You are on page 1of 19

აქემენიდური ირანის სახელმწიფო

მოწყობა:

ადმინისტრაციული სისტემა
ლიკა თურმანაული

ძველი წელთაღრიცხვის პირველ დეკადაში ჩაისახა დიდებული აქემენიდური


ირანი - იმ დროისათვის უპრეცედენტოდ გიგანტური იმპერია, რომლებსაც
აქემენიანთა (ასევე „რკინის ხანის დინასტიის“ სახელით ცნობილი) დინასტია
მართავდა. ამ სახელმწიფომ იარსება დაახლოებით ორასი წლის განმავლობაში,
გავრცელდა ბალკანეთის ნახევარკუძულიდან ინდის აუზამდე, იყო კულტურის,
მეცნიერების, რელიგიის, ხელოვნებისა და კულტურის გლობალური ცენტრი. 1
გასაკვირი არაა, რომ მისმა არსებობამ კაცობრიობას დაუტოვა განუმეორებელი
ისტორიული მემკვიდრეობა.

ძლიერი სახელმწიფოს არსებობის უმნიშვნელოვანეს წინაპირობას, ჩემი აზრით,


ოდითგან წარმოადგენდა გონივრულად, პრაგმატულად არჩეული
ადმინისტრაციული მოწყობის მოდელის შექმნა და დამკვიდრება. ეს იდეა
განსაკუთრებით საგულისხმოა მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ისეთ
ფართომასშტაბიან, მრავალი ხალხით დასახლებულ იმპერიაზე, როგორიც იყო
აქემენიდური ირანი. ამ ქვეყნის დიდებულმა, ვიტყოდი რეფორმატორმა,
მმართველებმა შეძლეს, ჩამოეყალიბებინათ საკუთარი კონტროლის სფეროზე
მაქსიმალურად მორგებული მართვის მძლავრი სისტემა, რომელიც ხელს
შეუწყობდა სამეფოს სტაბილურ ძლიერებას.

ცალსახაა, ჩემი საუბრის თემა შეეხება ზემოხსენებული ქვეყნის


ადმინისტრაციული წყობილების განვითარების ისტორიასა და მის მიზეზ-
შედეგობრიობას.

დავიწყოთ თავიდან. 550 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე მიდიის, ლიდიისა და


ბაბილონის დაკავების შედეგად კიროს მეორე დიდმა ჩამოაყალიბა პირველი
სპარსული იმპერია, ცნობილი, როგორც აქემენიდური ირანი. ამბიციური და

1
History.com Editors; Persian Empire; SEP 30, 2019; იხ., <https://www.history.com/topics/ancient-middle-
east/persian-empire#section_2> [18.10.20]
ჭკვიანი დამპყრობლისათვის დამახასიათებელი იყო დემოკრატიული
ტენდენციები და თანასწორობაზე დამყარებული ღირებულებები. მან მიზნად
დაისახა უნივერსალური, დივერსიული ცივილიზაციის შექმნა. მის მიერ
წარმოებული დაპყრობითი ომებით გაფართოებულ სახელმწიფო საზღრებში
უნდა ეცხოვრათ განსხვავებული რელიგიური, ეთნიკური თუ რასობრივი ჯგუფის
წარმომადგენლებს, რომელთა მიმართაც უნდა გამოყენებულიყო ლიბერალური
და ტოლერანტული პოლიტიკა. ადამიანთა რწმენის, ჩვეულებებისა და
ტრადიციების პატივისცემა, მათი კულტურის ხელშეუვალობა შემდგომ
შენარჩუნდა პართიელთა და სასანიანთა მმართველობისასაც. ეს ფაქტი, მგონია,
რომ ხაზს უსვამს ამ პრაქტიკის შედეგიანობას.

აშკარაა, ამგვარად დივერსიულ საზოგადოებასთან მიდგომას სჭირდება


სიფრთხილე, რათა სახელმწიფოებრიობას საფრთხე არ შეექმნას. კიროსმა
ჩამოაყალიბა მონარქია, რომელსაც საფუძვლად დაედებოდა დემოკრატიული
პრინციპები. მან დაგმო და აკრძალა მონობა, ადამიანთა დისკრიმინაცია
სხვადასხვა ნიშნით. ვფიქრობ, ყოველივე ეს ემსახურებოდა დაპყრობილ ხალხთა
გულის მოგებას, მათი უკმაყოფილების გამოწვევისა და აჯანყებათა პრევენციას.
მეორე მხრივ, მიმაჩნია, რომ პრობლემას წარმოადგენს დიამეტრულად
განსხვავებული ხალხების თანაცხოვრება, რადგანაც იქმნებოდა საფრთხე
კონფლიქტის გაღვივებისა. დარწმუნებული ვარ, ეს აზრი არც კიროსისთვის
იქნებოდა უცხო. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კიროსმა ვერ მოასწრო,
სრულყოფილი სახე მიეცა მაშინდელი ბიუროკრატიული აპარატისთვის, იგი
იწყებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების შექმნას და მისი გამგებლების
დანიშვნას. სამართლიანი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ამ ადამიანმა, ფაქტობრივად,
მოამზადა ნიადაგი დარიოსის რეფორმათა განსახორციელებლად.

ძველი წელთაღრიცხვის 522 წელს უკვე ეს უკანასკნელი იკავებს ტახტს.


გონიერმა ავტოკრატმა სრულქმნა კიროსის მიერ დაწყებული საქმე. მან შექმნა
ცენტრალიზებული ხელისუფლება, რომლის სათავეშიც იდგა მეფე ანუ შაჰინშაჰი,
რომლის სიტყვასაც ჰქონდა კანონის ძალა. ის სრულად აკონტროლებდა ყველა
ადმინისტრაციულ რგოლს. სხვა ნებისმიერ საფეხურზე მდგომს (იქნებოდა ეს
დაბირბოდი თუ ჰაზარბოდი, მეჭურჭლეთუხუცესი, მთავარსარდალი თუ
მემატიანე) თავისი განსაკუთრებული ფუნქცია ჰქონდა და განეკუთვნებოდა
ტიტულიან დიდმოხელეთა კატეგორიას.2

2
გიორგი ჭიპაშვილი; ირანის სახელმწიფო წყობილება (ისტორია და თანამედროვეობა); თბილისი;
1990; გვ. 6, იხ., <Iranis Saxelmcipo Cxobileba.pdf>
გამორჩეულად საყურადღებოა ესოდენ ცნობილი ე.წ სატრაპთა სისტემა. 3
დარიოსმა უზარმაზარი იმპერია დაყო 20 სატრაპიად, სპარსული სამეფო
ოჯახიდან ან დიდგვაროვანთა წრიდან თითოეულს დაუნიშნა მმართველი ანუ
სატრაპი, რომელსაც ევალებოდა სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება ამ
ადმინისტრაციული ერთეულის შიგნით. ასევე, გადასახადების აკრეფა. ის
წარმოადგენდა უზენაეს სამართლებრივ ავტორიტეტს, რომლის ხელში იყო
როგორც სამხედრო (განვმარტავ, რომ მხედართმთავრის ფუნქცია ემიჯნებოდა
მოვალეობას სატრაპისა, რომელსაც ბრძოლის უნარის მქონდე მოსახლეობის
აღწერა და მათი ჯარში გაწევრიანება ევალებოდა), ასევე სამოქალაქო
ხელისუფლება. მას უნდა დაეცვა თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება. ეს
ნაბიჯი ცალსახად ამარტივებდა დაპყრობილ ტერიტორიათა კონტროლს.

