You are on page 1of 9

„გეოგრაფიული მოვლენა, გეოგრაფიული პროცესი;

სამიზნე ცნება: „გეოგრაფიული კვლევა“

საკითხი: ტორნადოების ხეივანი

კომპლექსური დავალების პირობა:

„კატრინა“, „სენდი“, „დორიანი“, „ჰარვი“, „ირმა“ - ეს ადამიანების სახელები არ


გეგონოთ, ისინი ძლიერი ქარიშხლების - ტორნადოების სახელებია. წარმოიდგინეთ, რომ
„National Geographic საქართველო“-ს მკვლევარი ხართ და ამერიკის შეერთებულ
შტატებში მიგავლინეს „ტორნადოების ხეივნის“ შესასწავლად. გაეცანით მასალას „რა
ვიცით და რა არ ვიცით ტორნადოების ხეივნის შესახებ“ და უყურეთ ტორნადოს
სიმულაცია-ს , რათა შემდეგ ამ გავლენიანი ჟურნალისთვის სტატია მოამზადოთ.
თქვენ მიერ შექმნილ სტატიაში ხაზგასმით წარმოაჩინეთ:
• თითოეული კლიმატწარმომქმნელი ფაქტორის როლი და ურთიერთდამოკიდებულება
„ტორნადოების ხეივნის“ ჩამოყალიბებაში;
• ტორნადოს ჩამოყალიბების მიზეზები და მისი განვითარების პროცესი;
• შედეგები, რომელიც შესაძლოა, ტორნადოს გადავლის შემდეგ მოჰყვეს ადგილობრივ
გეოგრაფიულ გარემოს (რელიეფი, წყალი, ცოცხალი ორგანიზმები) და ნოოსფეროს .
• ტორნადოს ჩამოყალიბების ნიშნები, უსაფრთხოების წესების დაცვა რისკების
შესამცირებლად .
ნაშრომის წარდგენისას აღწერეთ, კვლევის რა ეტაპები გაიარეთ სტატიაზე მუშაობის
დროს.

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

• სტატიაზე მუშაობისას ყურადღება გაამახვილეთ საკითხის აქტუალობაზე და იმ


გეოგრაფიულ გამოწვევაზე, რომლის წინაშეც ამერიკის შეერთებული შტატები დგება;
მიუთითეთ კონკრეტული შტატები, რომელსაც „ტორნადოების ხეივანი“ ჰქვია და სადაც ეს
ბუნებრვი მოვლენა ხდება;

1
• სტატიაში, შეგიძლიათ, ცალ-ცალკე აღწეროთ და ისაუბროთ რელიეფის, ჰაერის მასების
ცირკულაციისა და გეოგრაფიული განედის როლის შესახებ და გასაანალიზებლად
საკითხავ ტექსტში მოცემული N1 და N2 რუკები გამოიყენოთ; შემდეგ კი გააკეთოთ
დასკვნა, თუ როგორი დამოკიდებულებები იკვეთება მათ შორის, როდესაც ტორნადო
ყალიბდება;
• სტატიის წერისას გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ტორნადოს ჩამოყალიბების
პროცესის აღწერა; ამისათვის ვიდეო მასალა გამოიყენეთ;

• შედეგების ანალიზისას, რომელიც ტორნადოს მოჰყვება, არ გამოგრჩეთ რომელიმე


ელემენტი: რელიეფი, წყალი, ცოცხალი ორგანიზმები, ადამიანის საქმიანობის სფერო;
• სტატიაში ცალკე ქვეთავი დაუთმეთ, რა ნიშნებით ვლინდება ტორნადო და როგორ უნდა
მიხვდეს ადამიანი, რომ უსაფრთხოების წესები დროულად დაიცვას;
• სტატიის მომზადებისას გაითვალისწინეთ, რომ მეგობრებს, მასწავლებელს გაუზიაროთ,
რა ტიპის გეოგრაფიული კვლევა განახორციელეთ დავალებაზე მუშაობის პროცესში -
კერძოდ, ეს იყო ფილმებისა და რუკების ანალიზი, ვარაუდების გამოთქმა, თუ კიდევ სხვა
ეტაპები.

რა ვიცით და რა არ ვიცით ტორნადოების ხეივნის შესახებ?

შეიძლება, დაყრუვდე, როდესაც სეტყვის მოსვლის ძლიერ ხმას ისმენ სახურავზე, ძლიერი
წვიმა ასხამს ფანჯრებში და პერიოდულად გაილვებს, რასაც ძლიერი ქუხილი მოჰყვება.

