You are on page 1of 10

1) რა არის ისტორია

ადამიანი დედამიწაზე დაახლოებით 4 მილიონი წლის წინ გაჩნდა, კაცობრიობამ


განვითარების გრძელი გზა გაიარა. ისტორია ბერძნული სიტყვაა და კაცობრიობის წარსულს
შეისწავლის, იმ მეცნიერებს რომლებიც წარსულს შეისწავლიან ისტორიკოსები ეწოდებათ.

6500 წლის წინ დაამზადეს, წინა აზიაში


მდინარე ევფრატის ნაპირებთან იპოვეს.

2) როგორ იკვლევენ პრე-ისტორიულ წარსულს?

დროის მონაკვეთში დამწერლობისა და პირველი სახელმწიფოების შექმნამდე მეცნიერები


პრე-ისტორიულ ეპოქას უწოდებენ, ამ პერიოდში გაჩნდნენ უძველესი ადამიანები და
დედამიწის სხვადასხვა მონაკვეთში განსახლდნენ.

რას ნიშნავს პრე-ისტორია? პრე ნიშნავს წინარეს, დამწერლობის გამოგონების შემდგომ ხანას
კი მეცნიერები უკვე ისტორიულს უწოდებენ. უძველეს პერიოდს არქეოლოგიები იკვლევენ,
არქეოლოგია ისტორიული მეცნიერების ქვედარგია, რომელიც აღმოაჩენს და შეისწავლის
ნივთიერ წყაროებს ანუ არტეფაქტებს.

არტეფაქტი---ადამიანის ხელით დამზადებული უძველესი ნივთი,რომელსაც არქეოლოგიები


მოიპოვებენ.
უძველესი ადამიანი---უძველესი ადამიანები ძლიერ განსხვავდებოდნენ თანამედროვე
ადამიანებისგან, მეცნიერები მათ ჰომონინებს უწოდებდნენ ,ისინი ჩვენი უძველესი
წინაპრები არიან. ისტორიკოსების უმრავლესობა ფიქრობს რომ პირველი ჰომინინები
აფრიკაში წარმოიშვნენ და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ამ კონტინენტზე
ცხოვრობდნენ, ისინი ასეულ ათასობით წლის განმავლობაში ვითარდებოდნენ, ჰომინინების
სხვადასხვა სახეობიდან თანამედროვე ადამიანი ჩამოყალიბდა.

უძველესი ჰომინინი - ავსტრალოპითეკი (სამხრეთული პრიმატი) აფრიკაში ცხოვრობა, მას


ორ ფეხზე სიარული შეეძო, მაგრამ ძირითადად ხეზე ბინადრობდა.

ჰომო ჰაბილისი (მარჯვე ადამიანი) - აფრიკაში ცხოვრობა, გამოქვაბულში ბინადრობდა და


იარაღს ამზადებდა.

ჰომო ერგასტერი (მუშა ადამიანი) – 1.8 მლნ წლინ აფრიკაში ცხოვრობდა, ის უფრო მაღალი
და ძლიერი იყო, უფრო მეტ იარაღს ამზადებდა და ნადირობდა, ჰომო ერგასტერი აზიაში
გადავიდა და იქ გააგრძელა განვითარება, ჰომო ერგასტერის შთამამოვალს ჰომო ერექტუსებს
(წელში გამართული ადამიანი) უწოდებენ.

ნეანდერტალელი - თანამედროვე ადამიანის წინაპრად ითვლება, მისი ჩონჩხის ნაწილები


გერმანიაში ნეანდერის ხეობაში აღმოაჩინეს და სახელიც ამის მიხედვით უწოდეს,
ნეანდერტალელი 300 000 -40 000 წლის წინ პერიოდში ძირითადად ევროპასა და დასავლეთ
აზიაში ცხოვრობდა,მეცნიერების აზრით ნეანდერტალელი თანამედროვე ტიპის ადამიანთან
თანაარსებობდა. ისინი ჯკუფურად ცხოვრობდნენ,ორგანზიებულად ნადირობდნენ, შრომის
იარაღებს ამზადებდნენ, ცეცხლას ანთებდნენ.

ჰომო საპიენსი --ჰომინინების განვითარების შედეგად ჩამოყალიბდა ადამიანის


თანამედროვე ტიპი, რომელსაც ჰომო საპიენსს (მოაზროვნე ადამიანს) უწოდებენ, ჰომო
საპიენსი დაახლოებით 200 00 წლის წინ გაჩნდა,მას ჩამოყალიბებული მეტყველების უნარი
და განვითარებული გონება ჰქონდა.

