You are on page 1of 114

შესავალი მსოფლიო ისტორიაში II

I თავი1
პალეოლითი - ქვის ხანა ყველაზე ხანგრძლივი ხანაა კაცობრიობის ისტორიაში. იგი იყოფა
პალეოლითად, მეზოლითად და ნეოლითად. თვით პალეოლითიც იყოფა ქვედა, შუა და ზედა,
ანუ გვიან პალეოლითად. ქვედა პალეოლითის ხანაში ადამიანები ჯოგებად ცხოვრობდნენ და
თავს ნადირობითა და შემგროვებლობით ირჩენდნენ. მოგვიანებით კი მათ ცეცხლის შენახვა
ისწავლეს. სწორედ აქედან წარმოიშვა მითი პრომეთეს შესახებ. 100 ათასი წლის წინ კი უკვე ჰომო
საპიენსი გაჩნდა, რომელმაც დაიწყო ქვის გამოყენება იარაღად. უკვე ზემო პალეოლითის ხანაში
ადამიანებმა ტექნოლოგიური განვითარების უფრო მაღალ საფეხურს მიაღწიეს, თუმცა ამ ხანაში
დაემთხვა დიდი გამყინვარება, რომელსაც ადამიანებმა გამოქვაბულებში ცხოვრებისა და
ცეცხლის მეშვეობით გადაურჩნენ. ამავე ხანაში გაუჩნდათ ადამიანებს პრიმიტიული რწმენა-
წარმოდგენები, ჩაისახა ხელოვნება.

მეზოლითი - მეზოლითი დაახლოებით 10-12 ათასი წლის წინანდელ პერიოდს ეწოდება.


დიდი გამყინვარების შემდგომ ყინულებმა დაიწყეს ლღობა, რამაც კლიმატური ცვლილებები
გამოიწვია _ ჰავის დატენიანებამ მრავალი ძუძუმწოვრის გადაშენება გამოიწვია. ამავე დროს,
აფრიკა და აზია გაუდაბნოვდა, ხოლო ალპების ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთ
ხმელთაშუაზღვისპირეთში ტყეები გაჩნდა. ამან ადამიანები აიძულა, რომ გადასახლებულიყვნენ
და ცხოვრების სტილი შეეცვალათ. ასევე ამ პერიოდში საგრძნობლად განვითარდა
ტექნოლოგიები _ ქვის იარაღები უფრო დახვეწილი გახდა და ადამიანმა გამოიგონა
მშვილდისარი.

ნეოლითი - დაახლოებით ძვ. წ. VIII-VII ათასწლეულებში მეზოლითის ეპოქა ნეოლითმა


შეცვალა. ამ პერიოდს ნეოლითურ რევოლუციასაც უწოდებენ. ადამიანი შემგროვებელი არსებიდან
მწარმოებელ არსებად იქცა. ნეოლითის ხანაში საფუძველი ჩაეყარა მიწათმოქმედებას,
მეცხოველეობას, მეთუნეობას. ამ პერიოდშიც მამაკაცები სანადიროდ დადიოდნენ, ხოლო ამ დროს
ქალები სხვადასხვა თესლს აგროვებდნენ, შემდეგ კი თესავდნენ. ამავე დროს ადამიანებმა შეძლეს
ცხვრის, თხისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოთვინიერებაც. ამის მეშვეობით ადამიანებს
გაუჩნდათ მუდმივი საარსებო წყარო და აღარ იყვნენ იძულებულნი, რომ ეცვალათ საცხოვრებელი.
ასევე ადამიანებმა შრომის იარაღების დამზადებაც დაიწყეს. მათ უკვე პროფესიული დაოსტატების
მიხედვით დანაწილებაც დაიწყეს. ასე ეყრებოდა საფუძველი უძველეს ცივილიზაციებს.

ენეოლითი - ენეოლითი გარდამავალი პერიოდია ქვის ეპოქიდან ლითონის ეპოქაზე.


თავდაპირველად ადამიანები სპილენძს იყენებდნენ, მაგრამ ის რბილი იყო და ამიტომაც
პარალელურად ქვის იარაღების ხმარებაც არ შეუწყვეტიათ. საქართველოში ენეოლითის ხანა
ძალიან ადრე დაიწყო და ადრევე დასრულდა. ეს საქართველოში სპილენძის საბადოების
სიმრავლით აიხსნება. ამ პერიოდში სოფლის მეურნეობა კიდევ უფრო დაწინაურდა და
მევენახეობასაც დაედო სათავე. ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებამ მოსახლეობის
რაოდენობის ზრდა გამოიწვია და თემი კვლავ შიმშილის ზღვარზე ცხოვრობდა.

მატრიარქატი - ნეოლითის ხანაში მამაკაცები სანადიროდ დადიოდნენ, რისთვისაც მათ


კვირეები სჭირდებოდათ. ამ დროს კი ქალები ოჯახს უვლიდნენ. ამ პერიოდში მათ
მიწათმოქმედებას მიჰყვეს ხელი, რასაც კვლავ ქალი აკეთებდა. მამაკაცის როლი საკვების
მოპოვებაში ქალთან შედარებით მცირე იყო. გარდა ამისა, ამ პერიოდში ადამიანები
პოლიგამიურად ცხოვრობდნენ, რაც იმას ნიშნავს, ადამიანებს მრავალი პარტნიორი ჰყავდათ.

1
მსოფლიო ადრეანტიკურ ხანაში
1
ამიტომაც გვარი ქალის მეშვეობით გრძელდებოდა. ყოველივე ამის გამო ქალებმა ოჯახში
უპირატესობა მოიპოვეს და ოჯახის მმართველებად იქცნენ. სწორედ ამას ეწოდება მატრიარქატი,
როდესაც ქალი არის ოჯახის თავი.

პატრიარქატი - ლითონის მოპოვებისა და მისი გამოყენების შემდეგ ადამიანებმა


ტექნოლოგიები განავითარეს, საფუძველი ჩაუყარეს მეტალურგიას. ლითონის დამუშავება
ფიზიკურ ძალას მოითხოვს, ამიტომაც ამ საქმიანობას კაცებმა მიჰყვეს ხელი. მათ ასევე
გააუმჯობესეს შრომისა და ბრძოლის იარაღები და უკვე თვითონ იქცნენ მეომრებადაც,
მიწათმოქმედებადაც და მეტალურგებადაც. გარდა ამისა, შეიცვალა ქალსა და მამაკაცს შორის
ოჯახური დამოკიდებულება. მათ უკვე ერთადერთი პარტნიორი ჰყავდათ და გვარიც კაცის
მეშვეობით გრძელდებოდა. ყოველივე ამის გამო, მამაკაცები იქცნენ მმართველ ძალად და
დამყარდა პატრიარქატი.

ნეოლითური რევოლუცია - იგივე ნეოლითი.

მტკვარ-არაქსის კულტურა - ადრე ბრინჯაოს ხანა პირველი სახელმწფოების წარმოშობით


აღინიშნა. წინა აზიასა და კავკასიაში ამ ეპოქას მტკვარ-არაქსის კულტურითაა წარმოდგენილი
(ძვ. წ. IV-III ათასწლეული). ამ კულტურას ეს სახელწოდება იმიტომ აქვს, რომ ამ კულტურის
ძეგლები ძირითადად მტკვრისა და არაქსის შუამდინარეთშია აღმოჩენილი. ეს კულტურა
მოიცავდა კავკასიას აზერბაიჯანის გამოკლებით, ირანს, თურქეთსა და სირია-პალესტინას.
მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი საზოგადოება ბინადარ და მიწათმოქმედ საქმიანობას
მისდევდა. მისი დამახასიათებელი ნიშანია მოწითალო, რუხი, წაბლისფერი ან შავი
რბილზედაპირიანი კერამიკა, რომელიც ზოგჯერ ნაკაწრი ორნამენტებითაა შემკული.

სახმელეთო/დიდ მდინარეთა ცივილიზაცია - ანტიკური ხანის ცივილიზაცია ქალაქური


ცივილიზაცია იყო. თუმცა შემდგომ ქალაქები ან ერთიანდებოდნენ, ან ერთი ქალაქი იპყრობდა
გარშემო არსებულებს და ასე იქმნებოდა უძველესი სახელმწიფოები. თავდაპირველად
სახელმწიფოები ძირითადად მდინარესთან ახლოს იქმნებოდა, რადგან იგი ბევრ უპირატესობას
იძლეოდა, მათ შორის თავდაცვითსაც. იმის გამო, რომ უძველესი სახელმწიფოები მდინარესთან
ახლოს არსდებოდა, მათ დიდ მდინარეთა ცივილიზაციები ეწოდებოდათ. ასეთები იყო:
ეგვიპტის, მდინარე ნილოსის ნაპირებზე, ასურეთის, ტიგროსის აუზში, ბაბილონის,
შუამდინარეთში, ინდოეთის ინდსა და განგს შორის, ჩინეთის ხუანხესა და იანძს შორის. უძველეს
ცივილიზაცეებს ასევე მიეკუთვნება ლიდიის, მიდიის სამეფოები, ასევე ქართული სამეფოები:
კოლხა და დიაოხი.

მესაქონლურ-მომთაბარული ცივილიზაცია - ადრეანტიკური ხანის ერთ-ერთი ეკონომიკურ-


პოლიტიკური მოდელი მესაქონლურ-მომთაბარული ცივილიზაციებია. თუმცა, თითქმის ყველა
ცივილიზაციამ გაიარა ცხოვრების ეს პერიოდი, ვიდრე მკვიდრ ცხოვრებაზე გადავიდოდნენ. ამის
მაგალითია, ებრაელი ხალხი, რომლებიც მომთაბარეობდნენ წლების განმავლობაში. მომთაბარე
ხალხები ჩინეთის სტეპებიდან ცენტრალურ ევროპამდე დათარეშობდნენ, მაგრამ დამწერლობის
არარსებობის გამო, მათ შესახებ ბევრი ცნობა არ მოიპოვება. მომთაბარე ხალხებიდან ცნობილია
კიმერიელები და სკვითები. მათ არც სახნავ-სათესები გააჩნდათ და არც სახლები. მათ თავშესაფარს
ოთხთვალები წარმოადგენდა, რითაც ოჯახი და ავლა-დიდება გადაჰქონდათ. მათ ასევე წვრილფეხა
და მსხვილფეხა პირუტყვებიც გადაჰყავდათ. ისინი კარგი მეომრები იყვნენ და ძარცვით ირჩენდნენ
თავს. სკვითები მეცხენეობას მისდევდნენ და მშვილდოსნობით იყვნენ განთქმულნი. ასევე ისინი
პირველები იყვნენ, რომლებმაც რძისა და ხორცის პროდუქტები შექმნეს.

საზღვაო/სავაჭრო ცივილიზაცია - ასეთი სახის ცივილიზაციები ძირითადად ზღვაოსნობითა


და საზღვაოსნო ვაჭრობით ავითარებდნენ საკუთარ ეკონომიკას. ასეთი ქვეყნები იყო: კრეტა,
მიკენის საბერძნეთი, ფინიკია და საბერძნეთი. ანტიკურ ხანაში ეს ცივილიზაციები ქალაქ-
2
სახელმწიფოების სახით არსებობდნენ. თავდაპირველად ზღვებზე კრეტა გაბატონდა, თუმცა მისი
ფლოტის განადგურების შემდეგ პირველობა მიკენის ხელში გადავიდა. სწორედ მიკენელებს
აწერენ უძველესი ქალაქ ტროას აღებას, რომელიც ილიადაშია აღწერილი. მიკენელების შემდეგ
უკვე ფინიკიელები გაბატონდნენ ზღვებზე, რომლებმაც სანაპიროებზე კოლონიების დაარსება
დაიწყეს. ხოლო მათი საქმიანობა კი მოგვიანებით ბერძნებმაც გააგრძელეს. რამდენიმე კოლონია
საქართველოს ტერიტორიაზეც არსებობდა: ფაზისი, დიოსკურია, გიენოსი, პიტიუნტი.

პოლისი - პოლისი ბერძნული სიტყვაა და ქალაქს ნიშნავს. ანტიკურ ხანაში საზღვაო


ცივილიზაციები ქალაქ-სახელმწიფოების, იგივე პოლისების სახით არსებობდა. პოლისებს
საკუთარი მეფე ან არჩეული ხელისუფალი მართავდა. როგორც წესი, ქალაქ-სახელმწიფოები
დროთა განმავლობაში ერთიანდებოდნენ ნებით ან ძალით და ცივილიზაციებს აარსებდნენ.
მაგალითად, ქალაქი ასურისგან ასურეთის სამეფო წარმოიშვა, ქალაქი ბაბილონისგან ბაბილონის
სამეფო, ქალაქი რომისგან კი რომის იმპერია. ქართლის სამეფოც ქალაქი ქართლისგან წარმოიშვა.

ხეოფსის პირამიდა - ეგვიპტეში პირამიდები ფარაონის აკლდამას წარმოადგენდა, ამიტომაც


პირამიდებს სახელები ფარაონების მიხედვით აქვს. ხეოფსის პირამიდა ყველაზე მაღალი
პირამიდაა ეგვიპტეში, რომელიც 48 სართულიანი სახლის სიმაღლეს უტოლდება. იგი იმითაცაა
გამორჩეული, რომ მას გვერდს უმშვენებს სფინქსი, ეგვიპტური ზეადამიანური ღვთაება,
რომელსაც ლომის ტანი და ფარაონის სახე ჰქონდა.

რა - მზის ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში

ოსირისი - ნაყოფიერების ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში

სეთი - უდაბნოს ღმერთი ეგვიპტურ მითოლოგიაში

შუმერები - შუმერების ცივილიზაცია ეგვიპტელთა შემდეგ ყველაზე ძველია. მათ სახელმწიფო


შუამდინარეთში ჩამოაყალიბეს ძვ. წ. IV ათასწლეულში. იგი სამდინარო ცივილიზაციას
მიეკუთვნება. შუმერების სახელმწიფო ძალიან ღარიბი იყო რესურსებით, ტერიტორიის ნაწილზე
ხეც კი არ ხარობდა. მათი ერთადერთი სიმდიდრე ნაყოფიერი მიწა იყო მდინარეების ნაპირებზე,
ამიტომაც შუმერები ცდილობდნენ მის მაქსიმალურად გამოყენებას. მათ შექმნეს სარწყავი
სისტემა და სოფლის მეურნეობის ნაყოფიერება გაზარდეს. ასევე ექსპორტირებული სპილენძით
მეტალურგიაც განავითარეს. შუმერები მეცნიერების მრავალ დარგში იყვნენ ძალიან
წარმატებულები. მათთან ჩაისახა მედიცინა, მათემატიკა, ასტრონომია. შუმერებმა შეიმუშავეს
ზომა-წონისა და დროის აღრიცხვის სისტემა. ასევე მათ ეკუთვნით ერთ-ერთი პირველი
კალენდარი, რომელიც კი ადამიანს შეუქმნია. შუმერები ლურსმული დამწერლობით
სარგებლობდნენ, რისთვისაც თიხის ფირფიტასა და რკინის ნატეხებს იყენებდნენ.

ზიკურათი - შუმერებისა და ბაბილონელების ტაძარს ზიკურათები ეწოდება, რომელიც


გამოუწვავი აგურისგან შენდებოდა. მას ადგილობრივი ღვთაებების სახელზე აგებდნენ. ქვეყნის
ეკონომიკური და რელიგიური საქმიანობა ზიკურათებიდან იმართებოდა, ხოლო ქურუმები
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასაც უწევდნენ ზედამხედველობას.

კასტა - არიული საზოგადოება კასტებად იყოფოდა ინდოეთში. კასტა საზოგადოების


სტრუქტურული ერთეულია. ადამიანი დაბადებიდანვე ხდება ამა თუ იმ კასტის წევრი და
სიკვდილამდე მისი კუთვნილება რჩება. პირველ კასტას ქურუმები ქმნიდნენ, მეორე მეომართა
კასტა იყო, მესამე კასტა მიწის მუშაკთა კასტა იყო, ხოლო ბოლოს შუდრების კასტა იყო. ერთი
წოდებიდან მეორეში გადასვლა მკაცრად იკრძალებოდა.

3
ელინები - ბერძნული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის აღმავლობა ძვ. წ. IX-VIII
საუკუნეში იწყება. ამ პერიოდის ბერძნები თავს ელინებს უწოდებენ. ისინი ბალკანეთის
ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში, ეგეოსის ზღვის კუნძულებსა და მცირე აზიის დასავლეთ
ნაწილში სახლობდნენ. ელინებმა განაგრძეს ფინიკიელთა მიერ წამოწყებული კოლონიზაცია და
მთელ ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროებს მოედვნენ.

დიდი ბერძნული კოლონიზაცია - ძვ. წ. VIII-V საუკუნეებში მიმდინარე უმნიშვნელოვან


მოვლენას ეწოდება დიდი ბერძნული კოლონიზაცია, როდესაც ბერძნები აარსებდნენ კოლონიებს
ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროებზე. კოლონიზაცია სამი მიმართულებით ვითარდებოდა.
დასავლეთით მათ იტალია, სიცილია, საფრანგეთისა და ესპანეთის ტერიტორიები აითვისეს. მათ
მიერ აქ დაარსებულ კოლონიათაგან გამოსარჩევია სირაკუზი. აღმოსავლეთითა და ჩრდილო-
აღმოსავლეთით მათ 80_მდე ახალშენი დააარსეს. შავიზღვისპირეთში კოლონიზაცია სხვანაირად
წარიმართა, აქ დაარსებული ბერძნული კოლონიები დამოუკიდებელ პოლისებად იქცნენ.
ბერძნებმა საქართველოს ტერიტორიაზეც დააარსეს კოლონიები: პიტიუნტი, დიოსკურია,
გიენოსი, ფაზისი.

კიმერიელები და სკვითები - მესაქონლურ-მომთაბარული ცივილიზაციებია.

იერიქონი - იერიქონი მდებარეობს პალესტინაში, მდინარე იორდანიის დასავლეთ


სანაპიროზე. იგი ძვ.წ. 8000 წლიდან იწყებს არსებობას და მსოფლიოში პირველ ქალაქად
ითვლება.

მემფისი - ეგვიპტურად მენნესერ, ლამაზს, ბრწყინვალეს ნიშნავს. ეგვიპტის ტერიტორიაზე


პირველი დასახლება ძვ.წ. IV ათასწლეულში არსებობდა. აქ თავდაპირველად ქვედა და ზედა
სამეფოები შეიქმნა, რომელიც შემდგომ ფარაონმა მენესმა გააერთიანა და დედაქალაქად თავისივე
დაარსებული მემფისი გამოაცხადა.

ურუქი - ურუქი შუმერული ქალაქ-სახელმწიფო იყო, რომლის ერთ-ერთი მეფე გილგამეში


შუმერული ეპოსების გმირია. ურუქი სხვა შუმერულ ქალაქ-სახელმწიფოებთან ერთად იბრძოდა
პირველობისთვის, რომელიც საბოლოოდ ქალაქ აქადის მეფე სარგონ დიდმა დაიპყრო და
გააერთიანა მთელი შუამდინარეთი.

ური და ლაგაში - ურუქის მსგავსად შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები იყო.

აქადი - ქალაქ-სახელმწიფო აქადი შუამდინარეთში მდებარეობდა, სადაც ტიგროსი და


ევფრატი ერთმანეთს ძალზე უახლოვდება. ქალაქი სემიტმა ტომებმა დააარსეს. აქადის
სახელგანთქმულმა მეფე სარგონმა შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები დაიმორჩილა და თითქმის
მთელი შუამდინარეთი გააერთიანა.

ბაბილონი - ძვ. წ. III ათასწლეულში შუამდინარეთში პირველობა სხვა სემიტურმა ქალაქმა,


ბაბილონმა მოიპოვა. აქადურ ენაზე ბაბილონი ღვთის ჭიშკარს ნიშნავს. ქალაქი განსაკუთრებით
მეფე ხამურაბის დროს გაძლიერდა, რომელმაც შუამდინარეთის დიდი ნაწილი დაიპყრო. ხამურაბი
ისტორიაში იმითაცაა ცნობილი, რომ მან პირველი კანონთა კრებული შექმნა. ბაბილონი
მოგვიანებით ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დედაქალაქი გახდა.

ასურეთი - ასურეთის სამეფო ძვ. წ III ათასწლეულში მდინარე ტიგროსის მარჯვენა


სანაპიროზე, ერაყის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. ასურეთმა სახელი ქალაქ ასურისგან მიიღო,
რომლის გარშემოც შეიქმნა სამეფო. ასურეთი მთიანი ქვეყანა იყო, ამიტომ ძირითადად
მესაქონლეობასა და მეღვინეობას მისდევდნენ. ასევე ასურეთს მნიშვნელოვანი სავაჭრო გზები
კვეთდა, რაც დიდი შემოსავლების წყარო იყო. ასურეთი განსაკუთრებით გაძლიერდა
ტიგლათფილესერ I_ის ხანაში. მან საზღვრები ჩრდილოეთით განავრცო და დიაოხის სამეფოც
4
დაიმორჩილა. ასურელები ასევე იმით იყვნენ გამორჩეულები, რომ დაპყრობის მოსახლეობას
ანადგურებდნენ ან ტყვედ მიჰყავდათ. ასურეთის სამეფომ ძლიერების მწვერვალს სარგონ II_ის
დროს მიაღწია. მან დაიმორჩილა ბაბილონი, სირია და საზღვრები მესოპოტამიის საზღვრებამდე
განავრცო. ასურეთი მეზობელი სამეფოების კოალიციამ დაამარცხა, რაშიც უდიდესი წვლილი
ბაბილონმა შეასრულა.

ქეთების/ხეთების სამეფო - ხეთების სამეფო მცირე აზიის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბდა.


ხეთების ტომები თურქეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ და ადგილობრივი ხათების ტომის
ასიმილაცია მოახერხეს. ხეთების დედაქალაქ ხათუსას გათხრებისას აღმოჩნდა ხეთურ ენაზე
ლურსმული დამწერლობით შესრულებული თიხის ფირფიტები. ხეთების სამეფომ ძლიერების
მწვერვალს მეფე ხათუსილ III_ის დროს მიაღწია. მის სახელთანაა დაკავშირებული ქადეშის
ბრძოლა ეგვიპტის მეფე რამზეს II_სთან. ხეთების სამეფო ე.წ. „ზღვის ხალხებმა“ დაასუსტეს,
ხოლო მოგვიანებით კი სამეფომ არსებობა შეწყვიტა.

ფრიგიულ-მუშქური სამეფო - ფრიგიელები, ხეთების მსგავსად, ინდოევროპელები იყვნენ.


სწორედ მათ უწოდებდნენ ზღვის ხალხებს, რომლებმაც ხეთების დამარცხება და შემდეგ მათი
ასიმილაცია მოახერხეს. მათ აქ სამეფო შექმნეს, რომელშიც მნიშვნელოვან როლს მუშქური, იგივე
მესხური ტომები ასრულებდნენ. საუკუნეების განმავლობაში მუშქებმა სამხრეთ კავკასიაში
გადმონაცვლეს და მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ქართული სახელმწიფოებრიობის
წარმოქმნაში.

ლიდია - ფრიგიულ-მუშქური სამეფოს ადგილას ლიდიის სამეფო აღმოცენდა. ლიდიის


სამეფომ მალე მცირე აზიის უდიდესი ნაწილი გააერთიანა. მისი დედაქალაქი სარდე გახდა. იგი
განსაკუთრებით გაძლიერდა მეფე კროისოსის ხანაში. მაგრამ ლიდია მალევე სპარსეთის
პირველმა მბრძანებელმა კიროსმა დაამარცხა და სამეფოც შეიერთა.

ქანაანი - პალესტინა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მდებარეობს. იგი ბიბლიაში


ქანაანად არის მოხსენიებული. ქანაანში ებრაული ტომები ძვ.წ III ათასწლეულში დამკვიდრდნენ.
მათი მამამთავარი აბრაამი იყო. ისინი მომთაბარე მესაქონლეობას მისდევდნენ. ებრაელები
ეგვიპტელთა ტყვეობაშიც აღმოჩნდნენ, საიდანაც ისინი მოსემ გამოიყვანა და ქანაანში დააბრუნა.
საუკუნეების განმავლობაში აქ ისრაელის სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რომელიც მოგვიანებით ჯერ
ასურელებმა შემდეგ კი ბაბილონელებმა გაანადგურეს.

ისრაელი და იუდეა - ებრაელთა ერთიანი სახელმწიფო - ისრაელი ძვ.წ. XI საუკუნეში შეიქმნა.


მისი დამაარსებელი მეფე საული იყო, რომელმაც ებრაელები ფილისტიმელებისგან
გაათავისუფლა. მის შემდეგ ებრაელთა მეფე დავითი გახდა, რომელმაც ისრაელის საზღვრები
ძალზე გააფართოვა. მან ქანაანელებს იერუსალიმი წაართვა, ებრაელების სამეფოს დედაქალაქად
გამოაცხადა და წმინდა ქალაქად აქცია. მისი გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტზე მისი ძე
სოლომონი ავიდა, რომელიც ისტორიაში „სოლომონ ბრძენის“ სახელით შევიდა. თანდათან
ისრაელის სამეფოში დაპირისპირებამ იჩინა თავი და ორ ნაწილად გაიყო: ისრაელად და იუდეად.
იერუსალიმი კი იუდეას შემადგენლობაში დარჩა.

იერუსალიმი - იერუსალიმი ქანაანელების ქალაქი იყო, რომელიც ებრაელთა მეფე დავითმა


ისრაელის სამეფოს შეუერთა. მან ქალაქი ხელახლა გააშენა და წმინდა ქალაქად აქცია. ხოლო
შემდგომმა მეფე სოლომონმა კი აქ მეფის სასახლე და იერუსალიმის ტაძარი ააგო. ისრაელის
სამეფოს დაშლის შემდეგ იერუსალიმი იუდეის ხელში გადავიდა.

ურარტუ - ძვ.წ. IX საუკუნეში ვანის ტბის აუზში ჩამოყალიბდა ურარტუს სამეფო. მისი
დედაქალაქი ტუშპა იყო, რომელიც დღევანდელი ვანის ადგილას მდებარეობს. იგი
განსაკუთრებით გაძლიერდა მეფეების მენუა, არიშთი I_ისა და სარდურ II_ის დროს. ისინი
5
დამპყრობლურ ომებს აწარმოებდნენ ყველა მიმართულებით. სამხრეთ კავკასიაში ურარტუელები
დიაოხს ებრძოდნენ. ურარტუელთა წინსვლა კოლხამ შეაჩერა. მოგვიანებით კი, კიმერიელებმა და
სკვითებმა დაასუსტეს იგი. საბოლოოდ, ურარტუ ძვ.წ. VI საუკუნეში მიდიამ გაანადგურა.

ტუშპა - ტუშპა ურარტუელთა დედაქალაქი იყო, რომელიც დღევანდელი ვანის ადგილას


მდებარეობდა.

დიაოხი - დიაოხი სამხრეთ კავკასიაში, მდინარე ჭოროხის აუზში შეიქმნა. ასურელები მას
დაიაენს უწოდებდნენ, ურარტუელები დიაოხს, ხოლო ბერძნები ტაოხს. აქედან წარმოიშვა
სახელწოდება ტაოც. მას ურარტუელები ებრძოდნენ და საბოლოოდ კოლხას დახმარებით
დაიპყრეს კიდეც.

კრეტა - კრეტა უძველესი საზღვაო ცივილიზაცია იყო, რომელიც ხმელთაშუა ზღვაზე


ბატონობდა. იგი ძვ.წ III ათასწლეულში ჩამოყალიბდა. კუნძულ კრეტაზე ნაქალაქარ კნოსოსის
გათხრებისას აღმოაჩინეს სასახლე, რომელიც მეფე მინოსის სასახლედ მიიჩნიეს. მითის
მიხესდვით, სასახლე ლაბირინთს წარმოადგენდა, რომლის ცენტრში მინოტავრი იყო. კრეტელებს
ასევე ძლიერი სახმელეთო არმიაც ჰყავდა. კრეტას ძლიერებას ვულკანის ამოფრქვევამ მოუღო
ბოლო, რომელმაც მთელი ფლოტი გაუნადგურა.

კნოსოსი - ქალაქი კნოსოსი კუნძულ კრეტაზე მდებარეობდა. კნოსოსში იყო აგებული მინოსის
ლაბირინთი, რომელიც მთელი ქალაქის ფართობს უდრიდა. გადმოცემის მიხედვით,
ლაბირინთის ცენტრში მინოტავრი იჯდა და მას ადამიანებს სწირავდნენ მსხვერპლად.

მიკენი - კრეტამ, ფლოტის განადგურების შემდეგ, დაკარგა ხმელთაშუა ზღვაზე ბატონობა და


მისი ადგილი სხვა საზღვაო ცივილიზაციამ, მიკენმა დაიკავა. იგი ძველმა ბერძნებმა დააარსეს.
მიკენელმა ბერძნებმა დარდანელის სრუტის ხელში ჩაგდება გადაწყვიტეს, რისთვისაც ქალაქ
ტროას დაუპირისპირდნენ. ამ ბრძოლას ჰომეროსმა პოემა ილიადა მიუძღვნა. ტროას აღებით
მიკენელებმა ვაჭრობის გაზრდის შესაძლებლობა მიიღეს, თუმცა მალევე მიკენს ჩრდილოეთიდან
დორიელები შემოესივნენ და გაანადგურეს.

ტროა - ტროას დამაარსებლად ტროსი ითვლება. იგი დარდანელის სრუტეს აკონტროლებდა,


რისთვისაც მიკენელ ბერძნებთან დაპირისპირება მოუვიდათ. მათი ბრძოლა აღწერილია
ჰომეროსის ილიადაში. გადმოცემით, მიკენელთა მხარეს მითიური აქილევსი იბრძოდა, რომელიც
ბრძოლაში დაიღუპა. მიკენელებმა ტროას აღება ტროას ცხენის მეშვეობით მოახერხეს. ტროა
ჰაინრიხ შლიმანმა აღმოაჩინა.

ფინიკია - ფინიკია ადრეანტიკური ხანის ერთ-ერთი უძლიერესი საზღვაო ცივილიზაცია იყო.


იგი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში არსებობდა. ფინიკია ძალზე მდიდარი მხარე იყო. იგი
მებაღეობით, მეღვინეობითა და სამშენებლო ხე-ტყით იყო სახელგანთქმული. მაგრამ ფინიკია
უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-სატრანზიტო გზაზე მდებარეობდა და ვაჭრობით მდიდრდებოდა.
მოგვიანებით, ფინიკიელებმა მოსახლეობის გადაყვანა დაიწყეს ხმელთაშუაზღვისპირეთის
სანაპირო ზოლში. ისინი აქ კოლონიებს აარსებდნენ ვაჭრობის უკეთ წარმართვისთვის. ჩრდილოეთ
აფრიკაში ყველაზე ცნობილი კოლონია კართაგენი იყო. ფინიკიელები ასევე ცნობილნი არიან
პირველი ანბანის შექმნით.

კართაგენი - კართაგენი ჩრდილოეთ აფრიკაში, დღევანდელი ტუნისის ტერიტორიაზე


მდებარეობდა. იგი ფინიკიელებმა დააარსეს. კართაგენი ცნობილია იმითაც, რომ ის რომის
იმპერიას ებრძოდა, რაც ისტორიაში პუნიკური ომების სახელითაა ცნობილი.

ამონხოტეფ IV/ეხნატონი - ეგვიპტის ფარაონი ამონხოტეფ IV ცნობილია, როგორც ფარაონი


რეფორმატორი. მის დროს ეგვიპტელები მრავალ ღმერთს სცემდნენ თაყვანს. ამიტომაც ფარაონმა
6
სცადა ერთღმერთიანობაზე გადასვლა. მან ყველა ღმერთის თაყვანისცემა გააუქმა გარდა ატონისა.
ასევე ატონის საპატივსაცემოდ ააგო ქალაქი ახეტატონი და დედაქალაქი იქ გადაიტანა. შემდეგ
თვითონაც შეიცვალა სახელი და ეხნატონი დაირქვა. მაგრამ მისი მცდელობა უშედეგოდ
დასრულდა და მისი სიკვდილის შემდეგ ეგვიპტელები კვლავ პოლითეიზმზე გადავიდნენ.

ნეფერტიტი - ნეფერტიტი ფარაონ ეხნატონის მეუღლე იყო, რომელიც სილამაზით იყო


განთქმმული. თუმცა გარდა სილამაზისა ის ძალიან ჭკვიანიც იყო და ეხნატონის გარდაცვალების
შემდეგ მცირე ხნით თვითონ მართავდა სამეფოს.

რამზეს II - ეგვიპტის სამეფომ თავისი ძლიერების მწვერვალს ფარაონ რამზეს II_ის დროს
მიაღწია. მან საზღვრები ყველა მიმართულებით განავრცო. იგი ისტორიაში ცნობილია ქადეშის
ბრძოლით, რომელშიც ის ხეთებს დაუპირისპირდა. ბრძოლის შემდეგ დაიდო ზავი, რომელიც
გაეროს შტაბბინაში მდებარეობს.

გილგამეში - შუმერულ ლიტერატურაში ყველაზე სახელგანთქმული გილგამეშის ეპოსია.


გილგამეში შუმერული ქალაქ-სახელმწიფო ურუქის მმართველი იყო.

სარგონი - სარგონი ქალაქ აქადის მეფე იყო, რომელმაც შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები


დაიმორჩილა და მესოპოტამია გააერთიანა. ის ისტორიაში სარგონ დიდის სახელით არის
ცნობილი.

ნაბუქოდონოსორ II - ნაბუქოდონოსორ II ბაბილონის ერთ-ერთი უძლიერესი მეფე იყო,


რომელიც ცნობილია იმითაც, რომ ებრაელები მათი მიწიდან ბაბილონში გადაასახლა.

კროისოსი - ლიდია განსაკუთრებით გაძლიერდა მეფე კროისოსის ხანაში. მაგრამ საბოლოოდ


ლიდია სპარსეთმა დაიპყრო.

საული - საული ისრაელის სამეფოს დამაარსებელი და მისი პირველი მეფე იყო.

დავითი - ისრაელის მეფე საულის შემდეგ. მან ისრაელს იერუსალიმი შემოუერთა და წმინდა
ქალაქად აქცია. მის დროს ისრაელი ძალზე გაფართოვდა.

სოლომონი - ისრაელი მეფე, რომელიც ტახტზე დავითის გარდაცვალების შემდეგ ავიდა. იგი
სოლომონ ბრძენის სახელითაა ცნობილი. მან იერუსალიმში მეფის სასახლე და ტაძარი ააშენა.

1. რომელმა ტექნოლოგიურმა ძვრებმა გამოიწვია ქვის ხანის ბრინჯაოს ხანით და ბრინჯაოს


ხანის რკინის ხანით ჩანაცვლება და რას ნიშნავს ნეოლითური რევოლუცია?
ქვის ხანაში ადამიანი გონებრივად განვითარდა და თანდათანობით ტექნოლოგიების
განვითარებაც შეძლო. ნეოლითის ხანაში ადამიანი შემგროვებელი არსებიდან მწარმოებელ
არსებად გადაიქცა. მან მოიშინაურა ცხოველები და მიწათმოქმედებაც დაიწყო. ეს ძირეული
ცვლილებები იყო ადამიანის არსებობის ისტორიაში და ამიტომაც ამ პერიოდს „ნეოლითურ
რევოლუციასაც“ უწოდებენ. თანდათანობით ადამიანმა ლითონის მოპოვება და გამოყენებაც
ისწავლა. პირველი ლითონი, რომელიც ადამიანმა გამოიყენა სპილენძი იყო. ადამიანებმა
მეტალურგობა დაიწყეს. თუმცა სპილენძი რბილი ლითონი იყო და ქვის ჩანაცვლება
ბოლომდე ვერ მოახერხა. ადამიანებს კიდევ ათასწლეულები დასჭირდათ, სანამ ქვას
ლითონით ჩაანაცვლებდნენ. ეს ბრინჯაოს გამოდნობით გახდა შესაძლებელი. ადამიანები
სპილენს სხვა ლითონებსაც უმატებდნენ და ბრინჯაოს იღებდნენ. მათ ასევე ლითონის
გამოდნობა და მისთვის ფორმის მიცემაც ისწავლეს. ამის საშუალებით მათ განავითარეს
7
შრომისა და ბრძოლის იარაღები. ამავე დროს მათ ცხენებით მოიშინაურეს, რასაც იყენებდნენ
საბრძოლველად და გადაადგილებისთვის. ბრინჯაოს ხანა პირველი სახელმწიფოების
წარმოშობით აღინიშნა. უფრო მოგვიანებით, კაცობრიობის ისტორიაში კიდევ ერთი დიდი
ტექნოლოგიური ძვრა მოხდა _ ადამიანებმა რკინის დამუშავება ისწავლეს. რკინის მადნები
საქართველოს ტერიტორიაზეც არსებობდა, ამიტომაც ქართველური ტომები დახელოვნდნენ
რკინის დამუშავებაში. რკინის ხანა ახალი სახელმწიფოების წარმოშობის ხანაა.
2. სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური ცხოვრების კუთხით რა ცვლილებები მოხდა
კაცობრიობის ისტორიის ადრეანტიკურ ხანაში პრეისტორიულ ხანასთან შედარებით და რამ
გამოიწვია ეს?
პრეისტორიულ ხანაში სულ რამდენიმე სახელმწიფო არსებობდა, ხოლო უკვე
ადრეანტიკურ ხანაში სახელმწიფოების რაოდენობა არათუ მომრავლდა, დიდი, გლობალური
იმპერიებიც აღმოცენდა. ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა და ამავე დროს ადამიანის
გონებრივმა განვითარებამ შეცვალა მანამდე არსებული სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური
ცხოვრების წესი. ისტორიკოსები სახელმწიფოებს რამდენიმე ჯგუფში აერთიანებენ:
სახმელეთო/სამდინარო, საზღვაო და მომთაბარული ცივილიზაციები. ანტიკური ხანის
ცივილიზაცია საქალაქო ცივილიზაცია იყო. არსებობდა უამრავი პატარა ქალაქ-
სახელმწიფოები, რომლებსაც საკუთარი მეფეები ჰყავდათ და დამოუკიდებლად მართავდნენ
მას. პრეისტორიულ ხანაში გვაროვნული წყობილება იყო დამყარებული, ხოლო უკვე
ადრეანტიკურ პერიოდში ეს წყობილებაც შეიცვალა _ სახელმწიფოს მეფე მართავს და გვარი
გადამწყვეტ როლს აღარ თამაშობს. ანტიკურ პერიოდში ვაჭრობამ და მევახშეობამ
განვითარების მაღალ დონეს მიაღწია. ადრეანტიკური ხანის ბოლოს მოიჭრა მონეტები.
3. ძველი ისტორიის რომელი მოვლენები შეიძლება განვიხილოთ ძველ აღმოსავლეთზე
დასავლეთის ცივილიზაციის უპირატესობის დამადასტურებლად?
ისტორიკოსები დაობენ იმის შესახებ, თუ რომელი მოვლენები უნდა მივიჩნიოთ
დასავლეთის ცივილიზაციის უპირატესობის დამადასტურებლად ძველ აღმოსავლეთზე.
თუმცა, საბოლოოდ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბერძენ-სპარსთა ომებში ბერძნების
გამარჯვებამ სპარსეთი შეასუსტა, მაგრამ მისი დამორჩილება ვერ მოახერხეს. ამიტომაც
დასავლეთის უპირატესობის დამადასტურებლად ალექსანდრე მაკედონელის მიერ სპარსეთის
დამარცხება და დაპყრობა ითვლება ძვ.წ IV საუკუნეში. ეს პროცესი შემდეგ უკვე რომის
იმპერიამ განაგრძო.
4. რა განსხვავებაა ერთი მხრივ - სკვითებისა და კიმერიელების და მეორე მხრივ - ეგვიპტე-
შუამდინარეთსა და კრეტა-მიკენის ეკონომიკურ-პოლიტიკურ მოდელებს შორის?
ისტორიკოსები ძველ სახელმწიფოებს 3 ჯგუფში აერთიანებენ: სამდინარო/სახმელეთო,
საზღვაო და მომთაბარე ცივილიზაციები. სკვითები და კიმერიელები მომთაბარე
ცივილიზაციებს მიეკუთვნებიან. ისინი მუდმივად იცვლიდნენ საცხოვრებელს, ამიტომაც
ძირითადად მეცხოველეობას მისდევდნენ. ეს ტომები ოთხთვალებით გადაადგილდებოდნენ,
რომლითაც ბავშვები და მოხუცები გადაჰყავდათ. ასევე წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონლის
ჯოგებიც გადაჰყავდათ. ისინი მეცხენეობასაც მისდევდნენ და მშვილდოსანი მხედრები იყვნენ.
ამიტომაც ძარცვა-რბევითაც ირჩენდნენ თავს. ეგვიპტე-შუამდინარეთი სამდინარო
ცივილიზაციებს მიეკუთვნება. ისინი ნილოსისა და ტიგროს-ევფრატის ნაპირებზე
ჩამოყალიბდნენ. მდინარესთან სიახლოვის გამო მათ განავითარეს მიწათმოქმედება, გაიყვანეს
სარწყავი სისტემა. ასევე მისდევდნენ მეცხოველეობას. ასეთი ცივილიზაციები თავიდან
ქალაქებად არსებობდნენ და შემდგომ მათი ნებით თუ ძალით გაერთიანებით იქმნებოდა
ერთიანი სახელმწიფო. კრეტა-მიკენი საზღვაო ცივილიზაციებს მიეკუთვნება. ეს
ცივილიზაციებიც ქალაქ-სახელმწიფოების, პოლისების, სახით არსებობდნენ. ისინი
კუნძულებზე მდებარეობდნენ, ამიტომაც განსაკუთრებულად განვითარებული ჰქონდათ
ზღვაოსნობა და ვაჭრობა. მათ უძლიერესი ფლოტი ჰყავდათ და ვაჭრობით მდიდრდებოდნენ.

8
5. რა მსგავსება და განსხვავება იყო ერთი მხრივ - ჩინურ-ინდურ და მეორე მხრივ - ძველ
ბერძნულ და ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციებს შორის?
ძველ ბერძნული ცივილიზაცია საზღვაო ცივილიზაცია იყო, რომელიც განთქმული იყო
ზღვაოსნობითა და ვაჭრობით. მას უძლიერესი ფლოტი ჰყავდა და ზღვების სანაპიროებზე
კოლონიებსაც აარსებდა. ხოლო ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციები სამდინარო
ცივილიზაციები იყო. ისინი ძირითადად მიწათმოქმედებითა და მეცხოველეობით ირჩენდნენ
თავს. მაგრამ მათ საერთოც ჰქონდათ _ ყველა ეს ცივილიზაცია ქალაქ-სახელმწოფოების სახით
არსებობდა, რომლებიც შემდეგ გაერთიანდნენ და სახელმწიფობი შექმნეს. რაც შეეხება ინდურ
და ჩინურ ცივილიზაციებს, ისინი პარალელურად სამდინარო და მომთაბარულ
ცივილიზაციებს მიეკუთვნებიან. ჩინეთი მდინარეების, ხუანხესა და იანძის ნაპირებზე
ჩამოყალიბდა, ხოლო ინდოეთი - ინდისა და განგის ნაპირებზე. გარდა ამისა, ეს
ცივილიზაციები მომთაბარეობდნენ კიდეც და ამის გამო მეცხოველეობა განავითარეს. ასევე
მისდევდნენ მიწათმოქმედებასაც. რაც შეეხება განსხვავებას, ინდოეთი დემოკრატიული ან
თეოკრატიული სახელმწიფო იყო, ხოლო ჩინეთი კი იმპერია.
6. ქრონოლოგიურად დაალაგეთ ვის, რომელ ქვეყნებს ჰქონდათ პოლიტიკური
უპირატესობა ძველ აღმოსავლეთში?
პირველი ცივილიზაცია ძველ აღმოსავლეთში ეგვიპტე იყო, რომელიც ძვ.წ. IV ათასწლეულში
ჩამოყალიბდა. მან ძლიერების მწვერვალს ძვ.წ. II ათასწლეულში მიაღწია. მის პარალელურად
შუმერების სამეფოც ჩამოყალიბდა, რომელმაც პირველობა ჩამოართვა ეგვიპტეს. თუმცა
შუმერების დამოუკიდებლად არსებობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან შუმერული ქალაქ-
სახელმწიფოები აქადის მეფე სარგონმა დაიპყრო და აქადის სამეფო შექმნა. ამავე პერიოდში
ჩამოყალიბდა ხეთების, ასურეთისა და ბაბილონის სამეფოები. ხეთები ძლიერების მწვერვალს
მეფე ხათუსილ III_ის დროს აღწევენ, თუმცა მას ზღვის ხალხები შეესივნენ და ხეთებმა მალევე
არსებობა შეწყვიტეს. ასურეთი განსაკუთრებით ტიგლათფილესერ I_ის დროს გაძლიერდა,
რომელმაც თითქმის მთელი მესოპოტამია შეიერთა. მოგვიანებით, მცირე ხნით ასურეთი
ეგვიპტესაც ფლობდა, თუმცა შემდეგ მის წინააღმდეგ მეზობელი სახელმწიფოები გაერთიანდნენ
და ასურეთის დამარცხება შეძლეს. ამაში მნიშვნელოვანი წვლილი ბაბილონმა შეიტანა. ამის
შემდეგ დაიწყო ბაბილონის ბატონობა. შემდეგ პოლიტიკური უპირატესობა სპარსეთმა მოიპოვა,
რომელმაც ბაბილონი დაამარცხა. მაგრამ შემდეგ უკვე სპარსეთი ალექსანდრე მაკედონელმა
დაიპყრო და შექმნა იმპერია.

9
II თავი2
აქემენიანთა სპარსეთი - სპარსეთი გეოგრაფიულად ზეგანს წარმოადგენს, რომელიც წინა აზიაში
მდებარეობს. ირანული ტომები ირანის ზეგანზე ძვ. წ. II ათაწლეულში დასახლდნენ და აქ ოლქები
დააარსეს. მათ შორის მიდია დაწინაურდა, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა მეფე ყიაღსარის
დროს. მან ირანში შემოჭრილი სკვითები დაამარცხა და ქვეყნიდან გაყარა. ასევე სპარსული ოლქები
გააერთიანა, შექმნა კოალიცია ასურეთის წინააღმდეგ და ურარტუც დაიპყრო. მეფე ყიარსაღის
გარდაცვალების შემდეგ მისი ვაჟი ავიდა ტახტზე, თუმცა მას ყიარსაღის შვილიშვილი, კიროსი
აუჯანყდა და დაამარცხა კიდეც. იგი აქემენიანთა საგვერეულოდან იყო. სწორედ ამიტომაც ეწოდება
მის დროინდელ სპარსეთს აქემენიანთა სპარსეთი. კიროსმა ასევე ლიდიისა და ბაბილონის
დაპყრობა შეძლო და ტყვეობაში მყოფი ებრაელები სამშობლოში დააბრუნა. კიროსის სიკვდილის
შემდეგ ტახტზე მისი შვილი კამბისესი ავიდა. მან ეგვიპტის დამორჩილება შეძლო. სპარსეთი კიდევ
უფრო გაძლიერდა დარიოს I_ის დროს. მან დიდი რეფორმები გაატარა. მან ოქროს და ვერცხლის
მონეტები მოჭრა, იმპერია 20 სატრაპიად დაყო და სათავეში სატრაპები დაუყენა.

დარიკი - დარიკი ოქროს მონეტას ეწოდებოდა, რომელიც სპარსეთის მეფე დარიოს I_მა მოჭრა.
დარიკის გამოშვების უფლება მხოლოდ სამეფო ხელისუფალს ჰქონდა, ხოლო ვერცხლის მონეტის
გამოშვება იმპერიაში შემავალ ვასალ მეფეებსაც შეეძლოთ.

სატრაპიები - სპარსეთის მეფე დარიოს I_მა იმპერია 20 სატრაპიად დაჰყო და სათავეში


სატრაპები ჩაუყენა. სატრაპიები ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ოლქს წარმოადგენდა.
სატრაპს სატრაპიის მთელი სამოქალაქო უწყებები და სამხედრო ძალები ემორჩილებოდა. ის იყო
უმაღლესი მსაჯული და გადასახადების აკრეფაც მას ეკისრებოდა.

მაგადჰას იმპერია - სპარსეთის იმპერიის პარალელურად ძვ. წ. VI საუკუნეში ინდოეთში


მაგადჰას იმპერია ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებელი მაჰაპადმა ნანდა იყო, რომელმაც მანამდე 16
სამეფოდ დაშლილი ინდოეთი მაგადჰას სამეფოს ირგვლივ გააერთიანა. ამავე საუკუნეში
ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი სპარსეთმა დაიპყრო და სატრაპიები შექმნა. ამან
ინდოეთის მსოფლიო ვაჭრობაში ჩართვას შეუწყო ხელი. სპარსელები უკეთ გაეცნენ ინდურ
კულტურას და დანარჩენი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი გახადეს. ძველმა ინდოელებმა დიდ
წარმატებას მიაღწიეს მედიცინასა და მათემატიკაში! მათ ათწილადის სისტემა შექმნეს.

ათენი - ძვ.წ. V საუკუნეში ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებში ათენი დაწინაურდა. იგი


საბერძნეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატიკის ოლქში შეიქმნა. მას ნაყოფიერი მიწები არ
ჰქონდა, თუმცა ხელოსნობა და ვაჭრობა განავითარა. თავდაპირველად, ათენს სათავეში ბასილევსი,
ანუ მეფე ედგა, თუმცა შემდეგ მმართველის ფუნქციები არქონტმა შეითავსა. ათენის მოსახლეობა
წარჩინებულებად და დემოსად იყოფოდა. წარჩინებულები სესხებს გასცემდნენ ღარიბ ხალხზე და
გადაუხდელობის შემთხვევაში მონებად ჰყიდდნენ მათ. ამ სიტუაციის შეცვლა სოლონმა შეძლო. მან
აკრძალა მონად გაყიდვის წესი, ასევე უკვე გაყიდული მონებიც გამოისყიდა. სოლონმა მოსახლეობა
4 ქონებრივ ჯგუფად დაჰყო და სამხედრო სამსახურში ამის მიხედვით იწვევდა. პირველი ორი
ჯგუფის წარმომადგენლები მხედრებს წარმოადგენდნენ, მესამე ჯგუფი - ჰოპლიტები იყვნენ, ხოლო
მეოთხე ფენის წარმომადგენლები კი მსუბუქად შეიარაღებული მეომრები ან მეზღვაურები იყვნენ.
უკვე პერიკლეს დროს კი დემოკრატიამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. მან ასევე ღარიბებს მიწები
დაურიგა და მეზღვაურებად ამუშავებდა. ათენმა სპარსეთის წინააღმდეგ დელოსის კავშირი
ჩამოაყალიბა, თუმცა მოგვიანებით საზღვაო იმპერიად გადაიქცა.

სპარტა - სპარტა პელოპონესის ნახევარკუნძულზე ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებლებად


დორიელი ბერძნები ითვლებიან, რომლებმაც დაიპყრეს ნახევარკუნძული და იქაური

2
მსოფლიო გვიან ანტიკურ ხანაში - გლობალური იმპერიების ეპოქა
10
მოსახლეობა სამეფო მონებად - ჰილოტებად გამოაცხადეს. ჰილოტები სოფლის მეურნეობას
მისდევდნენ და მოსავლის ნაწილს სპარტელებს აძლევდნენ. ჰილოტები სპარტის მოსახლეობის
უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ და ამიტომაც ყოველწლიურად დამსჯელი ღონისძიება
ცხადდებოდა, რომლის დროსაც სპარტელები ჰილოტებს ხოცავდნენ. გარდა ამისა, ჰილოტები
მუდმივად გათავისუფლებას ცდილობდნენ და ამბოხის ჩასახშობად სპარტელები სულ
მზადყოფნაში უნდა ყოფილიყვნენ. ამისათვის სპარტელები ბავშვობიდან ბრძოლისთვის
ემზადებოდნენ. სუსტ ბავშვებს კლდიდან ყრიდნენ. გარდა ამისა, კიდევ ბევრი იღუპებოდა
სპარტული წვრთნის დროს. სპარტის სახელმწიფო წყობილებამ დასრულებული სახე ლიკურგეს
ხანაში მიიღო, რომელიც სპარტის კანონმდებელი იყო. მან მხოლოდ რკინის მონეტების მოჭრა
დაუშვა, რის გამოც სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა გაუარესდა.

არქონტი - თავდაპირველად, ათენს სათავეში მეფე ედგა, თუმცა მოგვიანებით მისი უფლებები
არჩეულ მმართველს - არქონტს გადაეცა. შემდგომში არქონტების რიცხვი ცხრამდე გაიზარდა და
არქონტთა კოლეგიად გადაიქცა. მათ ათენის უხუცესთა საბჭო - არეოპაგი დროებით ირჩევდა.

არეოპაგი - არეოპაგი ძველ ბერძნულად „არესის ბორცვს“ ნიშნავს. არესი ძველ ბერძნული
ომის ღმერთია, რომლის ჭალაშიც იკრიბებოდა უხუცესთა საბჭო. არეოპაგი ათენის წარჩინებული
საგვარეულოების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა. ამიტომაც იმხანად ათენში
არისტოკრატიულ-რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა. არისტოკრატები მიწების უდიდეს
ნაწილს ფლობდნენ, რომლებზეც ღარიბ ხალხს ამუშავებდნენ და კაბალური სასხით მათ
იმორჩილებდნენ. ხოლო შემდეგ კი მონებად ჰყიდდნენ. ეს წესი ათენის არქონტმა სოლონმა
გააუქმა.

დემოსი - დემოსი ბერძნული სიტყვაა და ღარიბ უმრავლესობას ნიშნავს. ათენში მართლაც ასე
იყო, დემოსი მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენდა, რომლებიც ძალზე გაღარიბდნენ და
მონებადაც კი იყიდებოდნენ. ეს წესი არქონტმა სოლონმა გააუქმა, რომელმაც უკვე გაყიდული
დემოსიც გამოისყიდა, ხოლო არქონტ პერიკლეს დროს კი დემოსს უკვე სახელმწიფო
უზრუნველყოფდა სამსახურით და სახელმწიფოს მართვაშიც ჩართო. იგი ხალხს ფულს უხდიდა
ათენის არჩევნებში მონაწილეობისთვის.

მარათონის ბრძოლა - სპარსეთის მეფე დარიოს I_მა ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების


დამორჩილება გადაწყვიტა. მან საბერძნეთში ელჩები გაგზავნა და დამორჩილება მოსთხოვა. მის ამ
მოთხოვნას ათენისა და სპარტას გარდა ყველა დათანხმდა. მაშინ სპარსეთის მეფემ ათენს შეუტია ძვ.
წ. 490 წელს. სპარსეთის ლაშქარი მარათონის ველზე დაბანაკდა. ათენელებმა 10000 მეომარი
შეაგროვეს და სპარსელებს თავს დაესხნენ. ათენელებმა გაიმარჯვეს. მათი სიხარული იმდენად
დიდი იყო, რომ ერთ-ერთი მეომარი ამბის სახარებლად გააგზავნეს ათენში. მან 42 კმ.
სულმოუთქმელად ირბინა და ამბის შეტყობინებისსთანავე უსულოდ დაეცა. ამ გარბენის გამო
მარათონული რბენა დააწესეს ოლიმპიურ თამაშებზე.

სალამინის ბრძოლა - დარიოს I მარათონის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ მალევე


გარდაიცვალა და ტახტზე მისი ძე ქსერქსე ავიდა. მან უზარმაზარი არმია შეკრიბა და ძვ. წ. 480 წელს
კვლავ საბერძნეთში გამოაგზავნა. თუმცა ბერძნები მზად იყვნენ ამ ბრძოლისთვის. მათ
თემისტოკლეს რჩევითა და მეთაურობით ძლიერი ფლოტი შექმნეს. სპარსელებმა მთელი
ჩრდილოეთ საბერძნეთი აიღეს და ათენიც გადაწვეს, თუმცა ათენელებმა მოსახლეობის გახიზვნა
მოასწრეს კ. სალამინზე. ბერძენთა ფლოტიც აქ იყო. გადამწყვეტი ბრძოლა სალამინის ყურეში
მოხდა. სპარსელთა დიდ გემებს ბერძენთა მცირე ზომის ტრირემები ადვილად გაუსწორდნენ და
მთელი ფლოტი გაუნადგურეს. ამის შემდეგ ბერძნებმა სპარსელები ხმელეთზეც დაამარცხეს და
იძულებული გახადეს საბერძნეთი დაეტოვებინათ.

11
პელოპონესის ომი - ბერძენ-სპარსელთა ომების შემდეგ ათენმა შექმნა დელოსის კავშირი,
რომელიც საზღვაო იმპერიას წარმოადგენდა და ფაქტობრივად საბერძნეთში პირველობა
მოიპოვა. ამას არ შეეგუა სპარტა და მანაც ჩამოაყალიბა პელოპონესის კავშირი. სპარტას
არისტოკრატიული ფენა უჭერდა მხარს, ხოლო ათენს კი დაბალი ფენის წარმომადგენლები,
რადგან იგი დემოკრატიის დამცველად გამოდიოდა. ამ ორ კავშირს შორის დაპირისპირება ომით
დასრულდა, რომელიც ბერძენთა სამოქალაქო ომად შეგვიძლია მივიჩნიოთ. სპარტელებმა
დახმარება სპარსელებს სთხოვეს. მათ ათენს შეუტიეს და აიღეს კიდეც. თუმცა სპარტელებს
სპარსელებისთვის მცირე აზიის ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები უნდა გადაეცა დახმარების
სანაცვლოდ, მაგრამ სპარტას ეს არ სურდა. ამის გამო სპარსეთი უკვე სპარტას დაუპირისპირდა
და დაამარცხა კიდეც. სპარსეთმა მაინც მიიღო მცირე აზიის ბერძნული ქალაქები.

ჰილოტები - პელოპონესის ნახევარკუნძული დორიელმა ბერძნებმა დაიპყრეს და აქ სპარტა


დააარსეს. მათ თავი სპარტიატებად გამოაცხადეს, ხოლო დაპყრობილი მოსახლეობა კი
ჰილოტებად. ჰილოტები მიწას ამუშავებდნენ და მოსავლის ნაწილს სპარტელებს აძლევდნენ.
ისინი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წარმოადგენდნენ და ამიტომაც ყოველწლიურად ეწყობოდა
დამსჯელი ღონისძიება - კრიპტია, რომლის დროსაც ახალგაზრდა სპარტელები ჰილოტებს
ხოცავდნენ. ეს სპარტელების სამხედრო აღზრდასაც ემსახურებოდა.

გავგამელას ბრძოლა - ბერნული ქალაქ-სახელმწიფოების დასუსტებით ისარგებლა მაკედონიამ


და თითქმის მთელი საბერძნეთი გააერთიანა. მაკედონიის და საერთოდ ისტორიის უდიდესი
მხედართმთავარი ალექსანდრე ტახტზე ასვლისთანავე სპარსელებთან საომრად მოემზადა. მან
სპარსეთს უდიდესი ტერიტორია წაართვა და ბოლოს გავგამელას ველზე შეებრძოლა. სპარსელებს
დარიოს III_ის მეთაურობით უზარმაზარი არმია ჰყავდა, მაშინ როცა ალექსანდრე მაკედონელს
50000 მეომარიც არ გააჩნდა. თუმცა ალექსანდრემ თავისი მხედართმთავრული ნიჭის წყალობით
სპარსელების დამარცხება შეძლო, ხოლო დარიოსმა კი გაქცევით უშველა თავს. მაგრამ ის მისმა
ხელქვეითმა მოკლა. ალექსანდრემ ეს ღალატი ვერ მოითმინა და დარიოსის მკვლელი შუაზე
გააგლეჯინა. ეს ბრძოლა გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან სპარსელებს არმია აღარ ჰყავდათ და
ალექსანდრემ სპარსეთი უბრძოლველად დაიმორჩილა.

ელინისტური ხანა - ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ (ძვ. წ. 323 წ) მისი


იმპერია ერთიანი ვეღარ შენარჩუნდა და დაიშალა. თუმცა ამან იმ კულტურულ ერთიანობას,
რომელიც ალექსანდემ დაამყარა ძველ დასავლურ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის,
ვერაფერი ავნო. ისტორიკოსები ალექსანდრეს სიკვდილის შემდგომ პერიოდს ელინისტურ ხანას
უწოდებენ, რაც ბერძნულ კულტურასთან ზიარებულს ნიშნავს. ამ ხანაში წამყვან როლს ბერძნული
კულტურა თამაშობდა, მაგრამ აღმოსავლურის როლიც უდიდესი იყო. ბერძნული ენა ფაქტობრივად
მსოფლიო ენას წარმოადგენდა, მას ესპანეთიდან მდ. ინდამდე გაიგონებდით. ამ ხანაში დასავლეთმა
და აღმოსავლეთმა ერთმანეთს გაუზიარა თავისი მიღწევები და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი
გახადა.

პტოლემაიოსების დინასტია - ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ნანგრევებზე ეგვიპტეში


აღმოცენდა სახელმწიფო, რომელსაც პტოლემაიოსთა ეგვიპტეს უწოდებენ. მისი დამაარსებელი
ალექსანდრეს ერთ-ერთი მხედართმთავარი პტოლემაიოს I იყო. ეს ეგვიპტე ძალიან
განსხვავდებოდა ფარაონების ხანის ეგვიპტისგან. ელინისტურ ეგვიპტეში ბერძნულმა ენამ
მოიკიდა ფეხი, ასევე ეგვიპტური იეროგლიფების ნაცვლად ბერძნული ანბანური დამწერლობის
გამოყენება დაიწყეს. ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული ეგვიპტის ალექსანდრია
მსოფლიოში პირველ მეგაპოლისად ითვლება. აქაც მოსახლეობის უმრავლესობა ბერძენი იყო.

სელევკიანთა სამეფო - ყველაზე დიდი სახელმწიფო, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის


იმპერიის დაშლის წარმოიქმნა, სელევკიანთა სამეფო იყო. ის ალექსანდრეს სარდლის
12
ანტიოქოსის შვილმა სელევკმა დააარსა. სელევკის სახელის მიხედვით, მმართველ დინასტიას
სელევკიანთა დინასტია, სახელმწიფოს კი სელევკიანთა სამეფო უწოდეს.

ყიაღსარი - ყიაღსარი მიდიის მეფე იყო, რომლის დროსაც მიდია განსაკუთრებით გაძლიერდა.
მან ირანში შემოჭრილი სკვითები დაამარცხა და ქვეყნიდან გააძევა. მან მუდმივი ჯარი შექმნა და
სპარსული ოლქები გააერთიანა. მან ბაბილონის სამეფოსთან ერთად ასურეთის წინააღმდეგ
კოალიცია შექმნა და გაანადგურა. მანვე შეძლო ურარტუს დამარცხებაც.

კიროსი - მიდიის მეფე ყიაღსარი გარდაცვალების შემდეგ მცირე ხნით მისი ძე ავიდა ტახტზე,
მაგრამ მას აქემენიანთა საგვარეულოს წარმომადგენელი კიროსი აუჯანყდა და დაამარცხა კიდეც.
მან ასევე ლიდიის მეფე კროისოსი დაამარცხა და ლიდია დაიპყრო. შემდეგ კი ბაბილონიც აიღო
უბრძოლველად. აქ მას ებრაელები დახვდნენ, რომლებიც თავიანთ სამშობლოში დააბრუნა. ამის
შემდეგ მან სირიისა და პალესტინის დაპყრობაც მოახერხა. იგი კავკასიელებთან ბრძოლაში
დაიღუპა.

კამბისესი - აქემენიანთა სპარსეთი ტერიტორიულად ყველაზე დიდ ტერიტორიაზე მეფე


კამბისესის დროს იყო გადაჭიმული. იგი კიროსის შვილი იყო და მის მერე ავიდა ტახტზე. მან
ეგვიპტეში ილაშქრა და მთელი ეგვიპტის დაპყრობა მოახერხა.

დარიოს I - სპარსეთი განსაკუთრებით გაძლიერდა დარიოს I_ის დროს. მან დიდი რეფორმები
გაატარა. უპირველეს ყოვლისა, მან მოჭრა ოქროს მონეტა - დარიკი და ვერცხლის მონეტა - სიკლი.
მან ასევე ქვეყანა 20 სატრაპიად დაჰყო და მმართველად სატრაპები მიუჩინა. ასევე დარიოს I_მა
ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების დაპყრობა განიზრახა. მანამდე კი იონიაში აჯანყება ჩაახშო.
თუმცა დარიოსი მარათონის ბრძოლაში დამარცხდა და ბერძნული ქალაქების დაპყრობა ვერ შეძლო.
იგი მალევე გარდაიცვალა.

გაუტამა - ძვ. წ. VI-V სს. გარდამტეხია ინდოეთის ისტორიაში. ამ პერიოდში ინდოეთი


ბუდიზმს ეზიარა, რომლის ფუძემდებელი უფლისწული გაუტამა იყო.

მაჰაპადმა ნანდა - მაჰაპადმა ნანდა მაგადჰას იმპერიის ფუძემდებელი იყო, რომელიც


ინდოეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა. მან ომების მეშვეობით მანამდე 16 სამეფოდ დაშლილი
ინდოეთი გააერთიანა. თუმცა ამავე ხანებში ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი სპარსეთმა
დაიპყრო და იქ სატრაპიები შექმნა.

სოლონი - სოლონი ათანის არქონტი იყო, რომელმაც ათენში მანამდე არსებული მონად
გაყიდვის წესი გააუქმა და უკვე გაყიდული ხალხი გამოისყიდა. მან ასევე ათენის მოსახლეობა
ქონებრივი ნიშნის მიხედვით 4 ჯგუფად დაჰყო და თითოეულს სავალდებულო სამხედრო
სამსახური დაუწესა. პირველი ორი ფენა მხედრები იყვნენ, მესამე ფენა - მძიმედ შეიარაღებული
ქვეითები, ჰოპლიტები, ხოლო მეოთხე ფენა კი მსუბუქად შეიარაღებული მეომრები ან
მეზღვაურები. სოლონს ასევე უკავშირდება ცნობილი დრაკონის კანონების ლიბერალიზაცია.

პერიკლე - ათენის სახელმწიფო წყობის საბოლოო დემოკრატიზაცია არქონტ პერიკლეს


უკავშირდება. მან ათენის უღარიბეს მოსახლეობას მიწები დაურიგა და საზღვაო იმპერიის
სხვადასხვა მხარეში ჩაასახლა. მან ასევე ხელმოკლე ოჯახები დაასაქმა და გემებზე მეზღვაურებად
დააწესა. პერიკლეს ღარიბი მოსახლეობისთვის ხშირად თეატრალურ სანახაობებსაც მართავდა. მის
დროს მრავალი ნაგებობა აშენდა და დიდი საზღვაო ლაშქრობაც მოაწყო შავიზღვისპირეთში.

ქსერქსე - დარიოს I_ის გარდაცვალების შემდეგ სპარსეთის ტახტზე მისი შვილი ქსერქსე
ავიდა. მან მარათონის ველზე განცდილი მარცხისთვის სამაგიეროს გადახდა მოინდომა,
ამიტომაც 10 წლის შემდეგ ძვ. წ. 480 წელს კვლავ გამოაგზავნა ჯარი. ამჯერად ბრძოლა სალამინის
13
ყურეში გაიმართა და კვლავ ბერძნების გამარჯვებით დასრულდა. ამ დამარცხების მიუხედავად,
ქსერქსე სპარსეთის გამოჩენილ მეფედ ითვლება, რადგან მან მრავალი რეფორმა გაატარა. მათ
შორის აღსანიშნავია აჰურამაზდას მსახურების სავალდებულოდ გამოცხადება.

ლიკურგე - სპარტის სახელმწიფო წყობილობამ დასრულებული სახე ლიკურგეს ხანაში მიიღო.


იგი სპარტის კანონმდებელიც იყო. მისი კანონები სპარტელებს შორის ქონებრივი უთანასწორობის
წინააღმდეგ იყო მიმართული, ამიტომაც მან რკინის მონეტები მოჭრა. ამის გამო სპარტას სავაჭრო
ურთიერთობა გაუფუჭდა მეზობლებთან. მისი კანონები თავისუფალ ვაჭრობასა და ქონების
დაგროვებას ებრძოდა. მანვე შეიმუშავა ბიჭებისა და გოგონების სამხედრო აღზრდის სისტემა. (ეგ
ზევით სპარტაში წერია)

ფილიპე II - პელოპონესის ომის შემდეგ ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები ძალიან დასუსტდა.


ამით ისარგებლა მაკედონიამ და ფილიპე II_ის მეთაურობით მთელი საბერძნეთის გაერთიანება
შეძლო. მის ჯარებს უახლესი შეიარაღება ჰქონდა: საინჟინრო შენაერთები, კატაპულტები და
მოძრავი კოშკები. გარდა ამისა, ფილიპეს წარმატებაში განსაკუთრებული როლი მაკედონურმა
ფალანგამ შეიტანა. მან სპარსეთს ომი გამოუცხადა და მცირე აზიაში 10 000 მეომარი გადაიყვანა,
მაგრამ აქ ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა და ტახტზე მისი შვილი ალექსანდრე მაკედონელი
ავიდა.

ალექსანდრე მაკედონელი - ალექსანდრე მაკედონელი მაკედონიისა და საერთოდ მსოფლიო


ისტორიაში უდიდესი მხედართმთავარი იყო. მან მამამისის მიერ გაერთიანებული საბერძნეთი
ჩაიბარა და მისი ტერიტორიები აღმოსავლეთით ინდოეთამდე განავრცო. მან ეგვიპტის, სირიის,
ფინიკიის, ბაბილონის დაპყრობა შეძლო უბრძოლველად. ხოლო სპარსეთის დაპყრობა კი ძვ. წ. 331
წელს გავგამელასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ მოახერხა. ამ ბრძოლაში სპარსელები
რამდენჯერმე აჭარბებდნენ ბერძნებს, თუმცა ალექსანდრემ მაინც შეძლო გამარჯვება და სპარსეთიც
დაიპყრო. მან ძველი დასავლეთისა და აღმოსავლეთის ცივილიზაციის გაერთიანება მოინდომა და
მოახერხა კიდეც. ეს მოვლენა ელინისტური კულტურის ხანად ითვლება. ალექსანდრემ ინდოეთშიც
ილაშქრა, თუმცა ბერძენი მეომრები ბრძოლებით გადაიღალნენ და ბაბილონში დაბრუნდნენ. აქ
ალექსანდრე მოულოდნელად 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დარიოს III - დარიოს III აქემენიდური სპარსეთის უკანასკნელი მეფე იყო. მას ისტორიკოსები
უინიციატივო და სუსტ ადამიანად ახასიათებენ. დარიოსი ალექსანდრეს წინააღმდეგ იბრძოდა,
თუმცა მისი დამარცხება ვერ მოახერხა. გადამწყვეტი ბრძოლა გავგამელასთან მოხდა, რომელშიც
დარიოსი დამარცხდა. იგი თავისმა ხელქვეითმა მოკლა ალექსანდრეს გულის მოსაგებად, თუმცა
პირიქით მოხდა და მან ალექსანდრეს რისხვა გამოიწვია. მან მოღალატე სიკვდილით დაასჯევინა,
ხოლო დარიოსის ოჯახს კი კარგად მოეპყრო. მან დარიოსის ქალიშვილიც კი შეირთო ცოლად.

