Professional Documents
Culture Documents
ნეოლითი -ახალი ქვის ხანა მოიცავს პერიოდს დაახლVIII- VIIათასწ. მეცნიერები ამ ხანას
კაცობრიობის ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებების გამო უწოდებენ „
ნეოლითური რევოლუციას„ გარდატეხა მოხდა ქვის დამუშავების ტექნოლოგიაში ,
ადამიანმა ისწავლა ქვის გახვრეტა, გახეხვა, გაპრიალება. შემგროვებლური მეურნეობიდან
ადამიანი გადადის მწარმოებლურ მეურნეობაზე. იწყებს საკუთარი საკვების წარმოებას.
ნეოლითში საფუძველი ჩაეყარა მიწათმოქმედებას. მეცნიერების აზრით მიწათმოქმედება
უნდა ჩასახულიყო ახლო აღმოსვალეთში, უძველესი კულტურული მცენარეებია ხორბალი
და ქერი, საქართველო ხორბლის უძველესი ჯიშების სამშობლოა. ასევე საქართველოს
რეგიონში გავრცელებული იყო ქერი და ფეტვი. ნეოლითის ხანას განეკუთვნება ვაზის
მოშინაურებაც. ყურძნის დღეისათვის ცნობილი უძველესი ნაშთები სამხრეთ
საქართველოშია აღმოჩენილი. ნეოლითში წარმოიშვა მესაქონლეობა, ცხოველებიდან
ადამიანმა პირველად ცხვარი და თხა მოიშინაურა. ნეოლითში საფუძველი ჩაეყარა
ხელოსნობას.. ხელოსნობის დარგი მეთუნეობა საშენ მასალაზე ალიზზე და აგურზე
მოთხოვნილებამ წარმოშვა, ადამიანმა დაიწყო კერამიკული წარმოება, თიხის ნაწარმს
საოჯახო და საკულტო დანიშნულება მიეცა. ადამიანი იწყებს ძაფის დართვას, ქსოვილების
ხელით ქსოვას, იყენებენ სელის ქსოვილს. მიწათმოქმედებამ ჩამოაყლიბა ირიგაცია
(სარწყავი სისტემების მოწყობა), გაჩნდა ზედმეტი პროდუქტი, რამაც წარმოშვა ვაჭრობა.
განვითარდა ქარგვა და ქსოვა. ადამიანი იწყებს ბინადარ ცხოვრებას, ჩნდება
დასახლებული ადრესამიწათმოქმედო სოფლები, ადამიანი აშენებს საცხოვრებელ
სახლებს ალიზით. შენდება ქალაქები და სოფლები. მნიშვნელოვანი გარდატეხის გამო ამ
ეპოქას „ ნეოლითური რევოლუცია“ ეწოდება .