You are on page 1of 2

არის ასეთი მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში სახელად დურუჯი.

იგი ალაზნის
შენაკადია და გაედინება ქალაქ ყვარელზე. სხვათაშორის ხშირია ამ მდინარეზე
ღვარცოფები, რომელიც დიდ ზიანს აყენებს არემარეს და დასახლებულ ტერიტორიებს .
მინდა ამ პატარა წერილით აგიხსნათ ყველაფერი, იმის შესახებ თუ რა არის ღვარცოფი ,
როდის და როგორ იქმნება და როგორ დავიცვათ მისგან თავი.

ჯერ დავიწყოთ ზოგადად რა არის ღვარცოფი. ღვარცოფი არის გეომორფოლოგიური


და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენა, რომლის დროსაც წყლის დონე იმდენად
იმატებს, რომ თან მოაქვს ყველაფერი რაც გზაში შეხვდება. ქვა-ღორღი, ხე, მიწა და ასე
შემდეგ. ეს ქმნის ისეთ წყლის მასას, რონელსაც ჩვეულებრივი წყალდიდობისგან
განსხვავებით სწრაფი დინება, ძლიერი დაჯახება და მეტი ზარალი მოჰყვება.
ღვარცოფის წარმოქმნის მიზეზები არც თუ ისე ცოტაა. მაგალითაც უხვი წვიმა,
წყალსაცავების გახეთქვა, მიწისძვრები, თოვლის დნობა, სეტყვა, მდინარის
სიახლოვეს ტყის გაკაფვა და ასე შემდეგ. სწორედ ამ მიზეზების გამო წარმოიქმნრბა
ღვარცოფები და აზიანებს გზაზე ყველაფერს.

როგორ შეიძლება ღვარცოფისგან თავის დაცვა?

ღვარცოფი ისეთი სტიქიური მოვლენაა, რომელიც ძალიან დიდ ზიანს აყენებს


გარემოს. მისგან თავის დაცვა არაა მარტივი და თანაც ამისტვის ძლიერი ეკონომიკაა
საჭირო.

მდინარე დურუჯი არის არაპროგნოზირებადი მდინარე, არავინ იცის წინასწარი თუ


როდის იქნება წყალდიდობა ან ღვარცოფი. ამიტომ მისგან თავის დასაცავად წინასწარ
იღებენ ზომებს.

ჯერ დავიწყოთ იმით რომ სუსტი ეკონომიკის ქვეყნებს არ აქვთ საშუალება, რომ
ყველა მდინარეზე აიღონ ზომები წყალდიდობების და ღვარცოფების შესაჩერებლად.
ამიტომ ჯერ იქმნება რუკა, სადაც მხოლოდ ასახულია ის მდინარეები, რომლებიც მეტ
საფრთხეს ქმნია. და მეტად სჭირდებათ რეგულირება.

მდინარე დურუჯის მაგალითზე მდინარის კალაპოტი დააღრმავეს და გვერდები


აუმაღლეს, რათა წყალდიდობის შანსები შეემცირებინათ.

რაც შეეხება ადამიანების უსაფრთხოებას. ღვარცოფში მოყოლილი ადამიანის


გადარჩენა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ უნდა ერიდონ მდინარეების სიახლოვეს
წვიმიან და ქარიშხლიან პერიოდებში.

ღვარცოფის დაფიქსირების შემდეგ უნდა მოხდეს მაცხოვრებელთა ინფორმირევა,


რომ მოშორდნენ წყლის სიახლოვეს. ეს იქნება სატელეფონო ზარი, რადიო,
ტელევიზორი თუ ზარი. ინფორმირებჯს შემდეგ მდინარიდან უნდა დაიჭიროს
ადამიანმა 70-100 მეტრი დისტანცია.
ასევე სახლის შენება არ არის რეკომენდირებული მდინარის სიახლოვეს. და თუ
სახლი უკვე აშენებულია ასეთ ტერიტორიაზე, მაშინ უნდა მოხდეს მისი დაცვა. ანუ
მის გარშემო თხრილები და ტყის გაშენებით წარმოქმნილი ბარიერი უნდა იყოს, რომ
წყლის გარკვეული რაოდენობა შეაჩეროს. ეს ზიანს შეამცირებს.

ღვარცოფისგან მიყენებული ზიანის მთლიანად აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა


შეგვიძლია მისგან გარემოს დიდი ნაწილის დაცვა. და რაც მთავარია ადამიანების
სიცოცხლის გადარჩენა.

You might also like