აშოკა - ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შემდეგ ინდოეთი მალევე გაერთიანდა.


გაერთიანების ინიციატორი კვლავ მაგადჰას სამეფო აღმოჩნდა. ჩავდრაგუპტა მაურიამ ძველი
ნანდას დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი ტახტიდან ჩამოაგდო და მაურიების სამეფო
დააარსა. მაურიების სამეფოს გამორჩეული მეფე აშოკა იყო. მან დაპყრობით ლაშქრობებზე უარი
თქვა და ბუდიზმს ეზიარა. მან არაერთი ბუდისტური მონასტერი ააშენა. აშოკას ბრძანებით
შესრულებულ იქნა მრავალი ეპიგრაფიკული წარწერები, რომლებიც მთელს ინდოეთშია
მიმოფანტული. ეს წარწერები ინდოეთის ისტორიის შესასწავლად უმნიშვნელოვანეს წყაროს
წარმოადგენს.

ცინ-ში ხუანდი - ძვ. წ. III საუკუნეში მნიშვნელოვანი ცვლილებები ჩინეთის იმპერიაშიც მოხდა.
დასრულდა ათწლიანი შინა ომი, რომელიც ცინის დინასტიის გამარჯვებით დასრულდა. ჩინეთის
ახალი იმპერატორი ცინ-ში ხუანდი გახდა, რომელმაც ცინის იმპერიას ჩაუყარა საფუძველი. მან
14
ჰუნების წინააღმდეგ გაილაშქრა და მათის თავდასხმებისგან თავდასაცავად ააგო ჩინეთის დიდი
კედელი, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ნაგებობაა. მისი სიგრძე 4000 კილომეტრს აღწევს.
იმპერატორმა ასევე მოაწესრიგა გზები და ვაჭრობის განვითარებას დიდი ყურადღება მიაქცია. მისი
გარდაცვალების შემდეგ ცინის დინასტია დაემხო.

ხანის დინასტია - ცინის დინასტიის დამხობის შემდეგ 400 წლის განმავლობაში ჩინეთს ხანის
დინასტია მართავდა. ხანის დინასტიის დამაარსებელია ლიუ-ბანი, რომელმაც დაამარცხა ცინის
იმპერატორი. შინა ომების წყალობით ჩინეთში მოსახლეობა მიწებიდან აყრილი იყო, ამიტომაც
იმპერატორმა მიტოვებული მიწები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. შემდეგ მან ეს მიწები
არისტოკრატიულ საგვარეულოებს გადასცა და მეურნეობის აღორძინება დაავალა. ამით გაიზარდა
ოლქების მმართველების - ვანების ძალაუფლება და ისინი ხელისუფლების დამხობას
ესწრაფვოდნენ. ამისთვის ჰუნებთანაც ამყარებდნენ კავშირს. ვანების „პარპაშს“ იმპერატორმა უ-დიმ
მოუღო ბოლო. მან ამას სახელმწიფო აპარატის ცენტრალიზაციით მიაღწია. ასევე მან დაამარცხა
ჰუნები და დიდი ტერიტორიები შემოიერთა. ამით ჩინეთი ამ პერიოდის უდიდეს იმპერიად
გადაიქცა. განსაკუთრებით აღსანიშნავია, იმპერატორ ხე-დის განკარგულებით, ხის მერქნისგან
ქაღალდის მიღების ტექნოლოგიის შემუშავება. დინასტიის უკანასკნელ პერიოდში სახელმწიფო
თანამდებობებზე მხოლოდ მდიდრები ინიშნებოდნენ, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევდა.
საბოლოოდ ხანის იმპერია ახ. წ. III საუკუნეში დაიშალა.

1. როგორ ყალიბდებოდა და რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან აქემენიანთა


სპარსეთისა და მაგადჰას იმპერიებს?
მაგადჰას იმპერიის ფუძემდებლად მაჰაპადმა ნანდა ითვლება. მან ინდოეთის სამეფოები
გააერთიანა. ძვ. წ. VI საუკუნეში ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი აქემენიანთა
სპარსეთმა დაიპყრო. დაპყრობილ ტერიტორიაზე მან ადმინისტრაციული ერთეულები -
სატრაპიები შექმნა. ერთ-ერთ სატრაპიას, რომელიც მდინარე ინდის აუზს მოიცავდა, ინდოეთის
სატრაპია ეწოდებოდა. ინდოეთის ნაწილის სპარსეთის საზღვრებში მოქცევამ ამ ორი იმპერიის
სავაჭრო კავშირი განაპირობა. ინდოეთი იმჟამინდელ მსოფლიო ვაჭრობაში უფრო ინტენსიურად
ჩაერთო. ხოლო სპარსელები გაეცნენ ინდურ კულტურას და ის დანარჩენი მსოფლიოსთვის
ხალმისაწვდომი გახადეს.
2. როგორ მიმდინარეობდა სახელმწიფო წყობის დემოკრატიზაციის პროცესი ათენის ქალაქ-
სახელმწიფოში? შეადარეთ ის სპარტის პოლიტიკურ წყობას.
თავდაპირველად, ათენს სათავეში მეფე ედგა, მაგრამ მოგვიანებით მისი უფლებები არჩეულ
მმართველს - არქონტს გადაეცა. შემდგომში არქონტების რიცხვი ცრამდე გაიზარდა და
არქონტთა კოლეგია შექმნეს. მაგრამ დემოსი უკმაყოფილებას გამოთქვამდა მათი უუფლებობისა
და არისტოკრატთა მიერ მათი ჩაგვრის გამო. ამ ვითარების მოგვარება არქონტ სოლონს დაევალა.
მან დემოსის ვალები გააუქმა, ხოლო შემდეგ საერთოდ აკრძალა ვალების გამო ადამიანების
დამონება. უკვე არქონტ პერიკლეს დროს დემოკრატიამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია. მან
დემოსს მიწები დაურიგა, ასევე ხელმოკლე ოჯახებს სამსახურებს აძლევდა. მისი რეფორმების
შემდეგ ათენის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სახალხო კრება გახდა, უმაღლეს
აღმასრულებელ ორგანოდ 500_თა საბჭო იქცა. გარდა ამისა, ათენს ნაფიც მსაჯულთა
სასამართლოც ჰქონდა.
ათენისგან განსხვავებით, სპარტა მონარქიულ-არისტოკრატიული სახელმწიფო იყო. მის
გაბატონებულ ნაწილს სპარტიატები, სპარტელები წარმოადგენდნენ, ხოლო ჰილოტები კი მათ
სამეფო მონებად ითვლებოდნენ. სპარტაში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბიჭების
სამხედრო აღზრდას. ისინი ბავშვობიდანვე ომისთვის ემზადებოდნენ და სამხედრო სამსახურში
60 წლამდე რჩებოდნენ.

15
3. რა ურთიერთობა ჰქონდა ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებს: ათენსა და სპარტას აქემენიანთა
სპარსეთთან?
აქემენიანთა სპარსეთი თავიდანვე ცდილობდა ბერძნული ქალაქების დაპყრობას. უკვე
დარიოს I_მა წამოიწყო ომი ბერძნული ქალაქების წინააღმდეგ. ამ ომს ბერძენ-სპარსელთა ომების
სახელით ვიცნობთ. ამ ომში ათენი და სპარტა ერთად იბრძოდნენ სპარსეთის წინააღმდეგ. მათ
სპარსელები უმნიშვნელოვანეს ბრძოლებში - მარათონსა და სალამინში დაამარცხეს და
სპარსელებს უკან დახევა აიძულეს. თუმცა შემდეგ ათენი და სპარტა ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ პირველობისთვის და სამხედრო კავშირები შექმნეს. სპარტამ დახმარება
სპარსეთს სთხოვა და ერთ დროს მტრები, ახლა მოკავშირეებად იქცნენ. ათენმა ვეღარ გაუძლო
მათ შემოტევას და დანებდა. ომის შემდეგ სპარტას სპარსეთისთვის მცირე აზიის ბერძნული
ქალაქები უნდა გადაეცა, მაგრამ ეს არ მოინდომა და მოკავშირეები კვლავ მტრებად იქცნენ.
ამჯერად სპარსეთმა შეძლო სპარტის დამარცხება და ხელში ჩაიგდო მცირე აზია.
4. ვინ და როგორ მოახერხა ძველბერძნული და სპარსული სივრცის ერთ დიდ იმპერიად
ჩამოყალიბება?
ძვ. წ. IV საუკუნეში მაკედონიისა და მთლიანად საბერძნეთის წინამძღოლი ალექსანდრე
მაკედონელი გახდა. მან გამეფებისთანავე სპარსეთს ომი გამოუცხადა. ალექსანდრემ
უბროლველად დაიპყრო ეგვიპტე, ფინიკია, სირია, იერუსალიმი და პალესტინა. ხოლო
სპარსეთთან კი დიდი ბრძოლები გადახდა. მათ შორის გადამწყვეტი ბრძოლა იყო გავგამელას
ველზე, სადაც დარიოს III_ის უზარმაზარი არმია ალექსანდრეს 47000_იან არმიას
დაუპირისპირდა. მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, სპარსელები მაინც დამარცხდნენ
და უკან დაიხიეს. ბოლოს კი მეფე დარიოსი მოღალატეებმა იმსხვერპლეს. ამ ბრძოლის შემდეგ
სპარსეთს არმია აღარ ჰყავდა და ალექსანდრემ ის იოლად დაიპყრო. შემდეგ კი ინდოეთშიც
გადაწყვიტა ლაშქრობა. მაგრამ მანამდე მან ავღანეთის დაპყრობაც შეძლო, რაც მსოფლიოს
ისტორიაში სულ რამდენიმე დამპყრობელმა მოახერხა. მას ინდოეთის ნაწილის დაპყრობის
შემდეგ უკან დაბრუნება მოუწია. ის ბაბილონში ჩავიდა და იქ მოულოდნელად გარდაიცვალა.
ალექსანდრე მაკედონელმა თავისი დროის თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყრო,
ძველბერძნული და სპარსული სივრცე ერთ იმპერიად ჩამოაყალიბა.
5. ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობებმა როგორ შეუწყო ხელი ახალი ცივილიზაციის
ჩამოყალიბებას?
ალექსანდრე მაკედონელმა გამეფებისთანავე დაისახა მიზნად ძველი აღმოსავლეთისა და
დასავლეთის გაერთიანება. მაგრამ ეს გაერთიანება უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ
ტერიტორიული, არამედ კულტურულიც. ის კარგად ეპყრობოდა დაპყრობილ ხალხებს და
ყველას ათანასწორებდა. სპარსეთის დაპყრობის შემდეგ მან სპარსელები ბერძნებს გაუთანაბრა
უფლებებით. გარდა ამისა, ქალაქ სუსაში თავისი მეომრები სპარსელ ქალებზე დააქორწინა.
ერთიანმა ტერიტორიამ ეს ორი ცივილიზაცია კიდევ უფრო დააკავშირა. უფრო იოლი გახდა
ერთმანეთის კულტურების გაზიარება. შეიქმნა ერთიანი ელინისტური კულტურა, რომელშიც
ორივე ცივილიზაციის კულტურა იყო გაერთიანებული, თუმცა ბერძნული მაინც უფრო დიდ
როლს ასრულებდა. ალექსანდრეს გარდაცვალებისა და მისი იმპერიის დაშლის მიუხედავად,
ელინისტურ კულტურას არაფერი ვნებია. მან კიდევ საუკუნეებს გაუძლო.
6. რომელი სახელმწიფოები წარმოიშვა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ?
ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალების შემდეგ მისი იმპერია მისივე სარდლებმა
დაინაწილეს. მაკედონია კვლავ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელიც
საბერძნეთსაც მოიცავდა. მას სათავეში ანტიგონიდების საგვარეულო ჩაუდგა. ეგვიპტეში ასევე
ალექსანდრეს სარდალი პტოლემაიოსი გამეფდა და პტოლემაიოსების დინასტიას დაუდო
სათავე, რომელიც უკვე ელინურ ეგვიპტეს განაგებდა. ყველაზე დიდი სახელმწიფო, რომელიც
ალექსანდრეს იმპერიის ნანგრევებზე აღმოცენდა, სელევკიანთა სამეფო იყო. იგი მაკედონელის
სარდლის შვილმა სელევკმა დააარსა. თუმცა მოგვიანებით, სელევკიდებს ჯერ ბაქტრია, ხოლო

16
შემდეგ პართია გამოეყო. პართიის სამეფოს დამაარსებლად არშაკი ითვლება, რომელმაც სათავე
დაუდო არშაკიანთა დინასტიას. გარდა ამისა, სპარსელებისგან გათავისუფლდა ქართლის
სამეფოც, რომელიც ფარნავაზმა დააარსა. შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოყალიბდა კიდევ ერთი
პონტოს სამეფო, რომელიც მითრიდატემ დააარსა.
7. რა იყო მაურიების ხანის ინდოეთისა და ხანის დინასტიის ჩინეთის ეკონომიკური წინსვლის
მიზეზები?
ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დაშლის შემდეგ ინდოეთი ერთ იმპერიად გაერთიანდა.
მას სათავეში მაურიების დინასტია ედგა. ინდოეთის ეკონომიკური აღმავლობა
მნიშვნელოვანწილად სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის განვითარებამ განაპირობა. მათ
მოჰყავდათ ბრინჯი, ხორბალი, ქერი, ბამბა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბამბის
ქსოვილის წარმოება, რომელიც აბრეშუმის გზაზე გაჰქონდათ. ინდოეთი აქტიურად ვაჭრობდა
სპარსეთსა და ეგვიპტესთან და ბამბის ქსოვილის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად იქცა. რაც
შეეხება ჩინეთს, ხანის დინასტიის მმართველობის დროს მათი მიწები გაუკაცრიელებული იყო.
ამიტომაც იმპერატორმა ეს მიწები არისტოკრატიულ საგვარეულოებს დაურიგა სოფლის
მეურნეობის ორგანიზების პირობით. ამან ჩინეთის ეკონომიკური სიტუაცია გამოასწორა და წინ
წასწია.

III თავი3
მაგისტრატები - მაგისტრატები სახალხო კრების მიერ არჩეული და სენატის მიერ
დამტკიცებული საჯარო მოხელეები იყვნენ რომში. ისინი აღმასრულებელ ხელისუფლებას

3
გლობალური იმპერიების ეპოქა - რომის იმპერია და დანარჩენი სამყარო
17
წარმოადგენდნენ. მაგისტრატები სახელმწიფოს უსასყიდლოდ ემსახურებოდნენ და ხანდახან დიდ
თანხებსაც ხარჯავდნენ არჩევნების ჩატარებაში, ამომრჩევლების გამასპინძლებასა და
დასაჩუქრებაში.

კონსულები - უმაღლეს მაგისტრატებს რომში კონსულები წარმოადგენდნენ. ერთდროულად ორ


კონსულს ირჩევდნენ. კონსული უმაღლესი სამოქალაქო პირი და ომის დროს სამხედრო მეთაურიც.
რომის გარეთ კონსულს შეუზღუდავი უფლებები ჰქონდა.

პრეტორი - კონსულის მოადგილეს პრეტორი ეწოდებოდა, რომლის მოვალეობას რომში წესრიგის


დაცვა იყო. ამა თუ იმ სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეზე პრეტორის გადაწყვეტილებას
კანონის ძალა ჰქონდა.

დიქტატორი - პოლიტიკური კრიზისისა თუ განსაკუთრებული საფრთხის შემთხვევაში რომში


საგანგებო მოხელეს - დიქტატორს ირჩევდნენ, რომელსაც რომის ყველა თანამდებობის პირი
ემორჩილებოდა. იგი 6 თვით ირჩეოდა და ამ პერიოდში განუსაზღვრელი ძალაუფლება ჰქონდა.

პატრიციები და პლებები - რომის მოქალაქეები პატრიციებად და პლებეებად იყოფოდნენ.


თავდაპირველად, პლებეებს უფლებები არ გააჩნდათ, მაგრამ უამრავი ბრძოლის მეშვეობით
მოახერხეს უფლებებით პატრიციებს გათანაბრებოდნენ. მათ ისიც მოახერხეს, რომ ორი
კონსულიდან ერთი აუცილებლად პლებეი უნდა ყოფილიყო.

პლორეტარები - პატრიციებისა და პლებეების გვერდით, რომში, თავისუფალი მოქალაქეების


მესამე კატეგორია - პლორეტარებიც გამოჩნდნენ. პლორეტარი ისეთ მოქალაქეს ეწოდებოდა,
რომლებსაც განსაკუთრებული ხელმოკლეობის გამო ბავშვების გაჩენა-გაზრდის გარდა სხვა
არაფერი ევალებოდა. პლორეტარად რომის მოსახლეობის ის უღარიბესი ნაწილი იქცა, რომელმაც
სხვადასხვა ვითარებაში მთელი ქონება დაკარგა. ასევე მათ რიგებს ყოფილი მონებიც ავსებდნენ,
რომლებმაც თავისუფლება გამოისყიდეს.

პუნიკური ომები - ძვ. წ. III საუკუნის შუა წლებისთვის რომაელები მთელ იტალიას ფლობდნენ
და კ. სიცილიის დაპყრობაც განიზრახეს. მაგრამ აქ მათ კართაგენის სახელმწიფოსთან
დაპირისპირება მოუხდათ. კართაგენი ფინიკიელების მიერ დაარსებული ქალაქი იყო სამხრეთ
ხმელთაშუაზღვისპირეთში. რომაელები კართაგენელებს ფინიკიელის სახელიდან გამომდინარე
პუნიკებს უწოდებდნენ, ამიტომ მათ შორის გამართულ ომებსაც პუნიკური ომები ეწოდება. სულ
სამი პუნიკური ომი იყო. პირველ ომში კართაგენელები დამარცხდნენ და სამაგიეროს გადახდა
მოინდომეს. მათ ამჯერად იტალიის ტერიტორიაზე გაუმართეს ბრძოლა რომაელებს.
კართაგენელთა ლაშქარს ჰანიბალი მეთაურობდა. მათ ალპები გადალახეს და რომს
ჩრდილოეთიდან შეუტიეს. ჰანიბალმა რომის ლაშქარი არაერთხელ დაამარცხა, მაგრამ გადამწყვეტ
ბრძოლაში დამარცხდა და II ომშიც რომაელებმა გაიმარჯვეს. რომაელებმა ხმელთაშუა ზღვაზე
ბატონობა მოიპოვეს. II პუნიკური ომის შემდეგ კართაგენი კვლავ ძლიერდებოდა, რაც რომაელებს
არ მოსწონდათ და კართაგენის განადგურება გადაწყვიტეს. კართაგენელებს ეს ესმოდათ და
რომაელებს ზავის ყველანაირ პირობაზე თანხმდებოდნენ, მაგრამ როცა რომაელებმა
კართაგენელებს ქალაქის დატოვება მოსთხოვეს, მათ ბრძოლა გადაწყვიტეს. ამ ომშიც რომაელებმა
გაიმარჯვეს და მოსახლეობა მონებად გაყიდეს, ქალაქი კი გადაწვეს და მარილი მოაყარეს.

ბრძოლა მაგნეზიასთან - ჰანიბალის დამარცხების შემდეგ რომაელებმა ძვ. წ. 190 წელს


სელევკიდების დამარცხება მოახერხეს ქალაქ მაგნეზიასთან და მათი სამეფო დაიპყრეს.
სელევკიდების სამეფოს განადგურების შემდეგ მცირე და წინა აზიაში მათგან განთავისუფლებულმა
ხალხებმა სახელმწიფოები შექმნეს. მათ შორის სომხეთის, ქართლისა და ბაგადატების სამეფოები
იყო. მაგრამ სომხეთის სამეფო გაძლიერდა და მეფე არტაშესმა ჯერ ბაგადატების, ხოლო შემდეგ კი
18
ქართლის სამეფოები დაიმორჩილა. ამ პერიოდიდან ქართლის სამეფო ტახტზე ქალის ხაზით
ფარნავაზიანთა, კაცის ხაზით კი არტაშესიანთა დინასტია დამკვიდრდა.

მაკედონური ომები - რომმა, კართაგენის მსგავსად, სამი ომი მაკედონიის სამეფოსთანაც


გადაიხადა. ეს ომები მაკედონური ომების სახელით არის ცნობილი. ძვ. წ. III საუკუნეებში
საბერძნეთი და მაკედონია გაუთავებელი შინა ომებით ძალიან იყვნენ დასუსტებული და რომმა
მათი დაპყრობა იოლად მოახერხა. ამით რომი გვიანანტიკური მსოფლიოს ახალ იმპერიად
მოევლინა.

მითრიდატული ომები - ძვ. წ. I საუკუნეში რომს მცირე და წინა აზიაში პონტოსა და არმენიის
სამეფოები დაუპირისპირდნენ. მათ ზურგს ქართლი და ალბანეთი უმაგრებდნენ. იმ ხანად პონტოში
- მითრიდატე, არმენიაში - ტიგრანი, ხოლო ქართლში - არტოკი მეფობდნენ. რომთან ბრძოლაში
წამყვან როლს პონტო ასრულებდა, ამიტომაც ამ ომებს მითრიდატული ომები ეწოდებათ. სულ 3
ომი იყო. მესამე და უკანასკნელ ომში მითრიდატეს გნეუს პომპეუსი დაუპირისპირდა. მან
მითრიდატე დაამარცხა და სამხრეთ კავკასიაშიც გაილაშქრა. მითრიდატე შვილთან გაიქცა
ბოსფორის სამეფოში, თუმცა შვილმა უღალატა და მითრიდატემ თავი მოიკლა. რომის ხელში წინა
აზიის დიდი ნაწილი გადავიდა და მთელი სამხრეთ კავკასია რომის ვასალად იქცა.

ტრიუმვირატი - სამხედრო წარმატებების მიუხედავად, რომში პოლიტიკური კრიზისი


მწვავდებოდა. პოლიტიკურ ბრძოლაში თანდათანობით სამი პიროვნება - იულიუს კეისარი, გნეუს
პომპეუსი და ლიცინიუს კრასუსი დაწინაურდნენ. გნეუს პომპეუსმა მითრიდატეს დამარცხებით
ისახელა თავი, კრასუსმა კი სახელი მონათა აჯანყების ლეგენდარული ბელადის სპარტაკის
დამარცხებით შეიძინა (იულიუსი ისედაც BOSS იყო :D). რომის პოლიტიკური ელიტის ამ სამმა
გამორჩეულმა ლიდერმა კავშირი შეკრეს ერთმანეთთან და მთელი ხელისუფლება დაინაწილეს. ეს
კავშირი ისტორიაში I ტრიუმვირატის სახელით არის ცნობილი. შეთანხმების მიხედვით, იულიუსი
გალიაში უნდა გამგზავრებულიყო და იქ ახალი ტერიტორიები დაეპყრო, კრასუსს კი პართიის
სამეფოზე უნდა გაელაშქრა.

ტეტრარქია - ტეტრარქია პოლიტიკური მმართველობის ფორმა იყო, რომელიც რომის


იმპერატორმა დიოკლეტიანემ შემოიღო. ის ოთხთა მმართველობას აღნიშნავს. ტახტზე
ასვლისთანავე მან თავისი თანამმართველი ავგუსტუსის ტიტულით დააყენა. ხოლო ამ ორმა შემდეგ
თავიანთი მოადგილეები - კეისრები დანიშნეს. მმართველობის ახალი ფორმის შესაბამისად
შეიცვალა რომის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობაც. იმპერია ოთხ: გალიის, იტალიის,
ილირიისა და აღმოსავლეთის პრეფექტურებად დაიყო. პრეფექტურას პრეფექტი განაგებდა. ისინი
12 ოლქს აერთიანებდა, რომლებიც თავის მხრივ 100 პროვინციას აერთიანებდნენ.

პრინციპატი - პრინციპატი ნიშნავს „პირველი პირველთა შორის“. მმართველობის ფორმა იყო


ადრეულ რომის იმპერიაში. პრინციპატი წარმოადგენდა ადრეული იმპერიის მართვის ფორმას,
როდესაც რესპუბლიკური ტრადიციები ჯერ კიდევ ძლიერი იყო და ინსტიტუტები შენარჩუნებული
იყო. პირველად პრინციპატის ტიტული ოქტავიანე ავგუსტუსმა აიღო. პრინციპატის დროს სენატი
უდიდეს როლს ასრულებდა იმპერიის მართვაში. პრინცეპს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის
სენატის თანხმობა სჭირდებოდა. პრინციპატი იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს დომინატით
შეიცვალა.

დომინატი - რომის იმპერატორმა დიოკლეტიანემ იმპერია ძლიერი კრიზისის ხანაში ჩაიბარა. მან
ქვეყნის გაძლიერების წინაპირობად მმართველობის ცენტრალიზაცია მიიჩნია. ამიტომაც
დიოკლეტიანემ პრინციპატი დომინატით შეცვალა. დომინატი პრინციპატისგან განსხვავებით
აბსოლუტურ მონარქიას წარმოადგენდა. მმართველობის ეს ფორმა უკვე არც სენატსა და არც სხვა
ინსტიტუტებს აღარ ცნობდა. იმპერატორი ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებას. თუმცა,
19
დიოკლეტიანემ ტეტრარქია - ოთხთა მმართველობა შემოიღო. მან დანიშნა თავისი თანამმართველი
და შემდეგ მათ კიდევ მოადგილეები - კეისრები დაინიშნეს. მმართველობის ამ ფორმას
დასრულებული სახე კონსტანტინე დიდის ხანაში მიეცა.

აპენინის ნახევარკუნძული - აპენინის ნახევარკუნძული ხმელთაშუა ზღვაში მდებარეობს,


დღევანდელი იტალია. ანტიკურ პერიოდში აქ ქალაქი რომი დაარსდა და შემდეგ ერთ-ერთ უდიდეს
იმპერიად იქცა მსოფლიოში. თავდაპირველად იტალიად მხოლოდ აპენინის ნ. კ_ის სამხრეთ
ნაწილს მოიაზრებდნენ, მაგრამ შემდეგ ეს სახელი მთელ ნახევარკუნძულზე გავრცელდა.

ქალაქი რომი - ლეგენდის თანახმად ძვ. წ. 753 წელს ქალაქი რომი ძმებმა რომულუსმა და რემუსმა
დააარსეს, რომლებიც მგელმა გაზარდა. ქალაქის დაარსების შემდეგ რომულუსმა რემუსი მოკლა და
რომის პირველი მმართველი გახდა. რომმა თანდათანობით ჯერ აპენინის ნახევარკუნძული
დაიპყრო, შემდეგ მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის დამორჩილებაც მოახერხა და ძველი
მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს იმპერიად ჩამოყალიბდა. ამ იმპერიამ სახელი ქალაქ რომიდან აიღო,
რადგან ამ ქალაქიდან დაიწყო იმპერიის მშენებლობა.

კართაგენი - ქალაქი კართაგენი ფინიკიელებმა დააარსეს ჩრდილოეთ აფრიკაში, დღევანდელი


ტუნისის ტერიტორიაზე. კართაგენი ვაჭრობით ძალიან მდიდარ ქვეყნად იქცა და რომსაც კი
დაუპირისპირდა. რომაელები კართაგენელებს ფინიკიელის სახელიდან გამომდინარე პუნიკებს
უწოდებდნენ. რომაელებსა და კართაგენელებს შორის სამი ომი მოხდა ძვ. წ. III-II საუკუნეებში და
ეს ომები პუნიკური ომების სახელით არის ცნობილი. ამათგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი II
პუნიკური ომი იყო, რომელშიც კართაგენის გენიალური მხედართმთავარი ჰანიბალი
დაუპირისპირდა რომს. მან ალპები გადალახა და რომს ჩრდილოეთიდან შეუტია. ჰანიბალმა
არაერთ ბრძოლაში დაამარცხა რომაელები, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლებში დამარცხდა. ძვ.წ. 202
წელს ზამასთან სციპიონ აფრიკელმა დაამარცხა ჰანიბალი. ხოლო მოგვიანებით კი, III პუნიკურ
ომში რომაელებმა კართაგენი გაანადგურეს, მოსახლეობა კი მონებად გაყიდეს.

ჰანიბალი - კართაგენის უდიდესი მხედართმთავარი, რომელიც II პუნიკურ ომში


დაუპირისპირდა რომს. მან ლაშქრით ალპები გადალახა და რომს ჩრდილოეთიდან შეუტია.
ჰანიბალმა არაერთ ბრძოლაში მოახერხა რომაელების დამარცხება. განსაკუთრებით აღსანიშნავია
ძვ.წ. 216 წელს კანესთან გამართული ბრძოლა, რომელშიც ჰანიბალს ორჯერ ნაკლები ჯარისკაცი
ჰყავდა, თუმცა მაინც გაიმარჯვა. ამ ბრძოლაში 50000 რომაელი მოკვდა, როცა ჰანიბალმა მხოლოდ
6000 მეომარი დაკარგა. ამ ბრძოლის შემდეგ მას არავინ უშლიდა ხელს რომის აღებას, თუმცა ეს ვერ
გაბედა. საბოლოოდ, ეს მას ძვირად დაუჯდა და ძვ. წ. 202 წელს ზამასთან დამარცხების შემდეგ
კართაგენის ძლიერება დასრულდა. ჰანიბალი გაიქცა და ბოლოს თავი მოიწამლა.

მითრიდატე - მითრიდატე ძვ. წ. I საუკუნეში პონტოს მეფე იყო, რომელიც სამხრეთ კავკასიის
ქვეყნების დახმარებით რომს ებრძოდა. სულ სამი ომი მოხდა და ეს ომები მითრიდატული ომების
სახელით არის ცნობილი. უკანასკნელ ომში მითრიდატეს წინააღმდეგ გნეუს პომპეუსი იბრძოდა.
პომპეუსმა მითრიდატე დაამარცხა და პონტოსთან ერთად სამხრეთ კავკასიის დამორჩილებაც
მოახერხა. მითრიდატე თავის ვაჟთან, ბოსფორის მეფესთან გაიქცა, მაგრამ შვილმა უღალატა და
მისი რომაელებისთვის გადაცემა მოინდომა. ამის გამო მითრიდატემ თავი მოიკლა. ის მითრიდატე
ევპატორის სახელით არის ცნობილი.

პომპეუსი - გნეუს პომპეუსი რომის ცნობილი მხედართმთავარი იყო, რომელიც მესამე


მითრიდატულ ომში ებრძოდა მითრიდატეს და დაამარცხა კიდეც. მან ასევე სამხრეთ კავკასიის
ქვეყნებიც დაიმორჩილა. პომპეუსი ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო იმ I ტრიუმვირატისა,
20
რომელიც იულიუსს, კრასუსსა და პომპეუსს შორის დამყარდა. შეთანხმების საფუძველზე კრასუსს
პართიაში უნდა ელაშქრა, თუმცა დამარცხდა და იქ დაიღუპა. ტრიუმვირატის ორ დარჩენილ წევრს
შორის ბრძოლა პირველობისთვის გაჩაღდა. ამ ბრძოლაში იულიუსმა გაიმარჯვა და რომის მუდმივ
დიქტატორად იქცა.

კრასუსი - კრასუსი რომის პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, რომელმაც


პომპეუსთან და იულიუსთან შეკრა კავშირი. ამ კავშირს ტრიუმვირატი ეწოდებოდა. კრასუსმა
სახელი მონათა აჯანყების ლეგენდარული ბელადის სპარტაკის დამარცხებით მოიხვეჭა. მას
პართიის დალაშქვრა და დაპყრობა დაევალა, თუმცა დამარცხდა და ბრძოლაში დაიღუპა.

იულიუს კეისარი - იულიუს კეისარი რომის ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკოსი იყო. მან
შეკრა კავშირი კრასუსთან და პომპეუსთან. შეთანხმების საფუძველზე იულიუსს გალიის
დამორჩილება დაევალა. მან მთელი გალიის დაპყრობა მოახერხა. კრასუსის სიკვდილის შემდეგ
იულიუსი და პომპეუსი პირველობისთვის იბრძოდნენ. ამ ბრძოლაში იულიუსმა გაიმარჯვა და
რომი თავისი ჯარით აიღო. იგი რომის მუდმუვი დიქტატორი გახდა. მან რომის სხვა უმაღლესი
თანამდებობებიც მიიღო. კეისარს მეფის ტიტულიც შესთავაზეს, რის გამოც იგი შეთქმულებმა
მოკლეს სენატის სხდომაზე.

ოქტავიანე - იულიუს კეისარმა თავის მემკვიდრედ ანდერძით თავისი დისშვილი ოქტავიანე


გამოაცხადა. მას ავგუსტუსი „ღვთაებრივი“ შეარქვეს, მისი მმართველობის პერიოდი კი რომის
ოქროს ხანად იწოდება. ოქტავიანეს მმართველობაში იულიუსის სარდალი ანტონიუსი შეეცილა,
რომელიც ეგვიპტეში წავიდა. ოქტავიანემ დაამარცხა ანტონიუსი და ეგვიპტე დაიმორჩილა.
ოქტავიანეს დროს დამყარდა პრინციპატი. იმპერიის მართვაში აქტიურად მონაწილეობდა როგორც
სენატი, ისე სხვა ინსტიტუტები. პრინცეპსი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა თუ სენატი არ
მისცემდა უფლებას. დიდ წარმატებებთან ერთად ოქტავიანემ რამდენიმე მარცხი იწვნია გერმანულ
ტომებთან ბრძოლაში. ოქტავიანე ახ. წ. 14 წელს დაიღუპა.

ანტონიუსი - ანტონიუსი იულიუს კეისრის სარდალი იყო, რომელიც იმპერიის მმართველობაში


ეცილებოდა ოქტავიანეს. მას ეგვიპტის დაპყრობა დაევალა. მაგრამ კლეოპატრამ ის შეაცდინა და
თავი შეაყვარა. ოქტავიანემ ურჩი სარდლის დასჯა გადაწყვიტა და ბრძოლა გაუმართა. ოქტავიანემ
დაამარცხა ანტონიუსი და ეგვიპტეც დაიპყრო. ანტონიუსმაც და კლეოპატრამაც სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულეს.

კლეოპატრა - კლეოპატრა ეგვიპტის უკანასკნელი დედოფალი იყო. მან ანტონიუსის მოხიბვლა


მოახერხა და თავიც შეაყვარა. ანტონიუსმა კლეოპატრასთან ქორწილს აპირებდა, თუმცა
ოქტავიანესთან დამარცხდა და თავი მოიკლა. კლეოპატრამ ოქტავიანეს მოხიბვლაც მოინდომა,
მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ამიტომაც გველებს დააგესლინა თავი.

ვესპასიანე - კლავდიუსების დინასტიების შემდეგ რომის საიმპერატორო ტახტზე ახალი,


ფლავიუსთა დინასტია დამკვიდრდა. ფლავიუსთა დინასტიის ხანა რომაელი სარდლის, ფლავიუს
ვესპასიანეს სახელს უკავშირდება. მან მოაწესრიგა რომის ფინანსები და არმიაში მტკიცე
დისციპლინა შემოიღო. ის ჯერ კიდევ სარდლის რანგში იბრძოდა პალესტინაში აჯანყების
ჩასახშობად, ხოლო ტახტზე ასვლის შემდეგ აჯანყების ჩახშობა მის შვილს დაეკისრა. ტიტუსმა
აჯანყება ჩაახშო და ქალაქი დაანგრია. რომაელებმა იუდეა რომის პროვინციად გამოაცხადეს.

ტრაიანე - ტრაიანე რომის იმპერატორი იყო, რომელიც წარმოშობით ესპანელი იყო. მან ესპანელი
იმპერატორების ხანას დაუდო სათავე. იგი ძალიან განათლებული და მამაცი სარდალი იყო.
ტრაიანემ დიდი ყურადღება დაუთმო გაჭირვებული მოსახლეობის დახმარებას და მათ ფულადი
დახმარება დაუნიშნა. გარდა ამისა ზრუნავდა ომის ვეტერანებზეც. ტრაიანემ მთელი იმპერიის
21
მასშტაბით გზების მშენებლობა დაიწყო და მრავალი არქიტექტურული ძეგლიც ააგო, რომელთაგან
გამოსარჩევია ფორუმი. მან ასევე დაკია დაიპყრო და იქ რომაელები ჩაასახლა. მან პართიასთანაც
წარმატებული ომი გადაიხადა და მისი დედაქალაქი ქტეზიფონიც კი დაიკავა. ტრაიანემ ინდოეთზე
ლაშქრობაც გადაწყვიტა, მაგრამ მოულოდნელად გარდაიცვალა.

ადრიანე - ადრიანე ტრაიანეს თან ახლდა ინდოეთის წინააღმდეგ ლაშქრობაში, მაგრამ ტრაიანე
მალევე გარდაიცვალა და ტახტზე ადრიანე ავიდა. მას ძალიან უყვარდა ხელოვნება და
განათლებულიც იყო, თუმცა მაინც ანტიკური ხანის მმართველს ჰგავდა, რომელიც აჯანყების
დათრგუნვის ერთადერთ გზას ხალხის განადგურებაში ხედავდა. ვესპასიანესა და ტრაიანეს
მსგავსად, ის აჯანყებულ ებრაელებს სასტიკად უსწორდებოდა. მან პალესტინაში ებრაული
დასახლებები დაანგრია და ნახევარ მილიონამდე ებრაელი დახოცა. მას ასევე ცუდი ურთიერთობა
ჰქონდა ქართლის მეფე ფარსმან III_სთან. მან ფარსმანი რომში მიიწვია და თან საჩუქრებიც
გაუგზავნა, თუმცა ფარსმანი არ ეახლა და საპასუხოდ ძვირფასი მოსასხამები გამოუგზავნა.
ადრიანემ ეს მოსასხამები გლადიატორებს ჩააცვა და ასე აბრძოლა. ფარსმანმა კი სამაგიეროდ
დარიალის კარი გახსნა და ალანები შეუსია რომის პროვინციებს. ადრიანე ისე მოკვდა, რომ
ფარსმანის შემორიგება ვერ მოახერხა.

ანტონიუს პიუსი - იმპერატორ ადრიანეს შემდეგ რომის ტახტზე ანტონიუს პიუსი ავიდა. მან
ქართლის მეფე ფარსმან III_სთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება გადაწყვიტა და რომში
მიიწვია. ფარსმანი ადრიანესგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში მიიღო მიწვევა და იმპერატორს
ოჯახთან ერთად ეახლა. ანტონიუს პიუსმა ის კარგად მიიღო და ფარსმანის ქანდაკებაც აღმართა
რომში. გარდა ამისა, იმპერატორმა ფარსმანს მარსის ტაძარში მსხვერპლის შეწირვის უფლება მისცა.

მარკუს ავრელიუსი - მარკუს ავრელიუსი რომის სხვა იმპერატორებისგან იმით გამოირჩეოდა,


რომ ფილოსოფოსიც იყო. მან იმპერია უმძიმეს მდგომარეობაში ჩაიბარა. რომი პართიას ებრძოდა და
ამავდროულად გერმანული ტომების იერიშებსაც იგერიებდა. გერმანელების შეტავა იმდენად
ძლიერი იყო, რომ მარკუს ავრელიუსს იმპერიის მთელი ძალების მობილიზაცია დასჭირდა მის
მოსაგერიებლად. თუმცა, რამდენიმე წლის შემდეგ გერმანელები კვლავ აჯანყდნენ და იმპერატორს
ბრძოლის ველიდან უხდებოდა ჯარის მართვა. იგი ამ ბრძოლებში დაიღუპა და რომში კრიზისი
დაიწყო.

შაბურ I - სპარსეთის პირველი სასანიანი შაჰი არდაშირი სპარსული პროვინციების


შემოერთებით იყო დაკავებული და მეზობლებისთვის არ ეცალა. თუმცა, სიტუაცია შეიცვალა მისი
მემკვიდრის შაბურ I_ის დროს. მან რომთან რამდენიმე ბრძოლა მოიგო და ერთ-ერთ ბრძოლაში
რომის იმპერატორ ვალერიანის დატყვევებაც მოახერხა. ამ დროს ქართლის მეფე ამაზასპი თავის
ცოლისძმა, სომხეთის მეფე ხოსროსთან ერთად რომის უზენაესობას აღიარებდა. მაგრამ შაბურის
მიერ რომის დამარცხებისა და ხოსროს მკვლელობის შემდეგ ამაზასპმა სპარსეთს მორჩილება
აღუთქვა. მაგრამ ეს აღთქმა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა და ამაზასპი სპარსელებთან ომში დაიღუპა.
შაბურ I_მა სომხეთის ტახტზე თავისი უფროსი ვაჟი ჰორმიზდ-არდაშირი დასვა, რომელმაც
ამაზასპის დაზე იქორწინა, ხოლო ქართლში კი ჰორმიზდ-არდაშირის ვაჟი რევი დასვა. აქედან
იწყება ქართლში ხოსროიანების დინასტია.

დიოკლეტიანე - სპარსეთთან ბრძოლაში გარდამტეხი უპირატესობის მოპოვება ომპერატორმა


დიოკლეტიანემ მოახერხა. მან რომში პრინციპატი დომინატით შეცვალა. გარდა ამისა,
ტეტრარქიული მმართველობაც დაამყარა და იმპერია ოთხ პრეფექტურად დაჰყო. მან სამხედრო
რეფორმაც გაატარა და ლეგიონების რიცხვი გაზარდა. მაგრამ რომში ინფლაცია მძვინვარებდა და
ფასები კატასტროფულად იმატებდა. ამიტომაც დიოკლეტიანემ ფასების მაქსიმუმი დააწესა. ამის
22
შემდეგ მან სპარსეთზე გაილაშქრა და წარმატებასაც მიაღწია. მან სომხეთში ხოსროს ვაჟი თრდატი
გაამეფა, ხოლო 298 წელს დადებული ნიზიბინის ზავის მიხედვით სომხეთი და ქართლი რომის
დაქვემდებარებაში გადავიდა. ასევე დიოკლეტიანეს მმართველობაში გამწვავდა ქრისტიანების
დევნა, რასაც წმინდა გიორგის წამებაც მოჰყვა. დიოკლეტიანე ერთადერთი იმპერატორი იყო,
რომელმაც ტახტზე თავისი ნებით თქვა უარი. იგი მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და უბრალო
ცხოვრებას მიჰყო ხელი.

კონსტანტინე დიდი - დიოკლეტიანეს მიერ შემოღებული მმართველობის ფორმის მიხედვით,


რომს ერთხანს ორი იმპერატორი მართავდა. ისინი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ერთხმად
იღებდნენ. ერთ-ერთი ასეთი გადაწყვეტილება მილანის ედიქტი იყო 313 წელს, რომლის
მიხედვითაც რომში ყველა რელიგია თანასწორად გამოცხადდა. მალე რომის დასავლეთის
მმართველმა კონსტანტინე დიდმა მეტოქე დაამარცხა და რომის ერთპიროვნული მმართველი
გახდა. მან დედაქალაქის რომიდან გადატანა მოისურვა. ახალი დედაქალაქის ადგილად ძველი
ბიზანტიონის ადგილი აირჩია ბოსფორის სრუტეზე. მან აქ ქალაქი დააარსა და კონსტანტინოპოლი
უწოდა. კონსტანტინე დიდს წარმართული ტაძრებიდან ძვირფასეულობა გამოჰქონდა და
ქრისტიანულ ტაძრებში მიჰქონდა. მისივე ინიციატივით გაიმართა ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო
კრება 325 წელს. იგი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ქრისტიანად მოინათლა.

1. რომის სამოხელეო აპარატი და საზოგადოება რესპუბლიკის პერიოდში და მისი შედარება


დომინატის პერიოდთან;
რომში, რესპუბლიკის პერიოდში ქვეყანას რამდენიმე სამოხელეო ინსტიტუტი განაგებდა.
აღმასრულებელი ხელისუფლება სახალხო კრების მიერ არჩეული და სენატის მიერ
დამტკიცებული მაგისტრატების ხელში იყო. უმაღლეს მაგისტრატებს კონსულები
წარმოადგენდნენ. ერთდროულად ორი კონსული აირჩეოდა. ისინი უმაღლეს სამოქალაქო
პირებს და ომის შემთხვევაში - სამხედრო მეთაურებს წარმოადგენდნენ. კონსულების
მოადგილეებს პრეტორები ეწოდებოდათ, რომელთა მოვალეობა რომში წესრიგის დაცვა იყო. მათ
გადაწყვეტილებას კანონის ძალა ჰქონდა. განსაკუთრებული საფრთხის შემთხვევაში დიქტატორს
ირჩევდნენ, რომელსაც 6 თვის განმავლობაში შეუზრუდავი ძალაუფლება ჰქონდა. რაც შეეხება
დომინატს, მმართველობის ეს ფორმა ერთპიროვნულ მმართველობას გულისხმობს. იგი
ყველანაირი სამოხელეო აპარატის გაუქმებასაც გულისხმობს. მმართველი სენატისგან
დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. რომში იმპერატორმა თანამმართველიც დანიშნა და
მათ შემდეგ მოადგილეები - კეისრები დაინიშნეს. რაც შეეხება საზოგადოებას, იგი პატრიციებად
და პლებეებად იყოფოდა. თავდაპირველად პატრიციები უფლებებით აღემატებოდნენ პლებეებს,
მაგრამ მოგვიანებით პლებეებმა ბრძოლების მეშვეობით მოახერხეს უფლებებით
გათანაბრებოდნენ პატრიციებს. შემდეგ კი მოსახლეობის მესამე ფენა პლორეტარი გამოჩნდა,
რომელიც რომის უღარიბეს მოსახლეობას აერთიანებდა.
2. როგორ და რომელი იმპერიები დაიპყრო რომმა და როგორ მართავდა მათ რესპუბლიკისა
და იმპერიის პერიოდში?
რომის იმპერია პატარა ქალაქ რომიდან წარმოიქმნა. მან ჯერ აპენინის ნახევარკუნძული
დაიპყრო, ხოლო შემდეგ კი უდიდესი ტერიტორიები შეიერთა. ალექსანდრე მაკედონელის
იმპერიის დაშლის შემდეგ რამდენიმე იმპერია აღმოცენდა და რომმა თითოეული მათგანი
სათითაოდ დაიპყრო. მან ჯერ ზღვაზე ბატონობა გადაწყვიტა, ამაში კი მას კართაგენი
ეცილებოდა. რომსა და კართაგენს შორის სამი პუნიკური ომი მოხდა, რომელშიც რომმა
გაიმარჯვა და კართაგენი დაანგრია. ამავე პერიოდში მან საბერძნეთის დაპყრობაც მოახერხა,
რისთვისაც სამი მაკედონური ომი გადაიხადა. ძვ. წ. 190 წელს კი მაგნეზიასთან გამარჯვების
შემდეგ რომმა სელევკიდების იმპერია დაიპყრო. ხოლო ძვ. წ. I საუკუნეში პონტოს სამეფოსა და

23
სამხრეთ კავკასიის დაპყრობაც მოახერხა სამი მითრიდატული ომის წყალობით. ბოლოს კი
რომმა ეგვიპტეც დაიპყრო, რაც ელინისტური კულტურის დასასრულად მიიჩნევა. ერთადერთი
ელინისტური სახელმწიფო, რომლის დაპყრობაც რომაელებმა ვერ მოახერხეს პართიის სამეფო
იყო. რესპუბლიკის ხანაში რომი სამოხელეო აპარატების მეშვეობით იმართებოდა. ხოლო უკვე
იმპერიის პერიოდში დიდი რეფორმები გატარდა. იმპერია ოთხ პრეფექტურად დაიყო და მათ
პრეფექტები განაგებდნენ. გარდა ამისა, დიდი სამხედრო რეფორმებიც გატარდა. რომის ჯარი
დაქირავებულად გადაიქცა, სამხედრო სამსახურის ვადა კი 16 წლით განისაზღვრა. ხოლო
სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ კი მათ მიწები ურიგდებოდათ.
3. რომის გზა პატარა ქალაქიდან დიდ იმპერიამდე: დაასახელეთ ამ გზის გარდამტეხი
მომენტები;
ქალაქი რომი ძვ. წ. 753 წელს დაარსდა აპენინის ნახევარკუნძულზე. თავდაპირველად, რომმა
აპენინის ნახევარკუნძული დაიპყრო, ხოლო შემდეგ კი მთელი ხმელთაშუაზღვისპირეთის
დაპყრობაც მოახერხა. რომი ჯერ ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონდა, რაც კართაგენელების
დამარცხებით მოახერხა. კართაგენელების წინააღმდეგ რომს სამი პუნიკური ომი გადახდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი II ომი იყო, რომელშიც რომაელებს ჰანიბალთან მოუწიათ
დაპირისპირება. რომაელებმა გადამწყვეტი ბრძოლა ზამასთან მოიგეს და ჰანიბალი დაამარცხეს.
ხოლო მესამე ომში კი კართაგენი მიწასთან გაასწორეს. ამის შემდეგ მათ სელევკიდების სამეფო
დაიპყრეს ძვ. წ. 190 წელს მაგნეზიასთან მოპოვებული გამარჯვების წყალობით, ხოლო ძვ. წ. 146
წელს საბერძნეთის დაპყრობაც შეძლეს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სპარტაკის დიდი
აჯანყების ჩახშობაც, რასაც სამი მითრიდატული ომი და პონტოს სამეფოს დაპყრობა მოჰყვა.
რომაელებმა პართიის ნაწილის დაპყრობაც შეძლეს, მაგრამ შემდეგ პართიის სამეფოსგან
სპარსეთის იმპერია წარმოიშვა და რომს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა მსოფლიო
ბატონობაში.
4. რა პოლიტიკას ატარებდნენ რომის იმპერატორები: ვესპასიანე, ტიტუსი და ადრიანე
ებრაელების მიმართ?
რომაელები უძველესი დროიდან წარმართები იყვნენ და უამრავი ღმერთები ჰყავდათ,
განსხვავებით ებრაელებისა, რომლებიც ერთადერთ ღმერთს სცემდნენ თაყვანს. რომის
ზოგიერთი იმპერატორი განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა მათ. ვესპასიანე ჯერ
კიდევ სარდლის რანგში ებრძოდა ებრაელებს პალესტინაში აჯანყების ჩასახშობად. ხოლო
იმპერატორად გახდომის შემდეგ აჯანყების ჩახშობა თავის შვილს ტიტუსს დაავალა. ტიტუსმა
ალყა შემოარტყა იერუსალიმს და იერიშით აიღო იგი. მან ქალაქი მიწასთან გაასწორა, შემდეგ კი
ამის აღსანიშნავად მამა-შვილმა ტრიუმფი გადაიხადა. ამ მხრივ კიდევ ერთი იმპერატორი
გამოირჩა. ადრიანე ანტიკური ხანის იმ მმართველებს ჰგავდა, რომლებიც აჯანყების ჩახშობის
ერთადერთ გზას აჯანყებულების განადგურებაში ხედავდნენ. იგი განსაკუთრებული
სისასტიკით ეპყრობოდა ებრაელებს. მან პალესტინაში ებრაული დასახლებები სულ
გაანადგურა, ნახევარ მილიონამდე ებრაელი გაწყვიტა, ტყვედ ჩაგდებულები კი მონებად გაყიდა.
5. დაახასიათეთ ქართლის სამეფოსა და სომხეთის ურთიერთობა რომთან ახ. წ. I-III
საუკუნეებში;
ახ. წ. I საუკუნეში სომხეთისთვის რომი და პართია იბრძოდა. ამ ბრძოლაში ქართლი რომის
მოკავშირე იყო. ქართლის სამეფოს ამ ბრძოლით სომხეთის მიერ მიტაცებული ქართული
მიწების დაბრუნება სურდა. ფარსმან II_მ სომხეთის ტახტზე ჯერ თავისი ძმის მითრიდატის,
ხოლო შემდეგ კი ვაჟის - ღადამის დასმა მოახერხა. საბოლოოდ, სომხეთში პართიის
წარმომადგენელი გაამეფეს, რომელსაც სამეფო ნიშნებს რომი უგზავნიდა, ხოლო ფარსმანის
დაშოშმინება მისთვის ქართული მიწების დაბრუნებით მოახერხეს. ამის შემდეგ რომის
იმპერატორები ქართლის მეფეებთან დამეგობრებას ცდილობდნენ. მაგრამ იმპერატორ
ადრიანესა და ქართლის მეფე ფარსმან III_ს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. მაგრამ
სიტუაცია შემდეგმა იმპერატორმა ანტონიუს პიუსმა გამოასწორა და ფარსმანი რომში მიიწვია.

24
ამის შემდეგ, ქართლის სამეფო რომის პოლიტიკის გამტარებელი იყო, თუმცა სიტუაცია III
საუკუნეში შეიცვალა. თავიდან ქართლიცა და სომხეთიც რომს უჭერდნენ მხარს, მაგრამ
სპარსეთის მიერ რომის დამარცხებისა და სომხეთის მეფე ხოსროს მოკვლის შემდეგ ორივე
ქვეყანა სპარსეთის მხარეს გადავიდა. მაგრამ სიტუაცია ასე დიდხანს არ გაგრძელებულა.
ნიზიბინის ზავის მიხედვით (ძვ. წ. 298 წელი) სომხეთიც და ქართლიც რომის დაქვემდებარებაში
გადავიდა.
6. როგორ გამოიწვია ეკონომიკურმა და სოციალურმა პრობლემებმა რომის დაცემა?
რომის იმპერიამ განვითარების უმაღლეს მწვერვალს მიაღწია: მოსახლეობის რაოდენობა
იზრდებოდა, ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა ანტიკური სამყაროსთვის ძალიან
განვითარებული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში დიდი პრობლემები გამოიწვია ცხოვრების
ასეთმა მაღალმა დონემ. ურბანიზაციის დონის მიხედვითაც რომის იმპერია ძალიან
განვითარებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერია რესურსებითაც უმდიდრესი იყო,
ეს მაინც არ გამოდგა საკმარისი მთელი მოსახლეობისთვის. თანაც კლებადი უკუგები კანონის
მიხედვით, მწარმოებლურობამ იკლო, რამაც საბოლოოდ ინფლაცია გამოიწვია. რომის
მმართველები ცდილობდნენ ამის მოგვარებას: ჯერ ფასებზე კონტროლი დააწესეს, ხოლო
შემდეგ კი თვითონ ზრდიდნენ გადასახადებს. ამან მოსახლეობის მიწებიდან აყრა გამოიწვია,
ამიტომაც იმპერატორებმა ისინი მიწებს მიაჯაჭვეს, მაგრამ ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან
ადამიანები მონურ შრომას იყენებდნენ. მათ ტექნოლოგიების განვითარება არ მოისურვეს და
მონებს ამუშავებდნენ, რამაც საბოლოოდ რომის დაცემა გამოიწვია.
7. განიხილეთ რომი, როგორც აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების
დამაკავშირებელი ხიდი;
რომის იმპერია ფაქტობრივად ალექსანდრე მაკედონელის გზას გადიოდა. მას მთელი
მსოფლიოს დამორჩილება სურდა, რაც ნაწილობრივ მოახერხა. მართალია, ალექსანდრეს
იმპერიამდე ბევრი აკლდა, სამაგეროდ გაცილებით დიდხანს იარსება. რომის იმპერიამ მთელი
ხმელთაშუაზღვისპირეთის, მცირე და წინა აზიის და ასევე ეგვიპტის დაპყრობა მოახერხა. ის
მთელ დასავლურ ცივილიზაციასა და აღმოსავლურის ნაწილს აერთიანებდა. რომის იმპერიაში
გამუდმებით მიმდინარეობდა გზებისა და ხიდების მშენებლობა, რაც სამიმოსვლოდ და
სავაჭროდ დიდ შესაძლებლობებს იძლეოდა. ასევე დაიწყო ვაჭრობა აბრეშუმის დიდ გზაზე,
რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ამ ორი ცივილიზაციის კავშირი. რომი დასავლურ და
აღმოსავლური კულტურის ერთმანეთისთვის გაცნობასაც აიოლებდა. მაგალითად, ქრისტიანობა
პალესტინიდან წამოვიდა და მთელ რომის იმპერიაში გავრცელდა.
8. რომელი სახელმწიფოები იყვნენ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები მსოფლიოში ძვ. წ. I -
ახ. წ. V საუკუნეებში?
ძვ. წ. I საუკუნეში რა თქმა უნდა რომის იმპერია იყო მთავარი პოლიტიკური ძალა, რომელსაც
უკვე დაპყრობილი ჰქონდა ჩრდილოეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი, სელევკიდებისა და
საბერძნეთ-მაკედონიის სამეფოები. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობდნენ პონტოს, პართიისა და
ეგვიპტის საკმაოდ ძლიერი სამეფოები. თუმცა ახ. წ. I საუკუნისთვის რომმა უკვე პონტოსა და
ეგვიპტის სამეფოები დაიპყრო და პართიის დაპყრობასაც ცდილობდა. საბოლოოდ, მან ეს ვერ
მოახერხა და პართიის სამეფოს ადგილას სასანიდური სპარსეთის იმპერია ჩამოყალიბდა,
რომელიც საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა რომს. ამ ბრძოლების განმავლობაში რომი ჯერ
გაიყო 395 წელს, ხოლო შემდეგ კი, 476 წელს დასავლეთ რომის იმპერია დაეცა, ხოლო
აღმოსავლეთის იმპერიას ბიზანტია ეწოდა. მან კიდევ მრავალი საუკუნე იარსება. რომსა და
სპარსეთს შორის ომები განუწყვეტლივ მიმდინარეობდა სამხრეთ კავკასიისა და
შუამდინარეთისთვის, მაგრამ ხან ერთი მხარე იმარჯვებდა, ხან მეორე. ამავე პერიოდში შორეულ
აღმოსავლეთში არსებობდა გუპტას იმპერია ინდოეთში და ძინის იმპერია ჩინეთში. მათ თავისი
კვალი დატოვეს, ინდოეთში სწორედ ამ პერიოდში გამოიგონეს ჭადრაკი და თანამედროვე
ციფრული სისტემა, რომელსაც არაბულის სახელით ვიცნობთ.

25
IV თავი4
ხალხთა დიდი გადასახლება - ტერმინი „ხალხთა დიდი გადასახლება“ გულისხმობს IV-VII
საუკუნეებში მთელი დედამიწის მასშტაბით მომხდარ ხალხების გადასახლებას. ამ პროცესმა მოიცვა
აზიის, ევროპის, აფრიკის უდიდესი ნაწილი. ხოლო ვიწრო გაგებით კი ეს ტერმინი IV-V
საუკუნეებში გერმანული ტომების მიერ რომის იმპერიის ტერიტორიაზე განსახლების
მნიშვნელობით იხმარება. ამ პროცესში გერმანული ტომების გარდა, ჰუნურ-თურქული, სლავური
ტომები მონაწილეობდნენ. მათ დალაშქრეს ბიზანტიის დიდი ნაწილი, მთლიანად შთანთქეს
სასანური ირანი, გუპტას იმპერია ინდოეთში, ძინის იმპერია ჩინეთში, დღევანდელი რუსეთის და
ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიები. ამ პერიოდში დემოგრაფიული აფეთქება მოხდა, თანაც გვიან
ანტიკური იმპერიებიც ძალზე დასუსტებულნი იყვნენ. ყოველივე ამან გააიოლა ტომების მიერ

4
ხალხთა დიდი გადასახლება და მსოფლიოში ძალთა ახალი გადანაწილება
(ადრე შუა საუკუნეები - ნატურალური თვითკმარი ეკონომიკის ხანა)
26
იმპერიების განადგურება. ხალხთა დიდ გადასახლებას დადებითი შედეგებიც მოჰყვა: გაფართოვდა
გეოგრაფიული ცოდნა და საერთოდ მსოფლიოც გაფართოვდა, რაც მანამდე უცნობ ტერიტორიებზე
ხალხის განსახლებაში გამოიხატა.

გოთები - გოთები გერმანული მოდგმის ტომები იყვნენ, რომლებიც ბალტიის ზღვის


სანაპიროებზე, დღევანდელი პოლონეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ. II-III საუკუნეებში გოთები
მდინარეებს - დნესტრსა და დნეპრს შორის, დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე დასახლდნენ.
ამის შემდეგ, დნეპრის დასავლეთით მოსახლე გოთებს ვესტგოთებს, ხოლო დნეპრის
აღმოსავლეთით მოსახლე გოთებს კი - ოსტგოთებს უწოდებდნენ. IV საუკუნეში ოსტგოთები
ჰუნებმა დაამარცხეს და დასავლეთით, რომის საზღვრებისკენ განდევნეს. მათ კვალდაკვალ ჰუნებიც
გაჰყვნენ და სწორედ ეს ითვლება ხალხთა დიდი გადასახლების დასაწყისად.

ჰუნები - ჰუნები თურქული მოდგმის ტომები იყვნენ, რომლებიც ჩინეთის სტეპებში


სახლობდნენ. ისინი საუკუნეების განმავლობაში ბაიკალისპირეთში მომტაბარეობდნენ და
დროდადრო ჩინეთშიც იჭრებოდნენ. ჰუნების ნაწილმა ჩინეთის დიდი კედელი გადალახა და
ჩინეთის ტერიტორიაზე დასახლდა, ნაწილი კი დასავლეთით დაიძრა. მათ გერმანული ტომები
დაიმორჩილეს და მათთან ერთად განაგრძეს სვლა დასავლეთისკენ. ჰუნები განსაკუთრებით
გაძლიერდნენ ატილას დროს. მას სისასტიკის გამო „ღვთის შოლტი“ უწოდეს. ატილა რომის
იმპერიაში შეიჭრა, შემდეგ კი გალიასაც შეუტია. აქ, კატალაუნის ველზე ჰუნები და სხვა გერმანული
ტომები დაუპირისპირდნენ რომაელებს, რომელთა რიგებშიც იყვენენ გერმანული ტომები. ამის
გამო ამ ბრძოლას „ხალხთა ბრძოლა“ ეწოდა. საბოლოოდ, ამ ბრძოლაში ვერც ერთმა მხარემ ვერ
გაიმარჯვა, ატილამ უკან დაიხია და მალევე გარდაიცვალა. მისი იმპერიაც მალევე დაიშალა.

ვანდალები და ალანები - ვანდალები გერმანული ტომები იყვნენ, რომლებიც სკანდინავიის


ნახევარკუნძულზე სახლობდნენ. შემდეგ ისინი ჰუნებს გამოქცეულ ალანებთან გაერთიანდნენ და
დასავლეთით დაიძრნენ. ალანები ჩრდილო კავკასიაში მომთაბარეობდნენ. მათი ნაწილი
აღმოსავლეთ ევროპაში შეიჭრა, ნაწილი კი ჩრდილოეთ კავკასიაში დასახლდა. მათგან
წარმოსდგებიან ოსები. ვანდალ-ალანების გაერთიანება გალიას არბევდა და შემდეგ ესპანეთში
შექმნეს სამეფო. თუმცა, ესპანეთში ვესტგოთები შეიჭრნენ და ვანდალები გააძევეს. ისინი აფრიკაში
გადასახლდნენ და აქაც შექმნეს სამეფო. ამის შემდეგ ვანდალები რომში შეიჭრნენ და სასტიკად
ააოხრეს, რის გამოც გერმანული ტომის სახელი - ვანდალი ველურობის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა
და აქედან წარმოიშვა ტერმინი ვანდალიზმიც. ვანდალებმა ვერც აფრიკაში მოიკიდეს ფეხი და მათი
სამეფო მალევე დაიპყრო ბიზანტიამ.

ლანგობარდები - VI საუკუნეში იტალიაში კიდევ ერთი გერმანულ ტომთა კავშირი გაჩნდა,


რომელიც ლანგობარდების სახელით არის ცნობილი. მათ ჩრდილოეთ და ცენტრალური იტალია
დაიკავეს და თავიანთი სამეფო შექმნეს. დედაქალაქად კი მილანი გაიხადეს. ამ ტომის სახელი
იტალიურმა პროვინცია ლომბარდიამ შემოგვინახა.

საქსები, ანგლები, იუტები - VI საუკუნეში გერმანულმა ტომებმა: საქსებმა, ანგლებმა და იუტებმა,


რომლებიც იუტლანდიის ნახევარკუნძულზე სახლობდნენ, ბრიტანეთის ნახევარკუნძულს შეუტიეს.
ადგილობრივი კელტური ტომების, ბრიტების დიდი წინააღმდეგობის გამო, გერმანელი ტომების
მიერ ბრიტანეთის დაპყრობა 150 წელი გაგრძელდა. საბოლოოდ, გერმანელებმა ბრიტები
ამოწყვიტეს და ჩრდილოეთ საფრანგეთისკენ გადაასახლეს. მათი სახელი ფრანგულმა პროვინცია
ბრეტანმა შემოგვინახა. კელტური მოდგმის ტომები ბრიტანეთში მხოლოდ შოტლანდიელებისა და
უელსელების სახით შემოგვრჩა.

27
ფრანკები - ფრანკები გერმანული ტომები იყვნენ, რომლებმაც გალიის ჩრდილო-აღმოსავლეთი
ნაწილი დაიკავეს. ფრანკ ბელადებს შორის გამორჩეული იყო მეროვეი, რომელმაც მეროვინგების
დინასტიას დაუდო სათავე. მისი შვილიშვილი, ხლოდვიგი ქრისტიანულად მოინათლა და მეფედ
იქცა. მან ასევე სალიკური სამართლის წიგნიც შეადგინა. ფრანკები ძალიან გაძლიერდნენ კარლოს
მარტელის დროს. მან 732 წელს პუატიესთან დაამარცხა არაბები და მათი დაპყრობები შეაჩერა.
კარლოსის ვაჟმა, პიპინ მოკლემ, მეროვინგთა მეფე გადააყენა და თავად ავიდა ტახტზე. ამ ახალ
დინასტიას სახელი მისმა ვაჟმა კარლოს დიდმა მისცა. მან კაროლინგების დინასტია ჩამოაყალიბა.
კარლოს დიდის დროს ფრანკების სამეფო ყველა მიმართულებით გაფართოვდა. თუმცა მისმა ვაჟმა,
ლუიმ სამეფო ვერ შეინარჩუნა და ვერდენის ხელშეკრულებით იმპერია სამ ნაწილად დაიყო. ეს
ნაწილები მომავალი საფრანგეთი, გერმანია და იტალია იყო.

მეროვინგების დინასტია - მეროვინგების დინასტიას ფრანკებში მეროვეიმ დაუდო სათავე. მისმა


შვილიშვილმა, ხლოდვიგმა ქრისტიანობა მიიღო და ფაქტობრივად მეფედ იქცა. მისი მეთაურობით
ფრანკებმა მთელი გალიის დაპყრობა მოახერეს. ხლოდვიგმა ასევე სალიკური სამართალიც
შეადგინა, რომელიც ადრეფეოდალური ხანის ევროპული სამართლის საფუძველს წარმოადგენს.
მისი სიკვდილის შემდეგ სამეფო მისმა ოთხმა შვილმა დაინაწილა. თუმცა, ფრანკთა სახელმწიფოში
მაჟორდომები სამეფო ქონებასა და მეურნეობას განაგებდნენ, შემდეგ მათ ფრანკი მეფეების
უუნარობით ისარგებლეს და თავიანთი ძალაუფლება გააძლიერეს. მაჟორდომებს შორის ბრძოლა
გაჩაღდა პირველობისთვის, რომელშიც პიპინ ჰერისტალიელმა გაიმარჯვა. მისი მემკვიდრე კარლოს
მარტელი იყო, რომელმაც არაბების დაპყრობით ომებს დაუსვა წერტილი. კარლოსის შვილმა პიპინ
მოკლემ კი უკანასკნელი მეროვინგი მეფე გადააყენა და კაროლინგების დინასტიას დაუდო სათავე.

კაროლინგების დინასტია - პიპინ მოკლემ უკანასკნელუ მეროვინგი მეფე გადააყენა და


კაროლინგების დინასტიას დაუდო სათავე. იგი მეფედ ეკურთხა. თუმცა, სახელი დინასტიას არა
პიპინმა, არამედ მისმა შვილმა კარლოს დიდმა მისცა. იგი ადრე შუასაუკუნეების ევროპის უდიდეს
ხელმწიფედ ითვლება. მან თავისი სამეფოს საზღვრები ყველა მიმართულებით განავრცო. კარლოსი
რომის პაპის მიერ იმპერატორადაც კი ეკურთხა. მან იმპერია 350 საგრაფოდ დაჰყო და სათავეში
გრაფები ჩაუყენა, რომლებსაც გადასახადების აკრეფა და სასამართლოს ხელმძღვანელობა
ევალებოდათ. თუმცა, კარლოსის შემდეგ საიმპერატორო გვირგვინი მისმა ვაჟმა ლუიმ მიიღო. მან
იმპერიის ერთიანობა ვერ შეინარჩუნა და სამ ნაწილად დაჰყო. ეს ნაწილები შემდეგში საფრანგეთი,
გერმანია და იტალია გახდა.

ვერდენის ხელშეკრულება - 843 წლის ვერდენის ხელშეკრულებით იმპერატორმა ლუიმ კარლოს


დიდის მიერ შექმნილი იმპერია სამ ნაწილად დაჰყო და ძმებს გაუნაწილა. ეს ნაწილები შემდეგ
საფრანგეთად, გერმანიად და იტალიად იქცნენ.

ჟუჟანები და ავარები - ჩინეთს სხვადასხვა ჰუნურ-თურქული ტომები ესეოდნენ, რომელთა


შორის ჟუჟანები გამოირჩეოდნენ. VI საუკუნეში ჟუჟანები თურქთა სახაკანომ დაამარცხა. ამის
შემდეგ, ჟუჟანების ნაწილი დასავლეთით დაიძრა და ცენტრალურ ევროპაში შეიჭრა. აქ ისინი
ავარებად მოიხენიებიან. მათ უნგრეთის ტერიტორიაზე ავართა სახაკანო შექმნეს. ავართა სახაკანო
ცენტრალურ ევროპაში დაარსებული პირველი თურქულენოვანი ბარბაროსული სახელმწიფო იყო.