სატრაპებს თავიანთი ძალაუფლება ბოროტად რომ არ გამოეყენებინათ,


დარიოსმა შექმნა სპეციალური უფლებებით აღჭურვილი სამეთვალყურეო
4
ინსტიტუცია-საკონტროლო კომისია, გენებოთ საიდუმლო პოლიცია. რაც შეეხება
იმპერიის პოლიტიკურ ცენტრს, „მეფის სავანეს“ წარმოადგენდა პერსეპოლისი.

ჰეროდოტე გვაწვდის ინფორმაციას (თავის წიგნში „ისტორია“), რომ


აქემედიდური ირანი იყოფოდა არამხოლოდ სატრაპიებად, არამედ ხალხებად
(სულ 70 ხალხად). მისავე წყაროებიდან ვიგებთ, რომ მე-19 სატრაპიაში შედიოდა
სამხრეთი ნაწილი კოლხეთის სამეფოსა.

უეჭველია, რომ დარიოსის რეფორმებმა განამტკიცა ქვეყნის ეკონომიკური


სტაბილურობა, სამხედრო სიძლიერე და წვლილი შეიტანა უნიკალური სპარსული
კულტურის შექმნაში. რა თქმა უნდა, აქემენიდთა ირანისათვის დამახასიათებელი
მულტიკულტურალიზმი ბენეფიტური იყო, სწორედ კულტურის
გამრავალფეროვნებისა და გამდიდრების თვალსაზრისით.

თუმცა ამგვარი ადმინისტრაციული დაყოფის მოდელი და ეთნიკური


ჯგუფების ავტონომია გიგანტური იმპერიისთვის ქმნიდა დიდ საფრთხეებს. ჩემი
ეს ვარაუდი დასაბუთებულია კიდეც ამ სახელმწიფოს დაღმასვლით. გარდა
ბერძენ-სპარსელთა ომებში განცდილი მარცხისა, იმპერიის დასუსტება გამოიწვია
სატრაპთა სეპარატისტულმა ტენდენციებმა, სატრაპებში განხორციელებულმა
აჯანყებებმა. დარიოსმა ფაქტობრივად თავადვე შექმნა ცენტრალიზებული
ხელისფლების მოშლის საფუძველი.

3
The Editors of Encyclopaedia Britannica; Satrap; იხ., <https://www.britannica.com/topic/satrap>
[18.10.20]
4
გიორგი ჭიპაშვილი; ირანის სახელმწიფო წყობილება (ისტორია და თანამედროვეობა); თბილისი;
1990; გვ. 7. იხ., <Iranis Saxelmcipo Cxobileba.pdf>
დაყოფის ამგვარი მოდელი სხვა დროსა და სივრცეშიც გვხვდება
ანალოგიურად. მახსენდება ფარნავაზის მიერ გატარებული ადმინისტრაციული
რეფორმა და სამეფოს სასპასპეტოდა და საერისთავოებად დაყოფა, რაც
ნარჩუნდება კიდეც უამრავი საუკუნის განმავლობაში.

აგრეთვე, საგულისხმოა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის მაგალითი.


თუმცა ამ კონკრეტულ შემთხვევაში უმთავრესი განსხვავება იყო მიდგომა
დაპყრობილ ხალხთა მიმართ. მაკედონელს სურდა, შეექმნა გლობალიზებული
სამყარო, რომელიც ისაუბრებდა ერთ ენაზე-ბერძნულზე, რომელიც იმოქმედებდა
საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემით. უნდა დამკვიდრებული საერთო
ბერძნული კულტურა, რაც თავისთავად ნიშნავდა დაპყრობილთა ეროვნული
ნიშან-თვისებების გაქრობას. უბრალოდ, ამ ყველაფერს ჰქონდა თავისი მიზეზი.
ჩემი აზრით, პროვინციებად დაყოფა უსაფრთხო იქნებოდა, თუ ერთიანი
საზოგადოება დაიყოფოდა და არა დივერსირებული, ქაოსურად აღრეული ხალხი.
ამ მიზანს ემსახურებოდა საბჭოთა კავშირის პოლიტიკაც. ანექსიის გზით
შემოერთებულ რესპუბლიკებში უნდა გამქრალიყო ერის ინდივიდუალიზმი,
რათა ხალხის მართვა გამარტივებულიყო.

საბოლოო ჯამში, მოკლედ რომ ვთქვა, უეჭველია, რომ აქემენიდურ ირანში


არსებულ ადმინისტრაციულ მოწყობას ჰქონდა როგორც დადებითი, ასევე
უარყოფითი მხარეები. ამგვარად დაყოფას, ამდენი ადგილობრივი მმართველობის
ორგანოსა და მმართველის არსებობა საფრთხეს უქმნის ავტოკრატიას, რაც
თავისთავად წარმოშობს კოლოსალურ ტერიტორიაზე გაჩენილი იმპერიის
წარმატებით და, რაც მთავარია, ხანგრძლივად კონტროლს ხელისუფლის მიერ.

ბიბლიოგრაფია:
 Haleh Brooks; Bureaucracy in the Achaemenid Empire: Learning from the Past; 2014; იხ.,
<https://www.ancient.eu/article/767/bureaucracy-in-the-achaemenid-empire-learning-
from/> [18.10.20]
 გიორგი ჭიპაშვილი; ირანის სახელმწიფო წყობილება (ისტორია და
თანამედროვეობა); თბილისი; 1990; იხ., <..\Downloads\Iranis Saxelmcipo
Cxobileba.pdf
 The Editors of Encyclopaedia Britannica; Satrap; იხ.,
<https://www.britannica.com/topic/satrap>
 History.com Editors; Persian Empire; SEP 30, 2019; იხ.,
<https://www.history.com/topics/ancient-middle-east/persian-empire#section_2>
 Ali Farazmand; PERSIAN LEGACIES OF BUREAUCRACY AND PUBLIC
ADMINISTRATION; იხ., <e1-34-02-01.pdf>
იმპერიის საყრდენი- აქემენიდური
ირანის სამხედრო მოწყობა
ანა ფაცაცია

კაცობრიობის განვითარებასთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში


აღმოცენდა სახელმწიფოები, რომელთა არსებობისთვის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სამხედრო ძალის არსებობა იყო. გამოაკლისი არც
აქემენიანთა იმპერია გახლდათ, რომელიც ანტიკური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს
პოლიტიკურ ერთეულად სწორედ მისი უძლიერესი არმიის მეშვეობით იქცა.

ათენელი ისტორიკოსი ქსენოფონტი წერდა5, რომ სპარსი მეფეებისთვის


სამხედრო მოწყობა უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენდა, შესაბამისად, ისინი
პირადად ხარჯავდნენ დროსა და ენერგიას იმისათვის, რომ არმიის სათანადოდ
მომზადება უზრუნველეყოთ. როგორც ვიცით, აქემენიდური ირანი მისი
აღმავლობის ზენიტში გადაჭიმული იყო ბალკანეთიდან ინდოეთამდე, რაც,
თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ იმპერია მრავალი , აბსოლუტურად
განსხვავებული ქვეყნის , კულტურისა და ერის გაერთიანებით იყო შექმნილი.
მოსალოდნელი და ლოგიკურიც კია ის, რომ ამგვარი დიფერენციაცია გამოიწევდა
აზრთა სხვადასხვაობასა და შიდა კონფლიქტებს, განსაკუთრებით სხვადასხვა
სატრაპიებს შორის. თუმცა, ეფექტური რეფორმებისა და ცვლილებების
მეშვეობით, სპარსმა მეფეებმა ყოველივე ამის თავიდან არიდება მოახერხეს.