ადამიანებს, ვისაც ეს ხმა გაუგიათ, ამბობენ, რომ 10 მილიონი ფუტკრის ბზუილის მსგავსია.
სხვების აზრით კი ისეთი ხმაა, თითქოს ოთახში მატარებელმა ჩაიარა. თუ ოდესმე თქვენც
გაიგონებთ ამ ხმას, არასოდეს დაგავიწყდებათ - ეს ტორნადოს ხმაა კატასტროფამდე.

„ტორნადოების ხეივანი“ მეტსახელია,


რომელიც შეერთებული შტატების ცენტრალურ
და სამხრეთ დაბლობში მდებარე ტერიტორიას
მიენიჭა, სადაც მუდმივად ყალიბდება
ტორნადოები. ტერმინი „ტორნადოების
ხეივანი“ არც გეოგრაფიული და, მითუმეტეს,
არც მეტეოროლიგიურია, ის მედიამ
დაამკვიდრა. ტორნადო ფიქსირდება ყველა
კონტინენტზე, ანტარქტიდის გარდა. ყველაზე
ძლიერი ტორნადოები აშშ-ს ტერიტორიაზე
გვხვდება, მათი რაოდენობა აქ
ყოველწლიურად 1000 აღწევს.

2
ტორნადოს მოქმედება ძლიერია გაშლილ
ადგილებში, სადაც არ გვხვდება ბუნებრივი
ბარიერები (მთები). მისი წარმოქმნის
მექანიზმი სრულყოფილად არ არის
შესწავლილი. ასე რომ, მისი პროგნოზირება
ძალზე რთულია. ტორნადოს ჩამოყალიბებას
წინ უძღვის ე.წ. ტორნადოს „წარმომქმნელი“
ჭექა-ქუხილი. ტორნადოს წარმომქმნელი
ჭექა-ქუხილის ადგილები, თავის მხრივ,
ჰაერის სხვადასხვა ტიპის ნაკადების
ურთიერთქმედებით ჩნდება - ატმოსფეროს
ზედა ნაწილის ცივი და უფრო ქვედა ფენების თბილი და ტენიანი ჰაერის შეხვედრის
შედაგად. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ე.წ. „ტორნადოების ხეივანში”
ტორნადოს წარმომქმნელი ჭექა-ქუხილი მექსიკის ყურიდან წამოსულ ნოტიო, თბილი
ჰაერის მასების ურთიერთქმედებით ყალიბდება ჩრდილოეთიდან წამოსულ ცივი და
მშრალი ჰაერის მასებთან. მათი ურთიერთქმედებისას მბრუნავი ჰაერის მასები
წარმოიქმნება ღრუბლებით. ჰაერის ორი მასა ერთმანეთში არ ირევა, თუმცა ერთი მეორეს
ეხვევა გარს და ძალიან ძლიერ ქარს ქმნის. ინტენსიურად მბრუნავი ჭექა-ქუხილის
ღრუბლები (cumulonimbus ) ჰაერის მბრუნავ სვეტს წარმოქმნიან და თუ ეს სვეტი
დედამიწას შეეხება, ჩნდება ტორნადო, რომლის სინონიმი ჩვენთან ქარბორბალაა.
ტორნადოებზე დაკვირვებას და მათ შესწავლას ის გარემოებაც ართულებს, რომ ათასი
ჭექა-ქუხილის ღრუბლიდან მხოლოდ ერთმა, შეიძლება, შექმნას მბრუნავი ჰაერის სვეტი,
ამიტომ დაკვირვების ადგილის წინასწარ შერჩევა რთულია. ტორნადო შესაძლოა, ათიოდე
წუთს გაგრძელდეს და 50-100 კმ/სთ სიჩქარით იმოძრაოს. ფართო ძაბრი, რომელიც
წყლისა და მტვრისგან შედგება, მორევის დიამეტრი რამდენიმე ათეული მეტრიდან
რამდენიმე ასეულ მეტრამდე მერყეობს. ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგოდ, ზოგჯერ
კი ჰაერი საათის ისრის მიმართულებით მოძრაობს; იწოვს წყალს, მტვერს და ყველა იმ
ობიექტს, რომელიც გზაზე ხვდება. უკიდურეს შემთხვევებში შესაძლოა, ქარის სიჩქარემ 500
კმ/სთ-საც მიაღწიოს, რასაც მრავალკილომეტრიანი შლეიფიც ახლავს. ამ დროს
ტორნადო, შეიძლება, რამდენიმე საათსაც გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი,
შესაძლოა, დღის ან ღამის ნებისმიერ დროს განვითარდეს, ტორნადოების უმეტესობა
გვიან საღამოს, დღის მეორე ნახევარში ყალიბდება, როდესაც მზემ უკვე გაათბო მიწა და
ატმოსფერო.