თურქების სახაკანო - თურქების სახაკანო თურქული მოდგმის ტომებმა შექმნეს, რომლებიც


ცენტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ ციმბირში გაბატონდნენ. ამ სახელმწიფოს უზენაეს გამგებელს
ხაკანი ეწოდებოდა. მათ კასპიის ზღვას ჩრდილოეთიდან შემოუარეს და ჩრდილოეთ კავკასიაში
შეიჭრნენ. აქ გაბატონების შემდეგ ისინი დასავლეთ და აღმოსავლეთ სახაკანოებად დაიშალნენ.
თავიდან, სახაკანოსა და ბიზანტიას შორის მტრული ურთიერთობა იყო, მაგრამ შემდეგ ისინი
ანტისპარსულ კავშირში გაერთიანდნენ. ისინი ეკონომიკურადაც მჭიდრო კავშირში იყვნენ:
აბრეშუმის დიდი გზა აზიიდან ბიზანტიაში სახაკანოს გავლით მიდიოდა.
28
დიდი ბულგარეთი - V საუკუნეში ბულგარელებს ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთი ნაწილი
ეკავათ. ისინი თავდაპირველად თურქების სახაკანოში შედიოდნენ, მაგრამ შემდეგ სახაკანოში
შინაარეულობით ისარგებლეს და მათი ბატონობისგან გათავისუფლდნენ. მათი ძლიერი
სახელმწიფო ისტორიაში დიდი ბულგარეთის სახელით შევიდა. მალე მათ ხაზარები დაესხნენ თავს.
ბულგარელთა ნაწილმა მდ. დუნაი გადალახა და დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე ახალი
სამეფო დააარსა, ნაწილი კი ჩრდილოეთით დაიძრა და მდ. ვოლგის შუა წელზე ვოლგის
ბულგარეთი დააარსეს, ხოლო ნაწილმა კი დარჩენა და ხაზარების მორჩილება არჩია.
თანდათანობით, ისინი ხაზარებსა და სხვა ხალხებში აითქვიფნენ.

ხაზარები - ხაზარები თურქულენოვანი ტომები იყვნენ, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში


ჰუნებთან ერთად მოვიდნენ. ისინი თავიდან დაღესტანში დასახლდნენ და ადგილობრივი
მოსახლეობა დაიმორჩილეს. VI საუკუნეში ხაზარები თურქთა სახაკანოში გაერთიანდნენ. მაგრამ
შემდეგ სახაკანოში შინააშლილობა დაიწყო და ხაკანთა სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა
ტახტი ხაზართა დახმარებით დაიკავა. ამის შემდეგ სახაკანოში პირველობა ხაზარებმა მოიპოვეს და
ამ ახალ სახელმწიფოს ხაზართა სახაკანო ეწოდა. იგი სწრაფად გაფართოვდა და იუდაიზმიც
გავრცელდა. IX საუკუნეში ხაზართა სახაკანოში შინაარეულობა დაიწყო და საბოლოოდ იგი კიევის
რუსეთმა დაიპყრო.

სლავები - VI-VII საუკუნეებში ბიზანტიის იმპერია სლავური ტომების წინააღმდეგ იბრძოდა,


თუმცა წარუმატებლად. სლავი ტომები სამ ნაწილად იყოფოდნენ: სამხრეთის, აღმოსავლეთის და
დასავლეთის სლავებად. სამხრეთის სლავები დღევანდელი ბულგარელების, სერბების, ხორვატების
წინაპრები არიან. დასავლეთის სლავები - პოლონელების, ჩეხებისა და სლოვაკების, ხოლო
აღმოსავლეთის სლავები - უკრაინელების, ბელორუსებისა და რუსების. ისინი ბიზანტიის
ტერიორიაზე შეიჭრნენ და ბალკანეთის ნახევარკუნძული დაიკავეს. მათ ასევე კარპატების მთები
გადალახეს და დნეპრისპირეთში დამკვიდრდნენ. შემდეგ ისინი ვარიაგებმა დაიქვემდებარეს და
ნოვგოროდისა და კიევის სამთავროების გაერთიანებით კიევის რუსეთი შექმნეს.

ვარიაგები და ვიკინგები - ვარიაგები სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები გერმანული


მოდგმის ხალხების, შვედებისა და ნორვეგიელების წინაპრები იყვნენ. მათ ვიკინგებად და
ნორმანებადაც მოიხსენიებდნენ. სკანდინავიის ნახევარკუნძულზე მიწათმოქმედებისთვის ვარგისი
მიწები არ იყო, ამიტომაც ისინი მესაქონლეობასა და თევზის რეწვას მისდევდნენ. თუმცა, არც
მეკობრეობას თაკილობდნენ. ისინი კარგი მეზღვაურები იყვნენ. მათ ნაოსნობაში შეიტანეს ღერძიანი
კონსტრუქციის ნავები, რაც მათ ღია ზღვაში შესვლის საშუალებას აძლევდა. მათ ისლანდიისა და
გრენლანდიის აღმოჩენა მოახერხეს და არქეოლოგიის მოწმობით კანადის ტერიტორიაზე კუნძული
ნიუფაუნდლენდიც დალაშქრეს. ვიკინგებში ვაჭარი და მეომარი ერთმანეთისგან არ განირჩეოდა.

ტანის დინასტია - მომთაბარეთა შემოსევების შედეგად დაშლილი ჩინეთის იმპერია VI


საუკუნეში კვლავ აღორძინდა სუის დინასტიის მმართველობის შედეგად. თუმცა, სუის დინასტია
ჩინეთს მხოლოდ 30 წლის განმავლობაში მართავდა და შემდეგ იგი ტანის დინასტიამ ჩაანაცვლა. ეს
დინასტია კი 300 წლის განმავლობაში იყო მმართველობაში. ტანის დინასტიის იმპერატორებმა,
როგორც ჩრდილოეთით თურქების, ისე დასავლეთით არაბების წინააღმდეგ დიდ წარმატებას
მიაღწიეს და იმპერიის საზღვრები გააფართოვეს. მათ თურქების სახაკანო დაამარცხეს
აღმოსავლეთით და მისი მიწებიც შეიერთეს.

დაცვის სიგელი - არაბებმა, მუჰამედის სიკვდილს შემდეგ, დაპყრობითი ლაშქრობები დაიწყეს.


არაბებმა სამხრეთ კავკასიის დაპყრობაც მოახერხეს. არაბმა სარდალმა ჰაბიბ იბნ მასლამამ
საქართველოში ილაშქრა. ამ დროს ქართლი ერისმთავარი იყო სტეფანოზ II. მან სარდალს
მორჩილება გამოუცხადა. ამიტომაც მასლამამ ქართლის მაცხოვრებლებთან დაცვის სიგელი დადო.
იგი ქართველთა ქონების ხელშეუხებლობას ითვალისწინებდა, ჯიზიის გადახდის პირობით.
29
ჯიზია - ჯიზია არაბული გადასახადი იყო, რომელიც დამორჩილებულ ხალხს ხარკის სახით
ეკისრებოდა. იგი კომლზე ერთ დინარს ითვალისწინებდა. ეს გადასახადი ქართველებს ჰაბიბ იბნ
მასლამამ დააკისრა. თუმცა, მოგვიანებით, არაბებმა ეს გადასახადი დაამძიმეს და სულადობრივ
გადასახადად აქციეს. ამიერიდან ხარკი კაცზე ერთი დინარით ისაზღვრებოდა.

ხარაჯა - ხარაჯა არაბული გადასახადი იყო. არაბებმა დაპყრობილ ხალხებში აღწერეს


ყველაფერი, მიწიდან დაწყებული მდინარეებით დამთავრებული და ყველაფერზე გადასახადი
დააწესეს. ამ გადასახადს ხარაჯა ეწოდებოდა. ქართლში ის ჯარახმა დააწესა. ჯიზიასაც და
ხარაჯასაც მხოლოდ არამუსლიმანი იხდიდა.

ომაიანთა დინასტია - მეოთხე ხალიფა ალის სიკვდილის შემდეგ, ხალიფას ტახტი მოავია
ომაიანმა დაიკავა, რომელმაც ომაიენების დინატიას (661-750 წ.) დაუდო სათავე. დედაქალაქი
დამასკოში გადაიტანეს. ომაიანების წარმატებული დაპყრობითი ლაშქრობების შედეგად
სახალიფოს საზღვრები ძალიან გაიზარდა. მან აზიაში სპარსეთის იმპერია ჩაანაცვლა და ბიზანტიას
დაუპირისპირდა. არაბებმა ბიზანტიელებს სამხრეთი და აღმოსავლეთი მიწები წაართვეს.
ბიზანტიელებს ხაზარები, ქართველები და სომხები ეხმარებოდნენ. არაბებს დიდი წინააღმდეგობა
ლეონ III ისავრიელმა გაუწია. მან არაბების შეტევები მოიგერია და შემდეგ თვითონ გადავიდა
შეტევაზე. VIII საუკუნეში სახალიფოში პირველობისთვის ბრძოლა გაჩაღდა, რომელშიც აბასიანებმა
გაიმარჯვეს და 750 წელს ომაიანები ჩაანაცვლეს.

აბასიანთა დინასტია - ომაიანები არაბებს 90 წელი მართავდნენ. უკანასკნელი ომაიანი ხალიფა


მურვან ყრუ იყო, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების მსხვერპლი გახდა და მმართელობაში
აბასიანები მოვიდნენ. მათ დედაქალაქად ბაღდადი გამოაცხადეს. მათი მმართველობის ხანაში
დაპყრობითი ომები ჯერ შენელდა, ხოლო შემდეგ კი შეწყდა, რის გამოც შემოსავალმაც იკლო.
ამიტომაც არაბებმა გადასახადების გაზრდა გადაწყვიტეს. მათ არამუსლიმანებს კომლობრივი
გადასახადი ჯიზია სულადობრივით შეცვალეს და თან დაუმატეს საადგილმამულო გადასახადი
ხარაჯაც. ამან ქრისტიანთა გამუსლიმანება ძალიან დააჩქარა. აბასიანები ომაიანებისგან
განსხვავებით მოსახლეობის გამუსლიმანებას ითხოვდნენ, რის გამოც უამრავი ადამიანი შეეწირა
ქრისტიანობის დაცვას. არაბებმა დაპყრობილ ტერიტორიებზე არსებული არისტოკრატიული მიწები
მიიტაცეს, ხოლო ეს გვარები კი ამოხოცეს. არაბების მიერ უზარმაზარი ტერიტორიის ერთ
სახელმწიფოში მოქცევამ გააადვილა მათ შორის ვაჭრობა და არაბებიც დახელოვნდნენ როგორც
ვაჭრობაში, ასევე ხელოსნობაში.

ბედუინი - არაბები არაბეთის ნახევარკუნძულზე ცხოვრობდნენ, მომთაბარულ მესაქონლეობას


მისდევდნენ და აქლემებს აშენებდნენ. მომთაბარე არაბს ბედუინი ეწოდებოდა.

სენიორი და ყმა, იგივე ვასალი - ანტიკური ხანის დასრულების შემდეგ დაიწყო ფეოდალური
ეპოქა, რაც იმას ნიშნავს რომ მიწის დანიშნულება ერთი-ორად გაიზარდა. ადამიანისთვის უდიდეს
ქონებას და შემოსავლის წყაროს მიწა წარმოადგენდა. ამიტომაც ფეოდალური საზოგადოება მიწის
მფლობელად, ანუ ფეოდალად და გლეხად იყოფოდა. ფეოდალი გლეხის სენიორად ანუ პატრონად
ითვლებოდა, ხოლო გლეხი კი - ფეოდალის ყმად. თუმცა ევროპაში პატრონ-ყმური
დამოკიდებულება თანამდებობის პირებს შორისაც არსებობდა. იერარქიის სათავეში მეფე იდგა,
რომლის ყმებად ბარონები და გრაფები ითვლებოდნენ, ხოლო თვითონ კი აზნაურების სენიორებად
ითვლებოდნენ და ა. შ. რიგ ქვეყნებში ყმა მხოლოდ თავის სენიორს ემორჩილებოდა. ისინი თავისი
სენიორის სენიორს უკვე აღარ ემორჩილებოდნენ. ამიტომაც იყო, რომ აზნაურები მეფეს არ
ემორჩილებოდნენ და მხოლოდ თავის სენიორთან იყვნენ პასუხიმგებელნი.

ოდოაკრი - ოდოაკრი გერმანელი სარდალი იყო, რომელიც რომის იმპერატორის სამსახურში


იდგა. თუმცა, შემდეგ, იგი აუჯანყდა ახალგაზრდა იმპერატორ რომულუსს და დასავლეთ რომი
30
თავისი ჯარით აიღო 476 წელს, მესამედ და უკანასკნელად. სწორედ ეს თარიღი ითვლება
დასაცლეთ რომის დაცემის თარიღად.

თეოდორიხი - ოდოაკრს, რომელმაც რომი მესამედ და უკანასკნელად აიღო, განცხრომაში


ცხოვრება დიდხანს არ დასცალდა. მალე რომში ოსტგოთების მეფე თეოდორიხი შეიჭრა. ორ
გერმანელ მეფეს შორის იტალიისთვის ბრძოლა თეოდორიხის გამარჯვებით დასრულდა. მან
ოდოაკრი ნადიმზე მიიწვია და მოკლა. ოსტგოთები იტალიის დიდ ნაწილს დაეუფლნენ. მათ
დედაქალაქად რავენა აირჩიეს.

ხლოდვიგი - ფრანკებში მეროვინგების დინასტიას მეროვეიმ დაუდო სათავე. მისი შვილიშვილი


იყო ხლოდვიგი, რომელიც ფრანკთა ბელადებს შორის პირველობისთვის იბრძოდა. მან
ქრისტიანობა მიიღო და ფაქტობრივად მეფედ იქცა. მან გალიის დიდი ნაწილი დაიპყრო. ხლოდვიგს
ასევე უკავშირდება სალიკური სამართლის შედგენა, რომელიც ადრეფეოდალური ხანის დასავლეთ
ევროპის სამართლის საფუძველს წარმოადგენს. მისი სიკვდილის შემდეგ მისი სამეფო მისმა ოთხმა
შვილმა დაინაწილა.

კარლოს მარტელი - კარლოს მარტელი ფრანკთა მაჟორდომი იყო, რომელიც ფაქტობრივად მთელ
ფრანკთა სამეფოს განაგებდა. მარტელი მას შეუბრალებლობისა და სიმტკიცის გამო შეარქვეს.
პირადად კარლოსს მიუძღვის უდიდესი წილი არაბების დაპყრობების შეჩერებაში, რომელმაც
არაბები 732 წელს პუატიესთან დაამარცხა და უკან დახევა აიძულა. მისი შვილი პიპინ მოკლე უკვე
ფორმალურადაც მეფედ იქცა. მან მეროვინგების დინასტია კაროლინგებით შეცვალა.

კარლოს დიდი - კარლოს დიდი პიპინ მოკლეს ვაჟი იყო, რომელმაც სახელი მისცა კაროლინგების
დინასტიას. იგი ადრე შუასაუკუნეების ევროპის უდიდეს ხელმწიფედ ითვლება. მან ფრანკთა
სამეფოს საზღვრები ყველა მიმართულებით განავრცო. იგი რომის პაპის მიერ იმპერატორად
ეკურთხა. მან თავისი იმპერია 350 საგრაფოდ დაჰყო, რომლებსაც გრაფები ჩაუყენა. მათ ხარკის
აკრეფა და სასამართლოს ხელმძღვანელობა ევალებოდათ. გარდაცვალებამდე კარლოსმა
საიმპერატორო გვირგვინი თავის ვაჟს დაადგა.

ატილა - ატილა ჰუნების უდიდესი სარდალი იყო, რომელიც თავისი სისასტიკით იყო ცნობილი.
მის დროს ჰუნები განსაკუთრებით გაძლიერდნენ. მან მდ. დუნაი გადალახა და ბიზანტიას შეუტია.
მან ბიზანტიელთა ყველა ლაშქარი დაამარცხა, თუმცა ბიზანტიის აღება მაინც ვერ მოახერხა.
ჰუნებმა გერმანული ტომებიც დაამარცხეს და დაიმორჩილეს. ატილამ შემდეგ გალიას შეუტია და
კატალაუნის ველზე 451 წელს რომს დაუპირისპირდა. ამ ბრძოლაში ატილამ ვერ გაიმარჯვა და უკან
დაიხია, თუმცა შემდეგ რომზე გალაშქრებაც გადაწყვიტა. მას ეს გადაწყვეტილება რომის ელჩობამ,
რომის პაპთან ერთად, შეაცვლევინა. ატილა იმ წელსვე გარდაიცვალა.

მთავარი ვლადიმირი - ვარიაგებმა აღმოსავლეთ სლავური ტომები დაიქვემდებარეს. მათ კიევისა


და ნოვგოროდის სამთავროები გააერთიანეს და კიევის რუსეთი შექმნეს. კიევის რუსეთი
განსაკუთრებით მთავარ ვლადიმირის მმართველობისას გაძლიერდა. მან ხაზართა დედაქალაქი
იტილი აიღო და ხაზართა სახაკანო გაანადგურა. მანვე გამოაცხადა ქრისტიანობა რუსეთში
სახელმწიფო რელიგიად.

იან ძიანი - მომთაბარეთა შემოსევების შედეგად დაშლილი ჩინეთის იმპერია მთავარსარდალ იან
ძიანის მიერ კვლავ გაერთიანდა. მან სუის დინასტიას დაუდო სათავე ჩინეთში. მის დროს ჩინეთში
გაიყვანეს 1000 კმ. სიგრძის არხი, რომლითაც მდინარეები ხუანხე და იანძი ერთმანეთს
დაუკავშირეს. ამ პერიოდიდან იწყება ჩინეთის ეკონომიკური აღმავლობა: განვითარდა თესვისა და
მორწყვის სისტემები, გაუმჯობესდა მეამბრეშუმეობა. სუის დინასტია ჩინეთში სულ 30 წელი იყო
და იგი ხანის დინასტიამ ჩაანაცვლა.
31
ხალიფები აბუბაქარი, ომარი, ოსმანი და ალი - მუჰამედის სიკვდილის შემდეგ არაბებს ხალიფები
მართავდნენ. მათ წარმატებული დაპყრობითი ომები წამოიწყეს. ამ ოთხ ხალიფას მართლმორწმუნე
ხალიფებს უწოდებდნენ, რადგან მუჰამედის თანამებრძოლები იყვნენ, ხოლო ალი მისი ნათესავიც
კი იყო. მათ შემდეგ დაიწყო ომაიანთა დინასტია არაბებში.

ჰაბიბ იბნ მასლამა - ჰაბიბ იბნ მასლამა არაბი სარდალი იყო, რომელიც საქართველოში შემოიჭრა.
ამ დროს ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ II იყო, რომელმაც სარდალს მორჩილება აღუთქვა.
ამიტომაც ჰაბიბ იბნ მასლამამ ქართველებთან დაცვის სიგელი დადო ჯიზიას გადახდის პირობით.

მურვან ყრუ - მურვან ყრუ უკანასკნელი ომაიანი ხალიფა იყო. მან ქართლშიც ილაშქრა და
ქართველები დაიმორჩილა. ხოლო სახალიფოში დაბრუნების შემდეგ ავიდა ხალიფას ტახტზე.
მაგრამ შემდეგ გადატრიალება მოხდა და ომაიანების დინასტია აბასიანებმა შეცვალეს.

1. რამ გამოიწვია „ხალხთა დიდი გადასახლება“ და დიდი იმპერიების ნგრევა?


ანტიკური ხანის დასასრულისთვის დემოგრაფიული აფეთქება მოხდა, რამაც მოსახლეობის
მკვეთრი ზრდა გამოიწვია როგორც იმპერიებში, ასევე სხვადასხვა ტომებში. მათ უკვე აღარ
ჰყოფნიდათ ტერიტორიები და ამიტომაც არეალის გაფართოებაზე ზრუნვა დაიწყეს. ამის შემდეგ
ჩინეთის სტეპებიდან ჰუნურ-თურქული ტომები დაიძრნენ და გერმანულ ტომებს დაესხნენ
თავს, ამ უკანასკნელებმა კი თავს უფრო აღმოსავლეთით, რომის საზღვრებისკენ გაქცევით
უშველეს. ისინი რომში იჭრებოდნენ და ძარცვავდნენ მას. ამ პერიოდში დიდი იმპერიები უკვე
აღარ იყვნენ ისეთი ძლიერნი, როგორიც ადრე. დემოგრაფიულმა აფეთქებამ მათზეც ძალიან
იმოქმედა, ეკონომიკურმა კრიზისმა ისინი ძალიან დაასუსტა. გარდა ამისა, ანტიკური ხანის
ტექნოლოგიები ვერ პასუხობდა მოსახლეობის მოთხოვნებს, რამაც საბოლოოდ იმპერიების
ნგრევა გამოიწვია.
2. რომელი ახალი ხალხები გამოვიდნენ პოლიტიკურ ასპარესზე და რომელი ტერიტორიები
დაიმკვიდრეს მათ?
ანტიკური ხანის დასასრულისას ახალი ხალხები გამოჩნდნენ პოლიტიკურ ასპარესზე.
პირველ რიგში, თურქული მოდგმის ჰუნები, რომლებმაც გოთებს შეუტიეს და აღმოსავლეთისკენ
განდევნეს. ისინი ჩინეთის სტეპებში მომთაბარეობდნენ. რაც შეეხება გოთებს, მათი ნაწილი
დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე დასახლდა. მდინარე დნეპრის აღმოსავლეთით
დასახლებულ გოთებს ოსტგოთები ეწოდათ, ხოლო დნეპრის დასავლეთით დასახლებულებს კი
- ვესტგოთები. ამ პერიოდში ვანდალებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ალანებთან გაერთიანდნენ და
ესპანეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ, თუმცა ოსტგოთებმა წაართვეს ეს ტერიტორია და
შემდეგ ისინი აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში განსახლდნენ. რაც შეეხებათ ლანგობარდებს, ისინი
იტალიაში შეიჭრნენ და მისი ჩრდილოეთი და ცენტრალური ნაწილი დაიკავეს. საქსები, ანგლები
და იუტები ბრიტანეთის ტერიტორიაზე დასახლდნენ, ბულგარელები - დღევანდელი
ბულგარეთისა და ვოლგისპირა ტერიტორიებზე, ხაზარები - დღევანდელი რუსეთის
ტერიტორიაზე, ხოლო ფრანკებმა კი დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორია დაიკავეს.
3. ვერდენის ხელშეკრულება და მისი ძირითადი ფიგურები;
კარლოს დიდის შემდეგ ფრანკთა საიმპერატორო გვირგვინი მის ვაჟს ლუის ერგო, თუმცა მან
იმპერიის ერთიანობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და იძულებული გახდა იმპერია დაეშალა.
ლუიმ იმპერია სამ ნაწილად დაჰყო და თავის ძმებს გაუნაწილა. შემდეგ ამ ნაწილებისგან
დღევანდელი იტალია, საფრანგეთი და გერმანია წარმოიშვა.
4. რომელი პოლიტიკური ძალა ჩაენაცვლა აღმოსავლეთში სასანიანთა სპარსეთს, როგორ
მოხდა ამ ძალის აღზევება და როგორ იცვლებოდა ამ სახელმწიფოს პოლიტიკა დინასტიების
ცვლასთან ერთად?

32
აღმოსავლეთში სასანიანთა სპარსეთის განადგურების შემდეგ ახალი ძალა გამოჩნდა,
რომელმაც ირანი ჩაანაცვლა. ეს ძალა არაბების იმპერია გახდა. იგი მუჰამედმა შექმნა, რომელიც
არაბების სულიერი ლიდერიც იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ იმპერიას ხალიფები
მართავდნენ. სწორედ მათ დროს დაიწყეს არაბებმა დაპყრობითი ომები. მათ წარმატებით
გაილაშქრეს ბიზანტიაზეც და მათ სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილები წაართვეს. პირველი
ოთხი ხალიფას სიკვდილის შემდეგ ხალიფას ტახტზე ომაიანების დინასტია დამკვიდრდა. მათი
მმართველობისას არაბთა სახალიფო უზარმაზარ იმპერიად იქცა. ომაიანები დაპყრობილ
ხალხებთან დაცვის სიგელს დებდნენ ჯიზიას გადახდის პირობით. ეს გადასახადი მხოლოდ
არამუსლიმანებს ეხებოდათ. 750 წელს ომაიანთა დინასტია აბასიანებმა ჩაანაცვლეს. მათ დროს
დაპყრობითი ომები შეწყდა, რამაც შემოსავლები შეამცირა და ამიტომაც გადასახადები
გაზარდეს. მათ კომლობრივი გადასახადი ჯიზია სულადობრივი გახადეს და თან
საადგილმამულო გადასახადი ხარაჯაც დააწესეს. გარდა ამისა, შეიცვალა მათი პოლიტიკა
რელიგიის მიმართ. ისინი უკვე მაჰმადიანობის მიღებას ითხოვდნენ და წინააღმდეგობის
შემთხვევაში სიკვდილით სჯიდნენ ხალხს. ამის გამო უამრავი ადამიანი შეეწირა ქრისტიანობას.
5. არაბთა სახალიფო, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ხიდი;
არაბთა სახალიფო ალექსანდრე მაკედონელისა და რომის იმპერიების მსგავსად
დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად იქცა. არაბების იმპერია მდ. ინდიდან
ატლანტის ოკეანემდე იყო გადაჭიმული. ის დასავლეთის და აღმოსავლეთის კულტურებს
აერთიანებდა და ერთ სახელმწიფოში მოქცევა კი მათ შორის ურთიერთობას ამარტივებდა.
გარდა ამისა, არაბებმა საერთო ფულის სისტემა შემოიტანეს მთელ იმპერიაში, რაც მათ შორის
ვაჭრობას აიოლებდა. ასევე, არაბები ისლამს ავრცელებდნენ მთელ თავის იმპერიაში, რაც ამ ორ
ცივილიზაციას კიდევ უფრო აახლოებდა და მჭიდროს ხდიდა მათ შორის კავშირს.
6. შუა საუკუნეებისათვის დამახასიათებელმა ეკონომიკურმა წყობამ როგორ განსაზღვრა
პოლიტიკური და სოციალური წესრიგი როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში?
შუა საუკუნეებში ფეოდალური ეკონომიკური წყობა დამყარდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მიწას
უდიდესი როლი ენიჭებოდა, ის იქცა შემოსავლის მთავარ წყაროდ. მოსახლეობა მიწის ფლობის
მიხედვით დაიყო ორ ნაწილად: ფეოდალად და გლეხად. ფეოდალები გლეხებს თავის მიწებზე
ამუშავებდნენ და მოსავლის ნაწილს იღებდნენ ხარკის სახით. ფეოდალსა და ყმას შორის ბატონ-
ყმური ურთიერთობა დამყარდა. ფეოდალი გლეხის სენიორი, იგივე ბატონი გახდა, ხოლო გლეხი
კი ფეოდალის ყმა იყო. ასეთი დამოკიდებულება თანამდებობის პირებზეც ვრცელდებოდა. მეფე
გრაფებისა და ბარონების სენიორი იყო, ხოლო ისინი კი აზნაურებისა და რაინდების სენიორები
იყვნენ. ყმა სენიორის სამსახურში იდგა და მის დავალებებს ასრულებდა. რიგ ქვეყნებში კი იყო
პრინციპი: „ჩემი ვასალის ვასალი, ჩემი ვასალი არ არის“. ეს იმას ნიშნავდა, რომ აზნაურები მეფეს
არ ემორჩილებოდნენ და მხოლოდ თავის ბატონთან იყვნენ პასუხისმგებელნი. მსგავსი
იერარქიული ურთიერთობა სამღვდელოებაშიც ვრცელდებოდა.

V თავი5
საღვთო რომის იმპერია - გერმანია, როგორც ცალკე სახელმწიფო, 843 წლის ვერდენის
ხელშეკრულების შემდეგ შეიქმნა. ის გერმანულ მიწებს აერთიანებდა. X საუკუნეში გერმანიის
ტახტი საქსონური დინასტიის წარმომადგენელმა ჰაინრიხ I_მა დაიკავა, რომელმაც სლავებისა და
უნგრელების დამარცხება მოახერხა. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი შვილი ოტო I ავიდა. მან
იტალიაში ილაშქრა და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დაიპყრო, ხოლო 962 წელს კი რომში
იმპერატორად ეკურთხა. ამის შემდეგ მის სამეფოს საღვთო რომის იმპერია ეწოდა, რომელიც
მოგვიანებით გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიად გადაკეთდა. ამ იმპერიის დაარსების
შემდეგ გამწვავდა ურთიერთობა იმპერატორებსა და რომის პაპებს შორის. ეს დაპირისპირება

5
განვითარებული შუა საუკუნეები - მსოფლიო X-XIII საუკუნეებში
33
განსაკუთრებით გამწვავდა იმპერატორ ჰაინრიხ IV_ის დროს, როცა რომის პაპი გრიგოლ VII იყო.
იმპერატორი პაპს დაუპირისპირდა. საბოლოოდ, ჰაინრიხი იძულებული გახდა პაპისთვის შენდობა
ეთხოვა. უკვე XII საუკუნეში გერმანიის იმპერია ავსტრიასა და იტალიის დიდ ნაწილს მოიცავდა.
მაგრამ იმპერია დანაწევრებული იყო და მათ გრაფები განაგებდნენ. გერმანიის იმპერატორები:
ფრიდრიხ I ბარბაროსა, ჰაინრიხ IV და ფრიდრიხ II მთელი იტალიის დაპყრობას ცდილობდნენ.
ფრიდრიხ I_მა თავისი ვაჟი სიცილიის ტახტის მემკვედრეზე დააქორწინა და თავის იმპერიას
სამხრეთ იტალია შესძინა. მისმა ვაჟმა ჰაინრიხ IV_მ კი ეს ტერიტორიები მტკიცედ დაიმკვიდრა.
ხოლო ფრიდრიხ II_მ კი ჯვაროსნულ ლაშქრობაში იერუსალიმის აღება შეძლო. მისი
გარდაცვალების შემდეგ დაიწყო უმეფობის ხანა, მაგრამ მოგვიანებით ტახტზე ჰაბსბურგთა
დინასტია დამკვიდრდა.

კაპეტინგების დინასტია - საფრანგეთი, გერმანიის მაგავსად, 843 წლის ვერდენის


ხელშეკრულების შემდეგ ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამეფოდ. IX საუკუნიდან ნორმანები
ჩრდილოეთ საფრანგეთსაც უტევდნენ. X საუკუნის დასაწყისში ფრანკთა მეფე შარლ უბრალომ
ნორმანებს ლამანშის სრუტესთან არსებული მიწები დაუთმო. ნორმანებთან ომში, განსაკუთრებით,
პარიზის გრაფებმა ისახელეს თავი, რომლებიც რობერტინების საგვარეულოს ეკუთვნოდნენ. ამიტომ
კაროლინგების დინასტიის დაცემის შემდეგ საფრანგეთის ტახტზე ამ საგვარეულოს
წარმომადგენელი, ჰუგო რობერტინი მეტსახელად კაპეტი ავიდა, რომელმაც კაპეტინგების
დინასტიას დაუდო სათავე. კაპეტი სიტყვა კაბიდან მოდის. ჰუგო გამეფებამდე ეპისკოპოსი იყო, მის
ეკლესიაში კი ერთ-ერთი წმინდანი კაბით იყო გამოსახული. მისი მეტსახელი სწორედ აქედან
წარმოდგება. კაპეტინგების დინასტიის ხანაში, ფრანგების ხელისუფლება სამეფო მამულს არ
სცდებოდა, რომლის ცენტრი პარიზი იყო. დანარჩენ ტერიტორიებს გრაფები და ჰერცოგები
განაგებდნენ.

რეკონკისტა - არაბებმა პირენეის ნახევარკუნძულზე არსებული ვესტგოთების იმპერია დაიპყრეს


და თავის იმპერიას შეუერთეს. მოგვიანებით, ომაიანთა დინასტიის დაცემისა და აბასიდების
მოსვლის შემდეგ, აქ ომაიანთა ერთ-ერთი წარმომადგენელი მოვიდა და კორდოვას საამირო
დააფუძნა. X საუკუნეში საამირო ეკონომიკურად ძალიან გაძლიერდა და ევროპაში უძლიერეს
სამეფოდ ჩამოყალიბდა. თუმცა, ესპანელები არ ეგუებოდნენ არაბების ბატონობას და მათგან
გათავისუფლებას ცდილობდნენ. ამ განმათავისუფლებელ ბრძოლას სათავეში ასტურია და ბასკონია
ჩაუდგა, რომელიც არაბებს არ ჰქონდათ დაპყრობილი. ამ რეგიონში ქრისტიანების პოზიციის
გამყარებას კარლოს დიდის მიერ კატალონიის დაპყრობამ შეუწყო ხელი. სწორედ აქ, ცენტრით
ბარსელონაში, ჩამოყალიბდა ესპანეთის სასაზღვრო პროვინცია, ანუ მარკა. ესპანეთში კასტილიისა
და არაგონის სამეფოები ჩამოყალიბდა. კასტილია ფერდინანდ I_ის დროს გაძლიერდა, რომელმაც
ასტურია შეიერთა. საბოლოოდ, ესპანელებმა ომაიანი ხალიფა ტახტიდან ჩამოაგდეს. პირენეის
ნახევარკუნძულზე, არაბთა წინააღმდეგ ქრისტიანების მიერ წარმოებულ განმათავისუფლებელ
ბრძოლას, რომელიც საბოლოოდ არაბების განდევნით დასრულდა, რეკონკისტა, ანუ ბრძოლით
დაბრუნება ეწოდება. რეკონკისტას შემდეგ ნახევარკუნძულზე რამდენიმე სამეფო ჩამოყალიბდა,
რომლებიც მოგვიანებით გაერთიანდნენ ესპანეთის სამეფოს მიერ, ხოლო პორტუგალიის საგრაფო -
დამოუკიდებელ სამეფოდ ჩამოყალიბდა.

თურქ-სელჩუკები და ღაზნევიანთა სახელმწიფო - თავდაპირველად, თურქული მოდგმის


მომთაბარეები აზიიდან ევროპისკენ მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით
გადაადგილდებოდნენ, რადგან სამხრეთ-დასავლეთ გზას მათ სპარსეთი უკეტავდა. ირანის დაცემის
შემდეგ თურქულმა ტომებმა სირდარიისა და ამურდარიის ველები აითვისეს. X საუკუნეში,
სახალიფოს დაშლის შემდეგ, თურქმა მხედართმთავრებმა ცენტრალურ აზიასა და ირანში ახალი
სამეფოების დაარსება დაიწყეს. მათ შორის იყო ღაზნევიანთა სახელმწიფოც, ცენტრალურ და შუა
აზიას აერთიანებდა. XI საუკუნეში ღაზნევიანთა სულთანმა სელჩუკებს, სამხედრო სამსახურის

34
სანაცვლოდ, ჩრდილოეთ ხორასანი უბოძა. მალე სელჩუკები ღაზნევიანებს აუჯანყდნენ და
გადამწყვეტ ბრძოლაში 1040 წელს დაამარცხეს კიდეც. ასე ჩაეყარა საფუძველი თურქ-სელჩუკთა
სახელმწიფოს. სელჩუკები თავიდანვე დაპყრობების გზას დაადგნენ. მათ წინა აზიის დიდი ნაწილი
დაიპყრეს, ხოლო 1055 წელს კი თოღლურ-ბეგი ბაღდადში შევიდა. ხალიფამ ის დასავლეთის და
აღმოსავლეთის სულთნად აღიარა და ორრქიანი გვირგვინი დაადგა. სელჩუკების სახელმწიფოს
დედაქალაქი ისპაჰანი გახდა. მათ სულთან ალფ-არსლანის სარდლობით მანაზკერტის ბრძოლაში
1071 წელს ბიზანტიელები გაამარცხეს და მცირე აზიაში, თურქების დღევანდელ ტერიტორიაზე
დასახლდნენ. მათ მიერ მცირე აზიაში შექმნილ სამეფოს რუმის სასულთნო ეწოდა. ბიზანტიამ
დახმარება დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა, რასაც ჯვაროსნული ლაშქრობები მოჰყვა.

ჯვაროსნული ლაშქრობები - ბიზანტიის იმპერატორის თხოვნამ დასავლეთ ევროპა დიდი


ენთუზიაზმით განაწყო. თან სელჩუკებმა იერუსალიმის აღება მოახერხეს, რამაც ეს ლაშქრობები
უფრო დააჩქარა. 1095 წლის 26 ნოემბერს პაპმა ურბან II_მ ქალაქ კლერმონში ყველას მოუწოდა
სელჩუკებზე გალაშქრებისკენ. ამ ლაშქრობაში ყველა ჩაერთო: გლეხებიდან დაწყებული მეფეებით
დამთავრებული. მართალია, მათი მიზანი ძირითადად ქონების დაგროვება იყო, მაგრამ მათ შორის
იყვნენ ისეთებიც, ვისაც მართლა იერუსალიმის გამოხსნა სურდა. ჯვაროსნებმა ჯერ რუმის
სასულთნოზე გაილაშქრეს, შემდეგ კი ანტიოქიის აღებაც შეძლეს. საბოლოოდ, მათ იერუსალიმი
1099 წელს აიღეს. ისინი იერუსალიმში შეიჭრნენ და მოსახლეობა სასტიკად ამოწყვიტეს. მათ
მუსლიმები სოლომონის ტაძარშიც კი გაწყვიტეს და შემდეგ მუცლებსაც უფატრავდნენ ოქროს
პოვნის იმედით. ჯვაროსნებმა ედესის, ტრიპოლის საგრაფოები და ანტიოქიის სამთავრო შექმნეს.
იმის გამო, რომ იერუსალიმი სულ მტრებით იყო გარშემოტყმული, ფრანგებმა ჰოსპიტალიერებისა
და ტამპლიერების, ხოლო გერმანელებმა კი - ტევტონთა ორდენები შექმნეს. მიუხედავად ამისა,
ჯვაროსნებმა იერუსალიმის შენარჩუნება ვერ შეძლეს და 1187 წელს ეგვიპტის სულთანმა სალაჰ-ად-
დინმა ქალაქი აიღო. ამის შემდეგ, ჯვაროსნებმა კიდევ რამდენიმე ლაშქრობა მოაწყვეს, რომელთაგან
მნიშვნელოვანი IV ლაშქრობა იყო. ვენეციის დოჟმა ენრიკე დანდალომ ჯვაროსნებს იერუსალიმის
აღებამდე კონსტანტინოპოლში ლაშქრობა ურჩია, რათა იქ ისააკ ანგელოსი დაებრუნაბინათ ტახტზე.
ჯვაროსნები ისააკს დაეხმარნენ და სანაცვლოდ გასამრჯელო მოითხოვეს, მაგრამ ვერ მიიღეს, რის
გამოც მათ კონსტანტინოპოლი ააოხრეს და გაძარცვეს. ამის შემდეგ, ჯვაროსნებს ლაშქრობები უკვე
აღარ იზიდავდათ და მუსლიმებმა თანდათან ყველა თავისი ტერიტორია დაიბრუნეს.

„თავისუფლების დიდი ქარტია“ - ინგლისის სამეფო ტახტზე XIII საუკუნეში რიჩარდ ლომგულის
ძმა ჯონი ავიდა, რომელსაც ჯონ უმიწაწყლო ეწოდა. იგი მრავალშვილიან სამეფო ოჯახში ნაბოლარა
იყო, ამიტომაც საუფლისწულო მიწა არ შეხვდა, თუმცა ინგლისსა და ირლანდიას განაგებდა. იგი
ისტორიაში ძირითადად თავისუფლების დიდი ქარტიის მიღებით შევიდა. 1215 წელს ბარონები
მეფეს აუჯანყდნენ და ამ ქარტიის დადება აიძულეს. ქარტიის მიხედვით მეფის უფლებები
შეიზღუდა და სამართლებრივ პროცედურებს დაემორჩილა. თუმცა, ჯონ უმიწაწყლომ ქარტიის
პირობების შესრულებაზე უარი თქვა, რის გამოც სამოქალაქო ომი ატყდა. მეფე გარდაიცვალა და
ქარტიის პირობები მისმა მემკვიდრეებმა შეასრულეს. თავისუფლების დიდი ქარტია ადამიანის
უფლებათა დაცვის პირველ ძირეულ დოკუმენტად ითვლება.

პლანტაგენეტები - XII საუკუნეში ინგლისის სამეფო ტახტი ახალმა, პლანტაგენეტების


დინასტიამ დაიკავა. მისი ფუძემდებელი ჰენრი II პლანტაგენეტი იყო. მის სახელს უკავშირდება
სამეფოში სამხედრო, სასამართლო და ადმინისტრაციული რეფორმების გატარება, რამაც სამეფოს
გაძლიერებას შეუწყო ხელი. ჰენრი II_ს მემკვიდრე, რიჩარდ I ლომგული სულ ჯვაროსნულ
ლაშქრობებში იყო. მისი სიკვდილის შემდეგ სამეფო ტახტზე მისი ძმა ჯონ უმიწაწყლო ავიდა. მან
1215 წელს თავისუფლების დიდი ქარტია დადო, რითაც მეფის უფლებები შეიზღუდა, მაგრამ ჯონმა
ქარტიის პირობების შესრულებაზე უარი თქვა, რამაც სამოქალაქო ომი გამოიწვია. მეფე
გარდაიცვალა და ქარტიის პირობები მისმა მემკვიდრეებმა შეასრულეს. XIII საუკუნეში ინგლისის

35
მეფე ჰენრი III_ს სიმონ დე მონფორი აუჯანყდა. მის მხარეს ბარონები, რაინდები და მოქალაქეები
იდგნენ. მან 1265 წელს მოიწვია პირველი პარლამენტი, რომელსაც სასულიერო და საერო პირები
ესწრებოდნენ. პარლამენტი ლორდთა და თემთა პალატისგან შედგებოდა.

შტაუფენების დინასტია - შტაუფენების დინასტია გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიას XII-
XIII საუკუნეებში მართავდა. ამ დინასტიის წარმომადგენლები: ფრიდრიხ I, ჰაინრიხ IV და
ფრიდრიხ II, იტალიის დაპყრობას ცდილობდნენ, რის გამოც რომის პაპებს უპირისპირდებოდნენ.
ფრიდრიხ I ბარბაროსამ თავისი ვაჟი, ჰაინრიხ IV, სიცილიის ტახტის მემკვიდრეზე დააქორწინა,
რითაც თავის იმპერიას სამხრეთ იტალია და სიცილია შემოუერთა. მან III ჯვაროსნულ ლაშქრობაში
მიიღო მონაწილეობა, თუმცა მოულოდნელად მდინარეში დაიხრჩო. მისმა ვაჟმა, ჰაინრიხ IV_მ
ახლად შემოერთებული ტერიტორიები განიმტკიცა, მაგრამ ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და
ტახტზე მისი შვილი ფრიდრიხ II ავიდა. მას რომის პაპი გრიგოლ IX დაუპირისპირდა და
ეკლესიიდან მოკვეთა. ფრიდრიხმა ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა და
იერუსალიმის აღება შეძლო. ფრიდრიხის გარდაცვალების შემდეგ დადგა უმეფობის ხანა
გერმანიაში, რის შემდეგაც ტახტზე ჰაბსბურქთა დინასტია დამკვიდრდა.

ჰაბსბურგები - გერმანიის იმპერატორ ფრიდრიხ II_ის გარდაცვალების შემდეგ გერმანიაში


უმეფობის ხანა დადგა. საიმპერატორო ხელისუფლება აღარ არსებობდა და ქვეყანა სამთავროებად
დაიშალა. თუმცა, ამის შემდეგ, გერმანიის იმპერატორად რუდოლფ ჰაბსბურგი აირჩიეს, რომელმაც
ჰაბსბურგთა დინასტიას დაუდო სათავე. იგი მთელი იმპერიის მმართველად ითვლებოდა, მაგრამ
რეალური ხელისუფლება ისევ მთავრებს ეკუთვნოდათ.

გენერალური შტატები - XIII-XIV საუკუნეებში საფრანგეთში სამეფო ხელისუფლება განმტკიცდა.


ეს მოხდა მეფეების ლუი IX_ისა და ფილიპე IV ლამაზის ხანაში. მათ სამეფო მიწების გაფართოება
და ქონების დაგროვება დაიწყეს. ფილიპე IV_ს ფული დასჭირდა და ეკლესიას მოსთხოვა, რაზეც
უარი მიიღო. ამიტომაც ის რომის პაპს დაუპირისპირდა და თავის მხარდასაჭერად 1302 წელს
გენერალური შტატები მოიწვია. ეს წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი მოწვევა
იყო საფრანგეთში. გენერალური შტატები სამი წოდების: სამღვდელოების, საერო ფეოდალებისა და
მდიდარი ვაჭარ-ხელოსნებისგან შედგებოდა. მათ მეფეს დაუჭირეს მხარი ეკლესიასთან დავაში.
ეკლესიისთვის ქონების წართმევის გამო ფილიპეს რომის პაპი ბონიფაციუს VIII დაუპირისპირდა.
მან მეფეს ქონების მითვისება აუკრძალა და ეკლესიიდან განკვეთა. სამაგიეროდ, ფილიპემ
გენერალური შტატები დაარწმუნა, რომ რომის პაპი ერეტიკოსად გამოეცხადებინათ. მან პაპთან
თავისი წარმომადგენელი გაგზავნა, რომელმაც პაპს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მოხუცი
ბონიფაციუსის გარდაცვალება მოჰყვა. ამის შემდეგ, ფილიპემ ზეწოლა გააგრძელა ეკლესიაზე და
საბოლოოდ, რომის პაპად თავისი მომხრე არქიეპისკოპოსი დაანიშნინა. ახალმა პაპმა თავისი
რეზიდენცია რომიდან საფრანგეთში, ქალაქ ავინიონში გადაიტანა. ამის შემდეგ, რომის პაპი
საფრანგეთის მეფის პოლიტიკის გამტარებლად იქცა. ამიტომ პაპების მმართველობის ამ ხანას,
რომელიც 70 წელი გაგრძელდა, პაპების ავინიონის ტყვეობა ეწოდება.

ავინიონის ტყვეობა - საფრანგეთის მეფე ფილიპე IV_მ რომის პაპს ფული მოსთხოვა, რაზეც უარი
მიიღო, ამიტომაც დაუპირისპირდა მას. მეფემ რომის პაპ ბონიფაციუს VIII_სთან თავისი
წარმომადგენელი გაგზავნა, რომელმაც პაპს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მოხუცი ბონიფაციუსის
გარდაცვალება მოჰყვა. ამის შემდეგ, ფილიპემ ზეწოლა გააგრძელა ეკლესიაზე და საბოლოოდ,
რომის პაპად თავისი მომხრე არქიეპისკოპოსი დაანიშნინა. ახალმა პაპმა თავისი რეზიდენცია
რომიდან საფრანგეთში, ქალაქ ავინიონში გადაიტანა. ამის შემდეგ, რომის პაპი საფრანგეთის მეფის
პოლიტიკის გამტარებლად იქცა. ამიტომ პაპების მმართველობის ამ ხანას, რომელიც 70 წელი
გაგრძელდა, პაპების ავინიონის ტყვეობა ეწოდება.

36
მარსელი - განვითარებულ შუა საუკუნეებში გადასვლა მრავალი ახალი ქალაქის გამოჩენით
დაიწყო. მთელ იმდროინდელ ცივილიზებულ მსოფლიოში აღორძინდნენ და წარმოიშვნენ
ქალაქები. მათ შორის საფრანგეთში, სადაც რომის იმპერიის ქალაქები ადგილას წარმოიშვნენ
მარსელი, მონპელიე, ტულუზა და სხვა. ამ ქალაქებში განვითარებული იყო ოქრომჭედლობა,
მასობრივად დაიწყეს კალისგან ჭურჭლის დამზადება, ასევე სელის ქსოვილის წარმოებაც.
საფრანგეთის ქალაქებში პერიოდულად დაიწყეს ბაზრობების გამართვა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის
ვაჭრები იყრიდნენ თავს.

გენუა - განვითარებულ შუა საუკუნეებში მრავალი ახალი ქალაქი გამოჩნდა და ძველიც ბევრი
აღორძინდა. ამ პროცესს არც იტალია ჩამორჩა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქალაქები ყველაზე
მეტად დაზარალდნენ, კარგი გეოგრაფიული მდებარეობის გამო აქ მაინც წარმოიქმნენ ქალაქები.
მათ შორის პირველად ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრები გაჩნდნენ - ვენეცია, გენუა,
ფლორენცია და სხვა. მათ ერთგვარი შუამავლის როლი იკისრეს დასავლეთსა და აღმოსავლეთს
შორის ვაჭრობაში. ქალაქების გამოცოცხლების შემდეგ, დაიწყო ბრძოლა ფეოდალთა
მფლობელობისგან თავის განთავისუფლებისთვის. ქალაქების უმრავლესობამ თავი გაითავისუფლა
და თვითმმართველობები, იგივე კომუნები შექმნა. ამ ბრძოლაში დიდ წარმატებას იტალიურმა
ქალაქებმა მიაღწიეს, რომელთა ნაწილი - ვენეცია, გენუა, ფლორენცია - ქალაქ-სახელმწიფოებად
ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ გენუა ძალიან განვითარდა და სულ მალე მისმა მოსახლეობამ 100 ათასს
მიაღწია. გარდა ამისა, გენუაში ჯერ კიდევ XII საუკუნეში გაჩნდა სადეპოზიტო ბანკები. მათ
საკუთარი ფულის ერთეული ლირაც ჰქონდათ.

ფლორენცია - განვითარებულ შუა საუკუნეებში მრავალი ახალი ქალაქი გამოჩნდა და ძველიც


ბევრი აღორძინდა. ამ პროცესს არც იტალია ჩამორჩა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქალაქები
ყველაზე მეტად დაზარალდნენ, კარგი გეოგრაფიული მდებარეობის გამო აქ მაინც წარმოიქმნენ
ქალაქები. მათ შორის პირველად ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრები გაჩნდნენ - ვენეცია, გენუა,
ფლორენცია და სხვა. ქალაქების გამოცოცხლების შემდეგ, დაიწყო ბრძოლა ფეოდალთა
მფლობელობისგან თავის განთავისუფლებისთვის. ქალაქების უმრავლესობამ თავი გაითავისუფლა
და თვითმმართველობები, იგივე კომუნები შექმნა. ამ ბრძოლაში დიდ წარმატებას იტალიურმა
ქალაქებმა მიაღწიეს, რომელთა ნაწილი - ვენეცია, გენუა, ფლორენცია - ქალაქ-სახელმწიფოებად
ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ ფლორენცია ძალიან განვითარდა და მისმა მოსახლეობამ 100 ათასს
მიაღწია. XII საუკუნეში ფლორენცია ერთ-ერთი ყველაზე დაწინაურებული რეგიონი იყო.

მილანი - განვითარებულ შუა საუკუნეებში მრავალი ახალი ქალაქი გამოჩნდა და ძველიც ბევრი
აღორძინდა. ამ პროცესს არც იტალია ჩამორჩა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქალაქები ყველაზე
მეტად დაზარალდნენ, კარგი გეოგრაფიული მდებარეობის გამო აქ მაინც წარმოიქმნენ ქალაქები.
იტალიაში ქალაქების აღმავლობა საპორტო ქალაქებიდან დაიწყო, თუმცა მათ მალე მილანი და
ფლორენციაც შეუერთდა. ქალაქების გამოცოცხლების შემდეგ, დაიწყო ბრძოლა ფეოდალთა
მფლობელობისგან თავის განთავისუფლებისთვის. ქალაქების უმრავლესობამ თავი გაითავისუფლა
და თვითმმართველობები, იგივე კომუნები შექმნა. მილანმა XI საუკუნეში იარაღის ძალით მოიპოვა
თავისუფლება. მისი მოსახლეობის რაოდენობა ამ პერიოდისთვის 200 ათასს აღწევდა. მილანში
ვაჭრობა და ხელოსნობა განვითარდა, რამაც საკუთარი ფულის ერთეულის მილანური ლირის
შექმნა გამოიწვია.

ისპაჰანი - თურქული მოდგმის ტომები აზიიდან დასავლეთისკენ დაიძრნენ. სპარსეთის დაცემის


შემდეგ მათ მდინარეების - სირდარიისა და ამურდარიის ველები აითვისეს და აქ სახელმწიფოები
დააარსეს. მათ შორის იყო ღაზნევიანთა სამეფოც. მის შემადგენლობაში თურქ-სელჩუკებიც
შედიოდნენ, რომლებიც აუჯანყდნენ ღაზნევიანებს და თავიანთი სახელმწიფო შექმნეს. მათ 1055

37
წელს თოღლურ ბეგის მეთაურობით არაბთა დედაქალაქი ბაღდადიც აიღეს და თავიანთ
დედაქალაქად სპარსეთის ქალაქი ისპაჰანი აირჩიეს.

ოტო I - გერმანია, როგორც ცალკე სახელმწიფო, 843 წლის ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ
შეიქმნა. ის გერმანულ მიწებს აერთიანებდა. X საუკუნეში გერმანიის ტახტი საქსონური დინასტიის
წარმომადგენელმა ჰაინრიხ I_მა დაიკავა, რომელმაც სლავებისა და უნგრელების დამარცხება
მოახერხა. მისი სიკვდილის შემდეგ ტახტზე მისი შვილი ოტო I ავიდა. მან იტალიაში ილაშქრა და
მისი მნიშვნელოვანი ნაწილი დაიპყრო, ხოლო 962 წელს კი რომში იმპერატორად ეკურთხა. ამის
შემდეგ მის სამეფოს საღვთო რომის იმპერია ეწოდა, რომელიც მოგვიანებით გერმანელი ერის
საღვთო რომის იმპერიად გადაკეთდა. ამ იმპერიის დაარსების შემდეგ გამწვავდა ურთიერთობა
იმპრატორებსა და რომის პაპებს შორის. ეს დაპირისპირება ოტოს სიკვდილის შემდეგაც დიდხანს
გაგრძელდა.

ჰაინრიხ IV და გრიგოლ VII - გერმანიის იმპერატორებსა და რომის პაპებს შორის დაპირისპირება


განსაკუთრებით გამწვავდა იმპერატორ ჰაინრიხ IV_ის დროს. ამ დროს რომის პაპი გრიგოლ VII იყო.
პაპმა და იმპერატორმა ერთმანეთის გადაყენება გამოაცხადეს. ამის შემდეგ, რომის პაპმა გერმანელი
ფეოდალები იმპერატორის ერთგულების ფიცისგან გაათავისუფლა და ისინი ჰაინრიხს
დაუპირისპირა. ამის გამო ჰაინრიხ IV იძულებული გახდა პაპისთვის შენდობა ეთხოვა. მაგრამ იგი
რევანშისთვის ემზადებოდა და როგორც კი დრო იხელთა რომში დიდძალი ჯარით შეიჭრა. პაპმა
დახმარება ნორმანებს სთხოვა. მათ ჯარი გამოაგზავნეს და გერმანელები რომიდან განდევნეს.
მაგრამ ამ ბრძოლებმა რომის აოხრება გამოიწვია და ხალხს პაპისადმი შიში გაუჩნდა. იგი
იძულებული გახდა რომი დაეტოვებინა და ნორმანებთან ერთად იტალიის სამხრეთში გადავიდა,
სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ჰუგო კაპეტი - საფრანგეთი, გერმანიის მაგავსად, 843 წლის ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ
ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ სამეფოდ. IX საუკუნიდან ნორმანები ჩრდილოეთ საფრანგეთსაც
უტევდნენ. X საუკუნის დასაწყისში ფრანკთა მეფე შარლ უბრალომ ნორმანებს ლამანშის სრუტესთან
არსებული მიწები დაუთმო. ნორმანებთან ომში, განსაკუთრებით, პარიზის გრაფებმა ისახელეს
თავი, რომლებიც რობერტინების საგვარეულოს ეკუთვნოდნენ. ამიტომ კაროლინგების დინასტიიც
დაცემის შემდეგ საფრანგეთის ტახტზე ამ საგვარეულოს წარმომადგენელი, ჰუგო რობერტინი
მეტსახელად კაპეტი ავიდა, რომელმაც კაპეტინგების დინასტიას დაუდო სათავე. კაპეტი სიტყვა
კაბიდან მოდის. ჰუგო გამეფებამდე ეპისკოპოსი იყო, მის ეკლესიაში კი ერთ-ერთი წმინდანი კაბით
იყო გამოსახული. მისი მეტსახელი სწორედ აქედან წარმოდგება. კაპეტინგების დინასტიის ხანაში,
ფრანგების ხელისუფლება სამეფო მამულს არ სცდებოდა, რომლის ცენტრი პარიზი იყო. დანარჩენ
ტერიტორიებს გრაფები და ჰერცოგები განაგებდნენ.

უილიამ დამპყრობელი - ნორმანდიის ჰერცოგმა უილიამმა ინგლისის მეფის ტახტი XI საუკუნეში


დაიკავა და უილიამ I_ის სახელით მეფობდა. იგი უილიამ დამპყრობელის სახელით არის
ისტორიაში ცნობილი. შუა საუკუნეები ახალი გამოგონებებით არის გამორჩეული. მართალია,
წისქვილის დოლაბს ადრეც იცნობდნენ, მაგრამ იგი იმპერატორმა ვესპასიანემ აკრძალა, რადგან ეს
მონის შრომას აადვილებდა. ხოლო უილიამ დამპყრობელმა XI საუკუნეში ინგლისში აღწერა
ჩაატარა და 6000_მდე წისქვილი აღმოჩნდა, რომელთა ნაწილი არა ჰორიზონტალურად, არამედ
შვეულადაც იდგა. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ მის დროს ბერკეტის სისტემას უკვე იცნობდნენ.

ფერდინანდ I - ესპანეთში თავიდანვე დაიწყო არაბთა დაპყრობებისგან გათავისუფლებისთვის


ბრძოლები. ამ განმათავისუფლებელ ბრძოლას სათავეში ასტურია და ბასკონია ჩაუდგა, რომელიც
არაბებს არ ჰქონდათ დაპყრობილი. ამის შემდეგ, ესპანეთში კასტილიისა და არაგონის სამეფოები
ჩამოყალიბდა. კასტილია ფერდინანდ I_ის დროს გაძლიერდა, რომელმაც ასტურია შეიერთა.
საბოლოოდ, ესპანელებმა ომაიანი ხალიფა ტახტიდან ჩამოაგდეს. პირენეის ნახევარკუნძულზე,
38
არაბთა წინააღმდეგ ქრისტიანების მიერ წარმოებულ განმათავისუფლებელ ბრძოლას, რომელიც
საბოლოოდ არაბების განდევნით დასრულდა, რეკონკისტა, ანუ ბრძოლით დაბრუნება ეწოდება.

ბასილი II - აბასიანი ხალიფების მმართველობის ხანაში სახალიფო თანდათან დასუსტდა და


დაიშალა. ამით ისარგებლა ბიზანტიამ, რომლემაც გაუძლო არაბების შემოტევებს და შემდეგ
თვითონვე გადავიდა შეტევაზე. ბიზანტია განსაკუთრებით გაძლიერდა იმპერატორ ბასილი II_ის
დროს. მან მძიმე ბრძოლები აწარმოა დასავლეთით ბულგარელების და აღმოსავლეთით -
საქართველოს წინააღმდეგ. ბასილი კეისარმა განსაკუთრებით ბულგარელების ხოცვით გამოიჩინა
თავი, რის გამოც მას „ბულგართმმუსვრელი“ ეწოდა. ის 40 წელი ეომებოდა ბულგართა სამეფოს და
საბოლოოდ დაიპყრო კიდეც.

თოღრულ-ბეგი - თურქული მოდგმის ტომები აზიიდან დასავლეთისკენ დაიძრნენ. სპარსეთის


დაცემის შემდეგ მათ მდინარეების - სირდარიისა და ამურდარიის ველები აითვისეს და აქ
სახელმწიფოები დააარსეს. მათ შორის იყო ღაზნევიანთა სამეფოც. მის შემადგენლობაში თურქ-
სელჩუკებიც შედიოდნენ, რომლებიც აუჯანყდნენ ღაზნევიანებს და თავიანთი სახელმწიფო შექმნეს.
სელჩუკები თავიდანვე დაპყრობების გზას დაადგნენ. მათ წინა აზიის დიდი ნაწილი დაიპყრეს,
ხოლო 1055 წელს კი თოღლურ-ბეგი ბაღდადში შევიდა. ხალიფამ ის დასავლეთის და
აღმოსავლეთის სულთნად აღიარა და ორრქიანი გვირგვინი დაადგა. სელჩუკების სახელმწიფოს
დედაქალაქი ისპაჰანი გახდა.

პაპი ურბან II - არაბების მიერ მცირე აზიის დაპყრობის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა
დახმარება დასავლეთ ევროპის ქვეყნებს სთხოვა. ამ თხოვნას რომის პაპი ურბან II გამოეხმაურა. მან
1095 წლის 26 ნოემბერს ქალაქ კლერმონში ხალხს მიმართა და ჯვაროსნული ლაშქრობისთვის
მოუწოდა. რომის პაპს ქრისტეს საფლავის მუსლიმებისგან გამოხსნა სურდა, რათა
კონსტანტინოპოლის პატრიარქისთვის მრევლი წაერთმია და იქაურ ქრისტიანებში თავისი გავლენა
გაევრცელებინა. მის მიმართვას ყველა გამოეხმაურა - გლეხით დაწყებული მეფეებით
დამთავრებული და 1099 წელს იერუსალიმის დაპყრობა მოახერხეს.

ფრიდრიხ I ბარბაროსა - ფრიდრიხ I ბარბაროსა, იგივე ჟღალწვერა, გერმანელი ერის საღვთო


რომის იმპერიის იმპერატორი იყო. მას იტალიის შეერთება უნდოდა, რისთვისაც სიცილიის ტახტის
მემკვიდრე თავის ვაჟზე, გერმანიის მომავალ იმპერატორზე, ჰაინრიხ IV_ზე დააქორწინა. ამით მან
იმპერიას სამხრეთ იტალია და სიცილია შეუერთა. მოხუცებულობისას ფრიდრიხ I_მა III
ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მცირე აზიაში მდინარეში დაიხრჩო,
მდინარეში, რომელშიც საუკუნეების წინ ალექსანდრე მაკედონელი ძლივს გადაურჩა დახრჩობას.

ფრიდრიხ II და გრიგოლ IX - ფრიდრიხ II საღვთო რომის იმპერატორი იყო, რომელიც ჰაინრიხ


IV_ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა ტახტზე. მას იტალიაში მეფის ხელისუფლების გაძლიერება
სურდა, რის გამოც რომის პაპ გრიგოლ IX_ს დაუპირისპირდა. პაპმა ფრიდრიხს ჯვაროსნულ
ლაშქრობაში წაუსვლელობის გამო პაპისადმი დაუმორჩილებლობა დასდო ბრალად და ეკლესიიდან
მოკვეთა. ამიტომაც ფრიდრიხმა მიიღო VI ლაშქრობაში მონაწილეობა და იერუსალიმის დაბრუნება
მოახერხა. იგი იერუსალიმის მეფედ აღიარეს. ამან პაპი ძალიან გააღიზიანა და იმპერატორის
წინააღმდეგ დაქირავებული ლაშქარი დაძრა. თუმცა, ფრიდრიხი იტალიაში დაბრუნდა და პაპის
გეგმები ჩაშალა. ფრიდრიხ II_ის გარდაცვალების შემდეგ გერმანიაში უმეფობის ხანა დადგა და
ბოლოს გერმანიის ტახტზე ჰაბსბურგების დინასტია დამკვიდრდა.

რიჩარდ ლომგული - XII საუკუნეში ინგლისმა საფრანგეთის მიწები შეიერთა, რის გამოც
ერთმანეთთან ურთიერთობა დაეძაბათ. ეს დაპირისპირება ჯვაროსნულ ლაშქრობაშიც გაგრძელდა.
III ლაშქრობაში საფრანგეთისა და ინგლისის მეფეები ერთად აღმოჩნდნენ ჩართულნი, ამიტომ
საფრანგეთის მეფემ მიატოვა ლაშქრობა და სამშობლოში დაბრუნდა. ინგლისის მეფე რიჩარდ
39
ლომგული მარტო დარჩა მუსლიმების წინააღმდეგ ბრძოლაში. მან მთელი მეფობა ჯვაროსნულ
ლაშქრობებს შეალია. მისი სიკვდილის შემდეგ ინგლისის ტახტზე მისი ძმა ჯონ უმიწაწყლო ავიდა.

ფილიპე IV ლამაზი - XIII-XIV საუკუნეებში საფრანგეთში სამეფო ხელისუფლება განმტკიცდა. ეს


მოხდა მეფეების ლუი IX_ისა და ფილიპე IV ლამაზის ხანაში. მათ სამეფო მიწების გაფართოება და
ქონების დაგროვება დაიწყეს. ფილიპე IV_ს ფული დასჭირდა და ეკლესიას მოსთხოვა, რაზეც უარი
მიიღო. ამიტომაც ის რომის პაპს დაუპირისპირდა და თავის მხარდასაჭერად 1302 წელს
გენერალური შტატები მოიწვია. ეს წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი მოწვევა
იყო საფრანგეთში. გენერალური შტატები სამი წოდების: სამღვდელოების, საერო ფეოდალებისა და
მდიდარი ვაჭარ-ხელოსნებისგან შედგებოდა. მათ მეფეს დაუჭირეს მხარი ეკლესიასთან დავაში.
ეკლესიისთვის ქონების წართმევის გამო ფილიპეს რომის პაპი ბონიფაციუს VIII დაუპირისპირდა.
მან მეფეს ქონების მითვისება აუკრძალა და ეკლესიიდან განკვეთა. სამაგიეროდ, ფილიპემ
გენერალური შტატები დაარწმუნა, რომ რომის პაპი ერეტიკოსად გამოეცხადებინათ. მან პაპთან
თავისი წარმომადგენელი გაგზავნა, რომელმაც პაპს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც მოხუცი
ბონიფაციუსის გარდაცვალება მოჰყვა. ამის შემდეგ, ფილიპემ ზეწოლა გააგრძელა ეკლესიაზე და
საბოლოოდ, რომის პაპად თავისი მომხრე არქიეპისკოპოსი დაანიშნინა. ახალმა პაპმა თავისი
რეზიდენცია რომიდან საფრანგეთში, ქალაქ ავინიონში გადაიტანა. ამის შემდეგ, რომის პაპი
საფრანგეთის მეფის პოლიტიკის გამტარებლად იქცა. ამიტომ პაპების მმართველობის ამ ხანას,
რომელიც 70 წელი გაგრძელდა, პაპების ავინიონის ტყვეობა ეწოდება.

ჯონ უმიწაწყლო - ინგლისის სამეფო ტახტზე XIII საუკუნეში რიჩარდ ლომგულის ძმა ჯონი
ავიდა, რომელსაც ჯონ უმიწაწყლო ეწოდა. იგი მრავალშვილიან სამეფო ოჯახში ნაბოლარა იყო,
ამიტომაც საუფლისწულო მიწა არ შეხვდა, თუმცა ინგლისსა და ირლანდიას განაგებდა. იგი
ისტორიაში ძირითადად თავისუფლების დიდი ქარტიის მიღებით შევიდა. 1215 წელს ბარონები
მეფეს აუჯანყდნენ და ამ ქარტიის დადება აიძულეს. ქარტიის მიხედვით მეფის უფლებები
შეიზღუდა და სამართლებრივ პროცედურებს დაემორჩილა. თუმცა, ჯონ უმიწაწყლომ ქარტიის
პირობების შესრულებაზე უარი თქვა, რის გამოც სამოქალაქო ომი ატყდა. მეფე გარდაიცვალა და
ქარტიის პირობები მისმა მემკვიდრეებმა შეასრულეს. თავისუფლების დიდი ქარტია ადამიანის
უფლებათა დაცვის პირველ ძირეულ დოკუმენტად ითვლება.

სიმონ დე მონფორი - XIII საუკუნეში ინგლისის მეფე ჰენრი III_ს თავისი სიძე სიმონ დე მონფორი
აუჯანყდა. დე მონფორის მხარეს ბარონები, რაინდები და მოქალაქეები იყვნენ. მან 1265 წელს
მოიწვია კრება, რომელსაც სასულიერო და საერო პირები ესწრებოდნენ. აქედან დაედო სათავე
ინგლისის პარლამენტს, რომელიც ორი პალატისგან შედგებოდა. თემთა პალატაში წვრილი
ფეოდალები და მოქალაქეები შედიოდნენ, რომლებიც კენჭისყრით ირჩეოდნენ, ხოლო ლორდთა
პალატაში კი უმაღლესი საერო და სასულიერო პირები შედიოდნენ მემკვიდრეობით.

ჰენრი II პლანტაგენეტი - XII საუკუნეში ინგლისის სამეფო ტახტი ახალმა, პლანტაგენეტების


დინასტიამ დაიკავა. მისი ფუძემდებელი ჰენრი II პლანტაგენეტი იყო. მის სახელს უკავშირდება
სამეფოში სამხედრო, სასამართლო და ადმინისტრაციული რეფორმების გატარება, რამაც სამეფოს
გაძლიერებას შეუწყო ხელი. მისი მემკვიდრე რიჩარდ ლომგული იყო.

ჩინგიზ ყაენი - მონღოლები ცენტრალურ აზიაში ჩინეთის საზღვრებთან მომთაბარეობდნენ. მათი


ენა თურქულ-ალთაურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნებოდა. მათ თათრებსაც უწოდებდნენ. მონღოლები
წარმართები იყვნენ და მომთაბარე მეცხოველეობას მისდევდნენ. ისინი შესანიშნავი მშვილდოსანი
მხედრები იყვნენ. 1206 წელს მონღოლური ტომები სახალხო კრებაზე - ყურულთაიზე შეიკრიბნენ
და სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადეს. მათ ყაენად თემუჩინი, იგივე ჩინგიზ ყაენი აირჩიეს.
მონღოლთა დედაქალაქი ყარაყორუმი გახდა. მათ ჩინეთის დაპყრობის შემდეგ დასავლეთისკენ
გადაიტანეს ყურადღება. მონღოლებმა ათეულ წელიწადში ჩინეთის გარდა, შუა და წინა აზია, ასევე
40
აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი დაიპყრეს. ეს წარმატება ლაშქარში ჩინგიზ ყაენის უმკაცრესი
დისციპლინის დამსახურება იყო. მან ჯერ ჯარი, ხოლო შემდეგ კი მთელი სამეფო დუმნებად,
ათიათასეულებად დაჰყო. ჩინგიზ ყაენის გარდაცვალების შემდეგ, წესის თანახმად, მისი იმპერია
დაიყო და შვილებს გაუნაწილდა.