ირანული არმიის მთავარი დასაყრდენი იერარქიული დაყოფა იყო. ჯარი


იყოფოდა კომპანიებად, ბატალიონებად, დივიზიებად და კორპუსებად, რაც
ამარტივებდა არა მხოლოდ ჯარის კონტროლს, არამედ უზრუნველყოფდა მის
ერთიანობას. დანაყოფების მეთაურნი პირადად იყვნენ მეფის მიერ დანიშნულნი,
რაც ნიშნავდა იმას, რომ მეფეს მისთვის სანდო პირები მთელი იმპერიის
მასშტაბით ჰყავდა გაგზავნილი. ყოველივე ეს საშუალებას აძლევდათ ირანელებს,
საჭიროების შემთხვევაში მარტივად და მოკლე დროში მობილიზებულიყვნენ.

სპარსული სამხედრო ძალა გამოირჩეოდა დისციპლინითა და მკაცრი, საკმაოდ


დაუნდობელი რეჟიმით6. მებრძოლები მცირე ასაკიდანვე გადიოდნენ მძიმე
5
Achaemenid administration and army[17.10.20] იხ.
https://weaponsandwarfare.com/2020/05/18/achaemenid-empire-administration-and-army/
6
Ancient Persian warfare [17.10.20] იხ. https://www.ancient.eu/Persian_Warfare/
წრთვნას- ისინი უნდა დაოსტატებულიყვნენ საბრძოლო ხელოვნების
მრავალსახეობებში, როგორებიც იყო მშვილდოსნობა, ხელჩართული ბრძოლა და
სხვ. ცხადია, მეტად ინტენსიურ წრთვნას გადიოდნენ სამეფო ოჯახისა და ელიტის
წარმომადგენელნი. თავად დარიუს პირველი ამბობდა7 "Trained am I both with
hands and with feet. As a horseman I am a good horseman. As a bowman I am a good
bowman both afoot and on horseback. As a spearman I am a good spearman both afoot
and on horseback"

აღსანიშნავი და საინტერესოა ისიც, თუ რაოდენ ცვალებადი იყო ხარკის სახე და


ოდენობა, რომელიც სატრაპიებს უნდა გადაეხადათ. რაც უფრო დაახლოებული
და კეთილმოსურნე იყო სატრაპია უშუალოდ ირანელი ხალხისთვის, მით უფრო
ნაკლები ხარკის გადახდა უწევდა მას. მაგალითისათვის, მიდიელებს ხარკის
ნაცვლად რაოდენობრივად მეტი მეომრის გამოყვანა ევალებოდათ. გარდა ამისა,
მაღალი სამხედრო თანამდებობის პირების ძირითადი ნაწილი
დაკომპლექტებული იყო ირანელებითა და მიდიელებით. თუ გავითვალისწინებთ
იმას, რომ აქემენიდურ იმპერიას საფუძველი სწორედ მიდიელებისა და
სპარსელების გაერთიანებით ჩაეყარა, ეს მოგვცემს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ
ირანელთათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ნდობისა და ერთიანობის
საკითხები. ამ მოცემულობების მართებულობა დასტურდება იმით, რომ
არსებობის მანძილზე იმპერიაზე კონტროლი და გავლენა მუდმივად ცენტრალურ
ხელისუფლებას ეპყრო ხელთ. აქემენიდური ირანი არ იყო ის პოლიტიკური
ერთეული, სადაც ადგილი ჰქონდა ჰეგემონობასა და თეოკრატიას.
მოწესრიგებული, დისციპლინირებული სამხედრო სისტემა იმპერიას ერთგვარ
„გადაჯაჭვულ“ პოლიტიკურ ერთეულად აქცევდა, რომელიც საფეხურეობრივ
სისტემაზე დაყრდნობით არსებობდა. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კონკრეტულ
დანაყოფში რაიმე სახის პრობლემა აღმოცენდებოდა, ეს ინარჩუნებდა მხოლოდ
ლოკალურ სახეს, ვინაიდან მისი აღმოფხვრა ადგილობრივად, უმალვე ხდებოდა.
ისტორიული წყაროები გვამცნობს, რომ რამდენადაც ლმობიერნი იყვნენ ირანელი
მეფეები ერთგულებისადმი, იმდენად დაუნდობლები და სასტიკები იყვნენ
წესრიგის დამრღვევთა მიმართ. ყოველივე ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდიდა
მასობრივი პროტესტისა და შიდა არეულობის აღმოცენებას. ვფიქრობ, ეს მიდგომა
აბსოლუტურად მართებულია, ვინაიდან როდესაც საქმე გვაქვს უზარმაზარი
იმპერიის მართვასთან, შეუძლებელია, გვერდი ავუაროთ სამხედრო ძალის
მეშვეობით წესრიგის დამყარებას.

როდესაც ირანულ სამხედრო ძალაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა


ვახსენოთ განთქმული ელიტარული დანაყოფი, რომელიც „უკვდავთა რაზმის“
სახელით იყო ცნობილი. დანაყოფი დაკომპლექტებული იყო 10 000 მეომრისგან,
რომელთა რიცხვი მუდმივი, უცვლელი იყო. „უკვდავთა“ მთავარი მიზანი მეფის
სიცოცხლის დაცვასა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მდგომარეობდა.

7
Professor A. Sh. Shahbazzi, Achaemenid army [17.10.20] იხ.
http://www.iranchamber.com/history/achaemenids/achaemenid_army.php
ე.ი , ეს იყო ერთგვარი პირადი გვარდია, რომელიც მუდმივად მეფის სამსახურში
იდგა. მსგავსი ფუნქციის მქონე სამხედრო დანაყოფებს მსოფლიოს არაერთ
წერტილსა თუ ეპოქაში ვხვდებით. გავიხსენოთ დავით აღმაშენებლის „მონა-
სპათა“ დანაყოფი, ან სპარტანული „ჰიპეების“ გვარდია.

ყველა ამ მახასიათებლებთან ერთად, არანაკლებ შთამბეჭდავი იყო სპარსელთა


საბრძოლო ტაქტიკა8. ბრძოლის დაწყებისთანავე, მტერს მშვილდოსანთა რაზმი
უტევდა, რომელთა შემდეგ წინსვლას განაგრძობდა კავალერია და ქვეითთა
რაზმი. ამ ტაქტიკამ არაერთი გამარჯვება მოუტანა ირანს აზიური,
ნაკლებგანვითარებული ქვეყნების წინააღმდეგ, თუმცა იგი წარუმატებელი
აღმოჩნდა გრეკო-მაკედონურ ფალანგებთან ბრძოლისას. როგორც ვიგებთ,
საბერძნეთში დარიოს I შეჭრისას ბერძნები სპარსელთა „ისრების წვიმას“ მყარი
ფარებითა და ჯავშნებით დაუპირისპირდნენ, რომლებიც ირანელთათვის უცხო
იყო. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ მამის მსგავსად დამარცხდა თერმოპილეს
ბრძოლაში ქსერქსე I . ისტორიის მამად წოდებული ჰეროდოტე აქემენიანთა
იმპერიის აღწერისას ამბობდა9: „არ არსებობს ერი,რომელიც ისე ადვილად
მიიღებს უცხო ჩვეულებებს,როგორც სპარსელები“. საინტერესოა, მაშ რატომ არ
დანერგეს სპარსელებმა დარიოსის მარცხის შემდეგ ის საბრძოლო ტექნიკები,
რომელშიც ბერძნები აღმატებულნი იყვნენ? ვინ იცის, ეს რომ მომხდარიყო, რა
შედეგით დასრულდებოდა ქსერქსეს მცდელობა ბერძენთა დამორჩილებისა, და
საბოლოოდ რა შედეგის მომტანი იქნებოდა ეს იმდროინდელი მსოფლიო
ვითარებისათვის?