მეცნიერების ვარაუდობენ რომ ჰომინინები აფრიკის გარეთ 1.8 მილიონი წლის წინ
გავრცელდნენ, რადგან სწორედ ასე თარიღდება აფრიკის გარეთ აღმოჩენილი მათი ნაშთები-
საქართველოს ტერიტორიაზე დმანისში აღმოჩენილი ჰომინინი ჰომო ერექტუსებია.

დმანისი

აფრიკიდან ადამიანმა იმიტომ გადაისახლა სხვა რეგიონებში, მას უნდოდა ახალი


ტერიტორიების ათვისება ათვისება, დმანისიელი ჰომინინის წინაპრების ნაშთები აფრიკაშია
ნაპოვნი, მისი შთამომავლები საქართველოს ტერიტორიიდან გავრცელდნენ როგორც
ევროპის ასევე აზიის მიმართულებით, დმანისელი ჰომინინის სიმაღლე იყო 1.50 მ. თავის
ტვინის მოცულობა ორჯერ ჩამოუვარდებოდა თანამედროვე ადამიანისას, იგი ამზადებდა
ქვის იარაღებს და მდინარეთა ხეობებიდან მოტანილქ ქვებს იყენებდნენ, იყენებდა ცეცხლს,
დმანისის შემდგომი ადამიანების ნაშთების ასაკი ევროპაში დაახლოებით 800 00 წელია.
დმანისელი ჰომინინები შემგროვებლობას ეწოდნენ, პატარა ცხოველებზე ნადირობდნენ და
ლეშითაც იკვებებოდნენ, დმანისში არქეოლოგებმა ცხოველების ძვლებიც აღმოაჩინეს,
რომელიც 30-მდე სახეობის ცხოველის ძვლებია---დმანისში აღმოჩენილი ჰომინინებს ზეზვა
და მზია უწოდეს.
შემგროვებლობა---უძველესი ადამაინის ერთ ერთი ძირითადი საქმინაობა, შეგროვება ანუ
ბუნებაში საკვების მოპოვება.

უძველესი ადამიანის ყოფა ცხოვრება

უძველესი ადამიანების პატარ-პატარა ჯკუფებად ცხოვრობდნენ, რამდენიმე ზრდასრული


მამაკაცი და ქალი ჩვილებსა და მოზარდებს საკვებითა და თავშესაფრით
უზრუნველყოფდა,ისინი საცხოვრებლად მოხერხებულ ადგილს ირჩევდნენ და იქ სადგომს
აწყობდნენ, იკვებებოდნენ მცენარეულითა და ნანადირევის ხორცით. პირველყოფილი
ადამიანი სხვადასხვა მცენარისა და ნაყოფის შესაგროვებლად ტყეში დადიოდა, ხორცს
ნადირობით მოიპოვებდა, წყლის პირას ცხოვრობდა და თევზაობდა კიდევ, პირველყოფილი
ადამინაის ძირითადი საქმიანობა შემგროვებლოა+ნადირობა და თევზაობა იყო.

იარაღს ქვისგან -ხისა და ძვლისგანაც ამზადებდნენ, მეცნიერები მიიჩევენ რომ ადამიანის


მიერ დამზადებული პირველი ქვის იარაღის საშუალებით ხის ტოტის მოჭრა, ან პატარა
ცხოველის მოკვლა და გატყავება შეიძლებოდა.დროთა განმავლობაში ადამიანმა ქვისგან
სხვადასხვა იარაღის დამზადება დაიწყო და განავითარა ეს გამოცდილება--სწორედ ამ
პერიოდში ადამიანის იარაღს ძირიტადად ქვისგან ამზადებდა, არქეოლოგებმა პრე-
ისტორიას ქვის ხანა უწოდეს.