ბათუ - ჩინგიზ ყაენის შვილიშვილმა ჯუჩის ძემ ბათუმ ვოლგის ბულგარეთი გაანადგურა და
რუსეთში შეიჭრა. რუსეთი ამ დროს სამთავროებად იყო დაშლილი, ამიტომაც მონღოლებს რუსეთის
დაპყრობა არ გასჭირვებიათ. მათ კიევის რუსეთის მთავარი ქალაქი კიევი აიღეს და გადაწვეს. ამის
შემდეგ მათ პოლონეთი, უნგრეთი, ხორვატია და სერბეთიც დაიპყრეს. ამიტომაც ინგლისი და
საფრანგეთი შიშმა მოიცვა. მაგრამ ხუთწლიანმა ომმა მონღოლები დაღალა და ისინი უკან
დაბრუნდნენ. ბათუმ დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე ოქროს ურდო დააარსა, რომელსაც
ჯუჩის ულუსსაც უწოდებდნენ. მისი დედაქალაქი სარაი ბათუ გახდა.

1. განვითარებული შუა საუკუნეების ძირითადი მახასიათებლები; რა ცვლილებებმა და


სიახლეებმა გამოიწვია განვითარებული შუა საუკუნეების დადგომა?
რომის იმპერიასთან ურთიერთობის დამყარებამდე ჩრდილო-დასავლეთ ევროპის
მცხოვრებლები ძირითადად მეცხოველეობასა და მიწათმოქმედებას მისდევდნენ. მაგრამ,
მოგვიანებით, გუთნის გამოგონებასთან ერთად, ისინი მიწის დამუშავების ჯერ ორმინდვრიან,
ხოლო შემდეგ კი სამმინდვრიან სისტემაზე გადავიდნენ. ისინი ერთი წლის განმავლობაში ერთ
მიწას ამუშავებდნენ, ორს კი ასვენებდნენ. ასე მიწის ერთი ნაკვეთი ორი წლის განმავლობაში
ისვენებდა და აღარ იფიტებოდა. თავიდან, გუთანში ხარებს აბამდნენ, მაგრამ შემდეგ ცხენების
შებმაც დაიწყეს, ცალ-უღელის გამოგონების შემდეგ. გარდა ამისა, ადამიანებმა ცხენების
დაჭედვაც დაიწყეს და მეტალურგიის განვითარების შემდეგ რკინას უკვე მიწათმოქმედებაშიც
იყენებდნენ. რკინის გუთნები გაცილებით ღრმა ნაკვალევს ტოვებდა. ყოველივე ამან
მოსავლიანობა გაზარდა და ადამიანებს ნამატი საკვები პროდუქტები გაუჩნდათ. ასევე,
განვითარებულ შუა საუკუნეებში ისწავლეს ცხოველის ჯიშების გამოყვანა, ახალი მცენარეებიც
აღმოაჩინეს, რამაც ჭარბი ნაწარმის გასაღებისთვის ბაზრების შექმნა მოითხოვა. ამავე პერიოდში
გაუმჯობესდა მედიცინის დონე, შეწყდა უკონტროლო ძარცვა-გლეჯა და ადამიანებმა საპნის
გამოყენებაც დაიწყეს. ყოველივე ამან მოსახლეობის ზრდა გამოიწვია და მათ თანდათან
ქალაქებში ცხოვრება დაიწყეს. განვითარებული შუა საუკუნეები ახალი ქალაქების წარმოშობითა
და ძველების აღორძინებით გამოირჩა. იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში სავაჭრო
ცენტრები ჩამოყალიბდნენ. განვითარდა ხელოსნობაც და პირველი ბანკებიც დაარსდა.
ყოველივე ამან ვაჭრობის დონე უფრო მაღალ დონეზე ასწია.
2. ბრძოლა ხელისუფლებისათვის ევროპაში და ხელისუფლების დანაწილების პირველი
მცდელობები;
განვითარებული შუა საუკუნეები ევროპაში ხელისუფლებისათვის ბრძოლებითაც აღინიშნა.
843 წლის ვერდენის ხელშეკრულების შემდეგ ფრანკთა იმპერია სამ ნაწილად დაიყო,
რომელთაგანაც იტალია, საფრანგეთი და გერმანია წარმოიშვა. გერმანელებმა რომის იმპერიის
მემკვიდრეებად გამოაცხადეს თავი: სამეფოს გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია უწოდეს,
ხოლო ოტო I კი იმპერატორად ეკურთხა. მას ქალაქ რომის და იტალიის დაპყრობა სურდა, რის
გამოც რომის პაპთან დაპირისპირება მოუხდა. გერმანელებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს და
ოტო I_მა იტალიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა, ხოლო ფრიდრიხ I_მა კი მისი სამხრეთი
ნაწილი და სიცილიაც შეუერთა თავის იმპერიას. თუმცა, ბრძოლები ხელისუფლებისთვის მის
იმპერიაშიც ხშირი იყო. ფეოდალები იმპერატორის ხელისუფლებას არ სცნობდნენ და არ
ემორჩილებოდნენ. ამიტომაც იმპერატორები ხშირად მხოლოდ სამეფო დომენს განაგებდნენ.
გარდა ამისა, საფრანგეთშიც იყო ბრძოლები ხელიუფლებისთვის. აქაც გერმანიის მსგავსად
ფეოდალები მეფისგან დამოუკიდებლად განაგებდნენ თავიანთ მიწებს. საფრანგეთს X
საუკუნეში კაპეტინგების დინასტია მართავდა, რომლის წარმომადგენლები პარიზის გარდა სხვა
41
ტერიტორიას არ განაგებდნენ. რაც შეეხება ინგლისს, მას სკანდინავიელი და დანიელი ტომები
ესეოდნენ. მაგრამ ნორმანდიის ჰერცოგმა ინგლისი დაიპყრო და ძველი დინასტია გაანადგურა.
სწორედ აქედან იწყება დღევანდელი ინგლისის ისტორია. ესპანეთში კი არაბები იყვნენ და ისინი
განაგებდნენ პირენეის ნახევარკუნძულს. მაგრამ ესპანელებმა დაიწყეს რეკონკისტა, ანუ
დაკარგული მიწების დაბრუნება და არაბები გააძევეს სამეფოდან. ამის შემდეგ ესპანეთი
გაძლიერდა და ევროპის ეკონომიკურად უძლიერეს სამეფოდ ჩამოყალიბდა.
რაც შეეხება ხელისუფლების დანაწილებას, ამის პირველი მცდელობები ინგლისში იყო,
როდესაც ჯონ უმიწაწყლოს ქვეშემრდომებმა თავისუფლების დიდი ქარტიის დადება აიძულეს
1215 წელს, რითაც მეფის ხელისუფლება შეიზღუდა და სხვადასხვა ინსტიტუტებზე
გადანაწილდა. ხოლო მოგვიანებით, 1265 წელს, სიმონ დე მონფორმა მოიწვია პარლამენტი,
რითაც საკანონმდებლო ორგანო შემოიღო. 1302 წელს კი უკვე საფრანგეთში ფილიპე IV_მ
მოიწვია წოდებრივ-წარმომადგენლობითი ორგანო - გენერალური შტატები.
3. ქრისტიანული და მუსლიმური სამყაროს, აღმოსავლეთის და დასავლეთის დაპირისპირება
განვითარებულ შუა საუკუნეებში, მისი მიზეზები და შედეგები;
X საუკუნეში აზიის დიდ ნაწილს არაბები ფლობდნენ და ევროპის ქვეყნებს ებრძოდნენ. ისინი
მუსლიმანები იყვენენ და თავის რელიგიას დაპყრობილ ქვეყნებში ავრცელებდნენ. მაგრამ XI
საუკუნეში თურქ-სელჩუკები გამოჩნდნენ, რომლებიც ღაზნევიანთა სახელმწიფოს აუჯანყდნენ
და თავიანთი სახელმწიფო შექმნეს. 1055 წელს სელჩუკებმა თოღლურ-ბეგის მეთაურობით
ბაღდადი აიღეს და სახალიფო დაიპყრეს. 1071 წელს ალფ-არსლანის მეთაურობით მანაზკერკტის
ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ თურქები ანატოლიაში დამკვიდრდნენ. მათ ბიზანტიას
აღმოსავლეთის მიწები წაართვეს. ბიზანტიამ დახმარება ევროპის ქვეყნებს სთხოვა, რამაც
ჯვაროსნული ლაშქრობები გამოიწვია, რომელშიც ქრისტიანული და მუსლიმური სამყარო
დაუპირისპირდა ერთმანეთს. I ლაშქრობა 1095 წელს დაიწყო და 1099 წელს იერუსალიმის
აღებით დასრულდა. ჯვაროსნებმა იერუსალიმი ააოხრეს და მოსახლეობა გაწყვიტეს. თუმცა,
მოგვიანებით ეგვიპტის სულთანმა სალაჰ-ად-დინმა იერუსალიმი 1187 წელს კვლავ აიღო, რასაც
III და IV ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა. III ლაშქრობაში საღვთო რომის იმპერია, ინგლისი და
საფრანგეთი მონაწილეობდა, მაგრამ გერმანიის იმპერატორი გზაში დაიღუპა და მისი ჯარი უკან
გაბრუნდა, ხოლო საფრანგეთის მეფემ კი ინგლისის მეფესთან ერთად ბრძოლა არ ისურვა, უკან
გაბრუნდა და რიჩარდ ლომგული მუსლიმებს მარტო ებრძოდა. ის ბრძოლაში დაიღუპა. IV
ლაშქრობაში კი, იერუსალიმის ნაცვლად ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლში გაილაშქრეს და
გაძარცვეს ის. მათ იერუსალიმის აღება მხოლოდ VI ლაშქრობაში მოახერხეს, მაგრამ მალევე
დაკარგეს. მათ კიდევ ორჯერ გაილაშქრეს, მაგრამ უშედეგოდ. ამ ლაშქრობების შემდეგ
დაახლოვდა დასავლეთის და აღმოსავლეთის ცივილიზაციები, მათ შორის ვაჭრობა უფრო
ინტენსიური გახდა. ისინი ერთმანეთის კულტურას გაეცნენ. ლაშქრობების შემდეგ დასავლეთში
განვითარდა ტექნიკა, ევროპელები გაეცნენ კომპასს და სამხედრო ტექნიკაც გააუმჯობესეს.

4. მონღოლთა ლაშქრობები: ცვლილებები მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკურ რუკაზე.


მონღოლები ცენტრალურ აზიაში ჩინეთის საზღვრებთან მომთაბარეობდნენ. მათი ენა
თურქულ-ალთაურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნებოდა. მათ თათრებსაც უწოდებდნენ. მონღოლები
წარმართები იყვნენ და მომთაბარე მეცხოველეობას მისდევდნენ. ისინი შესანიშნავი
მშვილდოსანი მხედრები იყვნენ. 1206 წელს მონღოლური ტომები სახალხო კრებაზე -
ყურულთაიზე შეიკრიბნენ და სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადეს. მათ ყაენად თემუჩინი, იგივე
ჩინგიზ ყაენი აირჩიეს. მონღოლთა დედაქალაქი ყარაყორუმი გახდა. მათ ჩინეთის დაპყრობის
შემდეგ დასავლეთისკენ გადაიტანეს ყურადღება. მონღოლებმა ათეულ წელიწადში ჩინეთის
გარდა, შუა და წინა აზია, ასევე აღმოსავლეთ ევროპის დიდი ნაწილი დაიპყრეს. ეს წარმატება
ლაშქარში ჩინგიზ ყაენის უმკაცრესი დისციპლინის დამსახურება იყო. გარდა ამისა, შუა

42
საუკუნეების ქვეყნებში ფეოდალები მეფეებს უპირისპირდებოდნენ, რაც სახელმწიფოებს
ასუსტებდა და მონღოლებს დიდ წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. ამის შემდეგ ჩინგიზ ხანმა ჯერ
ჯარი, ხოლო შემდეგ კი მთელი სამეფო დუმნებად, ათიათასეულებად დაჰყო. შუა აზიის
დაპყრობის შემდეგ იგი ვაჟებთან ერთად მონღოლეთში დაბრუნდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც.
მისი სიკვდილის შემდეგ მისმა ვაჟებმა იმპერია წესისამებრ დაჰყვეს და გაინაწილეს. ამის
შემდეგ, ჩინგიზ ყაენის შვილიშვილმა ჯუჩის ძემ ბათუმ ვოლგის ბულგარეთი გაანადგურა და
რუსეთში შეიჭრა. რუსეთი ამ დროს სამთავროებად იყო დაშლილი, ამიტომაც მონღოლებს
რუსეთის დაპყრობა არ გასჭირვებიათ. მათ კიევის რუსეთის მთავარი ქალაქი კიევი აიღეს და
გადაწვეს. ამის შემდეგ მათ პოლონეთი, უნგრეთი, ხორვატია და სერბეთიც დაიპყრეს. ამიტომაც
ინგლისი და საფრანგეთი შიშმა მოიცვა. მაგრამ ხუთწლიანმა ომმა მონღოლები დაღალა და ისინი
უკან დაბრუნდნენ. ბათუმ დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე ოქროს ურდო დააარსა,
რომელსაც ჯუჩის ულუსსაც უწოდებდნენ. მისი დედაქალაქი სარაი ბათუ გახდა.

VI თავი6
„შავი ჭირი“ - გვიანი შუა საუკუნეების დადგომა რამდენიმე მახასიათებელით აღინიშნა. ერთ-
ერთი მათგანი ის იყო, რომ 1348 წელს აზიიდან ევროპაში გავრცელდა შავი ჭირი და სავაჭრო
გზებით სწრაფად მოედო მთელ კონტინენტს. ევროპაში მოსახლეობის 1/3 გაწყდა, იგი ენდემური
ხასიათის დაავადებად იქცა და 10-15 წელიწადში ერთხელ იფეთქებდა ხოლმე. მოსახლეობის
კატასტროფულმა კლებამ მუშახელი ძალიან შეამცირა, რამაც შრომის ანაზღაურების გაზრდა

6
გვიანი შუა საუკუნეები
(დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები - მსოფლიოს გამთლიანების დასაწყისი)
43
გამოიწვია. მუშები უკვე თვითონ კარნახობდნენ დამქირავებელს პირობებს. ყოველივე ამას
ინგლისის პარლამენტმა „მუშათა კანონმდებლობის შესახებ“ კანონით უპასუხა, რითაც
მიწათმფლობელების უფლებების დაცვას ცდილობდნენ.

ჟაკერია - ინგლისის პარლამენტის მიერ „მუშათა კანონმდებლობის შესახებ“ მიღბულმა კანონმა


მიწათმფლობელებს საშუალება მისცა გლეხებისთვის ანაზღაურების მაქსიმუმი დაეწესებინათ,
რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და გლეხთა აჯანყებაც კი გამოიწვია. ეს აჯანყება ჟაკერიის
სახელით არის ცნობილი. სახელწოდება ორი ფრანგული სიტყვის შეერთებით მიიღება და
„გულუბრყვილო ჟაკს“ - გლეხს ნიშნავს. ასე ეძახდნენ გლეხებს დაცინვით აზნაურები. ჟაკერიამ
საფრანგეთის დიდი ნაწილი მოიცვა. აჯანყებას სათავეში გილიომ კალი ედგა. გლეხები გადამწყვეტ
ბრძოლაში დამარცხდნენ და თავადაზნაურები მათ სასტიკად გაუსწორდნენ.

უოტ ტაილერის აჯანყება - გლეხების აჯანყებები ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოხდა, მაგრამ
ყველაზე შთამბეჭდავი მაინც 1381 წლის უოტ ტაილერის აჯანყება იყო ინგლისში. გლეხები
ბატონყმობიდან გათავისუფლებას, საბატონო ბეგარის გაუქმებას, ფეოდალების წინაშე გლეხთა
ყველა ვალდებულების მცირედი ფულადი გადასახადით შეცვლას, თავისუფალი ვაჭრობის
შემოღებასა და აჯანყებულთა ამინისტიას ითხოვდნენ. მაგრამ ეს აჯანყებას მარცხით დასრულდა.

კომუტაცია - აღმოსავლეთ ევროპისგან განსხვავებით დასავლეთ ევროპის და განსაკუთრებით


ინგლისის ეკონომიკამ აღმავლობა განიცადა. განვითარდა ვაჭრობა, ხელოსნობა
ქალაქთმშენებლობა. ასევე განვითარდა სოფლის მეურნეობაც. ინგლისმა სავაჭრო ურთიერთობა
აღადგინა საფრანგეთთან და საზოგადოებაში ფულადი ურთიერთობები აღადგინა, ფეოდალები
გლეხებისგან ბეგარის ნატურალური პროდუქტის ნაცვლად ფულის სახით ამოღება დაიწყეს. ამან
ნატურალური ბეგარის ფულადი გადასახადით შეცვლა განაპირობა, რასაც კომუტაცია ეწოდება.

ასწლიანი ომი - ასწლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის 1337-1453 წლებში


მიმდინარეობდა. ამ ომს ასწლიანი პირობითად ეწოდება, რადგან ის საუკუნეზე მეტ ხანს
გაგრძელდა. საფრანგეთში ფილიპე IV_ის შვილები უმემკვიდრეოდ გარდაიცვალნენ, ამიტომაც
კაპეტინგების დინასტია საფრანგეთში ვალუებით შეიცვალა. მაგრამ ინგლისის მეფე ედუარდ III
დედით ფილიპე IV_ის შვილიშვილი იყო და საფრანგეთის ტახტზეც აცხადებდა პრეტენზიას.
ამიტომაც მან 1337 წელს საფრანგეთს ომი გამოუცხადა. ომის რამდენიმე მიზეზი იყო. მათ შორის
მთავარი კი ფლანდრიის საკითხი იყო. ინგლისი ფლანდრიას დიდი რაოდენობით მატყლს აწვდიდა,
შემდეგ კი ფლანდრია მაუდს აწარმოებდა. თუ მას საფრანგეთი დაიმორჩილებდა, ინგლისი
მატყლის გასაღების ბაზარს დაკარგავდა. ედუარდ III_მ თავისი ჯარი საფრანგეთში გადასხა და
ფრანგები სასტიკად დაამარცხა. ამის შემდეგ 20 წლის განმავლობაში ბრძოლები ინგლისელების
წარმატებით სრულდებოდა. გადამწყვეტი ბრძოლა ქალაქ პუატიესთან მოხდა, რომელშიც
ინგლისელებმა გაიმარჯვეს და დროებითი ზავი დადეს ფრანგებთან 1360 წელს. ინგლისელებმა
საფრანგეთის დიდი ნაწილი მოიპოვეს. 1369 წელს კი ასწლიანი ომის მეორე ეტაპი დაიწყო,
რომელშიც ფრანგებმა დაკარგული ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიბრუნეს. XV საუკუნეში
დაიწყო ომის მესამე ეტაპი, რომელიც ინგლისელთა გამარჯვებებით დაიწყო. მათ პარიზი აიღეს და
ფრანგთა მეორე დიდ ქალაქს ორლეანს ალყა შემოარტყეს. ინგლისელთა წინააღმდეგ საფრანგეთში
განმათავისუფლებელი ბრძოლები დაიწყო, რომელსაც ჟანა დ’არკი ჩაუდგა სათავეში. მან ორლეანი
და რამდენიმე დიდი ქალაქი გაათავისუფლა, მაგრამ იგი საბოლოოდ შეიპყრეს და ცეცხლზე დაწვეს.
ჟანა დ’არკის გმირობის შემდეგ ასწლიან ომში გარდატეხა მოხდა. ფრანგებმა სრულად დაიბრუნეს
დაკარგული ტერიტორიები. ინგლისელებმა ფლანდრიის დაპყრობა ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ
ფლანდრიიდან ხელოსნები მოიწვიეს და მაუდის დამზადება ინგლისშივე დაიწყეს. ამით ინგლისი
მაუდის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელი გახდა.

44
კაპეტინგების დინასტია - კაპეტინგების დინასტიის დამაარსებლად ჰუგო კაპეტი ითვლება. მან
საფრანგეთში კაროლინგების დინასტია ჩაანაცვლა. თუმცა, ამ დინასტიის მმართველობა სუსტი
აღმოჩნდა. ფილიპე IV ლამაზის შვილების უმემკვიდრეოდ გარდაცვალების შემდეგ ტახტზე
ფილიპე VI ვალუა ავიდა და ახალ დინასტიას დაუდო სათავე. მაგრამ ინგლისის მეფე ედუარდ III
დედით კაპეტინგების დინასტიას ეკუთვნოდა და საფრანგეთის ტახტზე აცხადებდა პრეტენზიას.
მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა და მან ვერ შეძლო საფრანგეთის ტახტზე ასვლა. მიუხედავად
ამისა, ინგლისის მეფეები 1802 წლამდე საფრანგეთის მეფის ტიტულსაც ატარებდნენ.

ლანკასტერები, იორკები, ტიუდორები, ვარდების ომი (ოთხი ერთში :D) - ასწლიანი ომში მარცხმა
ინგლისის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია. ხალხის აღშფოთებას გადასახადების ზრდაც
იწვევდა. ინგლისში მმართველი დინასტიის შეცვლის იდეა მომწიფდა. იმჟამად ინგლისს
ლანკასტერთა დინასტია მართავდა. ოპოზიციას კი იორკის ჰერცოგი რიჩარდი ედგა სათავეში. 1453
წელს ასწლიანი ომის დასრულების შემდეგ, ფეოდალური არისტოკრატიის ომში ჩაბმულ ნაწილს
სახელმწიფომ ფულადი გასამრჯელოს გადახდა შეუწყვიტა, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია.
ეს ფეოდალები ხელისუფლების წინააღმდეგ ომში ჩაებნენ. ამ ომს ვარდების ომი ეწოდა, რადგან
ლანკასტერების სიმბოლო წითელი ვარდი იყო, ხოლო იორკებისა კი - თეთრი ვარდი. ვარდების ომი
30 წელიწადს გაგრძელდა. ლანკასტერების მხარეს ჩრდილოეთის ფეოდალები იბრძოდნენ,
რომლებსაც სუსტი ხელისუფლება და მეტი თავისუფლება აწყობდათ, ხოლო იორკების მხარეს კი
სამხრეთის ფეოდალები იბრძოდნენ, რომლებსაც ძლიერი სამეფო ხელისუფლება სურდათ. მაგრამ
ისინი ძირითადად ძარცვისა და პოლიტიკური დამოუიდებლობის განტკიცებისთვის იბრძოდნენ.
ომის პირველ ეტაპზე იორკებმა გაიმარჯვეს. იორკის ჰერცოგის შვილმა ედუარდმა ლონდონი აიღო
და ედუარდ IV_ის სახელით მეფედ გამოაცხადა თავი. ედუარდი ლანკასტერების მომხრე
ფეოდალებს სასტიკად გაუსწორდა, მაგრამ არც იორკ ფეოდალებს სწყალობდა. ის არც პარლამენტს
ენდობოდა. ამიტომაც მან მთელი მმართველობა და კანონმდებლობა ხელთ იგდო. მის მეფობაში
აბსოლუტიზმის საფუძველი მომზადდა. 1483 წელს ედუარდ IV გარდაიცვალა და ტახტზე მისი 12
წლის შვილი ედუარდ V ავიდა. მის რეგენტად ბიძამისი - რიჩარდი დაინიშნა. მან მცირეწლოვანი
ედუარდი და მისი ძმა ჯერ ციხეში გამოამწყვდია, შემდეგ კი მოაკვლევინა. თავად კი რიჩარდ III_ის
სახელით მეფედ გამოაცხადა თავი. ლორდებმა სასახის გადატრიალებით ისარგებლეს და ტახტზე
ლანკასტერთა სახლის უმცროსი შტოს წარმომადგენელი ჰენრი ტიუდორი დასვეს. ჰენრისა და
რიჩარდს შორის პირველობა ბრძოლის ველზე გადაწყდა. რიჩარდი დამარცხდა და ბრძოლაში
დაიღუპა. ჰენრი ტიუდორმა ჰენრი VII_ის სახელით მეფედ გამოაცხადა თავი. მან ედუარდ IV_ის
შვილი შეირთო ცოლად, რომელიც იორკთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. მან თავის გერბზე წითელი
და თეთრი ვარდები მოათავსა, რაც ორივე დინასტიის გაერთიანებას გულისხმობდა.

მინის იმპერია - XIV საუკუნეში ჩინეთში დაიწყო ბრძოლა მონღოლთა წინააღმდეგ და მათ,
საბოლოოდ, მონღოლებისგან გათავისუფლება მოახერხეს. ახლად აღორძინებულ სახელმწიფოს
მინის იმპერია ეწოდა. მისი სატახტო ქალაქი ბეიძინი - ჩრდილოეთის დედაქალაქი გახდა, ხოლო
მისი ყოფილი დედაქალაქი კი - ნანძინი, ანუ სამხრეთის დედაქალაქი იყო. დედაქალაქის
ნანძინიდან ბეიძინში გადატანამ ხელი შეუწყო ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის ვაჭრობის
გააქტიურებას. გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობაც. მონღოლთა ბატონობის დროს
ჩინეთის მოსახლეობა მკვეთრად შემცირებული იყო, მაგრამ მისი იმპერიის დროს, შედარებით
მშვიდობიანობის ხანაში მოსახლეობის რაოდენობა კვლავ გაიზარდა და 100 მილიონს გადააჭარბა.
ამის შემდეგ მოსახლეობა ორ ნაწილად: ხალხად და არმიად დაიყო. ეს მუდმივი ჯარის შექმნას
გულისხმობდა. ამავე ხანებში იმპერიის მიწებიც დაიყო - სახაზინო და სამოქალაქო მიწებად.
სახაზინო მიწას მიეკუთვნებოდა იმპერატორის, მისი ოჯახის, მსხვილი თუ წვრილი
არისტოკრატიისა და სამხედრო პირების მიწა. ეს მთელი მიწის 1/6_ს შეადგენდა. მინის იმპერია
ტერიტორიულადაც გაფართოვდა და დაიმორჩილეს მანჯურია, ბირმა და ვიეტნამი. ჩინეთმა
საზღვაო ვაჭრობასაც მიჰყო ხელი. მან რამდენჯერმე გააგზავნა საზღვაო ექსპედიცია ინდოეთში,
45
სპარსეთის ყურესა და აფრიკაში და აქ კოლონიებიც დააარსეს. მაგრამ იმპერატორმა ჯუ ციჯენმა
უარი თქვა საზღვაო ექსპედიციებზე და კოლონიები იმპერიის საზღვრებს მოსწყვიტა.

ოსმალეთი - ოსმალეთი თურქული სახელმწიფო იყო, რომელიც რუმის სასულთნოს მონღოლთა


მიერ დაპყრობის შემდეგ მის შემადგენლობაში შემავალი თურქული სამთავროსგან წამოიზარდა.
მონღოლთა მიერ რუმის სასულთნოს დაპყრობამდე სულთნის სამსახურში ერთ-ერთი თურქული
ტომის მეთაური ერთოღრული შევიდა. მან სასულთნოს საზღვართან პატარა სამფლობელო მიიღო
და ბიზანტიაზე თავდასხმები დაიწყო. მან ბიზანტიას სასაზღვრო ოლქი წაართვა. მისი
გარდაცვალების შემდეგ სამთავროს მმართველი მისი შვილი ოსმანი გახდა. მისი სახელის
მიხედვით ეწოდა იმპერიას სახელი. 1299 წელს ოსმანმა რუმის სასულთნოსგან დამოუკიდებლობა
მოიპოვა. სწორედ ეს თარიღი ითვლება იმპერიის დაარსების თარიღად. ოსმანმა დაპყრობითი ომები
დაიწყო. მან ქალაქ ბურსას აღება მოახერხა და ის იმპერიის დედაქალაქად აქცია. მოგვიანებით კი,
დედაქალაქი ადრიანოპოლში გადაიტანეს. შინაომებით დასუსტებული ბიზანტია ოსმალეთს
წინააღმდეგობას ვერ უწევდა. მაგრამ მათ „მშველელად“ თემურ-ლენგი მოევლინათ, რომელმაც
ოსმალეთის იმპერია დაიპყრო. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ ოსმალეთის იმპერია კვლავ
აღსდგა. 1453 წელს სულთანი მეჰმედ II კონსტანტინოპოლს დაესხა თავს და ალყა შემოარტყა. ამ
დროს ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე XI პალეოლოგოსი იყო, რომელიც ბრძოლაში დაიღუპა.
მეჰმედმა კონსტანტინოპოლის აღებით ფათიჰის (დამპყრობლის) სახელი დაიმკვიდრა. ხოლო
კონსტანტინოპოლს კი სახელი გადაერქვა და სტამბული ეწოდა.

ჰანზა - გერმანიაში სამთავრო და საიმპერატორო ქალაქები არსებობდა. დასავლეთ ევროპის


ქალაქების მსგავსად, გერმანულმა ქალაქებმაც მოახერხეს დამოუკიდებლობის მოპოვება, მაგრამ მათ
დამოუკიდებლად არსებობის ნაცვლად, კავშირების შექმნა დაიწყეს. კავშირის ჩამოყალიბებას ბიძგი
ქალაქმა ვისბიმ მისცა, სადაც გერმანელმა ვაჭრებმა სმოლენსკის სამთავროსთან დადეს
ხელშეკრულება. ამ კავშირს ჰანზა ეწოდა. მის უმთავრეს მიზანს ბალტიისა და ჩრდილოეთის
ზღვებზე სავაჭრო ქალაქთა ინტერესების დაცვა წარმოადგენდა. სულ მალე ის უმნიშვნელოვანეს
ძალად იქცა და პირველ სავაჭრო გაერთიანებადაც მოისაზრება. ჰანზის მთავარი ქალაქი გერმანული
ლიუბეკი იყო. თავდაპირველად, ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში სკანდინავიელები
ბატონობდნენ, მაგრამ ჰანზამ მათ პირველობა ჩამოართვა, ხოლო ინგლისელებმა კი
მეორეხარისხოვანი ადგილი დაიკავეს. მისი აყვავების საიდუმლო მასიური გადაზიდვების
სიიაფეში იყო. ისინი ელბა-ლუბეკის არხით სარგებლობდნენ, რომელიც ჩრდილოეთისა და
ბალტიის ზღვებს შორის მანძილს ამოკლებდა. XIV საუკუნეში ჰანზას დანია დაუპირისპირდა.
საბოლოოდ, ჰანზამ გაიმარჯვა, მაგრამ 60 წლის შემდეგ მათ შორის ახალი ომი გაჩაღდა. ამ
შემთხვევაში დანიამ გაიმარჯვა, ხოლო ჰანზა კი თანდათან დასუსტდა და საბოლოოდ დაიშალა.

მაიას ცივილიზაცია - ახ. წ. IV საუკუნეში დღევანდელი გვატემალასა და იუკატანის


ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ჩნდება მაიას ცივილიზაცია. დღემდე შემორჩენილია მათი
პირამიდები, რომლებიც ეგვიპტურისგან იმით განსხვავდება, რომ ტაძარი თავზე აქვს დაშენებული.
მაიას ტომებს ჰქონდათ თავისი კალენდარული სისტემა და დამწერლობა. განვითარებული იყო
სოფლის მეურნეობაც, განსაკუთრებით სიმინდის კულტურა. მაიას ცივილიზაციამ განვითარების
უმაღლეს წერტილს ახ. წ. VII-VIII საუკუნეებში მიაღწია. ამის შემდეგ, მოსახლეობა ქურუმთა
ძალაუფლების წინააღმდეგ აჯანყდა. ხალხის მიერ მიტოვებული ტაძრები დროთა განმავლობაში
ნანგრევებად იქცა და ჯუნგლებით დაიფარა.

ინკების ცივილიზაცია - ინკების ცივილიზაცია XII საუკუნიდან არსებობდა პერუს ოკეანისპირა


ტერიტორიაზე. ისინი ანდების მთებიდან ჩამომდინარი წყლების მეშვეობით, სარწყავ მეურნეობას
მისდევდნენ. მათი დედაქალაქი კუსკო იყო. მათ ეკვადორიდან ჩილემდე ტერიტორია
დაიმორჩილეს. ინკები ინფორმაციის ჩასაწერად კვანძოვან დამწერლობას იყენებდნენ. აღსანიშნავია

46
სახელმწიფოს ცენტრალიზაციის მაღალი დონეც - მაგალითად, მარცვლეული სახელმწიფო
საკუთრებაში მყოფი სასაქონლო საწყობიდან რიგდებოდა, თუმცა თავისუფალი ბაზრებიც
არსებობდა.

ქალაქი პუატიე - ასწლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის რამდენიმე ეტაპად


მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ინგლისის მეფე ედუარდ III_მ ფრანგები დაამარცხა და 20 წლის
განმავლობაში წვრილ-წვრილ ბრძოლებშიც ამარცხებდა მათ. გადამწყვეტი ბრძოლა ქალაქ
პუატიესთან მოხდა 1369 წელს, სადაც კვლავ ინგლისელებმა იმარჯვეს და ფრანგებთან ზავი დადეს,
რომლის მიხედვითაც საფრანგეთის დიდი ნაწილი ინგლისს გადაეცა.

ქალაქი ორლეანი - ასწლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის რამდენიმე ეტაპად


მიმდინარეობდა. XV საუკუნეში დაიწყო ომის მესამე ეტაპი, რომელიც ინგლისელთა
გამარჯვებებით დაიწყო. მათ პარიზი აიღეს და ფრანგთა მეორე დიდ ქალაქს ორლეანს ალყა
შემოარტყეს. ინგლისელთა წინააღმდეგ საფრანგეთში განმათავისუფლებელი ბრძოლები დაიწყო,
რომელსაც ჟანა დ’არკი ჩაუდგა სათავეში. მან ორლეანი და რამდენიმე დიდი ქალაქი
გაათავისუფლა, მაგრამ იგი საბოლოოდ შეიპყრეს და ცეცხლზე დაწვეს.

ფლანდრია - XIV საუკუნეში ფლანდრია ძალიან მდიდარი და დაწინაურებული რეგიონი იყო. აქ


განვითარებული იყო შალის წარმოება, მატყლს კი ინგლისისაგან იღებდნენ. ფლანდრიელები ასევე
მაუდის წარმოებითაც იყვნენ განთქმულნი და მისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომწოდებლებიც
იყვნენ. სწორედ ამიტომაც იქცა ფლანდრია ინგლისისა და საფრანგეთის აგრესიის ობიექტად. ორივე
სახელმწიფოს სურდა მისი დამორჩილება. დაპირისპირება ასწლიან ომში გადაიზარდა და
საბოლოოდ ინგლისმა ვერ მოახერხა მისი დაპყრობა. სამაგიეროდ, აამოქმედა PR_ის მთელი მანქანა
და ფლანდრიელი ხელოსნები ინგლისში გადაიყვანეს. ამით ინგლისი მაუდის ერთ-ერთ მთავარ
მწარმოებლად იქცა.

კალე - წიგნში სადმე თუ იპოვით გამაგებინეთ

პეკინი - XIV საუკუნეში ჩინეთში დაიწყო ბრძოლა მონღოლთა წინააღმდეგ და მათ, საბოლოოდ,
მონღოლებისგან გათავისუფლება მოახერხეს. ახლად აღორძინებულ სახელმწიფოს მინის იმპერია
ეწოდა. მისი სატახტო ქალაქი ბეიძინი, იგივე პეკინი - ჩრდილოეთის დედაქალაქი გახდა.

ქალაქი ბურსა - ოსმალეთის იმპერიის დამაარსებლად ოსმან I ითვლება. 1299 წელს ოსმანმა
რუმის სასულთნოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. სწორედ ეს თარიღი ითვლება იმპერიის
დაარსების თარიღად. ოსმანმა დაპყრობითი ომები დაიწყო. მან ქალაქ ბურსას აღება მოახერხა და ის
იმპერიის დედაქალაქად აქცია. მოგვიანებით კი დედაქალაქი ადრიანოპოლში გადაიტანეს.

კონსტანტინოპოლი-სტამბული - თემურ ლენგის გარდაცვალების შემდეგ ოსმალეთის იმპერია


კვლავ აღსდგა. 1453 წელს სულთანი მეჰმედ II კონსტანტინოპოლს დაესხა თავს და ალყა შემოარტყა.
ამ დროს ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე XI პალეოლოგოსი იყო, რომელიც ბრძოლაში
დაიღუპა. მეჰმედმა კონსტანტინოპოლის აღებით ფათიჰის (დამპყრობლის) სახელი დაიმკვიდრა.
ხოლო კონსტანტინოპოლს კი სახელი გადაერქვა და სტამბული ეწოდა.

ედუარდ III - ასწლიანი ომი ინგლისსა და საფრანგეთს შორის 1337-1453 წლებში


მიმდინარეობდა. ამ ომს ასწლიანი პირობითად ეწოდება, რადგან ის საუკუნეზე მეტ ხანს
გაგრძელდა. საფრანგეთში ფილიპე IV_ის შვილები უმემკვიდრეოდ გარდაიცვალნენ, ამიტომაც
კაპეტინგების დინასტია საფრანგეთში ვალუებით შეიცვალა. მაგრამ ინგლისის მეფე ედუარდ III
დედით ფილიპე IV_ის შვილიშვილი იყო და საფრანგეთის ტახტზეც აცხადებდა პრეტენზიას.
ამიტომაც მან 1337 წელს საფრანგეთს ომი გამოუცხადა. ომის რამდენიმე მიზეზი იყო. მათ შორის

47
მთავარი კი ფლანდრიის საკითხი იყო. ინგლისი ფლანდრიას დიდი რაოდენობით მატყლს აწვდიდა,
შემდეგ კი ფლანდრია მაუდს აწარმოებდა. თუ მას საფრანგეთი დაიმორჩილებდა, ინგლისი
მატყლის გასაღების ბაზარს დაკარგავდა. ედუარდ III_მ თავისი ჯარი საფრანგეთში გადასხა და
ფრანგები სასტიკად დაამარცხა. ამის შემდეგ 20 წლის განმავლობაში ბრძოლები ინგლისელების
წარმატებით სრულდებოდა. გადამწყვეტი ბრძოლა ქალაქ პუატიესთან მოხდა, რომელშიც
ინგლისელებმა გაიმარჯვეს და დროებითი ზავი დადეს ფრანგებთან 1360 წელს. ინგლისელებმა
საფრანგეთის დიდი ნაწილი მოიპოვეს.

ფილიპე VI - ფილიპე IV ლამაზი საფრანგეთის კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელი იყო.


მის სახელთანაა დაკავშირებული 1302 წელს გენერალური შტატების მოწვევა. მისი გარდაცვალების
შემდეგ სამეფო ტახტი მისმა სამმა შვილმა დაიკავა მონაცვლეობით, მაგრამ სამივე ისე
გარდაიცვალა, რომ მემკვიდრე არ ჰყავდათ, ამიტომაც ტახტზე კაპეტინგების გვერდითი შტოს
წარმომადგენელი, ფილიპე VI ვალუა ავიდა და ახალ დინასტიას დაუდო სათავე.

ჟანა დ’არკი - ასწლიანი ომი ინგლისელებსა და ფრანგებს შორის, ინგლისის უპირატესობით


მიმდინარეობდა. მათ პარიზისა აღება მოახერხეს და მეორე დიდ ქალაქს ორლეანს შემოარტყეს
ალყა. ყოველივე ამას საფრანგეთში განმათავისუფლებელი მოძრაობა მოჰყვა, რომლის სათავეში
უბრალო გლეხის ქალი ჟანა დ’არკი ჩადგა. მან საფრანგეთის მეფისგან 10000_იანი ჯარი ჩაიბარა.
ცხენზე ამხედრებულმა, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილმა, კარლოს მარტელი ხმლითა და
ვალუების შროშანებიანი თეთრი დროშით აღჭურვილმა ჟანამ ორლეანისა და რამდენიმე დიდი
ქალაქის გამოხსნა მოახერხა. რისთვისაც მას ორლეანელი ქალწული ეწოდა. ინგლისელთა
მოკავშირე ბურგუნდიელებმა ჟანა შეიპყრეს და დიდი თანხის სანაცვლოდ ინგლისელებს გადასცეს.
მათ ქალაქ რუანში საეკლესიო სასამართლო მოაწყვეს, რომელსაც ფრანგი ეპისკოპოსი პიერი,
მეტსახელად „კოშონი“ (ფრან. ღორი) თავმჯდომარეობდა. კრებამ მას ჯადოქრობაში დასდო ბრალი
და კოცონზე დაწვა მიუსაჯა. 1431 წელს იგი კოცონზე დაწვეს, ფერფლი კი მდინარე სენაში
გადაყარეს. მისი გმირობის შემდეგ ასწლიან ომში გარდატეხა მოხდა და ფრანგებმა დაკარგული
ტერიტორიების დაბრუნება მოახერხეს. ჟანას კი კათოლიკურმა ეკლესიამ ჯერ ჯადოქრობის
ბრალდება მოუხსნა, შემდეგ კი წმინდანად შერაცხა.

ჰენრი VII, რიჩარდ III, ედუარდ V - ასწლიანი ომის შემდეგ ინგლისში ვარდების ომი
მძვინვარებდა, რომელშიც ლანკასტერებისა და იორკების საგვარეულოები ებრძოდნენ ერთმანეთს.
საბოლოოდ, იორკებმა გაიმარჯვეს და ტახტზე ედუარდ IV ავიდა. 1483 წელს ედუარდ IV
გარდაიცვალა და ტახტზე მისი 12 წლის შვილი ედუარდ V ავიდა. მის რეგენტად ბიძამისი -
რიჩარდი დაინიშნა. მან მცირეწლოვანი ედუარდი და მისი ძმა ჯერ ციხეში გამოამწყვდია, შემდეგ კი
მოაკვლევინა. თავად კი რიჩარდ III_ის სახელით მეფედ გამოაცხადა თავი. ლორდებმა სასახის
გადატრიალებით ისარგებლეს და ტახტზე ლანკასტერთა სახლის უმცროსი შტოს წარმომადგენელი
ჰენრი ტიუდორი დასვეს. ჰენრისა და რიჩარდს შორის პირველობა ბრძოლის ველზე გადაწყდა.
რიჩარდი დამარცხდა და ბრძოლაში დაიღუპა. ჰენრი ტიუდორმა ჰენრი VII_ის სახელით მეფედ
გამოაცხადა თავი. მან ედუარდ IV_ის შვილი შეირთო ცოლად, რომელიც იორკთა საგვარეულოს
ეკუთვნოდა. მან თავის გერბზე წითელი და თეთრი ვარდები მოათავსა, რაც ორივე დინასტიის
გაერთიანებას გულისხმობდა.

იმპერატორი ჯუ ციჯენი - XIV საუკუნეში ჩინეთში დაიწყო ბრძოლა მონღოლთა წინააღმდეგ


და მათ, საბოლოოდ, მონღოლებისგან გათავისუფლება მოახერხეს. ახლად აღორძინებულ
სახელმწიფოს მინის იმპერია ეწოდა. მისი სატახტო ქალაქი ბეიძინი - ჩრდილოეთის დედაქალაქი
გახდა. ჩინეთმა საზღვაო ვაჭრობას მიჰყო ხელი. მან რამდენჯერმე გააგზავნა საზღვაო ექსპედიცია
ინდოეთში, სპარსეთის ყურესა და აფრიკაში და აქ კოლონიებიც დააარსეს. მაგრამ იმპერატორმა
ჯუ ციჯენმა უარი თქვა საზღვაო ექსპედიციებზე, გემების განადგურება ბრძანა და თავის
48
ქვეშემრდომებს ქვეყნის საზღვრების დატოვება აუკრძალა. ამიტომაც კოლონიები ჩინეთს
მოსწყდნენ.

ოსმან I - ოსმალეთი თურქული სახელმწიფო იყო, რომელიც რუმის სასულთნოს მონღოლთა


მიერ დაპყრობის შემდეგ მის შემადგენლობაში შემავალი თურქული სამთავროსგან წამოიზარდა.
მონღოლთა მიერ რუმის სასულთნოს დაპყრობამდე სულთნის სამსახურში ერთ-ერთი თურქული
ტომის მეთაური ერთოღრული შევიდა. მან სასულთნოს საზღვართან პატარა სამფლობელო
მიიღო და ბიზანტიაზე თავდასხმები დაიწყო. მან ბიზანტიას სასაზღვრო ოლქი წაართვა. მისი
გარდაცვალების შემდეგ სამთავროს მმართველი მისი შვილი ოსმანი გახდა. მისი სახელის
მიხედვით ეწოდა იმპერიას სახელი. 1299 წელს ოსმანმა რუმის სასულთნოსგან
დამოუკიდებლობა მოიპოვა. სწორედ ეს თარიღი ითვლება იმპერიის დაარსების თარიღად.
ოსმანმა დაპყრობითი ომები დაიწყო. მან ქალაქ ბურსას აღება მოახერხა და ის იმპერიის
დედაქალაქად აქცია. მოგვიანებით კი დედაქალაქი ადრიანოპოლში გადაიტანეს.

თემურ-ლენგი - თემურ-ლენგი შუა აზიიდან მომთაბარე ერთ-ერთი გათურქებული


მონღოლური ტომიდან იყო. ახალგაზრდობაში ის თანამებრძოლებთან ერთად ქარავნებს
ძარცვავდა. იგი ერთ-ერთი ბრძოლის დროს ფეხში დაიჭრა და დაკოჭლდა. ამიტომაც
მეტსახელად ლენგი, ანუ კოჭლი ეწოდა. იგი თანდათან გაძლიერდა და შუა აზიის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ქალაქ სამარყანდს დაეუფლა, რომელიც თავისი იმპერიის დედაქალაქად აქცია.
მან სპარსეთის იმპერია დაიმორჩილა და საქართველოშიც რვაჯერ ილაშქრა. ის სასტიკად
გაუსწორდა ოქროს ურდოსაც და ოსმალეთის იმპერიისკენაც დაიძრა. გადამწყვეტ ბრძოლაში
ანგორასთან, თემურ-ლენგმა სულთანი ბაიაზეთ I დაამარცხა და შეიპყრო. ამის შემდეგ თემურ-
ლენგი სამარყანდში დაბრუნდა და მალევე გარდაიცვალა.

ივანე III – XII საუკუნეში კიევის რუსეთი რამდენიმე ათეულ სამთავროდ დაიშალა.
თავდაპირველად, ვლადიმერ-სუზდალის სამთავრო დაწინაურდა, რომლის მთავრები დიდი
მთავრის ტიტულს ატარებდნენ. მონღოლების პერიოდში, ამ სამთავროს შიგნით მოსკოვის
სამთავრო აღმოცენდა. იგი განსაკუთრებით გაძლიერდა ივანე III მრისხანეს დროს. მან
მონღოლთა ხარკისა და ბატონობისგან გაითავისუფლა თავი. ამავე პერიოდში მან ნოვგოროდის
სამთავროც შეიერთა, რომელიც ჰანზას ვაჭრობაში იყო ჩაბმული და დიდ მოგებას იძლეოდა.
ივანე მრისხანემ ოქროს ურდოს დაშლის შედეგად წარმოქმნილი სახანოები დაიმორჩილა და
ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო ჩამოაყალიბა.

მეჰმედ II და კონსტანტინე IX პალეოლოგოსი- თემურ ლენგის გარდაცვალების შემდეგ


ოსმალეთის იმპერია კვლავ აღსდგა. 1453 წელს სულთანი მეჰმედ II კონსტანტინოპოლს დაესხა
თავს და ალყა შემოარტყა. ამ დროს ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე XI პალეოლოგოსი იყო,
რომელიც ბრძოლაში დაიღუპა. მეჰმედმა კონსტანტინოპოლის აღებით ფათიჰის (დამპყრობლის)
სახელი დაიმკვიდრა. ხოლო კონსტანტინოპოლს კი სახელი გადაერქვა და სტამბული ეწოდა.

ქრისტეფორე კოლუმბი - დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ინიციატორები ესპანეთი და


პორტუგალია იყო, რომლებიც ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობდნენ. ისინი საზღვაო
ექსპედიციებს აწყობდნენ, რადგან ინდოეთამდე მიმავალი საზღვაო გზის აღმოჩენა სურდათ.
გენუელმა ზღვაოსანმა - ქრისტეფორე კოლუმბმა დასავლეთის მიმართულებით ექსპედიციის
წარმოება სურდა და დაფინანსებისთვის პორტუგალიას მიმართა. მისი აზრით, რადგან
49
დედამიწას სფეროსებრი ფორმა ჰქონდა, ის ამ უმოკლესი გზით ჩააღწევდა ინდოეთში. მაგრამ
პორტუგალიელებმა პროექტი არ დაუფინანსეს. უარით გამოისტუმრა ესპანეთმა, ინგლისმა და
საფრანგეთმაც. ესპანეთს ამ დროს მუსლიმანებთან ომი ჰქონდა გამართული და ამ ომში
გამარჯვების შემდეგ კოლუმბს პროექტი დაუფინანსა. კოლუმბმა ახლანდელ კარიბის ზღვის
კუნძულებს მიაღწია და ეგონა, რომ ინდოეთში აღმოჩნდა. მან საბოლოო ჯამში ოთხჯერ მოაწყო
ექსპედიცია და ოთხივეჯერ წარმატებულად. მას ადმირალის, ვიცე-მეფის ტიტული უბოძეს და
აღმოჩენილი კუნძულების და მატერიკის მმართველიც გახადეს. მაგრამ კოლუმბმა ესპანეთის
მეფის კეთილგანწყობა ვერ შეინარჩუნა და სიღარიბეში გარდაიცვალა.

ვასკო და გამა - პორტუგალიელები ვერ შეეგუვნენ უარყოფილი კოლუმბის პროექტის


წარმატებას და მთელი მონდომებით აგრძელებდნენ უმოკლესი გზის ძიებას ინდოეთამდე.
ისტორიამ ახალი საზღვაო გზის აღმოჩენა ვასკო და გამას არგუნა, რომლის მეთაურობითაც
ლისაბონიდან გამოსულმა ფლოტილიამ კეთილი იმედის კონცხს შემოუარა და ინდოეთის
ოკეანეში შევიდა. არაბი ლოცმანის დახმარებით ვასკო და გამას ფლოტილიამ დასავლეთ
ინდოეთის ქალაქ კალკუტას მიაღწია. ამით ევროპელები ინდოეთისკენ მიმავალ საზღვაო გზას
გაეცნენ. ამის შემდეგ, მეფემ ინდოეთში ახალი ექსპედიცია გაგზავნა და ქარიშხლის თავიდან
ასაცილებლად სამხრეთ-დასავლეთით მიცურავდნენ. ისინი საბოლოოდ ბრაზილიას მიადგნენ
და ის თავის კოლონიად აქციეს.

ფერნანდო მაგელანი - ფერნანდო მაგელანი ეთანხმებოდა კოლუმბის იდეას, რომ დასავლეთის


საზღვაო გზით შესაძლებელი იყო ინდოეთამდე მიღწევა. ფერნანდო მაგელანმა საზღვაო
ექსპედიციის პროექტი შეადგინა და პორტუგალიის მეფეს წარუდგინა, მაგრამ მეფემ უარყო იგი
და ამიტომაც მაგელანმა უკვე ესპანეთს მიმართა. ესპანეთის მეფემ დააფინანსა მისი პროექტი.
მაგელანმა სამხრეთ-დაასვლეთით გაცურა და ბრაზილიას მიაღწია. შემდეგ კი მის აღმოსავლეთ
სანაპიროს სამხრეთით გაჰყვა და ბოლოს სრუტე აღმოაჩინა. ამ სრუტეს მაგელანის სრუტე ეწოდა.
მისი მეშვეობით მაგელანი ახალ ოკეანეში გავიდა, რომელსაც წყნარი ოკეანე უწოდა. მსოფლიოს
ამ ყველაზე ბობოქარ ოკეანეს წყნარი იმიტომ უწოდა, რომ მისი ექსპედიციის დროს სრულიად
წყნარი ამინდი იდგა. შემდეგ მან დასავლეთით გაცურა და აქ მრავალი კუნძული აღმოაჩინა. იგი
ერთ-ერთ აბორიგენ ტომებთან ბრძოლაში დაიღუპა. ექსპედიციიდან ორი წლის შემდეგ
ექსპედიციის გადარჩენილი წევრები სამშობლოში დაბრუნდნენ, მაგრამ შემდგომ ხანებში მისი
გზის საზღვაო მარშრუტად ქცევა არავის უცდია.

ერნანდო კორტესი - დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებით ესპანეთმა პორტუგალიაზე მეტად


იხეირა. მათ ხელი აიღეს ინდოეთში გასასვლელის აღმოჩენაზე და ახალ კონტინენტზე ოქრო-
ვერცხლის ძიებაზე გადაერთვნენ. ამან მათ ამერიკის კონტინენტზე ახალი ცივილიზაციები
აღმოაჩენინა. ერთ-ერთი ასეთი ცივილიზაცია მეომარ აცტეკთა იმპერია იყო, რომელიც ერნანდო
კორტესმა დაიპყრო და იქიდან უამრავი ოქრო-ვერცხლი წამოიღო.

ალფონსო დე ალბუკერკე - ალფონსო დე ალბუკერკე პორტუგალიელი მეფისნაცვალი იყო,


რომელმაც ბოლომდე მიიყვანა ინდოეთის ოკეანეზე პორტუგალიელების სრული გაბატონების
საქმე. მან აიღო სანავსადგურო ქალაქი ორმუზი - სპარსეთის ყურის გასაღები - და მალაის
ნახევარკუნძულსა და სუმატრას შორის ვიწრო სრუტის გასაკონტროლებლად ციხესიმაგრე

50
მალაკა ააგო. შემდეგ მან ცეილონიც დაიკავა და პორტუგალია ინდოეთის ერთადერთ
მპყრობელად აქცია. ალბუკერკემ დედაქალაქად გოა აირჩია.

1. გვიანი შუა საუკუნეების ძირითადი მახასიათებლები;


XIV-XV საუკუნეებს გვიან შუა საუკუნეებს ან გვიან ფეოდალურ ხანასაც უწოდებენ. ეს
პერიოდი ევროპაში ორი მახასიათებლით წარიმართა: 1. მსხვილი, ეროვნული მონარქიების
წარმოქმნით და 2. ფეოდალური ურთიერთობების დაშლით, რაც სასაქონლო-ფულადი
ურთიერთობის შემდგომ განვითარებაში, გლეხებისთვის ნატურალური გადასახადის
მნიშვნელოვანწილად ფულადი რენტით შეცვლაში, ქალაქების რიცხვისა და ეკონომიკური
სიძლიერის ზრდაში, ევროპის დაწინაურებული რეგიონის გლეხების ბატონყმობისგან
გათავისუფლებასა და მანუფაქტურული წარმოების ჩამოყალიბებაში გამოიხატა. გარდა ამისა,
ევროპაში მოსახლეობის რაოდენობა ძალიან შემცირდა, რაც კლიმატური ცვლილებების გამო
მოსავლის განადგურებამ და შემდეგ კი შავი ჭირის გავრცელებამ გამოიწვია. ამის გამო,
მუშათა რაოდენობაც შემცირდა, ამიტომაც ისინი უკვე თვითონ კარნახობდნენ ფეოდალებს
პირობებს. ამას ინგლისის პარლამენტის მიერ „მუშათა კანონმდებლობის შესახებ“ კანონი
მოჰყვა, რის შემდეგაც გლეხების აჯანყებებმა იფეთქა.

2. განსხვავება აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში და ამ განსხვავების მიზეზები გვიან


შუა საუკუნეებში;
შავი ჭირის გავრცელებამ გამოიწვია მუშათა რაოდენობის შემცირება დასავლეთ ევროპაში,
ამიტომაც ისინი უკვე თვითონ კარნახობდნენ ფეოდალებს პირობებს. ამას ინგლისის
პარლამენტის მიერ „მუშათა კანონმდებლობის შესახებ“ კანონი მოჰყვა, რაც ფეოდალების
ინტერესების დაცვას ემსახურებოდა. მათ გასამრჯელოს მაქსიმუმის დაწესების უფლება
მიენიჭათ, რამაც გლეხების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ რამდენიმე დიდი აჯანყება
მოაწყვეს, რომლებიც მარცხით დასრულდა, თუმცა შავი ჭირის ეპიდემიას დადებითი მხარეც
ჰქონდა, განსაკუთრებით გლეხებისთვის. შეფარდება გადასახადებსა და ხელფასს შორის
მათთვის იმდენად ხელსაყრელი აღმოჩნდა, რომ მათ გამდიდრებაც კი მოახერხეს. ამიტომაც
ამ პერიოდში გლეხების უმრავლესობამ თავისუფლების გამოსყიდვა მოახერხა. ეს ყველაფერი
აღმოსავლეთ ევროპაში ეკონომიკის აღმავლობამ, საბაზრო ურთიერთობებისა და
ხელოსნობის განვითარებამ გახადა შესაძლებელი. დიამეტრიულად განსხვავებული სიტუაცია
იყო აღმოსავლეთ ევროპაში. აქ ხალხი გაცილებით მეჩხრად სახლობდა და ქალაქების
რაოდენობაც ბევრად ნაკლები იყო. „შავმა ჭირმა“ თითქმის მთლიანად მოშალა მანამდე
განვითარებული სავაჭრო ურთიერთობები. ასეთ ვითარებაში ბატონყმობა უფრო განმტკიცდა
და დამძიმდა.
3. პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური დაპირისპირება ევროპაში გვიან შუა
საუკუნეებში;
გვიანი შუა საუკუნეები დიდი დაპირისპირებებითაც გამოირჩა. ეს დაპირისპირებები
როგორც პოლიტიკური, ისე სოციალური და ეკონომიკური მიზეზებით ომებში გადაიზარდა.
1337-1453 წლებში ინგლისსა და საფრანგეთს შორის ასწლიანი ომი მძვინვარებდა. ამ ომს
რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უპირველეს ყოვლისა - ინგლისის მეფე ედუარდ III საფრანგეთის
კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელიც იყო, ამიტომაც მას საფრანგეთის მეფობის

51
ამბიციაც გაუჩნდა. გარდა ამისა, ამ ორ სახელმწიფოს შორის ინტერესთა კონფლიქტი
ფლანდრიის უმდიდრესმა პროვინციამ გამოიწვია. იგი ჰანზას სავაჭრო გაერთიანების წევრი
იყო და ამით დიდ მოგებას ნახულობდა და ამავე დროს იგი იყო შალისა და მაუდის
უმნიშვნელოვანესი მწარმოებელი. ამიტომაც ორივე სახელმწიფოს მისი ხელში ჩაგდება
სურდა. ამ მიზნით ინგლისმა წამოიწყო ომი საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე
ეტაპად მიმდინარეობდა. ომის საწყის ეტაპზე ინგლისელებმა მოიპოვეს უპირატესობა. მათ
საფრანგეთის ნაწილის დაკავებაც მოახერხეს. მაგრამ საფრანგეთში განმათავისუფლებელი
ბრძოლები დაიწყო, რომელსაც ჟანა დ’არკი ჩაუდგა სათავეში. მან ორლეანი და რამდენიმე
დიდი ქალაქი გაათავისუფლა, მაგრამ იგი საბოლოოდ შეიპყრეს და ცეცხლზე დაწვეს. ჟანა
დ’არკის გმირობის შემდეგ ასწლიან ომში გარდატეხა მოხდა. ფრანგებმა სრულად დაიბრუნეს
დაკარგული ტერიტორიები. ინგლისელებმა ფლანდრიის დაპყრობაც ვერ მოახერხეს.
ასწლიანი ომის მარცხით დამთავრებამ ინგლისის მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია.
მან მმართველი ლანკასტერების დინასტიის შეცვლა მოინდომეს. ოპოზიციას იორკების
დინასტია წარმოადგენდა. ამ დინასტიათა გერბებზე თეთრი და წითელი ვარდი იყო
გამოსახული, რის გამოც მათ შორის ომს ვარდების ომი ეწოდა. ამ ომში იორკებმა მოახერხეს
გამარჯვება და ტახტზე ედუარდ IV დასვეს. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი
მემკვიდრე სასახლის გადატრიალებას ემსხვერპლა. ლორდებმა ამ გადატრიალებით
ისარგებლეს და ტახტზე სრულიად ახალი ტიუდორთა დინასტიის წარმომადგენელი
ჰენრი VII დასვეს.
4. აღმოსავლეთის წარმატებები და მისი ჩამორჩენის მიზეზები გვიან შუა საუკუნეებში;
გვიან შუა საუკუნეებში ჯერ კიდევ მონღოლები ბატონობდნენ, მაგრამ მათი ძალა
თანდათან სუსტდებოდა. ამიტომაც აღმოსავლეთის სახელმწიფოებმა მათგან გათავისუფლება
მოახერხეს. XIV საუკუნეში ეს ჩინელებმა მოახერხეს და მინის იმპერია შექმნეს. ამის შემდეგ
ისინი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძალიან გაძლიერდნენ და მოსახლეობის
რაოდენობამაც იმატა. მათ საზღვაო ვაჭრობასაც მიჰყვეს ხელი და ექსპედიციებს აგზავნიდნენ
ინდოეთში, სპარსეთის ყურესა და აფრიკაში. მათ აქ კოლონიებიც კი დააარსეს, თუმცა შემდეგ
მიატოვეს ისინი, რამაც ჩინელების კიდევ უფრო გაძლიერება შეაფერხა. ამავე პერიოდში
რუმის სასულთნოში ჩამოყალიბდა ოსმალების ძლიერი იმპერია. მისი დამაარსებელი ოსმან I
იყო. მან რუმის სასულთნოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და დაპყრობების გზას დაადგა.
ბიზანტია ამ დროს დასუსტებული იყო და წინააღმდეგობას ვერ უწევდა ოსმალებს. ამიტომაც
მათ მცირე აზიაში მოიკიდეს ფეხი და უკვე ბიზანტიას დაესხნენ თავს. მაგრამ მათ მხსნელად
თემურ-ლენგი მოევლინა, რომელმაც შუა აზია დაიმორჩილა, სპარსეთი დაიპყრო და
ოსმალეთსაც მოადგა. იგი მცირე აზიაში შეიჭრა და სულთანი ბაიაზეთ I დაამარცხა. მან
ოქროს ურდოც გაანადგურა. მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ ოსმალეთის იმპერია კვლავ
აღსდგა და 1453 წელს მეჰმედ II_ის მეთაურობით კონსტანტინოპოლი აიღეს. მათ თითქმის
მთელი შავიზღვისპირეთი დაიკავეს და ჩაკეტეს სავაჭრო მაგისტრალი, რომლითაც ევროპა
ინდოეთსა და ჩინეთს უკავშირდებოდა. ამან დიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისკენ უბიძგა
ევროპელებს.
5. რამ გამოიწვია ფეოდალური ურთიერთობების რღვევა და რა შედეგები მოჰყვა ამას
გვიანი შუა საუკუნეების ევროპაში?

52
XV საუკუნეში დასავლეთ ევროპაში აღმოსავლურ საქონელზე მოთხოვნილება კიდევ
უფრო გაიზარდა. აზიისაკენ მიმავალი სახმელეთო გზების ოსმალთა ხელში გადასვლამ
დასავლეთ ევროპის ვაჭრობას დიდი დარტყმა მიაყენა. აღმოსავლურ საქონელზე ფასები
გაიზარდა. გაიზარდა მოთხოვნა ძვირფას ლითონებზეც: ოქროსა და ვერცხლზე. ამ ხანაში
ფეოდალური ურთიერთობა იშლებოდა და ფეხს კაპიტალისტური წარმოება იკიდებდა.
დიდმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, კაპიტალის დაგროვების პროცესი დააჩქარა, რამაც ხელი
შეუწყო ფეოდალური ურთიერთობების რღვევას. ფეოდალური ურთიერთობისთვის
დამახასიათებელი გლეხის შრომა შეიცვალა მუშის შრომით. ახლა დამქირავებლები მუშებს
ფულს უხდიდნენ გაწეული სამსახურის სანაცვლოდ. გაიხსნა ახალი მანუფაქტურები,
რომლებიც მუშათა შრომაზე იყო დამყარებული. ფეოდალური ეპოქის დასასრულს ქალაქების
აღორძინების შემდგომი განვითარება მოჰყვა. ხელოსნები ამქრებში, ვაჭრები კი გილდიებში
ერთიანდებოდნენ და მონოპოლიებს ქმნიდნენ. ვაჭრებმა და ბანკირებმა საბუღალტრო
აღრიცხვის ახალი სისტემა დანერგეს და ზოგიერთმა მათგანმა, მაგალითად, მედიჩების ბანკმა
ფლორენციაში საქმეს ისეთი ორგანიზაციული სახე მისცა, რომ ის წააგავს თანამედროვე
კომპანიების სტრუქტურასა და ტაქტიკას. მშენებლობებიც სულ ახალ-ახალი მეთოდებისა და
იარაღების გამოგონებას ითხოვდა.
6. ვაჭრობა და ეკონომიკა, როგორც „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების“ სტიმული;
XV საუკუნეში დასავლეთ ევროპაში აღმოასვლურ საქონელზე მოთხოვნილება კიდევ
უფრო გაიზარდა. აზიისაკენ მიმავალი სახმელეთო გზების ოსმალთა ხელში გადასვლამ
დასავლეთ ევროპის ვაჭრობას დიდი დარტყმა მიაყენა. აღმოსავლურ საქონელზე ფასები
გაიზარდა. გაიზარდა მოთხოვნა ძვირფას ლითონებზეც: ოქროსა და ვერცხლზე. ამ ხანაში
ფეოდალური ურთიერთობა იშლებოდა და ფეხს კაპიტალისტური წარმოება იკიდებდა. ახალი
სოციალურ-ეკონომიკური წყობა უფრო და უფრო მეტ ძვირფას ლითონს მოიხმარდა. ამას
დიდძალი კაპიტალი სჭირდებოდა, რაც ევროპას არ გააჩნდა და საჭირო იყო ინდოეთთან და
ჩინეთთან ვაჭრობა. მაგრამ სავაჭრო მაგისტრალი ოსმალების ხელში იყო და ამიტომაც საჭირო
გახდა ახალი საზღვაო გზის აღმოჩენა. ამიტომაც ატლანტის აუზის ქვეყნები ერთმანეთთან
კონკურირებდნენ გზის აღმოსაჩენად. ამ საქმეში ესპანეთი და პორტუგალია დაწინაურდნენ.
ქრისტეფორე კოლუმბმა ესპანელთა დაფინანსებით მოაწყო ექსპედიცია, რომალმაც ამერიკის
კონტინენტი აღმოაჩინა, ხოლო პორტუგალიელებმა კი ვასკო და გამას მეთაურობით
გაგზავნეს ფლოტილია, რომელმაც აფრიკის შემოვლით ინდოეთში მიაღწია. მაგრამ
ევროპელები აღარ ჯერდებოდნენ ინდოეთში ვაჭრობას და ახალი კონტინენტის ათვისებას
შეუდგნენ. მათ სიმდიდრის ძიებაში აქ უძველესი ცივილიზაციები გაანადგურეს.
7. რა შეიცვალა მსოფლიოში „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების“ შემდეგ?
დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების შემდეგ ევროპელთათვის ცნობილი დედამიწის
ფართობი 6_ჯერ გაიზარდა. გარდა ამისა, მსოფლიო ვაჭრობაში არსებული საქონელი
მნიშვნელოვნად გამრავალფეროვნდა. ევროპელები გაეცნენ ისეთ ახალ პროდუქტებს,
როგორიცაა: პომიდორი, ლობიო, გოგრა, წიწაკა, სიმინდი, კარტოფილი. გამყარდა
ეკონომიკური კავშირები დედამიწის განსხვავებულ მხარეებს შორის. ასევე პორტუგალიამ
უდიდესი საზღვაო იმპერია შექმნა აზიის, აფრიკისა და ამერიკის ტერიტორიებზე. მან
სანელებლებით ვაჭრობის მონოპოლია მოიპოვა. ესპანეთი ამას შეეგუა და მათ შეცვალეს
განზრახვა ინდოეთში გასასვლელი მოეძებნათ და ახალ კონტინენტზე ოქრო-ვერცხლის ძიება

53
დაიწყეს. ესპანელმა ერნანდო კორტესმა მექსიკაში აცტეკების იმპერია გაანადგურა და
გამდიდრებული დაბრუნდა ესპანეთში. ასე რომ, ევროპელთა სიხარბეს უძველესი
ცივილიზაციები ემსხვერპლა. მაგრამ სიმდიდრის დაგროვებამ უარყოფითი მხარეებიც
გამოავლინა. ესპანეთში ოქრო უსასრულოდ შედიოდა, ის კი ამ ოქროს საზღვარგარეთ გატანას
ცდილობდა. ამან საბოლოოდ ფასების რევოლუციამდე მიიყვანა ევროპა. ფასებმა სამჯერ თუ
ოთხჯერ აიწია. მან საგრძნობლად გაუსწრო შემოსავლებს და დისბალანსი გამოიწვია. ამან
ერთი მხრივ გლეხების გაღარიბება გამოიწვია, მეორე მხრივ კი კაპიტალიზმის განვითარებას
შეუწყო ხელი.

VII თავი7
ბულიონიზმი - კაპიტალის პირველადი დაგროვების ხანაში ევროპის სახელმწიფოების
მერკანტილისტურ ეკონომიკურ პოლიტიკას სხვა ნიშან-თვისებებთან ერთად ერთი რამ ჰქონდა

7
ისტორიის ახალი პერიოდის დასაწყისი
54
საერთო: ყველა ცდილობდა ოქრო-ვერცხლი დაეგროვებინა და არ გაეტანა საზღვარს გარეთ. ამას
ბულიონიზმი ეწოდება. ბულიონიზმი ეკონომიკური თეორიაა, რომლის მიხედვითაც სიმდიდრე
განისაზღვრება ძვირფასი მეტალების არსებობით. იგი წარმოადგენს მერკანტილიზმის ადრეულ
და პრიმიტიულ ფორმას. ქვეყნების უმეტესობისთვის, ძვირფასი ლითონების საბადოების
სიმცირის გამო, ოქრო-ვერცხლით მდიდარი კოლონიების ათვისება სასიცოცხლოდ აუცილებელი
იყო. ასეთი იყო ესპანეთი, ხოლო ქვეყნებს, რომელთა კოლონიები ძვირფასი ლითონების მარაგით
არ გამოირჩეოდა, ამის გაკეთება ვაჭრობის გზით უწევდა. ამიტომაც ისინი ცდილობდნენ
ექსპორტის გაზრდასა და იმპორტის მაქსიმალურად შემცირებას. ამავე დროს ისინი უცხოელ
მწარმოებლებს ქვეყანაში ან არ უშვებდნენ, ან აიძულებდნენ ძალიან მაღალი ტარიფები ეხადათ.
ადგილობრივ მეწარმეებს კი მონოპოლიური პირობების შექმნითა და ექსპორტირებულ
საქონელზე სუბსიდიების გაცემით უწყობდნენ ხელს.