ბიბლიოგრაფია:
History.com editors, Persian Empire [17.10.20] იხ. https://www.history.com/topics/ancient-
middle-east/persian-empire

Ancient Persian warfare [17.10.20] იხ. https://www.ancient.eu/Persian_Warfare/

Professor A. Sh. Shahbazzi, Achaemenid army [17.10.20] იხ.


http://www.iranchamber.com/history/achaemenids/achaemenid_army.php

Herodotus: On the customs of Persians [17.10.20] იხ.


https://www.ancient.eu/article/149/herodotus-on-the-customs-of-the-persians/

Sean Manning, Service and Supply in the Achaemenid Army, pages 132-137; [17.10.20] იხ.

https://prism.ucalgary.ca/handle/11023/648
8
Ancient Persian warfare [17.10.20] იხ. https://www.ancient.eu/Persian_Warfare/
9
Herodotus: On the customs of Persians [17.10.20] იხ. https://www.ancient.eu/article/149/herodotus-on-
the-customs-of-the-persians/
ეკონომიკა და ვაჭრობა აქემენიათა
ირანში
მარიამ გაბრიჭიძე

აქემენიათა ირანის იმპერიაში შედიოდა მრავალი ქვეყანა, მათ შორის ეგვიპტე,


სირია, ფინიკია, ბაბილონი და სხვა, რომელთაც ეკონომიკური ინსტიტუტები
საკმაოდ განვითარებული ჰქონდათ, ამიტომ იმპერიის სოციალურ-ეკონომიკური
სტრუქტურა გამოირჩეოდა ძალზე დიდი მრავალფეროვნებით. სწორედ ამ
მიზეზით, აქემენიათა იმპერია, ეკონომიკური თვალსაზრისით, გარკვეულწილად
დეცენტრალიზებულ სახელმწიფოდ შეიძლება მივიჩიოთ, სადაც, როგორც
ცენტრალური ხელისუფლება, ისევე თითოეული ეთნიკური ჯგუფი პატივს
სცემდა ადგილობრივ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებს.

მთავარი ეკონომიკური საქმიანობა სპარსელების მიერ იმპერიული


მმართველობის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე იყო სოფლის მეურნეობა, რომლითაც
დაკავებული იყო მოსახლეობის უმრავლესობა. ყველაზე ხშირად დათესილი
მარცვლეული იმპერიაში იყო ქერი, რომელიც მოჰყავდათ ბაბილონის, ეგვიპტის
და სპარსეთის ტერიტორიაზე, ხოლო, მაგალითად, ხორბალი ნაკლებად
ითესებოდა, მიუხედავად იმისა რომ პალესტინაში მთავარი საკვები იყო. იმპერიის
დროს ასევე განვითარდა ღვინის წარმოება (რაშიც ყველაზე ცნობილი სპარსეთი
იყო). ფრიგია და სპარსეთი მდიდარი იყო პირუტყვით, თუმცა იმპერიის
მოსახლეობის კვების რაციონში რძის პროდუქტებს უმნიშვნელო ადგილი ეკავა.

იმპერიაში სამი ძირითად ეკონომიკური სექტორი თანაარსებობდა: 1. სამეფო


სექტორი, რომელსაც მართავდა მეფის კანცელარია 2. სექტორი, რომელსაც
ფლობდნენ და მართავდნენ რელიგიური პირები და გაერთიანებები 3. კერძო
სექტორი.

იმპერიაში იყო რამდენიმე სახის ძირითადი საკუთრება:

- უზარმაზარი ლატიფუნდიები (განსაკუთრებით ბაბილონში), რომლებიც


იჯარით გადაეცათ მსხვილ მოქირავნეებს;
- დამუშავებული ნაკვეთები, რომლებიც მცირე მფლობელების საკუთრებაში
იყო;

- მიწები, რომლებიც მეფის ხელისუფლებას ეკუთვნოდა (უმეტესწილად,


დაპყრობილი ქვეყნების თავადაზნაურებისგან ჩამორთმეული მიწების საუკეთესო
ნაწილი);

- სამეფო ოჯახის წევრებზე, მეფის მეგობრებსა და თანმხლებ პირებზე


განაწილებული მიწები.

სტრუქტურულად სამეფო სექტორი გაერთიანებული იყო და,


საჭიროებისამებრ, მისი სხვადასხვა პროდუქტი ერთი ადგილიდან მეორეზე
მიდიოდა. მთელ რიგ დოკუმენტებში აღწერილია დარიოს I-ის პირადი
განკარგულებები, რომლებიც ფარნაკეში სამეფო სექტორის მთავარი მმართველის
მეშვეობით იქნა გამოცემული. მაგალითად, ორ წერილში არის ბრძანება
დედოფალ ირტაშდუნასთან სამეფო საკუთრებებიდან 100 ცხვრის და 200 ღვინის
გაცემის შესახებ. რამდენიმე ბაბილონური დოკუმენტი ეხება დარიოს II-ის
მეუღლის, დედოფალ პარიზატისის ველებს ნიპურის რეგიონში, რომლებიც
დედოფალმა გააქირავა მსხვილ მევაჭრეებზე.

უზარმაზარი სიდიდის მიუხედავად, სამეფო სექტორს გადამწყვეტი ადგილი არ


ეკავა იმპერიის ეკონომიკაში. სახელმწიფო შემოსავლის ძირითადი წყარო იყო
გადასახადები, რომლებიც შემდგომ ემსახურებოდა ჯარის, ადმინისტრაციისა და,
ნაწილობრივ, სამეფო კარის შენახვას. გადასახადების გადახდა ხდებოდა
ვერცხლით, რომელიც ფასდებოდა სისუფთავით, წონით და აუცილებელი იყო
იმპერიაში შემოღებული შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილება.
გადასახადების გარდა, მეფეს ასევე გადასცემდნენ საჩუქრებს - უმეტესწილად
ისინი, ვინც იმპერიის საზღვრებთან ახლოს ცხოვრობდნენ - მათ შორის იყვნენ:
კოლხები, ეთიოპელები, არაბები. სპარსელები, როგორც მმართველი ხალხი,
გათავისუფლებულნი იყვნენ გადასახადებისგან, თუმცა ეს მხოლოდ ფულის
სახით გადახდისგან გათავისუფლებას ეხებოდა, რადგან ისინი საჩუქრებს მაინც
გზავნიდნენ მეფესთან. ამასთან ერთად, სპარსელები სამშენებლო სამუშაოებში
სავალდებულო შრომას არ ასრულებდნენ, შესაბამისად, მათ ჰქონდათ გარკვეული
შეღავათები.

აქემენიდებმა დანერგეს არაერთი ეკონომიკური სიახლე ანტიკურ სამყაროში.