ანემომეტრები, რომელიც ქარის სიჩქარის საზომად გამოიყენება, ვერ უძლებენ


ტორნადოების ძალას, ამიტომ მის სიძლიერეს 1971 წელს შექმნილი ფუჯიტას შკალით
(échelle de Fujita) ზომავენ. F1 (მსუბუქი) ტიპის ტორნადოს შეუძლია გადააადგილოს
ტრანსპორტი და მოძრავი სახლები, F2 (საშუალო) ტიპის ტორნადოს - სახურავი ახადოს
კარკასულ სახლს, F3 (მძლავრი) ტიპის ტორნადოს შეუძლია გადააადგილოს სამგზავრო
შემადგენლობა და ფესვებიანად ამოთხაროს ხეები, F4 (დამანგრეველი) ტიპის ტორნადო
მყარად აგებულ სახლებს ანადგურებს, F5 (გამანადგურებელი) ტიპის ტორნადოს კი

3
შეუძლია გადააადგილოს მყარი, ხის კარკასული შენობები, ასეულობით მეტრზე
გადაისროლოს ტრანსპორტი და დაანგრიოს მყარი შენობებიც კი.

ტორნადოს ყველაზე საშიში ნაწილია მისი ქვედა უბანი, დაახლოებით ცხრა მეტრი
სიმაღლის სვეტი. ტორნადოს მოძრაობაზე ჰაერის დინების თავისებურებები მოქმედებს.
ყველა გარემოების გათვალისწინება რთულია. შესაბამისად, რთულია ტორნადოს
დინამიკის სრულყოფილი აღწერაც. ტორნადოების მიზეზების შესწავლისას, მეცნიერებმა
დაადგინეს, რომ ყველა ძლიერი ქარიშხლის დაახლოებით 20 პროცენტი ჩვეულებრივ
ტორნადოებს წარმოქმნის. რატომ იწვევს ქარიშხალი ტორნადოს? რა როლი აქვს ჰაერის
დაღმავალი ნაკადის, ტემპერატურისა და ტენიანობის განსხვავებას? როდესაც აღმავალი
ჰაერის ნაკადი მაღლა იწევს ჰაერის მასების ანალოგიური მდგომარეობის ადგილას,
ტორნადოს წარმოქმნის დიდი ალბათობაა. ტორნადოს ფორმირების დეტალური მიზეზები
ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. თუ ყველა მიზეზი ცნობილი იქნება, მაშინ
მოსალოდნელი ტორნადოსა და მისი დამანგრეველი შედეგების თავიდან აცილება
მოხერხდება. ტორნადოს სიცოცხლე შეიძლება დაიყოს სამ ფაზად: წარმოშობა,
განვითარება და დაშლა. როდესაც ტორნადო წარმოიშობა წვიმის (კუმულუმბუსის)
ღრუბელში, ჩნდება ძაბრი, მიწის ან წყლის ზედაპირზე, სადაც იზრდება ბრუნვის სიჩქარე,
სანამ ძალა თავის კულმინაციას მიაღწევს. შიგნით ჰაერის წნევა მცირდება, პერიფერიულ
ნაწილში კი მაღალია; შემდეგ იწყება მეორე ეტაპი - სრული განვითარების ეტაპი. აქ უკვე
ჩამოყალიბებული ტორნადო მაქსიმალურ ნიშნულებს აღწევს სიჩქარითა და ზომით და
იწყებს მოძრაობას; მესამე ეტაპი კი არის დაშლა. ამ დროს ძაბრის ბრუნვის სიჩქარე
იკლებს, ფერი იცვლება და სიმუქეში შემოდის სინათლე, ხოლო ტორნადო თავისთავად
იშლება, ერთი ნაწილი მიწაზე რჩება, ნაწილი კი - „დედა" ღრუბელში.

