You are on page 1of 1

არქეოლოგია არის მეცნიერება რომელიც შეისწავლის ისტორიას უძველესი

არტეფაქტების საფუძველზე. მინდა გაგაცნოთ ისტორიულ-ენციკლოპედიური წიგნის „ჩემი


საქართველო“-ს დახმარებით მიღებული ინფორმაცია, ერთ-ერთი არქეოლოგიური კვლევის
შესახებ.
ამ კვლევის შედეგად აღმოჩენილი იქნა უძველესი ადამიანების, პირველი ავროპელების
ძვლები საქართველოში.
საქართველო - უძველესი ადამიანის სამშობლო
კავკასია, სადაც საქართველო მდებარეობს, ერთ დროს, თითქმის მთლიანად ზღვით იყო
დაფარული. მოგვიანებით აქ ამოიზიდა ხმელეთი და ზღვა ორად გაიყო, ასე წარმოიქმნა შავი
ზღვა და კასპიის ზღვა.საქართველოს ჩრდილოეთით გადაიჭიმა კავკასიონის ულამაზესი ქედი .
თავისი მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალებით
ესენია: იალბუზი, მყინვარწვერი, დიხთაუ და სხვა.

მოგვიანებით ხმელეთზე გაჩნდა მცენარეები და ცხოველები. ამ უხსოვარ დროს საქართველოში


ბინადრობდნენ უზარმაზარი ცხოველები - დინოზავრები. ამ მტაცებელი და ბალახისჭამია
ცხოველების 200_მდე ნაკვალევი აღმოჩენილია, ქუთაისის მახლობლად, სათაფლიის
ნაკრძალის ტერიტორიაზე.
ასევე საქართველოში ბინადრობდა უძველესი სპილო, რომლის ჩონჩხი, თქვენ შეგიძლიათ
ნახოთ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში.
საქართველოს ტერიტორია უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. ერთ-ერთ ძველ
ნაქალაქარ დამნისში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ყველაზე ძველი ადამიანების ძვლები მთელს
ევრაზიაში.
მეცნიერების კვლევით დადგინდა, რომ უძველესი ადამიანების ძვლები თარიღდება
მილიონ რვაასი ათასი წლით შემდგომში კი მოხდა ადამიანთა გასახლება ევროპასა და აზიაში .
მამაკაცისა და ქალის ძვლების ნარჩენებთან ასევე აღმოჩნდა ხანდაზმული ადამიანის და
ბავშვების ძვლების ნაწილები. ამ უძველეს წყვილს დაარქვეს „ზეზვა“ და „მზია“.
დმანისის ნაქალაქარში უძველესი ადამიანების ნაშთებთან ერთად აღმოაჩინეს დიდი
რაოდენობით ნამარხი ცხოველების ნაშთები.
ესენია: ცხენი, ანტილოპა, ხმალკბილა ვეფხვი, სპილო, ქვეწარმავლები, მგელი, აფთარი,
მარტორქა, ირემი, შველი, ჟირაფი, სირაქლემა, ცხვარი და სხვა.
ეს აღმოჩენა შესაძლებელს ხდის რომ მეცნიერებმა აღადგინონ იმ გარემოს მოხაზ ულობა
რომელშიც ცხოვრობდნენ უძველესი ადამიანები.

You might also like