ლიდიელთა დაპყრობის შემდეგ, სპარსელებმა სწრაფად გაავრცელეს მონეტების
გამოყენება ოქროს დარიკისა და ვერცხლის სიგლოების საშუალებით. მათ ასევე
აღიარეს ცენტრალიზებული ეკონომიკის ღირებულება, რომელიც
გაერთიანებული იყო ოფიციალური ვალუტით. აქემენიათა ირანის თითოეული
პროვინცია (სატრაპია) გადასახადებს იხდიდა ვერცხლით ან ოქროთი თავის
სამეურნეო სიმდიდრეზე დაყრდნობით. სხვები მეფეს ყოველწლიურად
უხდიდნენ საქონლის ხარკს (მარცვლეულებს, სანელებლებს და ა.შ.). აქემენიდებმა
დიდი ცვლილებები შეიტანეს იმპერიის მმართველობის ქვეშ არსებულ
ტერიტორიებზე აგრარულ საკითხებში, აგრეთვე ტერიტორიების ეკონომიკურ
ურთიერთობებში ერთმანეთთან.

იმპერიის ეკონომიკის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის დარიოს I-ს,


რომელმაც ძვ.წ. 519 წელს სახელმწიფო გადასახადების ახალი სისტემა დააარსა.
დაიწყეს მიწების ზუსტი გაზომვა, კლასიფიცირება მოყვანილი კულტურების და
მოსავლის ზომის მიხედვით და შესაბამისი გადასახადების დაწესება -
დამუშავებული მიწის და მისი ნაყოფიერების (საშუალო მოსავლიანობა
რამდენიმე წლის განმავლობაში) საფუძველზე.

აქემენიდებთა დინასტიის დროს ვაჭრობა ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი


იყო, ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკა კი ხელს უწყობდა საქონლის
გაცვლას/გაყიდვას იმპერიის შორეულ მიდამოებში. საგადასახადო ტარიფები იყო
იმპერიის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყარო, სოფლის მეურნეობისა და
ხარკის გარდა. ვაჭრობა როგორც იმპერიის შიგნით, ისევე მის გარეთ,
ვითარდებოდა მანამდე არნახული მასშტაბით. ყველაზე გრძელი საქარავნო
მარშრუტი იყო ე.წ. სამეფო გზა, რომელიც მცირე აზიის სარდიდან მესოპოტამიის
გავლით ტიგროსამდე თითქმის 2400 კმ-ზე იყო გადაჭიმული. მომსახურების
ობიექტების სადგურები განლაგებული იყო ყოველ 25-30 კმ-ზე. სპარსეთის
ყურეში არსებული პორტები იყო აქემენიდებთა საზღვაო ვაჭრობის ძირითადი
პუნქტები, საზღვაო ვაჭრობა კი დასავლეთთან ვაჭრობის ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი გზა იყო. თავდაპირველად, საზღვაო ვაჭრობა აქემენიათა
იმპერიასა და დასავლეთს შორის ფინიკიელთა ხელში იყო. თანდათანობით,
ეგეოსში ბერძნებმაც დაიწყეს მნიშვნელოვანი როლის შესრულება საზღვაო
ვაჭრობაში და წარმატებით უწევდნენ კონკურენციას არაერთ სავაჭრო რეგიონში.

ეგიბის ბიზნეს სახლი, რომელიც ბაბილონში მდებარეობდა, წამყვან როლს


ასრულებდა ვაჭრობაში, განსაკუთრებით მედიასთან და ელამთან. ეგიბის
წარმომადგენლები ელამში იძენდნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტი და ახდენდნენ მათ იმპორტს. ბაბილონს ასევე ჰქონდა მარცვლეულის
და მატყლის ტანსაცმლის მსხვილი ექსპორტი, რომელიც განსაკუთრებული
მოთხოვნილებით სარგებლობდა ელამში.

საერთაშორისო ვაჭრობაში ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს დასავლეთ


მცირე აზიის ლიდიელებმა - ისინი იყვნენ პირველები მსოფლიოში, რომლებიც
საცალო ვაჭრობით დაკავდნენ.
აქემენიათა იმპერიის ეკონომიკის სისტემის გამართულობაზე ხშირად დაობენ
და არსებობს უამრავი ურთიერთგამომრიცხავი აზრი. მეცნიერთა ნაწილი,
რომლებმაც შეისწავლეს იმპერიაში არსებული ეკონომიკური საკითხები,
ფიქრობს, რომ ეკონომიკურმა პოლიტიკამ გარკვეული ზიანი მიაყენა ისეთ
მდიდარ სატრაპიებს, როგორიცაა, მაგალითად, ბაბილონი, რომელიც
ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარებული იყო. თუმცა, ამასთან ერთად,
აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა უმეტესობის შეფასებითა და მოსაზრებით,
აქემენიათა ირანის ეკონომიკური პოლიტიკა საკმაოდ გამართული და იმ
დროისთვის საკმაოდ პროგრესული იყო. აქემენიათა ირანის ეკონომიკური
სტრუქტურის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება სწორედ მოქნილობაა —
მეტწილად, სახელმწიფო სატრაპიების ეკონომიკაში არ ერეოდა. აქემენიდებმა
მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს ეკონომიკური დაბრკოლებების
აღმოსაფხვრელად, მაგალითად, იმპერიის შიგნით სავაჭრო ბარიერების
გაუქმებით. ამ გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი იყო იმ
დროისათვის უდიდესი სიმდიდრე, რომელიც ბაბილონიდან და სხვა
სატრაპიებიდან შეედინებოდა აქემენიდთა ხაზინაში.

გამოყენებული მასალები:

https://www.oxfordhandbooks.com/view/10.1093/oxfordhb/9780199935390.001.0001/oxfordh
b-9780199935390-e-34

https://courses.lumenlearning.com/suny-hccc-worldcivilization/chapter/government-and-
trade-in-the-achaemenid-empire/

https://iranicaonline.org/articles/achaemenid-taxation

https://iranicaonline.org/articles/commerce-ii
სასამართლო და რელიგიური
მოწყობა აქემენიდურ ირანში
მარიამ ღონღაძე

რელიგია - სახელმწიფოს წინსვლის საფუძველი

უძველეს სპარსეთში ადამიანები მრავალღმერთიანობას მისდევდნენ, მანამ,


სანამ ზოროასტრიზმი არ შემოიღეს. ამას, რა თქმა უნდა თავისი პოლიტიკური
საფუძველი ჰქონდა. ირანში მულტიკულტურული გარემო იყო, შესაბამისად
უამრავი განსხვავებული შეხედულებისა და ღირებულების მქონე ადამიანები
უფრო რთული სამართავი იყო, ვიდრე ერთი რელიგიისა და კულტურის. ყველა
ქვეყანასა და ხალხს სჭირდება გამაერთიანებელი ნიშნები - ერთი რელიგია, ერთი
ენა, ერთი დამწერლობა. რელიგია საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან
უამრავი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ისტორია სწორედ რომ რელიგიაზე
იყო დამოკიდებული.