მანუფაქტურა - XVI-XVII საუკუნეებში მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც ფეოდალიზმის


დაშლისა და კაპიტალისტური წარმოების აღმოცენების პერიოდი. ამ ეპოქაში მნიშვნელოვნად
განვითარდა მრეწველობის მრავალი დარგი, შრომის იარაღები, წარმოების ტექნოლოგია.
თანდათან ჩაისახა კაპიტალისტური ურთიერთობა, სადაც წამყვანი ადგილი ვაჭრებს ეკავათ.
გაიზარდა შრომის ნაყოფიერება, სასაქონლო პროდუქციის რაოდენობა. შუა საუკუნეების
მთავარმა მწარმოებელმა, გლეხმა და ხელოსანმა, ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ხელოსანს
ახალი იარაღების შეძენა სჭირდებოდა, რისთვისაც ფული არ ჰქონდა, ამიტომაც ის ვაჭარზე
გახდა დამოკიდებული. ხელოსანი გადაიქცა დაქირავებულ მუშად, რომელიც ხელობის
შესაბამისად გასამრჯელოს იღებდა. კაპიტალისტური ურთიერთობის ეს ფორმა ფართოდ
გავრცელდა სოფლებში. აქ მუშაობა ხდებოდა გლეხის სახლში. გლეხები ვაჭრების დავალებებს
ასრულებდნენ. ამ დროს წარმოებაში რამდენიმე სოფელი ერთად იყო ჩართული. ასეთ წარმოებას
გაფანტულ მანუფაქტურასაც უწოდებენ. ხოლო ცენტრალიზებული მანუფაქტურებში ხელოსნები
ერთ შენობაში მუშაობდნენ. აქაც არსებობდა შრომის დანაწილება, რაც განასხვავებდა მას
ადრეული ხელოსნის შრომისგან, როცა ის მთლიან პროდუქტს მარტო ქმნიდა. ეს ახალი წარმოება
ზრდიდა შრომის ნაყოფიერებას და ასევე ტექნოლოგიისა და შრომის იარაღის სრულყოფის დიდ
შესაძლებლობას იძლეოდა.

იტალიური ომები - XV საუკუნის ბოლოსთვის იტალია ქალაქ-სახელმწიფოებად იყო


დაშლილი. იტალიაში კაპიტალისტური წარმოება ევროპაში ყველაზე ადრე წარმოიქმნა, მაგრამ
შემდეგ იგი ეკონომიკურ დაღმასვლას განიცდიდა. ოსმალების მიერ შავი ზღვის სანაპიროს
დაპყრობის შემდეგ, იტალიამ დაკარგა შავ ზღვაზე გასასვლელი. ასევე დიდმა გეოგრაფიულმა
აღმოჩენებმაც დააზარალა იტალია, რადგან სავაჭრო ხაზებმა ხმელთაშუა ზღვიდან ატლანტის
ოკეანეში გადაინაცვლა. გარდა ამისა, ევროპაში ახალი ბანკების წარმოქმნამ იტალიური ბანკების
სამოქმედო ასპარეზი შეზღუდა. იტალიის ქალაქებმა გაერთიანება უკვე ვეღარ მოახერხეს და
მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. მანუფაქტურები იხურებოდა და ხელოსნები მიწებს
უბრუნდებოდნენ. იტალიაში კვლავ ფეოდალიზმი განვითარდა. იტალიის დასუსტებით მისი
მეზობლები დაინტერესდნენ და მისი დაპყრობა გადაწყვიტეს. ესეთები იყვნენ ესპანეთი და
საფრანგეთი. ამ ორ ქვეყანას შორის ომებს, რომელიც 1494-1559 წლებში მიმდინარეობდა,
იტალიური ომები ეწოდებათ. თავდაპირველად, ქალაქმა მილანმა თვითონ მიიწვია საფრანგეთი
ესპანეთის სამეფოსგან თავდასაცავად, მაგრამ შემდეგ საფრანგეთმა თავად მოინდომა იტალიის

55
დაპყრობა. საბოლოოდ, საფრანგეთმა ვერ მოახერხა იტალიის დაპყრობა და ის ჰაბსბურგთა
იმპერიის კუთვნილება გახდა.

რეფორმაცია - რეფორმაცია, როგორც მოძრაობა, ევროპაში XVI საუკუნეში დაიწყო.


კათოლიკური ეკლესია მთელი შუა საუკუნეები გაბატონებული იყო ევროპის უდიდეს ნაწილში.
აქ ის დიდი გავლენით სარგებლობდა და დიდ ქონებას ფლობდა. კათოლიკური ეკლესია
ფუფუნებითაც გამოირჩეოდა. ყოველგვარ განსხვავებულ აზრს ეკლესია ინკვიზიციებით,
ინკვიზიციური სასამართლოებითა და კოცონზე დაწვით პასუხობდა. ამას დაერთო ისიც, რომ
კათოლიკური ეკლესია ინდულგენციებით ვაჭრობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანებს
ცოდვის გამოსყდვა ამ შესანდობარი ბარათის საშუალებით შეეძლოთ და ამისთვის აღსარება არ
სჭირდებოდათ. ინდულგენციებით ეკლესია დიდ ფულს შოულობდა. გარდა ამისა,
ღვთისმსახურება ლათინურ ენაზე მიმდინარეობდა და ხალხს წირვის მოსმენა თავისთვის
გასაგებ ენაზე სურდა. ყოველივე ამან გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება, რაც საბოლოოდ
რეფორმაციამდე მივიდა. რეფორმის იდეა ევროპის სხვადასხვა კუთხეში თითქმის
ერთდროულად წარმოიშვა. მისი სულისჩამდგმელი გერმანიაში მარტინ ლუთერი, შვეიცარიაში
ულრიჰ ცვინგლი, ხოლო ინგლისში კი ჰენრი VII იყო. რეფორმაციის დასაწყისად 1517 წელი
ითვლება, როცა მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე „95 თეზისი“ მიაჭედა.
რეფორმისტები თვლიდნენ, რომ რომის პაპი არ იყო შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის და
ამ ფუნქციას რწმენა ასრულებდა. მათი აზრით, არც ეკლესიაში სიარული, წირვა, აღსარება არ იყო
საჭირო. ისინი მხოლოდ ზიარებასა და ნათლობას აღიარებდნენ. მათ კათოლიკური ეკლესია და
კარლოს V დაუპირისპირდა. მათ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადეს და ეკლესიისადმი
მორჩილება მოსთხოვეს, რაზეც მან პროტესტი განაცხადა. აქედან მომდინარეობს მათი მეორე
სახელი, პროტესტანტიზმი. მათ შორის ბრძოლა 1555 წლის აუგსბურგის რელიგიური ზავით
დასრულდა, რომლის მიხედვითაც „ვისიცაა ქვეყანა, რწმენაც მისია.“ ეს იმას ნიშნავდა, რომ
მთავრებს შეეძლოთ აერჩიათ სარწმუნოება, ან კათოლიკობა, ან პროტესტანტიზმი, რაც იმას
ნიშნავდა რომ პროტესტანტებმა გაიმარჯვეს.

პროტესტანტიზმი - იხ. რეფორმაცია

ინკვიზიცია - რეფორმაცია, როგორც მოძრაობა, ევროპაში XVI საუკუნეში დაიწყო.


კათოლიკური ეკლესია მთელი შუა საუკუნეები გაბატონებული იყო ევროპის უდიდეს ნაწილში.
აქ ის დიდი გავლენით სარგებლობდა და დიდ ქონებას ფლობდა. კათოლიკური ეკლესია
ფუფუნებითაც გამოირჩეოდა. ყოველგვარ განსხვავებულ აზრს ეკლესია ინკვიზიციებით
(საეკლესიო პოლიცია), ინკვიზიციური სასამართლოებითა და კოცონზე დაწვით პასუხობდა.

ინდულგენციები - რეფორმაცია, როგორც მოძრაობა, ევროპაში XVI საუკუნეში დაიწყო.


კათოლიკური ეკლესია მთელი შუა საუკუნეები გაბატონებული იყო ევროპის უდიდეს ნაწილში.
აქ ის დიდი გავლენით სარგებლობდა და დიდ ქონებას ფლობდა. კათოლიკური ეკლესია
ფუფუნებითაც გამოირჩეოდა. ყოველგვარ განსხვავებულ აზრს ეკლესია ინკვიზიციებით,
ინკვიზიციური სასამართლოებითა და კოცონზე დაწვით პასუხობდა. ამას დაერთო ისიც, რომ
კათოლიკური ეკლესია ინდულგენციებით ვაჭრობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანებს
ცოდვის გამოსყდვა ამ შესანდობარი ბარათის საშუალებით შეეძლოთ და ამისთვის აღსარება არ
სჭირდებოდათ. ინდულგენციებით ეკლესია დიდ ფულს შოულობდა.

56
„95 თეზისი“ - რეფორმაცია, როგორც მოძრაობა, ევროპაში XVI საუკუნეში დაიწყო.
კათოლიკური ეკლესია მთელი შუა საუკუნეები გაბატონებული იყო ევროპის უდიდეს ნაწილში.
აქ ის დიდი გავლენით სარგებლობდა და დიდ ქონებას ფლობდა. კათოლიკური ეკლესია
ფუფუნებითაც გამოირჩეოდა. იგი თავისი საქციელებით ხალხის უკმაყოფილებას იწვევდა, რაც
საბოლოოდ რეფორმაციამდე მივიდა. მისი სულისჩამდგმელი გერმანიაში მარტინ ლუთერი,
შვეიცარიაში ულრიჰ ცვინგლი, ხოლო ინგლისში კი ჰენრი VII იყო. რეფორმაციის დასაწყისად
1517 წელი ითვლება, როცა მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე „95 თეზისი“
მიაჭედა. ამ თეზისებში გადმოცემულია ლუთერანული მოძღვრების ძირითადი დებულებანი.

კანტონი - შვეიცარია ჰაბსბურგებთან ბრძოლაში თანდათან დამოუკიდებელ სახელმწიფოდ


ჩამოყალიბდა. იგი კანტონებად იყო დაყოფილი. იმის გამო, რომ შვეიცარია ჰაბსბურგთა
საჰერცოგოს ექსპანსიის ობიექტი გახდა, შვეიცარულმა თემებმა - კანტონებმა გაერთიანება
გადაწყვიტეს. ჰაბსბურგთა უმთავრესი ინტერესის სფერო სენტ-გოტარდის უღელტეხილი იყო,
რომელზედაც ჩრდილოეთ იტალიიდან ალპებზე გავლით შუაგულ ევროპაში უმნიშვნელოვანესი
სავაჭრო გზა გადიოდა. ეს გზა ალპებში შვეიცარიის კანტონებს სერავდა. ავსტრიის
ჰაბსბურგებთან საბრძოლველად სამი კანტონი გაერთიანდა, რომელთაც მოგვიანებით კიდევ
15_ზე მეტი კანტონი შეუერთდა. შვეიცარიამ გაიმარჯვა და დამოუკიდებლობა მოიპოვა. სენტ-
გოტადზე გამავალმა სავაჭრო გზამ ხელი შეუწყო ამ რეგიონში კაპიტალის დაგროვებას და
კაპიტალიზმის განვითარებას.

სეფიანთა სპარსეთი - ოსმალეთის აღმოასვლეთით XVI საუკუნეში სეფიანთა თურქულმა


ტომებმა, რომლებიც ყიზილბაშების სახალით იყვნენ ცნობილნი, ირანის ტერიტორია
გააერთიანეს და სეფიანთა სპარსეთს ჩაუყარეს საფუძველი. ოსმალეთიცა და სპარსეთიც
ჩამორჩენილი სამხედრო-ფეოდალური სახელმწიფოები იყო. აბრეშუმის მთავარი გზა ამ ორ
ქვეყანაზე გადიოდა, ამიტომაც ისინი ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ პირველობისთვის. ეს
დაპირისპირება სამ ხანგრძლივ ომში გადაიზარდა. მაგრამ ეს ომები რელიგიური ხასიათის იყო,
რადგან სპარსელები შიიტი მუსლიმანები იყვნენ, ხოლო ოსმალები - სუნიტები. ამ ომებმა
საქართველოც დააზარალა, საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა და 1555 წლის ამასიის
ზავის თანახმად აღმოსავლეთ საქართველო სპარსეთის ხელში აღმოჩნდა, ხოლო დასავლეთი -
ოსმალეთის.

ამასიის ზავი - იხ. სეფიანთა სპარსეთი

ანგლიკანური ეკლესია - XVI საუკუნე ინგლისში აბსოლუტიზმის ხანაა. აბსოლუტიზმისკენ


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტიუდორთა დინასტიის მეორე წარმომადგენელმა,
ჰენრი VIII_მ გადადგა. ეს იყო საეკლესიო რეფორმა, რომელიც რომის პაპის მმართველობისგან
ინგლისის ეკლესიის გამოყვანას გულისხმობდა. ამ რეფორმის საბაბად რომის პაპის მიერ
ჰენრი VIII_სვის განქორწინებაზე უარის თქმა გახდა. ამიტომაც, ინგლისის პარლამენტმა 1534
წელს ინგლისის ეკლესიის რომის პაპისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ადგილობრივ პაპად
კი ინგლისის მეფე ჰენრი VIII გამოცხადდა. კათოლიკური ეკლესიისთვის დამახასიათებელი
დოგმები და ღვთისმსახურების წესები ძალაში დარჩა. რომის პაპთან ბრძოლის ძირითადი
მიზეზი ეკონომიკური იყო, რადგან იგი ინგლისში დიდ მიწებს ფლობდა. ჰენრი VIII_მ ეკლესიას
მიწები ჩამოართვა და მონასტრები დაკეტა. ეკლესიის რეფორმა ტერორის ქვეშ მიმდინარეობდა,

57
მოსახლეობა იძულებული იყო დამორჩილებოდა ახალ ეკლესიას, რადგან წინააღმდეგობის
შემთხვევაში მათ სიკვდილით სჯიდნენ. უკვე ელისაბედ I_ის მეფობის ხანაში 1571 წელს
ჩამოყალიბდა ანგლიკანური ეკლესიის რწმენის სიმბოლო - რწმენის 39 მუხლი, რომელიც
ინგლისის პარლამენტმა დაამტკიცა. ასე შეიქმნა ინგლისის ეკლესია, რომელმაც შუალედური
ადგილი დაიკავა კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს შორის.

სენტ-გოტარდის უღელტეხილი - იხ. კანტონი

ქ. ბუდა - XV საუკუნეში უნგრეთისა და ჩეხეთის სამეფოები ოსმალთა მხრიდან დაპყრობის


საშიშროების წინაშე დადგა. ამიტომაც ეს სამეფოები გაერთიანდნენ. ჩეხეთის მეფე უნგრეთის
მეფეც გახდა, ხოლო მეფის რეზიდენცია უნგრეთის დედაქალაქ ბუდაში გადაიტანეს, მაგრამ ამან
მაინც არ უშველა მათ და დამარცხდნენ ოსმალებთან ბრძოლაში.

მაქსიმილიანე I - ესპანეთის მეფე ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი


შვილიშვილი, კარლოს I ავიდა, რომელიც ჰაბსბურგთა დინასტიას ეკუთვნოდა. 1519 წელს
გერმანიის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ მაქსიმილიანე I_ის გარდაცვალების შემდეგ იგი
კარლოს V_ის სახელით საღვთო რომის იმპერატორიც გახდა.

კარლოს V - ესპანეთის მეფე ფერდინანდის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი


შვილიშვილი, კარლოს I ავიდა, რომელიც ჰაბსბურგთა დინასტიას ეკუთვნოდა. 1519 წელს
გერმანიის საღვთო რომის იმპერიის იმპერატორ მაქსიმილიანე I_ის გარდაცვალების შემდეგ იგი
კარლოს V_ის სახელით საღვთო რომის იმპერატორიც გახდა. მან ესპანეთი და ჰაბსბურგთა
იმპერია გააერთიანა. ამის შემდეგ მან იტალიის დაპყრობა გადაწყვიტა, რაშიც საფრანგეთი
ეცილებოდა, მაგრამ კარლოსმა გაიმარჯვა და იტალიის დიდი ნაწილი შეიერთა. ამის შემდეგ
ევროპაში დაიწყო რეფორმაცია. იგი რომის პაპს უჭერდა მხარს, მაგრამ დამარცხდა და
აუგსბურგის ზავით იძულებული გახდა პროტესტანტიზმს შეგუებოდა.

მარტინ ლუთერი - რეფორმაცია, როგორც მოძრაობა, ევროპაში XVI საუკუნეში დაიწყო.


კათოლიკური ეკლესია მთელი შუა საუკუნეები გაბატონებული იყო ევროპის უდიდეს ნაწილში.
აქ ის დიდი გავლენით სარგებლობდა და დიდ ქონებას ფლობდა. კათოლიკური ეკლესია
ყოველგვარ განსხვავებულ აზრს ეკლესია ინკვიზიციებით, ინკვიზიციური სასამართლოებითა და
კოცონზე დაწვით პასუხობდა. ამან გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება, რაც საბოლოოდ
რეფორმაციამდე მივიდა. მისი სულისჩამდგმელი გერმანიაში მარტინ ლუთერი იყო. იგი
ვიტენბერგის უნივერსიტეტის ლექტორი იყო. რეფორმაციის დასაწყისად 1517 წელი ითვლება,
როცა მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე „95 თეზისი“ მიაჭედა. იგი მიმართული
იყო პაპის მიერ სანქცირებული ინდულგენციების წინააღმდეგ. რეფორმისტები თვლიდნენ, რომ
რომის პაპი არ იყო შუამავალი ღმერთსა და ადამიანს შორის და ამ ფუნქციას რწმენა ასრულებდა.
მათ კათოლიკური ეკლესია და კარლოს V დაუპირისპირდა. მათ ლუთერი ერეტიკოსად
გამოაცხადეს და ეკლესიისადმი მორჩილება მოსთხოვეს, რაზეც მან პროტესტი განაცხადა. მათ
შორის ბრძოლა 1555 წლის აუგსბურგის რელიგიური ზავით დასრულდა, რომლის მიხედვითაც
„ვისიცაა ქვეყანა, რწმენაც მისია.“

ულრიჰ ცვინგლი და ჟან კალვინი - რეფორმაცია, როგორც მოძრაობა, ევროპაში XVI საუკუნეში
დაიწყო. კათოლიკური ეკლესია ყოველგვარ განსხვავებულ აზრს ეკლესია ინკვიზიციებით,
58
ინკვიზიციური სასამართლოებითა და კოცონზე დაწვით პასუხობდა. ამას დაერთო ისიც, რომ
კათოლიკური ეკლესია ინდულგენციებით ვაჭრობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანებს
ცოდვის გამოსყდვა ამ შესანდობარი ბარათის საშუალებით შეეძლოთ და ამისთვის აღსარება არ
სჭირდებოდათ. რეფორმაციის სულისჩამდგმელი შვეიცარიაში ულრიჰ ცვინგლი იყო.
შვეიცარიაშივე, ქალაქ ბაზელში გამოიცა რეფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი
იდეოლოგის, ჟან კალვინის ნაშრომი - „ქრისტიანული რწმენის მოძღვრება“. იგი კალვინიზმის
ფუძემდებელი იყო.

ფერდინანდ I და ფილიპე II - კარლოს V_ის დამარცხებამ პროტესტანტებთან მის ოცნებას,


შეექმნა მსოფლიო ქრისტიანული იმპერია, ბოლო მოუღო. ამიტომაც ის გადადგა მეფობიდან და
გაერთიანებული ევროპული იმპერია კვლავ ესპანეთად და საღვთო რომის იმპერიად დაიშალა.
ესპანეთის ტახტი ფილიპე II ჰაბსბურგს დარჩა, ხოლო საღვთო რომის იმპერია კი - კარლოსის
ძმას, ფერდინანდ I_ს.

სულეიმან I - ოსმალეთის იმპერია კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ კიდევ უფრო


გაძლიერდა. ჯერ კიდევ სელიმ I_ის ხანაში ოსმალეთმა მესოპოტამია, არაბეთის
ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილი, ეგვიპტე და თითქმის მთელი ჩრდილოეთი აფრიკა
დაიმორჩილა. მაგრამ ოსმალებმა სიძლიერის მწვერვალს სელიმის ვაჟის სულთან სულეიმან I
კანუნის (კანონმდებელი) დროს მიაღწიეს. ოსმალებმა უნგრეთის დიდი ნაწილი დაიკავეს და
ვენას ალყა შემოარტყეს. საბოლოოდ, ვენასთვის ბრძოლაში სულეიმანი დამარცხდა. ოსმალეთის
იმპერია აღმოსავლეთის მიმართულებით ბაღდადამდე გადაიჭიმა. იგი სამ კონტინენტზე იყო
გადაჭიმული.

ჰენრი VIII - XVI საუკუნე ინგლისში აბსოლუტიზმის ხანაა. აბსოლუტიზმისკენ კიდევ ერთი
მნიშვნელოვანი ნაბიჯი ტიუდორთა დინასტიის მეორე წარმომადგენელმა, ჰენრი VIII_მ გადადგა.
ეს იყო საეკლესიო რეფორმა, რომელიც რომის პაპის მმართველობისგან ინგლისის ეკლესიის
გამოყვანას გულისხმობდა. ამ რეფორმის საბაბად რომის პაპის მიერ ჰენრი VIII_სვის
განქორწინებაზე უარის თქმა გახდა. ამიტომაც, ინგლისის პარლამენტმა 1534 წელს ინგლისის
ეკლესიის რომის პაპისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ადგილობრივ პაპად კი ინგლისის
მეფე ჰენრი VIII გამოცხადდა. კათოლიკური ეკლესიისთვის დამახასიათებელი დოგმები და
ღვთისმსახურების წესები ძალაში დარჩა. რომის პაპთან ბრძოლის ძირითადი მიზეზი
ეკონომიკური იყო, რადგან იგი ინგლისში დიდ მიწებს ფლობდა. ჰენრი VIII_მ ეკლესიას მიწები
ჩამოართვა და მონასტრები დაკეტა. ეკლესიის რეფორმა ტერორის ქვეშ მიმდინარეობდა,
მოსახლეობა იძულებული იყო დამორჩილებოდა ახალ ეკლესიას, რადგან წინააღმდეგობის
შემთხვევაში მათ სიკვდილით სჯიდნენ.

ელისაბედ I - ინგლისის აბსოლუტიზმის მწვერვალად ჰენრი VIII_ის ქალიშვილის ელისაბედ


I_ის ხანაა მიჩნეული. მან საბოლოოდ განამტკიცა რეფორმირებული ეკლესია. რეფორმირებულ
ეკლესიას ანგლიკანური ეწოდა. მის დროს ჩამოყალიბდა ანგლიკანური ეკლესიის რწმენის
სიმბოლო - რწმენის 39 მუხლი, რომელიც ინგლისის პარლამენტმა დაამტკიცა. ასე შეიქმნა
ინგლისის ეკლესია, რომელმაც შუალედური ადგილი დაიკავა კათოლიკურ და პროტესტანტულ
ეკლესიებს შორის.

59
1. შუა საუკუნეების დასასრული და ახალი ისტორიის დასაწყისის ძირითადი
მახასიათებლები;
შუა საუკუნეების დასასრული და ახალი ისტორიის დასაწყისი ფეოდალიზმის დაშლითა
და კოლონიური იმპერიების ჩამოყალიბებით გამოირჩა. ერთიანი ეროვნული
სახელმწიფოების ჩამოყალიბების შემდეგ, ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკური პოლიტიკა
ორ მთავარ მიზანს ისახავდა: ეკონომიკური ძლიერების უზრუნველყოფას და სახელმწიფოს
ძალაუფლების გამოყენებას ეკონომიკური ზრდისა და ქვეყნის გამდიდრებისთვის.
სახელმწიფოები ცდილობდნენ მაქსიმალური მოგება ენახათ სამხედრო ხარჯებისთვის და
ამისათვის სხვადასხვა პოლიტიკას ატარებდნენ. ევროპელი მონარქები თავიანთი სამეფოების
პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერებისათვის სასტიკ მეტოქეობას უწევდნენ ერთმანეთს
და ევროპაში პირველობისკენ ისწრაფვოდნენ. ისინი ასევე კოლონიებისთვის
უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. ყოველივე ამისთვის მათ მრავალი ომი გადახდათ, რაც
ვნებდა ეკონომიკას. გარდა ამისა, ახალი პერიოდი კაპიტალიზმის განვითარებითაც გამოირჩა.
მანამდე არსებულ გლეხისა და ხელოსნის შრომას ჩაენაცვლა მუშის შრომა, რომელიც
ხელობის შესაბამის გასამრჯელოს იღებდა, განვითარდა მანუფაქტურული წარმოება, რამაც
ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკური წინსვლა გამოიწვია.
2. რა საერთო ეკონომიკური ნიშნები აქვთ ევროპულ სახელმწიფოებს კაპიტალის
პირველადი დაგროვების ხანაში?
კაპიტალის პირველადი დაგროვების ხანაში ევროპის სახელმწიფოების მერკანტილისტურ
ეკონომიკურ პოლიტიკას სხვა ნიშან-თვისებებთან ერთად ერთი რამ ჰქონდა საერთო: ყველა
ცდილობდა ოქრო-ვერცხლი დაეგროვებინა და არ გაეტანა საზღვარს გარეთ. ამას
ბულიონიზმი ეწოდება. ბულიონიზმი ეკონომიკური თეორიაა, რომლის მიხედვითაც
სიმდიდრე განისაზღვრება ძვირფასი მეტალების არსებობით. იგი წარმოადგენს
მერკანტილიზმის ადრეულ და პრიმიტიულ ფორმას. ქვეყნების უმეტესობისთვის, ძვირფასი
ლითონების საბადოების სიმცირის გამო, ოქრო-ვერცხლით მდიდარი კოლონიების ათვისება
სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. ასეთი იყო ესპანეთი, ხოლო ქვეყნებს, რომელთა
კოლონიები ძვირფასი ლითონების მარაგით არ გამოირჩეოდა, ამის გაკეთება ვაჭრობის გზით
უწევდა. ამიტომაც ისინი ცდილობდნენ ექსპორტის გაზრდასა და იმპორტის მაქსიმალურად
შემცირებას. ამავე დროს ისინი უცხოელ მწარმოებლებს ქვეყანაში ან არ უშვებდნენ, ან
აიძულებდნენ ძალიან მაღალი ტარიფები ეხადათ. ადგილობრივ მეწარმეებს კი
მონოპოლიური პირობების შექმნითა და ექსპორტირებულ საქონელზე სუბსიდიების გაცემით
უწყობდნენ ხელს.

3. მანუფაქტურა და კაპიტალისტური წარმოების ჩასახვა XVI საუკუნის ევროპაში;


XVI-XVII საუკუნეებში მსოფლიო ისტორიაში შევიდა, როგორც ფეოდალიზმის დაშლისა
და კაპიტალისტური წარმოების აღმოცენების პერიოდი. ამ ეპოქაში მნიშვნელოვნად
განვითარდა მრეწველობის მრავალი დარგი, შრომის იარაღები, წარმოების ტექნოლოგია.
თანდათან ჩაისახა კაპიტალისტური ურთიერთობა, სადაც წამყვანი ადგილი ვაჭრებს ეკავათ.

60
გაიზარდა შრომის ნაყოფიერება, სასაქონლო პროდუქციის რაოდენობა. შუა საუკუნეების
მთავარმა მწარმოებელმა, გლეხმა და ხელოსანმა, ამოწურა თავისი შესაძლებლობები.
ხელოსანს ახალი იარაღების შეძენა სჭირდებოდა, რისთვისაც ფული არ ჰქონდა, ამიტომაც ის
ვაჭარზე გახდა დამოკიდებული. ხელოსანი გადაიქცა დაქირავებულ მუშად, რომელიც
ხელობის შესაბამისად გასამრჯელოს იღებდა. კაპიტალისტური ურთიერთობის ეს ფორმა
ფართოდ გავრცელდა სოფლებში. აქ მუშაობა ხდებოდა გლეხის სახლში. გლეხები ვაჭრების
დავალებებს ასრულებდნენ. ამ დროს წარმოებაში რამდენიმე სოფელი ერთად იყო ჩართული.
ასეთ წარმოებას გაფანტულ მანუფაქტურასაც უწოდებენ. ხოლო ცენტრალიზებული
მანუფაქტურებში ხელოსნები ერთ შენობაში მუშაობდნენ. აქაც არსებობდა შრომის
დანაწილება, რაც განასხვავებდა მას ადრეული ხელოსნის შრომისგან, როცა ის მთლიან
პროდუქტს მარტო ქმნიდა. ეს ახალი წარმოება ზრდიდა შრომის ნაყოფიერებას და ასევე
ტექნოლოგიისა და შრომის იარაღის სრულყოფის დიდ შესაძლებლობას იძლეოდა.
4. პოლიტიკურ ძალთა ახალი გადანაწილება ევროპაში;
XV საუკუნის ბოლოსთვის იტალია ქალაქ-სახელმწიფოებად იყო დაშლილი. იტალიაში
კაპიტალისტური წარმოება ევროპაში ყველაზე ადრე წარმოიქმნა, მაგრამ შემდეგ იგი
ეკონომიკურ დაღმასვლას განიცდიდა. მან დაკარგა შავ ზღვაზე გასასვლელი, შემდეგ კი დიდი
გეოგრაფიული აღმოჩენების გამო სავაჭრო გზებმა ხმელთაშუა ზღვიდან ატლანტის ოკეანეში
გადაინაცვლა. იტალია ეკონომიკურად ძალიან დასუსტდა და კვლავ ფეოდალიზმს
მიუბრუნდა. იტალიის დასუსტებით მისი მეზობლები დაინტერესდნენ და მისი დაპყრობა
გადაწყვიტეს. ესეთები იყვნენ ესპანეთი და საფრანგეთი. ამ ორ ქვეყანას შორის ომებს,
რომელიც 1494-1559 წლებში მიმდინარეობდა, იტალიური ომები ეწოდებათ. საბოლოოდ,
იტალია ჰაბსბურგთა იმპერიის კუთვნილება გახდა. გარდა ამისა, ესპანეთის სამეფო ტახტზე
კარლოს I ავიდა, რომელიც ჰაბსბურგთა დინასტიას ეკუთვნოდა. ამიტომაც იგი კარლოს V_ის
სახელით საღვთო რომის იმპერატორიც გახდა. მან ესპანეთი და ჰაბსბურგთა იმპერია
გააერთიანა. ამის შემდეგ მან იტალიის დაპყრობა გადაწყვიტა, რაშიც საფრანგეთი
ეცილებოდა, მაგრამ კარლოსმა გაიმარჯვა და იტალიის დიდი ნაწილი შეიერთა. ამის შემდეგ
ევროპაში დაიწყო რეფორმაცია. ამ ბრძოლაში კარლოს V რომის პაპს უჭერდა მხარს, მაგრამ ის
დამარცხდა და შემდეგ მეფობიდან გადადგა და ჰაბსბურგთა იმპერია კვლავ ესპანეთად და
საღვთო რომის იმპერიად დაიშალა.
5. ოსმალეთის იმპერია და ცვლილებები ევროპისა და მახლობელი აღმოსავლეთის
პოლიტიკურ რუკაზე;
ოსმალეთის იმპერია კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა. XV
საუკუნეში ოსმალებს ჩეხეთისა და უნგრეთის დაპყრობაც სურდა. ამიტომაც ჩეხებმა და
უნგრელებმა გაერთიანება გადაწყვიტეს, მაგრამ ამან მაინც არ უშველა მათ და ოსმალებმა ამ
ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიპყრეს. ოსმალები განსაკუთრებულად გაძლიერდნენ
სულთან სელიმ I_ის ხანაში. მან ქურთისტანი, მესოპოტამია, სირია, არაბეთის
ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილი, ეგვიპტე და თითქმის მთელი ჩრდილოეთი აფრიკა
დაიმორჩილა. მაგრამ ოსმალებმა სიძლიერის მწვერვალს სელიმის ვაჟის სულთან სულეიმან I
კანუნის (კანონმდებელი) დროს მიაღწიეს. ოსმალებმა ვენას ალყა შემოარტყეს. თუმცა,
ვენასთვის ბრძოლაში სულეიმანი დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ოსმალეთის იმპერია
უდიდეს ტერიტორიას მოიცავდა. იგი აღმოსავლეთის მიმართულებით ბაღდადამდე

61
გადაიჭიმა, ჩრდილოეთით - ვენამდე, ხოლო სამხრეთით - არაბეთის ნახევარკუნძულამდე.
იგი ტერიტორიებს სამ კონტინენტზე ფლობდა.
6. ევროპაში რეფორმაციის მიზეზები და შედეგები;
რეფორმაცია, როგორც მოძრაობა, ევროპაში XVI საუკუნეში დაიწყო. კათოლიკური
ეკლესია მთელი შუა საუკუნეები გაბატონებული იყო ევროპის უდიდეს ნაწილში. აქ ის დიდი
გავლენით სარგებლობდა და დიდ ქონებას ფლობდა. კათოლიკური ეკლესია ფუფუნებითაც
გამოირჩეოდა. ყოველგვარ განსხვავებულ აზრს ეკლესია ინკვიზიციებით, ინკვიზიციური
სასამართლოებითა და კოცონზე დაწვით პასუხობდა. ამას დაერთო ისიც, რომ კათოლიკური
ეკლესია ინდულგენციებით ვაჭრობდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ადამიანებს ცოდვის
გამოსყდვა ამ შესანდობარი ბარათის საშუალებით შეეძლოთ და ამისთვის აღსარება არ
სჭირდებოდათ. ინდულგენციებით ეკლესია დიდ ფულს შოულობდა. გარდა ამისა,
ღვთისმსახურება ლათინურ ენაზე მიმდინარეობდა და ხალხს წირვის მოსმენა თავისთვის
გასაგებ ენაზე სურდა. ყოველივე ამან გამოიწვია ხალხის უკმაყოფილება, რაც საბოლოოდ
რეფორმაციამდე მივიდა. რეფორმის იდეა ევროპის სხვადასხვა კუთხეში თითქმის
ერთდროულად წარმოიშვა. მისი სულისჩამდგმელი გერმანიაში მარტინ ლუთერი,
შვეიცარიაში ულრიჰ ცვინგლი, ხოლო ინგლისში კი ჰენრი VII იყო. რეფორმაციის დასაწყისად
1517 წელი ითვლება, როცა მარტინ ლუთერმა ვიტენბერგის ეკლესიის კარზე „95 თეზისი“
მიაჭედა. რეფორმისტები თვლიდნენ, რომ რომის პაპი არ იყო შუამავალი ღმერთსა და
ადამიანს შორის და ამ ფუნქციას რწმენა ასრულებდა. მათი აზრით, არც ეკლესიაში სიარული,
წირვა, აღსარება არ იყო საჭირო. ისინი მხოლოდ ზიარებასა და ნათლობას აღიარებდნენ. მათ
კათოლიკური ეკლესია და კარლოს V დაუპირისპირდა. მათ ლუთერი ერეტიკოსად
გამოაცხადეს და ეკლესიისადმი მორჩილება მოსთხოვეს, რაზეც მან პროტესტი განაცხადა.
აქედან მომდინარეობს მათი მეორე სახელი, პროტესტანტიზმი. მათ შორის ბრძოლა 1555 წლის
აუგსბურგის რელიგიური ზავით დასრულდა, რომლის მიხედვითაც „ვისიცაა ქვეყანა, რწმენაც
მისია.“ ეს იმას ნიშნავდა, რომ მთავრებს შეეძლოთ აერჩიათ სარწმუნოება, ან კათოლიკობა, ან
პროტესტანტიზმი, რაც იმას ნიშნავდა რომ პროტესტანტებმა გაიმარჯვეს.

VIII თავი8
უტრეხტის უნია - კარლოს V_ის იმპერიის დაშლის შემდეგ ნიდერლანდები ესპანეთს დარჩა.
ნიდერლანდები ძალზე დაწინაურებული პროვინციებისგან შედგებოდა. აქ კაპიტალიზმი

8
პირველი ბურჟუაზიული რევოლუციები და ევროპული ომები
62
განვითარდა, ესპანეთისგან განსხვავებით, სადაც ფეოდალიზმი იყო განვითარებული. ესპანეთის
შემოსავლების 40% ნიდერლანდებიდან შემოსდიოდა, რაც უკმაყოფილებას იწვევდა ხალხში.
გარდა ამისა, ესპანეთის სახელმწიფოს გაკოტრებამ ძალზე დააზარალა ჰოლანდიის ბანკები და
თან ესპანეთმა მონოპოლია დააწესა კოლონიებთან ვაჭრობაზე. ყოველივე ამან აჯანყება
გამოიწვია ნიდერლანდებში. თუმცა 17_დან მხოლოდ 5 პროვინცია აჯანყდა. ეს აჯანყება
თავდაპირველად ჩაახშეს ესპანელებმა, თუმცა შემდეგ ნიდერლანდის პროვინციებმა შეკრეს
უტრეხტის კავშირი - უნია. მათ საბოლოოდ გაიმარჯვეს, ესპანეთის მეფე გადაყენებულად
გამოაცხადეს ნიდერლანდების სამეფოდან და შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც
მისი ყველაზე მსხვილი რეგიონის სახელიდან გამომდინარე ჰოლანდია უწოდეს.

„დიდი არმადა“ - ინგლისსა და ესპანეთს შორის დაპირისპირება ძირითადად ზღვებზე


პირველობისთვის მძვინვარებდა. ინგლისის დედოფალი ელისაბედი მეკობრეებს მფარველობდა
და ესპანური გემების ძარცვისკენ მოუწოდებდა. მაგრამ, სიტუაცია მერი სტუარტისა და
ელისაბედის საკითხმა უფრო გაამწვავა. მერი სტუარტი საფრანგეთის მომავალ მეფეს გაჰყვა
ცოლად. მერი ამავე დროს შოტლანდიის სამეფოსაც ფლობდა და ინგლისის ტახტზეც აცხადებდა
პრეტენზიას. ინგლისის დედოფალ ელისაბედს კი შოტლანდიის დამორჩილება სურდა. ინგლისს
შოტლანდიის მოსახლეობა უჭერდა მხარს, ხოლო შოტლანდიას - საფრანგეთი და ესპანეთი.
საბოლოდ, ელისაბედმა მერი სტუარტი შეიპყრო და შემდეგ თავი მოკვეთა. ეს საბაბი გამოიყენა
ესპანეთმა ინგლისზე თავდასასხმელად და ინგლისში უზარმაზარი ფლოტი - „დიდი არმადა“
გაგზავნა 200 ათასი მეომრით. მაგრამ ესპანეთი დამარცხდა და დიდი არმადა განადგურდა.
ინგლისმა უპირატესობა მოიპოვა ზღვებზე ჰოლანდიასთან ერთად.

ოპრიჩნინა და ზემშჩინად - რუსეთის სამეფოში ფეოდალიზმი გვიან განვითარდა და გლეხების


დაყმევებამაც დაიგვიანა, რის გამოც ბატონყმობამ ყველაზე სასტიკი ფორმები სწორედ რუსეთში
მიიღო. ივანე IV_მ დიდი მთავრის ტიტულის ნაცვლად ცარის ანუ ცეზარის ტიტული მიიღო. იგი
როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით ტერიტორიების გაფართოებას ცდილობდა,
რისთვისაც ფეოდალების სეპარატიზმისთვის უნდა მოეღო ბოლო. ამისთვის მან უცნაურ მეთოდს
მიმართა: ქვეყანა ოპრიჩნინად - სამეფო ნაწილად და ზემშჩინად - სახელმწიფო ნაწილად დაჰყო.
ამის შემდეგ ფეოდალების სიძლიერის გასატეხად ივანემ ისინი ოპრიჩნინის ნაწილიდან გაყარა
შესაბამისი კომპენსაციის პირობით და ზემშჩინაში დაასახლა. შემდეგ კი თავის მოხელეებს
ფეოდალთა სამფლობელოებს არბევინებდა. ასე დაარბიეს უამრავი ქალაქი. ამ ხერხით ივანემ
ფეოდალთა სიძლიერე კი გატეხა, მაგრამ ეკონომიკასაც ძირი გამოუთხარა და რუსეთის
საზოგადოების კიდევ უფრო ჩამორჩენილობას შეუწყო ხელი.

ვესტფალიის ზავი - 1618 წელს რომის საღვთო იმპერიაში რეფორმაციის მიმდევრებსა და


კათოლიკეებს შორის დაიწყო ომი, რომელიც შემდეგ მთელ ევროპულ კონფლიქტად იქცა. ამ ომში
თითქმის ყველა ევროპული ქვეყანა ჩაერთო და 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ომში
ყველაზე აქტიურად საფრანგეთი და შვედეთი მონაწილეობდა. ეს ომი 1648 წელს ვესტფალიის
ზავით დასრულდა. ეს ზავი მოწინააღმდეგეთა შორის ძალთა ახალ ბალანსს აკანონებდა, რაც
სრულიად ცვლიდა ევროპის იმდროინდელ პოლიტიკურ რუკას. ზავის თანახმად საფრანგეთმა
ხელში ჩაიგდო ელზასი, ზუნგდაუ, ჰენეგაუ, 10 საიმპერიო ქალაქი, ნიდერლანდებმა კი თავისი
დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

ბართლომეს ღამე - კათოლიკური ეკლესიის რეფორმირების განწყობილება XVI საუკუნის


საფრანგეთსაც მოედო. ფრანგ პროტესტანტებს ჰუგენოტები ეწოდებოდათ. აქ რეფორმაცია
კალვინიზმის ფორმით გავრცელდა. საფრანგეთი ორ ბანაკად გაიყო: კათოლიკურ ბანაკს სათავეში
გიზების საგვარეულო ედგა, ხოლო კალვინისტებს - ბურბუნების საგვარეულო - ნავარის მეფე

63
ანტუანი და მისი შვილი ანრი, რომელიც მომავალი საფრანგეთის მეფე ანრი IV გახლდათ. 1559-
1572 წლებში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა საფრანგეთში. ეს დაპირისპირება 1572 წლის 24
აგვისტოს ბართლომეს ღამით დასრულდა, როდესაც კათოლიკეებმა ჰუგენოტები ამოწყვიტეს და
ამიტომაც ბართლომეს ღამე მასიური სისხლიანი ანგარიშწორების სინონიმად იქცა. ამან
საფრანგეთის ორ ნაწილად: ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად გაყოფა გამოიწვია. სამხრეთში
ჰუგენოტები დამკვიდრდნენ, ხოლო ჩრდილოეთში - კათოლიკეები. სამოქალაქო ომის
მსვლელობაში კათოლიკე ფანატიკოსმა მეფე ანრი III ვალუა მოკლა, ხოლო ტახტი ვალუათა
მონათესავე ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელმა ანრი IV_მ დაიკავა, რომელიც ჰუგენოტი
იყო. კათოლიკეებმა ის მხოლოდ მას შემდეგ აღიარეს, როცა მეფემ კათოლიკობა აღიარა. ამის
შემდეგ ჰუგენოტებსა და კათოლიკეებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც
ჰუგენოტებს თავისუფალი აღმსარებლობის უფლება მიეცათ პარიზისა და რამდენიმე სხვა
ქალაქის გარდა.

ჰუგენოტები - იხ. ბართლომეს ღამე

„თავისუფლებათა დიდი ქარტია“ - ინგლისის მეფე ჩარლზ I პარლამენტს გამეფებიდანვე


დაუპირისპირდა, რადგან აბსოლუტური მმართველობა სურდა. მათ შორის დაპირისპირება,
საბოლოოდ, სამოქალაქო ომამდე მივიდა. ომი პარლამენტსა და მეფეს შორის იმით დასრულდა,
რომ მეფე ჩარლზ I შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. მაგრამ მოგვიანებით, პარლამენტს
მონარქიის რესტავრაცია მოუხდა, რის გამოც ტახტზე ჩარლზ I_ის ვაჟი, ჩარლზ II დასვეს. მან
თავისუფლების დიდი ქარტია და პარლამენტის მიერ მიღებული მთელი რიგი უმაღლესი
პოლიტიკური აქტები დაამტკიცა და ქვეყნის მართვა პარლამენტთან ერთად გადაწყვიტა.

რეჩ-პოსპოლიტა - XVIII საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა რუსეთს, პრუსიასა და


ავსტრიას შორის პოლონეთის განაწილება იყო. ჯერ კიდევ XVI საუკუნეში ლიტვამ და
პოლონეთმა შეკრეს უნია, რომლის თანახმადაც ისინი რეჩ-პოსპოლიტად გაერთიანდნენ.
პოლონეთი XVIII საუკუნისთვის ჩამორჩენილი ფეოდალური სამეფო იყო. ამ პერიოდში ის
პრუსიასა და რუსეთს შორის აღმოჩნდა, რომლებიც მის დაპყრობას ცდილობდნენ. 1772 წლამდე
პოლონეთი ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანა იყო, მაგრამ მასზე ძლიერმა მეზობლებმა მისი
დანაწილება დაიწყეს და საბოლოოდ, სულ შთანთქეს. ამის ძირითადი მიზეზი პოლონეთის
სუსტი ეკონომიკა იყო.

„ბოსტონის ჩაის სმა“ – XVII-XVIII საუკუნეებში ინგლისმა ამერიკის კონტინენტზე რამდენიმე


კოლონია დააარსა, ხოლო მოგვიანებით, ბურჟუაზიული რევოლუციის დროს კოლონიათა
რაოდენობა კიდევ გაიზარდა და 13_ს მიაღწია. მაგრამ ინგლისელები კოლონიებს მხოლოდ
ნედლეულის წყაროდ და გასაღების ბაზრად მიიჩნევდნენ. ამის გამო, კოლონიებში მრეწველობა
აკრძალული იყო და ასევე დიდი ბაჟი იყო დაწესებული ინგლისში საქონლის შეტანისთვის. ეს
ყოველივე უკმაყოფილებას იწვევდა კოლონისტებში. ისინი საგანგებო კონგრესზე შეიკრიბნენ და
ინგლისურ საქონელს ბოიკოტი გამოუცხადეს. ამან ინგლისი დააზარალა და დათმობებზე წასვლა
მოუწია. ინგლისის პარლამენტმა ჩაის გარდა ყველა სხვა პროდუქტზე ბაჟი გააუქმა. მაგრამ
ამერიკელებს ინგლისისგან სრული დამოუკიდებლობა სურდათ და ბოსტონში საქალაქო
მიტინგზე გადაწყვიტეს ზღვაში გადაეყარათ ჩაის დიდი პარტია. ეს ფაქტი ბოსტონის ჩაის სმის
სახელით არის ცნობილი.

ვერსალის საზავო ხელშეკრულება - ბოსტონის ჩაის სმას ინგლისის რეპრესიები მოჰყვა, რის
პასუხადაც ფილადელფიაში კოლონიების I კონგრესი შეიკრიბა და ინგლისიგან გადასახადების
დაწესების უფლების გადაცემას მოითხოვდნენ. ხოლო უკვე II კონგრესზე 1775 წელს კოლონიებმა
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გამოაცხადეს, რასაც სათავეში ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუდგა. ეს
ბრძოლა 7 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბრძოლის პერიოდში, 1776 წლის 4 ივლისს, კონგრესმა

64
თომას ჯეფერსონის მიერ შედგენილი დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო და ახალი
სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა გამოაცხადა. თუმცა, ინგლისთან ომი
1783 წელს ვერსალის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა, რომლის თანახმადაც ინგლისმა
აშშ_ს დამოუკიდებლობა აღიარა.

„ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ – ინგლისისაგან განსხვავებით,


საფრანგეთში ჯერ კიდევ ფეოდალიზმი იყო. ამიტომაც უფრო და უფრო მწვავდებოდა
ურთიერთობა ფეოდალებსა და უუფლებო ბურჟუას შორის, რაც საბოლოოდ დიდი ფრანგული
რევოლუციით დასრულდა. ბურჟუაზიის მსგავსად გლეხებიც უკმაყოფილონი იყვნენ
მმართველობით, რადგან ისინი გადასახადებს უხდიდნენ როგორც თავის ბატონს, ასევე ეკლესიას
და სამეფო ხაზინის სასარგებლოდაც უნდა გადაეხადათ. რევოლუციის დასაწყისად ფრანგების
მიერ ბასტილიის ციხის აღება 1789 წლის 14 ივლისი ითვლება. ამავე წლის 26 აგვისტოს
დამფუძნებელმა კრებამ „ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“ მიიღო. იგი მცირე
შესავლისა და 17 პუნქტისგან შედგება, სადაც გაცხადებულია, რომ ქვეყანაში ხელისუფლება
ხალხს ეკუთვნის, რომ ადამიანები თავისუფალი და კანონის წინაშე თანასწორნი არიან, რომ
ყველაფერი ნებადართულია, რაც არ არის აკრძალული კანონით და არ ზღუდავს სხვის
უფლებებს. უფლებებში კი პიროვნული თავისუფლება, საკუთრების უფლება, უსაფრთხოება და
ჩაგვრისთვის წინააღმდეგობის გაწევა იგულისხმება. დეკლარაციაში ასევე ჩამოთვლილი იყო ამ
უფლებათა დაცვის აუცილებელი პირობები: კანონის საყოველთაობა, სიტყვისა და ბეჭდური
სიტყვის თავისუფლება, გონივრული საგადასახადო სისტემა.

ჟირონდისტები და იაკობინელები - საფრანგეთის დიდი რევოლუცია მეფის გადაყენებით და


კონსტიტუციური მონარქიის დამყარებით დასრულდა. მალე დამფუძნებელმა კრებამ თავი
დაშლილად გამოაცხადა, ამიტომაც შეიკრიბა საკანონმდებლო ორგანო - ნაციონალური კონვენტი,
რომელშიც იაკობინელები და ჟირონდისტები იყვნენ მთავარი ძალები, ხოლო დეპუტატთა
ნაწილი მათ შორის მერყეობდა, ამიტომაც ამ ნაწილს ჭაობი ერქვა. კონვენტში მეფე ლუი XVI_ის
ბედი იყო გასარკვევი. ჟირონდისტებს მეფის გადარჩენა სურდათ, მაგრამ იაკობინელებმა
იმარჯვეს და მეფეს გილიოტნაზე თავი მოკვეთეს. ამის შემდეგ ჟირონდისტები მოვიდნენ
ხელისუფლებაში. მეფის სიკვდილით დასჯა საფრანგეთის მეზობლებმა გამოიყენეს საბაბად და
ომი წამოიწყეს საფრანგეთის წინააღმდეგ. ომი დიდ ხარჯებს ითხოვდა. ამიტომაც
ჟირონდისტებმა ქაღალდის ფულის გამოშვება დაიწყო, რამაც ინფლაცია გამოიწვია. ხალხმა
ქუჩაში გამოსვლები დაიწყო, მათ ჟირონდისტების ხელისუფლება დაამხეს და სათავეში
იაკობინელები მოვიდნენ. მათ საფრანგეთი რესპუბლიკად გამოაცხადეს და შემდეგ ინფლაციის
წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა. მაგრამ თვითონ იაკობინელებში შიდაარეულობა დაიწყო და
უამრავი ადამიანი ღალატის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. იაკობინელების მმართველობას
იაკობინური დიქტატურა ეწოდება. მათ წინააღმდეგ აჯანყდნენ როიალისტები, იგივე
მონარქისტები, რომელთა გამორჩეული მოქმედი პირი გენერალი ნაპოლეონ ბონაპარტე იყო.

ტრაფალგარის ბრძოლა - საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, საბოლოოდ, იაკობინელები


მოვიდნენ სათავეში. მაგრამ მათ უამრავი ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს, რაც შიშსა და
უკმაყოფილებას იწვევდა ხალხში. ყოველივე ეს აჯანყებით დასრულდა, რომლის მთავარი
მოქმედი პირი ნაპოლეონ ბონაპარტე იყო. მან ავსტრიელები დაამარცხა, დაიკავა იტალიის დიდი
ნაწილი, ბელგია, ჰოლანდია და ავსტრიაშიც კი შეიჭრა. საფრანგეთი ძალიან გაძლიერდა და
ტერიტორიულადაც გაფართოვდა. ნაპოლეონი კი ჯერ საფრანგეთის მუდმივი კონსული, შემდეგ
კი იმპერატორი გახდა. საფრანგეთის წინააღმდეგ ევროპის უძლიერესმა სახელმწიფოებმა
რამდენჯერმე შექმნეს კოალიცია. საფრანგეთს ძირითადად ინგლისი უწევდა წინააღმდეგობას.
ერთ-ერთ ომში ნაპოლეონს ადმირალი ნელსონი დაუპირისპირდა. 1805 წელს ტრაფალგარის
საზღვაო ბრძოლაში ინგლისელებმა ნელსონის მეთაურობით მოახერხეს ფრანგების დამარცხება
და მათი ფლოტის სრულიად განადგურება.
65
ბოროდინოს ბრძოლა - ტრაფალგარის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ საფრანგეთმა ვეღარ
მოახერხა ინგლისის დაპყრობა, ამიტომაც რუსეთის დაპყრობა გადაწყვიტა, რათა იქიდან
ინდოეთში შეჭრილიყო და ინგლისელები იქ დაემარცხებინა. 1812 წელს იგი რუსეთში შეიჭრა.
ამავე წელს მოსკოვთან ახლოს, სოფელ ბოროდინოსთან ნაპოლეონმა რუსეთის არმია დაამარცხა
და მოსკოვიც აიღო. მაგრამ იგი რუსეთში ღრმად იყო შეჭრილი და აქ დიდხანს ვერ გაძლო.
რუსებმა პარტიზანული ომები გამოუცხადეს ფრანგებს, ამიტომაც ნაპოლეონმა უკან დახევა
გადაწყვიტა, შემდეგ კი ჯარი მიატოვა და საფრანგეთში მარტო დაბრუნდა. მისი ჯარის უდიდესი
ნაწილი უკან დახევის დროს დაიღუპა.

ვატერლოოს ბრძოლა - ნაპოლეონის წინააღმდეგ ევროპის ქვეყნებმა რამდენჯერმე შექმნეს


კოალიცია. რიგით მეექვსე კოალიციამ ლაიფციგთან მოახერხა ნაპოლეონის დამარცხება. ამის
შემდეგ ფრანგთა ბატონობა ევროპაში თანდათან დასრულდა. ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით
თავისუფლდებოდნენ ნაპოლეონისგან. საბოლოოდ, კოალიციური ჯარები საფრანგეთში
შეიჭრნენ და ნაპოლეონი გადააყენეს. შემდეგ კი კუნძულ ელბაზე გადაასახლეს. მაგრამ 1815 წელს
ნაპოლეონი გამოიქცა ელბადან და კვლავ დაბრუნდა საფრანგეთში, მაგრამ ამჯერად მისმა
მმართველობამ 100 დღე გასტანა. მოკავშირეებმა კვლავ შეკრიბეს ჯარი და ნაპოლეონი
ვატერლოოსთან დაამარცხეს 1815 წელს. ამის შემდეგ ნაპოლეონი უკვე წმინდა ელენეს
კუნძულზე გადაასახლეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც.

ქონებრივი ცენზი - ქონებრივი ცენზი ადამიანების დაყოფას გულისხმობს ქონებრივი ნიშნით.


თუ ადამიანი არ იყო მდიდარი, მას გარკვეული უფლებები არ გააჩნდა. საფრანგეთში არჩევნებში
მონაწილეობაზე ქონებრივი ცენზი იყო დაწესებული, რაც ხმის უფლებას მხოლოდ მდიდარ
მამაკაცებს აძლევდა. ქონებრივი ცენზი საფრანგეთში საკანონმდებლო კრებამ გააუქმა, რის
შემდეგაც ქონების მიუხედავად ხმის უფლება 21 წლის ყველა მამაკაცს მიეცა.

კონტინენტური ბლოკადა - ნაპოლეონ ბონაპარტის მთავარი კონკურენტი ევროპაში ინგლისი


იყო, ამიტომაც მან ინგლისის დამორჩილებაც გადაწყვიტა. მაგრამ ინგლისს ძლიერი ფლოტი
ჰყავდა, ხოლო ხმელეთით კი იგი კონტინენტურ ევროპას არ უკავშირდებოდა. ამიტომაც
საფრანგეთმა ინგლისის დამარცხება მისი ეკონომიკურად დასუსტებით გადაწყვიტა. ამისათვის
ნაპოლეონმა ყველა თავის მოკავშირე ქვეყანას ინგლისთან ვაჭრობა აუკრძალა. მაგრამ ევროპის
ქვეყნებისთვის, მათ შორიც საფრანგეთისთვისაც ინგლისი გასაღების ბაზარი იყო და მათთან
ვაჭრობის გაწყვეტამ ყველა დააზარალა. ამიტომაც ევროპის ქვეყნები ინგლისთან ფარულად
მაინც ვაჭრობდნენ. ამის გამო, საფრანგეთმა ინგლისი უკვე საზღვაო ბლოკადაში მოაქცია, მაგრამ
ადმირალ ნელსონთან დამარცხების შემდეგ ეს ბლოკადა მოიხსნა, ხოლო ნაპოლეონის
გადაყენების შემდეგ კი უკვე კონტინენტური ბლოკადაც შეწყდა.

ვენის კონგრესი - ვენის კონგრესი 1814-15 წლებში მუშაობდა. მისი პრინციპი იყო ნაპოლეონის
ომებამდე არსებული მონარქიების აღდგენა და ტერიტორიების გადანაწილება. იტალიაში აღდგა
ძველი დინასტიები, რომის პაპიც დააუბრუნეს თავის ოლქში. შვეიცარია გამოცხადდა მუდმივ
ნეიტრალურ სახელმწიფოდ, ხოლო ჰოლანდიას ბელგია მიუერთეს. ინგლისმა დაიმტკიცა ომის
მსვლელობაში საფრანგეთისთვის და ესპანეთისთვის წართმეული ტერიტორიები. ვენის
კონგრესზევე ევროპის ქვეყნებმა შექმნეს „საღვთო კავშირი“, რომელიც ურთიერთდახმარებას
ითვალისწინებდა რომელიმე ქვეყანაში რევოლუციური გამოსვლების შემთხვევაში. საფრანგეთის
რევოლუციამ ევროპის სხვა ქვეყნებშიც გამოიწვია რევოლუციები მონარქების წინააღმდეგ და
საღვთო კავშირმა მათ ჩახშობაში დიდი წვლილი შეიტანა.

„საღვთო კავშირი“ - იხ. ვენის კონგრესი.

ჯეიმს უატი - XVIII საუკუნიდან მსოფლიოში ინდუსტრიული ეპოქა დაიწყო. ამ პერიოდში


შეიქმნა პირველი ორთქლის მანქანები, რამაც ხელით შრომა გამოდევნა და სამანქანო წარმოებაზე
66
დამყარებული ფაბრიკები წარმოიქმნა. ამ პროცესს ინდუსტრიულ რევოლუციასაც უწოდებდნენ.
ინდუსტრიალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა ქვანახშირის საწვავად გამოყენების
დანერგვა და ორთქლის ძრავის გამოგონება იყო. ორთქლის ძრავის გამოგონება შოტლანდიელი
ინჟინერ-გამომგონებლისა და მათემატიკოსის, ჯეიმს უატის სახელს უკავშირდება. მან ორთქლის
ძრავა დააპატენტა და შექმნა კომპანია, რომელიც ორთქლის ძრავების კომერციული
მიზნებისთვის წარმოებას შეუდგა.

ანტუან ლავუზიე - ანტუან ლავუზიე ფრანგი მეცნიერი იყო, რომელმაც ქიმიის, როგორც
მეცნიერების წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანა. წარმოუდგენლად განვითარდა საპნის,
ქაღალდის, შუშის, საღებავის და სხვა წარმოებები, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის
გოგირდმჟავას ინდუსტრიულ გამოყენებას. ასევე მნიშვნელოვანი იყო კაუსტიკური სოდის
ფართოდ გამოყენების დაწყებაც.

ფილიპე II - კარლოს V_ს იმპერიის დაშლის შემდეგ ესპანეთის მეფე ფილიპე II გახდა,
რომელსაც ნიდერლანდებიც ემორჩილებოდა. თუმცა, მეფე ნიდერლანდებს მაღალ გადასახადებს
უწესებდა და ესპანეთის საერთო შემოსავლების 40% სწორედ ნიდერლანდებზე მოდიოდა. ეს
უკმაყოფილებას იწვევდა მის მოსახლეობაში და 1581 წელს მათ ფილიპე II ნიდერლანდების
მეფობიდან გადააყენეს. ფილიპე ამ ტერიტორიები დაბრუნებას შეეცადა, მაგრამ უშედეგოდ. მათ
ახალი დამოუკიდებელი ჰოლანდიის სამეფო ჩამოაყალიბეს.

ელისაბედ I და მერი (მარიამ) სტიუარტი - ინგლისსა და ესპანეთს შორის დაპირისპირება


ძირითადად ზღვებზე პირველობისთვის მძვინვარებდა. ინგლისის დედოფალი ელისაბედი
მეკობრეებს მფარველობდა და ესპანური გემების ძარცვისკენ მოუწოდებდა. მაგრამ, სიტუაცია
მერი სტუარტისა და ელისაბედის საკითხმა უფრო გაამწვავა. მერი სტუარტი საფრანგეთის
მომავალ მეფეს გაჰყვა ცოლად. მერი ამავე დროს შოტლანდიის სამეფოსაც ფლობდა და ინგლისის
ტახტზეც აცხადებდა პრეტენზიას. ინგლისის დედოფალ ელისაბედს კი შოტლანდიის
დამორჩილება სურდა. ინგლისს შოტლანდიის მოსახლეობა უჭერდა მხარს, ხოლო შოტლანდიას -
საფრანგეთი და ესპანეთი. საბოლოდ, ელისაბედმა მერი სტუარტი შეიპყრო და შემდეგ თავი
მოკვეთა. ეს საბაბი გამოიყენა ესპანეთმა ინგლისზე თავდასასხმელად და ინგლისში უზარმაზარი
ფლოტი - „დიდი არმადა“ გაგზავნა 200 ათასი მეომრით. მაგრამ ესპანეთი დამარცხდა და დიდი
არმადა განადგურდა. ინგლისმა უპირატესობა მოიპოვა ზღვებზე ჰოლანდიასთან ერთად.

ივანე IV მრისხანე - რუსეთის სამეფოში ფეოდალიზმი გვიან განვითარდა და გლეხების


დაყმევებამაც დაიგვიანა, რის გამოც ბატონყმობამ ყველაზე სასტიკი ფორმები სწორედ რუსეთში
მიიღო. ივანე IV_მ დიდი მთავრის ტიტულის ნაცვლად ცარის ანუ ცეზარის ტიტული მიიღო. იგი
როგორც დასავლეთით, ისე აღმოსავლეთით ტერიტორიების გაფართოებას ცდილობდა,
რისთვისაც ფეოდალების სეპარატიზმისთვის უნდა მოეღო ბოლო. ამისთვის მან უცნაურ მეთოდს
მიმართა: ქვეყანა ოპრიჩნინად - სამეფო ნაწილად და ზემშჩინად - სახელმწიფო ნაწილად დაჰყო.
ამის შემდეგ ფეოდალების სიძლიერის გასატეხად ივანემ ისინი ოპრიჩნინის ნაწილიდან გაყარა
შესაბამისი კომპენსაციის პირობით და ზემშჩინაში დაასახლა. შემდეგ კი თავის მოხელეებს
ფეოდალთა სამფლობელოებს არბევინებდა. ასე დაარბიეს უამრავი ქალაქი. ამ ხერხით ივანემ
ფეოდალთა სიძლიერე კი გატეხა, მაგრამ ეკონომიკასაც ძირი გამოუთხარა და რუსეთის
საზოგადოების კიდევ უფრო ჩამორჩენილობას შეუწყო ხელი.

კარდინალი რიშელიე - საფრანგეთის მეფე ანრი IV_ის დროს საფრანგეთში აბსოლუტიზმს


ჩაეყარა საფუძველი, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა მისი შვილის ლუი XIII_სა და მისი ცნობილი
მინისტრის, კარდინალ რიშელიეს მმართველობის პერიოდში. რიშელიე საფრანგეთის
ბურჟუაზიას უწყობდა ხელს კოლონიალური ვაჭრობის წარმართვაში და ეხმარებოდა მათ
ჰოლანდიური ტიპის სავაჭრო კომპანიების ორგანიზებაში. რიშელიემ ასევე „კომპანია 100 წევრს“

67
განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭა, რადგან მან კანადაში ყოველწლიურად 200-300
სხვადასხვა პროფესიის მუშის ჩაყვანა ივალდებულა. კარდინალი საფრანგეთის ბურჟუაზიის
პროტექციონისტულ პოლიტიკას მისდევდა და ეკონომიკური მერკანტილიზმის
წარმომადგენელიც იყო.

პეტრე I - რუსეთის იმპერიად გადაქცევა პეტრე I_ის სახელს უკავშირდება. მან რუსეთის
მოდერნიზაცია და ევროპულ სტილზე აწყობა დაისახა მიზნად. ამისათვის ის დასავლელი
ხელოსნებისა და ვაჭრების რუსეთში დასახლებას უწყობდა ხელს. პეტრე თითქმის მთელი
თავისი მეფობის განმავლობაში შვედეთთან ომს აწარმოებდა, რათა ბალტიის ზღვაზე
მოეპოვებინა გასასვლელი. საბოლოოდ, მან ეს მოახერხა და ფანჯარა გაჭრა ევროპაში. ფინეთის
ყურეში მან სანკტ-პეტერბურგი დააარსა. პეტრე I_მა ასევე ახალი საგადასახადო სისტემა
შემოიღო და მთლიანად გარდაქმნა ცენტრალური ხელისუფლების აპარატი. მან ასევე მრავალი
სამხედრო მანუფაქტურა გახსნა და სათავეში უცხოელი სპეციალისტები ჩაუყენა. მაგრამ მისი
სიკვდილის შემდეგ ყველა მისი რეფორმა დავიწყებას მიეცა: მანუფაქტურები გაპარტახდა,
ფლოტი მთლიანად განადგურდა, პეტრესეული საგადასახადო სისტემაც მოიშალა და ქვეყნის
ეკონომიკა კვლავ ყმა-გლეხის ექსპლუატაციის იმედად დარჩა.

ლუი XIV - აბსოლუტიზმის აყვავება საფრანგეთში ლუი XIV_ისა და მისი მინისტრის


კოლბერის დროს ხდება. მეფეს მისი თანამედროვეები მეფე-მზეს ეძახდნენ. ბავშვობაში ლუის
წინააღმდეგ პარიზელები აჯანყდნენ, ამიტომაც მან პარიზთან ახლოს ააგო ვერსალის უდიდესი
სასახლე და რეზიდენციაც გადაიტანა. მან მთელი ძალაუფლება იგდო ხელთ. მეფემ უზენაესი
სასამართლო დაარბია და მიმართა მოსამართლეებს: „ბატონებო, თქვენ გგონიათ, რომ თქვენა
ხართ საფრანგეთი, ცდებით, საფრანგეთი მე ვარ.“ გარდა ამისა, მან ყველა მინისტრი და
ხელისუფლების წარმომადგენელი ვერსალის სასახლეში დაასახლა და აქ ფუფუნებაში
აცხოვრებდა. მაგრამ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს მეფე ერთპიროვნულად იღებდა. ლუი
XIV_ს ცოლად ჰყავდა ესპანეთის მეფის კარლოს II_ის და. ამიტომაც ესპანეთის მეფის
გარდაცვალების შემდეგ ტახტი ლუი XIV_მ დაიკავა. რის გამოც, საფრანგეთს საღვთო რომის
იმპერია დაუპირისპირდა, რომელსაც შემდეგ ყველა ევროპული ქვეყანა შეუერთდა. საფრანგეთმა
ომი წააგო და ლუი XIV_ის გარდაცვალების შემდეგ მისი სიძლიერე შესუსტდა.

ჟან-ბატისტ კოლბერი - კოლბერი საფრანგეთის მეფე ლუი XIV_ის მინისტრი იყო. მეფის მიერ
აგებული ვერსალის სასახლისა და მასში მცხოვრები მინისტრების შენახვა დიდ თანხებთან იყო
დაკავშირებული, მაგრამ მეფე სახელმწიფოს სიმბოლო იყო და მისი ყოველი კაპრიზი შეუვალი
იყო. ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა კოლბერს ეკისრებოდა. კოლბერი
გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ მერკანტილიზმის აღსანიშნავად კოლბერიზმსაც იყენებდნენ.
იგი თვლიდა, რომ ეკონომიკის სისტემაში მოსაყვანად მისი სახელმწიფოს მიერ კონტროლი იყო
აუცილებელი. მაგრამ მან თავისას მაინც ვერ მიაღწია, რადგან შეუძლებელი იყო მეფის
მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი გადასახადების აკრეფა. სამეფო კარი
თანამდებობების გაყიდვასაც მიმართავდა და გადასახადების აკრეფის უფლებას კი კერძო
ფირმებს ჰყიდდნენ. კოლბერს სწორედ ამ მანკიერი სისტემის შეცვლა სურდა, მაგრამ ამის გამო
მას სამეფო კარი და არისტოკრატია დაუპირისპირდა და მანაც ხელი ჩაიქნია თავის განზრახვაზე.
კოლბერი მაინც ეცადა სიტუაციის გამოსწორებას და გლეხებს გადასახადები შეუმცირა
ბურჟუაზიისთვის გადასახადების გაზრდის ხარჯზე. მაგრამ ამან მხოლოდ არისტოკრატიას
არგო. ამის შემდეგ მან პროტექციონისტულ პოლიტიკას მიმართა და უცხოურ საქონელს მაღალი
საბაჟო გადასახადები დაუწესა. ასევე ცდილობდა, რომ არისტოკრატიას ფული ისევ ქვეყნის
შიგნით დაეხარჯა და უცხოური საქონელი არ ეყიდათ. კოლბერი კოლონიების განვითარებასაც
ცდილობდა და დიდი ფული ჩადო ამაში. მაგრამ მისი ეს პროექტიც ჩაკვდა და თანხებიც
დაიკარგა.

68
ლუი XVI - ლუი XIV_ის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთი თანდათან დასუსტდა მისი
მემკვიდრეების ლუი XV_ისა და მისი შვილის ლუი XVI_ის ხანაში. ლუი XVI უნიჭოსთან ერთად
ზარმაციც იყო. მისი თანამედროვეები ამბობდნენ, რომ მეფის ოჯახში ერთადერთი კაცი მისი
ცოლი იყო. მან ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება ცნობილ ეკონომისტს, ჟაკ ტიურგოს
დაავალა. მანაც გააუქმა ამქრები და ვაჭრობა-მრეწველობა შეზღუდვებისგან გაათავისუფლა.
ტიურგომ ასევე შემოტანილ სურსათზე ბაჟიც შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ, ის თანამდებობიდან
გადააყენეს. ლუი XVI_ის დროს ასევე დიდი ფრანგული რევოლუცია მოხდა, რასაც ეკონომიკური
და პოლიტიკური კრიზისიც დაემთხვა. მეფე იძულებული გახდა 1789 წელს გენერალური
შტატები მოეწვია. მაგრამ გენერალურმა შტატებმა დამფუძნებელი კრების შექმნა გამოაცხადა,
ხოლო საფრანგეთი კონსტიტუციურ მონარქიად გამოაცხადა. ლუი XVI_ს საზღვარგარეთ გაქცევა
სურდა, მაგრამ დააკავეს და პარიზში დააბრუნეს. მოგვიანებით კი იაკობინელების მოთხოვნით
მეფეს გილიოტინაზე თავი მოკვეთეს.