საქართველოს ტერიტორიაზე ქვის ხანის 400-მდე სადგომია ცნობილი, საქართველოში


შემორჩენილია ნეანდერტალელების ნაშთებიც,საკაჟიას მღვიმესა და ორთვალა კლდეში
აღმოჩენილი მასალა მიუთითებს რომ იქ ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ, არქელოგების
მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები მეტყველებს რომ საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანები
სხვადასხვა ცხოველზე ნადირობდნენ, მაგრამ დათვზე ნადირობა გავრცელებული იყო.
ქვის ხანა ---ქვის ხანა მეცნიერებებმა პირობითად სამ ნაწილად დაყვეს- ძველ პერიოდად ანუ
პალეოლითად (ბერძნ.პალიოს -ძველი,ლითოს -ქვა), შუა პერიოდად ანუ მეზოლითად
(ბერძ.მეზოს-შუა,საშუალო) და ახალ პერიოდად ანუ ნეოლითად (ბერძნ.ნეოს-ახალი),
ამჟამად მიღებულია ქვის ხანის შემდეგი პერიოდაზაცია.

ქრონოლოგია - (ბერძ. Chromos –დრო, logos- მოძღვრება) ისტორიული მოვლენების


თანმიმდევრობა დროის მიხედვით.

დიდი გამყინვარება ----

ისტორიის ამ უძველეს და ხანგრძლივ პერიოდში დედამიწაზე მნიშვნელოვანი კლიმატური


ცვლილებები მოხდა, დაიწყო დიდი გამყინვარება,რომლის დროსაც ევროპის უდიდესი
ნაწილი სქელმა ფენამ დაფარ, ვრცელ ტერიტორიაზე მცენარეულობა და ბალახისმჭამელი
ცხოველები განადგურდნენ, იმ ადგილებში რომლებიც ყინულით არ დაფარულა მუდმივი
თოვლის ხაზმა მთებიდან 1200-1300 მეტრით დაბლა დაიწია.

გამყინვარებამ ადამიანები აიძულა დაეტოვებინათ გამოქვაბულები მაღალმთიან ხეობებში


და თავშესაფარი დაბლობ რაიონებში ეძებნათ, სადაც საკვებით მოპოვების შედარებით იოლი
იყო. საქართველოს ტერიტრიაზე გამყინვარების დროინდელი ძეგლები ძირითადად
ზღვისპირა ზოლში-ენგურის ხეობასა და რიონ-ყვრილის აუზშია თავმოყრილი.----
გამყინვარებისას პირველყოფილმა ადამიანმა ცეცხლის გამოყენებაც ისწავლა, კლიმატმა
უკარნახა სხეულის სიცივისაგან დაცვაც, ქვის ხანაში ადამიანი ტანზე მონადირებული
ცხოველი ტყავს იხვევდა,თავდაპირველ ტყავი უხეში იყო, ნელ ნელა ადმაიანებმა ისწავლეს
ტანსაცმლის დამუშავება.
რატომ შეიმოსა ადამიანი? - კლიმატური თეორიის მიხედვით კლიმატური პირობები
უკარნახებდა ადამიანს, დაეცდა სხეული სიცივისა და სიცხისაგან, მორალური თეორიის
მიხედვით ადამიანმა სიშიშვლით გამოწვეული სირცხვილის გამო თავისი სხეული
ტანსაცმელი დამალა----დაახლოებით მეზოლითის ხანაში გამყინვარება დასრულდა და
დედამიწაზე თანამედროვესთან მიახლოებული კლიმატური პირობები ჩამოყალიბდა.
2) როგორ შეიქმნა გვაროვნული საზოგადოება?
პირველყოფილი ადამიანები ჯკუფებად იმიტომ ცხოვრობდნენ რომ მათ ცალ ცალკე
არსებობა გაუჭირდებოდათ, ჯკუფის წევრები ერთად ნადირობდნე და ტყეში
შესაგროვებლადაც ერთად დადიოდნენ, მათ ერთმანეთთან ნათესაური ურთიერთობები
აკავშირებდათ ამიტომ ამ გაერთიანებას გვარს უწოდებდნენ. გვარში თაობიდან თაობას
გადაეცემოდა თანაცხოვრების წესები, რომლებიც ნელ ნელა დაუწერელ კანონებად
ჩამოყალიბდა. შემდეგ რამდენიმე გვარის გაერთიანებით თემი შეიქმნა, ამ საზოგადოებას
მეცნიერები გვაროვნულ ტემს უწოდებენ, ქვის ხანაში ადამიანები გვაროვნული თემის
პირობებში ცხოვრობდნენ, ძირითადი საქმიანობის მიხედვით ამ საზოგადოებას მონადირე -
შემგროვებელთა საზოაგდოებასაც უწოდებდნენ.
პირველყოფილი ადამიანი თავისი საქმიანობისას ხანგრძლივი დროის განმავლობაში
სწავლობდა ბუნებას, სად რა იზრდებოდა, რომელი მცენარეი იყო ვარგისი საკვებად,რომელი
ცხოველი სად ბინადრობდა და როგორ იყო შესაძლებელი მისი მონადირება----თემის
წევრები თანასწორუფლებიანი იყვნენ, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ და ნანადირევი თუ
მოპოვებული საკვებიც საერთო ჰქონდათ, მაგრამ ამ საზოგადოებას ჰყავდა თავისი ლიდერი,
მას სახალხოს კრებაზე ირჩევდნენ-----გვაროვნული თემის ლიდერი მარჯვე მონადირე და
მომპოვებელი იყო, ის ვალდებული იყო, ჯკუფის წევრებისთვის პირადი მაგალითით
დაემტკიცებინა საკუთარი ავტორიტეტი, მოეპოვებინა ყველაზე მეტი ნანადირევი, სხვა
შემთხვევაში მას სხვა უფრო მოხერხებული შეცვლიდა.