აქემენიდურ ირანში მიიღეს ზოროასტრიზმი, ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა,


რომლის მთავარი ღმერთი იყო აჰურა მაზდა, ხოლო სახელმწიფოს რელიგიური
მეთაური კი მეფე იყო. მეფის მიერ რელიგიის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი იყო,
რადგან მეფე მოქალაქეთა მაგალითს წარმოადგენდა და შესაბამისად ხალხსაც
მოტივაციას უჩენდა გაერთიანებისთვის. კიროს დიდის მსგავსად რელიგია
შემოიღო ასევე მაგალითად, ფრანკთა მეფე ხლოვიგმა, რითაც ის დაუმეგობრდა
კათოლიკურ ეკლესიას, ასევე შეგვიძლია გავიხსენოთ მეფე ფარნავაზი, რომელმაც
ერთღმერთიანობა შემოიღო ქართლში, ან თუნდაც მეფე მირიანი, რომელმაც
ზუსტად იმავე მიზეზით მიიღო ქრისტიანობა.

რელიგიას ასევე მნიშვნელობა ჰქონდა სახელმწიფოს გარე პოლიტიკისთვისაც.


ზოროასტრიზმის მიღებით აქემენიდური ირანი იქცა ცეცხლთაყვანისმცემელი
ქვეყნების მოკავშირედ (ყოველ შემთხვევაში მტრები აღარ იყვნენ). შესაძლოა
რელიგიური ფაქტორის გათვალისწინებით ბრძოლებში ერთმანეთს
დახმარბოდნენ, რასაც აკეთებდნენ ხოლმე.

რელიგიას დიდი გავლენა ჰქონდა არა მხოლოდ სახელმწიფოს გარე


პოლიტიკურ კურსზე, არამედ ქვეყნის შიდა პოლიტიკაზეც. რელიგია
განაპირობებდა კანონების მიღებას, სასამართლო გადაწყვეტილებებს,
ადამიანების სოციალურ მდგომარეობას. სახელმწიფოს მოწყობაშიც რელიგიას
დიდი გავლენა ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ აქემენიდურ ირანში სახელმწიფო რელიგია


მაზდეანობა იყო, ეს ხელს არ უშლიდა კიროს დიდს, რომ დაპყრობილი
ხალხებისთვის რელიგიური და კულტურული ავტონომია მიენიჭებინა. ესეც
ერთგვარი პოლიტიკური სვლა იყო - დაპყრობილი ხალხები მადლიერების
ნიშნად მორჩილებას აღუთქვამდნენ ირანის მეფეს და პროტესტს არ
გამოთქვამდნენ. განსხვავებით უამრავი იმპერიისგან, რომლებშიც განსხვავებული
რელიგიის წარმომადგენლები იდევნებოდნენ, აქემენიდურ ირანში მათ
თავისუფლება ენიჭებოდათ, ოღონდ მათ ჰქონდათ დაპყრობილი ხალხის
სტატუსი.

ამრიგად, რელიგიას დიდი როლი ეკავა აქემენიდური ირანის სახელმწიფო


პოლიტიკაში, რაც ნათლად ჩანდა თითქმის ყველა სფეროში: ცხოვრების სტილში,
სამოქალაქო მოწყობაში, სასამართლო სისტემაში, ბიუროკრატიულ აპარატში და
ა.შ.

სასამართლო აქემენიდურ ირანში

საინტერესოა ასევე აქემენიდური ირანის სასამართლო მოწყობა. ყველა


სამართლებრივი მოძღვრება შთაგონებული იყო მათი ღმერთისგან, რომლის
წარმომადგენელიც იყო მეფე. ის აკონტროლებდა წესების შესრულებას,
სამართლის აღსრულებას. ის კანონზე მაღლა არ იდგა, თუმცა მისი
მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ. იურიდიული ადმინისტრაცია და
დოკუმენტები მეფის კონტროლის ქვეშ იყო. სასამართლო პროცესებს
წარმართავდნენ წარჩინებული ადამიანები, რომლებსაც ეწოდებოდათ sartennu ან
sukkallu. დღემდე შემორჩენილი ტექსტები ადასტურებს აქემენიდური ირანის
დროინდელ სასამართლო მოწყობას, რომელშიც მეფე იყო წამყვანი პიროვნება.

სასამართლო პროცესები იმართებოდა განსხვავებული კლასის


წარმომადგენელი ხალხით სავსე სპეციალურ დარბაზებში, მოსამართლეებით,
ოფიციალური წარმომადგენლებითა და სხვადასხვა რელიგიური პირით.
სასამართლო დაყოფილი იყო ორ ძირითად სეგმენტად, რომლებიც
განსხვავდებოდნენ იურიდიული ძალაუფლებით, იმის მიუხედავად, რომ მათი
ლეგალური პროცედურები იდენტური იყო:

 სეკულარული სასამართლო - ისეთი საქამეების განხილვა


ევალებოდა,რომლებსაც რელიგიური სასამართლო ვერ განიხილავდა. მას
ჰქონდა ფართო უფლებები. მას ჰქონდა რელიგიური სასამართლოს
გადაწყვეტილების აპელირების უფლებაც.
 რელიგიური სასამართლო - ისეთ საქმეებს განიხილავდა, რომელიც
იურისდიქციას ეხებოდა. ასეთ შემხვევებში საჭირო იყო სასამართლო
პროცესს დასწრებოდა ერთი ტაძრის წარმომადგენელი და ერთი სამეფო
წარმომადგენელი.

აქემენიანთა კანონის სისტემა იყო ინკვიზიტორული ხასიათის.სისტემა იყო


მოქნილი. ის ხასიათდებოდა სამი თვისებით:

 კოოპერაციის უფრო მაღალი ხარისხი


 სასამართლო მტკიცებულებების გაუმჯობესების მომხრე
მოსამართლეები
 მოპასუხის ჩვენების მოთხოვნა

სისტემა ძირითადად აგრძელებდა მრავალწლოვან ანტიკურ ახლო-


აღმოსავლურ ტრადიციულ პროცედურებს. თუმცა სამი ახალი ინოცავია
გვხვდებოდა აქემენიდურ ირანში:

 ზოგიერთი პროცედურა იყო გამარტივებული. მაგალითად, ძველი


ბაბილონური პერიოდის სასამართლო წინა ჩივილი და პასუხის მოთხოვნა
გაუქმდა.
 უამრავ წყაროში შეგვიძლია ვიხილოთ რაციონალური
მტკიცებულებებისკენ სწრაფვის მაგალითები. მანამდე ჩვეულებრივ
სასამართლო ბრალდებულს ბრალს წაუყენებდა ღმერთების წინაშე. თუ
ბრალდებული ფიცს არ დადებდა, ის ავტომატურად იყო დამნაშავე.
აქემენიდებმა ეს სისტემა შეცვალეს და მტკიცებულების მნიშვნელობა
გაზარდეს, რაც იმდროინდელ საზოგადოებაში წინგადადგმული ნაბიჯი
იყო.
 ქალები ძველ ახლო-აღმოსავლური წესების მიხედვით მოწმეებად არ
შეიძლება გამოსულიყვნენ. აქემენიდებმა ეს წესიც შეცვალეს და ქალებსაც
ისეთივე უფლება მისცეს მოწმედ გამოსვლისა, როგორიც კაცებს ჰქონდათ.
ეს ნამდვილად ინოვაციური შემთხვევა იყო, იქიდან გამომდინარე, რომ
აქემენიდური ირანი თავისი რელიგიით მტკიცე პატრიარქალურ სისტემას
მიყვებოდა.
სოციალური დაყოფის შესახებ კანონები ასევე დაფუძნებული იყო ძველ
აღმოსავლურ პრინციპებზე, რომლის მიხედვითაც უფლებები და მოვალეობები
შეფარდებითი იყო პიროვნების სოციალური კლასის მიხედვით (როგორც ვიცით,
ხუთი სოციალური კლასი იყო აქემენიდურ ირანში). აქემენიდურ ირანში
განვითარდა სამართლის ძირითადი სფეროები, ისეთი, როგორიცაა
სახელშეკრულებო სამართალი, საოჯახო სამართალი, საკუთრების სამართალი,
მემკვიდრეობითი სამართალი, კრიმინალური სამართალი. აქემენიდური
სამართლის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა იყო ადმინისტრაციული სამართლის
შემოღება.

