩვენებელი.
ანტარქტიდა ახლა ექვსჯერ უფრო მეტ ყინულს კარგავს, ვიდრე 40 წლის წინ
მსგავსი: ანტარქტიდა ახლა ექვსჯერ უფრო მეტ ყინულს კარგავს, ვიდრე 40 წლის წინ
გრენლანდიის მყინვარულ საფართან ერთად, ანტარქტიდის მყინვარულ საფარზე მოდის მსოფლიოს
მტკნარი წყლის 99 პროცენტზე მეტი. ამ წყლის უმეტესობა ყინულისა და თოვლის მასაა, რომლის სისქეც
ხშირად 3 კმ-ს აღწევს.
თუმცა, ადამიანთა საქმიანობის შედეგად, ატმოსფეროში ადის უფრო და უფრო მეტი სათბურის აირი; ამ
აირთა მიერ გამოწვეული დამატებითი სითბოს 93 პროცენტს ოკეანეები შთანთქავს. ყინულის ფენებისა და
მყინვარული საფარის დნობის უპრეცედენტო მაჩვენებელს სწორედ გამთბარი ჰაერი და წყალი იწვევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტუეიტსის მყინვარი ოკეანეში შეცურებისგან იცავს მეზობელ მყინვარებს.
შესაბამისად, მისი კოლაფსის შემთხვევაში, სერიოზული დესტაბილიზაცია ემუქრება მიმდებარე მყინვარებსა
და მთლიანად ანტარქტიდის მყინვარულ საფარს.

ანტარქტიდა ძირითადად ძალიან ცივი კონტინენტია. კონტინენტის ცენტრალურ


ნაწილში ტემპერატურა საშუალოდ -57 გრადუსი ცელსიუსს აღწევს, სანაპიროზე კი -10
გრადუსი ცელსიუსი ფიქსირდება.
6 თებერვალს კვლევითმა სადგურმა, ანტარქტიდის ესპერანსას რეგიონში
უპრეცედენტოდ მაღალი ტემპერატურა, 18,2°C დააფიქსირა.
სითბური ტალღა, რომელმაც სანაპირო ზოლში ყინულის მსგავსი დნობა გამოიწვია,
კონტინენტის სხვა ნაწილებსაც შეეხო.
სითბური ტალღის ეფექტები ნასას Landsat 8 თანამგზავრმა დაასურათა. ყინულის დნობა
ყველაზე დრამატულად იგლ აილენდზე აისახა, რომელმაც რამდენიმე დღეში ყინულის
უზარმაზარი მასა დაკარგა.
კუნძულის ცენტრალურ ნაწილში, მაღალი ტემპერატურის გამო,
ეგრედწოდებული "დნობის გუბეები" დადგა.
"ანტარქტიდაზე დნობის გუბეების ასე სწრაფად ფორმირება არასდროს
მინახავს. ყინულის მსგავსი დნობა ანტარქტიდაზე იშვიათა, დნობის გუბეებს
ძირითადად ალასკაზე ან გრენლანდიაში თუ შეხვდებით", — ამბობს
გლასიოლოგი მაური პელტო. ელტო აღნიშნავს, რომ ასეთი მაღალი ტემპერატურა
ანტარქტიდისთვის იშვიათია, თუმცა ბოლო დროს, ეს ტრენდი გახშირებულია.
საერთო ჯამში, იგლ აილენდზე, რამდენიმე დღეში 10 სანტიმენტრის სიმაღლის თოვლი გადნა. ეს
პირველი სითბური შოკი არ არის, რომელიც ანტარქტიდამ წელს იხილა. სამხრეთ
ნახევარსფეროში ნოემბერი და იანვარი განსაკუთრებით თბილი იყო.
"მხოლოდ თებერვლის ყინულის დნობა, განყენებულად დიდად მნიშვნელოვანი არ არის. აქ
მთავარი ისაა, რომ მსგავსი მოვლენები ძალიან გახშირებულია", — ამბობს პელტო.
ბიომრავალფეროვნების შემცირება – ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც
დღესდღეობით დედამიწა დგას. ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა თითოეული ადამიანის ვალდებულებაა,
თუმცა, თუკი ამ საკითხს მხოლოდ ისე შევხედავთ, როგორც მხოლოდ ვალდებულებას, ალბათ,
მთლად სწორები არ ვიქნებით. ეს ვალდებულება ჩვენი შინაგანი არსებიდან უნდა მოდიოდეს – ზემოთ
აღნიშნული პრობლემები უნდა გვაწუხებდეს. სულაც არ არის აუცილებელი, დიდი რესურსები
შეალიოთ გარემოზე ზრუნვას, რეალურად, თქვენი სულ მცირე სასიკეთო ქმედებაც კი დადებითი
ეფექტის გამომწვევი იქნებაგარემოს დაცვა ამცირებს გლობალური დათბობის რისკს: ტყეებს აქვთ
უნარი “შეისრუტონ/შეიწოვონ” კარბონის დიოქსიდი, რაც სათბური გაზების შთანთქმას უწყობს ხელს.
სათბური გაზები კი, მოგეხსენებათ, გლობალური დათბობის პირველი გამომწვევი მიზეზია. გარდა
ამისა, ტყის საფარის შემცირება გარემოს უფრო ცხელს ხდის, რაც თავისთავად ხელს უწყობს
გლობალურ დათბობას..გლობალური დათბობა კი დედამიწის ყველაზე დიდი პრობლემაა.და ბოლოს

გარემოს დეტალებზე დაკვირვება კიდევ ერთხელ ცხადად გვაჩვენებს, თუ რამხელა სიმდიდრე გვაქვს
ხელის გულზე, მაგრამ, ამავდროულად, დაგვაფიქრებს იმაზეც, რომ მისი განადგურება სავალალო
იქნება ყველასთვის. სწორედ ამიტომ, გახადეთ გარემოზე ზრუნვა თქვენი ცხოვრების განუყოფელ წესი
და სხვებსაც უბიძგეთ ამისკენ.

You might also like