You are on page 1of 9

შავი ზღვა

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა


საგანი-ბუნებისმეტყველება
მასწავლებელი - ირინა ჭელიძე
18 მარტი 2020წ.
ფიზიკურ რუკაზე წითელი ნიშნულით აღნიშნულია შავი ზღვა
 საქართველოსა და ქართველებისთვის შავი
ზღვა, შეიძლება ითქვას, მსოფლიო ოკეანის
გასაღებია. 
შავი ზღვა
 ერთი ვერსიით, შავი ზღვის წყალი ყოველთვის ლურჯი არ
არის. ზამთარში, როდესაც ცივი ქარები ქრის, ზღვის ზედაპირი
მუქდება და უზარმაზარი ტყვიისფერი ტალღები გრუხუნით
ეხეთქება სანაპიროს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას შავს.

 არსებობს მეორე მოსაზრებაც – რომ სახელწოდება ნისლისა


და ღრუბლების ფერისგან მომდინარეობს. შავ ზღვაზე ხშირად
ჩამოწვება ხოლმე შავი ღრუბლები და ნისლს შტორმი
მოჰყვება. ამ დროს ზღვაც მუქდება და გარემოსაც შავი ფერი
ედება.

 კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, შავ ზღვას იმიტომ უწოდეს


შავი, რომ ის უფრო მუქია, ვიდრე მარმარილოს ზღვა.
შავი ზღვა
შავ ზღვაში ცოცხალი ორგანიზმების 3774 სახეობა ბინადრობს,
რომელთა უმეტესობა უხერხემლო და წყალმცენარეა. აქ
გვხვდება, როგორც მუდმივად მცხოვრები, ასევე სრუტეებიდან
შემოსული თევზებიც. სარეწაო მნიშვნელობის თევზებია სვია,
ქაშაყი, ქაფშია, კაპარჭინა, კობრი, კეფალი, სტავრიდა,
თინუსი და სხვ. ზღვაში გუნდებად ცხოვრობენ დელფინები.

დიდი ხანი არ არის, რაც შავ ზღვაში გაჩნდა რაპანა და


მედუზისმაგვარი პელაგიური ცხოველი – სავარცხელა. მათ
შავი ზღვის დაუპატიჟებელ სტუმრებსაც უწოდებენ. ისინი
მეტად საშიში და დიდი ზიანის მომტანი არსებები არიან.
შავ ზღვაში არ ცხოვრობენ ზვიგენები.
 ყურადღებით წაიკითხეთ “გაკ 29 -შავი ზღვა”, ასევე
წასაკითხია ტექსტი “დელფინი და ზვიგენი”
რომელიც ატვირთულია როგორც სლაიდის
ბოლოს, ასევე ცალკე ფაილად. დაამუშავეთ
მხოლოდ 2 გვერდი. პირველი წაიკითხეთ, ხოლო
მეორე გვერდის ტესტის სწორი პასუხები ამოწერეთ
და გამომიგზავნეთ. მაგ: 1 - გ; 2 - დ და ა.შ.
 დავალება შეგიძლიათ შეასრულოთ ვორდის ფაილში , ან
დაწეროთ რვეულში და გადაუღოთ ფოტო, ან აკრიფოთ
სქულბუქის წერილში და ისე გამომიგზავნოთ, ან თუ ეს
ყელაფერი შეუძლებელია, შესრულებული დავალებები ერთად
წარმოადგინეთ სკოლაში რომ მოხვალთ.
http://kargiskola.ge/myadmin/ckeditor/ckfinder/userfiles/files/delfin
i%20da%20zvigeni.pdf
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like