ამრიგად, ზემოხსენებულის გათვალისწინებით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ


აქემენიდური ირანი მისდევდა სამართლის საკმაოდ განვითარებულ მოდელს,
იყო ინოვატორი სხვადასხვა საკითხში, მაგალითად, ქალთა უფლებების ზრდის
კუთხით შემოღებული ცვლილებების გამო, ჰქონდა დახვეწილი და
თანამედროვის მსგავსი ტიპის სასამრთლო პროხესები, რომლებსაც ესწრებოდა
ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელი ადამიანი, სასამართლოს
გადაწყვეტილების გასაჩივრება იყო შესაძლებელი. ყველაფერი ეს მეტყველებს
იმაზე, რომ აქემენიდურ ირანში საკმაოდ განვითარებული იურიდიული სფერო
იყო მოწყობილი, რა ქვეყნის განვითარებისთვის ხელსაყრელი წინაპირობა იყო,
რადგანაც ქვეყნის შიგნით სამართლის არსებობა ფრიად მნიშვნელოვანია ქვეყნის
სტაბილური მდგომარეობისთვის. სტაბილური მდგომარეობა კი კარგი
წინაპირობაა ტერიტორიული ექსპანსიისა და სახელმწიფოს გაძლიერებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://iranicaonline.org/articles/judicial-and-legal-systems-i-achaemenid-judicial-and-legal-
systems

https://iranicaonline.org/articles/achaemenid-religion

https://www.ancient-origins.net/history/achaemenid-religion-0012716

https://www.ancient.eu/Ancient_Persian_Religion/

http://www.parstimes.com/law/ancient_persia_laws.html

http://www.eolss.net/sample-chapters/c14/e1-34-02-01.pdf
დარიოს I-ის აღმშენებლობითი
რეფორმების როლი ირანის
სახელმწიფო მოწყობაში
ანი ფხაკაძე

დარიოს I, ასევე ცნობილი, როგორც დარიოს დიდი, აქემენიანთა ირანის ერთ-


ერთი გვერდითი შტოს წარმომადგენელი, მოღვაწეობდა 522-486 წლებში. მისი
მმართველობის პერიოდში სპარსეთი განვითარების პიკს აღწევს, რადგან
დარიოსი ყურადღებას აქცევს სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა ასპექტს.
მიუხედავად ცალსახად მილიტარისტული მიმართულებისა, დარიოსი
რეფორმებს ატარებს არა მხოლოდ სამხედრო კუთხით, არამედ აყალიბებს
სახელწმიფოს მმართველობისა და ეკონომიკის ერთიან სისტემას 10.
უმნიშვნელოვანესია ასევე ადმინისტრაციული, სამართლებრივი, ფინანსური
რეფორმები, რომლებმაც გარდამტეხი ცვლილებები მოახდინა ქვეყნის მართვა-
გამგეობაში. ამ თითოეულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, დარიოსმა, როგორც
უკვე აღვნიშნე, შექმნა უძლიერესი იმპერია, თუმცა მის მოღვაწეობაზე მე უფრო
ვიწრო ჭრილში ვილაპარაკებ, კერძოდ, განვიხილავ დარიოსის მიერ გატარებული
კულტურული და აღმშენებლობითი რეფორმების მნიშვნელობას აქემენიანთა
ირანის სახელმწიფოში.

მმართველობის პერიოდში დარიოსმა მთელი იმპერიის ტერიტორიაზე


არაერთი შთამბეჭდავი არქიტექტურული კონსტრუქცია შექმნა, რომელთა დიდ
ნაწილსაც არა მხოლოდ კულტურული, არამედ საყოფაცხოვრებო, სოციალური
დანიშნულებაც ჰქონდა. მან ძირითადი აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო
სუსაში, პერსეპოლისში და ეგვიპტეში. გარდა ამისა, მან სამშენებლო სამუშაოები
ჩაატარა ეკბანასა და ბაბილონში.11 ასევე, თვალწარმტაცი იყო სატრაპიების

10
Radu Cristian; Darius I; 10 APR, 2017; იხ. <https://www.ancient.eu/Darius_I/> [18.10.20]
11
R. Norman Sharp; Persepolis; იხ. <https://www.britannica.com/biography/Darius-I/Darius-as-an-
administrator> [18.10.20]
დედაქალაქების არქიტექტურაც, თუმცა შედარებით ნაკლებ მნიშვნელობას
ატარებდა.

პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზე საუბარსაც ვაპირებ, არის რაღა


თქმა უნდა ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქალაქი
პერსეპოლისი, რომლის უდიდესი მშენებლობის პროგრამა სწორედ დარიოსმა
დაიწყო, შემდეგ კი მისმა მემკვიდრეებმა (ქსერქსე და არტაქსერქსე I) განაგრძეს.
„პერსეპოლისი“ ბერძნული ტოპონიმია და ნიშნავს „სპარსთა ქალაქს“. ის
აქამენიდური ირანის სატახტო ქალაქი იყო. დარიოსის განსაზღვრებით,
ძირითადად, ის უნდა ყოფილიყო ტურისტული ცენტრი, ადგილი სპეციალურად
იმისთვის, რომ უცხოეთიდან ჩამოსულ მეფეებს ცერემონიულად დახვედროდნენ.
ასევე, მისი გეგმით, პერსეპოლისი უნდა ყოფილიყო ქალაქი მეფეების მიერ
ჩატარებული ადგილობრივი ფესტივალებისათვის.

ქალაქის გალავნის მშენებლობა დარიოსმა დაახლოებით ძვ.წ 518 წელს


დაიწყო.12 მის ტერასაზე დარიოსმა და მის შემდგომ სხვა წარმატებულმა მეფეებმა
არაერთი არქიტექტურულად უნიკალური სასახლე აღმართეს, რომელთა შორისაც
აპადანია, თუმცა ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ.

პერსეპოლისი მესოპოტამიური მოდელისგან იყო ინსპირირებული. 13 ის


მთლიანად 13 ჰექტარს შეადგენდა, რომლის თითოეული ნაწილი
განსაკუთრებული იყო. ის რამდენიმე ძირითადი ტიპის კონსტრუქციებისგან
შედგება, ესენია - საცხოვრებელი კვარტალი, სახაზინო ნაგებობები, საზეიმო
სასახლეები ცერემონიალებისათვის და თავდაცვითი ნაგებობები. მკვლევარები
დღემდე დაობენ, თუ რა იყო პერსეპოლისის მთავარი დანიშნულება, რისთვის
ააგო ის დარიოსმა. მათი ნაწილის აზრით, მონარქის მთავარი მიზანი იყო ის, რომ
ჰქონოდა ეკონომიკური და სამხედრო დასაყრდენი, თუმცა ზოგიერთი ფიქრობს,
რომ ის უფრო კულტურული თვალსაზრისით იყო განსაზღვრული. მე ვფიქრობ,
რომ მას სწორედაც რომ ამ ორივე ასპექტის ჰარმონიული ნაზავი ჰქონდა
ჩაფიქრებული, რაც გამოუვიდა კიდეც, ვინაიდან ამ ქალაქს თანაბარი
სტრატეგიული და კულტურული ღირებულებები გააჩნდა.