ფრიდრიხ II – XVII საუკუნეში გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერია ჯერ კიდევ
არსებობდა, მაგრამ სინამდვილეში ის სამთავროებად იყო დაშლილი. XVII საუკუნის ბოლოს ამ
სამთავროებიდან პრუსია დაწინაურდა, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა ფრიდრიხ II_ის
დროს. ფრიდრიხი მერკანტილისტურ პოლიტიკას ატარებდა, ცდილობდა მრეწველობის
განვითარებას, გაჰყავდა არხები, დააფუძნა პრუსიის სახელმწიფო ბანკი. მან პრუსია
მილიტარისტულ სახელმწიფოდ აქცია და თვლიდა, რომ ჯარი კი არ ემსახურება პრუსიას,
არამედ ქვეყანა თავადაა ჯარის სამსახურში. მან შუაგულ ევროპაში ყველაზე ბრძოლისუნარიანი
არმია შექმნა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ჰაბსბურგებს არ ენათესავებოდა, ავსტრიის ტახტზე
მარია ტერეზას ასვლა გააპროტესტა და პრეტენზია გამოთქვა მის ტახტზე. პრუსიამ ავსტრიას
სილეზია წაართვა, მაგრამ ამით არ დაკმაყოფილდა და ახლა საქსონიას დაესხა თავს, რაც
შვიდწლიანი ომის საბაბი გახდა. პრუსიის მხარეს მხოლოდ ინგლისი იბრძოდა, მათ წინააღმდეგ
კი ავსტრია, საფრანგეთი და რუსეთი გაერთიანდნენ. საბოლოოდ, რუსეთის ტახტზე გერმანელი
უფლისწული პეტრე III ავიდა და რუსეთი ომიდან გამოიყვანა. ამან პრუსია დამარცხებისგან
იხსნა.

ჩარლზ I – XVII საუკუნეში ინგლისი ძალიან დაწინაურებული კაპიტალისტური ქვეყანა იყო.


ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, აქაც აბსოლუტიზმს ეყრებოდა საფუძველი, მაგრამ
პარლამენტის მოწვევა არ შეწყვეტილა. სიტუაცია ჩარლზ I_ის გამეფებით შეიცვალა. ინგლისის
მეფე პარლამენტს გამეფებიდანვე დაუპირისპირდა, რადგან აბსოლუტური მმართველობა სურდა.
მას ხაზინის შევსება პარლამენტის ნებართვის გარეშე სურდა, რამაც კიდევ უფრო დაძაბა მათ
შორის სიტუაცია. საბოლოოდ, ჩარლზმა პარლამენტი დაითხოვა, მაგრამ შემდეგ იძულებული
გახდა იგი კვლავ მოეწვია. ახლადმოწვეული პარლამენტი მეფეს თავიდანვე დაუპირისპირდა.
მათ შორის დაპირისპირება სამოქალაქო ომამდე მივიდა. ომი პარლამენტსა და მეფეს შორის იმით
დასრულდა, რომ მეფე ჩარლზ I შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს.

ოლივერ კრომველი - ჩარლზ I_ის მიერ ხანგრძლივი პარლამენტის მოწვევის შემდეგ,


პარლამენტი მეფეს დაუპირისპირდა და საქმე ომამდე მივიდა. ამ ომში თავიდან მეფე
იმარჯვებდა, მაგრამ შემდეგ უპირატესობა პარლამენტის არმიამ - მრგვალთავიანებმა მოიპოვეს,
რომელთაც ოლივერ კრომველი ედგა სათავეში. მეფე შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს,
სახელმწიფო კი რესპუბლიკად გამოაცხადეს. მაგრამ ოლივერ კრომველმა პარლამენტი დაითხოვა
და ერთპიროვნული მმათველი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილმა ხელისუფლება
ვერ შეინარჩუნა და ინგლისი დატოვა.

ჩარლზ II - ოლივერ კრომველის დიქტატურის დასრულების შემდეგ ინგლისში მონარქია


აღდგა. ტახტზე სიკვდილით დასჯილი ჩარლზ I_ის ვაჟი ჩარლზ II ავიდა. მან თავისუფლების

69
დიდი ქარტია და პარლამენტის მიერ მიღებული მთელი რიგი უმაღლესი პოლიტიკური აქტები
დაამტკიცა და ქვეყნის მართვა პარლამენტთან ერთად გადაწყვიტა.

ეკატერინე II და პეტრე III - პეტრე III რუსეთის ტახტზე მაშინ ავიდა, როცა ქვეყანა შვიდწლიან
ომში იყო ჩაბმული პრუსიის წინააღმდეგ. მაგრამ პეტრე პრუსიის მეფე ფრიდრიხ II_ის დიდი
თაყვანისმცემელი იყო, ამიტომაც ზავი დადო პრუსიასთან და რუსეთი ამ ომიდან გამოიყვანა.
ამან პრუსია ომში დამარცხებისგან იხსნა. რაც შეეხება პეტრე III_ს, ეს გერმანელი მეფე
გადატრიალების მსხვერპლი გახდა და ტახტი მისმა ასევე გერმანელმა მეუღლემ ეკატერინე II_მ
დაიკავა. მისი პერიოდი რუსეთის აბსოლუტიზმის ოქროს ხანად არის მიჩნეული. მისი
იმპერატორობის პერიოდში რუსეთმა დიდ წარმატებებს მიაღწია და ტერიტორიულად ძალიან
გაფართოვდა. მაგრამ ეკატერინეს დიდი დამსახურება ოსმალეთთან ორი წარმატებული ომი იყო.
რუსეთ-ოსმალეთის პირველი ომის დროს ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები რუსეთის
მხარეს იბრძოდნენ. რუსეთმა საქართველოში გენერალი ტოტლებენი გამოაგზავნა. მაგრამ მან ვერ
შეძლო ნორმალური სამოკავშირეო ურთიერთობის დამყარება საქართველოს მეფეებთან.
მართალია, სოლომონ I_მა ტოტლებენთან ერთად ქუთაისის ციხისა და რამდენიმე ციხის
გამოხსნა მოახერხეს, მაგრამ საბოლოოდ, გენერალი იძულებული გახდა დაეტოვებინა
საქართველო.

ტოტლებენი - იხ. ეკატერინე II

თომას ჯეფერსონი - ამერიკელები უკმაყოფილონი იყვნენ ინგლისელთა ბატონობით.


ფილადელფიაში კოლონიების I კონგრესი შეიკრიბა და ინგლისიგან გადასახადების დაწესების
უფლების გადაცემას მოითხოვდნენ. ხოლო უკვე II კონგრესზე 1775 წელს კოლონიებმა
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გამოაცხადეს, რასაც სათავეში ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუდგა. ეს
ბრძოლა 7 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბრძოლის პერიოდში, 1776 წლის 4 ივლისს, კონგრესმა
თომას ჯეფერსონის მიერ შედგენილი დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო და ახალი
სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა გამოაცხადა. ამავე დეკლარაციაში
გამოხატული იყო ისეთი მოთხოვნები, როგორიც არის კანონის წინაშე ყველას თანასწორობა,
ხალხის უზენაესობა და მისი უფლება შეცვალოს ხელისუფლების ფორმა. თუმცა, ინგლისთან ომი
1783 წელს ვერსალის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა, რომლის თანახმადაც ინგლისმა
აშშ_ს დამოუკიდებლობა აღიარა. ჯორჯ ვაშინგტონი ამერიკის პირველი პრეზიდენტი გახდა,
თომას ჯეფერსონი კი რიგით მესამე.

ჯორჯ ვაშინგტონი - იხ. თომას ჯეფერსონი.

ნაპოლეონ ბონაპარტე - საფრანგეთში იაკობინელების მმართველობა აჯანყებით დასრულდა,


რომელშიც თავი გენერალმა ნაპოლეონ ბონაპარტემ გამოიჩინა. მან ავსტრიელები დაამარცხა,
დაიკავა იტალიის დიდი ნაწილი, ბელგია, ჰოლანდია, პრუსია და ავსტრიაშიც კი შეიჭრა.
საფრანგეთი ძალიან გაძლიერდა და ტერიტორიულადაც გაფართოვდა. ნაპოლეონი კი ჯერ
საფრანგეთის მუდმივი კონსული, შემდეგ კი იმპერატორი გახდა. საფრანგეთის წინააღმდეგ
ევროპის უძლიერესმა სახელმწიფოებმა რამდენჯერმე შექმნეს კოალიცია. ნაპოლეონმა მათ
წინააღმდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი ბრძოლა გადაიხადა. ევროპაში საფრანგეთის
კონკურენტი ინგლისი იყო, ამიტომც ნაპოლეონმა მისი დაპყრობა განიზრახა. მან ინგლისი
კონტინენტურ ბლოკადაში მოაქცია, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო, რადგან ნაპოლეონი
ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში 1805 წელს ინგლისის ადმირალ ნელსონთან დამარცხდა.
საფრანგეთის ფლოტი სასტიკად განადგურდა, ხოლო ინგლისელებმა ევროპის სანაპიროები
დაბლოკეს. ამის შემდეგ ნაპოლეონმა რუსეთის გავლით ინდოეთში ლაშქრობა გადაწყვიტა, რათა
ინგლისელები აქ დაემარცხებინა. გარდა ამისა, რუსეთი 1807 წლის ტილზიტის ზავით
ვალდებული იყო კონტინენტურ ბლოკადაში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს პირობა არ

70
შეასრულა. ყოველივე ამის გამო ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა 1812 წელს. ამავე წელს მოსკოვთან
ახლოს ბოროდინოს ბრძოლაში მან რუსები დაამარცხა და მოსკოვი აიღო. თუმცა, რუსებმა
პარტიზანული ომი გამოუცხადეს ფრანგებს. ნაპოლეონი იძულებული გახდა ჯარი დაეტოვებინა
და პარიზში დაბრუნებულიყო. 1814 წელს ლაიფციგთან ევროპელთა გაერთიანებულმა არმიამ
ნაპოლეონი დაამარცხა და საფრანგეთშიც შეიჭრნენ. ნაპოლეონი გადააყენეს და კუნძულ ელბაზე
გადაასახლეს. 1815 წელს ნაპოლეონი კუნძულიდან გამოიქცა და პარიზში დაბრუნდა. მაგრამ
ამავე წელს ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონი კვლავ დამარცხდა კოალიციურ ლაშქართან და
ამჯერად სამუდამოდ გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე.

ჟორჟ ჟაკ დანტონი, მაქსიმილიან რობესპიერი და ჟან პოლ მარატი - საფრანგეთის მეფე ლუი
XIV_მ 1789 წელს გენერალური შტატები მოიწვია, რომელიც შემდეგ დამფუძნებელ კრებად
გადაკეთდა. კრაბამ საფრანგეთი კონსტიტუციურ მონარქიად გამოაცხადა, რასაც სამეფო კარი
მტრულად შეხვდა, მაგრამ ხალხის შიშით ვერაფერი მოიმოქმედეს. დამფუძნებელ კრებაზე
თავიანთი ნიჭიერებით, პატრიოტიზმითა და დემოკრატიული თვალთახედვით თავი გამოიჩინეს
დეპუტატებმა: ჟორჟ ჟაკ დანტონმა, მაქსიმილიან რობესპიერმა და ჟან პოლ მარატმა. ისინი დიდი
ფრანგული რევოლუციის სიმბოლოდ იქცნენ და იაკობინელების ხელისუფლებაში მოსვლი
შემდეგ ისინიც სახელმწიფოს სათავეში მოექცნენ. თუმცა, იაკობინელებშიც ურთიერთქიშპი
დაიწყო და ჯერ დანტონის, შემდეგ კი რობესპიერს, გილიოტინაზე თავი მოკვეთეს.

1. რა იყო სამრეწველო რევოლუციის არსი, როგორ შეცვალა ინდუსტრიულმა რევოლუციამ


ცხოვრების ტრადიციული წესი და სოციალური წესრიგი და რომელი ქვეყნები დაწინაურდნენ
დასავლეთ ევროპაში ამ ცვლილებების ფონზე;
XVIII საუკუნიდან მსოფლიოში ინდუსტრიული ეპოქა დაიწყო. ამ პერიოდში შეიქმნა
პირველი ორთქლის მანქანები, რამაც ხელით შრომა გამოდევნა და სამანქანო წარმოებაზე
დამყარებული ფაბრიკები წარმოიქმნა. ამ პროცესს ინდუსტრიულ რევოლუციასაც
უწოდებდნენ. ინდუსტრიალიზაციის ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა ქვანახშირის
საწვავად გამოყენების დანერგვა და ორთქლის ძრავის გამოგონება იყო. ორთქლის ძრავის
გამოგონება შოტლანდიელი ინჟინერ-გამომგონებლისა და მათემატიკოსის, ჯეიმს უატის
სახელს უკავშირდება. შუა საუკუნეებში ადამიანები მიხვდნენ, რომ ბუნების ძალთა საკუთარი
საჭიროებისთვის გამოყენება შეეძლო. მეცნიერებმა წარმატებას მიაღწიეს ქიმიაში, გამოიგონეს
ელექტრობა. მაგრამ თავიდან ისინი მეცნიერებას ძირითადად ყოფითი მიზნებისთვის
იყენებდნენ. განვითარდა სოფლის მეურნეობაც და ფერმერულ მეურნეობად გადაიქცა.
ადამიანებმა გამოიყვანეს მარცვლეულის ახალი ჯიშები, ისწავლეს მიწის „დასვენება“.
ყოველივე ამან დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობის გაზრდა გამოიწვია. ასევე
მნიშვნელოვანი იყო ფრანგი მეცნიერის, ანტუან ლავუზიეს მიღწევები ქიმიიაში.
განსაკუთრებით გაფართოვდა საპნის, ქაღალდის, შუშის წარმოება. ინდუსტრიული
რევოლუციის ფონზე ევროპაში ინგლისი, საფრანგეთი, ჰოლანდია, ესპანეთი, ავსტრია
დაწინაურდნენ, რომელთაც მოგვიანებით რუსეთი და პრუსიაც შეუერთდნენ.
2. პირველი ბურჟუაზიული რევოლუციები ევროპაში (ნიდერლანდები, ინგლისი), მათი
მსგავსება და განსხვავება;

კარლოს V_ის იმპერიის დაშლის შემდეგ ნიდერლანდები ესპანეთს დარჩა. ნიდერლანდები


ძალზე დაწინაურებული პროვინციებისგან შედგებოდა. აქ კაპიტალიზმი განვითარდა,
ესპანეთისგან განსხვავებით, სადაც ფეოდალიზმი იყო განვითარებული. ესპანეთის
შემოსავლების 40% ნიდერლანდებიდან შემოსდიოდა, რაც უკმაყოფილებას იწვევდა ხალხში.
ყოველივე ამან აჯანყება გამოიწვია ნიდერლანდებში. ეს აჯანყება თავდაპირველად ჩაახშეს

71
ესპანელებმა, თუმცა შემდეგ ნიდერლანდის პროვინციებმა შეკრეს უტრეხტის კავშირი - უნია.
მათ საბოლოოდ გაიმარჯვეს, ესპანეთის მეფე გადაყენებულად გამოაცხადეს ნიდერლანდების
სამეფოდან და შექმნეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც მისი ყველაზე მსხვილი
რეგიონის სახელიდან გამომდინარე ჰოლანდია უწოდეს. ჰოლანდიის მსგავსად მეფის
ხელისუფლების წინააღმდეგ ინგლისშიც მოხდა რევოლუცია. ამერიკელები უკმაყოფილონი
იყვნენ ინგლისელთა ბატონობით. ფილადელფიაში II კონგრესზე 1775 წელს კოლონიებმა
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გამოაცხადეს, რასაც სათავეში ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუდგა.
ეს ბრძოლა 7 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბრძოლის პერიოდში, 1776 წლის 4 ივლისს,
კონგრესმა თომას ჯეფერსონის მიერ შედგენილი დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო და
ახალი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა გამოაცხადა. ორივე
რევოლუცია მონარქიის წინააღმდეგ იყო მიმართული და ორივე შემთხვევაში
რევოლუციონერებმა გაიმარჯვეს.

3. ოცდაათწლიანი ომი ევროპაში, ვესტფალიის ზავი და ევროპის პირველი გადანაწილება;


1618 წელს რომის საღვთო იმპერიაში რეფორმაციის მიმდევრებსა და კათოლიკეებს შორის
დაიწყო ომი, რომელიც შემდეგ მთელ ევროპულ კონფლიქტად იქცა. ამ ომში თითქმის ყველა
ევროპული ქვეყანა ჩაერთო და 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ომში ყველაზე
აქტიურად საფრანგეთი და შვედეთი მონაწილეობდა. ეს ომი 1648 წელს ვესტფალიის ზავით
დასრულდა. ეს ზავი მოწინააღმდეგეთა შორის ძალთა ახალ ბალანსს აკანონებდა, რაც
სრულიად ცვლიდა ევროპის იმდროინდელ პოლიტიკურ რუკას. ზავის თანახმად
საფრანგეთმა ხელში ჩაიგდო ელზასი, ზუნგდაუ, ჰენეგაუ, 10 საიმპერიო ქალაქი,
ნიდერლანდებმა კი თავისი დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
4. აბსოლუტიზმის აღზევება საფრანგეთში და ბრძოლა ესპანეთის მემკვიდრეობისთვის;
აბსოლუტიზმის აყვავება საფრანგეთში ლუი XIV_ისა და მისი მინისტრის კოლბერის
დროს ხდება. მეფეს მისი თანამედროვეები მეფე-მზეს ეძახდნენ. ბავშვობაში ლუის
წინააღმდეგ პარიზელები აჯანყდნენ, ამიტომაც მან პარიზთან ახლოს ააგო ვერსალის
უდიდესი სასახლე და რეზიდენციაც გადაიტანა. მან მთელი ძალაუფლება იგდო ხელთ. მეფემ
უზენაესი სასამართლო დაარბია და მიმართა მოსამართლეებს: „ბატონებო, თქვენ გგონიათ,
რომ თქვენა ხართ საფრანგეთი, ცდებით, საფრანგეთი მე ვარ.“ გარდა ამისა, მან ყველა
მინისტრი და ხელისუფლების წარმომადგენელი ვერსალის სასახლეში დაასახლა და აქ
ფუფუნებაში აცხოვრებდა. მაგრამ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს მეფე ერთპიროვნულად
იღებდა. ლუი XIV_ს ცოლად ჰყავდა ესპანეთის მეფის კარლოს II_ის და. ამიტომაც ესპანეთის
მეფის გარდაცვალების შემდეგ ტახტი ლუი XIV_მ დაიკავა. რის გამოც, საფრანგეთს საღვთო
რომის იმპერია დაუპირისპირდა, რომელსაც შემდეგ ყველა ევროპული ქვეყანა შეუერთდა.
საფრანგეთმა ომი წააგო და ლუი XIV_ის გარდაცვალების შემდეგ მისი სიძლიერე შესუსტდა.
5. რა გავლენა მოახდინა ბრძოლამ ინგლისის მონარქებსა და პარლამენტს შორის
ბრიტანეთის განვითარებაზე?
ბრძოლა მონარქებსა და პარლამენტს შორის ჯერ კიდევ ჩარლზ I_ის დროს დაიწყო,
რომელიც მეფის სიკვდილით დასჯით დასრულდა. ამის შემდეგ კი, პარლამენტს უკვე
ჯეიმს II დაუპირისპირდა. მაგრამ ისიც დამარცხდა და ინგლისი ჯერ რესპუბლიკად, შემდეგ
კი საკონსტიტუციო მონარქიად გამოცხადდა. ინგლისის საგადასახადო პოლიტიკის თაობაზე
მეფესა და პარლამენტს შორის ძირითადად პარლამენტის გამარჯვებით სრულდებოდა
ხოლმე. „დიდი რევოლუცია“ ბრიტანეთის როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ
ისტორიაში გარდამტეხ მოვლენად იქცა. ამ დროს ჩამოყალიბდა ინგლისის ბანკი, რომელიც
ხაზინასა და ეროვნულ ვალუტას აკონტროლებდა. ასევე გაჩნდა ბაზარი საჯარო თუ კერძო
ფასიანი ქაღალდებისთვის. დაფინანსებისა და გასესხების სიმარტივე, სტაბილურობა და
72
გარანტიები ხელს უწყობდა ფულის ტრიალს ქვეყანაში და ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში
ფულის დაბანდებას. პარლამენტის ძალაუფლების ზრდამ ბრიტანეთში საჯარო ფინანსების
სისტემის გაჯანსაღება და გადასახადების უფრო რაციონალური პრინციპის შემოღება
გამოიწვია.
6. ფრანგული განმანათლებლების იდეების გავლენა ამერიკის დამფუძნებელ მამებზე და
აშშ_ს დაბადება;
ამერიკელები უკმაყოფილონი იყვნენ ინგლისელთა ბატონობით. ფილადელფიაში
კოლონიების I კონგრესი შეიკრიბა და ინგლისიგან გადასახადების დაწესების უფლების
გადაცემას მოითხოვდნენ. ხოლო უკვე II კონგრესზე 1775 წელს კოლონიებმა
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გამოაცხადეს, რასაც სათავეში ჯორჯ ვაშინგტონი ჩაუდგა.
ეს ბრძოლა 7 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა. ბრძოლის პერიოდში, 1776 წლის 4 ივლისს,
კონგრესმა თომას ჯეფერსონის მიერ შედგენილი დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო და
ახალი სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების შექმნა გამოაცხადა. ამავე
დეკლარაციაში გამოხატული იყო ისეთი მოთხოვნები, როგორიც არის კანონის წინაშე ყველას
თანასწორობა, ხალხის უზენაესობა და მისი უფლება შეცვალოს ხელისუფლების ფორმა.
თუმცა, ინგლისთან ომი 1783 წელს ვერსალის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა, რომლის
თანახმადაც ინგლისმა აშშ_ს დამოუკიდებლობა აღიარა. მაგრამ ვერსალის საზავო
ხელშეკრულებამდე რამდენიმე წლით ადრე აშშ_მ თავისი პირველი კონსტიტუცია -
„კონფედერაციის მუხლები მუდმივი კავშირის“ შესახებ მიიღო. მოგვიანებით, ეს მუხლები
გადაიხედა და ძალაში პირველი დამატებების შემდეგ შევიდა. იგი იცავს მოქალაქის ძირითად
უფლებებს: სიტყვის, პრესის, შეკრებისა და დემონსტრაციების.
7. საფრანგეთის „სისხლიანი რევოლუცია“, ამ რევოლუციის სისასტიკის მიზეზები და მისი
შედარება წინამორბედ ევროპულ და ამერიკულ რევოლუციებთან;
საფრანგეთის სისხლიანი რევოლუცია მეფის გადაყენებით და კონსტიტუციური
მონარქიის დამყარებით დასრულდა. მალე დამფუძნებელმა კრებამ თავი დაშლილად
გამოაცხადა, ამიტომაც შეიკრიბა საკანონმდებლო ორგანო - ნაციონალური კონვენტი,
რომელშიც იაკობინელები და ჟირონდისტები იყვნენ მთავარი ძალები. კონვენტში მეფე ლუი
XVI_ის ბედი იყო გასარკვევი. ჟირონდისტებს მეფის გადარჩენა სურდათ, მაგრამ
იაკობინელებმა იმარჯვეს და მეფეს გილიოტნაზე თავი მოკვეთეს. ამის შემდეგ
ჟირონდისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში. მეფის სიკვდილით დასჯა საფრანგეთის
მეზობლებმა გამოიყენეს საბაბად და ომი წამოიწყეს საფრანგეთის წინააღმდეგ. ომი დიდ
ხარჯებს ითხოვდა. ამიტომაც ჟირონდისტებმა ქაღალდის ფულის გამოშვება დაიწყო, რამაც
ინფლაცია გამოიწვია. ხალხმა ქუჩაში გამოსვლები დაიწყო, მათ ჟირონდისტების
ხელისუფლება დაამხეს და სათავეში იაკობინელები მოვიდნენ. მათ საფრანგეთი
რესპუბლიკად გამოაცხადეს და შემდეგ ინფლაციის წინააღმდეგ დაიწყეს ბრძოლა. მაგრამ
თვითონ იაკობინელებში შიდაარეულობა დაიწყო და უამრავი ადამიანი ღალატის
ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. იაკობინელების მმართველობას იაკობინური დიქტატურა
ეწოდება.
8. ნაპოლეონ ბონაპარტეს აღზევება და დაცემა.
საფრანგეთში იაკობინელების მმართველობა აჯანყებით დასრულდა, რომელშიც თავი
გენერალმა ნაპოლეონ ბონაპარტემ გამოიჩინა. მან ავსტრიელები დაამარცხა, დაიკავა იტალიის
დიდი ნაწილი, ბელგია, ჰოლანდია, პრუსია და ავსტრიაშიც კი შეიჭრა. საფრანგეთი ძალიან
გაძლიერდა და ტერიტორიულადაც გაფართოვდა. ნაპოლეონი კი ჯერ საფრანგეთის მუდმივი
კონსული, შემდეგ კი იმპერატორი გახდა. საფრანგეთის წინააღმდეგ ევროპის უძლიერესმა
სახელმწიფოებმა რამდენჯერმე შექმნეს კოალიცია. ნაპოლეონმა მათ წინააღმდეგ რამდენიმე
მნიშვნელოვანი ბრძოლა გადაიხადა. ევროპაში საფრანგეთის კონკურენტი ინგლისი იყო,
ამიტომც ნაპოლეონმა მისი დაპყრობა განიზრახა. მან ინგლისი კონტინენტურ ბლოკადაში

73
მოაქცია, მაგრამ ამან შედეგი არ გამოიღო, რადგან ნაპოლეონი ტრაფალგარის საზღვაო
ბრძოლაში 1805 წელს ინგლისის ადმირალ ნელსონთან დამარცხდა. საფრანგეთის ფლოტი
სასტიკად განადგურდა, ხოლო ინგლისელებმა ევროპის სანაპიროები დაბლოკეს. ამის შემდეგ
ნაპოლეონმა რუსეთის გავლით ინდოეთში ლაშქრობა გადაწყვიტა, რათა ინგლისელები აქ
დაემარცხებინა. გარდა ამისა, რუსეთი 1807 წლის ტილზიტის ზავით ვალდებული იყო
კონტინენტურ ბლოკადაში მიეღო მონაწილეობა, მაგრამ ეს პირობა არ შეასრულა. ყოველივე
ამის გამო ნაპოლეონი რუსეთში შეიჭრა 1812 წელს. ამავე წელს მოსკოვთან ახლოს ბოროდინოს
ბრძოლაში მან რუსები დაამარცხა და მოსკოვი აიღო. თუმცა, რუსებმა პარტიზანული ომი
გამოუცხადეს ფრანგებს. ნაპოლეონი იძულებული გახდა ჯარი დაეტოვებინა და პარიზში
დაბრუნებულიყო. 1814 წელს ლაიფციგთან ევროპელთა გაერთიანებულმა არმიამ ნაპოლეონი
დაამარცხა და საფრანგეთშიც შეიჭრნენ. ნაპოლეონი გადააყენეს და კუნძულ ელბაზე
გადაასახლეს. 1815 წელს ნაპოლეონი კუნძულიდან გამოიქცა და პარიზში დაბრუნდა. მაგრამ
ამავე წელს ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონი კვლავ დამარცხდა კოალიციურ ლაშქართან
და ამჯერად სამუდამოდ გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე.

IX თავი9
ჩარტიზმი - მუშათა პირველი გამოსვლები, რომლებიც პოლიტიკური უფლებების მოპოვებისა
და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ იყო მიმართული,, ინგლისში დაიწყო.
რადგან ინგლისი ყველას უსწრებდა მსხვილი საწარმოების რაოდენობით, სადაც ასეულობით

9
მსოფლიო 1815-1870 წლებში
74
მუშა მუშაობდა. მუშათა თვითშეგნების ზრდას ინგლისში მასობრივი პოლიტიკური მოძრაობის
წარმოშობა მოჰყვა, რომელიც ისტორიაში ჩარტიზმის სახელით არის ცნობილი. 1836 წელს
მოწინავე მუშათა და ხელოსანთა ჯგუფმა შექმნა ლონდონის მუშათა ასოციაცია, რომელსაც
მუშათა მოძრაობისთვის პროგრამა უნდა შეემუშავებინა. ამ პროგრამას „სახალხო ქარტია“
ეწოდებოდა. ქარტია ინგლისურად ჩარტერად გამოითქმის და ამიტომაც ეწოდება ამ მოძრაობას
ჩარტისტული მოძრაობა. ქარტია შემდეგ მოთხოვნებს აყენებდა: არჩევნების ქონებრივი ცენზის
გაუქმება, პარლამენტის ყოველწლიური არჩევნები, ფარული ხმის მიცემა, დეპუტატებისთვის
ხელფასების დაწესება. მთელ ქვეყანაში დაიწყო სახალხო გამოსვლები, რასაც ხელისუფლებამ
რეპრესიებით უპასუხა. თუმცა, საბოლოოდ, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა: 13 წლამდე
ასაკის ბავშვების და ასევე ქალების სამუშაო საათების შემცირება, მათთვის მიწისქვეშა სახლებში
მუშაობის აკრძალვა.

ტრედ-უნიონები - მუშათა კლასის გაერთიანებისა და საკუთარი უფლებების დაცვის ყველაზე


გავრცელებული ფორმა პროფკავშირები იყო, რომლებიც ზოგიერთ ქვეყანაში პოლიტიკურ
პარტიებად გარდაიქმნა. ინგლისში წარმოქმნილ ამგვარ გაერთიანებებს - ტრედ-უნიონები ერქვა.
მათ მოლაპარაკებების გზით მოახერხეს როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ასევე
ხელფასების გაზრდაც. წარმატებებით შეგულიანებული მუშები კი უკვე ნაკლებად ერეოდნენ
პოლიტიკაში და გაფიცვებსაც უკიდურეს შემთხვევაში მართავდნენ. წარმატებას საფრანგეთის
მუშებმაც მიაღწიეს, რომლებმაც სამუშაო დღის 10 საათამდე შეზღუდვა მოახერხეს.

„სოციალური დარვინიზმი“ – XIX საუკუნეში ევროპის უძლიერესი სახელმწიფოები


იმპერიების შექმნას ცდილობდნენ და მეზობელ ქვეყნებს იპყრობდნენ. გარდა ამისა, ისინი ამ
დაპყრობების საჭიროებებს ასაბუთებდნენ. მაგალითად, რუსეთი თავის დაპყრობებს
დაპყრობილი ხალხების მხრიდან იმპერიისადმი დახმარების თხოვნით ამართლებდა. თვით ამ
ხალხებს კი დახმარების თხოვნას აიძულებდა მათთვის გაუსაძლისი პირობების შექმნით.
სოციალური დარვინიზმი არის ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომლის წარმომადგენლებიც
ამტკიცებდნენ, რომ ადამიანთა საზოგადოებაში ძლიერი იმარჯვებს და ამას ძლიერის
გადარჩენის ინსტიქტითა და ძლიერის საჭიროებებით ამართლებდნენ. სოციალური
დარვინიზმის თეორია, რომელიც ძლიერის კულტს ქადაგებდა, იდეოლოგიურად ამართლებდა
და ხელს უწყობდა ევროპის ექსპანსიას. ამ თეორიის ფუძემდებელი ჰერბერტ სპენსერი იყო,
რომელიც ამბობდა: „გადარჩება უძლიერესი“. ეს ფრაზა იმპერიალიზმის დევიზად იქცა.

თანზიმითის ხანა - ოსმალეთის იმპერია თანდათან დასუსტდა და უკვე XIX საუკუნეში ძალზე
ჩამორჩებოდა ევროპის ქვეყნებს. ამას საბერძნეთის აჯანყება და მისი ტერიტორიების დაკარგვაც
დაერთო. ამიტომაც ოსმალეთის ხელისუფლებამ ქვეყნის გარდაქმნა-განვითარება განიზრახა.
სულთანმა მაჰმუდ II_მ რიგი რეფორმები გაატარა: გატარდა ადმინისტრაციული რეფორმა.
ქვეყანა ვილაიეთებად დაიყო, რომელსაც სათავეში ცენტრიდან დანიშნული მოხელეები
ჩაუდგნენ. გაუქმდა მიწის საკუთრების ფეოდალური სისტემა და მიწაზე კერძო საკუთრება
დამკვიდრდა. თურქეთში დაწყებულ ამ გარდაქმნების ხანას თანზიმითის ხანა ეწოდება.
რეფორმების მიზანი ნახევრადფეოდალური ქვეყნის ბურჟუაზიულ სახელმწიფოდ ქცევა იყო.
გაუქმდა ფეოდალური პრივილეგიები და არმიაც ახლებურად მოეწყო.

კარტელი - XIX საუკუნისთვის გერმანია ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, თუმცა საფრანგეთის


რევოლუციისა და ნაპოლეონის რეფორმების შემდეგ იგი დაწინაურდა. გერმანია
განსაკუთრებულად განვითარდა ეკონომიკურად. იმ დროის გერმანული ეკონომიკის ერთ-ერთი
მახასიათებელია კარტელების წარმოქმნა. სიტყვა კარტელი დამოუკიდებელ ფირმებს შორის
ფასების, ბაზრებისა თუ ნაწარმის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე შეთანხმებას აღნიშნავს,
რასაც საბოლოოდ მონოპოლისტურ, არაკონკურენტულ გარემომდე მივყავართ. ეს
კანონმდებლობით აკრძალული იყო ინგლისსა და აშშ_ში, მაგრამ არა გერმანიაში. მსგავს
75
პრაქტიკას წარმოების შემცირება და მოგების ზრდა მოსდევს ხოლმე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა
გერმანიაში, რომელიც წარმოების სხვადასხვა სფეროში მკვეთრად დაწინაურდა. მან ამას
კარტელური პრაქტიკის პროტექციონისტულ საგადასახადო ტარიფებთან შეხამებით მოახერხა.
გერმანიამ შეძლო შეენარჩუნებინა მაღალი ფასები შიდა ბაზარზე და განუსაზღვრელი
რაოდენობით გაეტანა საქონელი საზღვარგარეთ. მისი ექსპორტის წილი მსოფლიო ბაზარზე
განუზომლად გაიზარდა.

გულისტანის ზავი - რუსეთმა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები დაიპყრო, რასაც


რუსეთ-თურქეთისა და რუსეთ-ირანის ომები მოჰყვა. რუსეთ-ირანის ომი 1813 წელს
გულისტანის ზავით დასრულდა. ზავის მიხედვით ირანმა ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის
საზღვრებში აღიარა.

თურქმანჩაის ზავი - რუსეთმა ირანთან 1826 წელს ახალი ომი წამოიწყო, რომელიც მალევე,
1828 წელს დაასრულა. დასუსტებული ირანი დაამარცხა და თურქმანჩაის ზავით სამხრეთ
კავკასიაში არსებული მუსლიმური სახანოებიც შეიერთა.

ყირიმის ომი - 1853 წელს რუსეთმა თურქეთთან ომი წამოიწყო, რომელიც საერთო ევროპულ
ომში გადაიზარდა. ისტორიაში ეს ომი ყირიმის ომის სახელით შევიდა. მისი მიზეზი რუსეთის
დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებზე გაბატონების სურვილი იყო. ამ პერიოდში ავსტრია-
უნგრეთი, პრუსია და საფრანგეთი რევოლუციებით დასუსტებული იყო და ამასთანავე სწორედ
რუსეთი დაეხმარა მათ რევოლუციების ჩახშობაში. ამიტომაც ისინი ომში ვერ ჩაერეოდნენ. ომის
პირველ ეტაპზე რუსეთმა ოსმალეთი რამდენჯერმე დაამარცხა. ასეთ ვითარებაში, იმის შიშით,
რომ რუსეთი ოსმალეთის დამარცხებით ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს დაეუფლებოდა,
საფრანგეთი, ინგლისი და სარდინია იძულებული გახდა ომში ჩართულიყო ოსმალეთის მხარეს.
ამის გამო, რუსეთი დამარცხდა და შავ ზღვაში ფლოტის ყოლა აეკრძალა.

პარიზის კომუნა - 1870 წელს საფრანგეთსა და პრუსიას შორის ომი დაიწყო, რომელიც
საფრანგეთის სასტიკი დამარცხებით დასრულდა. მათ ზავი დადეს პრუსიასთან და პარიზის
კაპიტულაცია გამოაცხადეს. პარიზის მუშებმა დროებით დაზავებას აჯანყებით უპასუხეს. ასე
დაიწყო პარიზის კომუნა, რომელმაც 72 დღე იარსება. კომუნა მუშათა კლასის მასობრივ
რევოლუციურ ორგანიზაციებს - კლუბებს ეკუთვნოდა. აჯანყებულებმა პარიზის სამთავრობო
შენობები დაიკავეს. მთავრობა კი ვერსალში გაიქცა. ახალმა ხელისუფლებამ კომუნის არჩევნები
დაიწყო. იგი მოწინავე მუშების, წვრილი ვაჭრების, ხელოსნებისგან შედგებოდა. მათ დაანგრიეს
ძველი სახელმწიფო აპარატი, გააუქმეს მუდმივი არმია. ამ პერიოდში კი ძველმა მთავრობამ
ვერსალში ჯარი შეკრიბა და პარიზში გაემართა. პარიზის ქუჩებში ბრძოლა შვიდ დღეს
გაგრძელდა. კომუნა დამარცხდა და მისთვის ბრძოლაში ასი ათასი პარიზელი დაიღუპა.

„ახალი ოსმანები“ – XIX საუკუნეში ოსმალეთი ძალიან დასუსტდა, რაც რუსეთთან წაგებულ
ორ ომში გამოიხატა. გარდა ამისა, ოსმალეთის ბანკებსა და სხვადასხვა დაწესებულებას
ევროპელები აკონტროლებდნენ. ბოლოს კი სულთანმა იმპერიის ნაწილობრივი გაკოტრება
გამოაცხადა. საზოგადოების ნაწილი ძირეულ ცვლილებებს ითხოვდა. ისინი ახალი ოსმანების
სახელით არიან ცნობილი. ისინი ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებისთვის
იბრძოდნენ. ოსმალეთის გაკოტრების შემდეგ კი მათ უკვე სულთნის შეცვლა მოითხოვეს და ამას
მიაღწიეს კიდეც. შემდეგ კი სულთანს კონსტიტუციის მიღება აიძულეს, რომლის მიხედვითაც
ოსმალეთი კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა, სახელმწიფო ენად - თურქული, ხოლო
რელიგიად - ისლამი. კონსტიტუციის თანახმადვე მოიწვიეს პარლამენტი - მეჯლისი.

აბოლიციონიზმი - XIX საუკუნეში ამერიკაში სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატები


ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თანაარსებობდნენ. ჩრდილოეთ შტატები ბურჟუაზიული იყო
და კაპიტალიზმი იყო განვითარებული, განსხვავებით სამხრეთ შტატებისგან, სადაც
76
პლანტატორები მიწას შავკანიან მონებს ამუშავებინებდნენ. მათ აქ დიდი პლანტაციები ჰქონდათ.
მაგრამ პლანტატორები მოსახლეობის 3%_ს შეადგენდნენ, ხოლო მონები კი თითქმის 1/3. ქვეყნის
ინტერესები შეუსაბამობაში მოდიოდა პლანტატორების ინტერესებთან, რომლებსაც
ინგლისელები ეხმარებოდნენ. საზოგადოება მონობის გაუქმებისთვის იბრძოდა. ეს მოძრაობა
აბოლიციონისტური მოძრაობის სახელით არის ცნობილი. დაპირისპირება სამოქალაქო ომში
გადაიზარდა, რომლის მსვლელობისას ამერიკის პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა მონობის
გათავისუფლების შესახებ პროკლამაცია გამოსცა, მოგვიანებით კი მათ არმიაში სამსახურის
უფლებაც მისცა. ჩრდილოეთის ჯარებმა გაიმარჯვეს და ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს
პრეზიდენტად.

კარლ ბენცი და გოტლიბ დაიმლერი - ტექნოლოგიურმა განვითარებამ მანამდე უცნობი ან


ნაწილობრივ გამოუყენებელი ბუნებრივი რესურსები აამოქმედა. ამის უპირველესი მაგალითია
ქვა-ნახშირი. ხოლო ინდუსტრიის მამოძრავებელი მეორე უმთავრესი წყარო ნავთობის მოპოვება-
გამოყენება გახდა და საბოლოოდ, კარლ ბენცისა და გოტლიფ დაიმლერის წყალობით
ცივილიზაციამ შიდაწვის ძრავაც მიიღო.

პიერ მარტენი და გუსტავ ეიფელი - XIX საუკუნეში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი


ტექნოლოგიური სიახლე რკინის წარმოებასა და მეფოლადეობის სწრაფ განვითარებას
უკავშირდება. იგი ადრეც იწარმოებოდა, მაგრამ მცირე რაოდენობით, რადგან ძვირი ჯდებოდა.
XIX საუკუნის 60_იან წლებში ფრანგმა მეტალურგმა პიერ მარტენმა და ძმებმა სიმენსებმა შექმნეს
ღია ტიპის ღუმელი - სიმენს-მარტენის ღუმელი, რომელიც მაღალხარისხოვანი ფოლადის
მასიურად დნობას ხდიდა შესაძლებელს. ამის მეშვეობით განვითარდა სხვა დარგებიც: ფოლადის
ლიანდაგები დაიგო, ფოლადის გამოყენება გემთმშენებლობაშიც დაიწყეს და სამხედრო საქმეშიც.
სწორედ ფოლადის დამსახურებაა ცათამბრჯენებისა და სხვადასხვა მასიური ნაგებობების აგება.
მაგალითად: გუსტავ ეიფელის ეიფელის კოშკის.

მიშელ შევალიე - ინგლისში აღმოცენებულმა ეკონომიკურმა ლიბერალიზმის იდეებმა ნელ-


ნელა საფრანგეთშიც დაიწყო ფეხის მოკიდება. მის მთავარ გამხმოვანებლად ეკონომისტი, მიშელ
შევალიე იქცა. მას საფრანგეთის ხელისუფლება მფარველობდა. ნაპოლეონ III ტახტზე ასვლის
შემდეგ ცდილობდა კარგი ურთიერთობის დამყარებას ინგლისთან, ამისთვის კი ლიბერალური
სავაჭრო პოლიტიკის შემოღება იყო საჭირო. მიშელ შევალიეს მეცადინეობით საფრანგეთსა და
ინგლისს შორის ხელშეკრულება დაიდო: ბრიტანულმა მხარემ საფრანგეთიდან შემოტანილ
საქონელზე ყოველგვარი ტარიფი მოხსნა, საფრანგეთმა კი ბრიტანულ საქონელზე აკრძალვები
მოხსნა.

მაჰმუდ II - ოსმალეთის იმპერია თანდათან დასუსტდა და უკვე XIX საუკუნეში ძალზე


ჩამორჩებოდა ევროპის ქვეყნებს. ამას საბერძნეთის აჯანყება და მისი ტერიტორიების დაკარგვაც
დაერთო. ამიტომაც ოსმალეთის ხელისუფლებამ ქვეყნის გარდაქმნა-განვითარება განიზრახა.
სულთანმა მაჰმუდ II_მ რიგი რეფორმები გაატარა: გატარდა ადმინისტრაციული რეფორმა.
ქვეყანა ვილაიეთებად დაიყო, რომელსაც სათავეში ცენტრიდან დანიშნული მოხელეები
ჩაუდგნენ. გაუქმდა მიწის საკუთრების ფეოდალური სისტემა და მიწაზე კერძო საკუთრება
დამკვიდრდა. თურქეთში დაწყებულ ამ გარდაქმნების ხანას თანზიმითის ხანა ეწოდება.
რეფორმების მიზანი ნახევრადფეოდალური ქვეყნის ბურჟუაზიულ სახელმწიფოდ ქცევა იყო.
გაუქმდა ფეოდალური პრივილეგიები და არმიაც ახლებურად მოეწყო.

შარლ X - ნაპოლეონ ბონაპარტეს დამარცხებისა და საფრანგეთში სამეფო ხელისუფლების


აღდგენასთან ერთად, ბურბონები ძველი წყობილების რესტავრაციას შეეცადნენ. ამან
სამრეწველო კრიზისი და დეპრესია გამოიწვია. საფრანგეთის მეფე შარლ X შექმნილ სიტუაციაში
ვერ გაერკვა და 1830 წლის ივლისში ხელი მოაწერა ორდონანსებს, რომელიც პარლამენტის

77
დათხოვნას, დეპუტატების რიცხვის ორჯერ შემცირებას და საარჩევნო სიიდან ბურჟუაზიის
წარმომადგენლების ამოღებას ითვალისწინებდა. ამან საფრანგეთის ივლისის ბურჟუაზიული
რევოლუცია გამოიწვია. პარიზი ბარიკადებით დაიფარა. აჯანყებულებმა ტიულერის სასახლე
აიღეს და რევოლუციური დროშა აღმართეს. შარლ X იძულებული გახდა მეფობიდან
გადამდგარიყო და ინგლისში გაქცეულიყო.

ლუი ფილიპე - 1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ დეპუტატთა პალატამ


ხელისუფლება ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელს, ლუი ფილიპე ორლეანელს გადასცა და
ის მეფედ გამოაცხადა. მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომელიც მეფის უფლებებს ზღუდავდა და
დეპუტატთა პალატის უფლებებს ზრდიდა. ასევე შემცირდა ქონებრივი ცენზი და ახლა მეტ
ამომრჩეველს შეეძლო არჩევნებში მონაწილეობა. ივლისის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში
კაპიტალიზმი განვითარდა. თუმცა მოსახლეობა მაინც უკმაყოფილო იყო მთავრობით, რადგან
მათ საფრანგეთის რესპუბლიკად გადაქცევა სურდათ. 1848 წელს ახალი რევოლუცია
მზადდებოდა. ქუჩაში დემონსტრატები გამოჩნდნენ. ისინი ბურბონთა სასახლისკენ დაიძრნენ.
მათ ბარიკადები აღმართეს. ქუჩაში შეიარაღებული ბრძოლები გაჩაღდა. მეფე შეშინდა და
ტახტიდან გადადგა, რის შემდეგაც ინგლისში გაიქცა. საფრანგეთი კი რესპუბლიკად
გამოცხადდა.

ნაპოლეონ III – 1848 წლის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტად ნაპოლეონის


ძმისშვილი ლუი ნაპოლეონი აირჩიეს. მან სამი წლის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალება
მოახდინა, დამფუძნებელი კრება დაითხოვა და მცირე ხანში ნაპოლეონ III_ის სახელით თავი
იმპერატორად გამოაცხადა. თავისი მმართველობისთვის ლეგიტიმურობის ელფერის მისაცემად
მან რეფერენდუმი მოიწვია, რომელმაც იმპერატორის ხელისუფლებას სიმყარე შესძინა. 1870 წელს
მან ომი წამოიწყო პრუსიის წინააღმდეგ, თუმცა ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. იგი სასტიკად
დამარცხდა და 2 სექტემბერს იმპერატორი თავისი ჯარით ტყვედ ჩაუვარდა პრუსიელებს. იგი
იძულებული გახდა ხელი მოეწერა ზავზე სამარცხვინო პირობებით. მან თავისი ტერიტორიების
ნაწილი პრუსიელებს გადასცა და შემდეგ კი რომიც დაკარგა.

ნიკოლოზ I - ვენის კონგრესით პოლონეთი პრუსიამ, ავსტრიამ და რუსეთმა გაინაწილა,


რომელთა შორის უდიდესი ნაწილი რუსეთს ერგო. რუსეთმა ეს ტერიტორია პოლონეთის
სამეფოდ გამოაცხადა. 1830 წლის საფრანგეთის რევოლუციის გავლენით პოლონეთშიც იფეთქა
აჯანყებამ. პოლონელებმა რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I პოლონეთის ტახტიდან
გადაყენებულად გამოაცხადეს. რუსეთის იმპერატორმა უზარმაზარი ჯარი დაძრა პოლონეთის
წინააღმდეგ და აჯანყება ჩაახშო. 1853 წელს კი ნიკოლოზ I_მა თურქეთთან ომი წამოიწყო,
რომელიც საერთო ევროპულ ომში გადაიზარდა. ისტორიაში ეს ომი ყირიმის ომის სახელით
შევიდა. მისი მიზეზი რუსეთის დარდანელისა და ბოსფორის სრუტეებზე გაბატონების სურვილი
იყო. ამ პერიოდში ავსტრია-უნგრეთი, პრუსია და საფრანგეთი რევოლუციებით დასუსტებული
იყო და ამასთანავე სწორედ რუსეთი დაეხმარა მათ რევოლუციების ჩახშობაში. ამიტომაც ისინი
ომში ვერ ჩაერეოდნენ. ომის პირველ ეტაპზე რუსეთმა ოსმალეთი რამდენჯერმე დაამარცხა. ასეთ
ვითარებაში, იმის შიშით, რომ რუსეთი ოსმალეთის დამარცხებით ბოსფორისა და დარდანელის
სრუტეებს დაეუფლებოდა, საფრანგეთი, ინგლისი და სარდინია იძულებული გახდა ომში
ჩართულიყო ოსმალეთის მხარეს. ამის გამო, რუსეთი დამარცხდა და შავ ზღვაში ფლოტის ყოლა
აეკრძალა.

კლემენტ ფონ მეტერნიხი - 1848 წლის დასაწყისში ავსტრიაში რევოლუცია დაიწყო. ქვემო
ავსტრიის პარლამენტის გახსნის დღეს ვენაში დემონსტრატები შეიკრიბნენ. ისინი მეტერნიხის
გადადგომას მოითხოვდნენ, რომელიც თითქმის 30 წელი, როგორც კანცლერი, სათავეში ედგა
ავსტრიის მთავრობას. იმპერატორმა ის გადააყენა. მეტერნიხი გადაცმული საზღვარგარეთ გაიქცა.
ახალმა მთავრობამ კონსტიტუცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ძალაუფლება კვლავ
78
იმპერატორს რჩებოდა. ამას დიდი მღელვარება მოჰყვა ხალხში. მათ რევოლუციური მოძრაობა
წამოიწყეს. იმპერატორი თავდაპირველად ვერ უმკლავდებოდა აჯანყებულებს, თუმცა შემდეგ
რუსეთის დახმარებით მაინც შეძლო აჯანყების ჩახშობა.

ფრიდრიხ ვილჰელმ IV – 1848 წლის საფრანგეთის რევოლუციამ გამოხმაურება გერმანიაშიც


ჰპოვა. მან რამდენჯერმე ახალ-ახალი ძალებით იფეთქა. რევოლუციის ერთ-ერთ ამოცანას
გერმანიის პოლიტიკური გაერთიანება წარმოადგენდა. ბურჟუაზიის უმრავლესობას გაერთიანება
პრუსიის მეთაურობით სურდა, ნაწილი კი ავსტრიის მხარეს იყო. 1849 წელს ფრანქფურტის
ეროვნულმა კრებამ სრულიად გერმანიის კონსტიტუცია მიიღო, რომელიც ერთიანი გერმანული
სახელმწიფოს შექმნას გულისხმობდა. ამ სახელმწიფოში პრუსია და ავსტრიაც უნდა შესულიყო.
გაერთიანებული გერმანიის იმპერატორის გვირგვინი ფრიდრიხ ვილჰელმ IV_ს შესთავაზეს,
თუმცა მან უარი განაცხადა, რადგან მას ამ სახელმწიფოების უბრალოდ დაპყრობა სურდა.
საბოლოოდ, არც ერთმა გერმანულმა სახელმწიფომ კონსტიტუციას მხარი არ დაუჭირა.

კამილო დი კავური - 1852 წელს სარდინიის სამეფოს მთავრობას სათავეში კამილო ბენცო დი
კავური ჩაუდგა, რომელიც ქვეყანას მეფის სახელით 10 წელი მართავდა. იგი მდიდარი
მიწათმფლობელი იყო, რომელიც თავისი იდეების ცხოვრებაში განხორციელებას ცდილობდა
სარკინიგზო მშენებლობის, ბანკის დაარსებისა და გაზეთის გამოცემის საშუალებით. იგი საზღვაო
ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო და ფინანსთა მინისტრობასაც ითავსებდა.
მისი აზრით, ქვეყანა განვითარდებოდა ფინანსური მოწყობისა და ეკონომიკური წინსვლის
მეშვეობით. დი კავურმა მრჩევლებად უცხოელი ეკონომისტები მიიწვია, რამაც უცხოური
კაპიტალის შემოდინება გამოიწვია. შედეგად ექსპორტი ორჯერ, იმპორტი კი - სამჯერ გაიზარდა.

ჯუზეპე მაძინი და ჯუზეპე გარიბალდი - იტალიის გაერთიანებისთვის რესპუბლიკელი


ჯუზეპე მაძინი იბრძოდა, რომელმაც ეროვნულ-რევოლუციური მოძრაობა „ახალგაზრდა
იტალია“ დააარსა. მაძინის გვერდით ჯუზეპე გარიბალდი იდგა, რომელიც უშიშარი მებრძოლი
და პატრიოტი იყო და იტალიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ისინი ქვეყნის
გაერთიანებისთვის დიპლომატიას იყენებდნენ - ნაპოლეონ III_ის კეთილგანწყობის
მოსაპოვებლად ყირიმის ომში ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ. ამის შემდეგ კი ავსტრიის
წინააღმდეგაც ჩაერთო ომში. ავსტრიასთან ომის შემდეგ ნეაპოლის სამეფოში აჯანყებამ იფეთქა.
ამ აჯანყებას გარიბალდი თავისი ჯარით შეუერთდა. აჯანყება მთელ სამხრეთ იტალიას მოედო.
გარიბალდიმ რომის აღებაც განიზრახა, ამისათვის კი საფრანგეთის ჯარებზე ილაშქრა. მაგრამ იგი
დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ომში ავსტრიამ გაიმარჯვა.

ოტო ფონ ბისმარკი - 1862 წელს პრუსიის მეფე ვილჰელმ I_მა კანცლერად ოტო ფონ ბისმარკი
დანიშნა. მან გერმანიის გაერთიანება პრუსიის ხელმძღვანელობით გადაწყვიტა. თავდაპირველად
მან პრუსიის არმია გააძლიერა, შემდეგ კი აგრესიულ საგარეო პოლიტიკას შეუდგა. მან სამი ომი
გადაიხადა ევროპის ქვეყნებთან: დანიასთან, ავსტრიასთან და საფრანგეთთან და სამივე მოიგო.
უკანასკნელ ომში საფრანგეთის წინააღმდეგ, პრუსიელებმა მეფე ნაპოლეონ III და მთელი
ფრანგული ჯარი ტყვედ ჩაიგდეს და აიძულეს ზავისთვის მოეწერათ ხელი, რომლის მიხედვითაც
ფრანგული ტერიტორიების ნაწილი პრუსიის ხელში აღმოჩნდა. 1871 წლის 18 იანვარს ვერსალში
ოფიციალურად გამოაცხადეს გერმანიის იმპერიის ჩამოყალიბება, ხოლო კაიზერად კი ვილჰელმ I
დასახელდა.

ვილჰელმ I - იხ. ოტო ფონ ბისმარკი.

აბდულ-აზიზი - XIX საუკუნეში ოსმალეთი ძალიან დასუსტდა, რაც რუსეთთან წაგებულ ორ


ომში გამოიხატა. გარდა ამისა, ოსმალეთის ბანკებსა და სხვადასხვა დაწესებულებას ევროპელები
აკონტროლებდნენ. ბოლოს კი სულთანმა აბდულ-აზიზმა იმპერიის ნაწილობრივი გაკოტრება
გამოაცხადა. საზოგადოების ნაწილი ძირეულ ცვლილებებს ითხოვდა. ისინი ახალი ოსმანების
79
სახელით არიან ცნობილი. ისინი ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის დამკვიდრებისთვის
იბრძოდნენ. ოსმალეთის გაკოტრების შემდეგ კი მათ უკვე სულთნის შეცვლა მოითხოვეს და ამას
მიაღწიეს კიდეც. შემდეგ კი ახალ სულთანს კონსტიტუციის მიღება აიძულეს, რომლის
მიხედვითაც ოსმალეთი კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა, სახელმწიფო ენად -
თურქული, ხოლო რელიგიად - ისლამი. კონსტიტუციის თანახმადვე მოიწვიეს პარლამენტი -
მეჯლისი.

თომას ჯეფერსონი - აშშ საუკუნეების განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ


სწრაფად იზრდებოდა. ამან ეკონომიკური წინსვლაც გამოიწვია. დამოუკიდებლობის მოპოვების
ჟამს მოსახლეობის უმრავლესობა სოფლის მეურნეობაში იყო ჩართული, მაგრამ მოგვიანებით
საფეიქრო მრეწველობა განვითარდა. ამან დავა-კამათი გამოიწვია ქვეყნის ეკონომიკური გეზის
თაობაზე: ალექსანდრე ჰამილტონი, ქვეყნის მთავარი ხაზინადარი, ფიქრობდა, რომ აუცილებელი
იყო მრეწველობის განვითარება, მაშინ, როცა სახელმწიფო მდივანი და მომავალში აშშ_ს მესამე
პრეზიდენტი, თომას ჯეფერსონი სოფლის მეურნეობას ანიჭებდა უპირატესობას. საბოლოოდ,
ჰამილტონის იდეამ გაიმარჯვა და სამეიქრო წარმოება ამერიკის ინდუსტრიის წარმყვან დარგად
იქცა.

აბრაჰამ ლინკოლნი - XIX საუკუნეში ამერიკაში სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატები


ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თანაარსებობდნენ. ჩრდილოეთ შტატები ბურჟუაზიული იყო
და კაპიტალიზმი იყო განვითარებული, განსხვავებით სამხრეთ შტატებისგან, სადაც
პლანტატორები მიწას შავკანიან მონებს ამუშავებინებდნენ. მათ აქ დიდი პლანტაციები ჰქონდათ.
მაგრამ პლანტატორები მოსახლეობის 3%_ს შეადგენდნენ, ხოლო მონები კი თითქმის 1/3. ქვეყნის
ინტერესები შეუსაბამობაში მოდიოდა პლანტატორების ინტერესებთან, რომლებსაც
ინგლისელები ეხმარებოდნენ. საზოგადოება მონობის გაუქმებისთვის იბრძოდა. ეს მოძრაობა
აბოლიციონისტური მოძრაობის სახელით არის ცნობილი. დაპირისპირება სამოქალაქო ომში
გადაიზარდა, რომლის მსვლელობისას ამერიკის პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა მონობის
გათავისუფლების შესახებ პროკლამაცია გამოსცა, მოგვიანებით კი მათ არმიაში სამსახურის
უფლებაც მისცა. ჩრდილოეთის ჯარებმა გაიმარჯვეს და ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს
პრეზიდენტად.

1. ტექნოლოგიებსა და კომუნიკაციაში მომხდარი რევოლუციური ძვრების გავლენა


მსოფლიო ვაჭრობის, ეკონომიკისა და მრეწველობის განვითარებაზე;
XIX საუკუნეში მსოფლიოს მოსახლეობის რაოდენობა ძალიან გაიზარდა, რაც პირდაპირ
კავშირშია ინდუსტრიალიზაციის პროცესს შორის. ასევე სოფლის მეურნეობის
მოსავლიანობაც გაიზარდა, რაც დამუშავებული მიწების ფართობის ზრდამ და
ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია. ამავე პერიოდში, ძვრებმა ტექნოლოგიებში
შესაძლებელი გახადა მანამდე უცნობი ან ნაწილობრივ გამოუყენებელი ბუნებრივი
რესურსების ამოქმედება. ამის უპირველესი მაგალითია ქვა-ნახშირი. ხოლო ინდუსტრიის
მამოძრავებელი მეორე უმთავრესი წყარო ნავთობის მოპოვება-გამოყენება გახდა და
საბოლოოდ, კარლ ბენცისა და გოტლიფ დაიმლერის წყალობით ცივილიზაციამ შიდაწვის
ძრავაც მიიღო. XIX საუკუნეში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ტექნოლოგიური სიახლე
რკინის წარმოებასა და მეფოლადეობის სწრაფ განვითარებას უკავშირდება. იგი ადრეც
იწარმოებოდა, მაგრამ მცირე რაოდენობით, რადგან ძვირი ჯდებოდა. XIX საუკუნის 60_იან
წლებში შექმნილი ღია ტიპის ღუმელი მაღალხარისხოვანი ფოლადის მასიურად დნობას
ხდიდა შესაძლებელს. ამის მეშვეობით განვითარდა სხვა დარგებიც: ფოლადის ლიანდაგები
დაიგო, ფოლადის გამოყენება გემთმშენებლობაშიც დაიწყეს და სამხედრო საქმეშიც. ამის
მეშვეობით კი შესაძლებელი გახდა სარკინიგზო ქსელის დაგება, რომელიც მთელ ევროპას
80
აკავშირებდა და მათ შორის ვაჭრობასაც აიოლებდა. ეს კი ორთქმავლის გამოგონებით დაიწყო.
იგი ინგლისიდან მთელს ევროპაში და შემდეგ კი ამერიკაშიც გავრცელდა. გემთმშენებლობის
განვითარებამ კი ამერიკის კონტინენტის დაკავშირება გამოიწვია ევროპასთან.
2. XIX საუკუნის ევროპული რევოლუციები და მუშათა კლასის ბრძოლა მშრომელთა
უფლებებისთვის;
მუშათა პირველი გამოსვლები უფლებების მოსაპოვებლად ინგლისში დაიწყო.
ბურჟუაზიამ სახალხო ქარტია შეიმუშავა და მათ სამუშაო საათაბის შემცირებას მიაღწიეს.
მაგრამ განსაკუთრებული შედეგები ევროპაში საფრანგეთის რევოლუციამ მოიტანა, რადგან
რევოლუციათა ტალღა მთელ ევროპას მოედო. რევოლუციები მონარქების წინააღმდეგ იყო
მიმართული. საფრანგეთში პირველი ბურჟაზიული რევოლუცია 1830 წლის ივლისში მოხდა,
რის გამოც ამ რევოლუციას ივლისის რევოლუციასაც უწოდებენ. მონარქს ბურჟუაზია
აუჯანყდა და მისი გადაყენება მოახერხა. საფრანგეთი კი რესპუბლიკად გამოცხადდა, თუმცა
1848 წელს ახალი რევოლუცია მოეწყო, რომლის შემდეგაც ლუი ბონაპარტი, იგივე ნაპოლეონ
III იმპერატორად ეკურთხა. ფრანგ ბურჟუაზიას ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მუშათა კლასმა
მიბაძა და მათაც მოაწყვეს რევოლუციები. გერმანიაში რევოლუციამ 1848-49 წლებში იფეთქა.
მათ გერმანიის გაერთიანება სურდათ, თუმცა ამჯერად მათ ეს ვერ მოახერხეს. გერმანია
მოგვიანებით, ოტო ფონ ბისმარკის დროს გაერთიანდა. ბურჟუაზიის რევოლუციას ვერც
ოსმალეთის იმპერია გადაურჩა. მათ ოსმალეთის განვითარება და წინსვლა სურდათ, ეს კი
შეუძლებელი იყო მონარქიის პირობებში. ბურჟუაზიამ სულთანის გადაყენება და
კონსტიტუციის მიღება მოახერხა. იტალიაში კი რევოლუცია ქვეყნის ავსტრიისგან
გათავისუფლებისა და გაერთიანებისკენ იყო მიმართული. მას სარდინიის სამეფო ჩაუდგა
სათავეში და საბოლოოდ იტალიის გაერთიანებული სამეფოს ჩამოყალიბება მოახერხეს.
3. იდეოლოგიების დაპირისპირება ევროპაში და ბრძოლა სოციალური და ეროვნული
თავისუფლებისთვის;
XIX საუკუნემ სათავე დაუდო ევროპულ იმპერიალიზმს. იმპერიალიზმის იდეის
დამცველები კოლონიების დაპყრობას იმით ასაბუთებდნენ, რომ ევროპის ქვეყნებს ჭარბი
კაპიტალი ჰქონდა და მათ ნედლეული სჭირდებოდათ, რაც კოლონიებიდან მოჰქონდათ.
ხოლო ინდუტრიულ მოსახლეობას კი ახალი სამკვიდროები ესაჭიროებოდათ. რუსეთი კი
დაპყრობებს ამ ქვეყნების მხრიდან დახმარების თხოვნით ამართლებდა. ხოლო ქვეყნებს
დახმარების თხოვნას გაუსაძლისი პირობების შექმნით აიძულებდა. ამ პერიოდში ასევე
გავრცელებული იყო სოციალური დარვინიზმის თეორია, რომელიც ამართლებდა ევროპის
ექსპანსიას. ამ თეორიის მქადაგებელი ამბობდა: გადარჩება უძლიერესი. ასევე ცნობილია
რუზველტის გამონათქვამი: ბედისწერა გარდაუვალია. ეს კარგად ასახავს დასავლურ
დამოკიდებულებას განსხვავებული რასის მხრიდან. მაგრამ თვით ამ ქვეყნებშიც არსებობდა
სოციალური უთანასწორობა. მოსახლეობა ქონების მიხედვით იყო დაყოფილი, რომლის
უმრავლესობა ღარიბ გლეხებს წარმოადგენდა. უუფლებო ბურჟუაზიის ბრძოლა უფლებების
მოსაპოვებლად რევოლუციებში გადაიზარდა. გარდა ამისა, საბერძნეთის, სერბეთის,
პოლონეთის, იტალიის მიერ მოწყობილი რევოლუციები თავისუფლების მოპოვებისკენ იყო
მიმართული, რაც მათ მოახერხეს კიდეც.
4. როგორ მიაღწიეს თავისუფლებას ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა?
საფრანგეთის რევოლუციამ სხვა ქვეყნებსაც მისცა მაგალითი. პორტუგალიასა და
ესპანეთში სიტუაცია ერთნაირად წარიმართა. ორივე ქვეყანას გამოუსწორებელი დარტყმა
სამხრეთ ამერიკული კოლონიების დაკარგვამ მიაყენა. 1816-30 წლებშუ ესპანეთისა და
პორტუგალიისგან გათავისუფლდნენ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ჩამოყალიბდნენ:
არგენტინა, ჩილე, პერუ, ბრაზილია, მექსიკა, ბოლივია, კოლუმბია, პარაგვაი, ვენესუელა,
ეკვადორი, ურუგვაი, ცენტრალური ამერიკის გაერთიანებული პროვინციები.
თავდაპირველად, რევოლუციას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან ესპანეთს საფრანგეთი
81
დაეხმარა. მაგრამ ორივე ქვეყანაში ფეოდალიზმი იყო განვითარებული და შემოსავლების
სიმწირე რევოლუციის ჩახშობისთვის საკმარისი სახსრების გამოძებნას ართულებდა.
საბოლოოდ, კოლონიებმა მოიპოვეს დამოუკიდებლობა.
5. იმპერიისა და რესპუბლიკის მონაცვლეობა საფრანგეთში XIX საუკუნეში;
ნაპოლეონ ბონაპარტეს დამარცხებისა და საფრანგეთში სამეფო ხელისუფლების
აღდგენასთან ერთად, ბურბონები ძველი წყობილების რესტავრაციას შეეცადნენ. საფრანგეთის
მეფე შარლ X შექმნილ სიტუაციაში ვერ გაერკვა და 1830 წლის ივლისში ხელი მოაწერა
ორდონანსებს, რომელიც პარლამენტის დათხოვნას, დეპუტატების რიცხვის ორჯერ
შემცირებას ითვალისწინებდა. ამან საფრანგეთის ივლისის ბურჟუაზიული რევოლუცია
გამოიწვია. შარლ X იძულებული გახდა მეფობიდან გადამდგარიყო და ინგლისში
გაქცეულიყო. 1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ დეპუტატთა პალატამ ხელისუფლება
ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელს, ლუი ფილიპე ორლეანელს გადასცა და ის მეფედ
გამოაცხადა. ივლისის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთში კაპიტალიზმი განვითარდა. თუმცა
მოსახლეობა მაინც უკმაყოფილო იყო მთავრობით, რადგან მათ საფრანგეთის რესპუბლიკად
გადაქცევა სურდათ. 1848 წელს ახალი რევოლუცია მზადდებოდა. ქუჩაში დემონსტრატები
გამოჩნდნენ. ისინი ბურბონთა სასახლისკენ დაიძრნენ. მეფე შეშინდა და ტახტიდან გადადგა,
რის შემდეგაც ინგლისში გაიქცა. საფრანგეთი კი რესპუბლიკად გამოცხადდა. 1848 წლის
რევოლუციის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტად ნაპოლეონის ძმისშვილი ლუი ნაპოლეონი
აირჩიეს. მან სამი წლის შემდეგ სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა, დამფუძნებელი კრება
დაითხოვა და მცირე ხანში ნაპოლეონ III_ის სახელით თავი იმპერატორად, საფრანგეთი კი -
იმპერიად გამოაცხადა. მოგვიანებით, პოლიტიკური წყობის საკითხი კვლავ დადგა დღის
წესრიგში. კრება მონარქისტებისგან შედგებოდა, რომლებმაც რესპუბლიკური წყობის
დამკვიდრება გამოაცხადეს. ეს იყო III რესპუბლიკა, რომელმაც 1940 წლამდე იარსება.
6. აშშ_ში სამოქალაქო ომის მიზეზები და შედეგები.
XIX საუკუნეში ამერიკაში სამხრეთ და ჩრდილოეთ შტატები ერთმანეთისგან
დამოუკიდებლად თანაარსებობდნენ. ჩრდილოეთ შტატები ბურჟუაზიული იყო და
კაპიტალიზმი იყო განვითარებული, განსხვავებით სამხრეთ შტატებისგან, სადაც
პლანტატორები მიწას შავკანიან მონებს ამუშავებინებდნენ. მათ აქ დიდი პლანტაციები
ჰქონდათ. ქვეყნის ინტერესები შეუსაბამობაში მოდიოდა პლანტატორების ინტერესებთან,
რომლებსაც ინგლისელები ეხმარებოდნენ. საზოგადოება მონობის გაუქმებისთვის იბრძოდა.
დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა, რომლის მსვლელობისას ამერიკის
პრეზიდენტმა აბრაამ ლინკოლნმა მონობის გათავისუფლების შესახებ პროკლამაცია გამოსცა,
მოგვიანებით კი მათ არმიაში სამსახურის უფლებაც მისცა. ჩრდილოეთის ჯარებს გენერალი
გრანტი ხელმძღვანელობდა, ხოლო სამხრეთისას კი - ლი. სამხრეთელებმა კონფედერაცია
შექმნეს დედაქალაქით რიჩმონდი და პრეზიდენტად ჯეფერსონ დევისი გამოაცხადეს.
საბოლოოდ, ჩრდილოეთის ჯარებმა გაიმარჯვეს და ლინკოლნი მეორე ვადით აირჩიეს
პრეზიდენტად.
X თავი10
სინდიკატი და კონცერნი - აშშ_ში სამოქალაქო ომის დასრულებამ და ქვეყნის გაერთიანებამ,
ასევე გერმანიისა და იტალიის გაერთიანებამ და რეფორმების გატარებამ რუსეთში, ოსმალეთსა
და იაპონიაში, მსოფლიოს უახლესი ხანის დადგმა ამცნო. ნობელის პრემიის ლაურეატმა, საიმონ
კუზნეცმა XX საუკუნის დასასრულს ახალი ეკონომიკის ხანა უწოდა. 1870-1930 წლებს
ეკონომიკური თვალსაზრისით მონოპოლისტური იმპერიალიზმის წარმოქმნის ხანაც შეიძლება
ეწოდოს. ამ პერიოდში იქმნება მსხვილი საერთაშორისო მონოპოლისტური გაერთიანებები -

10
მსოფლიო XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში
82
სინდიკატები, კონცერნები... სინდიკატი მონოპოლისტური გაერთიანებაა, რომელში შემავალ
საწარმოებში საქონლის გასაღება ცენტრალიზებულია, ხოლო კონცერნი - მრეწველობის
სხვადასხვა დარგის კომპანიების, სავაჭრო ფირმების, ბანკების მონოპოლისტური გაერთიანებაა.