5)როგორ აღიქვამდა უძველესი ადამიანი სამყაროს --?

1875-79 წლებში ესპანელი არქეოლოგი მარსელინო დე საუტუოლა ესპანეთში ალტამირის


მღვიმეში პირველყოფილი ადამიანების ცხოვრების ნაკვალევს სწავლობდა, მისმა ქალიშვლმა
გამოქვაბულის ჭერზე ნახატები შეამჩნია და მამასაც უჩვენა, საუტუოლას აზრით ნახატები
პალეოლითი ეპოქაში იყო შექმნილი, 1895 წელს საფრანგეთში ლა-მუცის გამოქვაბულში
კედელზე ამოჭრილი ცხოველების გამოსახულებები იპოვეს, მეცნიერებმა უკვე ირწმუნეს
რომ პირველყოფილი ადამიანი გამოქვაბულის კედლებზე ხატავდა.
პირველყოფილი ადამიანთა ხელოვნები ასახსნელად მეცნიერები იყენებენ ავსტრალიელი
აბორიგენების ხელოვნებასთან, მათზე დაკვირვება მეცნიერ-ეთნოლეგებს პირველყოფილთა
ცხოვრების აღდგენაში ეხმარება,ავსტრალილეი აბორიგენების ხატვის სტილს რენგტენის
სტილი შეარქვეს რადგან ადამიანი ხატავს იმას რასაც ხედავ და რასაც იცის,ავსტრალილე
აბორიგენტ მონადირეთა მხატვრობას პრაქტიკული-რიტუალური დანიშნულებაც აქვს,
ისინი ნადირობის წინ სასურველ მსხვერპლს ხატავენ და შემდეგ ნახატს ისრებით ჩხვლეტენ
რომ ნადირობა წარმატებული იყოს.

აბორიგენი - ადგილობრივი მკვიდრი მოსახლე


ეთნოლოგია - ბერძნული სიტყვაა, ეთნოს ხალხი, ლოგოს მეტყველბას ნიშნავს. ისტორიის
ცალკე დისციპლინია რომელიც შეისწავლის სხვადასხვა ხალხს მათ კულტურას ყოფას.
რიტუალი ---ადამიანი ზებუნებრივი ძალების კეთილგანწყობის მოპოვებას სხვადასხვა
გზით ცდილობდა, მღეროდა-ცეკვავდა-და სხვა,ამ მოქმედებების ერთობლიობას რიტუალი
ჰქვია,ადამიანი ზებუნებრივი ძალისთვის სხვადასხვა რიტუალს მართავდა.

პეტროგლიფები (ბერძნულად-ქვაზე ამოკვეთა) ---მეცნიერებები გამოქვაბულის


კედლებზე,ჭერზე,კლდეებზე-ცალკეულ ქვებზე უძველეს გამოსახულებებს პეტროგლიფებს
უწოდებენ.

ცხოველების შემდეგ დაიწყო ადამიანის ფიგურებისა და ყოფა-ცხოვრების სცენების -


ნადირობის-ბრძოლის-ცეკვის ან სხვა რაიმე წეს ჩვეულების გამოსახვა.

6) რისი სწამდა პირველყოფილ ადამიანს?