რატომ ჩნდება ისინი აშშ-ში ხშირად? ისინი გაზაფხულზე ან გვიან შემოდგომაზე ჩნდება,
თუმცა, შეიძლება, წელიწადის ნებისმიერ დროსაც ჩამოყალიბდეს - ჩრდილოეთ
პოლუსიდან წამოსული ცივი არქტიკული ჰაერის მასებისა და მექსიკის ყურიდან წამოსული
ტროპიკული ჰაერის ნაკადის შეხვედრის შედეგად. ამ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა
აქვს კლიმატწარმომქნელ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ქვეფენილი ზედაპირის ხასიათი
(რელიეფი), გეოგრაფიული განედი (კლიმატური სარტყლები), ჰაერის მასების
ცირკულაცია, ტემპერატურა, რასაც ემატება განსხვავებული ტენიანობისა და წნევის
მაჩვენებლელი. ამერიკის შეერთებულ შტატებში კლიმატწარმომქნელი ერთ-ერთი
უმთავრესი ფაქტორი რელიეფია. ცენტრალური ნაწილი მთლიანად დაბლობებს უკავია,
დასავლეთით და აღმოსავლეთით კი მთებია.

4
რუკა N 1 ჩრდილოეთ ამერიკის ფიზიკურ-გეოგრაფიული რუკა

ოკლაჰომა, ტეხასი, კანზასი, ნებრასკა, კოლორადო და სამხრეთი დაკოტა, ჩვეულებრივ,


შედიან „ტორნადოს ხეივანში“. სხვა შტატები, რომლებიც შეიძლება, ტორნადომ მოიცვას,
არის ჩრდილოეთ დაკოტა, ვაიომინგი, მინესოტა, აიოვა, ილინოისი, ინდიანა, ოჰაიო,
მისური, არკანზასი, ლუიზიანა, კენტუკი და ტენესი.

5
რუკა N 2 ტორნაოდების ხეივანი

ტორნადოს შედეგები, რისკის განსაზღვრა

მას შემდეგ, რაც ქარბორბალა მიწას


შეეხება, შესაძლოა, რამდენიმე წამიდან
რამდენიმე საათის განმავლობაში
„იცოცხლოს“. ანადგურებს სახლებსა და
ინფრასტრუქტურას-ხიდებს, გზებს,
აიტაცებს მატარებლებს, მანქანებს,
ფესვიანად ამოძირკვავს ხეებს და
მდინარეების კალაპოტიდან ამოიღებს
მთელ წყალს. ტორნადოს მიერ
დაზარალებულ ადამიანთა უმეტესი
ნაწილი მფრინავი ნამსხვრევებით -
სახურავის ნაწილებით, გატეხილი
მინით, კარებით, მეტალის მასალით
არის დაშავებული.
კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე „საბედისწერო" ტორნადო იყო ქარიშხალი „კატრინა“,
რომელიც 2005 წლის 27-29 აგვისტოს დაატყდა თავს აშშ-ს სამხრეთ შტატებს. როდესაც

6
ის სანაპირო ზოლს მიუახლოვდა, ექსპერტებმა ყველაზე მაღალი ქულა მიანიჭეს მას.
ქარიშხალი „კატრინას“ დროს ქარის სიჩქარე საათში 220-280 კილომეტრი იყო. მან 80
პროცენტით გაანადგურა ქალაქი ნიუ-ორლეანი და დაახლოებით 2,000 ადამიანის
სიცოცხლე იმსხვერპლა; ეკონომიკურმა ზარალმა კი 125 მილიარდი დოლარი შეადგინა.

ტორნადოები და ქარიშხლები ბუნებრივი მოვლენების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ძალაა.


ისინი მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ მოსახლეობას და დამანგრეველი ეფექტით
წყალდიდობებსა და მიწისძვრებს ედრება. ტორნადოების შედეგად ნადგურდება
მინდვრები, ზიანდება საკომუნიკაციო და ელექტროგადამცემი ხაზები, იღუპებიან
ცხოველები.

პროგნოზირების გაუმჯობესებისა და გამაფრთხილებელი სისტემების გამოყენებამდე,


შეერთებულ შტატებში, წელიწადში, საშუალოდ გარდაცვლილთა რიცხვი ბევრად მეტი იყო.
მას შემდეგ კი, რაც სარადარო სისტემა გამოიყენეს, ტორნადოების გაფრთხილების დრო
გაიზარდა 1980-იან წლებში ხუთ წუთზე ნაკლებიდან - საშუალოდ 13 წუთამდე. როდესაც
ამინდის პირობები ხელს უწყობს ტორნადოს ფორმირებას, ეროვნული ამინდის სამსახური
იუწყება მოსალოდნელი ტორნადოს დროის შესახებ და გაიცემა გაფრთხილება. ბოლო
მონაცემებით, აშშ-ში ტორნადოს შედეგად წელიწადში, საშუალოდ, 60 ადამიანი იღუპება.