ოქროს საერთაშორისო სტანდარტი - საუკუნეების განმავლობაში მიწა, პირუტყვი,


ხორბლეული ფულადი სტანდარტის დანიშნულებას ასრულებდა, მაგრამ ოქრო და ვერცხლი
მაინც მთავარ საზომად რჩებოდა. ფულადი სტანდარტის დანიშნულებაა განსაზღვროს
მონეტარული სისტემის საანგარიშო ერთეული. მაგალითად, ინგლისში შუა საუკუნეებში ფულის
ერთეული ფუნტი სტერლინგი იყო, როგორც ერთი სტერლინგი ვერცხლის შესატყვისი წონა
ფუნტებში. მოგვიანებით, ინგლისში ოქროს მონეტები - გინეები გამოჩნდა, რომელიც ჩაენაცვლა
ვერცხლის მონეტებს. ნაპოლეონის ომების დროს ინგლისში სულ გაუქმდა როგორც ოქროს, ასევე
ვერცხლის სტანდარტი. მშვიდობის დამყარების შემდეგ კი კვლავ ოქროს სტანდარტზე გადავიდა
ინგლისი. ამ დროს ევროპის ქვეყნებში ვერცხლის ან ერთდროულად ოქრო-ვერცხლის
სტანდარტები არსებობდა, მაგრამ ინგლისი განმსაზღვრელ როლს ასრულებდა მსოფლიო
ვაჭრობაში. აშშ_შიც ვერცხლის სტანდარტი იყო, მაგრამ შემდეგ ოქროს სტანდარტზე გადასვლა
მოუწია ისევე, როგორც რუსეთსა და იაპონიას. XX საუკუნის დამდეგისთვის კი მსოფლიო
ვაჭრობაში ჩართული ყველა ქვეყანა ოქროს საერთაშორისო სტანდარტს აღიარებდა.

მეიძის ხანა - XIX-XX საუკუნეებს იაპონიაც ცვლილებებით შეხვდა. 1867 წელს იაპონიის
იმპერატორი მუცუჰიტო გახდა და მისი მმართველობის პერიოდს მეიძის, ანუ აღდგენის ხანა
ეწოდება. XX საუკუნის დასაწყისში იაპონიამ ჯერ ჩინეთი, შემდეგ კი რუსეთი დაამარცხა,
ტაივანისა და სახალინის კუნძულები, ასევე კორეა დაიპყრო და იმპერიალისტურ ქვეყანათა რიგს
შეუერთდა.

მენშევიკები და ბოლშევიკები - XIX საუკუნეში რუსეთი ეკონომიკურად და პოლიტიკურად


ძალიან დაწინაურდა, თუმცა 90_იან წლებში ეკონომიკურმა კრიზისმა მოიცვა ქვეყანა.
ეკონომიკურ კრიზისს მოუსავლიანობაც დაერთო, რამაც ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია. ამ
პერიოდში რუსეთში მარქსისტული ორგანიზაციები წარმოიშვა, რომლებმაც I ყრილობა მოიწვიეს
და სოციალ-დემოკრატიული პარტიის შექმნა გამოაცხადეს. მოგვიანებით, II ყრილობაზე
დაპირისპირება მოხდა ლენინის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ისინი ორ ნაწილად
გაიყვნენ: ლენინის მომხრეებმა უმრავლესობა შეადგინეს, ამიტომაც მათ ბოლშევიკები ეწოდათ,
ლენინის მოწინააღმდეგეებს კი - მენშევიკები. მოგვიანებით, ბოლშევიკები სოციალ-დემოკრატებს
გამოეყვნენ და კომუნისტური პარტია შექმნეს.

დუმა - 1905 წელს, კვირა დღეს, რუსეთში მუშათა გამოსვლები დაიწყო, რასაც მეფის
ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტა მოჰყვა. ეს სისხლიანი
ანგარიშწორება რუსეთის ისტორიაში სისხლიანი კვირის სახელით არის ცნობილი. ამას რუსეთში
გამოსვლები და გაფიცვები მოჰყვა. ამიტომაც მეფე ნიკოლოზ II ხალხს რუსეთის საკანონმდებლო
ორგანოში - დუმაში არჩევნებს დაჰპირდა. დუმის შემადგენლობა რევოლუციონერებისგან იყო
დაკომპლექტებული, ამიტომაც მეფემ დაითხოვა დუმა და ახალი არჩევნები ჩაატარა. მაგრამ
ახალი დუმაც რევოლუციონერებისგან შედგებოდა, ამიტომ ნიკოლოზ მეფემ ეს დუმაც დაითხოვა
და ახალი კანონი გამოსცა, რითაც არჩევნებში მონაწილეობისთვის მაღალ ქონებრივ ცენზს

83
აწესებდა. იმავდროულად რევოლუციონერთა დევნა და რეპრესიებიც წამოიწყო, რაც რუსეთის I
რევოლუციის დასასრულად არის მიჩნეული.

„სისხლიანი კვირა“ - იხ. დუმა.

ბურები - აფრიკის სამხრეთ ნაწილში თავდაპირველად ჰოლანდიელი კოლონისტები


გამოჩნდნენ, თუმცა მოგვიანებით ინგლისელებმაც მოიკიდეს ფეხი. ინგლისში მონობა
აკრძალული იყო, ხოლო ჰოლანდიელ კოლონისტთა შთამომავლები - ბურები პლანტაციებში
სწორედ მონურ შრომას იყენებდნენ. ამან დაპირისპირება გამოიწვია ინგლისელებსა და ბურებს
შორის. ბურები სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში სახლობდნენ. მათი საცხოვრებელი
არეალის შეზღუდულობის მიუხედავად, ამ დაპირისპირებაში აფრიკის სხვადასხვა ტომები
ჩაერთვნენ და საქმე ომამდე მივიდა. ეს ომი „ბურების ომის“ სახელით არის ცნობილი. ამ
პერიოდის ამბები, ძირითადად, სესილ როდსის სახელთანაა დაკავშირებული. ის ბავშვობაში
დასახლდა აფრიკაში და სახელი და სიმდიდრე მოიპოვა. ამის შემდეგ, გადაწყვიტა კეიპტაუნიდან
ქაირომდე რკინიგზის გაყვანა, რომელიც ინგლისელების საკუთრება უნდა ყოფილიყო. ეს
ბურებისთვის მიუღებელი იყო და გაჩაღდა ბურების ომი. საბოლოოდ, სამხრეთ აფრიკა
ინგლისის დომინიონად იქცა.

„ახალგაზრდა თურქები“ - რევოლუციური მოძრაობა ოსმალეთშიც მძვინვარებდა. მას


სათავეში ორგანიზაცია - ერთიანობა და პროგრესი ჩაუდგა, რომელიც პოლიტიკურ პარტიად
იქცა. ამ პარტიის წევრებს ახალგაზრდა თურქები ეწოდებოდათ. მათ კარგი ურთიერთობა
ჰქონდათ სომხურ და მაკედონურ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან. რუსეთის
რევოლუციამ თურქებზე დიდი გავლენა მოახდინა და რევოლუციური სიტუაცია გამძაფრდა.
პარტიის უცხოეთში მყოფმა ბირთვმა თავისი საქმიანობა მაკედონიის ქალაქ სალონიკში
გადმოიტანა. 1908 წელს მაკედონიაში აჯანყებამ იფეთქა. აჯანყებულებმა სალონიკი აიღეს და
კონსტიტუციის აღდგენა გამოაცხადეს. ბოლოს ოსმალეთის სულთანმაც მოაწერა ხელი
კონსტიტუციის აღდგენას. ასე დასრულდა ოსმალეთში უსისხლო რევოლუცია, რომლის
შემდეგაც ხელისუფლებაში ახალგაზრდა თურქები მოვიდნენ. მათ თავიანთი დაპირებები
დაივიწყეს და ოსმალეთის იმპერიის შენარჩუნების გზას დაადგნენ.

ალფრედ ნობელი - ალფრედ ნობელი შვედი ქიმიკოსი, ინჟინერი, დინამიტის გამომგონებელი


და პირველი მწარმოებელი, მსხვილი ნავთობმრეწველი და ნობელის პრემიის დამფუძნებელი
იყო. მისი ანდერძის თანახმად, სიკვდილის შემდეგ მისმა უზარმაზარმა კაპიტალმა შეადგინა
მისივე სახელობის პრემიის ფონდი, რომელსაც ანიჭებენ უმნიშვნელოვანი სამეცნიერო
გამოკვლევებისთვის, გამოგონებისთვის, კულტურისა და საზოგადოების განვითარებაში
შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ლიტერატურის, ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის,
მედიცინის და სხვა დარგებში.

დედოფალი იზაბელა - XIX საუკუნის დასაწყისში ესპანეთში ოთხჯერ მოხდა აჯანყება, მაგრამ
ფეოდალიზმის გადაგდება მაინც ვერ მოხერხდა. 60_იან წლებში კი ესპანეთი ახალი რევოლუციის
წინაშე იდგა. ამას ხელისუფლებამ რეპრესიებითა და კორტესის დათხოვნით უპასუხა. ამიტომაც
ოპოზიციის ლიდერებმა უკვე სამხედრო გადატრიალების მომზადება დაიწყეს. 1868 წელს
კადისში გენერალ ჟუან პრიმისა და ხუან ბატისტა ტოპეტეს მეთაურობით სამხედრო ესკადრა
აჯანყდა, რასაც შემდეგ ბურჟუაზიაც შეუერთდა. დედოფალი იზაბელა ესპანეთიდან გაიქცა,
84
ხელისუფლება კი ბურჟუაზიის ხელში გადავიდა. მათ თავიდან შეკრიბეს კორტესი და ახალ
მეფეს დაუწყეს ძებნა. საბოლოოდ, არჩევანი ამადეოზე შეაჩერეს, რომელიც ვიქტორ ემანუელ
II_ის შვილი იყო. მაგრამ ბურჟუაზია მაინც არ იყო კმაყოფილი, რადგან მათ ქვეყნის
რესპუბლიკად გადაქცევა სურდათ. მათ ამადეო I გადააყენეს და ორი დღის შემდეგ კორტესმა
ესპანეთი რესპუბლიკად გამოაცხადა.

ჟუან პრიმი - იხ. დედოფალი იზაბელა.

ხუან ბატისტა - იხ. დედოფალი იზაბელა.

ამადეო I - იხ. დედოფალი იზაბელა.

პეტრე სტოლიპინი - ჯერ რუსეთ-იაპონიის ომმა, შემდეგ კი რუსეთის I_მა რევოლუციამ


ქვეყანა ეკონომიკურად უკან დასწია. მაგრამ რევოლუციას უკვალოდ არ ჩაუვლია და
ხელისუფლებამ რეფორმები წამოიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც რუსეთის მინისტრთა
საბჭოს თავმჯდომარის, პეტრე სტოლიპინის აგრარული რეფორმა იყო, რაც გლეხებს თემიდან
გამოსვლის და ცალკე ფერმის შექმნის უფლებას ანიჭებდა. ამან სოფლის მეურნეობის დროებითი,
მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

ნიკოლოზ II - 1905 წელს, კვირა დღეს, რუსეთში მუშათა გამოსვლები დაიწყო, რასაც მეფის
ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი მანიფესტაციის დახვრეტა მოჰყვა. ეს სისხლიანი
ანგარიშწორება რუსეთის ისტორიაში სისხლიანი კვირის სახელით არის ცნობილი. ამას რუსეთში
გამოსვლები და გაფიცვები მოჰყვა. ამიტომაც მეფე ნიკოლოზ II ხალხს რუსეთის საკანონმდებლო
ორგანოში - დუმაში არჩევნებს დაჰპირდა. დუმის შემადგენლობა რევოლუციონერებისგან იყო
დაკომპლექტებული, ამიტომაც მეფემ დაითხოვა დუმა და ახალი არჩევნები ჩაატარა. მაგრამ
ახალი დუმაც რევოლუციონერებისგან შედგებოდა, ამიტომ ნიკოლოზ მეფემ ეს დუმაც დაითხოვა
და ახალი კანონი გამოსცა, რითაც არჩევნებში მონაწილეობისთვის მაღალ ქონებრივ ცენზს
აწესებდა. იმავდროულად რევოლუციონერთა დევნა და რეპრესიებიც წამოიწყო, რაც რუსეთის I
რევოლუციის დასასრულად არის მიჩნეული.

მოჰამედ ალი შაჰ ყაჯარი - XIX-XX საუკუნეებში ირანი ინგლისსა და რუსეთზე


დამოკიდებული ნახევრად-კოლონიური სახელმწიფო იყო. რუსეთის რევოლუციამ ირანზეც
დიდი გავლენა მოახდინა და 1905 წელს დემონსტრაციები მოეწყო. ირანის მბრძანებელი
იძულებული გახდა კონსტიტუცია მიეღო. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოდ მეჯლისი
დაასახელა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ მამაკაცებს მისცა. მაგრამ ირანის
ახალმა შაჰმა, მოჰამად ალი შაჰ ყაჯარმა, მეჯლისი დაითხოვა და დეპუტატების ნაწილი
დააპატიმრა. ამას ირანში გამოსვლები მოჰყვა. ერთი წლის შემდეგ კი შაჰი მოჰამედ ალი
გადააყენეს და ტახტზე მისი ძე, აჰმად შაჰი დასვეს. აღდგა კონსტიტუცია, მეჯლისი თავიდან
მოიწვიეს. მაგრამ ეს არ მოეწონათ რუსეთსა და ინგლისს, მათ ირანის ოკუპაცია მოახდინეს. ამას
უკვე სამხედრო გადატრიალება მოჰყვა და ტახტზე კვლავ მოჰამად ალი ავიდა.

სესილ როდსი - აფრიკის სამხრეთ ნაწილში თავდაპირველად ჰოლანდიელი კოლონისტები


გამოჩნდნენ, თუმცა მოგვიანებით ინგლისელებმაც მოიკიდეს ფეხი. ინგლისში მონობა
აკრძალული იყო, ხოლო ჰოლანდიელ კოლონისტთა შთამომავლები - ბურები პლანტაციებში

85
სწორედ მონურ შრომას იყენებდნენ. ამან დაპირისპირება გამოიწვია ინგლისელებსა და ბურებს
შორის. ბურები სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილში სახლობდნენ. მათი საცხოვრებელი
არეალის შეზღუდულობის მიუხედავად, ამ დაპირისპირებაში აფრიკის სხვადასხვა ტომები
ჩაერთვნენ და საქმე ომამდე მივიდა. ეს ომი „ბურების ომის“ სახელით არის ცნობილი. ამ
პერიოდის ამბები, ძირითადად, სესილ როდსის სახელთანაა დაკავშირებული. ის ბავშვობაში
დასახლდა აფრიკაში და სახელი და სიმდიდრე მოიპოვა. ამის შემდეგ, გადაწყვიტა კეიპტაუნიდან
ქაირომდე რკინიგზის გაყვანა, რომელიც ინგლისელების საკუთრება უნდა ყოფილიყო. ეს
ბურებისთვის მიუღებელი იყო და გაჩაღდა ბურების ომი. საბოლოოდ, სამხრეთ აფრიკა
ინგლისის დომინიონად იქცა.

დედოფალი ვიქტორია - 1837-1901 წლებში ბრიტანეთის სიმბოლო დედოფალი ვიქტორია იყო,


რომლის მმართველობაც ყველაზე ხანგრძლივი იყო ინგლისის ისტორიაში. ამ პერიოდს
ვიქტორიას ხანას უწოდებდნენ. მის პერიოდში განვითარდა კაპიტალიზმი, სამრეწველო
რევოლუცია. საგარეო პოლიტიკაში კი გრძელდებოდა კოლონიური ექსპანსია. ვიქტორია,
ინდოეთის იმპერატორი-ქალი და 300 მილიონი ადამიანის მმართველი, იყო ძლევამოსილი
ბრიტანეთის სათაყვანო სიმბოლო.

ბენჯამენ დიზრაელი და უილიამ გლადსტონი - 1860 წელი ბრიტანეთის პოლიტიკაში ახალი


ერა იყო. ძველი პოლიტიკური პარტიები ახალი ხელმძღვანელების ირგვლივ გადაჯგუფდნენ.
ბენჯამენ დიზრაელიმ ტორების პარტია კონსერვატიულ პარტიად გარდაქნა, ხოლო უილიამ
გლადსტონმა ვიგების პარტია - ლიბერალურ პარტიად. უმრავლესობა პარლამენტში ამ ორ
პარტიას შორის ნაწილდებოდა, ამიტომაც დიზრაელი და გლადსტონიც, როგორც პრემიერ-
მინისტრები, მონაცვლეობდნენ. 1880_იან წლებში დიზრაელიმ და კონსერვატიულმა პარტიამ
გამოსცეს ბილი, რომლითაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება მამაკაცებს მიენიჭათ მუშათა
კლასიდან, ხოლო გლადსტონის პრემიერობისას გატარდა რეფორმები, რომლითაც ხმის უფლება
ფერმერებსა და სხვა მამაკაცებსაც მიეცათ.

1. უახლესი ისტორიის პოლიტიკური და ეკონომიკური მახასიათებლები;


აშშ_ში სამოქალაქო ომის დასრულებამ და ქვეყნის გაერთიანებამ, ასევე გერმანიისა და
იტალიის გაერთიანებამ და რეფორმების გატარებამ რუსეთში, ოსმალეთსა და იაპონიაში,
მსოფლიოს უახლესი ხანის დადგმა ამცნო. ნობელის პრემიის ლაურეატმა, საიმონ კუზნეცმა
XX საუკუნის დასასრულს ახალი ეკონომიკის ხანა უწოდა. 1870-1930 წლებს ეკონომიკური
თვალსაზრისით მონოპოლისტური იმპერიალიზმის წარმოქმნის ხანაც შეიძლება ეწოდოს. ამ
პერიოდში იქმნება მსხვილი საერთაშორისო მონოპოლისტური გაერთიანებები -
სინდიკატები, კონცერნები... ასევე სამეცნიერო მიღწევების წარმოებაში დანერგვამ ახალი
დარგების გაჩენა გამოიწვია, როგორიცაა: ელექტროინდუსტრია, ოპტიკური ხელსაწყოების
წარმოება, ორგანული ქიმია და სხვა. XIX საუკუნის ბოლოს ევროპაში საერთაშორისო
ეკონომიკის ინტეგრაციის შედეგად ფასები ძალიან არასტაბილური გახდა და თავისუფალი
ვაჭრობის პირობებში ფასების თამაშმა საერთაშორისო მასშტაბები შეიძინა. ევროპაში დაიწყო
„დიდი დეპრესია“, რამაც ქვეყნებს პროტექციონიზმისკენ მიბრუნებისკენ უბიძგა. გარდა ამისა,

86
ევროპაში აქამდე არსებული ვერცხლის სტანდარტი ოქროს საერთაშორისო სტანდარტით
შეიცვალა, რამაც ვალუტისა და ფასების გამყარება გამოიწვია.
2. „დაგვიანებული“ რევოლუციები და მათი „დაგვიანების“ მიზეზები;
XIX საუკუნისთვის ნიდერლანდები, შვედეთი, დანია და ნორვეგია ინდუსტრიალიზაციის
ხანის მაჩანჩალა ქვეყნებად ითვლებოდნენ, თუმცა იმავე საუკუნის ბოლო ორ ათწლეულში
ძალიან დაწინაურდნენ. ზემოჩამოთვლილი ქვეყნები მოსახლეობის სიმწირით
გამოირჩეოდნენ, მაგრამ ეს XX საუკუნეში შეიცვალა. თანაც ისინი განათლების დონით
გამოირჩეოდნენ, რამაც დიდი როლი შეასრულა მათ წარმატებაში. რაც შეეხება ბუნებრივ
რესურსებს, ყველა ეს ქვეყანა ქვანახშირის სიმწირეს განიცდიდა, რაც მათი დაგვიანებული
ინდუსტრიალური რევოლუციის მიზეზი იყო. მაგრამ სამაგიეროდ, აქ უხვად იყო რკინის
მადანი, ხე-ტყე და ასევე წყლისა და ქარის ენერგიასაც იყენებდნენ, რადგან მათ უზარმაზარი
ჰიდროელექტრო პოტენციალი ჰქონდათ. ასევე აღსანიშნავია, რომ ისინი კარგად მოერგნენ
საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს და თავიანთი პროდუქციის საექსპორტოდ გატანა
დაიწყეს. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, წინსვლა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა და აქ
ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მთელ ევროპაში. ეს ფასებისა
და მოთხოვნის ზრდამ, უცხოური კაპიტალის შემოდინებამ და ელექტროინდუსტრიის
ფართოდ დანერგვამ განაპირობა.
3. დასავლური იმპერიალიზმი და აზიისა და აფრიკის ხალხების ბრძოლა.
მსოფლიოს უახლესი პერიოდი დასავლური იმპერიალიზმითაც არის ცნობილი, თუმცა
იგი ჯერ კიდევ საუკუნეების წინ წამოიწყო ევროპის უძლიერესმა ქვეყნებმა. ინგლისმა,
საფრანგეთმა, რუსეთმა, ოსმალეთმა შექმნეს უდიდესი იმპერიები, რომლებსაც კოლონიები
სხვა კონტინენტებზეც ჰქონდათ. გარდა ამისა, იმპერიები აზიის კონტინენტზეც არსებობდა
იაპონისა და ჩინეთის სახით. ინდოეთი კი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ინგლისს
ექვემდებარებოდა. ევროპის იმპერიები ერთმანეთს სწორედ კოლონიების გამო
დაუპირისპირდნენ. სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე ჰოლანდიელები მკვიდრობდნენ,
თუმცა შემდეგ აქ ინგლისელები გამოჩნდნენ და მისი დამორჩილება გადაწყვიტეს. ამას
ბურების ცნობილი ომი მოჰყვა, რომელშიც, საბოლოოდ, ინგლისელებმა გაიმარჯვეს და
სამხრეთ აფრიკა კანადის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მსგავსად ბრიტანეთის
იმპერიის დომინიონად იქცა. რაც შეეხება ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკას, საფრანგეთმა
და გერმანიამ საერთაშორისო კონფერენცია მოიწვიეს და აფრიკის კონტინენტი კონფერენციის
წევრმა ქვეყნებმა დაინაწილეს.

XI თავი11
სამთა კავშირი და ანტანტა - XX საუკუნეში იმპერიალური მისწრაფებების გაძლიერების
კვალდაკვალ, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მსოფლიოს ახალი გადანაწილების სურვილი გაუჩნდა.
ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოსთვის გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და იტალიის

11
პირველი მსოფლიო ომი
87
სახელმწიფოებმა შეკრეს სამხედრო კავშირი, რომელსაც სამთა კავშირი ეწოდა. მათი
ხელშეკრულება რომელიმე ამ ქვეყანაზე თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებას
ითვალისწინებდა. სამთა კავშირის შექმნა საფრანგეთს კარგს არაფერს უქადდა, ამიტომაც მანაც
დაიწყო მოკავშირეების ძებნა. ასეთ მოკავშირეებად ინგლისი და რუსეთი აღმოჩნდნენ. მათ
დადეს ხელშეკრულება და შექმნეს „გულითადი კავშირი“ ანუ ანტანტა. ეს ორი სამხედრო
დაჯგუფება იყვნენ მთავარი მოქმედი პირები I მსოფლიო ომში. მოგვიანებით, ანტანტას ჯერ
იტალია, შემდეგ კი აშშ შეუერთდა, ხოლო სამთა კავშირს კი - ბულგარეთი. საბოლოოდ, ანტანტის
ქვეყნებმა გაიმარჯვეს და სამთა კავშირის ქვეყნებს დიდი კონტრიბუციები დააკისრეს.

ერთა ლიგა - I მსოფლიო ომის შემდეგ ომში მონაწილე ქვეყნებმა პარიზის სამშვიდობო
კონფერენცია დაიწყეს, რომელშიც საკითხებს მხოლოდ საფრანგეთი, ინგლისი და აშშ წყვეტდა.
უამრავ სხვა საკითხთან ერთად, ამ კონფერენციაზე ერთა ლიგის შექმნაც გადაწყდა, რომელსაც
მომავალი შესაძლო ომები უნდა აეცილებინა თავიდან. ეს პროექტი ამერიკის პრეზიდენტის,
ვუდრო ვილსონის შეთავაზებული იყო, თუმცა თვითონ ამ ლიგაში აღარ გაწევრიანებულა. სამთა
კავშირის წევრი ქვეყნებიც ვერ გაწევრიანდნენ მასში. ერთა ლიგის წესდება აგრესორი ქვეყნის
წინააღმდეგ ერთა ლიგის ქვეყნების ერთიან ეკონომიკურ სანქციებსა და სამხედრო
მოქმედებებსაც ითვალისწინებდა. ეს წესდება პარიზის კონფერენციის მიერ შემუშავებულ ყველა
სამშვიდობო ხელშეკრულებაში შევიდა. ერთ-ერთი ასეთი ხელშეკრულება დაიდო გერმანიასთან
1919 წელს. ამ ვერსალის ხელშეკრულების თანახმად გერმანიამ მიწების 1/8 დაკარგა, ხოლო მისი
კოლონიები კი გამარჯვებულ სახელმწიფოებს გადაეცა. გარდა ამისა, მას დაეკისრა რეპარაცია,
ანუ მოწინააღმდეგე ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელი თანხა, 132
მილიარდი ოქროს მარკა.

ვერსალის ხელშეკრულება - იხ. ერთა ლიგა.

რეპარაცია - იხ. ერთა ლიგა.

პროლეტარიატის დიქტატურა - I მსოფლიო ომის მსვლელობისას რუსეთის მოსახლეობის


მდგომარეობა ძალიან გაუარესდა. ისინი მეფე ნიკოლოზ II_ის ტახტიდან გადაყენებას
ცდილობდნენ. რუსეთში გაფიცვები დაიწყო, მეფემ კი დემონსტრაციების ჩახშობა ჯარისკაცებს
დაავალა. მათ აჯანყება პირიქით აწყობდათ, რადგანაც ფრონტზე გაგზავნას გადაურჩებოდნენ,
ამიტომაც ისინი აჯანყებულებს შეუერთდნენ. ნიკოლოზ II თავისი ძმის სასარგებლოდ ტახტიდან
გადადგა, თუმცა შემდეგ მისი ძმაც გადააყენეს მეფობიდან და რუსეთი რესპუბლიკად
გამოაცხადეს. ხელისუფლება დროებითი მთავრობის ხელში გადავიდა. მაგრამ, მოგვიანებით,
ემიგრაციიდან დაბრუნდა ვლადიმერ ლენინი, რომელმაც რევოლუცია მოაწყო და ძალაუფლება
ხელში ჩაიგდო. იგი სოციალ-დემოკრატების ლიდერი იყო. მათ დამფუძნებელი კრების არჩევნები
ჩაატარეს, რის შემდეგაც კრება სოციალ-რევოლუციონერებით დაკომპლექტა. ამის გამო, ლენინმა
დამფუძნებელი კრება დაითხოვა და ბოლშევიკ-კომუნისტების 72 წლიანი ერთპარტიული
ტოტალიტარული მმართველობა დაამყარა, რომელსაც ლენინმა პლორეტარიატის დიქტატურა
შეარქვა.

სამხედრო კომუნიზმი - I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთის ბოლშევიკური


ხელისუფლება ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. გლეხებს არ სურდათ თავიანთი
პროდუქტი ხელისუფლების დაწესებულ ფასად ჩაებარებინათ. ქვეყანაში სამოქალაქო ომი
88
მძვინვარებდა. ამიტომაც საბჭოთა ხელისუფლება საგანგებო ეკონომიკურ ღონისძიებაზე წავიდა,
რომელიც ისტორიაში სამხედრო კომუნიზმის სახელით შევიდა. ქვეყნის მრეწველობას მთლიანად
მთავრობა აკონტროლებდა: აიკრძალა პირველადი აუცილებლობის საგნებით ვაჭრობა, გლეხები
იძულებულნი იყვნენ მთელი თავისი ნამატი პროდუქცია ხელისუფლებისთვის მიეცა,
სახელმწიფო ადგენდა იმ აუცილებელი პროდუქციის მოცულობას, რაც გლეხის მეურნეობას
მოხმარებისა და კვლავწარმოებისთვის სჭირდებოდა, ასევე საქონლის საკვების მოცულობასაც და
დანარჩენს კი გლეხი ხელისუფლებას აძლევდა. მაგრამ ეს გადასახადები კლასობრივი პრინციპით
ნაწილდებოდა: ღარიბი გლეხი არაფერს იხდიდა, საშუალო - პროდუქტის მცირე ნაწილს, ხოლო
მდიდარი კი - პროდუქტის უდიდეს ნაწილს. სამხედრო კომუნიზმი ბოლშევიკურ მთავრობას
მთელი სახალხო მეურნეობის ხელში ჩაგდების საშუალებას აძლევდა, რითაც არმიისა და მუშების
მომარაგება შესძლო.

„ნეპი“ - რუსეთს სამოქალაქო ომმა დიდი ზარალი მოუტანა. მრეწველობა, სოფლის


მეურნეობა, მეტალურგიური წარმოება შემცირდა. გლეხობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
კომუნისტები მიხვდნენ, რომ სამხედრო კომუნიზმმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა და
საჭირო იყო მისი შეცვლა. რუსეთი ნეპზე - ახალ პოლიტიკურ ეკონომიკაზე გადავიდა.
ბოლშევიკებმა გლეხებს ნამატი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა მისცა სასურსათო
გადასახადის გადახდის შემთხვევაში. ასევე, წვრილი საწარმოები, ფაბრიკა-ქარხნები და
მაღაროები კერძო მფლობელებს გადაეცათ მათი ამუშავების მიზნით. ყოველივე ამან სოფლის
მეურნეობისა და მრეწველობის მაჩვენებელი მკვეთრად გაზარდა.

ხუთწლიანი გეგმა - ლენინის გარდაცვალების შემდეგ კომუნისტურ ლიდერებს სტალინსა და


ტროცკის შორის დაპირისპირება გამძაფრდა პირველობისთვის. უპირატესობა სტალინმა
მოიპოვა, ტროცკი კი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. სტალინმა „ხუთწლიანი გეგმები“
შემოიღო, რომელიც მძიმე მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის განვითარებას
ისახავდა მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად მან მთელი ეკონომიკა სახელმწიფო კონტროლს
დაუქვემდებარა, რაც ცალკეული პირებისა და საწარმოების კერძო ინიციატივებს გამორიცხავდა.
1934 წელს კი სტალინმა დაიწყო „დიდი წმენდა“, ანუ რეპრესიები, რასაც ათი ათასობით
ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. რეპრესიები სტალინის სიკვდილამდე გაგრძელდა.

ფაშიზმი - I_მა მსოფლიო ომმა იტალიას დიდი ზარალი მოუტანა, ხოლო ტერიტორიული
მონაგარი კი უმნიშვნელო იყო. ამიტომაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში ჩავარდა.
ომიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა უმუშევართა რიგები შეავსეს. წარმოება დაეცა. იტალიაზე
დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის რევოლუციამ და აქაც გაფიცვების ტალღა მოედო ქვეყანას.
მმართველ პარტიაში განხეთქილება მოხდა, ყოფილმა სოციალისტმა ბენიტო მუსოლინიმ
მემარჯვენე ნაციონალისტური გაერთიანება შექმნა. მან ასევე მებრძოლი ჯგუფები ჩამოაყალიბა,
რომელსაც იტალიურად „ფაში დი კომბატიმენტო“ ეწოდა. აქედან წარმოდგება ფაშიზმის სახელი.
მათ რომის იმპერიის აღდგენა მოინდომეს. საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტებმა
გაიმარჯვეს, მაგრამ ფაშისტებმა უკვე ძალით მოინდომეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ისინი
ხოცავდნენ მუშათა აქტივისტებს და სოციალისტების შენობებს ანადგურებდნენ. მათ 1922 წელს
რომზე გაილაშქრეს და უბრძოლველად აიღეს. ფაშიზმი განადიდებდა ძალის გამოყენებასა და
ომს, გმობდა ლიბერალიზმსა და დემოკრატიას. ფაშისტებმა საზოგადოების ძირფესვიანი
გარდაქმნა მოინდომეს, რისთვისაც მუსოლინიმ იტალიის კორპორატიულ სახელმწიფოდ
89
გარდაქმნა დაისახა მიზნად. მაგრამ ეს მისი რეჟიმის ყველაზე წარუმატებელ სიახლედ იქცა. ის
უპირისპირდებოდა როგორც სოციალიზმს, ისევე კაპიტალიზმს. ქვეყნის მოსახლეობა 12
კორპორაციად დაიყო, რომლებიც სავაჭრო გაერთიანებებს წარმოადგენდნენ. თავდაპირველად,
ფაშისტები დემოკრატიის ნიშნებს ინარჩუნებდნენ, მაგრამ ოპოზიციური პარტიის გაძლიერებამ
მათში შიში აღძრა და ქვეყანაში ტერორი გააძლიერეს. მათ ცნობილი სოციალისტი ჯაკომო
მეტეოტი მოკლეს, რამაც დიდი მღელვარება გამოიწვია, მაგრამ მუსოლინიმ ოპოზიცია დაამარცხა
და ფაშისტური პარტიის გარდა ყველა სხვა პარტია აკრძალა. მათი საგარეო პოლიტიკაც
აგრესიულობით გამოირჩეოდა.

კორპორატიული სახელმწიფო - იხ. ფაშიზმი.

ვაიმარის რესპუბლიკა - I მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ გერმანიაში რევოლუცია


დაიწყო და მონარქია დაემხო. 1919 წელს ეროვნული კრების არჩევნები ჩატარდა, რომელმაც
შემდგომ I სხდომა ქალაქ ვაიმარში ჩაატარა. გერმანია რესპუბლიკად გამოცხადდა და ქალაქის
სახელის მიხედვით ვაიმარის რესპუბლიკად იწოდა. რესპუბლიკის I პრეზიდენტად კარლ ებერტი
აირჩიეს, რომელიც დროებითი მთავრობის მეთაურის სახით მანამდეც მართავდა ქვეყანას.
მოსახლეობამ მიიღო დემოკრატიული თავისუფლებები: შეკრების, დემონსტრაციების,
სხვადასხვა პარტიებში გაერთიანების. ასევე არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც. ეროვნულმა
კრებამ კონსტიტუციაც მიიღო. ვაიმარის რესპუბლიკას მძიმე პერიოდში მოუწია არსებობა.
ეკონომიკა ძალიან დასუსტებული იყო, ამიტომაც კონტრიბუციის გადასახდელად
ხელისუფლებამ ქაღალდის ფულის მასიური გამოშვება დაიწყო, რამაც მანამდე არნახული
ინფლაცია გამოიწვია. ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ფული იმ ქაღალდზე იაფი იყო,
რომელზედაც იბეჭდებოდა. იმავდროულად, გერმანიამ გადაიხადა სარეპარაციო თანხა 8
მილიარდი მარკა ოქროთი.

დიდი დეპრესია - ევროპისაგან განსხვავებით, აშშ I მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან


გაძლიერდა როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. მიუხედავად ამისა, 1929 წელს
ამერიკაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო ყველასთვის მოულოდნელად. ეს მოვლენა დიდი
დეპრესიის სახელით არის ცნობილი. კრიზისმა მალე მთელი მსოფლიო ჩაითრია, რაც ევროპიდან
ამერიკული ინვესტიციების გადინებამ გამოიწვია. მთელი 1930 წლის განმავლობაში ევროპიდან
ამერიკული კაპიტალის ამოღება გრძელდებოდა, რამაც უმძიმესი დაღი დაასვა ფინანსურ
სისტემას. საგარეო ვაჭრობა კატასტროფულად დაეცა, რამაც მსგავსი ვარდნა გამოიწვია
წარმოებასა და მოსახლეობის დასაქმებაში. ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულმა ქვეყნებმა
იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოების განვითარება დაიწყეს და უარი თქვეს ოქროს
სტანდარტზე. საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების გზით ეკონომიკური
კრიზისის დაძლევის მცდელობა მსოფლიო კონფერენციის მოწვევა გახლდათ, რომელშიც
გადამწყვეტი როლი აშშ_ს ენიჭებოდა. ამ დროს ამერიკის ახალი პრეზიდენტი რუზველტი იყო,
რომელმაც ასეთი კრიზისის დროს ჩაიბარა ქვეყანა. მანაც უარი თქვა ოქროს სტანდარტზე და
კონფერენციის კომიტეტსაც წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისი მთავარი მიზანი
თავისი ქვეყნის შველა იყო და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
ამიტომ კონფერენციამ აზრი დაკარგა.

90
„ახალი კურსი“ - ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე რუზველტმა სრულიად ამერიკას „ახალი
კურსის“ პოლიტიკა შესთავაზა, რომელიც ეკონომიკისა და საბანკო სექტორის
რეგულირებისათვის სახელმწიფოს უფრო გაძლიერებულ კონტროლსა და ჩარევას ისახავდა
მიზნად. ახალი კურსით გათვალიწინებულ სარეფორმო პროგრამაში უმნიშვნელოვანესი ადგილი
ეკავა კანონს მრეწველობის აღდგენის შესახებ. უმუშევრობის შემცირების მიზნით მთავრობამ
შექმნა შრომითი დასაქმების ბანაკები, ხალხს გაჰყავდა გზები, აგებდნენ ხიდებს. ეს კურსი ასევე
სოფლის მეურნეობის მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანასაც ითვალისწინებდა. გარდა ამისა,
რუზველტმა ხელი მოაწერა კანონს შრომითი ურთიერთობების შესახებ, რომლითაც მუშებს
პროფკავშირების შექმნის უფლება ეძლეოდათ. ასევე მიიღეს სოციალური დაზღვევის კანონი,
რომელიც უმუშევართა დახმარებას და მოხუცებულთა პენსიების გაცემას ითვალისწინებდა.

„14 პუნქტი“ – I მსოფლიო ომის შემდეგ, 1918 წელს აშშ_ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა
მიმართვა გაუგზავნა კონგრესს, რომელიც ცნობილია „14 პუნქტის“ სახელით. ამ მიმართვაში
ვილსონმა ჩამოაყალიბა მშვიდობის პროგრამა. იგი მოიცავდა პრობლემების ფართო სპექტრს:
უსაფრთხო მსოფლიო, ღია დიპლომატიაზე გადასვლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მე-14
პუნქტი, რომელშიც საუბარია ერთა ლიგის შექმნაზე. საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა
განიხილეს ვილსონის პროგრამა და აღნიშნეს, რომ მისი ნამდვილი მიზანი გლობალური
ლიდერის პოზიციის დაკავება იყო. ამიტომაც მათ ყველა პუნქტი უარყვეს, გარდა მე-14-სი და
შექმნეს ერთა ლიგა, მაგრამ თვითონ აშშ_მ უკვე აღარ მოინდომა ლიგის წევრად გახდომა.

ფრანც ფერდინანდი - XX საუკუნეში იმპერიალური მისწრაფებების გაძლიერების


კვალდაკვალ, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მსოფლიოს ახალი გადანაწილების სურვილი გაუჩნდა.
ასეთ პირობებში ომი გარდაუვალი ჩანდა და მხოლოდ საბაბი იყო საჭირო. საბაბიც მალევე
გამოჩნდა: სერბეთის სამხედრო ორგანიზაცია „შავი პანტერას“ წევრმა გავრილო პრინციპმა
ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდი სარაევოში მოკლა. ამიტომაც
ავსტრია-უნგრეთმა სერბეთს ომი გამოუცხადა. რუსეთი სერბეთს დაეხმარა, ხოლო გერმანია კი -
ავსტრია-უნგრეთს. ამის შემდეგ კი ინგლისი და საფრანგეთიც ჩაერთვნენ ომში რუსეთის მხარეს
და დაიწყო I მსოფლიო ომი.

გავრილო პრინციპი - იხ. ფრანც ფერდინანდი.

მუსტაფა ქემალ ფაშა - თურქეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას სათავეში


მუსტაფა ქემალ ფაშა ჩაუდგა. ის ცნობილი საზოგადო მოღვაწე, გენერალი იყო. ქემალ ფაშას
მეთაურობით წარმომადგენლობითი კომიტეტი აირჩა, რომლის მოთხოვნითაც სულთანმა
პარლამენტის სხდომა მოიწვია. პარლამენტმა მხარი ქემალისტებს დაუჭირა და
დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღო. ქემალ ფაშა მომხრეებით ანკარაში გადავიდა და
ეროვნულ კრებად გამოაცხადა თავი. მათ თავი ქვეყნის ერთადერთ ხელისუფლებად
გამოაცხადეს, ხოლო სულთნის მთავრობა კი - უკანონოდ. სულთანმა ქემალის დამარცხება ჯარის
გამოყენებით სცადა, მაგრამ ჯარი ქემალის მხარეს გადავიდა. მუსტაფამ ასევე საბერძნეთთან ომში
გაიმარჯვა და დიდი ტერიტორია წაართვა. მან სულთნის ხელისუფლება გააუქმა და თურქეთი
რესპუბლიკად გამოაცხადა. მანამდე თურქეთს ოსმალეთის იმპერია ერქვა, ახლა კი - თურქეთის
რესპუბლიკა ეწოდა. მადლიერმა თურქმა ხალხმა ქემალს ათა-თურქი - თურქების მამა უწოდა.

91
ნიკოლოზ II - I მსოფლიო ომის მსვლელობისას რუსეთის მოსახლეობის მდგომარეობა ძალიან
გაუარესდა. ისინი მეფე ნიკოლოზ II_ის ტახტიდან გადაყენებას ცდილობდნენ. რუსეთში
გაფიცვები დაიწყო, მეფემ კი დემონსტრაციების ჩახშობა ჯარისკაცებს დაავალა. მათ აჯანყება
პირიქით აწყობდათ, რადგანაც ფრონტზე გაგზავნას გადაურჩებოდნენ, ამიტომაც ისინი
აჯანყებულებს შეუერთდნენ. ნიკოლოზ II თავისი ძმის სასარგებლოდ ტახტიდან გადადგა,
თუმცა შემდეგ მისი ძმაც გადააყენეს მეფობიდან და რუსეთი რესპუბლიკად გამოაცხადეს.

ლენინი - რუსეთში მეფის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება I მსოფლიო ომის შემდეგ


თანდათან იზრდებოდა. საბოლოოდ, მეფე ნიკოლოზ II ტახტიდან გადააყენეს. ხელისუფლება
დროებითი მთავრობის ხელში გადავიდა. მაგრამ, მოგვიანებით, ემიგრაციიდან დაბრუნდა
ვლადიმერ ლენინი, რომელმაც რევოლუცია მოაწყო და ძალაუფლება ხელში ჩაიგდო. იგი
სოციალ-დემოკრატების ლიდერი იყო. მათ დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩაატარეს, რის
შემდეგაც კრება სოციალ-რევოლუციონერებით დაკომპლექტა. ამის გამო, ლენინმა
დამფუძნებელი კრება დაითხოვა და ბოლშევიკ-კომუნისტების 72 წლიანი ერთპარტიული
ტოტალიტარული მმართველობა დაამყარა, რომელსაც ლენინმა პლორეტარიატის დიქტატურა
შეარქვა.

სტალინი - ლენინის გარდაცვალების შემდეგ კომუნისტურ ლიდერებს სტალინსა და ტროცკის


შორის დაპირისპირება გამძაფრდა პირველობისთვის. უპირატესობა სტალინმა მოიპოვა, ტროცკი
კი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. სტალინმა „ხუთწლიანი გეგმები“ შემოიღო,
რომელიც მძიმე მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტრანსპორტის განვითარებას ისახავდა
მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად მან მთელი ეკონომიკა სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარა,
რაც ცალკეული პირებისა და საწარმოების კერძო ინიციატივებს გამორიცხავდა. 1934 წელს კი
სტალინმა დაიწყო „დიდი წმენდა“, ანუ რეპრესიები, რასაც ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა. რეპრესიები სტალინის სიკვდილამდე გაგრძელდა.

ვუდრო ვილსონი - I მსოფლიო ომის შემდეგ, 1918 წელს აშშ_ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა
მიმართვა გაუგზავნა კონგრესს, რომელიც ცნობილია „14 პუნქტის“ სახელით. ამ მიმართვაში
ვილსონმა ჩამოაყალიბა მშვიდობის პროგრამა. იგი მოიცავდა პრობლემების ფართო სპექტრს:
უსაფრთხო მსოფლიო, ღია დიპლომატიაზე გადასვლა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მე-14
პუნქტი, რომელშიც საუბარია ერთა ლიგის შექმნაზე. საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა
განიხილეს ვილსონის პროგრამა და აღნიშნეს, რომ მისი ნამდვილი მიზანი გლობალური
ლიდერის პოზიციის დაკავება იყო. ამიტომაც მათ ყველა პუნქტი უარყვეს, გარდა მე-14-სი და
შექმნეს ერთა ლიგა, მაგრამ თვითონ აშშ_მ უკვე აღარ მოინდომა ლიგის წევრად გახდომა.

ბენიტო მუსოლინი - I_მა მსოფლიო ომმა იტალიას დიდი ზარალი მოუტანა, ხოლო
ტერიტორიული მონაგარი კი უმნიშვნელო იყო. ამიტომაც ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ სიტუაციაში
ჩავარდა. ომიდან დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა უმუშევართა რიგები შეავსეს. წარმოება დაეცა.
იტალიაზე დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის რევოლუციამ და აქაც გაფიცვების ტალღა მოედო
ქვეყანას. მმართველ პარტიაში განხეთქილება მოხდა, ყოფილმა სოციალისტმა ბენიტო
მუსოლინიმ მემარჯვენე ნაციონალისტური გაერთიანება შექმნა. მან ასევე მებრძოლი ჯგუფები
ჩამოაყალიბა, რომელსაც იტალიურად „ფაში დი კომბატიმენტო“ ეწოდა. აქედან წარმოდგება
ფაშიზმის სახელი. საპარლამენტო არჩევნებში სოციალისტებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ფაშისტებმა

92
უკვე ძალით მოინდომეს ძალაუფლების ხელში ჩაგდება. მათ 1922 წელს მუსოლინის ბრძანებით
რომზე გაილაშქრეს და უბრძოლველად აიღეს. ფაშისტებმა საზოგადოების ძირფესვიანი
გარდაქმნა მოინდომეს, რისთვისაც მუსოლინიმ იტალიის კორპორატიულ სახელმწიფოდ
გარდაქმნა დაისახა მიზნად. მაგრამ ეს მისი რეჟიმის ყველაზე წარუმატებელ სიახლედ იქცა. ის
უპირისპირდებოდა როგორც სოციალიზმს, ისევე კაპიტალიზმს. თავდაპირველად, ფაშისტები
დემოკრატიის ნიშნებს ინარჩუნებდნენ, მაგრამ ოპოზიციური პარტიის გაძლიერებამ მათში შიში
აღძრა და ქვეყანაში ტერორი გააძლიერეს. მათ ცნობილი სოციალისტი ჯაკომო მეტეოტი მოკლეს,
რამაც დიდი მღელვარება გამოიწვია, მაგრამ მუსოლინიმ ოპოზიცია დაამარცხა და ფაშისტური
პარტიის გარდა ყველა სხვა პარტია აკრძალა. მათი საგარეო პოლიტიკაც აგრესიულობით
გამოირჩეოდა.

ჯაკომო მატეოტი - იხ. ბენიტო მუსოლინი.

ადოლფ ჰიტლერი - XX საუკუნის 20_იან წლებში გერმანია ფაშიზმის საფრთხეში აღმოჩნდა.


ადოლფ ჰიტლერის ფაშისტური პარტია, რომელსაც ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია
ეწოდებოდა, ხელისუფლებისთვის იბრძოდა. ისინი დემაგოგიით გამოირჩეოდნენ, უმუშევრებს
სამუშაოს, მუშებს - ხელფასის მომატებას, წვრილ მეწარმეებს - გადასახადების მომატებას
ჰპირდებოდნენ. 1933 წელს ჰიტლერი ხელისუფლებაში ლეგალური გზით მოვიდა და ქვეყანაში
ფაშისტური დიქტატურა დაამყარა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მან რაიხსტაგის ახალი
არჩევნები დანიშნა და თავისი წარმომადგენლობა რაიხსტაგში კიდევ უფრო გაზარდა. მალე
კომუნისტური პარტია კანონგარეშედ გამოაცხადა, შემდეგ კი სოციალ-დემოკრატების ჯერიც
დადგა. ფაშისტებმა გერმანიის ყველა ბურჟუაზიული პარტია აიძულეს თვითლიკვიდაცია
გამოეცხადებინათ. ამის შემდეგ კი გააუქმეს ყველა ის კანონი, რომელიც ადამიანის
თავისუფლებას იცავდა. ამის შემდეგ კი მათ უკვე ომისთვის მზადება დაიწყეს, რათა გერმანიის
ტერიტორიები გაეფართოებინათ. ფაშისტების მთავარი სამიზნე საბჭოთა კავშირი იყო.

ფრანცისკო ფრანკო - 1930-31 წლებში ესპანეთში ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუცია


მოხდა. მონარქია დაემხო და ესპანეთი რესპუბლიკად გამოცხადდა. მორიგ არჩევნებში კი
ესპანეთში უკვე სახალხო ფრონტმა გაიმარჯვა, რომელიც მემარცხენე სოციალისტებსა და
კომუნისტებს აერთიანებდა. ახალმა მთავრობამ მუშათა ხელფასები და სოციალური დაცვა
გაზარდა და მცირემიწიან გლეხებს მსხვილი მიწათმფლობელების მიწები დაურიგა. მთავრობის
ამ რეფორმების წინააღმდეგ კონტრ-რევოლუციური სამხედრო აჯანყება დაიწყო, რომელსაც
სათავეში გენერალი ფრანცისკო ფრანკო ჩაუდგა. ამას ესპანეთში სამოქალაქო ომი მოჰყვა.
მეამბოხეებს გერმანია და იტალია დაეხმარნენ შეიარაღებითა და სამხედრო ქვედანაყოფების
გაგზავნით, ხოლო დასავლეთის ქვეყნებმა კი განზე გადგომა არჩიეს. რესპუბლიკელებს მხოლოდ
რუსეთი დაეხმარა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა, რესპუბლიკა დაეცა და ფრანკოს
მრავალწლიანი დიქტატურა დამყარდა.

უინსტონ ჩერჩილი - ბრიტანეთი ყველაზე მეტად იყო დამოკიდებული საერთაშორისო


ვაჭრობაზე, ომმა კი მას დააკარგვინა საერთაშორისო ბაზრები. I მსოფლიო ომამდე ლონდონი
ლიდერი და მსოფლიო საფინანსო ბაზრის ცენტრი იყო, მაგრამ ომის შემდეგ ხარჯების
დასაფარად ოქროს სტანდარტზე უარი თქვა. კრიზისის შემდეგ ბრიტანეთს კვლავ სურდა
მოწინავე პოზიციების დაკავება, ამისათვის კი ოქროს სტანდარტის აღდგენა იყო საჭირო. მაგრამ

93
ეს უცილობლად დააზარალებდა მას და ნაკლებად კონკურენტუნარიანს გახდიდა. 1925 წელს,
იმდროინდელმა ფინანსთა მინისტრმა და მომავალში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ
ჩერჩილმა, რომელიც ლიბერალებიდან კონსერვატიული პარტიის რიგებში გადავიდა,
გადაწყვიტა ომამდელი პირობებით დაებრუნებინა ბრიტანეთი ოქროს სტანდარტზე. ეს კი,
ბრიტანული ინდუსტრიის კონკურენტუნარიანნობის შესანარჩუნებლად ხელფასების შეკვეცას
მოითხოვდა.

კარლ ლიბკნეხტი - I მსოფლიო ომში დამარცხებამ გერმანიას ყველაზე დიდი ზარალი


მოუტანა. წარმოება შემცირდა, რამაც უმუშევრობა და შიმშილი გამოიწვია ხალხში. უკმაყოფილო
მოსახლეობა ქუჩაში გამოდიოდა და მათ ჯარის ნაწილებიც უერთდებოდნენ. 1918 წელს
გერმანიის რევოლუცია წარმატებით დასრულდა და მონარქია დაემხო. ამ რევოლუციას სათავეში
გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ედგა. მისმა ლიდერმა კარლ ლიბკნეხტმა გერმანია
თავისუფალ სოციალისტურ ქვეყნად გამოაცხადა. საკანონმდებლო ორგანოს ასარჩევად
საყოველთაო არჩევნები გამოცხადდა, რომელშიც ქალებიც იღებდნენ მონაწილეობას.
სოციალისტების ნაწილი რევოლუციას დამთავრებულად მიიჩნევდა, მაგრამ უფრო
რადიკალურად განწყობილმა სოციალისტებმა, კარლ ლიბკნეხტისა და როზა ლუქსემბურგის
მეთაურობით, რევოლუციის გაღრმავება და პლორეტარული ქვეყნის შექმნა განიზრახეს. ისინი
გამოსვლებს არ წყვეტდნენ. რუსეთში ბოლშევიკური რევოლუციით შეშინებულმა გერმანიის
რეაქციული წრეების წარმომადგენლებმა კარლ ლიბკნეხტი და როზა ლუქსემბურგი მოკლეს.

კარლ ებერტი - I მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ გერმანიაში რევოლუცია დაიწყო და


მონარქია დაემხო. 1919 წელს ეროვნული კრების არჩევნები ჩატარდა, რომელმაც შემდგომ I
სხდომა ქალაქ ვაიმარში ჩაატარა. გერმანია რესპუბლიკად გამოცხადდა და ქალაქის სახელის
მიხედვით ვაიმარის რესპუბლიკად იწოდა. რესპუბლიკის I პრეზიდენტად კარლ ებერტი აირჩიეს,
რომელიც დროებითი მთავრობის მეთაურის სახით მანამდეც მართავდა ქვეყანას. მოსახლეობამ
მიიღო დემოკრატიული თავისუფლებები: შეკრების, დემონსტრაციების, სხვადასხვა პარტიებში
გაერთიანების. ასევე არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც. ეროვნულმა კრებამ კონსტიტუციაც
მიიღო.

ჩარლზ დაუესი - I მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიას უზარმაზარი რეპარაციების გადახდა


დაევალა, რომელიც ინგლისისთვის, საფრანგეთისა და სხვა გამარჯვებული ქვეყნისთვის უნდა
გადაეხადა. ამ ქვეყნებს, თავის მხრივ, აშშ_სთვის ჰქონდათ დასაბრუნებელი ვალები. მაგრამ მათ
უარი განაცხადეს ამ ვალის დაბრუნებაზე, თუ გერმანია მათ არ გადაუხდიდა რეპარაციის თანხას.
გერმანიის ეკონომიკა ძალიან დასუსტებული იყო და ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ
ჰქონდა. ამიტომაც ლონდონის კონფერენციაზე ჩიკაგოს ერთ-ერთი ბანკის დირექტორმა, ჩარლზ
დაუესმა სიტუაციიდან გამოსვლის გეგმა შეიმუშავა. მას დაუესის გეგმა ეწოდა. მისი გეგმის
თანახმად, აშშ და ინგლისი გერმანიას სესხს აძლევდა ეკონომიკის ასაშენებლად, ასევე
სარეპარაციო გადასახადიც შეუმცირდა. ამ სესხით მიღებული შემოსავალი საფრანგეთისა და
ინგლისის რეპარაციების დაფარვას უნდა მოხმარებოდა, ხოლო ამ ქვეყნებს კი აშშ_სთვის უნდა
დაებრუნებინათ ვალები. ამას გარდა, გერმანიამ ახალი მარკა გამოუშვა, რომელიც 1 მილიარდ
ძველ მარკას უდრიდა და ეს ვალუტა ოქროთი გაამყარა. ამით გერმანული ფული სტაბილური
გახდა.

94
ოუენ იუნგი - 1930 წლიდან დაუესის გეგმა მორგანის ელექტროტექნიკური ტრესტის
პრეზიდენტის ოუენ იუნგის მიერ დამუშავებული ახალი რეპარაციული გეგმით შეიცვალა,
რომელსაც იუნგის გეგმა ეწოდა. ის ჰააგის კონფერენციამ დაამტკიცა. ის რეპარაციების გადახდის
წლიური მოცულობის შემცირებასა და გერმანიის ეკონომიკაზე კონტროლის გაუქმებას
ითვალისწინებდა. ეს დათმობები გერმანიაში რევანშისტული განწყობილების ზრდამ და ამ
ნიადაგზე როგორც კომუნიზმის, ასევე ფაშიზმის გააქტიურებამ განაპირობა. მაგრამ ეს უკვე
დაგვიანებული იყო - იუნგის გეგმამ გერმანიაში ვერც ეკონომიკური ვარდნა შეაჩერა და ვერც
ფაშიზმის მოსვლას შეუშალა ხელი.

ფრანკლინ დელანო რუზველტი - I მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის


წინაშე დადგა. საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების გზით ეკონომიკური
კრიზისის დაძლევის მცდელობა მსოფლიო კონფერენციის მოწვევა გახლდათ, რომელშიც
გადამწყვეტი როლი აშშ_ს ენიჭებოდა. ამ დროს ამერიკის ახალი პრეზიდენტი რუზველტი იყო,
რომელმაც ასეთი კრიზისის დროს ჩაიბარა ქვეყანა. მანაც უარი თქვა ოქროს სტანდარტზე და
კონფერენციის კომიტეტსაც წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისი მთავარი მიზანი
თავისი ქვეყნის შველა იყო და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
ამიტომ კონფერენციამ აზრი დაკარგა. ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე რუზველტმა სრულიად
ამერიკას „ახალი კურსის“ პოლიტიკა შესთავაზა, რომელიც ეკონომიკისა და საბანკო სექტორის
რეგულირებისათვის სახელმწიფოს უფრო გაძლიერებულ კონტროლსა და ჩარევას ისახავდა
მიზნად. გარდა ამისა, რუზველტმა ხელი მოაწერა კანონს შრომითი ურთიერთობების შესახებ,
რომლითაც მუშებს პროფკავშირების შექმნის უფლება ეძლეოდათ. ასევე მიიღეს სოციალური
დაზღვევის კანონი, რომელიც უმუშევართა დახმარებას და მოხუცებულთა პენსიების გაცემას
ითვალისწინებდა.

გენერალი ტანაკა - XX საუკუნეში იაპონია აზიის უძლიერეს სახელმწიფო იყო და აქაც


ტოტალიტარიზმი დამყარდა. იაპონიაში იმპერატორი ხელშეუხებლად ითვლებოდა, ამიტომაც
მთავარი შიდა პოლიტიკური ბრძოლები მასზე ზეგავლენის მოსახდენად მიდიოდა. 20-30_იან
წლებში ახალგაზრდა ოფიცერთა დიდი დაჯგუფება შეიქმნა, რომლის წარმომადგენელი,
გენერალი ტანაკა ჯიიჩი, მთავრობაში მოვიდა. მან იმპერატორს დაპყრობათა გეგმა წარუდგინა,
რომლის მიხედვითაც ჯერ ჩინეთი, შემდეგ ინდოეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია უნდა
დაეპყროთ. მიუხედავად იმისა, რომ ტანაკას ძალიან აგრესიული გეგმები ჰქონდა, ახალგაზრდა
ოფიცრები მას გაუბედაობაში სდებდნენ ბრალს. საბოლოოდ, იაპონიამ ჩინეთს მანჯურია
წაართვა, რამაც იაპონია-ჩინეთის ომი გამოიწვია.

სუნ იატ-სენი - იაპონიის ჩინეთის დაპყრობისკენ მისწრაფება ჩინეთის პოლიტიკურ-


ეკონომიკური სისუსტე განაპირობებდა. ჩინეთზე დიდი გავლენა მოახდინა რუსეთის
რევოლუციამ. ჩინელი რევოლუციონერი სუნ იატ-სენი რუს ბოლშევიკებს დაუახლოვდა და
საბჭოთა რუსეთის მიმართ სიმპათიები გამოხატა. ჩინეთში კომუნისტური პარტია შეიქმნა. ამან
ახალი რევოლუცია გამოიწვია. კომუნისტური პარტია და გომინდანი - ჩინეთის
ნაციონალისტური სახალხო პარტია ერთად იბრძოდა, მაგრამ შემდეგ გომინდანის მეთაურმა ჩან
კაიშიმ გადატრიალება მოაწყო და კომუნისტების წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. ამას სამოქალაქო
ომი მოჰყვა, რომელიც 1949 წლამდე გრძელდებოდა.

95
1. I მსოფლიო ომის მიზეზები და პოლიტიკური რუკის ცვლილება I მსოფლიო ომის
შემდეგ;
XIX-XX საუკუნეებში იმპერიალისტური მისწრაფებების გაძლიერების კვალდაკვალ,
მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს მსოფლიოს ხელახალი განაწილების სურვილი გაუჩნდათ. მათ
თავიანთი ტერიტორიების გაფართოება, განსაკუთრებით კი კოლონიების დაპყრობა სურდათ.
ინგლისს დიდი ბრიტანეთის შექმნა სურდა, რომელიც მთელ მსოფლიოს მოიცავდა. მსგავსი
გეგმები ჰქონდა გერმანიასაც, რომელსაც ცენტრალური ევროპისა და აფრიკის კოლონიების
დაპყრობა სურდა. საფრანგეთს, რუსეთს, ავსტრია-უნგრეთს, იტალიასა და ოსმალეთსაც
მეზობელი ტერიტორიების შემოერთება სურდა. გერმანიამ, ავსტრია-უნგრეთმა და იტალიამ
სამთა კავშირი შექმნეს, ხოლო ინგლისმა, საფრანგეთმა და რუსეთმა კი - ანტანტა. ეს ორი
სამხედრო ბლოკი ერთმანეთს დაუპირისპირდა და ომი გარდაუვალი იყო. მათ მხოლოდ
საბაბი სჭირდებოდათ. ამიტომაც საბაბად გავრილო პრინციპის მიერ ავსტრია-უნგრეთის
ტახტის მემკვიდრის ფრანც ფერდინანდის მკვლელობა გახდა. ეს საბოლოოდ, I მსოფლიო
ომში გადაიზარდა. ამ ომში ანტანტის ქვეყნებმა გაიმარჯვეს და დიდი ტერიტორიები
დაისაკუთრეს. ომის შემდეგ დაიშალა ავსტრია-უნგრეთი და წარმოიშვა ახალი
სახელმწიფოები: ავსტრია, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთ-სლოვაკეთი, სერბეთ-ხორვატია-
სლოვენია. დაიშალა ასევე რუსეთის სამეფო და ოსმალეთის იმპერია და მათ ადგილას
რუსეთისა და თურქეთის რესპუბლიკები წარმოიშვა. თურქეთმა დაკარგა სირია, ლიბანი,
პალესტინა, ერაყი. თურქეთის მთელი ევროპული ნაწილი საბერძნეთს გადაეცა, გერმანიამ კი
თავისი ტერიტორიის 1/8 და ყველა კოლონია დაკარგა.
2. ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმების ჩამოყალიბების მიზეზები I მსოფლიო
ომის შემდგომ პერიოდში; ამ რეჟიმების მსგავსება და განსხვავება;
I მსოფლიო ომის შემდეგ, ომში მონაწილე თითქმის ყველა ქვეყანა ძალიან დაზარალდა და
დასუსტდა როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. განსაკუთრებით დამარცხებული
ქვეყნები დაზარალდნენ. ამას ეკონომიკური კრიზისიც დაერთო. მთავრობის მიმართ
უკმაყოფილებამ იმატა და ხელისუფლების შეცვლაზე ფიქრიც დაიწყეს. ამას რევოლუციები
მოჰყვა. ახალ მთავრობებს მიაჩნდათ, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად და
ეკონომიკის ასაღორძინებლად ტოტალიტარული მმართველობის დამყარება იყო საჭირო.
პირველად რევოლუცია რუსეთში მოხდა, მათ მეფე სიკვდილით დასაჯეს და ქვეყნის
96
სათავეში ვლადიმერ ლენინი და ბოლშევიკური პარტია მოვიდა. რუსეთში პლორეტარიატის
დიქტატურა დამყარდა. მათ ყველა ოპოზიციური პარტია აკრძალეს. რუსეთის რევოლუციამ
ბევრ სხვა ქვეყანაზეც იქონია გავლენა. რუსეთის მსგავსად კომუნიზმი ჩაისახა ჩინეთშიც და აქ
კომუნისტური პარტიაც კი შეიქმნა. რაც შეეხება იაპონიას, აქ იმპერატორი იყო
ხელისუფლებაში, თუმცა ის სხვადასხვა პარტიის გავლენის ქვეშ ექცეოდა. მათ პარლამენტი
გააუქმებინეს და ტოტალიტარული მმართველობა დაამყარეს. იტალიაში, ესპანეთსა და
გერმანიაში ფაშიზმი გავრცელდა. მას ბევრი საერთო ჰქონდა კომუნიზმთან: ისიც
ტოტალიტარულ მმართველობას გულისხმობდა და განსხვავებული აზრის მქონე პირებს
სიკვდილით სჯიდდნენ. მაგრამ მათ შორის განსხვავებებიც ბევრი იყო: კომუნიზმი კერძო
საწარმოების ნაციონალიზაციას ახდენდა, ანუ ხელისუფლების ხელში გადადიოდა. რაც
შეეხება ფაშიზმს, ის პირიქით კერძო საკუთრებას არ კრძალავდა. ასევე კომუნიზმი ყველა ერს
გაერთიანებისკენ მოუწოდებდა საერთო მტრის წინააღმდეგ, ხოლო ფაშიზმი კი - პირიქით,
თავის რასას ყველა სხვაზე მაღლა აყენებდა და მათზე ბატონობას ქადაგებდა.
3. საბჭოთა ეკონომიკის განვითარების თავისებურებანი;
I მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლება
ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. გლეხებს არ სურდათ თავიანთი პროდუქტი
ხელისუფლების დაწესებულ ფასად ჩაებარებინათ. ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.
ამიტომაც საბჭოთა ხელისუფლება საგანგებო ეკონომიკურ ღონისძიებაზე წავიდა, რომელიც
ისტორიაში სამხედრო კომუნიზმის სახელით შევიდა. ქვეყნის მრეწველობას მთლიანად
მთავრობა აკონტროლებდა: აიკრძალა პირველადი აუცილებლობის საგნებით ვაჭრობა,
გლეხები იძულებულნი იყვნენ მთელი თავისი ნამატი პროდუქცია ხელისუფლებისთვის
მიეცა, სახელმწიფო ადგენდა იმ აუცილებელი პროდუქციის მოცულობას, რაც გლეხის
მეურნეობას მოხმარებისა და კვლავწარმოებისთვის სჭირდებოდა, ასევე საქონლის საკვების
მოცულობასაც და დანარჩენს კი გლეხი ხელისუფლებას აძლევდა. მაგრამ ეს გადასახადები
კლასობრივი პრინციპით ნაწილდებოდა: ღარიბი გლეხი არაფერს იხდიდა, საშუალო -
პროდუქტის მცირე ნაწილს, ხოლო მდიდარი კი - პროდუქტის უდიდეს ნაწილს. სამხედრო
კომუნიზმი ბოლშევიკურ მთავრობას მთელი სახალხო მეურნეობის ხელში ჩაგდების
საშუალებას აძლევდა, რითაც არმიისა და მუშების მომარაგება შესძლო. მაგრამ სამოქალაქო
ომმა რუსეთს დიდი ზარალი მოუტანა. მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მეტალურგიური
წარმოება შემცირდა. გლეხობა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. კომუნისტები მიხვდნენ, რომ
სამხედრო კომუნიზმმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა და საჭირო იყო მისი შეცვლა.
რუსეთი ნეპზე - ახალ პოლიტიკურ ეკონომიკაზე გადავიდა. ბოლშევიკებმა გლეხებს ნამატი
პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა მისცა სასურსათო გადასახადის გადახდის
შემთხვევაში. ასევე, წვრილი საწარმოები, ფაბრიკა-ქარხნები და მაღაროები კერძო
მფლობელებს გადაეცათ მათი ამუშავების მიზნით. ყოველივე ამან სოფლის მეურნეობისა და
მრეწველობის მაჩვენებელი მკვეთრად გაზარდა.
4. პირველი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და პასუხი მასზე.
ევროპისაგან განსხვავებით, აშშ I მსოფლიო ომის შემდეგ ძალიან გაძლიერდა როგორც
პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად. მიუხედავად ამისა, 1929 წელს ამერიკაში ეკონომიკური
კრიზისი დაიწყო ყველასთვის მოულოდნელად. ეს მოვლენა დიდი დეპრესიის სახელით არის
ცნობილი. კრიზისმა მალე მთელი მსოფლიო ჩაითრია, რაც ევროპიდან ამერიკული

97
ინვესტიციების გადინებამ გამოიწვია. მთელი 1930 წლის განმავლობაში ევროპიდან
ამერიკული კაპიტალის ამოღება გრძელდებოდა, რამაც უმძიმესი დაღი დაასვა ფინანსურ
სისტემას. საგარეო ვაჭრობა კატასტროფულად დაეცა, რამაც მსგავსი ვარდნა გამოიწვია
წარმოებასა და მოსახლეობის დასაქმებაში. ეკონომიკურად ნაკლებად განვითარებულმა
ქვეყნებმა იმპორტის ჩამნაცვლებელი წარმოების განვითარება დაიწყეს და უარი თქვეს ოქროს
სტანდარტზე. საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონსულტაციების გზით ეკონომიკური
კრიზისის დაძლევის მცდელობა მსოფლიო კონფერენციის მოწვევა გახლდათ, რომელშიც
გადამწყვეტი როლი აშშ_ს ენიჭებოდა. ამ დროს ამერიკის ახალი პრეზიდენტი რუზველტი
იყო, რომელმაც ასეთი კრიზისის დროს ჩაიბარა ქვეყანა. მანაც უარი თქვა ოქროს სტანდარტზე
და კონფერენციის კომიტეტსაც წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერდა, რომ მისი მთავარი
მიზანი თავისი ქვეყნის შველა იყო და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობას ვერ
მიიღებდა. ამიტომ კონფერენციამ აზრი დაკარგა. ამის შემდეგ სახელმწიფოებმა კრიზისის
დაძლევას დამოუკიდებლად შეეცადნენ. აშშ_მ ახალი კურსის პოლიტიკა გამოიყენა, რაც
ეკონომიკის სახელმწიფოს მიერ კონტროლს გულისხმობდა. პრეზიდენტმა რუზველტმა
თავისი პრეზიდენტობის საწყისი პერიოდი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას დაუთმო და
საბოლოოდ, ამ პოლიტიკის წყალობით მოახერხა კიდეც. კრიზისიდან გამოსვლა ინგლისმაც
მალევე მოახერხა და კრიზისამდელ დონესაც მიაღწია.