გამოქვაბულის კედლებზე ასევე აღნიშნულია ბევრი გამოსახულება უძველესი ადამიანების


რწმენების შესახებ, პირველყოფილი ადამიანი მისთვის აუხსნელი მრავალი ამბის მოწმე იყო,
განსაკუთრებულ შიშს იწვევდა ბუნების მრისხანე მოვლენები, რომელთა წინაშე თავს
უძლურად გრძნობდა, ამიტომ ხან მზეს ევდრებოდა ხან მთვარეს, ბოლოს და ბოლოს
როდესაც დარი დგებოდა ადამიანი თვლიდა რომ ზეიურმა ძალებმა შეისმინეს მისი ვედრება
და მადლიერების ნიშნად მათ საჩუქრებს უძღვნიდა, ამას მსხვერპლშეწირვა ერქვა.ასეე
თანდანობით ჩამოყალიბდა უძველესი საზოგადოებაში რელიგიური რწმენა-წარმოდგენები.

მაგია ( ბერძნულუ სიტყვაა მაგეია, ჯადოქრობას ნიშნავს)---ადამიანის ზებუნებრივი


ძალების მეშვეობით ცდილობს რომ მიაღწიოს გარკვეულ მიზნებს, მაგია პირველყოფილი
ადამიანის აზროვნებისა და მსოფლმხედველობის უმთავრესი ფორმაა, მაგია საგნებსა და
ადამიანებს შორის უხილავი კავშირების არსებობას გულისხმობს,მაგიური წარმოდგენები
მსოფლიოს თითქმის ყველა ხალხში არსებობს,თუმცა რიტუალები განსხვავებულია.
ზებუნებრივ ძალებთან კავშირი ყველას არ შეეძლო , გაჩნდნენ ადამიანები რომლებიც
მართავდნენ ბუნების ძალებს და სხვადასხვა რიტუალებს ატარებდნენ, ასე გაჩნდნენ
საზოგადოებასი ქურუმები - ანუ უძველესი კულტის მსახურები

გასულირებული სამყარო

ქართველო მეცნიერი გიორგი ჩიტაია აღნიშნავს რომ - უძველესი ქართველებისთვის ხე


ცოცხალი არსება იყო, ანუ მას საკუთარი სული ჰქონდა, წმინდა ხეთა შორის ქართველებში
ყველაზე მეტად გავრცელებული იყო მუხისა და ცაცხვის თაყვანისცემა-----პირველყოფილი
ადამიანები მიიჩნევდა რომ ყველაფერს სამყაროში ადამიანის მსგავსან სული აქვს, ამიტომ
მცენარეების შეგროვება ან მოჯრა ან ნადირის მოკვლა სულის თანხმობით უნდა მოხდარიყო,
თორემ შურისძიება მოსალოდნელია, ასეთ შემთხვევაში კი აუცილებელია თავის დაცვა
არაკეთილმოსურნე სულებისგან, უძველეს რწმენას სულების შესახებ ანიმიზმი ჰქვია.

ანიმიზმი ----მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან ‘’ანიმა’’ -სული და გასულიერებას


ნიშნავს, ანიზმის მიხედვით სული აქვს ყოველგვარი საგანს-ცოცხალსა თუ არაცოცხალს.

ტოტემიზმი --უძველესი დროში არსებობდა ერთ-ერთი რწმენა, რომელიც ამ რწმენის


მიხედვით ადამიანთა ჯკუფის ამა თუ იმ ცოხველის სახით საერთო წინაპარი ჰყავდა, ასეთ
შორეულ წინაპარს მეცნიერებმა ტოტემი უწოდეს, რწმენა-წარმოდგენას კი ტოტემიზმი.
ტოტემი იცავდა თავის გვარსა და თემს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. საქართველოს
ტერიტორიაზე დათვის კულტი ჯერ კიდევ პალეოლითის დროს იყო გავრცელებული,ამას
მოწმობს ადასტურებს იმერეთში ცუცხვათის მღვიმეში აღოჩენილი დათვის თავის ქალები
და კიდურები, რომლებიც მღვიმეში ბუნებრივ თაროზე იყო დალაგებული.

რა არის ტოტემი? - არსება, საგანი ან მოვლენა, რომელიც წარმოადგენს ადამიანთა ჯკუფის


თაყვანისცემის და რომელსაც უკავშირდება საერთო წარმომავლობა და მიიჩნევა მფარველად.