მეტეოროლოგები ტორნადოს რისკებსა და შედეგებზე საუბრისას შედარებისთვის იყენებენ


მონეტას, რომელსაც ორი მხარე აქვს. ერთ მხარე ტორნადოს ჩამოყალიბების მიზეზებია,
მეორე მხარე კი - საზოგადოების, ადამიანის გავლენა: „ხშირ შემთხვევაში, როდესაც
ტორნადოს განვიხილავთ, ხაზგასმით ვსაუბრობთ მის დამანგრეველ შედეგებზე,
მოსალოდნელ კატასტროფაზე და გვავიწყდება საზოგადოებრივი ფაქტორი” -
დასახლებული ტერიტორიის სიმჭიდროვე, საცხოვრებელი სახლების ტიპები.

სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების


სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია
მჭიდროდ დასახლებულია, რასაც ემატება
ე.წ. „მობილური სახლები”. ასეთი სახლები,
ფაქტობრივად, ხაფანგად იქცევა
ტორნადოების დროს ადამიანებისთვის,
მათ ქარის სიჩქარის შემცირებაც კი არ
შეუძლიათ, ადვილად იშლება და
ნადგურდება ძლიერი ქარიშხლების დროს.
თუმცა მოსახლეობა პრობლემად ვერ
აღიქვამს ამას, მათთვის პრობლემა
ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ტორნადოს
სახით ატყდებათ თავს.

ტორნადოს შესწავლის მიზნით ექსპერიმენტები ხორციელდება. ერთ-ერთი ექსპერიმენტი


გულისხმობს სპეციალური კამერების მოწყობას იმ ადგილებში, სადაც, სავარაუდოდ,

7
გაივლის ტორნადო და დეტექტორის ჩანაწერების ანალიზით დგინდება ტორნადოს
მახასიათებლები. ტორნადოებზე დაკვირვება რადარების საშუალებითაც ხდება.
რადარები, შეიძლება, განთავსდეს ტორნადოებთან ახლოს და არა შიგნით -
ტორნადოებში. რადარების საშუალებით ფიქსირდება ტორნადოს მახასიათებლები
დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით თხუთმეტ მეტრ სიმაღლეზე და არა უშუალოდ
დედამიწის ზედაპირთან. მეორე ტიპის ექსპერიმენტი კი ხელოვნური ტორნადოების
შექმნასა და მათი გავლენის შესწავლას გულისხმობს. ხელოვნური ტორნადოები მცირე
მასშტაბებზე იქმნება. შესაბამისად, ხელოვნური ტორნადოებისა და სხვა ობიექტების
პარამეტრები ისეა შერჩეული, რომ ლაბორატორიაში მიღებული შედეგები მაქსიმალურად
ახლოს იყოს იმ შედეგებთან, რომლებსაც რეალური ტორნადო გამოიწვევდა.
ექსპერიმენტების შედეგები საშუალებას იძლევა, ისეთი ნაგებობები ააგონ, რომლებიც
ტორნადოებს გაუძლებს. ტორნადოების ბუნების შესასწავლად, ექსპერიმენტული
სამუშაოების გარდა, მიმდინარეობს თეორიული კვლევებიც. საჭიროა, აღიწეროს და
განისაზღვროს ის პირობები, რომლებიც ხელსაყრელია ტორნადოს წარმოქმნისთვის.
ასევე, მნიშვნელოვანია ტორნადოს დინამიკის თეორიული მოდელირება. ტორნადოების
პროგნოზირებისთვის საჭიროა ატმოსფეროს ფიზიკის საფუძვლიანი შესწავლა და იმ
პროცესების გაანალიზება, რომელზე დაკვირვებაც ატმოსფეროში ტორნადოს
წარმოქმნამდე შეიძლება და ტორნადოებს უკავშირდება. ასეთი პროცესების შესწავლა
ტორნადოს წარმოქმნის წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა. რაც უფრო ადრე
გაკეთდება პროგნოზი ტორნადოს წარმოქმნის შესახებ, მით უფრო ადვილია
ტორნადოსგან მიყენებული სავარაუდო ზარალის შემცირება ან თავიდან აცილება.