98
XII თავი12

მიუნხენის შეთანხმება - XX საუკუნის 30_იან წლებში მსოფლიო ახალი ომისკენ მიდიოდა. ამ


ომის ინიციატორებად ფაშისტური გერმანია, ფაშისტური იტალია და ფაშისტური იაპონია
გამოდიოდნენ. გერმანიას პირველ მსოფლიო ომში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება
სურდა. ამიტომაც მან 1938 წელს თავისი ჯარები ავსტრიაში შეიყვანა და ქვეყანა გერმანიას
შეუერთა. ამის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ჯერი დადგა. გერმანია სუდეტის ოლქზე აცხადებდნენ
პრეტენზიას, რომლის მოსახლეობის უმრავლესობას გერმანელები შეადგენდნენ. ჩეხოსლოვაკიამ
დასავლეთის ქვეყნებს მიმართეს დახმარების თხოვნით, მაგრამ მათ გერმანიასთან ომი არ
სურდათ და ამიტომაც თვალი დახუჭეს ამაზე. ამავე წელს გერმანიას ინგლისის პრემიერ-
მინისტრი ნევილ ჩემბერლენი ეწვია. ჰიტლერმა იგი დაარწმუნა, რომ თუ მას სუდეტის ოლქს
დაუთმობდნენ, გერმანიას პრეტენზიები აღარ ექნებოდა სხვა ტერიტორიებზე. ჩემბერლენმა მას
დაუჯერა და ოლქის გადაცემას დათანხმდა. 1938 წელს მიუნხენში მოიწვიეს სამიტი გერმანიის,
იტალიის, საფრანგეთისა და ინგლისის მეთაურებმა და ოფიციალურად გადაწყდა
გერმანიისთვის ამ ოლქის გადაცემა. მიუნხენის შეთანხმებით ჩეხოსლოვაკიას 10 დღეში
სუდეტის ოლქი გერმანიისთვის უნდა გადაეცა. ჩეხოსლოვაკიის მთავრობა იძულებული გახდა
ეს მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა.

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი - გერმანიის აგრესიისგან თავდასაცავად საბჭოთა კავშირმა


მოლაპარაკება დაიწყო ინგლისთან და საფრანგეთთან, მაგრამ ამ მოლაპარაკებებმა შედეგი არ
გამოიღო. ამიტომაც საბჭოთა კავშირმა უკვე გერმანიასთან დადო ურთიერთთავდაუსხმელობის
პაქტი, რომელიც მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სახელით არის ცნობილი. ამ ხელშეკრულებას
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიბენტროპმა და სსრკ_ს საგარეო საქმეთა მინისტრმა
მოლოტოვმა მოაწერეს ხელი. ეს პაქტი საიდუმლო მუხლებსაც შეიცავდა, რომლებიც
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების განაწილებას გულისხმობდა
გერმანიასა და სსრკ_ს შორის. მათ ეს განაწილებული ტერიტორიები II მსოფლიო ომში
დაიპყრეს.

„უცნაური ომი“ – 1939 წელს გერმანია პოლონეთს დაესხა თავს და დაიპყრო კიდეც. ამის
შემდეგ კი სსრკ_მ და გერმანიამ განაწილებული ქვეყნების დაპყრობა დაიწყეს. ამ პერიოდში
დასავლეთის ფრონტზე სრული სიმშვიდე იყო. ინგლისი და საფრანგეთი არ ჩქარობდნენ
გერმანიაზე თავდასხმას იმის მიუხედავად, რომ ომი უკვე გამოცხადებული ჰქონდათ. ომის ამ
პერიოდს „უცნაური ომი“ ეწოდა. 1940 წელს გერმანიამ, თავისი „წილი“ ქვეყნების დაპყრობის
შემდეგ, საფრანგეთისა და ინგლისის წინააღმდეგაც გაილაშქრა.

თეირანის კონფერენცია - II მსოფლიო ომის მსვლელობისას ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ


რუზველტი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და სსრკ_ს გენერალური მდივანი
იოსებ სტალინი ერთმანეთს ირანის დედაქალაქ თეირანში შეხვდნენ 1943 წელს. ეს დიდი
სამეულის პირველი შეხვედრა იყო. თეირანის კონფერენციაზე მათ ომის შემდგომი ევროპის
მოწყობის საკითხები განიხილეს. აქვე გადაწყდა, რომ 1944 წლისთვის ინგლისსა და აშშ_ს
ჯარები უნდა გადაესხა საფრანგეთში და ევროპაში მეორე ფრონტი გაეხსნა გერმანიისთვის.

12
მეორე მსოფლიო ომი და მისი შედეგები
99
„დიდი სამეული“ - II მსოფლიო ომის მსვლელობისას ამერიკის პრეზიდენტი ფრანკლინ
რუზველტი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და სსრკ_ს გენერალური მდივანი
იოსებ სტალინი ერთმანეთს ირანის დედაქალაქ თეირანში შეხვდნენ 1943 წელს. ეს დიდი
სამეულის პირველი შეხვედრა იყო. თეირანის კონფერენციაზე მათ ომის შემდგომი ევროპის
მოწყობის საკითხები განიხილეს. აქვე გადაწყდა, რომ 1944 წლისთვის ინგლისსა და აშშ_ს
ჯარები უნდა გადაესხა საფრანგეთში და ევროპაში მეორე ფრონტი გაეხსნა გერმანიისთვის. 1945
წელს კი დიდი სამეული მეორედ შეიკრიბა იალტაში და მათ უკვე გერმანიის დამარცხების
შემდეგ ევროპის მოწყობის საკითხი განიხილეს. სამეულის ბოლო შეკრება კი უკვე პოტსდამის
კონფერენციაზე იყო.

ყირიმის კონფერენცია - 1945 წელს II მსოფლიო ომი უკვე გერმანიის ტერიტორიაზე


მიმდინარეობდა. გერმანიის საბოლოო დამარცხება უკვე დროის საკითხი იყო. ამიტომაც დიდი
სამეული მეორედ შეიკრიბა იალტაში, ყირიმის კონფერენციაზე. მათ ომის შემდგომი მოწყობის
საკითხი უნდა გადაეჭრათ.

პოტსდამის კონფერენცია - დიდი სამეულის ბოლო შეხვედრა ბერლინთან ახლოს, პოსტდამის


კონფერენციაზე გაიმართა. ამ დროს ამერიკის დელეგაციას სათავეში ახალი პრეზიდენტი, ჰარი
ტრუმენი ედგა. ამ კონფერენციამ ევროპის ბედი თითქმის 45 წლით განსაზღვრა. მდ. ელბის
აღმოსავლეთით ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა სსრკ_ს გავლენის ქვეშ მოექცა და აქ
კომუნისტური რეჟიმები დამყარდა. ხოლო ელბის დასავლეთი კი კვლავ კაპიტალისტური
დარჩა. ასევე სსრკ_მ პირობა დადო, რომ 6 თვეში ის იაპონიაში ჯარებს გადასხავდა და ომს
დაიწყებდა მასთან.

გაერო - მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება ერთა ლიგამ ვერ მოახერხა და გაკოტრდა.
დიდი სამეულის შეხვედრებზე საუბარი დაიწყო ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციის შექმნაზე,
რომელიც მსოფლიო ხალხების ახალი გაერთიანება იქნებოდა. მოლაპარაკებები ამ საკითხის
შესახებ 2 წელი მიდიოდა და ბოლო კონფერენციაზე 1945 წელს სან-ფრანცისკოში ახალი
საერთაშორისო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის - გაეროს წესდება დაამტკიცეს. წესდების
მიხედვით, გაეროს მთავარ ორგანოდ უშიშროების საბჭო იქცა, რომელიც 5 მუდმივი და 12
დროებითი წევრისგან შედგებოდა. მუდმივი წევრები იყვნენ: აშშ, საფრანგეთი, დიდი
ბრიტანეთი, სსრკ და ჩინეთი. მათ ვეტოს გამოყენების უფლება მიენიჭათ.

მარშალის გეგმა - 1947 წელს დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ, გერმანიის


გამოკლებით, წარმოების ომამდელ დონეს მიაღწია. მაგრამ ეს მაინც არ იყო საკმარისი, რადგან
ბუნებრივმა კატასტროფებმა მოსავალი მთლიანად გაანადგურა. ამას ფულად-საკრედიტო
შეჭირვებაც დაერთო. დასავლეთის ევროპულ ქვეყნებში კომუნისტური პარტიის გაძლიერებამ
და ცივი ომის დაწყების პირველმა ნიშნებმა აშშ აიძულა ამ ქვეყნებისთვის მასშტაბური
დახმარება გაეწია. გენერალმა ჯორჯ მარშალმა, რომელიც აშშ_ს სახელმწიფო მდივანი იყო
განაცხადა, რომ ამერიკა ევროპის ქვეყნებს დაეხმარებოდა ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, თუ
ისინი ამას ითხოვდნენ. ასე დაედო საფუძველი „მარშალის გეგმას“. ამ გეგმის თანახმად, აშშ
დასავლეთ ევროპის ქვეყნებს 12 მილიარდი დოლარით დაეხმარა, მათ კი სანაცვლოდ
კომუნისტური პარტია ამოკვეთეს თავიანთი ქვეყნებიდან. ამ გეგმის დახმარებით დასავლეთ
ევროპის ქვეყნებმა შეძლეს ეკონომიკურად მოძლიერება, აშშ_მ კი გასაღების ბაზარი შეიძინა.

100
გომინდანი - ჩინეთის კომუნისტური პარტია ხელისუფლებისთვის XX საუკუნის 20_იანი
წლებიდან იბრძოდა. ჩინეთში მის მთავარ მოწინააღმდეგეს გომინდანის პარტია წარმოადგენდა.
30_იანი წლებიდან იაპონიის აგრესიის პერიოდში კომუნისტურ პარტიასა და გომინდანს შორის
დროებით მშვიდობა ჩამოვარდა, მაგრამ II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კვლავ
სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ის ჩინელი კომუნისტების გამარჯვებით დასრულდა, რასაც ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკის შექმნა მოჰყვა მაო ძე დუნით სათავეში.

ნევილ ჩემბერლენი - XX საუკუნის 30_იან წლებში მსოფლიო ახალი ომისკენ მიდიოდა. ამ


ომის ინიციატორებად ფაშისტური გერმანია, ფაშისტური იტალია და ფაშისტური იაპონია
გამოდიოდნენ. გერმანიას პირველ მსოფლიო ომში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება
სურდა. გერმანია სუდეტის ოლქზე აცხადებდნენ პრეტენზიას, რომლის მოსახლეობის
უმრავლესობას გერმანელები შეადგენდნენ. 1938 წელს გერმანიას ინგლისის პრემიერ-მინისტრი
ნევილ ჩემბერლენი ეწვია. ჰიტლერმა იგი დაარწმუნა, რომ თუ მას სუდეტის ოლქს
დაუთმობდნენ, გერმანიას პრეტენზიები აღარ ექნებოდა სხვა ტერიტორიებზე. ჩემბერლენმა მას
დაუჯერა და ოლქის გადაცემას დათანხმდა. 1938 წელს მიუნხენში მოიწვიეს სამიტი გერმანიის,
იტალიის, საფრანგეთისა და ინგლისის მეთაურებმა და ოფიციალურად გადაწყდა
გერმანიისთვის ამ ოლქის გადაცემა.

უინსტონ ჩერჩილი - უინსტონ ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი და შემდეგ კი


პრემიერ-მინისტრი იყო. იგი იყო ბრიტანეთის წარმომადგენელი დიდ სამეულში სამივე
საერთაშორისო კონფერენციაზე: თეირანში, სადაც ომის დასრულებამდე განიხილეს ევროპის
მოწყობის საკითხები, ყირიმში, სადაც უკვე ომის მიწურულს შეიკრიბნენ და კვლავ ევროპის
მოწყობის საკითხები განიხილეს და პოტსდამში, სადაც ომის დასრულების შემდეგ ევროპის
ბედი განსაზღვრეს.

ადოლფ ჰიტლერი - ადოლფ ჰიტლერი წარმოშობით ავსტრიელი, გერმანიის ფაშისტური


პარტიის ლიდერი იყო, რომელმაც გერმანიაში ფაშისტური დიქტატურა დაამყარა. 1938 წელს მან
ჯარები ავსტრიაში შეიყვანა და ეს ტერიტორია შეუერთა გერმანიას, 1939 წელს კი უკვე
ჩეხოსლოვაკია და პოლონეთიც დაიპყრო, რამაც II მსოფლიო ომი გამოიწვია. ჰიტლერმა
სსრკ_სთან თავდაუსხმელობის პაქტი დადო და ევროპის ტერიტორიები მასთან ერთად
დაინაწილა. ამის შემდეგ კი უკვე საფრანგეთსაც შეუტია და იოლად შეძლო მისი დამარცხება.
საფრანგეთის შემდეგ მან სსრკ_ს დაპყრობაც სცადა, მაგრამ საბოლოოდ მას ეს არ გამოუვიდა და
გერმანელების წარმატება დამარცხებებმა შეცვალა. ამის შემხედვარე გერმანელების
მოკავშირეებმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადეს და ომიდან გამოვიდნენ. გერმანელები მძიმე
მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თან ომში აშშ_ც ჩაერთო. 1945 წელს ჰიტლერმა თავი მოიკლა და
მალევე გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.

ბენიტო მუსოლინი - ფაშიზმი თავდაპირველად იტალიაში გაჩნდა. ეს სახელი სამხედრო


დაჯგუფების სახელიდან მომდინარეობს, რომელიც ბენიტო მუსოლინმა შექმნა. მას ფაში დი
კომბატიმენტო ეწოდებოდა. მან იტალიაში ფაშისტური დიქტატურა დაამყარა. II მსოფლიო ომში
იტალიას მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების შემოერთება სურდა, რათა რომის იმპერია
აღედგინა. იგი ომში გერმანიის მხარეს ჩაება. მაგრამ ომმა იტალიის ეკონომიკა ძალიან შეასუსტა
და თან ყველა ბრძოლაშიც დამარცხდნენ. ამიტომაც იტალიურმა პოლიტიკურმა ელიტამ

101
მუსოლინი გადააყენა და მონარქია აღადგინა. მუსოლინი კი ციხეში ჩასვეს. ამის შემდეგ
გერმანელებმა მისი გათავისუფლება მოახერხეს და ჩრდილოეთ იტალიის მმართველად
დანიშნეს, მაგრამ ეს მხოლოდ ომის დასრულებამდე გაგრძელდა.

ფრიდრიხ პაულუსი - საფრანგეთის დამარცხების შემდეგ გერმანიამ სსრკ_ს დაპყრობა


გადაწყვიტა. იგი შეიჭრა რუსეთში და რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქიც აიღო. თუმცა
სტალინგრადის ალყისას გერმანელები დამარცხდნენ. ამის შემდეგ საბჭოთა ჯარებმა გენერალ
პაულუსის მეთაურობით გერმანელთა არმია მთლიანად ალყაში მოაქცია და დაატყვევა. 1944
წლისთვის კი საბჭოთა ჯარებმა სსრკ_ს ტერიტორიიდან გერმანელები სრულიად გაწმინდეს.

იოსებ სტალინი - II მსოფლიო ომში სსრკ_ს გენერალური მდივანი იოსებ სტალინი იყო. მან
გერმანიასთან გააფორმა ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტი და მასთან ერთად გაინაწილა
ევროპის ქვეყნები. მაგრამ შემდეგ გერმანიამ სსრკ_ს დაპყრობა სცადა და ამიტომაც სტალინმა
უკვე მის წინააღმდეგ დაიწყო ბრძოლა. იგი იყო სსრკ_ს წარმომადგენელი დიდ სამეულში სამივე
საერთაშორისო კონფერენციაზე: თეირანში, სადაც ომის დასრულებამდე განიხილეს ევროპის
მოწყობის საკითხები, ყირიმში, სადაც უკვე ომის მიწურულს შეიკრიბნენ და კვლავ ევროპის
მოწყობის საკითხები განიხილეს და პოტსდამში, სადაც ომის დასრულების შემდეგ ევროპის
ბედი განსაზღვრეს.

ფრანკლინ დელანო რუზველტი - რუზველტი აშშ_ს პრეზიდენტი იყო II მსოფლიო ომის


მიმდინარეობისას. იგი იყო აშშ_ს წარმომადგენელი დიდ სამეულში პირველ ორ საერთაშორისო
კონფერენციაზე: თეირანში, სადაც ომის დასრულებამდე განიხილეს ევროპის მოწყობის
საკითხები და ყირიმში, სადაც უკვე ომის მიწურულს შეიკრიბნენ და კვლავ ევროპის მოწყობის
საკითხები განიხილეს. ხოლო პოტსდამის კონფერენციაზე კი რუზველტი უკვე გარდაცვლილი
იყო და აქ აშშ_ს წარმომადგენელი უკვე ახალი პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი იყო. ამ
კონფერენციაზე ევროპის ბედი თითქმის 45 წლით განისაზღვრა. აქვე ტრუმენმა სტალინს
ატომური ბომბების გამოცდის შესახებ ცნობები გადასცა, მაგრამ სტალინი უკვე ყველაფრის
საქმის კურსში იყო. აშშ_მ ეს ატომური ბომბები იაპონიაზე გამოსცადა, როდესაც ჰიროსიმა და
ნაგასაკი გაანადგურა.

ჰარი ტრუმენი - იხ. ფრანკლინ დელანო რუზველტი.

მაო ძე დუნი - ჩინეთის კომუნისტური პარტია ხელისუფლებისთვის XX საუკუნის 20_იანი


წლებიდან იბრძოდა. ჩინეთში მის მთავარ მოწინააღმდეგეს გომინდანის პარტია წარმოადგენდა.
30_იანი წლებიდან იაპონიის აგრესიის პერიოდში კომუნისტურ პარტიასა და გომინდანს შორის
დროებით მშვიდობა ჩამოვარდა, მაგრამ II მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კვლავ
სამოქალაქო ომი გაჩაღდა. ის ჩინელი კომუნისტების გამარჯვებით დასრულდა, რასაც ჩინეთის
სახალხო რესპუბლიკის შექმნა მოჰყვა მაო ძე დუნით სათავეში.

102
1. II მსოფლიო ომი და ძალთა ახალი ბალანსი მსოფლიოში;
XX საუკუნის 30_იან წლებში მსოფლიო ახალი ომისკენ მიდიოდა. ამ ომის ინიციატორებად
ფაშისტური გერმანია, ფაშისტური იტალია და ფაშისტური იაპონია გამოდიოდნენ. გერმანიას
პირველ მსოფლიო ომში დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება სურდა. ამიტომაც მან 1938
წელს თავისი ჯარები ავსტრიაში შეიყვანა და ქვეყანა გერმანიას შეუერთა. ამის შემდეგ
ჩეხოსლოვაკიისა და პოლონეთის ჯერი დადგა. ინგლისსა და საფრანგეთს პოლონეთთან
ურთიერთდახმარების ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული, ამიტომაც მათ გერმანიას ომი
გამოუცხადეს. რაც შეეხება სსრკ_ს, მან გერმანიასთან ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტი
დადო და აღმოსავლეთ ევროპა დაინაწილეს. გერმანიამ და სსრკ_მ დანაწილებული ქვეყნები
დაიპყრეს. ამ პერიოდში ინგლისი და საფრანგეთი გერმანიაზე თავდასხმას არ ჩქარობდნენ,
ამიტომაც ომის ამ პერიოდს უცნაური ომი ეწოდა. განაწილებული ქვეყნების დაპყრობის
შემდეგ გერმანიამ დასავლეთ ფრონტიც გახსნა. მან საფრანგეთი დაამარცხა და მისი
ტერიტორიის დიდი ნაწილი მიისაკუთრა. ახლა კი ჰიტლერმა ჯარები სსრკ_სკენ მიმართა. იგი
შეიჭრა სსრკ_ს ტერიტორიაზე და რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი აიღო. მაგრამ ამდენი
წარმატების შემდეგ გერმანიის დაღმასვლა დაიწყო. იგი რამდენიმე ბრძოლაში დამარცხდა და
საბჭოთა ჯარებმა საბოლოოდ მათი განდევნა მოახერხეს სსრკ_ს ტერიტორიიდან. ამის შემდეგ
გერმანიას თანდათან ყველა მოკავშირემ უღალატა და ომიდან გამოვიდა. ამასთან, აშშ_ც
ჩაერთო ომში გერმანიის წინააღმდეგ. 1945 წელს ომები უკვე გერმანიის ტერიტორიაზე
მიმდინარეობდა და ნათელი იყო, რომ გერმანია მარცხდებოდა. საბოლოოდ, ჰიტლერმა თავი
მოიკლა და გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა.
ომის შემდეგ ევროპის პოლიტიკური რუკა ძალიან შეიცვალა. გერმანიამ უზარმაზარი
ტერიტორიები დაკარგა: აღმოსავლეთ პრუსია სსრკ_მ შეიერთა, პოლონეთმა გერმანიის
ბალტიისპირა ტერიტორიები მიითვისა, სუდეტის ოლქი ჩეხოსლოვაკიას დაუბრუნდა,
ავსტრია კვლავ დამოუკიდებელი გახდა, ასევე სსრკ_მ იაპონიას სახალინისა და კურილიის
კუნძულები ჩამოართვა. ამასთან ერთად, მდ. ელბას აღმოსავლეთი ქვეყნები სსრკ_ს გავლენის
ქვეშ მოექცნენ და კომუნისტური რეჟიმები დამყარდა, ხოლო ელბას დასავლეთით მდებარე
ქვეყნები კი კვლავ კაპიტალისტურებად დარჩა.
2. რა ეკონომიკური ღონისძიებები გატარდა II მსოფლიო ომის შედეგების დასაძლევად?
II მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ქვეყნები ეკონომიკურად ძალიან დასუსტდნენ. ომში
დახარჯული მილიარდების გამო ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ. გარდა ამისა,
დაბომბვებისგან უამრავი ქალაქი და სოფელი განადგურდა. ქვეყნები აოხრებული იყო. მაგრამ
ევროპის ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსაყვანად აშშ_მ ძალ-ღონე არ დაზოგა. მას ეშინოდა,
რომ ევროპაში კომუნიზმი განვითარდებოდა და ეს არ აწყობდა. გენერალმა ჯორჯ მარშალმა,
რომელიც აშშ_ს სახელმწიფო მდივანი იყო განაცხადა, რომ ამერიკა ევროპის ქვეყნებს
დაეხმარებოდა ეკონომიკის გასაჯანსაღებლად, თუ ისინი ამას ითხოვდნენ. ასე დაედო
საფუძველი „მარშალის გეგმას“. ამ გეგმის თანახმად, აშშ დასავლეთ ევროპის ქვეყნებს 12
მილიარდი დოლარით დაეხმარა, მათ კი სანაცვლოდ კომუნისტური პარტია ამოკვეთეს
თავიანთი ქვეყნებიდან. ამ გეგმის დახმარებით დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეძლეს
ეკონომიკურად მოძლიერება, აშშ_მ კი გასაღების ბაზარი შეიძინა. ასევე გატარდა გერმანული
ვალუტის რეფორმა და შემოვიდა ახალი ვალუტა - დოიჩემარკი. ყოველი ამის შემდეგ
ეკონომიკური ზრდის ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდა და შეუქცევადი გახდა. ასევე

103
ეკონომიკურ აღმასვლაში დიდი წვლილი შეიტანა წარმოების ნაციონალიზაციამ. ეკონომიკაში
სახელმწიფოს ჩარევამ გაზარდა მწარმოებლურობა და კერძო ინიციატივებსაც მეტი გასაქანი
მისცა. ასევე საერთაშორისო ეკონომიკურ პროექტებში ურთიერთშეთანხმებამ საერთო
სურათი დადებითობისკენ შეცვალა. ეს მოვლენები ეკონომიკური სასწაულის სახელით არის
ცნობილი.
3. კოლონიზაციის დასასრული და კომუნისტური რეჟიმების არეალის გაფართოება.
II მსოფლიო ომამდე კომუნისტური ტოტალიტარული სისტემა მხოლოდ საბჭოთა კავშირში
იყო. თუმცა ომში სსრკ_ს გამარჯვებას აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში კომუნისტური
სისტემის გაბატონება მოჰყვა. პოლონეთში, ალბანეთში, იუგოსლავიაში, ჩეხოსლოვაკიაში,
უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთში კომუნისტური პარტიები შეიქმნა, რომლებმაც
თანდათან ანტიკომუნისტური პარტიები გამოდევნეს მთავრობიდან და შექმნეს
ერთპარტიული კომუნისტური დიქტატურა. ამის შემდეგ კომუნისტურ ქვეყნებში სსრკ_ს
მსგავსად მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ნაციონალიზაცია მოჰყვა. კომუნისტური
პარტია აზიაშიც დამყარდა, უპირველესად ჩრდილოეთ კორეასა და ჩინეთში. ასევე
კომუნისტური წყობილება დამყარდა ვიეტნამშიც, რომელიც ორ ნაწილად გაიყო.
კომუნისტურ ნაწილს სსრკ და ჩინეთი ეხმარებოდნენ, ხოლო კაპიტალისტურს კი - აშშ.
საბოლოოდ, კომუნისტებმა გაიმარჯვეს და აშშ იძულებული გახდა ჯარები გამოეყვანა
ვიეტნამიდან.
II მსოფლიო ომის შემდეგ უამრავი პრობლემის წინაშე დადგნენ ევროპის ქვეყნები და მათ
კოლონიებისთვის აღარ ეცალათ. ამავე დროს, აღარც კოლონიებს სურდათ იმპერიების
მორჩილება. ამიტომაც II მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდი იმპერიების დაშლით არის
ცნობილი. ეს პროცესი მაჰათმა განდიმ დაიწყო. მან ინდოეთს ბრიტანეთისგან
დამოუკიდებლობა მოუპოვა. ბრიტანეთმა კოლონიები თითქმის უბრძოლველად დათმო,
ასევე საფრანგეთმაც. მაგრამ ნიდერლანდების შემთხვევაში საქმე უფრო რთულად იყო.
კოლონიებს მრავალწლიანი ომი დასჭირდათ თავისუფლების მოსაპოვებლად. მაგრამ
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კოლონიები უკვე სხვა პრობლემას გადაეყარნენ. მათ
არ იცოდნენ თუ როგორ ემართათ ქვეყანა და არც განათლების დონე იყო მაღალი. ამიტომაც
მათ უკვე ერთმანეთთან დაიწყეს ბრძოლები.

104
XIII თავი13

რკინის ფარდა - II მსოფლიო ომში გამარჯვებულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა


გაუარესდა. ამის მიზეზი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საბჭოთა კავშირის პოლიტიკა
იყო, რომელიც ამ რეგიონების ქვეყნებში კომუნისტური სისტემის დანერგვას ცდილობდა. 1946
წელს უინსტონ ჩერჩილმა აშშ_ს ფულტონის უნივერსიტეტში თავისი საჯარო გამოსვლის დროს
ახსენა რკინის ფარდა, რომელიც საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროს შორის
ჩამოუშვა. ასე დაიწყო 50 წლიანი დაპირისპირება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის,
რომელიც ცივი ომის სახელით არის ცნობილი.

„ცივი ომი“ – II მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება დასავლურ და აღმოსავლურ


სამყაროს შორის, რომელიც ცივი ომის სახელით არის ცნობილი. ყოფილ მოკავშირეებს შორის
პირველი დაპირისპირება ბერლინის გამო დაიწყო. ამ ქალაქზე კონტროლი ომის შემდეგ
ინგლისმა, საფრანგეთმა და აშშ_მ დაამყარეს. მაგრამ 1948 წელს საბჭოთა კავშირმა დასავლეთ
ბერლინის ბლოკადა გამოაცხადა და დასავლეთის ქვეყნებს ბერლინში მიმოსვლა აუკრძალა. მას
აღმოსავლეთ ევროპაში იმდენი სახმელეთო და სატანკო დივიზია ჰყავდა, რომ დასავლეთ
ევროპის ოკუპაციაც შეეძლო. ამიტომაც საბჭოთა კავშირის საფრთხისაგან დასაცავად შეიქმნა
ჩრდილოეთ ატლანტიკური ორგანიზაცია - ნატო. მაგრამ ცივი ომის ხანაში ორი ზესახელმწიფო
ერთმანეთთან ომს ერიდებოდა. ცივი ომის პირველ ომად კორეის ომი ითვლება. კორეა
ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად იყო გაყოფილი. ჩრდილოეთ ნაწილი კომუნისტური იყო,
სამხრეთი - პროამერიკული. ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთის დაპყრობა გადაწყვიტა, მაგრამ ეს არ
გამოუვიდა და ამ ომში ვერც ერთმა მხარემ ვერ იხეირა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ
საბჭოთა ქვეყნებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს, მაგრამ საბჭოთა ჯარები მათ
სისხლში ახშობდნენ. თანდათან დასავლეთის უპირატესობა აშკარა გახდა. ეს გერმანიის
მოვლენებმაც დაადასტურა, რომელიც ორად იყო გაყოფილი. ამ ნაწილებს შორის დაკავშირება
მხოლოდ ბერლინის მეშვეობით შეიძლებოდა. ამიტომაც აღმოსავლეთ გერმანიიდან
დასავლეთში უამრავი ადამიანი გადადიოდა და აღმოსავლეთ ნაწილი დაუსახლებელი რჩებოდა,
ამიტომაც აღმოსავლეთ გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში კედელი ააგო, რომელიც
ბერლინის კედლის სახელით შევიდა ისტორიაში. იგი კომუნისტური რეჟიმის ერთგვარ
სიმბოლოდ იქცა. ცივი ომის დასასრულად 1991 წელი ითვლება, როდესაც ბერლინის კედელი
დაანგრიეს და გერმანია გაერთიანდა და ასევე, როცა საბჭოთა კავშირის დაშლა გამოცხადდა.

ბერლინის კედელი - იხ. ცივი ომი.

სოციალისტური ბანაკი - სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში: პოლონეთში, ჩეხოსლოვაკიაში,


რუმინეთში, უნგრეთში, ბულგარეთში და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში
სოციალისტური ხელისუფლება ძალაუფლებას მხოლოდ საბჭოთა ჯარების დახმარებით
ინარჩუნებდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დასუსტებამ ამ ქვეყნებში დიდი ცვლილებები
გამოიწვია. მათ შეუწყდათ საბჭოთა ჯარების დახმარება, რამაც სოციალისტური რეჟიმის
მსხვრევა გამოიწვია. იმ რევოლუციებს, რომელთა მეშვეობითაც სოციალისტურ ბანაკში
პოლიტიკური სისტემის ცვლილება მოხდა, ხავერდოვან რევოლუციებს უწოდებენ. ამ მხრივ
პირველი პოლონეთი აღმოჩნდა. აქ ოპოზიციამ და მთავრობამ თავისუფალი არჩევნების
13
კაცობრიობა II მსოფლიო ომის შემდეგ
105
ჩატარება გადაწყვიტეს, რის შედეგადაც ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში. მსგავსი რამ მოხდა
უნგრეთში, რუმინეთსა და ბულგარეთშიც. ჩეხოსლოვაკიაშიც ოპოზიციამ გაიმარჯვა არჩევნებში
და ხელისუფლების სათავეში ვაცლავ ჰაველი მოვიდა, რომელმაც სლოვაკეთი დამოუკიდებელ
ქვეყნად სცნო. რაც შეეხება გერმანიას, აქ, როგორც ვიცით, საბჭოთა კავშირმა ბერლინში კედელი
ააგო, თუმცა შემდეგ იგი დაანგრიეს და გერმანია გაერთიანდა. ყველა ამ ქვეყანაში ახალმა
მთავრობებმა კავშირი გაწყვიტეს კომუნიზმთან, რამაც საბოლოოდ სოციალისტური ბანაკის
დაშლა გამოიწვია.

ხავერდოვანი რევოლუციები - იხ. სოციალისტური ბანაკი.

„ქარიშხალი უდაბნოში“ – 1990 წელს ერაყის ჯარები ქუვეითში შეიჭრნენ. ასე დაიწყო ომი
სპარსეთის ყურეში აშშ_ს მეთაურობით მრავალეროვან ჯარებსა და ერაყის ჯარებს შორის.
ქუვეითი მდიდარი იყო ნავთობის საბადოებით და ნავთობის დიდი მარაგიც ჰქონდა, რის გამოც
სურდა ერაყს მისი დაპყრობა. ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი შეებრძოლა ქუვეითის ჯარებს
და დაამარცხა კიდეც. შემდეგ კი ქუვეითის დაპყრობაც მოახერხა. ამას მსოფლიო პოლიტიკური
წრეების აღშფოთება მოჰყვა. გაერომ ერაყს ქუვეითიდან ჯარების გამოყვანა მოსთხოვა. ამის
პასუხად სადამ ჰუსეინმა ქუვეითის ტერიტორია უშუალოდ შეუერთა ერაყს. ამის შემდეგ აშშ_მ
კოალიცია შექმნა ერაყის წინააღმდეგ და ომისთვის მზადებას შეუდგა. ასე დაიწყო საომარი
ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ, რომელსაც „ქარიშხალი უდაბნოში“ ეწოდა. ოპერაციამ ერთ თვეზე
ცოტა მეტხანს გასტანა. ამ პერიოდში მოკავშირეებმა ერაყის ჯარები დაამარცხეს, ქუვეითი
გაათავისუფლეს და ერაყის დიდი ნაწილი დაიკავეს.

დსთ - 1991 წელს ბელორუსიაში შეიკრიბნენ რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის


პრეზიდენტები: ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი და სტანისლავ შუშკევიჩი. ამ ქვეყნების
მმართველებმა წლების წინ საბჭოთა კავშირის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი,
ახლა კი მისი დაშლა უნდა გამოეცხადებინათ. რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს საბჭოთა
კავშირის ბოლომდე დაშლა არ სურდა, ამიტომაც შეკრებილებს ახალი გაერთიანების -
„დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის“ შექმნა შესთავაზა. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი
ლეონიდ კრავჩუკი სახელწოდებას არ დაეთანხმა. უკრაინას უკვე გამოცხადებული ჰქონდა
ქვეყნის დამოუკიდებლობა, ამიტომაც სახელწოდებაში სიტყვა „დამოუკიდებელის“ ჩასმა
მოითხოვა. შეკრებილებმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს და ამ სამი რესპუბლიკის პრეზიდენტმა
1991 წლის 8 დეკემბერს სსრკ_ს ნაცვლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის -
დსთ_ს შექმნის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ხოლო 21 დეკემბერს კი ალმა-ატის
სამიტმა დსთ_ს შექმნა გამოაცხადა.

ევროკავშირი - 1951 წელს დაიწყო ევროკავშირის შექმნა, როდესაც ბელგიამ, საფრანგეთმა,


ნიდერლანდებმა, გერმანიამ, იტალიამ და ლუქსემბურგმა შექმნეს ქვანახშირისა და ფოლადის
გაერთიანება. მოგვიანებით, ეს ევროპული ეკონომიკური გაერთიანება თანდათან გაფართოვდა.
ევროკავშირი განსაკუთრებით გაფართოვდა 1992 წლის მაასტრიხტისა და 1997 წლის
ამსტერდამის შეთანხმებებით. ამ ორგანიზაციაში სოციალისტური ბანაკის ქვეყნებიც
გაერთიანდნენ. 2002 წლიდან ევროკავშირმა მიმოქცევაში გაუშვა საკუთარი ვალუტა - ევრო,
რომელსაც 15 წევრზე მეტი ქვეყანა იყენებს. თანდათანობით ევროზე ევროკავშირის სხვა
ქვეყნებიც გადადიან.

106
ნატო - 1948 წელს საბჭოთა კავშირის აგრესიის თავიდან აცილების მიზნით ბელგიამ, დიდმა
ბრიტანეთმა, ლუქსემბურგმა, ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა ხელი მოაწერა ბრიუსელის
პაქტს, რომელიც მიზნად ისახავდა დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების
სამხედრო თანამშრომლობასა და ერთიანი დაცვის სისტემის შექმნას. ხოლო 1949 წელს კი
სამხედრო კავშირი - ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია - ნატო შეიქმნა,
რომლის უმთავრეს მიზანს სსრკ_დან მომავალი სამხედრო საფრთხის ერთიანი ძალებით
შეკავება და მოგერიება წარმოადგენდა. მოგვიანებით, ნატოს თურქეთი და საბერძნეთიც
შეუერთდა. ვარშავის ხელშეკრულების დაშლის შემდეგ ამ ორგანიზაციას ყოფილი
კომუნისტური ბლოკის ქვეყნებიც შეუერთდნენ, ხოლო 2004 წელს კი ნატოს ისტორიაში
უდიდესი გაფართოება მოხდა, რომლის შემდეგაც ეს სამხედრო-თავდაცვითი ორგანიზაცია
საქართველოსაც გაუმეზობლდა.

„ალ-ქაიდა“ - სადამ ჰუსეინის დამარცხების მიუხედავად, მისი რეჟიმი ერაყში მაინც გადარჩა
და მან მოგვიანებით კიდევ ერთი ომი გამოიწვია. 1990_იან წლებში აშშ_ს საერთაშორისო
მუსლიმური ტერორისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდა დაუპირისპირდა, რომელსაც
მილიარდერი, წარმოშობით საუდის არაბეთიდან, ბინ ლადენი ხელმძღვანელობდა. 2001 წელს
ალ-ქაიდამ აშშ_ში უდიდესი ტერორისტული აქტი განახორციელა. თვითმკვლელმა მუსლიმმა
ტერორისტებმა ორი გატაცებული სამოქალაქო თვითმფრინავი ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრსა და
პენტაგონის ცენტრს შეაჯახეს. შედეგად 3000 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ აშშ_ს ჯარები
ავღანეთში შეიჭრნენ, სადაც ალ-ქაიდას მოკავშირე თალიბთა ავღანური ტომები ბატონობდნენ.
მათ ავღანეთში ახალი მთავრობა დასვეს. ამას გარდა, დასავლეთის ქვეყნებში დიდ შიშს იწვევდა
იმის შესაძლებლობა, რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი
ჰქონდა. ამიტომაც 2003 წელს აშშ_ს და დიდი ბრიტანეთის ჯარები ერაყში შეიჭრნენ, სადამ
ჰუსეინი შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. მათ თანდათანობით ალ-ქაიდასა და მისი
მომხრეების წინააღმდეგობა ერაყში დაძლიეს და ამ ქვეყანაში ხელისუფლება ადგილობრივ
მთავრობას გადაეცა.

ვარდების რევოლუცია - XXI საუკუნის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი


გახდა, რომელმაც სსრკ_ს დაშლა უდიდეს კატასტროფად გამოაცხადა და მის აღდგენას შეეცადა.
ამ საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ მას საქართველო მიაჩნია, რომელიც 2003 წლის
ვარდების რევოლუციის შემდეგ სწრაფად დაადგა ევროპული განვითარების გზას. ამის შემდეგ
რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ომის ზღვარს მიუახლოვდა და 2008 წლის 7
აგვისტოს გამოიწვია კიდეც ომი. მართალია, რუსეთმა თავის მთავარ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა
დალისა და ახალგორის რაიონის დაკავება მაინც მოახერხეს.

უინსტონ ჩერჩილი - II მსოფლიო ომში გამარჯვებულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა


გაუარესდა. ამის მიზეზი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საბჭოთა კავშირის პოლიტიკა
იყო, რომელიც ამ რეგიონების ქვეყნებში კომუნისტური სისტემის დანერგვას ცდილობდა. 1946
წელს უინსტონ ჩერჩილმა აშშ_ს ფულტონის უნივერსიტეტში თავისი საჯარო გამოსვლის დროს
ახსენა რკინის ფარდა, რომელიც საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ და დასავლეთ სამყაროს შორის
ჩამოუშვა. ასე დაიწყო 50 წლიანი დაპირისპირება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის,
რომელიც ცივი ომის სახელით არის ცნობილი.

107
ფიდელ კასტრო - II მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება დასავლურ და
აღმოსავლურ სამყაროს შორის, რომელიც ცივი ომის სახელით არის ცნობილი. მან სამყარო ომის
წინაშე არაერთხელ დააყენა. ამ მხრივ ყველაზე დრამატული კარიბის კრიზისი აღმოჩნდა. 1959
წელს კუბაში რევოლუციამ გაიმარჯვა და ხელისუფლებაში ფიდელ კასტრო მოვიდა. კუბა
სოციალისტურ ბანაკს შეუერთდა და საბჭოთა კავშირს უფლება მისცა კუბაში აშშ_სკენ
მიმართული რაკეტები განელაგებინა. აშშ_ს დაზვერვამ ეს რაკეტები აღმოაჩინა და აშშ_ს
პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ კუბის ბლოკადა გამოაცხადა, რითაც საბჭოთა კავშირის გემებს
კუბაში შესვლის უფლება მოუსპო. სამყარო მსოფლიო ომის წინაშე დადგა, მაგრამ ეს
დაპირისპირება მოლაპარაკებების მეშვეობით გადაიჭრა.

ჯონ კენედი - იხ. ფიდელ კასტრო.

ლეხ ვალენსა - 1980 წელს პოლონეთში შეიქმნა პროფკავშირული ორგანიზაცია სოლიდარობა,


რომელმაც ანტიკომუნისტური სახე მიიღო. ეს იყო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც
ქვეყანაში დემოკრატიულ რეფორმებს ისახავდა მიზნად. ამ მოძრაობას ლეხ ვალენსა
ხელმძღვანელობდა. მან დიდი პოპულარობა მოიპოვა. საბჭოთა კავშირის მესვეურებს
შეეშინდათ, რომ პოლონეთი კომუნისტური ბლოკიდან გამოვიდოდა და ამიტომაც პოლონეთში
შეჭრის მუქარით ადგილობრივი ხელისუფლება აიძულა ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა
შემოეღო.

ზვიად გამსახურდია - საბჭოთა რუსეთმა, საქართველოს ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, აქ


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი შექმნა.
როდესაც საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მიღება რეალური გახდა, სეპარატისტული
მოძრაობები ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ძალზე გააქტიურდა. ჯერ ცხინვალის რეგიონი
გააქტიურდა. დაპირისპირება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. რუსების დახმარებით
ოსებმა გაიმარჯვეს და ცხინვალის რეგიონის დიდი ნაწილი საქართველოს იურისდიქციის
გარეთ აღმოჩნდა. ასევე მოხდა აფხაზეთის შემთხვევაშიც. კომუნისტური ხელისუფლების
წაქეზებით აფხაზეთში გამოსვლები დაიწყო და საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას
ხელისუფლების დამხობის ხანაში ომში გადაიზარდა. ამ ომშიც დამარცხდნენ ქართველები ისევ
რუსების „დახმარებით“ და აფხაზეთიც საქართველოს იურისდიქციის გარეთ დარჩა.

ბორის ელცინი - 1991 წელს ბელორუსიაში შეიკრიბნენ რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის


პრეზიდენტები: ბორის ელცინი, ლეონიდ კრავჩუკი და სტანისლავ შუშკევიჩი. ამ ქვეყნების
მმართველებმა წლების წინ საბჭოთა კავშირის შექმნის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი,
ახლა კი მისი დაშლა უნდა გამოეცხადებინათ. რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს საბჭოთა
კავშირის ბოლომდე დაშლა არ სურდა, ამიტომაც შეკრებილებს ახალი გაერთიანების -
„დემოკრატიული ქვეყნების თანამეგობრობის“ შექმნა შესთავაზა. მაგრამ უკრაინის პრეზიდენტი
ლეონიდ კრავჩუკი სახელწოდებას არ დაეთანხმა. უკრაინას უკვე გამოცხადებული ჰქონდა
ქვეყნის დამოუკიდებლობა, ამიტომაც სახელწოდებაში სიტყვა „დამოუკიდებელის“ ჩასმა
მოითხოვა. შეკრებილებმა ეს მოთხოვნა დააკმაყოფილეს და ამ სამი რესპუბლიკის პრეზიდენტმა
1991 წელს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის - დსთ_ს შექმნა გამოაცხადა.
საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა კი უფლება-
მოსილება მოიხსნა, რითაც საბჭოთა კავშირმა საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა.

108
ვაცლავ ჰაველი - სსრკ_ს დასუსტების შემდეგ სოციალისტური ბანაკიც დაიშალა და ყოფილი
სოციალისტური ქვეყნების ხელისუფლება შეცვალა ოპოზიციურმა მთავრობამ, რომელმაც
კავშირი გაწყვიტა სოციალიზმთან. მსგავსად წარიმართა სიტუაცია ჩეხოსლოვაკიაში და ის ორ
ქვეყნად - ჩეხეთად და სლოვაკეთად დაიშალა. ამ პროცესის თავისებურება ის იყო, რომ ეს დაშლა
მშვიდობიანად მოხდა, რაშიც დიდი წვლილი ჩეხოსლოვაკიის იმდროინდელ პრეზიდენტს
ვაცლავ ჰაველს მიუძღვის.

დენ-სიოპინი - II მსოფლიო ომის შემდეგ ცვლილებები აღმოსავლეთ აზიის სოციალისტურ


ქვეყნებში - ჩინეთსა და ვიეტნამშიც მოხდა. 1966 წელს ჩინეთში დაიწყო ე.წ. კულტურული
რევოლუცია, რომლის დროსაც ჩინეთში კერძო საწარმოების უდიდესი ნაწილის
ნაციონალიზაცია მოხდა. გლეხებს მიწები წაართვეს და კომუნებში გააერთიანეს. ამას ჩინეთის
ეკონომიკის დაქვეითება მოჰყვა. მაგრამ 10 წლის შემდეგ ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში დენ-
სიოპინის მეთაურობით ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, რომელმაც დაიწყო რეფორმების
გატარება. კულტურული რევოლუცია შეწყდა და ჩინეთი ახალ ეკონომიკურ გზას დაადგა.
კომუნისტურმა პარტიამ სოციალიზმის საფარქვეშ ქვეყანაში კაპიტალისტური წყობილების
ელემენტები შემოიტანა: კომუნები გაუქმდა, გლეხებს მიწა 50 წლიანი იჯარით გადაეცათ და მათ
მიწებზე სრული თავისუფლება მიეცათ. გარდა ამისა, ჩინეთის ხელისუფლებამ თავისუფალი
ეკონომიკური ზონები შექმნა უცხოელი ინვესტორებისთვის. ყოველივე ამის შედეგად, ჩინეთის
ეკონომიკა გაჯანსაღდა და იგი ერთ-ერთ მთავარ ექსპორტიორ ქვეყნად იქცა. ის წარმატებით
უწევს კონკურენციას ევროპისა და ამერიკის ბაზრებზე ადგილობრივ პროდუქციას.

ჯოხარ დუდაევი - ჩეჩნები და მათი მონეთესავე ინგუშები ჩრდილოეთ კავკასიაში ცხოვრობენ.


ეს ხალხები II მსოფლიო ომამდე ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ სოციალისტურ
რესპუბლიკაში იყვნენ გაერთიანებულნი, მაგრამ მოგვიანებით სტალინმა ისინი ცენტრალურ
აზიაში გადაასახლა. ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხები სამშობლოში მხოლოდ სტალინის
სიკვდილის შემდეგ დაბრუნდნენ. ხოლო სსრკ_ს დაშლის შემდეგ კი ჩეჩნეთ-ინგუშეთის
ავტონომიური რესპუბლიკაც დაიშალა და ჩეჩნებმა დამოუკიდებელი რესპუბლიკის მშენებლობა
დაიწყეს. მათ პრეზიდენტად ჯოხარ დუდაევი აირჩიეს. მაგრამ 1994 წელს ბორის ელცინის
ბრძანებით რუსები ჩეჩნეთის საზღვრებში შეიჭრნენ და დაიწყეს ომი. ამ ომში საბოლოოდ,
ჩეჩნებმა გაიმარჯვეს და ელცინი იძულებული გახდა მათი დამოუკიდებლობა ეღიარებინა.
სიტუაცია შეიცვალა ვლადიმერ პუტინის დანიშვნიდან პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მან
ჩეჩნებთან II ომი წამოიწყო, რომელიც 2009 წლამდე გაგრძელდა. რუსებმა ჩეჩნები რუსეთის
ნაწილად გამოაცხადეს, მაგრამ სინამდვილეში ჩეჩნების ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის
ჯერაც არ დამთავრებულა.

ვლადიმერ პუტინი - იხ. ჯოხარ დუდაევი.

სადამ ჰუსეინი - 1990 წელს ერაყის ჯარები ქუვეითში შეიჭრნენ. ასე დაიწყო ომი სპარსეთის
ყურეში აშშ_ს მეთაურობით მრავალეროვან ჯარებსა და ერაყის ჯარებს შორის. ქუვეითი
მდიდარი იყო ნავთობის საბადოებით და ნავთობის დიდი მარაგიც ჰქონდა, რის გამოც სურდა
ერაყს მისი დაპყრობა. ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი შეებრძოლა ქუვეითის ჯარებს და
დაამარცხა კიდეც. შემდეგ კი ქუვეითის დაპყრობაც მოახერხა. ამას მსოფლიო პოლიტიკური
წრეების აღშფოთება მოჰყვა. გაერომ ერაყს ქუვეითიდან ჯარების გამოყვანა მოსთხოვა. ამის

109
პასუხად სადამ ჰუსეინმა ქუვეითის ტერიტორია უშუალოდ შეუერთა ერაყს. ამის შემდეგ აშშ_მ
კოალიცია შექმნა ერაყის წინააღმდეგ და ომისთვის მზადებას შეუდგა. ასე დაიწყო საომარი
ოპერაცია ერაყის წინააღმდეგ, რომელსაც „ქარიშხალი უდაბნოში“ ეწოდა. ოპერაციამ ერთ თვეზე
ცოტა მეტხანს გასტანა. ამ პერიოდში მოკავშირეებმა ერაყის ჯარები დაამარცხეს, ქუვეითი
გაათავისუფლეს და ერაყის დიდი ნაწილი დაიკავეს. მაგრამ სადამ ჰუსეინის რეჟიმი ერაყში
მაინც გადარჩა, რადგან აშშ_ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუში ერაყში სიტუაციის გამძაფრებას
მოერიდა და ამერიკის ჯარებს ერაყის დედაქალაქ ბაღდადზე გალაშქრება აუკრძალა. ეს შეცდომა
გამოდგა, რადგან სადამ ჰუსეინმა და მისმა რეჟიმმა მოგვიანებით კიდევ ერთი ომი გამოიწვია.

ბინ ლადენი - 1990_იან წლებში აშშ_ს საერთაშორისო მუსლიმური ტერორისტული


ორგანიზაცია ალ-ქაიდა დაუპირისპირდა, რომელსაც მილიარდერი, წარმოშობით საუდის
არაბეთიდან, ბინ ლადენი ხელმძღვანელობდა. 2001 წელს ალ-ქაიდამ აშშ_ში უდიდესი
ტერორისტული აქტი განახორციელა. თვითმკვლელმა მუსლიმმა ტერორისტებმა ორი
გატაცებული სამოქალაქო თვითმფრინავი ნიუ იორკის სავაჭრო ცენტრსა და პენტაგონის ცენტრს
შეაჯახეს. შედეგად 3000 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ აშშ_ს ჯარები ავღანეთში შეიჭრნენ,
სადაც ალ-ქაიდას მოკავშირე თალიბთა ავღანური ტომები ბატონობდნენ. მათ ავღანეთში ახალი
მთავრობა დასვეს. ამას გარდა, დასავლეთის ქვეყნებში დიდ შიშს იწვევდა იმის შესაძლებლობა,
რომ სადამ ჰუსეინის რეჟიმს ერაყში მასობრივი განადგურების იარაღი ჰქონდა. ამიტომაც 2003
წელს აშშ_ს და დიდი ბრიტანეთის ჯარები ერაყში შეიჭრნენ, სადამ ჰუსეინი შეიპყრეს და
სიკვდილით დასაჯეს. მათ თანდათანობით ალ-ქაიდასა და მისი მომხრეების წინააღმდეგობა
ერაყში დაძლიეს და ამ ქვეყანაში ხელისუფლება ადგილობრივ მთავრობას გადაეცა.

დიმიტრი მედვედევი - XXI საუკუნის დასაწყისში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი


გახდა, რომელმაც სსრკ_ს დაშლა უდიდეს კატასტროფად გამოაცხადა და მის აღდგენას შეეცადა.
ამ საქმეში ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგედ მას საქართველო მიაჩნია, რომელიც 2003 წლის
ვარდების რევოლუციის შემდეგ სწრაფად დაადგა ევროპული განვითარების გზას. ამის შემდეგ
რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ ომის ზღვარს მიუახლოვდა. 2008 წელს რუსეთის
პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი გახდა, თუმცა რეალური ხელისუფლება კვლავ პუტინის
ხელში რჩებოდა. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე
შემოიჭრნენ. მართალია, რუსეთმა თავის მთავარ მიზანს ვერ მიაღწია, თუმცა დალისა და
ახალგორის რაიონის დაკავება მაინც მოახერხეს.

ნიკოლა სარკოზი - 2008 წლის აგვისტოს ომის საომარი მოქმედებების შეწყვეტა საფრანგეთის
პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ჩარევით მოხდა. მან ექვსპუნქტიანი სამშვიდობო გეგმა ჯერ
მოსკოვში, შემდეგ კი თბილისში შეათანხმა. ამ გეგმის მიხედვით, რუსეთის ჯარებს უნდა
დაეტოვებინათ ომის დროს დაკავებული ტერიტორია, თუმცა რუსეთი ჯერაც არ ჩქარობს ამ
პუნქტების შესრულებას. მართალია, რუსებმა კონფლიქტის ზონების გარეთმყოფი ჯარები უკან
გაიწვია, მაგრამ ამ ტერიტორიებიდან ჯარები მაინც არ გაჰყავს. პირიქით, ის კვლავ აგრძელებს ამ
ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების მშენებლობას.

1. II მსოფლიო ომის შემდგომმა რომელმა მოვლენებმა შეუწყვეს ხელი ან შეაფერხეს


დემოკრატიის განვითარება?
110
II მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროს
შორის, რომელიც ცივი ომის სახელით არის ცნობილი. ამ ომმა დროებით შეაფერხა
დემოკრატიის განვითარება სოციალისტურ ქვეყნებში. ყოფილ მოკავშირეებს შორის პირველი
დაპირისპირება ბერლინის გამო დაიწყო. ამ ქალაქზე კონტროლი ომის შემდეგ ინგლისმა,
საფრანგეთმა და აშშ_მ დაამყარეს. მაგრამ 1948 წელს საბჭოთა კავშირმა დასავლეთ ბერლინის
ბლოკადა გამოაცხადა და დასავლეთის ქვეყნებს ბერლინში მიმოსვლა აუკრძალა. ცივი ომის
ხანაში, თავდაპირველად, ორი ზესახელმწიფო ერთმანეთთან ომს ერიდებოდა. მაგრამ შემდეგ
ისინი ერთმანეთს ეომებოდნენ სხვადასხვა ფრონტზე. სტალინის გარდაცვალების შემდეგ კი
საბჭოთა ქვეყნებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს, მაგრამ საბჭოთა ჯარები მათ
სისხლში ახშობდნენ. თანდათან დასავლეთის უპირატესობა აშკარა გახდა, რადგან საბჭოთა
კავშირი ნელ-ნელა სუსტდებოდა. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში სოციალისტური
ხელისუფლება ძალაუფლებას მხოლოდ საბჭოთა ჯარების დახმარებით ინარჩუნებდა. მაგრამ
საბჭოთა კავშირის დასუსტებამ ამ ქვეყნებში დიდი ცვლილებები გამოიწვია. მათ შეუწყდათ
საბჭოთა ჯარების დახმარება, რამაც სოციალისტური რეჟიმის მსხვრევა გამოიწვია. იმ
რევოლუციებს, რომელთა მეშვეობითაც სოციალისტურ ბანაკში პოლიტიკური სისტემის
ცვლილება მოხდა, ხავერდოვან რევოლუციებს უწოდებენ. ამ მხრივ პირველი პოლონეთი
აღმოჩნდა. აქ ოპოზიციამ და მთავრობამ თავისუფალი არჩევნების ჩატარება გადაწყვიტეს, რის
შედეგადაც ოპოზიცია მოვიდა ხელისუფლებაში. მსგავსი რამ მოხდა უნგრეთში, რუმინეთში,
ბულგარეთსა და ჩეხოსლოვაკიაშიც. რაც შეეხება გერმანიას, აქ, როგორც ვიცით, საბჭოთა
კავშირმა ბერლინში კედელი ააგო, თუმცა შემდეგ იგი დაანგრიეს და გერმანია გაერთიანდა.
ბერლინის კედლის ნგრევა და სსრკ_ს დაშლა ცივი ომის დასასრულად მიიჩნევა. ყველა ამ
მოვლენამ დემოკრატიის განვითარება გამოიწვია სოციალისტურ ქვეყნებში.
2. როგორ ყალიბდებოდა ბიპოლარული სამყარო?
II მსოფლიო ომის შემდეგ დასავლური და აღმოსავლური სამყარო ერთმანეთს
დაუპირისპირდა. ეს დაპირისპირება ცივი ომის სახელით არის ცნობილი. დასავლურ
სამყაროს კაპიტალისტური ქვეყნები წარმოადგენდა, ხოლო აღმოსავლურს კი -
სოციალისტური. ასე ჩამოყალიბდა ბიპოლარული სამყარო. საბოლოოდ, ეს ომი დასავლეთის
გამარჯვებით დასრულდა, ხოლო სოციალისტური ბანაკი კი დაიშალა და ეს ქვეყნები
კაპიტალისტურები გახდნენ. გარდა ამისა, დაიშალა სსრკ_ც და მის ნაცვლად რუსეთის
ფედერაცია ჩამოყალიბდა, რომელიც აღარ იყო კომუნისტური სახელმწიფო და აქაც
კაპიტალიზმს ჩაეყარა საფუძველი. მაგრამ ჯერ კიდევ სსრკ_ს არსებობის პერიოდში შეიქმნა
სამხედრო პოლიტიკური ორგანიზაცია ნატო, რომელიც სსრკ_დან მომავალი საფრთხისგან
დასაცავად შექმნეს. ამ ორგანიზაციაში აშშ და ევროპის ქვეყნები გაერთიანდნენ, მაგრამ სსრკ_ს
დაშლის შემდეგ მისი მთავარი მიზანი მსოფლიოში მშვიდობის შენარჩუნება გახდა. რაც
შეეხება აღმოსავლეთ სამყაროს, აქ სსრკ_ს დაშლის შემდეგ რუსეთმა, უკრაინამ და
ბელორუსიამ შექმნეს დსთ. ასე რომ სამყარო კვლავ ბიპოლარული გახდა.
3. ცივი ომი და როგორ შეიცვალა მსოფლიო ძალაუფლების ბალანსი ცივი ომის შემდეგ?
II მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო დაპირისპირება დასავლურ და აღმოსავლურ სამყაროს
შორის, რომელიც ცივი ომის სახელით არის ცნობილი. ცივი ომის ხანაში, თავდაპირველად,
ორი ზესახელმწიფო ერთმანეთთან ომს ერიდებოდა. მაგრამ შემდეგ ისინი სხვადასხვა
ფრონტზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: კორეაში, ვიეტნამში, ავღანეთში, კუბაში. სტალინის

111
გარდაცვალების შემდეგ კი საბჭოთა ქვეყნებმა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს,
მაგრამ საბჭოთა ჯარები მათ სისხლში ახშობდნენ. თანდათან დასავლეთის უპირატესობა
აშკარა გახდა. ეს გერმანიის მოვლენებმაც დაადასტურა, რომელიც ორად იყო გაყოფილი და ამ
ნაწილებს შორის ბერლინის კედელი იყო აღმართული. ის კომუნისტური რეჟიმის სიმბოლოდ
იქცა. ბერლინის კედელი საბოლოოდ დაანგრიეს და გერმანია გააერთიანეს. გერმანიაში კი
დემოკრატია განვითარდა. ცივი ომის დასასრულად 1991 წელი ითვლება, როდესაც
ბერლინის კედელი დაანგრიეს და გერმანია გაერთიანდა და ასევე, როცა საბჭოთა კავშირის
დაშლა გამოცხადდა. ამ მოვლენებმა ძალიან შეცვალა იმდროინდელი პოლიტიკური
ვითარება. სსრკ_ს დაშლამ სოციალისტური ბანაკის დაშლა და ამ ქვეყნებში დემოკრატიის
განვითარებაც გამოიწვია. ამ მოვლენების შემდეგ აშშ მთავარი ძალა გახდა მსოფლიოში,
თუმცა იგი ერთი ცენტრიდან მსოფლიოს მართვას ვერ შეძლებდა, ამიტომაც შეიქმნა
რამდენიმე პოლიტიკური ცენტრი - ჩინეთი, ევროკავშირი, ბრაზილია და რუსეთის
ფედერაცია. მსოფლიო მრავალპოლუსიანი გახდა.
4. საერთაშორისო ორგანიზაციების როლი და მნიშვნელობა;
II მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოში დიდი ცვლილებაბი მოხდა: კოლონიებმა
დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყეს, მსოფლიო ბიპოლარული გახდა. ერთ პოლუსს აშშ
ედგა სათავეში, მეორეს კი სსრკ და შემდეგ უკვე რუსეთი. ახალმა ვითარებებმა ახალი
აუცილებლობები დაბადა და ომისშემდგომი მსოფლიო განსაკუთრებით გააქტიურდა
უამრავი დიდი თუ მცირე საერთაშორისო ორგანიზაციების შექმნის კუთხით, რომელთაგანაც
ზოგიერთს მართლაც გადამწყვეტი როლი ჰქონდა მსოფლიო ეკონომიკის ამჟამინდელი
სურათის ჩამოყალიბებაში. 1919 წელს ვერსალის ხელშეკრულების შედეგად შეიქმნა ერთა
ლიგა, რომელიც აშშ_ს პრეზიდენტის ვუდრო ვილსონის ძალისხმევის შედეგი იყო. იგი
მიზნად ისახავდა მსოფლიოში მშვიდობისა და კეთილდღეობის შენარჩუნებას. მაგრამ აშშ_ს
სენატმა უარი განაცხადა ხელშეკრულების რატიფიცირებაზე და ამიტომაც იგი არ
გაწევრიანდა ამ ორგანიზაციაში. ამ ფაქტმა და ასევე ორგანიზაციის სტრუქტურულმა
სისუსტემ ერთა ლიგის არსებობას მალევე დაუსვა წერტილი. მაგრამ გაცილებით
წარმატებული აღმოჩნდა გაერო. ის ძირითადად, მსოფლიოში სიმშვიდის შენარჩუნებას
ახერხებს, ხოლო მისი რამდენიმე განშტოება გარკვეულწილად უძღვება კიდეც ეკონომიკურ
და მასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა რეგულირების პროცესებს.
5. ეთნიკურ ნიადაგზე დაძაბულობისა და დაპირისპირების ზრდა ცივი ომის შემდეგ;
სსრკ_ს დაშლის შემდეგ მის ტერიტორიაზე მომრავლდა დაპირისპირებები და
შეიარაღებული კონფლიქტები. ეს ძირითადად ეთნიკურ ნიადაგზე ხდებოდა. ჩეხოსლოვაკიის
გარდა, სადაც ეს დაპირისპირება მშვიდობიანად გადაიჭრა და ის დაიშალა ჩეხეთად და
სლოვაკეთად, ყველა სხვა შემთხვევაში დაპირისპირებები ბრძოლებით სრულდებოდა. ერთ-
ერთი პირველი ასეთი დაპირისპირება იუგოსლავიის დაშლას მოჰყვა, რომელიც სამხრეთ
სლავური წარმოშობის ექვსი რესპუბლიკისგან შედგებოდა. საბოლოოდ, ერთმანეთს
დაუპირისპირდნენ ერთ ენაზე მოლაპარაკე მართმადიდებელი სერბები, მუსლიმი
ბოსნიელები და კათოლიკე ხორვატები. ეს დაპირისპირება სამოქალაქო ომში გადაიზარდა და
საბოლოოდ, იუგოსლავია დაიშალა. მსგავსი ვითარება შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიაშიც. აქ
ჩეჩნები ინგუშებს გამოეყვნენ და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა განიზრახეს, თუმცა
რუსებმა მათ ეს არ დააცალეს და ჩეჩნეთის რესპუბლიკა დაიპყრეს. მაგრამ ჩეჩნების ბრძოლა

112
დამოუკიდებლობისთვის ჯერ კიდევ გრძელდება. რაც შეეხება ყარაბაღის კონფლიქტს, აქ
ყარაბაღის ტერიტორია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უნდა განაწილებულიყო. ეს
კონფლიქტი მრავალი წლის განმავლობაში გადაუჭრელი რჩებოდა და საბოლოოდ, სომხეთსა
და აზერბაიჯანს შორის ომით დასრულდა. ომში სომხებმა გაიმარჯვეს და ყარაბაღი შეიერთეს,
თუმცა ყარაბაღელები დღემდე იბრძვიან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. სამხრეთ
კავკასიაში კიდევ ერთი კონფლიქტი მოხდა. ეს იყო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.
რუსებმა ეთნიკურად ქართველი აფხაზების ქართველებისთვისვე დაპირისპირება მოახერხეს.
ეს დაპირისპირება საქართველოსა და აფხაზეთს შორის ომით დასრულდა, რომელშიც
რუსეთიც ჩაერთო აფხაზეთის მხარეს. ამ ომში აფხაზებმა გაიმარჯვეს და რუსებმა თავისი
ჯარები ჩააყენეს მის ტერიტორიაზე.
6. თანამედროვე მსოფლიოს გლობალური პრობლემები და გამოწვევები.
XX საუკუნეში მსოფლიო რამდენიმე გლობალური პრობლემის წინაშე დადგა. ევროპაში
მოსახლეობის ზრდის ტემპები შემცირდა, მაგრამ ევროპის გარეთ კი პირიქით გაიზარდა.
მაგრამ განვითარებად და განუვითარებელ ქვეყნებში საშუალოდ სიცოცხლის ხანგრძლივობა
რომი იმპერიის მაჩვენებელს უდრიდა, დაახლოებით 26-27 წელს. მაგრამ სხვადასხვა
საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ევროპის ქვეყნების დახმარებით, ასეთ ქვეყნებში
გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურება, კვების ხარისხი და ეს მაჩვენებელი მკვეთრად
გაიზარდა. გარდა ამისა, პრობლემები დაეტყო ურბანიზაციის პროცესსაც. სხვადასხვა
ამერიკულ ქვეყანაში უამრავი ადამიანი ჩავიდა სამსახურის საძებრად, თუმცა მათი
უმრავლესობა გაუნათლებელი და გაუწაფავი იყო. ეს ყოველივე მძიმე დაღს ასვამდა
ურბანულ ინფრასტრუქტურას. მსოფლიოში ქალაქების ზრდის პროცესი ძირითადად სოფლის
ნამატი მოსახლეობის ქალაქში გადასახლების ხარჯზე ხდებოდა. ამასთან ერთად, მსოფლიო
მოსახლეობის უპრეცენდენტო ზრდამ, ახალ-ახალი რესურსების გაზრდილი მოთხოვნილება
გააჩინა და დროდადრო ამა თუ იმ რესურსის დეფიციტიც კი იჩენდა თავს. გამოითქვა
ვარაუდიც, რომ შესაძლებელი იყო ზოგიერთი რესურსის სრულიად ამოწურვა. მაგრამ
აგრონომებმა, ინჟინრებმა, მეცნიერებმა მიაგნეს რესურსების გაზრდის, ახალი საბადოების
აღმოჩენისა და მათი უფრო ეფექტურად გამოყენების გზებს. გარდა ამისა, განვითარდა
ტექნოლოგიებიც და ახალი ტექნიკა ზრდიდა შრომის ნაყოფიერებას.

113
სარჩევი
I თავი - მსოფლიო ადრეანტიკურ ხანაში............................................................................................................... 1
II თავი - მსოფლიო გვიან ანტიკურ ხანაში - გლობალური იმპერიების ეპოქა ............................................. 10
III თავი - გლობალური იმპერიების ეპოქა - რომის იმპერია და დანარჩენი სამყარო ................................. 17
IV თავი - ხალხთა დიდი გადასახლება და მსოფლიოში ძალთა ახალი გადანაწილება ............................. 26
V თავი - განვითარებული შუა საუკუნეები - მსოფლიო X-XIII საუკუნეებში .............................................. 33
VI თავი - გვიანი შუა საუკუნეები .......................................................................................................................... 43
VII თავი - ისტორიის ახალი პერიოდის დასაწყისი ........................................................................................... 54
VIII თავი - პირველი ბურჟუაზიული რევოლუციები და ევროპული ომები ................................................ 62
IX თავი - მსოფლიო 1815-1870 წლებში ................................................................................................................ 74
X თავი - მსოფლიო XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში .................................................... 82
XI თავი - პირველი მსოფლიო ომი ........................................................................................................................ 87
XII თავი - მეორე მსოფლიო ომი და მისი შედეგები .......................................................................................... 99
XIII თავი - კაცობრიობა II მსოფლიო ომის შემდეგ .......................................................................................... 105

114

You might also like