12
Dr. Jeffrey A. Becker; Persepolis; The Audience Hall of Darius and Xerxes; იხ.
<https://www.khanacademy.org/humanities/ap-art-history/ancient-mediterranean-ap/ancient-near-east-
a/a/persepolis> [18.10.20]
13
UNESCO World Heritage Centre; Persepolis; იხ. <https://whc.unesco.org/> [18.10.20]
ამ საოცარ ქალაქს ქმნიდა დიდი მონუმენტური კიბეები, საბჭოს დარბაზი,
თავდაცვითი ნაგებობები, ხაზინები, სატახტო პალატები (როგორიც იყო აპადანა),
ტერასა თავისი ორმაგი მისასვლელი კიბეებით, აღმართული კედლები ორმაგი
ფრიზებით, მონუმენტური კარიბჭით, გიგანტური ხარების სკულპტურებითა და
უზარმაზარი დარბაზების ნაშთებით. სპარსელ არქიტექტორებს, იმაზე
დაყრდნობით, რომ ძალიან ფრთხილად აგებდნენ მსუბუქ ჭერებს და იყენებდნენ
ეგრეთწოდებულ ხის „სანთლებს“, შესაძლებლობა ჰქონდათ წამოეჭიმათ ძალიან
თხელი და მოხდენილი სვეტები, რომლებიც ღია ტიპის ჭერებს დაიჭერდა. ამ
სვეტებს ზემოდან ედგათ კარგად დამუშავებული კაპიტელები. ჩვეულებრივ, ეს
კაპიტელები იყო ორმხრივი ხარის თავები, რომლებიც ჩამუხლული,
ზურშექცევით იდგა ორმაგ სპირალივით დახვეულ ორნამენტზე.

პერსეპოლისის მრავალ ნაგებობათაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი და


გრანდიოზულია აპადანის სასახლე, რომელსაც ზემოთ უკვე ნახსენები
საზეიმო(საცერემონიო) დანიშნულება ჰქონდა. პერსეპოლისის კარიბჭე გზას
სწორედ მისკენ ხსნიდა, რომელიც იმდროინდელ მსოფლიოში ყველაზე დიდი
სასახლე იყო. თვითონ ტერმინი „აპადანა“ ექვივალენტია ბერძნული
ჰიპოსტილისა, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ ნაგებობის ჭერი სრულად სვეტებს
ეყრდნობა.14 აპადანა 1000 მეტრ2-ს მოიცავს, სულ 72 სვეტით, რომელთაგან
თითოეული 24 მეტრის სიმაღლისაა. სამწუხაროდ, დღესდღეობით მხოლოდ 14
სვეტიღაა შემორჩენილი. ზემოთხსენებული ორმხრივი ხარის თავები სწორედ აქ
გვხვდება. გარდა ამისა, სვეტებზე შეხვდებოდით ლომებსა და არწივებსაც, ეს
ყოველივე კი სამეფო ხელისუფლებისა და მმართველობის ძლიერებას
წარმოადგენდა. არსებობდა აპადანამდე მისასვლელი ორი გრანდიოზული,
მონუმენტური კიბე ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, რომელთა
რელიეფურ ქანდაკებებზეც გამოსახული არიან 23 დაქვემდებარებული ქვეყნის
მეფეები, რომლებსაც ცენტრში მჯდომი დარიოსისათვის ძვირფასი საჩუქრები
მიაქვთ. ეს რელიეფი ემსახურებოდა იმას, რომ გაეძლიერებინა გავლენა და ხაზი
გაესვა დარიოსის ცალსახა დომინანტობის გარდაუვალობაზე. როგორი კუთხითაც
არ უნდა შევხედოთ აპადანის სასახლეს, აშკარაა, რომ ის საუკეთესო საშუალებაა
ჩვენთვის, თვალნათელი გახადოს აქამენიანების, ამ შემთხვევაში კი დარიოს
პირველის, სახელმწიფოებრივი სიმტკიცე. ვფიქრობ, დარიოსს სწორედ ის ჰქონდა
დაგეგმილი, რომ მისი წარმატებები არ ყოფილიყო მხოლოდ ზეპირად თქმული
ამბები, არამედ ჰქონოდა რეალურად ხელშესახები მტკიცებულება. ალბათ
ნებისმიერ იმდროინდელ ადამიანი, სულ რომ არაფერი სცოდნოდა აქემენიანებსა

14
Dr. Jeffrey A. Becker; Persepolis: The Audience Hall of Darius and Xerxes იხ.
<https://www.khanacademy.org/humanities/ap-art-history/ancient-mediterranean-ap/ancient-near-east-
a/a/persepolis> [18.10.20]
და დარიოსზე, იმწამსვე მიხვდებოდა ამ უკანასკნელის გავლენის მასშტაბებს,
თუნდაც მხოლოდ აპადანის სასახლის ტერასისთვის რომ შეევლო თვალი.

დარიოსის ამბიცია უსაფუძვლო არ იყო. ის ფაქტი, რომ მან დამორჩილებული


ქვეყნების მმართველები გამოსახა კედლებზე, რომლებიც მისთვის
თაყვანისსაცემად მიდიან, რა თქმა უნდა, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია, თუმცა
მისი სახელწმიფოებრიობა, ალბათ სწორედ ამგვარ სიმტკიცეს ეყრდნობოდა.

დარიოს I-ს ჰქონდა კარგად განსაზღვრული სამოქმედო გეგმა, რომლითაც


თავისი ქვეყნის ფარგლებში უნდა მოექცია ნახევარი მსოფლიო და ასეც მოხდა.
მისი სახელმწიფოს მოწყობაში თითოეულ ასპექტს გარკვეული მნიშვნელობა და
დატვირთვა ჰქონდა, და რაღა თქმა უნდა ის აღმშენებლობით ნაწილს ვერ
გამოტოვებდა. სწორედ ამიტომ, მან არამცთუ ყურადღება მოაკლო ქვეყნის
კულტურულ (და არამხოლოდ) იერსახეს, არამედ შექმნა უდიდესი
კონსტრუქციები მთელ დაქვემდებარებული ტერიტორიაზე. ის ფაქტი, რომ
დარიუსმა დამორჩილებულ ქვეყნებსა და სატრაპიებშიც განახორციელა რიგი
აღმშენებლობები, სწორედ მისი სახელწმიფოს კონსტრუქციულობას და
მოწესრიგებულობას უსვამს ხაზს.

ბიბლიოგრაფია:

 Radu Cristian; Darius I; 10 APR, 2017; იხ. <https://www.ancient.eu/Darius_I/> [18.10.20]

 R. Norman Sharp; Persepolis; იხ. <https://www.britannica.com/biography/Darius-


I/Darius-as-an-administrator> [18.10.20]

 Dr. Jeffrey A. Becker; Persepolis; The Audience Hall of Darius and Xerxes; იხ.
<https://www.khanacademy.org/humanities/ap-art-history/ancient-mediterranean-ap/ancient-
near-east-a/a/persepolis> [18.10.20]

 UNESCO World Heritage Centre; Persepolis; იხ. <https://whc.unesco.org/>


[18.10.20]

You might also like