უსაფრთხოების წესები

ტორნადოები შეიძლება სასიკვდილო იყოს, თუმცა არსებობს ნაბიჯები, რომელთა


გადადგმით მოსალოდნელი დაზიანების რისკი მცირდება. გახსოვდეთ, რომ მიუხედავად
იმისა, რომ ტორნადოები, უმეტესად, გარკვეულ ადგილებში ვრცელდება, ისინი, შეიძლება,
მოულოდნელად ბევრ სხვა ადგილას გამოჩნდნენ. ამიტომ მნიშვნელოვანია რამდენიმე
საკითხი:
• საკვების, წყლის, მედიკამენტების, ბატარეების, ფანრების, მნიშვნელოვანი
დოკუმენტების, საგზაო რუკებისა და საწვავის მომარაგება;
• მოერიდეთ ავტომობილებსა და მობილურ სახლებს, რომლებიც თითქმის არ იცავენ
ტორნადოებისგან. ერთადერთი უსაფრთხო ადგილი ტორნადოს დროს ძლიერი
მიწისქვეშა თავშესაფარია;
• მეორე უსაფრთხო ადგილი გახლავთ სარდაფი. ტორნადოს დროს დაზიანებები,
უმეტესად, გამოწვეულია მფრინავი საგნებისგან, როგორიცაა: ავეჯი, მინის ჭურჭელი. თუ
შენობას სარდაფი არ აქვს, მაშინ შიდა ოთახით, კორიდორით, ან სახლის ყველაზე
ცენტრალური ადგილით ისარგებლეთ. შეძვერით ავეჯის ქვეშ ან ზემოდან ლეიბები
დაიფარეთ. წინათ ადამიანები თვლიდნენ, რომ ტორნადოს დროს სახლი „ფეთქდებოდა“,
ამიტომ ფანჯრები ღია მდგომარეობაში უნდა ყოფილიყო, რათა ჰაერის წნევა
გათანაბრებულიყო სახლის შიგნით და გარეთ. თუმცა ღია ფანჯრები ნამდვილად არ არის
რეკომენდებული;

8
• იმის გამო, რომ ტორნადოზე სრული ინფორმაცია არ არსებობს, შესაბამისად, თავდაცვის
მექანიზმებიც არასრულყოფილია.

და მაინც, რა ვიცით მის შესახებ, როგორია დასკვნები ტორნადოს გამომწვევ მიზეზებთან


დაკავშირებით და შეგვიძლია თუ არა პრევენციული ღონისძიებების გატარება? ამ
კითხვებზე პასუხის მისაღებად პერმანენტულად მიმდინარეობს კვლევები.

ტორნადოს დამანგრეველი მოქმედება შენობებზე სამი ძირითადი ეტაპისგან შედგება.


პირველ ეტაპზე ჰაერის ნაკადი აზიანებს შენობას, შემდეგ ჰაერის მბრუნავი ნაკადი ანგრევს
მის კედლებს და ბოლოს ჰაერის აღმავალი ნაკადი აიტაცებს შენობის ნაწილებს.
ტორნადოს დამაზიანებელი მოქმედება გამოწვეულია იმითაც, რომ იგი გადააადგილებს
არა მხოლოდ ჰაერს, არამედ დიდი სიჩქარით მოძრავ „ნაგავსაც” – სახლების ნაწილებს,
სატელეფონო ბოძებს, ტრანსპორტს (ან მის ნაწილებს).

მნიშვნელოვანია, ასევე, პრევენციული ზომებიც: მიწის გამოყენების შეზღუდვა ხშირი


ქარიშხლებისა და ტორნადოების ადგილებში. საშიში სამრეწველო ობიექტების
განთავსების შეზღუდვა; ზოგიერთი მოძველებული ან მყიფე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი;
სამრეწველო, საცხოვრებელი და სხვა შენობა-ნაგებობების გაძლიერება; საინჟინრო და
ტექნიკური სამუშაოების ჩატარება ძლიერი ქარის დროს საშიში მრეწველობის რისკის
შესამცირებლად, მათ შორის აალებადი და სხვა საშიში ნივთიერებებით საწყობებისა და
აღჭურვილობის მდგრადობისა და სტაბილურობის გაზრდა; მატერიალური და ტექნიკური
რეზერვების შექმნა; მოსახლეობისა და სამაშველო პერსონალის ტრენინგი.

წყარო:

You might also like