გიორგი ჩიტაიას მიხედვით ქართველების რელიგიური წარმოდგენები ----ხისა და


მცენარუელის კულტთან ერთად ძველ საქართველოსში მეტად ფართოდ იყო
გავრცელებული ტოტემური წარმოდგენები, ტოტემური ცხოველებიდან საქართველოში
სვანეთში მგელია დადასტურებული. ცხოველთა კულტთან არის დაკავშირებული ნადირთა
მფარველი ღვთაებების კულტიც, ეს ღვთაებები ცხოველთა პატრონათ ითვლებოდა, ნადირთ
ღვთაებებიდან საქართველოში ცნობილი იყვნენ სვანური ნადირობის ქალღმერთი
ოქროსთმიანი დალი, ხევსურული --ანატორი, მეგრული - ანთარი.

7) მიწათმოქმედობისა და მესაქონლეობის გაჩენა.

პირველყოფილი ადამიანი საკვებისა და თა თავშესაფარს ტყეში მზამზარეულად პოულობდა,


ასეთ მეურნეობას მეცნერებმა ‘’მიმთვისებლური’’ უწოდეს, მაგრამ მიმთვისებლური
მეურნეობა ადამიანს არც საკმარისი საკვებით უზრუნველყოფდა და არც უხიფათო
თავშესაფრით. ქვის ხანის ბოლო პერიოდში - ნეოლითში ადამიანის ცხოვრება
მნიშვნელოვნად შეიცვალა.
რა მოხდა ნეოლითში? - 1. ადამიანებმა ცხოველების მოიშინაურება დაიწყეს, ყველაზე ადრე
მოშინაურებული ცხოველი იყო ძაღლი, საქონლის მოშინაურების შემდეგ ადამიანმა
მეცხვარე ძაღლის ჯიშიც გამოიყვანა 2. დაიწყო ველად დასახლება , ანუ ველად დასახლება
10 000 წლის წინ დაიწყეს, ააგეს სახლები და სოფლები შექმნეს, დაიწყეს მიწათმოქმედება,
ადამიანი უკვა აწარმოებდა კვების პროდუქტს, ჩამოყალიბდა მწარმოებლური
მეურნეობა,პარალელურად დაიწყო მაგარის შენახვა 3. დაიწყო ახალი სივრცეების ათვისება
და ნაყოფიერ ადგილებში დასახლება, რადგან მიწათმოქმედეობის განვითარება ამ გზით
მხოლოდ არის შესაძლებელი 4. დაიწყო მოსავალის დაცვა ფრინველებისა და
ცხოველებისაგან 5. დაიწო საკვების მომარაგება და თიხის ჭურჭლის გამოყენება, შემდეგ
შეიქმნა სამეთუნეო ჩარხი, რომელიც საშუალებიტაც ჭურჭელს დახვეწილ ფორმას აძლევდა.
ადამიანმა თიხისგან აგურის დამზადება დაიწყო 6. ადამიანმა ისწავლა მატყლისაგან ძაფის
რთვა და ქსოვა, ქსოვილის დამზადება უფრო ადვილი იყო, ვიდრე ტყავის დამუშავება.

რა არის მეთუნე? - თიხის ჭურჭლის ოსტატი, მეთუნეობა კი მეთუნის საქმიანობა.


სამეთუნეო ჩარხი - დანადგარი, ხელსაწყო, რომლზეც თიხის ჭურჭელს ამზადებდნენ.

ამ პერიოდში დაიწყეს მრავალფეროვანი იარაღებისა და ნივთების დაზმადება, გაჩნდა


ხელოსნობა და ხელოსნოები, დაიწყო ნივთების გაცვლა გამოცვლა ,ამ პერიოდში
ჩამოყალიბდა მიწათმოქმედეობა+მესაქონლეობა+ხელოსნობა.

ძვ.წ 8 -7 ათასწლეულში მოხდა ნეოლითური რევოლუცია, დაიწყო შრომის დანაწილება,


ჩამოყალიბდა მიწათმოქმედეობა და მესაქონლეობა, ეს პროცესებმა შეცვალა ცხოვრების
სტილიც - წარმოიშვა ბინადარი+მესაქონლე+მომთაბარე საზოგადოებები. ცალკე დარგად
ჩამოყალიბდა ხელოსნობაც, ადამიანი ბინადარი ცხოვრებაზე გადავიდა და სახლების
მშენებლობა დაწიყო, გაჩნდა პირველი დასახლებები,რომლებიც შემდეგ სოფლებად და
ქალაქებად გადაიქცა.

რევოლუცია ---ძირფესვიანი ცვლილება, გადატრიალება ბუნებაში, საზოგადოებასა ან


ადამიანის აზროვნებაში.
8) ნეოლითური სოფელი - 23
9)

You might also like